საღვთისმეტყველო დისპუტი ფორუმ www.church.ge-ზე
ძველმართლმადიდებლებსა და გაბატონებული ეკლესიის მიმდევრებს შორის
დიალოგი ძველმართლმადიდებლობაზე
"როცა უსჯულოს ვეტყვი: სიკვდილით მოკვდები-მეთქი, შენ კი არ გააფრთხილებ მას და არაფერს ეტყვი უსჯულოს ბოროტი გზიდან ჩამოსაშორებლად, რომ გადარჩეს, მოკვდება უსჯულო იგი თავის უკეთურებაში და მის სისხლს შენ მოგკითხავ.
ხოლო თუ შენ გააფრთხილებ უსჯულოს და არ მოიქცევა თავისი უსჯულოებისაგან და ბოროტი გზიდან, თავის უსჯულოებაში მოკვდება, შენ კი გადარჩენილი გყავს შენი თავი".
ხოლო თუ შენ გააფრთხილებ უსჯულოს და არ მოიქცევა თავისი უსჯულოებისაგან და ბოროტი გზიდან, თავის უსჯულოებაში მოკვდება, შენ კი გადარჩენილი გყავს შენი თავი".
ეზეკიელი 3:18-
ამ რამოდენიმე ხნის წინათ, ინტერნეტში, ვებ-ფორუმების მეშვეობით გაიმართა დისპუტი ძველმართლმადიდებელ ქრისტეანებსა და ოფიციალური ეკლესიის წევრებს შორის. ძველმართლმადიდებელთა მხრიდან დისპუტში მონაწილეობის მიზანი იყო სწორი და მართებული ინფორმაციის მიწოდება, როგორც ძველმართლმადიდებლობაზე (ზოგადად), ასევე კონკრეტულ საეკლესიო საკითხებზეც.
როგორც მოსალოდნელი იყო, ჩვენს ამ მცდელობას ობიექტურად განგვემარტა მთელი რიგი სადავო საკითხები ოფიციალურ, ე. წ. "მართლმადიდებელ" ეკლესიასა და ძველმართლმადიდებელთა შორის, მოჰყვა საკმაოდ მძაფრი რეაქცია გაბატონებული ეკლესიის ადეპტთა მხრიდან. დისპუტის პროცესში გამოიკვეთა საეკლესიო ფორუმების საერთო სტრატეგია, - ყოველგვარი საშუალებით ობსტრუქცია მოუწყონ იმ პირებს, რომლებიც ცდილობენ ამხილონ ოფიციალურ ეკლესიაში არსებულ დარღვევები და გადახრები.
იმისათვის, რათა ფართო საზოგადოებისთვის მისაწვდომი ყოფილიყო სხვადასხვა ფორუმში გამართული პოლემიკის მთელი შინაარსი და დახატულიყო ის სურათი, რაც ამ ფორუმებზე გამართული დისპუტით გამოიკვეთა, ჩვენი საიტის ადმინისტრაციამ გადაწყვიტა თავი მოეყარა ყველა ამ მასალისთვის და თემატური სახით შეეთავაზებინა ობიექტური მკითხველისთვის, რათა მან თავად განსაჯოს ვინ ვინ არის და რას ესწრაფვის.
დისპუტი ძირითადად წარმოებდა ფორუმებზე: www.church.ge; www.forum.archangels.ge და www.iveria-tv.ge/forum
ფორუმში, ძველმართლმადიდებელთა მხრიდან, მონაწილეობდა ორი პიროვნება: "ძველმართლმადიდებელი" (ფორუმზე chruc. ge) (ხოლო ფორუმებზე: forum.archangels.ge და iveria.tv.ge "odlbeliever"-ის ფსევდონიმით) და "Netvorc"-ი.
ოფიციალური ეკლესიის მხარდამჭერთა მხრიდან კი ძველმართლმადიდებელთა წინააღმდეგ გამოდიოდა მრავალი ადამიანი, რომელთა ნიკებს (ფსევდონიმებს) მკითხველი იხილავს თვით დისპუტის მასალებში, სადაც ფრჩხილებში მითითებულია ის ფორუმი, სადაც გაიმართა კონკრეტული დიალოგი და რომელშიც მონაწილეობდა კონკრეტული ფსევდონიმით გამომავალი ძველმართლმადიდებელთა ესა თუ ის ოპონენტი.
ოპონენტთა სტილსა და ლექსიკას ვტოვებთ ხელუხლებლად, ხოლო ჩვენი მხრიდან მონაწილეთა ტექსტებში შეგვაქვს უმნიშვნელო შესწორებები, რომლებიც არ არღვევენ დისპუტის შინაარსს. ძირითადად ტექსტები დავტოვეთ უცვლელად და არ მოვაცილეთ მას იმ დაძაბული ტონი, რომელიც ხშირად გააჩნდათ მოპაექრე მხარეებს, რათა მკითხველმა მთელი სიმძაფრით შეიგრძნოს მოცემულ საკითხებზე მოდავეთა განწყობა, განსახილველი საკითხებისადმი მიმართება და ის კრიტერიუმები, რითაც ისინი საკითხთა განხილვისას სარგებლობდნენ. ტექსტების განხილვისას მკითხველს ვთხოვთ გაითვალისწინოს, რომ დიალოგები ხშირად სწარმოებდა ონლაინ რეჟიმში, მოუმზადებლად, რის გამოც ორივე მხრიდან ბევრია გრამატიკული შეცდომები.
ცხადია, დისპუტები ინტერნეტ სივრცესა თუ პირდაპირ შეხვედრებზე, შესაძლოა მომავალშიც გაიმართოს, მაგრამ, ვფიქრობთ, რომ მომავალი დისპუტებისთვის ამ დიალოგებმა უკვე ჩაყარეს საფუძველი. არის თუ არა შესაძლებელი საუბრის გაგრძელება ამ ორ მხარეს შორის ამას მომავალი გვიჩვენებს. იმედს ვიტოვებთ, რომ ეს პირველი ეტაპი, რომელიც საკმაოდ დაძაბულად წარიმართა, გარკვეულწილად საფუძველს ჩაუყრის უფრო კონსტრუქციულ და მშვიდ დიალოგს.
დიალოგის მასალები საკმაოდ ვრცელია (აქ თანამიმდევრობით და თემატური შეთავსებით არის განთავსებული ზემოთდასახელებულ სამ ფორუმზე გამართული პოლემიკა), ამიტომაც, მკითხველს რომ გაუადვილდეს მხარეების ამოცნობა, შავი ფერის შრიფტით განვათავსეთ ძველმართლმადიდებელთა პასუხები, მოცისფრო შრიფტით ჩვენი ოპონენტების შრიფტი, ხოლო მოწითალო შრიფტით ის ციტატებია აღნიშნული, რომელთაც თავიანთ პასუხებში იყენებდნენ პოლემისტები.
როგორც მოსალოდნელი იყო, ჩვენს ამ მცდელობას ობიექტურად განგვემარტა მთელი რიგი სადავო საკითხები ოფიციალურ, ე. წ. "მართლმადიდებელ" ეკლესიასა და ძველმართლმადიდებელთა შორის, მოჰყვა საკმაოდ მძაფრი რეაქცია გაბატონებული ეკლესიის ადეპტთა მხრიდან. დისპუტის პროცესში გამოიკვეთა საეკლესიო ფორუმების საერთო სტრატეგია, -
იმისათვის, რათა ფართო საზოგადოებისთვის მისაწვდომი ყოფილიყო სხვადასხვა ფორუმში გამართული პოლემიკის მთელი შინაარსი და დახატულიყო ის სურათი, რაც ამ ფორუმებზე გამართული დისპუტით გამოიკვეთა, ჩვენი საიტის ადმინისტრაციამ გადაწყვიტა თავი მოეყარა ყველა ამ მასალისთვის და თემატური სახით შეეთავაზებინა ობიექტური მკითხველისთვის, რათა მან თავად განსაჯოს ვინ ვინ არის და რას ესწრაფვის.
დისპუტი ძირითადად წარმოებდა ფორუმებზე: www.church.ge; www.forum.archangels.ge და www.iveria-
ფორუმში, ძველმართლმადიდებელთა მხრიდან, მონაწილეობდა ორი პიროვნება: "ძველმართლმადიდებელი" (ფორუმზე chruc. ge) (ხოლო ფორუმებზე: forum.archangels.ge და iveria.tv.ge "odlbeliever"-
ოფიციალური ეკლესიის მხარდამჭერთა მხრიდან კი ძველმართლმადიდებელთა წინააღმდეგ გამოდიოდა მრავალი ადამიანი, რომელთა ნიკებს (ფსევდონიმებს) მკითხველი იხილავს თვით დისპუტის მასალებში, სადაც ფრჩხილებში მითითებულია ის ფორუმი, სადაც გაიმართა კონკრეტული დიალოგი და რომელშიც მონაწილეობდა კონკრეტული ფსევდონიმით გამომავალი ძველმართლმადიდებელთა ესა თუ ის ოპონენტი.
ოპონენტთა სტილსა და ლექსიკას ვტოვებთ ხელუხლებლად, ხოლო ჩვენი მხრიდან მონაწილეთა ტექსტებში შეგვაქვს უმნიშვნელო შესწორებები, რომლებიც არ არღვევენ დისპუტის შინაარსს. ძირითადად ტექსტები დავტოვეთ უცვლელად და არ მოვაცილეთ მას იმ დაძაბული ტონი, რომელიც ხშირად გააჩნდათ მოპაექრე მხარეებს, რათა მკითხველმა მთელი სიმძაფრით შეიგრძნოს მოცემულ საკითხებზე მოდავეთა განწყობა, განსახილველი საკითხებისადმი მიმართება და ის კრიტერიუმები, რითაც ისინი საკითხთა განხილვისას სარგებლობდნენ. ტექსტების განხილვისას მკითხველს ვთხოვთ გაითვალისწინოს, რომ დიალოგები ხშირად სწარმოებდა ონლაინ რეჟიმში, მოუმზადებლად, რის გამოც ორივე მხრიდან ბევრია გრამატიკული შეცდომები.
ცხადია, დისპუტები ინტერნეტ სივრცესა თუ პირდაპირ შეხვედრებზე, შესაძლოა მომავალშიც გაიმართოს, მაგრამ, ვფიქრობთ, რომ მომავალი დისპუტებისთვის ამ დიალოგებმა უკვე ჩაყარეს საფუძველი. არის თუ არა შესაძლებელი საუბრის გაგრძელება ამ ორ მხარეს შორის ამას მომავალი გვიჩვენებს. იმედს ვიტოვებთ, რომ ეს პირველი ეტაპი, რომელიც საკმაოდ დაძაბულად წარიმართა, გარკვეულწილად საფუძველს ჩაუყრის უფრო კონსტრუქციულ და მშვიდ დიალოგს.
დიალოგის მასალები საკმაოდ ვრცელია (აქ თანამიმდევრობით და თემატური შეთავსებით არის განთავსებული ზემოთდასახელებულ სამ ფორუმზე გამართული პოლემიკა), ამიტომაც, მკითხველს რომ გაუადვილდეს მხარეების ამოცნობა, შავი ფერის შრიფტით განვათავსეთ ძველმართლმადიდებელთა პასუხები, მოცისფრო შრიფტით ჩვენი ოპონენტების შრიფტი, ხოლო მოწითალო შრიფტით ის ციტატებია აღნიშნული, რომელთაც თავიანთ პასუხებში იყენებდნენ პოლემისტები.
ძველმართლმადიდებელი
ფ. ე. მელნიკოვი
გზააბნეული ღვთისმეტყველება
(ნაწყვეტები წიგნიდან)
წინათქმა
ფ. ე. მელნიკოვის "გზააბნეული ღვთისმეტყველება" მიმართულია ნიკონის რეფორმის შემდეგ მოღვაწე გაბატონებული ეკლესიის "მართლმადიდებლობისა" და მის ღვთისმეტყველთა სამხილებლად. წიგნის ავტორი ამსხვრევს ძველმოწესეობაზე, როგორც ვითომცდა წესთმორწმუნეობაზე არსებულ სტერეოტიპს და ამტკიცებს, რომ "გაბატონებულ ეკლესიას არ გააჩნია ერთიანი ჭეშმარიტი სწავლება არც ერთ საეკლესიო საიდუმლოზე, არც ეკლესიაზე, არც ღმრთის ძეზე და არც ყოვლადწმიდა ღვთისმშობელზე". ავტორი ამტკიცებს, რომ ნიკონიანური "მართლმადიდებლობის" ღვთისმეტყველება, რომელიც კათოლიციზმისა და პროტესტანტიზმის ზეგავლენის ქვეშ აღმოჩნდა, წარმოადგენს "ყველაზე მრავალფეროვან წინააღმდეგობათა, შეხედულებათა, ცთომილებათა და აშკარად მწვალებლურ სწავლებათა ნარევვს".
ფ. ე. მელნიკოვი ამტკიცებს, რომ ძველმოწესეობასა და გაბატონებულ ეკლესიას შორის არსებობს ღრმა უთანხმოება ძირითად საეკლესიო დოგმატებშიც, და ამას ამტკიცებს ნიკონიანელთა საღვთისმეტყველო და პოლემიკური წიგნებიდან. მელნიკოვის შრომა საკმაოდ არგუმენტირებული და სრულია და მისი მტკიცებულებების უარყოფა შეუძლებელია. წიგნი გამოცემულია 1911 წლის 20 ივნისს, 1912 წელს ხელისუფლებამ ის დააპატიმრა, ხოლო ავტორი და გამომცემელი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა.
"არ არის მივიწყებული მელნიკოვის წიგნი დღესაც. არცთუ დიდი ხნის წინათ, მოსკოვის სასულიერო აკადემიის კურსდამთავრებულებს მელნიკოვის წიგნს სთავაზობდნენ სადიპლომო ნაშრომის ობიექტად, მაგრამ ფ. ე. მელნიკოვის ოპონირებას დღემდე ვერავინ ბედავს" (Старообрядчество. Лица, события, предметы и символы. Опыт энциклопедического словаря. Москва. 1996 г. стр. 50).
იქნებ თქვენ გაბედოთ ეს თბილისის სასულიერო აკადემიის კურსდამთავრებულებო, მომავალო "მღვდელმსახურებო" და "ღვთისმეტყველებო".
თავი I
ლათინური და პროტესტანტული საწყისები
ლათინური და პროტესტანტული საწყისები
გადმოკოპირებულია საიტიდან: www.oldorthodox.ge
გაბატონებული ეკლესიის მთელი ღვთისმეტყველება, მისი სისტემა, მიმართულება და სულისკვეთება გაჟღენთილია ლათინიზმით, პროტესტანტიზმით და ათეიზმითაც კი, და საკუთარი პოზიციებიდან კი არ დავიწყებთ ამის მტკიცებას, არამედ ახალმოწესეთა ეკლესიის ღვთისმეტყველთა დახმარებით. მათ ხომ უკეთ უწყიან თავიანთი ღვთისმეტყველების ფასი, რომელიც ამ შემთხვევაში გარეშე პირთა შეხედულებებზე უფრო ღირებულია.
