აპოლოგეტიკა - გზა - მართლად სავალი. II.IX. ჯვრის გამოსახვის შესახებ_10 - oldorthodox

საქართველოს ძველმართლმადიდებლური ეკლესია
ძიება
Перейти к контенту

Главное меню:

არქიეპისკოპოსი პავლე (ხორავა)

გზა - მართლად სავალი

ნაწილი II

გრანდიოზული დივერსია

17-ე საუკუნის რუსეთის საეკლესიო რეფორმის მიზეზები და შედეგები მსოფლიო მართლმადიდებლობისთვის.  
ძველმართლმადიდებლობის დოგმატურ-კანონიკური და ისტორიულ-ლიგურგიკული გამართლება

ორი თითით პირჯვრისწერა

მკითხველო, წინამდებარე წიგნი, რომლის ინტერნეტ-ვერსიასაც ჩვენს ოფიციალურ საიტზე გთავაზობთ, მართლმადიდებლური სარწმუნოების საძირკვლის გამაგრების, შენთვის ჭეშმარიტი ქრისტეანული გზის ჩვენებას ისახავს მიზნად. აქ თავმოყრილია დიდძალი კვლევითი მასალა, რომელიც ეხება დოგმატიკის, ლიტურგიკის, ეკლესიის ისტორიის და ესქატოლოგიის სფეროებს. წიგნი მდიდარია ფაქტობრივი და დოკუმენტური მასალით და მოიცავს პერიოდს I საუკუნიდან ვიდრე XXI საუკუნემდე. ავტორი გვაძლევს ნათლისღების საიდუმლოს, სხვადასხვა ლიტურგიკული წეს-ჩვეულების, 17-ე საუკუნის საეკლესიო რეფორმისა და მისი შედეგების შემჭიდროებულ, მაგრამ ამავე დროს ღრმა ანალიზს.

წიგნში მხილებულია ძველმართლმადიდებლური ეკლესიის წინააღმდეგ მიმართული ცილისწამებებისა და ბრალდებების უსაფუძვლობა; ავტორის მიზანია, ჭეშმარიტების ერთგულ ყოველ ქრისტეანს მიუთითოს გზა მართლად სავალი. იმის გასარკვევად, რომ ეს გზა სწორედ ძველმართლმადიდებლურ ქრისტეანობასთან მიდის, არა მარტო აქ მოტანილი საეკლესიო წესებისა და სხვადასხვა მოვლენის განმარტება დაგეხმარება, არამედ კრებულში თავმოყრილი სადისკუსიო მასალებიც დიდად წაგადგებგა და ორ მოპაექრე მხარეს შორის მტყუან-მართლის გარჩევაც არ გაგიჭირდება.

წიგნის პირველი ნაწილი ეძღვნება ნათლისღების საიდუმლოს, მისი შესრულების კანონიკურ და არაკანონიკურ ფორმებს; მეორე ნაწილი - 17-ე  საუკუნის რუსეთის საეკლესიო რეფორმას და მის შედეგებს როგორც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისთვის, ასევე მსოფლიო მართლმადიდებლობისთვის; მესამე ნაწილი კი მთლიანად ეძღვნება ეკლესიის უძლეველობას.

ჭეშმარიტი ქრისტიანული სიყვარულით უძღვნის ამ წიგნს ძველმართლმადიდებლური ეკლესიის არქიეპისკოპოსი პავლე (ხორავა) წმიდა სარწმუნოების გზაზე შემდგარ ყოველ მართლმადიდებელს.

წიგნი გამოიცა ძველმართლმადიდებელ ქრისტეანთა შემოწირულობით.

შინაარსი


თავი IX
___________________________________________________________________________________________________________________________________

13.  ორთითიანი წყობა X-XII საუკუნეების ქრისტეანულ ძეგლებში

რაც უფრო ზემოთ მივიწევთ საუკუნეთა კიბეზე ორთითიანი წყობის ამსახველი ისტორიული ძეგლების კვლევაში, ჩვენს გზაზე მით უფრო მეტ ნიმუშს ვხვდებით ქრისტეანული სამყაროს სხვადასხვა სფეროში. ჩვენთვის ცნობილ ქვეყნებს, სადაც ქრისტეანობა მყარად ვითარდებოდა თავისი გამოჩენის პირველივე საუკუნეებში, X ს-ში მიემატა კიდევ ერთი ვრცელი ოლქი, რომელსაც ქრისტეს სწავლების ნათელი მხოლოდ ამ საუკუნეში გამოუბრწყინდა. ჩვენ ვლაპარაკობთ ჩვენს სამშობლოზე - რუსეთზე, რომელმაც, როგორც ცნობილია, ქრისტეანობა მიიღო X ს-ის მიწურულს, კერძოდ, 988 წელს.

რუსეთისა და საზოგადოდ, მთელი სლავური სამყაროს განმანათლებელი გახლდათ საბერძნეთი, რომელშიც ქრისტეანობა უკვე ათი ასწლეული იყო, რაც არსებობდა და სადაც, ამის შედეგად, სხვადასხვა წეს-განგება უკვე ატარებდა დასრულებულ ხასიათს. სრულიად ბუნებრივია, რომ ასწავლიდნენ რა ახალგანათლებულ ხალხებს ქრისტეანულ ჭეშმარიტებას, მათი განმანათლებლები აძლევდნენ მათ იმ წყობასა და ქრისტეანული მსახურების წეს-განგებას, რომელსაც თვითონვე ფლობდნენ, ამასთან ერთად, ასწავლიდნენ პირჯვრისწერასაც და თანაც იმ თითებით, რომელიც მათში საყოველთაოდ მიღებული და გავრცელებული იყო.

ჩვენი კვლევის პირველ თავებში, ქრისტეანული დამწერლობისა და ნივთიერი ძეგლების საფუძველზე, დავადგინეთ, რომ როგორც საბერძნეთში, ასევე ქრისტეანული სამყაროს სხვა ქვეყნებში პირჯვრისწერისთვის იყენებდნენ ორ თითს; ახლა აუცილებელია გავარკვიოთ შემდეგი, ანუ შეინარჩუნა თუ არა საბერძნეთმა პირჯვრის საწერი თითების წყობის ეს გადმოცემა X ს-ში და გადმოსცა თუ არა ის სლავ ხალხებს მათი გაქრისტეანების დროს. ამ კითხვებს რომ ვუპასუხოთ, კვლავ უნდა მივმართოთ ქრისტეანული სიძველეებისა და ლიტერატურის ძეგლებს, რომლებიც წარსული მოვლენების საუკეთესო და მიუკერძოებელი მოწმობებს წარმოადგენს.

თავისი სიძველეებით ცნობილ რომის ვატიკანის მუზეუმში დაცულია ქრისტეანული ხელოვნების უიშვიათესი ძეგლები, რომლებიც მოიცავენ ქრისტეანობის თითქმის მთელ ისტორიას. მრავალ სხვა უძველეს ნიმუშთა შორის იქ დაცულია X ს-ის სპილოს ძვალზე შესრულებული ბერძნული დიპტიქები, რომელთა ნაწილი ზემოთ უკვე დავიმოწმეთ (Прохоров В.Н. Христианские Древности и Археология. 1862. Таблицы). აქ, როგორც მკითხველი ხედავს, მაცხოვარს, რომელიც საყდარზე ზის, საკურთხებელი მარჯვენა ორთითიანი წყობით აქვს შეკრული.




X ს.-ის სახარების ჩარჩოს მინიატურა. ათონი


არანაკლებ საინტერესოა, ასევე, X ს-ის სახარების ჩარჩო, რომელიც დაცულია ათონზე, წმ. ათანასეს ლავრაში. ამგვარად, X ს-ის საბერძნეთის ეკლესიაში ორთითიანი წყობის არსებობის ფაქტი სრულიად უეჭველია და გადაჭრით დასტურდება ისტორიული მონაცემებით, რომელიც მეცნიერებას ხელთა აქვს. ამისი დადგენა მეტად მნიშვნელოვანია კიდევ იმიტომ, რომ, თუკი ამ დროის საბერძნეთი პირჯვრისწერისთვის იყენებდა ორთ თითს, ხოლო ჩვენთვის - რუსებისთვის, რომლებმაც ბერძნებისგან მივიღეთ წმ. ნათლისღება და ასევე პირჯვრისწერის წესი, მაშინ ეს პირჯვრისწერა უნდა ყოფილიყო ისეთი, როგორსაც ისინი იყენებდნენ, ანუ ორი თითით, და არა სხვა რომელიმე. ამ მდგომარეობის ისტორიული სინამდვილე აბსოლუტურად დასტურდება სამეცნიერო კვლევების მეშვეობითაც. მოცემულ შემთხვევაში, დავიმოწმებთ საეკლესიო ისტორიის ისეთ ღრმად მცოდნეს, როგორიც არის პროფ. გოლუბინსკი, რომელიც თავისი გამოკვლევებში პირჯვრისწერის შესახებ ამბობს: "ჩვენ, რუსებმა, ქრისტეანობა ბერძნებისგან მივიღეთ იმი დროს, როდესაც მათში გავრცელებული იყო ორთითიანი წყობა. თავისთავად გასაგებია, რომ ქრისტეანობასთან ერთად ჩვენ მათგან ორთითიანი წყობაც შევითვისეთ და არა რომელიმე სხვა წყობა" (Богословский Вестник. 1892. С.  45).  
        
ამ მოწმობების შესაბამისად, თავისთავად უტყუარია კიდევ ის ფაქტი, რომელიც არანაირ ეჭვს არ ტოვებს X ს-ში ორთითიანი პირჯვრისწერის არსებობასთან დაკავშირებით. მხედველობაში გვაქვს ერთი იკონოგრაფიული ძეგლი, რომელიც დაცულია მოსკოვის მიტროპოლიტ წმ. ალექსის დაფუძნებულ ხარების უძველეს რუსულ მონასტერში. ეს უიშვიათესი ძეგლი გახლავთ ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის კორსუნის ხატი, რომელიც დაწერილია სამყაროს შექმნიდან 6501 წელს, ანუ ქრისტეს შობიდან 993 წ., შედეგად, სულ რაღაც 5 წლის შემდეგ რუსეთის ნათლობიდან თავად ვლადიმირის დროს (1917 წლის შემდეგ, ხატი, რომელიც დასვენებული იყო ნიჟნი ნოვგოროდის ხარების მონასტერში, დაიკარგა. დღეისთვის მისი ადგილსამყოფელი არავინ იცის - არქიეპ. პ.). ხატს ორივე მხარეს აქვს გადასახსნელი კარედები (створки), რომლებზეც გამოსახულნი არიან მთავარანგელოზი გაბრიელი და იოანე ნათლისმცემელი; იოანეს ფეხებთან ვხედავთ ჭურჭელს მისი მოჭრილი თავით. მარცხენა ხელში ნათლისმცემელს უჭირავს გრაგნილი, ხოლო მარჯვენა შეკრულია ორთითიანი წყობით და საკუთარი თავისკენ ისე აქვს მიბრუნებული, თითქოსდა პირჯვარს იწერსო.

ამით ბათილდება ის უსამართლო მტკიცებულება, თითქოსდა ორთითიანი წყობა მხოლოდ საკურთხებელი წყობაა და მას მხოლოდ სასულიერო პირები იყენებდნენ კურთხევისთვის; ორთითიანი წყობით მლოცველი იოანე ნათლისმცემელი თვალსაჩინოდ უარყოფს ამ მოარულ შეხედულებას" (С. И. Быстров. Двоеперстие в памятниках христианского искусства и письменности. Барнаул. 2001 г., стр. 53).



კორსუნის ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი. ხატი დაწერილია 6501 წ. მღვდელმონაწონ სიმეონის მიერ


კორსუნის ხატთან დაკავშირებით ეჭვი შეიძლება აღმოცენებულიყო მხოლოდ იმ კუთხით, თუ რამდენად ძველია მისი კარედები, ანუ: არის თუ არა ისინი ხატის თანამედროვე, ანუ ხომ არ არის ისინი გვიანდელი დანამატი? ეს ეჭვი განქარდება ამ ხატების სიძველეთა გამოკვლევის საფუძველზე, რომლის მიხედვითაც დადგენილია, რომ "კორსუნის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატი და მისი კარედები ერთი და იმავე ფუნჯით არის შესრულებული" (Описание Благовещенского монастыря. Н.  Новгород. 1884. С.   16).

