აპოლოგეტიკა - გზა - მართლად სავალი. I_XIII_I - III საუკუნის წმიდა მამები და ქრისტეანობის აპოლოგეტები ნათლისღების შესახებ - საქართველოს ძველმართლმადიდებლური ეკლესია

საქართველოს ძველმართლმადიდებლური ეკლესიის ოფიციალური საიტი
Перейти к контенту
არქიეპისკოპოსი პავლე (ხორავა)

გზა - მართლად სავალი

ნაწილი I

შთაფლვა თუ დასხმა?!


შთაფლვითი ნათლობის კანონიკურობისა და დასხმითი ნათლობის უკანონობის შესახებ
გზა - მართლად სავალი
მკითხველო, წინამდებარე წიგნი, რომლის ინტერნეტ-ვერსიასაც ჩვენს ოფიციალურ საიტზე გთავაზობთ, მართლმადიდებლური სარწმუნოების საძირკვლის გამაგრების, შენთვის ჭეშმარიტი ქრისტეანული გზის ჩვენებას ისახავს მიზნად. აქ თავმოყრილია დიდძალი კვლევითი მასალა, რომელიც ეხება დოგმატიკის, ლიტურგიკის, ეკლესიის ისტორიის და ესქატოლოგიის სფეროებს. წიგნი მდიდარია ფაქტობრივი და დოკუმენტური მასალით და მოიცავს პერიოდს I საუკუნიდან ვიდრე XXI საუკუნემდე. ავტორი გვაძლევს ნათლისღების საიდუმლოს, სხვადასხვა ლიტურგიკული წეს-ჩვეულების, 17-ე საუკუნის საეკლესიო რეფორმისა და მისი შედეგების შემჭიდროებულ, მაგრამ ამავე დროს ღრმა ანალიზს.

წიგნში მხილებულია ძველმართლმადიდებლური ეკლესიის წინააღმდეგ მიმართული ცილისწამებებისა და ბრალდებების უსაფუძვლობა; ავტორის მიზანია, ჭეშმარიტების ერთგულ ყოველ ქრისტეანს მიუთითოს გზა მართლად სავალი. იმის გასარკვევად, რომ ეს გზა სწორედ ძველმართლმადიდებლურ ქრისტეანობასთან მიდის, არა მარტო აქ მოტანილი საეკლესიო წესებისა და სხვადასხვა მოვლენის განმარტება დაგეხმარება, არამედ კრებულში თავმოყრილი სადისკუსიო მასალებიც დიდად წაგადგებგა და ორ მოპაექრე მხარეს შორის მტყუან-მართლის გარჩევაც არ გაგიჭირდება.

წიგნის პირველი ნაწილი ეძღვნება ნათლისღების საიდუმლოს, მისი შესრულების კანონიკურ და არაკანონიკურ ფორმებს; მეორე ნაწილი - 17-ე  საუკუნის რუსეთის საეკლესიო რეფორმას და მის შედეგებს როგორც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისთვის, ასევე მსოფლიო მართლმადიდებლობისთვის; მესამე ნაწილი კი მთლიანად ეძღვნება ეკლესიის უძლეველობას.

ჭეშმარიტი ქრისტიანული სიყვარულით უძღვნის ამ წიგნს ძველმართლმადიდებლური ეკლესიის არქიეპისკოპოსი პავლე (ხორავა) წმიდა სარწმუნოების გზაზე შემდგარ ყოველ მართლმადიდებელს.

წიგნი გამოიცა ძველმართლმადიდებელ ქრისტეანთა შემოწირულობით.

თავი XIII
____________________________________________________________________________________________________________________

I - III საუკუნის წმიდა მამები და ქრისტეანობის აპოლოგეტები ნათლისღების შესახებ

ახლა გადავიდეთ მოციქულთასწორ კაცთა პერიოდში. როგორც წინა საუკუნეებში, ასევე აქაც ნათლობა სრულდებოდა მხოლოდ წყალში შთაფლვით. წმიდა მოციქული ბარნაბა (I ს.), განმარტავს რა ფსალმუნის სიტყვებს: "და იყოს იგი ვითარცა ხე, დანერგული თანაწარსადინელსა წყალთასა" (ახ. ქართ.: "და იქნება იგი წყლის ნაკადებთან დანერგილ ხესავით") (ფსალმ. 1:3), ბრძანებს: "აი ამ სიტყვების აზრი: ნეტარ არიანო ისინი, ვინც შთახდნენ წყალში".

