არქიეპისკოპოსი პავლე (ხორავა)
კონტრაფაქტული ეკლესია, ანუ სანაგვეში გადასაგდები "მართლმადიდებლობა"
ამ რამდენიმე ხნის წინ, "საპატრიარქოს მაღაზიათა ქსელის" ერთ ერთ ობიექტზე წავაწყდით საქონლის შესაფუთ ცელოფანს, რომელზეც მესაკუთრის სასაქონლე ატრიბუტიკა და აღმსარებლობაა გამოსახული დევიზით: "იყუარებოდეთ ურთიერთას" (იხ. სურათი 1). ცელოფანს შუაში დიდი ასოებით აწერია: "მართლმადიდებელი", მის ქვემოთ კი ჩვენი უფლისა და მაცხოვრის, იესუ ქრისტეს პირველქრისტეანული, ძველთაძველი სიმბოლო - თევზია გამოსახული (როგორც ჩანს ჯვრის გამოსახვას საყოფაცხოვრებო საგანზე ჯერ ვერ ბედავენ).
ნიშანდობლივად გვეჩვენა "საპატრიარქოს მაღაზიათა ქსელის" ეს "სავიზიტო ბარათი". როგორც ამ ცელოფანს, მისი ჯეროვანი თუ უჯერო გამოყენების შემდეგ, თავის ატრიბუტიკიანად მოისვრის სანაგვეში მომხმარებელი ასევე, დადგება დრო, როდესაც დღევანდელი ოფიციალური საპატრიარქოც, მართლმადიდებლური სარწმუნოებისადმი ინდიფერენტული და მწვალებელი "სამღვდელოებითურთ", ისტორიის სანაგვეზე აღმოჩნდება.
ქვეყანაში, სადაც იწერება და ქვეყნდება ათასგვარი მკრეხელობა და "სირობა"; ქვეყანაში, სადაც წმინდანების ხატებს სახინკლეებისა თუ რესტორნების ბეჭდებში იყენებენ (იხ. სურ. ქვემოთ) ქეყანაში, სადაც მხოლოდ კვეხნა და ბაქიბუქობა თუ შეუძლიათ "მართლმადიდებლობაზე", არაფერია გასაკვირი - მაგალითს, ხომ თვით ოფიციალური, "მართლმადიდებლური" ეკლესიის საპატრიარქო იძლევა:
ნიშანდობლივად გვეჩვენა "საპატრიარქოს მაღაზიათა ქსელის" ეს "სავიზიტო ბარათი". როგორც ამ ცელოფანს, მისი ჯეროვანი თუ უჯერო გამოყენების შემდეგ, თავის ატრიბუტიკიანად მოისვრის სანაგვეში მომხმარებელი ასევე, დადგება დრო, როდესაც დღევანდელი ოფიციალური საპატრიარქოც, მართლმადიდებლური სარწმუნოებისადმი ინდიფერენტული და მწვალებელი "სამღვდელოებითურთ", ისტორიის სანაგვეზე აღმოჩნდება.
ქვეყანაში, სადაც იწერება და ქვეყნდება ათასგვარი მკრეხელობა და "სირობა"; ქვეყანაში, სადაც წმინდანების ხატებს სახინკლეებისა თუ რესტორნების ბეჭდებში იყენებენ (იხ. სურ. ქვემოთ) ქეყანაში, სადაც მხოლოდ კვეხნა და ბაქიბუქობა თუ შეუძლიათ "მართლმადიდებლობაზე", არაფერია გასაკვირი -
საპატრიარქო აფუძნებენ რადიოსა და ტელევიზიას, რომლიდანაც დილიდან საღამომდე ტაშ-ფანდური ისმის; ზოგადად აგიტაციას უწევენ კინოხელოვნებას, კონკრეტულად კი საბჭოური პერიოდის კინოპროდუქციას, რითაც ერში საბჭოური "ბედნიერი" დროებისადმი ნოსტალგიური გრძნობების გაღვივებას ცდილობენ; ამაოდ როდი ეწევა ზოგიერთი მათი მღვდელმსახური სტალინის რეაბილიტაციას (მაგ. არჩილ მინდიაშვილი); საკუთარი ტელევიზიით პოპულარიზაციას უწევენ ესტრადას და ოპერასაც კი (ამაოდ როდი აირჩია იგი ბ-მა "პატრიარქმა", ილია II საკუთარი დაბადების დღის აღსანიშნავად); სპორტსმენებს ოლიმპიადაზე სანთლებითა და "ნაკურთხი" წყლით აცილებენ, ვინძლო უკეთ იასპარეზონ და "ღვთის მადლით" იმარჯვონ კიდეც.
მთელს ჩვენს ქვეყანაში სუფევს სეკულარიზაციის, ეკუმენიზმის, გარყვნილების, მართლმადიდებლობის დამცირებისა და აბუჩად აგდების უღვთო სული და ყოველივე ეს ხდება "პატრიარქ" ილია II-ს ნებითა და მართლმადიდებლური სარწმუნოებისადმი ოფიციალური "სამღვდელოების" გულგრილი დამოკიდებულებით.
მთელს ჩვენს ქვეყანაში სუფევს სეკულარიზაციის, ეკუმენიზმის, გარყვნილების, მართლმადიდებლობის დამცირებისა და აბუჩად აგდების უღვთო სული და ყოველივე ეს ხდება "პატრიარქ" ილია II-
ეს სურათები გადაღებულია მობილურით რუსთაველზე მდებარე "ხინკლის სახლში".
მენიუზე დარტყმულია ბეჭედი წმ. ნიკოლოზის გამოსახულებით.
არც ის არის შემთხვევითი, განახევრებული, განადგურებული, დამშეული და დევნილი ქვეყნის მოსახლეობას, სპორტის სასახლეში თუ რომელიღაც თეატრში გასართობ სანახაობაზე მისული ეს ვაი-"პატრიარქი", სახეგაბრწყინებული და გაბადრული, დიდი პათოსით, "ჩვენთან არს ღმერთი!"-ო რომ შესძახებს ხოლმე. კითხულობს კი ვინმე არის თუ არა ღმერთი იმგვარ ადგილებში, სადაც ოფიციალური ეკლესიის ეს "მწყემსმთავარი" დაიარება და ეძლევათ კი იმ არტისტებს, სპორტსმენებს, მომღერლებსა და ათასი ჯურის სანახაობათა ორგანიზატორებს ღმრთის წყალობა, რომლებზეც "პატრიარქი" ილია II "კურთხევებს" უშურველად აფრქვევს?! - ცხადია, არა!
წმ. იოანე ოქროპირის სიტყვებით რომ ვთქვათ: "მრავალი ურჩი და უწესრიგო ამ სანახაობათა გამოზრდილია". თუკი ჩვენ კაცის სულს ეკლესიაში აღვაშენებთ, იქ, სანახაობებზე, სულს ანგრევენ და "მრავალი სხვა არწმინდებითაც ავსებენ" (წმ. იოანე ოქროპირი. "საუბრები". თბილისი 2010 წ. გვ. 221, 222).
იმ დროს, როდესაც წმიდა მამის თქმით, კეთილნი მწყემსნი "მუნიან ცხვრებს ჯანმრთელებისგან აცალკევებენ, რათა ისინი, განიკურნებიან რა ავთვისებიანი დაავადებისგან, უსაფრთხოდ დააბრუნონ უკან ჯანმრთელებთან და რათა დაავადებულებმა მთელ ფარას არ გადასდონ იგივე სნეულება" (იქვე. გვ. 224, 225), ვაი-"პატრიარქი" და მისი ამფსონები თვითონ მიდიან ამ "მუნიან ცხვრებთან", ანუ გართობის მოყვარულ ახალგაზრდებთან, მსახიობებთან და ხელოვნებას უქებენ მათ. გვახსოვს, "პატრიარქ" ილია II-ის საიუბილეო დღეებში როგორი აღფრთოვანებით ლაპარაკობდა ტელეეკრანიდან ოპერის ახალგაზრდა მომღერალი ქალი, რომ უსაზღვროდ ბედნიერია, რადგან პატრიარქს "დიდი მომავალი" (!) უწინასწარმეტყველებია მისთვის.
ისეთი რა ადგილია ოპერა და თეატრი, რომ იქ მისულმა "პატრიარქმა" პროფესია შეუქოს და თავის "დიდ" და "ბედნიერ" მომავალში დაარწმუნოს მსახიობი? წმ. იოანე ოქროპირის თქმით ხომ ეს ის ადგილია, "სადაც არის გარყვნილი საუბრები, სამეძაო სიმღერები, ვნებიანი ხმები, შეღებილი ყვრიმალები, დახატული თვალები, განსაკუთრებული ხელოვნებით შერჩეული სამოსელი, სიარულის მომაჯადოებელი მანერა (ყურად იღეთ პოდიუმზე მოსიარულენო! - ადმ.), და წინასწარშემზადებული მრავალი სხვა მისატყუარი და გასართობი მაყურებელთათვის; სადაც მნახველთა სული უზრუნველობასა და დიდ გაბნეულობაშია, სადაც თავად ადგილიც კი აღვივებს ვნებებს; სადაც მელოდია მრავალფერი სიმღერისა, საყვირზე, სალამურზე თუ მსგავს ინსტრუმენტებზე რომ ამღერებენ, აჯადოებენ და გონების ძალას ასუსტებენ, იქ მყოფთა საცთუნებლად ამზადებენ და მათგან ადვილად მოსანადირებელს ხდიან... მაშ, ბოროტ გულისთქმაზე უფრო მაღლა როგორ დადგებიან ისინი, რომელნიც თეატრში სხედან და არაფერს ჯანსაღს არ ხედავენ და არ ისმენენ, პირიქით, აღვსებულნი არიან სისაძაგლითა და გარყვნილებით და ყველა გრძნობით დამარცხებულნი არიან, ყურითაც და თვალითაც?... მითხარ, ღმერთი როგორ მოითმენს ამას?" (იქვე. გვ. 227-230); ან როგორ მოითმენს იმგვარ მკრეხელობას, როდესაც "პატრიარქად" წოდებული ადამიანი, თვითონ აძლევს სამწყსოს თეატრში სიარულის მაგალითს და იმასაც კი უქადაგებს, რომ "ღმერთი მათთანაა"? როგორ შეიძლება ამგვარ ადამიანებთან იყოს ღმერთი? პირიქით, ამგვარი უკეთურებისა და მკრეხელობის მოქმედ "პატრიარქთან" და "სამღვდელოებასთან" არის ეშმაკი და არა ღმერთი! და ეს შეგვიძლია განვაცხადოთ სრულიად თამამად!
ერთი ძველმართლმადიდებელი ქრისტეანი წერდა: "არსებობსო კონტრაფაქტული საქონელი. იყიდი, მაგალითად, ბატარეას, რომელსაც აწერია "Panasonic". ფასი შესატყვისია. ჩადებ ელექტრომოწყობილობაში და ის არა თუ არ ფუნქციონირებს როგორც საჭიროა, სითხესაც აპარებს და მთელ ტექნიკას აფუჭებს; ანუ, ამგვარი საქონლის ყიდვა და გამოყენება არის ძალის, დროის, ყურადღებისა და სახსრების ფუჭი ფლანგვა.
არსებობს კონრაფაქტული ეკლესიაც და მას, როგორც საქონლის შესაფუთ ცელოფანს, აწერია "მართლმადიდებლური". მასში არსებობენ წვერებიანი სუბიექტები მღვდლის ტანისამოსით, შესაბამისი მანერებითა და მიხვრა-მოხვრით. ასრულებენ რაღაც რიტუალებს, რომელიც შორიდან მართლმადიდებლურ ღვთისმსახურებას მოგვაგონებს. წმ. წერილისა და წმ. გადმოცემის სახელით ეწევიან პოლიტიკურ პროპაგანდას და ებრძვიან "ანტიპატრიოტულად" განწყობილ მასებს. ეს არის ოფიციალური, ნიკონიანური ეკლესია მთელი თავისი მრავალსახოვნებითა და განშტოებებით.
