არქიეპისკოპოსი პავლე (ხორავა)
გზა - მართლად სავალი
ნაწილი I
შთაფლვა თუ დასხმა?!
შთაფლვითი ნათლობის კანონიკურობისა და დასხმითი ნათლობის უკანონობის შესახებ
გზა -
ნაწილი I
შთაფლვა თუ დასხმა?!
შთაფლვითი ნათლობის კანონიკურობისა და დასხმითი ნათლობის უკანონობის შესახებ
მკითხველო, წინამდებარე წიგნი, რომლის ინტერნეტ-ვერსიასაც ჩვენს ოფიციალურ საიტზე გთავაზობთ, მართლმადიდებლური სარწმუნოების საძირკვლის გამაგრების, შენთვის ჭეშმარიტი ქრისტეანული გზის ჩვენებას ისახავს მიზნად. აქ თავმოყრილია დიდძალი კვლევითი მასალა, რომელიც ეხება დოგმატიკის, ლიტურგიკის, ეკლესიის ისტორიის და ესქატოლოგიის სფეროებს. წიგნი მდიდარია ფაქტობრივი და დოკუმენტური მასალით და მოიცავს პერიოდს I საუკუნიდან ვიდრე XXI საუკუნემდე. ავტორი გვაძლევს ნათლისღების საიდუმლოს, სხვადასხვა ლიტურგიკული წეს-ჩვეულების, 17-ე საუკუნის საეკლესიო რეფორმისა და მისი შედეგების შემჭიდროებულ, მაგრამ ამავე დროს ღრმა ანალიზს.
წიგნში მხილებულია ძველმართლმადიდებლური ეკლესიის წინააღმდეგ მიმართული ცილისწამებებისა და ბრალდებების უსაფუძვლობა; ავტორის მიზანია, ჭეშმარიტების ერთგულ ყოველ ქრისტეანს მიუთითოს გზა მართლად სავალი. იმის გასარკვევად, რომ ეს გზა სწორედ ძველმართლმადიდებლურ ქრისტეანობასთან მიდის, არა მარტო აქ მოტანილი საეკლესიო წესებისა და სხვადასხვა მოვლენის განმარტება დაგეხმარება, არამედ კრებულში თავმოყრილი სადისკუსიო მასალებიც დიდად წაგადგებგა და ორ მოპაექრე მხარეს შორის მტყუან-მართლის გარჩევაც არ გაგიჭირდება.
წიგნის პირველი ნაწილი ეძღვნება ნათლისღების საიდუმლოს, მისი შესრულების კანონიკურ და არაკანონიკურ ფორმებს; მეორე ნაწილი - 17-ე საუკუნის რუსეთის საეკლესიო რეფორმას და მის შედეგებს როგორც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისთვის, ასევე მსოფლიო მართლმადიდებლობისთვის; მესამე ნაწილი კი მთლიანად ეძღვნება ეკლესიის უძლეველობას.
ჭეშმარიტი ქრისტიანული სიყვარულით უძღვნის ამ წიგნს ძველმართლმადიდებლური ეკლესიის არქიეპისკოპოსი პავლე (ხორავა) წმიდა სარწმუნოების გზაზე შემდგარ ყოველ მართლმადიდებელს.
წიგნი გამოიცა ძველმართლმადიდებელ ქრისტეანთა შემოწირულობით.
თავი XXVI
____________________________________________________________________________________________________________________
წყაროთა გაყალბებასა და წმიდა მამათა შეცდომებზე
ჯერჯერობით პასუხგაუცემელი გვრჩება დასხმითი ნათლობის იმგვარი შემთხვევები, როდესაც, როგორც ე. ჭელიძე წერს, შთაფლვითად მონათვლისთვის არ არსებობდა არავითარი დამაბრკოლებელი ვითარება და ადამიანი მაინც დასხმითად მონათლეს. ისინი იმოწმებენ ასეთი ნათლობის მაგალითებს და იდეოლოგიურად "ამაგრებენ" წმ. კვიპრიანე კართაგენელისა და სხვა წმიდა მამათა კერძო შეხედულებებით ან იშვიათი საეკლესიო პრაქტიკით, ან კიდევ წმიდა მოწამეთა ცხოვრებით, რომლებიც საეკლესიო საიდუმლოებებს ეზიარებოდნენ ურთულეს და უმძიმეს ვითარებებში. მათ ამ შემთხვევებიდან გამოჰყავთ ის აზრი, რომ დასხმითი ნათლობა პრაქტიკულადაც გამართლებული იყო ძველ ეკლესიაში და თეოლოგიურადაც.
ეს აზრი მიუღებელია არა მარტო იმ გარემოებათა გამო, რაზეც ზემოთ უკვე საკმაოდ ვრცლად ვილაპარაკეთ, რაც ნათლისღების საიდუმლოს შესასრულებელ აუცილებელი პირობების დაცვას გულისხმობს, არამედ იმ გარემოებათა გამოც, რომ ეკლესიის ისტორიაში გვხვდება ისეთი მაგალითებიც, რომლებიც არ შეიძლება პრაქტიკაში დასანერგ ნიმუშებად გამოვიყენოთ, მიუხედავად იმისა, რომ ამგვარ უცნაურ მაგალითებს წმიდა მამათა განმარტებებიც კი ახლავს თან.
ასე მაგალითად, რომაელთა ეპისკოპოს სიქსტესადმი მიწერილ წერილში წმ. დიონისე დიდი (ალექსანდრიელი) (III ს.), რომელიც მწვალებელთაგან მონათლულთა შეწყნარების საკითხში საკუთარ აზრთა წყობასა და პრაქტიკას აჩვენებს, აღნიშნავს, რომ მან ვერ გაბედა, მოენათლა ადამიანი, ვინც არასწორად იყო მონათლული, რადგან "ვერ გავბედავდი იმ კაცის თავიდან განწესებას, ვინც ისმენდა ევქარისტიას (ანუ ესწრებოდა ლიტურგიას - არქიეპ. პ.) და წარმოსთქვამდა "ამინს", ტრაპეზთან იდგა და წმინდა საზრდოს მისაღებად ხელებს იწვდიდა და იღებდა, ჩვენი უფლის სხეულსა და სისხლს ეზიარებოდა. მაგრამ შევაგონებდი, რომ მხნედ ყოფილიყო, მტკიცე რწმენითა და კეთილი იმედით მიახლებოდა სიწმინდეთა ზიარებას" (ევსები კესარიელი. "საეკლესიო ისტორია". წიგნი VII. თ. X. გამომც. "ივირონი". თბილისი 2007. გვ. 297-298. იხ. აგრეთვე: Епископ Сергий (Серафимов). О правилах и чинопоследованиях принятия неправославных христиан в Православную Церковь. Астрахань 1904 г. Стр. 25-26).
მაშასადამე, როგორც წმ. დიონისეს ამ სიტყვებიდან ჩანს, მას თავიდან არ მიუცია ნათლისღება მოუნათლავი ქრისტეანისთვის, რადგან ის უკვე დიდი ხნის განმავლობაში ეზიარებოდა იესუ ქრისტეს უპატიოსნეს ხორცსა და სისხლს (30).
----------
30. სხვათა შორის, დიდ სჯულისკანონში არსებობს წმ. ტიმოთე ალექსანდრიელის (380-385) განწესება, რომლის მიხედვითაც "თუ შვიდი წლის კათაკმეველი ყრმა ან სრულწლოვანი კაცი მოხვდება სადმე ჟამისწირვაზე და უცოდინრობით ეზიარება... საჭიროა მისი ნათლისცემა, რადგანაც ღვთისგან არის მოწოდებული" (დიდი სჯულისკანონი. საქ. საეკლ. კალენდ. 1987 წ. გვ. 44).
----------
წმ. ბასილი დიდის თქმით, დიონისე საჭიროდ არ მიიჩნევდა თვით მონტანისტების თავიდან ნათლობასაც კი, რასაც წმიდა ბასილიმ შეცდომა უწოდა, - რადგან ვერ ხედავდა ვერავითარ საფუძველს ნათლისღების გარეშე მიეღო იმგვარი მწვალებლები, რომლებიც ნათლავდნენ მამის, ძის და მონტანისა და პრისკილას სახელით. "არ არის ნათელღებული ის, - ამბობს წმიდა მამა, - ვინც ნათელ-იღო იმათ მიმართ, ვინც არ არის ჩვენთვის მოცემული. ამიტომაც, თუმცა დიდი დიონისე არ შეხებია მათ, მაგრამ ჩვენ არ უნდა მივყვეთ ამ შეცდომას, რადგან უსწორობა ცხადზე ცხადია, ყველასთვის თვალსაჩინოა და ამის არად ჩაგდება უსამართლობა იქნებოდა" (წმ. ბასილი კესარია-კაპადუკიის ეპისკოპოსის ეპისტოლე პირველი კანონთა შესახებ ამფილოქე იკონიის ეპისკოპოსის მიმართ. საქ. საეკლ. კალენდ. 1987 წ. გვ. 400- 401).
ამრიგად, რა დასკვნის გაკეთებას შევძლებთ ამ მაგალითებიდან, ე. ჭელიძის და მის თანამოაზრეთა ლოგიკას თუ მივყვებით, და დასხმითი ნათლობის პრაქტიკის გამართლებას ცალკეულ წმიდა მამათა შეხედულებებში მოვიძიებთ?
წმიდა მამათა თხზულებებში და ეპისტოლეებში ზოგჯერ ისეთ უცნაურობებს ვხვდებით, როგორიც არა მარტო დასხმითი ნათლობის, არამედ ისეთი მწვალებლების ნათლობის შეწყნარებაა, რომელსაც ეკლესია ყოველთვის უარყოფდა (მაგალითად, მონტანისტების), ასევე ერთგზისი შთაფლვისა (გავიხსენოთ ზემოთ დამოწმებული წმ. გრიგოლ დიდის შეხედულება) და თვით მოუნათლავისაც კი (წმ. დიონისე დიდის პასუხი).
ჩვენმა ოპონენტებმა მათ მიერ წმინდანთა ცხოვრებიდან დამოწმებული დასხმითი მაგალითებისადმი ჩვენი კრიტიკული განწყობა მკრეხელობად რომ არ ჩაგვითვალონ, მკითხველს შევახსენებთ იმ ჭეშმარიტებას, რომ ზოგიერთ საკითხზე ამა თუ იმ ცალკეულ წმინდანთა შეხედულების შეცდომად გამოცხადება მკრეხელობა სულაც არ არის.
დიახ, წმ. ბასილის დიდის უდიდეს ავტორიტეტს ამოვეფარებით, თუ ვიტყვით, რომ ცდებოდა წმ. დიონისე ალექსანდრიელი, როდესაც მონტანისტებს ნათლისღების გარეშე შეიწყნარებდა ეკლესიაში, რადგან ისინი აკნინებდნენ სულიწმიდის ღირსებას და უთანაბრებდნენ ვინმე მონტანსა და პრისკილას ისე, რომ მათში სანათლავი ფორმულა "ინათლება მონა ღვთისა სახელითა მამისათა, და ძისათა, და წმიდისა სულისათა", შეცვლილი იყო გამოთქმით: "ინათლება მონა ღვთისა, სახელითა მამისათა, ძისათა და მონტანისა და პრისკილასი".
ვერაფერს ვიტყვით ასევე, ამავე დიდი მამის (ანუ წმ. დიონისეს) მიერ მოუნათლავი ადამიანის ეკლესიაში შეწყნარებაზე და მისთვის სულიწმიდის მადლის ოდენ ეკლესიაში ხანგრძლივი ყოფნით მიკუთვნებაზე, აქ და ყველა მსგავს შემთხვევაში მხოლოდ წმ. კვიპრიანე კართაგენელის სიტყვებს თუ მოვიშველიებთ: "... ყველა თვითონ აგებს პასუხს ღმრთის წინაშე საკუთარი მოქმედებისთვის" (პასუხი მაგნუსს).
სწორედ ასეთ პასუხს გავცემთ ჩვენს ოპონენტებს იმ შემთხვევებისთვისაც, როდესაც წმინდანები ან ნათლავდნენ, ან ინათლებოდნენ დასხმით მაშინ, როდესაც შთაფლვის დამაბრკოლებელი ვითარება არ არსებობდა და აშკარად ირღვეოდა ნათლისღების უფლის მიერ ბოძებული და მოციქულთაგან ქადაგებული შთაფლვითი წესი, რომელიც ყოველთვის ნორმა გახლდათ ეკლესიაში; თუ ვინმე გვეტყვის, რომ მკრეხელობაა წმიდანთა მოქმედებებში ეჭვის შეტანა, მაშინ მან პასუხი უნდა გაგვცეს ერთ კითხვაზე: რამდენად საფუძვლიანია და დამტკიცებული წმ. დიონისე ალექსანდრიელის საღვთისმეტყველო აზრი მოუნათლავი ადამიანის ეკლესიაში შეწყნარების შესახებ ან ისეთი მწვალებლების შეწყნარებისა, რომლებიც თავიდან იყვნენ მოსანათლავები (მაგალითად, მონტანისტები ან ერთგზის შთაფლულები, რომელთა ნათლობას, გარკვეული პირობებით, ქმედითად მიიჩნევდა წმ. გრიგოლ დეოლოღოსი)?
ჩვენ კი წმ. ბარსონუფი დიდის სიტყვებით განვაცხადებთ, - ზოგჯერ წმინდანებიც ცდებოდნენ და ამ განცხადებაში არაფერია მკრეხელური.
"სამწუხაროდ, - წერს ერთი თანამედროვე მღვდელმსახური, - თანამედროვე ღვთისმეტყველებაში, სულ უფრო შეიმჩნევა ზოგიერთი საღვთისმეტყველო აზრის აღორძინების ტენდენცია, რომლებიც თუმც ცალკეულ წმიდა მამებს გამოუთქვამთ, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ეკლესიის მიერ არ ყოფილა შეწყნარებული. ამგვარი მიდგომის გასამართლებლად ეყრდნობიან ე. წ. თეოლოგუმენის (კერძო საღვთისმეტყველო აზრის) კათოლიკურ თეორიას, რომლის თანახმადაც, არსებობის უფლება აქვს ნებისმიერ მტკიცებულებას, თუ ის რომელიმე წმიდა მამის მიერ იყო გამოთქმული და ამტკიცებენ, რომ, თუ ამ შეხედულებას მისდევდა რომელიმე წმინდანი, ის მხოლოდ მის კერძო აზრს შეიძლება წარმოადგენდეს და არავითარ შემთხვევაში შეცდომას, და ნებისმიერ ქრისტეანს აქვსო უფლება მისი გაზიარების. მეორე მხრივ, ზოგიერთი მორწმუნე უდიდეს მკრეხელობად მიიჩნევს შეცდომის არსებობასაც კი წმიდა მამათა თხზულებებში. ამიტომაც ზედმეტი არ იქნება გავიგოთ ეკლესიისა და თვით წმიდა მამათა აზრი ამ საკითხზე.
ყველაზე მკაფიოდ ეკლესიის ამ პრობლემისადმი დამოკიდებულება გამოხატა ღირ. ბარსონუფი დიდმა, რომელმაც პასუხი გასცა თავისი სავანის ერთ-ერთი ბერის კითხვას, რომელსაც წმ. გრიგოლ ნოსელის სწავლების ცალკეული ასპექტები აინტერესებდა. ამასთან თვით წმიდა მამა აცხადებს და ხაზს უსვამს, რომ ლაპარაკობს განსაკუთრებული გამოცხადებით, რომელიც მას ღმრთისგან მიუღია, რაც მოცემულ შემთხვევაში შეცდომის არსებობას გამორიცხავს" ("Сам преподобный при этом открывает и подчеркивает, что говорит по особому откровению, полученному им от Бога. Это заставляет исключить в данном случае возможность ошибки". ციტ. Священник Дмитрий Моисеев. Ошибались ли святые? https://azbyka.ru/oshibalis-li-svyatye ) (URL-ს მიმართვის თარიღი: 25.08.2020).
