აპოლოგეტიკა - დიალოგი ძველმართლმადიდებლობაზე - საქართველოს ძველმართლმადიდებლური ეკლესია

საქართველოს ძველმართლმადიდებლური ეკლესიის ოფიციალური საიტი
Перейти к контенту
საღვთისმეტყველო დისპუტი ფორუმ www.church.ge-ზე

ძველმართლმადიდებლებსა და გაბატონებული ეკლესიის მიმდევრებს შორის
დიალოგი ძველმართლმადიდებლობაზე
დიალოგი ძველმართლმადიდებლობაზე
"როცა უსჯულოს ვეტყვი: სიკვდილით მოკვდები-მეთქი, შენ კი არ გააფრთხილებ მას და არაფერს ეტყვი უსჯულოს ბოროტი გზიდან ჩამოსაშორებლად, რომ გადარჩეს, მოკვდება უსჯულო იგი თავის უკეთურებაში და მის სისხლს შენ მოგკითხავ.

ხოლო თუ შენ გააფრთხილებ უსჯულოს და არ მოიქცევა თავისი უსჯულოებისაგან და ბოროტი გზიდან, თავის უსჯულოებაში მოკვდება, შენ კი გადარჩენილი გყავს შენი თავი".


ეზეკიელი 3:18-19
ამ რამოდენიმე ხნის წინათ, ინტერნეტში, ვებ-ფორუმების მეშვეობით გაიმართა დისპუტი ძველმართლმადიდებელ ქრისტეანებსა და ოფიციალური ეკლესიის წევრებს შორის. ძველმართლმადიდებელთა მხრიდან დისპუტში მონაწილეობის მიზანი იყო სწორი და მართებული ინფორმაციის მიწოდება, როგორც ძველმართლმადიდებლობაზე (ზოგადად), ასევე კონკრეტულ საეკლესიო საკითხებზეც.

როგორც მოსალოდნელი იყო, ჩვენს ამ მცდელობას ობიექტურად განგვემარტა მთელი რიგი სადავო საკითხები ოფიციალურ, ე. წ. "მართლმადიდებელ" ეკლესიასა და ძველმართლმადიდებელთა შორის, მოჰყვა საკმაოდ მძაფრი რეაქცია გაბატონებული ეკლესიის ადეპტთა მხრიდან. დისპუტის პროცესში გამოიკვეთა საეკლესიო ფორუმების საერთო სტრატეგია, - ყოველგვარი საშუალებით ობსტრუქცია მოუწყონ იმ პირებს, რომლებიც ცდილობენ ამხილონ ოფიციალურ ეკლესიაში არსებულ დარღვევები და გადახრები.

იმისათვის, რათა ფართო საზოგადოებისთვის მისაწვდომი ყოფილიყო სხვადასხვა ფორუმში გამართული პოლემიკის მთელი შინაარსი და დახატულიყო ის სურათი, რაც ამ ფორუმებზე გამართული დისპუტით გამოიკვეთა, ჩვენი საიტის ადმინისტრაციამ გადაწყვიტა თავი მოეყარა ყველა ამ მასალისთვის და თემატური სახით შეეთავაზებინა ობიექტური მკითხველისთვის, რათა მან თავად განსაჯოს ვინ ვინ არის და რას ესწრაფვის.

დისპუტი ძირითადად წარმოებდა ფორუმებზე: www.church.ge; www.forum.archangels.ge და www.iveria-tv.ge/forum

ფორუმში, ძველმართლმადიდებელთა მხრიდან, მონაწილეობდა ორი პიროვნება: "ძველმართლმადიდებელი" (ფორუმზე chruc. ge) (ხოლო ფორუმებზე: forum.archangels.ge და iveria.tv.ge "odlbeliever"-ის ფსევდონიმით) და "Netvorc"-ი.

ოფიციალური ეკლესიის მხარდამჭერთა მხრიდან კი ძველმართლმადიდებელთა წინააღმდეგ გამოდიოდა მრავალი ადამიანი, რომელთა ნიკებს (ფსევდონიმებს) მკითხველი იხილავს თვით დისპუტის მასალებში, სადაც ფრჩხილებში მითითებულია ის ფორუმი, სადაც გაიმართა კონკრეტული დიალოგი და რომელშიც მონაწილეობდა კონკრეტული ფსევდონიმით გამომავალი ძველმართლმადიდებელთა ესა თუ ის ოპონენტი.

ოპონენტთა სტილსა და ლექსიკას ვტოვებთ ხელუხლებლად, ხოლო ჩვენი მხრიდან მონაწილეთა ტექსტებში შეგვაქვს უმნიშვნელო შესწორებები, რომლებიც არ არღვევენ დისპუტის შინაარსს. ძირითადად ტექსტები დავტოვეთ უცვლელად და არ მოვაცილეთ მას იმ დაძაბული ტონი, რომელიც ხშირად გააჩნდათ მოპაექრე მხარეებს, რათა მკითხველმა მთელი სიმძაფრით შეიგრძნოს მოცემულ საკითხებზე მოდავეთა განწყობა, განსახილველი საკითხებისადმი მიმართება და ის კრიტერიუმები, რითაც ისინი საკითხთა განხილვისას სარგებლობდნენ. ტექსტების განხილვისას მკითხველს ვთხოვთ გაითვალისწინოს, რომ დიალოგები ხშირად სწარმოებდა ონლაინ რეჟიმში, მოუმზადებლად, რის გამოც ორივე მხრიდან ბევრია გრამატიკული შეცდომები.

ცხადია, დისპუტები ინტერნეტ სივრცესა თუ პირდაპირ შეხვედრებზე, შესაძლოა მომავალშიც გაიმართოს, მაგრამ, ვფიქრობთ, რომ მომავალი დისპუტებისთვის ამ დიალოგებმა უკვე ჩაყარეს საფუძველი. არის თუ არა შესაძლებელი საუბრის გაგრძელება ამ ორ მხარეს შორის ამას მომავალი გვიჩვენებს. იმედს ვიტოვებთ, რომ ეს პირველი ეტაპი, რომელიც საკმაოდ დაძაბულად წარიმართა, გარკვეულწილად საფუძველს ჩაუყრის უფრო კონსტრუქციულ და მშვიდ დიალოგს.

დიალოგის მასალები საკმაოდ ვრცელია (აქ თანამიმდევრობით და თემატური შეთავსებით არის განთავსებული ზემოთდასახელებულ სამ ფორუმზე გამართული პოლემიკა), ამიტომაც, მკითხველს რომ გაუადვილდეს მხარეების ამოცნობა, შავი ფერის შრიფტით განვათავსეთ ძველმართლმადიდებელთა პასუხები, მოცისფრო შრიფტით ჩვენი ოპონენტების შრიფტი, ხოლო მოწითალო შრიფტით ის ციტატებია აღნიშნული, რომელთაც თავიანთ პასუხებში იყენებდნენ პოლემისტები.
ძველმართლმადიდებელი. ამ თემის გახსნა საჭიროდ ჩავთვალე იმ მიზეზის გამო, რომ მრავალ ჩემს თანამემამულეს წარმოადგენა არა აქვს ძველმართლმადიდებლობაზე და ხშირად მსჯელობს გასული საუკუნეების (ძირითადად XVII-XIX სს.) რუსულ, ოფიციალურ პოლემიკურ თხზულებებზე დაყრდნობით, რომლებიც უმეტესწილად არაობიექტური და ტენდენციურია.
 
მრავალს ასევე აინტერესებს თუ რა მიზეზებმა გამოიწვია საქართველოში ძველმართლმადიდებლური ეკლესიის დაფუძნება და რა კავშირშია დღევანდელი ქართული ეკლესია XVII საუკუნის რუსულ რეფორმასთან.
 
შევეცდები ყველა დაინტერესებულ ადამიანს მივაწოდო ის ობიექტური ინფორმაცია, რომელიც დაკავშირებულია როგორც მე-17 საუკუნის რუსული ეკლესიის რეფორმასთან, ასევე საქართველოს ძველმართლმადიდებლურ ეკლესიასთან. მზად ვარ პასუხი გავცე შეკითხვებს და აგრეთვე, გამოვაქვეყნო ცნობილ რუს ისტორიკოსთა, ღვთისმეტყველთა და მკვლევართა შეხედულებები ამ პრობლემატიკასთან დაკავშირებით, რომელიც მოიცავს როგორც საწესჩვეულებო-ლიტურგიკულ მხარეს, ასევე სწავლა-მოძღვრებითსაც.
 
იმედი მაქვს, კორექტული იქნებით ამ თემასთან დაკავშირებული საკითხების განხილვისას.
 
***
 
ძნელია მოკლედ, ორიოდ სიტყვით და პოპულარულად გადმოსცე ის შედეგები, რაც რუსეთსა და მის კვალობაზე, ავტოკეფალიაწართმეულ და რუსეთის რეფორმირებულ "ეკლესიას" მიერთებულ საქართველოს მოუტანა 17-ე საუკუნის რუსულმა რეფორმამ.
 
მით უფრო ძნელია ამ თემაზე ლაპარაკი ჩვენს საზოგადოებაში, რომელიც ან ძალზედ ცუდად ან საერთოდ არ იცნობს ამ პრობლემას.
 
საქართველოს ძველმართლმადიდებლური ეკლესიის არქიეპისკოპოსი პავლე, ალმანახ "ივერიის გაბრწყინებასთან" გამართულ პოლემიკაში წერს: "ჩვენს თანამემამულეებს, სამწუხაროდ, ჯეროვანი წარმოდგენა არა აქვთ არც პატრიარქ ნიკონის (მე-17 ს.) რეფორმაზე და არც იმ მიზეზებზე, რამაც განაპირობა საქართველოში ძველმართლმადიდებლური ეკლესიის დაფუძნება. და ეს არც არის გასაკვირი, რადგან, თუკი, როგორც ცნობილი რუსი მკვლევარი და ბელეტრისტი პ. მელნიკოვი ბრძანებს "უხეშობა და უმეცრება (რომელიც საზოგადოდ ახასიათებდა იმ დროებას - არქიეპ. პ), ირეკლებოდა XVIII საუკუნის უგანათლებულეს მწერალთა თხზულებებში და არა მარტო რუსეთში, არამედ დასავლეთის ქვეყნებშიაც, რომლებმაც ცივილიზაციის გზებზე ბევრად გაასწრეს რუსთა ქვეყანას" (И.Мельников (А. Печерский), собр. соч. в восьми томах, т. 8, "Письма о расколе", изд. "Правда". Москва, 1976 г., стр. 14). რა შეიძლება იცოდნენ ამ საკითხში განუსწავლელმა ჩვენმა ოპონენტებმა? თვით პ. მელნიკოვის აღიარებით: "განხეთქილებიდან ორასი წლის განმავლობაში არც რუსეთის ადმინისტრაციას და არც რუსულ ლიტერატურას, ფაქტობრივ, არაფერი გაუკეთებიათ ამ საკითხის გასარკვევად... ადმინისტრაციამ ჯერ კოცონები დაანთო, შემდეგ წვერის ტარებისთვის გადასახადები დააწესა, რასკოლნიკები მასხარის ტანისამოსში გამოაწყო, ბოლოს კი რასკოლის მთელი საქმე შეუღწევადი, საკანცელარიო საიდუმლოებით შემოსა" (ციტ. იქვე. გვ. 6).
 
ქართველ ძველმორწმუნეთა წინააღმდეგ იდეოლოგიური და დემაგოგიური ბრძოლის იმ მეთოდების ფონზე, რასაც ადგილი აქვს ჩვენს რეალობაში და ხშირად გამოიხატება ძველმართლმადიდებლური ეკლესიის ხან "სექტად", ხან "რასკოლად" გამოცხადებაში ან კიდევ სექტანტთა ჩამონათვალში ე.წ. "იეღოვას მოწმეთა" და "ბახაისტთა" გვერდით მოხსენიებაში, საინტერესოა ზემოთ ხსენებული ნიკონიანელი მკვლევარის შემდეგი აღიარებაც: "რასკოლის საკითხში ცნებათა აღრევისა და უმეცრების უმთავრესი მიზეზი უნდა ვეძებოთ ზუსტი ცნობების სიმწირესა და იმ ცნებათა განსაზღვრებებში, რომლითაც ახასიათებდნენ რუსი ხალხის ცხოვრებაში მომხდარ იმ ნახევრად გასაგებ მოვლენას, რომელიც ჩვენში "რასკოლის" სახელწოდებითაა ცნობილი.
 
ეს სახელწოდება არის მეტად არაზუსტი და მას მეტად ფართო მნიშვნელობას ანიჭებენ" (იქვე. გვ. 23, 24). ავტორის თქმით, "არ შეიძლება ამ განხეთქილების შემდეგ წარმოქმნილი მრავალი მართლმადიდებლური და სექტანტური მიმართულების გაერთიანება და თავმოყრა ერთ ტერმინში". ანუ არ შეიძლება ერთი საზოგადო ტერმინით დავახასიათოთ ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული მიმართულებანი. ისეთი ტერმინოლოგიური განურჩევლობა, როდესაც ადამიანები არსებით განსხავებას ვერ ხედავენ "რასკოლნიკების" სახელით "მონათლულ" მიმართულებებს შორის, ბუნებრივად იწვევდა ისეთ შეცდომებს, "რომელთაც, შეუძლებელი იყო, მოეტანათ რაიმე სარგებლობა" (იქვე გვ. 24).
 
ჩვენც იგივე გვინდა ვუსურვოთ ჩვენს ყველა ოპონენტს, რომელიც შეხებია ან შეეხება "რასკოლის" საკითხს. სხვაგვარად შეუძლებელი იქნება იმ უსამართლობის თავიდან აცილება, რაიც გახლავთ უმეცრებით გამოწვეულ შეცდომათა მწარე შედეგი. მეტიც, მე-19 საუკუნეში მოღვაწე ამ ავტორის აღიარებით "ეს მოვლენა (იგულისხმება საეკლესიო განხეთქილება მე-17 ს. რუსეთში - ეპ. პ.), რომელიც აგერ უკვე ორი საუკუნეა არსებობს (დღეისთვის 2-საუკუნენახევარზე მეტი - ეპ.პ), არსებითად, ჯეროვნად არც არის გამოკვლეული. არც ადმინისტრაციამ და არც საზოგადოებამ საფუძვლიანად არც უწყიან, რა არის "რასკოლი" (იქვე. გვ. 5). და თუკი თვით რუსებს ისეთი უბედურება დამართნიათ, რომ ჯერ კიდევ ვერ გაუგიათ ამ მოვლენის არსი, რაღა შეიძლება მოვთხოვოთ ჩვენს თანამემამულეებს, რომლებიც სარგებლობენ იმ რუსი ნიკონიანელი ავტორების თხზულებებით, რომელთა ნაშრომებს ცალმხრივსა და ტენდენციურს უწოდებს მრავალი მეცნიერი და მკვლევარი, ხოლო მოსკოვის ოფიციალური საპატრიარქოს აღიარებით, რევოლუციამდელი ეს ლიტერატურა ძველმორწმუნეებს აკრიტიკებდა "არაკორექტული და მიუღებელი მეთოდებით" ("Вдъ-Информ", Москва. ციტ. "Русь православная" (изд. старообрядческой митрополии) 1999 г., стр. 11 (51, 52).
 
პ. მელნიკოვი უფრო ობიექტური კვლევისკენ მოუწოდებდა მის თანამემამულეებს და წერდა, რომ "რასკოლის" მეცნიერულ-ანალიტიკური გამოკვლევისთვის საჭიროა შევისწავლოთ:
 
 
1) იმ სასულიერო პირთა თხზულებები, რომლებიც წერდნენ რასკოლის შესახებ;
 
2) თვით ძველმოწესეთა ნაშრომები: როგორც ისტორიული, ასევე პოლემიკური;
 
3) სხვადასხვა სახელმწიფო დაწესებულებათა საარქივო მასალები (ციტ. იქვე. გვ. 7).
 