ადამიანები, რომლებიც ეძიებენ ნუგეშს და სულის ცხოვნებას, ეშურებიან ამ ეკლესიებს, მაგრამ პოულობენ იქ მხოლოდ სახელწოდებას, შირმას რომელსაც ამოფარებულია "პირატული" საქონელი. სამწუხაროდ, მრავალი იმშვიდებს თავს ამით, რადგან არსებული შირმის მიღმა გადახედვის ან უნარი არა აქვს ან სურვილი. არადა მის მიღმა უნდა არსებობდეს მთავარი – უწყვეტი სამოციქულო მემკვიდრეობა, იესუ ქრისტეში ცხოვრების ტრადიცია, ცოცხალი რწმენა და სულიწმიდის მადლი. არის კი ეს ყოველივე სხვადასხვა მიმართულების (განსაკუთრებით კი გაბატონებულ, ოფიციალურ) ახალმოწესეობრივ, ე. წ. "მართლმადიდებელ" ეკლესიებში?
მართლმადიდებლობა - ეს არის ცხოვრება ქრისტეში და ქრისტესთან ერთად, რაც უნდა გავიგოთ არა ხატოვნად, სიმბოლურად, არამედ პირდაპირი მნიშვნელობით!
მართლმადიდებლობა - ეს არის ძველი გადმოცემების ერთგულება, რადგან ღმერთთან ჭეშმარიტი ერთობა სწორედ მაშინ, ქრისტეანობის ოქროს ხანაში იყო.
მართლმადიდებლობა - ეს არის მცდელობა შეინახო ქრისტეანული ცხოვრების ტრადიცია და არ დაემორჩილო ამ წუთისოფლის ზეწოლას; ეს არის შიში არ დასნებოვნდე დროის სულისკვეთებით; ეს არის ისტორიის უფაქიზესი ინტუიცია, რომელიც შეიგრძნობს მის უკანასკნელ წერტილს - ანტიქრისტეს, რომელიც გარყვნის ადამიანთა გონებას, გულებსა და სულს.
მსოფლიო ისტორია - ეს არის კაცობრიობის პირქვე, სატანისა და მისი საქმეების თაყვანისცემისკენ დაშვების ისტორია... სამწუხაროდ, ამ მორევში ჩათრეულია მრავალი მორწმუნე ადამიანიც. როგორ შეიძლება მათ ვუწოდოთ მართლმადიდებელნი? მათ უნდათ იყონ ტალღის მწვერვალზე, ყურადღების ცენტრში, სურთ იყონ მოდურები და ცნობილები. ელტვიან პოპულარობას. ეფექტურობა არის მათი დევიზი, ოღონდ არა მაცხოვრის ქადაგებისა, არამედ საკუთარი კონტრაფაქტული ორგანიზაციისა. მათ თავი მოაქვთ და ტკბებიან საკუთარი, ამქვეყნიური ძლიერებით.
სიწმიდის, კრებითობის, ღვთისმსახურების, კურთხევის ტრადიციები ოფიციალურ ეკლესიებში გაქრა. ისინი შეიცვალა პოლიტიკური ინტერესებისა და მიწიერი პატრიოტიზმისადმი მსახურებით. მაცხოვრის მსხვერპლის არსი მათთვის არის არასაინტერესო და გაუგებარი.
მართლმადიდებლური ტრადიციონალიზმის საფარველს ამოფარებულებმა თავიანთ ეკლესიებში ისეთი უსჯულოება დაამკვიდრეს, რომ ათეისტებსაც კი უკვირთ. მათი ტაძრები – სავაჭრო დუქნებია. სრულიად საერო ადამიანები, სიხარბით ანთებული თვალებით ხელს უსვამენ და არჩევენ ჯვრებსა და ძეწკვებს, გამოფენილი აქვთ ხატები და პალესტინური საკმეველი, იორდანის ნაპირებზე მოგროვილი ხრეში და საეჭვო სიწმიდის მამათა და დედათა საფლავებზე "ნაკურთხი" ორცხობილები თუ ნეოწარმართობის სხვა მრავალფეროვანი ფეტიშები.
კონტრაფაქტულ ეკლესიაში საეკლესიო მომსახურებაში საფასურის გადახდა ნორმა გახდა. განა შეიძლება ღმრთის მადლით ვაჭრობა? ხოლო ფასი მადლზე, პირდაპირ პროპორციულია ინფლაციისა: "გვაპატიეთ, რომ ძვირია: ჩვენმა ურიცხვმა კლერიკოსებმა რაღაც საშუალებით ხომ უნდა იყიდონ მარტინი, სიგარეტები, მუსიკალური ცენტრები, საშინაო კინოთეატრები და ჯიპები?!"
საერო, შარვლიან-დეზებიანი დედაკაცები, მოთხუპნულნი ათასგვარი კოსმეტიკით, შედიან ეკლესიაში მრავალთა საცთუნებლად და ვაჭრობენ ეკლესიის შიგნით მოწყობილ "საეკლესიო მაღაზიებში". შეკითხვაზე, რატომ ვაჭრობენ ტაძარში, მაშინ როდესაც ეს აკრძალულია, გვპასუხობენ: "ეს ტაძარი კი არა სტოაა, აქ შეიძლება". საინტერესოა, ხომ არ უთქვამს ვინმეს მაცხოვრისთვის მის მიერ ტაძრიდან გაგდებულ მოვაჭრეთაგან (იოანე 2:14-16) რაიმე მსგავსი?...
ყველა საგანს ნიკონიანელობაში თავისი ფასი გააჩნია: გინდათ "აკურთხოთ" ბიზნესი? – კი ბატონო, შეუკვეთეთ პარაკლისი; გსურთ მოუწოდოთ ღმრთის ძალას დუქანში, მაღაზიაში, მემორიალზე ჯოჯოხეთის მარადიული ცეცხლით, რომელიც პენტაგრამიდან იფრქვევა? – გადაიხადეთ და იქნება "ნაკურთხი".
კონტრაფაქტული ეკლესია "აკურთხებს" ამა სოფლის ნებისმიერ სისაძაგლეს.
იკურთხება ამქვეყნიური არაქრისტეანული ხელისუფლება, რომელიც აწარმოებს ხალხის გენოციდს, ძარცვავს ნაციონალურ რესურსებს, რყვნის ერს. ხელისუფლებას, რომლისთვისაც ნორმაა აბორტარიუმი, კაზინო, ინტიმ-სააგენტო, "ოჯახის დაგეგმარება", ტელეზომბირება. მოციქულები მართალია ნებისმიერი მთავრობისადმი მორჩილებას გვიბრძანებდნენ (1 პეტრე. 2:13-17), მაგრამ მათ საქმეებში თანამონაწილეობისკენ არასდროს მოგვიწოდებდნენ" (ეფეს. 5:11-13). ჭეშმარიტი ქრისტეანები ემორჩილებოდნენ ხელისუფალთ, მაგრამ ქრისტეანული მორალისა და სწავლების დასაცავად ჯვარზე, ათასგვარ წამებასა და ცეცხლზე მიდიოდნენ... ამ დროს კი ოფიციალური ეკლესიის "პატრიარქი" და "მღვდლები" თვითონ არიან მკრეხელობისა და უზნეობის მაგალითნი...
ჭეშმარიტი ქრისტეანები არ ლოთობდნენ გუბერნატორებთან ერთად, არამედ ყოველთვის თამამად ამხელდნენ ძლიერთა ამა ქვეყნისათა; ისინი არ მირბოდნენ ახალმონათლულთა თუ მონანულთა სიებით საიდუმლო სამსახურებში ანგარიშის ჩასაბარებლად და არ გასცემდნენ აღსარების საიდუმლოს (ნიკონიანური ეკლესიის 1721 წლის სასულიერო რეგლამენტით ეს ნებადართულია). ჭეშმარიტი ქრისტეანები არ თანამშრომლობდნენ იმდროინდელ სახელმწიფო, საიდუმლო სამსახურებთან.
ოფიციალურ ეკლესიებში გამეფებულია ლოთობა, ნარკომანია, გარყვნილება და სოდომია!
წმ. იოანე ოქროპირის სიტყვებით რომ ვთქვათ: "მრავალი ურჩი და უწესრიგო ამ სანახაობათა გამოზრდილია". თუკი ჩვენ კაცის სულს ეკლესიაში აღვაშენებთ, იქ, სანახაობებზე, სულს ანგრევენ და "მრავალი სხვა არწმინდებითაც ავსებენ" (წმ. იოანე ოქროპირი. "საუბრები". თბილისი 2010 წ. გვ. 221, 222).
იმ დროს, როდესაც წმიდა მამის თქმით, კეთილნი მწყემსნი "მუნიან ცხვრებს ჯანმრთელებისგან აცალკევებენ, რათა ისინი, განიკურნებიან რა ავთვისებიანი დაავადებისგან, უსაფრთხოდ დააბრუნონ უკან ჯანმრთელებთან და რათა დაავადებულებმა მთელ ფარას არ გადასდონ იგივე სნეულება" (იქვე. გვ. 224, 225), ვაი-
ისეთი რა ადგილია ოპერა და თეატრი, რომ იქ მისულმა "პატრიარქმა" პროფესია შეუქოს და თავის "დიდ" და "ბედნიერ" მომავალში დაარწმუნოს მსახიობი? წმ. იოანე ოქროპირის თქმით ხომ ეს ის ადგილია, "სადაც არის გარყვნილი საუბრები, სამეძაო სიმღერები, ვნებიანი ხმები, შეღებილი ყვრიმალები, დახატული თვალები, განსაკუთრებული ხელოვნებით შერჩეული სამოსელი, სიარულის მომაჯადოებელი მანერა (ყურად იღეთ პოდიუმზე მოსიარულენო! -
ერთი ძველმართლმადიდებელი ქრისტეანი წერდა: "არსებობსო კონტრაფაქტული საქონელი. იყიდი, მაგალითად, ბატარეას, რომელსაც აწერია "Panasonic". ფასი შესატყვისია. ჩადებ ელექტრომოწყობილობაში და ის არა თუ არ ფუნქციონირებს როგორც საჭიროა, სითხესაც აპარებს და მთელ ტექნიკას აფუჭებს; ანუ, ამგვარი საქონლის ყიდვა და გამოყენება არის ძალის, დროის, ყურადღებისა და სახსრების ფუჭი ფლანგვა.
არსებობს კონრაფაქტული ეკლესიაც და მას, როგორც საქონლის შესაფუთ ცელოფანს, აწერია "მართლმადიდებლური". მასში არსებობენ წვერებიანი სუბიექტები მღვდლის ტანისამოსით, შესაბამისი მანერებითა და მიხვრა-
ადამიანები, რომლებიც ეძიებენ ნუგეშს და სულის ცხოვნებას, ეშურებიან ამ ეკლესიებს, მაგრამ პოულობენ იქ მხოლოდ სახელწოდებას, შირმას რომელსაც ამოფარებულია "პირატული" საქონელი. სამწუხაროდ, მრავალი იმშვიდებს თავს ამით, რადგან არსებული შირმის მიღმა გადახედვის ან უნარი არა აქვს ან სურვილი. არადა მის მიღმა უნდა არსებობდეს მთავარი – უწყვეტი სამოციქულო მემკვიდრეობა, იესუ ქრისტეში ცხოვრების ტრადიცია, ცოცხალი რწმენა და სულიწმიდის მადლი. არის კი ეს ყოველივე სხვადასხვა მიმართულების (განსაკუთრებით კი გაბატონებულ, ოფიციალურ) ახალმოწესეობრივ, ე. წ. "მართლმადიდებელ" ეკლესიებში?
