არქიეპისკოპოსი პავლე (ხორავა)
გზა - მართლად სავალი
ნაწილი I
შთაფლვა თუ დასხმა?!
შთაფლვითი ნათლობის კანონიკურობისა და დასხმითი ნათლობის უკანონობის შესახებ
გზა -
ნაწილი I
შთაფლვა თუ დასხმა?!
შთაფლვითი ნათლობის კანონიკურობისა და დასხმითი ნათლობის უკანონობის შესახებ
მკითხველო, წინამდებარე წიგნი, რომლის ინტერნეტ-ვერსიასაც ჩვენს ოფიციალურ საიტზე გთავაზობთ, მართლმადიდებლური სარწმუნოების საძირკვლის გამაგრების, შენთვის ჭეშმარიტი ქრისტეანული გზის ჩვენებას ისახავს მიზნად. აქ თავმოყრილია დიდძალი კვლევითი მასალა, რომელიც ეხება დოგმატიკის, ლიტურგიკის, ეკლესიის ისტორიის და ესქატოლოგიის სფეროებს. წიგნი მდიდარია ფაქტობრივი და დოკუმენტური მასალით და მოიცავს პერიოდს I საუკუნიდან ვიდრე XXI საუკუნემდე. ავტორი გვაძლევს ნათლისღების საიდუმლოს, სხვადასხვა ლიტურგიკული წეს-ჩვეულების, 17-ე საუკუნის საეკლესიო რეფორმისა და მისი შედეგების შემჭიდროებულ, მაგრამ ამავე დროს ღრმა ანალიზს.
წიგნში მხილებულია ძველმართლმადიდებლური ეკლესიის წინააღმდეგ მიმართული ცილისწამებებისა და ბრალდებების უსაფუძვლობა; ავტორის მიზანია, ჭეშმარიტების ერთგულ ყოველ ქრისტეანს მიუთითოს გზა მართლად სავალი. იმის გასარკვევად, რომ ეს გზა სწორედ ძველმართლმადიდებლურ ქრისტეანობასთან მიდის, არა მარტო აქ მოტანილი საეკლესიო წესებისა და სხვადასხვა მოვლენის განმარტება დაგეხმარება, არამედ კრებულში თავმოყრილი სადისკუსიო მასალებიც დიდად წაგადგებგა და ორ მოპაექრე მხარეს შორის მტყუან-მართლის გარჩევაც არ გაგიჭირდება.
წიგნის პირველი ნაწილი ეძღვნება ნათლისღების საიდუმლოს, მისი შესრულების კანონიკურ და არაკანონიკურ ფორმებს; მეორე ნაწილი - 17-ე საუკუნის რუსეთის საეკლესიო რეფორმას და მის შედეგებს როგორც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისთვის, ასევე მსოფლიო მართლმადიდებლობისთვის; მესამე ნაწილი კი მთლიანად ეძღვნება ეკლესიის უძლეველობას.
ჭეშმარიტი ქრისტიანული სიყვარულით უძღვნის ამ წიგნს ძველმართლმადიდებლური ეკლესიის არქიეპისკოპოსი პავლე (ხორავა) წმიდა სარწმუნოების გზაზე შემდგარ ყოველ მართლმადიდებელს.
წიგნი გამოიცა ძველმართლმადიდებელ ქრისტეანთა შემოწირულობით.
თავი XII
____________________________________________________________________________________________________________________
მორწმუნე ებრაელის ქვიშით ნათლობა
წიგნის "ეკლესია -
"სამგზის დასხმა და სამგზის შთაფლვა, -
"რაც შეეხება სიმბოლურ მხარეს, ამ მხრივ, სრული შთაფლვა, ცხადია, მეტი სიმკვეთრით განასახიერებს, მეტად სახისმეტყველებს მოსანათლის მაცხოვართან თანადასაფლავებას. თავზე დასხმა თუმცა გარეგნულად ნაკლებ გამომსახველია, მაგრამ ისიც ინარჩუნებს წყლის, როგორც საფლავის სიმბოლურ აზრს, რადგანაც თავის, ე. ი. ადამიანის ყველა ზემო ნაწილის წყლით რეალურად დასველება სიმბოლურად მოასწავებს მოსანათლის ასევე სრულ შთაფლვას, მის სრულ თანაზიარებას მაცხოვრის დაფლვასთან".