"ჩვენს საღვთისმეტყველო აზროვნებას, - ბრძანებს აკადემიური ჟურნალი "Церковный вестник" - დიდი ხანია ადანაშაულებენ იმაში, რომ ის, ოქროს შუალედის ძიებაში, ქანქარასავით ქანაობს კათოლიციზმსა და პროტესტანტიზმს შორის და მასში მართლაცდა შეიმჩნევა ეს ქანაობა; თუმც ჯეროვანია აღინიშნოს, რომ ამ ბოლო 50 წლის განმავლობაში კათოლიკურმა ტენდენციებმა ბევრად გადააჭარბა პროტესტანტულს, რასაც სულიერი სკოლის ძველებურმა კათოლიკურმა საფუარმაც შეუწყო ხელი. სადღეისოდ ჩვენ გვყვანან ღვთისმეტყველები, რომლებიც ატარებენ საეკლესიო იერარქიულ ხარისხებს და რომლებიც საფუარისა და აზროვნების მიხედვით პაპისტები უფრო არიან, ვიდრე მართლმადიდებლები. ბოლო ათწლეულებში საეკლესიო - ადმინისტრაციულ და სასკოლო ცხოვრებაში კათოლიკურმა საფუარმა თავი იჩინა ყველაზე უფრო უშნო ფორმებით, - განსაკუთრებით რელიგიური ნიჰილიზმის სახით, რომელიც ესოდენ დამაჯერებლად აღწერა დოსტოევსკიმ პოემაში "Великий инквизитор" ("Церковный вестник", 1907 г., № 27).
გაბატონებული ეკლესია უკანასკნელ ათწლეულებში კი არ გაერეტიკულებულა ლათინობით, არამედ 200 წელზე მეტია, რაც მოკლებულია მართლმადიდებლობის სიწმიდეს. თუმცა, უფრო სწორი იქნებოდა, გვეთქვა, რომ ის არც არასოდეს ყოფილა მართლმადიდებლური. განა შესაძლებელია ჩვენი, ძველრუსული ღვთისმეტყველება, რომელიც დაცულია მხოლოდ ძველმართლმადიდებლობაში, მივიჩნიოთ ნიკონისა და პეტრე I-ის მიერ შექმნილი ახალი ეკლესიის კუთვნილებად, რომელმაც ძველ რუსულ ღვთისმოსაობასთან და საყოველთაო მართლმადიდებლობასთან ყოველგვარი შინაგანი, სულიერი და ისტორიული კავშირი გაწყვიტა.
"ჩვენ დაგვავიწყდა, - გულახდილად აღიარებს გაბატონებული ეკლესიის ერთ-ერთი რჩეული მღვდელმთავარი, ხარკოვის არქიეპისკოპოსი ამბროსი, - რომ უნდა ვიყოთ არა მხოლოდ ქრისტეანი, არამედ მართლმადიდებელი ერიც. კაცობრიობის ისტორიის წინაშე ვერავითარი მჭევრმეტყველება ვერ გაამართლებს ქრისტეანი ერის მიქცევას წარმართობისკენ; ხოლო მართლმადიდებლურ შეხედულებათა დაკარგვა ნიშნავს, დაკარგო ჭეშმარიტად ქრისტეანული შეხედულებები.
პეტრემდელმა (იგულისხმება პეტრე I - მთარგმნ.) ჩვენმა წინაპრებმა პაპის თავდასხმებისა და კათოლიციზმის მონობისგან კი გვიხსნეს, მაგრამ პეტრეს შემდეგ ვერ დავიცავით თავი პროტესტანტიზმისგან, რომელმაც ქრისტეანულ სამყაროში გონების ზღვარდაუდებელი თარეში დაამკვიდრა და ამასთანავე წარმართულ შეხედულებებსა და ჩვეულებებსაც გაუღო კარი".
არქიეპისკოპოსმა ამბროსიმ აქ მკაფიოდ განასხვავა ახალი მართლმადიდებლობა ძველისგან. მას მართებდა ყოფილიყო უფრო პირდაპირი. ამჟამინდელი "ღვთისმეტყველებისა" და "მართლმადიდებლების" წინაპრებმა დაკარგეს პეტრემდელი პერიოდის სარწმუნოების სიწმინდე. თუმცა სიწმინდე მათმა გალათინებულმა სარწმუნოებამ დაკარგა ჯერ კიდევ ნიკონის რეფორმებიდანვე, ხოლო ჩვენს (ე. ი., ძველმორწმუნეთა) წინაპრებს არასოდეს გადაუხვევიათ ჭეშმარიტი მართლმადიდებლობიდან და ძველი ღვთისმოსაობა გადმოგვცეს შეურყვნელი სიწმიდით.
გაბატონებულ ეკლესიაში, - ნათქვამია ეპისკოპოს ევდოკომეს წიგნში: "На заре церковной жизни" - "მოგვიწევს მძიმე სამუშაოს ჩატარება თუნდაც, მაგალითად, ჩვენი შეკრული საღვთისმეტყველო აზროვნების გასათავისუფლებლად. ის ხომ ასწლეულების განმავლობაში იყო ლათინთა ტყვეობაში. როგორი სამუშაოს ჩატარება მოგვიწევს, როგორი ძალისხმევა დაგვჭირდება იმისათვის, რათა გავათავისუფლოთ რომს ჩახუტებული ჩვენი ღვთისმეტყველება. ეს "ჩახუტება" ფიზიკურ ტყვეობაზე უარესი თუ არა, უკეთესი არაფრით არ არის" (გვ. 29).
ცნობილი გამოცემის "Миссионерское обозрение"-ს რედაქტორი, მმართველი სინოდის ობერ-პროკურორთან არსებულ განსაკუთრებულ დავალებათა მოხელე და ამჟამინდელ მისიონერთა სულისჩამგმელი გ. სკვორცოვი, აღიარებს, რომ გაბატონებული ეკლესიის ღვთისმეტყველება ნამდვილად საჭიროებს ლათინური საფუარისგან განწმენდას: "ჩვენი საეკლესიო ორგანიზმი რომ დაავადებულია, - წერს სკვორცოვი, - ამას მე არ უარვყოფ. მაგრამ ამ დაავადების განსაკურნავად აუცილებელია სამღვდელოთა და ერისკაცთა ერთობლივი მუშაობა. ჩვენ, ერისკაცნი, მაგალითად, სამრევლო ცხოვრებით არ ვცხოვრობთ; ჩვენი ღვთისმეტყველება გაჟღენთილია ლათინური საწყისებით. საეკლესიო ცხოვრების მრავალი მხარე უცხოა ქრისტეანობისთვის" ("Записки религиозно-философских собраний", стр. 87).
200 წელი - ეს ხომ რამდენიმე თაობაა. ამ ხანგრძლივი დროის განმავლობაში თავისუფლად იყო შესაძლებელი განწმენდა ყოველგვარი მწიკვლისა და ცთომილებისგან, მაგრამ, მსგავსი არაფერი ხდება სინოდალურ ეკლესიაში. არ სურთ აქ მწვალებლობის ტყვეობისგან გათავისუფლება. პირიქით, რაც უფრო ვშორდებით წარსულ წლებს, მით უფრო "მშვენდება" გაბატონებული "მართლმადიდებლობა" ლათინური, პროტესტანტული და, უბრალოდ, წარმართული ფერებით.
სინოდალური ეკლესიის საღვთისმეტყველო სკოლა, - ბრძანებს ცნობილი სლავიანოფილი ი. თ. სამარინი, - ეკლესიის მყარი მატერიკიდან გადაიხარა და გადავიდა იმ მყიფე და ძირგამომპალ ნიადაგზე, რომელშიც შეიტყუეს ის დასავლელმა ღვთისმეტყველებმა. აქ, მტრულად განწყობილი ლათინიზმისა და პროტესტანტიზმის ორ ცეცხლს შუა მოქცეული, შემომტევთა მოსაგერიებლად იძულებული გახდა, მიემართა უკვე მზა იარაღისთვის, რომელიც დიდი ხანია აპრობირებული აქვთ ლათინობასა და პროტესტანტიზმს ურთიერთსაწინააღმდეგო დაპირისპირებაში. და აი, ნაბიჯ-ნაბიჯ, ლათინურ-პროტესტანტულ ანტინომიებში გახვეული მართლმადიდებლური სკოლა საბოლოოდ თვითონაც გაორდა. მასში ჩამოყალიბდა ორი სკოლა: ანტილათინური და ანტიპროტესტანტული; მართლმადიდებლური კი თითქოსდა ჩაკვდა" (Полное собрание соч. А. С. Хомякова, т. 2, стр. 23).
"თავშივე დაშვებული შეცდომა, - აგრძელებს სამარინი, - რომელიც სხვა ნიადაგზე გადანერგვამ გამოიწვია, აისახა სამ უცილობელ შედეგში: პირველი, ანტილათინურმა სკოლამ მიიღო პროტესტანტული საფუარი, ანტიპროტესტანტულმა კი ლათინური; მეორე: ამ ვითარებამ, თავის მხრივ, გამოიწვია ის, რომ თითოეული სკოლის მიერ მის მოწინააღმდეგეზე მოპოვებული წარმატება აზიანებდა სხვა სკოლას და აძლევდა იარაღს იმ მტერს, რომელსაც ის უპირისპირდებოდა. და ბოლოს, მესამე და ყველაზე მნიშვნელოვანი: დასავლურმა რაციონალიზმმა გამოჟონა მართლმადიდებლურ სკოლაში და რაციონალისტურ ახსნა-განმარტებათა და მტკიცებულებათა ფორმით დარჩა მასში, როგორც საწმუნოებრივი დოგმატების სამეცნიერო გამართლება" (გვ. 23).
1910 წლის "მისიონერულ მიმოხილვაში" დაიბეჭდა ცნობილი პროფესორ-პროტოპრესვიტერის, პ. სვეტლოვის "დღიური". ჯერ კიდევ აკადემიის სტუდენტად ყოფნის პერიოდში, სვეტლოვი თავის "დღიურში" იწერდა იმ შთაბეჭდილებებს, რაც მას აკადემიურ ლექციათა მოსმენის შემდეგ რჩებოდა.
"საგულისხმოა ბ-ნ ვ…- ის ორი ლექცია წმ. წერილზე, ხუთწიგნეულის ისტორიული შთამომავლობის შესახებ, - ვკითხულობთ სვეტლოვის "დღიურში". - XVII საუკუნემდე ძველ იუდაიზმსა და მთელ ქრისტეანობაში არსებობდა მტკიცე აზრი, რომ ხუთწიგნეული მოსეს დაწერილია, თუ არ ჩავთვლით მეორე რჯულის ბოლო მუხლებს, სადაც მისი სიკვდილის შესახებ არის საუბარი და რომელიც, ეკლესიის აზრით, იესუ ნავეს ძის შედგენილი უნდა იყოს. მაგრამ XVII საუკუნიდან დასავლეთში ჩნდება აზრი, რომლის მიხედვითაც ხუთწიგნეულის ავტორად ცხადდება არა მოსე, არამედ უფრო გვიანდელი უცნობი ავტორი. ამის საჩვენებლად მოიტანა ოცამდე ყველაზე მრავალგვაროვანი და სულელური შეხედულება და როგორც იტყვიან, "გაუტია და გაუტია!.."
ეს ნატურალური კრიტიკაა, მაგრამ ფიქრობთ - საკუთარი? არა, კვლავაც დასავლური. საქმე ამით დასრულდა… დიახ,… იყოო, ამბობს, შეხედულება… მაგრამ ეს შეხედულება განა დღესაც არ არის? განა მართლმადიდებლური ეკლესია არ არსებობს? აი, რა დაივიწყა… შეიძლება ქაღალდზე ისე არ ჩანს, რომ დაივიწყა, მაგრამ, მისთვის რომ შეგეხედათ, როდესაც ამას ჰყვებოდა, უცილობლივ მიხვდებოდით, რომ დაივიწყა. დარწმუნებული ვარ, რომ ის სრულებითაც არ ფიქრობს ეკლესიაზე. ეს არის უნიადაგო, უფესვებო კაცი. როგორც სიზმარში, გრძნობს, რაღაც რომ უნდა დაიცვას და იცავს კიდევაც, მაგრამ ეს ყველაფერი ხდება უცხო ნიადაგზე. ხოლო რაც შეეხება კრიტიკას, უნდა ნახოთ როგორ ახარებთ ის ჩვენს ღვთისმეტყველებს! აქ ხომ შეიძლება გამოიყენო გერმანული წიგნები… განა ეს საქმეა?! არ ვიცი, როგორ გამოვთქვა, მაგრამ ვგრძნობ სიმართლეს: ბ-ნი ვ-ი სულისკვეთებით პროტესტანტი ღვთისმეტყველია. იქაც ხომ რელიგიის ჭეშმარიტებას ინდივიდუალურიცნობიერებით იცავენ და არა ზოგადსაეკლესიო გულისხმისყოფით. და აი, გამოდის, რომ მოგვეწება ჩვენ ეს პროტესტანტული მანერა" (Миссионерское обозрение.1910, № 3, стр. 536).
პროტოპრესვიტერ სვეტლოვის ცნობით, მეორე აკადემიურ ლექტორს თავის ლექციებში საერთოდ ანტიქრისტეანული შეხედულებები მოჰყავს, მესამე უდიდეს ქრისტეანულ დღესასწაულებს უარყოფს. მას მოსდევენ მეოთხე, მეხუთე … და ყველა რაღაცაში ცდება, მიჰყვება რომელიმე მწვალებლურ შეხედულებას და თავისი არამართლმადიდებლური სარწმუნოებითა და იდეებით ზრდის თავის სტუდენტებს, სინოდალური ეკლესიის მომავალ მღვდელმსახურებს. საერთოდ კი "მართლმადიდებელი ღვთისმეტყველნი, - ასკვნის მათ შესახებ საკუთარი დაკვირვებით, გონებით, სულითა და გულით მათი შემფასებელი პროფესორ-პრესვიტერი სვეტლოვი, - ემონებიან გერმანელებს. მოიპარავენ ან გადააკეთებენ, ან კიდევ პირდაპირ გადმოიწერენ ხოლმე მათ შრომებს და მით სადოქტორო და სამაგისტრო დიპლომებს ღებულობენ (მაგ.: ეპ. მიხეილის "განმარტებითი სახარება" მცირეოდენი ცვლილებებით გადმოწერილია ერთი ფრანგული თხზულებიდან, რაც დაამტკიცა ჩვენმა პ.ი. გორსკიმ). დასავლელ ღვთისმეტყველებს სრული უფლება აქვთ, საეკლესიო მდგომარეობისა თუ ხარისხის შესაბამისად, წვრილმანი ან მსხვილმანი ქურდები გვიწოდონ" (იქვე. გვ. 537).
ჰოდა, რაღა გასაკვირია, გაბატონებული ეკლესიის ყველა საღვთისმეტყველო წიგნი ლათინური და პროტესტანტული ცთომილებებით რომ არის გადატენილი. აკადემიებში არ არსებობს არც დოგმატური და არც ზნეობრივი ერთობა ძველ, მართლმადიდებლურ ეკლესიასთან.
