მთავარი - საქართველოს ძველმართლმადიდებლური ეკლესია

საქართველოს ძველმართლმადიდებლური ეკლესიის ოფიციალური საიტი
Перейти к контенту
მიძინება ყოვლადწმიდისა დედუფლისა ჩვენისა ღმრთისმშობელისა და მარადის ქალწულისა მარიამისა. მარიამობა*.
მიძინება ყოვლადწმიდისა დედუფლისა ჩვენისა ღმრთისმშობელისა და მარადის ქალწულისა მარიამისა

15 აგვისტო (ძვ. სტ.) // 28 აგვისტო (ახ. სტ.)
ხშირად გვეკითხებიან: უნდა ატარებდნენ თუ არა მღვდელმსახურები გრძელ თმებს? ზოგიერთი ქრისტიანი ცდუნდება მით, რომ ჩვენი ეკლესიის დიაკვნები, მღვდლები და ეპისკოპოსები გრძელ თმებს ატარებენ. მაგრამ არიან ისეთი ძველმორწმუნეებიც, რომლებიც იხრებიან საპირისპირო აზრისკენ და ამტკიცებენ, რომ - მღვდელმსახურები გრძელ თმებს არ უნდა ატარებდნენ. ამგვართა რიგს მივეკუთვნებით ჩვენც.


ძველქრისტიანული ყოფისთვის მოცემული არ იყო არანაირი საფუძველი ორშაბათი დღე მარხვის დღედ ექცია, და თუ ეს ვითარება მაინც მოხდა, არა ძველი საეკლესიო დადგენილებების, არამედ განსაკუთრებული ასკეტური ჩვეულებებისა და პირადი ღვთისმოსაობის საფუძველზე.


სწავლება მთავარანგელოზთა კრების შესახებ, სადაც მოცემულია კონკრეტული სახელები: მიქაელი, გაბრიელი, რაფაელი, ურიელი, სელაფიელი, იეგუდიელი და ვარახიელი - ჩნდება შუასაუკუნეებში, კერძოდ XV ს-ში. ასეთი აღწერა ეკუთვნის პორტუგალიელ ფრანცისკანელ ბერ ამადეუს მენდეშ დე სილვას (ამადეუს პორტუგალიელი, †1482), მისი თქმით, სახელები მან თითქოსდა საკუთარი "გამოცხადებიდან" შეიტყო. შუა საუკუნეების ლათინურ-პაპისტურ ეკლესიაში ჩნდება შვიდი ანგელოზის კულტი, რომში შენდება ტაძრები, შემდეგ კი ნეაპოლშიც.


თანამედროვე ვითარება და საზოგადოებრივი ქცევა შეუძლებელია არ ასახულიყო ძველმოწესეობაზე, განსაკუთრებით მის ახალგაზრდა თაობაზე, სკოლის მოსწავლეებსა და სკოლამდელ ბავშვებზე. ძველ კეთილ ბურჯს ახალგაზრდა თაობისთვის უკვე არა აქვს ის ძალა და სიმტკიცე, როგორც ძველად.


საიდან მოვიდა ჩვენში ხატებთან სანთლების დანთების ჩვეულება, და როგორია მისი აზრი? არსებობს თუ არა სანთლების ანთებისა და ჩაქრობის რაიმე საეკლესიო წესი? მოდი, გავერკვეთ ამ საკითხში.


ლათინურმა ეკლესიამ პრაქტიკულად გააუქმა ნათლობა. წყალში სამგზისი შთაფლვის ნაცვლად, რომელიც ნიშნავს მოსანათლავის მონაწილეობას ქრისტეს სიკვდილსა და აღდგომაში, - კათოლიკეები ნათლავენ წყალპკურებით.


როგორც ცნობილია, "მალაქსას" ძველმორწმუნეები უწოდებენ სახელობით თითთა წყობას, რომლითაც ახალმოწესე სასულიერო პირები აკურთხებენ ერისკაცთ. ის ატარებს ნიკოლა მალაქსის სახელს, რომელიც წარმოშობით ქ. ნაფპლიონიდან იყო, რომელიც პელოპონესის ნახევარკუნძულზეა.