რა შეიძლება ითქვას ამის შესახებ? -
სწორედ იმიტომ უწოდეს ნათლისღების საიდუმლოს წმიდა მამებმა კუბო და დედა, რომ ის თავისი გარეგნული ფორმით ჰგავს მიცვალებულის დამარხვას, ხოლო სულიერი შინაარსით წარმოადგენს ძველი კაცის მოკვდინებას და ახლის შობას. მაშინ, როდესაც, ე. ჭელიძის მიერ ტერმინ "შთაფლვის" გაუბრალოვება და თქმა იმისა, რომ ეს მხოლოდ "სულიერი ტერმინია" და შესაძლოა გულისხმობდეს დასხმასაც, სხურებასაც და პკურებასაც და ამ ყველა ქმედებაში იგულისხმებოდეს "დამარხვა", ნიშნავს ნათლისღების საიდუმლოს სიმბოლიზმის გაბუნდოვანებას. აქედან კი გზა იხსნება სხურებით-
შემდეგ ე. ჭელიძე წერს: "რაც შეეხება სიმბოლურ მხარეს, ამ მხრივ სრული შთაფლვა ცხადია მეტი სიმკვეთრით განასახიერებს, მეტად სახისმეტყველებს მოსანათლის მაცხოვართან თანადასაფლავებას. თავზე დასხმა თუმცა ნაკლებად გამომსახველია, მაგრამ ისიც ინარჩუნებს წყლის, როგორც საფლავის სიმბოლურ აზრს" (იქვე. გვ. 154).
მართლმადიდებლური ეკლესიის საიდუმლონი მეტ-
აქ არ განვიხილავთ სულიწმიდის მადლის მნიშვნელობას, რადგან ეს ცნობილია ნებისმიერი მართლმადიდებელი ქრისტეანისთვის. ჩნობილია ისიც, რომ ის შეიძლება ორნაირად მიეცეს ადამიანს -
ამ მხრივ ყურადღებას იპყრობს ერთი ძალზედ საინტერესო ამბავი, რომელიც ე. ჭელიძესაც აქვს შეტანილი თავის წიგნში "ეკლესია -
"ცხადია, არავითარი ხაზგასმა არ სჭირდება იმას, რომ ქვიშით ნათლობა არ შეიძლება. -
"როგორც მოტანილი ტექსტი ცხადყოფს, -
ამის შემდეგ კი დაასკვნის: "მოტანილი თხრობის მიხედვით ნათლობა მოხდა 1) ერისკაცის მიერ, 2) ქვიშით, 3) სამღვდელო ლოცვათა გარეშე, 4) მირონცხების გარეშე. ჭეშმარიტ ნათლობასთან მას აკავშირებს მხოლოდ ერთი ნიშანი, სამების სახელის წარმოთქმა, მაგრამ ეს ნიშანი იმდენად ძლიერია, რომ მღვდლებსა და ეპისკოპოსს ხანგრძლივი ბჭობა დასჭირდათ, ვიდრე მეორედ ნათლობისთვის (? -
აქ ე. ჭელიძე მისთვის ჩვეულ მზაკვრობებს მიმართავს. ჯერ ერთი, არ ახსენებს იმ მნიშვნელოვან გარემოებას, რომ მღვდლებმა და ეპისკოპოსებმა "მეორედ ნათლობისთვის" კი არ გაუშვეს ქვიშით "მონათლული" ებრაელი, რამეთუ მეორედ ნათლობა ის მაშინ იქნებოდა, პირველი ჭეშმარიტი რომ ყოფილიყო, მაგრამ რაკიღა პირველი არაფრად ჩათვალეს, ებრაელი არა მეორედ, არამედ პირველად, ანუ თავიდან ინათლება; და მეორეც, მოსანათლავად გაგზავნილი ეს ებრაელი მდინარეში (იორდანეში) შთაფლვით ინათლება.