"ნათლობა, -  ბრძანებს მოციქული ბარნაბა, ცოდვათა მოსატევებლად გვეძლევა. ჩვენ ცოდვებით დამძიმებულნი ჩავდივართ წყალში, ხოლო იქიდან ნაყოფიერი შიშითა და სასოებით სავსე გულებით ამოვდივართ" (Варнава. "Epist", n. XI, Curs. Compl. PaLroI. Ser. Graec. Tom. II, col. 760. В русск. перев. "Памятн. древ. христ. Писм.". ციტ. А. Алмазов. "История чинопоследований крещения и миропомазания". Казань 1884. გვ. 292).

ჰერმესი თხზულებაში "მწყემსი" (II ს.) ამბობს: "მათთვის აუცილებელი იყო წყალში გავლა, რათა გაცოცხლებულიყვნენ; სხვაგვარად ვერ შევიდოდნენ ღმრთის სასუფეველში, ადრინდელი ცხოვრების ხრწნილებას თუ არ განიშორებდნენ. ამიტომაც მიიღეს ამ განსვენებულებმა ღმრთის ძის ბეჭედი და დაიმკვიდრეს ღმრთის სასუფეველი. რადგან, სანამ ადამიანი ღმრთის ძის სახელს მიიღებდეს, ექვემდებარება სიკვდილს, მაგრამ ამ ბეჭედის მიღებისთანავე თავისუფლდება მისგან და მიეახლება სიცოცხლეს. ბეჭედი კი წყალია, რომელშიც ადამიანები ჩადიან მკვდარნი, ხოლო ამოდიან ცოცხალნი" (Пастырь. Подобия. Подобие девятое. §. XVI. https://azbyka.ru/otechnik/Erm/pastyr_hermy/26)
(URL-ს მიმართვის თარიღი: 01.08.2020) (Эрма. "Pastor". Lib. III , simil. IX, n. 16. Curs Compl. PatroIog. Tom. II, col. 995- 996; cp. "Пастырь" в русск. пер. ІІреображ. Стр. 331).

სხვა ადგილას ჰერმესი ანგელოზს ეკითხება: "უფალო, ზოგიერთი მოძღვრისგან მსმენია, რომ არ არის სხვა სინანული, გარდა იმისა, როდესაც ჩავდივართ წყალში და ვიღებთ ადრინდელ ცოდვათა მოტევებას" (Пастырь. Заповеди. Заповедь четвертая. О целомудрии и разводе. § III. https://azbyka.ru/otechnik/Erm/pastyr_hermy/8)
(URL-ს მიმართვის თარიღი: 01.08.2020) (Эрма. "Pastor". Lib. II, mand. IV. сар. Ш; Curs. Compl. Patrolog. ibid. col. 919 - 920; cp. в русск. пер. ibid. стр. 259).

"რაოდენ მწირიც უნდა იყოს ეს ცნობები, -  წერს პროფ. ალმაზოვი, -  ისინი საკმაოდ მკაფიოდ გვიჩვენებენ, რომ მოციქულთასწორ კაცთა ეპოქაშიც ნათლობა შთაფლვითად სრულდებოდა. იყო თუ არა ეს შთაფლვა სამგზისი მოციქულთასწორ კაცთა თხზულებებში ამაზე ცნობებს ვერ ვპოულობთ; მაგრამ, თუ მოციქულთა კანონების მიხედვით ვიმსჯელებთ (როგორც ეს ზემოთ ვნახეთ), ნათლობა უნდა შესრულდეს სამგზის შთაფლვით, ხოლო ამ კანონების წარმომავლობა (ზოგიერთ ნაწილში) ემთხვევა მოციქულთასწორ კაცთა ეპოქას. ამიტომაც, როგორც ჩანს, არსებობს საკმარისი საფუძველი, ვიფიქროთ, რომ მოცემულ ეპოქაშიც შთაფლვა ნათლისღების საიდუმლოში სამგზის აღესრულებოდა" (А. Алмазов. История чинопоследований крещения и миропомазания. Казань 1884. გვ. 291).

