არქიეპისკოპოსი პავლე (ხორავა)
გზა - მართლად სავალი
ნაწილი I
შთაფლვა თუ დასხმა?!
შთაფლვითი ნათლობის კანონიკურობისა და დასხმითი ნათლობის უკანონობის შესახებ
გზა -
ნაწილი I
შთაფლვა თუ დასხმა?!
შთაფლვითი ნათლობის კანონიკურობისა და დასხმითი ნათლობის უკანონობის შესახებ
მკითხველო, წინამდებარე წიგნი, რომლის ინტერნეტ-ვერსიასაც ჩვენს ოფიციალურ საიტზე გთავაზობთ, მართლმადიდებლური სარწმუნოების საძირკვლის გამაგრების, შენთვის ჭეშმარიტი ქრისტეანული გზის ჩვენებას ისახავს მიზნად. აქ თავმოყრილია დიდძალი კვლევითი მასალა, რომელიც ეხება დოგმატიკის, ლიტურგიკის, ეკლესიის ისტორიის და ესქატოლოგიის სფეროებს. წიგნი მდიდარია ფაქტობრივი და დოკუმენტური მასალით და მოიცავს პერიოდს I საუკუნიდან ვიდრე XXI საუკუნემდე. ავტორი გვაძლევს ნათლისღების საიდუმლოს, სხვადასხვა ლიტურგიკული წეს-ჩვეულების, 17-ე საუკუნის საეკლესიო რეფორმისა და მისი შედეგების შემჭიდროებულ, მაგრამ ამავე დროს ღრმა ანალიზს.
წიგნში მხილებულია ძველმართლმადიდებლური ეკლესიის წინააღმდეგ მიმართული ცილისწამებებისა და ბრალდებების უსაფუძვლობა; ავტორის მიზანია, ჭეშმარიტების ერთგულ ყოველ ქრისტეანს მიუთითოს გზა მართლად სავალი. იმის გასარკვევად, რომ ეს გზა სწორედ ძველმართლმადიდებლურ ქრისტეანობასთან მიდის, არა მარტო აქ მოტანილი საეკლესიო წესებისა და სხვადასხვა მოვლენის განმარტება დაგეხმარება, არამედ კრებულში თავმოყრილი სადისკუსიო მასალებიც დიდად წაგადგებგა და ორ მოპაექრე მხარეს შორის მტყუან-მართლის გარჩევაც არ გაგიჭირდება.
წიგნის პირველი ნაწილი ეძღვნება ნათლისღების საიდუმლოს, მისი შესრულების კანონიკურ და არაკანონიკურ ფორმებს; მეორე ნაწილი - 17-ე საუკუნის რუსეთის საეკლესიო რეფორმას და მის შედეგებს როგორც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისთვის, ასევე მსოფლიო მართლმადიდებლობისთვის; მესამე ნაწილი კი მთლიანად ეძღვნება ეკლესიის უძლეველობას.
ჭეშმარიტი ქრისტიანული სიყვარულით უძღვნის ამ წიგნს ძველმართლმადიდებლური ეკლესიის არქიეპისკოპოსი პავლე (ხორავა) წმიდა სარწმუნოების გზაზე შემდგარ ყოველ მართლმადიდებელს.
წიგნი გამოიცა ძველმართლმადიდებელ ქრისტეანთა შემოწირულობით.
თავი XXV
____________________________________________________________________________________________________________________
წმ. ერმოგენეს ნათლობა
ახლა განვიხილოთ წმ. ერმოგენეს ნათლობა, რომელსაც დასხმითი ნათლობის "კანონიკურობის" ნიმუშად ძალიან ხშირად გვიმოწმებენ თავად ე. ჭელიძე და მის მიერ გაბრუებული ფანატიკოსები.
ერმოგენეს ნათლობა, როგორც არაერთხელ გვითქვამს, წარმოადგენს ისეთივე გამონაკლის და იშვიათ შემთხვევათა კატეგორიას, რომლებზეც ზემოთ უკვე ვილაპარაკეთ, მაგრამ ე. ჭელიძის დაბინდულ გონებას ამისი დანახვა არანაირად არ სურს. ის იმოწმებს წმ. ერმოგენეს ნათლობის აღწერას, ქართულად გადმოთარგმნილს წმ. ექვთიმე მთაწმინდელის მიერ, სადაც ნათქვამია, რომ ერმოგენე ეპისკოპოსებმა მონათლეს თავზე წყალდასხმით, ე. ჭელიძე, მისთვის ჩვეული უხამსობით და უტიფრობით უტევს ძველმართლმადიდებელ ქრისტეანებს და წერს: "ამ სიტყვათა შემდეგ რაღას იტყვიან სიბილწის მოძღვარნი, უკეთურების რაგვარი მანქანებანი მოიძიება მათგან, რითაც თითქოსდა კვლავაც (როგორც იმედი აქვთ) განაცრუებენ ჭეშმარიებას?" (ე. ჭელიძე. "სული - ცხოველი". გვ. 349).
სხვა ადგილას ე. ჭელიძე აცხადებს: "მეორე აღმობგერება სულშეძრწუნებულ გადაშთაფლულთა მხრიდან ის გახლდათ, რომ ერმოგენეს ნათლობა იშვიათობააო, გამონაკლისიაო, არკი უწყიან ანბანიც კი საეკლესიო მღვდელმოქმედებითი მესჯულეობისა" (იქვე. გვ. 359).
ე. ჭელიძის ამ არაქრისტიანული, მეცნიერისა და ადამიანისთვის შეუფერებელი გამოხდომის შემდეგ, მოდი, ვნახოთ, იმსახურებენ თუ არა ძველმართლმადიდებელი ქრისტეანები ეპითეტს "სიბილწის მოძღვარნი" მხოლოდ იმის გამო, რომ ისინი წმ. ერმოგენეს ნათლობა გამონაკლისთა კატეგორიას განაკუთვნებენ, და ისიც ვნახოთ, ვიცით თუ არ ჩვენ საეკლესიო მღვდელმოქმედების ანბანი და რამდენად არის მასში გარკვეული თვით ე. ჭელიძე. ამ ამოცანის შესასრულებლად მოგვიწევს ვრცელი ციტატების დამოწმება ე. ჭელიძის ნაშრომიდან "სული - ცხოველი".
როგორც სხვა შემთხვევებში, ისე აქაც, ე. ჭელიძე ძალიან აბუქებს წმ. ერმოგენეს ნათლობის ამბავს, ურთავს საკუთარ განმარტებებს და მას კანონიკური ნათლობის, ეკლესიაში ნათლობის კანონიკური სახის დასტურად სახავს. თუმცა, ერმოგენეს ნათლობა, მართალია, ოდნავ სხვა კუთხით, მაგრამ მაინც, სწორედ განსაკუთრებულ, სასწაულებრივ ნათლობას წარმოაჩენს და არა ეკლესიის წიაღში დამკვიდრებულ ნორმატულ აქტს.
ე. ჭელიძის წიგნში "სული - ცხოველი", საკმაოდ ვრცელი ადგილი ეთმობა წმ. ერმოგენეს ნათლობის აღწერას (გვვ: 348-361). ავტორი ირწმუნება, რომ "ღვთის მადლით და გადაშთაფლვითი უღვთოების კვლავაც ძირითურთ აღმოსაფხვრელად, საეკლესიო ჰიროლოგია (IV საუკუნის) წიაღიდანაც გამოგვიცისკრებს უდიადეს მადლის ვლენას, რაც თანაშერთულია იმგვარ ღვთივრჩეულ მოღვაწეთა ხსენებასთან, როგორებიც არიან IV ს-ის I ნახევრის სახელგანთქმულნი მარტვილნი: მინა, ერმოგენე და ევგრაფი, რომელთა ხსენება IV ს-იდანვე ყოვლადბრწყინვალედ აღესრულება 10 დეკემბერს" (ე. ჭ. ხს. შრ. გვ. 348).
ამის შემდეგ ჩვენი ოპონენტი იმოწმებს წმ. მოწამეთა: მინას, ერმოგენესა და ევგრაფის მარტვილობის სხვადასხვა რედაქციას, სადაც აღწერილია წმ. ერმოგენეს ნათლობა. "ძეგლის ავტორად ქართულ-ბერძნულ ხელნაწერებში მითითებულია უდიდესი მნათობი მართლმადიდებლობისა წმ. ათანასე ალექსანდრიელი", - განაგრძობს ე. ჭელიძე. - "აღნიშნული ძეგლი ქართულად თარგმნა ასევე დიდმა მნათობმა მართლმადიდებელი ეკლესიისა, წმ. ექვთიმე მთაწმინდელმა..." ექვსი საუკუნის შემდეგ იგივე ამბავი გადმოუცია X-XI სს. უდიდეს წმინდანს, ღმერთშემოსილ სვიმეონ ლოგოთეტს, ანუ მეტაფრასტს (X ს.) (გვ. 349) ... "კარგად არის ცნობილი, რომ წმ. სვიმეონ მეტაფრასტის შრომები ქართულად თარგმნა წმ. ეფრემ მცირემ" (გვ. 351)... "წმ. სვიმეონ მეტაფრასტის ხსენებული თხზულება ქართულად სხვა თარგმანითაც არის ცნობილი. მთარგმნელი ჩანს ღირსეული მოღვაწე თეოფილე ხუცესმონაწონი (XI ს. II ნახ.). საგულისხმოა, რომ აღნიშნული თარგმანი შემოგვინახა XI-XII სს-ის დიდად მნიშვნელოვანმა ხელნაწერმა H-1347, რომლის გადამწერადაც არსენ იყალთოელი ივარაუდება" (გვ. 353).
მკითხველს, ალბათ, დააინტერესებს, თუ რაში დაგვჭირდა წმ. ერმოგენეს ნათლობის ამსახველი წყაროს, ანუ მინას, ერმოგენეს და ევგრაფის მარტვილობის აღმწერელთა და მთარგმნელთა ვინაობის ასეთი დეტალური გადმოცემა. საქმე ის არის, რომ ამ ვითარებიდან ე. ჭელიძე აკეთებს საკმაოდ საინტერესო და უცნაურ დასკვნას, რომელიც მკითხველზე ფსიქოლოგიური ზემოქმედებისკენ არის მიმართული. ე. ჭელიძის თქმით, რაკიღა ხსენებულ წყაროში აღწერილია ერმოგენეს დასხმითად ნათლობა, ეს უეჭველად ადასტურებს ამ წმინდანთა (ანუ მარტვილობის ავტორ-გადამწერ-მთარგმნელთა) მიერ დასხმითი ნათლობის სჯულიერების აღიარებას. ე. ჭელიძე წერს: "ამგვარად, დასხმითი წესით ნათლობის რჯულიერებას (აურაცხელ სხვა უეჭველ არგუმენტთან ერთად) (24) ყოვლადბრწყინვალედ სწამებენ და ადასტურებენ ძველბერძნული მართლმადიდებლობის მნათობები წმ. ათანასე ალექსანდრიელი და წმ. სვიმეონ მეტაფრასტი" (იქვე. გვ. 357).
---------------
24. ცხადია, სხვა "აურაცხელი" და "უეჭველი" არგუმენტი ისევე არ შეესაბამება ე. ჭელიძის თეორიებს, როგორც სხვა ზემოთ განხილული და თუნდაც წინამდებარე მაგალითი. ამგვარი რამის მტკიცება ე. ჭელიძეს მკითხველის დასარწმუნებლად და მასზე საკუთარი შეხედულების დასამტკიცებლად სჭირდება.
---------------
არ იკითხავთ, როგორ "სწამებენ" ხსენებული წმინდანები "დასხმითი წესით ნათლობის რჯულიერებას"? ანუ რა აძლევს ე. ჭელიძეს საფუძველს, მკითხველს ამგვარი რამ დაუმტკიცოს? არც მეტი, არც ნაკლები, ის, რომ მათ "აბსოლუტურად ყოველგვარი გამაფრთხილებელი კომენტარის გარეშე დეტალურად აღგვიწერეს სამგზის დასხმითი ნათლობის ჩვეულებრივი (?) მღვდელმოქმედება და "აღმოშობად" და "მეორედ შობის საბანელად" შერაცხეს ეს ნათლობა" (იქვე. გვ. 357).
მეტიც, თურმე "ამასვე (ანუ დასხმითი ნათლობის რჯულიერებას - არქიეპ. პ.) სწამებს "დიდებული მარტვილი წმ. მენა, რომელიც უშუალოდ მეთვალყურეობდა წარმართი ერმოგენეს სამგზის დასხმით ნათლობას. ამასვე სწამებს თავად დასხმითად მონათლული ერმოგენე, რომელიც მღვდელმთავარი გახდა"; ამასვე სწამებს თურმე ეკლესია, რომელიც "ყოველი წლის 10 დეკემბერს ყოვლადბრწყინვალედ აღასრულებს სამგზისი დასხმით მონათლული წმ. ერმოგენეს ხსენებას და მრევლის წინაშე ხმაგანსმენილად აღმოიკითხავს მისი ნათლობის ამბავს რაიმე კომენტარის გარეშე. ამასვე სწამებენ დიდი მამები ექვთიმე ათონელი, ეფრემ მცირე, თეოფილე ხუცესმონაზონი და არსენ იყალთოელი"; და ესენიც იმტომ სწამებენ დასხმითი ნათლობის რჯულიერებას, რომ არავითარ კომენტარს არ ურთავენ ერმოგენეს დასხმითი ნათლობის ამბავს.
ამრიგად, ე. ჭელიძის მიერ ხსენებულ მამათა დუმილი ერმოგენეს დასხმითი ნათლობის თაობაზე, ანუ ის გარემოება, რომ მათ არანაირი გამაფრთხილებელი კომენტარი არ დაურთეს ერმოგენეს ნათლობას, მიჩნეულია დასხმითი ნათლობის რჯულიერების დასტურად.
მარტივად რომ ვთქვათ, ამგვარი აზრი არის არა მარტო არამეცნიერული, არამედ არასერიოზულიც და სასაცილოც. რატომ უნდა დართვოდა წმ. ერმოგენეს ნათლობის შემთხვევას ხსენებულ წმიდა მამათა და მოღვაწეთა "გამაფრთხილებელი" კომენტარები? რომელი წმინდანის ნათლობას ან საკვირველ მოღვაწეობას
დართვია ამგვარი რამ? ჩვენ ზემოთ არაერთი სასწაულებრივი შემთხვევა დავიმოწმეთ, სადაც წმინდანები ხან წვიმით ინათლებიან, ხან ღრუბლით, ხან ქვიშით და ა. შ. უცნაური და სჯულიერი, საეკლესიო წესისგან განსხვავებით სხვა საეკლესიო საიდუმლოებებიც აღსრულებულა (მაგ.: წმ. გრიგოლ საკვირველმოქმედის ხელდასხმა სიტყვით, წმ. მღვდელმოწამე ლუკიანეს მიერ საკუთარ მკერდზე ლიტურგიის აღსრულება და მრავალი სხვა), მაგრამ არავის რაიმე "გამაფრთხილებელი კომენტარი" არც ამ შემთხვევებში დაურთავს. მაშ, რა ვიფიქროთ? - ყველა ეს შემთხვევა დასხმითი ნათლობის ან სიტყვით ხელდასხმით, ან სხვა რომელიმე უცნაური და სასწაულებრივად აღსრულებული ფაქტის ეკლესიური ნორმის დასტურია?
ე. ჭელიძე ამგვარი იდეის შემოტანით, თავისი ოპონენტების შეურაცხყოფისა და დაკნინების ფონზე, ცდილობს მკითხველის ცნობიერების მართვას, მისი აზროვნების დაპყრობას და იმ აზრის ჩანერგვას, რომ რაკიღა არავის არანაირი კომენტარი არ დაურთავს ერმოგენეს დასხმითი ნათლობის შემთხვევაზე, ჩანს, მათთვის ეს ჩვეულებრივი და ეკლესიური ამბავი ყოფილა, თორემ სხვაგვარად ისინი აუცილებლად მისცემდნენო განმარტებას.
ამგვარი აზრი ყოვლად გაუმართლებელია, რადგან, როგორც უკვე აღვნიშნეთ, არც ერთი წმინდანის ცხოვრებას, სადაც რომელიმე საიდუმლოს განსხვავებული და გამონაკლისი სახით აღსრულებაზეა ლაპარაკი, სპეციალური კომენტარები არ ახლავს. წმიდა მამები არიან ამ ცხოვრებათა აღმწერნი ან გადამწერნი, რათა ჩვენამდე უცვალებლად მოიტანონ არა მომხდარ შემთხვევაზე ჩატარებული მეცნიერულ-თეოლოგიური გამოკვლევა, არამედ ის ამბავი, რაც სინამდვილეში მოხდა.
აგიოგრაფიული თხზულება ავტორისგან ან მთარგმნელისგან არ ითხოვს არც ამგვარ კომენტარს და არც ამგვარ გამოკვლევას. ამიტომაც, თავად ფანდი, რომელსაც ე. ჭელიძე წმ. ერმოგენეს ნათლობის რჯულიერების წარმოსაჩენად და მის ეკლესიაში დამკვიდრებული დასხმითი "ნათლობის" "გასაპრავებლად" მიმართავს, უკვე ეჭვქვეშ აყენებს წმ. ერმოგენეს ნათლობის ე. ჭელიძისეული კომენტარის მართებულობას. რამეთუ, მართალ და ჭეშმარიტად საეკლესიო წესს ამგვარი ხრიკებით "გამართლება" ან "დასაბუთება" სულაც არ სჭირდება.
დუმილი ამა თუ იმ შემთხვევის გამო, ანუ ის, რომ წმიდა მამები არანაირ კომენტარს არ ურთავენ სასწაულებრივ ან გამონაკლისურად შესრულებულ საიდუმლოებებს, სულაც არ ნიშნავს რომელიმე ფორმის ან შემთხვევის შეწყნარებას საეკლესიო წესად ან იმას, რომ ამგვარი ფორმა ეკლესიაში რჯულიერ წესად იყო მიღებული.
საპყრობილეში მყოფმა წმიდა მღვდელმოწამე ლუკიანემ (IV ს.) (ხს.15 (28) ოქტომბერი) საკურთხევლად საკუთარი სხეული (მკერდი) გამოიყენა და მასზე აღასრულებინა წმიდა ჟამისწირვა. "როცა დიოკლეტიანემ (284-305) მართლმორწმუნეთა დევნა დაიწყო, ღირსი მამა შეიპყრეს და ნიკომიდიის საპყრობილეში გაგზავნეს, სადაც ცხრა წლის მანძილზე იყო გამომწყვდეული. მრავალგვარი წამებითა და შიმშილით გატანჯული მამა იქვე გარდაიცვალა. სიკვდილის წინ, ღვთის განცხადების დღესასწაულზე, ჯაჭვებით სარეცელზე დაკრულმა მღვდელმოწამემ საკუთარ მკერდზე აღასრულა საღვთო ლიტურგია, ეზიარა და იქ მყოფი მართლმორწმუნეებიც აზიარა ქრისტეს სისხლსა და ხორცს" ("წმიდანთა ცხოვრება", ტომი IV, თბილისი, 2003 წ.).
არავის არ მიუცია რაიმე კომენტარი ამ შემთხვევისთვის, მაგრამ განა ასე აღსრულებული ევქარისტიის საიდუმლო ვინმემ რჯულიერ და ეკლესიურ წესად მიიჩნია? განა დღეს ეკლესიებში მღვდლები საკურთხევლებზე წვებიან და საკუთარ მკერდზე ატარებენ ევქარისტიის საიდუმლოს? განა ამგვარი რამის მტკიცება სისულელე არ გახლავთ? მაშ, რა ხდება? ხდება ის, რომ ე. ჭელიძეს აუცილებლად სჭირდება წმ. ერმოგენეს მიერ აღსრულებული ნათლობის რჯულიერების მტკიცება და ამ თავისი მტკიცების გამაძლიერებელი არგუმენტაცია. მაგრამ იმგვარი "არგუმენტი" (დუმილი რაიმე შემთხვევის გამო ან კომენტარის დაურთველობა), რასაც ეს ვაიმეცნიერი გვთავაზობს, აბსოლუტურად მიუღებელია. ხოლო თვით ამგვარი ხრიკის გამოყენება, როგორც უკვე ვთქვით, ერმოგენეს ნათლობის "რჯულიერებისა" და "ეკლესიურობის" ე. ჭელიძისეულ ინტერპრეტაციას იმთავითვე ეჭვქვეშ აყენებს. ჭეშმარიტ საეკლესიო ნორმას ამგვარი საეჭვო "გამართლებები" არ სჭირდება. მაგალითად, ნათლისღებაში სამგზის შთაფლვის, როგორც საეკლესიო ნორმის დამადასტურებელი უამრავი წყარო არსებობს, რაც ვერ ითქმის დასხმით ნათლობაზე, რომელიც აღესრულებოდა იშვიათ და რთულ შემთხვევებში ან კიდევ სასწაულებრივად. ამიტომაც, მკითხველი ადვილად შენიშნავს, რომ ე. ჭელიძის წიგნში დასხმითი ნათლობის "რჯულიერება" აგებულია ძირითადად სასწაულებრივ და გამონაკლის შემთხვევებზე, რომელსაც ის თავისი სოფისტური განსჯით ეკლესიურობის კატეგორიას "ანიჭებს" და მკითხველს არწმუნებს, თითქოსდა საქმე გვქონდეს სრულიად მისაღებ საეკლესიო წესთან.
ახლა კი მოდი, თვით წმ. ერმოგენეს ნათლობის საკითხს დავუბრუნდეთ და ვნახოთ როგორ, ვის მიერ და რა ვითარებაში მოინათლა ერმოგენე. და ვართ თუ არა ჩვენ "სიბილწის მოძღვარნი" და "სულშეძრწუნებულნი გადაშთაფლულნი" (იქვე. გვ. 349, 359), ერმოგენეს ნათლობას გამონაკლის შემთხვევათა კატეგორიას რომ განვაკუთვნებთ.
ე. ჭელიძის მიერ წიგნში "სული - ცხოველი" ერმოგენეს ნათლობის ამბავი აღწერილია უფრო ვრცლად, ვიდრე წიგნში "ეკლესია - სძალი უფლისა", ამიტომაც, საკითხის განხილვისას ჩვენც მის ბოლო ნაშრომს ("სული - ცხოველი") დავეყრდნობით.
ე. ჭელიძე წერს: «ჭეშმარიტების კიდევ ერთხელ სააჯმნოსაყოფელად დავიმოწმებთ სათანადო ადგილს წმ. სვიმეონ ლოგოთეტის მეტაფრასული შრომის ძველბერძნული ტექსტიდან, სადაც აღწერილია მსაჯული ერმოგენეს საუბარი წმ. მენასთან და შემდეგ მისი ნათლისღება: "მთავარმა მთელ სიმრავლესთან ერთად თქვა: "არაფერია ჩვენთვის საეჭვო შენი ღვთის შესახებ, უწმიდესო! ყოველივე ცხადად ვუწყით და ყოველსვე შენგან თქმულს ვერწმუნებით, მხოლოდ ერთს ვეძიებთ, რომ ნათლისღების მიერ ღმერთს შეგვათვისო... რადგანაც იყვნენ აქ გარემო ქალაქთა ეპისკოპოსნიც, კეთილმოშიშნიც და ღვთისმოყვარენი, სულ ცამეტი... მოტანილი იქნა წყალი, ასე ბრძანა რა წმინდანმა (წმ. მენამ); თვით იგი (წმ. მენა) შემაღლებულ ადგილზე ავიდა და, მისი მითითებით, მთავარმა თავი მოუხარა ღვთისმოყვარე ეპისკოპოსებს, ეპისკოპოსებმა კი ზედ დაასხეს მას თავზე წყალი და თქვეს: "მიიღებს ახალშობის განბანვას ერმოგენე სახელითა მამისა და ძისა და წმიდისა სულისა". მთელი სიმრავლის წინაშე ამგვარად ქმნა წმინდანმა მისი ნათლობა. ამის გამო ხალხმა ფრიად აქო იგი. რადგანაც მთავრის ახალშობა დღესასწაულობას ავალდებულებდა წმინდანს და რადგანაც შეუძლებელი იყო ამოდენა სიმრავლის დაკმაყოფილება, წმ. მენამ დაშალა დამსწრეთა კრებული, შემდეგ კი მიუბრუნდა ეპისკოპოსებს და ასე უთხრა მათ: "არ იქნება სამართლიანი, ეკლესიას მოვაკლოთ ამგვარი კაცი, მრავალსწავლული, გამჭრიახი და გონებამაღალი. წმინდანისადმი დიდი კრძალვის გამო ერმოგენე არ შეეწინააღმდეგა მას, ხოლო ეპისკოპოსებმა მიიღეს იგი და სამღვდელო დასში (კლიროსში) თანააღრიცხეს. შემდეგ წესისამებრ განვლო მან ყველა საეკლესიო ხარისხი და დაადგინეს იგი ქალაქის ეპისკოპოსად.
ხელდასხმიდან მეშვიდე დღეს ერმოგენმა შეკრიბა, რაც კი ჰქონდა, ოქრო და მთელი სხვა სიმდიდრე, უარი თქვა შვებაზე და ფუფუნებაზე, რაც ახარებს სოფლისმოყვარე სულებს, და ყოველივე მისცა ღარიბებს... მხნედ შეერკინა იგი საცთურს, მცირე დროში დაამხო ეშმაკთა სალოცავები და ბომონები, დასცა ყოველი კერპი, ყველგან დაამყარა ჯვარი, საკურთხევლები დააფუძნა და თაყვანცემულ- ჰყო სახელი ქრისტესი. ამის შემდეგ, რადგანაც ხალხი შეუვრდებოდა მას და ითხოვდა მისგან ნათლობას, ყოველდღიურად ნათელსცემდა იმდენს, რომ ადვილი არ იყო მათი აღრიცხვა, ხოლო ეშმაკეულებსა და სხვა ვნებათაგან ტანჯულთ მყისვე ათავისუფლებდა ეშმაკისა და ვნებისაგან მარტოდენ ქრისტეს ხმობით, თანაც ასწავლიდა მათ, რომ მარადჟამს დაშურებოდნენ ისინი სიწმიდეს, ღვთისმსახურებას, სიმდაბლეს, სიყვარულს, სიმშვიდეს, უპოვარებას და, მსგავსადვე, ყველა სხვა სათნოებას, თავის თავს კი ნიმუშად დაუდებდა მისგან განსწავლულთ. ასე, რომ მცირე დროში მთელი ქალაქი ერთი აზრით შეკავშირდა და იქმნა ყველა მათგანი ქრისტეს ერთ სამწყსოდ"» (წმ. სვიმეონ მეტაფრასტი. წამება წმ. მენასი, ერმოგენისა და ევგრაფისა. პგ. 116, სვ. 396- 397) (ე. ჭ. იქვე. გვ. 350- 351).
ასეთია წმ. ერმოგენეს ნათლობის წმ. სვიმონ ლოგოთეტის მეტაფრასული შრომის ძველბერძნული ტექსტის თარგმანი, რომელიც დამოწმებულია ე. ჭელიძის მიერ თავის ზემორე ხსენებულ ნაშრომში (გვ. 349- 351). ცხადია, მას, როგორც მაგალითების დახვავებისა და მით გარკვეული ფსიქოლოგიური ზემოქმედების მოყვარულს (როგორც ეს ვნახეთ თუნდაც იორდანეში მაცხოვრის ნათლობის მაგალითზე), მოტანილი აქვს სხვა, კერძოდ, წმ. ეფრემ მცირის და თეოფილე ხუცესმონაზვნის (XI ს.) თარგმანებიც, მაგრამ, რადგან ისინი ზემოთმოტანილი მონაკვეთის აღწერისას თითქმის იმავეს იმეორებენ, მათი აქ დამოწმება საჭიროდ არ ჩავთვალეთ. ამ თარგმანებიდან ჩვენ მხოლოდ რამდენიმე ადგილს ამოვიწერთ და შედარებისთვის წარმოგიდგენთ.
ამრიგად, ჩვენ გავეცანით წმ. ერმოგენეს ნათლობის აღწერას წმ. სიმეონ ლოგოთეტის შრომიდან. ახლა გავეცნოთ რა დასკვნებს აკეთებს აქედან ე. ჭელიძე:
1. "როგორც ვნახეთ, - წერს ჩვენი "მეცნიერი", - მსაჯული ერმოგენე ინათლება, წმინდა მენას ბრძანებით, ცამეტი ეპისკოპოსის მიერ. დასხმითი წესით ნათლობა რომ "სატანური პრაქტიკა" ყოფილიყო, ეჭვი არ არის, წმ. მენა არავითარ შემთხვევაში არ დაუშვებდა ამგვარ ნათლობას არც ეპისკოპოსნი აღასრულებდნენ მას, რადგანაც მათთვის ყველა საშუალება და ყველა შესაძლებლობა არსებობდა წარმართი ერმოგენეს შთაფლვითი წესით მონათვლისა" (ე. ჭ. იქვე. გვ. 354).
ჩვენი კომენტარი: დავაკვირდეთ იმ ვითარებას, რომ ერმოგენეს ნათლობისა და ხელდასხმის შემთხვევაში (იხ. ქვემოთ) მთელ პროცესს ერისკაცი (წმ. მენა) მეთაურობს... მისი სიწმიდისა და საკვირველმოქმედებისადმი უდიდესი რიდის გამო, ვერც მთავარი ერმოგენე და ვერც ეპისკოპოსები მას ვერაფერს უბედავენ... რა გამაფრთხილებელ კომენტარს უკეთებენ ამგვარ ვითარებას ზემოთ ხსენებული წმინდანები, რომელთა დუმილს დასხმით ნათლობაზე ამგვარი ნათლობის სჯულიერებად წარმოაჩენს ე. ჭელიძე? - არავითარს!
მაშასადამე, რა გამოდის? წმ. მენა, თუნდაც საოცარი საკვირველმოქმედი, მაგრამ მაინც ერისკაცი, საეპისკოპოსო ხარიხსზე აღმატებული ყოფილა?! თანაც ისე, რომ შეუძლია მიუთითოს, როგორ მონათლონ ერმოგენე და მეტიც, შეუძლია ერთპიროვნული რჩევა მისცეს ცამეტ ეპისკოპოსს ერმოგენეს მღვდელმთავრად არჩევაზე? (ამგვარი რამ უიშვიათესი შემთხვევაა ეკლესიის ისტორიაში. მართალია, ძველ დროში საეპისკოპოსო კანდიდატებს ხალხი ირჩევდა, მაგრამ იშვიათია, ეპისკოპოსი მხოლოდ ერთი ადამიანის, თან ერისკაცის მითითებით აერჩიოთ და ამგვარი არჩევა ეკლესიას, მის მთელ სასულიერო დასს ნებაყოფლობით მიეღოს) (25) სრულიად აშკარაა, რომ აქ განსაკუთრებული ანგარიში ეწევა წმ. მენას, როგორც ღმრთის კაცს და საოცარ საკვირველთმოქმედს. არადა, არასოდეს ქრისტეანობის ისტორიაში, მოყოლებული ძველი დროიდან, ერისკაცებს სასულიერო პირთადმი იოტისოდენა ბრძანების მიცემის უფლებაც კი არ ჰქონიათ, არათუ იმისა, გასცენ განკარგულებები ვინ, სად და როგორ მონათლონ და შემდეგ კიდევ ეპისკოპოსად დააწესონ (ცხადია, აქ არ ვგულისხმობთ იმ შემთხვევებს, როდესაც იმპერატორთა თვითნებობით და ეკლესიის ნების საწინააღმდეგოდ მომხდარა მღვდელმთავრის არჩევა).
---------------
25. ყურადღებას იპყრობს ის გარემოება, რომ სლავურ კურთხევანებში შეტანილი "ნომოკანონის" 121 და 122-ე განწესებები, რომლებიც კრძალავენ სასულიერო პირთა საჯარო შეურაცხყოფას და ერისკაცთა მხრიდან მათთვის რაიმე განკარგულებების გაცემას, რომელთაც "ნომოკანონი" მეშვიდე მსოფლიო კრებას განაკუთვნებს, სხვა კრებულების მიხედვით მოციქულებს მიეწერებათ. კერძოდ, ხსენებულ კანონებს, რომლებიც შეტანილია "ნომოკანონში" და განიხილება საეკლესიო წესად, "მოციქულთა ეპითიმიებად" ცნობილ აპოკრიფულ ძეგლს განაკუთვნებდნენ. პროფ. ა. ს. პავლოვი წერს: "И это правило, не по принадлежности усвоенное в Номоканоне седьмому вселенскому собору, находится в числе апокрифических апостольских епитимий (Pიტრა, ჟუს ეცცლეს. გრაეც., 1, ც. ცან. 9). "ნომოკანონის" 122-ე განწესება სლავურად ასე ჟღერს: "Яко не подобает простым людем, да повелевают священнику внити во святилище, или в кую любо вещь, даже и до мала, но своею волею, егда восхощет изволитися ему литургисати и пети" (Правило 122).