ამრიგად, მოდი მივმართოთ ღირს მამათა - ბარსონუფი დიდისა და იოანეს "სულიერ სახელმძღვანელოს", რომელიც შედგენილია მოწაფეთა კითხვებზე გაცემული პასუხების მიხედვით.
"კითხვა 610: "... წმ. გრიგოლ ნოსელი... ამბობს, რომ წამება შემსუბუქდება და დასრულდება. ამრიგად, გვითხარი, ჩვენო მამაო, რატომ არ მეტყველებს ასეთი კაცი სამართლიანად, როგორც ეკადრებოდა ეს სულიწმიდის შთაგონებით მოლაპარაკე წმიდა კაცს. ასევე სამოთხის შესახებ ზოგიერთი მამა და მოძღვარი ეწინააღმდეგება ერთურთს... და წმიდა წერილის ზოგიერთ თავშიც კი შეიძლება ვიპოვოთ განსხვავებანი. გთხოვთ, მეუფეო, განგვიმარტე ეს საკითხი".
ბარსონუფის პასუხი: "... მაშ ასე, ისმინეთ, რა გამომიცხადა ღმერთმა სამი დღით ადრე, სანამ ამ შეკითხვას მომწერდით... ნუ იფიქრებთ, რომ ადამიანებს, თუნდაც წმინდანებს, შეეძლოთ სრულიად ჩასწვდომოდნენ ღმრთის მთელს სიღრმეს; რადგან მოციქული ამბობს: "რადგან ჩვენ ნაწილობრივ ვიცით, ნაწილობრივ კი წინასწარვმეტყველებთ" (1 კორ. 13:9)... წმიდანები, რომლებიც მოძღვრები გახდნენ ან თავისთავად, ან ამისკენ სხვა ადამიანთა მიერ იძულებულნი, საკმაოდ წარემატნენ, აღემატნენ თავიანთ მოძღვრებს და ზეგარდმო შთაგონებით თავიანთი სწავლებებიც გადმოსცეს, მაგრამ, ამასთან ერთად, შეინარჩუნეს ისიც, რაც ადრინდელ მოძღვართაგან მიეღოთ - ანუ არასწორი სწავლებები.
იმის შემდეგ, რაც წარემატნენ და მოძღვრები გახდნენ, ისინი არ შეევედრნენ უფალს, რათა გაეხსნა მას ადრინდელი მასწავლებლების შესახებ, სულიწმიდის მიერ იყო თუ არა შთაგონებული ის, რასაც ისინი ასწავლიდნენ, არამედ, პატივს მიაგებდნენ რა მათ, როგორც უბრძნეს და გონიერ მოძღვართ, მათ სიტყვებს არ გამოიკვლევდნენ; ასე შეერია ადრინდელ მოძღვართა სიტყვები მათ საკუთარ სწავლებას და წმიდანებიც ზოგჯერ ამბობდნენ იმას, რაც თავიანთ მოძღვართაგან სმენოდათ, ზოგჯერ კი იმას, რასაც საღად მისწვდნენ საკუთარი გონებით; ამის შედეგად, ერთიც და მეორეც მათ მიაწერეს.
სხვათა სწავლების შემწყნარებელი წმიდა მამები, წარემატნენ რა ღვაწლში და გახდნენ უკეთესნი, სულიწმიდით ამბობდნენ იმას, რაც მათ სულიწმიდის მიერვე მიენდოთ; მაგრამ ამბობდნენ იმასაც, რაც ადრინდელი მოძღვრებისგან სმენოდათ, და არ იკვლევდნენ მათ სიტყვებს, მაშინ როდესაც უნდა გამოეკვლიათ ისინი და ღმრთისადმი ლოცვითა და სულიწმიდისეული განათლებით დარწმუნებულიყვნენ, სამართლიანნი იყვნენ თუ არა ისინი.
ასე აირია სწავლებები და ყველაფერი, რასაც ეს წმიდა მამები ამბობდნენ, მათ სახელს მიეწერა. ამიტომ, როცა გესმის, როგორ ამბობს რომელიმე მათგანი საკუთარ თავზე, რომ სულიწმიდისგან ნაუწყებს ქადაგებს, უეჭველად უნდა შეიწყნარო, და ჩვენც სწორედ ამისი უნდა გვწამდეს; ხოლო, როდესაც წმიდა კაცი ზემოთხსენებულ შეხედულებებზე მსჯელობს, მაგრამ არ ამბობს, რომ თავისი სიტყვები ზეგარდმო გამოცხადებით მიუღია, მაშინ ის ამ წმიდა კაცის ადრინდელი მასწავლებლებისგან არის ბოძებული, და მანაც, მიენდო რა მათ ცოდნას და სიბრძნეს, შეიწყნარა იგი ისე, რომ ღმრთისთვის არ უკითხავს, არის თუ არა ეს სწავლება ჭეშმარიტი..." (Преподобных отцев Варсануфия великаго и Иоанна. Руководство к духовной жизни в ответах на вопрошение учеников. Пер. с греческого. Изд. Моск. Подворье Свято-Успенского Псковско-Печерского монастыря. Изд. Правило веры. 1995 г., стр. 385).
კითხვა 611: "... რატომ დაუშვა ღმერთმა, ასეთ წმიდა კაცებს ჰქონოდათ არასწორი შეხედულებები, თუნდაც არ ეთხოვოთ მისთვის გულისხმისყოფა; და რატომ არ მიეცა იგი მათ თუნდაც იმ საცთურის ასაცილებლად, რომელიც შესაძლოა შემდეგ მიეღოთ მათ მკითხველებს? - რამეთუ, მართალია, თვითონ არც მართალ სარწმუნოებაში დაბრკოლებულან და არც სათნოებებში, მაგრამ ჩემნაირი უდებნი და უძლურნი, რომელთაც არ უწყიან თქვენი ნათქვამი და რომელთაც უეჭველად სწამთ ამ წმიდა მამების, ადვილად დაზიანდებიან იმ აზრისგან, რომ წმინდანებიც შეიძლებოდა შემცდარიყვნენ და ვერ ჩასწვდომოდნენ ყველა საიდუმლოს; რომ ისინი არ შეევედრნენ უფალს გაეგოთ, სამართლიანია მათი შეხედულებები თუ მცდარი..." (ციტ. იქვე, გვ. 388).
"პასუხი: ღმერთი კი არ ტოვებს ასეთ კაცებს ცთომილებაში, არამედ ის, ვისაც ეკითხებიან ცხოვნების გზის შესახებ, სიმართლეს არ ამბობს და ცთომილებაში ტოვებს მეორეს. წმინდანები კი ამის შესახებ ღმერთს არ ეკითხებოდნენ, რათა მისგან გაეგოთ ჭეშმარიტება. ხოლო კითხვა, თუ რატომ არ ეწინააღმდეგებოდა ღმერთი ამგვარ ცთომილებებს თავისი მადლით იმათ სასარგებლოდ, რომლებიც შემდეგ წაიკითხავდნენ ამ თხზულებებს, შეგიძლია მკითხო ყოველ ცოდვილზეც: რატომ არ ეწინააღმდეგებოდა ღმერთი ცოდვილს თავისი მადლით, როდესაც იცოდა, რომ საკუთარი ცოდვებით აცთუნებდა მრავალთ და მისგან ცთუნებულნი დაზიანდებოდნენ? ასე რომ მოხდეს, ადამიანის სიცოცხლე თავისუფალი კი არ იქნება, არამედ ძალადობას დაქვემდებარებული; და ვის შეუძლია ეწინააღმდეგოს ღმერთს, თუ ის ამგვარად მოინდომებს ყოველი ადამიანის ცხონებას? განა წმიდა წერილში არ არის ის გამონათქვამები, რომელთა გამოც ბრკოლდებიან წერილის სულიერი შინაარსის ვერშემცნობი უმეცრები და უგუნურნი?" (ციტ. იქვე).
"ამრიგად, გვმართებს თუ არა თქმა იმისა, რატომ არ გაუხსნა ღმერთმა ყველას წმიდა წერილის სულიერი შინაარსი, რათა ადამიანები არ დაზიანებულიყვნენ, და ეს საქმე მიანდო სხვადასხვა დროს მცხოვრებ წმიდათ, რათა ეღვაწათ და განემარტათ ყოველი საჭირო საკითხი? სწორედ ამიტომაც არიან მასწავლებლები და კომენტატორები, როგორც ამას ბრძანებს მოციქული (1 კორ. 12:28, 30)... როგორც წინასწარმეტყველთა და მოციქულთა მეშვეობით გვიჩვენა გზა უფალმა, თუმცა ყოველი მათგანი კერძოდ მეტყველებდა, მხოლოდ ერთი რომელიმე მათგანის მეშვეობით როდი გვიქადაგებდა ჭეშმარიტებას, არამედ მისივე ნებით, როგორც მათთვის დატოვებული, ექადაგებოდა სხვებს, ასევე იქმოდა ის მოციქულთა შემდეგ მცხოვრებ წმიდათა შემთხვევაშიც: იმას, რის შესახებაც ერთნი დაეჭვებით ლაპარაკობენ, მათ შემდეგ არსებულნი განმარტავენ, რათა ღმერთი ყოველთვის იქებოდეს თავის წმიდათა შორის" (ციტ. იქვე).
ამ საკითხისადმი მსგავს დამოკიდებულებას ვხვდებით სხვა წმიდა მამებთანაც. ასე, მაგალითად, წმ. იოანე კასიანე რომაელი (360-435) როდესაც ნეტ. ავგუსტინეს წიგნებზე მსჯელობს, შენიშნავს: "უგანათლებულეს კაცებთანაც ვხვდებით ისეთ რამეს, რაც შეიძლება განიხილო და ეჭვქვეშ დააყენო" ("Даже у весьма ученых мужей есть то, что можно рассматривать, подвергая сомнению". ციტ. Иером. Серафим (Роуз). Вкус истинного православия. М., 1995, стр. 31).
წმიდა მამებში არსებულ შეცდომებს წმ. პატრიარქი ფოტიც აძლევს მართლმადიდებლურ შეფასებას: "განა მცირე იყო რთული ვითარებანი, რომლებიც აიძულებდა მრავალ მამას კერძოდ და არაზუსტად გამოეთქვა თავისი აზრი, ნაწილობრივ ემსჯელა მტერთა თავდასხმის ვითარებიდან გამომდინარე, ნაწილობრივ კი ადამიანური უმეცრებით, რომელსაც ისინიც იყვნენ დაქვემდებარებულნი? და თუ ზოგიერთი მაინც რაიმეს იტყოდა არაზუსტად ან ჩვენთვის უცნობი მიზეზის გამო გადაიხრებოდა მართალი გზიდან, მხოლოდ იმიტომ, რომ არ გამოუკვლევია საკითხი და არც ყოფილა ვინმე, მიეწოდებინა მათთვის სწორი სწავლება ჭეშმარიტების შესაცნობად - ჩვენ მათ მაინც წმიდა მამათა რიცხვში ვტოვებთ, ზუსტად ისე, თითქოსდა არც კი ეთქვათ ამგვარი რამ, ნაწილობრივ მათი ცხოვრების ღირსშესანიშნაობისა და ბრწყინვალე სათნოებების გამო, ნაწილობრივ კი სხვამხრივ მათი სარწმუნოების უზადო სიწმიდის გამო; მაგრამ არ მივსდევთ მათ სიტყვვებს იქ, სადაც მათ შესცოდეს" (Цит. по Архиеп. Филарет (Гумилевский). Историческое учение об отцах Церкви, Св.-Троицкая Сергиева Лавра, 1996, т. 3, стр. 334).
თვით ნეტარი ავგუსტინე, რომელიც მართლმადიდებლობისთვის მიუღებელი ზოგიერთი იდეის შეწყნარებისდა მიუხედავად, უსიტყვოდ მიეკუთვნება წმინდანთა დასს (მისი ხსენება დაწესებულია ძვ. სტ. 15 ივნისს), "სამების შესახებ" თავისი წიგნის დასკვნით ნაწილში წერდა: "უფალო, ერთო ღმერთო, სამებაო, ის, რაც შენგან მითქვამს ამ წიგნში, დე მიღებულ იქნეს, როგორც შენი; ხოლო, რაც ჩემით მითქვამს, მომიტევე და მათაც მომიტევონ, ვინც შენგანნი არიან" (Иером. Серафим (Роуз), цит. соч., стр. 39).
წმ. მარკოზ ეფესელი თავის მეორე ჰომილიაში "განმწმენდელი ცეცხლის შესახებ" წმ. გრიგოლ ნოსელის სწავლებებში არსებული შეცდომების გამო შენიშნავს: "თქვენ გიკვირთ, რომ ჩვენ ვფიქრობთ მასზე, როგორც ადამიანზე რომ შეიძლებოდა შემცდარიყო, და რომ ჩვენი ამგვარი აზრი დამღუპველია დოგმატიკის და წმინდა წერილისთვის. ამაზე გპასუხობთ, რომ დიდი განსხვავებაა ეკლესიის გადმოცემულ და კანონიკურ მწერლობას და მამათა პირად ნააზრევს შორის. პირველის, როგორც ღვთის დადგენილის უნდა გვჯეროდეს უსიტყვოდ, მეორე კი უნდა შევუსაბამოთ წმინდა წერილს და გამოვიკვლიოთ შეესაბამება თუ არა მას. მაშინ ეკლესიის კრებებს აზრი არ ექნებოდა, თუ ყველა მამათაგანი არასოდეს ცდებოდა. ასე რომ ამგვარი მოწიწება, მორჩილება და პატივისცემა გვმართებს მხოლოდ წმიდა წერილის მიმართ. გრიგოლ ნოსელი კი, როგორც ადამიანი შეცდა რამდენიმე სწავლებასთან დაკავშირებით, მაშინ როცა ეს საკითხი ჯერ კიდევ არ იყო გამოკვლეული" (წმიდა მარკოზ ეფესელი და ფლორენციის უნია. ითარგმნა პროტოპრესვ. ამბროსი პოგოდინის წიგნიდან "წმ. მარკოზ ეფესელი და ფლორენციის უნია". მთარგმნ. ნათია მაღალაშვილი. გამომცემლის მითითების გარეშე. გვ. 64).
"შესაძლოა ვინმე ეკლესიის მოძღვარიც იყოს, - ბრძანებს წმ. მარკოზ ეფესელი, - მაინც ყველაფერს სწორად როდი ამბობდეს. … ამ მხრივ, გარკვეულწილად ფეხი დაუცდათ დიონისეს, ალექსანდრიის ეპისკოპოსსა და გრიგოლ საკვირველმოქმედს; თუმცა ერთმა მათგანმა მოწამეობრივი გვირგვინი მიიღო, მეორემ კი ისე იღვაწა, რომ სახელიც კი საკმარისია ქებისა და დიდებისთვის" (Архим. Амвросий (Погодин), Святой Марк Эфесский и Флорентийская Уния. «Сирин», 1994, стр. 128).
წმ. ბასილი დიდი მღვდელმოწამე დიონისე ალექსანდრიელზე (ხს. 5 ოქტ. ძვ. სტ.) ამბობს: "ყველაფერი როდი აღმაფრთოვანებს იქიდან, რაც ამ წმიდა კაცს დაუწერია; არის ზოგი რამ, რასაც აბსოლუტურად არ ვეთანხმები. რადგან, შესაძლოა ეს იყო ის ... ვინც გამოიღო ანომეველთა უკეთურების პირველი თესლი. მაგრამ ამისი მიზეზი, როგორც ვფიქრობ, მისი სულის ცუდი მიმართულება კი არ არის, არამედ მხურვალე სურვილი, წინააღმდეგობა გაეწია საბელიოზისთვის" (Архим. Амвросий (Погодин), указ. соч., стр. 128).