მართლმადიდებლობა -
მართლმადიდებლობა -
მართლმადიდებლობა -
მსოფლიო ისტორია -
სიწმიდის, კრებითობის, ღვთისმსახურების, კურთხევის ტრადიციები ოფიციალურ ეკლესიებში გაქრა. ისინი შეიცვალა პოლიტიკური ინტერესებისა და მიწიერი პატრიოტიზმისადმი მსახურებით. მაცხოვრის მსხვერპლის არსი მათთვის არის არასაინტერესო და გაუგებარი.
მართლმადიდებლური ტრადიციონალიზმის საფარველს ამოფარებულებმა თავიანთ ეკლესიებში ისეთი უსჯულოება დაამკვიდრეს, რომ ათეისტებსაც კი უკვირთ. მათი ტაძრები – სავაჭრო დუქნებია. სრულიად საერო ადამიანები, სიხარბით ანთებული თვალებით ხელს უსვამენ და არჩევენ ჯვრებსა და ძეწკვებს, გამოფენილი აქვთ ხატები და პალესტინური საკმეველი, იორდანის ნაპირებზე მოგროვილი ხრეში და საეჭვო სიწმიდის მამათა და დედათა საფლავებზე "ნაკურთხი" ორცხობილები თუ ნეოწარმართობის სხვა მრავალფეროვანი ფეტიშები.
კონტრაფაქტულ ეკლესიაში საეკლესიო მომსახურებაში საფასურის გადახდა ნორმა გახდა. განა შეიძლება ღმრთის მადლით ვაჭრობა? ხოლო ფასი მადლზე, პირდაპირ პროპორციულია ინფლაციისა: "გვაპატიეთ, რომ ძვირია: ჩვენმა ურიცხვმა კლერიკოსებმა რაღაც საშუალებით ხომ უნდა იყიდონ მარტინი, სიგარეტები, მუსიკალური ცენტრები, საშინაო კინოთეატრები და ჯიპები?!"
საერო, შარვლიან-
ყველა საგანს ნიკონიანელობაში თავისი ფასი გააჩნია: გინდათ "აკურთხოთ" ბიზნესი? – კი ბატონო, შეუკვეთეთ პარაკლისი; გსურთ მოუწოდოთ ღმრთის ძალას დუქანში, მაღაზიაში, მემორიალზე ჯოჯოხეთის მარადიული ცეცხლით, რომელიც პენტაგრამიდან იფრქვევა? – გადაიხადეთ და იქნება "ნაკურთხი".
კონტრაფაქტული ეკლესია "აკურთხებს" ამა სოფლის ნებისმიერ სისაძაგლეს.
იკურთხება ამქვეყნიური არაქრისტეანული ხელისუფლება, რომელიც აწარმოებს ხალხის გენოციდს, ძარცვავს ნაციონალურ რესურსებს, რყვნის ერს. ხელისუფლებას, რომლისთვისაც ნორმაა აბორტარიუმი, კაზინო, ინტიმ-
ჭეშმარიტი ქრისტეანები არ ლოთობდნენ გუბერნატორებთან ერთად, არამედ ყოველთვის თამამად ამხელდნენ ძლიერთა ამა ქვეყნისათა; ისინი არ მირბოდნენ ახალმონათლულთა თუ მონანულთა სიებით საიდუმლო სამსახურებში ანგარიშის ჩასაბარებლად და არ გასცემდნენ აღსარების საიდუმლოს (ნიკონიანური ეკლესიის 1721 წლის სასულიერო რეგლამენტით ეს ნებადართულია). ჭეშმარიტი ქრისტეანები არ თანამშრომლობდნენ იმდროინდელ სახელმწიფო, საიდუმლო სამსახურებთან.
ოფიციალურ ეკლესიებში გამეფებულია ლოთობა, ნარკომანია, გარყვნილება და სოდომია!
ოფიციალურ ეკლესიაში ფეხმოდგმული არაკაცობის ზვიად გამსახურდიასეული და მერაბ კოსტავასეული მხილება
ოფიციალური ეკლესიების "ღვთისმსახურთა" მნიშვნელოვანი წილი (რომელთაც, აგრეთვე უპყრიათ მნიშვნელოვანი ხარისხები და თანამდებობები) არიან პედერასტები(განსაკუთრებით რუსეთში, თუმც მას არც ბერძნები და ქართველები ჩამოუვარდებიან, რისი დასტურიცაა მიტრ. შიო ავალიშვილის წერილები პატრ. ილია II-სადმი და "კვირის ქრონიკაში" გამოქვეყნებული შემაძრწუნებელი მასალები) (აქ გამოვაქვეყნოთ დასკანირებული სათაურები). არადა ეს სისაძაგლეა არა მარტო უფლის, არამედ თვით ურწმუნოთა და არაქრისტეანთა თვალშიც. მიუხედავად ამისა ისინი გვარწმუნებენ: "სნეული ცხვარი არ აფუჭებს ფარას". ჯერ ერთი: აფუჭებს! მთელი ფარა სნეულდება. მეორეც, ეს შემთხვევითი არაა. ბაყაყები მხოლოდ ბინძურ ჭაობში ბინადრობენ, მაგრამ ჭაობიდან ბაყაყები რომ ამოვიყვანოთ ის უცებ არტეზიულ ჭად როდი გადაიქცევა.
კონტრაფაქტული ეკლესიის მსახურები – სრულიად საერო მსოფლმხედველობის ადამიანები არიან. უარესიც: ერში ყოველთვის არის ზნეობა, ესენი კი მარადის ჩაფლულები არიან უზნეობის ჭაობში… სემინარიული განათლება შესაძლებლობას იძლევა მაღალფარდოვანი სიტყვებით შეალამაზო სიფილისტური ბუბონი.
ასობით ათასი ადამიანი იხოცება შიმშილისგან და ცუდი კვებისგან, ეს "მართლმადიდებლები" კი დასეირნობენ ჯიპებით, ვაჭრობენ ძვირიან მაღაზიებში, იმოსებიან საუკეთესო და ძვირადღირებული შესამოსელით (შეგიძლიათ შეხვიდეთ საპატრიარქოს კუთვნილ ნებისმიერ მაღაზიაში და იკითხოთ საკლესიო შესამოსელისათვის განკუთვნილი მატერიის ერთი მეტრის ღირებულება). რატომ არ იყიდის ნიკონიანელი მღვდელი 1500 ლარიან ტელეფონს 150 ლარიანის ნაცვლად? უხერხული კითხვაა? ეს ის კითხვაა, რომელიც უამრავ ადამიანს უჩნდება, იმ ადამიანს, ვინც ჯერ კიდევ არ შერწყმია დამპალ სინამდვილეს და ჯერ კიდევ შერჩენია უნარი გაიკვირვოს არსებული უზნეობა და აღშფოთდეს.
რატომ აშენებენ ფეშენებელურ ტაძრებს, რომელთა ღირებულება ათეულობით (და ასეულობით) მილიონ (!) დოლარს აღემატება, როდესაც მილიონობით ადამიანს საკუთარი საცხოვრებელი სახლი არ გააჩნია? საიდანაა ეს ფული? ვისია? განა ხალხის არ არის? განა შენს მიერ ნაყიდი პარაფინის სანთლის ან დაშტამპული ხატის გაყიდვით მიღებული თანხა არ არის? ფულს ათეთრებენ ან უბრალოდ "სწირავენ" ეკლესიას (ფულის გათეთრების ერთ-ერთი ფორმა), რათა მპარავი მილიარდერის სინდისი მშვიდად იყოს.
ოფიციალური, კონტრაფაქტული ეკლესია ეს არის სრულიად ცოდვილი სტრუქტურა, რომელსაც მართლმადიდებლურ ეკლესიასთან მხოლოდ გარეგნული მსგავსება გააჩნია და ისიც არა ყოველთვის. ამ სტრუქტურამ თავის უმოქმედობითა და რეალობის ხოტბით საკუთარი ერი მონებად და ლაზღანდარებად აქცია.
სად არის ყველა ის საქმე რომლებისგანაც შედგება ჭეშმარიტი რწმენა? ერი განახევრებულია, ათასობით აბორტი, ნარკომანია, ალკოჰოლიზმი, მეთამბაქოება, შიდსი, ჰეპატიტი, სიფილისი, ჰედონიზმი, ინტელექტუალური დეგრადაცია, სიბნელე (გამოწვეული ტელევიზიითა და კომპიუტერული თამაშებით და ა. შ.). როგორ დაუშვა ოფიციალურმა ეკლესიამ ეს ყოველივე, მაშინ როდესაც ხალხზე ზემოქმედების მძლავრი რესურსები მის ხელთაა?
თუმცა, არის კი წესრიგი თვით ამ ეკლესიაში? ჩვენ, ძველმოწესე მართლმადიდებელ ქრისტეანებს "რასკოლნიკებს", "სექტანტებს", "ოფიციალური ეკლესიის მტრებს" გვეძახიან, თვითონ კი ოფიციალურად თუ არაოფიციალურად, იყოფიან სარწმუნოებრივი, მსოფლმხედველობრივი, პოლიტიკური და თვით სექსუალური ორიენტაციის მიხედვითაც კი.
"სამრევლოს" ცნებას თავისი აზრი დაკარგული აქვს. ეს არის რაიონული მაღაზია, სადაც პირად საქმეზე შედის და გამოდის ყველა, ვისაც კი მოესურვება; უკეთეს შემთხვევაში – პატარა, დახურული კლუბია, სადაც მგალობელთა ჯგუფის, მნეთა და რამოდენიმე ეგზალტირებული მანდილოსნის გარდა არავინ არავის იცნობს. აქ "ევქარისტული თემის" ხსენებაც კი შეუძლებელია. ეს "კრებითი" ეკლესია არასოდეს ატარებს თემის კრებას, მღვდლები და ეპისკოპოსები ყოველთვის ან პირადი შეთანხმებით ან "ზემოდან" ინიშნებიან. პრაქტიკაში დამკვიდრდა კათოლიკური დაყოფა ეკლესიისა "მოსწავლე" და "მასწავლებელ" ნაწილებად, ოღონ უფრო ბრიყვულად და ცინიკურად, ვიდრე ეს კათოლიციზმშია.
ახლა ვიკითხოთ, "მართლმადიდებელთა" ცნობიერებაში რაღა ხდება? 10 მცნება ზეპირად იციან მხოლოდ ერთეულებმა. მცირედმა თუ იცის რა განსხვავებაა ძველ და ახალ აღთქმებს შორის. პირჯვრისწერის წესსა და ნათლობის საიდუმლოში ჩადებულ დოგმატურ შინაარსზე კი უმჯობესია არც იკითხოთ. ხოლო "მღვდლებისა" და უმაღლესი იერარქების საქვეყნოდ ცნობილ სულელურ ქადაგებებსა და ცოდვებზე ყველაზე პოპსური პასუხია (ამოხვნეშითა და თვალების გადაკარკვლით): "ეს ჩვენს გაგებას აღემატება"! "მღვდლის განკითხვის უფლება ჩვენ ვინ მოგვცა!" და არ კი უწყიან, თუ რა განსხვავებაა მხილებასა და განკითხვას შორის და, რომ ნებისმიერ ერისკაცს აქვს უფლება არათუ მღვდელი, ეპისკოპოსიც კი ამხილოს. თუმცა, მხილებაზე რაღა ვთქვათ, როდესაც ყველაზე ძირითადი, წმ. წერილისა და გადმოცემის, ასევე საღმრთო რჯულისკანონის შესწავლაც კი უგულვებელყოფილია! სად არის აქ მართლმადიდებლობა – ცოცხალი და სწორი ღმერთთაყვანისცემისკენ მისწრაფება?
