აპოლოგეტიკა - გზა - მართლად სავალი. II - შინაარსი - oldorthodox

საქართველოს ძველმართლმადიდებლური ეკლესია
ძიება
Перейти к контенту

Главное меню:

არქიეპისკოპოსი პავლე (ხორავა)

გზა - მართლად სავალი

ნაწილი I

შთაფლვა თუ დასხმა?!


შთაფლვითი ნათლობის კანონიკურობისა და დასხმითი ნათლობის უკანონობის შესახებ

გზა - მართლად სავალი. პოლემიკა

მკითხველო, წინამდებარე წიგნი, რომლის ინტერნეტ-ვერსიასაც ჩვენს ოფიციალურ საიტზე გთავაზობთ, მართლმადიდებლური სარწმუნოების საძირკვლის გამაგრების, შენთვის ჭეშმარიტი ქრისტეანული გზის ჩვენებას ისახავს მიზნად. აქ თავმოყრილია დიდძალი კვლევითი მასალა, რომელიც ეხება დოგმატიკის, ლიტურგიკის, ეკლესიის ისტორიის და ესქატოლოგიის სფეროებს. წიგნი მდიდარია ფაქტობრივი და დოკუმენტური მასალით და მოიცავს პერიოდს I საუკუნიდან ვიდრე XXI საუკუნემდე. ავტორი გვაძლევს ნათლისღების საიდუმლოს, სხვადასხვა ლიტურგიკული წეს-ჩვეულების, 17-ე საუკუნის საეკლესიო რეფორმისა და მისი შედეგების შემჭიდროებულ, მაგრამ ამავე დროს ღრმა ანალიზს.

წიგნში მხილებულია ძველმართლმადიდებლური ეკლესიის წინააღმდეგ მიმართული ცილისწამებებისა და ბრალდებების უსაფუძვლობა; ავტორის მიზანია, ჭეშმარიტების ერთგულ ყოველ ქრისტეანს მიუთითოს გზა მართლად სავალი. იმის გასარკვევად, რომ ეს გზა სწორედ ძველმართლმადიდებლურ ქრისტეანობასთან მიდის, არა მარტო აქ მოტანილი საეკლესიო წესებისა და სხვადასხვა მოვლენის განმარტება დაგეხმარება, არამედ კრებულში თავმოყრილი სადისკუსიო მასალებიც დიდად წაგადგებგა და ორ მოპაექრე მხარეს შორის მტყუან-მართლის გარჩევაც არ გაგიჭირდება.

წიგნის პირველი ნაწილი ეძღვნება ნათლისღების საიდუმლოს, მისი შესრულების კანონიკურ და არაკანონიკურ ფორმებს; მეორე ნაწილი - 17-ე  საუკუნის რუსეთის საეკლესიო რეფორმას და მის შედეგებს როგორც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისთვის, ასევე მსოფლიო მართლმადიდებლობისთვის; მესამე ნაწილი კი მთლიანად ეძღვნება ეკლესიის უძლეველობას.

ჭეშმარიტი ქრისტიანული სიყვარულით უძღვნის ამ წიგნს ძველმართლმადიდებლური ეკლესიის არქიეპისკოპოსი პავლე (ხორავა) წმიდა სარწმუნოების გზაზე შემდგარ ყოველ მართლმადიდებელს.

წიგნი გამოიცა ძველმართლმადიდებელ ქრისტეანთა შემოწირულობით.

ტექნიკური მიზეზების გამო ინტერნეტში ვაქვეყნებთ წიგნის მნიშვნელოვნად შემოკლებულ ვერსიას.

