სხვადასხვა - გავამარჯვებინოთ სიყვარულს! - საქართველოს ძველმართლმადიდებლური ეკლესია

საქართველოს ძველმართლმადიდებლური ეკლესიის ოფიციალური საიტი
Перейти к контенту
არქიეპისკოპოსი პავლე

გავამარჯვებინოთ სიყვარულს!

საქართველოს ძველმართლმადიდებლურ ეკლესიაში 2001 წელს მომხდარი განხეთქილების ისტორია. 1999-2001 წლის მოვლენები. ეპისკოპოს იონას († 2003 წ.) დაპირისპირება ეპისკოპოს პავლეს წინააღმდეგ: ფაქტები და განმარტებები.
იესუ ქრისტე
წინამდებარე ნაშრომი 2001 წლის ივნისში, ანუ საქართველოს ძველმართლმადიდებლური ეკლესიის 2001 წლის განხეთქილებამდე 3 თვით ადრე, შესასწავლად და გასათვალისწინებლად გადაეცა ეპისკოპოს იონას. თხზულებაში დეტალურად არის განხილული ვითარება, რომელიც ეპისკოპოსმა იონამ შექმნა თავისი ხიბლისმიერი მდგომარეობით და ეკლესიაში დიქტატურული რეჟიმის დამყარების მცდელობით. მკითხველი დეტალურად გაეცნობა საქმის ვითარებას და ორივე მხარის არგუმენტაციას. 2001 წლის განხეთქილების წინაისტორიასა და პირობებს, რამაც მოამზადა ეს სამწუხარო აქტი.

გარდა ამისა, ჩვენი ეკლესიის სიმართლესა და ობიექტურობაში დაეჭვებულებს ვაძლევთ შესაძლებლობას უფრო დაწვრილებით გაეცნონ იმ დოკუმენტებს, რასაც ეყრდნობოდა ჩვენი მხარე ეპისკოპოს იონას მხილებასა და მასთან ევქარისტული ერთობის შეჩერებაში. ჩვენ არ გვსურს ეს ისტორია იდუმალებით მოცული დავტოვოთ ფართო საზოგადოებისთვის და მით დაეჭვების საბაბი გავუჩინოთ ვინმეს ჩვენი ეკლესიის სიმართლესა და ობიექტურობაში.

წინამდებარე თხზულებას ვაქვეყნებთ იმ მიზნით, რათა ფართო საზოგადოება გაეცნოს საქართველოს ძველმართლმადიდებლური ეკლესიის ისტორია; გაეცნოს ეპისკოპოს პავლესა და ეპისკოპოს იონას შორის 1999-2001 წლებში წარმოქმნილი უთანხმოების მიზეზებს და ძველმართლმადიდებლური ეკლესიის მოქმედების პრინციპებს მსგავსი პრობლემების წარმოქმნისას; უწყოდეს იმ უსამართლობის შესახებ, რაც განიცადა ფოთის იმდროინდელმა ეპისკოპოსმა პავლემ, რომელსაც ზოგიერთი პირები დღემდე ადანაშაულებენ ეპისკოპოს იონასადმი უსამართლო მოპყრობაში. ასეა თუ არა ეს დე, ამ ისტორიის მკითხველმა განსაჯოს.
ა) ვინ არ მიიღება ეპისკოპოსის ბრალმდებლებად

ბ) ვინ ვერ გამოდგება მოწმედ

გ) ეპისკოპოსის ან კლერიკოსის გასამართლებისას გასათვალისწინებელი ვითარებები

დ) უსამართლოდ მოქმედ ეპისკოპოსთა შესახებ

ე) იმის შესახებ, რომ ეპისკოპოსმა არ უნდა თქვას ისეთი რამ, რისი დამტკიცებაც არ შეუძლია!

ვ) აპელაციის შესახებ
ა) ორიოდ სიტყვით ხიბლის შესახებ

ბ) ზოგიერთი ტერმინის თეოლოგიური გააზრებისთვის

გ) ... და ისევ ხიბლის შესახებ

დ) ტერმინ "ხიბლის" არასწორად გამოყენებისა და ზოგიერთ ბრალდებათა ბუნდოვანების შესახებ

ე) არშესრულებული "წინასწარმეტყველებანი"

ვ) კვლავ ხიბლის, როგორც ასკეტური ტერმინის არასწორი გამოყენებისა და ზოგიერთი უსაფუძვლო ბრალდებათა შესახებ

ზ) რწმენა და სასწაული

თ) კვლავ ხიბლის შესახებ და ზოგიერთი შეურაცხყოფანი
ა) თეოლოგუმენის შესახებ
ა) სიზმართათვის

ბ) დევნულების მანია
ა) წმიდა მამები გვაუწყებენ
ა) სარდიკიის 19 (20)-ე კანონი. წმ. იოანე ოქროპირის გასამართლების ვითარებანი, პირობები და ამ აქციის არაკანონიკური ხასიათი

ბ) ანტიოქიის კრება წმ. ათანასე დიდის წინააღმდეგ



ნაწილი მეხუთე

დასკვნა
oldorthodox@gmail.com
საქართველოს
ძველმართლმადიდებლური
ეკლესია

ოფიციალური საიტი
Назад к содержимому