ამ ხატის მოკლე ისტორიული მონაცემები ასეთია: ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის კორსუნის ხატი (6501 წ. (993 წ. ქრ. შ.-დან)) წარმოადგენს კიევში მოციქულთასწორი თავად ვლადიმირის მიერ ჩამოტანილი ბერძნული ხატის ასლს, რომელიც კიევში 993 წელს დაიწერა. ამიტომაც არის მასზე წარწერები ორ ენაზე: ბერძნულად და სლავურად, ხოლო, სად ინახებოდა ეს სახელგანთქმული ხატი მიტროპოლიტ ალექსიმდე ან საიდან მოიტანა იგი ამ მღვდელმთავარმა და როგორ შესწირა ეს უძვირფასესი და უიშვიათესი ხატი ნიჟნი ნოვგოროდის ხარების მონასტერს, ზუსტი ისტორიული ცნობების არქონის გამო, მხოლოდ ვარაუდებითღა შეიძლება მსჯელობა. ხატი იმითაც არის ღირსშესანიშნავი და ძვირფასი, რომ ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ასეთი ხატები, რომელიც გადაწერილია ლუკა მახარობლის მიერ დაწერილი ხატებისგან, მეტი აღარც არის (იქვე. გვ. 16-17).

ამრიგად, ისტორიული მონაცემების საფუძველზე, რომელიც გამყარებულია ქრისტეანული ხელოვნების ნივთიერი ძეგლებით, X ს-ში ორთითიანი წყობის არსებობა უეჭველი და დადასტურებულია. იკონოგრაფიული ძეგლები, რომლებზეც გამოსახულია ორთითიანი წყობა და რომლებიც არსებობს საბერძნეთში, ათონზე, რომსა და ბოლოს რუსეთში, მიუთითებს იმაზე, რომ X ს-ში ორთითიანი წყობა საყოველთაო წყობა იყო პირჯვრის საწერად და კურთხევის გასაცემად. მღვდელმონაზონი სიმეონი, რომელმაც კორსუნის ხატი დაწერა, ხატზე ორ თითს, მას რომ მის დროებაში არ ეარსება, არ გამოხატავდა ისევე როგორც არ გამოსახავენ დღეს ძველმორწმუნეები თავიანთ ხატებზე სამ თითს.

XI ს-ში ორთითიანი წყობის არსებობის საკითხი, როდესაც რუსეთის ეკლესია უშუალოდ ბერძენი მღვდელმსახურების ხელმძღვანელობით ფართოვდებოდა და ძლიერდებოდა, შეიძლება გადაწყვეტილ იქნას მხოლოდ დადებითად. ხატწერისა და საეკლესიო მწერლობის ძეგლები ამისი ავტორიტეტული მოწმობანი გახლავთ.

რუსეთი, რომელმაც ნათლობა და ყოველი საეკლესიო წეს-განგება მიიღო ბერძნული ეკლესიისგან (მათ შორის, როგორც ეს უკვე ვნახეთ, პირჯვრისწერისა და კურთხევის გაცემის ორთითიანი წყობა), გულმოდგინედ იცავდა მის ნიადაგზე დათესილ სარწმუნოების მარცვალს და ერთგული იყო თავისი განმანათლებლებისა, ამიტომაც, ლაპარაკიც კი ზედმეტია იმაზე, თითქოსდა ორთითიანი წყობის პირჯვრისწერა რუსეთში ამ დროს არ არსებულიყოს. ეჭვი უფრო შეიძლება გაჩნდეს სხვა ქრისტეანულ ქვეყნებთან დაკავშირებით, მაგალითად, როგორიც არის რომი, ვენეცია და თვით საბერძნეთი, მაგრამ ისტორიული კვლევები თვით ამ ქვეყნებთან მიმართებაშიც კი საწინააღმდეგოს გვიმტკიცებს.



ნეა-მონის მონასტრის მოზაიკა. ხიოსი. საბერძნეთი. XI ს.


იკონოგრაფიული ძეგლები გვარწმუნებს, რომ ჩვენ მიერ განხილულ პერიოდში ორთითიანი წყობა ამ ქვეყნებშიც კი არ იყო დავიწყებული.

მაგალითად, იტალიაში გვაქვს XI საუკუნის კარგად შემონახული სხვადასხვა სახის იკონოგრაფიული ნიმუშები: მოზაიკა, სახარებათა ჩარჩოები და ფერწერული გამოსახულებები, სადაც საკმაოდ მკაფიოდ ჩანს ორთითიანი წყობა. აი, ჩვენ წინაშეა ბერძნული სახარების ჩარჩო, რომელიც იტალიაში, ქ. სიენას ვრცელ ბიბლიოთეკაშია დაცული. მაცხოვარი აქ გამოსახულია მოკლე თმით, თვით მისი სახეც უჩვეულოა. მარცხენა ხელში მას დახურული სახარება უპყრია, ხოლო მარჯვენა საკურთხებლად არის შემართული და ორთითიანი წყობა გააჩნია.

თითების ასეთივე წყობას ვხვდებით ქრისტე მაცხოვრის მოზაიკურ გამოსახულებაზე ვენეციის წმ. მოციქულ მარკოზის ცნობილ ტაძარში, სადაც ქრისტეს ერთი მხრიდან წინ უდგას ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი, ხოლო მეორე მხრიდან მარკოზ მახარობელი.



ვენეცია, წმ. მოც. მარკოზის ტაძარი. XI ს. უძველესი მოზაიკა: ქრისტე, დედა ღვთისა და მოციქული მარკოზი.


გამოსახულება გაოცებს შესრულების ოსტატობით, დახვეწილობით და ნაწილების პროპორციულობით. ყველაფერში დიდი ოსტატობა და რეალისტურობა გამოსჭვივის: სახეები ისე გიყურებენ, თითქოსდა ცოცხლები არიანო. მაცხოვრის ხელზე ორთითიანი წყობა შეუდარებელია. მაგრამ ჩვენთვის ამ ძეგლში უდიდეს ფასეულობას წარმოადგენს ქრისტეს ხელის ორთითიანი წყობა, რაც თვალსაჩინოდ მიუთითებს ორთითიანი წყობის არსებობაზე XI ს-ში, და არა მარტო საბერძნეთში, არამედ იტალიაშიც და, საერთოდ, დასავლეთის ქვეყნებში.

განვიხილავთ რა XI ს-ის ეკლესიის ისტორიულ მოვლენებს, მათში ვპოულობთ ქრისტეანული ხელოვნების უამრავ ძეგლს, რომელიც აშკარად ადასტურებს ორთითიანი წყობის არსებობაზე თვით კონსტანტინოპოლის ეკლესიაში. პროფესორი კაპტერევი, იაკობიტელ ისტორიკოს ასემანზე დაყრდნობით, რომელსაც ჩაუწერია სარწმუნოების შესახებ იაკობიტელი პატრიარქის დავა ბერძნებთან, ამასთან დაკავშირებით აცხადებს: "ჩვენ ხელთა გვქვს ისეთი ფაქტი, რომელიც ყოველგვარ ეჭვს გამორიცხავს XI საუკუნის დასაწყისის კონსტანტინოპოლის ეკლესიაში ორი თითით პირჯვრისწერის ფაქტზე. ეს ფაქტი მდგომარეობს შემდგომში: XI საუკუნის პირველ ნახევარში, იაკობიტელი პატრიარქი იოანე მერვე აბდონი, რომელიც ანტიოქიაში ცხოვრობდა - ანტიოქია მაშინ მაშინ ეკუთვნოდა ბერძნებს, - მილიტინელმა მიტროპოლიტმა ნიკიფორემ ამხილა ბერძენი იმპერატორის რობან არგიროპულოსის წინაშე, რომ იოანე ცდილობდა თავის მწვალებლობაში ბერძენთა გადაბირებას.

იმპერატორმა იოანეს კონსტანტინოპოლში ჩამოყვანა ბრძანა. 1029 წლის 15 ივნისს იოანე აბდონი ექვს ეპისკოპოსთან და იაკობიტელ ბერებთან ერთად ნიკიფორე მილიტინელის თანხლებით ბიზანტიაში ჩავიდა. აქ კონსტანტინოპოლის პატრიარქმა მოიწვია კრება, რათა იაკობიტთა მართლმადიდებლობისკენ მოქცევა ეცადა, მაგრამ ისინი ურყევნი აღმოჩნდნენ თავიანთ ცთომილებაში. მაშინ, ბერძენთა პატრიარქმა ისევ მოიწვია კრება რომელზეც გაიმართა დავა იოანე აბდონს, სიმნაიდელ ეპისკოპოს ელიასა და პატრიარქს შორის.
"როდესაც ხანგრძლივი დავის შემდეგ, - წერს ისტორიკოსი ასსემანი, - ვერ მოახერხეს ჩვენების გადაბირება, მოითხოვეს მათგან მხოლოდ ის, რომ არ შეერივნათ ზეთი ღვინისთვის ევქარისტიის საიდუმლოში და პირჯვარი დაეწერათ ორი და არა ერთი თითით"" (Н. Ф. Каптерев. "Патриарх Никон и его противники в деле исправления церковных обрядов. Времена патриаршества Иосифаю Москва, 1887 г., стр. 80. Изд. 2-е. С. 83).

პატრიარქის მეთაურობით ეპისკოპოსთა კრების, სხვაგვარად რომ ვთქვათ, მთელი კონსტანტინოპოლის ეკლესიის ასეთი დაბეჯითებითი მოთხოვნა, რათა იაკობიტებს პირჯვარი გამოესახათ ორი თითით, ამტკიცებს, რომ XI საუკუნის აღმოსავლეთში პირჯვრისწერის ერთადერთ სწორ ფორმად მიიჩნეოდა ორთითიანი წყობა, რომელსაც ბერძნები იმდენად მკაცრად იცავდნენ, რომ იაკობიტთა მართლმადიდებლებთან შერიგების უეჭველ პირობად იყო დადებული. იაკობიტებთან მშვიდობის დასამყარებლად ბერძნული ეკლესია, როგორც ჩანს, მიდიოდა დიდ დათმობებზე, მაგრამ ეს დათმობები არ ვრცელდებოდა იმ დროისთვის საყოველთაოდ გავრცელებულ პირჯვრისწერის წესზე.

ერთ-ერთი მიზეზი, ასე დაბეჯითებით რატომ სთხოვდა ბერძნული ეკლესია იაკობიტებს უარი ეთქვათ ერთი თითით პირჯვრისწერაზე და გულმოდგინედ მოითხოვდა ორი თითით პირჯვრისწერას, ისტორიკოსთა აზრით, გახლავთ ის, რომ ორი თითით ჯვრის გამოსახვა წარმოადგენდა მართლმადიდებლობის ნიშანს, ხოლო ერთი თითი - იაკობიტთადმი კუთვნილების სიმბოლოს, რომელთაც იესუ ქრისტეზე მონოფიზიტური შეხედულებები ჰქონდათ. ისტორიკოსთა მოწმობით, იაკობიტებმა თვითონ მოიფიქრეს ერთი თითით პირჯვრისწერა ან ისესხეს ის მონოფიზიტთაგან, რათა ასე გამოეხატათ ქრისტეს ერთბუნებიანობისადმი თავიანთი რწმენა (იქვე. გვ. 85-86).



ფრესკა "წმ. ნიკოლოზი". კვიპროსი. XII ს.


ქრისტეანული ეპოქის მეთორმეტე საუკუნე, რომელზეც ახლა გადავდივართ, არ წარმოადგენს რაიმე გამონაკლისს ფაქტების იმ ისტორიულ ჯაჭვში, რომელიც წინა თავებში გადმოვეცით.

იკონოგრაფიული ძეგლები, რომლებიც ფეხდაფეხ მისდევს ისტორიულ თქმულებებს, გვარწმუნებს იმაში, რომ ორთითიანი წყობა ქრისტეანული ეკლესიის ისტორიის ამ პერიოდშიც არსებობდა. თითების წყობის საკითხის მეცნიერ-მკვლევრები იოტისოდენა ეჭვსაც კი არ გამოთქვამენ ამასთან დაკავშირებით, მეტიც, გასაოცარი ერთსულოვნებით ამტკიცებენ, რომ ორთითიანი წყობა დროის ამ პერიოდის ბერძნებში საყოველთაო იყო.

"არსებობს მოწმობა, - ამბობს პროფ. გოლუბინსკი თავის სამეცნიერო ნაშრომში, - რომელიც ეჭვსაც კი არ ტოვებს იმაში, რომ კონსტანტინოპოლში იყენებდნენ ორთითიან წყობას ან, სხვაგვარად რომ ვთქვათ, ის საყოველთაოდ იყო გავრცელებული ბერძნებში. 1170 წელს კონსტანტინოპოლის იმპერატორი მანუილ კომნინოსი შეეცადა, მართლმადიდებლობასთან სომხების შერიგების იმედით საეკლესიო ურთიერთობები დაემყარებინა მათთან.