ისევე, როგორც წმ. მოციქულთა 50-
მაგრამ ხსენებულმა მართლმადიდებელმა მღვდლებმა და ეპისკოპოსებმა არათუ გაკიცხეს, არამედ სრულიად უარყვეს ქვიშით ნათლობა დასხმითურთ და თავიდან მონათლეს ეს ებრაელი მდინარეში, ისიც შთაფლვით. ნიშნავს თუ არა ეს შთაფლვა ქვიშით "დასხმის" გაკიცხვას, კრიტიკულ მიდგომას და სრულ უარყოფას? ე. ჭელიძე გვიმტკიცებს, რომ, რადგან ამ მართლმადიდებელ სასულიერო პირებს არაფერი სმენოდათ ქვიშით ნათლობის შესახებ, სწორედ ნივთიერება (მიწა, ქვიშა) გახდა ებრაელის დასხმითად "მონათვლის" მიუღებლობის მიზეზი და არა ამავე ქვიშის "დასხმა".
თავისი შეხედულების გასამართლებლად ე. ჭელიძე იმოწმებს სიტყვებს: "... ვითარცა ესმა ესე ებისკოპოსსა, განკვირვებულ იქმნა იგი სასწაულისა მისთვის დიდებულისა, წარავლინა და მოუწოდა მღდელთა თვისთა და აუწყა მათ საქმე იგი და ჰკითხა: "უკუეთუ შეერაცხების ძმასა მას ნათლისღებად ქვიშისა იგი გარდასხმაი, ანუ არა?" (იქვე. გვ. 453). ე. ჭელიძის აზრით, საეკლესიო დასი ეპისკოპოსის მეთაურობით ბჭობს იმაზე, არის თუ არა ჭეშმარიტი ქვიშის გამოყენება და არ ბჭობს იმაზე, არის თუ არა ჭეშმარიტი "დასხმა"? მაგრამ მოტანილი ტექსტი არ იძლევა იმის პირდაპირ პასუხს თუ რაზე აკეთებდნენ აქცენტს შეკრებილი მამები "ქვიშაზე" თუ "დასხმაზე".
ბჭობისას გაიმარჯვა იმ პარტიამ, რომელიც წინააღმდეგი იყო "ქვიშით დასხმით" მონათვლისა. იმის საჩვენებლად, რომ ეს პარტია სწორედ ნათლისღების მასალას (ქვიშას) უარყოფდა და არა ფორმას (დასხმას), თურმე ჩანს ქვიშით ნათლობის უარმყოფელთა შემდეგ არგუმენტაციაში: "გრიგოლი ღმრთისმეტყველმან აღრაცხა ყოველი ნათლისღებაი, და რამეთუ მოსე ნათელ-
"... მკაფიოდ, უაშკარესად არის მითითებული, -
საიდან ასეთი დასკვნა? "კვლავ დავუკვირდეთ, -
ე. ჭელიძე გვეკითხება: "რა უნდა იყოს ციტატაში დასმულ შეკითხვაზე უცხადესი? სრულიად აშკარად ითხოვენ პასუხს სამღვდელონი: აქ ჩამოთვლილი სახეობებიდან (ღრუბელი, ზღვა, სული, სისხლი, ცრემლი) (ე. ჭელიძე განსაკუთრებულად უსვამს ხაზს "ღრუბელსა" და "ცრემლს" -
რადგან ე. ჭელიძე განსაკუთრებულად უსვამს ხაზს "ღრუბელსა" და "ცრემლს" და მათ უეჭველად პკურებითი ნათლობის ნიმუშებად სახავს, გავარკვიოთ რა შემთხვევები შეიძლებოდა ეგულისხმათ ამ სიტყვებში ასკალონში შეკრებილ მოძღვრებს ქვიშით მონათლული ებრაელის საქმის გარჩევისას.
რუსულად გამოცემულ "ლიმონარში" ("Луг духовный") ვკითხულობთ: "გრიგოლ ღვთისმეტყველი ჩამოთვლის ნათლისღების ყველა სახეს, კერძოდ: მოსემ ნათელ-
რას ნიშნავს "ღრუბელში" ნათლობა? რა უნდა ეგულისხმათ ასკალონში შეკრებილ ეპისკოპოსსა და მის კლერიკოსებს? უეჭველად ის, რასაც გულისხმობდა წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი, რადგან ასკალონში შეკრებილმა მამებმა სიტყვა-
"მოსემ ნათელ-
ნათელს-
ნათლავს იესუც, მაგრამ სულით, რომელშიც არის სრულყოფილება.