 
მეტიც, მისი თქმით, "არა მხოლოდ წიგნების მეშვეობით მართებდათ "რასკოლის" შესწავლა (გვ.13), არამედ უნდა ეცხოვრათ ძველმოწესეთა ცხოვრებით მათ მონასტრებში, სკიტეებში, მამულებში, სენაკებსა თუ ტყეებში და ა.შ. შეესწავლათ მათი ყოფა ცხოვრებისეულ გამოვლინებებში, იმ გადმოცემებსა და რწმენაში, რომელიც ქაღალდზე არ დაწერილა, მაგრამ თაობიდან თაობაში წმიდად და ხელუხლებლად არის დაცული..." (იქვე. გვ. 13) სწავლობდნენ (ან სწავლობენ) კი ძველმოწესეობას ასეთი ფორმით და მეთოდებით? რა თქმა უნდა არა! მელნიკოვის თქმით:
 
"აქამდე რასკოლს სწავლობდნენ ხელის ცეცებით, თანაც თვალახვეულები. თუმცაღა არც სადღეისოდ მოუხსნიათ ადმინისტრატორებსა და მეცნიერ-მკვლევარებს თავიანთ თვალთაგან ეს სახვევები" (იქვე. გვ. 25).
 
ასეთია ის სამწუხარო რეალობა, რომელიც დამახასიათებელი იყო 200 წლის წინანდელი რუსეთისთვის და დამახასიათებელია დღევანდელი საქართველოსთვისაც".
 
უფრო დეტალურად იხ. http://www.oldorthodox.ge/apl_apologia_shesavali.html
 
***
 
საინტერესოა არა მარტო იმის გარკევა თუ რატომ და ვისი მიზეზით მოხდა ეს განხეთქილება, არამედ ისიც თუ რამდენად არის ნიკონიანურ-რეფორმატორული "მართლმადიდებლობა" დაცილებული ჭეშმარიტ, ძირძველ სარწმუნოებას".
 
2007 წელს გამომცემლობა "ალგორითმმა" გამოსცა ბორის კუტუზოვის წიგნი "Тайная миссия патриарха Никона" ("პატრიარქ ნიკონის საიდუმლო მისია").
 
შეიძლება ითქვას, რომ ბ-ნ ბ. კუტუზოვის ხსენებული წიგნის თავთა სათაურები, არის მოცემულ საკითხებზე არსებული რეზიუმირება, რომელთა შესახებაც ჩვენს მკითხველს საკმაოდ ცუდი წარმოდგენა აქვს.
 
XVII საუკუნის მეორე ნახევარში, მოხდა რუსული ეროვნული იდეის გაყალბება. კონცეფცია - "მოსკოვი - მესამე სულიერი რომი" (ანუ მოსკოვი, როგორც ჭეშმარიტი ქრისტეანული სარწმუნოების მცველი) განმარტებულ იქნა არა ესქატოლოგიური, არამედ წმიდად პოლიტიკური მნიშვნელობით. რუსული საეკლესიო პრაქტიკის ნაჩქარევი უნიფიკაცია იმდროინდელი ბერძნულის მიხედვით, ნაკარნახევი იყო იმ დიადი ბერძნულ-რუსული აღმოსავლური იმპერიის იდეით, რომელსაც სათავეში რუსი თვითმპყრობელი მეფე უნდა ჩასდგომოდა. ამ რეფორმას ეწოდა მოგვიანებით ნიკონიანური რეფორმა.
 
ამ "რეფორმის" ფენომენის კვლევას ეძღვნება სწორედ ბ. კუტუზოვის ეს წიგნიც, "რეფორმისა", რომელიც თავისი შედეგების მიხედვით თავისუფლად შეიძლება ვუწოდოთ გლობალური იდეოლოგიური დივერსია.
 
წიგნის ავტორი - საეკლესიო ისტორიკოსი და პუბლიცისტი, მოსკოვის ანდრონიკეს მონასტრის მაცხოვრის ტაძრის რეგენტი, ბორის კუტუზოვი მიდის იმ დასკვნებამდე, რომლის თანახმადაც:
 
 
1. ძველი და ახალი ტექსტების შედარება აჩვენებს, რომ "რეფორმას" მიზნად ჰქონდა საღვთისმსახურებო წიგნების გაფუჭება. ერთ ერთი "შემსწორებელი" და "თარჯიმანი" გახლდათ არსენ ბერძენი - რომის იეზუიტური კოლეგიის აღზრდილი.
 
2. ნიკონიანურ-ალექსეევური" რეფორმა - ეს იყო ვატიკანის ძველი გეგმის განხორციელება.
 
იეზუიტების ინსტრუქციებიდან თვითმარქვია მეფისადმი მოწმობს, თუ როგორ უნდა დაემკვიდრებინათ უნია რუსეთში: "გამოიცეს კანონი, რათა რუსეთის ეკლესიაში ყოველივე მისადაგებულ იქნეს ბერძენ მამათა განწესებებს..." (იგულისხმებიან უნიატი ბერძნები - oldb.).
 
3. დამახინჯებულია რუსეთის ეკლესიის ისტორია (კონკრეტულად, XVII საუკუნის პერიოდი.
 
1660 წლის კრებაზე ნიკონი დაამხეს თავისი საპატრიარქო საყდრისგან. საპატრიარქო წოდება მას ისევ დაუბრუნეს სიკვდილის შემდეგ; კონსტანტინოპოლის, ანტიოქიის და ალექსანდრიის პატრიარქთა ნებადამრთავი სიგელები ფულით იქნა ნაყიდი.
 
ავტორი ვრცლად განიხილავს თუ ვინ იყვნენ ნიკონის თანაშემწეები საეკლესიო "რეფორმის" საქმეში: მაგალითად, სიმეონ პოლოცკიმ, რომელიც იყო ვილნოს იეზუიტური კოლეგიის კურსდამდავრებული, მეფე ალექსი რომანოვის შვილების აღმზრდელი და 1666/67 წლების კრებათა ოქმების რედაქტორი. მან დიდი ზეწოლა მოახდინა მეფე თევდორეზე, რათა მას "პატრ. ნიკონი დაებრუნებინა მოსკოვში და მისთვის პაპი ეწოდა".
 
4. წიგნში განიხილება:

ა) რეფორმატორთა სიყალბეები.
 
ნიკონისეული კონდაკები (სამღვდელმსახურო წიგნი - oldb.) სინამდვილეში "გასწორებულნი" იქნენ არა ბერძნული, არამედ ლათინიზირებული კონდაკების მიხედვით, რომლებიც კიევში იბეჭდებოდა.

ბ) ნიკონის რეფორმის საღვთისმეტყველო უსაფუძვლობა.
 
1666 წლის კრების დადგენილებები არაჭეშმარიტია და უმოქმედო, რადგან ჯერ კიდევ კრებამდე ორი თვით ადრე, თითოეულმა მონაწილემ წერილობითი დასტური მისცა ალექსი რომანოვს, რომ "აღიარებდა ნიკონის მთელი რეფორმის სიმართლეს".
 
5-ე თავში: კონსტანტინოპოლის საყდარი, ვატიკანი და რუსეთი, ავტორი ასაბუთებს, რომ ვატიკანის ზეგავლენით, რომანოვთა მთელი დინასტია, თავიდან ბოლომდე, - შეპყრობილია "ბერძნული პროექტის" იდეით.
 
6. ხოლო თავში: კონსტანტინოპოლის სინდრომი. ანამნეზი: ავტორი ამტკიცებს, რომ ნიკონის "რეფორმის" მომხრეები, იეზუიტები ი. კრიჟანიჩი და მ. სპაფარიუსი აქტიურ პროპაგანდას უწევდნენ "დიადი ბერძნულ-რუსული იმპერიის" შექმნას, რომლის დედაქალაქი იქნებოდა კონსტანტინოპოლში და ხაზს უსვამდნენ, რომ ამისთვის აუცილებელი იყო რუსული და ბერძნული საღვთისმსახურებო პრაქტიკის "ერთობა".
 
7. მეფე ალექსი მიხეილის ძე იყო "რეფორმის" მთავარი შემოქმედი, განხეთქილების მთავარი დამნაშავე, არატრადიციულ რაკურსში (ავტორი ამტკიცებს, რომ რომანოვის დამახასიათებელი ნიშნები იყო - ბერძნოფილობა, დასავლეთის წინაშე მუხლმოყრა, სისასტიკე, იდუმალება და გონებაჩლუნგობა).
 
8. პიროვნებები, რომლებმაც განაჩენი გამოუტანეს რუსულ წეს-ჩვეულებებს 1667 წლის კრებაზე. ბერძნები: ანტიოქიის პატრიარქი მაკარი, ალექსანდრიის პატრიარქი პაისი, არქიმანდრიტი დიონისე, პაისი ლიგარიდი იყვნენ პატივაყრილი იერარქები, რომელთაც არავითარი კანონიკური ძალმოსილება არ გააჩნდათ არა თუ განეკითხათ ადგილობრივი პატრიარქი, ეკლესია და მის მიერ შენარჩუნებული წეს-ჩვეულებანი, არამედ მოეწვიათ კრება და ეხელმძღვანელათ მისთვის მართლმადიდებლობის საზიანოდ, რადგან:
 
აღმოსავლელი პატრიარქები, რომლებმაც მიიღეს საკრებო დადგენილებები 1667 წელს, აკრძალულნი იყვნენ კონსტანტინოპოლის პატრიარქის, პართენის მიერ და თურქეთის მთავრობის მიერ ჩამორთმეული ჰქონდათ თავიანთი კათედრები. მოგვიანებით, ალექსი რომანოვმა, რომელიც შიშობდა არაკანონიკურად არ გამოეცხადებინათ მის მიერ ჩატარებული კრება, წერილებს წერს მსოფლიო პატრიარქსა და თურქეთის სულთანს და აღწევს იმას, რომ მაკარისა და პაისის დაუბრუნებენ წართმეულ კათედრებს.
 
9. შემდგომ, ავტორი ადარებს ძველ (რეფორმამედელ) და ახალ (რეფორმის შემდგომ ) საეკლესიო-საღვთისმსახურებო ტექსტებს: მაგალითად, ნათლობის საიდუმლოს ძველი და ახალი ტექსტების შედარებით ცხადყოფილია, რომ არსებობს დოგმატური ხასიათი ცვლილებები ძველ და "შესწორებულ" ტექსტებს შორის. მაგალითად:
 
ძველი ტექსტი: «…молимся тебе, Господи, ниже да снидет с крещающимся дух лукавый».
 
ახალი ტექსტი: «…ниже да снидет с крещающимся, молимся тебе, дух лукавый».
 
10. იგივე ითქმის ქერუბიმთა საგალობელზე. სარწმუნოების სიმბოლოზე. ევქარისტულ კანონზე.
 
11. შემდეგ ავტორი გვაძლევს "შესწორებათა" ცთომილებების კლასიფიკაციას.
 
12. ცალკე თავი მიეძღვნა საკითხს: სტერეოტიპთა ტყვეობაში.
 
13. და ცალკე საკითხს: ორი თითით პირჯვრისწერისა და სამი თითით პირჯვრისწერის შესახებ.
 
14. ცალკე თავში განიხილება აგრეთვე მაცხოვრის სახელის დაწერილობისა და ჟღერადობის შეცვლისა და სამეფო კარის ოკულტიზმის შესახებ (სახელი " Исусъ" შეცვალეს სახელით "Иисусъ" (6 ასო), რადგან "ექვსი" - ასტროლოგებისთვის "წმინდა" ციფრია, მათ შორის ალექსი რომანოვის ასტროლოგებისთვისაც, როგორებიც იყვნენ: . პოლოცკი, . ენგელჰარდტი და . კოლინზი).
 
15. ავტორი ცალკე განიხილავს იმას თუ როგორ ამზადებდნენ 17- საუკუნის "რეფორმას": რომანოვი და მისი სულიერი მოძღვარი სტეფანე ბონიფანტიევი აწარმოებენ კამპანიას:

1) ბერძენი უნიატების რეაბილიტაციისთვის რუსების თვალში;
 
2) ქმნიან აზრს, რომლის თანახმადაც რუსული საღვთისმსახურებო წიგნები უკიდურესად გაფუჭებულია და საჭიროებენ შესწორებას.
 
პატრ. იოსები რეფორმის კატეგორიული წინააღმდეგია, თუმცა ის კვდება საეჭვო ვითარებაში 1652 წლის 15 აპრილს.

16. ავტორი ლაპარაკობს რეფორმის მეორეხარისხოვან შემოქმედებზე და იმაზე თუ როგორ იყვენენ ისინი ამოფარებულნი სამეფო საყრდარს ("საყრდრის ჩრდილქვეშ").
 
17. ავტორის ზოგიერთი დასკვნა და ჯერაც მოუნანიებელი ისტორიული ცოდვა (. . სოლჟენიცინის "Красное колесо" ("წითელი ბორბალი"): "... სანამ ძველმართლმადიდებელთ არ ვთხოვთ პატიებას და ყველანი ერთად არ გავერთიანდებით - რუსეთი კარგ დღეს ვერ იხილავს").
 
18. და ბოლოს: ნიკონო-ალექსეევური "რეფორმა" . . ზენკოვსკის "Русское старообрядчество" ("რუსული ძველმოწესეობის") მიხედვით.
 
 
***
 
რადგან მოცემული თემა ეძღვნება ძველმართლმადიდებლობას, განვიზრახე მკითხველებს გავაცნო ამ თემაზე არსებული ლიტერატურა (ცხადია, მნიშვნელოვანი შემოკლებებით) მათი პოპულარიზაციის და გაცნობის მიზნით. ამ მიმართებით, მოცემულ თემაში ვაპირებ გამოვაქვეყნო როგორც ძველმართლმადიდებელ ავტორთა, ასევე ოფიციალური ეკლესიის თვალსაჩინო წარმომადგენელთა ისტორიული გამოკვლევები და საღვთისმეტყველო შეხედულებები. იმედია, ამ თემით დაინტერესებული საზოგადოება ყურადღებით გაეცნობა წარმოდგენილ მასალებს, რომლებიც მას საკითხის გარკვევში უდავოდ დაეხმარება. ხოლო უფრო დეტალურად და დაწვრილებით, ამ და, ცხადია, სხვა მასალებს, მკითხველს შეუძლია გაეცნოს ძველმართლმადიდებელთა ოფიციალურ საიტზე: www.oldorthodox.ge
 
პირველი პუბლიკაცია, რომელიც ეძღვნება XVII საუკუნის რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის რეფორმის საკითხს, რომელსაც თავისი შედეგებითა და მნიშვნელობით მსოფლიო მნიშვნელობა გააჩნია, ეკუთვნის ზემოთ დასახელებულ მკვლევარს, მოსკოვის ოფიციალური ეკლესიის წარმომადგენელს, ბორის კუტუზოვს. ნაშრომის სახელწოდებაა:
 
 
XVII საუკუნის საეკლესიო რეფორმა - ტრაგიკული შეცდომა თუ დივერსია?
 
1971 წლის რუსეთის ადგილობრივმა კრებამ საზეიმოდ უარყო XVII საუკუნეში ძველ წესებზე და მათ მიმდევრებზე დაწესებული წყევლა და ანათემატიზმა. "მაცხოვნებლად" და ახალი წესების "თანაბარმნიშვნელოვნად" აღიარა ძველი რუსული წეს-ჩვეულებები. მოხსენებაში, რომელიც ადგილობრივ კრებაზე მოისმინეს, ნიკონის რეფორმა დახასიათებული იყო, როგორც "რუსული საეკლესიო საწესჩვეულებო პრაქტიკის ნაჩქარევი და სასტიკი ნგრევა" (См. "Поместный Собор Русской Православной Церкви (30 мая - 2 июня 1971 г.)", Москва 1972).
 