---------------
ხსენებულ მარტვილობაში ეს არის გამონაკლისი შემთხვევა, რომელსაც ამ მარტვილობის აღმწერი (წმ. ათანასე ალექსანდრიელი) და მისი გადამწერნი თუ მთარგმნელნი (წმ. სვიმეონ მეტაფრასტი, ეფრემ მცირე, თეოფილე ხუცესმონაზონი და სხვ.) არანაირ კომენტარს არ ურთავენ და, ე. ჭელიძის "ლოგიკიდან" თუ გამოვალთ, დღეიდან ეპისკოპოსებმა ქედი უნდა მოიდრიკონ სასწაულმოქმედი ერისკაცების წინაშე და საეკლესიო-იერარქიული წყობის საპირისპიროდ ეპისკოპოსთა კრებულის ხელმძღვანელებად დაიწესონ.
2. "ნათლობა ხდება საჯაროდ, საზეიმოდ, ცამეტი ეპისკოპოსის მიერ. - განაგრძობს ე. ჭელიძე. - ამგვარად გამორჩეული ნათლობა, ეჭვი არ არის, აღსრულდებოდა იმ დროისთვის დამკვიდრებული წესით. ხსენებული "ათცამეტნი ეპისკოპოსნი", ვითარცა "ღმრთისმოშიშნი და ღმრთისმოყუარენი" (წმ. ეფრემ მცირის თარგმანით) ანთუ "წესიერნი და განკრძალულნი" (თეოფილე ხუცესმონაზონის თარგმანით), წარმომადგენელნი და ნიმუშნი არიან მართლმადიდებლური მართლმკვეთელობისა. უეჭველია, ისინი აღასრულებენ კანონიკურ ნათლობას, რადგან, კვლავ გავიმეორებთ, არავითარი გარეშე ძალა ამათ არ ზღუდავს, არავინ არ აბრკოლებს, რომ ზედმიწევნით დაიცვან ნათლობის წესები" (იქვე. გვ. 355).
ჩვენი კომენტარი: ამ პუნქტში საქმე გვაქვს მხოლოდ და მხოლოდ ე. ჭელიძის "მიგნებასთან", მის კერძო შეხედულებასთან, რომელსაც მეტი დამაჯერებლობისა და ემოციურობის მისანიჭებლად ე. ჭელიძე "უეჭველ" პრაქტიკად სახავს. მაგრამ არ გვაქვს არავითარი საფუძველი ვიფიქროთ, რომ ცამეტმა ეპისკოპოსმა ერმოგენეს ამგვარი ნათლობა "იმ დროისთვის დამკვიდრებული წესით" აღასრულა. მიუხედავად იმისა, რომ ეს ეპისკოპოსნი "წესიერნი და განკრძალულნი", "ღმრთისმოშიშნი და ღმრთისმოყუარენი" არიან, აღასრულებენ არა იმ ნათლობას, რომელიც მათ მოციქულთაგან გადმოეცათ და, რაც საყოველთაოდ ცნობილია ეკლესიაში მოციქულთა დროიდანვე, ანუ შთაფლვას, არამედ იმგვარს, როგორსაც მათ, არსებული ვითარებიდან გამომდინარე, მენა მიუთითებს.
განა ასე არ არის ნათქვამი თვით ე. ჭელიძის მიერ მოტანილ თარგმანებში? – "მოტანილ იქნა წყალი", ასე ბრძანა რა წმინდანმა (წმ. მენამ); თვით იგი შემაღლებულ ადგილზე ავიდა და, მისი მითითებით, მთავარმა თავი მოუხარა ღვთისმოყვარე ეპისკოპოსებს..." (წმ. სვიმეონ ლოგოთეტის თარგმანი. ე. ჭ. Iქვე. გვ. 350);
"უბრძანა წმიდამან, - ნათქვამია სხვა თარგმანში, - რაითა მოართუან მათ წყალი და თვით წმიდაი იგი აღვიდა სიმაღლედ, და უბრძანა ეპარხოზსა, რაითა მოუდრიკოს თავი ღმრთისმოყუარე ეპისკოპოზთა..." (წმ. ეფრემ მცირის თარგმანი. იქვე. გვ. 351);
აჰა კიდევ სხვა თარგმანი: "მოღებულ იქმნა წყალი ბრძანებითა წმიდისაითა და აღვიდა მოწამე ადგილსა მაღალსა და ამცნო ეპარხოზსა მოდრეკად თავისა ... რათა გარდაასხან მას წყალი ნათლისღებისაი".
ამრიგად, სრულიად აშკარაა, რომ აქ ერმოგენეს ნათლობის პროცესს ხელმძღვანელობს არა ცამეტი ეპისკოპოსი, არამედ ერთი ადამიანი - წმ. მენა საკვირველთმოქმედი. ამიტომ, მიუღებლად მიგვაჩნია ე. ჭელიძის მტკიცება, თითქოსდა "ეჭვი არ არის", რომ ერმოგენეს ნათლობა ცამეტი ღვთისმოშიში ეპისკოპოსის მიერ "აღსრულდებოდა იმ დროისთვის დამკვიდრებული წესით". დიახაც რომ არის ეჭვი მათ ერმოგენეს ნათლობა აღასრულეს არა ისე, როგორც იმ დროისთვის ეკლესიაში იყო დამკვიდრებული, ანუ შთაფლვით, არამედ ისე, როგორც მათ უბრძანა წმ. მენამ.
3. "ეპისკოპოსთაგან ერმოგენეს მონათვლა თავზე დასხმით, რაც აღსრულდა "სახელითა მამისაითა, ძისაითა და სულისა წმიდისაითა", ზემოთდამოწმებული ტექსტების მიხედვით, არის "ზეგარდმო შობა", "საბანელი მეორედ შობისა", "ახალი შობა წყლისაგან და სულისა", "აღმოშობა"" (იქვე. გვ. 355).
ჩვენი კომენტარი: არ არის არანაირი პრობლემა, წმინდანის ბრძანებისა თუ განკარგულების მიხედვით აღსრულებული ამგვარი ნათლობა იწოდოს "ზეგარდმო შობად" და "მეორედ შობის საბანელად", ისევე როგორც იწოდა ამგვარი სასწაულებრივი ნათლობები სხვა შემთხვევებშიც (იხ. მაგ. ზემოთ წვიმით ნათლობის შემთხვევები). ამიტომაც, თვით ამგვარი გამონათქვამები ერმოგენეს დასხმითად ნათლობის კანონიკურობას და ეკლესიურ ნორმას ვერ დაადასტურებენ. ასე ითქმის ღმრთის განგებით აღსრულებულ ნებისმიერ შემთხვევაში. რადგან ერმოგენეს ნათლობაც ასეთივე სასწაულებრივი და გამონაკლისებრივი ნათლობაა, რასაც ადასტურებს ამ ნათლობის თანმდევი სხვა "უცნაურობები" (ამის შესახებ იხ. ქვემოთ), ბუნებრივია ითქმის კიდევაც, რომ ერმოგენემ ღმრთისგან მიიღო ნათლობის მადლი, დანარჩენი გამონათქვამები კი, როგორც ვიცით და ზემოთ თავის ადგილას ვნახეთ კიდევაც, არის ნათლისღების საიდუმლოს გამომხატველი ეპითეტები, სახელწოდებები და არა სხვა რამ.
გარდა ამისა, ოდნავ სახეშეცვლილია სანათლავი ფორმულაც: კერძოდ, უძველესი დროიდანვე სანათლავი ფორმულა იყო და დღემდე არის ასეთი სახით: "ნათელს იღებს მონა ღვთისა სახელითა მამისათა, და ძისათა და წმიდისა სულისათა".
ე. ჭელიძის მიერ მოტანილ წყაროში ერმოგენეს ნათლობისას წარმოთქმულ ყოფილა ასეთი ფორმულა: "მიიღებს ახალშობის განბანვას ერმოგენე სახელითა მამისა და ძისა და წმიდისა სულისა".
სანათლავი ფორმულის ისტორია დეტალურად არის გადმოცემული პროფ. ა. ალმაზოვის წიგნში "История чинопоследований Крещения и Миропомазания" (Казань. 1884), სადაც მეცნიერი წერს: "წყალში შთაფლვა, თუნდაც სამგზის, ჯერ კიდევ ვერ აძლევს ნათლისღების აქტს საიდუმლოს ხასიათს. ნათლობა მარტო წყლით განბანვაში რომ გამოიხატებოდეს, მაშინ ქრისტეანული ნათლისღება არაფრით იქნებოდა განსხვავებული წარმართთა განბანვებისგან" (ხს. შრ. თ. XIV. გვ. 322).
"იმისთვის, რათა ნათლისღება განბანვის საწესჩვეულებო მხარესთან ერთად საიდუმლო რომ გახდეს, მან უნდა შეიძინოს ქრისტეანული ელემენტი. ეს წმიდად ქრისტეანული ელემენტი ყოველ საიდუმლოში არის ის სიტყვები, ანუ ის ფორმულა, რომელიც წარმოითქმება შესაბამისი საიდუმლოს დროს და მისი საწესჩვეულებო მხარის (სქოლიო: ნათლისღებაში ეს მხარეა - განბანვა, მირონცხებაში - მირონის ცხება, მღვდლობის საიდუმლოში - ხელდასხმა და ა. შ.) უმთავრეს მომენტს წარმოადგენს. ნათლისღების საიდუმლოში ეს არის სიტყვები: "ნათელს იღებს მონა ღვთისა (N) სახელითა მამისათა, და ძისათა, და სულისა წმიდისათა". საიდან იღებს სათავეს შთაფლვასთან დაკავშირებული ეს მნიშვნელოვანი სიტყვები, რომელიც ნათლისღებას საიდუმლოს ძალმოსილებას ანიჭებს?" (იქვე. გვ. 322-323).
მართლმადიდებლური ღვთისმეტყველება აღიარებს, რომ სანათლავი ფორმულა თავის დასაბამს იღებს ქრისტეს განკარგულებიდან: "წარვედით და მოიმოწაფენით ყოველნი წარმართნი და ნათელ-სცემდით მათ სახელითა მამისაჲთა და ძისაჲთა და სულისა წმიდისაჲთა" (მათე 28:19). ნათლისღების საიდუმლოში ამგვარი ფორმულის არსებობას ადასტურებს ტერტულიანე (III ს.)...
გარკვეულ სირთულეს წარმოადგენს იმის გარკვევა, თუ როგორი სახით წარმოითქმებოდა ეს ფორმულა: "ინათლება მონა ღვთისა (N) სახელითა მამისათა...", ... ან "მე გნათლავ შენ სახელითა მამისათა...", თუ კიდევ რომელიმე სხვა სახით?
როგორც პროფ. ა. ალმაზოვის გამოკვლევიდან ჩანს, პირველივე საუკუნეებიდან სანათლავი ფორმულა შეიცავდა სიტყვებს "სახელითა მამისათა, და ძისათა, და სულისა წმიდისათა", ოღონდ არ ჩანს ფორმულის სრული სახე, კერძოდ, ითქმებოდა "ინათლება მონა ღვთისა სახელითა მამისათა... და შემდგ., თუ "მე გნათლავ შენ სახელითა მამისათა...". IV საუკუნიდან გვაქვს სანათლავი ფორმულის მკაფიო გადმოცემა წმ. იოანე ოქროპირთან, რომელიც ბრძანებს: "ჩვენ (შთაფლვის დროს) ვამბობთ: "ინათლება", რადგან არ უთქვამს ქრისტეს: "მე გნათლავთ თქვენ სული წმიდითო..." და შემდგ. (Златоуст. Homil. іn Іоаn. ХVШ, n. 1. Curs. Compl. Patrolog. Ser. Graec. Tom. LIX , col. 213; по русск. пер. "Бес. Злат. на Еван. Іоанна". Ч. Н, Спб. 1855, стр. 27 და Златоуст. "Homil. іn Aet. I . Curs. Сошрl. Patrol. Ser. Gгаес. Tom. LX . col. 21 . В русск. пер. "Бес. на Деян. ч. I , Спб. 1856, стр. 19).
შემდეგ, ანტიოქიელ პატრიარქ სევეროზთან სანათლავი ფორმულა პირდაპირ ასე იკითხება: "ინათლება მონა ღვთისა (N) სახელითა მამისათა, ამინ, და ძისათა, ამინ, და წმიდისათა (სულისათა) სიცოცხლისთვის უკუნითი უკუნისამდე, ამინ" ("ამინს" ამბობდა ხალხი).
ამრიგად, - როგორც პროფ. ა. ალმაზოვი ბრძანებს, - "უეჭველია, რომ IV-V საუკუნეებში სანათლავი ფორმულა იყო ისეთივე, როგორიც დღეს. თანაც აღსანიშნავია, რომ გვაქვს იმ დროის ორი უმთავრესი ეკლესიის მწყემსმთავრის მოწმობა (სევეროზ ანტიოქიელი ცნობილია, როგორც სევერიანული მწვალებლობის დამფუძნებელი. - არქიეპ. პ.), რომლებიც შეიძლება ჩავთვალოთ მთელი აღმოსავლური ქრისტეანობის პრაქტიკის უტყუარ დასტურად. მეტიც, წმ. იოანე ოქროპირის გამონათქვამი "ჩვენ ვამბობთ" მიუთითებს აღნიშნული ფორმულის საყოველთაო გამოყენებაზე კონსტანტინოპოლის ეკლესიაში და ათვალსაჩინოებს, რომ ეს არის ჩვეული, დიდი ხნის წინათ დამკვიდრებული ფორმულა" (ა. ალმაზოვი. ხს. შრ. გვ. 339).
სანათლავი ფორმულა V საუკუნეშიც იგივეა, რაც IV-ში. მაგალითად, წმ. იოანე მოსხი, რომელიც აღწერს ერთი ებრაელის ნათლობას ამბობს, რომ მისი შთაფლვისას წარმოთქმულ იქნა ფორმულა: "ინათლება თეოდორე სახელითა მამისათა, და ძისათა, და სულისა წმიდისათა. ხოლო ჩვენ ერთარსი და თაყვანსაცემი წმიდა სამების სახელთა ყოველ წარმოთქმაზე ვამბობდით "ამინ" (Іоанн Мосх. «Prat. Spirit. сар. CLXXVI. Curs. Compl. Patrol. Ser. Graec. Tom. LXXVII, pars. Ш, col. 3045; cp. Луг. Дух. в русск. пep. Μ. 1848, стр. 180, 287) (ციტ. იქვე. გვ. 339).
თევდორე წიგნისმკითხველი (ისტორიკოსი. პაფლაგონიელი. ცხოვრობდა VI ს. პირველ ნახევარში - არქიეპ. პ.) ჰყვება, რომ VI საუკუნის ეპისკოპოსი (კონსტანტინოპოლში) დევტერი, ნათლავდა რა ვინმე ბარბეს, ამბობდა: "ინათლება ბარბე სახელითა მამისათა..." და შემდგ. (Феодоръ Чтец. Извлеч. из церк. истор. кн. II, гл. XXV. Curs. Compl. Patrol. Ser. Graec. Tom. LXXXVI, I. col. 196 - 197; в Русск;. пер, Спб. 1854 г. cтp. 523) (იქვე).
"გარდა ამისა, აღმოსავლეთის ეკლესიას რაც შეეხება, თვით VIII საუკუნემდე იმავე სახის სხვა უამრავი მოწმობებიც გაგვაჩნია" (იქვე. გვ. 340).
"სანათლავი ფორმულა აღმოსავლეთის ეკლესიას VIII-X საუკუნეებშიც იგივე ჰქონდა, რაც ადრე, ანუ: "ინათლება N სახელითა მამისათა, და ძისათა, და სულისა წმიდისათა". ამგვარად, აღმოსავლეთის ეკლესიის პრაქტიკა შუა დრომდეც ძველი პრაქტიკის მიმდევრად რჩება და ამ ეკლესიის თანამედროვე პრაქტიკისგან თითქმის არ განსხვავდება.
სიმეონ თესალონიკელი (XV ს.), აღწერს რა სანათლავ აქტს, ასე ამბობს: "შთაფლავს რა (სანათლავს) წყალში, (მღვდელი) იტყვის: "ინათლება მონა ღვთისა (სახელი) სახელითა მამისათა"... შემდეგ კვლავ შთაფლავს და იტყვის: "და ძისათა"... შემდეგ შთაფლავს მესამედაც და იტყვის: "და სულისა წმიდისათა" (Симеон Солунский. "De sacramentis", сар. ХХШ; Curs. Compl. Patrol. ser. Graec. Tom. CLV, col 228; в русск. пер. «Писания отц. и учител. относ. к истин. богосл. Томъ II, стр. 67-68) (იქვე. გვ. 341). ამგვარად, აღმოსავლურ ფორმულას არც წმ. სიმეონის დროისთვის დაუკარგავს თავისი მნიშვნელობა" (იქვე).
სხვათა შორის, ძნელია იმის მტკიცება, თითქოსდა IV საუკუნემდე ყველგან იმ სახის სანათლავი ფორმულა გამოიყენებოდა, როგორიც წმ. იოანე ოქროპირთან გვაქვს. ბუნებრივია, რომ თავისი ხასიათით ის მეტ-ნაკლებად ერთნაირი უნდა ყოფილიყო, მაგრამ საყოველთაოდ სანათლავი ფორმულის ბუკვალური იგივეობის მტკიცების საფუძველი არ გაგვაჩნია. ალბათ, ამასვე ადასტურებს ერმოგენეს ნათლობის დროს წარმოთქმული სიტყვები: "მიიღებს ახალშობის განბანვას ერმოგენე სახელითა მამისა და ძისა და წმიდისა სულისა", და არა "ნათელს იღებს მონა ღვთისა ერმოგენე..." და შემდგ".
ამიტომაც, თუ აქ შემოგვედავებიან და გვეტყვიან, რომ სიტყვები "მიიღებს ახალშობის განბანვას" და "ინათლება მონა ღვთისა" შინაარსობრივად ერთი და იგივეა... არ შევეწინააღმდეგებით, მაგრამ, თუ გავითვალისწინებთ ე. ჭელიძის აზროვნების თავისებურებებს, რომელსაც უმცირესი განსხვავებიდან და ზოგჯერ დუმილიდანაც კი მისთვის სასურველი "ფაქტები" და "სწავლებანი" გამოჰყავს, შესაძლოა მოცემული განსხვავება ფორმულებში, დღეს თუ არა მომავალში მაინც, ცრუ სწავლებების მორიგი საფუძველი შეიქნას.
მაგალითად, რაკიღა ფაქტია, რომ არც მინას, ერმოგენესა და ევგრაფის მარტვილობის აღმწერელს (წმ. ათანასე ალექსანდრიელს), არც მისი თხზულების გადამწერებსა და მთარგმნელებს ერთი სიტყვითაც კი არაფერი მიუნიშნებიათ ამ, ერთი შეხედვით, "უმნიშვნელო" განსხვავებაზე და არანაირი "გამაფრთხილებელი კომენტარი" არ მოუწოდებიათ, იქნებ ისიც კი გვითხრან, რომ ნათლობის ფორმულა შეიძლება ისეც წარმოითქვას, როგორც ეს ერმოგენეს ნათლობისას ითქვა; ან კიდევ, თითქოსდა შესაძლოა მსგავსი შინაარსის ფორმულებით მისი შეცვლა; ასე რომ, მოდერნისტი ე. ჭელიძის "ლოგიკის" მიმდევრებმა შესაძლოა მალე არა მარტო ნათლობის გარეგანი ფორმის ცვალებადობის დაცვაზე "შემოიხიონ კაბები", არამედ ერმოგენეს ნათლობის აღწერის საფუძველზე სანათლავი ფორმულაც შეცვალონ და წარმოგვიდგინონ სრულიად სახეცვლილი ნათლისღება.
მაგრამ ეკლესიისგან ამგვარი გადმოცემა ჩვენ არ მოგვცემია. ჩვენ გვაქვს ორი უერთიერთდაპირისპირებული ეკლესიის მწყემსმთავართა - წმ. იოანე ოქროპირისა და სევეროზ ანტიოქიელის უტყუარი მოწმობები, თუ როგორ წარმოითქმებოდა სანათლავი ფორმულა იმ ეპოქაში და უფრო ადრეც. ასე წარმოითქმებოდა ის გვიანდელ საუკუნეებში, ასე წარმოითქმება ის დღესაც და მისი შეცვლის არანაირი უფლება ჩვენ არა გვაქვს.
4. ამავე პუნქტში ე. ჭელიძე განაგრძობს: "აღნიშნულ ტექსტებში ან ავტორისგან, ან მთარგმნელებისგან ოდნავი მინიშნებაც კი არ არის იმაზე, რომ სამგზისი დასხმით ნათლობა ან რაიმე სახის გამონაკლისი იყოს ანდა თითქოს საგანგებო შემთხვევის შედეგად აღსრულებული რამ წესი. პირიქით, დამოწმებული ტექსტები ძალდაუტანებლად, ბუნებრივად აღგვიწერენ ნათლობის ჩვეულებრივ, გავრცელებულ (და არა განსაკუთრებული შემთხვევით განპირობებულ) სახეს".
ჩვენი კომენტარი: ამ თემაზე ზემოთ უკვე გავამახვილეთ ყურადღება, მაგრამ აქაც ვიტყვით - რა საჭირო იყო ხსენებულ წმინდანთა მარტვილობის ავტორს ან ამ წყაროს მთარგმნელებს აუცილებლად გაეკეთებინათ კომენტარები? კომენტარები არ უკეთდება ამაზე საოცარ და საკვირველ შემთხვევებსაც კი, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ამგვარი ფაქტები მათ საეკლესიო რჯულიერებასა და პრაქტიკაზე მეტყველებს და ისინი საეკლესიო წესად უნდა შევიწყნაროთ. მეტიც, ისინი არავითარ კომენტარებს არ აკეთებენ ამავე მარტვილობაში აღწერილ სხვა შემთხვევებზეც, რომელთაც დეტალურად ქვემოთ განვიხილავთ და რომელიც შეუძლებელია იყოს ეკლესიაში დამკვიდრებული წესი (თუნდაც უკვე ნახსენები ფაქტი იმისა, რომ ერმოგენეს ნათლობისა და მღვდლად არჩევის პროცესი მიმდინარეობს ერისკაცის (წმ. მენას) განკარგულებით).
5. შემდეგ ე. ჭელიძე წერს: "მონათვლის შემდეგ ერმოგენე, ცხადია, ცოცხალია. უფრო მეტიც, იგი მალე იკურთხება უდიდესი საქრისტიანო ცენტრის - ალექსანდრიის მღვდელთმოძღვრად ანუ ეპისკოპოსად " (იქვე. გვ. 355).
ჩვენი კომენტარი: აქაც მცირედ შევჩერდებით და ვიტყვით, რომ ერმოგენეს კურთხევა "უდიდესი საქრისტიანო ცენტრის - ალექსანდრიის მღვდელთმოძღვრად ანუ ეპისკოპოსად" როდი ხდება წმ. მენას რჩევისა და მითითების გარეშე. ვიხილოთ დამადასტურებელი ფაქტები:
"წმ. მენამ დაშალა დამსწრეთა კრებული, შემდეგ კი მიუბრუნდა ეპისკოპოსებს და ასე უთხრა მათ: "არ იქნება სამართლიანი, ეკლესიას მოვაკლოთ ამგვარი კაცი, მრავალსწავლული, გამჭრიახი და გონებამაღალი. წმინდანისადმი დიდი კრძალვის გამო ერმოგენე არ შეეწინააღმდეგა მას, ხოლო ეპისკოპოსებმა მიიღეს იგი და სამღვდელო დასში (კლიროსში) თანააღრიცხეს. შემდეგ წესისამებრ განვლო მან ყველა საეკლესიო ხარისხი და დაადგინეს იგი ქალაქის ეპისკოპოსად"" (იქვე. გვ. 350).
სხვა წყარო: "... ამათ სიტყუათათვის (ანუ რომ ერმოგენე ჩარიცხულიყო სამღვდლო დასში, რადგან წმ. მენას თქმით "არ იქნება სამართლიანი, ეკლესიას მოვაკლოთ ამგვარი კაცი" - არქიეპ. პ.) ფრიადისა მის შიშისგან, რომელი აქუნდა მათ წმიდისა მიმართ, არღარა სიტყუა-უგეს მათ ერმოგენისათვის, არამედ თანააღრიცხეს იგი მწყობრთა საეკლესიოთა და ესრეთ აღავლნეს ყოველნი ხარისხნი და წესნი საეკლესიონი და ესრეთ აკურთხეს იგი ეპისკოპოსად ქალაქისა" (წმ. ეფრემ მცირის თარგმანი) (იქვე. გვ. 352).
აჰა, კიდევ სხვა წყაროც, სადაც იგივე ფაქტი ასეა გამოცემული: "მერმე მიექცა (წმ. მენა) ეპისკოპოსთა და ჰრქუა მათ: "არა სამართალ არს პატიოსანნო მღდელთმოძღუარნო ესევითარისა კაცისა, ბრძნისა და ღირსისა და გონებისა რჩეულისა დაკლებად ეკლესიისა". ესმა რაი ესე მოწამისგან ღირსთა მათ ეპისკოპოსთა, მოიყვანეს ერმოგინე და დააწესეს იგი ხარისხსა სამღდელოსა და რამეთუ არა იკადრა იგი რასაცა წინააღდგომად წმიდისა და ვითარცა მოავლინეს მას ყოველნივე ხარიხსნი და კიბენი საეკლესიო პატივთანი..." (ეს არის წმ. თეოფილე ხუცესმონაზონის თარგმანი, რომელიც გადაუწერია არსენ იყალთოელს. იხ. იქვე. გვ. 352-353).
ამრიგად, ცხადზე უცხადესია, რომ წმ. ერმოგენეს ნათლობისა და ხელდასხმის პროცესს თავიდან ბოლომდე წმ. მენა ხელმძღვანელობს, ხოლო ცამეტი ეპისკოპოსი აშკარად ასრულებს ერთი, წმიდა და საკვირველთმოქმედი ერისკაცის მითითებას, რადგან ამაში ისინი თვით ღმრთის ნებას ხედავენ. სხვაგვარი ფიქრის საფუძველი შეუძლებელია არსებობდეს, რადგან ერისკაცს არანაირად არ ძალუძს იოტისოდენა განკარგულების მიცემაც კი არათუ ცამეტი, არამედ ერთი ეპისკოპოსისადმი, და არათუ ეპისკოპოსის, არამედ რიგითი მღვდელმსახურისადმიც კი. რა გამაფრთხილებელ კომენტარს აკეთებენ ამაზე ხსენებული მარტვილობის ავტორი და მისი მთარგმნელი წმინდანები? - არავითარს! ისინი ისევე დუმან ამ უცნაურ შემთხვევაზე, როგორც დუმან დასხმით ნათლობაზე, რადგან ეს არის წმ. მენას ხელით, მისი პირით გაცემული საღმრთო განგებულება. აქედან გამომდინარე კი ეს გახლავთ განსაკუთრებული, განგებულებითი, გამონაკლისი შემთხვევა და არა საეკლესიო კანონი.
და კვლავ, ზემოთქმულიდან გამომდინარე, უკვე ცხადი ხდება ე. ჭელიძის მომდევნო მტკიცების სრული აბსურდულობა, რომლის მიხედვითაც, რაკიღა "ავტორისგან ან მთარგმნელებისგან ოდნავი მინიშნებაც კი არ არის იმაზე, რომ სამგზისი დასხმითი ნათლობა ან რაიმე სახის გამონაკლისი იყოს ანდა საგანგებო შემთხვევის შედეგად აღსრულებული რამ წესი", თურმე: "დამოწმებული ტექსტები ძალდაუტანელბად, ბუნებრივად აღგვიწერენ ნათლობის ჩვეულებრივ, გავრცელებულ (და არა განსაკუთრებული შემთხვევით განპირობებულ) სახეს".
ანუ, ნათლობაზე რაიმე კომენტარის არარსებობა და, დუმილი ამავე ნათლობის დასტურად მიუჩნევია ჩვენს პროფესორს; თუ ეს სიმართლეა, მაშინ ზუსტად ამავე მიზეზით, რაკიღა "ავტორისგან ან მთარგმნელებისგან ოდნავი მინიშნებაც კი არ არის იმაზე", რომ არ ძალუძს ერისკაცს, უხელმძღვანელოს და უმბრძანებლოს ეპისკოპოსებს თუ ვინ, როგორ და სად მონათლონ და ასევე ვის დაასხან ხელი და ვის არა, და თანაც ეს მოიმოქმედოს ერთპიროვნულად, ყოველგვარი კრებითი განსჯის, ხალხისა და სამღვდელოების მონაწილეობის გარეშე, უნდა ჩავთვალოთ, რომ მღვდლებსა და ეპისკოპოსებს პირველ საუკუნეებში ნიშნავდა არა ეკლესიის კრებითი გონი, არამედ ერთი ან რამდენიმე სასწაულმოქმედი. მაგრამ, ამგვარი რამ არა თუ უცნობია ძველი ეკლესიის ისტორიისთვის და უიშვიათესი გამონაკლისია, არამედ არაკანონიკურიც გახლავთ და მიუღებელიც. მაგრამ სწორედ ეს არაკანონიკური და მიუღებელი რამ, დასხმით ნათლობასთან ერთად, რაკიღა მას 13 ეპისკოპოსი მოიმოქმედებს წმ. მენას მითითებით, პროფ. ე. ჭელიძის "ლოგიკური" განსჯით, ეკლესიის "რჯულიერი პრაქტიკა" ყოფილა.
6. შემდეგ (ამავე 4-ე პუნქტში) ე. ჭელიძე აკეთებს ასეთ დასკვნას: "როგორც ვნახეთ, მოტანილ წყაროებში დაწვრილებითაა აღწერილი მისი სამღვდელმთავრო მოღვაწეობა. დასკვნა ერთადერთია: სამგზის დასხმითი წესით მონათლული ერმოგენე შემდეგში არანაირად არ გადაინათლება შთაფლვითად".
ჩვენი კომენტარი: ცხადია, არ გადაინათლება, რადგან ეს ნათლობა აღსრულდა წმიდა და საკვირველთმოქმედი მენას, ამ ღვთის კაცის უშუალო მითითებით, ხოლო მენა უეჭველად ღმრთისგან აღძრული წმინდანი რომ იყო და საკუთარი შეხედულებებით არ მოქმედებდა, ჩანს მისი ცხოვრების დეტალური შესწავლიდან (მაგალითად, ცხოვრების მიხედვით, წმ. მენას სიზმრისეულ ხილვაში ეუწყა, რომ ის გახდებოდა ეპარქოზ ერმოგენეს ქრისტეანობისკენ მომქცევი), წინააღმდეგ შემთხვევაში, წმ. მენა უბრალოდ ურჩევდა ერმოგენეს მისულიყო ეპისკოპოსებთან და ჩვეულებისამებრ, მიეღო მათგან ნათლისღება. მაგრამ, რადგან ასე არ ხდება და, როგორც ზემოთ ვნახეთ, მენა ერთპიროვნულად წარმართავს ერმოგენეს ნათლისღებისა და ხელდასხმის საკითხს, ცხადია, წმინდანისადმი შიშისა და რიდის გამო მისი განკარგულება, როგორც ღმრთის ბრძანება, მიღებული და აღსრულებულია. ხოლო ასეთ შემთხვევაში არც გადაინათლებიან და არც ხელმეორედ აირჩევიან საეპისკოპოსო კანდიდატად ხელდასხმისთვის.
და ბოლოს ვნახოთ ე. ჭელიძის 7-ე პუნქტიც:
7. "ყოვლადსამღვდელო ერმოგენე დაუცხრომლად იღწვის წარმართთა მოსაქცევად. როგორც დამოწმებული ტექსტები გვაუწყებს, იგი ყოველდღე ("თითოეულსა შინა დღესა") აურაცხელ ხალხს ნათლავდა, კერძოდ, იმდენად ბევრს, რომ ძნელი იყო ნათელღებულთა რაოდენობის განსაზღვრა ("არა ადვილად აღსარიცხავი იყო").