ქრისტიანები ღმრთის ტაძარში სალოცავად დადიან. მაგრამ ეკლესიაში მორწმუნეები მარტო ლოცვებს როდი აღასრულებენ. ტაძრებში განსაკუთრებული მღვდელმსახურებანიც აღესრულებიან, რომელთაც საიდუმლოებებს უწოდებენ. ეკლესიის სწავლებით, საიდუმლო - ეს არის მღვდელმოქმედება, რომელიც დაწესებულია ქრისტესა და მის მოციქულთა მიერ, რომელთა მეშვეობით მორწმუნეებს ხილულად მოენიჭებათ ღმრთის უხილავი მადლი. საიდუმლოებანი - ქრისტიანუილ ცხოვრების საფუძველია. მათ გარეშე სულის ცხონება შეუძლებელია...


სიცრუე - ყოველთვის ცოდვაა. მაგრამ რატომღაც პირველ აპრილს მრავალთა თვალში ის ცოდვიდან "უწყინარ" ხუმრობად იქცევა. რითი ავხსნათ ზნეობრიობის ასეთი გარყვნილი მეტამორფოზა? წარმართებს ჰყავდათ ცრუ ღმერთები და ღმერთქალები, სხვადასხვა ცოდვების მფარველები. მათ განსაკუთრებულ პატივს სცემდნენ და განსაკუთრებულ დღეებსაც უძღვნიდნენ. ამ დღეებში წარმართები გახელებულად ეძლეოდნენ იმ ცოდვას, რომლის მფარველადაც მიიჩნეოდა კონკრეტული ღვთაება. რაღაც მსგავსს ჩადიან ყველანი, რომლებიც განსაკუთრებულ დღეს, კერძოდ პირველ აპრილს, უძღვნიან მოტყუების ცოდვას, და მას სინდისის ყოველგვარი ქენჯნის გარეშე ეძლევიან. პირველსააპრილო მოტყუების მიმდევარნი თავს ვერ გაიმართლებენ მით, თითქოსდა მათ არ ჰყავთ სიცრუის ღმერთი, როგორც ეს წარმართებს ჰყავდათ.


ნათლისღების საიდუმლოს ფორმასთან დაკავშირებით, ძველმართლმადიდებლებთან პოლემიკაში ახალმოწესეები დასხმითი ნათლობის გასამართლებლად, ტრადიციულად, სხვათა შორის, მიმართავენ შემდეგ კანონიკურ არგუმენტს (იხ. ქვემოთ. გამოყოფილია კურსივით), რომელიც მოცემულია რევოლუციამდელი ახალმოწესე მღვდელმთავრის, ისტორიკოსისა და დოგმატიკოსის, მოსკოვისა და კოლომნის მიტროპოლიტ მაკარის (ბულგაკოვი) წიგნში - "რუსეთის ეკლესიის ისტორია"...


წინამდებარე პუბლიკაციის წაკითხვის შემდეგ, ვფიქრობთ მკითხველი თავად განსჯის და იოლად მიხვდება, თუ ვინ უარყოფს ან ამახინჯებს ძველ წყაროებს და სინამდვილეში ვინ ებრძვის მართლმადიდებლობას, გინდ მისი ჭეშმარიტი სამგზის შთაფლვითი ნათლისღების გაუქმებით და მის ნაცვლად წყალპკურებითი "ნათლისღების ჩანაცვლებით, და გინდ ორი თითით პირჯვრისწერის გაუქმებითა და მის ნაცვლად სამთითიანი წყობის ჩანაცვლებით
.


ნაშრომი, რომელიც აგრძელებს სამამულო ისტორიის ბოლო სამი საუკუნის გადასინჯვას ამ კუთხით, ლოგიკური დასრულებაა ჩვენი წიგნისა "17-ე საუკუნის საეკლესიო რეფორმა", რომლის დასკვნა იყო ის, რომ 17-ე ს-ის ნიკონო-ალექსიევური რეფორმა ფაქტობრივად წარმოადგენს გლობალური მასშტაბის იდეოლოგიურ დივერსიას იმდროინდელ მოსკოვის რუსეთში.