"რაც შეეხება ცნობებს II საუკუნემდე, შთაფლვითი ნათლობის პრაქტიკის დამადასტურებელი ცნობები გვაქვს კლიმენტ ალექსანდრიელთან (II ს.), რომელიც თავის "პედაგოგში" ამბობს: "შთავიფლებით რა წყალში (ბაპტიზომენოი), გავნათლდებით, ხოლო გავნათლდებით რა, შვილნი ვიქმნებით ღმრთისა" (რუს. თარგმანში: ("будучи погружаемы в воду (baptizomenoi), мы просвещаемся; просвещаясь , усыновляемся Богу" (Климент Александрийский. Poedagog. Lib. III, cap. 1. Curs. Compl. Patrol. Ser. Graec. Tom. VIII col. 281).

"დაუშვებელია, არ მივუთითოთ კიდევ ერთი ორიგინალური მოწმობა, რომელიც ამავე საუკუნეს განეკუთვნება. კალისტეს მიწისქვეშა აკლდამაზე არსებობს ფრესკა, რომელიც მისი სტილით, მის გარშემო მდებარე ძეგლებითა და გვერდით მდებარე აკლდამების წარწერების მიხედვით, უნდა განვაკუთვნოთ II საუკუნეს (Фрикен. Римские катакомбы. Ч.Н.М. 1877 г., стр. 243). ფრესკა გამოხატავს ნათლობას და, ცნობილ არქეოლოგ De-Rossi-ს თუ დავუჯერებთ, ეს არის უფლის ნათლისღება (Giovan Battista De Rossi. Roma solteranea cristiana. Vol 1).

ამ ფრესკაზე გამოსახულია მამაკაცი, რომელსაც აცვია ექსომისის (ბერძნ. 6xwmis) ფორმის  მოკლე ტუნიკი, მარჯვენა მხარი მოშიშვლებული აქვს და წყლიდან ხელჩაკიდებით ამოჰყავს სრულიად შიშველი ახალგაზრდა კაცი. ამ უკანასკნელის თავზე ვხედავთ ფრინველს, რომელსაც ნისკარტით რაღაც მოაქვს. ასეთი ფრესკა უეჭველად ნათლობის შთაფლვით ფორმაზე მოწმობს" (პროფ. ა. ალმაზოვი. დასხ. შრ. იქვე).

საინტერესო მოწმობას ვპოულობთ წმ. მელიტონ სარდელის (II ს.) თხზულებაში "ნათლისღების შესახებ". წმ. მელიტონ სარდელი ნათლისღებას განიხილავს "კოსმიურ ასპექტში": წმინდანის თანახმად, მთელი დედამიწა "განიბანება" (λούεται – "ბანაობს", ანუ "ინათლება") მდინარეებითა და წვიმებით; ოკეანეს ის უწოდებს "მზის ემბაზსა" (το του ήλιου βαπτιστήριον) და "მთვარის საბანელს" (το της σελήνης λουτρόν), რომელშიაც ორივენი, ვარსკვლავებთან ერთად "საიდუმლო ნათელს იღებენ" ("თუ გსურს იხილო როგორ შთაიფლვიან ზეცის მნათობნი, ისწრაფე ოკეანისკენ, და იქ გიჩვენებ საკვირველ სანახაობას, ზღვას უსამანოს, გამოუკვლეველ სიღრმეს, წმიდა წყალსა და უვრცელეს ოკეანეს -  ემბაზს მზისა, ვარსკვლავთა განბრწყინვებას, მთვარის საბანელს; ხოლო როგორ განიბანებიან საიდუმლოდ -  ჩემგან შეიტყვე". Сочинения древних христианских апологетов. Мелитона, епископа Сардийского. О крещении, Изд. Фонд "Благовест" / Фонд "Алетейя". Санкт-Петербург. 1999, стр. 648-649). მაგრამ, თუკი ზეციური მნათობნი, -  სვამს კითხვას წმ. მელიტონი, -  ამგვარად ინათლებიან, რატომ არ შეეძლო ქრისტეს, მონათლულიყო იორდანეში? რადგან ის არის მეფე ცათა, თავი ქმნილებისა (κτίσεως ήγεმών), "მზე აღმოსავლეთისა", ანუ "ერთადერთი მზე", რომელიც აღმოუბრწყინდა მიცვალებულთ ჯოჯოხეთში, და მოკვდავთ წუთისოფელში (იქვე). ნათლობის საიდუმლოს ხედვის მსგავსი "კოსმიური პერსპექტივა" წმ. მელიტონთან აიხსნება მისი პოლემიკით "ფსევდოგნოსტიკოსებთან", რომლებშიც ამ საიდუმლოს უარყოფა ფართოდ იყო გავრცელებული (ა. სიდოროვი. პატროლოგიის კურსი: ტატიანე, ათენაგორა, წმ. თეოფილე, წმ. მელიტონი, ჰერმესი, მილტიადე, აპოლინარი).

