ივნისი
დიდი და საუფლო საეკლესიო დღესასწაულები
30 მაისი (ძვ. სტ.) // 12 ივნისი (ახ. სტ.)
სულთმოფენობა. წმიდა სამების დღე
მსგეფსი. ხსნილია ყოვლითურთ
ახალმოწესე რეფორმატორები ასწლეულობის განმავლობაში ცრუობდნენ და ირწმუნებოდნენ, რომ ორთითიანი წყობა პირჯვრის საწერად და კურთხევის გასაცემად თითქოსდა უახლესი გამონაგონი ყოფილიყო, ხოლო სამი თითით პირჯვრისწერა გადმოცემული იყო თვით მოციქულთაგან. ამ ზღაპრის შეთხზვისა და მისი პრაქტიკაში დანერგვის დროს, ახალმოწესე რეფორმატორებმა მეფე ალექსი მიხეილის ძისა და რუსეთის პატრიარქ ნიკონის მეთაურობით XVII ს-ის რუსეთში მოაწყვეს ნამდვილი გენოციდი საკუთარი ქრისტიანი, სრულიად მართლმადიდებელი ხალხის მიმართ.
რადგან ზოგიერთი დაბეჯითებით ცდილობს თავს მოგვახვიოს შეხედულება, რომლის მიხედვითაც "სადაც არ არის ეპისკოპოსი, იქ არ არის ეკლესია" და მით ფარავს იერარქთა ნებისმიერ განდგომილებას არა მარტო საეკლესიო კანონებისგან, არამედ დოგმატიკისგანაც, მოგვიწევს შევახსენოთ მათ ეკლესიის სწავლება საკუთარ თავზე.
მართლმადიდებლობის სიწმიდის თანამედროვე დამცველთაგან ხშირად გვესმის: "არა პაპიზმს! არა კათოლიციზმს! არა უნიას! არა ეკუმენიზმს!"... მაგრამ, რატომ არ გვესმის - "არა ნიკონიანელობას!"? ყველაფერი ხომ სწორედ მისგან დაიწყო. ეს არის მართლმადიდებლობის სიწმიდისთვის ჩვენი მებრძოლების გასაოცარი ახლომხედველობა და უმეცრება. განა ნიკონიანელობამ არ მისცა დასაბამი რუსული მართლმადიდებლობის ლათინიზაციას? განა ნიკონიანელობამ არ გაუხსნა გზა ეკუმენიზმს?
1. არსებობს თუ არა ჩემ მიერ აღწერილი (ან სხვა მსგავსი) პრობლემა ძველმართლმადიდებლობაში? თუ ძველმოწესეებში უკვე თავიდანვე არსებობს "აცრა" ამგვარი სიახლეებისგან? 2. იყო თუ არა განხეთქილებები 17-ე საუკუნემდე? 3. როგორ ფიქრობთ, უნდა იცვლებოდეს თუ არა მართლმადიდებლობა?
2022 წლის 7 იანვარს თბილისის წმ. დიდმოწამე ირინას სახელობის ეკლესიაში, საქართველოს ძველმართლმადიდებლური ეკლესიის არქიეპისკოპოსის თავმჯდომარეობით შედგა ეპარქიალური კრება. მაღალყოვლადუსამღვდელოეს პავლეს გარდა კრებას ესწრებოდნენ ეპარქიის მღვდელი გრიგოლ მახარაძე და დიაკვანი სოლომონ ცენტერაძე. კრებას ასევე ესწრებოდნენ საეკლესიო კლირი და მრევლი..
მართლმადიდებლური ეკლესიის სწავლებით ზიარება არის საიდუმლო, რომელშიც მორწმუნე პურისა და ღვინის სახით, მიიღებს იესუ ქრისტეს ჭეშმარიტ ხორცსა და ჭეშმარიტ სისხლს საუკუნო ცხოვრებად. ზიარება (ქრისტეს უწმიდესი ხორცისა და სისხლის მიღება) - ეს არის ისეთი საიდუმლო, რომლის დროსაც მართლმადიდებელი ქრისტიანი არა სიმბოლურად, არამედ რეალურად და ცოცხლად უერთდება ქრისტე ღმერთს იმ ზომით, რა ზომითაც იყო მზად ამისთვის. რაც უფრო მომზადებულია მორწმუნე ქრისტიანი ღმერთთან პირადი შეხვედრისთვის, მით მადლმოსილი იქნება იგი. ამ შეერთების სახე მიუწვდომელია რაციონალური აღქმისთვის ისევე, როგორც მიუწვდომელია პურისა და ღვინის შეცვალება ქრისტეს ხორცად და სისხლად.

სხვადასხვა მიზეზთა გამო პარაკლისების ჩატარების ღვთისმოსავი ტრადიცია ოდითგანვე ახასიათებდათ მართლმადიდებელ ქრისტიანებს, მაგრამ ბოლო დროს ამგვარი დამატებითი მსახურებანი ისე ხშირად აღარ აღესრულება, როგორც ადრე. მიუხედავად იმისა, რომ პარაკლისის ღმრთისმსახურება კიდევ საათნახევარს ამატებს ისედაც ხანგრძლივ საკვირაო მსახურებას (ლიტურგიას), ყოველთვის გამოჩნდებიან მასში მონაწილეობის მსურველები და მიაწვდიან მღვდელს ბარათებს პარაკლისებში მოსახსენიებელ ქრისტიანთა სახელებით (მიცვალებულთათვის პარაკლისი არ ტარდება. მათთვის დაწესებულია პანაშვიდები).

ქართველი მკითხველი პირველად ეცნობა მე-17 საუკუნის რუსული ლიტერატურის ამ შესანიშნავ ძეგლს - ძველმოწესეთა ერთ-ერთი უდიდესი იდეოლოგის, დეკანოზ ამბაკუმის ავტობიოგრაფიას. ნაწარმოები მიმართულია რუსული ეკლესიის მიერ მე-17 საუკუნის II ნახევარში გატარებული რეფორმების წინააღმდეგ. თხზულება ძირითადად სასულიერო პირთა ცხოვრებას ეხება, მაგრამ მასში რეალურად აისახა, აგრეთვე, რუსეთის ყოფა, საერო პირთა ცხოვრება, წარმოჩინდა იმდროინდელი რუსი ადამიანის ხასიათი. შესანიშნავი ენითა და სტილით შესრულებული ნაწარმოები ძველი რუსული მწერლობის შედევრად ითვლება.