საეჭვოა, ვინმე შემოგვედაოს იმაში, - წერს ვ. სვენციცკი, - რომ სასულიერო სკოლა ქმნის ათეიზმის ყველაზე საზიზღარ სახეს და ეს სრულიად გასაგებია. საღვთისმეტყველო სწავლება მხოლოდ მაშინ შეიძლება იყოს ქმედითი და ცხოველმყოფელი, თუკი თვით მასწავლებელი იქნება ჭეშმარიტად რელიგიური. აქ არ შეიძლება მისაღებად ჩაითვალოს რაიმე სახის სიცრუე, უმცირესი ფარისევლობაც კი. მაგრამ როდესაც ათეისტი რელიგიური ცხოვრებისკენ მოგიწოდებთ, ამან შეიძლება ორმაგად გავნოთ. პროფესიულ სკოლებში ხომ მასწავლებლებად უმეტესწილად მიდიან სრულიად ურწმუნო ადამიანები და ასწავლიან სარწმუნოების საფუძვლებს, რამეთუ ეს მათ "პროგრამაში" შედის. ეს სკოლები ნამდვილად წამლავენ ადამიანთა სულებს" ("Лев Толстой и Вл. Соловьев", В Свенцицкого, стр. 4).
პეტერბურგის სასულიერო აკადემიის პროფესორი ნ. კ. ნიკოლსკი აღშფოთებული აცხადებდა: "ჩვენ (ე. ი., პროფესორებს) გვაიძულებდნენ, გვეთქვა (მეცნიერების სფეროში) არა ის, რაც, ჩვენი აზრით, ჭეშმარიტების ან ისტორიული ფაქტის შესაბამისია და რაშიც ღრმად ვართ დარწმუნებულნი, არამედ ის, რაც ამ გარდამავალი წუთისოფლის ვიწრო და შეზღუდული თვალსაწიერისთვის არის მისაღები. ეს კი, რა თქმა უნდა, ძირს სცემს საეკლესიო ღირსებასა და ავტორიტეტს.
თუკი თავს იმის უფლებას მივცემთ, რომ მიტროპოლიტ ფილარეტის ან მაკარის სახელმძღვანელოსგან მცირედ განსხვავებული რელიგიური შეხედულებები გვქონდეს, იმწამსვე (საკუთარ თვალშიც კი) ვოლტერიანელებად, ერეტიკოსებად, პროტესტანტებად და ნიჰილისტებად გადავიქცევით (ამის თვალსაჩინო დადასტურებად შეიძლება გამოდგეს ერთი მხრივ, მიტრ. ფილარეტ დროზდოვის მიერ მიტრ. ფილარეტ ჩერნიგოველისა და მეორე მხრივ, პროფ. სუბოტინის მიერ პროფ. ნ. ფ. კაპტერევის კრიტიკისა და დევნის ფაქტები). მრავალი ჩვენი იერარქის ოცნება, როგორც ჩანს, ის არის, რომ ყველანი, სრულყოფილი მამაკაცის ასაკს მიღწეულნი, ისევ ყრმებად გადააქციონ" (Никольский Н. К. К Вопросу о церковной реформе. Христианское чтение. 1906 г., ч. 1, стр. 190, 191, 200).
პროფ. ნიკოლსკისა და პროტოპრესვიტერ სვეტლოვის ზემოთმოტანილი სიტყვების თანახმად, სინოდალური ეკლესიის სასულიერო აკადემიებში არსებულა მასწავლებელთა ორი კატეგორია: ერთნი - არიან ლათინურ-პროტესტანტული ღვთისმეტყველების მონები, მეორენი კი მეცნიერებას რელიგიაზე მაღლა აყენებენ. თავიანთი რწმენით ისინი სრულიად უარყოფენ ქრისტეანობის ძირითად ჭეშმარიტებებს, მსახურებით კი ვალდებულნი არიან, ასწავლონ ის თავიანთ მსმენელთ. რა სიკეთე შეიძლება გამოვიდეს ამგვარი სკოლიდან? აქედან შეიძლება გამოვიდეს მხოლოდ ყველაზე საზიზღარი ათეიზმი, - სამართლიანად პასუხობს თავისსავე შეკითხვას ბ-ნი სვენციცკი.
უეჭველად და ერთხმად დადგენილია, რომ გაბატონებული ეკლესიის ღვთისმეტყველება როგორც თავისი სულითა და საზოგადო მიმართულებით, ასევე ცალკეულ პუნქტებში არამართლმადიდებლური და ათეისტურიც კია.
პროფ ა. პ. ლოპუხინი ამბობს: "როგორც კი გვიწევს იმის გარკვევა, როგორ მიმართებაში უნდა ვიყოთ რომაულ კათოლციზმთან და პროტესტანტიზმთან, იმწუთასვე იწყებს მერყეობას ჩვენი გონება და ჩვენი საღვთისმეტყველო აზროვნების ისტორიაც მეტყველებს, რომ ამ მიმართულებით ჯერაც ვერა ვართ თვითმყოფადნი და დამოუკიდებელნი, რაიც მართლმადიდბლობისთვის არის დამახასიათებელი. ცნობილია, რომ ჩვენ საღვთისმეტყველო აზროვნებაში გამუდმებით მოძრაობს ორი დინება, რომლებიც მართლმადიდებლობის კალაპოტიდან ზოგჯერ გადადიან მწვალებლურ მსოფლმხედველობაზე, თანაც ერთს აქვს პროტესტანტიზმის სახე, მეორეს კი რომაული კათოლიციზმისა. ეს არ არის ახალი მოვლენა. ის შესამჩნევად გამოიკვეთა იმ დროს, როდესაც დიდმა მეფე-გარდამქმნელმა საზოგადოებრივი და პოლიტიკური მიმართებით პირველად დაგვაახლოვა დასავლეთს. მისი ორი თანამებრძოლი, თეოფანე პროკოპოვიჩი და სტეფანე იავორსკი, ამ ორი მიმართულების წარმომადგენლებად მოგვევლინნენ და იმ დროიდან ეს გაორება გამუდმებით გვახსენებდა თავს, რა თქმა უნდა, უპირველეს ყოვლისა, საღვთისმეტყეველო აზროვნების სფეროში, მაგრამ ამავე დროს აისახებოდა მთელს ჩვენს საზოგადოებრივ აზროვნებასა და ცხოვრებაზე" (Лютарт. Апология христианства. Перевод профю А. П. Лопухина, стр. 671).
თეოფანე პროკოპოვიჩისა და სტეფანე იავორსკის დროებაზე დიდი ხნით ადრე ლათინური ზეგავლენის ქვეშ მოექცა დასავლეთ-რუსული ეკლესია. ჩვენი წინაპრები, რომლებიც აღუდგნენ ნიკონის რეფორმებს, სრულიად საფუძვლიანად ამხელდნენ ლათინობაში იმდროინდელ კიეველებსა და ბერძნებს, რომლებმაც "ახალი და უცნობი სარწმუნოების" დანერგვა რუსეთშიაც დაიწყეს.
"დასავლეთ რუსეთის ეკლესიამ, - წერს ი. ჩისტოვიჩი, - რომელიც იმყოფება რა გამუდმებულ კონტაქტში ლათინობასთან და ემორჩილება მის, როგორც გაბატონებული აღმსარებლობის, მომხიბლველ და უცილობელ ზეგავლენას, მიიღო ლათინური ეკლესიის ზოგიერთი შეხედულება, წესი და ჩვეულება. ლათინები და უნიატები, რომლებიც გამუდმებით საყვედურობენ მართლმადიდებლებს და უწოდებენ მათ სქიზმატებს, სწორედ პროტესტანტულ საწყისთა მიღებაში ადანაშაულებდნენ მათ. ამიტომაც, რათა ჩამოერეცხათ ეს მწიკვლი და მოესპოთ ყოველგვარი საბაბი საყვედურებისთვის, მართლმადიდებლები დაუახლოვდნენ ლათინებს, მოერგნენ მათ და თანდათანობით მათი ზეგავლენის ქვეშ აღმოჩნდნენ" (Чистович И. Очерки истории западно-русской церкви, ч. 2, стр. 348).
თავი II
სიმბოლურ წიგნთა ერეტიკულობა
სიმბოლურ წიგნთა ერეტიკულობა
ბერძნული ეკლესიის მიერ მიღებული და საყოველთაოდ ცნობილი "მართლმადიდებლური სარწმუნოების აღსარება", რომელიც შედგენილია მიტრ. პეტრე მოგილას მიერ და დაწესებულია "დასავლეთრუსეთის მართლმადიდებელ ქრისტეანთა სახელმძღვანელოდ, ლათინური ზეგავლენის ნიშნებს ატარებს" (Чистович И. Указ. соч., ч. 2, стр. 349). თუ რაში აისახა ეს ზეგავლენა - გამოიკვლია გაბატონებული ეკლესიის ახალგაზრდა ღვთისმეტყველმა მღვდელმონაზონ ტარასიმ. საგულისხმოა, რომ მისი ეს გამოკვლევა დიდი და მცირე რუსეთის ღვთისმეტყველებაზე ჟურნალმა "მისიონერულმა მიმოხილვამ" თავის მკითხველს შესთავაზა, როგორც უფასო დამატება. ცხადია, ამ ჟურნალის ხელმძღვანელობა სრულიად იზიარებს წიგნის "Великороссийское и малороссийское богословие XVI и XVII вв." ავტორის შეხედულებებსა და დასკვნებს, სხვაგვარად ისინი არ შესთავაზებდნენ მას თავიანთ ხელისმომწერთ ან, უკიდურეს შემთხვევაში, მაინც კრიტიკულ შენიშვნებს დაურთავდნენ.
ერთ-ერთმა საუკეთესო ჟურნალმა, რომლის რედაქტორები და გამომცემლები არიან გაბატონებული ეკლესიის ღვთისმეტყველები და მწერლები, 1909 წელს უფასო დამატების სახით მკითხველს შესთავაზა თავისი შინაარსით მეტად სასარგებლო აპოლოგეტური კრებული სახელწოდებით: "За веру против неверия" რომელიც მღვდელმონაზონ ტარასის მიერ მიტრ. პეტრე მოგილას "მართლმადიდებლურ აღმსარებლობაში" გადმოცემული გამოსყიდვის დოგმატის სწავლების გაკრიტიკებასთან დაკავშირებით ნათქვამია: "ამგვარი სწავლება, მართლმადიდებელ ღვთისმეტყველთა აზრით, ძველი ეკლესიისთვის უცნობია. როგორც ვიცით, ქრისტეს ასეთი სახე "კათოლიკურმა" დოგმატიკამ მიანიჭა: ადამიანმა შესცოდა. ამის გამო ის სიკვდილითა და წყევლით დაისაჯა ღმრთის სამართლიანი მსჯავრით. ადამიანი რომ სატანისაგან გამოესყიდა, ღმერთმა წარმოაგზავნა ძე თვისი და გადასცა ის ჯვარზე სიკვდილს. ეს სიკვდილი იყო არა ადამიანის სიკვდილი, არამედ ღმრთისა, ამიტომაც ის იყო საკმარისი და თვით ზედმეტი მსხვერპლიც კი, ყველა ადამიანის ცოდვათათვის გაღებული. მან ააცილა ადამიანს ღმრთის რისხვა, სწორედ მის გამო მოეხსნა ადამიანს ადამის პირველდაწყებითი ცოდვა, წყევლა და სიკვდილი. ადამიანისათვის გაღებულია გამოსასყიდი და ამ გამოსასყიდმა ააცილა მას სასჯელი ცოდვათათვის.
ერთი შეხედვით შეიძლება მოგვეჩვენოს, რომ ასეთი სწავლება ახლოს არის წმ. პავლე მოციქულისა და წმ. მამათა სწავლებასთან... სინამდვილეში კი მათ შორის დიდი უფსკრულია. კათოლიკეთა იურიდიული სისტემა შობს ურწმუოებასა და უარყოფას. ქრისტეს საქმის ასეთი გაგება (რომელიც გამოსყიდვის იურიდიულ თეორიად იწოდება) აიძულებს ადამიანს, იესუ ქრისტეს ჯვარზე სიკვდილს უყუროს, როგორც სისხლიან გადასახადს ადამიანთა ცოდვებისთვის და, მაშასადამე, აიძულებს, გამოსყიდვის ქრისტეანული დოგმატი გაიგოს, როგორც ღმრთის მოვალეთა უბრალო გამოსყიდვა ქრისტეს მიერ. ასეთი გაგება ეწინააღმდეგება არა მხოლოდ ქრისტეს მიერ ბოძებული გამოსყიდვის მოციქულებრივ და წმინდა მამებისეულ გაგებას, არამედ საღ აზროვნებასაც კი" (За веру против неверия. Бесплатное приложение к ж. "Отдых христианина" 1909 г., стр. 339, 340).
აი ასეთ სწავლებას შეიცავს, გაბატონებული ეკლესიის ღვთისმეტყველთა აზრით, მიტრ. პეტრე მოგილას "მართლმადიდებლური აღმსარებლობა". მღვდელმონაზონი ტარასი მიუთითებს სხვა არამართლმადიდებლურ შეხედულებაზეც, რომელიც ამ თხზულებაშია. "ღმრთის დაკმაყოფილება სისხლიანი მსხვერპლით, - ამბობს ის, - იმდენად შეთავისებული აქვს "მართლმადიდებლური აღმსარებლობის" ავტორის ცნობიერებას, რომ მიიყვანა ის მეტად დამახასიათებელ შენიშვნამდე: 39-ე გვერდზე ვკითხულობთ, რომ ქრისტე ევნო მხოლოდ ხორცით; მართალია, აქ ხორცი დაპირისპირებულია ღვთაებას, მაგრამ განა თვით ქრისტე არ ამბობდა თავისი სულის ტანჯვაზეც (მარკ. 14:34), რაც შეუძლებელია არ ცოდნოდა მიტროპოლიტ პეტრე მოგილას; მაგრამ ე.წ. დაკმაყოფილების ტენდენციის ერთგული, ის ქრისტეს ვნებათა მთელ ძალას ამ სისხლიან მსხვერპლში მოიაზრებს" (Тарасий, иеромонах. Указ. соч., стр. 102).
სწავლებაში იერარქიის შესახებ "მართლმადიდებლური აღმსარებლობა" იერარქიას ისეთივე მნიშვნელობას ანიჭებს, როგორიც მიისაკუთრა რომაულ -კათოლიკურმა მღვდელმთავრობამ.
"ის - წერს მ. ტარასი, - საკმაოდ განადიდებს იერარქიას, ვინაიდან უმნიშვნელოვანეს მღვდელმოქმედებათა აღმსრულებლებად გვევლინებიან სასულიერო დასის წარმომადგენელნი; ადვილად და მოხერხებულად დაჰყავს რა ეკლესიის მთელი შინაგანი ცხოვრება მხოლოდ საიდუმლოთა აღსრულებაზე და აქედან გამომდინარე წინ წამოსწევს რა საკუთარ მნიშვნელობას, რომაულ - კათოლიკური იერარქია ყოველგვარი სიძნელის გარეშე განუწესებს მორწმუნე მრევლს პასიურ, მონურ ადგილს ეკლესიაში და უარს ეუბნება მას საეკლესიო ცხოვრებაში ცოცხალ და ქმედით მონაწილეობაზე" (Тарасий, иеромонах. Указ. соч., стр. 119).
