მთავარი - საქართველოს ძველმართლმადიდებლური ეკლესია

საქართველოს ძველმართლმადიდებლური ეკლესიის ოფიციალური საიტი
Перейти к контенту
წმმ. მთავარმოციქულნი პეტრე და პავლე
12 ივნისი

დიდებულთა და ყოვლადქებულთა თავთა მოციქულთა პეტრესი (64) და პავლესი (67)
მეცნიერებაში მყარად ფესვგადგმული ისეთი აზრის უარყოფა, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში მტციკედ ეპყრათ, მხურვალედ იცავდნენ და ქადაგებდნენ, რა თქმა უნდა, არც ადვილია და არც სასიამოვნო. მაგრამ ხშირად ამგვარ სამეცნიერო შეხედულებასთან დაკავშირებით ცნობილი ხდება ახალი ფაქტები, რომლებიც მის სიმცდარეს ააშკარავებენ. რა უნდა ვქნათ ასეთ შემთხვევაში? რაც უნდა მძიმე და არასასიამოვნო იყოს, ამგვარ შეხედულებას უნდა დავემშვიდობოთ, რადგან სიჯიუტის გამოჩენა იმ საკითხის დაცვაში, რომელიც მცდარი აღმოჩნდა, უცნაურიც იქნებოდა და ამაოც.



ჩვენი წიგნის "გზა - მართლად სავალი" პირველ ნაწილში, რომელიც ნათლისღების საიდუმლოს ეხება, ჩვენი ოპონენტების საყურადღებოდ გამოვაქვეყნეთ ოფიციალური ეკლესიის მიერ წმინდანად შერაცხილ მოღვაწეთა განკარგულებანი და სწავლებანი ნათლისღების შესახებ, სადაც ისინი ამხელენ მღვდლებს, რომლებიც ამახინჯებენ ნათლისღების საიდუმლოს შესრულების წესს და ადამიანებს წყალპკურებით და წყალდასხმით ნათლავენ.



ახალმოწესე რეფორმატორები ასწლეულობის განმავლობაში ცრუობდნენ და ირწმუნებოდნენ, რომ ორთითიანი წყობა პირჯვრის საწერად და კურთხევის გასაცემად თითქოსდა უახლესი გამონაგონი ყოფილიყო, ხოლო სამი თითით პირჯვრისწერა გადმოცემული იყო თვით მოციქულთაგან. ამ ზღაპრის შეთხზვისა და მისი პრაქტიკაში დანერგვის დროს, ახალმოწესე რეფორმატორებმა მეფე ალექსი მიხეილის ძისა და რუსეთის პატრიარქ ნიკონის მეთაურობით XVII ს-ის რუსეთში მოაწყვეს ნამდვილი გენოციდი საკუთარი ქრისტიანი, სრულიად მართლმადიდებელი ხალხის მიმართ.

რადგან ზოგიერთი დაბეჯითებით ცდილობს თავს მოგვახვიოს შეხედულება, რომლის მიხედვითაც "სადაც არ არის ეპისკოპოსი, იქ არ არის ეკლესია" და მით ფარავს იერარქთა ნებისმიერ განდგომილებას არა მარტო საეკლესიო კანონებისგან, არამედ დოგმატიკისგანაც, მოგვიწევს შევახსენოთ მათ ეკლესიის სწავლება საკუთარ თავზე.

მართლმადიდებლობის სიწმიდის თანამედროვე დამცველთაგან ხშირად გვესმის: "არა პაპიზმს! არა კათოლიციზმს! არა უნიას! არა ეკუმენიზმს!"... მაგრამ, რატომ არ გვესმის - "არა ნიკონიანელობას!"? ყველაფერი ხომ სწორედ მისგან დაიწყო. ეს არის მართლმადიდებლობის სიწმიდისთვის ჩვენი მებრძოლების გასაოცარი ახლომხედველობა და უმეცრება. განა ნიკონიანელობამ არ მისცა დასაბამი რუსული მართლმადიდებლობის ლათინიზაციას? განა ნიკონიანელობამ არ გაუხსნა გზა ეკუმენიზმს?

1. არსებობს თუ არა ჩემ მიერ აღწერილი (ან სხვა მსგავსი) პრობლემა ძველმართლმადიდებლობაში? თუ ძველმოწესეებში უკვე თავიდანვე არსებობს "აცრა" ამგვარი სიახლეებისგან? 2. იყო თუ არა განხეთქილებები 17-ე საუკუნემდე? 3. როგორ ფიქრობთ, უნდა იცვლებოდეს თუ არა მართლმადიდებლობა?

2022 წლის 7 იანვარს თბილისის წმ. დიდმოწამე ირინას სახელობის ეკლესიაში, საქართველოს ძველმართლმადიდებლური ეკლესიის არქიეპისკოპოსის თავმჯდომარეობით შედგა ეპარქიალური კრება. მაღალყოვლადუსამღვდელოეს პავლეს გარდა კრებას ესწრებოდნენ ეპარქიის მღვდელი გრიგოლ მახარაძე და დიაკვანი სოლომონ ცენტერაძე. კრებას ასევე ესწრებოდნენ საეკლესიო კლირი და მრევლი..

