წყალპკურებითი და წალგადასხმითი "ნათლობების" მხილება
არქიეპისკოპოსი პავლე
ნათლისღებითი ნათესაობის შესახებ
ნათლისღებითი ნათესაობის შესახებ
2008 წლიდან ოფიციალური, ე. წ. "მართლმადიდებელი" ეკლესიის მწყემსმთავარი ილია II აწყობს ე. წ. საჯარო "ნათლობებს", რომელიც, როგორც საინფორმაციო წყაროები იუწყებიან, თურმე "დემოგრაფიული პრობლემის აღმოსაფხვრელად" ტარდება. 2008 წლის 19 იანვრიდან დღემდე, ილია II-ს უკვე ცხრა საჯარო ნათლობა გაუმართავს და ოთხი ათასზე მეტი ნათლული შეუძენია (http://www.open.ge/index.php?m=4&art=350).
ერთი კაცის მიერ ამდენი ათასი ადამიანის ნათლიობას (მიმრქმელობას) ქრისტეანობის ისტორიაში პრეცედენტი არ გააჩნია, როგორც ისტორიული, ასევე კანონიკური თვალსაზრისით.
"მართლმადიდებელი ადამიანის საზოგადოებაში ცხოვრება, -
ამ მიზნით, ბეჯით ადამიანებს გადაუთარგმნიათ იოანე ქსიფილინოსის (პაპუწისშვილის) ხელნაწერი თანამედროვე ქართულ ენაზე (მთარგმნ. დავით რევაზიშვილი), სადაც "მორწმუნე ქრისტეანს ასწავლიან ქორწინების საიდუმლოს სამართლებრივ მხარეს". პროტ. გ. გამრეკელის თქმით "ეს ცოდნა აუცილებელია იმისთვის, რომ თავი დავაღწიოთ უნებლიე ქაოსს ამ ურთიერთობებში და ხელი შევუწყოთ ჯანსაღი ქრისტეანული ოჯახის შექმნას" (იქვე).
ქაოსი კი მოსალოდნელია იმ შემთხვევაში, თუკი ოჯახის შექმნის მოსურნე ადამიანები უგულებელყოფენ ნათესაობით კავშირებს და განურჩევლად შეეუღლებიან ერთურთს, რაც თაობათა (ზოგჯერ სისხლის) აღრევად იწოდება და მართლმადიდებლური სჯულმდებლობით მკაცრად ისჯება.
ნათლობის წყალპკურებითი, ანუ წყალგადასხმითი წესი, -
პასუხს კი ვპოულობთ თვით "პატრიარქ" ილია II-
"ნათესაობა იყოფა ხუთად. პირველია სისხლის, მეორე მძახლობის, მესამე სამნათესაობის (ეს მძახლობითვე არის, მაგრამ სამი ნათესავისაგან იქმნება), მეოთხე წმ. ნათლისღებისა და მეხუთე შვილად სახელდებულისა (აყვანისა)" ("ცნობები ნათესავებს შორის ქორწინების შესახებ" გვ. 9).
ნათლისღების ნათესაობისთვის ვკითხულობთ: "წმ. ნათლისღება არის საღმრთო შობა და სულის განახლება, და, რომელმაც ამოიყვანოს ჩვილი წმინდა ემბაზიდან (ანუ მონათლოს), იქნება ის ჩვილის სულიერი მამა და აღმომქმელი (ანუ ნათლია), ხორციელ მამაზე უფრო დიდი ნათესავი იქნება და ყოვლად წმ. სულის შუამდგომელობით, ნათლია იქნება თავისი ნათლულის ხორციელი მამის ძმა. ხორციელი მამა და სულიერი მამა ითვლებიან ორ თავად, რადგან მისი ძმა არის. ხოლო ჩვილისთვის სულიერი მამა ითვლება ერთ თავად, ხოლო მისი ნათლულის ძმები ითვლებიან სამ თავად, როგორც მისი ძმისწულიები, რადგან მამა ძმა არის მათი სულიერი მამისა და ნათლიის შვილები მისი ნათლულებისთვის ითვლებიან ორ თავად.