კარგად არის ცნობილი, - განაგრძობს ე. ჭელიძე, - რომ შთაფლვითი წესით ნათლობა აღსასრულებლად ბევრად უფრო რთულია, ვიდრე თავზე დასხმითი (სწორედ ამ სირთულემ განაპირობა შთაფლვითი ნათლობის გამარტივება) (ეს არის სიცრუე, თუმცა ამაზე ახლა არ შევჩერდებით. - არქიეპ. პ.). ეჭვი არ არის, რომ ამ აურაცხელ სიმრავლეს ერმოგენე, ასევე, მხოლოდდამხოლოდ დასხმითი წესით ნათლავდა, რადგან, ერთი მხრივ, თავადვე იყო ამგვარად საზეიმოდ და ყოვლადბრწყინვალედ მონათლული, და, ცხადია, მისთვის დასხმითი წესით ნათლისცემის ღმერთშემოსილობა სრულიად უეჭვო იყო, მეორე მხრივ კი, თუნდაც რომ დიდი სურვილიც ჰქონოდა მას შთაფლვითი ნათლობის აღსრულებისა, თითო დღის განმავლობაში (და ასევე მრავალი დღის მანძილზე) ათასობით ადამიანს სრული ხილული ჩაძირულობით ვერანაირად ვერ მონათლავდა, რადგან არავითარი არათუ უწყება, არამედ სულ მცირე მინიშნებაც კი იმაზე, რომ ერმოგენე ვთქვათ, მდინარეში აღასრულებდა ნათლობის საიდუმლოს, ზემორე ტექსტებში (მიუხედავად მათი ინფორმატიული სიმდიდრისა) ოდნავადაც შესამჩნევი არ არის" (იქვე. გვ. 355-356).
ჩვენი კომენტარი: დავიწყოთ იმით, თუ რაზე დაფუძნებით ამტკიცებს ე. ჭელიძე, რომ ერმოგენე, უკვე ეპისკოპოსად ხელდასხმული, სხვა უამრავ ადამიანსაც "მხოლოდდამხოლოდ დასხმითი წესით ნათლავდა". მისი ეს მტკიცება ეყრდნობა მისივე "ლოგიკას" და არა რაიმე წყაროს. ასევე მოხერხებულად იყენებს ის წყაროთა დუმილს რაიმე მომენტზე (მაგალითად, წყლის სიუხვეზე, მდინარეზე და ა. შ.). მაგრამ, თუ ე. ჭელიძეს შეუძლია ამტკიცოს, რომ, რაკიღა ეს "ინფორმატიულად მდიდარი" წყაროები არსად იუწყებიან და მცირე მინიშნებასაც კი არ გვაძლევენ (ან რატომ არის ეს აუცილებელი?) იმაზე, რომ "ერმოგენე ვთქვათ, მდინარეში აღასრულებდა ნათლობის საიდუმლოს", მაშინ ამავე "ინფორმატიული წყაროებიდან" ასევე არ არის იოტისოდენა მინიშნებაც კი იმაზე, რომ ეპისკოპოსად ხელდასხმული ერმოგენე ადამიანთა ურიცხვ რაოდენობას ნათლავდა სხვა ეპისკოპოსთა ან თუნდაც მღვდელმსახურთა დახმარებით, გამოდის რომ ერმოგენე ყოველივე ამას აღასრულებდა მარტოკა.
გარდა ამისა, წყაროების დუმილი თუ "თანხმობის ნიშანია", მაშინ რატომ უნდა იყოს დაუშვებელი თქმა იმისა, რომ წყაროები არსად უარყოფენ ესოდენი სიმრავლის ნათლობას მდინარეში ან ტბაში... სად არის ნათქვამი წყაროებში, რომ ერმოგენე ნათლავდა პკურებით ან დასხმით? - არსად! ეს არის მხოლოდ ე. ჭელიძის ავადმყოფური ფანტაზია და თითიდან გამოწოვილი ვარაუდი.
გარდა ამისა, როგორც ჩანს, ბ-ნ პროფესორს ერთობ მწირი წარმოდგენა აქვს ნათლისღების საიდუმლოზე... ნათლისღება მარტო სამგზის შთაფლვა და სამების სახელის მოწოდება როდია, მასთან მჭიდროდ და აუცილებლად არის დაკავშირებული ზეთისცხება (აღესრულება ნათლისღებამდე), განსაკუთრებით კი მირონცხება და ზიარება.
ახლა წარმოვიდგინოთ, თუკი წმ. ერმოგენე ერთი დღის განმავლობაში ნათლავდა იმდენი რაოდენობის ადამიანს, რომ მათი აღრიცხვა შეუძლებელი იყო, რა დრო უნდა დასჭირვებოდა ამდენი ხალხის მოსანათლად? ერთი ან რამდენიმე საათი თუ მთელი დღე? მეოთხე საუკუნისთვის, ანუ წმ. ერმოგენეს ცხოვრებისა და მოღვაწეობის დროისთვის ნათლისღების საიდუმლო არ არის ოდენ სამების ფორმულის წარმოთქმა და წყალში შთაფლვა (ამის შესახებ ქვემოთ). ამგვარი არ ყოფილა ის თვით მოციქულთა დროიდანაც კი, რადგან ნათლობას განუყრელად უკავშირდება სულიწმიდის გარდამოწვევა, რომლის გარეშე ნათლობა აღსრულებულად, უფრო სწორად, დასრულებულად ვერ ჩაითვლება. მოციქულთა დროს, ამ საიდუმლოს ხელის დადებით აღასრულებდნენ თვით მოციქულები, ხოლო მოგვიანებით, მათივე კურთხევით, ხელის დადება მირონცხებით შეიცვალა. მართლმადიდებელი ეკლესიის კატეხიზმოში ვკითხულობთ: "მირონ-ცხება არის საიდუმლო, რომელშიც მორწმუნეს სხეულის ნაწილთა ნკურთხს მირონის ცხებით, სული წმიდის სახელით, ეძლევა ნიჭნი სულისა წმიდისანი, აღმაღორძინებელნი და განმაძლიერებელნი სულიერს ცხოვრებაში. ... უეჭველია, რომ ეს საიდუმლო ღვთის დაწესებულია. იესო ქრისტე ცხადად ასწავლიდა, რომ ყველა მორწმუნე მიიღებს სული წმიდის მადლს (იოანე 8:27-29). მოციქულებიც მოქმედებდნენ სული წმიდის შთაგონებით და გარდამოიწვევდნენ ხოლმე სული წმიდის მადლს იმ მორწმუნეებზე, რომელნიც უკვე ნათელღებულ იყვნენ, ხელ-დასხმით, რომელიც მალე თვითონ მოციქულებმავე შეცვალეს მირონ-ცხებით.
როცა ფილიპე დიაკონმა მონათლა სამარიელები და შეატყობინა ეს ამბავი იერუსალიმში მყოფ მოციქულებს, ამათ გაჰგზავნეს სამარიელებთან მოციქულები პეტრა და იოანე იმ აზრით, რომ გარდამოეწვიათ მათზე მადლი სულისა წმიდისა. ასევე პავლე მოციქულმა ხელდასხმით გადმოიწვია სული წმიდა მონათლულ ეფესელებზე. აქედან სჩანს, რომ მოციქულების დროს გაირჩეოდა ერთმანეთისგან ნათლისღება და სული წმიდის მადლის გადმოწვევა ხელდასხმით და რომ ეს გადმოწვევა ისევე საჭიროდ ითვლებოდა მორწმუნეთათვის, როგორც ნათლობა.
ახალ აღთქმის სხვა საღმრთო წიგნებიდან სჩანს, რომ მოციქულთა დროსვე შემოიღეს ხელდასხმის მაგიერ, მირონის ცხება მორწმუნეთაგან სული წმიდის ნიჭთა მისაღებად. ამის მიზეზი ალბათ ის იყო, რომ ნათელღებულთა სიმრავლის გამო მოციქულები ვერ ახერხებდნენ ყველას ხელდასხმას და ამიტომ დაიწყეს კურთხევა მირონისა, რომელსაც, მათის ნებართვით, მღვდელნი სცხებდნენ ნათელღებულთ" ("სახელმძღვანელო მართლმადიდებელი ეკლესიის კატეხიზმოს შესასწავლად". თბილისი 1990 წ. გვ. 66- 67).
ნათლისღების შესახებ მაცხოვარმა ბრძანა: "უკუეთუ ვინმე არა იშვეს წყლისაგან და სულისა, ვერ ჴელ-ეწიფების შესლვად სასუფეველსა ღმრთისასა" (იოანე 3:5). წყლისგან შობა აღსრულდება წყალში სამგზის შთაფლვით, მამის, ძის და სულიწმიდის იპოსტასთა მოწოდებით, ხოლო სულით შობა - მირონცხებით. ვინც მოინათლა, ანუ აღუსრულდა წყალთან დაკავშირებული პროცედურა (შთაფლვა), მაგრამ წმიდა მირონით არ ცხებულა, ის არ შობილა სული წმიდით, ნათლობა მასზე დასრულებული არ არის და ქრისტეანადაც კი ვერ იწოდება.
წმ. სიმეონ თესალონიკელის (XV ს.) თქმით: "... სრულიად ნათელღებული ვერ იქნება ის, ვისაც მირონი არ სცხებია" ("... не будет совершенно кто крещен, иже и мира не приемый". Симеон Фессалоник., Единов. Гл. XLIII, л. 73. В. Т. Зеленков. Выписки из святоотеческих и других книг, служащия к изучению различных сторон церковной жизни. Часть 1. Первая половина. Москва 1913. стр. 122).
მისივე: "ვინც არ იშვება წყლისაგან და სულისა (მირონცხებით) ვერ შევა ცათა სასუფეველში" ("...не возродивыйся чрез воду же и духа (миропомазания) не внидет в цартво небесное") (იქვე. гл. LXIX. О Хрисме. ციტ. В. Т. Зеленков. Выписки... Часть 1. Первая половина. Москва 1913. стр. 123).
მისივე: "ნათლისღებით ქრისტეს შევიმოსავთ, და მასვე ვეზიარებით საიდუმლოებებით (ზიარებით - არქიეპ. პ.), და ქრისტესთვის აღვიბეჭდებით მირონით და ქრისტეთივე განვიწმინდებით" (Писания св. отцев и учителей Церкви, относящияся к истолкованию Православнаго Богослужения. Томъ III. СПб.: В типографии Григория Трусова, 1857. С. 117-132).
გენადი ნოვგოროდელის (1410-1505) მრგვლივმოსავლელ ეპისტოლეში ნათქვამია: "ვინც არ ნათელიღებს წყლისაგან და სულისა სახელითა მამისათა, და ძისათა და წმიდისა სულისათა, ასევე, ვინც არ ეზიარება ქრისტეს ხორცსა და სისხლს, ვერ მიიღებს ცოდვათა განტევებას" ("Аще кто не крестится водою и духом во имя Отца и Сына и Святаго Духа, таже телу Христову и крови причастник не будет, не имать оставления получити") (Миротворный круг, Генадия архиеп. Новгородскаго. Рукопись начала XVII в. Хлудовская библиот. № 88, л. 56, об.).
და ისევ წმ. სიმეონ თესალონიკელს მოვუსმინოთ: "... მართლმორწმუნეთაგან ნათელღებულებმა ნათლობის დროს მირონიც უნდა იცხონ; დე, ნუ დარჩებიან ისინი (როგორც ლათინთა ყრმანი ან კიდევ სხვები) არასრულყოფილებად და აღუბეჭდველებად, ვერმიმღებებად სული წმიდის მადლისა და ვერ აღბეჭდილებად ქრისტეს ბეჭდით" ("... Верные крещаемые должны быть помазуемы сим миром при крещении; и пусть не остаеются они (как младенцы латинян, или некоторых других) несовершенными и незапечатленными, не получая благодати Духа и незапечатлеваясь печатию Христовою)" (Симеон Фессалоник. в русском переводе, ч. 1, Спб, 1856, гл. 11, стр. 23-24).
პროფ. ა. ალმაზოვის წიგნში მირონცხების, როგორც საიდუმლოს, აღწერას და მისი ჩამოყალიბების ისტორიას მთელი სამი თავი ეძღვნება (А. Алмазов. История чинопоследований Крещения и Миропомазания. Казань. 1884., Гл. XV-XVII, стр. 350-424). ბუნებრივიამ ჩვენ არ შეგვიძლია ამ უზარმაზარი თავების აქ გადმოტანა, რადგან ეს ძალიან გაზრდის ჩვენს ისედაც დიდ ნაშრომს და გარკვეულწილად ჩამოგვაცილებს განსახილველ თემას ე. ჭელიძის მტკიცებულებებთან მიმართებაში. ამიტომაც, პროფ. ა. ალმაზოვის ნაშრომიდან შემოვიფარგლებით მხოლოდ ამ მეცნიერის მიერ გაკეთებული დასკვნებით და ცნობებით თუ როგორ სრულდებოდა მირონცხება I-V საუკუნეებში. უფრო ზუსტად, იმ დრომდე, როდესაც ცხოვრობდნენ წმ. მენა, ერმოგენე და ევგრაფი.
პროფ. ა. ალმაზოვი წერს: "თუ III საუკუნესთან მიმართებაში გავაერთიანებთ ყოველივე იმას, რაც უკვე ითქვა, მივდივართ იმ დასკვნამდე, რომ III საუკუნისთვის მირონცხების წეს-განგების უმთავრეს შემადგენელ ნაწილებს წარმოადგენდა - მირონცხება ცნობილი სიტყვების წარმოთქმით, ხელის დადება შეერთებული ლოცვასთან, და ბოლოს ჯვრით აღბეჭდვა. თანმიმდევრობა, რომელიც დღეს წარმოგვიდგენია, იყო კიდევაც ის თანმიმდევრობა, რომელიც მიღებული იყო III საუკუნის პრაქტიკაში, როგორც ეს ჩანს იპოლიტეს მოწმობიდან" (ა. ალმაზოვი. დასახ. შრ. გვ. 405).
ლაოდიკიის კრების (26) 48-ე კანონში ნათქვამია: "ნათლისმღებლებს ნათლისღების შემდეგ უნდა ეცხოთ ზეცის საცხებელი და თანაზიარ იქნებიან ქრისტეს მეუფებისა" (დიდი სჯულისკანონი. ლაოდიკიის ადგილობრივი საეკლესიო კრების კანონები. საქ. საეკლ. კალენდ. 1987 წ. გვ. 208).
---------------
26. ლაოდიკიის კრება შედგა ლაოდიკიაში, ფრიგიის უმთავრეს ქალქში, მცირე აზიაში, რომელსაც ლიკიის ლაოდიკიასაც უწოდებენ. არ უნდა აგვერიოს ის სირიის ლაოდიკიასთან. კრების ზუსტი თარიღი დადგენილი არ არის. ერთნი მის ჩატარებას განაკუთვნებენ 343 წელს, სხვები უფრო გვიანდელ პერიოდს (360 წ.). მეექვსე მსოფლიო კრებამ იმ კრებათა ჩამონათვალში (კან. 2), რომელიც უნდა მიიღოს ეკლესიამ, ლაოდიკიის კრება სარდიკიის კრებამდე მოიხსენია, ხოლო სარდიკიის კრება, როგორც ვიცით, 343 წელს შედგა. ამიტომაც, ნაკლებად სამართლიანია ლაოდიკიის კრების მოწვევის დათარიღება გვიანდელი პერიოდით (ანუ 360 წლით) ( https://azbyka.ru/otechnik/pravila/kanony-pravoslavnoj-tserkvi-grabbe/10) (URL-ს მიმართვის თარიღი: 25.08.2020).
---------------
სჯულის ავტორიტეტულ კომენტატორთა (ბალსამონი, ზონარა, არისტენე) განმარტებით "ზეცის საცხებელი" აქ გულისხმობს წმიდა მირონცხებას (იხ. Правила святых поместных соборов с толкованиями. Правила святого поместного собора Лаодикийского. Изд. Моск. общ. люб. дух. просвещения. Москва. 1880. г., стр. 265).
ზონარა: "განწესების მიხედვით, მონათლულთ უნდა ეცხოთ წმიდა მირონი, რომელსაც განწესებაში ზეციური ცხება ეწოდება..." (იქვე).
ბალსამონი: "ცხებას განწესება უწოდებს წმიდა მირონს..." (იქვე).
მეტიც, შეფუცვების ლოცვებსაც კი (იხ. ალმაზოვის წიგნი. თ. VIII) უძველესი საუკუნეებიდანვე ეყრება საფუძველი და ნათლისღების საიდუმლოს განუყრელი ნაწილი ხდება ისე, რომ წმ. სიმეონ თესალონიკელის ცნობით, მოსანათლავ ქრისტეანს, თუ ეშმაკი აწუხებდა, შეფუცვებს მანამ უკითხავდნენ, სანამ ეშმაკს არ განდევნიდნენ მისგან.
იგივე ითქმის ზეთისცხებაზეც. ზეთისცხების აქტი ნათლისღების საეკლესიო საიდუმლოში ცნობილია ე. წ. "მოციქულთა დადგენილებების" დროიდან, სადაც აღწერილია კიდევაც ეს აქტი (ბერძნ.: Ἀποστολικαὶ Διαταγαί; Διαταγαί τῶν ἁγίων Ἀποστόλων; ლათ. Constitutiones apostolicae). "მოციქულთა დადგენილებები" ტრადიციულად მიეწერება წმ. კლიმენტ რომაელს (I საუკუუნის მიწურული. 99-101 წწ.). მას ახსენებს წმ. ეპიფანე კვიპროსელი (315-403) თავისი წიგნის "პანარიონი" თავში "აბდიანელთა სქიზმის წინააღმდეგ" (ა. ალმაზოვის ხსენებულ ნაშრომში ზეთისცხების შესახებ იხ. გვ. 267-268). "ზეთისცხება ასევე ნახსენებია კიდევ უფრო ძველ წერილობით ძეგლში "Recognitiones", რომელიც ასევე წმ. კლიმენტი რომაელს მიეწერება. ეს არის მოწმობა, რომელშიც ზოგადად განმეორებულია იგივე, რაც ნათქვამია "მოციქულთა დადგენილებებში". "ყოველივე ჩვენგანი, - ნათქვამია ამ თხზულებაში, - ინათლება მას შემდეგ, რაც ლოცვით ნაკურთხი ზეთით იქნება ნაცხები" ("Recognit". Lib. III, n . 67. ციტ. ა. ალმაზოვი. ხს. შრ. გვ. 268). პროფ. ა. ალმაზოვის დასკვნით: "ჩვენს მიერ წარდგენილი მოწმობების მიხედვით, შეიძლება დავასკვნათ, რომ განსახილველმა აქტმა (ზეთისცხებამ ნათლისღების დროს) თავისი დასაბამი მიიღო არაუადრეს მესამე საუკუნისა... თანაც, მხოლოდ აღმოსავლეთის ეკლესიაში" (იქვე) )უნდა აღინიშნოს, რომ, მართალია, "მოციქულთა დადგენილებები" და "ღეცოგნიტიონეს" მიეწერება წმ. კლიმენტი რომაელს, ზოგიერთი მეცნიერის აზრით, ისინი უფრო გვიანდელი წარმომავლობისაა).
სავარაუდოდ, ალექსანდრიელი მოწამეების - მენას, ერმოგენესა და ევგრაფის დროინდელ აღმოსავლელ ეპისკოპოსებს უნდა ცოდნოდათ ზეთის ცხების აქტიც, რადგან, როგორც ირკვევა, ის საეკლესიო პრაქტიკაში, ნათლისღების საიდუმლოში თავს იჩენს, მინიმუმ, მესამე საუკუნიდან მაინც.
უფრო ძველია ნათლისღების საიდუმლოში წყლის კურთხევის პრაქტიკა, რომელიც ცნობილია II საუკუნიდან. "წყლის კურთხევა ნათლისღებისთვის, რომლითაც იწყება საკუთრივ დღეს ნათლისღების წეს-განგება, ერთ-ერთი უძველესი ქრისტეანული მღვდელმოქმედებაა. მასზე პირველ მინიშნებას ვხედავთ წმ. ეგნატე ანტიოქიელთან, რომელიც ეფესელთა მიმართ ეპისტოლეში, სხვათა შორის, წერს: "ქრისტე იშვა და მოინათლა იმისათვის, რათა თავისი ტანჯვით განეწმიდა წყალიც" (Игнатий. "Epist. ad Ephes.". сар. ХХIII. Curs. Compl. Раtгоl. Ser. Gratc. Tom V, col, 660; в русск. nep. (Преображ) "Послания Игнатиа" стр, 384).
უფრო განსაზღვრულად ამ აქტის არსებობაზე ნათლისღების საიდუმლოში და სწორედ II საუკუნეში მოწმობს ირინეოს ლიონელის მიერ მარკიონიტთა ნათლობის აღწერა. აქ ის, სხვათა შორის, ამბობს: "ზოგიერთი მათგანი (მარკიონიტები) ამბობы, რომ ზედმეტიაო წყალზე გასვლა, არამედ შეურევენ წყალს ზეთს და სიტყვების წარმოთქმით... თავზე ასხამენ წყალს მოსანათლავს, და ამას კურნებად მიიჩნევენ" ("Некоторые изъ них (Маркионитов) говорят, что: водить на воду излишне, а смешав в одно елей и воду, с произношением слов... вливают на голову посвящаемых и это почитаготъ исцелениемЁ (Ирипей. "Contra Haeres". Lib. I, сар. XXI, n. VI, Curs. Compl. Patrol. Ser. Gracr. Tom. VII. col. 664 - 665; Cp. ibid, n. V, Curs. Compl. Patrol. ibid. col. 665; в русск. nep. (Преображ). M. 1871, стр. 90 - 91).
ჩვეულება, რომელსაც აქ ირინეოსი აღწერს, წარმოადგენს მწვალებლებში (მარკიონიტებში) არსებულ წყლის კურთხევის წეს-განგებას. მაგრამ, თუკი წყლის კურთხევა არსებობდა მწვალებლებში, უცილობლივ ის უნდა არსებულიყო მართლმადიდებლებშიაც. ასეთი ვარაუდის სასარგებლოდ მეტყველებს ის ფაქტი, რომ მწვალებლები ყოველთვის ბევრ რამეს სესხულობდნენ მართლმადიდებლური ეკლესიის პრაქტიკიდან. გარდა ამისა, იმავე ირინეოსთან ვხვდებით უფრო მკაფიო და საკმაოდ პირდაპირ მითითებას წყლის კურთხევაზე მართლმადიდებლურ პრაქტიკაში. "ჩვენ, - ამბობს ის, - ცოდვით მოწყლულნი, წმიდა წყლით (ანუ ნაკურთხი წყლით, იგივე აიაზმით - არქიეპ. პ.) და უფლის მოწოდებით, განვიწმიდებით ადრინდელ ცოდვათაგან, და ვითარც ახალშობილნი ყრმანი, ვიშვებით სულიერად" ((Ириней. Fragm. XXV. Curs. Compl. Patrol. ibid. col. 1248. В русск. nep. (Преображ). M. 1871, стр. 707) (ა. ალმაზოვი. ციტ. იქვე. გვ. 248).
"ამ ფაქტებზე დაყრდნობით დაბეჯითებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ წყლის კურთხევა ეკლესიაში არსებობდა უკვე II საუკუნიდან და ასევე დაბეჯითებით შეგვიძლია ვამტკიცოთ, რომ წმ. ბასილი დიდი სწორედ ამ წეს-ჩვეულებას მოციქულთა გადმოცემად მიიჩნევდა" (Василий Великий. "Dc sancto Spiriltu", cap. XXVII. Curs. Compl. Patrol. Ser. Graec. Tom. XXXII, Col., 188; Твор. Василия Вел. в русск. пер., ч. III . М. 1846. стр. 332) (ციტ. ა. ალმაზოვი. დასახ. შრ. გვ. 248).
"მესამე საუკუნისთვის წყლის კურთხევის აქტის არსებობას ადასტურებს წმ. კვიპრიანე კართაგენელი. 250 წელს ეკლესიაში უმთავრესი მწვალებლები იყვნენ გნოსტიკოსები და კვიპრიანე, რომელიც უარყოფს გნოსტიკურ და განსაკუთრებით მარკიონიტულ ნათლისღებას, მათთან დაკავშირებით ამბობს: "როგორ შეუძლია წყლის კურთხევა და განწმენდა მას, ვინც თავად ბინძურია და რომელშიც არ არის სულიწმიდა?" (Киприан. "Epist. LVII –ad lanuar., сар. I. Curs. Сошрl. Patrol. Ser. Lat. Tom. III . col . 1039. "Твор. Кипр. въ русск. пер. Том I . Киев. 1800, стр. 273).
გარდა ამისა, იმავე კვიპრიანეს თხზულებებში ჩვენ გვაქვს სხვა მეტად მნიშნელოვანი მოწმობაც ამ საგანზე: "წყალი, - წერს იგი იანუარიუსს, - ჯერ უნდა იკურთხოს მღვდლის მიერ, რათა ნათლისღების დროს მან შესძლოს მოსანათლავის ცოდვათა განწმენდა" ("Вода, должна быть прежде очищена священником, чтобы при крещении она могла омыть грехи человека крещаемаго") (იქვე). მომდევნო საუკუნეებზე უკვე აღარ ვიმსჯელებთ, რადგან ჩვენთვის საინტერესოა ეკლესიის პრაქტიკაში ნათლისღების უმთავრესი მომენტების არსებობა IV საუკუნემდე, ანუ იმ დრომდე, როდესაც მოღვაწეობდნენ მენა და ერმოგენე (IV ს.- ის პირველი ნახევარი).
არის თუ არა რაიმე ნათქვამი წყლის კურთხევაზე ერმოგენეს მოსანათლად? სამწუხაროდ, არა! აი, რა არის ნათქვამი იმ წყალზე, რომლითაც ერმოგენე მოინათლა:
1. XI ს-ის ხელნაწერი. H-341, გვ. 9: "მას ჟამსა წარავლინა ნეტარმან მენა თვისი მწიგნობარი, რაითა მოიღოს წყალი და აღიღო წყალი იგი და მიუპყრა ღმრთისმოყუარეთა ეპისკოპოსთა, ხოლო მსაჯული იგი წარდგა წინაშე მათსა და მოუდრიკა თავი თვისი (27) და აკურთხეს და დაასხეს მას ზედა წყალი იგი...". (ე. ჭ. ხს. შრ. გვ. 349).
2. წმ. სვიმეონ მეტაფრასტი: "... მოტანილ იქნა წყალი, ასე ბრძანა რა წმინდანმა (წმ. მენამ); თვით იგი (წმ. მენა) შემაღლებულ ადგილზე ავიდა და, მისი მითითებით, მთავარმა თავი მოუხარა ღვთისმოყვარე ეპისკოპოსებს, ეპისკოპოსებმა კი ზედ დაასხეს მას თავზე წყალი და თქვეს: "მიიღებს ახალშობის განბანვას
---------------
27. აქ არ უნდა შეგვაცბუნოს სიტყვებმა: "მოუდრიკა თავი თვისი და აკურთხეს და დაასხეს მას ზედა წყალი იგი", სიტყვები "აკურთხეს" ეხება ერმოგენეს და არა წყალს. კონკრეტულად რა იგულისხმება ამ კურთხევაში, გაუგებარია. შესაძლოა, ხელით ჯვარი გამოსახეს. ხოლო წყალი რომ ასე უცებ არ იკურთხებოდა, ეს, ალბათ ნათლისღების საიდუმლოში ოდნავ ჩახედული ადამიანისთვისაც კი ნათელი უნდა იყოს. გარდა ამისა, ერმოგენეს ნათლობა ხდება არა მარტო უკურთხებელი წყლით, არამედ ყოველგვარი წინმსწრობი ლოცვების, შეფუცვების (რომელიც ასევე დასაბამს იღებს უძველესი საუკუნეებიდან), ზეთისცხების, შთაფლვის და მირონცხების გარეშე.
---------------
ერმოგენე სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისა" (წმ. სვიმეონ მეტაფრასტი. წამებ წმ. მენასი, ერმოგენისა და ევგრაფისა. პგ. 116, სვ. 396- 397) (ე. ჭ. ხს. შრ. გვ. 350).
3. ეფრემ მცირის თარგმანი: "... უბრძანა მათ წმიდანამ, რაითა მოართუან მათ წყალი და თვით წმიდაი იგი აღვიდა სიმაღლედ, და უბრძანა ეპარხოზსა, რაითა მოუდრიკოს თავი ღმრთისმოყუარეთა ეპისკოპოზთა, და მათ დაასხეს წყალი იგი თავსა მისსა და თქუეს... (ხელნ. A – 90, 79 r-v) (ე. ჭ. იქვე. გვ. 351-352).
4. თეოფილე ხუცესმონაზონის თარგმანი: "... მოღებულ იქმნა წყალი ბრძანებითა წმიდისაითა და აღვიდა მოწამე ადგილსა მაღალსა და ამცნო ეპარხოზსა მოდრეკად თავისა ღმრთისმოყუარეთა მათ ეპისკოპოსთასა და მათ, რაითა გარდაასხან მას წყალი ნათლისღებისაი და ეტყოდიან: "მიიღებს საბანელსა მას მეორედ შობისასა ერმოგენი სახელითა მამისათა" ... და შემდგ" (ხელნ. H-1347, 295v-296v).
ამრიგად, ე. ჭელიძის მიერ დამოწმებული არც ერთი წყარო არ ადასტურებს, რომ ვინმეს მოეტანოს ან უკვე ნაკურთხი წყალი, ან კიდევ ადგილზე ჩაეტარებინოთ წყლის კურთხევა და ამ აიაზმით მოენათლოთ ერმოგენე. უკურთხებელი წყლით ადამიანის ნათლობა ქრისტეანულ პრაქტიკაში თუ ცნობილია, მხოლოდ და მხოლოდ გამონაკლისი შემთხვევების სახით, როდესაც ამისი შესაძლებლობა არ არსებობს, ხოლო, თუ არსებობს და წყალს არ აკურთხებენ, მაშინ ამგვარი ქმედება, თვით ე. ჭელიძისავე განმარტებით, არის "თვითრჯულობითი შეცვლილი სახე რეგულარული მღვდელმოქმედებითი წესისა, რაც არის დაუშვებელი და მწვალებლური იშვიათობა, უარყოფილი ეკლესიის მიერ" (ე. ჭ. ხს. შრ. გვ. 359).
ამრიგად, სრულიად უეჭველია, რომ ერმოგენეს ნათლობის აღწერაში წყლის კურთხევა არსად ჩანს. ნათქვამია მხოლოდ ის, რომ წმინდა მენას ბრძანებით, წყალი მოიტანეს ერმოგენეს მოსანათლად. არ ჩანს ისიც, თუ რას გულისხმობს ეს მოტანა, ანუ რა რაოდენობის წყალი მოიტანეს. აქ ფიქრის და ვერსიების დიდი სპექტრი შეიძლება გაჩნდეს თვით სანათლავი ემბაზის მომზადების ჩათვლით, სადაც შეიძლებოდა ერმოგენეს ჩაყენებაც და შთაფლვით ნათლობაც და ამ შემთხვევაში თავის დახრა და წყლის გარდასხმა, შთაფლვის მიმანიშნებლადაც კი შეიძლება მოვიაზროთ. მაგრამ, მოდი, იმის საჩვენებლად, რომ ერმოგენეს ნათლობა არის არა ჩვეულებრივი ნათლისღების კანონიკური სახე, არამედ თავიდან ბოლომდე გამონაკლისობა, თვალყური მივადევნოთ სხვა მეტად საინტერესო და საყურადღებო მომენტებს.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, ერმოგენეს ნათლობა ხდება არა მარტო უკურთხებელი წყლით, არამედ ყოველგვარი წინმსწრობი ლოცვების, შეფუცვების (რომელიც ასევე დასაბამს იღებს უძველესი საუკუნეებიდან), ზეთისცხების, შთაფლვის და მირონცხების გარეშე.
ახლა, მოდი, თავიდან მივუბრუნდეთ ე. ჭელიძის მიერ ჩამოყალიბებულ ხუთ ზემოთ განხილულ პუნქტს, რომლებშიც ის ცდილობს დასხმითი ნათლობის კანონიკურობის წარმოჩენას და განვიხილოთ ისინი სხვა კუთხით.
1. "ერმოგენე ინათლება ცამეტი ეპისკოპოსის მიერ", რომელთათვისაც "ყველა საშუალება და ყველა შესაძლებლობა არსებობდა წარმართი ერმოგენეს შთაფლვითი წესის მონათვლისა" (ცხადია მაშინ უნდა არსებულიყო ნათლისღების სხვა ძირითადი მომენტების აღსრულების შესაძლებლობაც, რასაც ვერ ვხედავთ ერმოგენეს ნათლობაში - არქიეპ. პ.).
2. "ნათლობა ხდება საჯაროდ, საზეიმოდ, ცამეტი ეპისკოპოსის მიერ. ამგვარად გამორჩეული ნათლობა, ეჭვი არ არის აღსრულდებოდა იმ დროისთვის დამკვიდრებული წესით. ხსენებულნი "ათცამეტნი ეპისკოპოსნი", ვითარცა "ღვთისმოშიშნი და ღმრთისმოყუარენი", წარმომადგენელნი და ნიმუშნი არიან მართლმადიდებლური მართლმკვეთელობისა. უეჭველია, ისინი აღასრულებენ კანონიკურ ნათლობას, რადგან, კვლავ გავიმეორებთ, - წერს ე. ჭელიძე, - არავითარი გარეშე ძალა ამათ არ ზღუდავს, არავინ აბრკოლებს, რომ ზედმიწევნით დაიცვან ნათლობის წესები" (იქვე. გვ. 355).
