აპოლოგეტიკა - დიალოგი ძველმართლმადიდებლობაზე 2 - საქართველოს ძველმართლმადიდებლური ეკლესია

საქართველოს ძველმართლმადიდებლური ეკლესიის ოფიციალური საიტი
Перейти к контенту
საღვთისმეტყველო დისპუტი ფორუმ www.church.ge-ზე

ძველმართლმადიდებლებსა და გაბატონებული ეკლესიის მიმდევრებს შორის
დიალოგი ძველმართლმადიდებლობაზე
დიალოგი ძველმართლმადიდებლობაზე
"როცა უსჯულოს ვეტყვი: სიკვდილით მოკვდები-მეთქი, შენ კი არ გააფრთხილებ მას და არაფერს ეტყვი უსჯულოს ბოროტი გზიდან ჩამოსაშორებლად, რომ გადარჩეს, მოკვდება უსჯულო იგი თავის უკეთურებაში და მის სისხლს შენ მოგკითხავ.

ხოლო თუ შენ გააფრთხილებ უსჯულოს და არ მოიქცევა თავისი უსჯულოებისაგან და ბოროტი გზიდან, თავის უსჯულოებაში მოკვდება, შენ კი გადარჩენილი გყავს შენი თავი".


ეზეკიელი 3:18-19
ამ რამოდენიმე ხნის წინათ, ინტერნეტში, ვებ-ფორუმების მეშვეობით გაიმართა დისპუტი ძველმართლმადიდებელ ქრისტეანებსა და ოფიციალური ეკლესიის წევრებს შორის. ძველმართლმადიდებელთა მხრიდან დისპუტში მონაწილეობის მიზანი იყო სწორი და მართებული ინფორმაციის მიწოდება, როგორც ძველმართლმადიდებლობაზე (ზოგადად), ასევე კონკრეტულ საეკლესიო საკითხებზეც.

როგორც მოსალოდნელი იყო, ჩვენს ამ მცდელობას ობიექტურად განგვემარტა მთელი რიგი სადავო საკითხები ოფიციალურ, ე. წ. "მართლმადიდებელ" ეკლესიასა და ძველმართლმადიდებელთა შორის, მოჰყვა საკმაოდ მძაფრი რეაქცია გაბატონებული ეკლესიის ადეპტთა მხრიდან. დისპუტის პროცესში გამოიკვეთა საეკლესიო ფორუმების საერთო სტრატეგია, - ყოველგვარი საშუალებით ობსტრუქცია მოუწყონ იმ პირებს, რომლებიც ცდილობენ ამხილონ ოფიციალურ ეკლესიაში არსებულ დარღვევები და გადახრები.

იმისათვის, რათა ფართო საზოგადოებისთვის მისაწვდომი ყოფილიყო სხვადასხვა ფორუმში გამართული პოლემიკის მთელი შინაარსი და დახატულიყო ის სურათი, რაც ამ ფორუმებზე გამართული დისპუტით გამოიკვეთა, ჩვენი საიტის ადმინისტრაციამ გადაწყვიტა თავი მოეყარა ყველა ამ მასალისთვის და თემატური სახით შეეთავაზებინა ობიექტური მკითხველისთვის, რათა მან თავად განსაჯოს ვინ ვინ არის და რას ესწრაფვის.

დისპუტი ძირითადად წარმოებდა ფორუმებზე: www.church.ge; www.forum.archangels.ge და www.iveria-tv.ge/forum

ფორუმში, ძველმართლმადიდებელთა მხრიდან, მონაწილეობდა ორი პიროვნება: "ძველმართლმადიდებელი" (ფორუმზე chruc. ge) (ხოლო ფორუმებზე: forum.archangels.ge და iveria.tv.ge "odlbeliever"-ის ფსევდონიმით) და "Netvorc"-ი.

ოფიციალური ეკლესიის მხარდამჭერთა მხრიდან კი ძველმართლმადიდებელთა წინააღმდეგ გამოდიოდა მრავალი ადამიანი, რომელთა ნიკებს (ფსევდონიმებს) მკითხველი იხილავს თვით დისპუტის მასალებში, სადაც ფრჩხილებში მითითებულია ის ფორუმი, სადაც გაიმართა კონკრეტული დიალოგი და რომელშიც მონაწილეობდა კონკრეტული ფსევდონიმით გამომავალი ძველმართლმადიდებელთა ესა თუ ის ოპონენტი.

ოპონენტთა სტილსა და ლექსიკას ვტოვებთ ხელუხლებლად, ხოლო ჩვენი მხრიდან მონაწილეთა ტექსტებში შეგვაქვს უმნიშვნელო შესწორებები, რომლებიც არ არღვევენ დისპუტის შინაარსს. ძირითადად ტექსტები დავტოვეთ უცვლელად და არ მოვაცილეთ მას იმ დაძაბული ტონი, რომელიც ხშირად გააჩნდათ მოპაექრე მხარეებს, რათა მკითხველმა მთელი სიმძაფრით შეიგრძნოს მოცემულ საკითხებზე მოდავეთა განწყობა, განსახილველი საკითხებისადმი მიმართება და ის კრიტერიუმები, რითაც ისინი საკითხთა განხილვისას სარგებლობდნენ. ტექსტების განხილვისას მკითხველს ვთხოვთ გაითვალისწინოს, რომ დიალოგები ხშირად სწარმოებდა ონლაინ რეჟიმში, მოუმზადებლად, რის გამოც ორივე მხრიდან ბევრია გრამატიკული შეცდომები.

ცხადია, დისპუტები ინტერნეტ სივრცესა თუ პირდაპირ შეხვედრებზე, შესაძლოა მომავალშიც გაიმართოს, მაგრამ, ვფიქრობთ, რომ მომავალი დისპუტებისთვის ამ დიალოგებმა უკვე ჩაყარეს საფუძველი. არის თუ არა შესაძლებელი საუბრის გაგრძელება ამ ორ მხარეს შორის ამას მომავალი გვიჩვენებს. იმედს ვიტოვებთ, რომ ეს პირველი ეტაპი, რომელიც საკმაოდ დაძაბულად წარიმართა, გარკვეულწილად საფუძველს ჩაუყრის უფრო კონსტრუქციულ და მშვიდ დიალოგს.

დიალოგის მასალები საკმაოდ ვრცელია (აქ თანამიმდევრობით და თემატური შეთავსებით არის განთავსებული ზემოთდასახელებულ სამ ფორუმზე გამართული პოლემიკა), ამიტომაც, მკითხველს რომ გაუადვილდეს მხარეების ამოცნობა, შავი ფერის შრიფტით განვათავსეთ ძველმართლმადიდებელთა პასუხები, მოცისფრო შრიფტით ჩვენი ოპონენტების შრიფტი, ხოლო მოწითალო შრიფტით ის ციტატებია აღნიშნული, რომელთაც თავიანთ პასუხებში იყენებდნენ პოლემისტები.
KAIROS. თუ ძმა ხარ ისე რა მართლა და მართლა! რუსების პრობლემები რუსებმა გადაწყვიტონ და ჩვენ ჩვენი გვეყოფა!
 
ძველმართლმადიდებელი. ეს არ არის მარტო რუსების პრობლემა! ეს ჩვენი პრობლემაცაა და სწორედ ამიტომაც მჭირდება შორიდან მოვლა.
 
მაქვს შეკითხვა შენთან: რა იცი საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის ავტოკეფალიის გაუქმების შესახებ? რომელმა ეკლესიამ გაუუქმა მას ავტოკეფალია? ვისი ეგზარქოსები პარპაშობდნენ აქ, ჩვენს ქვეყანაში, ძარცვავდნენ ჩვენს ეროვნულ საგანძურს, თეთრად ღებავდნენ ეკლესიის კედლებს, წვავდნენ ხელნაწერებს და ღვთისმსახურებაში კრძალავდნენ ქართულ ენას? ვინ იყო ეს ხალხი? ვისი მემკვიდრეა თქვენი დღევანდელი ოფიციალური ეკლესია?
 
გარდა ამისა: იცით თუ არა, რომ კათალიკოსმა ანტონ პირველმა რუსული საღვთისმსახურებო წიგნების მიხედვით გადააკეთა ყველა ქართული სალიტურგიკო წიგნი და ამ წიგნებს ხმარობთ თქვენ ახლა? ვისი პრაქტიკის მიხედვით გადააკეთა ანტონმა ეს წიგნები და რა საჭირო იყო მათი გადაკეთება?
 
და ბოლოს: მიიჩნევ თუ არა საჭიროდ ანტონის მიერ შერყვნილი ამ წიგნების ისევ გადმოკეთებას და ძველი საეკლესიო-ლიტურგიკული პრაქტიკის აღდგენას?