სწორედ ამგვარმა "სასულიერო" პირებმა გარყვნეს ჩვენი ერი და ის უპასუხისმგებლო და პირუტყვებივით მორჩილ მონად გადააქციეს (რაც დღემდე გრძელდება). ჩვენს მენტალიტეტში მათ შემოიტანეს ჩვენთვის უცხო და უღმრთო დასავლური კულტურის ელემენტები. რამდენი განუმტკიცებელი სული გაიქცა მათ გამო სხვადასხვა სექტებში და შეიძულა მართლმადიდებლობა?! ალბათ, ყოველ მეორე სექტანტს "მართლმადიდებლობა" ჰგონია ნახევრად წარმართობა, ძალაუფლების მოყვარება, მისი თაყვანისცემა და ცრურწმენა. "მეფე ნიკოლოზ II-მ, თავისი სისხლით რუსეთი გამოისყიდა", ამტკიცებენ რუსები ნიკონიანური საიტიდან. ("მხოლოდ ილია II-ის იმედიღა გვაქვს, მხოლოდ ის თუ გადაარჩენს საქართველოს", - აცხადებენ ქართული საინფორმაციო საშუალებებიდან - ადმ.). ქრისტეანული თვალთახედვით, ეს არის ჩვეულებრივი კერპთაყვანისმცემლობა, ქმნილების გაღმერთება შემოქმედის ნაცვლად, უსასოობის გამოხატულება და მოკვდავი ადამიანებისადმი ღვთიური თვისებების მიკუთვნება.
სრულიად ამაოდ იწოდებიან ეს "მღვდლები" და "პატრიარქები" ღმრთისმსახურებად, უცხოპლანეტელებად რომ იწოდებოდნენ კიდევ ჰო, მაგრამ მისაკუთრებული სახელით კომპრომეტირებას უწევენ თვით "ერთ, წმიდა, სამოციქულო და საყოველთაო ეკლესიას". როდესაც ერისკაცებს ან სექტანტებს "მართლმადიდებელ" მღვდლებზე ელაპარაკები, თვალნათლივ ხედავ, რომ ისინი მათზე ლაპარაკობენ როგორც სიგარეტის მწეველ, ლოთ და ფულის მოყვარულ მსახურებზე; ლაპარაკობენ ჯიპებზე და ოქროზე, სიმდიდრეზე და გაუმაძღრობაზე.... როგორი ასოციაციებია? ზოგიერთი ადამიანი პირდაპირ ამბობს: "იმ ეკლესიაში ცუდი მღვდელია, არაფრის გულისთვის იქ არ წავალ!"...
რა უთხრა მაცხოვარმა ებრაელებს, რომლებმაც გადაუხვიეს მის სჯულს? – "აჰა ესერა დაეტეოს თქუენგან სახლი თქუენი ოხრად" (მათე 23:38).
და ყოველივე ამის შემდეგ, ესენი კიდევ ბედავენ ჩვენთან, ძველმორწმუნეებთან დავას და ლაპარაკს. თანაც მენტორული ტონით, თითქოსდა ჩვენ უნდა შევაფაროთ თავი მათ "დედა-ეკლესიას"; რომ მათ და ჩვენ თურმე, "ღირებულებათა ერთი საერთო სისტემა გაგვაჩნია" (მიტრ. კირილე გუნდიაევი).
ეს არასწორია!
ჩვენ, ძველმართლმადიდებელი ქრისტეანები, ვართ სწორედ ქრისტეს ჭეშმარიტი დედა-ეკლესია, რომელიც არის მისი უწმიდესი სხეული . ჩვენ "ბრმად" კი არ მივყვებით ძველ ქრისტეანულ გადმოცემებს, არამედ ერთგულნი ვართ ცოცხალი სარწმუნოებისა, რომლის საზღვრები მსოფლიო და ადგილობრივ კრებებზე, ჩვენმა წმიდა მამებმა დააწესეს.
ჩვენ იმ სარწმუნოების ხალხი ვართ, რომლისთვისაც ეწამნენ წმ. დიდმოწამე გიორგი, წმ. დიმიტრი, წმ. პანტელეიმონი, წმ. ბარბარე და სხვები. ამ სარწმუნოებას მისდევდნენ და იცავდნენ წმ. იოანე ოქროპირი, წმ. ბასილი დიდი, წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი, წმ. ნიკოლოს საკვირველთმოქმედი, წმ. კირილე ალექსანდრიელი, ღირ. სერგი რადონეჟელი და სხვები. ხოლო ოფიციალური და გაბატონებული კონტრაფაქტული ეკლესიის წარმომადგენლები ერთმა ღმერთმა უწყის ვინ არიან, საიდან მოვიდნენ და რა რჯულისანი არიან!
ისინი რომ საკუთარ თავს მართლმადიდებლურს უწოდებენ ჯერ კიდევ არ ნიშნავს იმას, რომ მართლაც მართლმადიდებელნი არიან...
გარსი გარსადვე რჩება. უბრალოდ, საყოველთაო გამოდებილების, საყოფაცხოვრებო პირობების გაფეტიშებისა და უღმერთობის ეპოქაში ადამიანები იმდენად გაზარმაცდნენ, რომ გარეგნულს მიღმა არსებული სინამდვილის დანახვის უნარი დაკარგეს.
შეინარჩუნეს კი ამ უღმერთოებმა ღმრთის ჭეშმარიტი მადლი თავიანთ გარყვნილი ზნეობისა და მწვალებლური ღვთისმეტყველების პირობებში? – თავად განსაჯეთ.
ჩვენ მათ ერეტიკოსებს ვუწოდებთ!
ჩვენ ვამტკიცებთ, რომ მათთან ყოფნა დამღუპველია!
ჩვენ წმიდად გვწამს, რომ ღმრთის სასუფევლისკენ გზა ხსნილი აქვთ მხოლოდ ჭეშმარიტი, ძველმართლმადიდებლური ეკლესიის წევრებს.
რა "საერთო ღირებულებები შეიძლება გვქონდეს" ოფიციალურ "მართლმადიდებლობასთან"?
"...მოგმართავთ, როგორც შვილებს... ნუ შეებმებით უცხო უღელში ურწმუნოებთან ერთად; ვინაიდან რა აკავშირებს სამართლიანობასა და ურჯულოებას? რაა საერთო ნათელსა და ბნელს შორის? რამ შეათანხმოს ქრისტე და ბელიარი? ან რა ხელი აქვს მორწმუნეს ურწმუნოსთან? " (2 კორინთ. 6:13-15).
ჩვენ ვემზადებით ზეციურ სამშობლოში დასაბრუნებლად, ესენი კი შეესისხლხორცნენ ამქვეყნიურ ყოფიერებას თავიანთი მეფეებით, პრეზიდენტებით, მინისტრებით, უსულგულობით, გულგრილობით, თავმოყვარებით და ტელევიზიით.
ჩვენ ღმრთის თაყვანისცემას ვსწავლობთ და ვასწავლით, ისინი კი პატრიარქისა და ამა სოფლისა; ჩვენ ღმრთის შიშს ვასწავლით, ისინი კი ხელისუფლებისას. ოფიციალური "მართლმადიდებელი" ეკლესია (ყველგან) – ეს არის ერთგვარი მართლმადიდებლური აღმსარებლობის პრეტენზიის მქონე სახელმწიფო უწყება, რომელსაც მთელ რიგ ქვეყნებში მასონები აკონტროლებენ.
მათ მიისაკუთრეს "მართლმადიდებლობის" სახელწოდება და მოახდინეს მისი უზურპირება.
ყველას, ვინც ღმერთს ეძებს ან არის ოფიციალური ნიკონიანური ეკლესიის წევრი, სადაც უნდა იყოს ის და რაც უნდა ერქვას მას, პირდაპირ ვეუბნებით:
თქვენ ცდებით, დანო და ძმანო! განა შესაძლებელია სულის ცხოვნება წუმპეში? უნდა გათავისუფლდეთ მისი სიმყრალისგან, განიბანოთ და შეუერთდეთ ჭეშმარიტ დედა-ეკლესიას, ქრისტეს უბიწო პატარძალს – ძველმართლმადიდებლობას.
უნდა გამოეყოთ ამასოფლის ფსევდოეკლესიას, წუთისოფლის გამამართლებელსა და მსახურს!
"აწ უკუე განვიდეთ მისა გარე ბანაკსა მას და ყუედრებაი იგი მისი მოვიღოთ. რამეთუ არა მაქუს ჩუენ აქა საყოფელად ქალაქი, არამედ მერმესა მას ვეძიებთ" (ებრ. 13:13). თუ ქრისტეს ეძებთ იყავით თანამიმდევრულნი" (კირილ ტოვბინის სტატიის: "კონტრაფაქტული ეკლესია", მიხედვით).
ბოდიშს მოვითხოვთ ასეთი ვრცელი ციტატისთვის, მაგრამ მისი ავტორის, ერთი უბრალო ძველმართლმადიდებელი ქრისტეანის გულისტკივილი იმდენად საზოგადო და მახლობელია თითოეული ჩვენგანისთვის, იმდენად ზუსტად ასახავს სხვადასხვა ადგილობრივ (მათ შორის საქართველოს "მართლმადიდებლური" ეკლესიის) სულიერ მდგომარეობასა და საზოგადოებრივ ვითარებას, რომ გადავწყვიტეთ უცვლელად (მცირეოდენი ჩამატებების გარდა) გადმოგვეგღო და ჩვენს სტატიაში გამოგვეყენებინა. თანაც, ამით კარგი შესაძლებლობა გვეძლეოდა გვეჩვენებინა, რომ ის რასაც ავტორი აღწერს, ხდება არა მარტო მის ქვეყანაში, მისი ქვეყნის ოფიციალურ, სახელმწიფო "მართლმადიდებლობაში", არამედ ჩვენთანაც.
მოვლენები რომლებიც ვითარდება მართლმადიდებლური ტრადიციების მქონე ხალხებსა და სახელმწიფოებში, რომლებიც ფარულად თუ აშკარად ხელს უწყობენ მართლმადიდებელი ხალხების გარყვნას და იქ ათასგვარი მწვალებლობებისა და მსოფლიო ახალი წესრიგისკენ სწრაფვის გაღვივებას, იმდენად მსგავსია, რომ ეჭვიც არ გვებადება – ეს არის ერთი, მთლიანი, გლობალური, მსოფლიო ანტიქრისტეანული მოძრაობა, რომელმაც უკვე დაიპყრო ყველა მართლმადიდებლური ქვეყანა.
ადამიანებმა, "მართლმადიდებელმა" ქრისტეანებმა, საკუთარ გულებში გააღმერთეს არა ჭეშმარიტების, არამედ პიროვნებების სიყვარული. ღმრთის ადგილი მათ გულებში დაიკავეს პრეზიდენტებმა, პატრიარქებმა, საზოგადო თუ პოლიტიკურმა მოღვაწეებმა, თანაც იმ დონეზე, რომ საკმარისია ამ ვაი-პატრიარქების, საზოგადო თუ პოლიტიკური მოღვაწეების შეცდომებზე მიუთითო, გამოგაცხადებენ ერის, ქვეყნის და თვით სარწმუნოების მტრადაც კი. სამწუხაროა, რომ ერი ვერ ამჩნევს თვითონ როგორ მფარველობს სიცრუეს და თელავს ჭეშმარიტებას.