წყარო: https://www.portal-slovo.ru/philology/37476.php?ELEMENT_ID=37476&PAGEN_1=6
(URL-ს მიმართვის თარიღი: 01.08.2020).

ნათლობის შთაფლვითი ფორმის მოწმობებით უფრო მდიდარია III საუკუნე. ამ საუკუნის ყველაზე ძველი მოწმე ტერტულიანე ამბობს: "წყალთან მიახლებას როცა ვაპირებთ, ჯერ ვადასტურებთ რომ უარვყოფთ ეშმაკს, მის ამპარტავნებას და მის ანგელოზებს, შემდეგ კი სამგზის შთავიფლებით" (De Corona Militis, cap. Ш, Curs. Compl. Patrol. Ser. Lat. Tom. I I , col. 79) (А. Алмазов. "История чинопоследований крещения и миропомазания". Казань 1884. გვ. 292). (А. Алмазов. История чинопоследований крещения и миропомазания. Казань 1884. გვ. 292. სხვა წყარო: TERTVLLIANI LIBER DE CORONA MILITIS. http://www.thelatinlibrary.com/tertullian/tertullian.corona.shtml)
(URL-ს მიმართვის თარიღი: 01.08.2020). ან კიდევ: http://www.tertullian.org/anf/anf03/anf03-10.htm#P1019-415012) (URL-ს მიმართვის თარიღი: 01.08.2020).

იგივეს ამბობს ტერტულიანი პრაქსეას წინააღმდეგ დაწერილ სიტყვაშიც (Contra Prax., cap. XXVI: "… nam nec semel sed ter, ad singula nomina in personas singulas, tinguimur". Curs. Compl. Palrol. Ser. Graec. Tom II, col. 190) (А. Алмазов. "История чинопоследований крещения и миропомазания". Казань 1884. გვ. 292). ტერტულიანი წერს: "და ბოლოს, მან უბრძანა მათ (მოციქულებს -  არქიეპ. პ.) მოენათლათ (წარმართნი -  არქიეპ. პ.) მამის, ძის და სულიწმიდის სახელით (მათე 28:19), და არა რომელიმე ერთი იპოსტასის სახელით. რადგან არა ერთგზის, არამედ სამგზის შთავიფლებით ჩვენ თითოეული პირის მოწოდებით" (ინგლისურ თარგმანში: "... and lastly, He commands them to baptize into the Father and the Son and the Holy Ghost, not into a unipersonal God. And indeed it is not once only, but three times, that we are immersed into the Three Persons, at each several mention of Their names" (ციტ.: Tertullian. Against Praxeas. http://www.newadvent.org/fathers/0317.htm)
(URL-ს მიმართვის თარიღი: 01.08.2020).

"მოციქულთა დადგენილებებში" ნათქვამია: "შემდეგ შენ, ეპისკოპოსო, ან შენდამი დამორჩილებული პრესვიტერი, წარმოსთქვამთ რა მათზე (მოსანათლავებზე -  არქიეპ. პ.) წმიდა მოწოდებას მამისა და ძისა და სულისა წმიდისა, შთაჰფალი (βαπτίζεις) ისინი წყალში" (Constitut. Apostol. Lib. VII, сар. XVI; Curs. Compl. Patrol. Ser. Graec. Tom. 1. col. 797: Апост. Пост. в русск. перев., стр. 117) (რუს. ტექსტი. ციტ. ა. ალმაზოვის ხს. ნაშრ.: "Потом ты епископ или подчиненный тебе пресвитер, произнося над ними (крещаемыми) поименно святщенное призвание Отца я Сына и Святаго Духа, погрузи" (βαπτίζεις) их в воде". (იხ. აგრეთვე. АПОСТОЛЬСКИЕ ПОСТАНОВЛЕНИЯ (через Климента, епископа и гражданина Римского). Constitutiones apostolicae. Книга Книга седьмая. § 22. Оп.: Постановления Апостольские (в русском переводе). Казань, 1864.).