3. "დამოწმებული ტექსტები ძალდაუტანებლად, ბუნებრივად აღგვიწერენ ნათლობის ჩვეულებრივ, გავრცელებულ (და არა განსაკუთრებული შემთხვევით განპირობებულ) სახეს" (იქვე. გვ. 355).
4. "სამგზის დასხმითი წესით მონათლული ერმოგენე შემდეგში არანაირად არ გადაინათლება შთაფლვითად" (იქვე).
5. "ყოვლადსამღვდელო ერმოგენე ... ყოველდღე აურაცხელ ხალხს ნათლავდა, კერძოდ, იმდენად ბევრს, რომ ძნელი იყო ნათელღებულთა რაოდენობის განსაზღვრა... ამ აურაცხელ სიმრავლეს ერმოგენე, ასევე, მხოლოდდამხოლოდ (?) დასხმითი წესით ნათლავდა, რადგან, ერთი მხრივ, თავადვე იყო ამგვარად საზეიმოდ და ყოვლადბრწყინვალედ მონათლული, და, ცხადია, მისთვის, დასხმითი წესით ნათლისცემის ღმერთშემოსილობა სრულიად უეჭვო იყო. მეორე მხრივ კი, თუნდაც დიდი სურვილიც ჰქონოდა შთაფლვითი ნათლობისა, თითო დღის განმავლობაში ათასობით ადამიანს სრული ხილული ჩაძირულობით ვერ მონათლავდა, რადგან არავითარი არათუ უწყება, არამედ სულ მცირე მინიშნებაც კი იმაზე, რომ ერმოგენე, ვთქვათ, მდინარეში აღასრულებდა ნათლობის საიდუმლოს, ზემორე ტექსტებში (მიუხედავად მათი ინფორმატიული სიმდიდრისა) ოდნავადაც შესამჩნევი არ არის" (იქვე. გვ. 355- 356).
მაგრამ, მოდი, ვიკითხოთ, თუკი, როგორც ე. ჭელიძე ირწმუნება, ცამეტი ეპისკოპოსისთვის:
ერმოგენეს ნათლობა, როგორც არაერთხელ გვითქვამს, წარმოადგენს ისეთივე გამონაკლის და იშვიათ შემთხვევათა კატეგორიას, რომლებზეც ზემოთ უკვე ვილაპარაკეთ, მაგრამ ე. ჭელიძის დაბინდულ გონებას ამისი დანახვა არანაირად არ სურს. ის იმოწმებს წმ. ერმოგენეს ნათლობის აღწერას, ქართულად გადმოთარგმნილს წმ. ექვთიმე მთაწმინდელის მიერ, სადაც ნათქვამია, რომ ერმოგენე ეპისკოპოსებმა მონათლეს თავზე წყალდასხმით, ე. ჭელიძე, მისთვის ჩვეული უხამსობით და უტიფრობით უტევს ძველმართლმადიდებელ ქრისტეანებს და წერს: "ამ სიტყვათა შემდეგ რაღას იტყვიან სიბილწის მოძღვარნი, უკეთურების რაგვარი მანქანებანი მოიძიება მათგან, რითაც თითქოსდა კვლავაც (როგორც იმედი აქვთ) განაცრუებენ ჭეშმარიებას?" (ე. ჭელიძე. "სული -
სხვა ადგილას ე. ჭელიძე აცხადებს: "მეორე აღმობგერება სულშეძრწუნებულ გადაშთაფლულთა მხრიდან ის გახლდათ, რომ ერმოგენეს ნათლობა იშვიათობააო, გამონაკლისიაო, არკი უწყიან ანბანიც კი საეკლესიო მღვდელმოქმედებითი მესჯულეობისა" (იქვე. გვ. 359).
ე. ჭელიძის ამ არაქრისტიანული, მეცნიერისა და ადამიანისთვის შეუფერებელი გამოხდომის შემდეგ, მოდი, ვნახოთ, იმსახურებენ თუ არა ძველმართლმადიდებელი ქრისტეანები ეპითეტს "სიბილწის მოძღვარნი" მხოლოდ იმის გამო, რომ ისინი წმ. ერმოგენეს ნათლობა გამონაკლისთა კატეგორიას განაკუთვნებენ, და ისიც ვნახოთ, ვიცით თუ არ ჩვენ საეკლესიო მღვდელმოქმედების ანბანი და რამდენად არის მასში გარკვეული თვით ე. ჭელიძე. ამ ამოცანის შესასრულებლად მოგვიწევს ვრცელი ციტატების დამოწმება ე. ჭელიძის ნაშრომიდან "სული -
როგორც სხვა შემთხვევებში, ისე აქაც, ე. ჭელიძე ძალიან აბუქებს წმ. ერმოგენეს ნათლობის ამბავს, ურთავს საკუთარ განმარტებებს და მას კანონიკური ნათლობის, ეკლესიაში ნათლობის კანონიკური სახის დასტურად სახავს. თუმცა, ერმოგენეს ნათლობა, მართალია, ოდნავ სხვა კუთხით, მაგრამ მაინც, სწორედ განსაკუთრებულ, სასწაულებრივ ნათლობას წარმოაჩენს და არა ეკლესიის წიაღში დამკვიდრებულ ნორმატულ აქტს.
ე. ჭელიძის წიგნში "სული -
ამის შემდეგ ჩვენი ოპონენტი იმოწმებს წმ. მოწამეთა: მინას, ერმოგენესა და ევგრაფის მარტვილობის სხვადასხვა რედაქციას, სადაც აღწერილია წმ. ერმოგენეს ნათლობა. "ძეგლის ავტორად ქართულ-
მკითხველს, ალბათ, დააინტერესებს, თუ რაში დაგვჭირდა წმ. ერმოგენეს ნათლობის ამსახველი წყაროს, ანუ მინას, ერმოგენეს და ევგრაფის მარტვილობის აღმწერელთა და მთარგმნელთა ვინაობის ასეთი დეტალური გადმოცემა. საქმე ის არის, რომ ამ ვითარებიდან ე. ჭელიძე აკეთებს საკმაოდ საინტერესო და უცნაურ დასკვნას, რომელიც მკითხველზე ფსიქოლოგიური ზემოქმედებისკენ არის მიმართული. ე. ჭელიძის თქმით, რაკიღა ხსენებულ წყაროში აღწერილია ერმოგენეს დასხმითად ნათლობა, ეს უეჭველად ადასტურებს ამ წმინდანთა (ანუ მარტვილობის ავტორ-
-
24.
-
არ იკითხავთ, როგორ "სწამებენ" ხსენებული წმინდანები "დასხმითი წესით ნათლობის რჯულიერებას"? ანუ რა აძლევს ე. ჭელიძეს საფუძველს, მკითხველს ამგვარი რამ დაუმტკიცოს? არც მეტი, არც ნაკლები, ის, რომ მათ "აბსოლუტურად ყოველგვარი გამაფრთხილებელი კომენტარის გარეშე დეტალურად აღგვიწერეს სამგზის დასხმითი ნათლობის ჩვეულებრივი (?) მღვდელმოქმედება და "აღმოშობად" და "მეორედ შობის საბანელად" შერაცხეს ეს ნათლობა" (იქვე. გვ. 357).
მეტიც, თურმე "ამასვე (ანუ დასხმითი ნათლობის რჯულიერებას -
ამრიგად, ე. ჭელიძის მიერ ხსენებულ მამათა დუმილი ერმოგენეს დასხმითი ნათლობის თაობაზე, ანუ ის გარემოება, რომ მათ არანაირი გამაფრთხილებელი კომენტარი არ დაურთეს ერმოგენეს ნათლობას, მიჩნეულია დასხმითი ნათლობის რჯულიერების დასტურად.
მარტივად რომ ვთქვათ, ამგვარი აზრი არის არა მარტო არამეცნიერული, არამედ არასერიოზულიც და სასაცილოც. რატომ უნდა დართვოდა წმ. ერმოგენეს ნათლობის შემთხვევას ხსენებულ წმიდა მამათა და მოღვაწეთა "გამაფრთხილებელი" კომენტარები? რომელი წმინდანის ნათლობას ან საკვირველ მოღვაწეობას
დართვია ამგვარი რამ? ჩვენ ზემოთ არაერთი სასწაულებრივი შემთხვევა დავიმოწმეთ, სადაც წმინდანები ხან წვიმით ინათლებიან, ხან ღრუბლით, ხან ქვიშით და ა. შ. უცნაური და სჯულიერი, საეკლესიო წესისგან განსხვავებით სხვა საეკლესიო საიდუმლოებებიც აღსრულებულა (მაგ.: წმ. გრიგოლ საკვირველმოქმედის ხელდასხმა სიტყვით, წმ. მღვდელმოწამე ლუკიანეს მიერ საკუთარ მკერდზე ლიტურგიის აღსრულება და მრავალი სხვა), მაგრამ არავის რაიმე "გამაფრთხილებელი კომენტარი" არც ამ შემთხვევებში დაურთავს. მაშ, რა ვიფიქროთ? -
ე. ჭელიძე ამგვარი იდეის შემოტანით, თავისი ოპონენტების შეურაცხყოფისა და დაკნინების ფონზე, ცდილობს მკითხველის ცნობიერების მართვას, მისი აზროვნების დაპყრობას და იმ აზრის ჩანერგვას, რომ რაკიღა არავის არანაირი კომენტარი არ დაურთავს ერმოგენეს დასხმითი ნათლობის შემთხვევაზე, ჩანს, მათთვის ეს ჩვეულებრივი და ეკლესიური ამბავი ყოფილა, თორემ სხვაგვარად ისინი აუცილებლად მისცემდნენო განმარტებას.
ამგვარი აზრი ყოვლად გაუმართლებელია, რადგან, როგორც უკვე აღვნიშნეთ, არც ერთი წმინდანის ცხოვრებას, სადაც რომელიმე საიდუმლოს განსხვავებული და გამონაკლისი სახით აღსრულებაზეა ლაპარაკი, სპეციალური კომენტარები არ ახლავს. წმიდა მამები არიან ამ ცხოვრებათა აღმწერნი ან გადამწერნი, რათა ჩვენამდე უცვალებლად მოიტანონ არა მომხდარ შემთხვევაზე ჩატარებული მეცნიერულ-
აგიოგრაფიული თხზულება ავტორისგან ან მთარგმნელისგან არ ითხოვს არც ამგვარ კომენტარს და არც ამგვარ გამოკვლევას. ამიტომაც, თავად ფანდი, რომელსაც ე. ჭელიძე წმ. ერმოგენეს ნათლობის რჯულიერების წარმოსაჩენად და მის ეკლესიაში დამკვიდრებული დასხმითი "ნათლობის" "გასაპრავებლად" მიმართავს, უკვე ეჭვქვეშ აყენებს წმ. ერმოგენეს ნათლობის ე. ჭელიძისეული კომენტარის მართებულობას. რამეთუ, მართალ და ჭეშმარიტად საეკლესიო წესს ამგვარი ხრიკებით "გამართლება" ან "დასაბუთება" სულაც არ სჭირდება.
დუმილი ამა თუ იმ შემთხვევის გამო, ანუ ის, რომ წმიდა მამები არანაირ კომენტარს არ ურთავენ სასწაულებრივ ან გამონაკლისურად შესრულებულ საიდუმლოებებს, სულაც არ ნიშნავს რომელიმე ფორმის ან შემთხვევის შეწყნარებას საეკლესიო წესად ან იმას, რომ ამგვარი ფორმა ეკლესიაში რჯულიერ წესად იყო მიღებული.
საპყრობილეში მყოფმა წმიდა მღვდელმოწამე ლუკიანემ (IV ს.) (ხს.15 (28) ოქტომბერი) საკურთხევლად საკუთარი სხეული (მკერდი) გამოიყენა და მასზე აღასრულებინა წმიდა ჟამისწირვა. "როცა დიოკლეტიანემ (284-
არავის არ მიუცია რაიმე კომენტარი ამ შემთხვევისთვის, მაგრამ განა ასე აღსრულებული ევქარისტიის საიდუმლო ვინმემ რჯულიერ და ეკლესიურ წესად მიიჩნია? განა დღეს ეკლესიებში მღვდლები საკურთხევლებზე წვებიან და საკუთარ მკერდზე ატარებენ ევქარისტიის საიდუმლოს? განა ამგვარი რამის მტკიცება სისულელე არ გახლავთ? მაშ, რა ხდება? ხდება ის, რომ ე. ჭელიძეს აუცილებლად სჭირდება წმ. ერმოგენეს მიერ აღსრულებული ნათლობის რჯულიერების მტკიცება და ამ თავისი მტკიცების გამაძლიერებელი არგუმენტაცია. მაგრამ იმგვარი "არგუმენტი" (დუმილი რაიმე შემთხვევის გამო ან კომენტარის დაურთველობა), რასაც ეს ვაიმეცნიერი გვთავაზობს, აბსოლუტურად მიუღებელია. ხოლო თვით ამგვარი ხრიკის გამოყენება, როგორც უკვე ვთქვით, ერმოგენეს ნათლობის "რჯულიერებისა" და "ეკლესიურობის" ე. ჭელიძისეულ ინტერპრეტაციას იმთავითვე ეჭვქვეშ აყენებს. ჭეშმარიტ საეკლესიო ნორმას ამგვარი საეჭვო "გამართლებები" არ სჭირდება. მაგალითად, ნათლისღებაში სამგზის შთაფლვის, როგორც საეკლესიო ნორმის დამადასტურებელი უამრავი წყარო არსებობს, რაც ვერ ითქმის დასხმით ნათლობაზე, რომელიც აღესრულებოდა იშვიათ და რთულ შემთხვევებში ან კიდევ სასწაულებრივად. ამიტომაც, მკითხველი ადვილად შენიშნავს, რომ ე. ჭელიძის წიგნში დასხმითი ნათლობის "რჯულიერება" აგებულია ძირითადად სასწაულებრივ და გამონაკლის შემთხვევებზე, რომელსაც ის თავისი სოფისტური განსჯით ეკლესიურობის კატეგორიას "ანიჭებს" და მკითხველს არწმუნებს, თითქოსდა საქმე გვქონდეს სრულიად მისაღებ საეკლესიო წესთან.
ახლა კი მოდი, თვით წმ. ერმოგენეს ნათლობის საკითხს დავუბრუნდეთ და ვნახოთ როგორ, ვის მიერ და რა ვითარებაში მოინათლა ერმოგენე. და ვართ თუ არა ჩვენ "სიბილწის მოძღვარნი" და "სულშეძრწუნებულნი გადაშთაფლულნი" (იქვე. გვ. 349, 359), ერმოგენეს ნათლობას გამონაკლის შემთხვევათა კატეგორიას რომ განვაკუთვნებთ.
ე. ჭელიძის მიერ წიგნში "სული -
ე. ჭელიძე წერს: «ჭეშმარიტების კიდევ ერთხელ სააჯმნოსაყოფელად დავიმოწმებთ სათანადო ადგილს წმ. სვიმეონ ლოგოთეტის მეტაფრასული შრომის ძველბერძნული ტექსტიდან, სადაც აღწერილია მსაჯული ერმოგენეს საუბარი წმ. მენასთან და შემდეგ მისი ნათლისღება: "მთავარმა მთელ სიმრავლესთან ერთად თქვა: "არაფერია ჩვენთვის საეჭვო შენი ღვთის შესახებ, უწმიდესო! ყოველივე ცხადად ვუწყით და ყოველსვე შენგან თქმულს ვერწმუნებით, მხოლოდ ერთს ვეძიებთ, რომ ნათლისღების მიერ ღმერთს შეგვათვისო... რადგანაც იყვნენ აქ გარემო ქალაქთა ეპისკოპოსნიც, კეთილმოშიშნიც და ღვთისმოყვარენი, სულ ცამეტი... მოტანილი იქნა წყალი, ასე ბრძანა რა წმინდანმა (წმ. მენამ); თვით იგი (წმ. მენა) შემაღლებულ ადგილზე ავიდა და, მისი მითითებით, მთავარმა თავი მოუხარა ღვთისმოყვარე ეპისკოპოსებს, ეპისკოპოსებმა კი ზედ დაასხეს მას თავზე წყალი და თქვეს: "მიიღებს ახალშობის განბანვას ერმოგენე სახელითა მამისა და ძისა და წმიდისა სულისა". მთელი სიმრავლის წინაშე ამგვარად ქმნა წმინდანმა მისი ნათლობა. ამის გამო ხალხმა ფრიად აქო იგი. რადგანაც მთავრის ახალშობა დღესასწაულობას ავალდებულებდა წმინდანს და რადგანაც შეუძლებელი იყო ამოდენა სიმრავლის დაკმაყოფილება, წმ. მენამ დაშალა დამსწრეთა კრებული, შემდეგ კი მიუბრუნდა ეპისკოპოსებს და ასე უთხრა მათ: "არ იქნება სამართლიანი, ეკლესიას მოვაკლოთ ამგვარი კაცი, მრავალსწავლული, გამჭრიახი და გონებამაღალი. წმინდანისადმი დიდი კრძალვის გამო ერმოგენე არ შეეწინააღმდეგა მას, ხოლო ეპისკოპოსებმა მიიღეს იგი და სამღვდელო დასში (კლიროსში) თანააღრიცხეს. შემდეგ წესისამებრ განვლო მან ყველა საეკლესიო ხარისხი და დაადგინეს იგი ქალაქის ეპისკოპოსად.
ხელდასხმიდან მეშვიდე დღეს ერმოგენმა შეკრიბა, რაც კი ჰქონდა, ოქრო და მთელი სხვა სიმდიდრე, უარი თქვა შვებაზე და ფუფუნებაზე, რაც ახარებს სოფლისმოყვარე სულებს, და ყოველივე მისცა ღარიბებს... მხნედ შეერკინა იგი საცთურს, მცირე დროში დაამხო ეშმაკთა სალოცავები და ბომონები, დასცა ყოველი კერპი, ყველგან დაამყარა ჯვარი, საკურთხევლები დააფუძნა და თაყვანცემულ-
ასეთია წმ. ერმოგენეს ნათლობის წმ. სვიმონ ლოგოთეტის მეტაფრასული შრომის ძველბერძნული ტექსტის თარგმანი, რომელიც დამოწმებულია ე. ჭელიძის მიერ თავის ზემორე ხსენებულ ნაშრომში (გვ. 349-
ამრიგად, ჩვენ გავეცანით წმ. ერმოგენეს ნათლობის აღწერას წმ. სიმეონ ლოგოთეტის შრომიდან. ახლა გავეცნოთ რა დასკვნებს აკეთებს აქედან ე. ჭელიძე:
1. "როგორც ვნახეთ, -
ჩვენი კომენტარი: დავაკვირდეთ იმ ვითარებას, რომ ერმოგენეს ნათლობისა და ხელდასხმის შემთხვევაში (იხ. ქვემოთ) მთელ პროცესს ერისკაცი (წმ. მენა) მეთაურობს... მისი სიწმიდისა და საკვირველმოქმედებისადმი უდიდესი რიდის გამო, ვერც მთავარი ერმოგენე და ვერც ეპისკოპოსები მას ვერაფერს უბედავენ... რა გამაფრთხილებელ კომენტარს უკეთებენ ამგვარ ვითარებას ზემოთ ხსენებული წმინდანები, რომელთა დუმილს დასხმით ნათლობაზე ამგვარი ნათლობის სჯულიერებად წარმოაჩენს ე. ჭელიძე? -
მაშასადამე, რა გამოდის? წმ. მენა, თუნდაც საოცარი საკვირველმოქმედი, მაგრამ მაინც ერისკაცი, საეპისკოპოსო ხარიხსზე აღმატებული ყოფილა?! თანაც ისე, რომ შეუძლია მიუთითოს, როგორ მონათლონ ერმოგენე და მეტიც, შეუძლია ერთპიროვნული რჩევა მისცეს ცამეტ ეპისკოპოსს ერმოგენეს მღვდელმთავრად არჩევაზე? (ამგვარი რამ უიშვიათესი შემთხვევაა ეკლესიის ისტორიაში. მართალია, ძველ დროში საეპისკოპოსო კანდიდატებს ხალხი ირჩევდა, მაგრამ იშვიათია, ეპისკოპოსი მხოლოდ ერთი ადამიანის, თან ერისკაცის მითითებით აერჩიოთ და ამგვარი არჩევა ეკლესიას, მის მთელ სასულიერო დასს ნებაყოფლობით მიეღოს) (25) სრულიად აშკარაა, რომ აქ განსაკუთრებული ანგარიში ეწევა წმ. მენას, როგორც ღმრთის კაცს და საოცარ საკვირველთმოქმედს. არადა, არასოდეს ქრისტეანობის ისტორიაში, მოყოლებული ძველი დროიდან, ერისკაცებს სასულიერო პირთადმი იოტისოდენა ბრძანების მიცემის უფლებაც კი არ ჰქონიათ, არათუ იმისა, გასცენ განკარგულებები ვინ, სად და როგორ მონათლონ და შემდეგ კიდევ ეპისკოპოსად დააწესონ (ცხადია, აქ არ ვგულისხმობთ იმ შემთხვევებს, როდესაც იმპერატორთა თვითნებობით და ეკლესიის ნების საწინააღმდეგოდ მომხდარა მღვდელმთავრის არჩევა).
-
25.
-
ხსენებულ მარტვილობაში ეს არის გამონაკლისი შემთხვევა, რომელსაც ამ მარტვილობის აღმწერი (წმ. ათანასე ალექსანდრიელი) და მისი გადამწერნი თუ მთარგმნელნი (წმ. სვიმეონ მეტაფრასტი, ეფრემ მცირე, თეოფილე ხუცესმონაზონი და სხვ.) არანაირ კომენტარს არ ურთავენ და, ე. ჭელიძის "ლოგიკიდან" თუ გამოვალთ, დღეიდან ეპისკოპოსებმა ქედი უნდა მოიდრიკონ სასწაულმოქმედი ერისკაცების წინაშე და საეკლესიო-
2. "ნათლობა ხდება საჯაროდ, საზეიმოდ, ცამეტი ეპისკოპოსის მიერ. -
ჩვენი კომენტარი: ამ პუნქტში საქმე გვაქვს მხოლოდ და მხოლოდ ე. ჭელიძის "მიგნებასთან", მის კერძო შეხედულებასთან, რომელსაც მეტი დამაჯერებლობისა და ემოციურობის მისანიჭებლად ე. ჭელიძე "უეჭველ" პრაქტიკად სახავს. მაგრამ არ გვაქვს არავითარი საფუძველი ვიფიქროთ, რომ ცამეტმა ეპისკოპოსმა ერმოგენეს ამგვარი ნათლობა "იმ დროისთვის დამკვიდრებული წესით" აღასრულა. მიუხედავად იმისა, რომ ეს ეპისკოპოსნი "წესიერნი და განკრძალულნი", "ღმრთისმოშიშნი და ღმრთისმოყუარენი" არიან, აღასრულებენ არა იმ ნათლობას, რომელიც მათ მოციქულთაგან გადმოეცათ და, რაც საყოველთაოდ ცნობილია ეკლესიაში მოციქულთა დროიდანვე, ანუ შთაფლვას, არამედ იმგვარს, როგორსაც მათ, არსებული ვითარებიდან გამომდინარე, მენა მიუთითებს.
განა ასე არ არის ნათქვამი თვით ე. ჭელიძის მიერ მოტანილ თარგმანებში? – "მოტანილ იქნა წყალი", ასე ბრძანა რა წმინდანმა (წმ. მენამ); თვით იგი შემაღლებულ ადგილზე ავიდა და, მისი მითითებით, მთავარმა თავი მოუხარა ღვთისმოყვარე ეპისკოპოსებს..." (წმ. სვიმეონ ლოგოთეტის თარგმანი. ე. ჭ. Iქვე. გვ. 350);
"უბრძანა წმიდამან, -
აჰა კიდევ სხვა თარგმანი: "მოღებულ იქმნა წყალი ბრძანებითა წმიდისაითა და აღვიდა მოწამე ადგილსა მაღალსა და ამცნო ეპარხოზსა მოდრეკად თავისა ... რათა გარდაასხან მას წყალი ნათლისღებისაი".
ამრიგად, სრულიად აშკარაა, რომ აქ ერმოგენეს ნათლობის პროცესს ხელმძღვანელობს არა ცამეტი ეპისკოპოსი, არამედ ერთი ადამიანი -
3. "ეპისკოპოსთაგან ერმოგენეს მონათვლა თავზე დასხმით, რაც აღსრულდა "სახელითა მამისაითა, ძისაითა და სულისა წმიდისაითა", ზემოთდამოწმებული ტექსტების მიხედვით, არის "ზეგარდმო შობა", "საბანელი მეორედ შობისა", "ახალი შობა წყლისაგან და სულისა", "აღმოშობა"" (იქვე. გვ. 355).
ჩვენი კომენტარი: არ არის არანაირი პრობლემა, წმინდანის ბრძანებისა თუ განკარგულების მიხედვით აღსრულებული ამგვარი ნათლობა იწოდოს "ზეგარდმო შობად" და "მეორედ შობის საბანელად", ისევე როგორც იწოდა ამგვარი სასწაულებრივი ნათლობები სხვა შემთხვევებშიც (იხ. მაგ. ზემოთ წვიმით ნათლობის შემთხვევები). ამიტომაც, თვით ამგვარი გამონათქვამები ერმოგენეს დასხმითად ნათლობის კანონიკურობას და ეკლესიურ ნორმას ვერ დაადასტურებენ. ასე ითქმის ღმრთის განგებით აღსრულებულ ნებისმიერ შემთხვევაში. რადგან ერმოგენეს ნათლობაც ასეთივე სასწაულებრივი და გამონაკლისებრივი ნათლობაა, რასაც ადასტურებს ამ ნათლობის თანმდევი სხვა "უცნაურობები" (ამის შესახებ იხ. ქვემოთ), ბუნებრივია ითქმის კიდევაც, რომ ერმოგენემ ღმრთისგან მიიღო ნათლობის მადლი, დანარჩენი გამონათქვამები კი, როგორც ვიცით და ზემოთ თავის ადგილას ვნახეთ კიდევაც, არის ნათლისღების საიდუმლოს გამომხატველი ეპითეტები, სახელწოდებები და არა სხვა რამ.
გარდა ამისა, ოდნავ სახეშეცვლილია სანათლავი ფორმულაც: კერძოდ, უძველესი დროიდანვე სანათლავი ფორმულა იყო და დღემდე არის ასეთი სახით: "ნათელს იღებს მონა ღვთისა სახელითა მამისათა, და ძისათა და წმიდისა სულისათა".
ე. ჭელიძის მიერ მოტანილ წყაროში ერმოგენეს ნათლობისას წარმოთქმულ ყოფილა ასეთი ფორმულა: "მიიღებს ახალშობის განბანვას ერმოგენე სახელითა მამისა და ძისა და წმიდისა სულისა".
სანათლავი ფორმულის ისტორია დეტალურად არის გადმოცემული პროფ. ა. ალმაზოვის წიგნში "История чинопоследований Крещения и Миропомазания" (Казань. 1884), სადაც მეცნიერი წერს: "წყალში შთაფლვა, თუნდაც სამგზის, ჯერ კიდევ ვერ აძლევს ნათლისღების აქტს საიდუმლოს ხასიათს. ნათლობა მარტო წყლით განბანვაში რომ გამოიხატებოდეს, მაშინ ქრისტეანული ნათლისღება არაფრით იქნებოდა განსხვავებული წარმართთა განბანვებისგან" (ხს. შრ. თ. XIV. გვ. 322).
"იმისთვის, რათა ნათლისღება განბანვის საწესჩვეულებო მხარესთან ერთად საიდუმლო რომ გახდეს, მან უნდა შეიძინოს ქრისტეანული ელემენტი. ეს წმიდად ქრისტეანული ელემენტი ყოველ საიდუმლოში არის ის სიტყვები, ანუ ის ფორმულა, რომელიც წარმოითქმება შესაბამისი საიდუმლოს დროს და მისი საწესჩვეულებო მხარის (სქოლიო: ნათლისღებაში ეს მხარეა -
მართლმადიდებლური ღვთისმეტყველება აღიარებს, რომ სანათლავი ფორმულა თავის დასაბამს იღებს ქრისტეს განკარგულებიდან: "წარვედით და მოიმოწაფენით ყოველნი წარმართნი და ნათელ-
გარკვეულ სირთულეს წარმოადგენს იმის გარკვევა, თუ როგორი სახით წარმოითქმებოდა ეს ფორმულა: "ინათლება მონა ღვთისა (N) სახელითა მამისათა...", ... ან "მე გნათლავ შენ სახელითა მამისათა...", თუ კიდევ რომელიმე სხვა სახით?
როგორც პროფ. ა. ალმაზოვის გამოკვლევიდან ჩანს, პირველივე საუკუნეებიდან სანათლავი ფორმულა შეიცავდა სიტყვებს "სახელითა მამისათა, და ძისათა, და სულისა წმიდისათა", ოღონდ არ ჩანს ფორმულის სრული სახე, კერძოდ, ითქმებოდა "ინათლება მონა ღვთისა სახელითა მამისათა... და შემდგ., თუ "მე გნათლავ შენ სახელითა მამისათა...". IV საუკუნიდან გვაქვს სანათლავი ფორმულის მკაფიო გადმოცემა წმ. იოანე ოქროპირთან, რომელიც ბრძანებს: "ჩვენ (შთაფლვის დროს) ვამბობთ: "ინათლება", რადგან არ უთქვამს ქრისტეს: "მე გნათლავთ თქვენ სული წმიდითო..." და შემდგ. (Златоуст. Homil. іn Іоаn. ХVШ, n. 1. Curs. Compl. Patrolog. Ser. Graec. Tom. LIX , col. 213; по русск. пер. "Бес. Злат. на Еван. Іоанна". Ч. Н, Спб. 1855, стр. 27 და Златоуст. "Homil. іn Aet. I . Curs. Сошрl. Patrol. Ser. Gгаес. Tom. LX . col. 21 . В русск. пер. "Бес. на Деян. ч. I , Спб. 1856, стр. 19).
შემდეგ, ანტიოქიელ პატრიარქ სევეროზთან სანათლავი ფორმულა პირდაპირ ასე იკითხება: "ინათლება მონა ღვთისა (N) სახელითა მამისათა, ამინ, და ძისათა, ამინ, და წმიდისათა (სულისათა) სიცოცხლისთვის უკუნითი უკუნისამდე, ამინ" ("ამინს" ამბობდა ხალხი).
ამრიგად, -
სანათლავი ფორმულა V საუკუნეშიც იგივეა, რაც IV-
თევდორე წიგნისმკითხველი (ისტორიკოსი. პაფლაგონიელი. ცხოვრობდა VI ს. პირველ ნახევარში -
"გარდა ამისა, აღმოსავლეთის ეკლესიას რაც შეეხება, თვით VIII საუკუნემდე იმავე სახის სხვა უამრავი მოწმობებიც გაგვაჩნია" (იქვე. გვ. 340).
"სანათლავი ფორმულა აღმოსავლეთის ეკლესიას VIII-
სიმეონ თესალონიკელი (XV ს.), აღწერს რა სანათლავ აქტს, ასე ამბობს: "შთაფლავს რა (სანათლავს) წყალში, (მღვდელი) იტყვის: "ინათლება მონა ღვთისა (სახელი) სახელითა მამისათა"... შემდეგ კვლავ შთაფლავს და იტყვის: "და ძისათა"... შემდეგ შთაფლავს მესამედაც და იტყვის: "და სულისა წმიდისათა" (Симеон Солунский. "De sacramentis", сар. ХХШ; Curs. Compl. Patrol. ser. Graec. Tom. CLV, col 228; в русск. пер. «Писания отц. и учител. относ. к истин. богосл. Томъ II, стр. 67-
სხვათა შორის, ძნელია იმის მტკიცება, თითქოსდა IV საუკუნემდე ყველგან იმ სახის სანათლავი ფორმულა გამოიყენებოდა, როგორიც წმ. იოანე ოქროპირთან გვაქვს. ბუნებრივია, რომ თავისი ხასიათით ის მეტ-
ამიტომაც, თუ აქ შემოგვედავებიან და გვეტყვიან, რომ სიტყვები "მიიღებს ახალშობის განბანვას" და "ინათლება მონა ღვთისა" შინაარსობრივად ერთი და იგივეა... არ შევეწინააღმდეგებით, მაგრამ, თუ გავითვალისწინებთ ე. ჭელიძის აზროვნების თავისებურებებს, რომელსაც უმცირესი განსხვავებიდან და ზოგჯერ დუმილიდანაც კი მისთვის სასურველი "ფაქტები" და "სწავლებანი" გამოჰყავს, შესაძლოა მოცემული განსხვავება ფორმულებში, დღეს თუ არა მომავალში მაინც, ცრუ სწავლებების მორიგი საფუძველი შეიქნას.
