პატრიარქ ილია II-ს სულიერი მოღვაწეობა დიდი სჯულისკანონის ფონზე
ამ ბოლო დროს ბევრს მსჯელობენ ოფიციალური ეკლესიის მოძღვრებსა და მათ მწყემსთავარზე, პატრიარქ ილია II-ზე. გამოქვეყნდა ოფიციალური ეკლესიის მღვდელმსახურთა არაკაცობისა და უსჯულოების მამხილებელი მრავალი მასალა, რომელსაც არა თუ თვით საპატრიარქომ არაფერი უპასუხა, არამედ თავის წევრებსაც კი კატეგორიულად აუკრძალა პასუხის გაცემა. მიუხედავად ამისა, ილია II-ს ფანები, _ რომლებსაც არქიფო სეთურის მონებივით "მამა და მარჩენალის" მიმართ გამოთქმული კრიტიკული შენიშვნების გაგონებაც კი არ სურთ, _ დაბეჯითებით ირწმუნებიან, რომ ილია II-ს თურმე დიდი დამსახურება ჰქონია საქართველოში მართლმადიდებლური სარწმუნოების შენარჩუნებისა და, თქვენ წარმოიდგინეთ, აღორძინების საქმეშიც. ქვემოთ წარმოდგენილი მასალის მიხედვით, რომლის ავტორია ოფიციალური ეკლესიის აწ გარდაცვლილი წევრი გიორგი გაბაშვილი, ნათლად არის წარმოჩენილი და დამტკიცებული, რომ ილია მეორის წარსული სულიერი მოღვაწეობა აღსავსეა რჯულსაწინააღმდეგო ქმედებებითა და მწვალებლობით (თუმც, არც აწმყოში ბრწყინავს ის თავგადადებული "მართლმადიდებლურობით"), რის გამო ავტორი მას სულიწმიდისგან განკვეთილად და შეჩვენებულადაც კი მიიჩნევს. ამ მასალას ვაქვეყნებთ იმ მიზნით, რათა თვალზე ლიბრგადაკრულმა "მართლმადიდებლებმა" იხილონ მათი წინამძღოლისა და ბელადის და მთლიანად მათი ე. წ. "დედა ეკლესიის" ჭეშმარიტი სახე. აქვე გვსურს ვაუწყოთ მკითხველს, რომ მსგავს მასალებს ჩვენი საიტი მომავალშიც გამოაქვეყნებს და უახლოეს პერიოდში სპეციალურ რუბრიკასაც შეურჩევს.
რედაქცია
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის პიროვნულ - ხორციელ ცოდვებზე (მაგ. თუკი იგი ეკლესიის, ანდა საპატრიარქოს სახელით ეწევა საბანკო საქმიანობას, ანუ - მევახშეობას, და ა. შ.) საჯარო მსჯელობის უფლება საერო პირს არა აქვს - ეს საეკლესიო კრების, ან - უფრო დაბალი ინსტანციის წმ. სინოდის, პრეროგატივაა, - მაგრამ, როდესაც ეკლესიის მწყემსმთავრის მიერ იმღვრევა მართლმადიდებლობის სიწმინდე, ირღვევა სარწმუნოებივ საკითხებთან დაკავშირებული საეკლესიო კანონები და იბილწება ეკლესიის მრავალსაუკუნოვანი წმიდათაწმიდა ტრადიციები, - მაშინ მთელი მორწმუნე ერის ვალია ხმა აღიმაღლოს და ამხილოს სულიერი მგლის წინააღმდეგ და ამხილოს მისი უსჯულოება, სწავლებისამებრ წმ. თეოფანე დაყუდებულისა (XIXს.):
“არ ეპატიებათ ქრისტიანებს, რომელთაც სიტყვა მიეცათ, ისინი კი ხმას არ აღიმაღლებენ ერდოებზე ასული” (შდრ.: 10,27. ლუკ. 12,3. - გ.გ.). ხოლო “სიტყვა არაოდენ მოძღვართა კუთვნილებაა, არამედ - ყველასი, ვისაც საქმე გონივრულად ესმის და აღძრულია, რაომ სიმდაბლით გამოთქვას შემაგონებელი ჭეშმარიტება: ზეპირად, ანდა - წერილობით” (Еп. Феофана толкование на 118-й Псалом; стр. 158; Н. Кусаков. Православие и Монархия; стр. 10).
იგივე წმ. მამა მოგვიწოდებს: "იქიდან, რომ სიცრუე და ღმერთის გმობა ხმას აღიმაღლებს, სრულებითაც არ გამომდინარეობს, თითქოს ჭეშმარიტება ჭეშმარიტება აღარ იყოს და ღმერთის ერთგულებას ფასი დაეკარგოს, - არა, ეს ღმერთი გაძლევთ შესაძლებლობას წარმოაჩინოთ მისდამი თქვენი ერთგულება და ჰმოწმოთ ჭეშმარიტებისადმი თქვენი რწმენის სიმტკიცე. დეგით და მიქაელ მთავარანგელოზის კვალდაკვალ იბრძოლეთ საღმრთო წესრიგისთვის როგორც თქვენში, ასევე – სხვებს შორისაც. ნუ შეგაბრკოლებთ ბოროტების წარმატება – ის, რომ იმატებს ღვთისმბრძოლობა და აფართოებს თავის არეალს. იგლოვეთ წარტაცებულთა წარწყმედის გამო, გარნა ნუ გეშინინ ჭეშმარიტებისათვის და საღმრთო განწესებათა მაკურნებელობისათვის" (ციტ. ჟურნ. "Вечное" стр. 18; № 11, 1948 г).
ყოველივე ზემოთქმულის გათვალისწინებით თავს ვიდეთ პატრიარქ ილია II-ს სულიერი მოღვაწეობის ფრაგმენტული (ვინაიდან საგაზეთო სტატიის მოცულობა შეზღუდულია) განხილვა, რასაც წავუმძღვარებთ წმ. იოანე დამასკელის (VIIIს.) ღირსსახსოვარ სიტყვებს, რათა ქრისტიანული სიმდაბლის ამ ნიმუშის ჩართვით ღმრთის კურთხევა გარდამოვიწვიოთ წინამდებარე წერილზე: "შეგნებული მაქვს რა ჩემი უღირსება, მე რა თქმა უნდა მმართებდა მარადიული დუმილი დამეცვა და დავკმაყოფილებლიყავი ღმერთის წინაშე საკუთარი ცოდვებს აღსარებით, მაგრამ რადგანაც ყოველივე კარგია თავის დროზე, ხოლო მე ვხედავ, რომ ეკლესია, ღმერთის მიერ "აღშენებული საფუძველსა ზედა მოციქულთასა და წინასწარმეტყველთასა, რომლისა თავ საკიდურთა მისთასა არს ქრისტე იესო" (ეფეს. 2:20), დღეს თითქოსდა მომოიტაცება ზღვის ქარიშხლისაგან ერთმანეთზე ატეხილი ტალღებით; მღელვარებს და შფოთავს ყოვლადდაუთმენელი მოხდომით მაცთური სულებისა; და რომ კვართიცა ქრისტესი ზეგარდმო მოქსოვილი, რომლის განყოფასაც ესწრაფოდნენ ძენი უსჯულოთანი, აწ განიპობა, და რომ მისი სხეული, რომელიც არის საღმრთო სიტყვა და ძველთაგანვე მიღებული საეკლესიო გადმოცემა, განიკვეთება სხვადასხვა ნაწილებად, - ამიტომ ჩავთვალე, რომ კეთილგონივრული არ იქნებოდა დადუმება და ენის შებორკილება, რადგან ვხედავ საფრთხეს, რომელიც გვიღაღადებს: "უკეთუ იჭვნეულობდეთ, არ სთნავს სულსა ჩემსა მის შორის" (ამბაკ. 2:4). და კვალად: "თუკი შენ "იხილო მახვილი მომავალი" და არ შენს ძმას, "სისხლი მისი ხელისაგან შენისა გამოვიძიო" (ეზეკ. 33:6). ასე რომ, გაუსაძლისი შიშით აღძრულმა, მე გადავწყვიტე ვისიტყვო და მეფეთა სიმაღლე არ დავაყენო ჭეშმარიტებაზე მაღლა, რამეთუ მსმენია ღვთისმამმის დავითისაგა, რომელი იტყოდა: "და ვიტყოდე მე წამებათა შენთა წინაშე მეფეთასა და არა მრცხუენა" (ფსალმ. 118:46) (А. Сагарда. Полное собрание Творений св. ИоаннаДамаскина; стр. 347; СПБ, 1913 г.). ამინ.
“არ ეპატიებათ ქრისტიანებს, რომელთაც სიტყვა მიეცათ, ისინი კი ხმას არ აღიმაღლებენ ერდოებზე ასული” (შდრ.: 10,27. ლუკ. 12,3. -
იგივე წმ. მამა მოგვიწოდებს: "იქიდან, რომ სიცრუე და ღმერთის გმობა ხმას აღიმაღლებს, სრულებითაც არ გამომდინარეობს, თითქოს ჭეშმარიტება ჭეშმარიტება აღარ იყოს და ღმერთის ერთგულებას ფასი დაეკარგოს, -
ყოველივე ზემოთქმულის გათვალისწინებით თავს ვიდეთ პატრიარქ ილია II-
შესავალი
"ქრისტიანული სარწმუნოების მოძღვრება, რომელიც მართლმადიდებლური ღვთისმეტყველების საგანს შეადგენს, მდგომარეობს საღმრთო გამოცხადებაში, ანუ – ღმერთის სიტყვაში, რაც ამის გამო, არის კიდეც მართლმადიდებლური ღვთისმეტყველების ერთიანი და ერთადერთი წყარო; მაგრამ ვინაიდან თავად ღმერთმა კეთილინება მოენიჭებინა თავისი გამოცხადება ორგვარად: ზეპირსიტყვიერად და წერილობით, და მოგვცა რა, მიანდო თავის წმ. ეკლესიას დასაცავად და ყველას დასამოძღვრად, -
საღმრთო გამოცხადება, ანუ _ ღვთითგამოცხადებული ჭეშმარიტებანი, განირჩევა სარწმუნოების და საქმიანობის ჭეშმარიტებებად: "ქრისტიანული გამოცხადების ჭეშმარიტებანი იყოფა ორ რიგად: სარწმუნოების ჭეშმარიტებად, რაც უნდა შეითვისოს მორწმუნე გონებამ (დოგმატები _ გ. გ.), და _ საქმიანობის ჭეშმარიტებებად, რაც უნდა შეთვისებულ იქნას ნებელობით და განხორციელდეს ცხოვრებაში... საქმიანობის ჭეშმარიტებანი იყოფა, აგრეთვე, ორ კლასად: ერთი განსაზღვრავს თუ რა უნდა აკეთოს ადამიანმა, როგორც ზნეობრივმა არსებამ, მოწოდებულმა ახალი მადლიანი კავშირისაკენ ღმერთთან -
"ჯერ-
1) მე-
2) მე-
3) აღმოსავლეთის პატრიარქების მიერ განხილული და დამტკიცებული "მართლმადიდებლური აღსარება აღმოსავლეთის საყოველთაო და სამოციქულო ეკლესიისა": "უნდა გვწამდეს, რომ ყოველივე, რაც წმ. მამებმა დაადგინეს ყველა მსოფლიო და ადგილობრივ კრებაზე, განურჩევლად შედგენის ადგილისა, წარმომდინარეობს სულიწმიდისგან, ვითარცა მოციქულებმაც თავიანთ კრებაზე თქვეს: "ჯერ-
4) წმ.კირილე იერუსალიმელი (IV ს.) გვმოძღვრავს: "უმჯობესია ცა და მზე შეიცვალოს, ვიდრე საეკლესიო კანონებმა რაიმე ცვლილება განიცადოს, რამეთუ წმ. ეკლესია ღმერთის სიტყვით არის დამტკიცებული, სიტყვა ღმრთისა კი ცასა და მიწაზე უმყარესია, სიტყვისამებრ ქრისტესი: "ცანი და ქვეყანაი წარხდენ, ხოლო სიტყუანი ჩემნი არსადა წარხდენ" (Учение православной церкви... стр. 20).