მე ვარ მამა ჩემი შვილებისა, რომლებიც მე დავბადე ხორციელად და ზოგიც სულიერად წმ. ემბაზიდან (ანუ მოვნათლე). ჩემი სულიერი და ხორციელი შვილები ითვლებიან ორ თავად, ხოლო ჩემი ნათლიმამის (ანუ ნათლულის მამის) სხვა შვილები, რომლებიც არ მომინათლავს, ითვლებიან ხორციელად შობილი ჩემი შვილებისათვის მეოთხე თავად, როგორც ორი ძმის შვილები, რომელთაც ეწოდათ პროტა ექსადელფია (ე.ი. პირველი ბიძაშვილები) და ამათი შთამომავალნი აღირიცხებიან, როგორც სისხლით ნათესავები მერვე თავამდე, და არ შეიძლება მათი ქორწინება, ვიდრე არ დამთავრდება მერვე თავი, როგორც ამბობს მეექვსე კრების ოცდამეცამეტე კანონი -
ხოლო ვინც საკუთარი შვილი მონათლოს, უნდა დატოვოს თავისი ცოლი, იმიტომ, რომ სულიერი შვილი მონათვლის გამო ცოლი გახდა მისი სულიერი და. ამდენად შეუძლებელია მათი ცოლ-
ნათლობითი ნათესაობისთვის საგულისხმოა წმ. სიმეონ თესალონიკელის შემდეგი განწესებაც: "ყრმებისათვის, რომლებიც მოინათლნენ წმიდა ემბაზში".
"არის ვიღაც ორი კაცი, რომელთა შორისაც არ არის რაიმე ნათესაობა. თუ მათი შვილები ერთიდაიგივე კაცმა მონათლა, აღარ შეიძლება მათი ცოლ-
ყველამ კარგად ვიცით, რომ ხორციელ ნათესაობაში აკრძალულია ქორწინება მერვე თავამდე (იხ. ქვემოთ სქემა), ხსენებულ ბროშურაში შეგვახსენებენ: "სისხლით ნათესაობა საჭიროა წმიდად დაიცვას ყველამ მერვე თაობამდე, მერვე თავის შემდეგ კი გახსნილია დაუბრკოლებლად" (იქვე. გვ. 13). ხოლო ნათლობითი ნათესაობა, მეექვსე კრების ოცდამეცამეტე კანონის თანახმად -
ამრიგად, ჩვენი ერის მომავალი, უამრავი ახალშობილი ყრმა, ილია II-ს მიერ გაწირულია ორმაგად: პირველად იმიტომ, რომ ილია II და მისი სამღვდელოება არ ნათლავენ ჭეშმარიტი, მოციქულთამიერი წესით - სამგზის შთაფლვითი ნათლობით , რითაც, ქართლის კათალიკოს ბესარიონ ორბელიშვილის (მე-18 ს.) სიტყვებით რომ ვთქვათ, "ნათლის მინიჭების ნაცვლად განუნათლავთ დაუტევებენ ბნელში" (იხ. მისი "გრდემლი", თ. 20. ნათლისღებისთვის) და მეორედ იმიტომ, რომ, წყალპკურებითი ნათლობა სწორიც რომ იყოს, ილია II-მ მოიფიქრა ახალი უსჯულოება, რომლის თანახმადაც ის ნათლიად დაუდგა ათასობით პატარას, რითაც ერთმანეთთან დააკავშირა ნათლიობითი ნათესაობით, სადაც ურთიერთ ქორწინება იკრძალება მერვე თაობამდე. კიდევ კარგი, რომ წყალპკურებითი "ნათლობა" არის ყალბი და არაფრის მაქნისი და ამგვარად "მონათლული" ფაქტიურად მოუნათლავია, როგორც ამას აღმოსავლეთის მართლმადიდებლური ეკლესიის მწყემსმთავრები განმარტავენ (იხ. მაგალითად: ქართლის კათალიკოს, ბესარიონ ორბელიშვილის "გრდემლი"; ასევე მართლმადიდებელ მამათა და აღმოსავლელ პატრიარქთა ერთობლივი ოროსები (არქიეპ. პავლე "ისმინეთ უნათლავნო და შეძრწუნდით!").
ამრიგად, "პატრიარქის" ქმედებას არა აქვს არანაირი გამართლება. მეტიც, ის ეწინააღმდეგება მის მიერვე ნაკურთხი ბროშურის მიზანსა და დანიშნულებას მოაწესრიგოს ქრისტეანების ცხოვრება და ნათესაობითი კავშირები "ზნეობრივ-ეთიკური და სამართლებრივი ნორმებით", რათა "თავი დავაღწიოთ უნებლიე ქაოსს ამ ურთიერთობებში და ხელი შევუწყოთ ჯანსაღი ქრისტეანული ოჯახის შექმნას".
ამრიგად, "პატრიარქის" ქმედებას არა აქვს არანაირი გამართლება. მეტიც, ის ეწინააღმდეგება მის მიერვე ნაკურთხი ბროშურის მიზანსა და დანიშნულებას მოაწესრიგოს ქრისტეანების ცხოვრება და ნათესაობითი კავშირები "ზნეობრივ-