კრებამ საჭოჭმანოდ მიიჩნია საკითხი, რამდენად აუცილებელი იყო პირჯვრისსაწერი ორი თითის შეცვლა სამი თითით. ეს დადგენილება მოულოდნელი შეიძლება მოეჩვენოს მხოლოდ იმას, ვინც პრობლემას არ იცნობს. სიმართლე თუ გნებავთ, 1971 წლის კრებამ მხოლოდ შეაჯამა ძველ წეს-ჩვეულებებზე გამართული მრავალწლიანი დისკუსია და, მოკლედ თუ ვიტყვით, დაამტკიცა უწმინდესი სინოდის ჯერ კიდევ 1929 წელს მიღებული დადგენილება. აი, როგორ ჟღერს იგი საკრებო განსაზღვრებაში:
 
"განვიხილეთ რა საკითხი… საღვთისმეტყველო, ლიტურგიკული, კანონიკუკრი და ისტორიული თვალსაზრისით, საზეიმოდ ვაცხადებთ:
 
დამტკიცდეს საპატრიარქოს უწმინდესი სინოდის 1929 წლის 23 (10) აპრილის დადგენილება ძველი რუსული წესების მაცხოვნებლობის შესახებ, კერძოდ, რომ ისინი არის ისევე მაცხოვნებელი, როგორც ახალი წესები და არის მათი თანაბარმნიშვნელოვანი.
 
დამტკიცდეს საპატრიარქოს უწმინდესი სინოდის 1929 წლის 23 (10) აპრილის დადგენილება ძველი წესების, განსაკუთრებით კი ორი თითით პირჯვრისწერის წინააღმდეგ გამოთქმული ყველა მაძაგებელი გამონათქვამის შესახებ. ყველა ასეთი გამონათქვამი, სადაც და ვის მიერაც უნდა იყოს ის გამოთქმული, არ არსებულად შეირაცხოს.
 
დამტკიცდეს საპატრიარქოს უწმინდესი სინოდის 1929 წლის 23 (10) აპრილის დადგენილება მოსკოვის 1656 წლის კრებისა და მოსკოვის 1667 წლის დიდი კრების წყევლა-კრულევბის გაუქმების შესახებ, რომლებიც ამ კრებებმა დაადო ძველ წეს-ჩვეულებებსა და მათს მიმდევარ მართლმადიდებელ ქრისტეანებს და ეს წყევლა-კრულვანიც არარსებულად შეირაცხოს (იქვე).
 
შეიძლება ითქვას, რომ აღსულდა ის, რის შესახებაც 1912 წელს წერდა დიდი საკლესიო ისტორიკოსი, მოსკოვის სასულიერო აკადემიის აკადემიკოსი ნ. ფ. კაპტერევი: "1667 წლის კრების მიერ ძველი რუსული საეკლესიო წეს-ჩვეულებების დაგმობა, როგორც ამ საკითხის ზედმიწევნითი და მიუკერძოებელი გამოკვლევა აჩვენებს, იყო სრული გაუგებრობა, შეცდომა და ამიტომაც მთელი ეს საქმე უნდა დაექვემდებაროს ახალ საეკლესიო გადასინჯვას და გამოსწორდეს, რათა აღსდგეს მშვიდობა და აღმოიფხვრას მრავალსაუკუნოვანი მტრობა ძველმოწესეებსა და ახალმოწესეებს შორის, რათა რუსეთის ეკლესია კვლავ იმ ერთობას დაუბრუნდეს რაც იყო ნიკონამდე" (Каптерев. Н. Ф. "патриарх Никон и царь Алексей Михайлович", Сергиев Посад, 1912 г., т. 2, стр. 529).
 
ამრიგად, თუკი ძველი წესები ახალი წეს-ჩვეულებების თანაბარმნიშვნელოვანია, უპირველეს ყოვლისა, იბადება კითხვა: საერთოდ რა საჭირო იყო ნიკონის რეფორმა? ამ შეკითხვაზე პასუხი გასცა ლენინგრადის სასულიერო აკადემიის პროფესორმა, დეკანოზმა იოანე ბელევცევმა. თავის მოხსენებაში, რომელიც მან წაიკითხა 1987 წლის მაისში მოსკოვში გამართულ საეკლესიო-სამეცნიერო კონფერენციაზე, პროფესორმა ი. ბელევცევმა განაცხადა, რომ ნიკონის რეფორმა "საღვთისმეტყველო თვალსაზრისით, სრულიად უსაფუძვლო და არასაჭირო იყო" (Русский раскол XVII в. (Доклад проф. прот. ЛДА Иоанна Белевцева на 2-ой международной, церковно-научной конференции в Москве 11 мая 1987 г.).
 
XVII საუკუნის საეკლესიო განხეთქილება, რომელიც გადაჭარბების გარეშე შეიძლება იწოდოს ეროვნულ კატასტროფად, იყო რეფორმის შედეგი, რომელიც, როგორც ახლა გამოირკვა, არც საღვთისმეტყველო თვალსაზრისით ყოფილა საფუძვლიანი, არც კანონიკურად და, უბრალოდ, "არაფერში სჭირდებოდა" ეკლესიას. მაშინ, ასეთ შემთხვევაში, ვიღას დასჭირდა ეს რეფორმა, როგორი იყო მისი ჭეშმარიტი მიზანი და მიზეზები და ვინ იყო მისი ნამდვილი შემოქმედი?
 
წინამდებარე სტატიის ავტორი, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში იკვლევდა ძველი წესების პრობლემას, მივიდა დასკვნამდე, რომელიც სავსებით ემთხვევა მამა იოანეს ზემოთ მოტანილ განცხადებას: ნიკონის რეფორმას არ ჰქონდა არც საღვთისმეტყველო, არც კანონიკური მიზეზები და საფუძვლები - ის ეკლესიას თავს მოახვიეს ხელოვნურად. რეფორმის მთავარი შემოქმედი იყო მეფე ალექსი მიხეილის ძე, ხოლო ნიკონ პატრიარქი - მისი ნების შემსრულებელი ინსტრუმენტი. ამიტომაც უფრო სამართლიანი იქნებოდა ამ რეფორმისთვის გვეწოდებინა "ალექსეევური" და არა "ნიკონიანური" რეფორმა.
 
ფართოდ გავრცელებული აზრის თანახმად, რეფორმის აუცილებლობა გამოიწვია დროთა განმავლობაში საეკლესიო-საღვთისმსახურო ტექსტებში დაშვებული მრავალრიცხოვანი შეცდომების გასწორების სურვილმა. მაგრამ რეფორმამდელი (იოსებ პატრიარქის დროს დაბეჭდილი) საეკლესიო წიგნებისა და რეფორმის შემდგომდროინდელი წიგნების მიუკერძოებელი შედარება უეჭველად ადასტურებს ძველი წიგნების უპირატესობას - შეცდომები მათში უფრო ნაკლებია, ვიდრე ჩვენს თანამედროვე გამოცემებში. მეტიც, ეს შედარება უფლებას გვაძლევს, გავაკეთოთ საწინააღმდეგო დასკვნები.
 
რეფორმის შემდგომდროინდელი ტექსტები თავიანთი ხარისხით მნიშვნელოვნად ჩამოუვარდება ძველ ნაბეჭდ წიგნებს. ამ .. "შესწორებების" შედეგად თავი იჩინა სხვადასხვა სახის უამრავმა ცთომილებამ, იქნება ეს გრამატიკული, ლექსიკური, ისტორიული და თვით დოგმატური ხასიათის (ტექსტების შედარება იხილეთ ქვემოთ). ასე რომ, თუ რეფორმატორები მიზნად ისახავდნენ ძველნაბეჭდ წიგნებში არსებული შეცდომების გასწორებას, ეს მიზანი დარჩა შეუსრულებელი. თუმცა არსებობდა სხვა მიზანიც, კერძოდ, ბერძნული და რუსული საეკლესიო პრაქტიკის იდენტურობის მიღწევა. თანაც სანიმუშოდ შეირჩნენ ბერძნები, რაც აღნიშნულია მიტროპოლიტ ნიკოდიმოსის მოხსენებაში, რომელიც მან მოსკოვის 1971 წლის ადგილობრივ კრებაზე წაიკითხა (см. "Поместный собор Русской Православной Церкви...). ეს მიმართულება მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური მოსაზრებებით იყო ნაკარნახევი.


 
პატრიარქი ნიკონი (XVII .)



 
მიასოედოვი. დეკანოზ ამბაკუმის ცოცხლად დაწვა.
 
 
 
Crazy Soul. ძველმართლმადიდებელო ინვალიდი თუ ვარ და ხელები არა მაქვს (თითები) ვერ ვცხონდები? რა შუაშია თითები საერთოდ? რა აზრი აქ ორი თითით გადავიწერ პირჯვარს თუ სამით? ან შეიძლება საერთოდ არ გადავიწერო და სხვანაირად ვაკეთო ღვთისნიერი საქმე. ასეთ წვრილმანებზე რატომ დაობთ საერთოდ არ მესმის...
 
 
ძველმართლმადიდებელი (ციტატა): "ინვალიდი თუ ვარ და ხელები არა მაქვს (თითები) ვერ ვცხონდები? რა შუაშია თითები საერთოდ? რა აზრი აქ ორი თითით გადავიწერ პირჯვარს თუ სამით? ან შეიძლება საერთოდ არ გადავიწერო და სხვანაირად ვაკეთო ღვთისნიერი საქმე. ასეთ წვრილმანებზე რატომ დაობთ საერთოდ არ მესმის..."
 
გამარჯობა Crazy Soul. თუ ინვალიდი ხარ და ხელები არ გაქვს ცხონდები. რაც შეეხება თითებს, ამ საკითხზე ამ ფორუმში საკმაოდ ვიკამათე (იხ. "პირჯვრისწერის მიმართულება"), ახლა ნამდვილად არ ვაპირებ თავიდან ამ საგანზე დავას. ჩემს პოზიციას შეგიძლია იქ გაეცნო. იმედია არ მიწყენ.
 
რაც შეეხება "წვრილმანებზე" დავას, მართლმადიდებლობაში პირჯვრისწერის ფორმა "წვრილმანი" არ არის... თანაც, ოფიციალური ეკლესია ძველმართლმადიდებლებთან დავობდა სამი თითით პირჯვრისწერის "წვრილმანზე" და ამის გამო ხალხს ხოცავდა... მსგავსი არაფერი უქნიათ ძველმართლმადიდებლებს. ამიტომაც, კარგი იქნება ამ შეკითხვით მათ რომ მიმართო.
 
 
damiane80 (ციტატა): "თანაც, ოფიციალური ეკლესია ძველმართლმადიდებლებთან დავობდა სამი თითით პირჯვრისწერის "წვრილმანზე" და ამის გამო ხალხს ხოცავდა..."
 
რომელი ოფიციალური ეკლესია ქართული, ბერძნული????.
 
აქ დაკონკრეტებაა საჭირო, რომ ეს დაპირისპირება წმინდა რუსული ფენომენია, თორემ როგორც შენ წერ სხვანაირად იკითხება ეგ. ქართულ ეკლესიაში ამ საკიხზე "ხალხის ხოცვა" კი არა "სერიოზული დაპირისპირებაც" კი არ ყოფილა
 
(ციტატა): "აღმოსავლელი პატრიარქები, რომლებმაც მიიღეს საკრებო დადგენილებები 1667 წელს, აკრძალულნი იყვნენ კონსტანტინოპოლის პატრიარქის, პართენის მიერ და თურქეთის მთავრობის მიერ ჩამორთმეული ჰქონდათ თავიანთი კათედრები".
 
აქაც უნდა დავაზუსტოთ ერთი საკითხი, მე რამდენადაც წაკითხული მაქვს პატრიარქმ ნიკონმა ვიდრე რეფორმას დაიწყებდა ასევე წერილობითი კითხვარი გაუგზავნა კონსტანტინეპოლის პატრიარქს მათ შორის პირჯვრის წერის საკითხზე (ორით თუ სამი თითით), რომლისაგან მიიღო პასუხი, რომ შეცდომა არ არის არცერთი და დასაშვებია ორივე, თუმცა მას სწორედ მიაჩნია დამკვიდრებული წესი 3 თითით პირჯვრის გადაწერისა. აქედან გამომდინარე, კონსტანტინეპოლის პატრიარქის პოზიცია სწორედ ისეთი იყო, რომელიც დღეს არსებობს კიდეც მართლმადიდებლურ ეკლესიაში ანუ: ორივე წესი მისაღებია და დაუშვებელია ამის გამო განხეთქილება.
 
 
ძველმართლმადიდებელი (ციტატა): "რომელი ოფიციალური ეკლესია ქართული, ბერძნული???? აქ დაკონკრეტებაა საჭირო, რომ ეს დაპირისპირება წმინდა რუსული ფენომენია, თორემ როგორც შენ წერ სხვანაირად იკითხება ეგ. ქართულ ეკლესიაში ამ საკიხზე "ხალხის ხოცვა" კი არა "სერიოზული დაპირისპირებაც" კი არ ყოფილა".
 
ცხადია, ამ შემთხვევაში მე ვგულისხმობ რუსეთის ეკლესიას. თემაც ჯერ ჯერობით ეხება რუსეთის ეკლესიას და აქედან გამომდინარე, შეკითხვას რუსეთის ეკლესიაში მომხდარ რეფორმასთან მიმართებაში აღვიქვი.
 
რაც შეეხება ქართულ ეკლესიას, იმედია მომეცემა შესაძლებლობა მოკლედ მიმოვიხილო კათალიკოს ანტონ I - ის მოღვაწეობა, სადაც გამოჩნდება კავშირი რუსეთის ეკლესიის რეფორმასთან.
 
რაც შეეხება "ხალხის დახოცვას", ბუნებრივია, საქართველოში ეს არ მომხდარა, რადგან რუსეთში ასეთი მოვლენები გამოიწვია უცაბედმა, ნაჩქარევმა პოლიტიკურმა გადაწყვეტილებამ, რომელმაც ზეგავლენა იქონია ეკლესიაზე. ამჯერად ვრცლად ამ საგანზე მსჯელობა საჭიროდ არ მიმაჩნია, რადგან თვითონ ბ. კუტუზოვის ნაშრომში ეს ძალზედ კარგად არის აღწერილი. თანაც, კარგი იქნება თუ გაითვალისწინებ, რომ ასეთი ბრალდება მე ქართული ეკლესიის წარმომადგენელთათვის არ წამიყენებია.
 
ერთს კი ვიტყვი, ევქარისტული ერთობის ძალით, საქართველოს ეკლესიაც, თუნდაც ირიბად, გარეულია რეფორმის დანაშაულობებში. საგულისხმოა, რომ 1667 წლის მოსკოვის კრებას, რომელმაც ძველმართლმადიდებელთა წყევლა-კრულვებით "დააგვირგვინა" თავისი მოღვაწეობა, ივერიის ეკლესიის წარმომადგენელიც ესწრებოდა (ჩემთვის, სამწუხაროდ, უცნობია ამ პიროვნების ვინაობა).
 
(ციტატა): "უნდა დავაზუსტოთ ერთი საკითხი, მე რამდენადაც წაკითხული მაქვს პატრიარქმა ნიკონმა ვიდრე რეფორმას დაიწყებდა ასევე წერილობითი კითხვარი გაუგზავნა კონსტანტინეპოლის პატრიარქს მათ შორის პირჯვრის წერის საკითხზე (ორით თუ სამი თითით), რომლისაგან მიიღო პასუხი, რომ შეცდომა არ არის არცერთი და დასაშვებია ორივე, თუმცა მას სწორედ მიაჩნია დამკვიდრებული წესი 3 თითით პირჯვრის გადაწერისა. აქედან გამომდინარე, კონსტანტინეპოლის პატრიარქის პოზიცია სწორედ ისეთი იყო, რომელიც დღეს არსებობს კიდეც მართლმადიდებლურ ეკლესიაში ანუ: ორივე წესი მისაღებია და დაუშვებელია ამის გამო განხეთქილება".
 
დიახ, ეს სწორია. ასეც იყო. თვით კონსტანტინოპოლის პატრიარქის საპასუხო წერილი ღირს განხილვად, ამჯერად კი ვიტყვი, რომ პატრ. ნიკონმა კონსტანტინოპოლის პატრიარქის წერილის მიღების შესახებ არ გააცხადა, რადგან მისი კურსი აშკარად ეწინააღმდეგებოდა კონსტანტინოპოლის პატრიარქის რჩევას. რაც შეეხება ორივე წესის დასაშვებობას, ამჯერად თავს შევიკავებ ამ თემის განხილვისგან, რადგან ეს განხილული იქნება თვით ჩემს მიერ წარმოდგენლ წყაროებში. მისი აქ განხილვა ჩამომაცილებს არსებულ თემას...
 