საკმარისია, მაგალითად, პატრიარქმა ილია II-მ ერს შესთავაზოს რაიმე სრულიად უაზრო, ამსოფლიური ან აშკარად არაკანონიკური იდეა, ერი უპრობლემოდ, უკრიტიკოდ და აღფრთოვანებითაც კი შეუდგება მის აღსრულებას.
მაგალითად, ბრწყინვალე აღდგომის მეორე და მესამე დღეს, ბრწყინვალე ორშაბათსა და სამშაბათს, პატრიარქის ინიციატივით დაწესდა მიცვალებულთა მოხსენიების დღეები და ეთხოვა მთავრობას ავტობუსების გამოყოფა საფლავზე გამსვლელ მრავალრიცხოვან მგლოვიარეთათვის. არადა ბრწყინვალე შვიდეულის დღეებში გლოვა და საფლავებზე გასვლა დაუშვებელია ქრისტეს პასექის, მიცვალებულთა ამ საყოველთაო აღდგომის ჭეშმარიტი წინასახისა და საერთოდ, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულის საეკლესიო და დოგმატური მნიშვნელობის გამო. მიცვალებულთა მოხსენიება და საფლავებზე გასვლა დაწესებულია თომას კვირის ორშაბათ-სამშაბათს, რაც ოფიციალური ეკლესიის კალენდრებშიც კი არის ასახული.
გვახსოვს ასევე, როგორ ურჩია "პატრიარქმა" ილია II-მ თავის ხალხს, შობის ღამეს, ანთებული სანთლებით ხელში მისულიყვნენ ფანჯრებთან, დამდგარიყვნენ და ელოცათ ყოვლადწმიდა ღვთისმშობელისადმი , რომელიც ამ ლოცვას შეისმენდა და შემოვიდოდა თითოეული (ფანჯარასთან ანთებული სანთლით მდგომარე) ქართველის ოჯახში.
განა არ უნდა იცოდეს პატრიარქის რანგის სასულიერო პირმა, რომ შობის ღამეს მართლმადიდებელ ქრისტეანს სანთელი ფანჯარასთან კი არ უნდა დაანთებინოს, არამედ ტაძარში და იქ, ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატთან, გულმხურვალედ შეავედრებინოს მართლმადიდებლობის გაძლიერებას? ან განა არ უნდა იცოდეს მართლმადიდებელმა პატრიარქმა სიმბოლურ ქმედებათა მნიშვნელობა?
ცნობილია, რომ ნებისმიერი ადამიანის (ცხადია, მათ შორის, პატრიარქისაც) მოწოდებები და ღონისძიებები ბევრწილად განპირობებულია მისი რწმენით, სულიერებითა და მიზანდასახულობით. ამიტომაც, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ხალხს, რომელიც მორჩილად და სიხარულით ასრულებს უაზრო და არამართლმადიდებლურ წინადადებებს, მის ავტორზე უკეთესი არც რწმენა აქვს და არც სულიერება.
ვისაც მართლმადიდებლობაში სიმბოლოების მნიშვნელობა ესმის, ის ადვილად მიხვდება "პატრიარქ" ილია II-ის ამ არასულიერი და აშკარად მშვინვიერი ღონისძიების არაქრისტეანულ ხასიათს. მართლმადიდებლურ სიმბოლოთა საღვთისმეტყველო არსი შესაძლებლობას არ გვაძლევს სხვა შეფასება მივცეთ ამგვარ უგუნურ იდეებს და მის ავტორ-შემსრულებლებს.ვისაც სახარება წაუკითხავს მას კარგად უნდა ახსოვდეს ქრისტეს სიტყვები, რომ ის არის "მწყემსი კეთილი" (იოანე 10:11, 14), კარი, რომლითაც სასუფეველში შევალთ, სადაც კარი სჯულიერებისა და ქრისტეს მიმდევრობის სიმბოლოა:
"ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ვინც კარით არ შედის ფარეხში, არამედ სხვა გზით მიძვრება, ქურდია და ყაჩაღი. ხოლო ვინც კარით შედის, ცხვრების მწყემსია" (იოანე 10:1, 2); და კიდევ: "კვლავ უთხრა მათ იესომ: ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: მე ვარ კარი ცხვართა" (იოანე 10:7); და კვლავაც: "მე ვარ კარი; ვინც ჩემით შევა, ცხონდება: შევა და გამოვა, და ჰპოვებს საძოვარს" (იოანე 10:9).
ამრიგად, მაცხოვრის სიტყვების მიხედვით, იმით გაირჩევა ჭეშმარიტი მწყემსი ცრუმწყემსისგან, რომ ჭეშმარიტი მწყემსი "კარით შედის" თავის ცხვრებთან, ხოლო ის, ვინც "სხვა გზით მიძვრება (მაგალითად, ფანჯრიდან), ქურდია და ყაჩაღი " (იოანე 10:1, 2).
წმიდა მამების განმარტებით, კარი არის სახარებისეული, სჯულიერი ცხოვრების დაწესებული ნორმის სიმბოლო (იხ. მაგ.: წმ. იოანე ოქროპირი, ნეტ. თეოფილაქტე, ღირ. ექვთიმე ზიგაბენი და სხვები. თანაც, ყოფაცხოვრებიდან სულიერ სიმბოლოდ ის შემთხვევით როდია აღებული). ამიტომაც, ჭეშმარიტი მოძღვარი თავის ერს ამ მართლმადიდებლურ სიმბოლიკაში უნდა წვრთნიდეს და არ უნდა ნერგავდეს განუკითხაობას ამ მიმართულებით. როდესაც ლაპარაკია რელიგიურ, საეკლესიო შინაარსის მქონე რიტუალზე ან ქმედებაზე ის მხოლოდ მაშინ შეგვიძლია მივიღოთ, როდესაც შეესაბამება მართლმადიდებლურ "სიმბოლურ" ღვთისმეტყველებას. ამგვარი აღზრდით, ერი იძენს ცოდნას და წარმატებით არჩევს ქრისტეანულ სიმბოლოებსა და მათში გადმოცემულ სწავლებას ცრუ სწავლებათაგან.
მაგრამ, როდესაც სიმბოლოებთან მიმართებაში ინერგება განუკითხაობა, თანაც, მხოლოდ იმიტომ, რომ ეს თქვა პატრიარქმა და ერისთვის მისაღები გახდება ყოველგვარი სიმბოლური ქმედება, ერში ისეთი განურჩევლობა და სიბნელე დაინერგება, რომ ვერავინ გაარჩევს სად, რომელ სიმბოლოშია მართლმადიდებლობა და რომელში წარმართობა ან მწვალებლობა.
სიმბოლური ღვთისმეტყველებიდან გამომდინარე, ქრისტეზე (და ცხადია ყოვლადწმიდა ღვთისმშობელსა და ეკლესიის წმინდანებზე) უმძიმესი მკრეხელობაა იმის თქმა, რომ ისინი ჩვენს ოჯახებსა და გულებში შემოდიან არა "კარიდან", არამედ "ფანჯრიდან". ხოლო, ამაზე უფრო დიდი მკრეხელობაა ამგვარი აზრის საქმით განმტკიცება და ანთებული სანთლით დგომა ფანჯარასთან ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ოჯახში "შემოსაწვევად".
ცხადია, რომ პატრიარქის ეს მოწოდება ატარებს სიმბოლურ ხასიათს და არავის ესმის ის პირდაპირი მნიშვნელობით, მაგრამ სწორედ სიმბოლური თვალსაზრისით არის ამგვარი ქმედება ღვთისმშობლის შეურაცხყოფა.
ადამიანურად განვსაჯოთ, რომელი ჩვენთაგანი გაამზადებს სადღესასწაულო სუფრას და სტუმრებს შემოიწვევს არა კარიდან, არამედ ფანჯრიდან? განა უცნაური და კომიკური არ იქნება ამგვარი რამ? განა შეურაცხყოფილნი არ დარჩებიან სტუმრები ასეთი "მიპატიჟებით"?
მაშ, თუკი ამსოფლიური საზრუნავებით დატვირთული და თვით ურწმუნო ადამიანებისთვისაც კი სამარცხვინოა ამგვარი ქმედება და ისინი, როდესაც ჰპატიჟობენ ვინმეს, კარიდან შემოუძღვებიან თავიანთ სტუმრებს და არა ფანჯრიდან, რამდენად შეურაცხმყოფელი იქნება წმინდანებისთვის, კაცთათვის უჩვეულო და უზრდელური შემოპატიჟება?
უფლისა და ღვთისმშობლის, ასევე წმინდანთა ჩვენს გულებში შემოპატიჟება თუ გვნებავს, მათ გულის კარები უნდა გავუღოთ, - ანუ ვიცხოვროთ სახარებისეული პრინციპებით, მაცხოვრის მცნებებით, წმინდა მამათა განწესებების თანხმიერად. ხოლო ვინც სხვა გზისკენ მოუწოდებს, თანახმად სახარებისა, ქურდი და ყაჩაღია...
ამრიგად, რაკიღა უფლის წმინდანები "სარკმლებიდან" არ იპარებიან არც ჩვენს გულებში და არც ოჯახებში, მკითხველმა თავად განსაჯოს, ასეულ ათასობით ანთებული სანთლით მდგომარე ქართველი "მორწმუნე" ვის ელოდა შობის იმ ღამეს თავის ფანჯარასთან... ღვთისმშობლის სახელით ვის შემოსაწვევად მოუწოდა ერს პატრიარქმა?... ან ვინ არის და ვისი მსახურია ის მწყემსი, ამგვარს რომ ასწავლის საკუთარ ხალხს?...
ავიღოთ პატრიარქის სხვა, არანაკლებ გამაოგნებელი ინიციატივა, რომელმაც ქართველ ხალხში დიდი აღფრთოვანება გამოიწვია.
2008 წელს (რაც 2009 წელსაც გაგრძელდა და დღემდე დიდი აჟიოტაჟით გრძელდება) პატრიაქმა ილია II გამოაცხადა, რომ იქნებოდა ქართულ ოჯახებში ყოველი მესამე ბავშვის ნათლია. თქვა და გააკეთა კიდეც! – პატრიარქი ილია II ათასობით ბავშვის ნათლია გახდა (სადღეისოდ 5000-ზე მეტი ადამიანის ნათლიაა. როგორც ჩანს "პატრიარქს" მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი გინესის რეკორდების წიგნში შესვლა და ამ გზით საკუთარი სახელის "უკვდავყოფა").
ქართველი ერი სულიერ სიბნელეში რომ ცხოვრობს ეს ცხადია, მაგრამ ეკლესიის მწყემსმთავარმა, პატრიარქმა, რომელსაც, სხვათა შორის, მიღებული აქვს უმაღლესი სასულიერო განათლება, არ უნდა იცოდეს, რომ ერთი ნათლიას მიერ ნათლულები ერთმანეთისთვის სულიერი და-ძმანი ხდებიან და მათი შთამომავლების დაქორწინება მერვე თაობამდე აკრძალულია?! (უფრო დეტალურად ამის შესახებ იხ. სტატია: "ნათლისღებითი ნათესაობის შესახებ")
უნდა განვაცხადოთ, რომ პატრიარქმა (ალბათ ერში ქრისტეანული სულისკვეთების ამაღლების მიზნით), განახორციელა ღონისძიება, რომელიც ისეთივე მშვინვიერ ხასიათს ატარებს და ისეთივე სულიერი საცთურისა და საფრთხის შემცველია, როგორც ფანჯრიდან ღვთისმშობლის ოჯახში შემოპატიჟება. კიდევ კარგი, რომ წყალპკურებითი "ნათლობა" ყალბი ნათლობაა და არც "მონათლულები" და არც "ნათლიები" ერთმანეთისთვის არაფერს წარმოადგენენ, მაგრამ ოფიციალური ეკლესიის სასულიერო პირებისა და მათი მრევლისთვის ხომ პირიქითაა.