5) წმ. აღმსარებელი თეოდორე სტუდიელი (VIII_IX სს.) გვმოძღვრავს: "ეპისკოპოსებს როდი მიეცათ ხელმწიფება რომელიმე კანონის დარღვევისა _ მათ უნდა მისდიონ განწესებებსა და დაადგრნენ უწინდელს. არ ეპატიება არც ჩვენ ეკლესიას და არც სხვას, რომ მოიმოქმედოს რაიმე დადგენილი კანონებისა და წესების საწინააღმდეგოდ" (იბიდემ; გვ. 20);
6) ხმა წმიდის ათონისა: "ვინც შვიდი მსოფლიო საეკლესიო კრების წმ. მამათა კანონებსა და დადგენილებებს იცავს (ხელყოფისგან _ გ. გ.), იგივეა, რომ დოგმატს იცავდეს, ვინც ტანჯვას დაითმენს ჭეშმარიტებისთვის, მას ეს ღვაწლი უფალი ღმერთისაგან მოწამეობად შეერაცხება. მკაცრად დავიმარხოთ წმ. მამათა ნაანდერძევი. მეოხვეყოთ ერთმანეთს ჩვენი მართლმადიდებელი სარწმუნოების დაცვაში და ღმერთის შეწევნით უღმრთო სიახლენი მოვიგერიოთ" (იბიდემ, გვ. 22).
ამრიგად, დიდი სჯულისკანონი, ვითარცა სულიწმიდის შემონაქმედი, წმ. წერილისებრ უბერებელია და მისი შეცვლა, ან -
"კითხვა: თუკი დედაკაცი შობს წმ. აღდგომის წინ, უნდა იმარხოს მან და არ სვას ღვინო, თუ შეუძლია მარხვის გახსნა და ღვინის სმა მშობიარობის გამო? -
ამგვარი შერბილებებისადმი აპელირებენ ხოლმე აპოსტასიის ვექილები, მაგრამ ავიწყდებათ მართლმადიდებლობის სვეტი და საყვირი წმ. მარკოზ ევგენიკოსი _ ეფესოს უწმიდესი მიტროპოლიტი (XVს.) რომლის მქუხარე ხმა საუკუნეებს მოაპობს: "სარწმუნოებრივ საქმეში იკონომია დაუშვებელია!", "არასოდეს, ჰოი, კაცო, ის რაც ეკლესიას განეკუთვნება, არ წყდება კომპრომისების გზით" (Жития Святых; № 10, январь от 16-
პატრიარქ ილია II-
პატრიარქ ილია II-
მწვალებლობის საღვთისმეტყველო-
ახლა წარმოვადგინოთ მწვალებლობის მეტად მკაფიო და ლაკონური, სჯულისკანონისეული, განმარტება: "მწვალებელი არს და საპატიჟოდ მწვალებელთათვის დადებულისა სჯულისა თანამდები, რომელი მცირედცა მიდრკეს მართლმადიდებელი სარწმუნოებისაგან; მწვალებელი არს, რომელი მართლმადიდებელი არა იყოს" (დიდი სჯულისკანონი (ძველ ქართულ ენაზე), გვ. 197, თბილისი 1975).
როგორია წმ. მართლმადიდებელი ეკლესიის მიმართება მწვალებლობათა და მწვალებლებისადმი? – პირველ რიგში წმ. წერილს მოვუსმინოთ:
1. წმ. პეტრე მოციქულის პირით სულიწმიდა იტყვის: "იყვნეს ცრუწინასწარმეტყველნიცა ერსა შორის, ვითარცა – იგი თქუენ შორისა ყოფად არიან ცრუ-
2. წმ. პავლე მოციქულის პირით სულიწმიდა იტყვის: "ხოლო ცხად არიან საქმენი ხორცთანი, რომელ არიან: სიძვანი, მრუშებანი, არა-
სჯულისკანონში დაცული წმ. მოციქულებისა და წმ. კრებების კანონები ერთხმად გამოთქვამენ თავის არაორაზროვნად უარყოფით მიმართებას მწვალებლობების, მწვალებელთა და მათთან სარწმუნოებრივ შეხებაში მყოფი მართლმადიდებლებისადმი:
ა) "ეპისკოპოსი და ხუცესი და დიაკონი, რომელი თანამლოცველ ოდენ ექმნეს მწვალებელთა, დაეცადენ მღვდელობისაგან. ხოლო უკუეთუ აწვიოსცა მათ მოქმედებაი რაისმე სამღვდელოთაგანისაი ვიღარცა მღდელთა, განიკუეთენ";
"ეპისკოპოსმან ან ხუცესმან, რომელმან მწვალებელთა ნათლვაი ნათლისღებად შეიწყნაროს, ანუ მსხუერპლი მათი მიითუალოს, ამისსა განკუეთასა ვბრძანებთ, რამეთუ რაი ერთხმობაი არს ქრისტესი ბელიარის თანა? ანუ რაი ნაწილი მორწმუნისა ურწმუნოისა თანა?"
"უკუეთუ ვინმე მოყუასი (ე. ი. სასულიერო პირი – გ.გ.), ანუ ერისკაცი, შევიდეს შესაკრებელსა ჰურიათასა აუ მწვალებელთასა ლოცვად, განიკუეთენ მოყუასი და უზიარებელ იქმენინ ერისკაცი" (წმ. მოციქულთა კანონები: 45, 46, 65. დიდი სჯულისკანონი. ძვ. ქართ. ენაზე. გვ, 221-
ბ) "ვითარმედ არა ჯერ-
"ვითარმედ არა ჯერ-
"ვითარმედ არა უღირს ყოველსა ქრისტიანესა დატევებაი მოწამეთა ქრისტიანეთა და წარსვლა ცრუ მოწამეთა მიმართ, რომელ არიან მწვალებელნი, რომელნი პირველთქმულთა მათ მწვალებელთაგანნი ყოფილ იყვნენ, რამეთუ იგინი უცხონი არიან ღმრთისაგან, შეჩუენებულ უკუე იყვნედ მისრულნი მათდა მიმართ";
"ვითარმედ არა ჯერ-
გ) "არა ჯერ-
განსაკუთრებული სიმძაფრით გამოხატა თავისი მიმართება მწვალებლებისადმი დავით აღმაშენებლის ზეობაში შემდგარმა რუის-
ზემოთ წარმოვაჩინეთ მწვალებლობათა და მწვალებლების შესახებ სულიწმიდისეული სწავლება, გამოთქმული ქრისტეს წმ. მოციქულების პირით; აგრეთვე – წმ. მამების მიერ ერთობლივად წმ. საეკლესიო კრებებზე. ახლა გავეცნოთ მართლმადიდებელი ეკლესიის მნათობთა – ცალკეული წმ. მამების მოძღვრებას იგივე საკითხთან დაკავშირებით; უნდა აღინიშნოს, რომ სარწმუნოებრივ საკითხებში წმ. მამათა თანხმიერ სწავლებას (ცონსენსუს პატრუმ) მართლმადიდებლური ღვთისმეტყველება ჭეშმარიტების კრიტერიუმად აღიარებს, ხოლო წმ. ეკლესია ასე უგალობს თავის რჩეულ შვილებს: "მთიებნო მრავალნათლიერნო, მესაჭენო ეკლესიისა, სვეტნო შეურყეველნო, ოღანონო და ებანნო სულისა წმიდისა" (იხ. საღვთისმეტყველო კრებული #3, გვ. 8. საქართველოს ეკლესიის საპატრიარქო. თბილისი. 1988 წ.) მოვუსმინოთ მათ:
წმ. ათანასე დიდი (ალექსანდრიელი, IV ს.) გვასწავლის: "ყველა მწვალებლობას საკუთარი გამონაგონის მამად ჰყავს იმთავითვე დაცემული, კაცისმკვლელად ქცეული მტყუარი ეშმაკი და რცხვენია რა ბოროტის საძულველი სახელის წარმოჩენა, თვალთმაქცურად არქმევს მაცხოვრის სახელს – უმშვენიერესსა და ყველაზე აღმატებულს. კრიბავს წმ. წერილიდან გამონათქვამებს, სიტყვებს წარმოთქვამს და ჭეშმარიტ აზრს კი მალავს, და ბოლოს: ფარავს რა ერთგვარი მზაკვრობით თავის გამონაგონს, წარწყმედს ცდუნებულ ადამიანებს" (ეპისტოლე ლიბიისა და ეგვიპტის ეპისკოპოსთა მიმართ. ციტ. წმ. მამათა სწავლება ჭეშმარიტი ეკლესიის შესახებ. თბილისის სასულიერო აკადემიის შრომები. #2, გვ. 33, საქართველოს საპატრიარქო, 1990წ.).
2. წმ. მღვდელმოწამე ეგნატე ღმერთშემოსილი (ანტიოქიელი. I-
3. მსოფლიო მოძღვარი წმ. იოანე ოქროპირი (IVს.) გვასწავლის: "რა იგულისხმა უფალმა, როდესაც თქვა: "ნუუკუე შეკრებასა ღვარძლისასა აღმოჰფხურათ იფქლიცა" (მათე 13:29). ან ის, რომ როდესაც იარაღს აიღებთ და მწვალებელთა ხოცვას მიჰყოფთ ხელს, მათთან ერთად აუცილებლად მრავალი წმინდანიც შემოგაკვდებათ; ან იმას, რომ ბევრი ამ ღვარძლთაგანი შესაძლოა გამოიცვალოს და იფქლად იქცეს, მაშასადამე, თუ თქვენ – ამბობს უფალი – აღმოფხვრით მათ ნაადრევად, ამით სიცოცხლეს მოუსწრაფებთ ადამიანებს, რჯომელთაც კიდევ ჰქონდათ დრო გამოცვლისა და გამოსწორებისათვის, და, ამგვარად, მოსპობთ იმას, რაც მომავალში შესაძლოა იფქლად ქცეულიყო. ამრიგად, უფალი არ კრძალავს მწვალებელთა მოთოკვას, მათი კადნიერების შეკავებას, მათი თავყრილობებისა და შეთქმულებათა დარღვევას, არამედ კრძალავს მათ მოკვდინებას" (ციტ. წმ. მამათა სწავლება, გვ. 56).