კანონისტი (ძველმართლმადიდებელი. ციტატა): "რა იცი საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის ავტოკეფალიის გაუქმების შესახებ? რომელმა ეკლესიამ გაუუქმა მას ავტოკეფალია? ვისი ეგზარქოსები პარპაშობდნენ აქ, ჩვენს ქვეყანაში, ძარცვავდნენ ჩვენს ეროვნულ საგანძურს, თეთრად ღებავდნენ ეკლესიის კედლებს, წვავდნენ ხელნაწერებს და ღვთისმსახურებაში კრძალავდნენ ქართულ ენას? ვინ იყო ეს ხალხი? ვისი მემკვიდრეა თქვენი დღევანდელი ოფიციალური ეკლესია?"
 
რუსეთმა
 
(ციტატა): "იცით თუ არა, რომ კათალიკოსმა ანტონ პირველმა რუსული საღვთისმსახურებო წიგნების მიხედვით გადააკეთა ყველა ქართული სალიტურგიკო წიგნი და ამ წიგნებს ხმარობთ თქვენ ახლა? ვისი პრაქტიკის მიხედვით გადააკეთა ანტონმა ეს წიგნები და რა საჭირო იყო მათი გადაკეთება?"
 
ვიცით. საჭირო იყო მრავალი მიზეზის გამო. სხვა თუ არაფერი, მუსლიმთა შემოსევების შედეგად განადგურებული იყო ქართული უამრავი ხელნაწერი, გარდა ამისა, ჭირდა კავშირი ჯვრის მონასტერთან და ათონთან, საიდანაც, როგორც წესი, ქართველები იღებდნენ გადაწერილ ხელნაწერებს და ტიპიკონებს.
 
(ციტატა): "მიიჩნევ თუ არა საჭიროდ ანტონის მიერ შერყვნილი ამ წიგნების ისევ გადმოკეთებას და ძველი საეკლესიო-ლიტურგიკული პრაქტიკის აღდგენას?"
 
დიახ, მიიჩნევს საპატრიარქო, რის გამოც შექმნილია ლიტურგიკული კომისია, რომელმაც უნდა აღადგინოს არანიკონამდელი რუსული ლიტურგიკული წესი, სადაც ბევრი არევ-დარევა იყო ისეც, არამედ გიორგი მთაწმინდლის განწესი. თქვენ რომ მართალი იყოთ და მხოლოდ რუსებს ჰქონდეთ შეცვლილი წესები (და მათ კვალობაზე - ანტონ I-ს), მაშინ ძველმართლმადიდებლები და სხვა დანარჩენი საპატრიარქოები ერთ განწესზე უნდა სწირავდეთ, რაც ასე არ არის. ამ მიმართულებით იფიქრეთ.
 
ისე კი, აქვე მინდა გითხრათ, თუკი რუსეთის გავლენაზე დამიწყებთ საუბარს ბერძენთა მიმართ, რომ რუსული და ბერძნული საღვთისმსახურო განწესი საკმაოდ განსხვავდება და ბერძნებს რუსების არანაირი გავლენა არ ეტყობათ.
 
(ციტატა): "ცალკე თავში განიხილება აგრეთვე მაცხოვრის სახელის დაწერილობისა და ჟღერადობის შეცვლისა და სამეფო კარის ოკულტიზმის შესახებ (სახელი " Исусъ" შეცვალეს სახელით "Иисусъ" (6 ასო), რადგან "ექვსი" - ასტროლოგებისთვის "წმინდა" ციფრია, მათ შორის ალექსი რომანოვის ასტროლოგებისთვისაც, როგორებიც იყვნენ: ს. პოლოცკი, ა. ენგელჰარდტი და ს. კოლინზი)"
 
ვაიმე ...
 
მაცხოვარს სახელად ერქვა იეშუა. ელინიზირების წესით, "შ" შეიცვალა "ს"-ით, ხოლო რადგან "ა" დაბოლოება მდედრ. სქესისაა, იგი შეიცვალა მამრ. სქესის "-ს" დაბოლოებით, რის გამოც მივიღეთ - იესუს.
 
ეს ჩაიწერა შემდეგნაირად - Ιησούς
 
"ეტა"-ს (η) გამოთქმა ("ე") ბიზანტიურ ბერძნულში შეიცვალა "ი"-თ და მივიღეთ მაცხოვრის სახელის გამოთქმა – იისუს. ამიტომაც, ზოგ ენებში შენარჩუნებულია "ე": ლათ. Jesus, ქართ. იესუ,
 
ზოგ ენებში - "ი": სომხ. Հիսուս, რუს. Иисус, რუმ. Iisus...
 
ამიტომ, ცხადია, რეფორმამდელი ფორმა Исус იყო უზუსტო და გლეხური (რადგან ორი "ი" არ ისმის საუბრის დროს, ისმის გაგრძელებული "ი" და გაუნათლებელი ადამიანისთვის შეიძლება მართლაც სწორი ფორმა Исус გამოსულიყო.
 
საინტერესო დეტალი. კირილიცაში, რეფორმამდე არსებობდა ორი ი: Ii და Ии, ორივე ასო შექმნილია, შესაბამისად, ბერძნული იოტას და იტას საფუძველზე. ამიტომაც, იესოს სახელი ძველ რუსულ ენაზე ზუსტად ისე იწერებოდა, როგორც ბერძნულში - ორივე "ი"-ს გამოყენებით: Iисусъ.
 
ასე რომ, ჯობს ჯერ საკითხი შევისწავლოთ კარგად.

ძველმართლმადიდებელი. ჩვენს კითხვაზე: "იცით თუ არა, რომ კათალიკოსმა ანტონ პირველმა რუსული საღვთისმსახურებო წიგნების მიხედვით გადააკეთა ყველა ქართული სალიტურგიკო წიგნი და ამ წიგნებს ხმარობთ თქვენ ახლა? ვისი პრაქტიკის მიხედვით გადააკეთა ანტონმა ეს წიგნები და რა საჭირო იყო მათი გადაკეთება?" კანონისტი პასუხობს:
 
(ციტატა): "ვიცით. საჭირო იყო მრავალი მიზეზის გამო. სხვა თუ არაფერი, მუსლიმთა შემოსევების შედეგად განადგურებული იყო ქართული უამრავი ხელნაწერი, გარდა ამისა, ჭირდა კავშირი ჯვრის მონასტერთან და ათონთან, საიდანაც, როგორც წესი, ქართველები იღებდნენ გადაწერილ ხელნაწერებს და ტიპიკონებს".
 
კეთილი, ბატონო, ისტორიული სიდუხჭირის გამო სააპელაციო რა მაქვს, მაგრამ უინტერესო არ იქნებოდა ამ შეხედულების გაცნობაც: ""მე-18 საუკუნეში ქართული კონდაკი შესწორებული იქნა სლავიანური (იგულისხმება ნიკონიანური) კონდაკისამებრ; ამნაირად შესწორებულ კონდაკს ვხმარობთ ჩვენ ახლა. უმრავლესობა ჰგონია, რომ ეს კონდაკი უძველესია, და იმას ხმარობდნენ უძველესი წინაპარნნი ჩვენნი, ამ კონდაკებში ბევრი შეცდომებია. თბილისის საეკლესიო მუზეუმში არის ძველი კონდაკები ამ კონდაკებსა და ახლანდელ კონდაკს შუა ბევრი განსხვავებაა, და ვინც ჩააკვირდება პირველთ მოიწონებს…
 
ისიც მართალია, რომ ჩვენ საეკლესიო ცხოვრებას ბევრი მოთხოვნილება აქვს…გარნა საჭიროა აგრეთვე შებღალული წიგნების შესწორება... 1793 წელს ქართული კონდაკი, სლავურის (იგულისხმება ნიკონიანური - ძვმ.) მიხედვით ვინმე არხიმანდრიტ ტრიფილეს შეუსწორებია; მაგრამ ”რა საბუთები გვაქვს იმისა, რომ მ. ტრიფილე დიდი ნიჭისა და ცოდნის მქონე იყო, რომ იგი დიდ ავტორიტეტეს წარმოადგენდა? ან რაც მან გადმოგვცა, იგი რისთვის უნდა ჩაითვალოს ყველა ჩვენ წინაპართა ნაანდერძევად? რისთვის სხვა კონდაკებს, ხელნაწერებსა და დაბეჭდილებს არ უნდა ვენდოთ, და მათ მიერ არ უნდა ვიხელმძღვანელოთ?" (ეპ.დავითი ახლანდელი კონდაკის შესწორების საჭიროება ძველი კონდაკების მიხედვით და საეკელსიო წიგნების მხედრული ასოებით დაბეჭვდის შესახებ. თბილისი, 1910 წ. გვ. 3-7)".
 
ჩვენი შეკითხვა: მიიჩნევ თუ არა საჭიროდ ანტონის მიერ შერყვნილი ამ წიგნების ისევ გადმოკეთებას და ძველი საეკლესიო-ლიტურგიკული პრაქტიკის აღდგენას?
 
