ისტორია - ბიზანტიური ხიბლი - საქართველოს ძველმართლმადიდებლური ეკლესია

საქართველოს ძველმართლმადიდებლური ეკლესიის ოფიციალური საიტი
Перейти к контенту
ბიზანტიური ხიბლი
მეფე ივანე მრისხანე
ავტორი. ბ. პ. კუტუზოვი.
 
ბორის პავლეს ძე კუტუზოვი - ცნობილი ისტორიკოსი და პუბლიცისტი, ძველმოწესეობის მკვლევარი, მოსკოვის მაცხოვრის ტაძრის (ყოფილი სპასო-ანდრონიკოვის მონასტრის) რეგენტი, სადაც ცდილობენ აღადგინონ საეკლესიო გალობის ძველრუსული ტრადიცია. ბ. პ. კუტუზოვი გამოირჩევა ისტორიის, ძველრუსული ლიტერატურის, საეკლესიო-სლავური დამწერლობის წყაროთა ენციკლოპედიური ცოდნით, ამიტომაც არის მისი ნაშრომები ესოდენ დამაჯერებელი. ბ. პ. კუტუზოვის კალამს ეკუთვნის წიგნები: "Церковная "реформа" XVII века" ("XVII საუკუნის საეკლესიო რეფორმა"), "Знаменный распев - поющее богословие" ("ზნამენური გალობა - მგალობელი ღვთისმეტყველება"), "Византийская прелесть" ("ბიზანტიური ხიბლი", "Русское знаменное пение" ("რუსული ზნამენური გალობა"), ასევე მრავალი სტატია. ბ. პ. კუტუზოვის შრომები, რომლებიც ეძღვნება 17-ე ს-ის რუსეთის საეკლესიო განხეთქილებას, გამოირჩევა საკითხთა არსის ღრმა განხილვით, გულწფრელი მისწრაფებით გაირკვეს ისტორიული რეალიები, რომლებიც მრავალწილ დამახინჯებულია და გადმოყირავებულია მრავალი ისტორიკოსის მიერ. მის წიგნებსა და სტატიებში ჩატარებულია საეკლესიო განხეთქილების, როგორც რუსეთის სულიერი და კულტურული ცხოვრების რთული ფენომენის ობიექტური ანალიზი, რომელმაც უდიესი გავლენა მოახდინა წარსულზე, დღევანდელობასა და რუსი ხალხის მომავალზე.

 
***

გთავაზობთ ამონარიდს ბ. კუტუზოვის წიგნიდან "ბიზანტიური ხიბლი" (წიგნის სხვა სახელწოდებაა "რუსი მეფის შეცოდმა. ბიზანტიური საცდური").
რუსეთის ისტორია სწორად შეიძლება აღქმულ იქნას მხოლოდ ძველმორწმუნეობის პოზიციიდან, რომელშიც მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის ა. ი. სოლჟენიცინის პუბლიცისტიკას.
 
ნაშრომი ("ბიზანტიური ხიბლი" - ძვ. მართ. რედ.), რომელიც აგრძელებს სამამულო ისტორიის ბოლო სამი საუკუნის გადასინჯვას ამ კუთხით, ლოგიკური დასრულებაა ჩვენი წიგნისა "17-ე საუკუნის საეკლესიო რეფორმა", რომლის დასკვნა იყო ის, რომ 17-ე ს-ის ნიკონო-ალექსიევური რეფორმა ფაქტობრივად წარმოადგენს გლობალური მასშტაბის იდეოლოგიურ დივერსიას (ხაზგასმები ყველგან ჩვენია - ძვ.მართ. რედ.) იმდროინდელ მოსკოვის რუსეთში.
 
ძველი წესების რეაბილიტაცია, რომელიც დაადასტურა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის 1971 წლის კრებამ, პერსპექტივას გვაძლევს აღმოვფხვრათ ნიკონო-ალექსეევური რეფორმის შედეგები, ასევე შესაძლებლობას მნიშვნელოვანი კორექტივები შევიტანოთ ისტორიული მოვლენების განმარტებებში, რომლებსაც ადგილი ჰქონდა 17-ე საუკუნის შემდგომ დროინდელ რუსეთში.
 