მოციქულთა დადგენილებებში არსად სიტყვითაც კი არ არის ნახსენები დასხმა ან პკურება, როგორც ნათლისღების ფორმის აღმნიშვნელი ტერმინი. დასხმითი ნათლობა მაცხოვრის დაწესებული რომ ყოფილიყო, როგორც ამას ე. ჭელიძე გვიჩიჩინებს, ნუთუ "მოციქულთა განწესებებში" ის ერთხელაც არ უნდა ყოფილიყო ნახსენები?! თუკი დასხმა და შთაფლვა ერთი და იგივეა ან თანასწორი ფორმებია ნათლობისა, იქ სადაც შთაფლვაა ნახსენები, რატომ არ იქნებოდა ნახსენები დასხმა?! ე. ჭელიძეს აქ ვერ გამოადგება თავისი სოფისტური გამონაგონი, თითქოსდა, რაკიღა ტერმინი "შთაფლვა" სულიერი გაგებისაა, მასში დასხმაც იგულისხმება. "მოციქულთა განწესებებში" ამგვარი სწავლება საერთოდ არც იგრძნობა. პირველი საუკუნეების ამ ნაწარმოებში მისი ავტორი ტერმინ "შთაფლვას" ნათლისღების საიდუმლოს ერთადერთ აღმნიშვნელ ტერმინად იყენებს და მას ყველგან პირდაპირი მნიშვნელობით ხმარობს. ამის ნათელსაყოფად მოვიყვანოთ სხვა მაგალითებიც:

"მოციქულთა განწესებანი": წიგნი 2-ე, § 7: "უწყოდეთ, საყვარელნო, რომ უფალ იესუს სიკვდილის მიმართ ნათელღებულნი უკვე აღარ უნდა სცოდავდნენ. ... არა გვწამს, ძმანო, რომ ვინმე სიცოცხლის საბანელში განბანვის შემდეგ, უსჯულოებათა ქმნას აგრძელებდეს; ხოლო ვინც შთაფლვის შემდეგ შესცოდავს, თუ არ შეინანებს და ცოდვას არ მიატოვებს, გეჰენას მიეცემა" (АПОСТОЛЬСКИЕ ПОСТАНОВЛЕНИЯ (через Климента, епископа и гражданина Римского). Constitutiones apostolicae. Книга Книга седьмая. § 22. Оп.: Постановления Апостольские (в русском переводе). Казань, 1864. Кн. 2. § 7).

წიგნი 2-ე, § 39: "ხოლო მეომრებსა და მეზვერეთა ბრბოს, რომლებიც სინანულზე უფლის სწავლებას მიეახლნენ, თავიანთი შთაფლვის შემდეგ წინასწარმეტყველ იოანესაგან ესმით: "დასჯერდით საფასურს თქვენსას" (ლუკა. 3:14). ზუსტად ასევე არც სხვა ხალხთა ცხოვრება იქნება უკუგდებულ თუ ისინი შეინანებენ და ურწმუნოებას უარყოფენ".

წიგნი 3-ე, § 10: "არამედ ერსაც არ ვაძლევთ უფლებას შეასრულოს რაიმე სამღვდელო წესი, როგორიცაა: მსხვერპლი (იგულისხმება ლიტურგია -  არქიეპ. პ.) ან შთაფლვა (იგულისხმება ნათლისღება -  არქიეპ. პ.), ან ხელდასხმა, ან კურთხევა დიდი თუ მცირე. რამეთუ ვერავინ თვითნებურად ვერ მიიღებს ამ პატივს, არამედ მხოლოდ ღმრთის მოწოდებით, რამეთუ ის ეპისკოპოსის ხელდასხმით მოიცემა, ხოლო თვითნებურად მისი მიმტაცებელი ოზიას სასჯელს დაიმსახურებს".