ვიცი მეოთხე ნათლისღებაც -
მეხუთე ნათლისღებაც ვიცი -
ამის შემდეგ, წმ. გრიგოლი, რომელიც აღიარებს, რომ ადამიანის ბუნება არამდგრადი და ხწრნადია, ხაზს უსვამს სინანულის მნიშვნელობას და განმარტავს, რომ ცრემლით ნათლობა სწორედაც რომ სინანულია და არა "თავზე ცრემლის დაპკურება", როგორც ე. ჭელიძეს ჰგონია.
წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი (IV ს.), რომელიც შემდგომ გმობს ნავატიანელთა გულქვაობას, რადგან ისინი არ შეიწყნარებდნენ მონანულებს, ბრძანებს: "მზადყოფნით მივიღებ ამ უკანასკნელ ნათლობას (იგულისხმება "ცრემლით ნათლობა" -
ამრიგად, სრულიად გარკვეული უნდა იყოს, თუ რას გულისხმობდა წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი ნათლობაში "ღრუბლითა და ზღვით" და ასევე "ცრემლით" ნათლობაში. პირველში მოსეს მიერ ისრაელის მეწამულ ზღვაში ებრაელთა გასვლა იგულისხმება, რომელიც თავისთავად იყო ნათლისღების წინასახე, როგორც ქართლის კათალიკოსი ბესარიონ ორბელიშვილი (18-
"IV-
მეორე იყო ზღვისა და ღრუბლის მიერ, რადგან ღრუბელი სიმბოლოა სულისა, ზღვა კი წყლისა.
მესამე რჯულისმიერი იყო, რადგან ყველა უწმინდური წყლით განიბანებოდა, სამოსსაც ირეცხავდა და ასე შედიოდა ბანაკში.
მეოთხე იოანესი იყო, როგორც მომამზადებელი და როგორც ნათელღებულთა წამყვანი სინანულისაკენ, რომ ერწმუნათ მათ ქრისტე, რადგან თქვა მან: "მე ნათელგცემთ თქვენ წყლით, ხოლო იგი, ჩემს შემდეგ მომავალი, ნათელგცემთ თქვენ სულიწმინდით და ცეცხლით" (მათ. 3,11). ამრიგად, იოანე წყლის მიერ წინაგანწმენდს მათ სულისთვის.
მეხუთეა უფლისმიერი ნათლისღება, რითაც მან ნათელიღო, მაგრამ ნათელიღო არა იმიტომ, რომ თვით საჭიროებდა განწმენდას, არამედ ჩემეული განწმენდა იკუთვნა მან, რომ შეემუსრა წყალზე ვეშაპთა თავები (ფს. 73,13), გადაერეცხა ცოდვა და მთლიანად წყალში შთაეფლა ძველი ადამი, რომ წმინდაეყო ნათლისმცემელი, აღესრულებინა რჯული, გამოეცხადებინა სამების საიდუმლო და გამხდარიყო ჩვენთვის სახე და ნიმუში ნათლისღებისა, ხოლო ჩვენ ნათელვიღებთ უფლის სრული ნათლისღებით, რაც არის წყლისა და სულის მიერ. ამასთან, ითქმის, რომ ცეცხლით ნათელსცემს ქრისტე, რადგან ცეცხლოვანი ენების სახით გადმოღვარა მან წმინდა მოციქულებზე მადლი სულისა, როგორც ამბობს თვით უფალი: "იოანემ ნათელსცა წყლით, ხოლო თქვენ ნათელიღებთ სულიწმინდით და ცეცხლით ამ რამდენიმე დღის შემდეგ" (საქმ. 1,5). ანდა ეს ითქმის იმ დამსჯელობითი ნათლისღების გამო, რაც სამერმისო ცეცხლით მოხდება.