უფრო მეტიც, ცდებოდნენ ის კრებებიც კი, რომელთა დადგენილებები კანონიკურად არის მიჩნეული. ასე მაგალითად, VI მსოფლიო კრების 16-ე კანონი ასწორებს შეცდომას, რომელიც დაუშვია ნეოკესარიის კრებას თავის 15-ე კანონში . ნეოკესარიის მამებმა დააწესეს, რომ ნებისმიერ, თუნდაც ძალიან დიდ ქალაქში, არ უნდა იყოს შვიდ დიაკვანზე მეტი, და ამ გადაწყვეტილებაში ეყრდნობიან მოციქულთა საქმეებს. მეექვსე მსოფლიო კრების მამებმა კი შეასწორეს ისინი, და თქვეს, რომ ის დიაკვნები ტრაპეზის მსახურები იყვნენ, და არა საიდუმლოთა, ამიტომაც, მღვდელმსახურ-დიაკვნებს არ უნდა ეხებოდეთო რიცხობრივი შეზღუდვა" (См. Книгу Правил, а также указ. соч. архим. Амвросия, стр.28) (ციტ. იქვე).
ამგვარად, ეკლესიის სწავლება ამ საკითხთან დაკავშირებით სრულიად ცალსახად ბრძანებს, რომ ჩვენი სიცოცხლე უნდა მივანდოთ არა ერთი ან რამოდენიმე წმიდა მამის შეხედულებას, არამედ მთელი ეკლესიის კრებით გადმოცემას და, თუ ბრმად არ უნდა შევიწყნარებდეთ წმიდა მამათა ყველა გამონათქვამს, რომელიც დოგმატურ საკითხებთან, ანუ ჩვენი ცხოვნებისთვის უმნიშვნელოვანეს საკითხებთან დაკავშირებით არის გამოთქმული, მით უფრო უფლება არ გვაქვს ჭეშმარიტების რანგში ავიყვანოთ წმიდა მამათა კერძო მოსაზრებები, რომლებიც ან ფრთხილად და კერძო შეხედულების კატეგორიით არის გამოთქმული, ან კიდევ ეკლესიაში დამკვიდრებულია სხვადასხვა ვითარების გამო გავრცელდა.
ყოველივე ზემოთ თქმულიდან გამომდინარე ვაცხადებთ, რომ ჩვენი მიზანი მორწმუნეთა დაბნევა კი არ არის, - ან ვინმესთან ბრძოლა, როგორც ამას გვიკიჟინებენ ე. ჭელიძე და მისი მიმდევრები, არამედ მოწოდება საღად მივუდგეთ წმიდა მამების მემკვიდრეობასა და ეკლესიის ისტორიის ზოგიერთ ფაქტს, რომელიც ხშირად გვაკვირვებს თავისი უცნაურობით.
სამართლიანად ამბობს ჩვენ მიერ დამოწმებული მღვდელმსახური, რომ "ყოველი ქრისტეანი ვალდებულია შეეძლოს ზეციური სწავლების ხორბლის გამორჩევა მიწიერი სამყაროს ღვარძლისგან. ეს არავითარ შემთხვევაში არ აკნინებს ჩვენს მოწიწებას წმიდა მამათა წინაშე, რამეთუ ეკლესია დიდი ღვთისმეტყველის, წმ. ფოტი კონსტანტინოპოლელის პირით მოუწოდებს ყველას "არ შეიწყნარონ სწავლებად ის, რაშიც ისინი (წმ. მამები) ცდებოდნენ, არამედ ადამიანებს მიაგონ პატივი"" (В. М. Лурье. Послесловие к книге св. Григория Нисского «Об устроении человека», стр. 174) (Священник Дмитрий Моисеев. Ошибались ли святые? https://azbyka.ru/oshibalis-li-svyatye ) (URL-ს მიმართვის თარიღი: 25.08.2020).
ამდენად, თუკი წმიდანები ზოგჯერ დოგმატურ საკითხებშიაც კი უშვებდნენ შეცდომებს, რატომ უნდა იყოს მკრეხელური თქმა იმისა, რომ შესაძლოა შემცდარიყვნენ იმ დოგმატურ საკითხშიც, რომელიც ნათლისღების საიდუმლოს შინაარსთან არის დაკავშირებული, მით უმეტეს, თუ ამ წმიდა მამებს თავად არსად არასოდეს გადმოუციათ სწავლება იმისა, თუ რას ნიშნავს დასხმა ან პკურება და როგორია მისი საღვთისმეტყველო შინაარსი?!
რა ვითარებას შეიძლებოდა გამოეწვია ასეთი ცთომილება? ნაწილობრივ ამის პასუხს გვაძლევს წმ. ბარსონუფი დიდის პასუხები, რომელიც ამგვარი ცთომილების საფუძვლად სწავლების არაჯეროვან გამოკვლევას, საკუთარ მოსაზრებაზე დაყრდნობას და ადრინდელი პრაქტიკისადმი უკრიტიკო დამოკიდებულებას ასახელებს.
მაცხოვარმა თავიდანვე ასწავლა ნათლისღების საიდუმლო მოციქულებს და როდესაც უთხრა: "მაშ, წადით, დაიმოწაფეთ ყველა ხალხი და ნათელი ეცით მათ მამის და ძის და სული წმიდის სახელით; ასწავლეთ მათ დაიცვან ყველაფერი, რაც გამცნეთ" (მათე 28:19), რითაც მიანიშნა მათ, მოსანათლი მოენათლათ წმ. სამების სახელით და სამგზის შთაფლვით, რადგან როგორც ეს ზემოთ უკვე ვნახეთ, თითქმის ყველა ავტორიტეული ღვთისმეტყველი ტერმინ "ნათლისღების" (ბაპტისმა) ძირითად აზრად შთაფლვას მიიჩნევს. ამას ადასტურებს მოციქულთა პრაქტიკაც, რომელთა სწავლება ამ საკითხზე აისახა ისეთ კანონიკურ კრებულებში, როგორიცა არის "მოციქულთა კანონები" და "მოციქულთა განწესებანი", სადაც ლაპარაკია მხოლოდ შთაფლვაზე და კრინტიც კი არ არის დაძრული დასხმაზე. ზუსტად ასე იქცევიან პირველი საუკუნის წმიდა მამები, რომელთა სწავლებაში ნათლისღების შესახებ აბსოლუტური ერთსულოვნებაა და რომლებიც ასწავლიან, რომ ადამიანი სულიერი აღორძინებისა და ცხოვნებისთვის უნდა მოინათლოს წყალში სამგზის შთაფვლით, მამის, ძის და სულიწმიდის სახელით.
გვიანდელ წყაროში, კერძოდ, III საუკუნეში, წმ. კვიპრიანე კართაგენელის პასუხიდან ეპისკოპოს მაგნუსისადმი, ნათლად ჩანს, რომ ამ დროის ეკლესია დასხმითად მონათლულებს (ძირითადად კლინიკოსებს) თავიდანაც კი ნათლავდა, რასაც არ ამართლებდა კართაგენის არქიეპისკოპოსი და ურჩევდა მათ არ დაებრკოლებინათ დასხმითად მონათლულნი. მაგრამ იმის შემდეგ, რაც დაიწყო საშინელი დევნა ქრისტეანთა წინააღმდეგ, გამოუვალი ვითარების გამო (საპყრობილეებსა და სხვა უწყლო ადგილებში) საჭირო გახდა ნათლისღების იმიტირება და მისი სიმბოლური სახით გამოსახვა, რაც აღესრულებოდა მოსანათლავის თავზე წყლის მცირე რაოდენობის დასხმით და ამგვარად მონათლულებს სულიწმიდა ენიჭებოდათ საკუთარი რწმენისა და ღვთისმოსავი განზრახვის ძალით და არა იმიტომ, რომ დასხმა იყო მაცხოვრისა და მოციქულთა მიერ დაწესებული კანონიკური წესი.
სწორედ ამიტომაც არ ყოფილა არასოდეს ნათლისღების დასხმითი წესი საეკლესიო ნორმა და კანონი. აი, სწორედ ამ ფაქტების გააზრებაში იჩენს თავს ზოგიერთი წმიდა მამის თუ მოძღვრის ან თუნდაც ადგილობრივი ეკლესიის უკრიტიკო პრაქტიკა, ავტომატურად აიღოს მოწამეთა ცხოვრებიდან ხსენებული წესი და დანერგოს ეკლესიაში. ეს პროცესი მიმდინარეობდა არა ერთბაშად, არამედ თანდათანობით, საუკუნეთა განმავლობაში. ბოლოს დადგა დრო, როდესაც ეკლესიის მოძღვრებმა ნათლისღების საიდუმლოს ორი უძირითადესი მომენტიდან (ნათლობისას სამგზისი შთაფლვა და სამების თითოეული იპოსტასის მოწოდება ყოველ შთაფლვაზე) ძირითადი აქცენტი წმიდა სამების პირთა მოწოდებაზე გადაიტანეს. აქედან გამომდინარე, თანდათანობით დაკნინდა ნათლობის საიდუმლოს ერთ-ერთი უძირითადესი მომენტი, ქრისტესთან თანადამარხვის, ანუ შთაფლვის უაღრესი მნიშვნელობა, რომელმაც დროთა განმავლობაში ადგილი დაუთმო დასხმით ნათლობას. თუმცა არც ამ პროცესს ჩაუვლია უმტკივნეულოდ, რადგან ცალკეული წმიდა მამები თუ ადგილობრივი ეკლესიები თავიანთი სწავლებებითა და დადგენილებებით მძაფრად ეწინააღმდეგებოდნენ ამ პრობლემას. ეს დამოკიდებულება გამოიხატა დასხმითი ნათლობების აკრძალვაში და შთაფლვითი ნათლობის მნიშვნელობის განმარტებაში.
კიდევ უფრო გვიან ეკლესია გადაჭრით ებრძვის დასხმით ნათლობას, რადგან მან უკვე იმდენად შეავიწროვა ნათლობის შთაფლვითი წესი, რომ XVII საუკუნის დასავლეთში ის საბოლოოდ დამკვიდრდა, როგორც კანონიკური წესი, და აღმოსვლეთზეც იწყო თავისი მავნე ზეგავლენის გავრცელება. სწორედ ამისი რეაქცია გახლდათ რუსეთის, საბერძნეთისა და სხვა ადგილობრივ ეკლესიათა კრებებისა თუ მოძღვრების მძაფრი წინააღმდეგობანი. მათ მიიღეს სპეციალური დადგენილებები, რომელთა თანახმადაც, ლათინური დასხმითი ნათლობა (ლათინური იმიტომ, რომ ადრე არსებული გამონაკლისი ან იშვიათ და რთულ ვითარებაში მიღებული დასხმითი ნათლობა სწორედ მათ აიყვანეს საყოველთაო კანონისა და პრაქტიკის რანგში) გამოაცხადეს არა ნათლობად, რომელიც სიცოცხლეს ანიჭებს მოსანათლს, არამედ "თავის ბანვად", რომელსაც იოტისოდენა ნათლის მინიჭება არ ძალუძს მოსანათლავისთვის (ნიკოდიმოს მთაწმიდელი და სხვა "ათონელი კოლივადები", კათალიკოსი ბესარიონ ორბელიშვილი, აღმოსავლელ იერარქთა ოროსები და სხვა) და "ნათლის მინიჭების მაგიერ სამარადისოდ დაუტევებს ბნელში" (კათალიკოსი ბესარიონ ორბელიშვილი). სხვაგვარად რომ ვთქვათ, XIII საუკუნიდან მოყოლებული, მართლმადიდებლური ეკლესია ამტკიცებს, რომ დასხმითად "მონათლული" სინამდვილეში არის მოუნათლავი და ამ პრაქტიკას ადრე არსებული ცალკეული შემთხვევები (რაოდენ უხვიც არ უნდა იყოს ისინი) ვერ გაამართლებს.
გარდა ამისა, ნათლისღების (და არა მარტო) საკითხში უამრავი წყაროს სანდოობა მხოლოდ იმიტომ შეიძლება დადგეს ეჭვქვეშ, რომ ლათინები (და საერთოდ, ყველა ჯურის მწვალებლები), რომლებსაც საბერძნეთიდან გაჰქონდათ ძველი წერილობითი წყაროები, ამახინჯებდნენ მათ, შემდეგ დედნებს ანადგურებდნენ და გადაკეთებულებს ხელახლა გამოსცემდნენ. აი რას წერს ამის შესახებ ეპისკოპოსი სერგი თავის ანტიბეზპოპოვცურ ნაშრომში "О правилах и чинопоследованиях принятия неправославных христиан в Православную Церковь": "რომის პროპაგანდა, ანუ სარწმუნოების გამავრცელებელი საზოგადოება (Sacra Congregatio de Propaganda Fide) გამუდმებით აგზავნიდა თავის მისიონერებს აღმოსავლეთში, რომლებიც აქ აფუძნებდნენ თავიანთ საეპისკოპოსოებს, კათოლიკურ მონასტრებს, ლათინურ სასწავლებლებს და არცთუ იშვიათად მიმართავდნენ სისასტიკესა და ძალადობას, ანგრევდნენ მართლმადიდებლურ მონასტრებს, ავიწროებდნენ მართლმადიდებელ მღვდელმსახურებს და ა. შ.
XVI-XVII საუკუნეებში მართლმადიდებლური ეკლესიის მდგომარეობა აღმოსავლეთში კიდევ უფრო ნაკლებად განაწყობდა ბერძნებს რომაელი კათოლიკეებისადმი. მითითებული პროპაგანდის გარდა, ამ პერიოდში აქ ვრცელდება ლათინთა ახალი მისიონერული საზოგადოება იეზუიტთა ორდენი (დაარსდა XVИ ს. ნახევარში), რომლებმაც ასევე დააფუძნეს თავიანთი მონასტრები, საავადმყოფოები და სასწავლებლები, ყველგან ავრცელებდნენ თავიანთ თხზულებათა ბეჭდვით გამოცემებს და ლათინურ კატეხიზმოებს, იწერდნენ მართლმადიდებლურ წიგნებს, ამახინჯებდნენ მათ და ამ დამახინჯებული სახით ბეჭდავდნენ შემდეგ რომში მართლმადიდებელთა შორის გასავრცელებლად" (Епископ Сергий (Серафимов). О правилах и чинопоследованиях принятия неправославных христиан в Православную Церковь. Астрахань, 1904, стр. 94).
უნდა აღინიშნოს, რომ მწვალებელთა მიერ წყაროთა დამახინჯებას საკმაოდ დიდი ისტორია აქვს. აპოკრიფებზე რომ არაფერი ვთქვათ, ჯერ კიდევ IV საუკუნის წმიდა მამები (წმ. ბასილი დიდი, ნეტ. ავგუსტინე და სხვები) აღშფოთებით წერდნენ იმის შესახებ, რომ მწვალებლები ავრცელებდნენ მათი სახელით წარწერილ წიგნებს. მწვალებელთა ამგვარი მცდელობა აქამდე არ განელებულა და დღევანდელი ფალსიფიკატორები, ძველ ფალსიფიკატორთა "ნაღვაწზე" დაყრდნობით, ათასგვარ მწვალებლურ შეხედულებას ამკვიდრებენ.
ერთ-ერთ ქართულ წყაროში ვკითხულობთ: "ორიგენისტული სულით გამსჭვალული თანამედროვე ლიბერალი ღვთისმეტყველები ძალიან დიდი მონდომებით ცდილობენ პატროლოგიაში, წმიდა მამათა თხზულებებში იპოვონ ისეთი აზრი, შეხედულება, რომელიც უარყოფილია ეკლესიის მიერ. "ოპტიმისტი პატროლოგები" (მათ რიცხვშია პროფ. ე. ჭელიძეც - არქიეპ. პ.) შემდეგნაირად მსჯელობენ: თუ წმიდა მამამ თქვა, ე.ი. მისაღებია. მაგრამ ასეა სინამდვილეში?