4. წმ. ირინეოს ლიონელი (IIს.) მოგვითხრობს: "არიან ადამიანები, რომელთაც პოლიკარპე სმირნელისაგან (წმ. მღვდელმოწამე, ეგნატე ღმერთშემოსილის თანამედროვე – გ.გ.) სმენიათ: ერთხელ უფლის მოწაფე იოანე ღვთისმეტყველი აბანოში მივიდა ეფესოში და როდესაც იქ მწვალებელი კერინთოსი დაინახა, დაუბანელი გაიქცა და თქვა: "გავიქცეთ, ვაითუ აბანო დაიქცეს, რამეთუ იქ ჭეშმარიტების მტერი კერინთოსი იმყოფება"... თვითონ პოლიკარპემ, მწვალებელ მარკიონთან შეხვედრისას კითხვაზე: "მიცნობ მე?" – უპასუხა: "გიცნობ, ვითარცა სატანის პირმშოს!" – აი, ასეთ სიფრთხილეს იჩენდნენ მოციქულები და მათი მოწაფეები (პოლიკარპე სმირნელი იოანე ღვთისმეტყველის მოწაფე იყო – გ.გ.), სიტყვითაც არ ურთიერთობდნენ ჭეშმარიტების მტრებთან, ვითარცა პავლეც ბრძანებს: "მწვალებელსა კაცსა შემდგომად ერთისა და ორისა სწავლისა განეშორე, უწყოდე, რამეთუ გარდაგულარძნილ არს ეგევითარი იგი და ცოდავს და არს იგი თვით დასჯილ" (ციტ. წმ. მამათა სწავლება... გვ. 48).
ასეთია ქრისტეს წმ. მოციქულებისა და ეკლესიის წმ. მამების მიმართება ერესებისა და ერეტიკოსებისადმი (კიდევ დიდხანს შეიძლებოდა ციტირება), -
"საპატრიარქოს საგარეო განყოფილების მოწვევით 3(16)-
როგორც ვხედავთ, პატრიარქმა ილია II-
"რომაული კათოლიციზმის მართლმადიდებლობასთან დოგმატური სხვაობანი მდგომარეობს შემდეგ სწავლებებში:
სულიწმიდის გამომავლობაზე ძე ღმრთისაგან (Filioque);
ღმრთისმშობლის ბუნების პირველყოფილი ცოდვით დაუზიანებლობაზე;
ქრისტეს ეკლესიაში რომის ეპისკოპოსის სახით კაცობრივ მეთაურობაზე;
ადამიანის ქველ საქმეებზე, ვითარცა ღმერთის მიმართ დამსახურებებზე, და შესაძლებლობაზე იმაზე მეტი სიკეთის ქმნისა, რაც საჭიროა ცხოვნებისათვის (ზეკმარი დამსახურებების შესახებ);
ზეკმარი ქველი საქმეების, ანუ დამსახურებების, საცავის შესახებ;
იმის შესაძლებლობაზე, რომ ერთი ადამიანის ქველი საქმეები მეორე ადამიანს მიეთვალოს დამსახურებად, როდესაც ეს მეორე ადამიანი განიცდის პირადი ქველი საქმეების ნაკლებობას;
ღმერთის სრული პირადი დაკმაყოფილების შესაძლებლობაზე ადამიანის საკუთარი ცოდვებისათვის (Satisfactio), როგორც აწმყო ცხოვრებაში, ასევე – მომავალ ცხოვრებაშიც, იგივე – "განსაწმენდელში";
ღმრთისმშობლის ბუნების პირველყოფილი ცოდვით დაუზიანებლობაზე;
ქრისტეს ეკლესიაში რომის ეპისკოპოსის სახით კაცობრივ მეთაურობაზე;
ადამიანის ქველ საქმეებზე, ვითარცა ღმერთის მიმართ დამსახურებებზე, და შესაძლებლობაზე იმაზე მეტი სიკეთის ქმნისა, რაც საჭიროა ცხოვნებისათვის (ზეკმარი დამსახურებების შესახებ);
ზეკმარი ქველი საქმეების, ანუ დამსახურებების, საცავის შესახებ;
იმის შესაძლებლობაზე, რომ ერთი ადამიანის ქველი საქმეები მეორე ადამიანს მიეთვალოს დამსახურებად, როდესაც ეს მეორე ადამიანი განიცდის პირადი ქველი საქმეების ნაკლებობას;
ღმერთის სრული პირადი დაკმაყოფილების შესაძლებლობაზე ადამიანის საკუთარი ცოდვებისათვის (Satisfactio), როგორც აწმყო ცხოვრებაში, ასევე – მომავალ ცხოვრებაშიც, იგივე – "განსაწმენდელში";
ამგვარი დაკმაყოფილებისაგან განთავისუფლების შესაძლებლობაზე ინდულგენციების მეშვეობით, ანუ – ჯეროვანი სასჯელის, რომელსაც თითქმის ყოველი ადამიანი ექვემდებარება, მოხსნის მიერ;
რომის ეპისკოპოსის (პაპის) პიროვნებაზე, ვითარცა უცდომელ მსაჯულზე სარწმუნოებისა და ზნეობის საკითხებში, ანუ – როგორც ღმერთის მოადგილეზე, ნაცვალზე, მსოფლიოში (vicarius Dei, vicarius Domini nostr Jesu Christi) არა ეკლესიასთან მისი თანხმობის ძალით, არამედ – ეკლესიისგან დამოუკიდებლად (exsese, non consensu Ecclesiae)" (Православная богословская энциклопедия; т. ... стр. 240, СПБ, 1908 г.).
რომის ეპისკოპოსის (პაპის) პიროვნებაზე, ვითარცა უცდომელ მსაჯულზე სარწმუნოებისა და ზნეობის საკითხებში, ანუ – როგორც ღმერთის მოადგილეზე, ნაცვალზე, მსოფლიოში (vicarius Dei, vicarius Domini nostr Jesu Christi) არა ეკლესიასთან მისი თანხმობის ძალით, არამედ – ეკლესიისგან დამოუკიდებლად (exsese, non consensu Ecclesiae)" (Православная богословская энциклопедия; т. ... стр. 240, СПБ, 1908 г.).
ე. ი. დოგმატურ დონეზე მინიმუმ ცხრა სხვაობა აღირიცხება, ხოლო კანონიკურ დონეზე სხვაობებს ჯერ კიდევ XX საუკუნის დასაწყისში 250-
ახლა მოვუსმინოთ რას ამბობენ პაპისტების და მათეულ სწავლებაზე მართლმადიდებელი ეკლესიის დიდი მნათობნი:
ა) წმ. ფოტი მსოფლიო პატრიარქი (IXს.) თავის ცნობილ ეპისტოლეში აღმოსავლეთის წმიდა საყდართა მიმართ, გმობს რა დასავლურ ცრუმოძღვრებას, წერს: "მათ არამარტო სხვადასხვა უკანონობანი შემოიტანეს, არამედ უხამსობის ისეთ მწვერვალსაც კი მიაღწიეს, რომ თვით სარწმუნოების უწმიდეს სიმბოლოში, რომელიც ყველა კრების გადაწყვეტილების მიხედვით უცვლელად უნდა იყოს დაცული, გაბედეს სიახლის შეტანა: თავიანთ ცრუ სიბრძნის, მზაკვრობისა და კადნიერების სიჭარბის გამო (ჰოი, ხრიკები მაცდურისა!) მათ გაბედეს თქმა, რომ სულიწმიდა გამოვალს არა მხოლოდ მამისაგან, არამედ ძისაგანაც" (Карамирис, Догматические и Символические Памятники, т. 1, изд. 2, стр. 323 ციტ. Новые послания Священного Кинота Св. Афонской Горы Вселенскому Патриарху Димитрию).
ბ) წმ. გრიგოლ პალამა (XIVს) ლათინთა მიმართ თხზულებაში ბრძანებს: "ჩვენ არ მიგიღებთ თქვენ ერთობაში ვიდრე არ შეწყვეტთ იმის მტკიცებას, რომ სულიწმიდა ძისგანაც გამოვალს. ამ სიტყვებით თქვენ აკეთებთ დამატებას თვითმყოფად ჭეშმარიტებაზე – ქრისტეს სიბრძნეზე, რომელიც მან წარმოთქვა თაყვანცემულ სულზე, და მთავარ სწავლებაში ეწინააღმდეგებით მას, ვინც უმთავრესში ასე სიბრძნისმეტყველებს: "სული ჭეშმარიტებისა, რომელი მამისაგან გამოვალს" (იოან. 15:26); თქვენ ეწინააღმდეგებით მათ, ვინც თავად იხილა უფალი და უსმინა მას – ქრისტეს მოწაფეებსა და მოციქულებს; და მეტიც – მათ გარდა თქვენ თავად სულიწმიდას ეწინააღმდეგებით, რომელმაც ასწავლა მათ ყველაფერი, და არ უსწავლებია ის, რომ იგი გამოვალს არაოდენ მამისაგან, არამედ – ძისაგანაც. თქვენ შემოგაქვთ ესოდენ არაბუნებრივი დამატება სარწმუნოების იმ განსაზღვრებაში, რომელიც დაწერეს ერთად შეკრებილმა წმ. მამებმა სულიწმიდის შთაგონებით, და გადმოგვცეს სიტყვად უტყუარი სარწმუნოებისა მამისა და ძისა და წმიდისა სულისა; სასინჯ ქვად ღმრთის შემეცნებისა, და მტკიცე აღმსარებლობად ყველასათვის, ვისაც სურს სწორედ შეიცნოს ჭეშმარიტების სიტყვა" (წმ. მამათ სწავლება ჭეშმარიტი ეკლესიის შესახებ. გვ. 53-
გ) წმ. მარკოზ ეფესელი ამტკიცებს, რომ "ლათინები არაოდენ განხეთქილებაში მოქმედნი არიან, არამედ ერეტიკოსებიც" (კარამირისი, იქვე. გვ. 419). იგივე წმ. მამა სიკვდილის წინ წარმოთქმულ აპოლოგიაში ღაღადებს: "სრულიად არანაირად, არც ჩემს სიცოცხლეში, არც სიკვდილის შემდეგ, არ შევიწყნარებ ქმნილ "ერთობას", არც ლათინთა დოგმატებს, რაც შეიწყნარეს პატრიარქმა და მიმსა მომხრეებმა, რომლებმაც დაამტკიცეს ისინი და პირველობისკენ სწრაფვით დაარღვიეს ეკლესიის მართებული დოგმატები. ჭეშმარიტად მწამს, რომ რამდენადაც განვეშორები მათ, იმდენად მივუახლოვდები ღმერთს, აგრაეთვე მორწმუნეებსა და წმ. მამებს; ანუ რამდენადაც განვეყოფი მათ, იმდენად შევუერთდები ჭეშმარიტებასა და ღმრთისმეტყველ წმ. მამებს; მჯერა, რომ მათი თანამოაზრენი განუდგებიან ჭეშმარიტებასა და ეკლესიის ნეტარ მოძღვართ, ამიტომ ვამბობ: როგორც განვეშორებოდი მათ მთელი ცხოვრების მანძილზე, ასევე განვეშორები ახლაც, აღსასრულის ჟამს, და ასევე ვიქნები სიკვდილის შემდეგ" (წმ. მამათა სწავლება ჭეშმარიტი ეკლესიის შესახებ. გვ. 54).