 
(Νικόλαος): "ეს წესი (სამი თითი) მეჩვიდმეტე საუკუნემდე გაცილებით ადრეც იყო დამკვიდრებული ბიზანტიურ ეკლესიაში, მაგრამ ევქარისტიული კავშირი არავის გაუწყვეტია და პრობლემაც არავის ჰქონია. ნიკონის შეცდომა ის კი არაა რომ ახალი წესები დაამკვიდრა რომ შემდგომში მოსალოდნელი დაპირისპირება აეცილებინა, არამედ ის რაც ჩაიდინა ზემოთ რომ წერია და რომ ძველი წესები დაგმო. მაგრამ პატრიარქი ნიკონის შეცდომები არაა მთლიანი ელესიის შეცდომა. თანაც რუსეთის ეკლესიამ ბოდიში მოიხადა ნიიკონის შეცდომების გამო და რამდენიმე ძველმოწესე ეკლესიამ კავშირი აღადგინა მოსკოვის საპატრიარქოსთან და ''რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია რუსეთის გარეთ''-თან, და ახლაც ძველი წესით სარგებლობენ".
 
ციტატა (damiane80): "აქედან გამომდინარე, კონსტანტინეპოლის პატრიარქის პოზიცია სწორედ ისეთი იყო, რომელიც დღეს არსებობს კიდეც მართლმადიდებლურ ეკლესიაში ანუ: ორივე წესი მისაღებია და დაუშვებელია ამის გამო განხეთქილება"
 
"ანუ შენ ეთანხმები და არ უყურებ სამი თითით პირჯვრისწერას როგორც მწვალებლობას ხო? ძალიან კარგი ესაა ეკლესიის პოზიცია როგორც შენ თქვი, ანუ ორივე წესი დასაშვებია და ნიკონის პოზიციის გამო რატომ გაწყვიტეს კავშირი ადგილობრივ ეკლესიებთან?"
 
 
ძველმართლმადიდებელი: (Νικόλαος) (ციტატა): "ეს წესი (სამი თითი) მეჩვიდმეტე საუკუნემდე გაცილებით ადრეც იყო დამკვიდრებული ბიზანტიურ ეკლესიაში"
 
მე უკვე ვთქვი, რომ პირჯვრისწერის და კურთხევის გაცემასთან დაკავშირებით ადრე მქონდა-თქო დავა და პოლემიკა. მგონი იქ ეს საკითხიც განვიხილეთ. ისე, კარგი იქნებოდა ამ პოზიციის დამამტკიცებელი მასალების დამოწმება. რამდენადაც მე ვიცი (ამის დამადასტურებელ მასალებს ამ თემის ფარგლებში იხილავთ), სამი თითით პირჯვრისწერის წესის დამადასტურებელი წყაროები არ არსებობს.
 
(ციტატა): "პატრიარქი ნიკონის შეცდომები არაა მთლიანი ელესიის შეცდომა".
 
ეს იმ შემთხვევაში, როცა ეკლესია არ მიიღებს ერთი ადამიანის (თუნდაც პატრიარქის სიახლეებს ან ცდომილებას), მაგრამ, როდესაც მთელი ეპისკოპატი, სამღვდელოება და ერი მიჰყვება და ეთანხმება ამ ცდომილებას, მაშინ? ასეთ შემთხვევაში, პატრიარქის ცოდვას გაიზიარებს მთელი ეკლესია. თუ არა და, ნებისმიერი მწვალებლის (მაგ. არიოზის, ნესტორის, აპოლინარის და ა. შ.) ცდომილება შეიძლება დავაბრალოთ მხოლოდ ერესიარქებს და მათი მიმდევრები გამოვაცხადოთ ცხოვნებულებად. მგონი, თქვენი ეკლესია ასე არ იქმს და სამართლიანად მიიჩნევს არიოზსა და არიანელებს წარწყმედილებად... აქ კი რა ხდება? ნუთუ ნიკონის შეცდომა მარტო ნიკონს მოეკითხება და მის მიმდევრებს არა?
 
(ციტატა): "რუსეთის ეკლესიამ ბოდიში მოიხადა ნიკონის შეცდომების გამო".
 
როდესაც ასეთ დანაშაულზეა ლაპარაკი, ბოდიშის მოხდა საქმეს ვერ შველის. აქ გაფორმდა საეკლესიო განხეთქილება... ზოგიერთ სწავლა-მოძღვრებით საკითხში კი განსხვავებებიც გაჩნდა... ბოდიში, სხვათა შორის, რომის პაპმაც (თუ არ ვცდები იოანე პავლე მეორემ) მოუხადა მართლმადიდებლებს, მაგრამ, ამით რა, პაპი მართლმადიდებელი გახდა და უარი თქვა თავის ცდომილებებზე?
 
ოფიციალურ, რუსულ და მასთან ევქარისტიულ ერთობაში მყოფ ეკლესიებს ჯერაც არ დაუგმიათ 1666/67 წლების მოსკოვის საეკლესიო კრებები. სადაც დაიწყევლა და ანათემას გადაეცა ძველი მართლმადიდებლური საეკლესიო გადმოცემა. ამჯერად აქ შევწყვეტ, რადგან უფრო სერიოზული მასალა ჯერ კიდევ დასადები მაქვს.

(ციტატა): "რამდენიმე ძველმოწესე ეკლესიამ კავშირი აღადგინა მოსკოვის საპატრიარქოსთან და "რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია რუსეთის გარეთ"-თან, და ახლაც ძველი წესით სარგებლობენ".
 
დიახ, სიმართლეს ბრძანებთ. ესენი არიან ე. წ. "ედინოვერცები" ("ერთმორწმუნეები"). ასე იმიტომ ეწოდათ, რომ მათი მტკიცებით, მათ და ოფიციალურ მართლმადიდებელ ეკლესიას ერთი და იგივე სარწმუნოება გააჩნიათ. ეს არის უნიონალური ძველმართლმადიდებლობა. ამ უნიის ბრწყივნალე მხილება დაწერა ერთმა ბელოკრინიცელმა ეპისკოპოსმა (თუ არ ვცდები ინოკენტი უსოვმა). ჩვენ მართებულად არ მიგვაჩნია ეს ერთობა.
 
(ციტატა): "ანუ შენ ეთანხმები და არ უყურებ სამი თითით პირჯვრისწერას როგორც მწვალებლობას ხო? ძალიან კარგი ესაა ეკლესიის პოზიცია როგორც შენ თქვი, ანუ ორივე წესი დასაშვებია და ნიკონის პოზიციის გამო რატომ გაწყვიტეს კავშირი ადგილობრივ ეკლესიებთან?"
 
მომეჩვენა, რომ ეს სიტყვები, რომელიც შენ დამიანე80-ს უპასუხე, სინამდვილეში ჩემი მისამართით დაიწერა. თუ ასეა, მაშინ უნდა გიპასუხო, რომ სამი თითით პირჯვრისწერას მე არ ვუყურებ, როგორც მისაღებ წესს პირჯვრისწერისა. არ მიმაჩნია, რომ ეკლესიაში ორივე წესი დასაშვებია და ბოლოს, ძველმართლმადიდებელ ქრისტეანებს არ გაუწყვეტიათ კავშირი ეკლესიასთან. ეკლესია ძველმართლმადიდებლებშია და არა ოფიციალურ "ეკლესიებში".
 
შეიძლება თქვენ ამაზე პროტესტი განაცხადოთ, მაგრამ, ჩვენი ღრმა რწმენით ასეა. ვიცი, რომ თქვენ სხვაგვარად ფიქრობთ, მაგრამ ჩვენი რწმენა ასეთია. ამისი დასაბუთებაც შეგვიძლია. ოღონდ, ამისთვის საჭირო გახდება შესაბამისი წყაროების გამოქვეყნება. ასეთი წყაროები ქვეყნდება ჩვენს საიტზე: http://www.oldorthodox.ge და ნაწილობრივ აქ. გამოქვეყნდება მომავალშიც.
 
მძაფრ პოლემიკას არავისთან ვაპირებ, მაგრამ ჩემს პოზიციას ისტორიული და საღვთისმეტყველო თვალსაზრისით, ყოველთვის დავაფიქსირებ. საკითხების განსასჯელად საჭიროა ობიექტური ინფორმაცია. სწორედ ამას ვაკეთებ ახლა მე.
 
damiane80 (ციტატა): "თვით კონსტანტინოპოლის პატრიარქის საპასუხო წერილი ღირს განხილვად, ამჯერად კი ვიტყვი, რომ პატრ. ნიკონმა კონსტანტინოპოლის პატრიარქის წერილის მიღების შესახებ არ გააცხადა, რადგან მისი კურსი აშკარად ეწინააღმდეგებოდა კონსტანტინოპოლის პატრიარქის რჩევას".
 
არ არის მთლად ასე:
 
პირველ რიგში, მინდა ვთქვა თავად პატრიარქ ნიკონზე, რომ საბოლოო ჯამში 1666-67 წლების კრებები მის გარეშე (და მეტიც) მის საწინააღმდეგოდაც კი ჩატარდა, ამდენად რეფორმა შესაძლებელია ნიკონის წამოწყებული იყო, მაგრამ უეჭველია, რომ იგი მის გარეშე დაგვირგვინდა.
 
რაც შეეხება თავად ნიკონს, მე წავიკითხე, რომ საერთოდაც იგი როგორც რუსეთის პატრიარქი თავდაპირველად ძველმოწესე იყო, მაგრამ რომელ წელში ზუსტად არ მახსოვს, რუსეთს ესტუმრენ საბერძნეთისაეკლესიის წარმომადგენლები, რომლებმაც ნახეს, რომ ნიკონი პირჯვრის წერას და კურთხევას გასცემდა 2 წყობით, რაზეც მიანიშნეს, რომ ამგვარად პირჯვარს იწერენ სომხები (მწვალებლები). საბოლოოდ ამ საკითხში გასარკვევად, დაუბარებიათ მოსკოვში მყოფი სომეხი ვაჭრები, რომლებიც წარდგნენ პატრიარქის წინაშე და დაადასტურეს, რომ სომხები 2 თითიანი წყობით იწერენ პირჯვარს. აქვე პატრიარქს უკითხავს იცოდნენ თუ არა ვაჭრებმა, როგორ გამოისახავდნენ პირჯვარს ბერძნები, მათ კი უპასუხიათ, რომ სამი თითით, თუმცა უარი უთქვამთ პირჯვრის გადასახვაზე, რადგან მათი სიტვით ამის გამო სომხური ეკლესია მათ შეაჩვენებდა. (ეს ტექსტი ამივიკითხე ერთ-ერთ რუსულ წყაროში, თუ სურვილი გექნებათ მოვიძიებ შემდეგ)
 
სწორედ ამის შემდეგ იყო, რომ პატრიარქმა ნიკონმა დაიწყო ყველა მართლმადიდებლურ ეკლესიებთან მიმოწერა პირჯვრის გადასახვის წესსა და სხვა წესებთან დაკავშირებით (მათ შორის კონსტანსტინეპოლის პატრიარქის) მიმართ, გარდა ამისა, ნიკონმა გააგზავნა ერთი მეტად განათლებული სამღვდელო პირი, რომელმაც ათონის მთაც კი მოიარა, თუმცა იმ დროს მოქმედი არცერთი ეკლესიიდან მას არ მიუღია პასუხი, რომ რომელიმე მართლმდადიბებლურ ეკლესიაში პირჯვარს 2 თითით იწერდნენ. ყველა ერთხმად დაუდასტურა სამი თითით პირჯვრის წერის წესი. რაც შეეხება კონსტანტინოპოლის პატრიარქს, როგორც ზემოთ ვთქვი, მისი პასუხი იყო ყველაზე უფრო სწორი და გონივრული, მან მისწერა, რომ ორივე წესი მისაღებია, თუმცა იგი უპირატესობას ანიჭებს სამი თითით პირჯვრის წერას, როგორც დამკვიდრებულ წესს ეკლესიაში.
 
რაც შეეხება თავად 1666-67 წლების კრებას, უნდა ითქვას, რომ 1666 წელს კრებაში მონაწილეობდა ფაქტობრივად მხოლოდ რუსეთის საეკლესიო პირები (და შეიძლება მხოლოდ რამოდენიმე სტუმარი), ხოლო უკვე 1667 წელს რუსეთში ჩამოვიდნენ საბერძნეთისა და ანტიოქიის (თუ სწორად მახსოვს), ასევე მეზობელი ქვეყნების, მათ შორის საქართველოს ეკლესიის წარმომადგენლები ანუ ფაქტობრივად კრებაზე სახეზე იყო თითქმის ყველა მართლმადიდებლური ეკლესიის წარმომადგენელი, რის შემდეგაც განახლდა კრება და მიიღოს ის გადაწყვეტილებები, რაც მიიღო.
 
საგულისხმოა, რომ ამ პროცესებში პატრიარქი ნიკონი საერთოდ არ მონაწილეობდა, პირიქით იმავე 1667 წლის კრებამ მისი გადაყენების საკითხი განიხილა. ამიტომ, ნუ გვეგონება, რომ ვიღაც ავანტურისტმა ბერძნებმა რუსეთის პატრიარქს თავს რაღაც წესები მოახვიეს და მანაც რეფორმის ქარ-ცეცხლში გაატარა ქვეყანა.
 
სინამდვილეში ნიკონის მიერ ახალი წესების მიღების საკითხი იყო დეტალურად განხილული და ყველა ეკლესიისაგან გამოკვლეული და ეს ათ წელზე მეტი გრძელდებოდა. ნიკონი დარწმუნდა, რომ ყველა მართლმადიდებლურ ეკლესიებში მოქმედებდა ე.წ ახალი წესი, რომელიც არ ეწინააღმდგებოდა დოგმატს, ამიტომ მოისურცა მან ერთიან წესების დამკვიდრება რუსეთში.
 
ნუ რა თქმა უნდა ცალკე თემაა ის, თუ საბოლოოდ როგორი სახე მიიღო ამ რეფორმამ, მაგრამ, ჩემი პირადი აზრით, მოვლენების ასეთ განვითარებაში თავისი წვლილი შეიტანა იმან, რომ საერო ხელისუფლება ერეოდა აქტიურად ამ რეფორმის მიმდინარეობაში და ამან ბევრს რამეში "რეფორმას" დაღი დაასვა.
 
ძველმართლმადიდებელი (damiane80) (ციტატა): "პირველ რიგში, მინდა ვთქვა თავად პატრიარქ ნიკონზე, რომ საბოლოო ჯამში 1666-67 წლების კრებები მის გარეშე (და მეტიც) მის საწინააღმდეგოდაც კი ჩატარდა, ამდენად რეფორმა შესაძლებელია ნიკონის წამოწყებული იყო, მაგრამ უეჭველია, რომ იგი მის გარეშე დაგვირგვინდა"
 
დიახ, ნამდვილად ასეა.
 
(ციტატა): "რაც შეეხება თავად ნიკონს, მე წავიკითხე, რომ საერთოდაც იგი როგორც რუსეთის პატრიარქი თავდაპირველად ძველმოწესე იყო".
 
ეს არ არის ზუსტი ინფორმაცია. ნიკონამდე ასეთი ცნება საერთოდ არც არსებობდა. ის გაჩნდა მისი გაპატრიარქებისა და რეფორმის შემდეგ. როგორც მოგეხსენებათ, ძველმოწესეები რეფორმატორებმა შეარქვეს, ძველი წესების დამცველთა და რეფორმის არმიმღებთ.