წიგნი 3-ე, § 17-19: "შემდეგ ან შენ, ეპისკოპოსო, ან შენდამი დაქვემდებარებული პრესვიტერი, წარმოთქვამთ რა მათზე (მოსანათლავებზე -  არქიეპ. პ.) წმიდა მოწოდებას მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, შთაჰფალით ისინი წყალში... ამის შემდეგ ეპისკოპოსი მირონს სცხებს შთაფლულებს... ხოლო შთაფლვა იესუს სიკვდილის მიმართ არის ბოძებული, წყალი კი კუბოზე მიანიშნებს, ზეთი -  სულიწმიდას, ბეჭედი -  ჯვარს; მირონი არის სიმტკიცე და სარწმუნოების აღსარება; მამა მოიხსენიება, როგორც მიზეზი და წარმომგზავნი; სული აღიქმება, როგორც მოწმე; შთაფლვა არის თანადამარხვა (ქრისტესთან -   არქიეპ. პ.); აღმოსვლა -  თანააღდგომა. მამა არის იაჰვე, ღმერთი ყოველთა; ქრისტე -  მხოლოდშობილი ღმერთი, საყვარელი ძე, უფალი დიდებისა; სულიწმიდა -  ნუგეშისმცემელი, წარმოგზავნილი ქრისტეს მიერ..." (АПОСТОЛЬСКИЕ ПОСТАНОВЛЕНИЯ (через Климента, епископа и гражданина Римского). Constitutiones apostolicae. Книга третья. §§ 16-19. სხვა წყარო: Апостольские Постановления через Климента, епископа и гражданина Римского) Книга третья § 16. http://krotov.info/acts/04/2/constit_apost.htm)
(URL-ს მიმართვის თარიღი: 01.08.2020).

წიგნი 6-ე, § 43: "შემდეგ ის (მღვდელი -  არქიეპ. პ.) მიდის წყალთან. მღვდელი აქებს და ადიდებს ყოვლისმპყრობელ ღმერთს, მხოლოდშობილი ძის მამას, და მადლობს, რომ მოგვივლინა ძე თვისი, რათა განკაცებულიყო ჩვენთვის და ვეცხოვნეთ; რომ განკაცების შემდეგ განიცადა ვნება, მორჩილი იყო ყოველივეში და იქადაგა ცათა სასუფევლის, ცოდვათა მიტევებისა და მიცვალებულთა აღდგომის შესახებ. ამის შემდეგ (მღვდელი -  არქიეპ. პ.) ლოცულობს მხოლოდშობილი ღმრთის მიმართ და მადლობს, რომ ჯვარზე სიკვდილი იტვირთა, რომლის სახედ და ახალი ცხოვრების საწინდრად შთაფლვა მოგვანიჭა...".

წიგნი 7-ე, § 22: "ხოლო შთაფლვის შესახებ, ეპისკოპოსო ან პრესვიტერო, თუმც ადრეც დავადგინეთ, ახლაც ვიტყვით, რათა მონათლო უფლის მცნებისაებრ, რომელმაც თქვა: "წარვედით და მოიმოწაფენით ყოველნი წარმართნი და ნათელ-სცემდით მათ სახელითა მამისაYთა და ძისაYთა და სულისა წმიდისაYთა. და ასწავებდით მათ დამარხვად ყოველი, რაოდენი გამცენ თქუენ" ("მაშ, წადით, დაიმოწაფეთ ყველა ხალხი და ნათელი ეცით მათ მამის და ძის და სული წმიდის სახელით. ასწავლეთ მათ დაიცვან ყველაფერი, რაც გამცნეთ" (მათე 28:19), -  მომავლინებელი მამა, მოსული ქრისტე და ნუგეშისმცემელი მოწმე. მანამ კი წმიდა ზეთი სცხე მოსანათლს, შემდეგ კი შთაჰფალ იგი წყალში, ბოლოს მირონიც სცხე, რათა ეზიაროს ის სულიწმიდას, წყალი -  სიკვდილის ნიშანია, მირონი კი - აღთქმათა ბეჭდისა... შთაფლვამდე კი წყალში დასაფლველმა დე იმარხულოს... (7:22)... ამის შემდეგ კი შთაჰფლავს რა მას მამის, ძის და სულიწმიდის სახელით, მირონი სცხოს" (7:43) (АПОСТОЛЬСКИЕ ПОСТАНОВЛЕНИЯ (через Климента, епископа и гражданина Римского). Constitutiones apostolicae. Книга седьмая. § 22. Оп.: Постановления Апостольские (в русском переводе). Казань, 1864) (ინტერნეტში "მოციქულთა განწესებანი" ხელმისაწვდომია რუსულ, ინგლისურ, ლათინურ და ძველბერძნულ ენებზეც. რუსულ ენაზე იხ. მაგ.: http://www.agioskanon.ru/kliment/001.htm)
(URL-ს მიმართვის თარიღი: 01.08.2020).