ასეთი კითხვა ხშირად უჩნდებათ ქრისტიანებს, რომლებიც ცდილობენ რა სრულყონ თავიანთი ლოცვა, თავდაპირველ ეტაპზე ხშირად გონებაგაფანტულობით ლოცულობენ. ზოგჯერ ეს კითხვა იბადება მაშინ, როდესაც ქრისტიანები ესწრებიან უცხო ენაზე აღვლენილ ღვთისმსახურებას (მაგ.: სლავურენოვანს ან ბერძნულენოვანს), ენა კი შეიძლება არ ესმოდეთ. ზოგჯერ, სხვადასხვა მიზეზთა გამო შეიძლება საკუთარ ენაზე წარმოთქმული ლოცვაც კი ვერ გაიგოს ადამიანმა.


სინანული - ეს არის პირველი, რაც გადაუდებლად უნდა გავაკეთოთ. როგორც ეს გააკეთა საზღვარგარეთის რუსეთის ეკლესიამ თავის კრებაზე 2000 წელს. ნახეთ, რა გამოდის: რეპრესირებული იყო ძველი ღვთისმოსაობის ათასობით დამცველი, არსებობს უდავო დოკუმენტები იმისა, რომ ოფიციალური ეკლესიის სასულიერო პირები თანამონაწილეობდნენ ამ დევნულებებში. საკმაოდ მძვინვარე დევნულებები იყო იმპერატრიცების სოფიას და ანნა იოანეს ასულის, ასევე ნიკოლოზ I-ის დროს, აღარაფერს ვამბობ პეტრე I-ზე.


მეცნიერებაში მყარად ფესვგადგმული ისეთი აზრის უარყოფა, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში მტციკედ ეპყრათ, მხურვალედ იცავდნენ და ქადაგებდნენ, რა თქმა უნდა, არც ადვილია და არც სასიამოვნო. მაგრამ ხშირად ამგვარ სამეცნიერო შეხედულებასთან დაკავშირებით ცნობილი ხდება ახალი ფაქტები, რომლებიც მის სიმცდარეს ააშკარავებენ. რა უნდა ვქნათ ასეთ შემთხვევაში? რაც უნდა მძიმე და არასასიამოვნო იყოს, ამგვარ შეხედულებას უნდა დავემშვიდობოთ, რადგან სიჯიუტის გამოჩენა იმ საკითხის დაცვაში, რომელიც მცდარი აღმოჩნდა, უცნაურიც იქნებოდა და ამაოც.



ჩვენი წიგნის "გზა - მართლად სავალი" პირველ ნაწილში, რომელიც ნათლისღების საიდუმლოს ეხება, ჩვენი ოპონენტების საყურადღებოდ გამოვაქვეყნეთ ოფიციალური ეკლესიის მიერ წმინდანად შერაცხილ მოღვაწეთა განკარგულებანი და სწავლებანი ნათლისღების შესახებ, სადაც ისინი ამხელენ მღვდლებს, რომლებიც ამახინჯებენ ნათლისღების საიდუმლოს შესრულების წესს და ადამიანებს წყალპკურებით და წყალდასხმით ნათლავენ.



ახალმოწესე რეფორმატორები ასწლეულობის განმავლობაში ცრუობდნენ და ირწმუნებოდნენ, რომ ორთითიანი წყობა პირჯვრის საწერად და კურთხევის გასაცემად თითქოსდა უახლესი გამონაგონი ყოფილიყო, ხოლო სამი თითით პირჯვრისწერა გადმოცემული იყო თვით მოციქულთაგან. ამ ზღაპრის შეთხზვისა და მისი პრაქტიკაში დანერგვის დროს, ახალმოწესე რეფორმატორებმა მეფე ალექსი მიხეილის ძისა და რუსეთის პატრიარქ ნიკონის მეთაურობით XVII ს-ის რუსეთში მოაწყვეს ნამდვილი გენოციდი საკუთარი ქრისტიანი, სრულიად მართლმადიდებელი ხალხის მიმართ.