მაგალითად, რაკიღა ფაქტია, რომ არც მინას, ერმოგენესა და ევგრაფის მარტვილობის აღმწერელს (წმ. ათანასე ალექსანდრიელს), არც მისი თხზულების გადამწერებსა და მთარგმნელებს ერთი სიტყვითაც კი არაფერი მიუნიშნებიათ ამ, ერთი შეხედვით, "უმნიშვნელო" განსხვავებაზე და არანაირი "გამაფრთხილებელი კომენტარი" არ მოუწოდებიათ, იქნებ ისიც კი გვითხრან, რომ ნათლობის ფორმულა შეიძლება ისეც წარმოითქვას, როგორც ეს ერმოგენეს ნათლობისას ითქვა; ან კიდევ, თითქოსდა შესაძლოა მსგავსი შინაარსის ფორმულებით მისი შეცვლა; ასე რომ, მოდერნისტი ე. ჭელიძის "ლოგიკის" მიმდევრებმა შესაძლოა მალე არა მარტო ნათლობის გარეგანი ფორმის ცვალებადობის დაცვაზე "შემოიხიონ კაბები", არამედ ერმოგენეს ნათლობის აღწერის საფუძველზე სანათლავი ფორმულაც შეცვალონ და წარმოგვიდგინონ სრულიად სახეცვლილი ნათლისღება.
მაგრამ ეკლესიისგან ამგვარი გადმოცემა ჩვენ არ მოგვცემია. ჩვენ გვაქვს ორი უერთიერთდაპირისპირებული ეკლესიის მწყემსმთავართა -
4. ამავე პუნქტში ე. ჭელიძე განაგრძობს: "აღნიშნულ ტექსტებში ან ავტორისგან, ან მთარგმნელებისგან ოდნავი მინიშნებაც კი არ არის იმაზე, რომ სამგზისი დასხმით ნათლობა ან რაიმე სახის გამონაკლისი იყოს ანდა თითქოს საგანგებო შემთხვევის შედეგად აღსრულებული რამ წესი. პირიქით, დამოწმებული ტექსტები ძალდაუტანებლად, ბუნებრივად აღგვიწერენ ნათლობის ჩვეულებრივ, გავრცელებულ (და არა განსაკუთრებული შემთხვევით განპირობებულ) სახეს".
ჩვენი კომენტარი: ამ თემაზე ზემოთ უკვე გავამახვილეთ ყურადღება, მაგრამ აქაც ვიტყვით -
5. შემდეგ ე. ჭელიძე წერს: "მონათვლის შემდეგ ერმოგენე, ცხადია, ცოცხალია. უფრო მეტიც, იგი მალე იკურთხება უდიდესი საქრისტიანო ცენტრის -
ჩვენი კომენტარი: აქაც მცირედ შევჩერდებით და ვიტყვით, რომ ერმოგენეს კურთხევა "უდიდესი საქრისტიანო ცენტრის -
"წმ. მენამ დაშალა დამსწრეთა კრებული, შემდეგ კი მიუბრუნდა ეპისკოპოსებს და ასე უთხრა მათ: "არ იქნება სამართლიანი, ეკლესიას მოვაკლოთ ამგვარი კაცი, მრავალსწავლული, გამჭრიახი და გონებამაღალი. წმინდანისადმი დიდი კრძალვის გამო ერმოგენე არ შეეწინააღმდეგა მას, ხოლო ეპისკოპოსებმა მიიღეს იგი და სამღვდელო დასში (კლიროსში) თანააღრიცხეს. შემდეგ წესისამებრ განვლო მან ყველა საეკლესიო ხარისხი და დაადგინეს იგი ქალაქის ეპისკოპოსად"" (იქვე. გვ. 350).
სხვა წყარო: "... ამათ სიტყუათათვის (ანუ რომ ერმოგენე ჩარიცხულიყო სამღვდლო დასში, რადგან წმ. მენას თქმით "არ იქნება სამართლიანი, ეკლესიას მოვაკლოთ ამგვარი კაცი" -
აჰა, კიდევ სხვა წყაროც, სადაც იგივე ფაქტი ასეა გამოცემული: "მერმე მიექცა (წმ. მენა) ეპისკოპოსთა და ჰრქუა მათ: "არა სამართალ არს პატიოსანნო მღდელთმოძღუარნო ესევითარისა კაცისა, ბრძნისა და ღირსისა და გონებისა რჩეულისა დაკლებად ეკლესიისა". ესმა რაი ესე მოწამისგან ღირსთა მათ ეპისკოპოსთა, მოიყვანეს ერმოგინე და დააწესეს იგი ხარისხსა სამღდელოსა და რამეთუ არა იკადრა იგი რასაცა წინააღდგომად წმიდისა და ვითარცა მოავლინეს მას ყოველნივე ხარიხსნი და კიბენი საეკლესიო პატივთანი..." (ეს არის წმ. თეოფილე ხუცესმონაზონის თარგმანი, რომელიც გადაუწერია არსენ იყალთოელს. იხ. იქვე. გვ. 352-
ამრიგად, ცხადზე უცხადესია, რომ წმ. ერმოგენეს ნათლობისა და ხელდასხმის პროცესს თავიდან ბოლომდე წმ. მენა ხელმძღვანელობს, ხოლო ცამეტი ეპისკოპოსი აშკარად ასრულებს ერთი, წმიდა და საკვირველთმოქმედი ერისკაცის მითითებას, რადგან ამაში ისინი თვით ღმრთის ნებას ხედავენ. სხვაგვარი ფიქრის საფუძველი შეუძლებელია არსებობდეს, რადგან ერისკაცს არანაირად არ ძალუძს იოტისოდენა განკარგულების მიცემაც კი არათუ ცამეტი, არამედ ერთი ეპისკოპოსისადმი, და არათუ ეპისკოპოსის, არამედ რიგითი მღვდელმსახურისადმიც კი. რა გამაფრთხილებელ კომენტარს აკეთებენ ამაზე ხსენებული მარტვილობის ავტორი და მისი მთარგმნელი წმინდანები? -
და კვლავ, ზემოთქმულიდან გამომდინარე, უკვე ცხადი ხდება ე. ჭელიძის მომდევნო მტკიცების სრული აბსურდულობა, რომლის მიხედვითაც, რაკიღა "ავტორისგან ან მთარგმნელებისგან ოდნავი მინიშნებაც კი არ არის იმაზე, რომ სამგზისი დასხმითი ნათლობა ან რაიმე სახის გამონაკლისი იყოს ანდა საგანგებო შემთხვევის შედეგად აღსრულებული რამ წესი", თურმე: "დამოწმებული ტექსტები ძალდაუტანელბად, ბუნებრივად აღგვიწერენ ნათლობის ჩვეულებრივ, გავრცელებულ (და არა განსაკუთრებული შემთხვევით განპირობებულ) სახეს".
ანუ, ნათლობაზე რაიმე კომენტარის არარსებობა და, დუმილი ამავე ნათლობის დასტურად მიუჩნევია ჩვენს პროფესორს; თუ ეს სიმართლეა, მაშინ ზუსტად ამავე მიზეზით, რაკიღა "ავტორისგან ან მთარგმნელებისგან ოდნავი მინიშნებაც კი არ არის იმაზე", რომ არ ძალუძს ერისკაცს, უხელმძღვანელოს და უმბრძანებლოს ეპისკოპოსებს თუ ვინ, როგორ და სად მონათლონ და ასევე ვის დაასხან ხელი და ვის არა, და თანაც ეს მოიმოქმედოს ერთპიროვნულად, ყოველგვარი კრებითი განსჯის, ხალხისა და სამღვდელოების მონაწილეობის გარეშე, უნდა ჩავთვალოთ, რომ მღვდლებსა და ეპისკოპოსებს პირველ საუკუნეებში ნიშნავდა არა ეკლესიის კრებითი გონი, არამედ ერთი ან რამდენიმე სასწაულმოქმედი. მაგრამ, ამგვარი რამ არა თუ უცნობია ძველი ეკლესიის ისტორიისთვის და უიშვიათესი გამონაკლისია, არამედ არაკანონიკურიც გახლავთ და მიუღებელიც. მაგრამ სწორედ ეს არაკანონიკური და მიუღებელი რამ, დასხმით ნათლობასთან ერთად, რაკიღა მას 13 ეპისკოპოსი მოიმოქმედებს წმ. მენას მითითებით, პროფ. ე. ჭელიძის "ლოგიკური" განსჯით, ეკლესიის "რჯულიერი პრაქტიკა" ყოფილა.
6. შემდეგ (ამავე 4-
ჩვენი კომენტარი: ცხადია, არ გადაინათლება, რადგან ეს ნათლობა აღსრულდა წმიდა და საკვირველთმოქმედი მენას, ამ ღვთის კაცის უშუალო მითითებით, ხოლო მენა უეჭველად ღმრთისგან აღძრული წმინდანი რომ იყო და საკუთარი შეხედულებებით არ მოქმედებდა, ჩანს მისი ცხოვრების დეტალური შესწავლიდან (მაგალითად, ცხოვრების მიხედვით, წმ. მენას სიზმრისეულ ხილვაში ეუწყა, რომ ის გახდებოდა ეპარქოზ ერმოგენეს ქრისტეანობისკენ მომქცევი), წინააღმდეგ შემთხვევაში, წმ. მენა უბრალოდ ურჩევდა ერმოგენეს მისულიყო ეპისკოპოსებთან და ჩვეულებისამებრ, მიეღო მათგან ნათლისღება. მაგრამ, რადგან ასე არ ხდება და, როგორც ზემოთ ვნახეთ, მენა ერთპიროვნულად წარმართავს ერმოგენეს ნათლისღებისა და ხელდასხმის საკითხს, ცხადია, წმინდანისადმი შიშისა და რიდის გამო მისი განკარგულება, როგორც ღმრთის ბრძანება, მიღებული და აღსრულებულია. ხოლო ასეთ შემთხვევაში არც გადაინათლებიან და არც ხელმეორედ აირჩევიან საეპისკოპოსო კანდიდატად ხელდასხმისთვის.
და ბოლოს ვნახოთ ე. ჭელიძის 7-
7. "ყოვლადსამღვდელო ერმოგენე დაუცხრომლად იღწვის წარმართთა მოსაქცევად. როგორც დამოწმებული ტექსტები გვაუწყებს, იგი ყოველდღე ("თითოეულსა შინა დღესა") აურაცხელ ხალხს ნათლავდა, კერძოდ, იმდენად ბევრს, რომ ძნელი იყო ნათელღებულთა რაოდენობის განსაზღვრა ("არა ადვილად აღსარიცხავი იყო").
კარგად არის ცნობილი, -
ჩვენი კომენტარი: დავიწყოთ იმით, თუ რაზე დაფუძნებით ამტკიცებს ე. ჭელიძე, რომ ერმოგენე, უკვე ეპისკოპოსად ხელდასხმული, სხვა უამრავ ადამიანსაც "მხოლოდდამხოლოდ დასხმითი წესით ნათლავდა". მისი ეს მტკიცება ეყრდნობა მისივე "ლოგიკას" და არა რაიმე წყაროს. ასევე მოხერხებულად იყენებს ის წყაროთა დუმილს რაიმე მომენტზე (მაგალითად, წყლის სიუხვეზე, მდინარეზე და ა. შ.). მაგრამ, თუ ე. ჭელიძეს შეუძლია ამტკიცოს, რომ, რაკიღა ეს "ინფორმატიულად მდიდარი" წყაროები არსად იუწყებიან და მცირე მინიშნებასაც კი არ გვაძლევენ (ან რატომ არის ეს აუცილებელი?) იმაზე, რომ "ერმოგენე ვთქვათ, მდინარეში აღასრულებდა ნათლობის საიდუმლოს", მაშინ ამავე "ინფორმატიული წყაროებიდან" ასევე არ არის იოტისოდენა მინიშნებაც კი იმაზე, რომ ეპისკოპოსად ხელდასხმული ერმოგენე ადამიანთა ურიცხვ რაოდენობას ნათლავდა სხვა ეპისკოპოსთა ან თუნდაც მღვდელმსახურთა დახმარებით, გამოდის რომ ერმოგენე ყოველივე ამას აღასრულებდა მარტოკა.
გარდა ამისა, წყაროების დუმილი თუ "თანხმობის ნიშანია", მაშინ რატომ უნდა იყოს დაუშვებელი თქმა იმისა, რომ წყაროები არსად უარყოფენ ესოდენი სიმრავლის ნათლობას მდინარეში ან ტბაში... სად არის ნათქვამი წყაროებში, რომ ერმოგენე ნათლავდა პკურებით ან დასხმით? -
გარდა ამისა, როგორც ჩანს, ბ-
ახლა წარმოვიდგინოთ, თუკი წმ. ერმოგენე ერთი დღის განმავლობაში ნათლავდა იმდენი რაოდენობის ადამიანს, რომ მათი აღრიცხვა შეუძლებელი იყო, რა დრო უნდა დასჭირვებოდა ამდენი ხალხის მოსანათლად? ერთი ან რამდენიმე საათი თუ მთელი დღე? მეოთხე საუკუნისთვის, ანუ წმ. ერმოგენეს ცხოვრებისა და მოღვაწეობის დროისთვის ნათლისღების საიდუმლო არ არის ოდენ სამების ფორმულის წარმოთქმა და წყალში შთაფლვა (ამის შესახებ ქვემოთ). ამგვარი არ ყოფილა ის თვით მოციქულთა დროიდანაც კი, რადგან ნათლობას განუყრელად უკავშირდება სულიწმიდის გარდამოწვევა, რომლის გარეშე ნათლობა აღსრულებულად, უფრო სწორად, დასრულებულად ვერ ჩაითვლება. მოციქულთა დროს, ამ საიდუმლოს ხელის დადებით აღასრულებდნენ თვით მოციქულები, ხოლო მოგვიანებით, მათივე კურთხევით, ხელის დადება მირონცხებით შეიცვალა. მართლმადიდებელი ეკლესიის კატეხიზმოში ვკითხულობთ: "მირონ-
როცა ფილიპე დიაკონმა მონათლა სამარიელები და შეატყობინა ეს ამბავი იერუსალიმში მყოფ მოციქულებს, ამათ გაჰგზავნეს სამარიელებთან მოციქულები პეტრა და იოანე იმ აზრით, რომ გარდამოეწვიათ მათზე მადლი სულისა წმიდისა. ასევე პავლე მოციქულმა ხელდასხმით გადმოიწვია სული წმიდა მონათლულ ეფესელებზე. აქედან სჩანს, რომ მოციქულების დროს გაირჩეოდა ერთმანეთისგან ნათლისღება და სული წმიდის მადლის გადმოწვევა ხელდასხმით და რომ ეს გადმოწვევა ისევე საჭიროდ ითვლებოდა მორწმუნეთათვის, როგორც ნათლობა.
ახალ აღთქმის სხვა საღმრთო წიგნებიდან სჩანს, რომ მოციქულთა დროსვე შემოიღეს ხელდასხმის მაგიერ, მირონის ცხება მორწმუნეთაგან სული წმიდის ნიჭთა მისაღებად. ამის მიზეზი ალბათ ის იყო, რომ ნათელღებულთა სიმრავლის გამო მოციქულები ვერ ახერხებდნენ ყველას ხელდასხმას და ამიტომ დაიწყეს კურთხევა მირონისა, რომელსაც, მათის ნებართვით, მღვდელნი სცხებდნენ ნათელღებულთ"
ნათლისღების შესახებ მაცხოვარმა ბრძანა: "უკუეთუ ვინმე არა იშვეს წყლისაგან და სულისა, ვერ ჴელ-
წმ. სიმეონ თესალონიკელის (XV ს.) თქმით: "... სრულიად ნათელღებული ვერ იქნება ის, ვისაც მირონი არ სცხებია" ("... не будет совершенно кто крещен, иже и мира не приемый". Симеон Фессалоник., Единов. Гл. XLIII, л. 73. В. Т. Зеленков. Выписки из святоотеческих и других книг, служащия к изучению различных сторон церковной жизни. Часть 1. Первая половина. Москва 1913. стр. 122).
მისივე: "ვინც არ იშვება წყლისაგან და სულისა (მირონცხებით) ვერ შევა ცათა სასუფეველში" ("...не возродивыйся чрез воду же и духа (миропомазания) не внидет в цартво небесное") (იქვე. гл. LXIX. О Хрисме. ციტ. В. Т. Зеленков. Выписки... Часть 1. Первая половина. Москва 1913. стр. 123).
მისივე: "ნათლისღებით ქრისტეს შევიმოსავთ, და მასვე ვეზიარებით საიდუმლოებებით (ზიარებით -
გენადი ნოვგოროდელის (1410-
და ისევ წმ. სიმეონ თესალონიკელს მოვუსმინოთ: "... მართლმორწმუნეთაგან ნათელღებულებმა ნათლობის დროს მირონიც უნდა იცხონ; დე, ნუ დარჩებიან ისინი (როგორც ლათინთა ყრმანი ან კიდევ სხვები) არასრულყოფილებად და აღუბეჭდველებად, ვერმიმღებებად სული წმიდის მადლისა და ვერ აღბეჭდილებად ქრისტეს ბეჭდით" ("... Верные крещаемые должны быть помазуемы сим миром при крещении; и пусть не остаеются они (как младенцы латинян, или некоторых других) несовершенными и незапечатленными, не получая благодати Духа и незапечатлеваясь печатию Христовою)" (Симеон Фессалоник. в русском переводе, ч. 1, Спб, 1856, гл. 11, стр. 23-
პროფ. ა. ალმაზოვის წიგნში მირონცხების, როგორც საიდუმლოს, აღწერას და მისი ჩამოყალიბების ისტორიას მთელი სამი თავი ეძღვნება (А. Алмазов. История чинопоследований Крещения и Миропомазания. Казань. 1884., Гл. XV-
პროფ. ა. ალმაზოვი წერს: "თუ III საუკუნესთან მიმართებაში გავაერთიანებთ ყოველივე იმას, რაც უკვე ითქვა, მივდივართ იმ დასკვნამდე, რომ III საუკუნისთვის მირონცხების წეს-
ლაოდიკიის კრების (26) 48-
-
-
სჯულის ავტორიტეტულ კომენტატორთა (ბალსამონი, ზონარა, არისტენე) განმარტებით "ზეცის საცხებელი" აქ გულისხმობს წმიდა მირონცხებას (იხ. Правила святых поместных соборов с толкованиями. Правила святого поместного собора Лаодикийского. Изд. Моск. общ. люб. дух. просвещения. Москва. 1880. г., стр. 265).
ზონარა: "განწესების მიხედვით, მონათლულთ უნდა ეცხოთ წმიდა მირონი, რომელსაც განწესებაში ზეციური ცხება ეწოდება..." (იქვე).
ბალსამონი: "ცხებას განწესება უწოდებს წმიდა მირონს..." (იქვე).
მეტიც, შეფუცვების ლოცვებსაც კი (იხ. ალმაზოვის წიგნი. თ. VIII) უძველესი საუკუნეებიდანვე ეყრება საფუძველი და ნათლისღების საიდუმლოს განუყრელი ნაწილი ხდება ისე, რომ წმ. სიმეონ თესალონიკელის ცნობით, მოსანათლავ ქრისტეანს, თუ ეშმაკი აწუხებდა, შეფუცვებს მანამ უკითხავდნენ, სანამ ეშმაკს არ განდევნიდნენ მისგან.
იგივე ითქმის ზეთისცხებაზეც. ზეთისცხების აქტი ნათლისღების საეკლესიო საიდუმლოში ცნობილია ე. წ. "მოციქულთა დადგენილებების" დროიდან, სადაც აღწერილია კიდევაც ეს აქტი (ბერძნ.: Ἀποστολικαὶ Διαταγαί; Διαταγαί τῶν ἁγίων Ἀποστόλων; ლათ. Constitutiones apostolicae). "მოციქულთა დადგენილებები" ტრადიციულად მიეწერება წმ. კლიმენტ რომაელს (I საუკუუნის მიწურული. 99-
სავარაუდოდ, ალექსანდრიელი მოწამეების -
უფრო ძველია ნათლისღების საიდუმლოში წყლის კურთხევის პრაქტიკა, რომელიც ცნობილია II საუკუნიდან. "წყლის კურთხევა ნათლისღებისთვის, რომლითაც იწყება საკუთრივ დღეს ნათლისღების წეს-
უფრო განსაზღვრულად ამ აქტის არსებობაზე ნათლისღების საიდუმლოში და სწორედ II საუკუნეში მოწმობს ირინეოს ლიონელის მიერ მარკიონიტთა ნათლობის აღწერა. აქ ის, სხვათა შორის, ამბობს: "ზოგიერთი მათგანი (მარკიონიტები) ამბობы, რომ ზედმეტიაო წყალზე გასვლა, არამედ შეურევენ წყალს ზეთს და სიტყვების წარმოთქმით... თავზე ასხამენ წყალს მოსანათლავს, და ამას კურნებად მიიჩნევენ" ("Некоторые изъ них (Маркионитов) говорят, что: водить на воду излишне, а смешав в одно елей и воду, с произношением слов... вливают на голову посвящаемых и это почитаготъ исцелениемЁ (Ирипей. "Contra Haeres". Lib. I, сар. XXI, n. VI, Curs. Compl. Patrol. Ser. Gracr. Tom. VII. col. 664 -
ჩვეულება, რომელსაც აქ ირინეოსი აღწერს, წარმოადგენს მწვალებლებში (მარკიონიტებში) არსებულ წყლის კურთხევის წეს-
"ამ ფაქტებზე დაყრდნობით დაბეჯითებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ წყლის კურთხევა ეკლესიაში არსებობდა უკვე II საუკუნიდან და ასევე დაბეჯითებით შეგვიძლია ვამტკიცოთ, რომ წმ. ბასილი დიდი სწორედ ამ წეს-
"მესამე საუკუნისთვის წყლის კურთხევის აქტის არსებობას ადასტურებს წმ. კვიპრიანე კართაგენელი. 250 წელს ეკლესიაში უმთავრესი მწვალებლები იყვნენ გნოსტიკოსები და კვიპრიანე, რომელიც უარყოფს გნოსტიკურ და განსაკუთრებით მარკიონიტულ ნათლისღებას, მათთან დაკავშირებით ამბობს: "როგორ შეუძლია წყლის კურთხევა და განწმენდა მას, ვინც თავად ბინძურია და რომელშიც არ არის სულიწმიდა?" (Киприан. "Epist. LVII –ad lanuar., сар. I. Curs. Сошрl. Patrol. Ser. Lat. Tom. III . col . 1039. "Твор. Кипр. въ русск. пер. Том I . Киев. 1800, стр. 273).
გარდა ამისა, იმავე კვიპრიანეს თხზულებებში ჩვენ გვაქვს სხვა მეტად მნიშნელოვანი მოწმობაც ამ საგანზე: "წყალი, -
არის თუ არა რაიმე ნათქვამი წყლის კურთხევაზე ერმოგენეს მოსანათლად? სამწუხაროდ, არა! აი, რა არის ნათქვამი იმ წყალზე, რომლითაც ერმოგენე მოინათლა:
1. XI ს-
2. წმ. სვიმეონ მეტაფრასტი: "... მოტანილ იქნა წყალი, ასე ბრძანა რა წმინდანმა (წმ. მენამ); თვით იგი (წმ. მენა) შემაღლებულ ადგილზე ავიდა და, მისი მითითებით, მთავარმა თავი მოუხარა ღვთისმოყვარე ეპისკოპოსებს, ეპისკოპოსებმა კი ზედ დაასხეს მას თავზე წყალი და თქვეს: "მიიღებს ახალშობის განბანვას
-
27.
-
ერმოგენე სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისა" (წმ. სვიმეონ მეტაფრასტი. წამებ წმ. მენასი, ერმოგენისა და ევგრაფისა. პგ. 116, სვ. 396-
3. ეფრემ მცირის თარგმანი: "... უბრძანა მათ წმიდანამ, რაითა მოართუან მათ წყალი და თვით წმიდაი იგი აღვიდა სიმაღლედ, და უბრძანა ეპარხოზსა, რაითა მოუდრიკოს თავი ღმრთისმოყუარეთა ეპისკოპოზთა, და მათ დაასხეს წყალი იგი თავსა მისსა და თქუეს... (ხელნ. A – 90, 79 r-
4. თეოფილე ხუცესმონაზონის თარგმანი: "... მოღებულ იქმნა წყალი ბრძანებითა წმიდისაითა და აღვიდა მოწამე ადგილსა მაღალსა და ამცნო ეპარხოზსა მოდრეკად თავისა ღმრთისმოყუარეთა მათ ეპისკოპოსთასა და მათ, რაითა გარდაასხან მას წყალი ნათლისღებისაი და ეტყოდიან: "მიიღებს საბანელსა მას მეორედ შობისასა ერმოგენი სახელითა მამისათა" ... და შემდგ" (ხელნ. H-
ამრიგად, ე. ჭელიძის მიერ დამოწმებული არც ერთი წყარო არ ადასტურებს, რომ ვინმეს მოეტანოს ან უკვე ნაკურთხი წყალი, ან კიდევ ადგილზე ჩაეტარებინოთ წყლის კურთხევა და ამ აიაზმით მოენათლოთ ერმოგენე. უკურთხებელი წყლით ადამიანის ნათლობა ქრისტეანულ პრაქტიკაში თუ ცნობილია, მხოლოდ და მხოლოდ გამონაკლისი შემთხვევების სახით, როდესაც ამისი შესაძლებლობა არ არსებობს, ხოლო, თუ არსებობს და წყალს არ აკურთხებენ, მაშინ ამგვარი ქმედება, თვით ე. ჭელიძისავე განმარტებით, არის "თვითრჯულობითი შეცვლილი სახე რეგულარული მღვდელმოქმედებითი წესისა, რაც არის დაუშვებელი და მწვალებლური იშვიათობა, უარყოფილი ეკლესიის მიერ" (ე. ჭ. ხს. შრ. გვ. 359).
ამრიგად, სრულიად უეჭველია, რომ ერმოგენეს ნათლობის აღწერაში წყლის კურთხევა არსად ჩანს. ნათქვამია მხოლოდ ის, რომ წმინდა მენას ბრძანებით, წყალი მოიტანეს ერმოგენეს მოსანათლად. არ ჩანს ისიც, თუ რას გულისხმობს ეს მოტანა, ანუ რა რაოდენობის წყალი მოიტანეს. აქ ფიქრის და ვერსიების დიდი სპექტრი შეიძლება გაჩნდეს თვით სანათლავი ემბაზის მომზადების ჩათვლით, სადაც შეიძლებოდა ერმოგენეს ჩაყენებაც და შთაფლვით ნათლობაც და ამ შემთხვევაში თავის დახრა და წყლის გარდასხმა, შთაფლვის მიმანიშნებლადაც კი შეიძლება მოვიაზროთ. მაგრამ, მოდი, იმის საჩვენებლად, რომ ერმოგენეს ნათლობა არის არა ჩვეულებრივი ნათლისღების კანონიკური სახე, არამედ თავიდან ბოლომდე გამონაკლისობა, თვალყური მივადევნოთ სხვა მეტად საინტერესო და საყურადღებო მომენტებს.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, ერმოგენეს ნათლობა ხდება არა მარტო უკურთხებელი წყლით, არამედ ყოველგვარი წინმსწრობი ლოცვების, შეფუცვების (რომელიც ასევე დასაბამს იღებს უძველესი საუკუნეებიდან), ზეთისცხების, შთაფლვის და მირონცხების გარეშე.
ახლა, მოდი, თავიდან მივუბრუნდეთ ე. ჭელიძის მიერ ჩამოყალიბებულ ხუთ ზემოთ განხილულ პუნქტს, რომლებშიც ის ცდილობს დასხმითი ნათლობის კანონიკურობის წარმოჩენას და განვიხილოთ ისინი სხვა კუთხით.
1. "ერმოგენე ინათლება ცამეტი ეპისკოპოსის მიერ", რომელთათვისაც "ყველა საშუალება და ყველა შესაძლებლობა არსებობდა წარმართი ერმოგენეს შთაფლვითი წესის მონათვლისა" (ცხადია მაშინ უნდა არსებულიყო ნათლისღების სხვა ძირითადი მომენტების აღსრულების შესაძლებლობაც, რასაც ვერ ვხედავთ ერმოგენეს ნათლობაში -
2. "ნათლობა ხდება საჯაროდ, საზეიმოდ, ცამეტი ეპისკოპოსის მიერ. ამგვარად გამორჩეული ნათლობა, ეჭვი არ არის აღსრულდებოდა იმ დროისთვის დამკვიდრებული წესით. ხსენებულნი "ათცამეტნი ეპისკოპოსნი", ვითარცა "ღვთისმოშიშნი და ღმრთისმოყუარენი", წარმომადგენელნი და ნიმუშნი არიან მართლმადიდებლური მართლმკვეთელობისა. უეჭველია, ისინი აღასრულებენ კანონიკურ ნათლობას, რადგან, კვლავ გავიმეორებთ, -
3. "დამოწმებული ტექსტები ძალდაუტანებლად, ბუნებრივად აღგვიწერენ ნათლობის ჩვეულებრივ, გავრცელებულ (და არა განსაკუთრებული შემთხვევით განპირობებულ) სახეს" (იქვე. გვ. 355).
4. "სამგზის დასხმითი წესით მონათლული ერმოგენე შემდეგში არანაირად არ გადაინათლება შთაფლვითად" (იქვე).
5. "ყოვლადსამღვდელო ერმოგენე ... ყოველდღე აურაცხელ ხალხს ნათლავდა, კერძოდ, იმდენად ბევრს, რომ ძნელი იყო ნათელღებულთა რაოდენობის განსაზღვრა... ამ აურაცხელ სიმრავლეს ერმოგენე, ასევე, მხოლოდდამხოლოდ (?) დასხმითი წესით ნათლავდა, რადგან, ერთი მხრივ, თავადვე იყო ამგვარად საზეიმოდ და ყოვლადბრწყინვალედ მონათლული, და, ცხადია, მისთვის, დასხმითი წესით ნათლისცემის ღმერთშემოსილობა სრულიად უეჭვო იყო. მეორე მხრივ კი, თუნდაც დიდი სურვილიც ჰქონოდა შთაფლვითი ნათლობისა, თითო დღის განმავლობაში ათასობით ადამიანს სრული ხილული ჩაძირულობით ვერ მონათლავდა, რადგან არავითარი არათუ უწყება, არამედ სულ მცირე მინიშნებაც კი იმაზე, რომ ერმოგენე, ვთქვათ, მდინარეში აღასრულებდა ნათლობის საიდუმლოს, ზემორე ტექსტებში (მიუხედავად მათი ინფორმატიული სიმდიდრისა) ოდნავადაც შესამჩნევი არ არის" (იქვე. გვ. 355-
მაგრამ, მოდი, ვიკითხოთ, თუკი, როგორც ე. ჭელიძე ირწმუნება, ცამეტი ეპისკოპოსისთვის:
1) "ყველა საშუალება და ყველა შესაძლებლობა არსებობდა წარმართი ერმოგენეს შთაფლვითი წესით მონათვლისა" (ე. ჭ. სხ. შრ. იქვე);
2) და "ეჭვი არ არის", რომ ერმოგენეს ნათლისღება "აღსრულდებოდა იმ დროისთვის დამკვიდრებული წესით" და ეს "ღმრთისმოშიში და ღმრთისმოყვარე ეპისკოპოსები უეჭველია, აღასრულებენ კანონიკურ ნათლობას" და "არავითარი გარეშე ძალა ამათ არ ზღუდავს, არავინ აბრკოლებს, რომ ზედმიწევნით დაიცვან ნათლობის წესები". და თუკი:
3) "დამოწმებული ტექსტები ძალდაუტანებლად, ბუნებრივად აღგვიწერენ ნათლობის ჩვეულებრივ, გავრცელებულ (და არა განსაკუთრებული შემთხვევით განპირობებულ) სახეს" (იქვე).
2) და "ეჭვი არ არის", რომ ერმოგენეს ნათლისღება "აღსრულდებოდა იმ დროისთვის დამკვიდრებული წესით" და ეს "ღმრთისმოშიში და ღმრთისმოყვარე ეპისკოპოსები უეჭველია, აღასრულებენ კანონიკურ ნათლობას" და "არავითარი გარეშე ძალა ამათ არ ზღუდავს, არავინ აბრკოლებს, რომ ზედმიწევნით დაიცვან ნათლობის წესები". და თუკი:
3) "დამოწმებული ტექსტები ძალდაუტანებლად, ბუნებრივად აღგვიწერენ ნათლობის ჩვეულებრივ, გავრცელებულ (და არა განსაკუთრებული შემთხვევით განპირობებულ) სახეს" (იქვე).