მეექვსე -
მეშვიდეა სისხლისმიერი და მოწამეობრივი, რითაც ჩვენ გამო ნათელიღო თვით ქრისტემაც და რაც ფრიად ღირსეულია და სანეტარო, რადგან არ შეირყვნება შემდგომ ბიწთა მიერ.
მერვე, უკანასკნელი, არის არა მაცხოვნებელი, არამედ ბოროტების აღმომფხვრელი (რადგან ბოროტება და ცოდვა ასპარეზზე აღარ იქნება), მაგრამ -
ამრიგად, ასკალონში შეკრებილი მღვდლებისა და მათი ეპისკოპოსის კრება მსჯელობს ნათლისღების იმ სახეებზე, რომლებიც წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველმა აღწერა და რომელშიც ეს ტერმინი განეკუთვნებოდა არა მარტო წყალში შთაფლვით ნათლისღებას, არამედ მის წინასახეებსაც (რომლებშიც ამა თუ იმ კუთხით არის მოცემული ნათლისღების არსი და მნიშვნელობა. კერძო მაგალითში ზღვა არის წყალში შთაფლვის სიმბოლო, ხოლო ღრუბელი სულიწმიდისა, რომლის მადლი ებოძება მოსანათლს ნათლისღების საიდუმლოში) და ყველა იმ განმწმენდელ მოქმედებას, რომელიც ათავისუფლებს ადამიანს ცოდვათა მონობისგან. ესენია სინანულის საიდუმლო და მოწამებრივი ნათლობა.
ასე რომ, ასკალონში შეკრებილ მამებს შეუძლებელია მოეაზრათ ცვარით (ღრუბლის წვეთებით) ან ცრემლით დაპკურება, რამეთუ მათ მიერ მოტანილ მაგალითებში სულ სხვა რამ იგულისმება, კერძოდ, შთაფლვითი ნათლისღება (მოსეს მაგალითი) და სინანულის საიდუმლო (ცრემლით ნათლისღება).
სოფისტიკაში გამოცდილმა პროფესორმა ეს კარგად იცის, ამიტომაც სხვა დასკვნას აქ ვერ გავაკეთებთ, თუ არა იმას, რომ ის შეგნებულად ცრუობს და მხოლოდ "ღრუბელსა" და "ცრემლზე" მინიშნებით ("ზღვა", როგორც ნათლისღების წინასახე მან შეგნებულად გამოტოვა) პკურებითი "ნათლობის" გამართლებას შეეცადა.
კორინთელმა ქრისტიანებმა, რომელთაც მოციქული მიმართავს: "მინდა იცოდეთ, ძმანო, რომ ჩვენი მამები ერთობლივად ღრუბელქვეშ იყვნენ და ყველამ გამოვლო ზღვა. ყველამ მოსეს მიერ იღო ნათელი ღრუბელსა და ზღვაში" (1 კორ. 10:1-
"ყველამ მოსეს მიერ იღო ნათელი ღრუბელსა და ზღვაში" (1 კორ. 10:1-
ამრიგად, "ზღვა", რომელსაც ე. ჭელიძე სულაც არ აქცევს ყურადღებას, გახლავთ სწორედ ნათლისღების ემბაზის სიმბოლო, მეტიც, ის შთაფლვის სიმბოლოა, რადგან ისრაელმა ზღვაზე ზემოდან ფეხით კი არ გაიარა, არამედ მის სიღრმეში განვლო ისე, რომ ირგვლივ წყლით იყო გარემოცული, ზემოდან კი "ღრუბელი", ანუ სულიწმიდა ფარავდა.