ამ მიზნით საღვთისმეტყველო დიალოგის საწარმოებლად იმპერატორმა სომხებს მიუგზავნა ერთ-ერთი კონსტანტინეპოლელი მეცნიერი, სახელად თეორიანე, რომელმაც აღწერა სომხებთან თავისი გასაუბრება. მეორე გასაუბრების შესახებ, სხვათა შორის, თეორიანე გვამცნობს ასეთ საინტერესო დეტალებს: "როდესაც ეს (წინმსწრობი სიტყვა) ითქვა, ადგა ერთი სირიელი მღვდელი და თეორიანეს ჰკითხა: რატომ იწერთ თქვენ (ე. ი. კონსტანტინოპოლელი ბერძნები) პირჯვარს ორი თითით და განა აქ გაყოფილნი არ არიან (ერთმანეთში) თითები, როგორც დამოუკიდებელნი ერთიმეორისგან? შედეგად, თქვენი აზრით, ქრისტეშიც ორი ბუნება გაყოფილია. თეორიანემ უპასუხა: ქრისტეს ორი ბუნების განსაცალკევებლად კი არ ვაკეთებთ ამას, არამედ მას შემდეგ, რაც დაგვიხსნა ეშმაკის მონობისაგან, დამოძღვრილ ვიქმენით, აღვმსდგარიყავით მის წინააღმდეგ და გვებრძოლა, რამეთუ ხელებით ვიქმთ სიკეთეს, წყალობას და სხვა სათნოებებს და ეს არის ღვაწლი; აი, თითებით კი, აღვიბეჭდავთ რა შუბლს ქრისტეს ბეჭდით, წინ აღვუდგებით ეშმაკს, ვძლევთ მას და დავითთან ერთად ვადიდებთ უფალს: "
კურთხეულ არს უფალი ღმერთი ჩემი, რომელმან ასწავა ხელთა ჩემთა ღუაწლი და თითთა ჩემთა -   ბრძოლაი" (ფსალმ. 143:1). "თითსაო" კი არ უბრძანებია დავითს (ანუ როგორც თქვენ აკეთებთ -   სომხები), არამედ თითებსაო".

მაშასადამე, როდესაც სირიელმა მღვდელმა უსაყვედურა კონსტანტინოპოლელ ბერძნებს, რომელთა წარმომადგენელი იყო თეორიანე, "რატომ იწერთ პირჯვარს ორი თითით?" და ჰკითხა "განა აქ გაყოფილნი არ არიან (ერთმანეთში) თითები, როგორც დამოუკიდებელნი ერთიმეორისგან", თეორიანეს დაუდასტურებია, რომ კონსტანტინოპოლელი ბერძნები პირჯვარს ნამდვილად იწერდნენ ორი თითით. გამოდის, რომ 1170 წელს კონსტანტინეპოლის ეკლესიაში პირჯვრის გამოსახვისას უეჭველად გამოიყენებოდა ორი თითი, რომელიც იმ დროს წარმოადგენდა თვალსაჩინო ნიშანს, რაც მართლმადიდებელთ მონოფიზიტთაგან განასხვავებდა (Н. Ф. Каптерев. Патриарх Никон и царь Алексей Михайлович. Глава V Церковно-обрядовые реформы Никона. იხ. აგრეთვე Богословский Вестник. 1892. С.  40-41).



ფრესკა დუომოს ტაძრის აფსიდში. კეფალუ, იტალია. XII ს.


დიდი ხანია, ცნობილია მოწმობა ორი თითის შესახებ, რომელიც ეკუთვნის წმ. პეტრე დამასკელს, ვინც, ზოგიერთი მეცნიერის აზრით, VIII საუკუნეში, ხოლო სხვა უფრო სავარაუდო ცნობებით, XII ს-ში ცხოვრობდა. ეს მოწმობა მოუტანია მრავალ საეკლესიო მწერალს, რომელიც მათ აუღიათ "სათნოთმოყვარებიდან", სადაც ის ასე იკითხება: "ამრიგად, პატიოსანი და ცხოველმყოფელი ჯვრის ნიშისგან ილტვიან დემონნი და მრავალსახოვანი ჭირვებანი - ნიში, რომელიც ყველას საჩუქრად ებოძა და რომლის ქების გამოთქმა არავის ძალუძს, ხოლო მისი გამოსახვის ფორმა წმიდა მამათაგან გვებოძა მწვალებელთა დასამხობად: რამეთუ ორი თითი და ერთი ხელი წამოაჩენენ ჩვენი ჯვარცმული უფლის, იესუ ქრისტეს ორ ბუნებას, ერთ იპოსტასში შეერთებულს" (Филиппов  Т. И. Современые церковные вопросы. С.   452).

IV საუკუნის მიმოხილვისას, სადაც, სხვათა შორის, ვახსენეთ ბერძნული დიდი სჯულისკანონის, "პიდალიონის" განსაწავლული გამომცემლები, მთაწმინდელები ნიკოდიმე და აღაპიტე, რომლებიც წმ. ბასილი დიდის 91-ე კანონის განმარტებაში ამბობენ, რომ პირველი საუკუნის ქრისტეანები პირჯვარს ორი თითით იწერდნენ, რათა გვეჩვენებინა, რომ თანამედროვე ბერძნული ეკლესიის მიერ დავიწყებული თითების წყობა იყო ორთითიანი, ირიბად წმ. პეტრე დამასკელსაც შევეხეთ. "პიდალიონის" გამომცემლები წმ. პეტრე დამასკელს იმოწმებენ, როგორც საზოგადოდ აღიარებულ ავტორიტეტს და აცხადებენ, რომ "ასე ამბობს პეტრე დამასკელი"
(31).

-----------------

31.   პოლემიკურ ლიტერატურაში არსებობს დიდი აზრთა სხვაობა წმ. პეტრე დამასკელის პიროვნებასთან დაკავშირებით. ერთნი მას უბრალო ბერად მიიჩნევენ, რომელსაც არავითარი ავტორიტეტი არა აქვს საეკლესიო მოძღვრობის სფეროში; სხვები კი, პირიქით, მის თხზულებებს დიდი მნიშვნელობის მქონედ, ხოლო თვითონ მას წმიდა მოღვაწედ მიიჩნევენ. პირველ აზრს იზიარებდნენ: ასტრახანის მიტროპოლიტი ნიკიფორე თეოტოკი, მიტროპოლიტი გრიგოლი (წიგნის "ჭეშმარიტად ძველი და მართლმადიდებელი ეკლესია" ავტორი) და სხვები. პირველი მათგანი ასე ეხმაურება წმ. პეტრეს საკითხს: "... უნდა ვიცოდეთ, რომ ეს პეტრე დამასკელი იყო უბრალო ბერი, ბოლო საუკუნეების ადამიანი, რომელიც არ ირიცხება წმიდანთა შორის. ხოლო მისი თხზულებები არ წარმოაჩენენ მასში არც გონიერ და არც განსწავლულ პიროვნებას, ამიტომაც დარჩა ის ჩრდილში თვით ჩვენს დროებამდეც კი (ანუ 1781 წლამდე" (Филиппов Т. И. Современные церковные вопросы. С. 450). წმ. პეტრეს შესახებ ასეთივე აზრს გვაწვდის მიტროპოლიტი გრიგოლიც. ეს აზრი, რაც უნდა ბეჯითად უჭერდნენ მას მხარს ცნობილი ბანაკის პოლემისტები, კრიტიკას ვერ უძლებს. წმ. პეტრე დამასკელის თხზულებები ყოველთვის იყო ქრისტეანობის ყურადღების საგანი და მას ქრისტეანული დამწერლობის საუკეთესო ნიმუშთა შორის მიუჩენდნენ ადგილს. წმ. პეტრეს თხზულებათა ვენეციური გამოცემის წინასიტყვაობაში მის შესახებ ასეთი საქებარი გამოხმაურებაა: "კიდევ უფრო მეტი და აღმატებული ნაყოფი მოაქვს მას (წმ. პეტრეს) სიკვდილის შემდეგ, რადგან დაგვიტოვა მამობრივი და წაურთმეველი მემკვიდრეობა, აღვსილი ხორციელი ღვაწლის ყოველგვარი სათნოებით, სულიერი გამოცდილებით, საღმრთო ნეტარებათა სიმაღლეებით, საღმრთო სიბრძნით და, - მოკლედ, რომ ვთქვათ - ღვთიური მღვიძარების მოკლედ გადმოცემით" (Филиппов  Т. И. Указ. соч. С.   452). წმ. პეტრეს თხზულებები არაერთხელ გამოუცია რუსეთის სინოდალურ ეკლესიას, ხოლო 1874 წ. ოპტის უდაბნოს მოსაგრემ ა. ი.-მ (А. Ю.) მისი თხზულებები დასტამბა სათაურით: "ღირსი და ღმერთშემოსელი მამის ჩვენის, მღვდელმოწამე პეტრე დამასკელის თხზულებები". ეს ყველაფერი კი მეტყველებს იმაზე, რომ ღირ. პეტრე მიიჩნეოდა წმინდანად და მღვდელმოწამედ (თუმცა ისტორიული ცნობების არქონის გამო უცნობია, რისთვის და რა პირობებში იყო ღირსი მამა ნაწამები). მისი თხზულებების მთარგმნელი, ოპტის უდაბნოს მკიდრი ა. ი. წერს: "ჟამი, რომლის დროსაც მას (ანუ წმ. პეტრეს) მოუწია ცხოვრებამ, ზუსტად ცნობილი არ არის; მაგრამ ზუსტად არის ცნობილი ის, რომ მისი ხსოვნა ბერძნული სვინაქსარული კალენდრით და ძველი სლავური თვენის მიხედვით, რომელსაც მაღალუსამღვდელოესი ფილარეტი ახსენებს, დაწესებულია 9 თებერვალს" (Филиппов Т.И. Указ. соч. С. 449). ამრიგად, ნათელი ხდება, რომ წმ. პეტრე დამასკელი - სირიის ერთ-ერთი უბრალო ღვთისმოსავი ბერი კი არ იყო, არამედ - ეკლესიის მოძღვარი და წმიდა კაცი, რომლის ხსენებასაც აღმოსავლეთის ეკლესია დღემდე აღნიშნავს; და მისი, როგორც წმიდა მამის მოწმობა ორთითიანი წყობის შესახებ მით უფრო განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს.

-----------------





ღვთისმშობელი ორანტა. იაროსლავლი. XII ს.


XI ს-ის ქრისტეანული ხელოვნების ძეგლებიც თვალსაჩინოდ მეტყველებს იმას, რასაც ისტორიული ძეგლები, ანუ იმას, რომ ორთითიანი წყობა ამ დროს ნამდვილად არსებობდა როგორც საბერძნეთში, ასევე რუსეთშიც. ქრისტეანული ხელოვნების ისეთ სფეროებში, როგორიც არის: მოზაიკური მხატვრობა, ხატწერა, ჩუქურთმა და სხვა, ცალკეულ პირთა გამოსახულებების გარდა, არსებობენ კიდევ ქრიტე მაცხოვრის, ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის და იოანე ღვთისმეტყველი ერთობლივი გამოსახულებები, ე. წ. "დეისუსები".



ფრესკა ბნელი ეკლესიის აფსიდში. ჰერემე. კაპადოკია. XII ს.


"დეისუსი" -
δεησις ბერძნული სიტყვაა და ნიშნავს ლოცვას. ეს სახელწოდება მომდინარეობს იქიდან, რომ ამგვარად იწერებოდა უფლისადმი აღვლენილი ლოცვა, ვედრება. და ქრისტეს წინაშე მდგომი ყოვლადწმიდა ღვთისმშობელიც და იოანე ნათლისმცემელიც ლოცვით მდგომაროებაში არიან გამოსახულნი.

უმეტეს შემთხვევაში მაცხოვარი "დეისუსებზე" გამოისახება "დიდების საყდარზე" მჯდომარედ, თუმცა არის "დეისუსები", რომლებზეც ის მდგომარეა გამოსახული. ჩვენ უკვე აღვნიშნეთ ორი, X და XI საუკუნეების "დეისუსი", ახლა ქრონოლოგიის დაცვით შევეხოთ კიდევ ერთ "დეისუსს", ამოტვიფრულს სპილოს ძვალზე. ეს არის XII ს-ის ბერძნული ხელოვნების ნიმუში. აღებული გამოსახულება შეუძლებელია წარმატებულად ჩაითვალოს მხატვრული ღირებულების თვალსაზრისით; ფორმები უხეშია, ფიგურების ზოგიერთი ნაწილი არაპროპორციული და ბუნდოვანი მოხაზულობისაა, მაგრამ, ჩვენ, კიდევ ერთხელ გავიმეორებთ, გვაინტერესებს ძეგლის არა იმდენად მხატვრული მხარე, რამდენადაც ისტორიული. ჩვენ წინაშეა XII ს-ის ძეგლი, იმ ეპოქის საეკლესიო-ისტორიული მნიშვნელობის გამომხატველი და ის, როგორც ასეთი, იმსახურებს სრულ ყურადღებას, განსაკუთრებით თითების წყობის მხრივ. მაცხოვრის მაკურთხებელი ხელი, როგორც აქ ვხედავთ, ორთითიანი წყობისაა, რაც ფაქტობრივად ადასტურებს ჩვენს ნათქვამს იმის შესახებ, რომ ქრისტეანული ისტორიის ამ პერიოდში საბერძნეთში არსებობდა ორთითიანი წყობა.