დ) წმ. სქიარქიმანდრიტი პაისი ველიჩკოვსკი (XVIIIს.) გვამცნებს: "ნუ დაინანებ ნურც ქონებას, ნურც ნათესავებს – თუკი არ დაგიჯერებენ, არამედ ყოველნაირად ეცადე, რომ სული თვისი იხსნა წარწყმედისაგან, რამეთუ შენთვის სულზე ძვირფასი არაფერია – შენი სულისათვის მოკვდა ქრისტე. გაქცევისას ადგილ-
ე) წმ. თეოფანე დაყუდებული გვიქადაგებს: "განა უცვლელი რწმენა ეკლესიისა იმის შესახებ, რომ სულიწმიდა არ გამოვალს ძისაგან, ეკლესიის ხმა არ არის? როდესაც არ მიიღო ლათინთა დოგმატი, განა ამით მთელმა ეკლესიამ არ გამოთქვა, რომ არ უნდა ვერწმუნოთ მას (ცრუ დოგმატს – გ.გ.)? ხოლო ფოტი პატრიარქისა და პაპ იოანე VIII-
ე) წმ. იოანე კრონშტადტელი (XIX-
აღსანიშნავია, რომ მე-
და ბოლოს: იმ არგუმენტს, რომლის თანახმად პაპისტების ერეტიკოსებად ჩათვლა არ შეიძლება მსოფლიო კრებაზე მატი დაუგმობლობის გამო (ბოლო მე-
ამრიგად, რომაულ-
ვნახოთ რას ასწავლის წმ. მართლმადიდებელი ეკლესია წმ. მამებისა და წმ. კრებების პირით მწვალებელთა ზიარების შესახებ:
წმ. იოანე დამასკელი გვამცნებს: "ვინაიდან ჩვენ ვეზიარებით ერთ პურს, ამიტომ ყველანი შევიქმნებით ქრისტეს ერთიან ხორცად და ერთიან სისხლად, ერთმანეთის ასონი ვხდებით და ქრისტეს "თანა-
ხოლო ანტიოქიის წმ. კრება განაწესებს: "არა არს ჯეროვანი უზიარებელთა ზიარება, არც ლოცვა სახლებში შეკრებილებთან ერთად, რომლებიც არ ლოცულობენ ეკლესიაში... ხოლო ტუ ეპიკსოპოსთა, მღვდელთა, დიაკონთა, ან სხვა სამღვდელოთაგან აღმოჩნდება უზიარებელთა მაზიარებელი, ისიცი უზიარებელი უნდა იყოს, როგორც საეკლესიო კანონებში არევ-
გარდა მწვალებლებისათვის წმ. ევქარისტიის მიცემის ცოდვისა, პატრიარქმა ილია II-
ლაოდიკიის წმ. კრება მე-
იმისათვის, რომ თავიდან ავიცილოთ ყოველგვარი გაუგებრობა, მოხმობილ წმ. კანონებს (საჭიროების შემთხვევაში – თუ კანონი ერთი შეხედვით ბუნდოვანია, ანდა – თანამედროვე კაზუისტებს თავისუფალი ინტერპრეტაციის საბაბს აძლევს) დავურთავთ მათ განმარტებებსაც, რომელიც მოგვცეს მსოფლიო მართლმადიდებელი ეკლესიის უდიდესმა კანონისტებმა: იოანე ზონარამ (XIIს.), ალექსი არისტინემ (XIIს.), თეოდორე ბალსამონმა (XIIს.), მათე ბლასტარმა (XIVს.) და ნიკოდიმოს დალმატიელ-
მაშ ასე, მოვუსმინოთ ნიკოდიმოს დალმატიელ-
"რომელი არა არს ჩემ თანა, იგი მტერი ჩემი არს" (მათ. 23:30. ლუკ. 11:23) – ამბობს იესო ქრისტე; ხოლო ვინც ქრისტეს წინააღმდეგია, იგი მისი ეკლესიის მტერიცაა. ყოველი ერეტიკოსი უცხოა ეკლესიისთვის, უარყოფს რა ქრისტიანული სარწმუნოების ამათუიმ საფუძველს და ამით ფეხქვეშ თელავს გამოცხადებულ ჭეშმარიტებას, და მაშასადამე – მასც, ვინც ეს ჭეშმარიტება გამოგვიცხადა, ე. ი. იესო ქრისტეს – ეკლესიის ფუძემდებელს. აქედან გამომდინარე, სავსებით ბუნებრივია, რომ ასეთი ადამიანი უნდა მოკლებულ იქნას ეკლესიის ლოცვასა და იმ მადლს, რომელიც ოდენ ეკლესიის, მართლმადიდებელი ეკლესიის, მეშვეობით შესაძლებელია მიიღოს კაცმა, და ასეთს, კანონის განწესებისამებრ, უნდა აღეკრძალოს შესვლა ეკლესიაში – იქ სადაც ეს მადლი მოიცემა. კითხვაზე, შეიძლება თუ არა ღვთისმსახურების აღსრულება, თუკი ეკლესიაში რომელიმე ერეტიკოსი (განსაკუთრებით – არიოზელი) იმყოფება, წმ. ტიმოთე ალექსანდრიელი უპასუხებს, რომ ეს დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ხსენებული ერეტიკოსი აღთქმას დადებს უარყოს თავისი მწვალებლობა და ირწმუნოს მართლმადიდებლურად" (Правилаправославной церкви... т. II, стр. 84, 85). – როგორც ვიცით, ერნსტ ქრისტოფ სუტნერი და ცელესტინ პატოკი არც მართლმადიდებლობაზე მოქცეულან და არც ამის პირობა მიუციათ პატრიარქ ილია II-
ამრიგად, მწვალებლებს ეკლესიაში შესვლა აღკვეთილი აქვთ (რათქმაუნდა, საქმე ეკლესიაში ოფიციალურად, თავიანთი მწვალებლობის სახელით, შესვლას ეხება, თორემ ისე "შუბლზე არავის აწერია" ვინ რომელ კონფესიას მიეკუთვნება), პატრიარქმა ილია II-
ერეტიკოსებთან ერთობლივ ლოცვაზე დიდი სჯულისკანონი ამბობს და განაწესებს:
"თუ ეპისკოპოსი, მღვდელი ან დიაკონი, მწვალებელთან ერთად ილოცებს – აეკრძალოს მღვდლობა; თუ ნებას მისცემს მათ, რომ შეასრულონჯ რაიმე სამღვდელო წესი როგორც მღვდელმა – განიკვეთოს" (წმ. მოციქულთა კანონი 45; დიდი სჯ. კან. ახ. ქართ. ენაზე. გვ. 168).
ნიკოდიმოს დალმატიელ-
ეკლესიასთან უზიარებლებში, ბუნებრივია, მითვალულ უნდა იქნეს ყველა ერეტიკოსი, რის გამოც სავსებით თანმიმდევრულია ყოველი მართლმადიდებლისათვის მათთან ლოცვითი კავშირის აღკვეთა. მით უფრო მკაცრად უნდა აღეკრძალოს მსგავსი კავშირი სასულიერო პირებს, რომელნიც ვალდებულნი არინ მაგალითი იყვნენ დანარჩენი მორწმუნეებისათვის ცრუ სწავლებებით შეუბღალავი სარწმუნოების სიწმიდის დაცვაში. ლოცვითი კავშირის სახელქვეშ, თანახმად ამ კანონის ბალსამონისეული განმარტებისა, უნდა გულისხმა-
არქიმანდრიტი იოანე ამ კანონის განმარტებისას ფრიად ბრძნულად შენიშნავს, რომ კანონები ისწრაფვიან არაოდენ ერეტიკული სულისაგან მართლმადიდებელთა დაცვისაკენ, არამედ სარწმუნოებისა და ეკლესიისადმი ინდიფერენტულობისაგან დაფარვისკენაც, რაც (ინდიფერენტულობა – გ.გ.) შესაძლოა იოლად აღმოცენდეს ერეტიკოსებთან სარწმუნოების საქმეში ხლო კავშირის დროს... თუმცა ამგვარი დამოკიდებულება არ ეწინააღმდეგება ქრისტიანული სიყვარულისა და შემწყნარებლობის სულისკვეთებას, რომელიც ახასიათებს მართლმადიდებელ ეკლესიას, ვინაიდან დიდი სხვაობაა – იწყნარებდე სარწმუნოებაში გზადაბნეულთ, როდესაც ელოდები მათ ნებაყოფლობით მოქცევას, ანდა – დაჟინებით მოითხოვ მათგან ამას, და ცხოვრობ მათთან გარეგანი სამოქალაქო ურთიერთობით, – და სხვაა – როდესაც განურჩევლად შედიხარ მათთან რელიგიურ შეხებაში, რამეთუ ეს უკანასკნელი ნიშნავს, რომ ჩვენ არათუ ვცდილობთ მწვალებლების მოქცევას მართლმადიდებლობაზე, არამედ თავად ვჭოჭმანობთ მასში. განსაკუთრებული მნიშვნელობა ამას უნდა ჰქონდეს სასულიერო პირებისთვის, რომელნიც ვალდებულნი არიან მაგალითი იყვნენ სხვათათვის მართლმადიდებელი სარწმუნოების სიწმიდის მტკიცედ დაცვაში. ამიტომაც, კანონების თანახმად, მართლმადიდებელი მღვდელი არ უნდა აძლევდეს ერეტიკოსებს წმ. საიდუმლოთ, და არ უნდა აღასრულებდეს მათთვის რაიმე მღვდელმსახურებას მანამდე, სანამ ისინი ეკლესიასთან შეერთების მტკიცე გადაწყვეტილებას არ გამოთქვამენ" (Правила..., т. 1, стр. 114-
ამრიგად, პატრიარქი ილია II სულიწმიდის მიერ დაისაჯა მღვდელთმსახურებისაგან განყენებით მწვალებელთან ერთობლივი ლოცვისათვის.