ჩვენ არაფერში გვჭირდება გაბატონებული ეკლესიის ამ ახალგაზრდა ღვთისმეტყველის დასკვნების დადასტურება ან უარყოფა. ჩვენ მხოლოდ მივუთითებთ, რომ თვით გაბატონებული ეკლესიის ღვთისმეტყველები და მისი მისიის ხელმძღვანელები გვარწმუნებენ, რომ თვით "მართლმადიდებლური აღმსარებლობა", ახალმოწესეთა ეკლესიის ღვთისმეტყველების ეს პირველდაწყებითი საფუძველი, თავისუფალი ვერ ყოფილა მწვალებლური შეხედულებებისგან და კათოლიციზმის ბეჭედს ატარებს.
სხვა სამისიონერო ჟურნალში, "მართლმადიდებლური მეგზური" ("Православный путеводитель"). დაიბეჭდა ვორონეჟის სასულიერო სემინარიის მასწავლებლის პ. ნიკოლსკის "წერილები რუსულ ღვთისმეტყველებაზე" ("Письма о русском богословии"). ეს ავტორიც ამტკიცებს, რომ "მართლმადიდებლური ღვთისმეტყველება" და ის სახელმძღვანელოები, რომლებიც შედგენილია ამ "აღმსარებლობის" სულისკვეთებით, შეიცავს კათოლიკური ღვთისმეტყველების საფუარს. "მართლმადიდებლური ღვთისმეტყველება", - წერს ბ-ნი ნიკოლსკი და მასთან ერთად, რა თქმა უნდა, "მართლმადიდებლური მეგზურის" ხელმძღვანელებიც, - სარგებლობს დიდი ავტორიტეტით სკოლარული ღვთისმეტყველების მიმდევრებში. გასული საუკუნის 40-იან წლებში ის შეიტანეს სემინარიაში, როგორც ღვთისმეტყველების სახელმძღვანელო. აღარაფერს ვამბობთ იმაზე, რომ XVII და XIX სს. მრავალრიცხოვანი საღვთისმეტყველო სისტემები დასავლურ კათოლიკურ და პროტესტანტულ ნიმუშებზეა აგებული... მაგრამ ამ სახელმძღვანელოებზე ხომ მორწმუნე ახალგაზრდობის არაერთი თაობაა გაზრდილი, რომლებიც, გამოდიან რა ცხოვრების ასპარეზზე და იწყებენ რა სასულიერო მსახურებას, ამ სკოლარული საფუარისგან ვერ თავისუფლდებიან. ისეთი ტალანტიც კი, როგორიც იყო მოსკოვის მიტროპოლიტი ფილარეტი, კათოლიკური ღვთისმეტყველების ზეგავლენას განიცდიდა. ვერ თავისუფლდებოდა ლათინური ღვთისმეტყველების სიმშრალისგან, რომელიც მიისწრაფვოდა ათასგვარი, არცთუ წარმატებული, ქვეგანყოფილებებით აღჭურვილი სისტემისკენ. არადა, მის კატეხიზმოზეა გაზრდილი და დღემდე იზრდება არა მარტო სასულიერო თაობა, არამედ საეროც" (Никольский П. Письма о русском богословии. Православный путеводитель. Декабрь, 1903, стр. 719).
არანაკლები ავტორიტეტით სარგებლობს გაბატონებულ ეკლესიაში "აღმოსავლეთის პატრიარქთა ეპისტოლეც". ისიც, "მართლმადიდებლური აღმსარებლობის" მსგავსად, საფუძვლად დაედო ახალი რუსული ეკლესიის ღვთისმეტყველებას. ცნობილი დოგმატიკოსის მიტრ. მაკარის თქმით, "მართლმადიდებელი ეკლესიის" სიმბოლური სწავლება შედგენილია 1672 წლის იერუსალიმის კრებაზე. ის შევიდა "აღმოსავლეთის საყოველთაო და მართლმადიდებლური ეკლესიის პატრიარქთა ეპისტოლე"-ში მართლმადიდებლური სარწმუნოების შესახებ" (Введение в православное богословие. 1884 г., стр. 413, 416). "ისეთი ეკლესიური ადამიანის მოწმობით, - წერს მღვდელი, პროფ. მ. ჩელცოვი, - როგორიც იყო აწ გარდაცვლილი პროფ. ა. პ. ლოპუხინი, ეს "მიმართვა", რუსულ თარგმანში არ შეიცავს იმ აზრებსა და იმ სწავლებებს, რაც მოცემულია მის ბერძნულ დედანში. ამ უკანასკნელში ის "ყოველთვის არ დგას მყარ, მართლმადიდებლურ ნიადაგზე და მთელ რიგ საკითხებში იცავს ლათინურ შეხედულებებს", კერძოდ, სწავლებებში ევქარისტიის შესახებ, მღვდლობის საიდუმლოს შესახებ, წმ. წერილის წიგნთა კანონის შესახებ და სხვა. რუსულ თარგმანში გასწორებულია ყველა ის პუნქტი, რომელიც ატარებს ლათინური ზეგავლენის ნიშნებს (Робертсон. История Христианской церкви, т. , стр. 1076 и примечание). მიუხედავად ამისა, ამ სახითაც კი, როგორც ამტკიცებს "მისიონერული მიმოხილვის" რედაქტორი ნიკიტა გრინიანკინი, მიტრ. მაკარის დოგმატიკისმსგავსად, "არცთუ აკადემიური კრიტიკის შენიშვნებს მაინც იმსახურებს" (Миссионерское обозрение. 1903 г. № 8, стр. 1164).

თავი III
სარწმუნოებრივი სხვაობანი რუსულ და ბერძნულ ეკლესიებს შორის
რუსული გაბატონებული ეკლესია როგორც თავისი სწავლა-მოძღვრებითა და შეხედულებებით, ასევე შინაგანი განხრწნილებითა და პრაქტიკული გზით უფრო პაპისტურ რომთან არის ახლოს, ვიდრე ბერძნული ეკლესია. ისეთ უპირველეს ქრისტეანულ საიდუმლოში, როგორიც არის ნათლისღების საიდუმლო, რუსული ეკლესია საფუძვლიანად არის დაცილებული ბერძნულ-აღმოსავლურ ეკლესიას.
"ჩვენ ყველამ კარგად ვიცით, - ამბობს მღვდელი, პროფესორი მ. ჩელცოვი, პეტერბურგის ეპარქიის ყოფილი მისიონერი, - რომ ბერძნები არ ცნობენ ლათინურ წყალგადასხმით ნათლობას და ლათინობიდან ბერძნულ სარწმუნოებაში გადმოსულთა თავიდან ნათლობას ითხოვენ. ცხადია, რომ ლათინური ეკლესიის ნათლობის მიმართ ამგვარი დამოკიდებულებიდან გამომდინარე, ისინი არც რომაელ-კათოლიკეთა ქიროტონიას ცნობენ და კათოლიკურ ეკლესიაში ხელდასხმულ სასულიერო პირებს თავიანთ ხარისხებში არ ღებულობენ. ჩვენ კი ლათინთა გადასხმით ნათლობას არათუ ჭეშმარიტად მივიჩნევთ, არამედ ჩვენშიაც ვამკვიდრებთ, ლათინთა სასულიერო პირებს კი მესამე ჩინით შევიწყნარებთ - ანუ მხოლოდ მწვალებლობებს ვაგმობინებთ. ამგვარად, თუ ნათლობას არაგანმეორებად საიდუმლოდ მივიჩნევთ, ბერძნები ამ საკითხს სულ სხვაგვარად უყურებენ" (Чельцов М. Церковно-общественная жизнь. 1907 г. № 10, стр. 294).
ამ და კიდევ სხვა განსხვავებებზე უთითებს პროფ. პროტოპრესვიტერი პ. სვეტლოვი. "სადღეისოდ, - პროფ. დეკ. სვეტლოვის სიტყვებით ბრძანებს ჟურნალი "საუკუნე", - არცთუ მცირედი სხვაობა შეიმჩნევა რუსულ და ბერძნულ ეკლესიებს შორის და, მაინც, ერთიც და მეორეც ერთნაირად, "მართლმადიდებლურად" იწოდება. განსხვავება მათ შორის არის არა მხოლოდ საღვთისმსახურებო წეს-ჩვეულებებში და საეკლესიო წყობისა და მმართველობის თავისებურებებში, თუმც არც ეს არის ნაკლებმნიშვნელოვანი: ჩვენში დამკვიდრებულია მმართველობის საეკლესიო-სახელმწიფო და შინაგანი საეკლესიო ორგანიზაციის ეპისკოპალურ-ჩინოვნიკური ფორმა, კონსტანტინოპოლში კი საეკლესიო მმართველობა არის საეკლესიო-სახალხო, ხოლო ორგანიზაცია ეპისკოპალურ-თემური.
განსხვავებანი კიდევ უფრო იზრდება და უფრო პრინციპულ საკითხებს მოიცავს. თუკი ერთია ჭეშმარიტება, ამ ჭეშმარიტების თვალსაზრისით, ერთ გარკვეულ მოვლენას ერთი შეფასება უნდა ჰქონდეს. სინამდვილეში კი, ჩვენთვის მოცემულ შემთხვევებში, ეს ასე არ არის; პირიქით, მხარეებს სხვადასხვა შეხედულებები აქვთ ცხადია, იმიტომ, რომ სწავლება, რომელსაც ისინი აღიარებენ ყველაფერში არ არის იდენტური. ამიტომაც, არცთუ უსაფუძვლოდ ლაპარაკობენ, ბერძნულ და რუსულ მართლმადიდებლობას შორის განსხვავებაზე (Век. 1907, № 25).
ლათინურ, წყალგადავლებით ნათლობაზე ბერძნულ დიდ რჯულისკანონში ("პიდალიონი"), რომელიც სავალდებულო სახელმძღვანელოდ მიიჩნევა მთელი ბერძნული ეკლესიისთვის, ნათქვამია: "ჩვენ ვამტკიცებთ, რომ ლათინთა ნათლობა ცრუა და მისი მიღება არც სიმკაცრით, არც შემწყნარებლობით არ შეიძლება; სიმკაცრით იმიტომ, რომ:
1. ლათინები არიან მწვალებლები და ამის დასამტკიცებლად არავითარი საჭიროება არ არსებობს. მარტო ის რად ღირს, რომ ამდენი საუკუნეა ასე გვძულს ისინი - ესეც საკმარისია იმის საჩვენებლად რომ სრულიად ვუკადრისობთ მათ, როგორც მწვალებლებს, როგორც, მაგალითად, არიანელებს, საბელიანოზთ და ა. შ. ვისაც სურს გაეცნოს მათ მწვალებლობებს მათი წიგნებიდან, შეუძლია ეს ყოველივე პაპიზმის მკაცრ მამხილებელთა და ლახვართა დოსითეოზისა და მინეატისის წიგნებში მოიპოვოს. მაგრამ ისიც კი საკმარისია, რასაც მათზე მარკოზ ეფესელი მოწმობს: "ჩვენ სხვა არაფერი განგვაშორებს ლათინთ, - გაბედულად ამბობდა ის ფლორენციის კრებაზე, - თუ არა ის, რომ ისინი არა მარტო სქიზმატიკოსები არიან, არამედ მწვალებლებიც". შედეგად, როგორც მწვალებლები ისინი მოუნათლავები ბრძანდებიან, წმ. ბასილი დიდის, წმ. კვიპრიანე კართაგენელის და ფირმილიანეს მიხედვით; ვინაიდან, იმ დროიდან რაც განდრკნენ მართლმადიდებლური ეკლესიისგან, გახდნენ ერისკაცები და უკვე აღარ აქვთ სულიწმიდის მადლი, რომლის ძალითაც მართლმადიდებელი მღვდლები აღასრულებენ ნათლისღებას.
2. ლათინები მოუნათლავები არიან კიდევ იმიტომ, რომ ნათლობისას არ აღასრულებენ სამ შთაფლვას წყალში, როგორც აღესრულება ეს მოციქულთა დროიდან მართლმადიდებლურ ეკლესიაში" (Пидалион. Изсслед. Никольского, стр. 246).
ბერძნული ეკლესია ლათინებს წარმართებად მიიჩნევს და მათ თავიდან ნათლავს. რუსული ეკლესია კი არათუ ლათინთა ნათლისღებას მიიჩნევს ქმედითად და წმიდად, არამედ ლათინთა ეკლესიიდან გადმოსულთა ქიროტონიასაც შეიწყნარებს და მადლმოსილად და ქრისტესგან მემკვიდრეობით მოცემულად მიიჩნევს მას. ამიტომაც რუსული ეკლესია მისკენ გადმოსულ ლათინებს არა თუ მირონცხებით არ ღებულობს, არამედ ე. წ. "მესამე ჩინს" კმაყოფილდება და მხოლოდ მწვალებლობებს აწყევლინებს" (Макарий Булгаков. История ... Т. XII, стр. 197; Христианское чтение. Июль, 1906 г., стр. 130).
ბერძნული ეკლესიის თვალთახედვით, რუსეთში გაბატონებული ეკლესია შეიწყნარებს ჭეშმარიტად მწვალებლურ ნათლობას - "ბილწსა" და "არაფრის მაქნისს". ამით ის არღვევს მსოფლიო და ადგილობრივ საეკლესიო კრებათა მთელ რიგ კანონებს, უარყოფს მოციქულთა დადგენილებებს, მიღებულს პირველი კატეგორიის მწვალებელთა ნათლობის შესახებ და არღვევს წმ. ნათლისღების საიდუმლოს დოგმატს, რითაც თვითონ დგება მწვალებელთა რიგში.
ბერძნული ეკლესიის მსჯავრით, რუსეთში გაბატონებული ეკლესია, ღებულობს რა ლათინურ იერარქიას, როგორც ქმედითსა და მადლმოსილს, ალბათ ნამდვილად და ქმედითუნარიანად აღიარებს პირველი კატეგორიის იმ მწვალებელთა ქიროტონიის მემკვიდრეობითობასაც, რომლებიც სინამდვილეში უნდა დაექვემდებარონ გადანათვლას. რუსეთში გაბატონებული ეკლესიის ეს პრაქტიკა როგორც საყოველთაო ეკლესიის პრაქტიკის, ასევე საღი აზროვნების საწინააღმდეგოა.
თავის მხრივ, რუსული სინოდალური ეკლესიაც, რომელიც ქმედით და წმიდა საიდუმლოდ აღიარებს ლათინურ წყალგადავლებით ნათლობას, მასზე თავისი შეხედულებებიდან გამომდინარე მოვალეა, დაადანაშაულოს ბერძნული ეკლესია, რუსული ეკლესიის აზრით, სწორად მონათლულთა მეორედ ნათლობის პრაქტიკის დამკვიდრებისთვის.
ნეტარი ავგუსტინე ამბობს, რომ "მწვალებლებზე და სქიზმატიკოსებზე ნათლობის განმეორება უკანონოა, თუკი სწორად იყო შესრულებული საიდუმლო, ანუ სახელითა მამისათა, და ძისათა, და სულისა წმიდისათა" (Жизнь и творения блаж. Августина. Киев, 1855, стр. 15). რუსული ეკლესია, როგორც ვნახეთ, აღიარებს ლათინურ ნათლობას. წმ. ეპიფანე კვიპროსელი "უდიდეს ბოროტებას" უწოდებს ერთხელ უკვე სწორად ნათელღებულთა გადანათვლას, თუნდაც ისინი მწვალებლები იყვნენ. "უგუნურმა მწვალებელმა (არიანელმა) ევნომემ, - ამბობს წმ. ეპიფანე, - გაბედა და ჩაიდინა უდიდესი ბოროტება: ის ხელმეორედ ნათლავს არა მარტო მასთან მისულ და ერთხელ უკვე სწორად მონათლულ მართლმადიდებელთა და მწვალებელთ, არამედ თვით არიანელთაც კი" (Св. Епифаний Кипрский. Творения, ч. 5, стр. 171).