ქრისტეანული ხელოვნების ძეგლები უფრო მეტშიც გვარწმუნებს. კერძოდ - განსახილველ პერიოდში ორთითიანი წყობის არსებობაში სლავ ეროვნებებს შორისაც, რომლებიც ბალკანეთის ნახევარკუნძულზე იყვნენ დასახლებულნი.



მაცხოვრის ხატი. XII ს. ოხრიდის (მაკედონია) წმ. კლიმენტის სახელობის ეკლესიაში


ჩვენ წინაშეა XII ს-ის უაღრესად საინტერესო ძეგლი - მაცხოვრის ხატი, რომელიც ცნობილია "სულთამხსნელის" (Душеспаситель) სახელით და რომელიც ოხრიდში (მაკედონია), წმ. კლიმენტის სახელობის ეკლესიაშია დაბრძანებული (Кондаков Н.П. Археологическое путешествие по Македонии. С.  252). იკონოგრაფიის ამ ძეგლის ზედაპირული მიმოხილვაც კი თვალსაჩინოს ხდის მაცხოვრის გამოსახულების ხასიათს: ძლიერი ფიგურის მონუმენტური სიდიადე, სახის მშვიდი, თვითჩაღრმავებული გამოხატულება, ასკეტური თავშეკავებულობა; ყველაფერში რაღაც არამიწიერი სიდიადე გამოსჭვივის. მაცხოვარს მარცხენა ხელში დახურული სახარება უპყრია, ხოლო მარჯვენა ხელი შემართული აქვს საკურხთებლად ორთითიანი წყობით, თანაც თითების წყობა ხაზგასმულია საკმაოდ რელიეფურად.  

ქრისტეანული ხელოვნებისა და დამწერლობის ჩვენ მიერ აღებული ნიმუშების შუქზე (აღებული, ვიმეორებთ, საკმაოდ შეზღუდული რაოდენობით) (ჩემს კრებულში აღებული მაქვს ყოველი საუკუნის 4-5 ნიმუში დაწყებული IV საუკუნიდან - ავტორის შენიშვნა) ცხადი ხდება, რომ ორთითიანი წყობის არსებობა XII ს-ის ქრისტეანულ ქვეყნებში უეჭველია, მეტიც - საწინააღმდეგოს მტკიცება შეუძლებელია" (С. И. Быстров. Двоеперстие в памятниках христианского искусства и письменности. Барнаул. 2001 г.).

ვფიქრობთ, საკმარისი მასალა წარმოვაჩინეთ ძველი ქრისტეანული ხელოვნებისა და ხატმწერლობის ნიმუშებიდან, საიდანაც მტკიცდება, რომ ორთითიანი წყობა, რომელიც, გარდა იმისა, რომ ზოგიერთ შემთხვევაში გამოიყენება, როგორც ორატორული ჟესტი, ამავდროულად, რასაც წმიდა მამათა სწავლება და საეკლესიო დადგენილებანი ადასტურებს, გამოიყენება როგორც კურთხევის გასაცემი და პირჯვრის საწერი წესი. ასეთად რჩება ის დღევანდლამდე.

და ბოლოს, ე. ჭელიძის ცრუპენტელობის პირის დასაყოფად, ვფიქრობთ, ზედმეტი არ იქნება, დავიმოწმოთ ორთითიანი წყობის ძველქართული ნიმუშებიც, რომლებიც, სამწუხაროდ, ს. ი. ბისტროვის წიგნში არ შესულა, მაგრამ ისინი უდავოდ ადასტურებს ამ წყობის არეალის სიფართოვეს და გავრცელებას. ამ მხრივ ქრისტეანული ხელოვნების ქართული ნიმუშებიც არანაკლებ საყურადღებო მასალას წარმოადგენს.



ძველი ქართული მინანქრული ხატი



ათანასე და გრიგოლი. 1040 წ.




ბედიის ბარძიმი (XI ს.)



ბედიის ბარძიმი (დიდი) (XI ს.)


ამრიგად, თვალნათლივ წარმოჩინდა, რომ ხატმწერლობასა და ძველი საუკუნეების გრაფიკულ ნიმუშებზე თითების წყობის სხვადასხვა ვერსია გამოიყენებოდა როგორც ორატორული ჟესტი, ხოლო მათგან ორთითიანი წყობა ამავდროულად წარმოადგენდა მართლმადიდებლური ეკლესიის აღმსარებლობით სიმბოლოს, რომლითაც აკურთხებდნენ და პირჯვარს იწერდნენ.

დასასრულს მკითხველს შევთავაზებთ ე. ჭელიძის არაობიექტურობისა და ცრუპენტელობის კიდევ ერთ მაგალითს, რომელიც კვლავ და კვლავ ხატმწერლობის ნიმუშს ეხება და კარგად წარმოაჩენს ამ "მეცნიერის" აზროვნებისა და მუშაობის მიმართულებას. მხედველობაში გვაქვს ყველა მორწმუნე ქართველისათვის (და არა მარტო) უძვირფასესი ივერიის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატი "პორტაიტისა" ("კარიბჭისა") ე. ჭელიძისეული აღწერილობა, რომელიც ისეთივე ცრუა, როგორც მისი ორივე ანტიძველმართლმადიდებლური წიგნი, რომელთა განხილვასაც წინამდებარე ნაშრომი მივუძღვენით.

ე. ჭელიძე ირწმუნება, თითქოსდა "თითთა წყობის პირველ (იხ. ქვემოთ. ნახატი I) სახეს გვიჩვენებს ივერიის ღვთისმშობლის უწმიდესი ხატი", რაც სიმართლეს აsრ შეესაბამება.



"დიდი მადლია, - წერს ე. ჭელიძე თავის ნაშრომში "ეკლესია - სძალი უფლისა", - რომ ამ ხატის ზედმიწევნითი პირი უკანასკნელ ხანს საქართველოშიც იქნა მოვანებული. ეს ხატი იმდენად წმიდაა და სასწაულთმოქმედი, რომ მისგან გადაღებული პირებიც იმოსებიან პირველსახის უხრწნელი მადლით და მირონმდინარების საკვირველებას ავლენენ" (ე. ჭელიძე. "ეკლესია - სძალი უფლისა". თბ. 1990 წ. გვ. 217).

შევახსენებთ ჩვენს ოპონენტს, რომ საქართველოში ამ ხატის დედნის ზედმიწევნითი პირი არავის ჩამოუტანია, ხოლო, რაც ჩამოიტანეს, გახლავთ ხატის თავისუფალი ინტერპრეტაცია.

აქ არ დავიწყებთ ამ ძალზე ცნობილი და მთელ მართლმადიდებლურ სამყაროში პოპულარული ხატის ისტორიის გადმოცემას. მეტ-ნაკლებად ეს ისტორია თითქმის ყველა მართლმადიდებელმა ქრისტეანმა იცის, ჩვენ მხოლოდ მოკლე მიმოხილვით შემოვიფარგლებით.

რუსეთის ოფიციალური მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ დასტამბულ "მართლმადიდებლურ ენციკლოპედიაში", რომელიც გამოიცა რმე-ს პატრიარქ კირილეს რედაქციით, მოცემულია ივერიის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატის დედნის დეტალური აღწერილობა, რომელშიც სხვათა შორის ვკითხულობთ:

"პორტაიტისა, კარიბჭისა (ბერძნ
.: Πορταΐτισσα) (დღესასწ. 12 თებ., ასევე ბრწყინვალე შვიდეულის სამშაბათს - მოპოვება 13 ოქტ. - მოსკოვში გადატანა 1648 წ., ზოგიერთ კალენდარში დამატებით 31 მარტს და 27 აპრილს), ქრისტეანული აღმოსავლეთის ერთ-ერთი ყველაზე პატივდებული სიწმიდე. ივერიის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატის (შემდგომში "ივერონის ხატის" - არქიეპ. პ.) თაყვანისცემა, გადმოცემის თანახმად, მომდინარეობს ხატმებრძოლობის პერიოდიდან. ხატმა სახელწოდება მიიღო ათონის ივერონის მონასტრისგან, სადაც არის დაბრძანებული და სადაც ადრე სავანის მთავარი კარიბჭის თავზე ( πόρτα) ესვენა. აქედან მომდინარეობს მისი ბერძნული სახელწოდებაც - "პორტაიტისა"" (რუს.: "Вратарница") (ქართ.: "კარის მცველი", "კარიბჭის ღვთისმშობლის ხატი" - არქიეპ. პ.) ("Портаитисса, Вратарница (греч. Πορταΐτισσα) (празд. 12 февр., во вторник Светлой седмицы - обретение, 13 окт.- перенесение в Москву в 1648, в нек-рых календарях дополнительно 31 марта и 27 апр.), одна из самых чтимых святынь христ. Востока. Возникновение почитания И. и., согласно преданию, восходит к эпохе иконоборчества. Название икона получила по месту пребывания в Иверском мон-ре на Афоне, где она ранее помещалась над главными вратами ( πόρτα) обители, отсюда ее греч. наименование - "Портаитисса" (рус. - "Вратарница").

თანამედროვე მკვლევრები ივირონის ხატს ათარიღებენ XI ს-ის პირველი ნახევრით (
Βοκοτόπουλος. 2001. Σ. 83-88) ან XII ს-ის დასაწყისით (შტეპპან. 1994. შ. 23-49); ნ. პ. კონდაკოვი მას XII საუკუნეს განაკუთვნებს (Кондаков. Иконография Богоматери. Т. 2. С. 216). ხატი წარმოადგენს დიდ სალოცავ გამოსახულებას (137×87 სმ). ნ. პატერსონ-შევჩენკოს აზრით, მის წინაშე, ბიზანტიური ტრადიციის თანახმად, ათავსებდნენ მის პატარა ასლს, რომელიც განკუთვნილი იყო პროსკინესისის (ამბორისყოფა) აღსასრულებლად" (Паттерсон-Шевченко. 1994. С. 45) ("Совр. исследователи датируют И. и. 1-й пол. XI (Βοκοτόπουλος. 2001. Σ. 83-88) или нач. XII в. (Steppan. 1994. S. 23-49); Н. П. Кондаков относил ее к XII в. (Кондаков. Иконография Богоматери. Т. 2. С. 216). Икона является большим моленным образом (137×87 см). По мнению Н. Паттерсон-Шевченко, перед ней, согласно визант. традиции, помещалась малая икона-список, предназначенная для совершения проскинесиса" (Паттерсон-Шевченко. 1994. С. 45)).

ივერონის ხატის იკონოგრაფია წარმოადგენს "ოდიგიტრიის" განსაკუთრებულ ვარიანტს, რომელმაც ბიზანტიურ ხელოვნებაში მიიღო "მოწყალის" ("
᾿Ελεοσα") სახელწოდება. დაფა წაგრძელებულია, ფიგურები ავსებს კიდობნის თითქმის მთელს სივრცეს ("კიდობანი" - დაფის ზედაპირის ჩაღრმავებული შუა ადგილი - არქიეპ. პ.) ("Иконография И. и. представляет собой особый вариант «Одигитрии», получивший в визант. искусстве название "᾿Ελεοσα" (рус. - «Милостивая»). Доска вытянутая, фигуры заполняют почти все пространство ковчега").

ღვთისმშობელი გამოსახულია წელამდე, თავი ოდნავ გადახრილია ყრმა ქრისტესკენ, მარჯვენა ხელი მკერდამდეა აწეული, როგორც სალოცავი ჟესტი. ღვთაებრივი ყრმა დედის მარცხენა ხელზე ზის მაღლა და პირდაპირ და მისკენ შებრუნებულია, თავი ოდნავ გადაწეული აქვს. ყრმის მარჯვენა ხელი გაწეულია ღვთისმშობლის ხელისკენ
მაკურთხებელი ორთითიანი ჟესტით, მარცხენაში მას უპყრია გრაგნილი, რომელიც ვერტიკალურად ეყრდნობა
მუხლს ("Изображение Богоматери поясное, голова слегка склонена к Младенцу Христу, правая рука поднята в молитвенном жесте на уровне груди. Богомладенец сидит на левой руке Матери высоко и прямо, в легком повороте к Ней, голова немного откинута назад. Правая рука Младенца вытянута вперед к руке Богоматери с благословляющим двуперстно жестом, в левой Он держит свиток, вертикально опирающийся на колено" (см. разд. Литературная традиция).