მოგვაქვს, კიდევ მაგალითები ჩვენი "გმირის" ეკუმენური ბიოგრაფიიდან: "მეორე დღეს ვაშინგტონის წმ. ნიკოლოზის საკათედრო ტაძარში შედგა საზეიმო საღმრთო ლიტურგია. ლიტურგიას, რომელსაც საქართველოსა და ამერიკის მართლმადიდებელი ეკლესიების ორი მღვდელმთავარი ასრულებდა, ესწრებოდნენ ანტიოქიის, რომის კათოლიკური, აშშ ეპისკოპალური და პრესვიტერიანული ეკლესიების წარმომადგენლები" (პროტესტანტები რომ მწვალებლები არიან ამის საგანგებოდ მტკიცებას ზედმეტად ვთვლით, ვინაიდან მატი დოგმატები არათუ სხვაობს მართლმადიდებლური ეკლესიის დოგმატურ სწავლებასთან, არამედ მათ დოგმატიკა თითქმის არ გააჩნიათ, და საზოგადოდ, ამ თემაზე ჩვენს ეკლესიაში, თვით ყველაზე ლიბერალურ წრეებშიც, არავინ კამათობს) (სრ. საქ. კათოლიკოს-
"11-
ზემოთ მოტანილი მაგალითები ილია II-
"შემდეგ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-
"...სადილის შემდეგ საქართველოს ეკლესიის საჭეთმპყრობელი და მისი თანმხლები პირები გაემგზავრნენ ქ. ბერნში. გზად მიმავალთ დაათვალიერეს ქალაქ ბერნის დიდებული ტაძარი.
15 თებერვალს, დილით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია II დაესწრო ქალაქ ბერნის ტაძარში ჩატარებულ საკვირაო ლოცვას, რომელიც მიჰყავდა ტაძრის წინამძღვარ კურტ მარტის. წირვის შემდგომ შვეიცარიის პროტესტანტულ ეკლესიათა ფედერაციამ და მისმა პრეზიდენტმა ჟან-
16 თებერვალს, დილით, საქართველოს ეკლესიის დელეგაცია გაემგზავრა ქ. გვატში, სადაც გვატის ხელმძღვანელობამ საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის პატივსაცემად გამართა საუზმე. საუზმის შემდეგ დელეგაცია ისევ ქ. ბერნში დაბრუნდა და მიღებულ იქნა საბჭოთა კავშირის გენერალური კონსულის მიერ. მიღების შემდეგ კათოლიკოს პატრიარქი და მისი თანმხლები პირები გაემგზავრნენ ქ. შაფჰაუზენში, სადაც შაფჰაუზენის კანტონის ეკლესიათა საბჭომ, წინამძღვარ კრისტოფ ბაფის ხელმძღვანელობით, მოაწყო სადილი საქართველოს ეკლესიის დიდი მეუფის, უწმინდესი და უნეტარესი ილია II პატივსაცემად. იმავე საღამოს შაფჰაუზენის მიუნსტერის კაპელაში ჩატარდა მწუხრის ლოცვა, რის შემდგომ კათოლიკოს-
შაფჰაუზენის კანტონს პირველად ეწვია პატრიარქის რანგის საეკლესიო მთავარი: ორშაბათი დღის ნასადილევს შაფჰაუზენში ჩამოვიდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-
კიდევ მრავალი ამგვარი მაგალითის მოტანა შეიძლება პატრიარქ ილია II-
კანონისტი ნიკოდიმოს დალმატიელ-
თუკი საზოგადოდ სასულიერო პირს არა აქვს უფლება ერეტიკოსებთან არანაირი ლოცვითი კავშირის ქონისა – თვით კერძო-
ამრიგად, პატრიარქი ილია II სულიწმიდის მიერ უხილავად ეკლესიიდან განკვეთილია მწვალებელთა ტაძრებში არაერთგზისი ლოცვისათვის!
"აქვე სოფელ ვალეში კათოლიკური ეკლესია მოილოცა ქართული ეკლესიის საჭეთმპყრობელმა. ღვთისმშობლის სახელობის ეს ეკლესია და მისი ეზო ხალხით იყო სავსე. მისმა უწმინდესობამ თავის სიტყვაში განსაკუთრებით გაუსვა ხაზი სრული ურთიერთგაგების მნიშვნელობას მართლმადიდებელ და კათოლიკე მორწმუნეებს შორის: "ჩვენ ყველანი ერთნი ვართ, გვწამს ერთი მამა, ძე და სულიწმიდა" (! – ნუთუ "ღვთისმეტყველების დოქტორმა" ილია II-
მორწმუნეებმა მადლობა გადაუხადეს უწმინდესს დალოცვისათვის და შესთხოვეს: მღვდელი გვინდა რომ გვყავდეს და თუ შეიძლება დაგვეხმარეთო. "ალბათ იცით, რომ საქართველოში კათოლიკე მღვდლები კარგა ხანია აღარ არიან. მათი მომზადება რესპუბლიკის ფარგლებს გარეთ ხდება და მთელ რიგ სიძნელეებთან არის დაკავშირებული... მე შემიძლია გამოგიზავნოთ ისეთი მღვდელი, რომელიც თანაბარი სიყვარულით ილოცებს თქვენთან ერთად, როგორც მართლმადიდებლურ, ასევე – კათოლიკურ ტაძარში" – იყო პასუხი (! – ვაი-
წირვის დასაწყისში მისმა უწმინდესობამ ილია II-
საქართველო არის ისეთი ქვეყანა, სადაც მეგობრულად ცხოვრობენ ქართველი მართლმადიდებლები, კათოლიკეები, სომეხი გრიგორიანები. სამივე სარწმუნოების აღმსარებლებს სწამთ ერთი მამა ღმერთი, ძე და სულიწმიდა (! – და კვლავ: ნუთუ "ღვთისმეტყველების დოქტორმა" ილია II-
"13(26) სექტემბერს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-
და ბოლოს: წარმოვადგენთ პატრიარქ ილია II-
საინტერესოა, მოეხსენება თუ არა "ღვთისმეტყველების დოქტორ" ილია II-
არანაკლები "ღვაწლი" პატრიარქ ილია II-
"... აღსანიშნავია, რომ (მხატვრული ფილმი) "იესო" საბჭოთა კავშირში პირველად აქ, ჩვენს სამშობლოში ჩამოიტანეს. ამ პროექტის განხორციელებაში დიდი როლი შეასრულა საქართველოს საპატრიარქომ, რომელმაც დააფინანსა იგი" ("ნატვრისთვალი", #2, დეკემბერი, 1989წ.)...
დავიწყოთ იმით, რომ ეკლესია ზემსოფლიური ორგანიზმია; მსოფლიოსა და ამსოფლიური ფასეულობებისადმი ეკლესიის დამოკიდებულება მკადრად თავშეკავებული უნდა იყოს, რამეთუ: "ყოველი სოფელი ბოროტსა ზედა დგას" (1 იოანე 5:19); "სიყვარული სოფლისაი ამის, მტერობა არს ღმრთისა" (იაკობ 4:4); "უკეთუ სოფელი გძულობს თქუენ, უწყოდეთ, რამეთუ პირველად მე მომიძულა, უკუეთუმცა სოფლისაგან იყვენით, სოფელიმცა თვისთა ჰყუარობდა; რამეთუ არა სოფლისაგანნი ხართ თქუენ, არამედ მე გამოგირჩიე თქუენ სოფლისაგან, ამისთვის სძულთ თქუენ სოფელსა" (იოან. 15:18-
წმ. მღვდელმოწამე კიპრიანე კართაგენელი (IIIს.) ასე მოძღვრავს თავის თანამედროვე ქრისტიანს: "თანახმად ორმხრივი სიყვარულისა და შენი თავმდაბლობისა, საჭიროდ ჩაგითვლია ჩემთვის რჩევა გეკითხა, ძვირფასო ძმაო, თუ რას ვფიქრობ მე ერთი მსახიობის თაობაზე, რომელიც იმყოფება რა თქვენს (ე. ი. მართლმორწმუნეთა – გ. გ.) შორის, არ წყვეტს თავის სამარცხვინო ხელოვნებას... შენ მეკითხები: დასაშვებია თუ არა, რომ ასეთი ადამიანი თანაეზიაროს მორწმუნეებს? – მე ვთვლი, რომ ეს შეუსაბამოა სახარებისეულ სწავლებასთან: ეკლესიის სიწმინდისა და ღირსების შელანძღვა ეგზომ სამარცხვინო და საზიზღარი შეხებით დაუშვებელია" (იქვე. გვ. 169).
ნეტარი ავგუსტინე იტყვის: "ერთი რამ კი ვუწყი, რომ პავლე მოციქული არ ქურდობდა, სახლებს არ ტეხდა, არც ავაზაკი ყოფილა, არც მსახიობი და არც მაჭანკალი, არამედ უცოდველად და პატიოსნად შრომობდა, რათა დაეკმაყოფილებინა ადამიანის საყოფაცხოვრებო მოთხოვნები; ასე მუშაკობენ: მჭედლები, მშენებლები, თერძები, მიწათმოქმედნი და მსგავსნი ამათნი" (იქვე. გვ. 170).
წმ. მღვდელმთვარი ეგნატე (ბრიანჩანინოვი, XIXს.) გვმოძღვრავს: "ქრისტე უხილავი შეიქმნა იუდეველთათვის და შეუმჩნევლად განეშორა მათ, როდესაც მისი მოკვდინება მოიწადინეს (იხ. იოან. 8:59). ქრისტიანობა უხილავი ხდება ჩვენთვის, გვცილდება ჩვენ, როდესაც ვცდილობთ მოვკლათ იგი ჩვენი გარყვნილი ცხოვრებით, სხვადასხვა ცრუ სწავლებათა მიღებით; როდესაც ვბედავთ, რომ ქრისტიანობა ამსოფლისადმი მსახურებას შევურიოთ.