რატომ გამოტოვეს "ღმრთისმოყვარე და ღმრთისმოშიშმა" ეპისკოპოსებმა მეოთხე საუკუნის ეკლესიისთვის მიღებული სანათლისღებო პროცედურები და მირონცხების საიდუმლო?
თუკი ლაპარაკია იმაზე, რომ ცამეტი ეპისკოპოსი ერმოგენეს ნათლავს "იმ დროისთვის დამკვიდრებული წესით", და რაც მთავარია, "უეჭველია, აღასრულებენ კანონიკურ ნათლობას" და "არავითარი გარეშე ძალა ამათ არ ზღუდავს, არავინ აბრკოლებს, რომ ზედმიწევნით დაიცვან ნათლობის წესები", რატომ ვერ ვხედავთ მეოთხე საუკუნის პირველი ნახევრისთვის ეკლესიაში უკვე დამკვიდრებულ ძირითად მომენტებს ნათლისღებისა, როგორიცაა:
1. კათაკმევლობა (სარწმუნოებაში განსწავლა და საწესჩვეულებო მხარე). ცნობილია III საუკუნიდან.
ისტორიული წყაროების მიხედვით, კათაკმევლობის წეს-
"თვით მიღება აღესრულებოდა ლოცვით, რომელსაც თან ახლდა თავზე ხელების დადება და ჯვრის გამოსახვა... ამრიგად, კათაკმევლად მიღების წეს-
2. სახელის მინიჭება. ცნობილია III საუკუნიდან.
«ჩვეულება, ქრისტეანობისკენ მოქცეულთ მიანიჭონ ახალი სახელები, ცნობილი ხდება არაუადრეს III საუკუნისა. სახელის მინიჭების პირველ ცნობას ვხვდებით ბარონთან, რომელიც 259 წლის ქვეშ წერს: "ეპისკოპოსმა სტეფანემ მონათლა ორი უკვე მოზრდილი ბავშვი -
"თავიდან ყველაზე პოპულარული იყო მოციქულთა სახელები. ნიკიფორე კალისტე (გარდ. დაახლ. 1350 წ.) თავის "საეკლესიო ისტორიაში" შენიშნავს, რომ ძველი ქრისტეანები მოციქულთადმი პატივისცემისა და მიბაძვის ნიშნად, თავიანთ შვილებს მათ სახელებს არქმევდნენ" (Никифор Каллист. "Histor. Ecclts". Lib. VI, сар XXII. Curs. Compl. Patrol. Ser. Craec. Tom. XLV, col. 117) (ციტ. იქვე).
სახელის მინიჭების ტრადიციის შესახებ მოწმობებს ვხვდებით წმ. მამათა თხზულებებშიც, ასე მაგალითად, "ამის შესახებ მოწმობენ წმ. გრიგოლ ნოსელი (335-
3. შეფუცვების ლოცვები (თ. VIII). ცნობილია II საუკუნიდან.
როგორც ძველ საეკლესიო პრაქტიკაში, ასევე დღესაც ეკლესიაში ახალი წევრის მიღების დროს კათაკმევლობის უმთავრესი და არსებითი შემადგენელი ელემენტი გახლდათ შეფუცვა (exorcismus). შეფუცვების ლოცვები წარმოადგენს საღვთისმსახურებო წეს-
შეფუცვების ლოცვები თავიდანვე არ განეკუთვნებოდა ნათლისღების საიდუმლოს, მაგრამ დროთა განმავლობაში ის ნათლისღების წეს-
"ქრისტეანული ლიტერატურის სხვა ძეგლებიდან ჩანს, რომ შეფუცვების ლოცვები აღესრულებოდა უკვე ყველა ადამიანზე, ვისაც კი ნათლობა სურდა და ეს უკვე მთელი ეკლესიის პრაქტიკა გახლდათ. ამგვარად, ამ მონაცემებზე დაყრდნობით, ნათლისღებასთან შეფუცვების ლოცვების შერთვა, როგორც ჩანს, უნდა განვაკუთვნოთ III საუკუნის პირველ ნახევარს. მაგრამ ამ დროშიც კი ეს ჩვეულება უკვე ყველგან გავრცელებულია. ბუნებრივია, არ გვაქვს საფუძველი, ვიფიქროთ, რომ ასე საყოველთაოდ იმ დროინდელ საღვთისმსახურებო პრაქტიკაში შეფუცვების ლოცვები უცებ ვერ გავრცელდებოდა, არამედ თანდათანობით. თუ ასეა, მაშინ ნათლისღების საიდუმლოსთან შეფუცვების შერთვა ემთხვევა უფრო ადრინდელ ეპოქას. უფრო ზუსტად კი II საუკუნის მეორე ნახევარს. ... ამაზე მიუთითებენ წმ. იუსტინე ფილოსოფოსი (დაახლ. 100-
"ყურადღებით თუ დავაკვირდებით ჩვენ მიერ მოტანილ ამ უკანასკნელ მოწმობას, ანუ მინუციუს ფელიქსს (გარდ. 210 წ.), მისი სიტყვებიდან დავინახავთ, რომ ამ დროისთვის (სავარაუდოდ "ოქტავიუსი" დაწერილია 180-
4. ეშმაკის უარყოფა და შეერთება ქრისტესთან. ცნობილია III საუკუნიდან.
ამრიგად, "შეფუცვების ლოცვათა მიზანი ეშმაკთა განსხმაა. ამდენად, კათაკმევლობის ძველი წეს- განგება მთავრდებოდა აქტით, რომლის არსი ეშმაკის ძალაუფლებისგან გათავისუფლებაში მდგომარეობს. მაგრამ ყოველი საღვთისმსახურებო აქტი უნდა შედგებოდეს ორი ელემენტისგან - სუბიექტურისა და ობიექტურისგან. ბუნებრივად, აქტი, რომელიც ამთავრებს უძველეს წესს კათაკმევლობისა, ასევე უნდა შედგებოდეს ამ ორი ელემენტისგან. ეშმაკის ძალაუფლებისგან გათავისუფლების აქტში ის ლოცვები, რომლებიც წინ უძღვიან ნათლისღების აღსრულებას, წარმოადგენს ობიექტურ ელემენტს. მაგრამ ამ შეფუცვებში არ არსებობს სუბიექტური ელემენტი, არადა, ის აუცილებლად უნდა არსებობდეს. ძველი ეკლესიის პრაქტიკაში ნათლისღების დასაწყისშივე ეს ელემენტი შევსებულია იმით, რომ ის იწყებოდა ეშმაკის უარყოფით და ქრისტესთან შეერთებით და ასეთი მოქმედება, აშკარად წარმოადგენდა ეშმაკის ძალაუფლებისგან გათავისუფლების აქტის სუბიექტურ ელემენტს. ამიტომაც, მისი მოთავსება ნათლისღების წეს-განგების ამ ადგილას (კათაკმევლობის წეს-განგებაში) სრულიად ბუნებრივია. ნათლისღების მიღებით კათაკმეველი ბნელეთის სამეფოდან გადადის ნათლის სამეფოში, ეშმაკის სამეფოდან - ქრისტეს სამეფოში. ამიტომაც, ბუნებრივია ამგვარი აქტის დროს, ადრინდელი მეუფის (ეშმაკის) უარყოფით, კათაკმეველი უნდა შერთვოდა ახალ მეუფეს, იესუ ქრისტეს - ასე ვთქვათ, გამოეცხადებინა საკუთარი თავი ახალი მეუფის, იესუ ქრისტეს ქვეშევრდომად.
ეშმაკის უარყოფის მოწმობები არ გამოირჩევა თავისი განსაკუთრებული სიძველით და III საუკუნის უადრეს პერიოდს არ განეკუთვნება. პირველად მას ვხვდებით სწორედ ამ პერიოდის ძველი საეკლესიო ლიტერატურის ძეგლებში. არსებობდა თუ არა ეს აქტი უფრო ადრე, მაგალითად, II საუკუნეში, მონაცემები არ გვაქვს. ... მაგრამ უეჭველად, ის ამ ადრეულ (ანუ III საუკუნის უადრეს) ეპოქაშიც არსებობდა" (პროფ. ა. ალმაზოვი. დასახ. შრ. გვ. 191-192).
ამის შემდეგ პროფ. ა. ალმაზოვი განიხილავს იმ წანამძღვრებს, რომლებიც ადასტურებს ვარაუდს იმისა, რომ ეშმაკის უარყოფის აქტი, როგორც ნათლისღების საიდუმლოს სრულიად ბუნებრივი ელემენტი, უეჭველად უნდა არსებულიყო III საუკუნის უადრეს პერიოდშიც. მაგალითად, ამგვარ საფუძვლებს ავტორი ხედავს ჯერ კიდევ იოანე ნათლისმცემლის, და შემდეგ თვით მოციქულთა მიერ სინანულისკენ მოწოდებებში, რომელიც გულისხმობს ძველი, ბნელი ცხოვრების დატოვებას და ნათელმოსილ ცხოვრებაში შესვლას; ადრინდელი კულტის უარყოფას და ახალი, ჭეშმარიტი სარწმუნოების მიღებას. მაგრამ ყოველგვარ ეჭვგარეშეა, რომ III საუკუნეში ხსენებული აქტი უკვე არსებობდა.
ჩვენ არ შევუდგებით ეშმაკის უარყოფის წეს-განგების გადმოცემას, ეს არ გახლავთ წინამდებარე ნაშრომის მიზანი, მაგრამ აუცილებლად მივუთითებთ, იმ მოწმობებს, რომლებიც ამ აქტის უეჭველ არსებობას ადასტურებს უკვე III საუკუნეში.
"მივეახლებით რა ნათლისღებას, - წერს ტერტულიანე (III ს.), - წყალში შთაფლვის წინ, იქვე, და ცოტა ადრე ეკლესიაშიც, წინამძღვრის მიერ თავზე ხელის დადების შემდეგ, ჩვენ ვადასტურებთ, რომ "უარვყოფთ ეშმაკს, მის ამპარტავნებას და მის ანგელოზებს" ("Приступая к крещению, пред погружением в воду, там-же и еще несколько прежде в церкви, прп возложении руки предстателя, мы свидетельстиуем, чго отрицаемся диявола, и гордыни его, и ангелов его") (Тертуллиан. "De согоn. mitit." сaр. III. Curs. Compl. Patrol. ser. Lat. • Tom. II, col. 79) (ციტ. ა. ალმაზოვი. ხს. შრ. გვ. 194).
"შევდივართ რა სანათლავ ემბაზში, - ამბობს იგივე ქრისტეანი მწერალი სხვა ადგილას, - ჩვენ ვაღიარებთ ქრისტეანულ რწმენას, გადმოცემულს გამონათქვამებში. ამავე დროს საზეიმოდ აღვუთქვამთ უფალს, რომ უარვყოფთ სატანას და ყველა მის საქმეს" (Тертуллиан. "De spectacul". cap IV. Curs. Compl. Patrol. Tom. I, col, 635. В pyc. пер., твор. Тертул. (Карнееева) ч. II, стр. 128) (ციტ. იქვე.).
ორიგენე (III ს.), ერთ-ერთ თავის ჰომილიაში არიგებს რა მსმენელს, შეაგონებს მათ, რათა თავიანთი ცოდვილი საქციელით საფუძველი არ მისცენ ეშმაკს დასცინოს ქრისტეანობას და თქვას: "ნახეთ, ის, ვინაც ნათლისღების დროს უარმყო მე და ჩემი საქმეები, კვლავ ჩემს კანონებს ემორჩილება" (Ориген. Ноმ. II ინ Pსაიმ. XXXVI. ჩურს. ჩომპლ. Pატროლ. თომ. XII, ცოლ. 1405) (ციტ. იქვე).
წმ. კვიპრიანე კარგთაგენელი მიმართავს და დაცემულთ, ამ აქტის არსებობას ასე ადასტურებს: "როგორ შეგეძლო, - ამბობს ის, - მდგარიყავი იქ (კაპიტოლიუმში) და უარგეყო ქრისტე, როცა უკვე უარყავი ეშმაკი და წუთისოფელი?" (Киприап. "De laps". Curs. Compl. Patrol. Ser. Lat. Tom. VI, col. 473. Ср. "Твор. Киприана" в pyc. пep., том II. Kиев. 1861 г., стр. 149) (ციტ. იქვე. გვ. 195).
უფრო მკაფიო და განსაზღვრული რედაქციით ეშმაკის უარყოფის ფორმულა მოცემულია ე. წ. "მოციქულთა დადგენილებებში", რომლის მეშვიდე წიგნი ნათლისღების აღწერას სწორედ ეშმაკის უარყოფის აქტით იწყებს: "უარყოფის დროს, - ვკითხულობთ ამ ძეგლში, - მოსანათლავმა ხმამაღლა უნდა თქვას: "ვიჯმნი სატანისგან, და ყოველთა საქმეთა მისთაგან, და მისივე ამპარტავნებისგან, და მისი მსახურებისგან, და მისი ანგელოზებისგან, მისი გამონაგონებისგან და ყოველივესგან, რაც მის ქვეშაა" ("Constitut. Apostob. Lib. VII, cap. XLI Curs. Compl. Patrol. Ser. Graec. I , col. 1041. Ср "Апост. Пост". в руск. пер., стр. 239) (ციტ. იქვე).
"თვით აქტის დასასრულს მოსანათლავი უბერავდა სულს და აფურთხებდა დასავლეთით. ამგვარი ჩვეულების არსებობას ადასტურებენ ტერტულიანე (Тертуллиан. "Ad uxor." Lib. II, cap V. Curs. Compl. Patrol. Ser. Lat. Tom. 1, col. 1296) და ირინეოსი (Ириней.. "Adv. Haeres". Lib. 1, сар, XVI, n. 3. Curs. Compl. Patrol. Ser. Graec. Tom. VII. col. 635. Cp. Твор. Иринея в русск. пер. (Преображ.). Μ. 1871 г., стр. 78). "ეს ორი ბოლო მოქმედება, გამოხატავდა სრულ ზიზღს სატანისა და მისი საქმეებისადმი" (ციტ. იქვე).
5. სარწმუნოების აღსარება (სარწმუნოების სიმბოლო, ანუ "მრწამსის" წარმოთქმის წეს-განგება) არსებობს II-III საუკუნიდან.
პროფ. ა. ალმაზოვის თქმით, «ეს აქტი ნათლისღების წეს-განგებაში უკავშირდება თვით მოციქულთა დროებას. მოციქულთა პერიოდში ნათლისღების დროს ქრისტეს აღიარება უეჭველი ისტორიული ფაქტია, რომელიც წმიდა წერილის მრავალ ადგილას არის დამოწმებული. ჯერ კიდევ იოანესეული ნათლისღების დროს იყო სავალდებულო რწმენა მომავალი მესიისადმი, ანუ იესუ ქრისტესადმი, ხოლო სინანული, უბრალოდ, ამზადებდა მოსანათლავთ ამ რწმენისათვის.
ნათლისღების წინ რწმენის აღსარებას ითხოვს თვით იესუ ქრისტეც, როდესაც ამბობს: "ვინც იწამებს და ნათელს იღებს, ცხონდება, ვინც არადა, განიკითხება" (მარკ. 16:16). ამიტომაც, მოციქულები, სანამ მონათლავდნენ, ნათლისღების მსურველისგან აუცილებლად ითხოვდნენ რწმენის აღსარებას. წმ. მოციქულმა პეტრემ სულთმოფენობის დღეს ქრისტეანობის გავრცელების ცნობილ ისტორიაში ნათლისღებაზე დაუშვა მხოლოდ ისინი, ვინც სიხარულით შეიწყნარა მისი სიტყვები: "და რომელთა-იგი სიხარულით შეიწყნარეს სიტყუაY მისი, ნათელ-იღეს და შეეძინნეს მას დღესა შინა სულნი ვითარ სამ ათასნი ოდენ" (საქმე. 2:41). ზუსტად ასევე, წმ. მოციქული ფილიპე მხოლოდ იმის შემდეგ ნათლავდა სამარიაში, რაც ერწმუნენ მას ღმრთის ეკლესიისა და იესუ ქრისტეს შესახებ და ეთიოპიელი დედოფლის საჭურისიც იმის შემდეგ მონათლა, რაც ამ უკანასკნელმა აღიარა იესუ ქრისტე" (საქმე. 8:31)" (ციტ. იქვე. გვ. 221).
წმიდა მამათა წყაროებიდან ერთ-ერთ პირველ მოწმობას იმისა, რომ ნათლისღებას წინ აუცილებლად უძღოდა სარწმუნოების აღსარება, ვხვდებით წმ. იუსტინე ფილოსოფოსთან (II ს.), რომელიც თავის პირველ აპოლოგიაში პირდაპირ მოწმობს, რომ ინათლებიან მხოლოდ ისინი, ვინც "ირწმუნეს და მისცეს თანხმობა, ანუ სარწმუნოება აღიარეს" (Иустин. "ApoIog". I n. 65. Curs. Compl. Patrol. Ser. Graec. Tоm. VI, col. 428, в pyc. Пер. "Памятники др. христиан. письмен.", т. II, стр. 186)" (ციტ. იქვე. გვ. 222).
წმ. ირინეოს ლიონელი (II ს.) ქრისტეანი მწერლებიდან პირველი ახსენებს სარწმუნების ფორმულას (სიმბოლოს) და მას "ჭეშმარიტების გარდაუვალ კანონს" უწოდებს, რომელსაც ნათლისღებაში ყველა ღებულობს (Ириней Лионский. "Contra Haeres". Lib. I, cap. IX, n. 4. Curs. Compl. Patrol. Ser. Graec. Tom. VII, col. 545 в pyc. пep. (Преобр.) Μ. 1871 г. стр. 43)" (ციტ. იქვე. გვ. 223), და ასეთი სახით წარმოგვიდგენს: "ეკლესიამ, რომელიც გავრცობილია მთელ მსოფლიოში დედამიწის კიდეებამდე, მოციქულთაგან და მათი მოწაფეებისაგან მიიღო სარწმუნოება ერთი ღმერთისა, ყოვლისმპყრობელი მამისა, რომელმაც შექმნა ცა და მიწა, ზღვა და ყოველივე მათ შორის; და ერთი იესუ ქრისტესი, ღვთის ძისა, რომელიც განკაცდა ჩვენი ხსნისათვის; და ერთი სულიწმიდისა, რომელიც წინასწარმეტყველთა მიერ ქადაგებდა წინაგანგებას ღვთისას, მის მოვლინებას, ქალწულისაგან მის შობას, ვნებას, მკვდრეთით აღგომას, და ჩვენი უფლის, საყვარელი იესუ ეწევიან ქრისტეს ცათა მიმართ ხორციელ ამაღლებას, შემდეგ ცათაგან მის მოვლინებას მამის დიდებით, რომ ”შემოკრიბოს ყოველივე” (ეფეს. 1,10), რომ აღადგინოს მთელი კაცობრიობის ყოველი სხეული, რომ ”მოდრკეს ყოველი მუხლი ზეციურთა, მიწიერთა და ქვესკნელის მკვიდრთა და ყოველმა ენამ აღიაროს იგი”, ქრისტე იესუ, უფალი ჩვენი და ღმერთი, მაცხოვარი და მეუფე, სათნოყოფითა უხილავისა მამისა, რომ ქმნას მან განსჯა მართალი ყოველთა შორის, რომ მარადიულ ცეცხლში წარგზავნოს უკეთური სულები, გაუკუღმართებული და განდგომილებაში მყოფი ანგელოზები, უღმერთონი, უსამართლონი, ურჯულონი, ავმეტყველნი კაცთა შორის, ხოლო მათ, რომლებიც მართალნი, წმიდანი მისთა მცნებათა დამცველნი არიან და მის სიყვარულში მკვიდრობენ - ზოგნი თავიდანვე, ზოგნი კი სინანულის გზით - ყველა მათგანს ცხოვრება მიანიჭოს, უხრწნელება მიჰმადლოს და სამარადისო დიდება შესძინოს.
ეს სწავლება შეიწყნარა ეკლესიამ და თუმცა იგი მთელ ქვეყანაზე გავრცობილია, მაინც გულმოდგინედ იცავს ამ სარწმუნოებას, როგორც ერთ სახლში დამკვიდრებული. სწამს მას ყოველივე ეს, როგორც ერთი სულისა და ერთი გულის მქონეს და ერთხმობით, თითქოსდა ერთი პირით ქადაგებს, ასწავლის, გადასცემს ყოველივე ამას. ამქვეყნიური ენებიც არამსგავსია, მაგრამ ერთი და იგივეა თავად გადმოცემის ძალა. არ სწამთ სხვადასხვაგვარად ეკლესიებს, დაფუძნებულთ გერმანიაში, იბერთა შორის თუ კელტებში, აღმოსავლეთის მხარეებში, თუ ეგვიპტეში, ლიბიაში თუ ქვეყნის შუაში. არცთუ სხვადასხვაგვრად გადასცემენ ისინი რამეს, არამედ ისევე, როგორც მთელ ქვეყანაზე ერთია მზე, ქმნილება ღმრთისა, ასევე, მოძღვრება ჭეშმარიტებისა ყოველგან ნათობს და ნათელყოფს ყოველ კაცს, ვინც კი ესწრაფვის, შეიმეცნოს ჭეშმარიტება. თუნდაც რომ იყოს ვინმე ფრიად მახვილმესიტყვე ეკლესიის წინამძღვართაგან, ამათ გარდა (იგულისხმება ირინეოსის მიერ გადმოცემული დოგმატები. - მთარგმნ.) სხვას არას იტყვის (რადგანაც არავინ არის უპირატესი მოძღვრისა), არც ენაბრგვილი დაამცირებს ამ გადმოცემას. ერთი და იგივე რწმენა ჰგიეს, რომელსაც ვერ განავრცობს ვერც მის შესახებ მრავალმესიტყვე და ვერ დაამცრობს ვერც სიტყვაძუნწი" (Ириней Лионский. Ibid. n. 2., Curs. Compl. Patrol. Ser. Graec. ibid., col. 552—553; в pyc. пep. ibid. стр. 45) (იხ. ასევე ე. ჭელიძის თარგმანი: წმიდა ირინეოს ლიონელი (ლუგდუნელი). წყარო:
http://library.church.ge/index.php?option=com_content&view=article&id=295%3A2011-02-16-10-36-57&catid=46%3A2010-03-11-12-05-27&Item id=55&lang=ka (URL-ს მიმართვის თარიღი: 25.08.2020).
"სწორედ ამ ფორმით წარმოთქვამდა თუ არა კათაკმეველი თავის რწმენას, ზუსტად არ ვიცით, მაგრამ ირინეოსის თხზულებებიდან მოტანილი ამონაწერები გვაფიქრებინებს, რომ, ყოველ შემთხვევისათვის, სარწმუნოების სიმბოლო ამ პერიოდში უფრო სრული სახით არსებობდა, ვიდრე ადრე" (პროფ. ა. ალმაზოვი. დასახ შრ. გვ. 223-224).
III საუკუნისთვის სარწმუნოების სიმბოლოს წარმოთქმა რომ წინ უძღოდა ნათლისღების საიდუმლოს, მოწმოებენ ორიგენე და ტერტულიანე. ეს უკანასკნელი ბრძანებს: "შევდივართ რა სანათლავ ემბაზში ჩვენ ვაღიარებთ ქრისტეანულ სარწმუნოებას განსაზღვრულ გამონათქვამებში"» (Тертуллиан. «De Spctacul". сaр. IV, Curs; Compl. Patrol. Ser. Lat. Tom. 1, col. 635; в pyc. пер. Карнеева ч. II . Спб. 1847) (ციტ. იქვე).
ამ პერიოდში სარწმუნოების აღსარება გახლდათ ნათლისღების აუცილებელი პირობა. სხვათა შორის, ეს კარგად ჩანს ანტიოქიის კრების აქტებიდან, რომელმაც ნოვატიანუსი დაგმო იმიტომაც, რომ ის "ყველაფერთან ერთად უარყოფს წმიდა ნათლისღებას და მის დრომდე არსებულ რწმენასა და აღსარებასაც..." (ევსები კესარიელი. საეკლესიო ისტორია. წიგნი VII. თ. 8. გამომცემლობა "ახალი ივირონი". თბილისი 2007 წ. გვ. 297).
ამრიგად, აქ აღარ ვილაპარაკებთ იმ უამრავ მოწმობაზე, რაც ადასტურებს, რომ სარწმუნოების აღსარება წინ უძღოდა ნათლისღების პროცესს და დავასკვნით: IV საუკუნის პირველი ნახევრისთვის ეს აქტი ნათლისღების საიდუმლოს განუყოფელი ნაწილია.
6. წყლის კურთხევა - როგორც ზემოთ უკვე აღვნიშნეთ, ცნობილია II საუკუნიდან.
წყლის კურთხევის შესახებ ზემოთ უკვე დეტალურად ვილაპარაკეთ. პროფ. ა. ალმაზოვს თავის ნაშრომში მოჰყავს IV საუკუნემდე ამ წესის არსებობის დამადასტურებელი საფუძვლიანი მტკიცებულებები. ის წერს: "ამ ფაქტებზე დაყრდნობით დაბეჯითებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ წყლის კურთხევა ეკლესიაში არსებობდა უკვე II საუკუნიდან და ასევე დაბეჯითებით შეგვიძლია ვამტკიცოთ, რომ წმ. ბასილი დიდი სწორედ ამ წეს-ჩვეულებას მოციქულთა გადმოცემად მიიჩნევდა" (Василий Великий. "Dc sancto Spiriltu", cap. XXVII. Curs. Compl. Patrol. Ser. Graec. Tom. XXXII, Col., 188; Твор. Василия Вел. в русск. пер., ч. III . М. 1846. стр. 332) (ციტ. ა. ალმაზოვი. დასახ. შრ. გვ. 248).
7. ზეთისცხება - III საუკუნისთვის უკვე არსებობს.
ზემოთ ამ საკითხსაც დეტალურად შევეხეთ, ამიტომ ამჯერად მხოლოდ მცირედი შენიშვნით შემოვიფარგლებით, რომელიც ადრინდელ საუკუნეებში (IV საუკუნემდე) ნათლისღების საიდუმლოში ამ აქტის არსებობას ადასტურებს. ზეთისცხების აქტი ნათლისღების საეკლესიო საიდუმლოში ცნობილია ე. წ. "მოციქულთა დადგენილებების" დროიდან, სადაც აღწერილია კიდევაც ეს აქტი (ბერძნ.: Ἀποστολικαὶ Διαταγαί; Διαταγαί τῶν ἁγίων Ἀποστόλων; ლათ. Constitutiones apostolicae).
8. სანათლავი ფორმულა - ცნობილია მოციქულთასწორ კაცთა ეპოქიდან (ანუ II საუკუნიდან).
ზემოთ ჩვენ დეტალურად შევეხეთ ამ საკითხსაც, ამიტომ ამჯერად მასზე აღარ შევჩერდებით.
9. წყალში შთაფლვა. - დაწესებულია თვით მაცხოვრის მიერ. ამასვე ასწავლიდნენ მოციქულებიც.
ნათლისღების საიდუმლოს ამ უმთავრესი მომენტის შესახებ ჩვენ წიგნის დასაწყისიდანვე ვმსჯელობთ. ამიტომ აქ საჭიროდ არ მიგვაჩნია დეტალური შეჩერება ამ საგანზე. ვიტყვით მხოლოდ ერთს: დასხმითი ნათლობა, რომელიც ერმოგენეზე აღსრულდა, ეკლესიის სანათლავ ნორმატულ აქტს არასოდეს წარმოადგენდა და მას უკიდურეს შემთხვევებში (მაგ. უწყლობის პირობებში) მიმართავდნენ, ან კიდევ ამგვარი ფორმა წარმოადგენდა იმგვარ გამონაკლისს, რომელიც საღმრთო განგებულებით აღესრულებოდა. მაგრამ არც ერთი წმიდა მამა და არც ერთი საეკლესიო კრება, როგორც ეს ზემოთაც ვნახეთ, არ ადასტურებს დასხმითი ნათლობის ნორმატულობას ეკლესიაში. მას არ იცავს ხელყოფისგან არც ერთი საეკლესიო კრება და იქ, სადაც დაცულია სამგზისი შთაფლვით ნათლობა, დასხმითი წესი ნახსენებიც კი არ არის, რაც ყოვლად წარმოუდგენელია ამ ფორმის ნორმატულ წესად არსებობის შემთხვევაში. მაშასადამე, კანონები იცავენ იმას, რაც წესია, რაც განწესებულია, რაც ნორმაა ეკლესიისთვის, და არა იმას, რც იშვიათად ან გამონაკლისის სახით აღსრულებულა.
10. მირონცხების საიდუმლო.
არსებობს უამრავი მოწმობა იმისა, რომ მირონცხების საიდუმლო, როგორც მჭიდროდ შეერთებული ნათლისღებასთან, გვხვდება თვით მოციქულთა დროიდან, წმიდა მამათა თხზულებებში კი II საუკუნიდან. უფრო დეტალურად კი მირონცხების საკითხს პროფ. ა. ალმაზოვის წიგნში მთელი სამი თავი (XV-XVII) ეთმობა.
11. თეთრი ტანისამოსით შემოსვა.
12. მირონის მობანვა (თ. XIX).
ამ წეს-ჩვეულებებზე არ შევჩერდებით, რადგან პროფ. ა. ალმაზოვის თქმით "ამ აქტების გაჩენის ზუსტი თარიღი უცნობია. პირველ მოწმობებს ამ ჩვეულებებზე ვხვდებით IV საუკუნიდან. ამ პერიოდში, როგორც ცნობილია ახალმონათლულნი იმოსებოდნენ თეთრი სამოსით და ატარებდნენ მას შვიდი დღე, ნიშნად იმისა, რომ მირონცხების საიდუმლოს მეშვეობით გახდნენ მოზიარენი სულიწმიდის შვიდი ნიჭისა (გოარის "ევქოლოგიონი". pag. 305). მერვე დღეს ისინი უნდა მოსულიყვნენ ტაძარში, სადაც მღვდელი გახდიდა მათ თეთრ სამოსს (ნეტ. ავგუსტინე. Homil. CLXXII), და ეკლესიაში ინახავდა, ნიშნად იმისა, რომ ახალმონათლულებმა უკვე არ უნდა დაუტევონ ის აღსარება, რომელიც საჯაროდ აღუთქვეს ეკლესიას (Bingham. "Antiquil. Eccles". Tom. IV, pag. 385). ამასთან, უცნობია ამ დროს მირონიც მოებანებოდა ქრისტეანს თუ არა. მირონის მობანვაზე არსებული წყაროები განეკუთვნება VIII საუკუნეს. უფრო სრული სახით ის X საუკუნისთვის ყალიბდება" (პროფ. ა. ალმაზოვის დასახ. შრ. გვ. 467).
ამრიგად, როგორც ვხედავთ, თეთრი ტანისამოსით შემოსვისა და მირონის მობანვის გარდა, IV საუკუნის პირველი ნახევრის აღმოსავლეთის მართლმადიდებლური ეკლესიის პრაქტიკაში ნათლისღების საიდუმლოს ყველა ზემოთ ჩამოთვლილი მომენტი უკვე არსებობს და როცა ლაპარაკია ნათლისღების საიდუმლოს სრულ შესრულებაზე, ანუ ე. ჭელიძის სიტყვებით რომ ვთქვათ. "ნათლობის წესების ზედმიწევნით დაცვაზე", მაშინ ერმოგენეს ნათლობაში ყველა ეს მომენტი სახეზე უნდა იყოს; თუ არადა, საიდან დაასკვნა ბ-მა პროფესორმა, რომ ცამეტმა ეპისკოპოსმა ერმოგენე მონათლა არა გამონაკლისი, არამედ "იმ დროისთვის დამკვიდრებული წესით", და რაც მთავარია "უეჭველია, აღასრულებენ კანონიკურ ნათლობას", თანაც, "არავითარი გარეშე ძალა ამათ არ ზღუდავს, არავინ აბრკოლებს, რომ ზედმიწევნით დაიცვან ნათლობის წესები"? მაშ, საიდან ჩანს, რომ ზემოთ ჩამოთვლილი პროცედურები ნათლობისა "ზედმიწევნით" იყო დაცული? - არსაიდან!