ივერიის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატი (დედანი)
XI ს. პირველი ნახევარი ან XII ს. დასაწყისი. პერანგი XVI ს. დასაწყ. (ათონის ივერონის მონასტერი)



ივერიის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატი (დედანი) (ფრაგმენტი. Kარგად ჩანს ორთითიანი წყობა)


XVI ს-ის დასაწყისში ხატი დამშვენებულ იქნა ქართული ტრადიციის ჭედური შესამოსელით (პერანგით), რომელიც ღიად ტოვებს მხოლოდ ღვთისმშობლისა და ყრმის სახეებს. როგორც ჩანს, პერანგი საკმაოდ ზუსტად იმეორებს ძველი ხატის იკონოგრაფიას, მაგრამ ველებზე დამატებულია 12 მოციქულის ჭედური გამოსახულებაც, ქვედა ველზე მოცემულია წარწერა ქართულ ენაზე: "დედოფალო, დედავ კაცთმოყვარისა ღმრთისა, უწმიდესო ქალწული მარიამ, შეიწყალე სული ბატონისა ჩემისა, დიდისა ქაიხოსრო ყვარყვარაშვილისა (ქაიხოსრო ათაბაგი, სამცხე-საათაბაგო, ძე ათაბაგ ყვარყვარესი)".

"ქ. დედოფალო, დედაო კაცთ მოყუარისა ღმრთისაო, ყოვლად უბიწოო ქალწულო მარიამ, შეიწყალე სული პატრონისა ჩემისა დიდისა ყუარყუარეს შვილისა ქაიხოსროსა და მე მონა შენი და ყოვლითურთ უღონო ქმნილი საბრალო ამბროსი. გმადლობ, რომელმან ღირს მყავ უღირსი ესე მოჭედასა და შემკობასა წმიდისა ხატისა შენისა პორტაიტისისა. ეჰა, დედოფალო, შეიწირე მცირე ესე ჩემი ცოდვილისა მიერ კადრებული და დაიცევ ნეშტი ცხორებისა ჩემისა უცოდველად და ჟამსა საწყალობლისა სულისა ჩემისა განსლვისასა შემეწიე და უჩინო ყავნ ყოველნივე ცოდვათა ჩემთა ხელით წერილნი და წარმადგინე ცოდვილი საყდართა ძისა და ღმრთისა შენისა დიდებად ძისა შენისა და თანა დაუსაბამოსა მამისა მისისა და ყოვლად წმიდისა სულისა მისისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ" (http://www.orthodoxy.ge/khatebi/iveriis.htm იხ. ასევე: http://www.pravenc.ru/text/293359.html).

საგულისხმოა, რომ ივერიის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატის ("პორტაიტისას") ერთ-ერთი ყველაზე უზუსტესი ასლი შესრულდა XVII საუკუნეში, როდესაც ივერიის ხატის შესახებ შეიტყვეს რუსეთშიც. "ნოვოსპასკის მონასტრის არქიმანდრიტმა ნიკონმა, რუსეთის მომავალმა პატრიარქმა, მიმართა ათონის ივერონის მონასტრის არქიმანდრტ პახომის თხოვნით გამოეგზავნა მისთვის სასწაულმოქმედი ხატის ზუსტი ასლი.

"შეიკრიბა რა მთელი საძმო... აღასრულეს დიდი პარაკლისი, რომელსაც გალობდნენ მწუხრიდან ცისკრამდე, აკურთხეს აიაზმა უხრწნელი ნაწილებით, შემდეგ აიაზმა გადაავლეს ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ძველ ხატს, ჩამონაწური წყალი მოაგროვეს დიდ ტაშტში, რომლითაც შემდეგ აპკურეს კვიპაროსისგან დამზადებული დაფა, კვლავ მოაგროვეს წყალი იმავე ტაშტში და დაიწყეს წმიდა ლიტურგიის აღსრულება, რომლის შემდეგ აიაზმა და წმიდა ნაწილები მისცეს ხატმწერს, ღირს ბერს, მღვდელსა და სულიერ მამას იამვილხე რომანოვს, რათა მას ერთმანეთში შეეზავებინა აიაზმა, წმინდანთა უხრწნელი ნაწილები და საღებავები, რათა მით დაეწერათ ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატი. ხატმწერი მხოლოდ შაბათსა და კვირას იხმევდა მცირედ საჭმელს, ხოლო საძმო კვირაში ორჯერ აღასრულებდა ღამისთევით ლოცვასა და ლიტურგიას. და ეს ახალდაწერილი ხატი არაფრით განსხვავდება პირველი ხატისგან: არც სიგრძით, არც სიგანით, არც სახით..." (Иверская икона Божией Матери - с пронзенным ликом. ჰ https://www.pravmir.ru/iverskaya-ikona-s-pronzennym-likom/).

ამრიგად, თუკი, როგორც ე. ჭელიძე ამბობს, "უკანასკნელ ხანს საქართველოში მოვანებული" ივერიის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატის ასლზე მაცხოვარს თითები შეკრული აქვს ისე, როგორც ამას აჩვენებს ე. ჭელიძის მიერ დამოწმებული ნახატის პირველი ნიმუში, მაშინ თამამად შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ საქართველოში მოვანებული ეს ხატი "ხატის ზედმიწევნით პირს" არ წარმოადგენს.

მოკლედ რომ ვთქვათ, ე. ჭელიძე სიცრუის მორიგი დოზით ჰკვებავს თავის ადეპტებს.

ანალოგიურად ყალბია და ცრუ ე. ჭელიძის მორიგი "არგუმენტიც", რომელიც მას მოჰყავს კურთხევის არარსებული წესის დასაცავად
(32).  

----------------

32
.   როგორც ამ ნაშრომის დასაწყისშივე განვაცხადეთ, პასუხს არ ვაგებთ ადრინდელი ძველმართლმადიდებელი პოლემისტების შეცდომებზე. ამიტომაც, ე. ჭელიძის მთელ რიგ მსჯელობებს, მიმართულს ამ შეცდომათა სამხილებლად, რომლებიც არააქტუალურია ჩვენთვის, უპასუხოდ ვტოვებთ. თუმცა ვპასუხობთ თვით ე. ჭელიძის მიერ ამავე პასუხგებაში არასწორად დაყენებულ საკითხებს. ამ შემთხვევაშიც, ე. ჭელიძე, მსჯელობს რა ივერიის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლისა და გელათის მონასტრის XII ს-ის ხატებზე და პასუხობს რა მ. ჩახავას (ეპისკოპოს იონას) მოსაზრებას თითების იმ წყობის ერეტიკულობაზე, რომელიც გელათის XII საუკუნის დამოწმებულ ხატს აქვს, გამომდინარეობს სწორედ ხსენებული ადრინდელი ძველმართლმადიდებელი პოლემისტის პოზიციიდან, რომელიც, როგორც ზემოთ უკვე ვაჩვენეთ, არაზუსტია. არაზუსტია და მეტიც - აშკარად ცრუა ე. ჭელიძე, რომელიც არსებულ ფაქტებს შეგნებულად თუ შეუგნებლად (უცოდინრობის გამო) ამახინჯებს. ე. ჭელიძის მსჯელობა მის ნაშრომში "ეკლესია - სძალი უფლისა" ასეთია: "მ. ჩახავას მიერ ერეტიკულად შერაცხილი თითთა წყობის სახეს გვიჩვენებს ივერიის ღვთისმშობლის უწმიდესი ხატი. დიდი მადლია, რომ ამ ხატის ზედმიწევნითი პირი უკანასკნელ ხანს საქართველოშიც იქნა მოვანებული. ეს ხატი იმდენად წმიდაა და სასწაულთმოქმედი, რომ მისგან გადაღებული პირებიც იმოსებიან პირველსახის უხრწნელი მადლით და მირონმდინარეობის საკვირველებას ავლენენ. თითთა წყობის ამგვარსავე სახეს გვიმჟღავნებს გელათის მონასტრის უწმიდესი XII ს-ის ხატები მაცხოვრისა და ღვთისმშობლისა ყრმით ხელში. თუ კურთხევის გაცემის აღნიშნული სახეობა "ერეტიკულია", მაშინ "ერეტიკული" ყოფილა X-XI სს-ის ათონის ივერთა მონასტერიც (სწორედ ამ დროს დაევანა ივერიის ღვთისმშობლის ხატი ათონზე) და იმ დროს იქ მოღვაწე ბერებიც; "ერეტიკული" ყოფილა გელათის მონასტერი, მისი მესაძირკვლე დავით აღმაშენებელი და მთელი XII ს-ის საქართველო, რადგანაც გელათის მონასტერი წინამძღვარი იყო ქართული მართლმადიდებლობისა" (გვ. 217). Iქვე, სქოლიოში, მოცემულია შენიშვნა: "ამასვე სრულიად აშკარად ადასტურებს წმ. სერაპიონ ზარზმელის (IX ს.) მიერ ხელთპყრობილი უწმიდესი ხატი ფერიცვალებისა" (იხ. შ. ამირანაშვილი, ქართული ხელოვნების ისტორია, თბ., 1971, ტაბ. 125), აგრეთვე, სწორედ XII ს-ის უწმიდეს სახარებათა მინიატურები (იხ. იქვე, ტაბ. 104,105). ვაღიარებთ, რომ ადრინდელმა ძველმართლმადიდებელმა პოლემისტმა, რომლისთვისაც ეს ისტორიული და სამეცნიერო კვლევა უცნობი იყო, შეცდომით ივარაუდა ორთითიანი წყობისგან განსხვავებული თითთა განლაგებების "ერეტიკულობა". დიახ, სხვა განლაგებები არ არის ერეტიკული. არც გელათის ტაძრის ხატი, არც წმ. სერაპიონ ზარზმელის და XI საუკუნის სახარებათა მინიატურებია მწვალებლური. ცხადია, იგივე ითქმის სხვა ქართულ თუ არაქართულ ფრესკებსა და ხატებზე, რომლებზეც თითების ეს წყობაა გამოხატული. მაგრამ ცდება (ან შეგნებულად იტყუება) ე. ჭელიძეც, რომელიც ირწმუნება, თითქოსდა მოცემული წყობა კურთხევის გასაცემი იყოს და თითქოსდა ძველი ქრისტეანები საკურთხებლად თითების ამგვარ განლაგებას იყენებდნენ.

----------------


"ზემოთთქმული (ანუ ის, რაც ე. ჭელიძემ განაცხადა ივერიის ყოვლადწმიდა ხატის ახალქართულ ასლთან, გელათის მონასტრის ხატთან, ასევე წმ. სერაპიონ ზარზმელის და XII ს-ის უწმიდეს სახარებათა მინიატურებთან დაკავშირებით - არქიეპ. პ.) სრულიად საკმარისია იმის საჩვენებლად, რომ სამი აღმართული და ორი (არათითი და ცერი) შეკრული თითით კურთხევის გაცემის წესი ჭეშმარიტად მართლმადიდებლურია. დავძენთ მხოლოდ, რომ მოგვეპოვება ამ წესის მართებულობის ლიტერატურული დადასტურებაც" (ე. ჭ. ხს. შრ. იქვე. გვ. 217).




გელათის ხატი


სანამ ამ "ლიტერატურულ დადასტურებას" შევეხებოდეთ, კიდევ ერთხელ უნდა აღვნიშნოთ, რომ ე. ჭელიძე უგულებელყოფს მეცნიერთა მიერ დამტკიცებულ ფაქტს (დეტალურად ამაზე უკვე ითქვა ზემოთ), რომლის მიხედვითაც მის მიერ ხსენებული თითების განლაგება განიხილება, როგორც ორატორული ჟესტი და არა საკურთხებელი წყობა.