ჩვენის აზრით პატრიარქი ილია II ან ურწმუნოა (გაუნათლებელიაო რომ ვთქვათ არავინ დაგვიჯერებს) და რელიგია მისთვის მართლაცდა "სულის ოპიუმია", რის გამოც მნიშვნელობას არ ანიჭებს ამათუიმ ქმედების კანონიკურობას, მთავარია ამან მასებზე იმოქმედოს; ან კიდევ, აშკარად უსჯულოების მოქმედი და ანტიქრისტეანი, ვინაიდან ასეთ არაკანონიკურ და ერის საცთურში გადამგდებ ღონისძიებას შეგნებული უღმრთო თუ განიზრახავს.
ვიღაც, მართალია, მიხვდა, ათასობით ბავშვის ერთი კაცის მიერ მიმრქმელობა (ნათლიობა) სულიერ საფრთხეს რომ შეიცავს, მაგრამ ქართულმა უდარდელობამ და უგულისხმოებამ თავი აქაც იჩინა. ჟურნალ "სარკეში" (2008 წ. 23 – 29 იანვარი. გვ.14) გამოქვეყნდა ინტერვიუ მინისტრ გელა ბეჟუაშვილთან სათაურით: "პატრიარქს მეოთხე შვილსაც მოვანათვლინებ", რომელსაც ქვესათაურად აქვს დანაშაულებრივი და სრულიად უსჯულო განცხადება: "ილია მეორის მონათლულებს ერთმანეთზე დაქორწინება შეუძლიათ" (საინტერესოა რომელი საეკლესიო კანონის საფუძველზე?).
არ შეცდეთ, საყვარელნო! წყალპკურებითი ნათლობა რომ ნამდვილი ნათლობა იყოს, ილია მეორის მონათლულებს მერვე თაობამდე ერთმანეთზე დაქორწინების უფლება არავითარ შემთხვევაში არ შეეძლებოდათ, მაგრამ რაკიღა წყალპკურებითი ნათლობა ყალბია (რასაც მოწმობს, თუნდაც, XVIII საუკუნის კათალიკოსი ბესარიონ ორბელიშვილი თავის თხზულებაში "გრდემლი" თ. 20), არც "მონათლულები" არსებობენ, არც მათი სჯულიერი "ნათლია" და არც "ნათელ-მირონობა", ანუ სულიერი ნათესაობა; არც "პატრიარქია" პატრიარქი და არც რომელიმე მისი "ღმრთისმსახური", რადგან წყალპკურებითად მონათლულებს ან ამგვარ სასულიერო პირთაგან "ნათელღებულებს", არანაირი მადლი და ხელდასხმა არ გააჩნიათ. ჩანს, ეს კარგად იცის პატრიარქმაც და თამამად "ნათლავს" ათასობით პატარას…
ოფიციალური ეკლესია ცირკს გვაგონებს, სადაც ადამიანს ათასგვარ ტრიუკებს სთავაზობენ, ატყუებენ ილუზიებით და ლამაზი სანახაობებით ართობენ (ნიშანდობლივია, რომ საქართველოს "და-ეკლესიის", რუსეთის ადგილობრივი ეკლესიის პატრიარქის, ალექსი II გარდაცვალების შემდეგ, ახალ საპატრიარქო არჩევნებში მონაწილეობას სხვა ერისკაცებთან (მსახიობებთან, ბიზნესმენებთან და პოლიტიკოსებთან) ერთად ასტრახანის ცირკის დირექტორიც (ანატოლი დოდონი) ღებულობდა (იხ. პატრიარქის ამომრჩეველ "წარჩინებულ" ერისკაცთა არასრული სია: https://newsland.com/user/4296647958/content/vybory-patriarkha-mezhdu-golfom-banketom-i-bankoi/3908881).
კონტრაფაქტული ეკლესიის მსახურები – სრულიად საერო მსოფლმხედველობის ადამიანები არიან. უარესიც: ერში ყოველთვის არის ზნეობა, ესენი კი მარადის ჩაფლულები არიან უზნეობის ჭაობში… სემინარიული განათლება შესაძლებლობას იძლევა მაღალფარდოვანი სიტყვებით შეალამაზო სიფილისტური ბუბონი.
ასობით ათასი ადამიანი იხოცება შიმშილისგან და ცუდი კვებისგან, ეს "მართლმადიდებლები" კი დასეირნობენ ჯიპებით, ვაჭრობენ ძვირიან მაღაზიებში, იმოსებიან საუკეთესო და ძვირადღირებული შესამოსელით (შეგიძლიათ შეხვიდეთ საპატრიარქოს კუთვნილ ნებისმიერ მაღაზიაში და იკითხოთ საკლესიო შესამოსელისათვის განკუთვნილი მატერიის ერთი მეტრის ღირებულება). რატომ არ იყიდის ნიკონიანელი მღვდელი 1500 ლარიან ტელეფონს 150 ლარიანის ნაცვლად? უხერხული კითხვაა? ეს ის კითხვაა, რომელიც უამრავ ადამიანს უჩნდება, იმ ადამიანს, ვინც ჯერ კიდევ არ შერწყმია დამპალ სინამდვილეს და ჯერ კიდევ შერჩენია უნარი გაიკვირვოს არსებული უზნეობა და აღშფოთდეს.
რატომ აშენებენ ფეშენებელურ ტაძრებს, რომელთა ღირებულება ათეულობით (და ასეულობით) მილიონ (!) დოლარს აღემატება, როდესაც მილიონობით ადამიანს საკუთარი საცხოვრებელი სახლი არ გააჩნია? საიდანაა ეს ფული? ვისია? განა ხალხის არ არის? განა შენს მიერ ნაყიდი პარაფინის სანთლის ან დაშტამპული ხატის გაყიდვით მიღებული თანხა არ არის? ფულს ათეთრებენ ან უბრალოდ "სწირავენ" ეკლესიას (ფულის გათეთრების ერთ-
ოფიციალური, კონტრაფაქტული ეკლესია ეს არის სრულიად ცოდვილი სტრუქტურა, რომელსაც მართლმადიდებლურ ეკლესიასთან მხოლოდ გარეგნული მსგავსება გააჩნია და ისიც არა ყოველთვის. ამ სტრუქტურამ თავის უმოქმედობითა და რეალობის ხოტბით საკუთარი ერი მონებად და ლაზღანდარებად აქცია.
სად არის ყველა ის საქმე რომლებისგანაც შედგება ჭეშმარიტი რწმენა? ერი განახევრებულია, ათასობით აბორტი, ნარკომანია, ალკოჰოლიზმი, მეთამბაქოება, შიდსი, ჰეპატიტი, სიფილისი, ჰედონიზმი, ინტელექტუალური დეგრადაცია, სიბნელე (გამოწვეული ტელევიზიითა და კომპიუტერული თამაშებით და ა. შ.). როგორ დაუშვა ოფიციალურმა ეკლესიამ ეს ყოველივე, მაშინ როდესაც ხალხზე ზემოქმედების მძლავრი რესურსები მის ხელთაა?
თუმცა, არის კი წესრიგი თვით ამ ეკლესიაში? ჩვენ, ძველმოწესე მართლმადიდებელ ქრისტეანებს "რასკოლნიკებს", "სექტანტებს", "ოფიციალური ეკლესიის მტრებს" გვეძახიან, თვითონ კი ოფიციალურად თუ არაოფიციალურად, იყოფიან სარწმუნოებრივი, მსოფლმხედველობრივი, პოლიტიკური და თვით სექსუალური ორიენტაციის მიხედვითაც კი.
"სამრევლოს" ცნებას თავისი აზრი დაკარგული აქვს. ეს არის რაიონული მაღაზია, სადაც პირად საქმეზე შედის და გამოდის ყველა, ვისაც კი მოესურვება; უკეთეს შემთხვევაში – პატარა, დახურული კლუბია, სადაც მგალობელთა ჯგუფის, მნეთა და რამოდენიმე ეგზალტირებული მანდილოსნის გარდა არავინ არავის იცნობს. აქ "ევქარისტული თემის" ხსენებაც კი შეუძლებელია. ეს "კრებითი" ეკლესია არასოდეს ატარებს თემის კრებას, მღვდლები და ეპისკოპოსები ყოველთვის ან პირადი შეთანხმებით ან "ზემოდან" ინიშნებიან. პრაქტიკაში დამკვიდრდა კათოლიკური დაყოფა ეკლესიისა "მოსწავლე" და "მასწავლებელ" ნაწილებად, ოღონ უფრო ბრიყვულად და ცინიკურად, ვიდრე ეს კათოლიციზმშია.
ახლა ვიკითხოთ, "მართლმადიდებელთა" ცნობიერებაში რაღა ხდება? 10 მცნება ზეპირად იციან მხოლოდ ერთეულებმა. მცირედმა თუ იცის რა განსხვავებაა ძველ და ახალ აღთქმებს შორის. პირჯვრისწერის წესსა და ნათლობის საიდუმლოში ჩადებულ დოგმატურ შინაარსზე კი უმჯობესია არც იკითხოთ. ხოლო "მღვდლებისა" და უმაღლესი იერარქების საქვეყნოდ ცნობილ სულელურ ქადაგებებსა და ცოდვებზე ყველაზე პოპსური პასუხია (ამოხვნეშითა და თვალების გადაკარკვლით): "ეს ჩვენს გაგებას აღემატება"! "მღვდლის განკითხვის უფლება ჩვენ ვინ მოგვცა!" და არ კი უწყიან, თუ რა განსხვავებაა მხილებასა და განკითხვას შორის და, რომ ნებისმიერ ერისკაცს აქვს უფლება არათუ მღვდელი, ეპისკოპოსიც კი ამხილოს. თუმცა, მხილებაზე რაღა ვთქვათ, როდესაც ყველაზე ძირითადი, წმ. წერილისა და გადმოცემის, ასევე საღმრთო რჯულისკანონის შესწავლაც კი უგულვებელყოფილია! სად არის აქ მართლმადიდებლობა – ცოცხალი და სწორი ღმერთთაყვანისცემისკენ მისწრაფება?
სწორედ ამგვარმა "სასულიერო" პირებმა გარყვნეს ჩვენი ერი და ის უპასუხისმგებლო და პირუტყვებივით მორჩილ მონად გადააქციეს (რაც დღემდე გრძელდება). ჩვენს მენტალიტეტში მათ შემოიტანეს ჩვენთვის უცხო და უღმრთო დასავლური კულტურის ელემენტები. რამდენი განუმტკიცებელი სული გაიქცა მათ გამო სხვადასხვა სექტებში და შეიძულა მართლმადიდებლობა?! ალბათ, ყოველ მეორე სექტანტს "მართლმადიდებლობა" ჰგონია ნახევრად წარმართობა, ძალაუფლების მოყვარება, მისი თაყვანისცემა და ცრურწმენა. "მეფე ნიკოლოზ II-
სრულიად ამაოდ იწოდებიან ეს "მღვდლები" და "პატრიარქები" ღმრთისმსახურებად, უცხოპლანეტელებად რომ იწოდებოდნენ კიდევ ჰო, მაგრამ მისაკუთრებული სახელით კომპრომეტირებას უწევენ თვით "ერთ, წმიდა, სამოციქულო და საყოველთაო ეკლესიას". როდესაც ერისკაცებს ან სექტანტებს "მართლმადიდებელ" მღვდლებზე ელაპარაკები, თვალნათლივ ხედავ, რომ ისინი მათზე ლაპარაკობენ როგორც სიგარეტის მწეველ, ლოთ და ფულის მოყვარულ მსახურებზე; ლაპარაკობენ ჯიპებზე და ოქროზე, სიმდიდრეზე და გაუმაძღრობაზე.... როგორი ასოციაციებია? ზოგიერთი ადამიანი პირდაპირ ამბობს: "იმ ეკლესიაში ცუდი მღვდელია, არაფრის გულისთვის იქ არ წავალ!"...
