ნათლობა - პაპისტური ნათლობა პკურებითა და დასხმით - საქართველოს ძველმართლმადიდებლური ეკლესია

საქართველოს ძველმართლმადიდებლური ეკლესიის ოფიციალური საიტი
Перейти к контенту
წყალპკურებითი და წალგადასხმითი "ნათლობების" მხილება
არქიმანდრიტი ემანუელ (კალივასი)
  
პაპისტური ნათლობა პკურებითა და დასხმით
 
ამონარიდი წიგნიდან "პაპიზმის მხილება"
(წყარო უფრო სრულად იხ. ქვემოთ)
ნათლისღება
4. პაპიზმის ცდომილება - საიდუმლოებებთან დაკავშირებით
 
1) პაპისტური ნათლობა პკურებითა და დასხმით
 
ლათინურმა ეკლესიამ პრაქტიკულად გააუქმა ნათლობა. წყალში სამგზისი შთაფლვის ნაცვლად, რომელიც ნიშნავს მოსანათლავის მონაწილეობას ქრისტეს სიკვდილსა და აღდგომაში, - კათოლიკეები ნათლავენ წყალპკურებით.
 
ასეთი თვითნებობა არსებითად წარმოადგენს ნათლისღების უარყოფას, ქრისტეს განწესების დარღვევას, რომელიც ამბობს: "მაშ, წადით, დაიმოწაფეთ ყველა ხალხი და ნათელი ეცით (1) მათ მამის და ძის და სული წმიდის სახელით" (მთ. 28:19). ამგვარად, პაპისტური ნათლისღება, სინამდვილეში არის ცრუ. ის უარყოფს წმიდა წერილის (2), წმიდა მამებისა და საეკლესიო გადმოცემის მოწმობას.
 
__________________
 
1. მთარგმნელის შენიშვნა: სიტყვა "ნათლისღება" (რუს. Крещение, ბერძნ. "ბაპტისმა") მომდინარეობს ზმნიდან "წყალში შთაფლვა", ამიტომ როდესაც ეს ციტატა მოჰყავს, ავტორი, როგორც ჩანს, გვამცნობს, რომ ქრისტეს სწორედ შთაფლვითი ნათლობა ჰქონდა მხედველობაში, როდესაც ამბობდა "ნათელ ეცით".
 
2. იხ. სხვადასხვა ადგილებში: იობი 3:23, მთ. З:16, მკ. 1:9-11, საქმე 8:38-39, 1 პეტ. 3:20-21, 1 კორ. 10:1-2, 11 რომ. 6:3-5, კოლოს. 2:12.
 
__________________
 
კათოლიკეებმა "ჩვენთვის ღმრთისგან ბოძებული ნათლისღების ფორმა ... შეცვალეს პკკურებით, რომელსაც ნათლობას უწოდებენ" (Νικήφ Καλογερας, Η ποιμανική, Αθήναι, 1833, σελ. 136). მოციქულთა დადგენილებები ბრძანებენ: "აჰა, მოცემულია ნათლობა ქრისტეს სიკვდილის სახედ, წყალი კი კუბოს ნაცვლად... შთავიფლებით ერთობლივ სიკვდილში, და ქრისტესთან ერთადვე აღვდგებით" (Διαταγαί Αποστόλων, Γ, ΞΙΙ, ВЕП 2, 67).
 
პაპისტური ეკლესია მძიმე ავადმყოფთა ნათლისღებასაც პკურებით აღასრულებს, და არა სამგზისი შთაფლვით, თითქოსდა მისი მორწმუნენი მართლაც უნდა მოკვდნენ. მაგრამ ასეთი ნათლობა, თუკი მონათლული ცოცხალი დარჩება, დასრულებულად მიიჩნევა და კანონიკურ ნათლობად უნდა ჩაითვალოს, როგორც ამას გადმოცემა და წერილი ითხოვს, როგორც ამას წმიდა მამები, მსოფლიო კრებები და კანონები მოწმობენ.
 
ნიკოდიმე აგიორიტი ამბობს: "ლათინთა ნათლისღება ცრუდ იწოდება. სინამდვილეში ეს არის არა ნათლობა, არამედ მხოლოდ პკურება, რომელიც მოკლებულია (ქრისტეს) სამდღიანი სიკვდილის, კუბოში ყოფნისა და უფლის მკვდრეთით აღდგომის სახეს... ის ასევე მოკლებულია ყოველგვარ მადლს, კურთხევას და ცოდვათა მიტევებას (Νικοδήμου του Ἀγιορείτου, Πηδάλιον, Ἔκδ ΑΣΤΗΡ, Αθήναι, 1833, σελ. 58 και 65, Ὑποσημείωσις).
 
აი, კიდევ ერთი თვითნებობა. პაპისტი მღვდელი არ ამბობს: "ინათლება მონა ღვთისა", არამედ წარმოთქვამს: "ego baptizo te", ანუ, "მე გნათლავ შენ", თითქოსდა მადლი უღირსი მღვდელმსახურისგანაც მოდიოდეს (Х. Ανδρούτσου, Συμβολική, Εκδ. Β, σελ. 323 - 324). ეს "მე" კათოლიკეებში ყველა საიდუმლოში ფიქსირდება. თუმცა, ისინი მართლებიც არიან ამაში, რადგან მათთან ქრისტე კი არ ნათლავს პაპის მღვდელმსახურთა მიერ, არამედ თვით ისინი, ფსევდომღვდლები, ნათლავენ, რადგან პაპმა ქრისტე ცაში გამოამწყვდია (3). ასევე ნებისმიერი მათი საიდუმლო აღესრულება არა სულიწმიდით, არამედ პაპისადმი მსახურების სულით.
 
__________________
 
3. აქ იგულისხმება პაპისტური სწავლება, რომ პაპი არის ქრისტეს ადგილნაცვალი დედამიწაზე.
 
__________________
 
 
წყარო: Осуждение папства : (Православные Патриархи, ответ Папе Пио IX, 1848) / архимандрит Еммануил Каливас - Афины: Издание митрополии Аттики, 1999. - 84 с.
 
იხ. ასევე: https://azbyka.ru/otechnik/konfessii/osuzhdenie-papstva/1_3_1#note101
oldorthodox@gmail.com
საქართველოს
ძველმართლმადიდებლური
ეკლესია

ოფიციალური საიტი
Назад к содержимому