ეს ორატორული ჟესტია, რაზეც უკვე საკმაოდ ვილაპარაკეთ. ახლა კი ე. ჭელიძის სიცრუის "ლიტერატურულ დადასტურებას" დავუბრუნდეთ. ე. ჭელიძე წერს: "წმ. ბასილი დიდის ძმას, წმ. გრიგოლ ნოსელს, რომელსაც უწოდებდნენ "ქრისტეს ეკლესიათა სამკაულს", დაწერილი აქვს ეპიტაფიური ენკომია, რომელიც მიძღვნილია წმიდა მამის მელეტი ანტიოქიელისადმი. ამ შრომაში ერთგან წმ. გრიგოლ ნოსელი ახსენებს ახალგარდაცვლილი მამის მარჯვენა ხელს და ამბობს (მოგვაქვს წმ. გიორგი მათაწმიდლის თარგმანი): "სადა არს საწადელი იგი მარჯუენე მისი, რომელი კურთხევასა მას პირისასა სასურველთა მათ თითთა თვისთა ჯუარისწერითა დაჰბეჭდვიდა" (ხელნ. A-55, XII ს., 319ვ). როგორც ვხედავთ, წმ. გრიგოლ ნოსელის უწყებით წმ. მელეტი ანტიოქიელი პირისმიერ კურთხევას (ე.ი. პირით წარმოთქმულ კურთხევის ფორმულას) თითთამიერი ჯვრის გარდასახვით სრულყოფდა.

მოტანილი ციტატიდან ჩვენთვის ამჯერად საინტერესოა ის ფაქტი, რომ წმ. მელეტი კურთხევას გასცემდა "თითთა თვისთა ჯუარისწერითა". რამდენი თითი იგულისხმება მოტანილ კონტექსტში? აქვე ვუპასუხებთ: ორზე მეტი! საქმე ისაა, რომ ბერძნულ ენას, განსხვავებით ქართულ-რუსულისაგან, აქვს სამი რიცხვი: მხოლობითი, ორობითი და მრავლობითი (ორზე მეტი), ძველბერძნულ ორიგინალში კი "თითთა"-ს შესაბამისი სიტყვა
τος δακτλους დგას არა ორობით რიცხვში, არამედ მრავლობითში, ხოლო მრავლობითი რიცხვი ბერძნულ ენაში ყოველთვის ორზე მეტს გულისხმობს (აი, ძველბერძნული ტექსტი:  "τ το στματος ελογί τος δακτλους συνεπισεουσα" პგ. 46, სვ. 856).

ბერძნული სიტყვა
τος δακτλους ნიშნავს ორზე მეტს. წმ. გრიგოლ ნოსელს რომ ორი თითით ჯვრის გარდასახვა ეგულისხმა, მის ტექსტში გვექნებოდა არა τος δακτλους ("ტუს დაკტიულუს"), არამედ - τ δακτύλ ("ტო დაკტიულო").

ძველბერძნული ტექსტი კიდეც რომ არ ყოფილიყო შემორჩენილი, ზემომოტანილი ძველქართული თარგმანის საფუძველზე სრულიად უყოყმანოდ შეიძლებოდა იგივეს თქმა, რადგანაც თუკი სიტყვა "თითი"
(το δάκτυλον) ორიგინალში ორობით ბრუნვაში იქნებოდა დასხმული, მაშინ წმ. გიორგი მთაწმიდლის თარგმანში უთუოდ გვექნებოდა არა "თითთა", არამედ "ორთა თითთა", როგორც ეს გვაქვს, საზოგადოდ, სხვა შემთხვევებში.

ამგვარად, წმიდა გრიგოლ ნოსელის მოწმობით წმ. მელეტი ანტიოქიელი ორზე მეტი თითით აღასრულებდა კურთხევას, რაც უთუოდ სამ და არა ორ აღმართულ თითს გულისხმობს"
(ე. ჭ. ხს. შრ. გვ. 218 - 219).

რა შეიძლება ითქვას ე. ჭელიძის ამ მორიგ პროვოკაციაზე? ზემოთ უკვე დეტალურად ვაჩვენეთ, რომ ადრინდელ საუკუნეებში (როგორც მეცნიერები ვარაუდობენ, X ს-მდე მაინც) ხატებსა და სხვა გრაფიკულ გამოსახულებებზე ქრისტეანული (მაცხოვრის, ღვთისმშობლის, ანგელოზთა და წმინდანთა) ფიგურების თითთა წყობები გამოხატავდა არა სალოცავ ან მაკურთხებელ წყობებს, არამედ ორატორულ ჟესტებს. ამას ადასტურებს როგორც ანტიკური ორატორული ტრადიცია, ასევე ისიც, რომ თვით ეს განლაგება არასოდეს ყოფილა ცნობილი ქრისტეანობაში, როგორც მაკურთხებელი წყობა.

მეცნიერები, რომლებმაც საკმაოდ დეტალურად განიხილეს სალოცავ და საკურთხებელ თითთა წყობის ისტორია და იგი დაუკავშირეს აღმსარებლობით მომენტებს, რომლებიც თურმე მწვალებლობებთან ბრძოლის პროცესში "ყალიბდებოდა", არსად არ აღნიშნავენ, რომ თითების ის წყობა, რომელიც ე. ჭელიძეს საკურთხებელი ჰგონია, ოდესმე არსებულიყო. რომელი წყობა არ ჩამოთვალეს მათ: ერთი თითი, ორი თითი, სამი თითი, მაგრამ არსად ერთი სიტყვითაც კი ე. ჭელიძის მიერ ხსენებული წყობა არ ახსენეს. მიუხედავად იმისა, რომ თითების ასეთი განლაგება უძველესი ხატებიდანვეა ცნობილი.

საქმე ის არის, რომ თითების ეს წყობაც, როგორც ზემოთ ვნახეთ, საქადაგებელ ჟესტიკულაციას განეკუთვნება და ქრისტეანობის მიერ შეთვისებულია ანტიკური ორატორული ტრადიციიდან. იგივე წყობას ე. ჭელიძე "სპეციფიკურად ქრისტეანულსაც" უწოდებდა, რაც, როგორც თვალნათლივ დავინახეთ, ელემენტარული სიცრუე აღმოჩნდა, რადგან მსგავი კონფიგურაცია თითებისა არათუ ანტიკურ სამყაროში, არამედ ბუდისტურ ტრადიციაშიც კი ფიქსირდება.

ე. ჭელიძე ჯერ "სპეციფიკურად ქრისტეანულ წყობად" სახელდებს ამგვარი პრიორიტეტის არმქონე განლაგებას, შემდეგ კი მთლად კურთხევის სახედაც კი სახავს მას, რასაც, არც რომელიმე მეცნიერი და არც რომელიმე წმიდა მამა არ ადასტურებს.

მაშ, რას ამბობს წმ. გრიგოლ ნოსელი? - წმ. გრიგოლ ნოსელი ლაპარაკობს თითების (და არა თითის ან ორი თითის) შესახებ. მაგრამ ჩვენ ასევე ვნახეთ, თუ რას ნიშნავს "ორთითიანი" ან "სამთითიანი" წყობა.

სამთითიან განლაგებაში, როგორც თანამედროვე კატეხიზმოები განმარტავენ, მოკეცილი ორი თითი (ნეკა და არათითი) ქრისტეს ორბუნებოვნებაზე მიანიშნებს, ხოლო შეერთებული სამი (ცერი, საჩვენებელი და შუათითი) წმიდა სამების ერთობას წარმოაჩენს. მიუხედავად იმისა, რომ აქ პირჯვრისწერაში მონაწილეობს ხუთივე თითი, წყობას მაინც "სამთითიანს" უწოდებენ.

ზუსტად ასევე, მიუხედავად იმისა, რომ ორთითიანი პირჯვრისწერის წესში შეერთებულია სამი: ნეკა, არათითი და ცერი, ხოლო აღმართულია ორი - საჩვენებელი და არათითი (ეს უკანასკნელი ამავე დროს მოხრილია), - წყობას მაინც "ორთითიანს" უწოდებენ.

ცნობილი მეცნიერი, ფილოლოგი პროფ. ბ. უსპენსკი ამის შესახებ ბრძანებს: "ნიკონამდე რუსეთის ეკლესიაში მიღებული იყო ორთითიანი წყობა, სადაც, ერთი მხრივ, აერთებდნენ საჩვენებელ და შუათითს (თანაც საჩვენებელი თითი იყო გამართული, ხოლო შუა ოდნავ მოხრილი), ხოლო მეორეს მხრივ - ჰკრავდნენ დიდ თითს, არათითსა და ნეკას. რადგან ადამიანი, რომელიც ასე იწერს პირჯვარს, საკუთარ სხეულს ეხება ორი თითით (საჩვენებელითა და შუათითით), ჯვრის გამოსახვის ამ წესს ორთითიანი ეწოდა. ასეთი წყობა არის დაცული ძველმოწესეებთან, რომლებმაც არ შეიწყნარეს ნიკონის რეფორმა.

ნიკონმა თავისი განჩინებით ეს წყობა შეცვალა, კერძოდ, ბრძანა, შეეერთებინათ პირველი სამი თითი (დიდი, საჩვენებელი და შუა), ხოლო დანარჩენი ორი (უსახელო და ნეკა) ხელისგულზე მოეკეცათ. რადგან ადამიანი, რომელიც პირჯვრისწერისას თავის სხეულს ეხება ამ სამი თითით (დიდით, საჩვენებელითა და შუათითით), ჯვრის გამოსახვის ამ ფორმას სამთითიანი ეწოდა. ასე იწერს პირჯვარს ყველა მართლმადიდებელი ქრისტეანი ძველმორწმუნეთა გარდა"
(Борис Андреевич Успенский. Крестное знамение и саральное пространство (Почему православные крестятся справа налево, а католики - слева направо?) Издательство. "Языки славянской культуры". Москва. 2004).

ნუთუ ე. ჭელიძეს არ ესმის, რომ ძველმართლმადიდებლური "ორი თითით" პირჯვრისწერა გულისხმობს ხუთივე თითს და არა მარტო ორს? ან ახალმოწესეობრივი "სამი თითით" პირჯვრისწერა მოკეცილ ორ თითსაც რომ ვარაუდობს? რა თქმა უნდა, იცის და ამაში თვით ე. ჭელიძის სიტყვები დაგვარწმუნებს. განა თვითონვე არ გვსაყვედურობდა ძველმორწმუნეთ, რომ "ორი თითით პირჯვრისწერის გადამწერნი სამ შეკრულ თითს (ცერი, არათითი, ნეკი) სამების სიმბოლოდ რაცხენ, მაგრამ განა ეს სამი თითიც ასევე არ შემოწერს ჯვრის ფორმას, როგორც ორი დანარჩენი? რა წყობისაც არ უნდა იყოს ხელის თითები, პირჯვრის წერის ჟამს ყველა მათგანი ბუნებრივი აუცილებლობით გამოსახავს ჯვრის ფორმას" (ე. ჭ. ხს. შრ. გვ. 203).

მაშ, ცოდნია თუ არა ე. ჭელიძეს, რომ ორი თითით პირჯვრის გადამწერნი და ამავე თითებით მაკურთხებელნი ჯვრის ფორმას ხუთივე თითით გამოსახავენ? და თუკი ცოდნია, რაღა საჭირო იყო წმ. გრიგოლ ნოსელის თხზულებაში "ორი თითის" ძებნა და მის მიერ ნახსენებ "თითებში" არასდროს არსებული "კურთხევის" წესის მოაზრება? ამგვარი რამ მხოლოდ სიცრუის ადეპტებს ახასიათებთ.

აქედან გამომდინარე, სრულიად გასაგები ხდება თითთა სიმრავლეზე წმ. გრიგოლ ნოსელისა და მისი ქართველი მთარგმნელის ტექსტი; ასევე ისიც, რომ არც ერთი და არც მეორე ე. ჭელიძის მიერ ნაჩვენებ თითების კომბინაციას კურთხევის გასაცემ წყობად არ გულისხმობდნენ. მრავლობითი რიცხვი მათ სწორედ იმიტომ გამოიყენეს, რომ ორზე მეტია არა მარტო სამი, არამედ  ხუთი თითიც (იმედია, ეს მაინც ეცოდინება ე. ჭელიძეს) და ის ყველა ენაზე (მათ შორის ბერძნულშიც) მრავლობითი რიცხვით გამოიხატება. ამიტომ არის წმ. გრიგოლ ნოსელის სიტყვაში გამოთქმა "თითებით".

ასე რომ, ე. ჭელიძის ფილოლოგიური წიაღსვლები, ქართულ-რუსულისგან განსხვავებით თუ როგორ გამოითქმის ბერძნულში ორობითი რიცხვი, კონკრეტული საკითხის გასარკვევად სრულიად არასაჭიროა და არაფრისმომცემი. ყველაფერი ისედაც გარკვეულია.






14. კურთხევის გაცემის შესახებ

რა არის კურთხევა და რა მნიშვნელობა ენიჭება მას?