ერმოგენეს ნათლობის აღწერაში ნახსენებია მარტო წყალი (თანაც უკურთხებელი, რადგან არსად არც ერთი სიტყვით, ერმოგენეს ნათლობაში ნათქვამი არ არის, რომ ვინმეს ეკურთხებინოს იგი) და სანათლავი ფორმულა (ისიც, იმ დროისთვის ოდნავ სახეშეცვლილი). აი, ამას უწოდებს ე. ჭელიძე "ნათლობის კანონიკურ, სახეს", ამ ორად ორ მომენტს, დანარჩენი აუცილებელი მომენტების გამოკლებით. არადა:
1) თუ ლაპარაკია ნათლობის საზეიმოდ აღსრულებაზე ცამეტი ეპისკოპოსის მიერ, რომელთათვისაც "ყველა საშუალება და ყველა შესაძლებლობა არსებობდა წარმართი ერმოგენეს შთაფლვითი წესის მონათვლისა", ცხადია, მაშინ უნდა არსებულიყო ნათლისღების სხვა ძირითადი მომენტების აღსრულების შესაძლებლობაც;
2) თუ "ნათლობა ხდება საჯაროდ, საზეიმოდ, ცამეტი ეპისკოპოსის მიერ", და "ამგვარად გამორჩეული ნათლობა, ეჭვი არ არის აღსრულდებოდა იმ დროისთვის დამკვიდრებული წესით", მით უმეტეს, ხსენებული "ათცამეტნი ეპისკოპოსნი", ვითარცა "ღვთისმოშიშნი და ღმრთისმოყუარენი, წარმომადგენელნი და ნიმუშნი არიან მართლმადიდებლური მართლმკვეთელობისა" და ეჭვი არ უნდა არსებობდეს იმაში, რომ "ისინი აღასრულებენ კანონიკურ ნათლობას", და, როგორც ე. ჭელიძე წერს, - "არავითარი გარეშე ძალა ამათ არ ზღუდავს, არავინ აბრკოლებს, რომ ზედმიწევნით დაიცვან ნათლობის წესები" (იქვე. გვ. 355), გამოდის, ნათლისღების საიდუმლო თავიდან ბოლომდე უნდა აღსრულებულიყო სწორედ იმ წესით, რომელიც მოიცავს ყველა ზემოთ ჩამოთვლილ ელემენტს და მაშინ, ნათლობას ნამდვილად მიეცემოდა საზეიმო და სრული სახე. მაგრამ, რადგან ერმოგენეს ნათლობის დროს მსგავსი არაფერი ხდება, უნდა დავასკვნათ, ნათლობა ატარებს გამონაკლისის სახეს.
ეს რაც შეეხება უშუალოდ ერმოგენეს ნათლობას, დახასიათებულს და აღწერილს ე. ჭელიძის მიერ ჩამოყალიბებულ პირველ სამ პუნქტში. ახლა შევეხოთ ზემოთნახსენებ მეოთხე და მეხუთე პუნქტებსაც, სადაც ე. ჭელიძე აღნიშნავს:
4. "სამგზის დასხმითი წესით მონათლული ერმოგენე შემდეგში არანაირად არ გადაინათლება შთაფლვითად" (იქვე).
5. "ყოვლადსამღვდელო ერმოგენე ... ყოველდღე აურაცხელ ხალხს ნათლავდა, კერძოდ, იმდენად ბევრს, რომ ძნელი იყო ნათელღებულთა რაოდენობის განსაზღვრა... ამ აურაცხელ სიმრავლეს ერმოგენე, ასევე, მხოლოდდამხოლოდ დასხმითი წესით ნათლავდა, რადგან, ერთი მხრივ, თავადვე იყო ამგვარად საზეიმოდ და ყოვლადბრწყინვალედ მონათლული, და, ცხადია, მისთვის, დასხმითი წესით ნათლისცემის ღმერთშემოსილობა სრულიად უეჭვო იყო. მეორე მხრივ კი, თუნდაც დიდი სურვილიც ჰქონოდა შთაფლვითი ნათლობისა, თითო დღის განმავლობაში ათასობით ადამიანს სრული ხილული ჩაძირულობით ვერ მონათლავდა, რადგან არავითარი არათუ უწყება, არამედ სულ მცირე მინიშნებაც კი იმაზე, რომ ერმოგენე, ვთქვათ, მდინარეში აღასრულებდა ნათლობის საიდუმლოს, ზემორე ტექსტებში (მიუხედავად მათი ინფორმატიული სიმდიდრისა) ოდნავადაც შესამჩნევი არ არის" (იქვე. გვ. 355- 356).
რადგან 4-ე პუნქტთან დაკავშირებით ჩვენ უკვე გავაკეთეთ კომენტარი, ამ საგანზე მეტად აღარ შევჩერდებით, სამაგიეროდ, გარკვეული შეკითხვები გვაქვს 5-ე პუნქტთან დაკავშირებით.
ყოველდღიურად უთვალავი ხალხის შთაფლვითად ნათლობის აღსრულებას ე. ჭელიძე შეუძლებლად მიიჩნევს იმიტომ, რომ თურმე ამ ფაქტზე მინიშნება ზემორე ტექსტებში "ოდნავადაც შესამჩნევი არ არის". ე. ჭელიძე წერს: "ათასობით ადამიანს სრული ხილული ჩაძირულობით ვერანაირად ვერ მონათლავდა, რადგან არავითარი არათუ უწყება, არამედ სულ მცირე მინიშნებაც კი იმაზე, რომ ერმოგენე ვთქვათ, მდინარეში აღასრულებდა ნათლობის საიდუმლოს, ზემორე ტექსტებში (მიუხედავად მათი ინფორმატიული სიმდიდრისა) ოდნავადაც შესამჩნევი არ არის".
მსგავსი სისულელე ჯერ არავისგან გვსმენია!
დღემდე გვეგონა (და ახლაც ასე ვფიქრობთ), რომ რაიმე მოქმედების აღსრულების შესაძლებლობა დამოკიდებულია ან შემსრულებლის ფიზიკურ და სულიერ უნარებზე, ან კიდევ ვითარებაზე, რომელმაც შეიძლება აღსასრულებელ საქმეს ხელი შეუშალოს და არა იმაზე, თუ რას დაწერენ ამის შესახებ გვიანდელი მწერლები.
მოკლედ და გასაგებად რომ ვთქვათ, ე. ჭელიძის აზრით, ერმოგენეს იმიტომ ვერ შეძლებია ესოდენი სიმრავლის შთაფლვით ნათლობა, რომ ამის შესახებ მისი ცხოვრების აღმწერელნი არაფერს გვეუბნებიან.
ყურადღებით დააკვირდით ე. ჭელიძის მსჯელობას და აზროვნებას, აი ტექსტიც: "თუნდაც რომ დიდი სურვილიც ჰქონოდა მას შთაფლვითი ნათლობის აღსრულებისა, თითო დღის განმავლობაში (და ასევე მრავალი დღის მანძილზე) ათასობით ადამიანს სრული ხილული ჩაძირულობით ვერანაირად ვერ მონათლავდა, რადგან არავითარი არათუ უწყება, არამედ სულ მცირე მინიშნებაც კი იმაზე, რომ ერმოგენე ვთქვათ, მდინარეში აღასრულებდა ნათლობის საიდუმლოს, ზემორე ტექსტებში (მიუხედავად მათი ინფორმატიული სიმდიდრისა) ოდნავადაც შესამჩნევი არ არის".
ამრიგად, ე. ჭელიძე თავისი გაუკუღმართებული აზროვნებით ერმოგენეს ცხოვრებიდან აკეთებს სასაცილო დასკვნას: რადგან ერმოგენეს ცხოვრების აღმწერელთა და მთარგმნელთ თავიანთ თხზულებებში არაფერი უთქვამთ იმის შესახებ, რომ ერმოგენე ათასობით ადამიანს შთაფლვითად ნათლავდა, ერმოგენეს "თუნდაც რომ დიდი სურვილიც ჰქონოდა შთაფლვითი ნათლობის აღსრულებისა, ... ათასობით ადამიანს ხილული ჩაძირულობით ვერანაირად მონათლავდა", რადგან... "სულ მცირე მინიშნებაც კი არ არის იმაზე, რომ ერმოგენე მდინარეში აღასრულებდა ნათლობის საიდუმლოს". თუმცა ე. ჭელიძე არსად ამბობს, სად არის თუნდაც იოტისოდენა მინიშნება იმაზე, რომ ერმოგენე ათასობით და ათიათასობით ხალხს წყალპკურებით ნათლავდა?! ხსენებული ავტორების თხზულებებში არც ამგვარი მინიშნება მოიპოვება და, თუ ე. ჭელიძის სიტყვების პერიფრაზირებას მოვახდენთ, გამოდის, რომ ერმოგენეს, "თუნდაც რომ დიდი სურვილიც ჰქონოდა დასხმითი ნათლობის აღსრულებისა, ... ათასობით ადამიანს დასხმა-პკურებით ვერანაირად მონათლავდა", რადგან... "სულ მცირე მინიშნებაც კი არ არის იმაზე, რომ ერმოგენე დასხმითად ან პკურებითად აღასრულებდა ნათლობის საიდუმლოს".
დავუშვათ, ე. ჭელიძეს აქ იმისი თქმა სურდა, რომ წმ. ერმოგენე ათასობით ადამიანს ყოველდღიურად შთაფლვით ვერ მონათლავდა იმიტომ, რომ სათითაოდ ყოველი მათგანის წყალში (მდინარეში ან ტბაში) შეყვანა და ჩაძირვა უფრო დიდ დროს მოითხოვს, ვიდრე წყალპკურება... მაგრამ აქ ე. ჭელიძე კიდევ უფრო რთულ და გამოუვალ მდგომარეობაში ექცევა...
ჯერ ის ვიკითხოთ: რამდენ ადამიანს უნდა მიპკურებოდა წყალი და როგორ? ადამიანთა ამგვარი სიუხვის პირობებში იყო თუ არა რაიმე გარანტია იმისა, რომ წყალი თითოეულს ამ ათასთაგან მიპკურებოდა. სულაც არ მიპკურებოდა, რადგან აშკარაა, პკურებაც კი ამ შემთხვევაში მასობრივად უნდა აღსრულებულიყო და წარმოუდგენელია, სათითაოდ, თუნდაც პკურებით, ერთი დღის განმავლობაში მონათლო ადამიანთა აღურიცხავი რაოდენობა. ამისი გაკეთება შთაფლვით უფრო ადვილია, ვიდრე პკურებით. ასე მოხდა თუნდაც კიევის რუსეთის ნათლობის დროს და ათიათასობით ადამიანი მასობრივად, წყალში შთაფლვით მოინათლა (28).
---------------
28. რუსულ მატიანეში ეს შემთხვევა ასეა აღწერილი: "შეიკრიბა მთელი ქალაქი, ყოველი წოდებისა და სქესის დიდი და პატარა იმ ადგილას, სადაც დღეს წმიდა მოწამეთა ბორისისა და გლების ტაძარია აღმართული; და ებრძანა მათ (ათიათასობით ადამიანს - არქიეპ. პ.), გაეხადათ ტანისამოსი და შესულიყვნენ წყალში, ცალკე მამაკაცნი და ცალკე დედაკაცნი, უფროსები შევიდნენ ღრმად (მდინარეში), ხოლო პატარები (ჩადგნენ) ნაპირთან ახლოს, და იდგნენ ყველანი წყალში ზოგნი კისრამდე, ზოგნიც წელამდე, და დაყოფილნი იყვნენ ჯგუფებად. ამ დროს მღვდლები სრული შესამოსელით იდგნენ ნაპირას სპეციალურად ამ შემთხვევისთვის მომზადებულ დაფებზე და უკითხავდნენ ერს ნათლობის ლოცვას, ხოლო ყველა შეკრებილთ მიმართავდნენ იმ სახელით, რა სახელებითაც იყვნენ ჯგუფებად დაყოფილნი და უბრძანებდნენ მათ, შთაფლულიყვნენ წყალში სამგზის, თვითონ კი მოუწოდებდნენ წმიდა სამების სახელს, როგორც ეს გათვალისწინებულია ნათლისღების წეს-განგებაში. აი, ასე მოინათლა კიევის მთელი ხალხი სამყაროს დასაბამიდან 6496 წელს. ..." ("И собраася весь град к реце, всякаго чина и возраста, обоего пола безчисленное множество, на том месте идеже ныне церковь святых страстотерпец Бориса и Глеба. И повелено бысть им одежде совлекшеся внити в воду, особь мужескому полу, особ женскому. Старейшим в глубочайшая места, малым же близ брега, и стояху в воде овии до выя, овии же до пояса, разделшеся на полки. Священницы же в иерейских облачениях, стояше при брезе, на дсках, нарочно того ради устроенных, чтяху над народом молитвы крещению подобающии, и имена им нарицаху, коемуждо полку особ имя едино. И трижды погрузитися им в воде веляху, сами же взываху над ними, имя святыя Тройцы по чину крещения призывающе. И тако крещен бысть весь народ Киевский, в лето бытия мира 6496...". На встречу 1000-летию Крещения Руси. Старообрядческий древлеправославный церковный календарь на 1984 год, стр. 9).
---------------
კიევის რუსეთის ნათლობა
სავარაუდოდ, ასე ნათლავდა წმ. ერმოგენეც, მიუხედავად იმისა, რომ ხსენებულ წყაროებში ამის შესახებ არაფერია ნათქვამი. გარდა ამისა, ნათლობის საიდუმლო (თუ პკურებას ვიგულისხმებთ), კურთხევა როდია, ნაპკურები წყალი ზოგს მიესხუროს და ზოგს არა. ნათლობის დროს წყალი აუცილებლად უნდა შეეხოს მოსანათლავს, რადგან მაცხოვარმა ბრძანა: "ვინც არა იშვეს წყლისაგან და სულისა ვერ შევა ღმრთის სასუფეველში" (იოანე. 3:5). მასობრივი პკურებითი ნათლობების დროს კი ამისი არანაირი გარანტია არ არსებობს, მეტიც, დაბეჯითებით შეიძლება იმისი თქმა, რომ ამგვარად "ნათლობის" დროს უამრავი, ათასობით ადამიანი განუნათლავი დარჩება წყლის მიუხებლობის გამო.
ეს კიდევ არაფერი. დავუშვათ ე. ჭელიძეს თავის დაძვრენა სურს იმით, რომ შეუძლებლად სახავს ადამიანთა სათითაოდ შთაფლვას მდინარეში, მაგრამ ნათლობა წმ. ერმოგენეს საზოგადო პკურებითაც რომ აღესრულებინა, მირონცხება და ზიარება მაინც სათითაოდ უნდა მომხდარიყო, რადგან არ არსებობს ზეთისცხების, მირონცხებისა და ზიარების მიცემის საზოგადო წესი... ეს საიდუმლოებები ყოველ ადამიანზე აღესრულება ინდივიდუალურად.
მაშ, ვინ აღასრულებდა ზეთისცხებას, მირონცხებასა და ზიარებას? ნეტარი ავგუსტინე ამბობს: "... არსებობს კი ვინმე, ამ რელიგიაში იმდენად უმეცარი ან იმ ზომამდე ყრუ, რომელსაც არაფერი სმენია ქრისტეანობაზე, რომელიც ასე შორს და ფართოდ გავრცელდა, რომ არ იცოდეს - ქრისტემ სახელი ცხებისგან მიიღო" (Блаж. Августин. Творения. Киев. 1882 г., кн. 17, гл. XVI, стр. 264, ч. V. О граде Божием) ... "ჩვენ ყველა ქრისტეანს ასე საიდუმლო ცხებულობის გამო ვუწოდებთ..." (იქვე.ч. VI. кн. 20 гл. X, стр. 208).
წმ. იოანე ოქროპირიც ამბობს: "... განგვშორდი, უგუნურებავ! რამეთუ ნამდვილად უგუნურებაა, არ გქონდეს მოწიწება ესოდენი პატივისადმი, რომლის გარეშე შეუძლებელია ცხოვნებისა და აღთქმული ნეტარების მიღება. თუკი ვინც არ იშვება წყლისაგან და სულისა, ვერ შევა ცათა სასუფეველში (იოანე 3:5), და ვინც არ ეზიარება უფლის ხორცსა და სისხლს, უარყოფილია მარადიული ცხოვრებისგან (იოანე 6:53); ხოლო ეს ყოველივე (ნათლობა და ევქარისტია) მხოლოდ მღვდლის ხელით აღესრულება; ვინ და როგორ შეძლებს ცეცხლის გეჰენიის აცილებას მათ გარეშე და განმზადებული გვირგვინების მოპოვებას?" (Иоанн Златоуст. О священстве. Перев. с греч., изд. Спб. 1874 г., сл., 3, стр. 43).
გავიხსენოთ ზემოთ მოტანილი მაგალითი წვიმაში მონათლული ათასობით ადამიანის შესახებ, რომელთაც სასწაულებრივი ნათლობის შემდეგ "ეკლესიად მიიწინეს", ალბათ ზიარების მისაღებად ("... წამოვიდა წვიმა და რომელთაც ირწმუნეს, ნათელ-იღეს, შეიმოსნენ სპეტაკი სამოსლით და თეატრონიდან პირდაპირ ეკლესიაში წავიდნენ" (ე. ჭ. ხს. შრ. გვ. 261). მაგრამ, ერმოგენეს შემთხვევაში მსგავსი არაფერი ხდება. მისი ცხოვრების აღმწერელნი ამგვარ მოწოდებაზე დუმან. ისინი არაფერს ამბობენ მირონცხებასა და ზიარებაზე. მაშასადამე, ე. ჭელიძის ლოგიკით, რაკიღა საიდუმლოს შთაფლვით ფორმაზე დუმილი მისი უარყოფის ნიშანია, გამოდის, რომ სხვა საიდუმლოებებზე დუმილიც ანალოგიურად უნდა გავიგოთ, რაც არანაკლები აბსურდია. გამოდის, რომ ერმოგენეს მარტო წყალი მიუსხურებია ათიათასობით ადამიანისთვის და მირონცხებისა და ზიარების გარეშე დაუტოვებია (რადგან ამის შესახებ არაფერია ნათქვამი). ასევე დაუტოვებია სხვა ზემოთ ჩამოთვლილი მნიშნველოვანი მომენტებიც, რაც პრაქტიკულად ნათლობის დაუსრულებლობის ტოლფასია, რადგან, როგორც უკვე ვნახეთ, მირონცხების გარეშე ნათლობა დასრულებულად არ მიიჩნევა.
სავარაუდოდ, წმ. ერმოგენეს აუცილებლად უნდა დახმარებოდნენ სხვა მღვდლები და ეპისკოპოსები, რადგან წარმოუდგენელია, ერთმა კაცმა ერთ დღეში ათიათასობით ადამიანი მონათლოს. თუ არადა, უნდა ვაღიაროთ, წმ. ერმოგენე ისეთი დონის წმინდანი ყოფილა, რომ ის მორწმუნეთა ესოდენ სიმრავლეს ნათლავდა სასწაულებრივად, წვიმით, ნამით, ზეგარდმო გადმოვლენილი ღრუბლით და სხვა... როგორც ეს სხვა წმინდანთა ცხოვრებებიდან არის ცნობილი, თუმცა, ასე თუ იყო, მისი ცხოვრების აღმწერელი წმ. ათანასე ასეთ საოცრებას არ გამოტოვებდა. მაგრამ, რაკიღა მინიშნებაც კი არ გვაქვს ამგვარ სასწაულებრივ ნათლობებაზე და იდუმალად რჩება, თუ როგორ ნათლავდა ერმოგენე მორწმუნე ადამიანთა ესოდენ სიმრავლეს, უნდა ვიფიქროთ, რომ ის ნათლავდა სხვა სასულიერო პირთა დახმარებით და ხანგრძლივი დროის განმავლობაში (თუმცა არც ამაზე გვაქვს რაიმე მინიშნება).
ამ ჩვენს შეხედულებას კარგად ეხმიანება ე. ჭელიძის მიერ დამოწმებული ერთი წყარო, კერძოდ წმ. ეფრემ მცირის თარგმანი, სადაც ვკითხულობთ: "... ხოლო ერნი, რომელნი შეურდებოდეს და ნათლისღებისა მოქენე იყვნეს, ნათელსცა მათ, ესოდენ მრავალთა, რომელ არა ადვილ არს რიცხუსა ქვეშე შეყვანებაი..." აქ, სხვა თარგმანებისგან განსხვავებით, არ არის ლაპარაკი იმაზე, რომ წმ. ერმოგენე მორწმუნეთა ესოდენ უთვალავ რაოდენობას ნათლავდა ყოველდღიურად, არამედ ლაპარაკია, რომ საერთო ჯამში მის მიერ მონათლულთა რაოდენობა უთვალავი იყო... ეს კი თავისუფლად გამორიცხავს პკურებას და შესაძლებლად წარმოაჩენს მასობრივ ნათლობებს წყალსაცავებში ან მდინარეში.
გარდა ამისა, როგორც უკვე აღვნიშნეთ, წყაროებში (ე. ჭელიძისებრ თუ ვიტყვით) არსად არის მითითებული, რომ ხალხის ეს ურიცხვი რაოდენობა ნათლისღების შემდეგ ან ზეთს იცხებდა, ან მირონს, ან კიდევ ეზიარებოდა. მაშასადამე, წმ. ერმოგენე მათ ამ საიდუმლოებებს საერთოდ არც უტარებდა და გამოდის, რომ ზეთისუცხებლობა, მირონუცხებლობა და უზიარებლობა ასევე ეკლესიური და რჯულიერი წესი ყოფილა. ეს კი ე. ჭელიძის "ლოგიკიდან" და "მეცნიერული" განსჯიდან გამოსული მორიგი აბსურდი და მწვალებლობა გახლავთ.
***
მაგრამ ამაზე როდი ჩერდება ე. ჭელიძის გამომგონებლობა. წიგნის 359-ე გვერდიდან ერმოგენეს ნათლობასთან დაკავშირებით ის გვთავაზობს თავის "საღვთისმეტყველო-ლიტურგიკულ" მიგნებებსაც. კერძოდ, ე. ჭელიძე წერს: "მეორე აღმობგერება სულშეძრწუნებულ (?) გადაშთაფლულთა მხრიდან ის გახლავთ, რომ ერმოგენეს ნათლობა იშვიათობააო, გამონაკლისიაო (წინამდებარე ამონაწერში ხაზგასმები ე. ჭელიძისაა - არქიეპ. პ.), არკი უწყიან ანბანიც კი საეკლესიო მღვდელმოქმედებითი მესჯულეობისა.
დღეიდან შეიგონებონ და ურყევ სჯულად განიწესონ:
მღვდელმოქმედება არსებობს სამი სახისა:
I. ჩვეულებრივი, რეგულარული ანუ ყოველდღიურად აღსრულებადი კანონიკური სახე მსახურებისა.
II. გარემო ვითარებისგან გამომდინარე, იძულებით შეცვლილი (ჩვეულებრივ, შემოკლებული) სახე რეგულარული მღვდელმოქმედებითი წესია, რაც არის ეკლესიისგან დაშვებული და შეწყნარებული იშვიათობა.
III. ყოველგვარი ვითარებისეული საჭიროების გარეშე, თვითრჯულობითად შეცვლილი სახე რეგულარული მღვდელმოქმედებითი წესისა, რაც არის (ზემორე იშვიათობისგან განსხვავებით) დაუშვებელი და მწვალებლური იშვიათობა, უარყოფილი ეკლესიის მიერ" (ე. ჭ. "სული - ცხოველი", გვ. 359).
ე. ჭელიძის თქმით: "აი, ეს სამი სახე არსებობს მღვდელმოქმედებისა ბუნებაში, არც მეტი, არც ნაკლები".
სანამ ე. ჭელიძის ციტირებას განვაგრძობდეთ, უნდა შევნიშნოთ, რომ არსებობს მღვდელმოქმედების მეოთხე სახეც, - ღმრთით შთაგონებული მღვდელმოქმედება, რომლის დროსაც რომელიმე საეკლესიო წესი დადგენილისგან განსხვავებულად ამოქმედდება. ამისი ნიმუშია თუნდაც წმ. გრიგოლ საკვირველმოქმედის ხელდასხმა სიტყვით, ტაძარში მისი არყოფნის დროს; ან წმ. ბასილი ხერსონესელის (კორსუნელის - III ს.) მიერ მიცვალებულის ნათლობა, ან კიდევ წმ. ლუკიანეს მიერ საპყრობილეში საკუთარ მკერდზე ლიტურგიის აღსრულება, წმ. ამფილოქე იკონიელის ხელდასხმა ანგელოზის მიერ და მრავალი სხვა. მართლმადიდებლურმა ღვთისმსახურებამ არ იცის დაუსწრებელი ნათლობები, დაუსწრებელი ხელდასხმები, დაუსწრებელი მირონცხებანი... ყველა საეკლესიო საიდუმლო ადამიანზე აღსრულდება უშუალოდ, პიროვნულად და მისი ფიზიკური ყოფნა ამ საიდუმლოზე აუცილებელია. ე. ჭელიძე გვერდს უქცევს ამ ფაქტს და ჯიუტად ამტკიცებს, თითქოსდა ბუნებაში მის მიერ ჩამოწერილი სამი სახის გარდა ღვთისმსახურება არ არსებობდეს.
"ახლა, აღნიშნულ სამღვდელმოქმედო სახეებთან მიმართებაში დავუკვირდეთ ერმოგენეს ნათლობას", - განაგრძობს ე. ჭელიძე და ჩვენც მივყვეთ მისეულ გადმოცემას:
"თუ ეს ნათლობა (ანუ ერმოგენესი - არქიეპ. პ.) იშვიათობაა, - წერს ე. ჭელიძე, - იგი ან დაშვებული იშვიათობა უნდა იყოს, ან დაუშვებელი (მწვალებლური).
დაშვებულ იშვიათობასთან რომ გვქონდეს საქმე, სახეზე უნდა იყოს მკვეთრად გამოხატული მაიძულებელი გარემოებისეული ფაქტორები, მაგრამ განა ეს ასეა? მთელი ზემორე აღწერილობანი ხომ უაშკარესად ავლენენ სრულ სანათლისღებო პროცესს ყოველგვარი აჩქარებისა და ფაციფუცის გარეშე, აღსრულებულს უაღრესი სიბეჯითითა და სკრუპულოზულობით, რომლის მსგავსიც, პირდაპირ შეიძლება ითქვას, მართლმადიდებლობის ისტორიამ არ იცის, რადგან არ არსებობს სხვა ნიმუში ერთი პირის ნათლისღებისა, რომლის აღსრულებაშიც მონაწილეობა მიეღოს ცამეტ ეპისკოპოსს. ეს ფაქტი მოცემულ შემთხვევაში უდიდესი მნიშვნელობისაა და მას ვერავინ მიჩქმალავს.
ამიტომ, კვლავ ხაზს გავუსვამთ და კატეგორიულად ვიტყვით:
მთავარი და არსებითი ხსენებულ ნათლობაში სწორედ ისაა, რომ ერმოგენე ინათლება ცამეტი მართლმადიდებელი ეპისკოპოსის მიერ საზეიმოდ, უდიდესი შთამბეჭდაობით".
შემდეგ ე. ჭელიძე კიდევ უფრო აძლიერებს ემოციურ დატვირთვას და წერს; "ეკლესიის ისტორიამ არ იცის ამაზე უფრო წარმომადგენლობითი, ამაზე უფრო სავსეობითი, ამაზე უფრო სრულყოფილი მაგალითი ერთი ადამიანის მონათვლისა. ცამეტი ეპისკოპოსი მცირე მართლმადიდებელი ქვეყნისთვის თითქმის მთელი სინოდია, რაც ცხადყოფს, რომ ერთ ადამიანს, ერმოგენეს ნათლავს თითქმის მთელი სინოდი და ნათლავს სრულიად აშკარად და გამოკვეთილად, წყლის სამგზისი თავზე დასხმით" (იქვე. გვ. 360).
მეტიც, ე. ჭელიძე იმასაც კი აღნიშნავს, რომ "მოცემულ შემთხვევაში ყველა გარეგანი პირობა სწორედ აღნიშნული მღვდელმოქმედების განსაკუთრებული (პარალელის არმქონე) ზედმიწევნითობისა და სისავსისკენ არის მიმართული. ... ამრიგად, ერმოგენეს ნათლობა არანაირად არ არის არც დაშვებული იშვიათობა, არც დაუშვებელი".
და კიდევ: "საქმე გვაქვს მხოლოდ და მხოლოდ სრულიად კანონიკურ მართლმადიდებლურ, სინოდალურ მღვდელმოქმედებასთან, ყველაზე უფრო საკრებოსთან, ყველაზე უფრო განცხრომითთან, ყველაზე უფრო ზატიკობითთან იმ პერსონალურ (ერთ პირზე აღსრულებულ) ნათლობათა შორის, რაც კი მართლმადიდებლობის ისტორიამ იცის" (იქვე. გვ. 361).
რა შეიძლება ითქვას ე. ჭელიძის ამ მორიგ მტკიცებულებაზე?
ზემოთ უკვე აღვნიშნეთ, რომ ერმოგენეს ნათლობას თან ახლავს რამდენიმე "უცნაურობა" (ერთი ერისკაცის მიერ სასულიერო პირის არჩევა, ცამეტი ეპისკოპოსისადმი განკარგულებების გაცემა და სხვა), რომელთა შორის არის კიდევ ის, რომ "ცამეტი მართლმადიდებელი ეპისკოპოსის მიერ საზეიმოდ, უდიდესი შთამბეჭდაობით" მონათლული ერმოგენე, მირონუცხები და უზიარებელი რჩება. არადა, ნათლისღების ესოდენი საზეიმო, შთამბეჭდავი ხასიათი, ასევე "სრული სანათლისღებო პროცესი ყოველგვარი აჩქარებისა და ფაციფუცის გარეშე" ითხოვდა არა მარტო მირონცხებას, არამედ ნათლისღების საიდუმლოს სრულ ჩატარებას, თავიდან ბოლომდე, იმ დროისთვის ეკლესიაში ნათლისღებისთვის მიღებული ყველა ლოცვის წაკითხვით და, რა თქმა უნდა, როგორც გვირგვინი ამგვარი საზეიმო ნათლისღებისა, - ერმოგენეს მირონცხებითა და საზეიმო ზიარებით.
ვხედავთ რაიმე ამდაგვარს ერმოგენეს ნათლისღებაში? - სამწუხაროდ, არა. უფრო ზუსტად, არც მისი ცხოვრების აღმწერელს და არც მთარგმნელ-გადამწერებს ამის შესახებ კრინტიც არ დაუძრავთ და არც რაიმე "გამაფრთხილებელი კომენტარი" მოუციათ. აქედან გამოდის, რომ ერმოგენეს ნათლობა ჩატარებული ესოდენ საზეიმოდ, დაუსრულებელია, მასზე არ არის აღსრულებული არანაკლებ მნიშვნელოვანი საიდუმლონი. მართალია, მათი შესრულება მეორე დღესაც შეიძლებოდა, მაგრამ იმგვარი ვითარება, როგორსაც ე. ჭელიძე აღწერს და ასევე ის გარემოება, რომ ერმოგენეს ნათლობა, როგორც ე. ჭელიძე ბრძანებს, სრულდება, როგორც "სრული სანათლისღებო პროცესი ყოველგვარი აჩქარებისა და ფაციფუცის გარეშე", მეტად უცნაურს ხდის ამ გარემოებას.
მეტიც, ერმოგენეს ნათლობაში, გარდა იმისა, რომ წმ. მენას ბრძანებით მოიტანეს წყალი და დაასხეს თავდახრილ ერმოგენეს, "სრული სანათლისღებო პროცესის" შესახებ არაფერია ნათქვამი. ეს კვლავ და კვლავ ე. ჭელიძის მიერ გაბუქებული გადმოცემაა.
წმ. ერმოგენეს ნათლობა რომ აღსრულებულიყო "სრული სანათლისღებო პროცესით", მაშინ მის ცხოვრებაში აღწერილი უნდა ყოფილიყო ნათლისღების საიდუმლოსთვის საჭირო ყველა ის ძირითადი მომენტი, რომელიც ზემოთ აღვწერეთ და რომელიც მეოთხე საუკუნისთვის არსებობდა.
მაშ, როგორი იყო მეოთხე საუკუნისთვის ნათლისღების საიდუმლოს სრული პროცესი? ზემოთ ჩვენ ვაჩვენეთ, თუ როგორი იყო ნათლისღების ძირითადი ელემენტები აღმოსავლეთში მეოთხე საუკუნის პირველი ნახევრისთვის, აქ კი მოკლედ ვიტყვით: ერმოგენეს ნათლისღებას რომ სრული "სანათლისღებო პროცესი" ეწოდოს, მაშინ ერმოგენესთან მიმართებაში უნდა ჩანდეს:
1) კათაკმევლობის პროცესი - (ჩავთვალოთ, რომ ერმოგენე განისწავლა წმ. მენას ქადაგებითა და იმ სასწაულით, რაც მან წმ. მენას წამების შემდეგ იხილა. ამიტომაც მას ჩვეულებრივი ქრისტეანებისთვის დაწესებული კათაკმევლობის წეს-განგება და პერიოდი არ დასჭირვებია. თანაც, როგორც მენას ცხოვრებიდან ვიგებთ, ღმერთს განსაკუთრებული განგებულება გააჩნდა თვით ერმოგენესთან დაკავშირებით. ამიტომაც, ვფიქრობთ, რომ ერმოგენეს კათაკმევლობა გავლილი აქვს, რადგან მან უეჭველად ირწმუნა იესუ ქრისტე).