კიდევ უფრო მკაცრად კიცხავს გადანათვლას წმ. იოანე დამასკელი. "აღვიარებთო, - წერს ის, - ერთ ნათლობას მოსატევებლად ცოდვათა და ცხოვრებად საუკუნოდ... შედეგად, როგორც ერთხელ აღესრულა სიკვდილი უფლისა, ასევე ერთხელ გვმართებს ნათლობაც... ამიტომაც ისინი, ვინც მოინათლნენ მამის, ძის და სულიწმიდის სახელით და შეიმეცნეს, რომ ერთია ღმერთი, მაგრამ სამია იპოსტასი, და ამის შემდეგ კიდევ გადაინათლებიან, - ხელმეორედ ჯვარზე აკრავენ ქრისტეს" (Дамаскин Иоанн, кн. 9, стр. 208).
დამოწმებულ მამათა მსჯავრით, რომელსაც იზიარებს რუსეთის სინოდალური ეკლესიაც, ბერძნული ეკლესია ლათინთა გადანათვლით უსჯულოდ იქცევა, იქმს უდიდეს ბოროტებას და ხელმეორედ აკრავს ჯვარზე ქრისტეს. რა თქმა უნდა, ძველი ეკლესიის ეს მამები ლაპარაკობენ არა წყალგადავლებით ნათლობაზე, რომელსაც სრულიად სამართლიანად უარყოფენ ბერძნები, არამედ წყალში სამგზის შთაფლვაზე. მაგრამ რუსული გაბატონებული ეკლესია ხომ სწორედ წყალგადავლებით ნათლობას მიიჩნევს ჭეშმარიტად და, აქედან გამომდინარე, ცხადია, მისი შეხედულებით, ბერძნული ეკლესია უარყოფს არა ცრუ და არაფრისმაქნის ნათლობას, არამედ ნამდვილს, რომელსაც რუსეთი განმეორების გარეშე შეიწყნარებს, ამიტომაც, ის, სინოდალური ეკლესიის აზრით, უეჭველად ხელმეორედ ჯვარს აკრავს ქრისტეს. ასეთია ბერძნულ ეკლესიაზე რუსული ეკლესიის მსჯავრი.
განსხვავებანი ამ ეკლესიებს შორის არსებობს სხვა მიმართულებითაც, რაზეც მიუთითებენ პროტოპრესვიტერი პროფ. სვეტლოვი და მღვდელი ჩელცოვი. "1872 წ., - ამბობს მ. ჩელცოვი, - კონსტანტინოპოლის პატრიარქმა თავის სინოდთან ერთად, ფილეტიზმად და წყეულ მწვალებლობად შერაცხა ბულგარელთა სწრაფევა საეკლესიო დამოუკიდებლობისკენ და ეკლესიიდან განკვეთა ბულგარეთის ეგზარქოსი და მთელი ბულგარეთის ეკლესია. ხოლო რუსულმა სინოდმა კონსტანტინოპოლის პატრიარქისადმი თავის მიმართვაში ამ საკითხთან დაკავშირებით მართალია, მორიდებით და დიპლომატიურად, მაგრამ საკმაოდ აშკარად აღიარა, რომ არაფერია ერეტიკული ბულგარელთა სწრაფვაში დამოუკიდებელი ეკლესიური ცხოვრებისკენ. აი, შეუთანხმებლობის ახალი პუნქტი და არცთუ ისე მცირედმნიშვნელოვანი. და ეს არ არის ბოლო პუნქტი მათ უთანხმოებათა სიაში, მაგრამ ამაზე ლაპარაკს აქ არ ვაპირებთ.
ამგვარად, აღმოჩნდა, რომ ჩვენ ბერძნებთან ერთად სარწმუნოებრივად ერთნაირად, - "მართლმადიდებლებად" კი ვიწოდებით, მაგრამ ეს "მართლმადიდებლობა" არ გვაქვს იდენტური" (Церковно-общественная жизнь. 1907, № 10, стр. 293, 294). პირდაპირ რომ ვთქვათ, ერთიც და მეორეც, ანუ რუსული და ბერძნული ეკლესიები, დიდი ხანია უკვე აღარ არიან მართლმადიდებლურნი.

გაგრძელებები იხილეთ საიტზე: http://www.oldorthodox.ge/apl_melnikovi_sarchevi.html
***
damiane80 (ძველმართლმადიდებელი. ციტატა): "ჩვენ ყველამ კარგად ვიცით, - ამბობს მღვდელი, პროფესორი მ. ჩელცოვი, პეტერბურგის ეპარქიის ყოფილი მისიონერი, - რომ ბერძნები არ ცნობენ ლათინურ წყალგადასხმით ნათლობას და ლათინობიდან ბერძნულ სარწმუნოებაში გადმოსულთა თავიდან ნათლობას ითხოვენ. ცხადია, რომ ლათინური ეკლესიის ნათლობის მიმართ ამგვარი დამოკიდებულებიდან გამომდინარე, ისინი არც რომაელ-კათოლიკეთა ქიროტონიას ცნობენ და კათოლიკურ ეკლესიაში ხელდასხმულ სასულიერო პირებს თავიანთ ხარისხებში არ ღებულობენ. ჩვენ კი ლათინთა გადასხმით ნათლობას არათუ ჭეშმარიტად მივიჩნევთ, არამედ ჩვენშიაც ვამკვიდრებთ, ლათინთა სასულიერო პირებს კი მესამე ჩინით შევიწყნარებთ - ანუ მხოლოდ მწვალებლობებს ვაგმობინებთ. ამგვარად, თუ ნათლობას არაგანმეორებად საიდუმლოდ მივიჩნევთ, ბერძნები ამ საკითხს სულ სხვაგვარად უყურებენ".
ეს დღესაც ასეა, ანუ ბერძნები არ ცნობენ წყალგადასხმით ნათლობას????
გარდა ამისა, ერთი თქვენი აზრი მაინტერესებს, როგორც მახსოვს რეფორმის დროს განხეთქილება წარმოიშვა ძირითადად 3 თითით პირჯვრის წერის წესზე და ამას ბერძნულ გავლენას აბრალებდით თქვენ, რეფორმის დროს ნათლობის საკითხი არ დამდგარა (თუ არ ვცდები). მაშინ საინტერესოა როდის შეიცვალა ეს საკითხი რუსულ ეკლესიაში და იქნა შეწყნარებული და აქ რატომ არ იმოქმედა იმავე ბერძნულმა გავლენამ?
ძველმართლმადიდებელი: როგორ არის დღეს საბერძნეთში ნამდვილად არ ვიცი. ვიცი, რომ ზოგიერთი მეძველსტილე სინოდი (მაგ. მათეს სინოდი) კატეგორიულად უარყოფს წყალპკურებას. გარდა ამისა, წყალპკურებითი ნათლობის უდიდესი მოწინააღმდეგეები იყვნენ ათონელი ბერები, ე. წ. "კოლივადები", რომელთა შორისაც იყვნენ ცნობილი ღვთისმეტყველებიც.
ცნობილია, რომ ეს მოძრაობა ჩაისახა 18-ე საუკუნეში, ათონზე, წმიდა და მართალი ანას სკიტეს ბერთა შორის. სხვა მრავალ საკითხთა გარდა, ისინი იბრძოდნენ ნათლობის საკითხებზეც. 18-ე საუკუნიდან, ნათლობას ბერძენმა პატრიარქებმაც მიუძღვნეს რამდენიმე ოროსი და კრებითი დადგენილება (იხ. http://www.oldorthodox.ge/natloba.html), სადაც ბერძნები კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან ნათლობის ლათინურ ფორმას, წყალპკურებას. ბერძნების ეს პოზიცია მკაფიოდაა დაფიქსირებული მათ დიდ რჯულისკანონში, რომელსაც "პიდალიონს" უწოდებენ. რუსეთში სხვადასხვა დროს, სხვადასხვაგვარი დამოკიდებულება ჰქონდათ ამ საკითხისადმი. პატრიარქ ფილარეტამდე (XVI ს.) რუსეთიც თავიდან ნათლავდა ლათინობიდან ("კათოლიციზმიდან") და პროტესტანტობიდან გადმოსულებს. ამ მხრივ გამოირჩევა მოსკოვის 1621 წლის კრება (იხ. http://www.ancient-orthodoxy.narod.ru/doc/1621.htm). მაგრამ, მოსკოვის 1667 წლის კრებამ, რომელსაც ლათინების აგენტი პაისი ლიგარიდი ხელმძღვანელობდა, მცირედით შეცვალა ეს პოზიცია. ლათინები ჯერ მირონცხებად მწვალებელთა კატეგორიაში გადმოიყვანეს, ახლა კი საერთოდ მათთან შერიგებაზე ალაპარაკდნენ, როგორც მოსკოვში, ასევე კონსტანტინოპოლშიც.
(damiane80. ციტატა): "გარდა ამისა, ერთი თქვენი აზრი მაინტერესებს, როგორც მახსოვს რეფორმის დროს განხეთქილება წარმოიშვა ძირითადად 3 თითით პირჯვრის წერის წესზე და ამას ბერძნულ გავლენას აბრალებდით თქვენ, რეფორმის დროს ნათლობის საკითხი არ დამდგარა (თუ არ ვცდები). მაშინ საინტერესოა როდის შეიცვალა ეს საკითხი რუსულ ეკლესიაში და იქნა შეწყნარებული და აქ რატომ არ იმოქმედა იმავე ბერძნულმა გავლენამ?"
რუსეთში სამი თითით პირჯვრისწერის წესის შემოღება ბერძნების ზეგავლენით რომ მოხდა უთითებენ თვით რუსი ისტორიკოსები.
ჩვენ არავისთვის არაფერი დაგვიბრალებია!
თვით ბერძნებში ორი თითით პირჯვრისწერა შეიცვალა კონსტანტინოპოლის დაცემისა და უნიის შემდგომ, რადგან აქ ძალიან გაიზარდა როგორც ლათინური ზეგავლენა, ასევე ფარული ლათინიზმიც, ანუ მღვდელმთავართა და სასულიერო დასის სხვადასხვა ფენები ფარულად განეკუთვნებოდნენ ლათინობას.
ამის ნათელი მაგალითია კირილე V-ც, რომელსაც ნათლობის საკითხებში მედგარ წინააღმდეგობას უწევდნენ სწორედ ფარული ლათინი ("მართლმადიდებელი") მღვდელმთავრები და არქიმანდრიტები. ამდენად, სამი თითი, საბერძნეთში მკვიდრდება XIV-XV საუკუნიდან, თანაც არა ერთბაშად, არამედ თანდათანობით. XVI საუკუნისთვისაც კი ის არ იყო საყოველთაო ჩვეულება, რადგან ამ პერიოდში, ბერძენ პატრიარქ იერემიას, რომელმაც პირველმა უკურთხა რუსეთს თავისი პირველი პატრიარქი, არანაირი შენიშვნა ორი თითით პირჯვრისწერაზე რუსების მიმართ არ გამოუთქვამს და არც რუსებს მიუციათ მისთვის შენიშვნა ამ საკითხთან დაკავშირებით. რაც წარმოუდგენელია იმდროინდელი სულიერი განწყობილებებისდა გათვალისწინებით. საეკლესიო პრაქტიკაში ამგვარი მკაფიო განსხვავების შემთხვევაში ასეთი სხვაობა აუცილებლად იქნებოდა აღნიშნული.
(damiane80. ციტატა): "როდის შეიცვალა ეს საკითხი რუსულ ეკლესიაში და იქნა შეწყნარებული და აქ რატომ არ იმოქმედა იმავე ბერძნულმა გავლენამ?"
მარტივად რომ გითხრათ, არ ვიცი. არ ვიცი ზუსტად როდის შეიცვალა ნათლობის საკითხი რუსეთში. ცნობილი ძველმოწესე პოლემისტისა და არანაკლებად ცნობილი ანტიათეისტური თხზულების: "ჩვენთან არს ღმერთი" ავტორის, ფ. მელნიკოვის თქმით, მეოცე საუკუნის დასაწყისში, რუსეთის 17 გუბერნიდან მხოლოდ 7-ში იყო გავრცელებული წყალპკურება, ისიც მხოლოდ დასავლეთ რუსეთის რეგიონებში, ბელორუსიისა და უკრაინის მოსაზღვრე რეგიონებში, სადაც ლათინური ზეგავლენა მეტად დიდი იყო. ხოლო რუსეთის აღმოსავლეთ, ცენტრალურ და სხვა მხარეებში განუხრელად მისდევდნენ ნათლობის შთაფვლით ფორმას. ეს ზუსტად არის ცნობილი, რადგან ჩვენი მიმართულების ძველმოწესეები (ე. წ. "ბეგლოპოპოვცები" – беглопоповцы), რომლებიც სასულიერო პირთა დანაკლისს ივსებდნენ ოფიციალური, რუსული მართლმადიდებელი ეკლესიიდან გამოქცეული მღვდლების მეშვეობით (აქედან მომდინარეობს მათი ზედმეტსახელიც: беглые попы – беглопоповцы), განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდნენ იმას, თუ სად იყო მონათლული და ვის მიერ იყო ხელდასხმული მათკენ გადმოსული მღვდელმსახური. თქვენ წარმოიდგინეთ, ჩვენს ძველმართლმადიდებლებს, ანუ "ბეგლოპოპოვცებს" არცერთხელ არ მიუღიათ მღვდელი მეორე ძველმოწესეობრივი მიმართულებიდან, რომელთაც "ბელოკრინიცელებს" უწოდებენ (სოფ. ბელაია კრინიცას მიხედვით, სადაც ძველმოწესეთა ნაწილმა შემოიერთა ბოსნიელი მიტროპოლიტი ამბროსი. ამ პიროვნების გამო მოხდა დიდი უთანხმოება, რის გამოც ძველმართლმადიდებელი ქრისტეანები ორად გაიყვნენ: ბეგლოპოპოვცებად და ბელოკრინიცელებად).
ჩვენი მიმართულების ძველმართლმადიდებელთა სკურპულიოზურობას გადმოსული მღვდლის ნათლობის საკითხში ხაზს უსვამენ რუსეთის გაბატონებული ეკლესიის მკვლევარებიც (მაგალითისთვის კმარა "ბროკჰაუზ-ეფრონის" ენციკლოპედია, სტატია Беглопоповцы). ამრიგად, ასეთმა დამოკიდებულებამ გადმოსული მღვდლების მიმართ, შედეგად მიგვაღებინა ის, რომ ძველმართლმადიდებელი ქრისტეანები არა თუ თვითონ არ ასრულებდნენ ნათლობას წყალგადავლებით, არამედ მათკენ მოსულ მღვდლებისგანაც ითხოვდნენ ასე ყოფილიყვნენ მონათლულნი. ასე, რომ რუსეთში, მიუხედავად ოფიციალური ეკლესიის გაორებული დამოკიდებულებისა ნათლობის ფორმის მიმართ, პრაქტიკაში ის მაინც შთაფლვით სრულდებოდა. მეტიც, დღესაც კი, ძველი თაობის ეპისკოპოსები შთაფლვით არიან მონათლულები, რასაც, სამწუხაროდ, ვერ ვიტყვით ქართველ სასულიერო პირებზე.