თანამედროვე ენით რომ ვთქვათ, კურთხევა არის მოძღვრის თანხმობა ან ნებართვა რაიმე კონკრეტულად განსაზღვრულ, ღვთივსათნო და სულის ცხოვნებისაკენ მიმართულ საქმეზე, ხოლო, თუ რომელი საქმეებია ღვთივსათნო და მაცხოვნებელი ჩვენი სულებისთვის, უნდა ვისწავლოთ ღმრთისგან - ყოველგვარი წყალობისა და კურთხევის წყაროსგან, რომელმაც წმ. მოციქულთა და წმ. მამათა პირით წმ. წერილსა და წმ. გადმოცემაში გადმოგვცა ყოველივე.

პირველი (საერთო) კურთხევა სამყაროს და პირველ ადამიანთა შექმნისთანავე თვით უფლისაგან მიიღო კაცთა მოდგმამ: "და აკურთხა იგინი ღმერთმან, მეტყველმან, აღორძინდით და განმრავლდით და აღავსეთ ქუეყანა და ეუფლენით მას და ჰმსთავრობდით თევზთა ზღვისათა და მფრინველთა ცისათა და ყოველსა ქუეყანასა და ყოველთა ქუეწარმავალთა ქუეყანასა ზედა" (დაბ. 1:28).

ხოლო ამის შემდგომ, რჩეული ერის ეგვიპტის ტყვეობისაგან გამოხსნისა და ძველაღთქმისეული ეკლესიის დაფუძნებისთანავე, უფალმა წინასწარმეტყველ მოსეს მეშვეობით ასწავლა თუ როგორ უნდა ყოფილიყო კურთხეული თითოეული კაცი, ერთგული შვილი ეკლესიისა: "და ეტყოდა უფალი მოსეს მიმართ, მეტყუელი, არქუ აარონს და ძეთა მისთა, ესრეთ აკურთხევდით ძეთა ისრაელისათა, მეტყუელმან. ესრეთ აკურთხევდით ძეთა ისრაელისათა, მეტყუელნი მათდა მიმართ: გაკურთხენინ შენ უფალმან და დაგიცევინ შენ; გამოაჩინენ უფალმან პირი თვისი შენ ზედა და შეგიწყალენ შენ; და აღიპყარნ უფალმან პირი მისი და მოგეცინ შენ მშვიდობაი; ღაღადებდენ სახელსა ჩემსა ძეთა ისრაელისათა, და მე ვაკურთხნე იგინი" (რიცხვ. 6:22-27).

ახალაღთქმისეული ეკლესიის დამფუძნებელმა, ძემ ღმრთისა და მაცხოვარმა, სიტყვითაც და საქმითაც გვასწავლა, როგორ უნდა ვაკურთხოთ ძენი ახალი ისრაელისა; თავისი ზეცად ამაღლების წინ იესუ ქრისტემ "განიყვანნა იგინი (მოწაფენი - ეპ. პ.) გარე ვიდრე ბეთანიადმდე და აღიპყრნა ხელნი თვისნი და აკურთხნა იგინი" (ლუკა 24:50). ამით მან აჩვენა, რომ წმ. მოციქულებსაც მართებდათ კურთხევის გაცემა მორწმუნეთათვის; ხოლო წმ. მოციქულთაგან კურთხევის გაცემის უფლება მემკვიდრეობით მხოლოდ ეპისკოპოსებსა და მღვდლებს მიენიჭათ.

წმ. იოანე ოქროპირი სამღვდლო კურთხევას უწოდებს "სულიერ იარაღს, რომელიც ყოველის მხრიდან იცავს ქრისტეანს". ლიტურგიაზე წმ. ევქარისტიის უდიდესი საიდუმლოს აღსრულებისას ეპისკოპოსისა და მღვდლის ხელი სულიწმიდის მოწოდებით ქრისტეს უპატიოსნეს ხორცად და სისხლად შეცვლის პურსა და ღვინოს; ნათლისღების საიდუმლოს აღსრულებისას, ემბაზში სამგზისი შთაფლვით მარადიული ცხოვრებისთვის ბადებს ადამიანს; ნებისმერ ადგილასა და ნებისმერ დროს გადმოჰყავს ღვთის კურთხევა იმ ადამიანებზე, რომლებიც ღირსნი არიან კურთხევისა და ღვთისმოშიშებით ესწრაფვიან მას.

მღვდელმსახურისგან მიღებულ წმ. კურთხევას იმდენად დიდი მნიშვნელობა აქვს ადამიანისთვის, რომ წმ. ანტონი დიდი ჭიქა წყლის დალევასაც კი არ გვირჩევს მის გარეშე. ასევე, წმ. ეგნატე ღმერთშემოსილი ეპისკოპოსთა და მღვდელთა კურთხევის გარეშე არაფრის ქმნას არ გვირჩევს: "რაითა რაოდენსაცა რას იქმოდეთ, თვინიერ ეპისკოპოსისა თქუენისა არ რას ჰყოფდეთ, არამედ, რაითა მღვდელთაცა დაემორჩილენით ვითარცა მოციქულთა ქრისტესთა… და აწ უკუე, რომელი ამათ, არა ერჩდეს, არამედ ურჩ იყოს, ეგევითარი იგი ყოვლითურთ უღმრთო არს და უსჯულო, რამეთუ ქრისტეს შეურაცხყოფს და ბრძანებათა მისთა დააკნინებს" (წმ. ეგნატე ღმერთშემოსილი. ეპისტოლე ტრალისელთა მიმართ. საქ. საეკლ. კალენდ. 1988 წ. გვ. 536, 540).

მღვდლისა და, მით უფრო, ეპისკოპოსის მიერ გაცემული კურთხევით უფალი უხილავად ანიჭებს ყოველგვარ სიკეთეს მათ, ვინც გულწრფელად და რწმენით ითხოვს "სიკეთისთვის" (შეად. იაკობ. 4:5), რამეთუ ის, ვინც ითხოვს კურთხევას, ღმერთს უფრო მიმართავს, ვიდრე ადამიანს და მადლობს და ადიდებს ქრისტე მაცხოვარს, რომელიც ამ დროს "მადლის იარაღით", თავის მღვდელმსახურთა ხელით, - მოქმედებს.

ასე რომ, "ნაყოფი" კურთხევისა მთხოვნელის რწმენაზე და ღირსებაზე უფროა დამოკიდებული, ვიდრე მაკურთხებელ მღვდლებზე. აქვე ორიოდ სიტყვით ვიტყვით იმასაც, რომ წვერგაპარსულ მამაკაცებს, სიგარეტისა თუ სულისწარმწყმედელ ნარკოტიკულ ნივთიერებათა მიმღებთ, ასევე ბილწადმოუბრებს (ეფეს. 4:29) და ქრისტეანის სახელის შეურაცხმყოფელ ჩვეულებათა მიმდევრებს არც თვითონ მართებთ კურთხევის მიღება და არც მღვდელი უნდა აძლევდეს მათ კურთხევას, რამეთუ, როგორც წმ. პავლე მოციქული ბრძანებს, ხელმწიფება იგი (ანუ ძალმოსილება, უფლებამოსილება) "რომელი მომცა ჩუენ უფალმან აღსაშენებლად" ეკლესიისა (2 კორინთ. 10:8), არ შეიძლება მისდა "დასარღუეველად" იქნეს მიმართული.

ამრიგად, ნათელია, რომ ქრისტეს ეკლესიის ჭეშმარიტი ღმრთისმსახურის ხელით - საღმრთო კურთხევის მიღება არის უწმიდესი საქმე და მას მაცხოვნებელი მნიშვნელობა აქვს თითოეული მართლმადიდებელი ქრისტეანისთვის.

ახლა დავსვათ კითხვა: რატომ არ აღიარებენ ძველმართლმადიდებელი ქრისტეანები სახელობითი კურთხევის წესს, რომელიც მრავალ ძველ ხატზეც არის გამოსახული (იხ. სურ. ქვემოთ)?



ახალმოწესე მართლმადიდებელთა საკურთხებელი თითების წყობა


სახელობითი ან სახელწყობითი (Именословное) კურთხევა. ილუსტრაცია ნიკოლოზ მალაქსას თხზულებაზე წიგნიდან "Скрижаль" 1565 წ.) (დღევანდელი ასოები და ისრები თვალსაჩინოებისთვის დამატებულია თანამედროვე პერიოდში, თვით წიგნში ამგვარი დამატებები არ გვაქვს).

სახელობითი (ან სახელწყობითი) კურთხევა - ეს არის თითების განსაკუთრებული წყობა, რომელსაც ახალმოწესეთა ოფიციალურ, მართლმადიდებელ ეკლესიაში მხოლოდ მღვდელმთავარი ან მღვდელი იყენებს კურთხევისთვის. ამასთან, ყოველი თითი გამოხატავს ბერძნული ალფავიტის ასოს, რაც საბოლოო ჯამში წარმოადგენს იესუ ქრისტეს სახელის მონოგრამას - IC ХС (საჩვენებელი თითი გამართულია, რაც შეესაბამება ასოს I, შუათითი ოდნავ მოხრილია და წააგავს ასოს C, დიდი თითი გადაჯვარედინებულია უსახელო თითთან და წააგავს ასოს X (თუმცა, თუ კარგად დავაკვირდებით, ეს უფრო
α-ს (ალფა) წააგავს, ვიდრე χ-ს. და ბოლოს, ნეკა თითი აწეულია და ოდნავ მოხრილი, რითაც წააგავს ასოს - C. აქედან კი გამოდისო - IC ХС - იესუ ქრისტე (იხ. სურ. ქვემოთ).



მაგრამ, როგორც არაერთხელ შეუნიშნავთ, ძველ ხატებზე ამგვარი "სახელობითად" თუ "სახელწყობითად" შეკრული თითების წყობა არ გვხვდება. ძველ ხატებზე არსებობს მხოლოდ ორთითიანი წყობა ან ორი თითი მესამე აწეული ნეკა თითით (არათითი და ცერი ერთმანეთთან არის მიერთებული) (იხ. მაცხოვრის ხატი ქვემოთ).



როგორც ვარაუდობენ, სწორედ ამ უკანასკნელი ჟესტიდან აღმოცენდა მოგვიანებით სახელობითი კურთხევის თითთაწყობა, როდესაც მიერთებული (არათითი და ცერი) გადააჯვარედინეს ერთმანეთზე. პირველად ამგვარი "კურთხევის" აღწერა ჩნდება ბერძენი გამომცემლის, ნავპაკლიელი დეკანოზის ნიკოლოზ მალაქსას (XVI ს. მეორე ნახევარი) თხზულებაში, ამიტომაც ამ ჟესტს ზოგჯერ "მალაქსასაც" უწოდებენ.

XVII ს. განხეთქილებამდე სახელობითი წყობით კურთხევა პრაქტიკაში არ არსებობდა; მღვდელმთავრები და მღვდლები მხოლოდ ორთითიანი წყობით აკურთხებდნენ. ხატებზეც მხოლოდ ორთითიანი წყობა ჭარბობდა. ასმუხლიანმა კრებამ პირდაპირ აკრძალა სხვაგვარი თითებით კურთხევა და პირჯვრისწერა და დააკანონა მხოლოდ ორთითიანი წყობა ("Аще кто двема персты не благословляет, якоже Христос, или не воображает двема персты крестного знамения, да будет проклят" (Старообрядчество. Опыт энциклопедического словаря. Москва, 1996, стр. 153).

ზემოთ ჩვენ უკვე ვახსენეთ მოსკოვის სასულიერო აკადემიის მასწავლებლის, მღვდელ დიმიტრი იურევიჩის სტატია "ჟესტების ფსიქოლოგიური სიმბოლიზმი ქრისტეანულ იკონოგრაფიაში", სადაც აღნიშნულია, რომ "ქრისტეს წელზედა ხატზე, რომელზეც ის გამოსახულია გახსნილი სახარებით მარცხენა ხელში, ხოლო მარჯვენა ხელის თითები შეერთებულია განსაკუთრებული წყობით. ეს წყობა, ჩვეულებისამებრ, გაიგება, როგორც უფლის მიერ ხატის წინ მდგომარე ადამიანის კურთხევის სიმბოლო (იხ. სურ. ქვემოთ), რომელიც თითქოსდა გამოსახავენ ბერძნულ ასოებს IC ХС" (იხ. სურათი ქვემოთ).



მაგრამ, როგორც დ. იურიევიჩი აღნიშნავს, "თუ ყურადღებით დავაკვირდებით ტრადიციულ ძველრუსულ ან ბიზანტიურ ხატებს, ამ სახელობითი კურთხევის ამსახველ ხატებს ვერ ვიპოვით", არამედ ვნახავთ, რომ ქრისტეს მარჯვენა ხელზე გამოსახულია სხვაგვარი ჟესტი: დიდი თითი (ცერა) შეერთებულია არათითთან, დანარჩენი კი გახსნილია (იხ. ხატი ქვემოთ).