შინაარსი

ნეტარ არს კაცი, რომელი არა მივიდა ზრახვასა უღმრთოთასა
და გზასა ცოდვილთასა არა დადგა და საჯდომელსა უსჯულოთასა არა დაჯდა,
არამედ შჯულსა უფლისასა არს ნება მისი და შჯულსა მისსა ზრახავნ იგი დღე და ღამე

ფსალმ. 1:1-2




თავი I

წინათქმა

შესავლის მაგიერ, ანუ შემობრუნება ძველმორწმუნეობისკენ


თავი II

დოგმატი და წეს-ჩვეულება



თავი III

გრანდიოზული დივერსია, ანუ XVII საუკუნის რეფორმის პოლიტიკური საფუძველი


თავი IV

"როდესაც განიკვეთება უარესი, ზეცა უკეთესს შეუერთდება", ანუ იმის შესახებ თუ ვის უნდა ვმორჩილებდეთ და ვის არა


თავი V

შემსწორებელთა შესახებ

1. ათანასე პატელარი

2. არსენ ბერძენი

3. პაისი ლიგარიდი

4. არქიმანდრიტი დიონისე

5. ეპიფანე სლავინეცკი

6. აღმოსავლელი პატრიარქები - პაისი ალექსანდრიელი დამაკარი ანტიოქიელი

7. სიმეონ პოლოცკი

8. მეორეხარისხოვანი შემსრულებლები


თავი VI

რუსეთის პატრიარქი ნიკონი


თავი VII

ყაჩაღთა კრება


თავი VIII

რეფორმის შედეგები


თავი IX

ჯვრის გამოსახვის შესახებ

1. სამ-თითობითი სიკერპე და პირჯვრისწერის ნამდვილი წესი

2.  I-VIII საუკუნეების პერიოდის პირჯვრისწერის ისტორია, ანუ ყალბი საფუძვლები და არასწორი განმარტებები

3. წმ. მელეტი ანქიოქიელის მოქმედება

4. წმ. იოანე ოქროპირის გამონათქვამი

5. ჯვრის გამოსახატავი წყობა VIII-XVII საუკუნეებში და პირჯვრისსაწერ თითთა წყობის ცვალებადობის თეორია

6. არის თუ არა სამი თითით პირჯვრისწერა სამების ჯვარცმა?


7. წმ. დიდმოწამე ბარბარეს მაგალითი


8. ორთითიანი წყობის გრაფიკული გამოსახულებები


9. ორთითიანი წყობა მოციქულთა დროის ქრისტეანულ ძეგლებში (I ს.)


10. ორთითიანი წყობა II-IV საუკუნეების ქრისტეანულ ძეგლებში


11. ორთითიანი წყობა V-IX საუკუნეების ქრისტეანულ ძეგლებში


12. ორთითიანი წყობა X-XII საუკუნეების ქრისტეანულ ძეგლებში

13. კურთხევის გაცემის შესახებ


თავი X

ზოგიერთი უარყოფის განხილვა

1. დიდი კატეხიზმო

2. ღირ. მაქსიმე ბერძენი

3. "ასმუხლიანი" კრება.


4. წმ. მელეტი ანტიოქიელი და ნეტ. თეოდორიტე კვირელი


თავი XI

მართლმადიდებლური (რვადაკიდურიანი) ჯვრის შესახებ


თავი XII

ქრისტეს ჯვრის დევნა ახალმოწესე-რეფორმატორთა მიერ


თავი XIII

მაცხოვრის სახელის დაწერილობის, წარმოთქმის შეცვლისა და მეფის კარის ოკულტიზმის შესახებ


თავი XIV

იესუს ლოცვის შესახებ


თავი XV

ახალმოწესე რეფორმატორთა მკრეხელობანი და მწვალებლური ცთომილებანი


თავი XVI

ლიტანიობის შესახებ


თავი XVII

"და სული წმიდა უფალი ჭეშმარიტი..."


თავი XVIII

მტრის მიერვე გამხელილი სიყალბე


თავი XI

ქართული ეკლესიის რუსული ფიზიონომიის შემოქმედი - ანტონ I კათალიკოსი


თავი X

ერთმორწმუნე მძარცველნი


დასკვნა

 
TOP-RATING.UCOZ.COM
Назад к содержимому | Назад к главному меню Яндекс.Метрика