ჩვენი აზრით, ნათლობისადმი დამოკიდებულება და მასობრივი წყალპკურება შეიცვალა საბჭოთა პერიოდში. ამ მხრივ თქვენი ყურადღება მინდა მივაპყრო პროტესტანტი ღვთისმეტყველის, ჰანს კრისტიან ფელმის ნაშრომს, "მართლმადიდებლური ღვთისმეტყველება" (არსებობს ცნობა, რომ ამ ლუთერანელმა პროფესორმა მიიღო მართლმადიდებლობა), სადაც ნათლობასთან დაკავშირებულ თავში ის რუსეთში წყალპკურების მასობრივ გავრცელებას მიაწერს ლათინების ზეგავლენას და კომუნისტების პერიოდს (სამწუხაროდ, ამ მომენტში წიგნი ხელთ არ მაქვს, ამიტომ ზუსტ ციტატებს ვერ შემოგთავაზებთ).
(damiane80. ციტატა): "აქ რატომ არ იმოქმედა იმავე ბერძნულმა გავლენამ?"
არც ეს ვიცი... რატომ უნდა ემოქმედა? XVII საუკნის რუსეთსა და დღევანდელ რუსეთს შორის დიდი განსხვავებაა. იმ დროს, 17-ე საუკუნეში რუსეთი ხელოვნურად ჩაითრიეს რეფორმებში, რაც ზუსტად და დასაბუთებულად აღწერა ისტორიკოსმა და მკვლევარმა ბორის კუტუზოვმა (ნაწყვეტები თქვენს ფორუმზეც გამოვაქვეყნე. სრულად იხ. აქ: http://www.oldorthodox.ge/ist_kutuzovi.html). თანაც, როდესაც ზეგავლენაზეა ლაპარაკი, უფრო იგულისხმება რუსეთის დაყოლიება იმ ავანტიურაზე, რაც პატივაყრილმა (და როგორც შემდეგ გაირკვა, იეზუიტმა) ბერძენმა იერარქებმა ჩაიფიქრეს. ძალდატანებით ზეგავლენაზე აქ ლაპარაკი არ არის.
დღეს ასეთი ზეგავლენა საეკლესიო საკითხებსა და პოლიტიკაში წარმოუდგენელია. მეტიც, ბერძნები, კონსტანტინოპოლის დაცემის დღიდან ბევრად იყვნენ დამოკიდებული რუსეთის მეფეებსა და მათ მიერ გაცემულ ფინანსურ წყალობაზე. სტალინის დროსაც კი ზოგიერთი პატრიარქი თურმე ყოფილა სტალინის ფარული და მოსყიდული აგენტი.
ასეთი პატრიარქების არსებობა კი არავის გაუკვირდეს. ბერძნებს შორის ასეთი სულგაყიდული პატრიარქები (მ. შ. მასონებიც) მრავლად იყვნენ. ამიტომაც, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ბერძნებს რაიმე ზეგავლენა მოეხდინოთ მეოცე საუკუნის რუსებზე.
ერთი რამ კი საინტერესოა, მიტრ. ფილარეტ დროზდოვის დროს რუსებსა და ბერძნებს შორის გაიმართა საკმაოდ მძაფრი პოლემიკა ნათლობის საკითხზე. საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ კონსტანტინოპოლი მოსკოვს განკვეთითაც კი დაემუქრა წყალპკურებითი ნათლობის დამკვიდრების გამო. არსებობს ამ სასულიერო კონფლიქტის დამადასტურებელი პოლემიკური მასალებიც.
მე კი, აი, რას მინდა მივაპყრო თქვენი ყურადღება:
ამასწინათ ქართულ ენაზე გამოიცა ათენის უნივერსიტეტის პროფესორის, პანაიოტის ბუმისის "კანონიკური სამართალი" (გამომც. "მთაწმინდელი", თბილისი 2007). ამ წიგნის 80-ე გვერდზე აღწერილია ნათლობის საგანგებო შემთხვევები. გარდა იმისა, რომ აღიარებულია მწოლიარე ავადმყოფის ნათლობა სხურებით, "იკონომიითა და საგანგებო შემთხვევებში, თუკი დიდია საშიშროება, რომ ჩვილი მოკვდეს, შეიძლება მოხდეს ე. წ. "ჰაერით ნათლობა". ანუ ჩვილს სამჯერ აამაღლებენ ჰაერში ყოვლადწმიდა სამების სახელით. ჰაერით ნათლობის აღსრულება, - ბრძანებს პ. ბუმისი, - შეუძლია არა მხოლოდ ეპისკოპოსს და მღვდელს, ან დიაკონს, არამედ, უბრალოდ, საერო პირსაც კი, კაცს თუ ქალს".
საგულისხმოა, რომ წიგნის რედაქტორები არიან ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ექვთიმე კოჭლამაზაშვილი და დეკანოზი იოანე მამნიაშვილი. არ ვიცი რამდენად პასუხისმგებ ელნი და კომპეტენტურნი შეიძლება იყვნენ პ. ბუმისი, ე. კოჭლამაზაშვილი და დეკ. ი. მამნიაშვილი ნათლობის საიდუმლოში "აერობაპტიზმის" (ჰაერით ნათლობის) დასაშვებ ფორმად მიჩნევის საკითხში, მაგრამ, ფაქტია, რომ ოფიციალური ბერძნული და ქართული ეკლესიები უკვე ფიქრობენ არა წყალპკურებით, არამედ უწყლო, ჰაერით "ნათლობაზე". წიგნის ქართული თარგმანის ზემოთხსენებულმა რედაქტორებმა ფორზაცზე დააწერეს მითითება, რომ პანაიოტოს ბუმისის ხსენებული წიგნის გამოყენება "შესაძლებელია დამხმარე სახელმძღვანელოდ სასულიერო სასწავლებლებში".
აწ თავად განსაჯეთ, არის თუ არა მისაღები "ჰაერით ნათლობა", რომელსაც ბერძნები ქადაგებენ (თუ არ ვცდები კურთხევანებიც კი გამოუციათ, სადაც აღწერილია ამგვარი ნათლობის ფორმა და მოცემულია შესაბამისი ლოცვებიც). პოპულარიზაციას უწევენ ქართველები და ძალიან მალე, ნათლობის საკითხებში უკვე შეიძლება სიტყვა "წყალი" ზედმეტადაც კი ჩათვალონ. და ეს სულაც არ არის წარმოუდგენელი, თუკი მცონარების გამო (როგორც აღიარა ეს ერთხელ მღვდ. არჩილ მინდიაშვილმა) შთაფლვა შეცვალეს პკურებით, რა დაუშლით მცონარა და ფულის მოყვარულ მღვდლებს კიდევ უფრო გაამარტივონ ნათლობა და უკვე წყალიც კი აღარ გამოიყენონ ნათლობის საიდუმლოში. იქ სადაც დაშვებულია ერთი დარღევა, მას ლოგიკურად მოსდევს შემდგომი და მისი შეჩერება შეუძლებელია.
P. S. არ ვიცი იცოდით თუ არა, მაგრამ "ივერია.ტვ"-ს ფორუმიდან გამოსვლის შემდეგ, გადავწყვიტე ყველა ფორუმი დამეტოვებინა, რომელშიც კი მე ვღებულობდი მონაწილეობას (დიდ მადლობას ვუხდი ყველას, ვინც მეხმარებოდა წერილების მომზადებაში). მე საჭიროდ ჩავთვალე დამეტოვებინა თქვენი ფორუმიც, რადგან ჩემი სათქმელი, ვფიქრობ, ამ ეტაპზე ამოვწურე. დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ ძველმართლმადიდებლობაზე წაიკითხონ ჩვენს საიტზე www.oldorthodox.ge, მაგრამ, რადგან თქვენ, დამიანე, ყველაზე კორექტულად საუბრობდით ჩემთან, თქვენი კითხვები უპასუხოდ ვერ დავტოვე.
გისურვებთ ჯანმრთელობას და სულიერ სიმტკიცეს.
archmikael: ანუ მარტივარ რომ ვთქვათ ჩემო კარგო ჩვენ ვინც ეხლა მართლმადიდებურ ეკლესიას ვეკუთვნით ცდომილებაში ვართ და შენ თავად გჯერა მაგის? ისე კი შეგახსენებ რომ ჩვენ ისევ იქ ვდგავართ და თქვენ ???? "19 ისინი ჩვენგან გავიდნენ, მაგრამ ჩვენიანები არ იყვნენ, რადგან ჩვენიანები რომ ყოფილიყვნენ, ჩვენთან დარჩებოდნენ, მაგრამ გავიდნენ, რათა გამოჩენილიყო, რომ ყველა ჩვენიანი არ არის. 20 თქვენი ცხება კი წმინდისგან არის, ყველას გაქვთ ცოდნა. 21 იმიტომ კი არ გწერთ, რომ ჭეშმარიტება არ იცით, არამედ იმიტომ, რომ იცით და ჭეშმარიტებიდან არავითარი სიცრუე არ მომდინარეობს" (იოანეს პირველი წერილი 2:1-29). ასე რომ მგონი ნათელია ყოველივე, ასე რომ განხეთქილების მომხრეთგან ჭკუის სწავლება მგონი ცოტა უადგილოა?!
ისე ერთი პატერიკი გამახსენდა, როდესაც ეპისკოპოსი მოდიოდა გზაზე დაინახა კაცი რომ ხელებს მაღლა იშვერდა და ამბობდა დიდება უფალსო. ეპისკოპოსმა ქვემოთ მოუხმო და ეს გლეხიც ჩამოვიდა, ეპისკოპოსი ეკითხება რას შვებიო და გლეხმა უპასუხა უფალს ვადიდებო, ეპისკოპოსმა უთხრა პირჯვრის გადაწერა თუ იციო? გლეხმა უპასუხა ეგ რა არისო? ეპისკოპოსმა აუხსნა არსი და ისიც თუ როგორ უნდა გადაეწერა და წავიდა. როდესაც ნავით შეცურა ტბაში და ღრმად შევიდა ამ დროს ესმის ხმა მეუფეო მეუფეო და გაიხედა და რას ხედავს წყალზე მორბის ეს გლეხი და ეკითხება როგორ მასწავლეო დამავიწყდა როგორ იწერება პირჯვარიო? ეპისკოპოსმა ამის შემხედვარეს უთხრა შენ უკვე ჩვენზე მეტი იციო... მოკლედ ამით იმის თქმა მინდა რომ სიყვარული და უბრალოება ყველანაირ კანონზე მაღლა დგას ეს ერთი და მეორეც პირჯვრისწერის გამო ნამდვილად არ ღირდა ასეთი განხეთქილება. იოანე ოქროპირი თუ ორი თითით იწერდა რა ვერ არის წმინდანი ან თუნდაც ეგნატე ბრიანჩანინოვი სამი თითით ვერ არის წმინდანი? რაღაც იუდეურ ფანატიზმს მაგონებს ეს ყოველივე და ღმერთმა გიშველოთ და სიყვარული მოგცეთ. კანონი და სჯული მიტომ კი არ მოგვეცა რომ სიყვარული წაგვერთვას არამედ იმიტომ რომ უფრო მოსიყვარულენი ვიყოთ და სწორად განვსაჯოთ... და ღვთის ნაცვლად თქვენ ნუ სწყვიტავთ რაღაცეებს...
nikolas: archmikael ყველანაირად გეთანხმები...ეს პატერიკი, ლევ ტოლსტოის მოთხრობას მაგონებს, ოგონდ სიუჟეტი აქვს ოდნავ განსხვავებული...
ძველმართლმადიდებელი: (archmikael. ციტატა): "ანუ მარტივარ რომ ვთქვათ ჩემო კარგო ჩვენ ვინც ეხლა მართლმადიდებურ ეკლესიას ვეკუთვნით ცდომილებაში ვართ და შენ თავად გჯერა მაგის?"
მეტყობა რამე რომ არ მჯერა?
(archmikael. ციტატა): "ისე კი შეგახსენებ რომ ჩვენ ისევ იქ ვდგავართ და თქვენ ??? "19 ისინი ჩვენგან გავიდნენ, მაგრამ ჩვენიანები არ იყვნენ, რადგან ჩვენიანები რომ ყოფილიყვნენ, ჩვენთან დარჩებოდნენ, მაგრამ გავიდნენ, რათა გამოჩენილიყო, რომ ყველა ჩვენიანი არ არის. 20 თქვენი ცხება კი წმინდისგან არის, ყველას გაქვთ ცოდნა. 21 იმიტომ კი არ გწერთ, რომ ჭეშმარიტება არ იცით, არამედ იმიტომ, რომ იცით და ჭეშმარიტებიდან არავითარი სიცრუე არ მომდინარეობს" (იოანეს პირველი წერილი 2:1-29).
ეს სიტყვები სწორედ თქვენზე, ნიკონ პატრიარქისა და კათალიკოს ანტონ I მომხრეებზეა ზედგამოჭრილი. თავდაპირველ სწავლებაზე სწორედ ძველმართლმადიდებლები დარჩნენ და არა თქვენ. ასე, რომ "ნიკონი" და მისი სულიერი მემკვიდრეები (მ. შ. თქვენც) "ჩვენთაგანნი რომ ყოფილიყვნენ ჩვენთან დარჩებოდნენ", თქვენ კი უკვე დიდი ხანია გადაცდით ჭეშმარიტებას.
(archmikael. ციტატა): "მგონი ნათელია ყოველივე, ასე რომ განხეთქილების მომხრეთგან ჭკუის სწავლება მგონი ცოტა უადგილოა?!"
ეს საკუთარ თავს უნდა უთხრათ, რადგან განხეთქილების მოქმედნი თქვენ ბრძანდებით (უფრო სწორედ თქვენი სულიერი "მამები": ნიკონ პატრიარქი, ანტონ პირველი, რუსი ეგზარქოსები და ა. შ. თანამედროვე ეკუმენისტების ჩათვლით...).
(archmikael. ციტატა): "სიყვარული და უბრალოება ყველანაირ კანონზე მაღლა დგას ეს ერთი და მეორეც პირჯვრისწერის გამო ნამდვილად არ ღირდა ასეთი განხეთქილება".
და მერე? სამი თითით პირჯვრისწერის და სამჯერადი ალილუიას გამო ადამიანების, მართლმადიდებელი ქრისტეანების დახოცვა და საშინლად წამება სიყვარულის გამოხატულებაა? ეს ალბათ თქვენებური "სიყვარულია"...
(archmikael. ციტატა): "პირჯვრისწერის გამო ნამდვილად არ ღირდა ასეთი განხეთქილება".
დიახ. ამიტომაც არის ნიკონი და მისი ყველა მიმდევარი სქიზმატიკოსი! თქვენ უბრალოდ დავთრები გეშლებათ.