უფალმა ბრძანა: "ყოველი რომელი ბოროტსა იქმს, სძულს მას ნათელი და არა მოვალს ნათელსა" (იოანე 3:20). ამჟამად ყველა მთელი სულით და გულით მიისწრაფვის გარყვნილებისაკენ; უწოდეს ამას "ცხოვრებით ტკბობა"; ქრისტიანობაში ყოფნა, მასთან დაბრუნება კაცობრიობისათვის შეუძლებელი შეიქმნა – ამისთვის აუცილებელია მთლიანად დატევება გარყვნილებისა, საკუთარი ნების დაქვემდებარება მკაცრი ქრისტიანული ზნეობისადმი, რომელიც კრძალავს არაოდენ სიძვას, არამედ ყველაფერს, რაც სულში ვნებებისადმი დამონებას გვინერგავს – ასეთია: თეატრი, ცეკვა, ბანქო და სხვა სატანური თამაშობანი, აგრეთვე – წარმართული ლიტერატურა. ქრისტეანობა ითხოვს ჩვენგან სრულ განდგომას დაცემული ბუნებისაგან" (წმ. მამათა სწავლება. გვ. 25-
წმ. თეოფანე დაყუდებული გვიქადაგებს: "გაიხსენე, რა ემართება სულს თეატრსში და წარმოდგენის შემდეგ. თურქებს არა აქვთ თეატრი, ისინი თეატრს ოპიუმით ცვლიან. ოპიუმი და თეატრი ერთი და იგივეა სულისათვის. თეატრი სრულიად არაქრისტიანული მოვლენაა, და გონიერია კაცი, რომელიც იქ არ შედის. თეატრი ჩვენ დასავლეთიდან გადმოვიღეთ, – დასავლეთით გვსჯიდა და კვლავაც დაგვსჯის უფალი, ჩვენ კი ეს ვერ გაგვიცნობიერებია..." (Письма о Христианской жизни; стр. 69). და კვალად: "თეატრები მთავრობის მიერ დაშვებულია მათთვის, რომელნიც ცხოვნებას არ ეძიებენ – რათა არ მიეცნენ უბოროტეს რამ მანკიერებას (წმ. მამა ქრისტიანულ მთავრობებს გულისხმობს; მის ეპოქაში – XIXს – ჯერ კიდევ არსებობდნენ ასეთები – გ.გ.); ცხოვნების მოსურნეთათვის არის ეკლესია, სადაც არა წარმოსახვით, არამედ ჭეშმარიტად, უფალი, ანგელოსნი და წმინდანები ურთიერთობენ ჩვენთან, ხოლო ფული, რომელიც თეატრში უნდა დახარჯო, უმჯობესია გაჭირვებულთ დაურიგო..." (იქვე. გვ. 71-
მეორე მიზეზი ის გახლავთ, რომ ბიბლიის ინსცენირებისას ცოდვილი ადამიანები წმიდანებს და თვით ღმერთკაცსაც კი განასახიერებენ: როგორი საქმეა, როდესაც, ვთქვათ, აქტრისა ოლივია ჰასეი, რომელიც თავის აქტიორული ბიოგრაფიის მანძილზე არაერთ ეროტიულ კინოკადრში გამოჩენილა, უეცრად ფრანკო ძეფირელის მხატვრულ ფილმში – "იესო ნაზარეთიდან", ყოვლადწმიდა მარიამის როლში გვევლინება?! – როლში იმისა, ვისაც ღვთისმეტყველება ანგელოსურ იერარქიაზე მაღლა აყენებს და წმ. ეკლესია ასე განადიდებს: "უპატიოსნესსა ქერუბიმთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაფიმთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღვთისასა, მხოლოსა ღმრთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ".
მესამე მიზეზი ფსიქოლოგიური ხასიათისაა: აღნიშნული ტიპის კინოფილმები და სპექტაკლები თავის თავში ფრიად აღლესულ საცდურს შეიცავს – ბევრს შემჩნეული ექნება ასეთი მოვლენა: დავუშვათ ადამიანს არ წუკითხავს რომელიმე წიგნი, მაგალითად – დოსტოევსკის "ძმები კარამაზოვები", მაგრამ უნახავს მისი ეკრანიზაცია; ვთქვათ, ამ კაცს ფილმის ნახვის შემდეგ გაუჩნდა სურვილი ხსენებული წიგნის წაკითხვისა; კითხვის პროცესში იგი ამჩნევს (და მოგეხსენებათ კითხვას, ნებსით თუ უნებლიეთ, თანსდევს წაკითხულის გონებაში წარმოსახვა), რომ კინოფილმში ნანახი სახეებით აზროვნებს – ანუ დიმიტრი კარამაზოვი წარმოუდგება მსახიობ მ. ულიანოვის სახით და ა. შ. ცხადია, "ძმები კარამაზოვების" შემთხვევაში, ეს მოვლენა სულისათვის დიდ საფრთხეს არ უნდა წარმოადგენდეს, მაგრამ სულ სხვაა, როდესაც საქმე ეხება სიწმიდეს – განსაკუთრებული სიფხიზლე მართებს მორწმუნეს, რათა გონება დაიცვას და შეინახოს დაწმენდილი სახით; ყოველ შემთხვევაში წმ. წერილთან (რომლის შემოქმედია სულიწმიდა) დაკავშირებით მაინც, არ უნდა დაუშვას მისი დანაგვიანება არასასურველი შთაბეჭდილებებით...
მოგვაქვს პატრიარქ ილია II-
"ბოლო წლებში ჩვენს სახელმწიფოში საფუძველი ჩაეყარა შესანიშნავ წამოწყებას, რომელსაც ეწოდება "ჩვენ ვეძებთ ტალანტებს" (როგორც ჩანს, მისი "უწმინდესობა" ცნობილ "ზასტოის" დროინდელ შოუს – "ალო, ჩვენ ვეძებთ ტალანტებს" გულისხმობს – გ. გ.); ასეთი მასობრივი ძიება უნდა იყოს ყველა დარგში; განსაკუთრებული მოვალეობა ამ მხრივ ეკისრებათ ჩვენს მეცნიერებს, პოეტებს, ხელოვნების მუშაკებსა და ყველა შეგნებულ ადამიანს" (საახალწლო ეპისტოლე 1983 წლისა; იხ. საღვთისმეტყველო კრებული 1984 წ. გვ. 131).
"დიდი კულტურულ-
და ბოლოს: გავეცნოთ ერთგვარ ჰიმნს, რომლითაც პატრიარქმა ილია II-
"აუცილებლად მიგვაჩნია გაერთიანებული ერების ორგანიზაციის, ადამიანის უფლებათა დეკლარაციის, ჰელსინკის, მადრიდის, ვენისა და პარიზის შემაჯამებელ დოკუმენტებში ჩამოყალიბებული ძირითადი იდეების სახელმწიფო პოლიტიკის რანგში აყვანა და ცხოვრებაში გატარება, რაც ხელს შეუწყობს მსოფლიო პოლიტიკის გაბატონებული მიმართულებებისა და საქართველოს ეროვნული ინტერესების დაახლოვებას" (გაზ. "საქართველოს რესპუბლიკა"; 14 სექტემბერი, 1991 წ.) – ვფიქრობთ კომენტარი ზედმეტია.
დასკვნა
როგორც ზემოთ ვნახეთ, პატრიარქი ილია II სულიწმიდის მიერ ეკლესიიდან უხილავად განკვეთილია მწვალებლებთან ხშირი და მჭიდრო სულიერი კონტაქტების გამო; თუკი ამას დავურთავთ მის და მისდამი დაქვემდებარებული სასულიერო პირების ლოცვით კავშირებს აშკარა სატანისტებთან (იხ. გაზ. "იბერია-
ამ კითხვაზე პასუხის საპოვნელად კვლავაც დიდი სჯულისკანონი გადავშალოთ, რომელშიც წერია: "ყოვლად ბოროტმა სულმა ქრისტეს ეკლესიაში დათესა მწვალებლობის სარეველა ბალახი, მაგრამ დაინახა რა, რომ ის სულის მახვილით მოჭრილი და ძირიანად აღმოფხვრილია, სივერაგის სხვა გზას დაადგა და შეეცადა ქრისტეს სხეულის გაკვეთას განხეთქილების მოქმედთა უგუნურების საშუალებით. მისი ეს უკეთურება სრულიად უქმად აქცია წმ. კრებამ და განსაზღვრა, რომ ამიერიდან თუ მღვდელი ან დიაკონი რაიმე დანაშულს აღმოუჩენს თავის ეპისკოპოსს და კრების მიერ გამოძიებამდე, განკითხვამდე და დასჯამდე გაბედავს მის ჩამოშორებას ზიარებისგან და მის სახელს ეკლესიის წესის თანახმად ჯამისწირვის საღვთო ლოცვებში არ მოიხსენიებს, ის უნდა დაისაჯოს განკვეთით და უნდა წაერთვას ყოველგვარი სამღვდელო პატივი; რადგანაც როდესაც მღვდლობის პატივში მყოფი მიიტაცებს მიტროპოლიტთა მსაჯულობას და მათ ბჭობაზე ადრე გამოუტანს განაჩენს თავის მამასა და ეპისკოპოსს, ის არ არის არც მღვდლობის პატივის, არც მღვდლის სახელის ღირსი. ხოლო მის მიმდევრებს, თუ სამღვდელონი იქნებიან ისინი, უნდა წაერთვათ პატივი, ხოლო თუ მონაზვნები ან ერისკაცები იქნებიან, უზიარებელნი უნდა იყვნენ და ეკლესიიდან სრულიად უნდა განეყენონ, სანამ არ დაანებებენ თავს განხეთქილების მოქმედთა ერთობას და არ მიუბრუნდებიან თავის ეპისკოპოსს" (კონსტანტინოპოლის წმ. მოციქულთა ტაძარში შეკრებილი დიდი კრების მე-
ამრიგად, როორც წესი, საეკლესიო კრების გადაწყვეტილებამდე ბრალდებული მღვდელმთავარი ლოცვებში უნდა მოიხსენიებოდეს, და ის, ვინც ამ კანონს დაარღვევს, ეკლესიაში განხეთქილების შემომტანად განიხილება; მაგრამ არის ერთი გამონაკლისი შემთხვევა, რომელსაც იგივე კრება მე-
"მღვდლების, ეპისკოპოსებისა და მიტროპოლიტების შესახებ დაწესებული ეს განსაზღვრება (მე-
კანონისტი ნიკოდიმოს დალმატიელ-
ახლა ისღა დაგვრჩენია გავარკვიოთ, "საჯაროდ ქადაგებს" და "აშკარად ასწავლის" ეკუმენიზმს პატრიარქი ილია II, თუ მისი ეკუმენისტური ცდომილებანი ე. წ. "კერძო საღვთისმეტყველო აზრის" საზღვრებს არა სცილდება და მწვალებლობად ვერ ჩაითვლება – ამ საკითხის ირგვლივ არსებობს აზრთა სხვადასხვაობა, -