(ციტატა): "რომელ წელში ზუსტად არ მახსოვს, რუსეთს ესტუმრენ საბერძნეთისაეკლესიის წარმომადგენლები, რომლებმაც ნახეს, რომ ნიკონი პირჯვრის წერას და კურთხევას გასცემდა 2 წყობით, რაზეც მიანიშნეს, რომ ამგვარად პირჯვარს იწერენ სომხები (მწვალებლები). საბოლოოდ ამ საკითხში გასარკვევად, დაუბარებიათ მოსკოვში მყოფი სომეხი ვაჭრები, რომლებიც წარდგნენ პატრიარქის წინაშე და დაადასტურეს, რომ სომხები 2 თითიანი წყობით იწერენ პირჯვარს. აქვე პატრიარქს უკითხავს იცოდნენ თუ არა ვაჭრებმა, როგორ გამოისახავდნენ პირჯვარს ბერძნები, მათ კი უპასუხიათ, რომ სამი თითით, თუმცა უარი უთქვამთ პირჯვრის გადასახვაზე, რადგან მათი სიტვით ამის გამო სომხური ეკლესია მათ შეაჩვენებდა. (ეს ტექსტი ამივიკითხე ერთ-ერთ რუსულ წყაროში, თუ სურვილი გექნებათ მოვიძიებ შემდეგ)".
 
ძალიან კარგი იქნება თუ ამ ინფორმაციის წყაროს წარმომიდგენთ. ჩემი მხრიდან კი გეტყვით, რომ არც ეს ინფორმაცია შეეფერება სინამდვილეს. ცნობილია, რომ იმ პერიოდში, მრავალ რუსულ წყაროში იბეჭდებოდა ყალბი ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოდა ორი თითით პირჯვრისწერა სომხური წესი იყო. მოიგონეს კიევის არარსებული კრებაც კი, რომელიც თითქოსდა ჩატარდა მე-12 საუკუნეში (ამის შესახებ შეგიძლიათ წაიკითხოთ "ბროკჰაუზ-ეფრონის" ენციკლოპედიაში. სტ. "დენისოვები" (Денисовы)).
 
ჩემს მომდევნო პოსტებში მე წარმოგიჩენთ ოფიციალური ეკლესიის მკვლევართა და ღვთისმეტყველთა ნაშრომებს, სადაც დამტკიცებულია ამ ცნობის (ორთი თითის "სომხურობის") სიყალბე. და საერთოდ, სომხებს არასოდეს გადაუწერიათ პირჯვარი დიოფიზიტური წესით - ორი თითით.

(ციტატა): "სწორედ ამის შემდეგ იყო, რომ პატრიარქმა ნიკონმა დაიწყო ყველა მართლმადიდებლურ ეკლესიებთან მიმოწერა პირჯვრის გადასახვის წესსა და სხვა წესებთან დაკავშირებით (მათ შორის კონსტანსტინეპოლის პატრიარქის) მიმართ, გარდა ამისა, ნიკონმა გააგზავნა ერთი მეტად განათლებული სამღვდელო პირი, რომელმაც ათონის მთაც კი მოიარა, თუმცა იმ დროს მოქმედი არცერთი ეკლესიიდან მას არ მიუღია პასუხი, რომ რომელიმე მართლმდადიბებლურ ეკლესიაში პირჯვარს 2 თითით იწერდნენ. ყველა ერთხმად დაუდასტურა სამი თითით პირჯვრის წერის წესი. რაც შეეხება კონსტანტინოპოლის პატრიარქს, როგორც ზემოთ ვთქვი, მისი პასუხი იყო ყველაზე უფრო სწორი და გონივრული, მან მისწერა, რომ ორივე წესი მისაღებია, თუმცა იგი უპირატესობას ანიჭებს სამი თითით პირჯვრის წერას, როგორც დამკვიდრებულ წესს ეკლესიაში".
 
ეს ალბათ თქვენს მიერ ხსენებული წყაროს მიხედვით, რომლის სანდოობა, მერწმუნეთ, საეჭვოა. რაც შეეხება პიროვნებას, რომელმაც ნიკონის დავალებით შემოიარა აღმოსავლეთი (მას დაევალა ჩამოეტანა უძველესი ხელნაწერი ლიტურგიკული წყაროები რეფორმის საჭიროებისთვის), იყო ცნობილი ბერი არსენ სუხანოვი. მის დროს რუსები პირჯვარს იწერდნენ ორი თითით, ბერძნები კი სამით, რის გამოც არსენს ბერძნებთან დავაც კი გაუმართავს (მოდი, ამის შესახებაც ცოტა მოგვიანებით).
 
(ციტატა): "რაც შეეხება თავად 1666-67 წლების კრებას, უნდა ითქვას, რომ 1666 წელს კრებაში მონაწილეობდა ფაქტობრივად მხოლოდ რუსეთის საეკლესიო პირები (და შეიძლება მხოლოდ რამოდენიმე სტუმარი), ხოლო უკვე 1667 წელს რუსეთში ჩამოვიდნენ საბერძნეთისა და ანტიოქიის (თუ სწორად მახსოვს), ასევე მეზობელი ქვეყნების, მათ შორის საქართველოს ეკლესიის წარმომადგენლები ანუ ფაქტობრივად კრებაზე სახეზე იყო თითქმის ყველა მართლმადიდებლური ეკლესიის წარმომადგენელი, რის შემდეგაც განახლდა კრება და მიიღოს ის გადაწყვეტილებები, რაც მიიღო".
 
1667 წლის კრება არის განსაკუთრებული მსჯელობის საგანი. ასევე განსაკუთრებულად აღსანიშნავია და გასარკვევი თუ ვინ იყვნენ ეს აღმოსავლური, მართლმადიდებლური ეკლესიების წარმომადგენლები. როგორც ვნახავთ, ისინი იყვნენ ერეტიკოსები და საკუთარი კათედრებიდან ჩამომხობილი პატრიარქები, რომლებიც არ იყვნენ უფლებამოსილნი მიეღოთ რაიმე საეკლესიო გადაწყვეტილება. მოგვიანებით, 1667 წლის კრების დასასრულს, როდესაც თვით ნიკონი გაასამართლეს, მან (ნიკონმა) ამხილა ეს იერარქები და გაამხილა მათი პატივაყრის ფაქტები. რეფორმა რომ არ ჩავარდნოდა, მეფე ალექსი მიხეილის ძემ აამოქმედა დიპლომატიური და ფინანსური შესაძლებლობები კონსტანტინოპოლის და იერუსალიმის საპატრიარქოების წინაშე... ამ თემაზე არსებობს პროფ. ნ. კაპტერევის ფუნდამენტური ნაშრომი. სხვათა შორის არის ჩვენს ეროვნულ ბიბლიოთეკაშიც (ეხლა სახელწოდება არ მახსოვს, მაგრამ მოვიძიებ და გამცნობთ).

(ციტატა): "საგულისხმოა, რომ ამ პროცესებში პატრიარქი ნიკონი საერთოდ არ მონაწილეობდა, პირიქით იმავე 1667 წლის კრებამ მისი გადაყენების საკითხი განიხილა. ამიტომ, ნუ გვეგონება, რომ ვიღაც ავანტურისტმა ბერძნებმა რუსეთის პატრიარქს თავს რაღაც წესები მოახვიეს და მანაც რეფორმის ქარ-ცეცხლში გაატარა ქვეყანა".
 
საქმეც იმაშია, რომ ის ბერძენი იერარქები, რომლებმაც თავიდანვე წააქეზეს ნიკონი და მეფე ალექსი რეფორმისკენ და ბოლომდე მიიყვანეს საქმე, ნამდვილად იყვნენ ავანტიურისტები. ისინი იყვნენ იეზუიტების აგენტები. სწორედ ამის შესახებ ლაპარაკობს ბ-ნი ბ. კუტუზოვი იმ ნაშრომში, რომელსაც ვაქვეყნებ. მგონი დადგა დრო, გავაგრძელო მისი გამოქვეყნება.

(ციტატა): "ნუ რა თქმა უნდა ცალკე თემაა ის, თუ საბოლოოდ როგორი სახე მიიღო ამ რეფორმამ, მაგრამ, ჩემი პირადი აზრით, მოვლენების ასეთ განვითარებაში თავისი წვლილი შეიტანა იმან, რომ საერო ხელისუფლება ერეოდა აქტიურად ამ რეფორმის მიმდინარეობაში და ამან ბევრს რამეში "რეფორმას" დაღი დაასვა".
 
დიახ, ეს ნამდვილად ასეა. ფაქტობრივად, რეფორმა წამოიწყო და "დააგვირგვინა" მეფე ალექსიმ, ნიკონი მან გამოიყენა იარაღად. შემდეგ კი მოიშორა. თუმცა მან ვერ მიაღწია იმას, რასაც ისახავდა. საეკლესიო იდენტურობა ბერძნულ-რუსულ ეკლესიებს შორის ვერ დამყარდა, მეტიც განსხვავებებიც კი გაღრმავდა... ხოლო მეფემ სავალალოდ დაასრულა თავისი სიცოცხლე სარეცელზე ციებ-ცხელებით, იმის შემდეგ, რაც 18 წლიანი ალყის მერე, გამყიდველი ბერის დახმარებით, ამოშანთა და ამოწვა 400 სოლოვეცკელი ბერი. მრავალი მათგანი ცოცხლად კაუჭებზე წამოაცვეს და ისე აწამეს. ხოლო სიკვდილის მერე სპეციალურად არ დაკრძალეს, რათა აყროლებულიყვნენ. მოხდა კი სასწაული, სხეულები არ განიხრწნენ... და მეტიც, როდესაც გაზაფხული დადგა, ის ყინულები, რომლებზეც მოწამენი იწვნენ, არ გალღვა... თუმცა, ეს საუბრის სხვა თემაა... სოლოვეცკელ ბერთა ცხოვრება და წამება აღწერილია...



სოლოვეცკელი ბერების წამება
 



სოლოვეცკის მონასტრის შტურმი
 
 
 
ძველმართლმადიდებელი.
 
 
ბორის კუტუზოვი
 
XVII საუკუნის საეკლესიო რეფორმა - ტრაგიკული შეცდომა თუ დივერსია?
 
გაგრძელება
 
(დასაწყისი: პოსტი N 4)
 
 
საქმე ის არის, რომ მეფე ალექსი მიხეილის ძემ, რუს მეფეთა შორის პირველმა, სერიოზულად გადაწყვიტა, ასულიყო ძველ ბიზანტიურ ტახტზე და სათავეში ჩადგომოდა მთელს მართმადიდებლურ მსოფლიოს. "ალექსი მიხეილის ძე არა მარტო სარწმუნოებისა და ღვთისმოსაობის თვალსაზრისით მიიჩნევდა თავს ძველ ბერძენ იმპერატორთა მემკვიდრედ, არამედ მათი სამეფოს კანონიკურ მემკვიდრედაც. მას სწამდა, რომ თვითონ, ან მისი შთამომავალნი ადრე თუ გვიან აუცილებლად გახდებოდნენ კონსტანტინოპოლისა და ყველა იმ მართლმადიდებელი ხალხების მეუფენი, რომლებიც თურქების უღელქვეშ იტანჯებოდნენ… მეფისთვის უცხო არ ყოფილა აზრი, გამხდარიყო თურქების ბატონობისგან მართლმადიდებელ ხალხთა განმანთავისუფლებელი და დაუფლებოდა კონსტანტინოპოლს, როგორც საკუთარ მემკვიდრეობას. სწორედ ამიტომაც განიხილავდა ის საეკლესიო ერთობას (იგულისხმება ბერძნულ-რუსული ეკლესიების სრული სწავლა-მოძღვრებითი და საწესჩვეულებო იდენტურობა - მთარგმნ.), მომავალი პოლიტიკური ერთობის მისაღწევ აუცილებელ საფეხურად"(Каптерев. Н. Ф. Кказ. соч., т. 1, стр. 44, 45).
 
ამ განზრახვათა პოლიტიკური გულუბრყვილობა სრულ შესატყვისობაში იყო თვით მეფის ჭკუამოკლეობასთან და არაშორსმჭვრეტელობასთან, რომელსაც სრულიად საფუძვლიანად შეგვიძლია ვუწოდოთ არა მარტო რუსეთის უბედურება, არამედ საყოველთაო მართლმადიდებლობისაც. ბერძნული ნიმუშის მიხედვით საეკლესიო ერთსახოვნების მიღწევა მეფე ალექსი მიხეილის ძისთვის იყო პირველი საფეხური მისი გლობალური პოლიტიკური მიზნების განსახორცილებლად - შეექმნა დიადი ბერძნულ-რუსული აღმოსავლური იმპერია.
 
უნდა ითქვას, რომ რუსეთის მეფის ეგიდის ქვეშ ყველა მართლმადიდებელი ხალხის გაერთიანების იდეა მეფე ალექსი მიხელის ძემდე დიდი ხნით ადრე წარმოიშვა. 1453 წელს ბიზანტიის დაცემის შემდეგ რუსებს ეჭვიც არ ეპარებოდათ იმაში, რომ მისი სულიერი მემკვიდრე რუსეთი გახდა. 1516 წ. ბერმა ფილოთეოსმა დიდი თავადის, ბასილი III-სადმი მიწერილ ეპისტოლეში დაწერა შემდგომში უკვე საქვეყნოდ ცნობილი სიტყვები: "მთელი ქრისტეანული სამეფონი შენს ერთ სამეფოში გაერთიანდება, რამეთუ ორი რომი დაეცა, მესამე (ანუ მოსკოვი - ბ. კ.) დგას, ხოლო მეოთხე აღარ იქნება… მხოლოდ შენ ერთიღა ხარ მთელს ცისქვეშეთში ქრისტეანი მეფე" (См. Белокуров С. А., Арсений Суханов. Речь перед зашитой диссертации 27 окт. 1891 г. Серг. Пос. 1892 г.). რუსი მეფის ამ გამორჩეულ მოწოდებაზე აღიზარდა მეფე ალექსი მიხეილის ძეც და, როდესაც ის, ჯერ კიდევ 16 წლისა, სამეფო ტახტზე ავიდა, მთელი თავისი ყმაწვილური აღტყინებითა და პირდაპირობით გადაწყვიტა საკუთარ პიროვნებაში გაეცოცხლებინა ბიზანტიელ იმპერატორთა ძველი ხატი.
 
რას ნიშნავდა ეს? ეს ნიშნავდა თითქმის ნახევარ მსოფლიოზე გადაჭიმული ოსმალეთის გიგანტური იმპერიის სულთანატთან ომის დაწყებას. წინათ აქეთ უბიძგებდნენ ბასილ III-სა და მეფე ივანე მრისხანესაც, მაგრამ ისინი საკმაოდ გონიერი და გამოცდილი პოლიტიკოსები იყვნენ და ამგვარ პროვოკაციას არ დაჰყვნენ. იმ დროს თურქებთან ომი იქნებოდა პოლიტიკური უგუნურება. სრულიად გასაგები მიზეზების გამო ამ საკითხისადმი დიდ დაინტერესებას იჩენდნენ თურქების მიერ დამონებული ბერძნები. თუმცა ისიც ცნობილია, გარდა ბერძნებისა, კიდევ ვის სურდა თურქების წინააღმდეგ რუსების ამ ომში ჩათრევა: "1683 წელს ვენის კედლებთან თურქების დამარცხებამდე დასავლეთ ევროპას ძლიერ აშფოთებდა თურქული შემოსევა" (Петросян Ю. А. Древний город на берегах Босфора, Москва, 1986).
 