(archmikael. ციტატა): "იოანე ოქროპირი თუ ორი თითით იწერდა რა ვერ არის წმინდანი ან თუნდაც ეგნატე ბრიანჩანინოვი სამი თითით ვერ არის წმინდანი?"
იოანე ოქროპირი წმინდანია, უსიტყვოდ... ეგნატე ბრიანჩანინოვის კი რა მოგახსენო... ის ხომ სქიზმატიკოსია... ნიკონისა და მისი ჯალათობის მომხრე...
(archmikael. ციტატა): "რაღაც იუდეურ ფანატიზმს მაგონებს ეს ყოველივე და ღმერთმა გიშველოთ და სიყვარული მოგცეთ".
იგივეს გისურვებთ თქვენც.
(archmikael. ციტატა): "კანონი და სჯული მიტომ კი არ მოგვეცა რომ სიყვარული წაგვერთვას აარამედ იმიტომ რომ უფრო მოსიყვარულენი ვიყოთ და სწორად განვსაჯოთ".
განსაჯეთ მერე, ვინ გიშლით?!
(archmikael. ციტატა): "ღვთის ნაცვლად თქვენ ნუ სწყვიტავთ რაღაცეებს..."
საიდან მოიტანეთ? რა გადავწყვიტეთ "ღვთის ნაცვლად"?
ისე, თქვენი ნიკი "არქმიქაელ" (მიქაელ მთავარანგელოზი") თქვენი დიდი "სულიერების" გამოხატულებაა თუ კიჩი?
Otherguy: ძველმართლმადიდებელო მეც ფუნდამენტალიზმის მომხრე ვარ, ასევე ანტიეკუმენიზმის... თუმცა მაშინ მმკ-ც მართალია, რადგან IV-V საუკუნეებში არბევდნენ არამართლმადიდებელთა შეკრებებს და ხალხსაც კლავდნენ... თუ იყო ორი თითით ჯვრისწერა, ეხლაც ასე უნდა იყოს...
მართლაც, იესო გაეკრა ჯვარზე და არა სამება... თუმცა ერთი რამეა, მაშ იესო ორივე ბუნებით(თუმცა მთლად ნესტორიანიზმშიც ნუ გადავალთ) ეცვა ჯვარს? მაშ რატომ არ ვიწერთ ჯვარს ერთი თითით? თუ ორივე ბუნებით გაეკრა, მაშინ ღმერთი მომკვდარა და არამხოლოდ მისი ადამიანური ბუნება...
პ. ს. ძალიან საინტერესოა ნიკონის და საერთოდ მაგ დროის ისტორია...
sopo... არვიცი, ვფიქრობ ამ საკითხზე და ვერ ვხედავ ძველმართლმადიდებლების სისწორეს..
ჯერ დაუმორჩილებლობა ეკლესიის - საკითხებში, რომელიც ისეთი მნიშვნელობისაა როგორც თითების რაოდენობა და წყლის დასხმის ფორმა, და არა დოგმატური დატვირთვის შეცვლა, რასაც მოყვა, რათქმა უნდა გაუმართლებელი ძალადობა ნიკონ პატრიატრქის და მისი მომხრეების...
ამ ძალადობაზე კი ვიტყოდი იმას რომ ასეთი ფორმით სისხლით და მახვილით ქრისტიანობის დაცვა ისტორიას ახსოვს თუნდაც ჯვაროსნების დროს წმ მიწის დაბრუნების მიზნით , მგონი გვხვდება საქართველოშიც კერძოდ მთიან ნაწილში ქრისტიანობის ძალადობით შეტანა, კიდევ უამრავი შეცდომა ეკლესიის კერძოდ ეკლესიაში შემავალი პირების ან პირის მიერ ჩადენილი არ ცვლის ქრისტიანობას და არ უნდა გახდეს მიზეზი ეკლესიიდან გამოყოფის..
ცვლილებებს რაც შეეხება ეკლესია ადამიანებისთვისაა შექმნილი, სამოციქულოში ცვლილებების შეტანას ადრეც ქონდა ადგილი საეკლესიო კრებების მიერ..
მე არ ვიცნობ რაოდენობის და ფორმის ქრისტეს, მე ვიცნობ გულის, და სიყვარულის ღმერთს. ასეთი გარეგნული რჯული კი დაარღვია უფალმა შეიწყალა და განკურნა რა ადამიანი შაბათს, რადგან შაბათია კაცისთვის, კანონია ადამიანსთვის, და დადგა რა კანონზე მაღლა - იგივე გვასწავლა ჩვენც - რომ ჩვენ გვყავს ცოცხალი ღმერთი... რომელთანაც მისასვლელი გზა სიყვარული, მორჩილება და თავმდაბლობაა, და საშუალება კანონები... და არა პირიქით. ამას კი ვერ ვხედავ ძველმართლმადიდებლებთან, აყენებენ რა შეუარცხყოფას წმინდანებს, რომლებიც ღმერთს სათნო ეყვნენ, და თვითონ ეკლესიას, უწოდებენ რა მას მადლისგან განძარცვულს, - ასეთ უფლის მიერ ეკლესიის მიტოვების შემთხვევაში არ აღესრულებოდა აღდგომის სასწაული იერუსალიმში, თუ სხვა უფლის ეკლესიაში მყოფობის შემთხვევა.
KAIROS. სანამ უნდა აგრძელოს ეს ფანატიზმი აბსურდია და ზღაპარი, რუსული პრობლემები...
(Otherguy. ციტატა): "თუ იყო ორი თითით ჯვრისწერა, ეხლაც ასე უნდა იყოს..."
შენ ჩუ…
(ძველმართლმადიდებელი. ციტატა): "ეგნატე ბრიანჩანინოვის კი რა მოგახსენო... ის ხომ სქიზმატიკოსია.
ზედმეტობს ხომ ხედავთ? და თან ანგლობს
(ძველმართლმადიდებელი. ციტატა): "ისე, თქვენი ნიკი "არქმიქაელ" (მიქაელ მთავარანგელოზი") თქვენი დიდი "სულიერების" გამოხატულებაა თუ კიჩი?"
თქვა ამან რაც უნდოდა და იმაზე მეტიც, კამათი არ შედგა, თემა დაიხურა...
მოკლედ ჩემო კარგებო, მე პირადად აქ ძალიან იშვიათად შემოვდივარ და თან არც სურვილი მაქვს ამ სტაროვერთან (განზრახ ვუძახი ასე რადგან ძველმართლმადიდებელი არ არსებობს, არსებობს მართლმადიდებლობა ან ხარ ან არა) კამათისა და ვიცი მაინც ვერ გაიგებს.
ამიტომ ჩემი იდეაა, ამ მწვალებლობების დადების შეწყვეტა და ვუსურვოთ მოქცევა და სინანული.
იხარეთ;
კაიროსი!
ძველმართლმადიდებელი: (sopo... ციტატა): "არ ვიცი, ვფიქრობ ამ საკითხზე და ვერ ვხედავ ძველმართლმადიდებლების სისწორეს".
სოფო, თქვენი კერძო შეხედულება არ შეიძლება იყოს ძველმართლმადიდებლობის სამართლიანობა-უსამართლობის განმსაზღვრელი. კერძო აზრის უფლება ყველას აქვს და ცხადია, ამ მხრივ, თქვენი აზრიც გასაგებია. თუ საფუძვლიანად შეისწავლით XVII საუკუნის რუსეთის საეკლესიო რეფორმისა და შემდგომ, ამ რეფორმის შედეგების ზეგავლენას საქართველოს ეკლესიაზე (ანტონ პირველის მოღვაწეობა, ავტოკეფალიის გაუქმება, ეგზარქოსობისა და საბჭოთა პერიოდები), დაინახავთ ძველმართლმადიდებლობის სიმართლეს.
(sopo... ციტატა): "ჯერ დაუმორჩილებლობა ეკლესიის - საკითხებში, რომელიც ისეთი მნიშვნელობისაა როგორც თითების რაოდენობა და წყლის დასხმის ფორმა, და არა დოგმატური დატვირთვის შეცვლა".
ძველმართლმადიდებლობა ასწავლის, რომ მორჩილება გვმართებს იმ საეკლესიო იერარქებისა, რომლებიც იცავენ მართლმადიდებლობას და არა პირიქით, რომლებიც აქცევენ და ანგრევენ მას. ნიკონ პატრიარქმა ყოველმხრივ დაიმსახურა მართლმადიდებლობის დამანგრევლის სახელი. რადგან მან ჯერ რეფორმის სათავეში მოაქცია პატივაყრილი და აშკარა მწვალებელი იერარქები, შემდეგ კი ამავე იერარქების ხელშეწყობით, 1667 წ. ანათემას გადასცა ძველი, საეკლესიო გადმოცემები, ის გადმოცებემი, რომელსაც ახლა უკან იბრუნებს და ამბობს, რომ სრულიად მართლმადიდებლურნი ყოფილან. ნიკონის ამ თავნებობას არ დაემორჩილნენ ძველმოწესენი, რაც სრულიად მართლმადიდებლური საქციელია დიდი რჯულისკანონის მიხედვით.
განხეთქილების არსი ორ თითში კი არ მდგომარეობს, არამედ ძველი საეკლესიო გადმოცემების მწვალებლობად გამოცხადებაში, თანაც კრების დონეზე.
მითხარით, თქვენ რომ ყოფილიყავით იმ დროს, დაემორჩილებოდით ნიკონს?
წმიდა მამათა ცხოვრებიდან (მაგ. წმ. თევდორე სტოდიელის ცხოვრებიდან) შეგვიძლია ამოვიკითხოთ უამრავი ისეთი მაგალითი, როდესაც მამები ნიკონის დროინდელ საკითხთა უფრო "უმნიშვნელო" საკითხებზეც კი ამხედრებიან თავნება იერარქებს. ასე, რომ ამ საკითხზე მგონი არ უნდა მედავოთ.
რაც შეეხება ნათლობის დროს წყლის დასხმის ფორმით იცვლება თუ არა დოგმატური შინაარსი, გიპასუხებთ, რომ ნამდვილად იცვლება (თუმცა ნიკონის დროს ეს საკითხის არ განხილულა, ნიკონს ფორმალური მხარე ნათლობისა არ დაურღვევია, ეს მოგვიანებით მოხდა). ამას ამტკიცებს თქვენი ეკლესიის მიერ გამოცემული კატეხიზმოებიც და მთელ რიგ ღვთისმეტყველთა ნაშრომებიც (წმ. მამებზე ხომ აღარაფერს ვამბობ). ასევე, აღმოსავლელ პატრიარქთა ერთობლივი ოროსები, სადაც წყალპკრურებითი ნათლობის გამო, ლათინებს მოუნათლავებად მიიჩნევენ და მართლმადიდებლობისკენ მოქცევის შემთხვევაში თავიდან ნათლავენ.
ამ ძალადობაზე კი ვიტყოდი იმას რომ ასეთი ფორმით სისხლით და მახვილით ქრისტიანობის დაცვა ისტორიას ახსოვს თუნდაც ჯვაროსნების დროს წმ მიწის დაბრუნების მიზნით , მგონი გვხვდება საქართველოშიც კერძოდ მთიან ნაწილში ქრისტიანობის ძალადობით შეტანა, კიდევ უამრავი შეცდომა ეკლესიის კერძოდ ეკლესიაში შემავალი პირების ან პირის მიერ ჩადენილი არ ცვლის ქრისტიანობას და არ უნდა გახდეს მიზეზი ეკლესიიდან გამოყოფის.. ცვლილებებს რაც შეეხება ეკლესია ადამიანებისთვისაა შექმნილი, სამოციქულოში ცვლილებების შეტანას ადრეც ქონდა ადგილი საეკლესიო კრებების მიერ..
ეს სხვა შემთხვევებია. ცხადია, არასასიამოვნო და გაუმართლებელი, მაგრამ ნიკონის შემთხვევაში სხვა მომენტებთან გვაქვს საქმე. ნიკონი ებრძოდა ძველ, საეკლესიო გადმოცემებს, აცხადებდა მათ მწვალებლობად და ცდილობდა მათ ამოძირკვას. ქრისტეანობა მას არ ჰქონდა გასავრცელებელი, რადგან რუსეთი XI საუკუნიდან იყო გაქრისტიანებული და მას არავითარი "შესწორება" და "რეფორმირება" არ სჭირდებოდა.
(sopo... ციტატა): "მე არ ვიცნობ რაოდენობის და ფორმის ქრისტეს , მე ვიცნობ გულის, და სიყვარულის ღმერთს".
მეც, ცხადია!
მაგრამ, წმიდა მამების განმარტებით, რადგან ადამიანი შედგება ხილული და უხილავი არსისგან, სულისა და ხორცისგან, მისი სარწმუნოებრივი სასოება ფორმობრივადაც უნდა იყოს გამოხატული. მაგალითად, მეტანიები, მარხვები, საეკლესიო საიდუმლოთა გარეგნული შესრულების წესები (წმ. იოანე დამასკელი). მათში გამოხატულია დოგმატური შინაარსი, რომლის დარღვევა საიდუმლოს ძალას ართმევს. წაიკითხეთ კატეხიზმოები. ამიტომაც, აქ არც ისე მარტივად არის საქმე, როგორც თქვენ წარმოიდგენთ. თუ თქვენთვის ეს მისაღები არ არის ნება თქვენია, ჩვენ მოვალენი ვართ ჩვენს მოყვასს ვაუწყოთ ის, რაც ჩვენის აზრით (ცხადია, წმ. მამათა სწავლებაზე დაფუძნებით) სწორია და პრაქტიკაში უნდა იყოს დამკვიდრებული. ხოლო, მიიღებენ თუ არა ჩვენს ძმურ შეგონებას და მოწოდებას, ეს თვით მოყვასზეა დამოკიდებული. განზრახვა ჩვენი კეთილია და ეს ჩვენი მხრიდან არაერთხელ იყო განცხადებული.
(sopo... ციტატა): "რადგან შაბათია კაცისთვის , კანონია ადამიანსთვის.., და დადგა რა კანონზე მაღლა"
ჭეშმარიტად, ეს ასეა! ვფიქრობ, თქვენ არასწორად გაქვთ გაგებული ძველმართლმადიდებლობის არსი. ისინი დიდ რჯულისკანონს და საიდუმლოთა გარეგნულ ფორმას უყურებენ ისე, როგორც ამას წმიდა მამები გვასწავლიან. ხოლო სულის საცხოვნებლად, საეკლესიო საკითხებში წმიდა მამათა მიყოლა რომ გვმართებს და არა საკუთარი შეხედულებებისა, ამას გვასწავლიან მსოფლიო საეკლესიო კრებები. იმედია, დამეთანხმებით.
ცნობისთვის, იკონომიის შესახებ ჩვენი პოზიცია გამოხატა ჩვენი ეკლესიის მწყემსმთავარმა და სანამ "შაბათისა და ადამიანის" (ანუ სჯულისა და ადამიანის) ურთიერთმიმართების საკითხებში რაიმე დასკვნას გააკეთებდეთ ჩვენთან დაკავშირებით, კარგი იქნებოდა გასცნობოდით ამ სტატიას. ვფიქრობ, თქვენთვის ბევრი რამ გახდება ცხადი და გასაგები. სტატია იხ. აქ:"იკონომიის შესახებ". http://www.oldorthodox.ge/wrl_ikonomia.html.