კანონისტი: "დიახ, მიიჩნევს საპატრიარქო, რის გამოც შექმნილია ლიტურგიკული კომისია, რომელმაც უნდა აღადგინოს არანიკონამდელი რუსული ლიტურგიკული წესი, სადაც ბევრი არევ-დარევა იყო ისეც, არამედ გიორგი მთაწმინდლის განწესი"
 
ღმერთს დიდება! გულწრფელად გამიხარდა. ასეთ შესწორებულ წიგნებს მეც შევიძენ, როცა გამოვა (იმედია შემატყობინებთ ფორუმში). რაც შეეხება ნიკონამდელ ლიტურგიკულ ტექსტებს, ჯერ ერთი, მე არ მომითხოვია (ან როგორ მოვითხოვდი, ან ვის მოვთხოვდი) ქართული ლიტურგიკული ტექსტები აღედგინათ ნიკონამდელი წყაროების მიხედვით; და მეორე, ნიკონამდელ ლიტურგიკულ ტექსტებში არ ყოფილა არანაირი არევ-დარევა. ეს ტიპიური ნიკონიანური არგუმენტია, რომლითაც, ოფიციალური ეკლესიის მესვეურები სამწუხაროდ, დღემდე კვებავენ სასულიერო აკადემიისა და სემინარიის სტუდენტებს; და საერთოდ, თავიანთ მრევლს. ვინც იცნობს ძველსლავურ ლიტურგიკულ ტექსტებს, მას სწორედ მისი სიმწყობრე და ტექსტების მაღალი ხარისხი განაცვიფრებს. იმედია, ამის დამადასტურებელი სამეცნიერო ნაშრომების დამოწმება არ დამჭირდება.
 
(კანონისტი. ციტატა): "თქვენ რომ მართალი იყოთ და მხოლოდ რუსებს ჰქონდეთ შეცვლილი წესები (და მათ კვალობაზე - ანტონ I-ს), მაშინ ძველმართლმადიდებლები და სხვა დანარჩენი საპატრიარქოები ერთ განწესზე უნდა სწირავდეთ, რაც ასე არ არის. ამ მიმართულებით იფიქრეთ".
 
მომიტევეთ მაგრამ ცოტა არ იყოს ვერ გავიგე... რუსებს წესები და სალიტურგიკო განგებები, იმდროინდელი ბერძნულის მიხედვით შეაცვლევინეს თვითმარქვია ბერძენმა იერარქებმა. თანაც ძალიან დაამახინჯებინეს, ხოლო ანტონ პირველმა ამ დამახინჯებული რუსულიდან გადმოაკეთა ქართული სალიტურგიკო პრაქტიკა. რატომ არ უნდა ვიყოთ მართალი? ასე არ არის?
 
ისე, სალიტურგიკო განაწესი, რომლითაც ძველმორწმუნე რუსები სწირავენ შედგენილია ძველი მამების მიერ. მას რუსულად ეწოდება "Церковное Око" და აგებულია იერუსალიმური და სტოდიური განაწესების მიხედვით და ამ მხრივ მისი სქემა სხვა მართლმადიდებლური ეკლესიების ღვთისმსახურებისგან არ განსხვავდება. განსხვავებები არსებობს თვით ტექსტებში... სავალალო და მიუტევებელი შეცდომებითურთ (როგორც ნიკონის მიერ რეფორმირებულში, ასევე ანტონის მიერ გადმოკეთებულში).
 
(კანონისტი. ციტატა): "ისე კი, აქვე მინდა გითხრათ, თუკი რუსეთის გავლენაზე დამიწყებთ საუბარს ბერძენთა მიმართ, რომ რუსული და ბერძნული საღვთისმსახურო განწესი საკმაოდ განსხვავდება და ბერძნებს რუსების არანაირი გავლენა არ ეტყობათ"
 
არა, რატომ უნდა დაგიწყოთ ლაპარაკი რუსების ზეგავლენაზე ბერძნების მიმართ? მომიტევეთ, მაგრამ რატომღაც უკუღმა მიყენებთ ბრალდებებს... biggrin.gif ჩვენ ვლაპარაკობთ მე-17 საუკუნის ბერძნული პრაქტიკის ზეგავლენაზე ძველ რუსული პრაქტიკის მიმართ, რომელიც, თავის მხრივ, ძველბერძნულია...
 
(კანონისტი. ციტატა): "ბერძნებს რუსების არანაირი გავლენა არ ეტყობათ"
 
ცხადია! მაგას მოითმენენ ბერძნები რუსების ზეგავლენა ეტყობოდეთ?!...
 
(კანონისტი. ციტატა): "მაცხოვარს სახელად ერქვა იეშუა. ელინიზირების წესით, "შ" შეიცვალა "ს"-ით, ხოლო რადგან "ა" დაბოლოება მდედრ. სქესისაა, იგი შეიცვალა მამრ. სქესის "-ს" დაბოლოებით, რის გამოც მივიღეთ - იესუს. ეს ჩაიწერა შემდეგნაირად - Ιησούς.
 
"ეტა"-ს (η) გამოთქმა ("ე") ბიზანტიურ ბერძნულში შეიცვალა "ი"-თ და მივიღეთ მაცხოვრის სახელის გამოთქმა – იისუს. ამიტომაც, ზოგ ენებში შენარჩუნებულია "ე": ლათ. Jesus, ქართ. იესუ, ზოგ ენებში - "ი"; სომხ. Հիսուս, რუს. Иисус, რუმ. Iisus..."
 
კი ბატონო, ამაშიც გეთანხმებით. მე მგონი თქვენ ჩემს პოსტში რაღაც არასწორად გაიგეთ. სხვათა შორის, შემიძლია დაგისახელოთ ერთი "ბეზპოპოვეცი" ავტორი, რომელიც ზუსტად იმასვე უმტკიცებს რუს ნიკონიანელებს, რასაც ახლა თქვენ მე მიმტკიცებთ... smile.gif

(კანონისტი. ციტატა): "ამიტომ, ცხადია, რეფორმამდელი ფორმა Исус იყო უზუსტო და გლეხური (რადგან ორი "ი" არ ისმის საუბრის დროს, ისმის გაგრძელებული "ი" და გაუნათლებელი ადამიანისთვის შეიძლება მართლაც სწორი ფორმა Исус გამოსულიყო".
 
აქ ვერ დაგეთანხმებით. არ არის საჭირო ნიკონის რეფორმის გამართლება, ის დიდი ხანია უკვე დაგმეს რუსულმა სამეცნიერო წრეებმა და აღიარეს მისი გამოგონებების უსუსურობა. იესუს სახელი მათ შეცვალეს ბერძნულის კალკის მიხედვით. ბერძნულში არის "იისუს", "იესუს"... რადგან ნიკონი ყველფერში თავის გრეკოფილურ დამოკიდებულებას აქსოვდა, შეცვალა მაცხოვრის სახელი, რომელიც რუსულისთვის უფრო ბუნებრივად, ერთი იოტათი გამოითქმის. მართალია, ისიც, რომ ძველ რუსულ ტექსტებში ზოგან ორი იოტათი დაწერილი "იესუც" გვხვდება, მაგრამ ალბათ ეს უფრო გრეციზმებს უნდა მივაწეროთ. მაგალითად, სიტყვა "ანგელოზი" (γγελος) Ангел ძველ რუსულში ზოგან წერია, როგორც Ангел? ზოგან კი Аггел. აშკარაა, რომ Аггел, არის ბერძნულის კალკი და სლავურში გადმოტანილია ძველბერძნულის გრამატიკული თავისებურებების გათვალისწინების გარეშე, რადგან იქ სადაც ერთად იწერება ორი გამმა (γγ), ერთი იკითხება როგორც "ნ" (N). აქედან γγελος იქნება "ანგელოზი" და არა "აგგელოზი". ასეთი გრეციზმები ძველ ქართულ ტექსტებშიც შეუნიშნავთ (მაგ. ედ. ჭელიძეს) და არსებობს ის ძველსლავურ ტექსტებშიაც. ცხადია, ამაში დანაშაულებრივი და საგანგაშო არაფერია, მაგრამ პატრ. ნიკონმა სწორედ ასეთი განგაში ატეხა რუსულ ენაზე მაცხოვრის სახელის დაწერილობის გამო. აქ ძველმართლმადიდებლები, როგორც საერთოდ ყველა საკითხში, უდანაშაულონი არიან...
 
სლავურ ენაზე მაცხოვრის სახელის დაწერილობის შესახებ ამჯერად აქ შევჩერდები, იმედი მაქვს ამ საგანზე დავას არ გამიმართავთ. ერთი კი მინდა გითხრათ, "ჯვარი ვაზისას" ერთ ერთ ძველ ნომერში (სამწუხაროდ არ მახსოვს) დაიბეჭდა ე. კოჭლამაზაშვილის სტატია მაცხოვრის სახელთან დაკავშირებით. ძალიან კარგი სტატიაა... და ყველაფერი მისაღებია...
 