ჯერ ისიც საეჭვოა, ნამდვილად ფიქრობდა თუ არა წმინდანი ასე და ეს ასეც რომ იყოს, უპრიანია გავეცნოთ წმიდა მამების, ეკლესიის დამოკიდებულებას წმ. გრიგოლ ნოსელის ესქატოლოგიური სწავლების მიმართ.
როდესაც წმიდა ბარსანუფი დიდს ჰკითხეს წმ. გრიგოლის ამ მოსაზრების (საყოველთაო ცხონების) შესახებ, მან ბრძანა: "ნუ იფიქრებთ, რომ ადამიანს, თუნდაც წმინდანს, შეუძლია სრულფასოვნად ჩაწვდეს ღვთის ყოველ საიდუმლოს... როცა წმიდა მამა საუბრობს ზემოაღნიშნულ საკითხზე, ის არ დებს მასში ისეთ მნიშვნელობას, ვით ზეგარდამო შთაგონებულს. ეს განპირობებული იყო იმ ცოდნით, რომელიც წმ. გრიგოლ ნოსელმა შეიძინა მანამდე და რომელიც არ გამოცადა დროში და არ გამოიკვლია ღვთისგან არის თუ არა იგი" (Преп. Варсануфий Великий и Иоанн. Руководство к духовной жизни. М. 1995. გვ. 388).
წმიდა გერმანე კონსტანტინოპოლელმა (VII-VIII სს.) იგუმანა, რომ ეს შეხედულება წმ. გრიგოლის თხზულებებში ორიგენისტების ჩამატებული იყო: "ის აბსურდული აზრი, თითქოს მარადიულ სატანჯველს მიცემულ დემონებსა და ადამიანებს ოდესმე ელის გამოხსნა, წმინდანის წმიდა და ჯანსაღ შემოქმედებაში შეურიეს ორიგენისტებმა" (ციტ. Митр. Макарий (Оксиюк). Эсхатология св. Григория Нисского. Историко- догматическое исследование. Киев, 1914. გვ. 132. 565).
კონსტანტინოპოლის პატრიარქი წმ. ფოტი თავის ნაშრომში წერს: "თუ წმ. პატრიარქმა გერმანემ VIII საუკუნეში როგორ გამოიკვლია წმ. გრიგოლ ნოსელის თხზულებები, ორიგენეს შეცდომებისაგან სრულიად დაზღვეულად აღიარა ისინი და დაამტკიცა, რომ მცდარი სწავლება მარადიული სატანჯველის დასასრულის შესახებ წმ. გრიგოლის სულის სარგო ნაშრომებში ერეტიკოსების მიერ იყო ჩამატებული" (Творения. Св. Петр. (Домаск.) М. 2001. გვ. 117).
წმიდა გრიგოლ ნოსელის თხზულებებში ეს მოსაზრება ორიგენული მწვალებლობის შესახებ ჩამატებული რომ იყო, ეს წმ. მარკოზ ეფესელმაც იეჭვა. იგი ლათინებისადმი მიმართულ პოლემიკურ წერილში წმ. გრიგოლის გამოსარჩლების მიზნით წერდა: "შესაძლებელია დაამახინჯეს და ჩაამატეს ერეტიკოსებმა და ორიგენისტებმა, რომლებიც მრავლად ჰყვაოდნენ იმ დროს, მეტადრე ეგვიპტისა და პალესტინის ტერიტორიაზე, რათა წმიდა მამა თავიანთი შეხედულებების მფარველად წარმოეჩინათ. შემდეგ დავძენ: წმინდანს თუნდაც ასე რომ ეფიქრა, ეს ხომ მაშინ იყო, როცა სწავლება ჯერაც კამათის საგანი გახლდათ და არა საბოლოოდ უარყოფილი, დაგმობილი იმ საპირისპირო მოსაზრებით, რომელიც მეხუთე მსოფლიო საეკლესიო კრებაზე განაჩინეს; ასე რომ, არაფერია გასაკვირი იმაში, თუ თავად წმინდანმა, როგორც ადამიანმა, შესცოდა ჭეშმარიტების ზუსტად გადმოცემაში; იგივე შეემთხვა მრავალ წმინდანს მანამდე: წმ. ირინეოს ლეონელს, დიონისე ალექსანდრიელს და სხვებს" (Св. Марк. Эфесский и Флорентинская Уния. Погодин. გვ. 68).
სხვა პოლემიკურ წერილში, სადაც წმ. მარკოზი კვლავ წმ. გრიგოლ ნოსელის ნაშრომებს განიხილავს, ამბობს: "დიდი განსხვავებაა კანონიკური სწავლების ეკლესიის გადმოცემასა და პირად შეხედულებას ან სწავლებას შორის. პირველს, როგორც ღვთის მიერ ბოძებულს, უნდა ვერწმუნოთ, ხოლო მეორეს არ უნდა დავეყრდნოთ მთლიანად ან არ მივიღოთ გამოუკვლევად, ვინაიდან, შესაძლებელია ვინმე მასწავლებელიც არის, მაგრამ არ ამბობს ყოველივეს სრული სიზუსტით; მაშინ, აბა რა საჭირო იქნებოდა მამების თავშეყრა მსოფლიო კრებებზე, თუკი ყოველი მათგანი უცდომლად ფიქრობდა და არც ერთი მათგანი არაფერში ცდებოდა?!" (იქვე გვ. 128).
ამრიგად, თუ წმ. გრიგოლ ნოსელმა ნამდვილად გამოთქვა აზრი საყოველთაო ცხონების შესახებ, ეკლესია მას არ იღებს, არც მიიღებს, ეს თუნდ ერეტიკოსების ინტერპრეტაცია იყოს, თუნდ პირადი აზრი დიდი წმინდანისა ან დამახინჯებული განმარტება მისი ნამდვილი შეხედულებებისა.
ფაქტია, რომ VI მსოფლიო საეკლესიო კრებამ წმ. გრიგოლ ნოსელი წმინდანად შერაცხა. ხოლო VII მსოფლიო კრებამ მას "მოძღვართ მოძღვარი" უწოდა. რაც შეეხება 543 წლის კონსტანტინოპოლის კრებას, რომელზეც ანათემას გადასცეს ორიგენიზმი, ცხადია, წმ. მამებმა იცოდნენ წმ. გრიგოლ ნოსელის ამ შეხედულების შესახებ, მაგრამ არ გამოუტანეს მას ისეთივე განაჩენი, როგორიც ორიგენეს და მის სწავლებას" (წმ. მამათა დისკრედიტაციის მცდელობანი. http://xareba.net/1552-tsm-mamatha-diskretizaciis-mcdelobani.html ).
წმ. ბარსანუფი დიდი წერს: "უფალმა მოგვმადლა ცხოვრების გზა წინასწარმეტყველთა და მოციქულთა მეშვეობით, თუმცა ისინი სათქმელს დამოუკიდებლად ამბობდნენ. ღმერთი მხოლოდ ერთი რომელიმე მათგანის ბაგით კი არ მეტყველებდა, არამედ - ერთის მიერ უთქმელი, ღვთის განგებით, მეორის მიერ ითქმებოდა; ასევე მოქმედებს ღმერთი შემდგომ მოღვაწე წმინდანების მეშვეობითაც: რის შესახებ ერთნი ზედაპირულად საუბრობენ, მომდევნო დროის მამები მას სრულად განმარტავენ, რათა წმინდანთა ბაგეებით ყოველთვის განიდიდოს ღმერთი" (Боговидение. Вл. Лосский. М. 2003. გვ. 298).
წმ. პატრიარქი ფოტი (IX ს.), მსჯელობს რა ზოგიერთი დასავლელი წმ. მამის კერძო საღვთისმეტყველო შეხედულებაზე, ბრძანებს: "მათ იოტისოდენადაც კი არ შეუწყნარებიათ იმგვარი რამ, რაც თქვენში უხვადაა, არამედ უფრო საკვირველი სათნოებებითა და ღვთისმოშიშებით იყვნენ შემკულნი, და თქვენებურად სწამდათ ან უცოდინრობის ან კიდევ უყურადღებობის გამო. რატომ იწესებთ ამ ადამიანურ ნაკლულევანებას მკრეხელური რწმენის კანონად და ამ თქვენი კანონით მამებს უსამართლო დამრღვევებად აცხადებთ; ადამიანებს, ვისაც მსგავსი რწმენის სანქცია არასოდეს გაუციათ და აბრალებთ მათ უკიდურეს უკეთურებას და თანაც ყოველივე ამას მათდამი დიდი სიყვარულის ნიღბით ქადაგებთ? ცუდია თქვენი მეცნიერებებისა და ძალისხმევის ნაყოფი! მამებიც ადამიანები იყვნენ და როგორც მიწის მტვრისაგან შექმნილთ, არც ერთ მათგანს არ ძალუძდა, შეუხებლად დაეცვა თავი კაცობრივ ცდომილებათაგან; და თუმც ისეც ხდებოდა, რომ ზოგჯერ ისინიც ვარდებოდნენ რაღაც უღირს და უჯერო საქმეში, მე მათთან მიმართებაში ნოეს შვილების საქციელს მივბაძავდი და ჩემი მამის სირცხვილს არ გამოვამზეურებდი, საფარველის ნაცვლად მდუმარებასა და მადლიერებას გამოვიყენებდი და თქვენგან განსხვავებით, ქამს არ მივბაძავდი. მეტიც, ქამის საქციელზე უფრო სამარცხვინოა თქვენი ქმედებები იმ ადამიანებთან მიმართებაში, ვისაც თქვენ მამებს უწოდებთ. ქამი დაიწყევლა არა მამის გაშიშვლებისთვის, არამედ იმისთვის, რომ არ დაფარა მისი სირცხვილი. თქვენ კი ააშკარავებთ თქვენს მამებს და თავსაც იქებთ თქვენი კადნიერებით. ქამმა მამის საიდუმლო ძმებს განუცხადა, თქვენ კი თქვენი მამების სირცხვილის საყურებლად ძმებს კი არა, მთელ მსოფლიოს იწვევთ. ... როგორ ბედავთ დოგმად და კანონად გაასაღოთ ის, რასაც ისინი არც დოგმატად და არც კანონად არ გვიწესებდნენ?" (ციტ. О. Серафим. О частном богословском мнении. http://www.paraklit.org/1-cherkov/blag-ogonj-stil-teologumen-troitca ).
გამომდინარე აქედან, ადამიანს, რომელიც რომელიმე საეკლესიო საკითხთან დაკავშირებით, თავის კერძო საღვთისმეტყველო აზრს გამოთქვამდა, ცთომილიც რომ ყოფილიყო, ეკლესია არ მიიჩნევდა მწვალებლად, იმ პირობით, თუ ეს აზრი ამ მამის მიერ გატარებული არ იყო, როგორც მთელი ეკლესიის სწავლება, ბეჯითად არ ადგა ამ შეხედულებას და თავს არავის ახვევდა (გავიხსენოთ, როგორი სიფრთხილით გამოთქვამს წმ. კვიპრიანე კართაგენელი მაგნუსისადმი მიწერილ წერილში თავის დამოკიდებულებას კლინიკოსთა დასხმითად ნათლობის შესახებ და როგორ ამახინჯებს ამ აზრს ე. ჭელიძე, რომელსაც, პრაქტიკულად, მწვალებლად გამოჰყავს წმ. კვიპრიანე კართაგენელი - არქიეპ. პ.), არამედ პოლემიკის პროცესში გამოითქმოდა ფრთხილად, როგორც კერძო შეხედულება. ამგვარი შემთხვევები ყოველთვის იყო ეკლესიის ისტორიაში და ყოველთვის შეიძლება ვიპოვოთ ზოგიერთი წმ. მამის ესა თუ ის აზრი, რომელიც ეკლესიას არ შეუწყნარებია, მაგრამ თვით წმ. მამა არავის გამოუცხადებია მწვალებლად.
იყო ისეთი შემთხვევებიც, როდესაც წმინდანები ან ძველი საეკლესიო მოღვაწენი ამა თუ იმ აზრს გამოთქვამდნენ არაზუსტად ან გამოთქვამდნენ არასწორ აზრებს და ამბობდნენ ამას გაკვრით. დროის იმ პერიოდში ამგვარი შეხედულების დამტკიცებისა და დაცვის აუცილებლობა არ არსებობდა, ხოლო თვით ამ აზრის თავისუფალი გამოთქმა არავის ვნებდა და ხშირად შეუმჩნეველიც რჩებოდა; ამიტომაც, არავინ არჩევდა და არც განიხილავდა ამგვარ გამონათქვამებს. ეკლესია პატიობს წმ. მამებს ასეთ შეცდომებს კიდევ იმიტომ, რომ ისინი ჯიუტად და დაბეჯითებით არასოდეს ითხოვდნენ თავიანთი აზრის გატარებას ეკლესიის პრაქტიკაში, რითაც საკუთარი მორჩილი და თავმდაბალი სულიერების მაგალითს აჩვენებდნენ.
უნდა ვიცოდეთ, რომ, როდესაც განიხილება ეკლესიის საზოგადო სწავლებასთან ან ეკლესიის საზოგადო, ნორმატულ პრაქტიკასთან შეუსაბამო შეხედულება, მხედველობაშია მისაღები ორი გარემოება:
ეს აზრი მიუღებელია არა მარტო იმ გარემოებათა გამო, რაზეც ზემოთ უკვე საკმაოდ ვრცლად ვილაპარაკეთ, რაც ნათლისღების საიდუმლოს შესასრულებელ აუცილებელი პირობების დაცვას გულისხმობს, არამედ იმ გარემოებათა გამოც, რომ ეკლესიის ისტორიაში გვხვდება ისეთი მაგალითებიც, რომლებიც არ შეიძლება პრაქტიკაში დასანერგ ნიმუშებად გამოვიყენოთ, მიუხედავად იმისა, რომ ამგვარ უცნაურ მაგალითებს წმიდა მამათა განმარტებებიც კი ახლავს თან.
ასე მაგალითად, რომაელთა ეპისკოპოს სიქსტესადმი მიწერილ წერილში წმ. დიონისე დიდი (ალექსანდრიელი) (III ს.), რომელიც მწვალებელთაგან მონათლულთა შეწყნარების საკითხში საკუთარ აზრთა წყობასა და პრაქტიკას აჩვენებს, აღნიშნავს, რომ მან ვერ გაბედა, მოენათლა ადამიანი, ვინც არასწორად იყო მონათლული, რადგან "ვერ გავბედავდი იმ კაცის თავიდან განწესებას, ვინც ისმენდა ევქარისტიას (ანუ ესწრებოდა ლიტურგიას -
მაშასადამე, როგორც წმ. დიონისეს ამ სიტყვებიდან ჩანს, მას თავიდან არ მიუცია ნათლისღება მოუნათლავი ქრისტეანისთვის, რადგან ის უკვე დიდი ხნის განმავლობაში ეზიარებოდა იესუ ქრისტეს უპატიოსნეს ხორცსა და სისხლს (30).
-
30. სხვათა შორის, დიდ სჯულისკანონში არსებობს წმ. ტიმოთე ალექსანდრიელის (380-
-
წმ. ბასილი დიდის თქმით, დიონისე საჭიროდ არ მიიჩნევდა თვით მონტანისტების თავიდან ნათლობასაც კი, რასაც წმიდა ბასილიმ შეცდომა უწოდა, -
ამრიგად, რა დასკვნის გაკეთებას შევძლებთ ამ მაგალითებიდან, ე. ჭელიძის და მის თანამოაზრეთა ლოგიკას თუ მივყვებით, და დასხმითი ნათლობის პრაქტიკის გამართლებას ცალკეულ წმიდა მამათა შეხედულებებში მოვიძიებთ?