(sopo... ციტატა): "ჩვენ გვყავს ცოცხალი ღმერთი.. რომელთანაც მისასვლელი გზა სიყვარული, მორჩილება და თავმდაბლობაა, და საშუალება კანონები და არა პირიქით. ამას კი ვერ ვხედავ ძველმართლმადიდებლებთან, აყენებენ რა შეუარცხყოფას წმინდანებს, რომლებიც ღმერთს სათნო ეყვნენ, და თვითონ ეკლესიას, უწოდებენ რა მას მადლისგან განძარცვულს, - ასეთ უფლის მიერ ეკლესიის მიტოვების შემთხვევაში არ აღესრულებოდა აღდგომის სასწაული იერუსალიმში, თუ სხვა უფლის ეკლესიაში მყოფობის შემთხვევა"
გულსატკენია, რომ როდესაც ღმერთზე, მისი სჯულის ერთგულებაზე და სიყვარულზეა ლაპარაკი, რატომღაც დაუმორჩილებლებად და სიყვარულის არმქონედ ძველმართლმადიდებლები არიან გამოყვანილნი, ხოლო ნიკონი და მისი სულიერი შთამომავლები, პირიქით - სჯულის ერთგულები ყოფილან და სიყვარულით გაჟღენთილი ადამიანები. ამ ურთიერთ შედარების შეუსაბამობა იმდენად აშკარაა, რომ მე ამის მტკიცებაც კი არ მსურს. ქრისტემ თქვა სახარებაში, ვისაც მე ვუყვარვარ ის ჩემს სიტყვებს ასრულებსო და რას ვიფიქრებდით, რომ სწორედ მისი სიტყვების, მისი სჯულის (ცხადია, ვგულისხმობთ დიდ რჯულისკანონს, მსოფლ. კრებათა დადგენილებებს და მამათა სწავლებებს) მტკიცე შესრულებისთვის გამოგვაცხადებდნენ "უსიყვარულო" და "ამპარტავან", "დაუმორჩილებელ" (თუმცა ვის მიმართ?) ადამიანებად.
ჩვენ გვიყვარს ღმერთი და მოყვასი, და სწორედ ამ სიყვარულის გამო ვებრძვით მისი სწავლებებისა და გადმოცემების დამრღვევ ადამიანებს.
ვფიქრობ, სოფო, თქვენ ჯეროვნად უნდა გაიაზროთ (ან შეისწავლოთ) ეკლესიაში განხეთქილების აღსრულების საკითხი (მაგ. იხილეთ ორგზისი კრების 15-ე კანონი). ანუ თუ როდის არის კანონიერი და საჭირო საეკლესიო იერარქთაგან გამოყოფა და როდის არა.
ამაზე ბევრი რამ არის დამოკიდებული.
(sopo... ციტატა): "აყენებენ შეუარცხყოფას წმინდანებს, რომლებიც ღმერთს სათნო ეყვნენ, და თვითონ ეკლესიას, უწოდებენ რა მას მადლისგან განძარცვულს".
შეურაცხყოფა არავისთვის მიგვიყენებია. განა თქვენი ეკლესიის მოძღვრები არ უწოდებდნენ მღვდელმოწამე ამბაკუმს "ცრუს"? რატომ არის ის "ცრუ"? იმიტომ, რომ ამხილა ნიკონ პატრიარქი? იმიტომ, რომ იბრძოდა მართლმადიდებლობის სიწმინდისთვის? ახლა რუსი ისტორიკოსები და ოფიციალური ეკლესიის წარმომადგენლები აღიარებენ, რომ ამბაკუმი ეროვნულ გმირად არის შესარაცხი...
ჩვენი საეკლესიო პოზიცია ისეთია, რომ ვერ ვაღიარებთ განხეთქილების შემდგომ თქვენს ეკლესიაში შერაცხილ წმინდანებს. ეს ბუნებრივი პოზიციაა... ხომ არ ვაღიარებთ "კათოლიკური" ეკლესიის "წმინდანებს" თქვენც და ჩვენც? და ეს მათი შეურაცხყოფაა?
ადამიანებს არაფერს ვერჩით, მათ გააკეთეს ის რაც შეეძლოთ... ღმერთია მათი მსაჯული, მაგრამ საეკლესიო კანონიზაციას თავისი წესი აქვს... მითუმეტეს როცა ეკლესიები დაშორებულნი არიან ერთურთს... ზუსტად ამ თვალსაზრისით ვამბობთ, რომ თქვენი ეკლესია მადლისგან არის განძარცული... განა თქვენც იმავეს არ ამბობთ ჩვენს მიმართ?... თქვენ ამბობთ იმას, რაც გჯერათ თქვენ, ჩვენ კი იმას, რაც ჩვენ გვჯერა... საკითხის ობიექტური შესწავლა გამოავლენს ვინ არის მართალი, თუ არა და ... ჰა ღმერთი და ჰა სამართალი....
(sopo... ციტატა): "ასეთ უფლის მიერ ეკლესიის მიტოვების შემთხვევაში არ აღესრულებოდა აღდგომის სასწაული იერუსალიმში, თუ სხვა უფლის ეკლესიაში მყოფობის შემთხვევა".
ეს საკმაოდ რთული საკითხია. თუ იერუსალიმში ცეცხლის გადმოსვლა აღესრულება, ვფიქრობ, უფრო პასქალიის გამო... ჯერ არავინ იცის რომელიმე მართლმადიდებლური კონფესიის წარმომადგენელი რომ შევიდეს კუვუკლიაში გადმოვა თუ არა ცეცხლი... (ან რატომ არ უნდა გადმოვიდეს, თუკი მართლმადიდებელი შევა?)... მოდით, სასწაულებზე ნუ ვიდავებთ, მითუმეტეს, მაცხოვარი განკითხვის დღეს ეტყვსი სასწაულთმოქმედთ: "არ გიცნობ თქვენ, მოქმედნო უსჯულოებისა"! ანუ სასწაული არ გახლავთ სიმართლის ბეჭედი!
(KAIROS. ციტატა): "სანამ უნდა აგრძელოს ეს ფანატიზმი აბსურდია და ზღაპარი, რუსული პრობლემები..."
მე დავამთავრე და გააგრძელეთ თქვენ. დამიანე 80-ს დავემშვიდობე და იმის შემდეგ წერილი არ დამიდვია თქვენს ფორუმზე. მაგრამ, სულ ახლახან ვიღაცამ ისევ "მიკბინა"... ჰოდა მეც გავაგრძელე....
ის, რასაც ჩვენ ვწერთ არავითარ შემთხვევაში არ არის "ფანატიზმი", "აბსურდი" და "ზღაპარი". და ყოველივე ის, რასაც ჩვენ განვიხილავთ თქვენ ასეთი რამ გგონიათ, ეს თქვენს სულიერ სიგლახაკეზე მეტყველებს...
ბრიანჩანინოვზე არ შემიძლია ვთქვა სხვაგვარად, თუ რატომ ზემოთ სოფოს განვუმარტე. საწყენი მგონი არაფერი მითქვამს. პიროვნულად ბრიანჩანინოვი შესაძლოა კარგი ადამიანი იყო და ნამდვილად ნიჭიერი ღვთისმეტყველი, მაგრამ მისი წმინდანად აღიარება ჩვენთვის შეუძლებელია... (მიზეზზე უკვე გითხარით).
(KAIROS. ციტატა): "თან ანგლობს".
მოდი, ნუ დავძაბავთ სიტუაციას...
(KAIROS. ციტატა): "მოკლედ ჩემო კარგებო, მე პირადად აქ ძალიან იშვიათად შემოვდივარ და თან არც სურვილი მაქვს ამ სტაროვერთან (განზრახ ვუძახი ასე რადგან ძველმართლმადიდებელი არ არსებობს, არსებობს მართლმადიდებლობა ან ხარ ან არა) კამათისა და ვიცი მაინც ვერ გაიგებს".
თქვენ თუ კამათი არ გსურთ, არც არავინ გაძალებთ. რაზეა ლაპარაკი?!
ძველმართლმადიდებელი არსებობს გინდათ ეს თუ არა! თან ამას თვითონვე აღიარებთ: "სტაროვერი" რუსულიდან ძველმორწმუნეს ნიშნავს... ჩვენ ვართ "ძველმორწმუნეები" თქვენ ვინ ბრძანდებით?
(KAIROS. ციტატა): "ვიცი მაინც ვერ გაიგებს".
რას ვერ გავიგებ, ეს არის საკითხავი?
ის, რაც თქვენი აზრით მე უნდა "გავიგო", არასათანადოდ არის არგუმენტირებული... თანაც, არც თქვენ გესმით ის, რასაც ჩვენ გეუბნებით...
ვინ არის ახლა მართალი?
მოდი, თუ ამოვწურეთ ეს თემატიკა, ერთმანეთს მაინც ნუ გადავემტერებით... იქნებ საერთო საკითხებში გამოვადგეთ ერთმანეთს და ეს საკითხები განგებას მივანდოთ...
რას იტყვით?
KAIROS (ძველმართლმადიდებელი. ციტატა): "ძველმართლმადიდებელი არსებობს გინდათ ეს თუ არა! თან ამას თვითონვე აღიარებთ: "სტაროვერი" რუსულიდან ძველმორწმუნეს ნიშნავს... ჩვენ ვართ "ძველმორწმუნეები" თქვენ ვინ ბრძანდებით?"
მადლობა, კარგად ვიცი რასაც ნიშნავს რუსულად. თქვენ ხართ სტაროვერები, ძველი წესების მიმდევარნი, ვერ ანსხვავებთ დოგმატიკას, კანონიკას და ტრადიციებს ერთმანეთისაგან.
(ძველმართლმადიდებელი. ციტატა): "მოდი, თუ ამოვწურეთ ეს თემატიკა, ერთმანეთს მაინც ნუ გადავემტერებით... იქნებ საერთო საკითხებში გამოვადგეთ ერთმანეთს და ეს საკითხები განგებას მივანდოთ... რას იტყვით?"
სულაც არ ვარ გადამტერებული ბატონო, ღმერთმა დამიფაროს ამისაგან ვინმეს გადავემტერო. ასე რომ თანახმა ვარ და დროებით.
damiane80: ძველმართლმადიდებელი, აბა გავედი ფორუმიდანო, ვერ ელევი ხო ტრიბუნას.
ახლა ორი სიტვით არსებითად ფაქტებზე: შენ ამბობ:
(ძველმართლმადიდებელი. ციტატა): "ნიკონ პატრიარქმა ყოველმხრივ დაიმსახურა მართლმადიდებლობის დამანგრევლის სახელი. რადგან მან ჯერ რეფორმის სათავეში მოაქცია პატივაყრილი და აშკარა მწვალებელი იერარქები, შემდეგ კი ამავე იერარქების ხელშეწყობით, 1667 წ. ანათემას გადასცა ძველი, საეკლესიო გადმოცემები, ის გადმოცებემი, რომელსაც ახლა უკან იბრუნებს და ამბობს, რომ სრულიად მართლმადიდებლურნი ყოფილან".
1667 წელს ნიკონს არავიტარი ძალაუფლება აღარ ჰქონდა, იგი თვითონ გასამართლდა ამ კრებაზე. ასევე არასწორია თითქოს რეფორმა ჩაატარეს რუსმა იერარქებმა, 1666 წელში რუსი იერარქების მიერ მართლაც იყო კრება მოწვეული, მაგრამ გადაწყვეტილებას არსებითად ვერ ირებდნენ რადგან სჭირდებოდათ ავტორიტეტული იერარქები, ისეთები როგორ იყო კონტანტინეპოლის პატრიარქი და ანტიოქიის, სინას მთის და ა.შ იერარქები, თითქმის მთელი აღმოსავლური სამყარო, მათ შორის ქართველი ეპისკოპოსიც. სწორედ ასეთი კრება შEდგა უკვე 1667 წელს, რომლითაც დადგინდა, რომ რუსეთში დამკვიდრებულიყო სამ თითიანი პირჯვრის წერის წესი. ასე რომ ფაქტებს ნუ შევცვლით, როგორც ეს კრება ადასტურებს, ამ დროისათვის მტელი საქრისტიანო სამყარო ნესტორიანული მწვალებლობის ერესისაგან განსხვავების მიზნით გადასული იყო სამი თითით პირჯვრის წერაზე და რეფორმების სულისკვეთებაც ის იყო, რომ რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიაშიც ყოფილიყო იგივე წესი, რაც სხვა ეკლესიებში (დამისახელე რუსეთის ან მისი გავლენის ქვეშ მყოფი ეკლესიების გარდა სხვა ეკლესია იმ დროისათვის, სადაც დარჩენილი იყო 2 თითიანი პირჯვრის წერის წესი, ან თუ შეგიძლია დამისახელო რომელიმე სხვა ეკლესია, სადაც თიტების წყობის გამო, ასეთი ამბავი იყო?, არ არის ასეთი და რუსეთში ასეთი დაპირისპირების მიზეზი იყო რეფორმების გატარების ფორმა და არა მისი შინაარსი.
და მეორე ფაქტობრივი უზუსტობა:
(ძველმართლმადიდებელი. ციტატა): "სადაც წყალპკრურებითი ნათლობის გამო, ლათინებს მოუნათლავებად მიიჩნევენ და მართლმადიდებლობისკენ მოქცევის შემთხვევაში თავიდან ნათლავენ".
ჩვენს ეკლესიაში წყალპკურებითი ნათლობა არ აღესრულება. წყლის პკურება დაახლოებით იგივეა, რაც წირვის ბოლოს, რომ მღვდელი მრევლს ნაკურთ წყალს აპკურებს (ასხურებს). მართლმადიდებლურ ეკლესიაში ნათლობა აღესრულება შთაფვლით ან წყლის თავზე დასხმით, ისე როგორც ეს მოცემულია "დიდაქეში"
sopo... (ძველმართლმადიდებელი. ციტატა): "განხეთქილების არსი ორ თითში კი არ მდგომარეობს, არამედ ძველი საეკლესიო გადმოცემების მწვალებლობად გამოცხადებაში, თანაც კრების დონეზე. მითხარით, თქვენ რომ ყოფილიყავით იმ დროს, დაემორჩილებოდით ნიკონს?"
კონკრეტულად მე ალბათ, ვიფიქრებდი რომ მწვალებლობად გამოცხადების მიზეზი ერეტიკოსების მიერ ორი თითის ჯვრისწერის პრაქტიკაა და არა ძველი გადმოცემის შეურაცხყოფა, თუ დავუჯერებთ წყაროებს სადაც ერთი თითით ჯვრისწერის პრაქტიკაა, და ამ მიზეზით მოხდა ორი თითით პირჯვრისწერის შემოღება ეკლესიის მიერ, ანალოგიურ ქმედებად მივიჩნევდი ამასაც,
პროტესტი მექნებოდა და ფორმასაც მივცემდი, მაგრამ განხეთქილების დონეზე ვერ გავბედავდი, ამ საკითხში წმ მამების ეკლესიაზე უკეთესად გაგების პრეტენზია მე ალბათ ნაკლებად, თან დოგმატური მნიშვნელობა არ შეცვლილა ანუ ქრისტეს ორი ბუნება, სამება.
(ძველმართლმადიდებელი. ციტატა): "რას იტყვით?"
5