რაც შეეხება სამეფო კარის ოკულტიზმსა და მაცხოვრის სახელში ექვსი ასოს პრინციპულ დაფიქსირებას, რასაც მიელტვოდა ნიკონი, ეს თვით ოფიციალური ეკლესიის მკვლევართა მტკიცებულებაა... თუ ღმერთმა ინება, ამ თავს მთლიანად გადმოგითარგმნით და დაგიდებთ ფორუმზე... მეტად საინტერესო რამეა...
 
(კანონისტი. ციტატა): "ასე რომ, ჯობს ჯერ საკითხი შევისწავლოთ კარგად"
 
ნამდვილად ჯობს!
 
 
***
 
 
ბ. კუტუზოვი
 
XVII საუკუნის საეკლესიო "რეფორმა"
 
(დასასრული)
 
თავი 17. მაცხოვრის სახელის დაწერილობის შეცვლისა და სამეფო კარის ოკულტიზმის შესახებ
 
 
"რეფორმაში", რომელსაც ნიკონიანურს უწოდებენ, თუმცა უფრო სწორი იქნებოდა მისთვის ალექსეევური ეწოდათ, მრავალი რამ არის უცნაური და ზოგჯერ იდუმალებით მოცულიც კი.
 
ერთ ერთ ამ გამოცანათა შორისაა მაცხოვრის სახელისა და მისი წარმოთქმის შეცვლა, კერძოდ "Иисусъ" - ის დამკვიდრება "Исусъ"-ის ნაცვლად.
 
თუკი სხვადასხვა ცვლილებები, როგორიცაა: სამი თითი ორი თითის ნაცვლად, ლიტანიობა მზის მოძრაობის საწინააღმდეგოდ, თანხვდენილი მოძრაობის ნაცვლად და სხვა... შეიძლება ავხსნათ ბერძნებთან იგივეობის მისწრაფებით, მაცხოვრის სახელის შეცვლა ამ მიზეზით ვერანაირად აიხსნება. ცნობილია, რომ კერძო სახელებს სხვადასხვა ენაზე სხვადასხვა ტრანსკრიფცია გააჩნიათ და სხვადასხვაგვარადაც იწერებიან, მოცემული ენის თავისებურებებიდან გამომდინარე, და ცხადია, რეფორმატორები იმდენად სულელნი როდი იყვნენ, რომ ეს არ ცოდნოდათ. ცნობილი საეკლესიო ისტორიკოსი ე. გოლუბინსკი თავის წიგნში "К нашей полемике со старообрядцами" წერს:
 
"ცხადია, სახელ "Исусъ"-ის არამართლმადიდებლურობაზე ლაპარაკიც კი ზედმეტია. არასწორობაზეც შეუძლებელია ლაპარაკი, რადგანაც სწორი და არასწორი აქ არაფერ შუაშია: ამა თუ იმ ენიდან აღებული კერძო სახელი, ფორმას სისწორის ან არასწორობის მოთხოვნით კი არ ღებულობს, არამედ გამოთქმის სიადვილისა და მოხერხებულობის მიხედვით. თუ ბერძნებმა ებრაული სიტყვა "იეშუა" (ასე ჟღერს მაცხოვრის სახელი ებრაულად) გადააკეთეს "იესუ"-დ, ან ფრანგებმა ლათინური "იეზუს"-იდან მიიღეს "ჟეზიუ", ინგლისელებმა კი "ჯიზას", ცხადია, ჩვენც, ყოველგვარი დარღვევის გარეშე და "სწორია-არასწორიას" გარეშე, შეგვეძლო ბერძნული "იესუ"-დან წარმოგვეთქვა რუსული "ისუს" (Исусъ) (Голубинский Е. К нашей полемике с старообрядцами. М. 1905).
 
მაშ, რისთვის შეცვალეს მაინც მაცხოვრის სახელის დაწერილობა, რომელსაც შემდგომ ცეცხლითა და მახვილით ამკვიდრებდნენ მოსახლეობაში და რითაც ადასტურებდნენ, რომ თვით რეფორმატორები ანიჭებდნენ ამ სიახლეს განსაკუთრებულ მნიშვნელობას?
 
საყოველთაოდ ცნობილია, რომ იმხანად ევროპაში მრავალი, სხვადასხვა სახის ოკულტური სწავლება იყო გავრცელებული. თანამედროვე მკვლევარები ა. ბოგდანოვი და რ. სიმონოვი თავიანთ სტატიაში "Прогностические письма доктора Андреаса Энгельгардта царю Алексею Михайловичу" გვამცნობენ, რომ: "როგორც დასავლეთ ევროპის ქვეყნების უმეტესობა, XVII საუკუნის მეორე ნახევრის რუსეთიც ორიგინალური, გადათარგმნილი, ძველი თუ ახალი ასტროლოგიური თხზულებებით აღივსო. შუასაუკუნეობრივი ჯადოქრული ტექსტების გვერდით, რომლებიც ძირითადად დემოკრატიულ და სასულიერო წოდებათა შორის ვრცელდებოდა, რუსულ ენაზე არსებობდა ასტროლოგიური თხზულებანიც. ეს უკანასკნელი ძალზედ პოპულარული იყო სამეფო კარზე. მაგალითდ, ალექსი მიხეილის ძისთვის, სპეციალურად გადათარგმნეს 1660 წლის კალენდარი, მრავალგვარი ასტროლოგიური წინასწარმეტყველებებითურთ" (богданов А. П., Симонов Р. А. "Прогностические письма доктора Андреаса Энгельгардта царю Алексею Михайловичу" //Естественнонаучные представления Древней Руси. М. 1988, стр. 151).
 
როგორც სტატიის ავტორები გვამცნობენ, მეფე ალექსი მიხეილის ძე ასტროლოგიურ წინასწარმეტყველებებს ღებულობდა არა მარტო სიმეონ პოლოცკისგან, არამედ დოქტორ ანდრეას ენგელჰარდტისგანაც, თავისი საყვარელი ლეიბმედიკოსის, სამუელ კოლინსისგან და ალბათ სხვა პირებისგანაც. ოკულტური მეცნიერებებისადმი ასეთი მოჭარბებული ინტერესის ფონზე, არ არის გამორიცხული, რომ მეფე თვითონაც ღებულობდა მონაწილეობას ოკულტურ სეანსებში. საკუთარი დებისადმი მიწერილ ზოგიერთ თავის წერილში მეფე ამთავრებს საიდუმლო ნიშნით, რომელსაც, შესაძლოა კავშირი ჰქონდეს ეზოთერულ ცოდნასთან. ეს ნიშანი მეტად წააგავს გველ-დრაკონს, რომელიც გადაჯვარედინებულია ციფრ 8-სთან (Письма царя Алексея Михайловича к сестрам. М. 1890).
 
ს. პოლოცკი, ა. ენგელჰარდტი და ს. კოლინსი მეფეს წარუდგენდნენ თავიანთ ასტროლოგიურ პროგნოზებს სხვადასხვა, უფრო ხშირად პოლიტიკური ხასიათის საკითხებთან დაკავშირებით. "მუშაობა" სწარმოებდა პროგრამით: მეფე იძლეოდა შეკითხვებს, ხოლო კარის ოკულტისტები ცდილობდნენ მათზე პასუხის გაცემას. "ასტროლოგიური პროგნოსტიკა", როგორც უწოდეს ამ საქმიანობას მითითებული სტატიის ავტორებმა, ფართოდ იყო გავრცელებული მოსკოვის სამეფო კარზე XVII საუკუნისთვის. სტატიის დამატებად მოცემულია ა. ენგელჰარდტის წერილები მეფე ალექსი მიხეილის მიმართ, თავისი ასტროლოგიური მოღვაწეობის მიმოწვლილვითი ანგარიშით. ხოლო ლეიბმედიკოსი სამუელ კოლინსი, ასტროლოგიური გაანგარიშებების შედეგად დადგენილ "ხელსაყრელ", "კეთილსასურველ" დღეებში სისხლის გამოშვების პრაქტიკით იყო დასაქმებული მეფის კარზე.
 
როგორც ჩანს, ამავე მიზნით მოიწვია მეფემ თავის კარზე ადამ ოლეარიუსი, როგორც ასტრონომი, რომელსაც მოსკოველები იცნობდნენ როგორც ჯადოქარს (Иконников В. О культурном значении Византии в русской истории. Киев, 1869, стр. 554).
 
 
ასტროლოგიურ ცნობებს ათავსებდნენ წიგნებში "ასტროლოგია", "მთვარეული", "ალმანახი" და სხვ. ამბაკუმი პუსტოზერსკიდან (გადასახლებიდან - Odlb.) წერდა: "Альманашники и звездочетцы, и вси зодейщики… осуетишася своими умышлениями… достигоша с сатаною разумом своим небесных твердей… и взимахуся блядины дети выше облак" (Аввакум, протопоп. Житие. Горький. 1988, стр. 68).
 