ზემოთ ასევე აღვნიშნავდით, რომ მოცემული ჟესტი წარმოადგენს არა კურთხევის, არამედ ორატორულ სიმბოლოს და მიანიშნებს იმაზე, რომ მაცხოვარი გამოსახულია სიტყვის წარმოთქმის პროცესში, კერძოდ, ის ცათა სასუფევლის სახარებას ქადაგებს (Голубинский Е. История Русской Церкви. Том II, 2-я пол. тома. М., 1911, с. 492). ჯერ კიდევ ქრისტეანობამდელი პორტრეტისტები იყენებდნენ ამ ჟესტს საჯარო ქადაგების მომენტის აღსანიშნავად და აღებულ იქნა იმდროინდელი საზოგადოებრივი პრაქტიკიდან.

ჩვენ უკვე გადმოვეცით კვინტილიანეს მიერ აღწერილი და ბერძნულ-რომაულ სამყაროში ყველაზე ხშირად გამოყენებული ორატორული ჟესტების დეტალური განმარტება. ამიტომაც ამ საკითხზე აქ აღარ შევჩერდებით.

პატრიარქ ნიკონის საეკლესიო რეფორმების შემდეგ ახალმოწესეთა წიაღში სახელობითი წესით კურთხევა ერთადერთი წყობა გახდა სამღვდლო კურთხევის გასაცემად, ორთითიანი წყობა კი მოსკოვის 1656 და 1666-1667 წლების კრებებზე გამოცხადდა მწვალებლობად.

1656 წელს გადათარგმნეს ნიკოლოზ მალაქსას წიგნიც სახელობითი კურთხევის შესახებ, რომელიც შემდეგ შევიდა წიგნში "Скрижаль" სახელწოდებით: "О знаменовании соединяемых перстов руки священника, внегда благословите ему христоименитые люди" ("იმის შესახებ, თუ როგორ უნდა შეაერთოს მღვდელმა ხელის თითები ერის საკურთხებლად") (Скрижаль Москва: Печатный двор, X. 1655; дополнительные статьи 2. VI. 1656 вставка после страницы 917. стр. 462) https://dlib.rsl.ru/viewer/01003343928#?page=462) (
https://ru.wikipedia.org/wiki/Большой Московский собор.



ამ საკითხში გასარკვევად აუცილებელია, განვიხილოთ თვით ახალმოწესე "მართლმადიდებელთა" ეს სწავლება სახელობითი კურთხევის შესახებ. უკვე აღვნიშნეთ, რომ ახალმოწესეთა ეკლესიის კრებითი განმარტებების მიხედვით, ღმერთმა, როდესაც ის ადამიანს ქმნიდა თურმე, სპეციალურად მისცა მას იმდენი და ისეთი თითები, რომლითაც ბერძნული და სლავური ასოების წაბაძვით შეძლებდა მაცხოვრის სახელის ანაგრამის გამოხატვას: IC XC. "საღმრთო განგებით, - ვკითხულობთ გაბატონებული, ახალმოწესეობრივი ეკლესიის მიერ კრებითად დამტკიცებულ წიგნში "ფილაქანი" ("Скрижаль"), - დასაბამიდანვე ასეა მოწყობილი თითები კაცისა, არც მეტი, არც ნაკლები… რათა მას ამგვარი კურთხევა შესძლებოდა" (სლავურად ეს ასე იკითხება: "Сего бо ради, мню, и божественным промыслом тако изначала от Него всех Зиждителя, персты человеческия длани устроишася, а не вящше, ниже менше, ниже лишше...") ("Скрижаль", л. 817, об. იხ. სურ. ქვემოთ).



ეს განმარტება ეჭვზე უფრო მეტად გაკვირვებას იწვევს. ჯერ ერთი, სულ ცოტა ხნის წინათ შექმნილ ადამსა და ევას საიდან უნდა სცოდნოდათ ან ბერძნული, ან სლავური, რომლებიც, თავის მხრივ, იმ დროს არც არსებობდა?! მეორეც, ადამიანს თითები მიეცა არა იმისთვის, რომ მათით ასოების დემონსტრირება მოეხდინა, არამედ ფიზიკური საქმიანობისთვის. მესამეც, ადამიანის მსგავსი თითები აქვთ მაიმუნებს, ლემურებსა და მღრღნელთა ზოგიერთ სახეობასაც. ძნელი წარმოსადგენია, რომ ყველა ამ ცხოველს თითები "სახელობითი კურთხევის გამოსახატავად" მისცემოდა.

არანაკლებ საკვირველია ამ სწავლების მეორე პუნქტი. ახალმოწესეები დარწმუნებულნი არიან, რომ ამ წყობის ავტორი თვით მაცხოვარია: "თითების ამგვარი მოწყობა საკურთხებლად თვით ჩვენი მაცხოვრის, იესუ ქრისტესგან გვისწავლია" - წერენ ისინი ("Жезл", л. 63). მაგრამ ნებისმიერი ადამიანისთვის, რომელსაც თუნდაც ერთხელ მაინცა აქვს წაკითხული ახალი აღთქმა, ცნობილია, რომ უფალი ახარებდა, ქადაგებდა და მოციქულებს ელაპარაკებოდა ებრაულ ენაზე. ვარაუდი, თითქოსდა მაცხოვარმა ებრაელებისთვის უცხო ბერძნულ ან სლავურ ენაზე ასწავლა თავის მოწაფეებს ერის კურთხევა და თვითონაც ასე აკურთხა მოციქულები, მეტად არაზუსტია.

სწავლება სახელობითი კურთხევის შესახებ არა მარტო წმინდა წერილისა და ისტორიის საწინააღმდეგოა. ნაციონალიზებული, ბერძნულ-რუსული "კურთხევა" ეწინააღმდეგება სახარებისეულ სწავლებას სახარების ქადაგებისა ყველა ენაზე და ყველა ხალხისთვის. ებრაელების, გერმანელების, ჩინელებისა თუ კორეელების კურთხევა სლავური ლიტერებით, ყველაზე მცირე, უტაქტოდ გამოიყურება.

დიდ ეჭვს იწვევს სახელობითი კურთხევის თვით ფორმაც. გარეშე დამკვირვებელმა შეუძლებელია ამოიკითხოს მასში ასოები: IC XC. როდესაც ვათვალიერებთ ძველ ხატებს, ცერა და არათითის შეერთება წააგავს ასო O - ს ან ბერძნულ ალფას. თანაც ამ ხატებზე ნეკა თითი გამართულია, ხოლო ამავე თითების (ცერა თითისა და არათითის) გადაჯვარედინება რომლითაც, როგორც ახალმოწესეები ირწმუნებიან, თითქოსდა ასო X გამოიხატება, უფრო წააგავს ბერძნულ "ალფას"
(α).

ცხადია, ახალმოწესეებსაც კარგად ესმით ამგვარ მტკიცებულებათა აბსურდულობა, ამიტომაც თავიანთ კრებით დადგენილებებსა და აპოლოგეტურ ლიტერატურაში იძლევიან საკურთხებელი თითების წყობის "სწორი" დაშიფვრის მეთოდოლოგიას, რომელიც ძალიან წააგავს ქირომანტიას. აი რას წერენ ისინი: "როდესაც მღვდელი აკურთხებს, მას გამართული აქვს საჩვენებელი თითი, შუა თითი კი ოდნავ მოხრილი, რაც ნიშნავს იესუს - IC. და კვლავ, ცერა თითი მიერთებულია არათითზე, ნეკა კი გამართულია და ოდნავ მოხრილი, რაც ნიშნავს ქრისტეს - XC. მოხრილი ნეკა ასო C-ს მიანიშნებს. და აი, ასე ყველა თითი ერთობლივად მაცხოვრის სახელს IC XC-ს მოასწავებს" (Деяния собора 1666 г., л. 47, об.).

მაგრამ ზუსტად დაშიფრული და სწორად შესრულებული სახელობითი კურთხევის შემდეგაც გარეშე დამკვირვებელს უჩნდება შეკითხვა: რომელი მიმართულებით უნდა წავიკითხოთ ასოები, რათა ამოვიკითხოთ Iჩ Xჩ? ზემოდან ქვემოთ, უკნიდან წინ თუ ხელის ზურგის მხრიდან? საიდან, რომელი მიმართულებით და როგორ უნდა ამოიკითხოს საკურთხებელმა პირმა ამ თითებში Iჩ Xჩ?

უსუსურობა და ამგვარ აგებულებათა აბსურდულობა ცხადზე უცხადესია.

მეტიც, წმინდა მამებისეულ ლიტერატურასა და ისტორიულ წყაროებში არ მოიპოვება არც ერთი დოკუმენტი, რომელიც დაადასტურებდა სახელობითი კურთხევის ძველ წარმომავლობას. როგორც უკვე ვთქვით, მის პირველ განმმარტებლად ახალმოწესეები მიიჩნევენ ნიკოლოზ მალაქსას (Νικόλαος Μαλαξός). ეს მღვდელი ცხოვრობდა ბერძნულ ქალაქ ნავპლიაში მე-16 საუკუნის ბოლოს. სახელობითი კურთხევის "განმარტების" გარდა, მალაქსას ეკლესიის გადმოცემის საწინააღმდეგო მრავალი სხვა თხზულებაც შეუთხზავს. ასე მაგალითად, "დიდი ეკლესიის ტიბიკონში" რომელიც აღმოსავლეთში პირველად 1838 წელს გამოიცა და შემდგომი გამოცემებიც იქვე 1851 და 1868 წლებში დაიბეჭდა, ნათქვამია: "ნიკოლოზ მალაქსა… მოუცავს ამპარტავნობას და საეკლესიო საგალობლების წერაც დაუწყია. შეუთხზავს სტიქარონები, ვენეციაში გაუგზავნია და ახალგამოცემულ ბერძნულ თვენში დაუბეჭდავს, რისთვისაც კონსტანტინოპოლში წმინდა სინოდს ის სქიზმატიკოსად გამოუცხადებია, მისი დაწერილი საგალობლები კი აუკრძალავს" (В "Уставе великой церкви", изданном на Востоке в 1838 г. и там же повторенном в 1851 и 1868 гг. дается такой отзыв о Николае Малаксе: "Николай Малаксас, священник Пелопонисский и протопоп Навплийский, живяше около 1640 лета, муж искусен в еллинском языце. Но благоговением или паче самолюбием побеждаем восхоте быти и песней церковных сочинитель: темже и сочинив стихиры: посла сия в Венетию и, согласився с тамо сущими тогда типографы, напечата их в новоизданных греческих минеах, своепроизвольным мнением. Чесо ради той убо от иже в Константинополе священнаго синода проповедася яко новосечец, предваршие же напечататися песни его определено бысть оттоле, да не поются в церквах Христовых" (см.: И. Мансветов. Церковный Устав. М.,1885. С.265)) (ციტ.: "Об именословном перстосложении (Часть 2). Публичные прения Ф. Е. Мельникова и миссионера В. Быстрицкого. http://yakov.works/history/20/1900/19080316.html // http://old.kirovold.ru/books/michael.htm).

აი ასეთი იყო სახელობითი წყობის ერთადერთი გამომგონებელი. მის თხზულებებს უარყოფს თვით აღმოსავლეთის ეკლესია და მას სიახლეების შემომტანად აღიარებს (ციტ. იქვე).

რაც შეეხება ძველ ხატებს, რომლებზეც ორი თითი, - საჩვენებელი და შუათითი - აღმართულია, ხოლო ცერი და ნეკა ერთმანეთთან მიერთებული, ამასთან, ნეკა გამართულია (იხ. სურ. ქვემოთ), ძველ ავტორთა უმრავლესობა მათ (თითების წყობას - არქიეპ. პ.) ორატორულ, სამქადაგებლო ჟესტად მიიჩნევს. ამისი დამადასტურებელი მაგალითები ზემოთ საკმაოდ მიმოვიხილეთ, ამიტომაც აქ ამაზე მეტს აღარაფერს ვიტყვით
(33).

----------------
---

33.
სახელობითი წყობის შესახებ უფრო დეტალურად შეგიძლიათ გაეცნოთ ფ. მელნიკოვისა და ბ. ბისტრიცკის საჯარო პოლემიკას, სადაც უფრო მიმოწვლილვით არის განხილული სახელობითი წყობის წარმომავლობის უაზრობა (იხ. რუსულად: ჰტტპ://კროტოვ.ინფო/ჰისტორყ/20/1900/19080316.ჰტმლ).

-------------------

<<<

17

>>>

 
TOP-RATING.UCOZ.COM
Назад к содержимому | Назад к главному меню Яндекс.Метрика