მართლმადიდებლური ეკლესიის სწავლებით ზიარება არის საიდუმლო, რომელშიც მორწმუნე პურისა და ღვინის სახით, მიიღებს იესუ ქრისტეს ჭეშმარიტ ხორცსა და ჭეშმარიტ სისხლს საუკუნო ცხოვრებად. ზიარება (ქრისტეს უწმიდესი ხორცისა და სისხლის მიღება) - ეს არის ისეთი საიდუმლო, რომლის დროსაც მართლმადიდებელი ქრისტიანი არა სიმბოლურად, არამედ რეალურად და ცოცხლად უერთდება ქრისტე ღმერთს იმ ზომით, რა ზომითაც იყო მზად ამისთვის. რაც უფრო მომზადებულია მორწმუნე ქრისტიანი ღმერთთან პირადი შეხვედრისთვის, მით მადლმოსილი იქნება იგი. ამ შეერთების სახე მიუწვდომელია რაციონალური აღქმისთვის ისევე, როგორც მიუწვდომელია პურისა და ღვინის შეცვალება ქრისტეს ხორცად და სისხლად.


სხვადასხვა მიზეზთა გამო პარაკლისების ჩატარების ღვთისმოსავი ტრადიცია ოდითგანვე ახასიათებდათ მართლმადიდებელ ქრისტიანებს, მაგრამ ბოლო დროს ამგვარი დამატებითი მსახურებანი ისე ხშირად აღარ აღესრულება, როგორც ადრე. მიუხედავად იმისა, რომ პარაკლისის ღმრთისმსახურება კიდევ საათნახევარს ამატებს ისედაც ხანგრძლივ საკვირაო მსახურებას (ლიტურგიას), ყოველთვის გამოჩნდებიან მასში მონაწილეობის მსურველები და მიაწვდიან მღვდელს ბარათებს პარაკლისებში მოსახსენიებელ ქრისტიანთა სახელებით (მიცვალებულთათვის პარაკლისი არ ტარდება. მათთვის დაწესებულია პანაშვიდები).


ქართველი მკითხველი პირველად ეცნობა მე-17 საუკუნის რუსული ლიტერატურის  ამ შესანიშნავ ძეგლს - ძველმოწესეთა ერთ-ერთი უდიდესი იდეოლოგის, დეკანოზ ამბაკუმის ავტობიოგრაფიას. ნაწარმოები მიმართულია რუსული ეკლესიის მიერ მე-17 საუკუნის II ნახევარში გატარებული რეფორმების წინააღმდეგ. თხზულება ძირითადად სასულიერო პირთა ცხოვრებას ეხება, მაგრამ მასში რეალურად აისახა, აგრეთვე, რუსეთის ყოფა, საერო პირთა ცხოვრება, წარმოჩინდა იმდროინდელი რუსი ადამიანის ხასიათი. შესანიშნავი ენითა და სტილით შესრულებული ნაწარმოები ძველი რუსული მწერლობის შედევრად ითვლება.

სამღვდელოების მიმღები ძველმართლმადიდებელი ქრისტიანები აღიარებენ ორთოდოქსალურ ესქატოლოგიას (მართლმადიდებლური სწავლება სამყაროს აღსასრულის შესახებ), რომელიც ეფუძნება წმიდა წერილს და წმიდა მამათა სწავლებებს. ამ რწმენის მოკლე შინაარსი ასეთია. ქრისტეს მეორედ მოსვლის წინ სამყაროს მოევლინება ანტიქრისტე, რომელშიც მრავალნი მოიაზრებენ მესიას. ეს იქნება კაცობრიობის მთავარი ცთომილება. ანტიქრისტე, ანუ "ცოდვის კაცი", იგივე "წარწყმედის ძე" შეაცდენს ადამიანთა უზარმაზარ რაოდენობას და ისინიც თაყვანს სცემენ მას როგორც ღმერთს. მაგრამ მოგვიანებით ანტიქრისტე თავის ნამდვილ არსს გამოავლენს.

საქართველოში თანამედროვე ძველმოწესეობრივი თემები ძირითადად თავს იყრიან შავიზღვისპირეთის რამოდენიმე სოფელში. კერძოდ, გრიგოლეთში (ლანჩხუთის მუნიციპ.), შეკვეთილში (ოზურგეთის მუნიციპ.) და მალთაყვის დასახლებაში (ქ. ფოთი), ასევე საქართველოს დედაქალაქ თბილისში (ცალკეული წევრები და ოჯახები ცხოვრობენ საქართველოს სხვადასხვა რეგიონებშიც). შავიზღვისპირეთის რუსულ თემთა წარმოშობის ისტორია პირდაპირ არის დაკავშირებული დაღესტანში ძველმოწესეთა თემის დაფუძნებასთან და დონისპირეთიდან  ძველმოწესეთა მიგრაციასთან 1930-იანი წლების დასაწყისში, რომელიც გამოწვეული იყო იძულებითი კოლექტივიზაციით (А. И. Зудин. Н. А. Власкина. Русская связь. История и культура старообрядчества юга России и зарубежья. Приморско-Ахтарск. 2016 г. Стр. 68). მაგრამ ეს ძველმოწესეთა პირველი ჯგუფები როდი იყო საქართველოს შავიზღვისპირეთში. ცნობილია, რომ ამ ადგილებში დაფუძნება არაერთხელ უცდიათ კაზაკ-ნეკრასოველებს, რომელთაც XX ს-ის დასაწყისში მეფის ხელისუფლებამ მიწის ნაკვეთები უბოძა ქუთაისის გუბერნიის ოზურგეთის მაზრაში.
oldorthodox@gmail.com
საქართველოს
ძველმართლმადიდებლური
ეკლესია

ოფიციალური საიტი
Назад к содержимому