ამბაკუმი ადასტურებს იმ ფაქტს, რომ მოსკოვში ასტროლოგიით გატაცებულნი იყვნენ არა მარტო საერო, არამედ უმაღლესი სასულიერო წრეებიც: "Какую же премудрость любит Павел митрополит и прочии ево товарищи, зодейщики? Со мною он, Павел безумный, стязася, глаголющи: "Велено-де научится премудрости альманашной и звездочетию". Не знает Писания, дурак, ни малехонько! Чему быть, на них, яко на ослах, еретики те едут на владыках тех" (Аввакум. – Цит. по: Робинсон А. Н. Симеон Полоцкий – астролог. // Проблемы изучения культурного наследия. М. 1985).
 
ვის შეეძლო ებრძანა მიტროპოლიტებისთვის ვარსკვლავთმრიცხველური "სიბრძნის" შესწავლა?..
 
ვარსკვლავთმრიცხველობასა და მკითხაობას ეკლესია ყოველთვის მძიმე ცოდვათა კატეგორიას განაკუთვნებდა, მაგრამ, როგორც ვრწმუნდებით "ალმანახური სიბრძნე" უკვე მკვიდრდებოდა საეკლესიო და საერო წრეებში. XVIII საუკუნის თავადაზნაურები უკვე საკმაოდ გატაცებულნი იყვნენ ასტროლოგიით (ბრიუსის კალენდარი, 1709 .). . . პუშკინი წერდა, რომ "აკადემიკოსი კრეფტი იმპერატრიცა ანნას დროს იყო მისი შტატიანი ასტროლოგი" (Пушкин А. С. Полн. собр. соч. Т. 10. М.-Л., 1938, стр. 8. Цит. по Робинсону …).
 
ოკულტიზმს, რომელიც იფურჩქნებოდა მოსკოვის სამეფო კარზე, უეჭველად თავისი ზეგავლენა უნდა მოეხდინა ნიკონო-ალექსეევურ "რეფორმაზეც".
 
მაცხოვრის სახელის ასოთა რაოდენობის ცვლილებაში შეგვიძლია ვივარაუდოთ შემდეგი:
 
ციფრთა საკრალურ-სიმბოლური მისტიკა ყოველთვის იყო დამახასიათებელი ოკულტური სწავლებებისთვის. . კირილინი თავის სტატიაში "Символика чисел в древнерусских сказаниях XVI века" წერს შუასაუკუნეთა ცნობიერების მიდრეკილებაზე "ციფრობრივ შეფარდებათა საკრალიზაციისკენ": "წარმოდგენები ციფრთა მისტიკურ თვისებებზე აღმოცენდა უძველეს პერიოდში. დასრულებული ფორმით მისტიკურ-ფილოსოფიური სწავლება ციფრებისა და მათი შეფარდებების შესახებ შემუშავებულ იყო ჯერ კიდევ პითაგორელების მიერ. მათ კოსმოლოგიურ სისტემებში ციფრი წარმოადგენდა ცენტრალურ ცნებას. ონტოლოგიური, გნოსეოლოგიური და ესთეტიური მნიშვნელობით შემოსილი, ის განიმარტებოდა როგორც სინთეზი, რომელიც აერთიანებს ზღვარსა და უსაზღვრობას; როგორც საღმრთო საწყისი სამყაროში; როგორც ყველა ნივთიერებისა და თვით სულის პრინციპი. აქედან მომდინარეობს რწმენაც ციფრულ შესატყვისობათა მიმართ, ციფრთა სიმბოლიკის მიმართ, რომელთაგან ყველაზე "წმინდად" და "საღვთოდ" ითვლებოდნენ 1 და 10, როგორც სრულყოფილების სიმბოლონი; 5 - როგორც სიმბოლო საქორწინო კავშირისა; 7 - როგორც უნივერსალური სამყაროს მმართველი საწყისისა (პითაგორა) და სხვა ციფრები" (Кириллин В. М. Символика чисел в древнерусских сказаниях XVI века) // Естественнонаучные … с. 81).
 
მნიშვნელოვანია იმის აღნიშვნა, რომ "ციფრებს განაღმრთობდნენ და ანიჭებდნენ მაგიურ თვისებებს. ამიტომაც ციფრი პირველხარისხოვან როლს თამაშობდა საკულტო-სარიტუალო მისტერიებში... ციფრი და თვლა იყო საკრალიზებული საშუალებები" (იქვე). უკანასკნელი, შეიძლება მთლიანად განვაკუთვნოთ კაბალისტიკასა და შავ მაგიას, "ციფრთა მაგიას", თანაც გარკვეულ ციფრებს მაგიურ თვისებებს მიაწერენ მასონები, ასტროლოგები და სხვადასხვა მიმართულების ოკულტისტები.
 
ციფრებთან არავითარი მსგავსი მიმართება არ გააჩნია ქრისტეანობას, რომელიც აღიარებს მხოლოდ მისტიკურ-სიმბოლურ მნიშვნელობას ზოგიერთი ციფრისა (3, 5, 7, 8); ციფრებისთვის მაგიური თვისებების მიწერა უცხოა ქრისტეანობისთვის თვით მისი ბუნებიდან გამომდინარე.
 
რაც შეეხება მაცხოვრის სახელის დაწერას, მეფე ალექსისთვის გამოცდილ ან სტუმრად მყოფ ოკულტისტებს შეეძლოთ ერჩიათ, რომ ექვსი ასო სახელში "Иисусъ", უკეთესია ვიდრე ხუთი ასოსგან შემდგარი "Исусъ". თანაც მეფე ალექსის დარწმუნება ამ ცვლილების "სიკეთეში" სულაც არ იყო ძნელი.
 
 
ექვსიანს უდიდესი მნიშვნელობა გააჩნია ოკულტისტებისთვის. მათი აზრით, "წმიდა ციფრების სისტემაში საკრალურობას ფლობენ არა მარტო ესა თუ ის ამოსავალი, ერთნიშნა ციფრები, არამედ პირველისგან ნაწარმოები ციფრთა კომბინაციები, რომლებიც მათთან იმყოფებიან მრავაჯერად აღებულ მიმართებაში" (იქვე, გვ. 85). მრავალჯერადი რიცხვი 666 (სამი ექვსიანი) ცნობილია როგორც ანტიქრისტეს რიცხვი, ალბათ, ის შეიძლება განვიხილოთ როგორც ანტიქრისტეანობის სიმბოლო. ზოგიერთი ოკულტური ნომინაციები პატივს მიაგებენ რიცხვ 3-, რომელიც, ჯერადობით ასევე გარკვეულ მიმართებაშია 666-თან. რიცხვების 3, 5, 7-ის საკრალიზაცია, გარკვეული ზომით გამოიყენება ეზოთერული მიმართულებების ადეპტების მიერ შესანიღბად, რადგან ამ რიცხვებს, გარკვეული სიმბოლური მნიშვნელობა გააჩნიათ ქრისტეანობაშიც. მაგრამ ეს თანხვდომა არის მხოლოდ გარეგნული, მათი მისტიკურ-სიმბოლური მნიშვნელობის განმარტება ქრისტეანობასა და ოკულტიზმში არის დიამეტრალურად განსხხვავებული.
 
ქრისტეანობაში რიცხვი 3 - არის წმიდა სამებისა და ადამიანის რიცხვი, რომელიც შეიქმნა ღმრთის ხატებად და მსგავსებად. ეს არის ყოველივე სულიერის სიმბოლო; მესამე დღეს მკვდრეთით აღმდგარი ქრისტეს სიმბოლო, უბიწოების სიმბოლო, როგორც ეს სამი ფიფქის სახით არის აღნიშნული ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატებზე; 7 - არის შვიდი სათნოება და შვიდი სასიკვდილო ცოდვა, შვიდი საიდუმლო, დიდი მარხვის შვიდი შვიდეული.
 
ამრიგად, გამორიცხული არ არის და მრავალიც ამის სასარგებლოდ მეტყველებს, რომ სწორედ ოკულტური სიმბოლიკის სასარგებლოდ დასჭირდათ მესიის სახელის დაწერა ექვსი ასოთი, როდესაც სანუკვარი ექვსიანის მისაღებად მისი სახელის ასოთა რაოდენობას მიამატეს კიდევ ერთი.
 
ცუდად ენიშნათ ეს ძველმორწმუნეებსაც, რომლებმაც იმწამსვე შეამჩნიეს ცვლილება მაცხოვრის სახელში და, რომ ასოების რაოდენობა ხუთიდან შეიცვალა ექვსით. მათვე სავსებით სწორად მიუთითეს ამ ცვლილების ჭეშმარიტი მიზანი.
 