ზევით ნახსენებ მოსკოვის საეკლესიო-სამეცნიერო კონფერენციაზე ამ საკითხთან დაკავშირებით საკმაოდ დაწვრილებით ილაპარაკა პროტოპრესვიტერმა ნ. ნოვოსადმა: "პაპიზმს ამ ეპოქაში (XVI-XVII სს.) ამოქმედებდა ძველთაძველი იდეა, რომელსაც პაპები შთააგონებდნენ მთელ ევროპას: მოეწყოთ ჯვაროსნული ლაშქრობა თურქების წინააღმდეგ და განედევნათ ისინი ევროპიდან. ამ იდეის მომხრე იყო სტეფან ბატორიუსიც. თურქებთან ბრძოლის გეგმა თანაბარი მონდომებით მუშავდებოდა როგორც რომში, ასევე პოლონეთში. ამასთანავე, მიიჩნევდნენ, რომ წარმატების მისაღწევად აუცილებელი იყო ამ პროცესში მოსკოვის, როგორც იარაღის, ჩართვა. ამისთვის მოსკოვისთვის თავს უნდა მოეხვიათ კათოლიკე (პაპისტი - მთარგმნ.) მეფე (ასე ფიქრობდნენ სტეფანე ბატორიუსი და პოსევინო), რათა გაეკათოლიკებინათ მოსკოვი და ამ გზით უზრუნველეყოთ მისგან დახმარების მყარი გარანტია" (Православие в западной Руси в XVI-XVII вв. перед лицом униатства (Доклад прот. Н. Новосада на 2-ой международной церковно-научной конференции в Москве 11 мая 1987 г.). გეგმის განსახორციელებლად მის ავტორებს ხელს აძლევდათ თვითმარქვია მეფე. თუ მოსკოვში კათოლიკე მეფის აღსაყდრებას მოახერხებდნენ, საქმის ნახევარი გაკეთებული იქნებოდა, ხოლო რუსების თურქებთან ომში ჩასაბმელად, ყველაზე მიმზიდველ სატყუარად კონსტანტინოპოლის ტახტი ესახებოდათ.
 
მოსკოვში ჩამოვიდა "მთელი ჩრდილოეთის ვიკარიუსი", პაპის ლეგატი ანტონიო პოსევინო, რომელმაც მეფე ივანე მრისხანეს გადასცა წიგნი ფლორენციის უნიის შესახებ, "მდიდრად მორთული ოქროს ასოებით. ამ საჩუქრით მან მიანიშნა, რომ რუსების ყველა უბედურება ადვილად მოსაგვარებელი იქნებოდა, თუ ისინი მიიღებდნენ უნიას, მთელ ფეხსაცმელს პაპის ფეხიდან" (Пикуль В. Десять сюжетов - наш современник, 1987, т. 4, стр. 24). ლეგატმა, ყოველგვარი ორაზროვნების გარეშე აღუთქვა მეფე ივანეს კონსტანტინოპოლის ტახტი. "თუ სარწმუნოებრივად გაერთიანდები პაპთან და ყველა ხელმწიფესთან, მათი მეშვეობით არა მარტო კიევში, შენს წინაპართა სამშობლოში აღზევდები, არამედ შეიქმნები იმპერატორად კონსტანტინოპოლისა და მთელი აღმოსავლეთისა" (იქვე). და რა უპასუხა ამ მზაკვრულ საცთურს ივანე IV? პასუხი ასეთი იყო: "რაც შეეხება აღმოსავლეთის იმპერიას, მიწა უფლისაა - ვისაც უნდა, იმას მისცემს. ხოლო მე რაც შემეხება, ჩემი სახელმწიფოც მეყოფა, ქვეყნიერების სხვა, დიდ სახელმწიფოებს კი არასდროს ვისურვებ" (Митр. Макарий (Булгаков). История Русской Церкви. СПб. 1877 г, т. 8, стр. 390).
 
ამ შემთხვევაში ივანე მრისხანემ მეფის საკადრისი სახელმწიფოებრივი სიბრძნე და სიმტკიცე გამოიჩინა! რამდენად შორს აღმოჩნდა ამგვარი გონიერებისგან ალექსი მიხეილის ძე. კონსტანტინოპოლის ტახტი რომ შესთავაზა, პოსევინომ ამით სრულიად გამოააშკარავა ამ საკითხზე იეზუიტთა, ანუ იმ ადამიანების პროგრამა, რომლებიც საუკუნეების განმავლობაში დაჟინებით ცდილობდნენ მოსკოვის ჩათრევას აღმოსავლურ ავანტიურაში. მსგავსი მცდელობები ადრეც მრავალგზის ყოფილა. ჯერ კიდევ 1518 წელს მოსკოვში ჩამოსული დომინიკანელი ბერი ნიკოლაოს შომბერგი, პაპის, ლეონ X-ის ლეგატი, ცდილობდა დიდი მეფის, ბასილ III-ის მიმხრობას იმ იდეისადმი, რომლის მიხედვითაც რუსეთს თურქების გასადევნად მხარი უნდა დაეჭირა ევროპისთვის. "ფოჩიანი კანფეტის" როლს მაშინაც კონსტანტინოპოლის ტახტი ასრულებდა: "ბასილ ივანეს ძეზე ზემოქმედების მოსახდენად მას უმტკიცებდნენ, რომ მას, როგორც შვილს ბერძნული ეკლესიისა, სრული უფლება ჰქონდა, წაერთმია თურქებისთვის კონსტანტინოპოლი, როგორც საკუთარი კანონიერი მემკვიდრეობა, ხოლო რომის ეკლესიასთან გაერთიანების შემთხვევაში პაპი მას მას სამეფო გვირგვინითა და ტიტულით დაასაჩუქრებდა, რუსეთის მიტროპოლიტს კი პატრიარქის წოდებას უბოძებდა" (იქვე. გვ. 383).
 
1525 წელს პაპმა კლიმენტ VII- მოსკოვში გამოაგზავნა სიგელი, რომელშიც რუსეთის მეფეს კვლავ სთავაზობდა გვერდში დადგომოდა სხვა სახელმწიფოთა მეთაურებს კონსტანტინოპოლიდან თურქების განდევნის საქმეში" (იქვე, გვ. 384). XVII საუკუნეში რუსეთის მთავრობას თურქეთთან ბრძოლისკენ აქეზებდნენ იეზუიტი მისიონერი . კრიჟანიჩი და იეზუიტური კოლეგიის აღზრდილი მილესკუ სპაფარიუსი.
 
როგორც ვხედავთ, კათოლიციზმი მეტად დაინტერესეუბული იყო იმით, რომ როგორმე ანტითურქულ კოალიციაში ჩაეთრია რუსეთი. ხანგრძლივი დროის განმავლობაში დასავლელი მისიონერები ჯიუტად აქეზებდნენ რუსებს თურქებთან საბრძოლველად. აღმოსავლელი იერარქებიც გამუდმებით არწმუნებდნენ მეფე ალექსი მიხეილის ძეს გაელაშქრა თურქების წინააღმდეგ და გაეთავისუფლებინა კონსტანტინოპოლი. ამ თხოვნას ისინი დაჟინებით იმეორებდნენ უკვე ბიზანტიის დაცემის შემდეგ, მაგრამ მსგავსმა რჩევებმა განსაკუთრებული ინტენსივობა XVII საუკუნის მეორე ნახევარში შეიძინა. ნაზარეთის მიტროპოლიტი გაბრიელი იქამდეც კი მივიდა, რომ რუსულ ენაზე გადათარგმნა "თქმულება კონსტანტინოპოლის დაცემის შესახებ", რომელიც მის "საიუბილეო" 1653 წელს დაამთხვია (Белокуров С. А. Арсений Суханов (биография), Москва 1891 г., стр. 257).
 
იერუსალემის პატრიარქი პაისი მოსკოვში ყოფნისას მეფე ალექსის არწმუნებდა, შეკვროდა გეტმან ხმელნიცკის, მუტიანელ და ვოლოშელ ვოევოდებს თურქების წინააღმდეგ საერთო სამხედრო მოქმედებათა შესამუშავებლად. არსენი სუხანოვი იასსადან მოსკოვში რომ გაისტუმრა, პატრ. პაისიმ დაავალა მეფისთვის ეს საკითხი შეეხსენებინა, ხოლო ალქსი მიხეილის ძისადმი მიწერილ სიგელში აღნიშნავდა: "უწმიდესი სამებაღირს გყოფთ თქვენ გიბოძოთ უზენაესი ტახტი დიდი მეფისა, კონსტანტინესი, თქვენი პაპისა, რათა გაათავისუფლოთ ღვთისმოსავი და მართლმადიდებელი ხალხები უწმინდურთა ხელიდან, ველურ მხეცთა ბატონობისგან" (კაპტერევი, დასახ. ნაშრ. . 1, გვ. 44).
 
შესაძლოა, რომ სწორედ, ამ პროვოკაციულმა კურთხევამ მიაღებინა მეფე ალექსი მიხეილის ძეს გადაწყვეტილება განეხორციელებინა "ბერძნული პროექტი" და ამ მიმართებით კონკრეტული ღონისძიებები გაეტარებინა, ამ გზაზე კი პირველი სტადია იყო საეკლესიო რეფორმა რუსული და ბერძნული საეკლესიო-საღვთისმსახურებო პრაქტიკათა უნიფიცირების მიზნით. რა თქმა უნდა, ისეთ "წინასწარმეტყველებას", რომელსაც უფლის სახელით გამოთქვამდნენ თვით პატრიარქები, შეეძლო ეცთუნებინა არამარტო ისეთი მცირე გამოცდილების მქონე ადამიანი, როგორიც მეფე ალექსი იყო.
 
ამ მიზნის მისაღწევ პირველ ნაბიჯად, სწორედ ადგილობრივ საღვთისმსახურებო პრაქტიკათა შორის განსხვავების აღმოფხვრას სთავაზობს მეფე ალექსის იერუსალემის პატრიარქი პაისი. განა დიდი შრომა სჭირდებოდათ იმ დროს იეზუიტებს, რათა გაეძლიერებინათ რუს მეფეზე აღმოსავლეთის პატრიარქთა გავლენა?! მრავალი მათგანის გამყიდველობა და მექრთამეობა ისევე საყოველთაოდ ცნობილია, როგორც ვატიკანის განსაკუთრებული დაინტერესება იმით, რომ თურქებთან ომში ნებისმიერი ხერხებით ჩაეთრია მოსკოვი.
 
დახელოვნებულმა პროვოკატორებმა უბრალო და მიმნდობ მეფე ალექსის შთააგონეს, რომ კონსტანტინოპოლის ტახტისთვის ბრძოლა, წმიდა და საგმირო საქმეა და სწორედ ამისკენ მოუწოდებს მას მისი ქრისტეანული მოვალეობა და თვით ღმერთიც კი. ტყუილ-უბრალოდ კი არ იწყებს პატრიარქი თავის მიმართვას წმიდა სამების სახელით. მიზანი მიღწეული იქნა - "ბერძნულმა პროექტმა" სრულიად დაიპყრო როგორც მეფის, ასევე მისი უახლოეს გარემოცვის აზრი და გონება.
 
ცნობილია, მაგალითად, მეფის მიმართვა ბერძენ მოვაჭრეთადმი: "გინდათ და ელოდებით თუ არა თქვენ იმას, რომ გაგათავისუფლოთ ტყვეობიდან და გამოგისყიდოთ?" - მათ უპასუხეს: "სხვაგვარად როგორ უნდა იყოს? როგორ არ უნდა ვიოცნებოთ ამაზე?" - მეფემ მიუბრუნდა დიდებულებს და მიუგო: "ღმერთი დამსჯის ამათ გამო თუ არ დავეხმარე. მე ავიღე ვალდებულებამათ განთავისუფლებას შევწირავ ჩემს ჯარს, ხაზინას და სისხლსაც კი" (Достоевский Ф. М. "Дневник писателя (1877 г.). - Соч. СПб., 1891 г., т.11, стр. 90). (მეფე ალექსიმ ამ იდეას მსხვერპლად შეწირა მართლმადიდებელ ქრისტეანთა, თავის თანამემამულეთა უთვალავი სიცოცხლე, ვინც დაისაჯა რეფორმისადმი წინააღმდეგობის გამო, რასაც დღეს თავისუფლად შეიძლება ეწოდოს ბოროტმოქმედება, რომელმაც გახლიჩა მანამდე ერთიანი რუსული ეკლესია, ბერძნების თურქების ბატონობისგან გათავისუფლება კი მაინც ვერ შეძლო - ჩვენს დროშიც კონსტანტინოპოლს სტამბულს უწოდებენ).
 
გაგრძელება ქვემოთ.
 
***

damiane80 (ძველმართლმადიდებელი) (ციტატა): "დიახ, ნამდვილად ასეა".
 
გმადლობ რომ მიდასტურებ, თორე ისე თავ უხერხულად ვიგრძნობდი smile.gifsmile.gifsmile.gif
 
(ციტატა): ""რაც შეეხება თავად ნიკონს, მე წავიკითხე, რომ საერთოდაც იგი როგორც რუსეთის პატრიარქი თავდაპირველად ძველმოწესე იყო" ეს არ არის ზუსტი ინფორმაცია. ნიკონამდე ასეთი ცნება საერთოდ არც არსებობდა. ის გაჩნდა მისი გაპატრიარქებისა და რეფორმის შემდეგ. როგორც მოგეხსენებათ, ძველმოწესეები რეფორმატორებმა შეარქვეს, ძველი წესების დამცველთა და რეფორმის არმიმღებთ".
 
ნუ მიხვდი მე მგონი, რას ვგულისხმობდი ძველმნოწესეში ანუ ისიც ჩვეულებრივად ძველი წესებით მსახურებდა და პირჯვარს 2 თითით იწერდა.
 
(ციტატა): "ძალიან კარგი იქნება თუ ამ ინფორმაციის წყაროს წარმომიდგენთ. ჩემი მხრიდან კი გეტყვით, რომ არც ეს ინფორმაცია შეეფერება სინამდვილეს. ეს ალბათ თქვენს მიერ ხსენებული წყაროს მიხედვით, რომლის სანდოობა, მერწმუნეთ, საეჭვოა".
 
კაცო რას გადაეკიდე ამ ჩემს წყაროებს, შენი კუტუზოვია წყარო და ჩემი წყარო წყარო არ არის biggrin.gif. ეს ხუმრობით, ისე მოვიძიებ და დავდებ თუ მოვახერხე.
 
(ციტატა): "რაც შეეხება პიროვნებას, რომელმაც ნიკონის დავალებით შემოიარა აღმოსავლეთი (მას დაევალა ჩამოეტანა უძველესი ხელნაწერი ლიტურგიკული წყაროები რეფორმის საჭიროებისთვის), იყო ცნობილი ბერი არსენ სუხანოვი. მის დროს რუსები პირჯვარს იწერდნენ ორი თითით, ბერძნები კი სამით, რის გამოც არსენს ბერძნებთან დავაც კი გაუმართავს (მოდი, ამის შესახებაც ცოტა მოგვიანებით)"
 
აგაშენებს ღმერთი, ეგ ბერი იყო სწორედ, სხვათაშორის საქართველოშიც იმოგზაურა როგორც მახსოვს და ეს იგივე წყაროთი, რომელსაც შენ ეჭვის თვალით უყურებ.
 
რაც შეეხება კამათს, სამართლიანობა მოითხოვს ითქვას, რომ იგივე წყაროს მტკიცებით ბერი არსები ამბობდა, რომ ათონის მთაზე ყოფნისას, მან ვერ მოისმინა ვერც ერთი სერიოზული არგუმენტი 3 თითიანი წყობის უპირატესობის დასადასტურებლად (ანუ ის უპირატესობას 2 თითიან წყობას ანიჭებდა), მიუხედავად ამისა, როგორც მახსოვს ბერი არსენი აქტიურად ჩაეწბა რეფორმაში და ახალი რედაქციის წიგნების ბეჭდვის პროცესის ერთ-ერთი ხელმძღვანელი იყო. ანუ მიუხედავად იმისა, რომ იგი 2 თითიანი წყობას ანიჭებდა უპირატესობას, ეკლესიის მიმართ მორჩილებით მიიღო და აღიარებდა 3 თითიოთ პირჯვრის წერის წესს, როგორც მართებულს.
 
ალბათ უინტერესო არ იქნება ვინ მონაწილეობდა 1666-67 წლების კრებაზე, რომელმაც 3 თითიანი წყობის მაღტებულობა დაადასტურა:
 
В работе этого этапа Б. М. С. приняли участие 12 зарубежных архиереев:
 
Патриарх Паисий Александрийский,
 
Патриарх Макарий Антиохийский;
 
представители К-польского Патриарха - митрополиты Григорий Никейский, Косма Амасийский, Афанасий Иконийский, Филофей Трапезундский, Даниил Варнский и архиеп. Даниил Погонианский;
 
из Иерусалимского Патриархата и Палестины - архиеп. Синайской горы Анания и Паисий Лигарид;
 
из Грузии - митр. Епифаний;
 
из Сербии - еп. Иоаким (Дьякович);
 
из Малороссии - Черниговский еп. Лазарь (Баранович) и Мстиславский еп. Мефодий (местоблюститель Киевской митрополии).
 