ე. ჭელიძე მოტანილ ტექსტში ხაზს უსვამს მხოლოდ "ღრუბელს" (გამოკვეთილი აქვს მთავრული და დამუქებული ასოებით), ხოლო სიტყვას "ზღვა" ტოვებს ჩვეულებრივი შრიფტით (თუ გავითვალისწინებთ, რომ ტექსტში ამა თუ იმ სიტყვის დამუქება მიზნად ისახავს მკითხველის ყურადღების მიპყრობას, ნათლისღების წინასახედ გამოყენებული ამ ორი სიტყვიდან ("ზღვა" და "ღრუბელი"), სიტყვა "ღრუბლის" დამუქება და "ზღვის" უბრალოდ დატოვება ამ მეორის უგულებელყოფის ტოლფასია. არადა, როდესაც კრების მამები, რომლებმაც უკუაგდეს ქვიშით დასხმით ნათლობა, მათთვის ცნობილი ნათლისღების სახეობების ჩამოთვლისას ახსენებენ არა უბრალოდ "ღრუბელს", არამედ მოსეს, რომელმაც ებრაელი ერი მეწამულ ზღვაში გაიყვანა და ბრძანებენ: "მოსე ნათელს სცა... პირველად -
აქ შეგვიძლია დავსვათ ასეთი შეკითხვაც: რატომ გააგზავნეს იორდანეზე ეს ებრაელი და რატომ იქვე არ დაასხეს წყალი მამის, ძის და სულიწმიდის სახელით? განა ასე უფრო ცხადად არ გამოიკვეთებოდა დასხმითი "ნათლობის" კანონიკურობა? რატომ მიანიჭეს მამებმა უპირატესობა მდინარეში შთაფლვას? -
რატომ ახლა არ ამბობს ე. ჭელიძე, რომ შეკრებილ მღვდლებს საერთოდ არ უხსენებიათ არც "შთაფლვა" და არც "დასხმა", როგორც ამას მოციქულთა 50-
ყოველივე ზემოთ თქმულს ჩვენ დავამატებთ იმას, რომ ასკალონში, უდაბნოში მონათლული ებრაელი ყმაწვილის გამო შეკრებილი მღვდლები ყურადღებას არ ამახვილებენ არც ქვიშაზე და არც დასხმაზე, იოანე მოსხის ტექსტიდან პირდაპირ არ ჩანს, რომ მამებს უარეყოთ ეს ნათლობა მხოლოდ ქვიშის გამო ან საერთოდ ქვიშის გამო. შესაძლოა, მათ ქვიშით მონათლული ებრაელის ნათლობა უარყვეს ორივე მიზეზით: მასალის გამოც და ფორმის გამოც. თუმცა ამისი პირდაპირი არგუმენტი ამ ტექსტში არა გვაქვს. აქ მხოლოდ ირიბი არგუმენტაციით თუ შეიძლება მსჯელობა.
სავარაუდოდ, მამები დააბრკოლა ორივე მომენტმა: ნათლობის მასალამაც და ფორმამაც. მასალამ იმიტომ, რომ უდიდესია წყლის როლი ნათლისღების საიდუმლოში.
წმ. კირილე იერუსალიმელი ბრძანებს: "თუკი ვინმეს სურს იცოდეს თუ რატომ წყლის მიერ და არა სხვა ნივთიერების მიერ მოეცემა მადლი, წმინდა წერილი აიღოს და გაიგებს. დიდი რამ არის წყალი და სამყაროს ოთხ ხილულ სტიქიონთა შორის უმშვენიერესი. ანგელოზთა საცხოვრისია ზეცა, მაგრამ წყლისგან არიან ცანი. ადამიანთა ადგილია მიწა, მაგრამ წყლისგან არის მიწა. ექვს დღეში შექმნილი ყოველი ქმნილების უწინარეს, "ღვთის სული მიმოდიოდა წყლის ზემოთ" (დაბ. 1.2). სამყაროს საწყისი არის წყალი და სახარებათა საწყისი არის იორდანე. გათავისუფლება ისრაელისა ფარაონისგან -
http://library.church.ge/index.php?option=com_content&view=article&id=456%3A2011_%2011_%2009_%2007_%2 051_%2024&catid=36%3A2009_%2012_%2029_%2011_%2031_%2045&Itemid=57&lang=en
ხოლო ფორმამ იმიტომ, რომ უდიდესია წყალში შთაფლვის საიდუმლოც, რის შესამეცნებლად მოვუხმოთ იმავე წმიდა მამას და კარგად მოვუსმინოთ, რას ასწავლის ნათლისღებისა და კონკრეტულად შთაფლვითი ფორმის შესახებ წმ. კირილე: "შესვლის უმალ განიძარცვეთ კვართი და ეს იყო სახე ძველი კაცის განძარცვისა საქმეებითურთ მისით (კოლ. 3,9). განძარცვულნი შიშველნი იყავით და ამითაც მიჰბაძეთ ჯვარზე გაშიშვლებულ ქრისტეს, ყველას თვალწინ შიშველნი იყავით და არ გრცხვენოდათ. ჭეშმარიტად ემსგავსეთ პირველქმნულ ადამს, რომელიც სამოთხეში შიშველი იყო და არ რცხვენოდა" (შესაქ. 2,25).