. გოლუბინსკი ამტკიცებს, რომ რუსები ორგვარად წერდნენ მაცხოვრის სახელს: "Иисусъ" და "Исусъ" და ამის დასამტკიცებლად იმოწმებს უძველეს რუსულ სახარებებს, თუმცა აღიარებს, რომ თანდათანობით რუსეთში გამოყენებაში დარჩა მხოლოდ და მხოლოდ "Исусъ".
 
თუმცა ისიც მართალია, რომ სადღეისოდ, თანამედროვე რუსულ ენაში ასოთა რაოდენობა ისევ ხუთია და არა ექვსი (Иисус). მაგრამ საინტერესოა აღინიშნოს, რომ ძველი დოკუმენტების გამოქვეყნების შემთხვევაში, თანამედროვე ისტორიკოსები და მკვლევარები, რატომღაც ჯიუტად მაინც "Иисус" წერენ და არა "Исус"-. მსგავსი და გასაოცარი მიდრეკილება მაცხოვრის სახელის რეფორმისშემდგომი დაწერილობისადმი გააჩნიათ საერო მწერლებსაც კი, რომლებიც ასევე არ ერიდებიან ძველი საეკლესიო ტექსტების ციტირებისას მაცხოვრის სახელის სახეშეცვლილ დაწერილობას და იქ სადაც ძველ წყაროებში წერია "Исус", ისინი წერენ "Иисус".
 
ეს ალბათ აიხსნება ოდესღაც ოფიციალური ეკლესიის მიერ გამომუშავებული სტერეოტიპული მსჯელობისა და პოლიტიკის ზეგავლენით; მით, რომ თითქმის სამი საუკუნის განმავლობაში ნიკონო-ალექსეევური "რეფორმა" იყო კრიტიკის გარეშე. ეს აგრეთვე გახლავთ საერო მეცნიერებაზე ნიკონო-ალექსეევური "რეფორმის" ცუდი ზეგავლენის შედეგი.
 
KAIROS (ციტატა): ძველმართლმადიდებელო - რუსეთი დაგღუპავს შენ biggrin.gif
 
შეეშვი ძამია მაგათ (თვითონ არ გვეშვებიან ისე) და ჩვენ რამენაირად მივხედავთ თავს, არ იწყება მადლობა ღმერთს რუსეთით მართლმადიდებელობა და გარწმუნებ არც მაგათით მთავრდება, არის ქვეყნად მართლმადიდებელი დიდი ერები, ხოდა რა დროს სტარავერობაა კაცო, რეებს წერ. ეჰ...
 
(ძველმართლმადიდებელი. ციტატა): "ასოების რაოდენობა ხუთიდან შეიცვალა ექვსით. მათვე სავსებით სწორად მიუთითეს ამ ცვლილების ჭეშმარიტი მიზანი.ე. გოლუბინსკი ამტკიცებს, რომ რუსები ორგვარად წერდნენ მაცხოვრის სახელს: "Иисусъ" და "Исусъ" და ამის დასამტკიცებლად იმოწმებს უძველეს რუსულ სახარებებს, თუმცა აღიარებს, რომ თანდათანობით რუსეთში გამოყენებაში დარჩა მხოლოდ და მხოლოდ "Исусъ"".
 
ააა, გაგვიხადა სანერვიულო biggrin.gif
 
მოკლედ რა, მე ამ თემაში შემომხედველი არა ვარ, და ვისაც ყოფნის დრო უქმობაში, უთვალონ რუსებს ასოები biggrin.gif
 
 
ძველმართლმადიდებელი (KAIROS. ციტატა): "რუსეთი დაგღუპავს შენ შეეშვი ძამია მაგათ (თვითონ არ გვეშვებიან ისე) და ჩვენ რამენაირად მივხედავთ თავს, არ იწყება მადლობა ღმერთს რუსეთით მართლმადიდებელობა და გარწმუნებ არც მაგათით მთავრდება, არის ქვეყნად მართლმადიდებელი დიდი ერები, ხოდა რა დროს სტარავერობაა კაცო, რეებს წერ. ეჰ...
 
სწორედ რომ "სტარავერობის" დროა ძმაო, "სტარავერობის". აბა "ნოვოვერობა" ვის რა ჯანდაბად უნდა? "სტარი" არ ჯობია "ნოვის"? biggrin.gif ჩვენი თავის მიმხედველებიც რომ ვერ აღმოვჩნდით ძმაო? ჯერ უცხოეთში არსებული ეროვნული სასულერო ცენტრები დავკარგეთ, მერე ავტოკეფალია, შემდეგ დამოუკიდებლობა; ეხლა უკუპროცესი იწყება - ჯერ დამოუკიდებლობა დავიბრუნეთ, ეხლა კი სწორედ "სტარავერობის" დროა, ძამიკოოო, "სტარავერობიიის"... გადავიგდოთ ეს რუსულ-იმპერიული ნიკონიანელობა და დავითისეული მართლმადიდებლობა დავიბრუნოთ... და მერე ვნახოთ!
 
KAIROS. (ციტატა): "არის ქვეყნად მართლმადიდებელი დიდი ერები"
 
რომელი, ბერძნები? ვაი მაგათ პატრონს!
 
KAIROS. (ციტატა): "მოკლედ რა, მე ამ თემაში შემომხედველი არა ვარ, და ვისაც ყოფნის დრო უქმობაში, უთვალონ რუსებს ასოები".
 
შენ უკვე დაუთვალე? biggrin.gif
 
Crazy Soul. ძველმართლმადიდებელო რასისტი ხარ? biggrin.gif
 
საკუთარ თავს მივხედოთ ჯერ. ბერძნებს და რუსებს თავი დავანებოთ. რამე უფრო სასარგებლო ინფორმაცია დადე რა, გულწრფელად გირჩევ. smile.gif
 
ძველმართლმადიდებელი: Crazy Soul. ციტატა: "რასისტი ხარ?"
 
ვაიმე?!...
 
(ციტატა): "საკუთარ თავს მივხედოთ ჯერ".
 
მაგალითად, როგორ? sad.gif
 
(ციტატა): "ბერძნებს და რუსებს თავი დავანებოთ".
 
და, ვინ ერჩის მაგათ? თავი ჩვენ კი არა მაგათ უნდა დაგვანებონ!... biggrin.gif
 
(ციტატა): "რამე უფრო სასარგებლო ინფორმაცია დადე რა, გულწრფელად გირჩევ".
 
შენ რა თემა გაინტერესებს მითხარი ძმაო და შემირცხვეს ნამუსი თუ არ დავდო! biggrin.gif
 
Crazy Soul: სიტყვა სიტყვაა. სახარებებს ვკითხულობ ახლა და დაწვრილებითი ინფორმაცია მაინტერესებს თვითოეული სახარების დაწერის თარიღის, მათი დამწერის ვინაობის და წყაროების სანდოობის შესახებ smile.gif
 
Funkenstein: "მამა თეოდორეს რომელიგაცა ლეკციაზე ტუ არ მესჰლება 7 ან 8 ზუსტად მაგაზე ისაუბრა ტავის ტარიგებიტ და რამე . ასე რომ ნახე ტემა კრიტიანობის საფუძვლები და იკიდან გადმოწერ.
 
ძველმართლმადიდებელი: Crazy Soul .თემიდან გინდა გადამახვევინო არა? ჰატ, შე "ეშმაკო" შენა! სახარებებზე შესაბამის თემაში შედი და იქ მოგცემ ინფორმაციას. აქ კიდევ რეფორმაზეა ლაპარაკი. შევთანხმდით
 

***
 
მცირედი ცნობები რეფორმის სულისჩამდგმელების, მისი ორგანიზატორ-აღმასრულებლების და აქტიური დამცველების შესახებ
სიმეონ პოლოცკი და დიმიტრი როსტოველი

 
საყოველთაოდ ცნობილია, რომ მართლმადიდებლური ეკლესია გმობს ასტროლოგიას და მას "ცრუმეცნიერებას" უწოდებს, ხოლო ასტროლოგიით გატაცებას ცოდვად მიიჩნევს. მაგრამ არსებობს მოწმობანი იმისა, რომ გაბატონებული ეკლესიის წარმომადგენელთა შორის იყვნენ ისეთებიც, რომლებიც აშკარად თუ ფარულად მისდევდნენ ამ "მეცნიერებას", რომელსაც მრავალსაუკუნოვანი ისტორია გააჩნია. მათ შორის იყო XVII საუკუნის რუსული საეკლესიო განხეთქილების ერთ ერთი სულისჩამდგმელი და საეკლესიო დივერსანტი, - სიმეონ პოლოცკი (ერში სამუილ გაბრიელის ძე პეტროვსკი-სინტიაკოვიჩი) (12.12.1629 - 25.08.1682).