წმიდა მამათა თხზულებებში და ეპისტოლეებში ზოგჯერ ისეთ უცნაურობებს ვხვდებით, როგორიც არა მარტო დასხმითი ნათლობის, არამედ ისეთი მწვალებლების ნათლობის შეწყნარებაა, რომელსაც ეკლესია ყოველთვის უარყოფდა (მაგალითად, მონტანისტების), ასევე ერთგზისი შთაფლვისა (გავიხსენოთ ზემოთ დამოწმებული წმ. გრიგოლ დიდის შეხედულება) და თვით მოუნათლავისაც კი (წმ. დიონისე დიდის პასუხი).
ჩვენმა ოპონენტებმა მათ მიერ წმინდანთა ცხოვრებიდან დამოწმებული დასხმითი მაგალითებისადმი ჩვენი კრიტიკული განწყობა მკრეხელობად რომ არ ჩაგვითვალონ, მკითხველს შევახსენებთ იმ ჭეშმარიტებას, რომ ზოგიერთ საკითხზე ამა თუ იმ ცალკეულ წმინდანთა შეხედულების შეცდომად გამოცხადება მკრეხელობა სულაც არ არის.
დიახ, წმ. ბასილის დიდის უდიდეს ავტორიტეტს ამოვეფარებით, თუ ვიტყვით, რომ ცდებოდა წმ. დიონისე ალექსანდრიელი, როდესაც მონტანისტებს ნათლისღების გარეშე შეიწყნარებდა ეკლესიაში, რადგან ისინი აკნინებდნენ სულიწმიდის ღირსებას და უთანაბრებდნენ ვინმე მონტანსა და პრისკილას ისე, რომ მათში სანათლავი ფორმულა "ინათლება მონა ღვთისა სახელითა მამისათა, და ძისათა, და წმიდისა სულისათა", შეცვლილი იყო გამოთქმით: "ინათლება მონა ღვთისა, სახელითა მამისათა, ძისათა და მონტანისა და პრისკილასი".
ვერაფერს ვიტყვით ასევე, ამავე დიდი მამის (ანუ წმ. დიონისეს) მიერ მოუნათლავი ადამიანის ეკლესიაში შეწყნარებაზე და მისთვის სულიწმიდის მადლის ოდენ ეკლესიაში ხანგრძლივი ყოფნით მიკუთვნებაზე, აქ და ყველა მსგავს შემთხვევაში მხოლოდ წმ. კვიპრიანე კართაგენელის სიტყვებს თუ მოვიშველიებთ: "... ყველა თვითონ აგებს პასუხს ღმრთის წინაშე საკუთარი მოქმედებისთვის" (პასუხი მაგნუსს).
სწორედ ასეთ პასუხს გავცემთ ჩვენს ოპონენტებს იმ შემთხვევებისთვისაც, როდესაც წმინდანები ან ნათლავდნენ, ან ინათლებოდნენ დასხმით მაშინ, როდესაც შთაფლვის დამაბრკოლებელი ვითარება არ არსებობდა და აშკარად ირღვეოდა ნათლისღების უფლის მიერ ბოძებული და მოციქულთაგან ქადაგებული შთაფლვითი წესი, რომელიც ყოველთვის ნორმა გახლდათ ეკლესიაში; თუ ვინმე გვეტყვის, რომ მკრეხელობაა წმიდანთა მოქმედებებში ეჭვის შეტანა, მაშინ მან პასუხი უნდა გაგვცეს ერთ კითხვაზე: რამდენად საფუძვლიანია და დამტკიცებული წმ. დიონისე ალექსანდრიელის საღვთისმეტყველო აზრი მოუნათლავი ადამიანის ეკლესიაში შეწყნარების შესახებ ან ისეთი მწვალებლების შეწყნარებისა, რომლებიც თავიდან იყვნენ მოსანათლავები (მაგალითად, მონტანისტები ან ერთგზის შთაფლულები, რომელთა ნათლობას, გარკვეული პირობებით, ქმედითად მიიჩნევდა წმ. გრიგოლ დეოლოღოსი)?
ჩვენ კი წმ. ბარსონუფი დიდის სიტყვებით განვაცხადებთ, -
"სამწუხაროდ, -
ყველაზე მკაფიოდ ეკლესიის ამ პრობლემისადმი დამოკიდებულება გამოხატა ღირ. ბარსონუფი დიდმა, რომელმაც პასუხი გასცა თავისი სავანის ერთ-
ამრიგად, მოდი მივმართოთ ღირს მამათა -
"კითხვა 610: "... წმ. გრიგოლ ნოსელი... ამბობს, რომ წამება შემსუბუქდება და დასრულდება. ამრიგად, გვითხარი, ჩვენო მამაო, რატომ არ მეტყველებს ასეთი კაცი სამართლიანად, როგორც ეკადრებოდა ეს სულიწმიდის შთაგონებით მოლაპარაკე წმიდა კაცს. ასევე სამოთხის შესახებ ზოგიერთი მამა და მოძღვარი ეწინააღმდეგება ერთურთს... და წმიდა წერილის ზოგიერთ თავშიც კი შეიძლება ვიპოვოთ განსხვავებანი. გთხოვთ, მეუფეო, განგვიმარტე ეს საკითხი".
ბარსონუფის პასუხი: "... მაშ ასე, ისმინეთ, რა გამომიცხადა ღმერთმა სამი დღით ადრე, სანამ ამ შეკითხვას მომწერდით... ნუ იფიქრებთ, რომ ადამიანებს, თუნდაც წმინდანებს, შეეძლოთ სრულიად ჩასწვდომოდნენ ღმრთის მთელს სიღრმეს; რადგან მოციქული ამბობს: "რადგან ჩვენ ნაწილობრივ ვიცით, ნაწილობრივ კი წინასწარვმეტყველებთ" (1 კორ. 13:9)... წმიდანები, რომლებიც მოძღვრები გახდნენ ან თავისთავად, ან ამისკენ სხვა ადამიანთა მიერ იძულებულნი, საკმაოდ წარემატნენ, აღემატნენ თავიანთ მოძღვრებს და ზეგარდმო შთაგონებით თავიანთი სწავლებებიც გადმოსცეს, მაგრამ, ამასთან ერთად, შეინარჩუნეს ისიც, რაც ადრინდელ მოძღვართაგან მიეღოთ -
იმის შემდეგ, რაც წარემატნენ და მოძღვრები გახდნენ, ისინი არ შეევედრნენ უფალს, რათა გაეხსნა მას ადრინდელი მასწავლებლების შესახებ, სულიწმიდის მიერ იყო თუ არა შთაგონებული ის, რასაც ისინი ასწავლიდნენ, არამედ, პატივს მიაგებდნენ რა მათ, როგორც უბრძნეს და გონიერ მოძღვართ, მათ სიტყვებს არ გამოიკვლევდნენ; ასე შეერია ადრინდელ მოძღვართა სიტყვები მათ საკუთარ სწავლებას და წმიდანებიც ზოგჯერ ამბობდნენ იმას, რაც თავიანთ მოძღვართაგან სმენოდათ, ზოგჯერ კი იმას, რასაც საღად მისწვდნენ საკუთარი გონებით; ამის შედეგად, ერთიც და მეორეც მათ მიაწერეს.
სხვათა სწავლების შემწყნარებელი წმიდა მამები, წარემატნენ რა ღვაწლში და გახდნენ უკეთესნი, სულიწმიდით ამბობდნენ იმას, რაც მათ სულიწმიდის მიერვე მიენდოთ; მაგრამ ამბობდნენ იმასაც, რაც ადრინდელი მოძღვრებისგან სმენოდათ, და არ იკვლევდნენ მათ სიტყვებს, მაშინ როდესაც უნდა გამოეკვლიათ ისინი და ღმრთისადმი ლოცვითა და სულიწმიდისეული განათლებით დარწმუნებულიყვნენ, სამართლიანნი იყვნენ თუ არა ისინი.
ასე აირია სწავლებები და ყველაფერი, რასაც ეს წმიდა მამები ამბობდნენ, მათ სახელს მიეწერა. ამიტომ, როცა გესმის, როგორ ამბობს რომელიმე მათგანი საკუთარ თავზე, რომ სულიწმიდისგან ნაუწყებს ქადაგებს, უეჭველად უნდა შეიწყნარო, და ჩვენც სწორედ ამისი უნდა გვწამდეს; ხოლო, როდესაც წმიდა კაცი ზემოთხსენებულ შეხედულებებზე მსჯელობს, მაგრამ არ ამბობს, რომ თავისი სიტყვები ზეგარდმო გამოცხადებით მიუღია, მაშინ ის ამ წმიდა კაცის ადრინდელი მასწავლებლებისგან არის ბოძებული, და მანაც, მიენდო რა მათ ცოდნას და სიბრძნეს, შეიწყნარა იგი ისე, რომ ღმრთისთვის არ უკითხავს, არის თუ არა ეს სწავლება ჭეშმარიტი..." (Преподобных отцев Варсануфия великаго и Иоанна. Руководство к духовной жизни в ответах на вопрошение учеников. Пер. с греческого. Изд. Моск. Подворье Свято-
კითხვა 611: "... რატომ დაუშვა ღმერთმა, ასეთ წმიდა კაცებს ჰქონოდათ არასწორი შეხედულებები, თუნდაც არ ეთხოვოთ მისთვის გულისხმისყოფა; და რატომ არ მიეცა იგი მათ თუნდაც იმ საცთურის ასაცილებლად, რომელიც შესაძლოა შემდეგ მიეღოთ მათ მკითხველებს? -
"პასუხი: ღმერთი კი არ ტოვებს ასეთ კაცებს ცთომილებაში, არამედ ის, ვისაც ეკითხებიან ცხოვნების გზის შესახებ, სიმართლეს არ ამბობს და ცთომილებაში ტოვებს მეორეს. წმინდანები კი ამის შესახებ ღმერთს არ ეკითხებოდნენ, რათა მისგან გაეგოთ ჭეშმარიტება. ხოლო კითხვა, თუ რატომ არ ეწინააღმდეგებოდა ღმერთი ამგვარ ცთომილებებს თავისი მადლით იმათ სასარგებლოდ, რომლებიც შემდეგ წაიკითხავდნენ ამ თხზულებებს, შეგიძლია მკითხო ყოველ ცოდვილზეც: რატომ არ ეწინააღმდეგებოდა ღმერთი ცოდვილს თავისი მადლით, როდესაც იცოდა, რომ საკუთარი ცოდვებით აცთუნებდა მრავალთ და მისგან ცთუნებულნი დაზიანდებოდნენ? ასე რომ მოხდეს, ადამიანის სიცოცხლე თავისუფალი კი არ იქნება, არამედ ძალადობას დაქვემდებარებული; და ვის შეუძლია ეწინააღმდეგოს ღმერთს, თუ ის ამგვარად მოინდომებს ყოველი ადამიანის ცხონებას? განა წმიდა წერილში არ არის ის გამონათქვამები, რომელთა გამოც ბრკოლდებიან წერილის სულიერი შინაარსის ვერშემცნობი უმეცრები და უგუნურნი?" (ციტ. იქვე).
"ამრიგად, გვმართებს თუ არა თქმა იმისა, რატომ არ გაუხსნა ღმერთმა ყველას წმიდა წერილის სულიერი შინაარსი, რათა ადამიანები არ დაზიანებულიყვნენ, და ეს საქმე მიანდო სხვადასხვა დროს მცხოვრებ წმიდათ, რათა ეღვაწათ და განემარტათ ყოველი საჭირო საკითხი? სწორედ ამიტომაც არიან მასწავლებლები და კომენტატორები, როგორც ამას ბრძანებს მოციქული (1 კორ. 12:28, 30)... როგორც წინასწარმეტყველთა და მოციქულთა მეშვეობით გვიჩვენა გზა უფალმა, თუმცა ყოველი მათგანი კერძოდ მეტყველებდა, მხოლოდ ერთი რომელიმე მათგანის მეშვეობით როდი გვიქადაგებდა ჭეშმარიტებას, არამედ მისივე ნებით, როგორც მათთვის დატოვებული, ექადაგებოდა სხვებს, ასევე იქმოდა ის მოციქულთა შემდეგ მცხოვრებ წმიდათა შემთხვევაშიც: იმას, რის შესახებაც ერთნი დაეჭვებით ლაპარაკობენ, მათ შემდეგ არსებულნი განმარტავენ, რათა ღმერთი ყოველთვის იქებოდეს თავის წმიდათა შორის" (ციტ. იქვე).
ამ საკითხისადმი მსგავს დამოკიდებულებას ვხვდებით სხვა წმიდა მამებთანაც. ასე, მაგალითად, წმ. იოანე კასიანე რომაელი (360-
წმიდა მამებში არსებულ შეცდომებს წმ. პატრიარქი ფოტიც აძლევს მართლმადიდებლურ შეფასებას: "განა მცირე იყო რთული ვითარებანი, რომლებიც აიძულებდა მრავალ მამას კერძოდ და არაზუსტად გამოეთქვა თავისი აზრი, ნაწილობრივ ემსჯელა მტერთა თავდასხმის ვითარებიდან გამომდინარე, ნაწილობრივ კი ადამიანური უმეცრებით, რომელსაც ისინიც იყვნენ დაქვემდებარებულნი? და თუ ზოგიერთი მაინც რაიმეს იტყოდა არაზუსტად ან ჩვენთვის უცნობი მიზეზის გამო გადაიხრებოდა მართალი გზიდან, მხოლოდ იმიტომ, რომ არ გამოუკვლევია საკითხი და არც ყოფილა ვინმე, მიეწოდებინა მათთვის სწორი სწავლება ჭეშმარიტების შესაცნობად -
თვით ნეტარი ავგუსტინე, რომელიც მართლმადიდებლობისთვის მიუღებელი ზოგიერთი იდეის შეწყნარებისდა მიუხედავად, უსიტყვოდ მიეკუთვნება წმინდანთა დასს (მისი ხსენება დაწესებულია ძვ. სტ. 15 ივნისს), "სამების შესახებ" თავისი წიგნის დასკვნით ნაწილში წერდა: "უფალო, ერთო ღმერთო, სამებაო, ის, რაც შენგან მითქვამს ამ წიგნში, დე მიღებულ იქნეს, როგორც შენი; ხოლო, რაც ჩემით მითქვამს, მომიტევე და მათაც მომიტევონ, ვინც შენგანნი არიან" (Иером. Серафим (Роуз), цит. соч., стр. 39).
წმ. მარკოზ ეფესელი თავის მეორე ჰომილიაში "განმწმენდელი ცეცხლის შესახებ" წმ. გრიგოლ ნოსელის სწავლებებში არსებული შეცდომების გამო შენიშნავს: "თქვენ გიკვირთ, რომ ჩვენ ვფიქრობთ მასზე, როგორც ადამიანზე რომ შეიძლებოდა შემცდარიყო, და რომ ჩვენი ამგვარი აზრი დამღუპველია დოგმატიკის და წმინდა წერილისთვის. ამაზე გპასუხობთ, რომ დიდი განსხვავებაა ეკლესიის გადმოცემულ და კანონიკურ მწერლობას და მამათა პირად ნააზრევს შორის. პირველის, როგორც ღვთის დადგენილის უნდა გვჯეროდეს უსიტყვოდ, მეორე კი უნდა შევუსაბამოთ წმინდა წერილს და გამოვიკვლიოთ შეესაბამება თუ არა მას. მაშინ ეკლესიის კრებებს აზრი არ ექნებოდა, თუ ყველა მამათაგანი არასოდეს ცდებოდა. ასე რომ ამგვარი მოწიწება, მორჩილება და პატივისცემა გვმართებს მხოლოდ წმიდა წერილის მიმართ. გრიგოლ ნოსელი კი, როგორც ადამიანი შეცდა რამდენიმე სწავლებასთან დაკავშირებით, მაშინ როცა ეს საკითხი ჯერ კიდევ არ იყო გამოკვლეული" (წმიდა მარკოზ ეფესელი და ფლორენციის უნია. ითარგმნა პროტოპრესვ. ამბროსი პოგოდინის წიგნიდან "წმ. მარკოზ ეფესელი და ფლორენციის უნია". მთარგმნ. ნათია მაღალაშვილი. გამომცემლის მითითების გარეშე. გვ. 64).