გარდა ამისა, საქართველოს საპატრიარქოს ოფიციალურ ბეჭდვით ორგანოში _ "ჯვარი ვაზისა", არაერთხელ გამოქვეყნებულა ილია II-
ასეა თუ ისე, ჯერჯერობით ეს საკითხი ღიად რჩება, მაგრამ ისეთი პირი უჩანს, ამ ახლო მომავალში ყველაფერი საბოლოოდ გაირკვევა და საგნებს თავისი სახელები დაერქმევა – საქმე ეხება ეკლესიათა მსოფლიო საბჭოში ჩაფიქრებულ და მსოფლიო საპატრიარქოს წინამძღვრობით მიმდინარე პროცესს ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების სარწმუნოებრივი გაერთიანებისა მონოფიზიტური მწვალებლობის მიმდევარ ეკლესიებთან, ამ უკანასკნელთა მხრივ მართლმადიდებლობაზე მოქცევისა და თავიანთი ერესის დაგმობის გარეშე, რაც მართლმადიდბელი ეკლესიების (რა თქმა უნდა საუბარია იმათზე, ვინც დათანხმდება ამგვარ ერთობაზე და დოკუმენტებს ხელს მოაწერს) წვალებაში შთაცვენის ტოლფასია (იხ. გაზ. "თავისუფალი საქართველო"; 13-
თუ ეს უბედურება თავს დაატყდება ჩვენს სამოციქულო ეკლესიას და პატრიარქი და სინოდი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სახელით აღადგენენ სრულ სარწმუნოებრივ ერთობას მონოფიზიტ მწვალებლებთან, მაშინ დოგმატური საღვთისმეტყველო მოძღვრებით და საეკლესიო სამართლის სწავლებით ჭეშმარიტ ეკლესიად ჩაითვლება ის, ვინც უარს იტყვის უსჯულო კავშირზე და განეშორება ამგვარ კავშირში ჩაბმულ ყოფილ მართლმადიდებლებს, ანუ -
და ბოლოს: იმის ნიმუშად, თუ როგორი უნდა ჰქონდეს მართლმადიდებელ ქრისტიანს როგორც სარწმუნოებრივი, ასევე – სამოქალაქო, უერთიერთობა არამართლმადიდებლებთან, მოგვაქვს ღირსი თეოდოსი მღვიმელის, XII საუკუნის მოღვაწე წმ. მამის, სულიერი ანდერძი სულიერი შვილისადმი, ფაქტიურად კი – მომავალი თაობების მიმართ და დაე, იგი ექმნას პატრიარქ ილია II-
"უფალო მაკურთხენ! სიტყვა მაქვს შენთვის სათქმელი ღმრთისმოყვარეო თავადო: მე, თეოდოსი, უღირსი მონა ყოვლადწმიდისა სამებისა – მამისა და ძისა და სულისა წმიდისა, წმინდა და მართლმადიდებელ სარწმუნოებაში ვარ შობილი და კეთილსწავლულებით აღზრდილი მართლმადიდებელი მამისა და დედის მიერ... ერიდე, შვილო, მრუდე სარწმუნოების მქონეთა, და – მათს საუბრებს, რამეთუ ჩვენი ქვეყანაც აღივსო მათით. თუკი ვინმე იხსნის თვის სულს – მხოლოდ მართლმადიდებელ სარწმუნოებაში ცხოვრებით, რამეთუ არა არს სხვა უკეთესი, ვიდრე – ჩვენი, სპეტაკი, წმინდა, მართლმადიდებლური. ამ სარწმუნოებაში ცხოვრებით არამარტო გათავისუფლდები ცოდვებისა და მარადიული სატანჯველისაგან, არამედ, აგრეთვე იქნები თანაზიარი სამარადისო ცხოვნებისა და დაუსრულებლად განიხარებ წმინდანებთან ერთად; ხოლო მცხოვრებნი სხვა სარწმუნოებათა შინა ვერ იხილავენ მარადიულ ცხოვნებას. უჯეროა, აგრეთვე, შვილო, უცხო სარწმუნოების ქება (მართლმადიდებელთა მხრიდან – გ. გ.) – ვინც სხვის სარწმუნოებას აქებს, იგივეა, რომ თავისას გმობდეს; თუკი ვინმე აქებს როგორც თავისას, ასევე – სხვისასაც, იგი ორმორწმუნეა, ახლო მწვალებლობასთან.
ამრიგად, შვილო, ერიდე მათ და მუდამ მტკიცედ დეგი შენი სარწმუნოებისთვის. ნუ დაუძმობილდები მათ, არამედ ილტვოდე მათგან და იღვაწე შენს სარწმუნოებაში ქველი საქმეებით. ქმენი მოწყალება არაოდენ ერთმორწმუნეთა მიმართ, არამედ – უსჯულოთათვისაც. წარმართებისა და მწვალებლებისთვის ღმერთი ამ საუკუნეში ზრუნავს, მაგრამ მომავალში ისინი უცხო იქმნებიან მარადიულ სიკეთეთათვის; ხოლო ჩვენ, მცხოვრებნი მართლმადიდებელ სარწმუნოებაში, აქაც ვიღებთ ღმრთისაგან ყველა სიკეთეს და მომავალ, მარადიულ საუკუნეშიც გვიხსნის და გვაცხოვნებს უფალი ჩვენი იესო ქრისტე.
შვილო! თუკი მოგიწევს სიკვდილი შენი წმიდა სარწმუნოებისთვის, კადნიერად წადი სიკვდილზე – წმინდანებიც ასე კვდებოდნენ სარწმუნოებისთვის, აწ-
უცხოდმორწმუნეთა უარყვეს სამოციქულო ქადაგება და მამათა წესდებულებანი და მიიღეს ცრუ და განხრწნილი სარწმუნოება, რომელიც აღსავსეა ყოველგვარი წარწყმედით – ამისთვის ჩვენ უარვყავით ისინი და ზურგი შევაქციეთ მატ. ისინი მკვდრები არიან და მკვდარ მსხვერპლს შესწირავენ, ხოლო ჩვენ ცოცხალ ღმერთს ვწირავთ ცოცხალ მსხვერპლს, წმინდას და უმანკოს, რათა ვპოვოთ მარადიული ცხოვნება უფლის ჩვენის იესო ქრისტეს მიერ; მასვე დიდება, ამინ!" (ციტ. Иванов. "Православный мир и масонство; стр. 131, 132; Харбин, 1934 г.). (გაზ. "ივერიის გაბრწყინება" .... ).
წინამდებარე ნაშრომს განვასრულებთ რუის-
"გარნა არათუ უბიწოებას ქართველთა სარწმუნოებისასა ბიწი რაიმე შეჰხებოდა, ნუ იყოფინ ესე! არა გეცრუვნეთ შენ სიწმიდით მშობელო ჩუენო კათოლიკე ეკლესიაო, არცა განგცეთ შენ სიქადულო ჩუენო მართლმადიდებლობაო, რომლისა არცა გამცემელ_ქმნილ ვართ, ვინაითგან შემეცნებასა შენსა ღირსქმნილ ვართ _ მოწამე არს ჭეშმარიტებაი"! (ძეგლისწერაი რუის_უბრნისის წმიდისა და ღმრთივ შეკრებულისა კრებისა; დიდი სჯულისკანონი ძვ. ქართ. ენაზე; გვ. 549).
ამინ!
"ივერიის გაბრწყინება" 1995 წელი, 27 აპრილი.
* * * * * * *
ჩვენი შენიშვნა
ხსენებულმა სტატიამ ცხადია არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია ოფიციალურ ეკლესიაში, განსაკუთრებით არ დაეთანხმნენ ავტორს იმაში, რომ პატრიარქი ილია II უხილავად განკვეთილია ეკლესიისიდან მისი მწვალებლური მოღვაწეობისთვის, რის გამოც გ. გაბაშვილმა მოიტანა დამატებითი მტკიცებულებანი:
"ვრცელ ქრისტიანულ კატეხიზმოში", რომელიც აღმოსავლეთის მართლმადიდებელი ეკლესიის სიმბოლური წიგნია, კითხვაზე: "როგორ არის ეკლესია წმიდა, როდესაც მასში იმყოფებიან ცოდვილნიც?", -
"ისინი, რომელნიც სცოდავენ, მაგრამ ჭეშმარიტი სინანულით თავს განიწმენდენ, ხელს არ უშლიან ეკლესიას იყოს წმიდა; ხოლო შეუნანებელი ცოდვილნი, ან საეკლესიო ხელისუფალების ხილული მოქმედებით, ანდა – ღმერთის სამსჯავროს უხილავი მოქმედებით, ვითარცა მკვდარი ასონი, მოიკვეთებიან ეკლესიის სხეულისგან, და ამრიგად, ეკლესია, ამ მხრივაც წმიდა რჩება" (Пространный Христианский Катихизис Православныя Кафолическия Восточня Церкви, стр. 27, Берлин, 1924 г.). იხ. აგრეთვე: Православно-
როგორც ვხედავთ, შეუნანებელი ცოდვილნი ან საეკლესიო ხელისუფლების, ანდა ღმერთის უხილავი სამსჯავროს მიერ განიკვეთებიან. რას ნიშნავს "ღმერთის უხილავი სამსჯავრო"? ამ სახელქვეშ ხომ არ იგულისხმება ადამიანის გარდაცვალების შემდგომ მასზე აღსრულებული ე. წ. "კერძო სამსჯავრო", რომელიც ცოცხალთათვის უხილავია? – არამც და არამც! ამ საკითხზე ნათლის მოსაფენად მივმართოთ დოგმატური ღვთისმეტყველების სახელმძღვანელოს, რომელშიც ვკითხულობთ: "... ხოლო, როდესაც ვამბობთ, რომ ერეტიკოსები და განხეთქილების მოქმედნი არ ეკუთვნიან ეკლესიას, ვგულისხმობთ არა იმათ, ვინც ერესსა და განხეთქილებას ფარულად მისდევენ, ცდილობენ რა თავი მოაჩვენონ ეკლესიის წევრებად და გარეგნულად საეკლესიო წესებს აღასრულებენ, ანდა გატაცებულნი არიან მწვალებლური და "რასკოლნიკური" ცდომილებებით ყოველგვარი ბოროტგანზრახულებისა და სიჯიუტის გარეშე – რამეთუ ნათელია, რომ მათ ხილული სახით თავი თვისი ჯერ არ ჩამოუცილებიათ მორწმუნეთა საზოგადოებისაგან და არც საეკლესიო ხელისუფლებისგან განდევნილან, თუმცა შესაძლოა უკვე განდევნილნი არიან ჩვენსა და მათგან დაფარული ღმერთის სამჯავროთი..." (Православно-
მაშასადამე, აქ ლაპარაკია არა ამასოფლიდან უკვე გასულ სულებზე, არამედ ცოცხალ ადამიანებზე, რომელნიც, მიუხედავად იმისა, რომ საეკლესიო ხელისუფლებას ჯერ არ განუკვეთია ეკლესიისგან, შესაძლებელია უკვე განკვეთილი არიან ჩვენთვის და მათთვის უხილავი სამსჯავროთი ღმრთისა.