სიმეონ პოლოცკი
 
როდესაც მეფე ალექსი მიხეილის ძე პოლონეთთან ომის დროს პოლოცკში შევიდა (1656 წ.) მას სიმეონი პანეგირიკული ლექსებით შეხვდა. 1660 წელს კი მეფეს უკვე საზეიმო დეკლამაციებით ასხამდა ხოტბა-დიდებას. 1667 წლიდან ის არის მეფის შვილების აღმზრდელი. მისი აღზრდილის, თევდორე ალექსის ძის მეფედ კურთხევის შემდეგ (1676 წლიდან), მან იმდენად დიდი ზეგავლენა მოიპოვა, რომ თვით პატრ. იოაკიმეც კი იძულებული იყო ანგარიში გაეწია მისთვის. 1679 წელს მიაღწია იმას, რომ გახსნა ტიპოგრაფია, რომელიც არ შედიოდა პატრიარქის დაქვემდებარებაში. 1680 წელს მეფეს მიართვა აკადემიის პროექტი.
 
"საგანმანათლებლო საქმიანობაში სიმეონ პოლოცკი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობდა "შვიდ თავისუფალ მეცნიერებას" - მეცნიერებათა ტრადიციულ კრებულს, რომელთაც დასავლეთ ევროპის უნივერსიტეტებში ასწავლიდნენ. (ტრივიუმი - გრამატიკა, რიტორიკა, დიალექტიკა; კვადრიუმი - არითმეტიკა, გეომეტრია, ასტროლოგია, მუსიკა). აუცილებელია გვახსოვდეს, რომ ძველრუსულ ტრადიციაში ამ კრებულის აქტუალობა არც ისე აღიარებული იყო, მითუმეტეს, რომ მასში შედიოდა ასტროლოგია, რომელიც მართლმადიდებლობაში აკრძალული იყო. მიუხედავად ამისა, სიმეონ პოლოცკიმ დიდი ძალისხმევა გამოიჩინა იმისთვის, რათა ეს "თავისუფალი მეცნიერებები" მყარად დაემაგრებინა რუსულ ნიადაგზე" (ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორი ს. ვ. პერევეზენცევი).
 
1670 წელს სიმეონმა დაწერა ვრცელი საღვთისმეტყველო თხზულება სახელწოდებით: "Венец веры кафолическия", სადაც თავი მოუყარა ყველა "თავისუფალ" მეცნიერებას აპოკრიფებიდან დაწყებული დამთავრებული ასტროლოგიით.
 
იხილეთ ერთი ნიმუში სიმეონ პოლოცკის თხზულებებიდან:
 
«Беседа со планиты».
Рците, планиты, что вы свыше Симеону
Божиим изволом дасте во место поклону?
Луна
Л у н а: Аз турков знамя, прекланяю роги
Свои з выями турков Симеону в ноги.
Ермий
Меркурий: Аз премудрость щасте предлагаю,
Чест(ь) и остроумие сими почитаю.
Афродита
В е н у с: Красоту плоти токмо даю тебе,
Ничто бо ми есть твоей угодно потребе.
Слонце
С о л н ц е з л а т о с в е т л о е: Везу в колеснице
Здравство, силу, щасте, борзость сей деннице.
Арей
М а р с: Аз владно оружец храбрством почитаю
И на гордыя враги острый мечь вручаю.
Дий
И о в и й: Аз что могу любве паче дати? —
Приязнь, честность и мерност(ь), благост(ь), правду знати.
Крон
С а т у р н: Аз не имам, что дати Симеону,
Да буду подножие грядущу к Сиону.
* * *
Звезды во человецех воли не повреждают,
Токмо страстми плоти нечто преклоняют,
Тем же на звезды вины несть возлагати,
Егда кто зло некое обыче деяти.
 
ვფიქრობ კომენტარი ზედმეტია!
 
და აი, ეს ადამიანი იყო ნიკონის "მართლმადიდებლური" რეფორმის ერთ ერთი აქტიური შემოქმედი და რუსეთის შემდგომი "განათლების" მამამთავარი.
 
სიტყვამ მოიტანა და მცირედით უნდა შევჩერდეთ დიმიტრი როსტოველზეც, კიდევ ერთ "ხმალამოწვდენილ" მებრძოლზე ძველმოწესეობის წინააღმდეგ. საქმე იმაშია, რომ ასტროლოგიის ზეგავლენისგან არც ეს "წმინდანი" ყოფილა თავისუფალი.


 
დიმიტრი როსტოველი
 
დიმიტრი როსტოველი (ერში დანიელ სავიჩი) (დაიბ. 1651 . სოფ. მაკაროვოში, მდ. ლოვიჩზე, გარდ. 28.10.1709 ., როსტოვში). იყო როსტოვისა და იაროსლავის მიტროპოლიტი, მწერალი და ქადაგი. 1668 წლის 9 ივლის აღიკვეცა ბერად დიმიტრის სახელით. 1757 . რუსეთის ოფიციალურმა ეკლესია იმ წმინდანთა დასში შერაცხა.
 
დიმიტრის ნაშრომში "Келейный летописец" მოცემულია სამყაროს შექმნიდან მის დრომდე ქრონოლოგიის შედგენის მცდელობა მთვარისა და მზის წრებრუნვების მიხედვით, მოტანილია ბიბლიასა და ქრონოლოგიურ თარიღებს შორის არსებულ უთანხმოებათა ანალიზი. მის დამოკიდებულებაზე ვარსკვლავთმრიცხველობასთან შეიძლება ვიმსჯელოთ მის მიერ თავის ამ თხზულებაში შეტანილი მოთხრობიდან ადამისა და ევას შვილის, შეთის (სეთის) შესახებ.
 
ამ გადმოცემის მიხედვით (რომელიც უეჭველად არის აპოკრიფული), შეთი ანგელოზს აუყვანია ზეცაში და გაუნათლებია იგი მრავალ საღმრთო საიდუმლოში. თავისი ამაღლების დროს, შეთს უხილავს ზეციურ ქმნილებათა განლაგებანი, ზეცათა სილამაზე და მათი მოძრაობა. უსწავლია მზის, მთვარის და ვარსკვლავების წრებრუნვები, ასევე ზეციურ ნიშთა განგებანი და გულისხმაუყვია მათი ქმედებანი; ანგელოზი თურმე ორმოცი დღის განმავლობაში ასწავლიდა ზეცაში აყვანილ შეთს უფლის საიდუმლოებებს და აჩვენებდა მას მრავალ დაფარულ საიდუმლოს. ამ უზენაესი სიბრძნის მიღებისა და ანგელოზთან ურთიერთობის შედეგად გაბრწყინვებულა შეთის სახე, როგორც შემდგომ გაბრწყინდა სახე მოსესი... ზეცაში ამაღლებულ და ანგელოზისგან განსწავლულ შეთს მიწაზე დაბრუნების შემდგომ თავისი მშობლებისთვის უსწავლებია და გადმოუცია ყოველივე იქ დანახული, დაუწყია მიწაზე ზეცისა და პლანეტების (მზის, მთვარისა და ვარსკვლავების) განლაგების დახატვა. ასევე მათი მოძრაობის თავისებურებები. ამის შემდეგ შეთს გამოუგონია დამწერლობა, რომელიც საბოლოოდ დაუსრულებია მის შვილს ენოსს და რომელსაც შემდგომად ეწოდა ებრაული. ასე დაწყებულა ვარსკვლავთმრიცხველური (ასტროლოგიური) ცოდნა და მწიგნობრობა შეთისგან, რომელმაც, თავის მამასთან, ადამთან ერთად, ბევრი იშრომა, რათა გამოეხატა ეს ყოველივე ქვაზე, მომავალი თაობებისთვის" (Георгий Кедрин. Кир Дорофей Монемвасийский и прочие хронографы стр.116).
 
ისტორიკოსების ცნობით, რომანოვების დროს ჰოროსკოპების შედგენა ჩვეულებრივი მოვლენა იყო და მისით მრავალი ცნობილი ადამიანი იყო დასაქმებული. კერძოდ, ძველმართლმადიდებლობის წინააღმდეგ ისეთი აქტიური მებრძოლები, როგორებიც იყვნენ ზემოთხსენებული სიმეონ პოლოცკი და დიმიტრი როსტოველი (თუმცა იყვნენ სხვა "მართლმადიდებელი" ვარსკვლავთმრიცხველებიც, მათ შორის სასულიერო პირებიც).
 
პეტრე I თანამედროვე ისტორიკოსმა, პეტრე ნიკოფორეს ძე კრეკშინმა 1742 წელს დაწერა თხზულება სახელწოდებით: "О зачатии и о рождении Великого Государя Императора Петра Первого самодержца Всероссийского и о прочем" ("დიდი მეფისა და იმპერატორის, სრულიად რუსეთის პირველი თვითმპყრობელის, პეტრე პირველის შობისა და სხვა საკითხთა შესახებ"), სადაც იუწყება, რომ სიმეონ პოლოცკი და დიმიტრი როსტოველი ადგენდნენ . . პროგნოსტიკოსებს ანუ ჰოროსკოპებს. კერძოდ, კრეკშინი წერს:
 
"Предреченный Ростовский таковое ж описание о зачатии и рождении Государя Царевича и его деяниях в жизни своей подать не дерзнул, но по смерти его Преосвященства, тогда оной прогностик найден, оной с Полоцким во всем сходен, токмо в скобках прибавлено: торжествуйте и вы, стены Царя града, яко днесь зачася начало спасения вашего, и ино предвозвещание о сем Великом Государе Императоре".
 