"შესაძლოა ვინმე ეკლესიის მოძღვარიც იყოს, -
წმ. ბასილი დიდი მღვდელმოწამე დიონისე ალექსანდრიელზე (ხს. 5 ოქტ. ძვ. სტ.) ამბობს: "ყველაფერი როდი აღმაფრთოვანებს იქიდან, რაც ამ წმიდა კაცს დაუწერია; არის ზოგი რამ, რასაც აბსოლუტურად არ ვეთანხმები. რადგან, შესაძლოა ეს იყო ის ... ვინც გამოიღო ანომეველთა უკეთურების პირველი თესლი. მაგრამ ამისი მიზეზი, როგორც ვფიქრობ, მისი სულის ცუდი მიმართულება კი არ არის, არამედ მხურვალე სურვილი, წინააღმდეგობა გაეწია საბელიოზისთვის" (Архим. Амвросий (Погодин), указ. соч., стр. 128).
უფრო მეტიც, ცდებოდნენ ის კრებებიც კი, რომელთა დადგენილებები კანონიკურად არის მიჩნეული. ასე მაგალითად, VI მსოფლიო კრების 16-
ამგვარად, ეკლესიის სწავლება ამ საკითხთან დაკავშირებით სრულიად ცალსახად ბრძანებს, რომ ჩვენი სიცოცხლე უნდა მივანდოთ არა ერთი ან რამოდენიმე წმიდა მამის შეხედულებას, არამედ მთელი ეკლესიის კრებით გადმოცემას და, თუ ბრმად არ უნდა შევიწყნარებდეთ წმიდა მამათა ყველა გამონათქვამს, რომელიც დოგმატურ საკითხებთან, ანუ ჩვენი ცხოვნებისთვის უმნიშვნელოვანეს საკითხებთან დაკავშირებით არის გამოთქმული, მით უფრო უფლება არ გვაქვს ჭეშმარიტების რანგში ავიყვანოთ წმიდა მამათა კერძო მოსაზრებები, რომლებიც ან ფრთხილად და კერძო შეხედულების კატეგორიით არის გამოთქმული, ან კიდევ ეკლესიაში დამკვიდრებულია სხვადასხვა ვითარების გამო გავრცელდა.
ყოველივე ზემოთ თქმულიდან გამომდინარე ვაცხადებთ, რომ ჩვენი მიზანი მორწმუნეთა დაბნევა კი არ არის, -
სამართლიანად ამბობს ჩვენ მიერ დამოწმებული მღვდელმსახური, რომ "ყოველი ქრისტეანი ვალდებულია შეეძლოს ზეციური სწავლების ხორბლის გამორჩევა მიწიერი სამყაროს ღვარძლისგან. ეს არავითარ შემთხვევაში არ აკნინებს ჩვენს მოწიწებას წმიდა მამათა წინაშე, რამეთუ ეკლესია დიდი ღვთისმეტყველის, წმ. ფოტი კონსტანტინოპოლელის პირით მოუწოდებს ყველას "არ შეიწყნარონ სწავლებად ის, რაშიც ისინი (წმ. მამები) ცდებოდნენ, არამედ ადამიანებს მიაგონ პატივი"" (В. М. Лурье. Послесловие к книге св. Григория Нисского «Об устроении человека», стр. 174) (Священник Дмитрий Моисеев. Ошибались ли святые? https://azbyka.ru/oshibalis-
ამდენად, თუკი წმიდანები ზოგჯერ დოგმატურ საკითხებშიაც კი უშვებდნენ შეცდომებს, რატომ უნდა იყოს მკრეხელური თქმა იმისა, რომ შესაძლოა შემცდარიყვნენ იმ დოგმატურ საკითხშიც, რომელიც ნათლისღების საიდუმლოს შინაარსთან არის დაკავშირებული, მით უმეტეს, თუ ამ წმიდა მამებს თავად არსად არასოდეს გადმოუციათ სწავლება იმისა, თუ რას ნიშნავს დასხმა ან პკურება და როგორია მისი საღვთისმეტყველო შინაარსი?!
რა ვითარებას შეიძლებოდა გამოეწვია ასეთი ცთომილება? ნაწილობრივ ამის პასუხს გვაძლევს წმ. ბარსონუფი დიდის პასუხები, რომელიც ამგვარი ცთომილების საფუძვლად სწავლების არაჯეროვან გამოკვლევას, საკუთარ მოსაზრებაზე დაყრდნობას და ადრინდელი პრაქტიკისადმი უკრიტიკო დამოკიდებულებას ასახელებს.
მაცხოვარმა თავიდანვე ასწავლა ნათლისღების საიდუმლო მოციქულებს და როდესაც უთხრა: "მაშ, წადით, დაიმოწაფეთ ყველა ხალხი და ნათელი ეცით მათ მამის და ძის და სული წმიდის სახელით; ასწავლეთ მათ დაიცვან ყველაფერი, რაც გამცნეთ" (მათე 28:19), რითაც მიანიშნა მათ, მოსანათლი მოენათლათ წმ. სამების სახელით და სამგზის შთაფლვით, რადგან როგორც ეს ზემოთ უკვე ვნახეთ, თითქმის ყველა ავტორიტეული ღვთისმეტყველი ტერმინ "ნათლისღების" (ბაპტისმა) ძირითად აზრად შთაფლვას მიიჩნევს. ამას ადასტურებს მოციქულთა პრაქტიკაც, რომელთა სწავლება ამ საკითხზე აისახა ისეთ კანონიკურ კრებულებში, როგორიცა არის "მოციქულთა კანონები" და "მოციქულთა განწესებანი", სადაც ლაპარაკია მხოლოდ შთაფლვაზე და კრინტიც კი არ არის დაძრული დასხმაზე. ზუსტად ასე იქცევიან პირველი საუკუნის წმიდა მამები, რომელთა სწავლებაში ნათლისღების შესახებ აბსოლუტური ერთსულოვნებაა და რომლებიც ასწავლიან, რომ ადამიანი სულიერი აღორძინებისა და ცხოვნებისთვის უნდა მოინათლოს წყალში სამგზის შთაფვლით, მამის, ძის და სულიწმიდის სახელით.
გვიანდელ წყაროში, კერძოდ, III საუკუნეში, წმ. კვიპრიანე კართაგენელის პასუხიდან ეპისკოპოს მაგნუსისადმი, ნათლად ჩანს, რომ ამ დროის ეკლესია დასხმითად მონათლულებს (ძირითადად კლინიკოსებს) თავიდანაც კი ნათლავდა, რასაც არ ამართლებდა კართაგენის არქიეპისკოპოსი და ურჩევდა მათ არ დაებრკოლებინათ დასხმითად მონათლულნი. მაგრამ იმის შემდეგ, რაც დაიწყო საშინელი დევნა ქრისტეანთა წინააღმდეგ, გამოუვალი ვითარების გამო (საპყრობილეებსა და სხვა უწყლო ადგილებში) საჭირო გახდა ნათლისღების იმიტირება და მისი სიმბოლური სახით გამოსახვა, რაც აღესრულებოდა მოსანათლავის თავზე წყლის მცირე რაოდენობის დასხმით და ამგვარად მონათლულებს სულიწმიდა ენიჭებოდათ საკუთარი რწმენისა და ღვთისმოსავი განზრახვის ძალით და არა იმიტომ, რომ დასხმა იყო მაცხოვრისა და მოციქულთა მიერ დაწესებული კანონიკური წესი.
სწორედ ამიტომაც არ ყოფილა არასოდეს ნათლისღების დასხმითი წესი საეკლესიო ნორმა და კანონი. აი, სწორედ ამ ფაქტების გააზრებაში იჩენს თავს ზოგიერთი წმიდა მამის თუ მოძღვრის ან თუნდაც ადგილობრივი ეკლესიის უკრიტიკო პრაქტიკა, ავტომატურად აიღოს მოწამეთა ცხოვრებიდან ხსენებული წესი და დანერგოს ეკლესიაში. ეს პროცესი მიმდინარეობდა არა ერთბაშად, არამედ თანდათანობით, საუკუნეთა განმავლობაში. ბოლოს დადგა დრო, როდესაც ეკლესიის მოძღვრებმა ნათლისღების საიდუმლოს ორი უძირითადესი მომენტიდან (ნათლობისას სამგზისი შთაფლვა და სამების თითოეული იპოსტასის მოწოდება ყოველ შთაფლვაზე) ძირითადი აქცენტი წმიდა სამების პირთა მოწოდებაზე გადაიტანეს. აქედან გამომდინარე, თანდათანობით დაკნინდა ნათლობის საიდუმლოს ერთ-
კიდევ უფრო გვიან ეკლესია გადაჭრით ებრძვის დასხმით ნათლობას, რადგან მან უკვე იმდენად შეავიწროვა ნათლობის შთაფლვითი წესი, რომ XVII საუკუნის დასავლეთში ის საბოლოოდ დამკვიდრდა, როგორც კანონიკური წესი, და აღმოსვლეთზეც იწყო თავისი მავნე ზეგავლენის გავრცელება. სწორედ ამისი რეაქცია გახლდათ რუსეთის, საბერძნეთისა და სხვა ადგილობრივ ეკლესიათა კრებებისა თუ მოძღვრების მძაფრი წინააღმდეგობანი. მათ მიიღეს სპეციალური დადგენილებები, რომელთა თანახმადაც, ლათინური დასხმითი ნათლობა (ლათინური იმიტომ, რომ ადრე არსებული გამონაკლისი ან იშვიათ და რთულ ვითარებაში მიღებული დასხმითი ნათლობა სწორედ მათ აიყვანეს საყოველთაო კანონისა და პრაქტიკის რანგში) გამოაცხადეს არა ნათლობად, რომელიც სიცოცხლეს ანიჭებს მოსანათლს, არამედ "თავის ბანვად", რომელსაც იოტისოდენა ნათლის მინიჭება არ ძალუძს მოსანათლავისთვის (ნიკოდიმოს მთაწმიდელი და სხვა "ათონელი კოლივადები", კათალიკოსი ბესარიონ ორბელიშვილი, აღმოსავლელ იერარქთა ოროსები და სხვა) და "ნათლის მინიჭების მაგიერ სამარადისოდ დაუტევებს ბნელში" (კათალიკოსი ბესარიონ ორბელიშვილი). სხვაგვარად რომ ვთქვათ, XIII საუკუნიდან მოყოლებული, მართლმადიდებლური ეკლესია ამტკიცებს, რომ დასხმითად "მონათლული" სინამდვილეში არის მოუნათლავი და ამ პრაქტიკას ადრე არსებული ცალკეული შემთხვევები (რაოდენ უხვიც არ უნდა იყოს ისინი) ვერ გაამართლებს.
გარდა ამისა, ნათლისღების (და არა მარტო) საკითხში უამრავი წყაროს სანდოობა მხოლოდ იმიტომ შეიძლება დადგეს ეჭვქვეშ, რომ ლათინები (და საერთოდ, ყველა ჯურის მწვალებლები), რომლებსაც საბერძნეთიდან გაჰქონდათ ძველი წერილობითი წყაროები, ამახინჯებდნენ მათ, შემდეგ დედნებს ანადგურებდნენ და გადაკეთებულებს ხელახლა გამოსცემდნენ. აი რას წერს ამის შესახებ ეპისკოპოსი სერგი თავის ანტიბეზპოპოვცურ ნაშრომში "О правилах и чинопоследованиях принятия неправославных христиан в Православную Церковь": "რომის პროპაგანდა, ანუ სარწმუნოების გამავრცელებელი საზოგადოება (Sacra Congregatio de Propaganda Fide) გამუდმებით აგზავნიდა თავის მისიონერებს აღმოსავლეთში, რომლებიც აქ აფუძნებდნენ თავიანთ საეპისკოპოსოებს, კათოლიკურ მონასტრებს, ლათინურ სასწავლებლებს და არცთუ იშვიათად მიმართავდნენ სისასტიკესა და ძალადობას, ანგრევდნენ მართლმადიდებლურ მონასტრებს, ავიწროებდნენ მართლმადიდებელ მღვდელმსახურებს და ა. შ.
XVI-
უნდა აღინიშნოს, რომ მწვალებელთა მიერ წყაროთა დამახინჯებას საკმაოდ დიდი ისტორია აქვს. აპოკრიფებზე რომ არაფერი ვთქვათ, ჯერ კიდევ IV საუკუნის წმიდა მამები (წმ. ბასილი დიდი, ნეტ. ავგუსტინე და სხვები) აღშფოთებით წერდნენ იმის შესახებ, რომ მწვალებლები ავრცელებდნენ მათი სახელით წარწერილ წიგნებს. მწვალებელთა ამგვარი მცდელობა აქამდე არ განელებულა და დღევანდელი ფალსიფიკატორები, ძველ ფალსიფიკატორთა "ნაღვაწზე" დაყრდნობით, ათასგვარ მწვალებლურ შეხედულებას ამკვიდრებენ.
ერთ-
ჯერ ისიც საეჭვოა, ნამდვილად ფიქრობდა თუ არა წმინდანი ასე და ეს ასეც რომ იყოს, უპრიანია გავეცნოთ წმიდა მამების, ეკლესიის დამოკიდებულებას წმ. გრიგოლ ნოსელის ესქატოლოგიური სწავლების მიმართ.
როდესაც წმიდა ბარსანუფი დიდს ჰკითხეს წმ. გრიგოლის ამ მოსაზრების (საყოველთაო ცხონების) შესახებ, მან ბრძანა: "ნუ იფიქრებთ, რომ ადამიანს, თუნდაც წმინდანს, შეუძლია სრულფასოვნად ჩაწვდეს ღვთის ყოველ საიდუმლოს... როცა წმიდა მამა საუბრობს ზემოაღნიშნულ საკითხზე, ის არ დებს მასში ისეთ მნიშვნელობას, ვით ზეგარდამო შთაგონებულს. ეს განპირობებული იყო იმ ცოდნით, რომელიც წმ. გრიგოლ ნოსელმა შეიძინა მანამდე და რომელიც არ გამოცადა დროში და არ გამოიკვლია ღვთისგან არის თუ არა იგი" (Преп. Варсануфий Великий и Иоанн. Руководство к духовной жизни. М. 1995. გვ. 388).
წმიდა გერმანე კონსტანტინოპოლელმა (VII-
კონსტანტინოპოლის პატრიარქი წმ. ფოტი თავის ნაშრომში წერს: "თუ წმ. პატრიარქმა გერმანემ VIII საუკუნეში როგორ გამოიკვლია წმ. გრიგოლ ნოსელის თხზულებები, ორიგენეს შეცდომებისაგან სრულიად დაზღვეულად აღიარა ისინი და დაამტკიცა, რომ მცდარი სწავლება მარადიული სატანჯველის დასასრულის შესახებ წმ. გრიგოლის სულის სარგო ნაშრომებში ერეტიკოსების მიერ იყო ჩამატებული" (Творения. Св. Петр. (Домаск.) М. 2001. გვ. 117).