ბოლო, წინარერევოლუციური დოკუმენტების გაცნობა შესაძლებლობას გვაძლევს განვაცხადოთ, რომ არსებობს სრულიად კონკრეტული და პირდაპირი შინაგანი კავშირი ნიკონო-ალექსეევურ "რეფორმასა" და 1917 წლის რევოლუციას შორის.
 
დოკუმენტები ადასტურებენ, რომ კონსტანტინოპოლის საყდრის მემკვიდრეობის ყალბი იდეა, რომელიც მიზეზი გახდა 17-ე ს-ის ნიკონო-ალექსეევური რეფორმისა, და რომელიც მთელი სამი საუკუნის განმავლობაში იყო ცრუ და დამღუპველი ორიენტირი რუსი სახელმწიფო მოღვაწეებისთვის, ბოლოს და ბოლოს ხილული მიზეზი გახდა რუსული სახელმწიფოებრიობის ნგრევისა 1917 წელს.
 
ამგვარად, 1917 წლის კატასტროფა კანონზომიერი ლოგიკური შედეგია 17-ე საუკუნის ნიკონო-ალექსეევური "რეფორმის" იდეოლოგიური დივერსიისა, რომლის ლოგიკური ჯაჭვი ასეთია: საეკლესიო "რეფორმა", განხეთქილება, ეკლესიისა და სახელმწიფოს სიცოცხლისუნარიანობის მოსპობა, პეტრე I-ის ანტიეროვნული და ანტისაეკლესიო მოღვაწეობა, რომელიც შეუძლებელი იქნებოდა წინამორბედი "რეფორმის" გარეშე და სხვა.
 
მეფის ხელისუფლება 1914 წელს ომობდა სწორედ კონსტანტინოპოლისთვის (სტამბოლისთვის), რათა ნეობიზანტიური იმპერიის რესტავრაცია მოეხდინა. ამ ცრუ და ავანტიურული იდეის განხორციელებას, რომელიც თავიდანვე ინსპირირებული იყო და შემდგომშიც კათოლიციზმის აგენტები აქეზებდნენ, უამრავი სამხედრო მსხვერპლი შეეწირა, რომელმაც სისხლისგან დაცალა ქვეყანა და იგი ეკონომიკურ ნგრევამდე და რევოლუციამდე მიიყვანა.
 
პ. ა. სტოლიპინი არაერთხელ იმეორებდა, რომ რუსეთის რევოლუციის წარმატებისთვის საჭიროა ომი, რომლის გარეშეც ის უძლურია. ეს წინასწარმეტყველური გაფრთხილებები უგულებელყვეს და მიივიწყეს. მთავრობამ ერს მისთვის უცხო ომი მოახვია და მსხვერპლის მიუხედავად, ლოზუნგით "საბოლოო გამარჯვებამდე", მტკიცედ უარყო გერმანელების წინადადებები სეპარატულ მშვიდობაზე, რადგან თვითდაბრმავებულები მიიჩნევდნენ, თითქოსდა კონსტანტინოპოლის აღება გამოისყიდიდა ყოველგვარ მსხვერპლსა და დანახარჯს.
 
ერთიანი ბერძნულ-რუსულ-აღმოსავლური იმპერიის პერსპექტივაში ბერძნებტან წარმოსახვით საეკლესიო ერთფეროვნებას (არადა ის არც არასოდეს არსებულა და არც შეიძლებოდა მიღწეულ ყოფილიყო) ენიჭებოდა პირველხარისხოვანი მნიშვნელობა, ამიტომაც ნიკონის "რეფორმა" კრიტიკის გარეშე იდგა, სამაგიეროდ ძველმოწესეობა ყველაფერში იზღუდებოდა, სადაც კი შესაძლებელი იყო და რამდენადაც იძლეოდა ამის საშუალებას განკარგულება რჯულშემწყნარებლობის შესახებ, რომელიც იძულებით იქნა მიღებული 1905 წელს.
 
ბიზანტიური მირაჟი მხოლოდ 1917 წელს გაქრა.
 
წყარო: https://echelpanov.livejournal.com/120219.html
oldorthodox@gmail.com
საქართველოს
ძველმართლმადიდებლური
ეკლესია

ოფიციალური საიტი
Назад к содержимому