მნიშვნელოვანი შენიშვნა ანგელოზთა თაყვანისცემასთან დაკავშირებით
სწავლება მთავარანგელოზთა კრების შესახებ, სადაც მოცემულია კონკრეტული სახელები: მიქაელი, გაბრიელი, რაფაელი, ურიელი, სელაფიელი, იეგუდიელი და ვარახიელი - ჩნდება შუასაუკუნეებში, კერძოდ XV ს-ში. ასეთი აღწერა ეკუთვნის პორტუგალიელ ფრანცისკანელ ბერ ამადეუს მენდეშ დე სილვას (ამადეუს პორტუგალიელი, †1482), მისი თქმით, სახელები მან თითქოსდა საკუთარი "გამოცხადებიდან" შეიტყო. შუა საუკუნეების ლათინურ-პაპისტურ ეკლესიაში ჩნდება შვიდი ანგელოზის კულტი, რომში შენდება ტაძრები, შემდეგ კი ნეაპოლშიც.
მართლმადიდებლობაში, XVII ს-ის ბოლომდე, ეს სწავლება 7 მთავარანგელოზის კრების შესახებ, ანგელოზთა კონკრეტული სახელებით, (იხ. Великие Четьи-Минеи свт. Макария XVI века, Жития святых Тулупова середина XVII века) - არ არსებობს.
სწავლება ანგელოზთა სახელებზე ამადეუს პორტუგალიელის გამოცხადებიდან შეტანილია ახალმოწესე "წმინდანის" დიმიტრი როსტოველის "წმინდანთა ცხოვრებაში" (იხ. 26 მარტი. 1700 წლის გამოცემა), რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს ახალმოწესეობის კავშირს ლათინურ მწვალებლობასთან.
თავად პაპისტურ ეკლესიაში სწავლება შვიდი ანგელოზის შესახებ, მათი კონკრეტული სახელებით, შემდეგში უარყოფილ იქნა, და ამიტომაც იქ დააბრუნეს მხოლოდ სამი ანგელოზის: მიქაელის, გაბრიელისა და რაფაელის თაყვანისცემა. აღიარეს მხოლოდ ის სახელები, რომლის პატივისცემაც დააწესა 745 წლის რომის კრებამ პაპ ზაქარიას დროს, რადგან მხოლოდ ეს სამი სახელია ნახსენები ბიბლიის კანონიკურ წიგნებში.
745 წლის რომის კრებამ განსაზღვრა: Nos autem, ut a vestro sancto apostolatu edocemur, et divina tradit auctoritas, et non plus quam trium angelorum nomina cognoscimus, id est Michael, Gabriel, Raphael: alioqui de mysterio sub obtentu angelorum demonum nomina introduxit ("მაგრამ ჩვენ, როგორც ამას გვასწავლის წმიდა სამოციქულო მსახურება და ნებას გვაძლევს ღვთაებრივი ძალაუფლება, არ ვიცით სამ ანგელოზზე მეტის სახელწოდება, ანუ მიქაელისა, გაბრიელისა და რაფაელისა: სხვაგვარად ანგელოზთა და დემონთა ყოფიერების საიდუმლო გახსნილი იქნებოდა").
სახელები ვარახიელი და იეგუდიელი ეკლესიის წმიდა გადმოცემაში არ გვაქვს, ეს სახელები აღებულია ამადეუს პორტუგალიელის "გამოცხადებიდან". პირველი სახელი, ვარახიელი, გვხვდება ჯერ კიდევ იუდაურ აპოკრიფში "ზეციურ სასახლეთა შესახებ" ("ენოქის მესამე წიგნი") (II და VIII/IX საუკუნეთა პერიოდში), სადაც 14-ე და 17-ე თავებში ვკითხულობთ: "ბარაკიელი (ვარახიელი), რომელიც მართავს ელვას", ხოლო სახელი "იეგუდიელი", საერთდ არსად გვხვდება ამადეუსის "გამოცხადების" გარდა.
რუსეთის ძველმართლმადიდებლურ ეკლესიაში მთავარანგელოზთა ცალკეული სახელების მოხსენიება შეტანილი იყო 2002 წლის "ძველმართლმადიდებლურ თვენში", მაგრამ შემდეგ ეს საკითხი განხილულ იქნა და რუსეთის ძვ.მ ეკლესიის კალენდარში შეტანილი იქნა შესაბამისი ჩასწორება. ამიტომაც, თუკი "ძველმართლმადიდებლური თვენის" ძველ გამოცემებში შეხვდებით ანგელოზთა სახელების ასეთ მოხსენიებას - მხედველობაში გქონდეთ: უბრალოდ გაატარეთ!