წმიდა გრიგოლ ნოსელის თხზულებებში ეს მოსაზრება ორიგენული მწვალებლობის შესახებ ჩამატებული რომ იყო, ეს წმ. მარკოზ ეფესელმაც იეჭვა. იგი ლათინებისადმი მიმართულ პოლემიკურ წერილში წმ. გრიგოლის გამოსარჩლების მიზნით წერდა: "შესაძლებელია დაამახინჯეს და ჩაამატეს ერეტიკოსებმა და ორიგენისტებმა, რომლებიც მრავლად ჰყვაოდნენ იმ დროს, მეტადრე ეგვიპტისა და პალესტინის ტერიტორიაზე, რათა წმიდა მამა თავიანთი შეხედულებების მფარველად წარმოეჩინათ. შემდეგ დავძენ: წმინდანს თუნდაც ასე რომ ეფიქრა, ეს ხომ მაშინ იყო, როცა სწავლება ჯერაც კამათის საგანი გახლდათ და არა საბოლოოდ უარყოფილი, დაგმობილი იმ საპირისპირო მოსაზრებით, რომელიც მეხუთე მსოფლიო საეკლესიო კრებაზე განაჩინეს; ასე რომ, არაფერია გასაკვირი იმაში, თუ თავად წმინდანმა, როგორც ადამიანმა, შესცოდა ჭეშმარიტების ზუსტად გადმოცემაში; იგივე შეემთხვა მრავალ წმინდანს მანამდე: წმ. ირინეოს ლეონელს, დიონისე ალექსანდრიელს და სხვებს" (Св. Марк. Эфесский и Флорентинская Уния. Погодин. გვ. 68).
სხვა პოლემიკურ წერილში, სადაც წმ. მარკოზი კვლავ წმ. გრიგოლ ნოსელის ნაშრომებს განიხილავს, ამბობს: "დიდი განსხვავებაა კანონიკური სწავლების ეკლესიის გადმოცემასა და პირად შეხედულებას ან სწავლებას შორის. პირველს, როგორც ღვთის მიერ ბოძებულს, უნდა ვერწმუნოთ, ხოლო მეორეს არ უნდა დავეყრდნოთ მთლიანად ან არ მივიღოთ გამოუკვლევად, ვინაიდან, შესაძლებელია ვინმე მასწავლებელიც არის, მაგრამ არ ამბობს ყოველივეს სრული სიზუსტით; მაშინ, აბა რა საჭირო იქნებოდა მამების თავშეყრა მსოფლიო კრებებზე, თუკი ყოველი მათგანი უცდომლად ფიქრობდა და არც ერთი მათგანი არაფერში ცდებოდა?!" (იქვე გვ. 128).
ამრიგად, თუ წმ. გრიგოლ ნოსელმა ნამდვილად გამოთქვა აზრი საყოველთაო ცხონების შესახებ, ეკლესია მას არ იღებს, არც მიიღებს, ეს თუნდ ერეტიკოსების ინტერპრეტაცია იყოს, თუნდ პირადი აზრი დიდი წმინდანისა ან დამახინჯებული განმარტება მისი ნამდვილი შეხედულებებისა.
ფაქტია, რომ VI მსოფლიო საეკლესიო კრებამ წმ. გრიგოლ ნოსელი წმინდანად შერაცხა. ხოლო VII მსოფლიო კრებამ მას "მოძღვართ მოძღვარი" უწოდა. რაც შეეხება 543 წლის კონსტანტინოპოლის კრებას, რომელზეც ანათემას გადასცეს ორიგენიზმი, ცხადია, წმ. მამებმა იცოდნენ წმ. გრიგოლ ნოსელის ამ შეხედულების შესახებ, მაგრამ არ გამოუტანეს მას ისეთივე განაჩენი, როგორიც ორიგენეს და მის სწავლებას" (წმ. მამათა დისკრედიტაციის მცდელობანი. http://xareba.net/1552-
წმ. ბარსანუფი დიდი წერს: "უფალმა მოგვმადლა ცხოვრების გზა წინასწარმეტყველთა და მოციქულთა მეშვეობით, თუმცა ისინი სათქმელს დამოუკიდებლად ამბობდნენ. ღმერთი მხოლოდ ერთი რომელიმე მათგანის ბაგით კი არ მეტყველებდა, არამედ -
წმ. პატრიარქი ფოტი (IX ს.), მსჯელობს რა ზოგიერთი დასავლელი წმ. მამის კერძო საღვთისმეტყველო შეხედულებაზე, ბრძანებს: "მათ იოტისოდენადაც კი არ შეუწყნარებიათ იმგვარი რამ, რაც თქვენში უხვადაა, არამედ უფრო საკვირველი სათნოებებითა და ღვთისმოშიშებით იყვნენ შემკულნი, და თქვენებურად სწამდათ ან უცოდინრობის ან კიდევ უყურადღებობის გამო. რატომ იწესებთ ამ ადამიანურ ნაკლულევანებას მკრეხელური რწმენის კანონად და ამ თქვენი კანონით მამებს უსამართლო დამრღვევებად აცხადებთ; ადამიანებს, ვისაც მსგავსი რწმენის სანქცია არასოდეს გაუციათ და აბრალებთ მათ უკიდურეს უკეთურებას და თანაც ყოველივე ამას მათდამი დიდი სიყვარულის ნიღბით ქადაგებთ? ცუდია თქვენი მეცნიერებებისა და ძალისხმევის ნაყოფი! მამებიც ადამიანები იყვნენ და როგორც მიწის მტვრისაგან შექმნილთ, არც ერთ მათგანს არ ძალუძდა, შეუხებლად დაეცვა თავი კაცობრივ ცდომილებათაგან; და თუმც ისეც ხდებოდა, რომ ზოგჯერ ისინიც ვარდებოდნენ რაღაც უღირს და უჯერო საქმეში, მე მათთან მიმართებაში ნოეს შვილების საქციელს მივბაძავდი და ჩემი მამის სირცხვილს არ გამოვამზეურებდი, საფარველის ნაცვლად მდუმარებასა და მადლიერებას გამოვიყენებდი და თქვენგან განსხვავებით, ქამს არ მივბაძავდი. მეტიც, ქამის საქციელზე უფრო სამარცხვინოა თქვენი ქმედებები იმ ადამიანებთან მიმართებაში, ვისაც თქვენ მამებს უწოდებთ. ქამი დაიწყევლა არა მამის გაშიშვლებისთვის, არამედ იმისთვის, რომ არ დაფარა მისი სირცხვილი. თქვენ კი ააშკარავებთ თქვენს მამებს და თავსაც იქებთ თქვენი კადნიერებით. ქამმა მამის საიდუმლო ძმებს განუცხადა, თქვენ კი თქვენი მამების სირცხვილის საყურებლად ძმებს კი არა, მთელ მსოფლიოს იწვევთ. ... როგორ ბედავთ დოგმად და კანონად გაასაღოთ ის, რასაც ისინი არც დოგმატად და არც კანონად არ გვიწესებდნენ?" (ციტ. О. Серафим. О частном богословском мнении. http://www.paraklit.org/1-
გამომდინარე აქედან, ადამიანს, რომელიც რომელიმე საეკლესიო საკითხთან დაკავშირებით, თავის კერძო საღვთისმეტყველო აზრს გამოთქვამდა, ცთომილიც რომ ყოფილიყო, ეკლესია არ მიიჩნევდა მწვალებლად, იმ პირობით, თუ ეს აზრი ამ მამის მიერ გატარებული არ იყო, როგორც მთელი ეკლესიის სწავლება, ბეჯითად არ ადგა ამ შეხედულებას და თავს არავის ახვევდა (გავიხსენოთ, როგორი სიფრთხილით გამოთქვამს წმ. კვიპრიანე კართაგენელი მაგნუსისადმი მიწერილ წერილში თავის დამოკიდებულებას კლინიკოსთა დასხმითად ნათლობის შესახებ და როგორ ამახინჯებს ამ აზრს ე. ჭელიძე, რომელსაც, პრაქტიკულად, მწვალებლად გამოჰყავს წმ. კვიპრიანე კართაგენელი -
იყო ისეთი შემთხვევებიც, როდესაც წმინდანები ან ძველი საეკლესიო მოღვაწენი ამა თუ იმ აზრს გამოთქვამდნენ არაზუსტად ან გამოთქვამდნენ არასწორ აზრებს და ამბობდნენ ამას გაკვრით. დროის იმ პერიოდში ამგვარი შეხედულების დამტკიცებისა და დაცვის აუცილებლობა არ არსებობდა, ხოლო თვით ამ აზრის თავისუფალი გამოთქმა არავის ვნებდა და ხშირად შეუმჩნეველიც რჩებოდა; ამიტომაც, არავინ არჩევდა და არც განიხილავდა ამგვარ გამონათქვამებს. ეკლესია პატიობს წმ. მამებს ასეთ შეცდომებს კიდევ იმიტომ, რომ ისინი ჯიუტად და დაბეჯითებით არასოდეს ითხოვდნენ თავიანთი აზრის გატარებას ეკლესიის პრაქტიკაში, რითაც საკუთარი მორჩილი და თავმდაბალი სულიერების მაგალითს აჩვენებდნენ.
უნდა ვიცოდეთ, რომ, როდესაც განიხილება ეკლესიის საზოგადო სწავლებასთან ან ეკლესიის საზოგადო, ნორმატულ პრაქტიკასთან შეუსაბამო შეხედულება, მხედველობაშია მისაღები ორი გარემოება:
1) როდესაც არასწორი, ცრუ აზრი ეფუძნება საკუთარ თავზე დიდ წარმოდგენას და ამპარტავნების სულს - ეს არის თვითრჯულობა და თავდაჯერებულობა. და კიდევ:
2) როდესაც არასწორი, ცრუ აზრი ეფუძნება მორჩილებას და გამოითქმის ფრთხილად ისე, რომ არავის აიძულებენ მის მიღებას - ეს არის ვარაუდი, კერძო აზრი.
2) როდესაც არასწორი, ცრუ აზრი ეფუძნება მორჩილებას და გამოითქმის ფრთხილად ისე, რომ არავის აიძულებენ მის მიღებას -
მხოლოდ პირველ შემთხვევაში შეიძლება ადამიანს ვუწოდოთ მწვალებელი.
ყოველი მწვალებლობა სწორედ თავდაჯერებულობას და ამპარტავნების სულს ეფუძნება, ხოლო, რადგან თავდაჯერებულობა და ამპარტავნობა წარმწყმედელია, მწვალებლობაც წარმწყმედელია.
სწორედ ამ მიზეზების გამო, მხოლოდ ის მიიჩნევა მწვალებლად, ვინც თავის არასწორ აზრს ატარებს, როგორც რწმენას და სხვასაც ჯიუტად აჯერებს თავის შეხედულებებში.
მაგრამ, თუ ადამიანმა, სადღაც შემთხვევით, შეცდომით ან გაკვრით, ან კიდევ დაუფიქრებლად, ან გამოუკვლევლად გამოთქვა არასწორი და მწვალებლური აზრი; ასევე, თუ ეს საკითხები მძაფრად არ იდგა ეკლესიის წინაშე და მოცემული შეხედულება წითელ ზოლად არ გასდევს მის თხზულებებს; შემდეგ, თუ ეს ადამიანი, რომელსაც ჰქონდა მორჩილი სული, აღესრულა ეკლესიასთან ერთობაში, შეუძლებელია იგი მწვალებლად იწოდოს, მიუხედავად იმისა, რომ მისი შეხედულებები შეიძლება არ იქნეს შეწყნარებული. და პირიქით, დაუშვებელია რომელიმე მცდარი და ეკლესიის საზოგადო პრაქტიკასთან შეუთანხმებელი აზრის შეწყნარება მხოლოდ იმიტომ, რომ ის წმიდა მამის მიერ არის გამოთქმული.
როგორც ცნობილი ახალმოწესეობრივი მართლმადიდებელი ეკლესიის მოღვაწე თეოფანე დაყუდებული წერს, არის აზრი, რომელიც გაკვრით გამოითქმის. ის სრულიად განსხვავდება იმისგან, რასაც მკაფიოდ და დაბეჯითებით ამტკიცებენ ან განიხილავენ. ამიტომაც, ის, რაც გაკვრით არის ნათქვამი, არ შეიძლება ჯერ კიდევ საბოლოო აზრად იქნეს მიღებული, არამედ უნდა გაირკვეს -
გაკვრით ნათქვამი შეუძლებელია ეკლესიის სწავლებად იქნას გამოცხადებული. მაგრამ სულ სხვა საქმეა, როდესაც შეგნებულად, მიზანდასახულად განიხილება და მტკიცდება რომელიმე საკითხი. ეს ორი მომენტი აუცილებლად უნდა განვასხვაოთ, რათა დავინახოთ, წმიდა მამის ან რომელიმე ძველი საეკლესიო მოღვაწის მიერ გამოთქმული აზრი გაკვრით იყო ნათქვამი, ეს იყო მისი ფრთხილად და არავისთვის სავალდებულოდ გამოთქმული კერძო შეხედულება თუ ბეჯითი აზრი, რომლის გაზიარებისკენაც ის სხვებსაც მოუწოდებს და ცდილობს, პრაქტიულად დანერგოს ის ეკლესიაში.
აქედან გამომდინარე, იწყება დავა: სწორია ეს სწავლება თუ არა; თუ აღმოჩნდება, რომ ეს სწავლება არ არის სწორი, ხოლო ოპონენტები მაინც თავისას ირწმუნებიან და თავიანთ აზრს ადგანან, მაშინ ეს მწვალებლობაა. მათ თავიანთი არასწორი აზრი აქვთ, როგორც რწმენა, როგორც მრწამსი. ამიტომაც, ისინი მწვალებლებად შეირაცხებიან.
რაც შეეხება კერძო საღვთისმეტყველო აზრს, ის უცოდველად მიიჩნევა თვით მისი გამომთქმელი ადამიანისთვის, თუ ეს აზრი განსჯის პროცესში გამოთქმულია სულის მორჩილებით, მოკრძალებით, თავმდაბლობით, ვარაუდის სახით (როგორც გამოთქვამს, მაგალითად, თავის აზრს კლინიკოსთა ნათლობაზე წმ. კვიპრიანე კართაგენელი).
მაგრამ, თავისთავად, არასწორი კერძო საღვთისმეტყველო აზრი უცოდველი როდია. ამას აღნიშნავს წმ. ფოტი თავის მსჯელობაში წმინდანების შესახებ, სადაც ის თვით წმინდანებს ამართლებს, მაგრამ მათ მიერ გამოთქმულ არასწორ შეხედულებებს არ შეიწყნარებს.
ასე იქცევა წმ. მარკოზ ეფესელიც ლათინებთან პოლემიკისას. როდესაც ეს უკანასკნელნი ხშირად წმიდა მამებს (ავგუსტინეს, ამბროსის, გრიგოლ ნოსელს) ლათინური, მწვალებლური შეხედულებების დასამტკიცებლად იმოწმებდნენ, ის პასუხობს: "... რაც შეეხება გრიგოლ ნოსელს, -
წმ. მარკოზ ეფესელი, წმ. ფოტის მსგავსად, რაკი ხედავდა, რომ ლათინ ღვთისმეტყველებს თავიანთი ცთომილებების დასტურად მოჰყავდათ ცალკეულ წმიდა მამათა შეცდომები და მათ ეკლესიის ზოგად სწავლებას უპირისპირებდნენ, სავალდებულოდ მიიჩნევდა, დაედგინა მართლმადიდებლური სწავლება იმ მამებთან დაკავშირებით, რომლებსაც ცალკეულ მომენტებში გააჩნდათ ცთომილებები. ამას ის აკეთებს წმ. ფოტის მსგავსად, ... წმ. გრიგოლ ნოსელთან დაკავშირებით ის წმ. ფოტივით წერს: "რაც შეეხება ნეტარ გრიგოლ ნოსელს, უმჯობესი იყო, დადუმებულიყავით მასთან დაკავშირებით და იძულებულნი არ შეგექმენით, ჩვენი სწავლების დასაცავად სააშკარაოზე გამოგვეტანა მისი სწავლება, რადგან ჩანს, რომ ეს მოძღვარი თანხმობაშია ორიგენეს ზოგიერთ დოგმატთან, რომელიც არამარადიულად მიიჩნევს ჯოჯოხეთურ ტანჯვას. წმ. გრიგოლის თანახმად, -
"... ასე რომ, არაფერია გასაკვირი იმაში, რომ თვით წმ. გრიგოლ ნოსელი, როგორც ადამიანი, შემცდარიყო ჭეშმარიტების ზუსტ გადმოცემაში. იგივე შეემთხვათ მანამდე მცხოვრებ სხვა მამებსაც, როგორც მაგალითად, ირინეოს ლიონელს, დიონისე ალექსანდრიელს და კიდევ სხვებს..." (იქვე).