... შემდეგ გაშიშვლებულებმა, იცხეთ შეფუცების ზეთით თმის ძირებიდან ფეხის ფრჩხილებამდე და ეზიარეთ კეთილ ზეთისხილს -
... ამის შემდგომ მიყვანილი ხარ შენ საღვთო ნათლისღების წმინდა საბანელთან, როგორც ქრისტე ჯვრიდან –აქ მდებარე საფლავთან...
სამგზის დაიფლენით წყალში და კვლავ ამოხვედით, სიმბოლურად მიანიშენთ რა აქაც ქრისტეს სამდღიანი დაფლვა. როგორც მაცხოვარმა ჩვენმა სამი დღე და სამი ღამე დაჰყო მიწის წიაღში (მათ. 12,40), ასევე თქვენც პირველი ამოსვლით გამოსახეთ ქრისტეს პირველი დღე მიწაში, და ჩასვლით – ღამე. რადგან, როგორც ღამეში მყოფი ვერაფერს ხედავს, ხოლო ვინც სამზეოზეა, სინათლეში მიმოდის, ასევე, დაფლვისას, როგორც ღამით, ვერაფერს ხედავდით, კვლავ ზეამოსვლისას კი იყავით, როგორც დღის სინათლეზე მყოფნი. ერთსა და იმავე ჟამს მოკვდით და იშვით. ეს მაცხოვნებელი წყალი იქმნა თქვენთვის საფლავიც და დედაც. რაც სოლომონმა თქვა სხვებზე, თქვენც შეგფერით, რადგან იქ ამბობს: "ჟამი შობისა და ჟამი სიკვდილისა" (ეკლ. 3,2). თქვენზე კი პირიქით ითქმის: "ჟამი სიკვდილისა და ჟამი შობისა". ერთდროულად ორივე აღესრულა: თანამორბედი იქმნა სიკვდილისა თქვენი შობა" (წმიდა კირილე იერუსალიმელი -
წმიდა კირილეს ამ განმარტებიდან კარგად ჩანს, რომ შთაფლვა ნათლისღების საიდუმლოში ორ მომენტზე მიანიშნებს -
საფლავია ის ძველი კაცის დამარხვის თვალსაზრისით, ხოლო დედაა -
"წმ. ოქროპირი ამბობს: "როდესაც წყლის ემბაზში შთაიფლება, ის (ცოდვილი) საღმრთო წყაროდან მზის სხივზე უწმიდესი ამოდის; ამიტომაც იწოდება ის მეორედ შობის საბანელად, რადგან მასში თითქოსდა მეორედ ვიშვებით" (Ad Illuminandos Cathoches. 1. Opp. Tom. II. ed. Monfauc. 1718 an.); და კიდევ სხვა ადგილას: "წყლისგან ვიშვებით ისე, როგორც დედის მუცლიდან" (In II epist. Corinth. Homil. 11). სულიერი შობის ამგვარი შედარება, უეჭელად შთაფლვაზე მიანიშნებს. ზუსტად ისევე, როდესაც წმ. დიონისე არეოპაგელი დედას უწოდებს ნათლისღების ემბაზს (De Hierarch. Eccles. cap. 2) და წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი ერთმანეთს უდარებს სამ შობას -
ამრიგად, სრულიად ცხადი ხდება, რომ წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველის ზემოთ ხსენებული 39-
"ღრუბელი" და "ცრემლი" მათ ახსენეს არა იმიტომ, რომ ცვარი ან კურცხალი რომ დაპკურებოდა მომაკვდავს თავზე, მას მონათლულად ჩათვლიდნენ, არამედ იმიტომ, რომ "ღრუბელი" მეწამულ ზღვაში ისრაელის გასვლასთან და მით ნათლისღების წინასახესთან იყო დაკავშირებული, ხოლო "ცრემლი" სინანულთან და სინანულით "ნათლისღებასთან". უკიდურეს შემთხვევაში ასკალონის კრებამ ნათლისღებათა ეს ფორმები, სადაც დასხმა სიტყვითაც არ არის ნახსენები, შედარებისთვის გამოიყენა, რომელსაც დასხმითად და ისიც ქვიშით მონათლული ებრაელის ნათლობა არ შეესატყვისებოდა.