მართლაც, ორიგენე გარდაცვალებიდან დიი ხნის შემდეგ განკვეთა საეკლესიო ხელისუფლებამ, ისმის კითხვა: საკრებო განკვეთამდე, რა, იგი ღმრთის უხილავი სამსჯავროს მიერ განკვეთილი არ იყო?! თუ ღმერთი მის წვალებებს შეიწყნარებდა ეპისკოპოსთა გადაწყვეტილების მომლოდინე?! ამგვარი არასწორი კითხვები დაებადა მას, ვისაც უმართებულოდ ესმის სახარებისეული სწავლება იმის თაობაზე, რომ ეპისკოპოსებს შეკვრისა და გახსნის ნება აქვთ უფლისგან მიცემული. ეპისკოპოსთამიერი შეკვრაც და გახსნაც უფლის წინაშე ძალაშია მხოლოდ მაშინ, როდესაც ის საღმრთო ნებას ეთანხმება, ანუ როდესაც ის ღმერთს სათნოუყოფია, წინააღმდეგ შემთხვევაში რატომ არ იწყნარებს სულიწმიდა და მისი კარნახით – მთელი ეკლესიაც ე. წ. "ავაზაკთა კრებების" გადაწყვეტილებებს?! ისინი ხომ ხშირად კანონიერად ხელდასხმულ ეპისკოპოსებს მიუღიათ?!
ამრიგად, ეპისკოპოსთა კრების განაჩენი არის ადამიანთათვის უხილავი ღვთის სამსჯავროს ამქვეყნიური ხილული ბეჭედი, და როდესაც ხილული უხილავთან წინააღმდეგობაში მოდის, მაშინ იგი (ხილული) უკანონო ხდება!
მაგრამ უფალი ეკლესიაში იკონომიით მოქმედებს: ვთქვათ, სამღვდელო პირმა ჩაიდინა სასიკვდილო ცოდვა – მოკლა კაცი; საეკლესიო ხელისუფლების გადაწყვეტილებამდე სულიწმიდა არ წყვეტს ამ სასულიერო პირის მეშვეობით მღვდელმსახურებას, თუმცა უხილავად ცოდვილი უკვე განკანონებულია... ამას ღმერთი იქმს იმისათვის, რომ საეკლესიო ცხოვრება დაიცვას განუკითხაობისგან...
ყოველივე ზემოთქმულის შემდეგ დავუბრუნდეთ პატრიარქ ილია II-
ჩემმა ოპონენტებმა კარგად უწყიან, რომ არაერთმა სასულიერო თუ საერო პირმა პატრიარქ ილია II-
ჩემი ოპონენტები პირადად იცნობენ სასულიერო აკადემიის იმ ჯგუფის სტუდენტებს, რომელთაც პატრიარქს გაუგზავნეს წერილი ეკუმენური მოძრაობიდან გამოსვლის მოწოდებით. რა ბედი ეწიათ მათ, ესეც კარგად მოეხსენებათ ჩემს ოპონენტებს... და ყოველივე ამის მერე ნუთუ ჩემი ოპონენტები თვლიან, რომ პატრიარქი ილია II პირწავარდნილი ეკუმენისტი არ არის?!..
თუკი შემეკამათება ოპონენტი და მეტყვის, რომ ეგებ პატრიარქი ილია II ყოველი ეკუმენისტური ცოდვის შემდეგ თავის მოძღვართან აღსარებას ამბობს და ამდენად სინანულით განიწმინდება, მოვახსენებ: დაკანონებული, საქმიანობის რანგში აყვანილი ცოდვა განისხვავდება პირადი, თუნდაც განმეორებადი, ცოდვისაგან. მაგალითად, უნებისყოფობისა და ხორციელი თავშეუკავებლობის გამო, შესაძლოა, სისტემატურად მრუშობდეს, მაგრამ თუკი იგი ყოველი დაცემის შემდგომ გულწრფელი სინანულის ცრემლით განიბანება, ღმერთი უტოვებს მას ეკლესიის წევრად ყოფნის სასოებას; სხვაა, თუ იგი საროსკიპოს ზედამხედველადაც მუშაობს – სულაც რომ არ მრუშობდეს, ის ეკლესიიდან მოკვეთილია თავისი პროფესიის – სუტენიორობის გამო.
მსგავსად ამისა: შესაძლოა, რომ ეკლესიის წევრი იყოს ის სულმოკლე ადამიანი, ვისაც მკითხავთან სიარული ვერ მოუსლია, მაგრამ მკითხავი ეკლესიის წევრი ვერ გახდება მანამდე, სანამ თავის ხელობაზე უარს არ იტყვის; იგივე ითქმის ნარკომანსა და ნარკოტიკებით მოვაჭრეზე და ა. შ.
ზემოთ ვახსენეთ ძირითადად პიროვნულ-
სანამ საქართველოს საპატრიარქო ოფიციალურად ირიცხება ეკუმენურ ორგანიზაციებში და პატრიარქის წარგზავნილები მონაწილეობენ ეკუმენურ შაბაშებში, პატრიარქი ილია II ღმერთის წინაშე ყველა შემთხვევაში შეუნანებელ ეკუმენისტად წარმოსდგება (განურჩევლად იმისა, ენთუზიაზმით მონაწილეობს ეკუმენიზმში, თუ უხალისოდ) და მანამდე დარჩება შეუნანებელ ცოდვილის სულიერად მკვდარ მდგომარეობაში, სანამ საჯაროდ არ დაგმობს ამ თავის საზოგადო ცოდვას და არ დასტოვებს ეკუმენურ ორგანიზაციებს!" (გ. გაბაშვილი. "არა არს დაფარულ, რომელ არა განცხადნეს" (მათ. 10:26). "ივერიის გაბრწყინება" 1995 წ., 17-
* * * * * * * *
ამრიგად, გ. გაბაშვილისა და "ივერიის გაბრწყინების" დასკვნით, ილია II სულიერი "ღვაწლი" (თუნდაც საქართველოს, ოფიციალური, "მართლმადიდებელი" ეკლესიის ფორმალურ გამოსვლამდე ემს-დან) შეფასებულია უარყოფითად. ილია II-ს წარსული საქმიანობა აშკარად მწვალებლურია, ანუ მართლმადიდებლური სარწმუნოების საწინააღმდეგოა.
აქ აუცილებლად უნდა შევნიშნოთ, რომ ეკუმენიზმის მწვალებლობაში გაბატონებული ეკლესიის ყოფნა მარტო პატრიარქის "დამსახურება" არ გახლავთ. მართალია ის უმთავრესი მოქმედი პირია ამ ვითარებაში, როგორც "ივერიის გაბრწყინების" მთელი რედკოლეგია აღიარებს, მაგრამ ეკუმენისტური იდეების დანერგვა-განვითარებაში არანაკლები როლი მიუძღვის დანარჩენ სამღვდელოებასაც.
"საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ე.მ.ს.-ში გაწევრიანდა 1962 წელს. ამ თარიღიდან იწყება ჩვენში ეკუმენური მოძრაობის ისტორიის ათვლა. უნდა ითქვს, რომ ილია II-ის ინტრონიზაციამდე ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის წილხვედრ ივერიაში ეკუმენიზმის მდინარე საკმაოდ მდორედ მიედინებოდა, მაგრამ ახალმა პატრიარქმა მას ახალი ძალა და მჩქეფარება შთაბერა... ეკუმენიზმში კიდევ უფრო აქტიურ ჩაბმას, სულიერ პლანში უკვე საკმაოდ მძიმე შედეგები მოჰყვა – ეპისკოპოსებისა და მღვდლების დიდი ნაწილი თითქსოდა ერთმანეთს ეჯიბრებოდა საეკლესიო კანონების დარღვევაში და ამ არაღმრთისსათნო საქმეში პატრიარქი მათ "პირველ ხმას" აძლევდა. – ილია II აწყობს ევროპასა და ამერიკაში ვოიაჟებს, რომლის დროსაც "დიდ სჯულისკანონს" – მსოფლიო მართლმადიდებელი ეკლესიის კანონების კოდექსს ფეხქვეშ თელავს, რითაც ცდილობს თავი მოაწონოს ევროამერიკელ ეკუმენისტებს" ("ივერიის გაბრწყინება" #17 1997 წ.).
შიომღვიმის მონასტრის მიერ მიწერილ წერილში პატრიარქ ილია II-სადმი, როდესაც მათ გაწყვიტეს ევქარისტული კავშირი ილია II-სთან პუნქტებად ჩამოყალიბებულ მათ პრეტენზიებში, ოფიციალურ სამღვდელოებასთან დაკავშირებით ვკითხულობთ: "ნაწილი იერარქებისა საბჭოდან (ე.მ.ს.-დან – ეპ. პ.) გამოსვლას მსოფლიო ინტეგრაციული პროცესის წინააღმდეგ წასვლად მიიჩნევს. ისინი ეკლესიის წევრებს აშინებენ ეკონომიკური სიდუხჭირით, პოლიტიკური, რელიგიური და კულტურული იზოლაციით და ათასი სხვა საშინელებით. ეს ადამიანები ასე იმიტომ აზროვნებენ, რომ ეჭვი ეპარებათ თვით მაღალი ღმერთის არსებობაში, რომლის ნების გარეშე დედამიწაზე არაფერი ხდება და არ უწყიან, რომ ჭეშმარიტების სიწმიდის დასაცავად თავდადებულ ერს ღმერთი არ გაწირავს!
მეორე ნაწილი იერარქებისაა, რომლებსაც არა აქვთ ჭეშმარიტი რელიგიური განცდა, არა აქვთ სურვილი მართლმადიდებელი ეკლესიის დოგმატების გააზრებისა, ფიქრობს, რომ ეკუმენისტური საბჭოს წევრობა დიდი ცოდვა არ არის – ასეთები სხვადასხვა კომპრომისებით ცდილობენ მოატყუონ ღმერთი და საკუთარი თავი" (იქვე. გვ. 3).
აქ აუცილებლად უნდა შევნიშნოთ, რომ ეკუმენიზმის მწვალებლობაში გაბატონებული ეკლესიის ყოფნა მარტო პატრიარქის "დამსახურება" არ გახლავთ. მართალია ის უმთავრესი მოქმედი პირია ამ ვითარებაში, როგორც "ივერიის გაბრწყინების" მთელი რედკოლეგია აღიარებს, მაგრამ ეკუმენისტური იდეების დანერგვა-
"საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ე.მ.ს.-
შიომღვიმის მონასტრის მიერ მიწერილ წერილში პატრიარქ ილია II-
მეორე ნაწილი იერარქებისაა, რომლებსაც არა აქვთ ჭეშმარიტი რელიგიური განცდა, არა აქვთ სურვილი მართლმადიდებელი ეკლესიის დოგმატების გააზრებისა, ფიქრობს, რომ ეკუმენისტური საბჭოს წევრობა დიდი ცოდვა არ არის – ასეთები სხვადასხვა კომპრომისებით ცდილობენ მოატყუონ ღმერთი და საკუთარი თავი" (იქვე. გვ. 3).