"ამრიგად, ეს გამონათქვამები (რომლებიც უკავშირდება ე. წ. სალხინებელის განმწმენდელი ცეცხლის საკითხს -
და ბოლოს, წმ. მარკოზი, ლათინებთან დავაში წმ. წერილის უზენაეს უპირატესობას ამტკიცებს თვით ლათინთათვის მეტად ავტორიტეტული ნეტ. ავგუსტინეს სიტყვებით, რომელიც ნეტ. იერონიმესადმი მიწერილ წერილში წერდა: "რომ უცთომელი მხოლოდ წმიდა წერილია, -
სხვათა შორის, წმ. ფოტის მსჯელობა ეხებოდა ზოგიერთი დასავლელი მამის მიერ გამოთქმულ აზრს ე. წ. "ფილიოკვეს" შესახებ (fillioque -
ნათლობის წესი, რომელიც ზოგჯერ რთული ვითარების გამო, ზოგჯერ კი საღმრთო განგებულებით დასხმითად ან პკურებითად აღესრულებოდა; ან კიდევ ზოგიერთი წმიდა მამის შეხედულება და პრაქტიკა, დასაშვებად მიეჩნიათ დასხმითი წესი -
მაგრამ, როდესაც არასწორი საღვთისმეტყველო აზრი აიყვანება ან წარმოდგენილია როგორც ეკლესიის სწავლება, და ამის გამო იწყება დავა და განყოფანი, მაშინ უკვე ის აღარ შეიძლება უცოდველი იყოს იმ ადამიანებთან მიმართებაში, რომლებიც მას ჯიუტად იცავენ (როგორც იყო ეს, მაგალითად, იგივე წმ. კვიპრიანე კართაგენელის შემთხვევაში, რომელიც ჯიუტად არ იღებდა მწვალებელთა არც ერთ საიდუმლოს და ეკლესიაში აბსოლუტურად ყველა მწვალებელის თავიდან გადანათვლას ითხოვდა), მაშინ ის ხდება აშკარა მწვალებლობა, ხოლო მისი დამცველები ხდებიან მწვალებლები.
ზუსტად იგივე უნდა ითქვას დასხმით-
სწორედ ამიტომ "ამკობენ" დასხმით-
როგორც ზემოთ დამოწმებული ღვთისმეტყველებისა და საეკლესიო მოღვაწეების განმარტებებიდან ვნახეთ, წყალპკურებითი ან წყალდასხმითი ნათლობის დამცველები და ეკლესიაში დამამკვიდრებლები ყოფილან:
1. "ეშმაკის მორჩილი ორგანონი" (ელადის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავარი იერემია). გარდა ამისა, მათი მტკიცე აზრით დასხმით- პკურებითი ნათლობის საეკლესიო ნორმად ქცევა შეფასებულია როგორც:
2. უკეთური ნათლობა. ამგვარად (ანუ პკურებით "მონათლულნი") უნდა გადაინათლონ (ლუკა ვიონო-იასენეცკი).
3. დამახინჯება (დანიელ სისოევი).
4. წმიდა წერილისა და გადმოცემების საწინააღმდეგო ქმედება (არქიეპისკოპოსი ევლოგი, უკრაინა, ეპისკოპოსი აგათანგელოზი, უკრაინა).
5. ცოდვა და მკრეხელური პრაქტიკა (არქიეპისკოპოსი ევლოგი).
6. "ბილწი დასხმა" (მისივე).
7. "სულის წარმწყმედელი პრაქტიკა" (ეპისკოპოსი აგათანგელოზი, ოდესა, უკრაინა).
8. ნონსენსი (იღუმენი კირილე სახაროვი. მოსკოვი, რუსეთი).
9. დასხმითი ნათლობა - ეს არის საიდუმლოსადმი მკრეხელური და ზერელე დამოკიდებულება (იღუმენი კირილე სახაროვი. მოსკოვი, რუსეთი).
10. უპასუხისმგებლობა (არქიეპისკოპოსი ნიკიფორე (თეოტოკისი) რუსეთი).
11. მწვალებლური და არაფრის მაქნისი (მღვდელი კ. ოკოლოვიჩი).
12. არამართლმადიდებლური ჩვეულება (არქიმანდრიტი იოსები).
13. უკეთური ჩვეულება (ვოლინსკელი არქიეპისკოპოსი ანტონი).
14. სიბილწის ნაშიერს უწოდებენ დასხმით ნათლობას აღმოსავლელი პატრიარქები - ანთიმოსი (კონსტანტინოპოლი), იეროთეოსი (ალექსანდრია), მეთოდე (ანტიოქია) და კირილე (იერუსალემი) და ამავე ეკლესიების სინოდები უამრავ ეპისკოპოსთან ერთად.
15. ერეტიკოსთა ნათლობას... როგორც უცხოს განბანვისა და, წმ. ამბროსისა და დიდი ათანასეს სიტყვისამებრ, სრულიად უსარგებლოს, რასაც არავითარი სიწმიდე არ შეუძლია მიანიჭოს მოსანათლავს და ოდნავადაც კი არ ემსახურება ადამიანის ცოდვათაგან განწმენდის საქმეს, ზიზღის და უარყოფის ღირსად მივიჩნევთ (კირილე პატრიარქი კონსტანტინოპოლისა; მათე პატრიარქი ალექსანდრიისა და პართენი პატრიარქი იერუსალიმისა).
16. არაკანონიკურ ინოვაციად და არაბიბლიურ წესად მიაჩნიათ "კოლივადელ" მამებს ლათინური დასხმითი ნათლობა.
17. "ღმრთის საძულველი პრაქტიკა" (გ. მეტალინოსი სქოლიოში შენიშნავს: "ნეოფიტეს თანახმად დასხმითი ნათლობა "წყეულია).
18. ნიკოდიმოს მთაწმინდელის თქმით, ლათინური ნათლობა "ცრუდ იწოდება".
19. არასწორი ნათლობა (წმ. მიტროპოლიტი კვიპრიანე 1395 წ.).
20. არსად არავის დაუწერია დასხმის შესახებ (ვლადიმირის კრება, რუსეთი, 13- ე ს.).
21. აშკარა გადახრაა, დადგენილი წესიდან (ვ. ს. ბულგაკოვი).
22. უწესობა, სულელური და უკეთურებით აღსავსე საქმე (წმ. პატრიარქი კალისტე კონსტანტინოპოლელი).
2. უკეთური ნათლობა. ამგვარად (ანუ პკურებით "მონათლულნი") უნდა გადაინათლონ (ლუკა ვიონო-
3. დამახინჯება (დანიელ სისოევი).
4. წმიდა წერილისა და გადმოცემების საწინააღმდეგო ქმედება (არქიეპისკოპოსი ევლოგი, უკრაინა, ეპისკოპოსი აგათანგელოზი, უკრაინა).
5. ცოდვა და მკრეხელური პრაქტიკა (არქიეპისკოპოსი ევლოგი).
6. "ბილწი დასხმა" (მისივე).
7. "სულის წარმწყმედელი პრაქტიკა" (ეპისკოპოსი აგათანგელოზი, ოდესა, უკრაინა).
8. ნონსენსი (იღუმენი კირილე სახაროვი. მოსკოვი, რუსეთი).
9. დასხმითი ნათლობა -
10. უპასუხისმგებლობა (არქიეპისკოპოსი ნიკიფორე (თეოტოკისი) რუსეთი).
11. მწვალებლური და არაფრის მაქნისი (მღვდელი კ. ოკოლოვიჩი).
12. არამართლმადიდებლური ჩვეულება (არქიმანდრიტი იოსები).
13. უკეთური ჩვეულება (ვოლინსკელი არქიეპისკოპოსი ანტონი).
14. სიბილწის ნაშიერს უწოდებენ დასხმით ნათლობას აღმოსავლელი პატრიარქები -
15. ერეტიკოსთა ნათლობას... როგორც უცხოს განბანვისა და, წმ. ამბროსისა და დიდი ათანასეს სიტყვისამებრ, სრულიად უსარგებლოს, რასაც არავითარი სიწმიდე არ შეუძლია მიანიჭოს მოსანათლავს და ოდნავადაც კი არ ემსახურება ადამიანის ცოდვათაგან განწმენდის საქმეს, ზიზღის და უარყოფის ღირსად მივიჩნევთ (კირილე პატრიარქი კონსტანტინოპოლისა; მათე პატრიარქი ალექსანდრიისა და პართენი პატრიარქი იერუსალიმისა).
16. არაკანონიკურ ინოვაციად და არაბიბლიურ წესად მიაჩნიათ "კოლივადელ" მამებს ლათინური დასხმითი ნათლობა.
17. "ღმრთის საძულველი პრაქტიკა" (გ. მეტალინოსი სქოლიოში შენიშნავს: "ნეოფიტეს თანახმად დასხმითი ნათლობა "წყეულია).
18. ნიკოდიმოს მთაწმინდელის თქმით, ლათინური ნათლობა "ცრუდ იწოდება".
19. არასწორი ნათლობა (წმ. მიტროპოლიტი კვიპრიანე 1395 წ.).
20. არსად არავის დაუწერია დასხმის შესახებ (ვლადიმირის კრება, რუსეთი, 13-
21. აშკარა გადახრაა, დადგენილი წესიდან (ვ. ს. ბულგაკოვი).
22. უწესობა, სულელური და უკეთურებით აღსავსე საქმე (წმ. პატრიარქი კალისტე კონსტანტინოპოლელი).
ამის შემდეგ როგორ უნდა გვიკიჟინებდეს ამ უწესობისა და სულელური საქმის გამმართლებელი ე. ჭელიძე, რომ ჩვენ ვართ "ქრისტეს მეორედ ჯვარმცმელები" და "ამპარტავნული სიცრუის ვნებით მოწყლულნი..." (გვ. 300).
როგორ უნდა გვსაყვედურობდეს, დასხმით ნათლობას, უფრო სწორად მის საეკლესიო წესად და ნორმად დამკვირდებას და ჯიუტად დაცვას "სატანური პრაქტიკა" ვუწოდეთ?! სატანურია ყველა ის პრაქტიკა, რომელიც თუნდაც წმიდა მამის, მაგრამ ეკლესიის მიერ შეუწყნარებელ გამონათქვამს დაეფუძნება და საეკლესიო ნორმად აქცევს. არიან თუ არა "სატანური პრაქტიკის" დამფუძნებელნი სულიწმიდის ძისგანაც გამომავლობის ("ფილიოკვე") არასწორი აზრის დოგმატის რაგნში ამწევნი? დიახ, არიან! და სწორედ იმიტომ, რომ კერძო და არასწორი აზრი, თუნდაც გამოთქმული წმიდა და პატივსაცემ მამათა მიერ, კანონისა და დოგმატის რაგნში აწიეს და ეკლესიისთვის საყოველთაოდ და სავალდებულოდ მისაღებ ნორმად დააწესეს.
ზუსტად იმავეს ვამბობთ დასხმითი ნათლობის საეკლესიო ნორმად დამწესებელთა გამოც. მიუხედავად იმისა, ზოგიერთ წმიდა მამას დაეჭვებით, უცოდინრობით თუ ვითარების გამო, ან კიდევ დაუკვირვებლობით, ან საერთოდ, როგორც კერძო და სხვებისთვის არასავალდებულო, გამოუთქვამს დადებითი აზრი დასხმით-
***
ე. ჭელიძე, როგორც სულიწმიდისა და წმიდა მამათა შეურაცხმყოფელი
არ შეგვიძლია, არ აღვნიშნოთ ისიც, რომ წმიდა წერილისა და წმ. მამათა ნაწერების ესოდენი გაყალბებით, რომელიც უკვე საკმაოდ ვიხილეთ, ე. ჭელიძე წარმოგვიდგება, როგორც უკიდურესი მკრეხელი, კადნიერი და სულიწმიდის შეურაცხმყოფელი, რადგან წმიდა წერილისა და წმიდა მამათა გამონათქვამების დამახინჯება სხვას არაფერს ნიშნავს. უმეტესი დამარწმუნებლობისთვის მივმართოთ წმ. ფოტი კონსტანტინოპოლელს, რომელიც ამ საკითხთა დაკავშირებით ასე ამხელდა ლათინთ: "რამდენ სხვა წმიდა და ნეტარ მამას გამოუთქვამს მსგავსი რამ (იგულისხმება შეცდომები -
ნუთუ ყველა ამ მამის წინააღმდეგ წარმოადგენ შენს დილემას და წარბაწეული იტყვი: "საჭიროა ამ მამების თაყვანისცემა და ამიტომაც არ უნდა განვსაჯოთ ის, რაც მათ მიერ არის დაწერილი; ან თუ რომელიმე მათგანის გამონათქვამს განვსჯით, თვით ამ წმიდა მამებსაც განვსჯით?" განა თვით ეს წმიდა მამები არ მიაქცევენ შენს თავზე შენსავ ეშმაკობას და გეტყვიან: "ადამიანო! რისთვის აერთებ შეუერთებელს? ჭეშმარიტებით თუ გვიწოდებ მამებს როგორ არ უფრთხი ჩვენს წინააღმდეგ ამხედრებას და რაც უფრო საშინელია, -
ე. ჭელიძის ხრიკებსა და მოწმობებს წმინდანთა ცხოვრებიდან თუ თხზულებებიდან, რომლებიდანაც მას გამოჰყავს დასხმით-
ჩვენ შეგვეძლო მარტო ამ ფაქტებზე დაყრდნობით ეჭვქვეშ დაგვეყენებინა ე. ჭელიძის მიერ შემოთავაზებული მრავალი წყარო და არც შევდგომოდით მათ შემდგომ განხილვას. და კიდევ, ამისი გაკეთება შეგვეძლო ე. ჭელიძის უკიდურესი არაობიექტურობისა და წყაროებისადმი აფერული მიდგომის გამო (გავიხსენოთ თუნდაც მის მიერ არასწორად და აბსოლუტური ეშმაკობით დამოწმებული მასალა იორდანეში ქრისტეს ნათლისღების, მაგნუსისადმი წმ. კვიპრიანე კართაგენელის მიერ მიწერილი ეპისტოლე, წმ. იოანე ოქროპირის განმარტება ნათლისღებაზე და კიდევ რომელი ერთი…), შეგვეძლო, გვეთქვა და ვამბობთ კიდეც: როგორ შეიძლება რომელიმე წყაროში ვენდოთ ადამიანს, რომელიც თავის მკითხველს ლამის ყოველ ნაბიჯზე ატყუებს, სთავაზობს ყალბ ინტერპრეტაციებს და აშკარა გაყალბებებსაც არ ერიდება; რომელიც წერს არა მეცნიერულ, არამედ ცრუმეცნიერულ ნაშრომს; ასევე, სრული უფლებით გვეთქვა, რომ ე. ჭელიძის ხსენებული ნაშრომები არის აბსოლუტურად არასანდო; მაგრამ ე. ჭელიძის მიმდევრები ამას პასუხისმგებლობისგან გაქცევად ჩაგვითვლიდნენ და ნახავდით მაშინ ნამდვილ ლეყეცობასაც, მოლიზღარობასაც და თუთიყუშებივით ერთი და იმავეს ყივილს -
ამიტომაც გადავწყვიტეთ განგვეხილა ე. ჭელიძის ვაი-
39