ანუ კრებაზე წარმოდგენილი იყო ალექსანდრიის, ანქტიოქიის, კონსტანტინოპოლის, იერუსალიმის, პალესტინის (წმინდა სინას მთის), საქართველოს, სერბიის, მცირერუსეთის (მალოროსიის) უმაღლესი სასულიერო იერარქები.
 
აქედან დასკვნა არის ერთ-ერთი უეჭველი, რომ ან მთელი მსოფიოს მართლმადიდებელი ეკლესიები (მათი პატრიარქები) შეთქმულები იყვნენ რუსეთის ეკლესიის დასაღუპავად (ნუ იყოფინ), ან არადა ამ დროს მთელ მართლმადიდებლურ სამყაროში უკვე დამკვიდრებული, მირებული და მოწონებული იყო სამი თითით პირჯვრის წერის წესი როგორც დოგმატის შესაბამისი და მისაღები. მე პირადად ეს უკანასკნელი მგონია და სხვისი არ ვიცი
 
აქ არის მითიებული, თუ როგორ მიმართა კონსტანტინოპოლის პატრიარქს რუსეთის პატრიარქმა ნიკონმა და კონსტანტინეპოლის პატრიარქის პასუხი (წყაროს მითითებით): "12 июня 1654 г. патриарх Никон отправил патриарху К-польскому Паисию грамоту, состоявшую из 27 вопросов; 24-й вопрос был посвящен Д (იგულისხმება "დვოეპერსტიე"). Ответ на эту грамоту пришел в 1655 г.; патриарх Паисий, в частности, писал о маловажности такого обрядового аспекта, как перстосложение,- лишь бы это не вредило единству Церкви (тем не менее патриарх Паисий высказался в пользу троеперстия как древнего обычая" (см.: Макарий. История РЦ. Кн. С. 100-101).

ძველმართლმადიდებელი: (damiane80) (ციტატა): "სამართლიანობა მოითხოვს ითქვას, რომ იგივე წყაროს მტკიცებით ბერი არსები ამბობდა, რომ ათონის მთაზე ყოფნისას, მან ვერ მოისმინა ვერც ერთი სერიოზული არგუმენტი 3 თითიანი წყობის უპირატესობის დასადასტურებლად (ანუ ის უპირატესობას 2 თითიან წყობას ანიჭებდა), მიუხედავად ამისა, როგორც მახსოვს ბერი არსენი აქტიურად ჩაეწბა რეფორმაში და ახალი რედაქციის წიგნების ბეჭდვის პროცესის ერთ-ერთი ხელმძღვანელი იყო. ანუ მიუხედავად იმისა, რომ იგი 2 თითიანი წყობას ანიჭებდა უპირატესობას, ეკლესიის მიმართ მორჩილებით მიიღო და აღიარებდა 3 თითიოთ პირჯვრის წერის წესს, როგორც მართებულს".
 
ბერი არსენის (სუხანოვის) მაგალითი ჩვენ დაგვჭირდა იმის აღსანიშნად, რომ ის იყო აღმოსავლეთში, დავა ჰქონდა ბერძნებთან (მ. შ. პირჯვრისწერის თაობაზე) და დავალებული ჰქონდა ძველი წყაროების ჩამოტანა რეფორმისთვის. თვით არსენ სუხანოვი არ არის ის ავტორიტეტი, რომ მისი გადაწყვეტილება მხარში ამოდგომოდა რეფორმას, რაიმე მნიშვნელოვანი ფაქტორი გახდეს რეფორმის სასარგებლოდ. ამიტომაც, ნუ მიწყენთ, მაგრამ თქვენს მოწმობას, რომ ის დაეთანხმა სამი თითით პირჯვრის წერის მართებულობას და რეფორმას ამოუდგა მხარში, მე დუმილით ჩავუვლი (თუმცა, თუ რა უყო ნიკონმა არსენის მიერ ჩამოტანილ დოკუმენტებს და რა დოკუმენტები ჩამოიტანა არსენმა რეფორმისთვის საინტერესოა).
 
მაგალითად ბორის ბაშილოვი თავის წიგნში: "История русского масонства" ("რუსული მასონობის ისტორია") თავში - "Причины Раскола и его трагические результаты" ("განხეთქილების მიზეზები და მისი ტრაგიკული შედეგები") გვამცნობს, რომ მის მიერ აღმოსავლეთიდან (ცხადია, იგულისხმება მართლმადიდებლური აღმოსავლეთი) ჩამოტანილი 498 ბერძნული ხელნაწერიდან, მხოლოდ შვიდი თუ რვა ხელნაწერი თუ შეიძლებოდა გამომდგარიყო წყაროდ, საეკლესიო წიგნთა გასასწორებლად", რაც შეეხება დანარჩენ 491 თუ 490 წყაროს, როგორც სხვა წყაროებიდან ვიცით, ეხებოდა ფლორასა და ფაუნას, ცხოველთა სამყაროს, მრავალ სხვადასხვა თემას... საგულისხმოა, არა?!
 
(ციტატა): "აქ არის მითიტებული, თუ როგორ მიმართა კონსტანტინოპოლის პატრიარქს რუსეთის პატრიარქმა ნიკონმა და კონსტანტინეპოლის პატრიარქის პასუხი (წყაროს მითითებით): "12 июня 1654 г. патриарх Никон отправил патриарху К-польскому Паисию грамоту, состоявшую из 27 вопросов; 24-й вопрос был посвящен Д (იგულისხმება "დვოეპერსტიე"). Ответ на эту грамоту пришел в 1655 г.; патриарх Паисий, в частности, писал о маловажности такого обрядового аспекта, как перстосложение,- лишь бы это не вредило единству Церкви (тем не менее патриарх Паисий высказался в пользу троеперстия как древнего обычая; (см.:Макарий. История РЦ. Кн. С. 100-101)""
 
მე დავადასტურე, რომ პაისი კონსტანტინოპოლელმა ნამდვილად ასეთი პასუხი მოწერა ნიკონს, რომელმაც ის არ გაითვალისწინა. რატომღაც ყურადღების მიღმა რჩება ის საინტერესო გარემოება, რომ პატრ. პაისი პატრ. ნიკონს ურჩევს არ შეეხოს ეკლესიის ძველ გადმოცემებს და არა მის მოწინააღმდეგეებს. მას განუმარტავს, რომ "ეკლესიის ერთობა მდგომარეობს სარწმუნოებრივ ერთობაში. პატრიარქი პაისი წერდა: "თუ ისე მოხდება, რომ რომელიმე ეკლესია განსხვავდება მეორე ეკლესიისგან გარკვეული წყობით ან წესით, რომელიც არაუმთავრესია და არაარსებითი სარწმუნოებისთვის, ან ისეთი ჩვეულებით, როგორიცაა მაგალითად, ლიტურგიის დაწყების დრო, ან საკითხი იმის შესახებ თუ რომელი თითებით უნდა აკურთხო მღვდელმა ერი და . . ეს არ უნდა გახდეს გაყოფის საბაბი, თუკი შენარჩუნდება ერთი და იგივე სარწმუნოება... არც ახლა უნდა ვიფიქროთ, რომ თითქოსდა ირყვნება ჩვენი მართლმადიდებლური სარწმუნოება, თუკი ვინმეს გააჩნია განსხვავებული, მაგრამ სარწმუნოებრივი თვალსაზრისით არაარსებითი ჩვეულებანი, მთავარია ერთობა გვქონდეს კათოლიკე ეკლესიასთან უმთავრეს საკითხებში"" (Протоиерей ИОАНН (Белевцев), профессор ЛДА, магистр богословия. Русский церковный раскол в XVII столетии. // Тысячелетие крещения Руси. Международная церковная научная конференция «Богословие и духовность». Москва 11-18 мая 1987 г. – М.: Издание Московской Патриархии, 1989. – Т.2. – с.191-194).
 
თვით პაისის პასუხებთან დაკავშირებით კი ვამბობდი, რომ ღირს მეთქი მისი ამ წერილის განხილვა, რადგან რამდენადაც მახსოვს (სამწუხაროდ, აჟამად მისი პასუხი ხელთ არ მაქვს), მიუხედავად ასეთი რჩევისა, როგორც კი ბერძნულ საეკლესიო ჩვეულებებზე ალაპარაკდება, ისეთივე პრინციპულობას იჩენს ამ "მეორეხარისხოვანი" წესების მიმართ, როგორსაც ნიკონი იჩენდა. ასე, რომ პაისის პასუხებზე შეიძლება ქართული ანდაზით ითქვას: "ფიცი მწამს ბოლო მაკვირვებს".

(ციტატა): "ალბათ უინტერესო არ იქნება ვინ მონაწილეობდა 1666-67 წლების კრებაზე, რომელმაც 3 თითიანი წყობის მაღტებულობა დაადასტურა:
 
В работе этого этапа Б. М. С. приняли участие 12 зарубежных архиереев:
 
Патриарх Паисий Александрийский,
 
Патриарх Макарий Антиохийский;
 
представители К-польского Патриарха - митрополиты Григорий Никейский, Косма Амасийский, Афанасий Иконийский, Филофей Трапезундский, Даниил Варнский и архиеп. Даниил Погонианский;
 
из Иерусалимского Патриархата и Палестины - архиеп. Синайской горы Анания и Паисий Лигарид;
 
из Грузии - митр. Епифаний;
 
из Сербии - еп. Иоаким (Дьякович);
 
из Малороссии - Черниговский еп. Лазарь (Баранович) и Мстиславский еп. Мефодий (местоблюститель Киевской митрополии).
 
ანუ კრებაზე წარმოდგენილი იყო ალექსანდრიის, ანქტიოქიის, კონსტანტინოპოლის, იერუსალიმის, პალესტინის (წმინდა სინას მთის),საქართველოს, სერბიის, მცირერუსეთის (მალოროსიის) უმაღლესი სასულიერო იერარქები.
 
აქედან დასკვნა არის ერთ-ერთი უეჭველი, რომ ან მთელი მსოფიოს მართლმადიდებელი ეკლესიები (მათი პატრიარქები) შეთქმულები იყვნენ რუსეთის ეკლესიის დასაღუპავად (ნუ იყოფინ), ან არადა ამ დროს მთელ მართლმადიდებლურ სამყაროში უკვე დამკვიდრებული, მირებული და მოწონებული იყო სამი თითით პირჯვრის წერის წესი როგორც დოგმატის შესაბამისი და მისაღები. მე პირადად ეს უკანასკნელი მგონია და სხვისი არ ვიცი".
 
დიახ, ეს ძალიან საინტერესოა. ვინ იყვნენ 17- საუკუნის რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის რეფორმატორები?
 
დღეისთვის უეჭველად დამტკიცებულია, რომ 17- საუკუნის რუსეთის საეკლესიო რეფორმებს სათავეში ჩაუყენეს და საეკლესიო წიგნების "შესწორება" მიანდეს აშკარა მწვალებლებს (კერძოდ, ლათინებს, იეზუიტებს და უნიატებს). ასევე, საკუთარი პატრიარქების მიერ პატივაყრილ და დამხობილ იერარქებს.
 
ამის შესახებ უტყუარი ცნობები მოჰყავთ ავტორიტეტულ მეცნიერებს და მკვლევართ. აქ შემეძლო თითოეულ მათგანზე დამედო გარკვეული ცნობა, მაგრამ ეს უსაშველოდ გაზრდიდა პოსტს, რის გამოც ამჯერად თავს ვიკავებ.
 
ამ ადამიანთა ვინაობას ცოტა მოგვიანებით მიმოვიხილავ.


***
 
 
ბორის კუტუზოვი
 
XVII საუკუნის საეკლესიო რეფორმა - ტრაგიკული შეცდომა თუ დივერსია?
 
გაგრძელება
 
 
ნიკონი უეჭველად ოცნებობდა მსოფლიო პატრიარქობაზე და, რამდენადაც ცნობილია მისი უსაზღვრო პატივმოყვარეობა, შეიძლება დავასკვნათ, რომ მის გრეკოფილად ჩამოყალიბებაში სწორედ ეს სულის აღმაფრთოვანებელი პერსპექტივა იქცა მთავარ და გადამწყვეტ ფაქტორად. ნიშანდობლივია, რომ თავისი უღირსი და უგუნური დემარშის შემდეგ, როდესაც დემონსტრატიულად დატოვა საპატრიარქო კათედრა ("აბა, მეფეო, ვნახოთ როგორ გაართმევ საქმეს თავს უჩემოდ"), როდესაც გადაუარა კონსტანტინოპოლის კათედრის აჩრდილმა, ცხადია, მოჩვენებითი გრეკოფილობის ნიღაბიც მოსცილდა და თავისი რეფორმისა და წიგნების გასწორებას აბსოლუტური გულგრილობით ეკიდებოდა. მეტიც, მონასტერში განმარტოვებულმა დაიწყო წიგნების ბეჭდვა ისევ ძველი ნიმუშების მიხედვით (კაპტერევი ნ. ფ. დასახ. ნაშრ. შესავალი).
 
პატრიარქ იოსების სიკვდილმა ხელი გაუხსნა რეფორმის გრეკოფილ და ბობოქარ მომხრეებს და მათაც თავი აიშვეს. როგორც კი საპატრიარქო ტახტზე აღსაყდრდა, ნიკონი იმთავითვე დიდი მონდომებით შეუდგა ბერძნული საეკლესიო პრაქტიკის გადმოღებას. "ისე ჩანს, ნიკონი სრულიად მიეცა იმ იდეას მოსკოვი გარდაექმნა მეორე ბიზანტიად" (იქვე). და მართლაც, მას რუსეთში გადმოაქვს ბერძნული ამბიონები, ბერძნული სამღვდელმთავრო კვერთხი, ბერძნული ბარტყულა და მანტიები, ბერძნული საეკლესიო გალობანი, მოსკოვში იწვევს ბერძენ ხატმწერებს, აშენებს მონასტრებს ბერძნულის მიხედვით, იახლოებს ბერძნებს, ყველგან წინა პლანზე წამოსწევს ბერძნულ ავტორიტეტს და ა. შ. (იქვე. მითითება წყაროზე: Чтения общества духовного просвещения, 1889 г., стр. 363).
 
მამა პავლე ფლორენსკიმ, რომელმაც უარყოფითად შეაფასა ყოველივე ბერძნულისადმი ნიკონის ასეთი ბრმა მიმდევრობა და ბერძნული საეკლესიო პრაქტიკის კოპირება, თავის სტატიაში "Тройце-Сергиева Лавра и Россия" პატრიაქ ნიკონის საქმიანობას "რეაქციული და საერთოდ ანტინაციონალური" უწოდა (О. Павел Флоренский. Тойце-Сергиева Лавра и Россия - У водоразделов мысли (статьи по искусству), Париж, 1985 г., стр. 78). უფრო ზუსტად, ნიკონისა და მეფე ალექსის რეფორმატორული საქმიანობა აღიარებული უნდა იქნას ანტიმართლმადიდებლურად და ანტიეკლესიურად. ანტინაციონალური, ანტირუსული ის ხდება მხოლოდ იმდროინდელი მთელი რუსული ცხოვრებისა და მართლმადიდებლობის ორგანული ერთობის დარღვევის გამო.
 
რეფორმის განსაკუთრებით ანტინაციონალური ხასიათი გამოვლინდა 1667 წლის კრებაზე, როდესაც მეფის პროგრამით ოფიციალურად დაიწყო ძველი, მრავალსაუკუნოვანი რუსული მართლმადიდებლური ტრადიციებისა და წესების და, საერთოდ, მთელი რუსეთის წარსულის შეურაცხყოფისა და ლანძღვის კამპანია. კაპტერევი ამ კრების საქმიანობის შეფასებისას ამბობს, რომ ეს არის "რუსეთში ჩამოსული ბერძნების მიერ რუსული საეკლესიო სიძველეების ტენდენციური დამცირება, მათი საჯარო და საქვეყნო შეურაცხყოფა" (Каптерев Н. Ф. Указ. соч., т. 2, стр. 385, 386).
 