რა უთხრა მაცხოვარმა ებრაელებს, რომლებმაც გადაუხვიეს მის სჯულს? – "აჰა ესერა დაეტეოს თქუენგან სახლი თქუენი ოხრად" (მათე 23:38).
და ყოველივე ამის შემდეგ, ესენი კიდევ ბედავენ ჩვენთან, ძველმორწმუნეებთან დავას და ლაპარაკს. თანაც მენტორული ტონით, თითქოსდა ჩვენ უნდა შევაფაროთ თავი მათ "დედა-
ეს არასწორია!
ჩვენ, ძველმართლმადიდებელი ქრისტეანები, ვართ სწორედ ქრისტეს ჭეშმარიტი დედა-
ჩვენ იმ სარწმუნოების ხალხი ვართ, რომლისთვისაც ეწამნენ წმ. დიდმოწამე გიორგი, წმ. დიმიტრი, წმ. პანტელეიმონი, წმ. ბარბარე და სხვები. ამ სარწმუნოებას მისდევდნენ და იცავდნენ წმ. იოანე ოქროპირი, წმ. ბასილი დიდი, წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი, წმ. ნიკოლოს საკვირველთმოქმედი, წმ. კირილე ალექსანდრიელი, ღირ. სერგი რადონეჟელი და სხვები. ხოლო ოფიციალური და გაბატონებული კონტრაფაქტული ეკლესიის წარმომადგენლები ერთმა ღმერთმა უწყის ვინ არიან, საიდან მოვიდნენ და რა რჯულისანი არიან!
ისინი რომ საკუთარ თავს მართლმადიდებლურს უწოდებენ ჯერ კიდევ არ ნიშნავს იმას, რომ მართლაც მართლმადიდებელნი არიან...
გარსი გარსადვე რჩება. უბრალოდ, საყოველთაო გამოდებილების, საყოფაცხოვრებო პირობების გაფეტიშებისა და უღმერთობის ეპოქაში ადამიანები იმდენად გაზარმაცდნენ, რომ გარეგნულს მიღმა არსებული სინამდვილის დანახვის უნარი დაკარგეს.
შეინარჩუნეს კი ამ უღმერთოებმა ღმრთის ჭეშმარიტი მადლი თავიანთ გარყვნილი ზნეობისა და მწვალებლური ღვთისმეტყველების პირობებში? – თავად განსაჯეთ.
ჩვენ მათ ერეტიკოსებს ვუწოდებთ!
ჩვენ ვამტკიცებთ, რომ მათთან ყოფნა დამღუპველია!
ჩვენ წმიდად გვწამს, რომ ღმრთის სასუფევლისკენ გზა ხსნილი აქვთ მხოლოდ ჭეშმარიტი, ძველმართლმადიდებლური ეკლესიის წევრებს.
რა "საერთო ღირებულებები შეიძლება გვქონდეს" ოფიციალურ "მართლმადიდებლობასთან"?
"...მოგმართავთ, როგორც შვილებს... ნუ შეებმებით უცხო უღელში ურწმუნოებთან ერთად; ვინაიდან რა აკავშირებს სამართლიანობასა და ურჯულოებას? რაა საერთო ნათელსა და ბნელს შორის? რამ შეათანხმოს ქრისტე და ბელიარი? ან რა ხელი აქვს მორწმუნეს ურწმუნოსთან? " (2 კორინთ. 6:13-
ჩვენ ვემზადებით ზეციურ სამშობლოში დასაბრუნებლად, ესენი კი შეესისხლხორცნენ ამქვეყნიურ ყოფიერებას თავიანთი მეფეებით, პრეზიდენტებით, მინისტრებით, უსულგულობით, გულგრილობით, თავმოყვარებით და ტელევიზიით.
ჩვენ ღმრთის თაყვანისცემას ვსწავლობთ და ვასწავლით, ისინი კი პატრიარქისა და ამა სოფლისა; ჩვენ ღმრთის შიშს ვასწავლით, ისინი კი ხელისუფლებისას. ოფიციალური "მართლმადიდებელი" ეკლესია (ყველგან) – ეს არის ერთგვარი მართლმადიდებლური აღმსარებლობის პრეტენზიის მქონე სახელმწიფო უწყება, რომელსაც მთელ რიგ ქვეყნებში მასონები აკონტროლებენ.
მათ მიისაკუთრეს "მართლმადიდებლობის" სახელწოდება და მოახდინეს მისი უზურპირება.
ყველას, ვინც ღმერთს ეძებს ან არის ოფიციალური ნიკონიანური ეკლესიის წევრი, სადაც უნდა იყოს ის და რაც უნდა ერქვას მას, პირდაპირ ვეუბნებით:
თქვენ ცდებით, დანო და ძმანო! განა შესაძლებელია სულის ცხოვნება წუმპეში? უნდა გათავისუფლდეთ მისი სიმყრალისგან, განიბანოთ და შეუერთდეთ ჭეშმარიტ დედა-
უნდა გამოეყოთ ამასოფლის ფსევდოეკლესიას, წუთისოფლის გამამართლებელსა და მსახურს!
"აწ უკუე განვიდეთ მისა გარე ბანაკსა მას და ყუედრებაი იგი მისი მოვიღოთ. რამეთუ არა მაქუს ჩუენ აქა საყოფელად ქალაქი, არამედ მერმესა მას ვეძიებთ" (ებრ. 13:13). თუ ქრისტეს ეძებთ იყავით თანამიმდევრულნი" (კირილ ტოვბინის სტატიის: "კონტრაფაქტული ეკლესია", მიხედვით).
ბოდიშს მოვითხოვთ ასეთი ვრცელი ციტატისთვის, მაგრამ მისი ავტორის, ერთი უბრალო ძველმართლმადიდებელი ქრისტეანის გულისტკივილი იმდენად საზოგადო და მახლობელია თითოეული ჩვენგანისთვის, იმდენად ზუსტად ასახავს სხვადასხვა ადგილობრივ (მათ შორის საქართველოს "მართლმადიდებლური" ეკლესიის) სულიერ მდგომარეობასა და საზოგადოებრივ ვითარებას, რომ გადავწყვიტეთ უცვლელად (მცირეოდენი ჩამატებების გარდა) გადმოგვეგღო და ჩვენს სტატიაში გამოგვეყენებინა. თანაც, ამით კარგი შესაძლებლობა გვეძლეოდა გვეჩვენებინა, რომ ის რასაც ავტორი აღწერს, ხდება არა მარტო მის ქვეყანაში, მისი ქვეყნის ოფიციალურ, სახელმწიფო "მართლმადიდებლობაში", არამედ ჩვენთანაც.
მოვლენები რომლებიც ვითარდება მართლმადიდებლური ტრადიციების მქონე ხალხებსა და სახელმწიფოებში, რომლებიც ფარულად თუ აშკარად ხელს უწყობენ მართლმადიდებელი ხალხების გარყვნას და იქ ათასგვარი მწვალებლობებისა და მსოფლიო ახალი წესრიგისკენ სწრაფვის გაღვივებას, იმდენად მსგავსია, რომ ეჭვიც არ გვებადება – ეს არის ერთი, მთლიანი, გლობალური, მსოფლიო ანტიქრისტეანული მოძრაობა, რომელმაც უკვე დაიპყრო ყველა მართლმადიდებლური ქვეყანა.
ადამიანებმა, "მართლმადიდებელმა" ქრისტეანებმა, საკუთარ გულებში გააღმერთეს არა ჭეშმარიტების, არამედ პიროვნებების სიყვარული. ღმრთის ადგილი მათ გულებში დაიკავეს პრეზიდენტებმა, პატრიარქებმა, საზოგადო თუ პოლიტიკურმა მოღვაწეებმა, თანაც იმ დონეზე, რომ საკმარისია ამ ვაი-
საკმარისია, მაგალითად, პატრიარქმა ილია II-
მაგალითად, ბრწყინვალე აღდგომის მეორე და მესამე დღეს, ბრწყინვალე ორშაბათსა და სამშაბათს, პატრიარქის ინიციატივით დაწესდა მიცვალებულთა მოხსენიების დღეები და ეთხოვა მთავრობას ავტობუსების გამოყოფა საფლავზე გამსვლელ მრავალრიცხოვან მგლოვიარეთათვის. არადა ბრწყინვალე შვიდეულის დღეებში გლოვა და საფლავებზე გასვლა დაუშვებელია ქრისტეს პასექის, მიცვალებულთა ამ საყოველთაო აღდგომის ჭეშმარიტი წინასახისა და საერთოდ, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულის საეკლესიო და დოგმატური მნიშვნელობის გამო. მიცვალებულთა მოხსენიება და საფლავებზე გასვლა დაწესებულია თომას კვირის ორშაბათ-
გვახსოვს ასევე, როგორ ურჩია "პატრიარქმა" ილია II-
განა არ უნდა იცოდეს პატრიარქის რანგის სასულიერო პირმა, რომ შობის ღამეს მართლმადიდებელ ქრისტეანს სანთელი ფანჯარასთან კი არ უნდა დაანთებინოს, არამედ ტაძარში და იქ, ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატთან, გულმხურვალედ შეავედრებინოს მართლმადიდებლობის გაძლიერებას? ან განა არ უნდა იცოდეს მართლმადიდებელმა პატრიარქმა სიმბოლურ ქმედებათა მნიშვნელობა?
ცნობილია, რომ ნებისმიერი ადამიანის (ცხადია, მათ შორის, პატრიარქისაც) მოწოდებები და ღონისძიებები ბევრწილად განპირობებულია მისი რწმენით, სულიერებითა და მიზანდასახულობით. ამიტომაც, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ხალხს, რომელიც მორჩილად და სიხარულით ასრულებს უაზრო და არამართლმადიდებლურ წინადადებებს, მის ავტორზე უკეთესი არც რწმენა აქვს და არც სულიერება.
ვისაც მართლმადიდებლობაში სიმბოლოების მნიშვნელობა ესმის, ის ადვილად მიხვდება "პატრიარქ" ილია II-
"ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ვინც კარით არ შედის ფარეხში, არამედ სხვა გზით მიძვრება, ქურდია და ყაჩაღი. ხოლო ვინც კარით შედის, ცხვრების მწყემსია" (იოანე 10:1, 2); და კიდევ: "კვლავ უთხრა მათ იესომ: ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: მე ვარ კარი ცხვართა" (იოანე 10:7); და კვლავაც: "მე ვარ კარი; ვინც ჩემით შევა, ცხონდება: შევა და გამოვა, და ჰპოვებს საძოვარს" (იოანე 10:9).
ამრიგად, მაცხოვრის სიტყვების მიხედვით, იმით გაირჩევა ჭეშმარიტი მწყემსი ცრუმწყემსისგან, რომ ჭეშმარიტი მწყემსი "კარით შედის" თავის ცხვრებთან, ხოლო ის, ვინც "სხვა გზით მიძვრება (მაგალითად, ფანჯრიდან), ქურდია და ყაჩაღი " (იოანე 10:1, 2).