რადგან ზოგიერთი დაბეჯითებით ცდილობს თავს მოგვახვიოს შეხედულება, რომლის მიხედვითაც "სადაც არ არის ეპისკოპოსი, იქ არ არის ეკლესია" და მით ფარავს იერარქთა ნებისმიერ განდგომილებას არა მარტო საეკლესიო კანონებისგან, არამედ დოგმატიკისგანაც, მოგვიწევს შევახსენოთ მათ ეკლესიის სწავლება საკუთარ თავზე.

მართლმადიდებლობის სიწმიდის თანამედროვე დამცველთაგან ხშირად გვესმის: "არა პაპიზმს! არა კათოლიციზმს! არა უნიას! არა ეკუმენიზმს!"... მაგრამ, რატომ არ გვესმის - "არა ნიკონიანელობას!"? ყველაფერი ხომ სწორედ მისგან დაიწყო. ეს არის მართლმადიდებლობის სიწმიდისთვის ჩვენი მებრძოლების გასაოცარი ახლომხედველობა და უმეცრება. განა ნიკონიანელობამ არ მისცა დასაბამი რუსული მართლმადიდებლობის ლათინიზაციას? განა ნიკონიანელობამ არ გაუხსნა გზა ეკუმენიზმს?

1. არსებობს თუ არა ჩემ მიერ აღწერილი (ან სხვა მსგავსი) პრობლემა ძველმართლმადიდებლობაში? თუ ძველმოწესეებში უკვე თავიდანვე არსებობს "აცრა" ამგვარი სიახლეებისგან? 2. იყო თუ არა განხეთქილებები 17-ე საუკუნემდე? 3. როგორ ფიქრობთ, უნდა იცვლებოდეს თუ არა მართლმადიდებლობა?

2022 წლის 7 იანვარს თბილისის წმ. დიდმოწამე ირინას სახელობის ეკლესიაში, საქართველოს ძველმართლმადიდებლური ეკლესიის არქიეპისკოპოსის თავმჯდომარეობით შედგა ეპარქიალური კრება. მაღალყოვლადუსამღვდელოეს პავლეს გარდა კრებას ესწრებოდნენ ეპარქიის მღვდელი გრიგოლ მახარაძე და დიაკვანი სოლომონ ცენტერაძე. კრებას ასევე ესწრებოდნენ საეკლესიო კლირი და მრევლი..

მართლმადიდებლური ეკლესიის სწავლებით ზიარება არის საიდუმლო, რომელშიც მორწმუნე პურისა და ღვინის სახით, მიიღებს იესუ ქრისტეს ჭეშმარიტ ხორცსა და ჭეშმარიტ სისხლს საუკუნო ცხოვრებად. ზიარება (ქრისტეს უწმიდესი ხორცისა და სისხლის მიღება) - ეს არის ისეთი საიდუმლო, რომლის დროსაც მართლმადიდებელი ქრისტიანი არა სიმბოლურად, არამედ რეალურად და ცოცხლად უერთდება ქრისტე ღმერთს იმ ზომით, რა ზომითაც იყო მზად ამისთვის. რაც უფრო მომზადებულია მორწმუნე ქრისტიანი ღმერთთან პირადი შეხვედრისთვის, მით მადლმოსილი იქნება იგი. ამ შეერთების სახე მიუწვდომელია რაციონალური აღქმისთვის ისევე, როგორც მიუწვდომელია პურისა და ღვინის შეცვალება ქრისტეს ხორცად და სისხლად.


სხვადასხვა მიზეზთა გამო პარაკლისების ჩატარების ღვთისმოსავი ტრადიცია ოდითგანვე ახასიათებდათ მართლმადიდებელ ქრისტიანებს, მაგრამ ბოლო დროს ამგვარი დამატებითი მსახურებანი ისე ხშირად აღარ აღესრულება, როგორც ადრე. მიუხედავად იმისა, რომ პარაკლისის ღმრთისმსახურება კიდევ საათნახევარს ამატებს ისედაც ხანგრძლივ საკვირაო მსახურებას (ლიტურგიას), ყოველთვის გამოჩნდებიან მასში მონაწილეობის მსურველები და მიაწვდიან მღვდელს ბარათებს პარაკლისებში მოსახსენიებელ ქრისტიანთა სახელებით (მიცვალებულთათვის პარაკლისი არ ტარდება. მათთვის დაწესებულია პანაშვიდები).