2) სახელის მინიჭება. - ერმოგენეს ცხოვრებაში გამოტოვებულია. წმ. ერმოგენე მოინათლა თავისივე სახელით.
3) შეფუცვების ლოცვები. - გამოტოვებულია, ანუ ერმოგენეს ნათლისღებაში არ არის აღწერილი, რომ 13-მა ეპისკოპოსმა მას ეს ლოცვები წაუკითხა (მოდი ვიფიქროთ, რომ წმ. ერმოგენეს ეს ლოცვები არც სჭირდებოდა, რადგან მის ნათლობას ხელმძღვანელობს ეშმაკთა რისხვა და მდევნელი წმ. მენა, ხოლო თვით ერმოგენე, თავისი შინაგანი პატიოსნებითა და მომავალი ღვაწლის მიხედვით, იმდენად დიდი პიროვნებაა, რომ ნათლობის შემდეგ თვითვე დაიწყებს ეშმაკთა დევნას ღმრთის დიდი მადლით. ასე რომ, ეს მომენტიც სავალდებულოდ არ ჩავთვალოთ წმ. ერმოგენეს შემთხვევაში).
4) ეშმაკის უარყოფა და შეერთება ქრისტესთან. - მსგავსი არაფერი წერია წმ. ერმოგენეს ნათლობაში. როგორც ზემოთ ვნახეთ, ეშმაკის უარყოფა და ქრისტესთან შეერთება ნათლისღების საიდუმლოს ერთ-ერთი სავალდებულო მომენტია.
5) სარწმუნოების აღსარება (სიმბოლო, "მრწამსი"). - ეს უკვე მორიგი სავალდებულო მომენტია ეშმაკის უარყოფის შემდეგ, რაც ერმოგენეს შემთხვევაში არ გვაქვს, თუმცა, მოდი, ესეც აღსრულებულად ჩავთვალოთ, რადგან წმ. მენასგან განსწავლული ერმოგენე სრულად დაეთანხმა სარწმუნოების იმ აღწერას, რაც მას წმ. მენამ შესთავაზა.
6) ზეთისცხება. - მომენტი, რომელიც ქრისტეანის ნათლობაში არსებობს, მინიმუმ, III საუკუნიდან მაინც. ერმოგენეს, მისი ნათლობის აღწერის მიხედვით, არანაირი ზეთისცხება არ მიუღია.
7) სანათლავი წყლის კურთხევა. - არ ჩანს ასევე, რომ წმინდანის ნათლობისას ვინმეს სანათლავი წყალი ეკურთხებინოს, წყლის კურთხევა კი მოციქულთა დროიდანვე არსებობს (წმ. ბასილი დიდი), ხოლო ოფიციალურ, საეკლესიო წყაროებში ის დაფიქსირებულია II საუკუნიდანვე. ქრისტეანები უძველესი დროიდანვე ინათლებოდნენ აიაზმით, რათა ნაკურთხ წყალს, როგორც წმიდა მამები განმარტავენ, ცოდვათა განწმენდის ძალა შესძენოდა.
8) წყალში შთაფლვა. - ერმოგენე მოინათლა წყალდასხმით. როგორც ჩვენი წინამდებარე ნაშრომის წინა თავებში ვნახეთ, I-XVII საუკუნეების ეკლესიებში ოფიციალურად ნათლავდნენ მხოლოდ შთაფლვით, წყალდასხმას მხოლოდ იშვიათ და გამონაკლის შემთხვევებში მიმართავდნენ. თანაც ეს შემთხვევები არ მიიჩნევა კანონად და მამები მის აუცილებელ შესრულებას არსად გვიწესებენ.
9) სანათლავი ფორმულა. - ერმოგენეს შემთხვევაში ოდნავ შეცვლილია. ნაცვლად ფრაზისა: "ინათლება მონა ღვთისა N სახელითა მამისათა... და შემდგ." ერმოგენეს შემთხვევაში ითქვა: "მიიღებს საბანელს მეორედ შობისა ერმოგენე სახელითა მამისათა... და შემდგ.". ჩვენ უკვე აღვნიშნეთ, რომ ამგვარი ფორმულირება არ ქმნის რაიმე პრობლემას ზემოთ აღნიშნულის გარდა, ამიტომ პირდაპირ გადავიდეთ მომდევნო პუნქტებზე.
10) მირონცხების საიდუმლო. - ნათლისღების საიდუმლოს დასრულების შემდეგ ეს არის ყველაზე უძირითადესი მომენტი. მირონცხების შესახებ ჩვენ ზემოთ არაერთხელ და დეტალურად ვილაპარაკეთ. მირონცხებით მონათლული ადამიანი აღიბეჭდება სულიწმიდის ბეჭდით. ვისაც ეს ბეჭედი არა აქვს, ის მონათლულად ვერ ჩაითვლება, ანუ ნათლისღების საიდუმლო მასზე დასრულებული არ არის. უცნაურია, მაგრამ ერმოგენეს ნათლობაში მირონცხებას საერთოდ არავინ ახსენებს.
11) და ბოლოს - ზიარების საიდუმლო. - ყველა ქრისტეანი ნათლობის შემდეგ უნდა ეზიაროს ქრისტეს უპატიოსნეს ხორცსა და სისხლს, რითიც ის ამავე დროს უერთდება ქრისტეს სხეულს - ეკლესიას. ზიარებით ქრისტეანის ნათლობას ეძლევა სრულყოფილი სახე. ამ დღიდან ის არის ქრისტეს მისტიკური სხეულის სრულუფლებიანი წევრი, მისი ნაწილი. ერმოგენეს ნათლობაში მისი ზიარება არავის უხსენებია.
მოკლედ, არც ერთი ამ მომენტთაგანი ერმოგენეს ნათლობაში აღწერილი არ არის. საქმე ისეა წარმოჩენილი, რომ ერმოგენეს ცამეტი ეპისკოპოსისა და ურიცხვი ხალხის თვალწინ მენას განკარგულებით თავზე მარტო წყალი დაესხა (სხვათა შორის, არც ის არის გამორიცხული, მენა ჩაეყენებინათ დიდ ჭურჭელში და იქ მდგომს მოეხარა თავი წყლის გარდასასხმელად. ჩვენ ამის შესახებ არაფერს ვამბობთ იმიტომ, რომ თვით ერმოგენეს ნათლობის აღწერისას არ არის მითითებული თუ როგორ უნდა გავიგოთ ცამეტი ეპისკოპოსის თვალწინ თავის დახრა და წყლის გარდასხმა). სხვა რომელიმე ქმედებაზე, რომელსაც ადგილი აქვს ნათლისღების საიდუმლოს მღვდელმსახურებაში, აქ ვერ ვხედავთ.
ახლა ვიკითხოთ, ე. ჭელიძის მიერ აღწერილი ლიტურგიკული განმარტებიდან რომელი სახის მღვდელმოქმედება აღუსრულდა წმ. ერმოგენეს?
1. ჩვეულებრივი, რეგულარული, ანუ ყოველდღიურად აღსრულებული? - არამც და არამც! რადგან, შთაფლვას რომ დავანებოთ თავი, მის ნათლობაში გამოტოვებულია ძირითადი სანათლისღებო აქტები და აბსოლუტურად გაურკვეველია, რის საფუძველზე აცხადებს ე. ჭელიძე, რომ "ზემორე აღწერილობანი უაშკარესად ავლენენ სრულ სანათლისღებო პროცესს", თანაც, "აღსრულებულს უაღრესი სიბეჯითითა და სკრუპულოზურობით"?
რომელ "სიბეჯითეზე" და "სკრუპულოზურობაზეა" ლაპარაკი, როდესაც ადამიანს მარტო უკურთხებელი წყალი დაასხეს თავზე, ყოველგვარი დანარჩენი პროცედურებისა და ორი აუცილებელი საიდუმლოს (მირონცხება-ზიარების) გარეშე?
ეს არანაირად არ არის ნათლისღების მსახურების "ჩვეულებრივად, რეგულარულად ანუ ყოველდღიურად აღსრულებადი კანონიკური სახე". თუ როგორია ამდაგვარი მსახურება და რომელ ძირითად მომენტებს შეიცავს, ზემოთ უკვე განვმარტეთ.
მაშასადამე, ერმოგენეს ნათლობა არანაირად არ შეესაბამება ე. ჭელიძის მიერ ღვთისმსახურების რაობის პირველ განმარტებას, ის არ არის ნათლისღების რეგულარული ანუ ყოველდღიურად აღსრულებადი კანონიკური სახე.
მაშ, რომელ სახეობებს შეიძლება შევუფარდოთ ერმოგენეს ნათლობა?
2. ე. ჭელიძის სისტემაში მეორე განმარტება ეხება იძულებით შეცვლილ (ჩვეულებრივ, შემოკლებულ) სახეს რეგულარული მღვდელმოქმედებითი წესისა, "რაც არის ეკლესიისგან დაშვებული და შეწყნარებული იშვიათობა".
თითქოსდა ეს ფორმა უფრო შეესაბამება ერმოგენეს ნათლობას, მაგრამ ამგვარ დაშვებას კატეგორიულად უარყოფს თვით ე. ჭელიძე, რადგან: "თუ ეს ნათლობა იშვიათობაა, იგი ან დაშვებული იშვიათობა უნდა იყოს, ან დაუშვებელი (მწვალებლური). დაშვებულ იშვიათობასთან რომ გვქონდეს საქმე, სახეზე უნდა იყოს მკვეთრად გამოხატული მაიძულებელი გრემოებისეული ფაქტორები, მაგრამ განა ეს ასეა?" - კითხულობს ე. ჭელიძე და ირწმუნება, მთელი ზემორე აღწერილობა უაშკარესად ავლენსო "სრულ სანათლისღებო პროცესს", რაც, როგორც უკვე ვნახეთ და ე. ჭელიძისავე ტერმინოლოგიით რომ ვთქვათ, არის "პიტალო სიცრუე".
3. ე. ჭელიძის სისტემის მიხედვით რჩება "მესამე, ყოველგვარი ვითარებისეული საჭიროების გარეშე, თვითრჯულობითად შეცვლილი სახე რეგულარული მღვდელმოქმედებითი წესისა, რაც (ზემორე იშვიათობისგან განსხვავებით) დაუშვებელი და მწვალებლური იშვიათობაა, უარყოფილი ეკლესიის მიერ" (ციტ. იქვე. გვ. 359).
აქ ყურადღებას იპყრობს ე. ჭელიძის მიერ ფრჩხილებში ჩასმული განმარტება - "ზემორე იშვიათობისგან განსხვავებით". რომელ "ზემორე იშვიათობას" გულისხმობს ე. ჭელიძე? - ცხადია, ერმოგენეს ნათლობას. ანუ ე. ჭელიძე ამ პუნქტში ერმოგენეს ნათლობას თვითონვე აღიარებს იშვიათობად. ცხადია, ერმოგენეს ნათლობას არც ჩვენ ვაღიარებთ მწვალებლურად, მაგრამ ე. ჭელიძის განმარტება ამ წმიდა მამის ნათლობასთან მიმართებაში ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს.
ამრიგად:
1. ერმოგენეს ნათლობა არ შეიძლება ჩაითვალოს რეგულარულ, ანუ ყოველდღიურად აღსრულებად კანონიკურ სახედ ნათლისღების მსახურებისა, რადგან მას აკლია სისრულე, მოცემულია ნათლისღების არასრული სახე - დასხმა, მეტი არაფერი. არ არის არც ერთი ის ძირითადი ელემენტი, რომელიც ზემოთ ჩამოვწერეთ და რომელიც ნათლისღების საზეიმოდ, მით უმეტეს სრული სახით ჩატარებისთვის აუცილებლად უნდა ყოფილიყო აღსრულებული. მით უფრო, თუ მისი სანათლისღებო პროცესი ტარდებოდა "ყოველგვარი აჩქარებისა და ფაციფუცის გარეშე".
2. ერმოგენეს ნათლობა ვერ მიესადაგება ვერც მეორე კატეგორიას, მოცემულს ე. ჭელიძის მიერ, რადგან "სახეზე არ არის მკვეთრად გამოხატული მაიძულებელი გარემოებისეული ფაქტორები" და ბოლოს:
3. ერმოგენეს ნათლობა ვერ იქნება თვითრჯულობითად შეცვლილი სახე რეგულარული მღვდელმოქმედებითი წესისა, რაც მწვალებლური იშვიათობაა, უარყოფილი ეკლესიის მიერ (დაუშვებელია ფიქრი იმაზე, რომ წმინდანის ნათლობა, რომელსაც ეკლესია საუკუნეებია აღიარებს, იყოს მწვალებლური).
მაშ, რომელ მღვდელმოქმედებით წესს განეკუთვნება ერმოგენეს ნათლობა, თუკი ის ვერ აკმაყოფილებს ვერც ერთ პირობას ზემოთ ჩამოთვლილ კატეგორიათაგან?
გვრჩება მხოლოდ ე. ჭელიძისგან უგულებელყოფილი მეოთხე, ღმრთის განგებით დაშვებული მღვდელმსახურება, ანუ გამონაკლისი, დადგენილი სრული წესისგან გადახრა, რომელიც ღმრთის მიერ წმიდა მენას განკარგულებით აღესრულება.
სხვათა შორის, ასეა ეს განმარტებული დიმიტრი როსტოველის "წმინდანთა ცხოვრებაშიც", სადაც "მინას, ერმოგენესა და ევგრაფის მარტვილობის" სქოლიოში ერმოგენეს თავზე წყლის დასხმით ნათლობის შესახებ ვკითხულობთ: "ნათლობის ეს სახე (დასხმით და არა შთაფლვით) უჩვეულოა ძველი ეკლესიისთვის, ის გამოიყენებოდა (და დღემდე გამოიყენება) მხოლოდ იმ უიშვიათეს შემთხვევებში, როდესაც შეუძლებელია საჭირო რაოდენობის წყლის მოპოვება, განსაკუთრებით ადამიანთა დიდი რაოდენობისთვის, როგორც ეს გვაქვს მოცემულ შემთხვევასა (რამეთუ, იმ დღეს ერმოგენეს გარდა უამრავი სხვა ადამიანიც მოინათლა - არქიეპ. პ.) და სხვა მსგავს უკიდურესად რთულ ვითარებებში. - გამონათქვამი: "მიიღებს ახალშობის განბანვას" სრულიად იდენტურია ჩვეული გამონათქვამისა "ნათელ იღებს". ის ნასესხებია ტიტეს მიმართ მოციქულ პავლეს ეპისტოლედან (ტიტ. 3:5) და შეიცავს იმავე აზრს, რომ ნათლისღების წყალი, განბანს რა სხეულს, მასთან ერთად ადამიანს სულიერადაც ააღორძინებს, ანადგურებს მის ცოდვებს, მსგავსად იმისა, როგორც ხორციელი განბანვა სპობს ხორციელ სიბინძურეს" (რუს.: "Этот вид. св. крещения (чрез обливание, а не погружение) не был обычным в древней Церкви, он употреблялся (и доселе употребляется) лишь в тех исключительных случаях, когда нельзя достать потребное количество воды, особенно для большого числа людей, как в настоящем случае, и при других подобных крайних затруднениях. Выражение: "получает баню возрождения" совершенно равнозначуще с обычным выражением "крещается". Оно заимствовано из послания Апостола Павла к Титу (гл. 3, ст. 5) и означает ту мысль, что вода крещения, омывая тело, вместе с тем возрождает человека и духовно, уничтожая его грехи, подобно тому как баня телесная омывает нечистоту телесную") (Жития Святых по изложению святителя Димитрия, митрополита Ростовского. Месяц декабрь. Издательство прп. Максима Исповедника, Барнаул, 2003-2004).
ე. ჭელიძე ერმოგენეს ნათლობის კანონიკურობის წარმოსაჩენად განსაკუთრებულ აქცენტს აკეთებს ცამეტ ეპისკოპოსზე, რომლებიც ესწრებოდნენ მის ნათლობას, მაგრამ კრინტსაც არ ძრავს თუ როგორ აღმოჩნდა ეს ცამეტი (ზოგიერთი წყაროს მიხედვით, ოცდაათი. იხ. დ. როსტოველის "წმინდანთა ცხოვრება") ეპისკოპოსი ქალაქის მოედანზე, სადაც ერმოგენე მოინათლა.
საქმე ის არის, რომ ხალხიც და ეპისკოპოსებიც ქალაქის მოედანზე თავიდანვე შეიკრიბნენ არა ერმოგენეს ნათლობაზე დასასწრებად, არამედ წმ. მენას წამების საყურებლად. ვინც თავიდან ბოლომდე გაცნობია წმ. მენას ცხოვრებას, რომელშიც არის გადმოცემული წმ. ერმოგენეს ნათლობის ამბავი, ალბათ, დააკვირდებოდა იმ გარემოებას, რომ ხალხი მოედანზე მივიდა წმ. მენას გამო, მისი ქრისტეანული მოწამებრივი ღვაწლის სანახავად და თვით მენას თანადგომისთვის. სწორედ მენას სანახავად მოვიდნენ ეპისკოპოსებიც სხვადასხვა ოლქიდან. მაგრამ ხდება სასწაული, - წმ. მენა, როგორც მას ღმრთისგან ადრიდანვე ეუწყა, თავისი ჯალათის ჭეშმარიტებისკენ მომქცევი და მისი ნათლისღების ორგანიზატორი ხდება. ხალხი და ეპისკოპოპოსნი რომლებიც წმ. მენას წამების სანახავად მოდიან, ერმოგენეს ნათლობის მოწმენი და მენას საკვირველი განახლების თვითმხილველნი ხდებიან. მეორე დღესვე, ერმოგენეს ნათლობის შენდეგ თვითონაც ინათლება ამავე ეპისკოპოსების მიერ. "ასე მოინათლა ყველას თვალწინ ეპარხოზი, და ყველა ადამიანი ადიდებდა ქრისტე ღმერთს. მოინათლა ხალხის დიდი სიმრავლეც და იყო ქალაქში უდიდესი სიხარული, რადგან მორწმუნე ადამიანები უფალ ღმერთში ხარობდნენ" (Жития Святых по изложению святителя Димитрия, митрополита Ростовского. Месяц декабрь. Издательство прп. Максима Исповедника, Барнаул, 2003-2004).
ცხადია, ვითარების ამგვარი შემობრუნება ესოდენი ხალხის წინაშე განსაკუთრებულ მოქმედებებსაც მოითხოვდა. ალბათ, ამიტომაც შემოკლდა ნათლისღების საიდუმლო, - მოედანზე ხომ უამრავი წარმართიც იყო მოსული, რომელთაგან ბევრი ჯერ იმავე დღეს მოინათლა, ხოლო დანარჩენები ერმოგენეს ნათლობიდან თითქმის ერთი კვირის შემდეგ ერმოგენესგანვე მოინათლებიან... რა თქმა უნდა, წმ. მენას შეეძლო, დაეშალა ხალხი და მათთვის ქრისტეს ჭეშმარიტებისკენ მოქცევა მოეწოდებინა, რისი განხორციელება, მსურველთა არსებობის შემთხვევაში, მომდევნო დღეებშიც შეეძლებოდათ, მაგრამ ამ შემთხვევაში, თვით მენას სასწაულებრივი განკურნება, (29) მისი სახელგანთქმულობა საწინდარი იყო ერმოგენეს ღვთითრჩეულობისა, რადგან ათიათასობით ხალხს ერმოგენე სწორედ წამებმულმა მენამ წარუდგინა. და დიახ, ამგვარი წარდგენის გადადება შეუძლებელი იყო, რათა ერმოგენეს, როგორც რჩეული მღვდელმთავრისა და მომავალი სასწაულთმოქმედის, საჯარო წარდგენა აღსრულებულიყო. სწორედ ამ ვითარებაში უნდა დავინახოთ ის "მაიძულებელი გარემოებისეული ფაქტორი", რომელიც ნათლისღების რეგულარულ ანუ ყოველდღიურად აღსრულებად მსახურებას გამონაკლისად წარმოაჩენს.
---------------
29. გავიხსენოთ, ერმოგენემ წინა დღით წმ. მენას წააჭრა ქუსლები, ამოთხარა თვალები, მოჰკვეთა ენა და უთხრა, თუ მეორე დღეს ის ცოცხალი იქნებოდა, მის ღმერთსაც ირწმუნებდა. ასეც მოხდა, - წმ. მენას სასწაულებრივად აღუდგა ორგანონი, გაუმთელდა ფეხები, ენა და თვალიც აეხილა. ამის მნახველი ერმოგენე საჯაროდ აღიარებს ქრისტეს და მენასგან ინათლება. ამგვარი მომენტის გადადება კი, წარმართთა მოქცევის ნიშნად, ყოველგვარ ეფექტს დაუკარგავდა ამ მოვლენას. ამიტომაც, ღვთითშთაგონებული მენა განკარგულებას გასცემს, მოიტანონ წყალი და ერმოგენეს ნათლობა საჯაროდ აღასრულონ, რისთვისაც მისი წამების საყურებლად მოსულ ეპისკოპოსებს გამოიყენებს. უბრძანებს ერმოგენეს მათთან მისვლას და თავის დახრას.
---------------
თუმცა, ე. ჭელიძე ამ ფაქტსაც (ანუ წარმართთა ნათლობას იმავე დღეს) უარყოფს და წერს: "გარს შემოჯარული ადამიანებიც, არსებითად, ქრისტიანები არიან, რადგან ისინი აქებენ ქრისტეს და ნათლობის შემდგომი სადღესასწაულო ტრაპეზისთვის ემზადებიან, რაც, ცხადია, გამორიცხულია მოუნათლავ წარმართთა მხრიდან" (ე. ჭ. ხს. შრ. გვ. 358). ამგვარი ფიქრის საფუძველს ე. ჭელიძეს თითქოსდა აძლევს ძველქართული თარგმანის შემდეგი სიტყვები: "ყოველი ერი ქალაქისაი მრავალ ჟამ აქებდის ქრისტესა საქმესა მას ზედა. ხოლო ... აღმოშობაი იგი ეპარხოზისაი დღესასწაულად აიძულებდა და იგი უღონო იყო კმაყოფად ესოდენისა მის სიმრავლისა" (იქვე. გვ. 359).
მაგრამ, ჯერ ერთი, რატომ არის გასაკვირი ესოდენი სასწაულების მხილველ წარმართებსაც ეღიარებინათ ქრისტე და ისევე ედიდებინათ ის, როგორც ქრისტეანებს? განა სწორედ ამ წარმართთა ულევ სიმრავლეს არ მონათლავს მომდევნო დღეებში (ერთი კვირის შემდეგ) თვით ერმოგენე? წარმართებში ამგვარი საკვირველების (ანუ წმ. მენას სასწაულებრივი განკურნებისა და თვით ეპარხოზის ნათლობის) ხილვას რომ არ აღეძრა რწმენა ქრისტესადმი, საიდან უნდა გაჩენილიყო თუნდაც ერთი კვირის შემდეგ წარმართთა ისეთი რაოდენობა, რომ ერმოგენეს ყოველდღიურად აღურაცხელი რაოდენობის ადამიანის ნათლობა უწევდა? "იგი, - წერს თვით ე. ჭელიძე, - ყოველდღე ("თითოეულსა შინა დღესა") აურაცხელ ხალხს ნათლავდა, კერძოდ, იმდენად, ბევრს, რომ ძნელი იყო ნათელღებულთა რაოდენობის განსაზღვრა ("არა ადვილად აღსარიცხავი")" (იქვე. გვ. 356). მაშ, საიდან წარმართთა ესოდენი სიმრავლე, თუკი ისინი არ ესწრებოდნენ წმ. მენას განკურნების სასწაულს და ერმოგენეს ნათლობას ქალაქის მოედანზე?
ამგვარ "გამოცანას" ზუსტად პასუხობს ცნობა, რომელსაც ვხვდებით დ. როსტოველისეულ "წმინდანთა ცხოვრებაში", კერძოდ, წმ. ერმოგენეს ნათლობის მისეულ აღწერაში: "ასე მოინათლა ყველას თვალწინ ეპარხოზი, და ყველა ადამიანი ადიდებდა ქრისტე ღმერთს. მოინათლა ხალხის დიდი სიმრავლეც და იყო ქალაქში უდიდესი სიხარული, რადგან მორწმუნე ადამიანები უფალ ღმერთში ხარობდნენ" (რუს.: "Так был крещен пред всем народом судия, и все люди прославляли Христа Бога. Крестилось и множество народа и была во всем городе великая радость, так как верующие люди веселились о Господе Боге своем") (Жития Святых по изложению святителя Димитрия, митрополита Ростовского. Месяц декабрь. Издательство прп. Максима Исповедника, Барнаул, 2003-2004).
გარდა ამისა, არც ის არის გასაკვირი, ესოდენ სასწაულთა მხილველ წარმართებსაც ედიდებინოთ ქრისტე, განა თვით ეპარქოზმა ერმოგენემ არ ადიდა მაცხოვარი, როდესაც განკურნებული მენა იხილა მეორე დღეს? თანაც ისე იყო გაკვირვებული, რომ ხელითაც კი ეხებოდა, მოჩვენებასთან ხომ არ მაქვსო საქმე... ასევე იხილა ორი ნათელმოსილი ანგელოზი მენას გვერდით და გაკვირვებულმა სხვებსაც ჰკითხა, თვითონაც ხედავდნენ ამ საკვირველებას თუ ეს მხოლოდ ერმოგენეს ეჩვენებოდა; და, როდესაც დასტური მიიღო სხვათაგან, რომ ისინიც ხედავდნენ მენას გვერდით მდგომ ანგელოზებს, ჯერ კიდევ წარმართმა ერმოგენემ ღმერთი ადიდა. ამის შემდეგ კი მენამ ერმოგენე მონათლა.
ყოვლად განსაცვიფრებელია საპატრიარქოს ოფიციალური ცრუპენტელას, პროფ. ე. ჭელიძის კადნიერება. ყოველგვარი წარმოდგენის ზღვარს სცილდება მისი თავხედობა არა მარტო თავისი ოპონენტების დამცირების და სიტყვიერი შეურაცხყოფის, არამედ წყაროთა დამახინჯებისა და ნათლისღების გაყალბების თვალსაზრისით. ამის შემდეგ ეს მატყუარა ადამიანი ბედავს და ესოდენი საფუძვლების გამო, ერმოგენეს ნათლობის გამონაკლისთა კატეგორიაში მომქცევ ძველმორწმუნეთ "უღვთოებსა" (გვ. 348) და "სიბილწის მოძღვართ" (გვ. 349) უწოდებს.
აქ, ალბათ, დაიბადება ასეთი შეკითხვა? - რატომ მოინათლა ერმოგენე დასხმით? რატომ გასცა ასეთი განკარგულება წმ. მენამ? ხომ შეეძლო მას ერმოგენეს შთაფლვითი ნათლობის ორგანიზება? ამ კითხვაზე პასუხი შეუძლებელია არსებობდეს, რადგან ეს არავინ იცის და არც წმ. მენას და ერმოგენეს მარტვილობის აღმწერელმა წმიდა მამებმა გვამცნეს, იყო თუ არა იმ მომენტში შთაფლვითი ნათლობის მოწყობის შესაძლებლობა? ამისთვის ხომ, მინიმუმ, კასრი მაინც იყო საჭირო. ერმოგენეს ნათლობა კი ლამის იმპროვიზაციულად და დიახაც რომ აჩქარებით, სასწრაფოდ ხდება. მოვლენათა მსვლელობა წარმოაჩენს ერმოგენეს ნათლობის დაუყოვნებლობას, გადაუდებლობას, რისთვისაც მენა საკმარისად მიიჩნევს, ერმოგენე მივიდეს ეპისკოპოსებთან და თავი დახაროს, რათა მათ წმიდა ადამიანს წყალი გარდაასხან. გარდა ამისა, როგორც ერმოგენეს ნათლობის აღწერილობიდან ირკვევა, ამავე დღეს ინათლება უამრავი წარმართიც. ცხადია, წყლის საკმარისი რაოდენობის არქონის გამო, ნათლობა რომ არ გადადებულიყო, საღმრთო განგებით, ერმოგენესაც და იმ დღეს მონათლულ წარმართებსაც ღმრთის მადლი განსაკუთრებული წესით მიეცათ, გამონაკლისობით, სასწაულებრივად, რაც არ არის ზოგადსაეკლესიო ფორმა და ნორმატივი, არამედ იშვიათი შემთხვევა, რომელზეც ითქვა, რომ ის არ შეიძლება კანონი იყოს ეკლესიისთვის (წმ. მამათა და სჯულის კომენტატორთა ციტატები ჩვენ ზემოთ უკვე მოვიყვანეთ).
უკვე ითქვა და კიდევ გავიმეორებთ: როდესაც გვიმოწმებენ უამრავ მაგალითს საპატიმროში აღსრულებული ნათლობებისა ან მიცვალებულის გაცოცხლებისა წყალდასხმით, ან წვიმით ნათლობისა, ან კიდევ ქვიშით, იქნებ, ფიქრობენ, რომ ნათლობის ამგვარი სახით განმეორების შემთხვევაში მოხდება იგივე, რაც მაშინ მომხდარა, ანუ გადმოვა სულიწმიდა და მადლი ღვთისა ადამიანს განაახლებს? და საიდუმლო იმოქმედებს ღმრთის მიერ ისევე, როგორც იმ შემთხვევებში ამოქმედებულა? რა გვაძლევს ამგვარი მტკიცების საბაბს? გამონაკლის შემთხვევათა კანონის რანგში აყვანის მოწინააღმდეგე პატრიარქი ბალსამონი (ამავე დროს სჯულისკანონის ავტორიტეტული კომენტატორი) შესანიშნავად ბრძანებს: "რაც წესი არ არის, მაგალითი ვერ იქნება ჩვენთვის". ამრიგად, თუ პიროვნება (სასულიერო თუ საერო პირი), რომელმაც დასხმითი ნათლობა აღასრულა, "ისეთივე საღმრთო მადლის მფლობელი იქნება, როგორიც იყვნენ ათანასე დიდი და წმ. პორფირე, მაშინ ჩვენც მივიღებთ და შევიწყნარებთ მათ მიერ აღსრულებულ ნათლობას; ხოლო თუ ასე არ არის, მაშინ ჩვენც ვალდებულნი ვართ მივყვეთ საღმრთო და წმიდა განწესებებს" (Правила свтяаго поместнаго собора сардикийскаго. Правило 18. Правила святых поместных соборов с толкованиями. Москва 1880 г., стр. 352).
კიდევ უფრო მკაფიოდ და კონკრეტულად ლაპარაკობს ამის შესახებ ნიკოლოზ კავასილა (1322-1398 წწ.): "ისეც მომხდარა, რომ სრულყოფილება ამ დასში მრავალს განუბანლადაც მიუღია, და ჯერაც წყლით მოუნათლავნი მოუნათლავს თვით ეკლესიის სიძეს (ანუ ქრისტეს - არქიეპ. პ.). მრავალს უეცრად მოუვლენდა იგი ღრუბელს ციდან, წყალს კი მიწიდან და ასე ნათლავდა, ხოლო უდიდეს ნაწილს განაახლებდა დაფარულად. რადგან, როგორც ქრისტეს არყოფნას აღავსებენ ეკლესიის წევრნი, პავლე ან სხვა ვინმე, ასევე, არაფერია უცნაური, თუკი ეკლესიის არყოფნას აღავსებს თავი მისი ქრისტე; და, თუ ხდება ისეთი რამ, რაშიც წევრები შეეწევიან თავს ეკლესიისა რამდენად სამართლიანი იქნება, თვით თავმა უბოძოს სხეულის წევრებს ის, რაშიც ნაკლულევანებას განიცდიდნენ? და ეს ასე ხდება კიდეც" (Семь слов о жизни во Христе) (Николай Кавасила. Богословские труды. М., 2002. С. 36-37).
ამრიგად, წმ. ერმოგენეს ნათლობა, რომელიც შეიცავს უამრავ განსხვავებულ გამონაკლისს არა მარტო შთაფლვასთან, არამედ ნათლისღების საიდუმლოს სხვა უმნიშვნელოვანეს მომენტებთან დაკავშირებით, სწორედაც რომ გამონაკლისი შემთხვევების კატეგორიას განეკუთვნება და არა რეგულარული ღვთისმსახურებისას.
38