წმიდა მამების განმარტებით, კარი არის სახარებისეული, სჯულიერი ცხოვრების დაწესებული ნორმის სიმბოლო (იხ. მაგ.: წმ. იოანე ოქროპირი, ნეტ. თეოფილაქტე, ღირ. ექვთიმე ზიგაბენი და სხვები. თანაც, ყოფაცხოვრებიდან სულიერ სიმბოლოდ ის შემთხვევით როდია აღებული). ამიტომაც, ჭეშმარიტი მოძღვარი თავის ერს ამ მართლმადიდებლურ სიმბოლიკაში უნდა წვრთნიდეს და არ უნდა ნერგავდეს განუკითხაობას ამ მიმართულებით. როდესაც ლაპარაკია რელიგიურ, საეკლესიო შინაარსის მქონე რიტუალზე ან ქმედებაზე ის მხოლოდ მაშინ შეგვიძლია მივიღოთ, როდესაც შეესაბამება მართლმადიდებლურ "სიმბოლურ" ღვთისმეტყველებას. ამგვარი აღზრდით, ერი იძენს ცოდნას და წარმატებით არჩევს ქრისტეანულ სიმბოლოებსა და მათში გადმოცემულ სწავლებას ცრუ სწავლებათაგან.
მაგრამ, როდესაც სიმბოლოებთან მიმართებაში ინერგება განუკითხაობა, თანაც, მხოლოდ იმიტომ, რომ ეს თქვა პატრიარქმა და ერისთვის მისაღები გახდება ყოველგვარი სიმბოლური ქმედება, ერში ისეთი განურჩევლობა და სიბნელე დაინერგება, რომ ვერავინ გაარჩევს სად, რომელ სიმბოლოშია მართლმადიდებლობა და რომელში წარმართობა ან მწვალებლობა.
სიმბოლური ღვთისმეტყველებიდან გამომდინარე, ქრისტეზე (და ცხადია ყოვლადწმიდა ღვთისმშობელსა და ეკლესიის წმინდანებზე) უმძიმესი მკრეხელობაა იმის თქმა, რომ ისინი ჩვენს ოჯახებსა და გულებში შემოდიან არა "კარიდან", არამედ "ფანჯრიდან". ხოლო, ამაზე უფრო დიდი მკრეხელობაა ამგვარი აზრის საქმით განმტკიცება და ანთებული სანთლით დგომა ფანჯარასთან ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ოჯახში "შემოსაწვევად".
ცხადია, რომ პატრიარქის ეს მოწოდება ატარებს სიმბოლურ ხასიათს და არავის ესმის ის პირდაპირი მნიშვნელობით, მაგრამ სწორედ სიმბოლური თვალსაზრისით არის ამგვარი ქმედება ღვთისმშობლის შეურაცხყოფა.
ადამიანურად განვსაჯოთ, რომელი ჩვენთაგანი გაამზადებს სადღესასწაულო სუფრას და სტუმრებს შემოიწვევს არა კარიდან, არამედ ფანჯრიდან? განა უცნაური და კომიკური არ იქნება ამგვარი რამ? განა შეურაცხყოფილნი არ დარჩებიან სტუმრები ასეთი "მიპატიჟებით"?
მაშ, თუკი ამსოფლიური საზრუნავებით დატვირთული და თვით ურწმუნო ადამიანებისთვისაც კი სამარცხვინოა ამგვარი ქმედება და ისინი, როდესაც ჰპატიჟობენ ვინმეს, კარიდან შემოუძღვებიან თავიანთ სტუმრებს და არა ფანჯრიდან, რამდენად შეურაცხმყოფელი იქნება წმინდანებისთვის, კაცთათვის უჩვეულო და უზრდელური შემოპატიჟება?
უფლისა და ღვთისმშობლის, ასევე წმინდანთა ჩვენს გულებში შემოპატიჟება თუ გვნებავს, მათ გულის კარები უნდა გავუღოთ, -
ამრიგად, რაკიღა უფლის წმინდანები "სარკმლებიდან" არ იპარებიან არც ჩვენს გულებში და არც ოჯახებში, მკითხველმა თავად განსაჯოს, ასეულ ათასობით ანთებული სანთლით მდგომარე ქართველი "მორწმუნე" ვის ელოდა შობის იმ ღამეს თავის ფანჯარასთან... ღვთისმშობლის სახელით ვის შემოსაწვევად მოუწოდა ერს პატრიარქმა?... ან ვინ არის და ვისი მსახურია ის მწყემსი, ამგვარს რომ ასწავლის საკუთარ ხალხს?...
ავიღოთ პატრიარქის სხვა, არანაკლებ გამაოგნებელი ინიციატივა, რომელმაც ქართველ ხალხში დიდი აღფრთოვანება გამოიწვია.
2008 წელს (რაც 2009 წელსაც გაგრძელდა და დღემდე დიდი აჟიოტაჟით გრძელდება) პატრიაქმა ილია II გამოაცხადა, რომ იქნებოდა ქართულ ოჯახებში ყოველი მესამე ბავშვის ნათლია. თქვა და გააკეთა კიდეც! – პატრიარქი ილია II ათასობით ბავშვის ნათლია გახდა (სადღეისოდ 5000-
ქართველი ერი სულიერ სიბნელეში რომ ცხოვრობს ეს ცხადია, მაგრამ ეკლესიის მწყემსმთავარმა, პატრიარქმა, რომელსაც, სხვათა შორის, მიღებული აქვს უმაღლესი სასულიერო განათლება, არ უნდა იცოდეს, რომ ერთი ნათლიას მიერ ნათლულები ერთმანეთისთვის სულიერი და-
უნდა განვაცხადოთ, რომ პატრიარქმა (ალბათ ერში ქრისტეანული სულისკვეთების ამაღლების მიზნით), განახორციელა ღონისძიება, რომელიც ისეთივე მშვინვიერ ხასიათს ატარებს და ისეთივე სულიერი საცთურისა და საფრთხის შემცველია, როგორც ფანჯრიდან ღვთისმშობლის ოჯახში შემოპატიჟება. კიდევ კარგი, რომ წყალპკურებითი "ნათლობა" ყალბი ნათლობაა და არც "მონათლულები" და არც "ნათლიები" ერთმანეთისთვის არაფერს წარმოადგენენ, მაგრამ ოფიციალური ეკლესიის სასულიერო პირებისა და მათი მრევლისთვის ხომ პირიქითაა.
ჩვენის აზრით პატრიარქი ილია II ან ურწმუნოა (გაუნათლებელიაო რომ ვთქვათ არავინ დაგვიჯერებს) და რელიგია მისთვის მართლაცდა "სულის ოპიუმია", რის გამოც მნიშვნელობას არ ანიჭებს ამათუიმ ქმედების კანონიკურობას, მთავარია ამან მასებზე იმოქმედოს; ან კიდევ, აშკარად უსჯულოების მოქმედი და ანტიქრისტეანი, ვინაიდან ასეთ არაკანონიკურ და ერის საცთურში გადამგდებ ღონისძიებას შეგნებული უღმრთო თუ განიზრახავს.
ვიღაც, მართალია, მიხვდა, ათასობით ბავშვის ერთი კაცის მიერ მიმრქმელობა (ნათლიობა) სულიერ საფრთხეს რომ შეიცავს, მაგრამ ქართულმა უდარდელობამ და უგულისხმოებამ თავი აქაც იჩინა. ჟურნალ "სარკეში" (2008 წ. 23 – 29 იანვარი. გვ.14) გამოქვეყნდა ინტერვიუ მინისტრ გელა ბეჟუაშვილთან სათაურით: "პატრიარქს მეოთხე შვილსაც მოვანათვლინებ", რომელსაც ქვესათაურად აქვს დანაშაულებრივი და სრულიად უსჯულო განცხადება: "ილია მეორის მონათლულებს ერთმანეთზე დაქორწინება შეუძლიათ" (საინტერესოა რომელი საეკლესიო კანონის საფუძველზე?).
არ შეცდეთ, საყვარელნო! წყალპკურებითი ნათლობა რომ ნამდვილი ნათლობა იყოს, ილია მეორის მონათლულებს მერვე თაობამდე ერთმანეთზე დაქორწინების უფლება არავითარ შემთხვევაში არ შეეძლებოდათ, მაგრამ რაკიღა წყალპკურებითი ნათლობა ყალბია (რასაც მოწმობს, თუნდაც, XVIII საუკუნის კათალიკოსი ბესარიონ ორბელიშვილი თავის თხზულებაში "გრდემლი" თ. 20), არც "მონათლულები" არსებობენ, არც მათი სჯულიერი "ნათლია" და არც "ნათელ-
ოფიციალური ეკლესია ცირკს გვაგონებს, სადაც ადამიანს ათასგვარ ტრიუკებს სთავაზობენ, ატყუებენ ილუზიებით და ლამაზი სანახაობებით ართობენ (ნიშანდობლივია, რომ საქართველოს "და-
ცხადია, ჩვენ შორსა ვართ იმ აზრისგან, რომ ოფიციალურ ეკლესიაში ყველა შერიგებულია ამგვარ უმსგავსობას, მაგრამ, სამწუხაროდ, მათი ხმა წააგავს ხმას "მღაღადებლისა უდაბნოსა შინა".
ოფიციალური, ე. წ. “მართლმადიდებელი” ეკლესიის სასულიერო პირთა და მათი მეთაურის, ილია II-
სამწუხაროა, რომ “მოყვარეს პირში უძრახეს” პრინციპით მოქმედ ძველმოწმუნე ქრისტეანთა მცდელობა, გასწორებულ იქნას საეკლესიო დარღვევები და აღდგენილ იქნას ჭეშმარიტი და ძირძველი მართლმადიდებლობა, პატრიარქის ფანატიკოსებს ესმით, როგორც ოფიციალური ეკლესიისა და მათი პატრიარქის წინააღმდეგ ბრძოლა. ასე მაგალითად, საპატრიარქოს ოფიციალურ საიტზე ძველმართლმადიდებელთა შესახებ ვკითხულობთ, რომ ძველმართლმადიდებლობა ეს არის "ოფიციალურ მართლმადიდებლობასთან აქტიურად დაპირისპირებული მიმდინარეობა (და არა სექტა)" (http://www.patriarchate.ge/?action=organizaciebi).
საბედნიეროდ, ძველმართლმადიდებელი ქრისტეანები არ არიან ერთადერთნი, რომლებიც ამჩნევენ იმ უკანონობას, ანტიმართლმადიდებლურ პრაქტიკასა და ტენდენციებს, რომელთაც ადგილი აქვთ გაბატონებულ, ოფიციალურ ეკლესიაში, რომლის მწყემსთავარი ილია მეორეა.
ცხადია, ჩვენ შორსა ვართ იმ აზრისგან, რომ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში უკანონობისა და უსჯულოების მიზეზი მარტო ილია II იყოს. – რა თქმა უნდა არა! უკანონობის მიზეზების უპირველესი წყაროები საძიებელია იმ ისტორიულ პერიპეტიებში, რომლებიც ძალზედ ხშირად საქართველოს სასარგებლოდ არ ვითარდებოდა და არ ვითარდება, მაგრამ ერთია გარეგნული, პოლიტიკურ-
ამ თვალსაზრისით, ილია II-
პრაქტიკულად ისინი მოწმობენ იმას, რაზეც ასე ხმამაღლა ღაღადებენ (თუმც “უდაბნოსა შინა”) ძველმართლმადიდებელი ქრისტეანები. მათი მოწმობა, ერთი მოსწრებული რუსული გამოთქმისა არ იყოს, უფრო ფასეულია ("от враг свидетельство достоприятнейше суть"), ვინაიდან ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს არა რაღაც მოჩვენებით მტრობასთან ძველმორწმუნეთა მხრიდან და “დედა ეკლესიის” დაშლის მცდელობასთან, არამედ მათი კრიტიკისა და აღშფოთების სამართლიან მოწმობებთან; რომ არიან ადამიანები, რომლებიც გრძნობენ ამგვარი კრიტიკის სამართლიანობას და მიუხედავად უკანდახევებისა თუ ფარ-