ქართველი მკითხველი პირველად ეცნობა მე-17 საუკუნის რუსული ლიტერატურის  ამ შესანიშნავ ძეგლს - ძველმოწესეთა ერთ-ერთი უდიდესი იდეოლოგის, დეკანოზ ამბაკუმის ავტობიოგრაფიას. ნაწარმოები მიმართულია რუსული ეკლესიის მიერ მე-17 საუკუნის II ნახევარში გატარებული რეფორმების წინააღმდეგ. თხზულება ძირითადად სასულიერო პირთა ცხოვრებას ეხება, მაგრამ მასში რეალურად აისახა, აგრეთვე, რუსეთის ყოფა, საერო პირთა ცხოვრება, წარმოჩინდა იმდროინდელი რუსი ადამიანის ხასიათი. შესანიშნავი ენითა და სტილით შესრულებული ნაწარმოები ძველი რუსული მწერლობის შედევრად ითვლება.

სამღვდელოების მიმღები ძველმართლმადიდებელი ქრისტიანები აღიარებენ ორთოდოქსალურ ესქატოლოგიას (მართლმადიდებლური სწავლება სამყაროს აღსასრულის შესახებ), რომელიც ეფუძნება წმიდა წერილს და წმიდა მამათა სწავლებებს. ამ რწმენის მოკლე შინაარსი ასეთია. ქრისტეს მეორედ მოსვლის წინ სამყაროს მოევლინება ანტიქრისტე, რომელშიც მრავალნი მოიაზრებენ მესიას. ეს იქნება კაცობრიობის მთავარი ცთომილება. ანტიქრისტე, ანუ "ცოდვის კაცი", იგივე "წარწყმედის ძე" შეაცდენს ადამიანთა უზარმაზარ რაოდენობას და ისინიც თაყვანს სცემენ მას როგორც ღმერთს. მაგრამ მოგვიანებით ანტიქრისტე თავის ნამდვილ არსს გამოავლენს.

საქართველოში თანამედროვე ძველმოწესეობრივი თემები ძირითადად თავს იყრიან შავიზღვისპირეთის რამოდენიმე სოფელში. კერძოდ, გრიგოლეთში (ლანჩხუთის მუნიციპ.), შეკვეთილში (ოზურგეთის მუნიციპ.) და მალთაყვის დასახლებაში (ქ. ფოთი), ასევე საქართველოს დედაქალაქ თბილისში (ცალკეული წევრები და ოჯახები ცხოვრობენ საქართველოს სხვადასხვა რეგიონებშიც). შავიზღვისპირეთის რუსულ თემთა წარმოშობის ისტორია პირდაპირ არის დაკავშირებული დაღესტანში ძველმოწესეთა თემის დაფუძნებასთან და დონისპირეთიდან  ძველმოწესეთა მიგრაციასთან 1930-იანი წლების დასაწყისში, რომელიც გამოწვეული იყო იძულებითი კოლექტივიზაციით (А. И. Зудин. Н. А. Власкина. Русская связь. История и культура старообрядчества юга России и зарубежья. Приморско-Ахтарск. 2016 г. Стр. 68). მაგრამ ეს ძველმოწესეთა პირველი ჯგუფები როდი იყო საქართველოს შავიზღვისპირეთში. ცნობილია, რომ ამ ადგილებში დაფუძნება არაერთხელ უცდიათ კაზაკ-ნეკრასოველებს, რომელთაც XX ს-ის დასაწყისში მეფის ხელისუფლებამ მიწის ნაკვეთები უბოძა ქუთაისის გუბერნიის ოზურგეთის მაზრაში.
oldorthodox@gmail.com
საქართველოს
ძველმართლმადიდებლური
ეკლესია

ოფიციალური საიტი
Назад к содержимому