აი სად უნდა ვეძებოთ ჩვენი თანამედროვე დაავადების, ჩვენი ისტორიული წარსულის გინებისა და დავიწყების ფესვები! ტყუილუბრალოდ კი არ უთქვამს მამა პავლე ფლორენსკის თავის ერთ კერძო წერილში: რომ "მსოფლიო ატმოსფერო, მსოფლიო ვითარება გაფუჭებულია თითქმის მე-17 საუკუნიდან" (Литературный Иркутск, дек. 1988 г, - письмо о. П. Флоренского к Мамонтовой). მე-17 საუკუნის რუსეთის საეკლესიო რეფორმის მიმოწვლილვითი გამოკვლევა ადასტურებს ამ ვარაუდს, ვინაიდან რუსულ სულიერ კატასტროფას თავისი შედეგებით არა მხოლოდ ადგილობრივი, რუსული, არამედ გლობალური ხასიათი აქვს.
 
1654 წლის კრებაზე, რეფორმის დასაწყისში, მიიღეს გადაწყვეტილება, საღვთისმსახურო წიგნები ძველი ბერძნული და სლავური ნიმუშების მიხედვით გაესწორებინათ. პროფ. უსპენსკიმ ეჭვმიუტანლად დაამტკიცა, რომ შემსწორებლები თავიანთი მიზნის მისაღწევად სარგებლობდნენ მათი თანამედროვე ბერძნული საღვთისმსახურო წიგნებით, რომლებიც უმეტესწილად გამოცემული იყო ვენეციისა და პარიზის სტამბებში. ამ ფაქტის დასამალად ნიკონიანელმა შემსწორებლებმა, ზოგიერთი წიგნის შესავალში დაწერეს, თითქოსდა შესწორება წარმოებდა "ძველი ბერძნული და სლავური" წიგნების მიხედვით (იხ. მაგ. "კონდაკნი ", გამოცემული 1655 წ.) (დ. უსპენსკი. დასახ ნაშრ. "Богословские ьруды", Москва 1975, 13).
 
ეს გასაგებიც არის - რეფორმის შემოქმედთ ხომ სინამდვილეში სწორედ მათ თანამედროვე ბერძნულ პრაქტიკასთან იგივეობა აინტერესებდათ, ამიტომაც ძველბერძნული და სლავური ქარტიები (ხელნაწერები) მათ უბრალოდ არც გამოუყენებიათ. ამით აიხსნება ალბათ ის ფაქტიც, რომელზეც პროფ. უსპენსკი ლაპარაკობს. კერძოდ: ხელნაწერთა საკმაოდ დიდი რაოდენობიდან (დაახ. 498 ხელნაწერი), რომელიც არსენი სუხანოვმა აღმოსავლეთში შეიძინა და მოსკოვში ჩამოიტანა, მხოლოდ 7 ხელნაწერი აღმოჩნდა ისეთი, რომელთა გამოყენებაც შესაძლებელი იქნებოდა წიგნთა შესწორების საქმეში (ს. ა. ბელოკუროვი. არსენ სუხანოვი, გვ. 241).
 
არადა, სუხანოვის აღმოსავლეთში მოგზაურობის ერთ-ერთი უმთავრესი მიზანი სწორედ საღვთისმსახურო წიგნების შესწორებისთვის საჭირო წყაროების ჩამოტანა იყო. და აი, არსენის მოსკოვში ჩამოაქვს ხელნაწერთა უზარმაზარი რაოდენობა, რომელთა შორისაც იყო წარმართ ფილოსოფოსთა თხზულებები, ცნობები მიწისძვრათა შესახებ, წიგნები ზღვის ბინადრებზე, აი ხელნაწერი კი, რომელთა გამოყენებაც შესაძლებელი იქნებოდა წიგნების გასასწორებლად, იყო მხოლოდ შვიდი… ხელნაწერთა ჩამოსატანად გამგზავრებულ ამ ექსპედიციაში, რომელიც ორ წელს გრძელდებოდა, სუხანოვი ნიკონმა გააგზავნა, ამიტომაც, სავარაუდოდ, თავის შიკრიკს ნიკონმავე მისცა საჭირო ინსტრუქციები. აქაც სიყალბეა, როგორც ვხედავთ. არადა, ძველმოწესეობასთან მოპაექრეები ყოველთვის იმას ამტკიცებდნენ (და დღემდე ამტკიცებენ - მთარგმნ.), თითქოს წიგნების შესწორება წარმოებდა ძველი ხელნაწერების მიხედვით, რომელიც საკმაოდ დიდი რაოდენობით ჩამოუტანია სუხანოვს აღმოსავლეთიდან.
 
ამგვარად, პარადოქსის ამოხსნა მდგომარეობს იმაში, რომ მეფე ალექსისა და ნიკონს მიზნად სულაც არ ჰქონიათ საეკლესიო წიგნებისა და წეს-ჩვეულებების გასწორება და სრულებით არ აღელვებდათ საკითხი, რუსებსა და ბერძნებს შორის ვის უფრო წმინდად ჰქონდა შენარჩუნებული მართლმადიდებლობა.
 
ამას ადასტურებს ასეთი ამბავიც: ნიკონმა, რომელიც მხარდაჭერას ესწრაფვოდა, 1654 წელს, კრების წინ, კონსტანტინოპოლის პატრიარქ პაისის გაუგზავნა წერილი შეკითხვებით საეკლესიო-საწესჩვეულებო საკითხებთან დაკავშირებით და თხოვდა კრებითად განეხილათ ისინი და გამოეგზავნათ პასუხები. ნიკონს ალბათ ეგონა, რომ პაისი გაამართლებდა რეფორმას და ამით შესაძლებლობა მიეცემოდა დაემოწმებინა კონსტანტინოპოლის პატრიარქის ავტორიტეტი. მაგრამ რეფორმის მომხრეთა იმედები არ გამართლდა. საპასუხო ეპისტოლეში პატრიარქმა პაისიმ ფხიზელი და ფრთხილი დამოკიდებულება გამოამჟღავნა საღვთისმსახურო წეს-განგებათა ცვლილებებთან დაკავშირებით, რითაც მიანიშნა, რომ რეფორმის საჭიროება არ არსებობდა. მიუხედავად ამისა, მეფე ალექსიმ და ნიკონმა მაინც გააგრძელეს დაწყებული საქმე, რითაც კიდევ ერთხელ გამოაააშკარავეს, რომ მათ სრულიად არ აინტერესებდათ რეფორმის საღვთისმეტყველო მხარე, და ეს გასაგებია, თუკი მხედველობაში მივიღებთ რეფორმის შემოქმედთა პოლიტიკურ მიზნებს. რეფორმატორებმა იცრუეს პატრიარქ პაისისადმი დასმულ შეკითხვებთან დაკავშირებითაც: პაისის საპასუხო წერილი ნიკონმა მიიღო კრების შემდეგ, მაგრამ მან კრებაზე განაცხადა, თითოქსდა ხელთ ჰქონდა კონსტანტინოპოლის პატრიარქის წერილი და ის პასუხები, რომლებითაც პატრ. პაისი ამართლებდა ამ რეფორმას.
 
ნიკონიანელ რეფორმატორთა აი კიდევ ერთი ტაქტიკური ხრიკი: როგორც უკვე ვთქვით, რეფორმის მხარდასაჭერი საზოგადოებრივი აზრი რომ მოემზადებინათ, რეფორმატორები ითხოვენ სლავურ თარგმანებში დაშვებული სხვადასხვა სახის შეცდომისა და ცთომილების გასწორებას, რომლებიც დროთა განმავლობაში დაგროვილა და რომლებიც დაუშვიათ ადრინდელ გადამწერებსა და შემსწორებლებს. ამგვარი ღონისძიების წინააღმდეგი არავინ იყო, მაგრამ, როდესაც საქმე საქმეზე მიდგა, 1654 წლის კრებაზე ნიკონმა უეცრად გააკეთა გამაოგნებელი განცხადება, რომ "საეჭვოა" თვით რუსული ღვთისმოსაობა, რადგან რუსეთში დამკვიდრებულა "არასწორი სიახლეები". ამიტომაც მან მოითხოვა არა მარტო წიგნების გასწორება, არამედ მთელი ეკლესიისა. "ნიკონი, - წერს პროფ. კაპტერევი, - კრებაზე ლაპარაკობს წიგნების არა ისეთ გასწორებაზე, რომლებშიც ნაგულისხმევი იქნებოდა უცოდინრობით დაშვებული უნებლიე შეცდომების აღმოფხვრა, რაკიღა ისინი შეიცავენ, მისი აზრით, ახალ წესებსა და ჩვეულებებს, არამედ ითხოვს თვით ეკლესიის გასწორებას და არა მხოლოდ წიგნებისას" (ნ. ფ. კაპტერევი. დასახ. ნაშრ. ტ. 1, გვ. 139, 140). ეს ტაქტიკაც გასაგებია - ნებისმიერი ხერხით მიიღონ თანხმობა რეფორმაზე, შემდეგ კი გააკეთონ თავიანთი საქმე, - რუსული ეკლესია გადააკეთონ ბერძნულის ასლად.
 
ნ. დ. უსპენსკი ხსენებულ სტატიაში აღწერს საკლესიო კონდაკნის "გასწორების" ტრაგიკომიკურ ისტორიას. ნიკონის პატრიარქობის 6 წლის განმავლობაში გამოვიდა კონდაკნის 6 ექვსი ერთმანეთისგან განსხვავებული გამოცემა. როგორც პროფ. უსპენსკი ასკვნის, მათი "გასწორებისას" ნიმუშად აუღიათ კიევური კონდაკნები, რომლებიც მანამდე, თავის მხრივ, "გაუსწორებიათ" ბერძნული კონდაკნების ვენეციური და პარიზული გამოცემების მიხედვით (იხ. დ. უსპენსკი. დასახ. ნაშრ. გვ. 155). ექვსი ერთმანეთისგან განსხვავებული გამოცემის შესახებ უკვე წერდნენ ნიკონის რეფორმის მოწინააღმდეგეები. ასე, მაგალითად, ალექსი მიხეილის ძისადმი გაგზავნილ სავედრებელ არზაში მამა ნიკიტა დობრინინი წერს: "Шесть бо выходов его никоновых служебников в русийское государство насильством разослано: а все те служебники меж собою разгласуются и не един с другим не согласуются" (Субботин Н. И. Материалы для истории раскола. М., 1878 г., т. 4, стр. 109).
 
მთელი ასწლეულის გასვლის შემდეგ იმავე დასკვნამდე მიდის პროფ. კაპტერევიც: "რაც დრო გადიოდა, მით უფრო მეტჯერ გამოიცემოდა ერთი და იგივე წიგნი, რომელიც თავის წინამორბედ გამოცემებთან დიდ უთანხმოებაში იყო. ამას ამჩნევდა ყველა, რითაც ყველა აღშფოთებული და დაბრკოლებული იყო, მითუმეტეს, რომ მათზე საკმაოდ ხშირად უთითებდნენ ნიკონის რეფორმის მოწინააღმდეგეები, როგორც თვალსაჩინო მტკიცებულებას იმისა, რომ რუსულ საკლესიო წიგნებს სინამდვილეში კი არ ასწორებდნენ, არამედ აფუჭებდნენ" (კაპტერევი ნ. ფ. დასახ. ნაშრ. ტ. 1, გვ. 244, 245). ნ. დ. უსპენსკიც ასკვნის: "ნამდვილი ტრაგედიაა, როდესაც თავისი ჩანაფიქრით გრანდიოზულ ღონისძიებას დასახული მიზნის საწინააღმდეგო შედეგებამდე მივყავართ" (უსპენსკი დ. დასახ. ნაშრ. გვ. 148).
 
რა მდგომარეობაა სადღეისოდ? როგორც უკვე ითქვა, თანამედროვე საღვთისმსახურო ტექსტების შედარება რეფორმამდელ ტექსტებთან უფლებას გვაძლევს, დავასკვნათ, რომ ახალი ტექსტები თავისი ხარისხით მნიშვნელოვნად ჩამოუვარდება ძველს. და ეს არის არა მარტო წინამდებარე სტატიის ავტორის აზრი, რომელმაც დამოუკიდებლად შეადარა ძველი და ახალი ტექსტები, არამედ მრავალი სხვა მკვლევარის აზრიც. ჯერ კიდევ გასულ საუკუნეში ა. ი. ნევოსტრუევმა მოგვცა რეფორმირებულ ტექსტებში დაშვებულ შეცდომათა და უზუსტობათა დეტალური კლასიფიკაცია: უცნაური გამონათქვამები, გრეციზმები (მაგ. "сияние шума", "уразуметь очесы", "видеть перстом" და სხვა), გრამატიკული ფორმების აღრევა, ბრუნვათა არასწორი ფორმები, შემასმენლის გარდაქცევა ქვემდებარედ და ა. შ.
 
მეცნიერს მოჰყავს კანონთა (საგალობელთა - მთარგმნ.) ტროპარები, რომელთა აზრი გაუგებარია; ჩამოთვლის "ცოდვებს არა მარტო გრამატიკის, ფილოლოგიის, ლოგიკის, არამედ ისტორიის, ეგზეგეტიკის და დოგმატიკის" დარგში. მიუთითებს უამრავ შეცდომაზე ტექსტებში, მათ შორის ისეთებზე, როგორიც არის კერძო და საზოგადო სახელთა არევა, ბიბლიურ ტექსტებთან შეუსაბამობა და მრავალი სხვა (Боголюбский М. Об ученых трудах покойного прот. А. И. Невоструева. - Правосл. обозрение, 1874 г., т. VII? стр. 97-124, т. X, стр. 504-521). არასწორი თარგმანისა და ცთომილებების მრავალი მაგალითი მოჰყავს აგრეთვე პროფ. მ. დ. მურეტოვსაც. ხოლო ცნობილი ფილოლოგი ნ. ი. ილმინსკი "მთელი რიგი მაგალითების საფუძველზე აჩვენებს ძველი თარგმანის უპირატესობას და სიზუსტეს ახალთან შედარებით, რომელიც "შეასწორეს" XVII საუკუნეში" (См. Сове Б. И. Проблема испраления богослужебных книг в России в ... вв. Богословские труды, 1970 г., т. 5, с указ. на соч. архиеп. Саввы Тверского, т. 8, стр. 94).
 
ასეთი აშკარად უარესი ახალი თარგმანის მიზეზი მარტივია. "არსენი ბერძენს, როგორც უცხოელს, არ შეეძლო ჩასწვდომოდა რუსულად თარგმნის ყველა ნიუანსს, ამიტომაც მისი თარგმანები ბევრად ჩამოუვარდება ძველს, რომელიც უფრო მკაფიო და ზუსტია. მისი თარგმანები ზოგჯერ ორაზროვანია და გარკვეულ საცთურებსაც კი იწვევს. ეპიფანე სლავინეცკი, რომელიც ბუკვალური თარგმანის მომხრე იყო, ამ ბუკვალიზმს მსხვერპლად სწირავს ნათქვამის სიცხადესა და სიზუსტეს, თარგმნის საკუთარი, გამონაგონი სიტყვებით, რომელთა ურთიერთმიმართება ხელოვნურია და არამეტყველი, რის გამოც მისი თარგმანი მოუქნელია, ბნელია და გაუგებარი. ამიტომაცაა, რომ ზოგიერთი ჩვენი საეკლესიო გალობების აზრი ძნელად მისაწვდომია" (კაპტერევი ნ. ფ. დასახ. ნაშრ. ტ. 1, გვ. 485).

დასასრული ქვემოთ.
1
oldorthodox@gmail.com
საქართველოს
ძველმართლმადიდებლური
ეკლესია

ოფიციალური საიტი
Назад к содержимому