ამას ადასტურებს სხვა ისტორიკოსიც, კერძოდ, - ივან ივანეს ძე გოლიკოვი, რომელიც უთითებს, რომ პეტრეს შობისთვის სიმეონ პოლოცკიმ შეადგინა ჰოროსკოპი, რომელიც მისი (სიმეონის) სიკვდილის შემდეგ იპოვნეს მის დოკუმენტებში, ასევე დიმიტრი როსტოველის თხზულებებში" (Голиков И.И. Деяния Петра Великого, мудрого преобразователя России. Ч.1. М., 1788. С.132-133.).


 
პეტრე პირველის ჰოროსკოპი
 
საინტერესოა . როსტოველის მონოლოგი ("Любопытство звездочетца") მისი თხზულებიდან "Рождественская драмa" (ეს დრამა 1702 წელს დაუდგამთ ეპარქიალურ სკოლაშიც), რომელიც გვიყვება ახალ ვარსკვლავზე, რომელმაც გვამცნო შობა ქრისტესი:
 
Вем o моем искустве, им же не хвалюся:
место содий, звезд рещи не мало сумнюся.
Полудня круг на месте зовом анстаритос,
блюдет своего места полунощный вритос;
Овен станет на восток, солнце в онь вселится
и течение начнет, Юнец удалится.
Близнята, Рак, Лев, Дева попудне обыймут,
Вес, Скорпий, Стрелец, Козлиц полунощчи приймут.
Скудель, Воду лиющи, к сим же прилучится,
Двойство Рыб водолюбных при нем ся явится.
Поллюкс стоит, Кастору светла отделяющ,
блещит от него Кастор светло заимающ,
Звезда морска, навклером являюща пути,
Ценозура не может с места ся двигнути.
Вижду же в своем чину дождевныи пады,
являющии сущу такожде Плеады.
Сих быти неразлучных аз да созерцаю,
имена их подробну сице нарицаю.
Сия по седми на два разделенныи чины,
являющии сушу и дожда пучины:
Пасифо, Пифо, Тихе, Евдор, Амвросиа,
Коронис и Плексаврис — дождевны суть сия;
Електра, Алкиона, Мая, Астеропе,
Келена, Танесета, Инеиста, Меропе,—
Сиа вторы седмица сущу изъявляет;
всех звезд мой ум течений, чин и силу знает.
(Под ред. О. А. Державиной. Ранняя русская драматургия. XVII — первая половина XVIII в. М., 1972, с. 238—239).
 
საგულისხმოა აგრეთვე ის, რომ . როსტოველი იყო სიზმართმორწმუნეც და ზოგიერთი წმინდანის ცხოვრების აღწერის დროს ხელმძღვანელობდა მის მიერ ნანახი სიზმრებით. თუ ვინმეს დააინტერესებს შეგვიძლია მოვიტანოთ ეს ტექსტებიც. ამჯერად კი თავს შევიკავებთ, რადგან ეს ძალიან გაზრდის ჩვენი პოსტის ზომას.
 
bekas (ძველმართლმადიდებელი. ციტატა): "იცით თუ არა, რომ კათალიკოსმა ანტონ პირველმა რუსული საღვთისმსახურებო წიგნების მიხედვით გადააკეთა ყველა ქართული სალიტურგიკო წიგნი და ამ წიგნებს ხმარობთ თქვენ ახლა? ვისი პრაქტიკის მიხედვით გადააკეთა ანტონმა ეს წიგნები და რა საჭირო იყო მათი გადაკეთება?"
 
ეგ ის ანტონ კათალიკოსი არაა კათოლიკობა რო დასწამეს? კათოლიკეობა და რუსეთუმეობა როგორ გავაერთიანოთ ერთად?
 
 
ძველმართლმადიდებელი: ანტონ კათალიკოსი ნიჭიერი იყო, biggrin.gif მან გააერთიანა!... ფარული იეზუიტიც იყო და რუსეთუმეც... smile.gif
 
 
Iona (ციტატა: "განსხვავებები არსებობს თვით ტექსტებში"):
 
და რა განსხვავებაა ასეთი? ისე დილის ლოცვებშიც არის ცვლილებები, ახალ ლოცვანებში ზოგი ლოცვა ამოღებულია რატომღაც. ამაზე ხომ არ იცით რამე ?
   
 
ძველმართლმადიდებელი: განსხვავებები მრავლადაა. ზოგან სიტყვაა ამოღებული, ზოგან, პირიქით, ჩასმული, რითაც იცვლება ლოცვის შინაარსი. ზოგან, წერტილ-მძიმესაც კი აქვს მნიშვნელობა. ეს ყოველივე მიმოწვლილვითი კვლევის საგანია და იმედია ანტონ კათალიკოსის მიერ გაფუჭებული ქართული სალიტურგიკო ტექსტები გასწორდება. ამასწინათ კანონისტმა მითხრა, რომ საპატრიარქოში უკვე არსებობს კომისია, რომელმაც უნდა აღადგინოს ძველქართული ლიტურგიკული ტექსტები. თუ ეს მიზანი მიღწეულ იქნა, უნდა ჩავთვალოთ, რომ გაკეთდება საშვილიშვილო საქმე, რომელიც მთელ საქართველოს წაადგება.
 
(ციტატა): "ისე დილის ლოცვებშიც არის ცვლილებები, ახალ ლოცვანებში ზოგი ლოცვა ამოღებულია რატომღაც.ამაზე ხომ არ იცით რამე?"
 
ასეთ ცვლილებებზე უკვე ვთქვი. რაც შეეხება თქვენს მიერ მითითებულ ლინკს, სადაც დილის ლოცვებიდან ამოღებულია ლოცვა აგარიანელთა წინააღმდეგ, ვერაფერს გეტყვით. საერთოდ არც ვიცი დილის ლოცვაში რა უნდა აგარიანელთა საწინააღმდეგო ლოცვას. რომ გვამცნებდეთ ლოცვის ტექსტს, საიდანაც ამოღებულია ეს ადგილი უფრო გარკვევით შეგვეძლებოდა ლაპარაკი. საზოგადოდ კი ძველმართლმადიდებელთა საშინაო ლოცვებში, ასეთი სიტყვები არ მოიპოვება.
 
ასეთი ლოცვა, როგორც მახსოვს არც საეკლესიო ლოცვებშია (ვგულისხმობ: მწუხრიდან მოყოლებული ცისკრის ლოცვებითა და ჯამნებით დამთავრებული). რაც შეეხება "მართლმადიდებელთა "რქის" გაძლიერებას, ასეთი ლოცვა არსებობს ცისკრის ლოცვებში, უფრო სწორედ ლიტურგიის ბოლოს. ეს არის ლოცვა ჯვრისადმი (ჯვრის სადიდებელი), სადაც ეკლესიაში მდგომი მორწმუნე ერი ჯვარს ადიდებს. იქ ჩამოთვლილია ის წყალობა, რომელიც ჯვრით მოგვენიჭა: სასოება, სიხარული, სუპოსტატთა შეკვრა და ა. შ.
 
აქვე უნდა აღვნიშნო, რომ ძველი, საეკლესიო გადმოცემის მიხედვით, საშინაო (კელიურ) ლოცვებში ნებადართულია სხვადასხვა ლოცვების ჩამატება, ასევე საკუთარი სიტყვებით ლოცვა (განსაკუთრებით კანონიკური ლოცვების დამთავრების შემდეგ). შესაძლოა თქვენს მიერ ნაყიდი წიგნი განკუთვნილი იყო საშინაო ლოცვისთვის და მისმა შემდგენელმა თვითნებურად ჩასვა მასში ლოცვა აგარიანელთა წინააღმდეგ.
 
მოკლედ, შინ შეგიძლიათ ილოცოთ თქვენი სურვილის მიხედვით (თუმცა გარკვეული სისტემა მაინც უნდა დაიცვათ. მაგალითად, სასურველია ლოცვების კანონიკური დაწყება და დასრულება განტევებებითურთ. იხ. მითითებულ ლინკზე). ოღონდ ეს არ შეიძლება ეკლესიაში, სადაც ყველაფერი მკაცრად, წეს-განგების მიხედვით სრულდება.
2
oldorthodox@gmail.com
საქართველოს
ძველმართლმადიდებლური
ეკლესია

ოფიციალური საიტი
Назад к содержимому