ტერტულიანესა და წმ. კლიმენტის სახელით მოსულ "მოციქულთა განწესებების" გარდა, პროფ. ა. ალმაზოვი სხვა მაგალითებსაც გვთავაზობს, სადაც ნათლობის აღსრულების ფორმად მითითებულია მხოლოდ შთაფლვა და არა დასხმა ან პკურება.

"ვინც რწმენით შედის ემბაზში, - ამბობს წმ. იპოლიტე რომაელი (II-III ს.), - ის განეშორება მზაკვარს და შეეკვრება ქრისტეს... ის მზესავით ნათელი გამოდის ნათლისღების ემბაზიდან, და სიმართლის სხივებით ბრწყინავს"  (Homil. in. S. Theoph. Curs. Compl. Patrol Ser. Graec. Tom, IX, col. 861). გამონათქვამი "შედის ემბაზში" და "გამოდის" აშკარად ნათლისღებაში წყლით განბანვის დროს შთაფლვაზე მიუთითებს.

და ბოლოს, არ შეიძლება, როგორც მნიშვნელოვანი მოწმობა, მხედველობიდან გამოგვრჩეს აფრიკელი ეპისკოპოსის მაგნუსის დაეჭვება დასხმითი ნათლობის ჭეშმარიტებისადმი, რომელსაც პასუხი გასცა წმ. კვიპრიანე კართაგენელმა (Epist. ad Magn. LXII , cap. XII , Curs. CompI. Patrol. Ser. Lal. Tom. III, col. 1147) (А. Алмазов. История чинопоследований крещения и миропомазания. Казань 1884. გვ. 293).

"III საუკუნის ამ წყაროთა შეჯამების შემდეგ ძნელი არ არის ვირწმუნოთ, -  ბრძანებს პროფ. ა. ალმაზოვი, -  რომ ეკლესიისთვის ამ მძიმე საუკუნეშიც ნათლისღება აღსრულდებოდა წყალში სამგზის შთაფლვით. თანაც უნდა აღვნიშნოთ, რომ შთაფლვითი ფორმა (როგორც ფორმა ნათლობისა, როგორც ამაში ქვემოთ დავრწმუნდებით) სწორედ ამ საუკუნეში განიმარტება არა მარტო როგორც ტრადიცია, არამედ როგორც თვით უფალ იესუ ქრისტეს მიერ განწესებული და ეკლესიისთვის სავალდებულო" ("Сопоставляя все эти указания III века, не трудно убедиться, что и в этот, тяжелый для церкви, век, крещение также совершалось троекратным погружением в воду. При этом нужно заметить, что погружательная форма (как и формула крещения, что увидим ниже) в этот имепно век трактуется не только какъ дело традиции, но как предписание и закон, данный самим Иисусом Христом и безусловно обязательным для церкви"). (А. Алмазов. "История чинопоследований крещения и миропомазания". Казань 1884. Стр. 293).

"ნათლისღებისთვის მოცემულია კანონი, ბრძანებს ტერტულიანე, და განწესებულია ფორმა: "წადით, ამბობს იესუ ქრისტე, დაიმოწაფეთ ყველა ხალხი და ნათელი ეცით მათ მამის და ძის და სული წმიდის სახელით" (De Bapt. Cap. XIII. Curs. Compl. Patrol. Ser. Lat. Tom. 1. Col. 12115; ср. в русск. пер. ч. II, Спб. 1847, стр. 21) (რუს. თარგმანში: "Ибо закон крещения был дан и форма его была предписана. Идите, -  говорит Христос, -  учите язычников, крестя их во имя Отца, Сына и Святого Духа" (Мф.28:19) (Tertullianus. De baptismo. Тертуллиан. О крещении. Гл. 13. Когда вступил в силу закон об обязательности крещения. წყარო: http://www.tertullian.org/russian/de_baptismo_rus.htm)
(URL-ს მიმართვის თარიღი: 01.08.2020).
22
oldorthodox@gmail.com
საქართველოს
ძველმართლმადიდებლური
ეკლესია

ოფიციალური საიტი
Назад к содержимому