სხვათა შორის, ქვიშა, როგორც მომაკვდავის მოსანათლი მასალა, იმდენად დამაბრკოლებელი არ უნდა ყოფილიყო მათთვის, რამდენადაც დასხმა, რადგან ვისთვისაც ცნობილი იყო წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველის ზემოთ ხსენებული სიტყვა, სავარაუდოდ წმ. გრიგოლ ნოსელის (IV ს.) ის ჰომილიაც უნდა ცოდნოდა, სადაც წმიდა მამა ბრძანებს: "ყოველ მკვდარს თავისი ბუნების შესაფერის ადგილად აქვს მიწა, რომლისაკენაც მიიზიდვის და რომელშიც დაიფარება, ხოლო დიდი ნათესაობა აქვთ ერთმანეთთან მიწასა და წყალს, რადგანაც ისინი არიან სტიქიათაგან მხოლონი მძიმენი და ქვემოთ მსწრაფნი, ერთმანეთში იმყოფებიან და ერთიმეორით შეპყრობილ იქმნება (ე. ი ხმელეთს უპყრია წყალი და წყალს ხმელეთი). ამიტომაც, რადგან ჩვენი ცხოვრების წინამძღვრის სიკვდილს თან ახლავს მიწის ქვეშ დამარხვა, ბუნების საერთო კანონისამებრ, ამიტომაც სიკვდილის მსგავსება, ჩვენ მიერ აღსრულებული, გამოისახება ყველაზე მახლობელილ სტიქიით. და როგორც მან, ზეგარდმო კაცმა, თავის თავში შეიწყნარა მოკვდავება მიწისქვეშ სამ-
ამრიგად, ან ქვიშით მონათლული ებრაელის თავიდან მომნათვლელ ასკალონელ მამებს არ ჰქონდათ ე. ჭელიძისნაირი "თეოლოგიური" განათლება და არ იცოდნენ, რომ "სხურებაც გარკვეულწილად შეიძლება იწოდოს შთაფლვად" და არც ის, რომ "დიდი ნათესაობა აქვთ ერთმანეთთან მიწასა და წყალს, ... ამიტომაც, რადგან ჩვენი ცხოვრების წინამძღვრის (ქრისტეს -
სხვათა შორის, აქ აღსანიშნავია ერთი საინტერესო გარემოება. თვით ებრაელის მომნათვლელი ქრისტეანები ასრულებენ შთაფლვითი და არა დასხმითი ნათლობის იმიტაციას. ეს ჩანს იქიდან, რომ მათ:
1) გააშიშვლეს მომაკვდავი (გაშიშვლება საჭიროა სწორედ ძველი კაცის განსაძარცვავად და ქრისტესთან ერთად თანადასაფლველად (წყალში)) და
2) ორივე ხელის პეშვით თავზე გადაატარეს ქვიშა, თითქოსდა მოსანათლავი წყლის ქვეშ ყოფილიყო...
3) რის ვაი ვაგლახით ფეხზე წამოუყენებიათ მომაკვდავი ადამიანი ("... და შემდგომად მრავლისა შრომისა შემძლებელ ვიქმნენით განძარცუად და აღდგინებად მისა". ე. ჭ. იქვე. გვ. 453) (რუსულ თარგმანშია: "С большим трудом поставив его на ноги" (Луг духовный, творение блаженнаго Иоанна Мосха. Типогр. Св. Тр. Сергиевой Лавры. 1915, стр. 206-
მაშ, ამდენი რომ არ ეშრომათ და დიდი წვალებით ფეზე არ წამოეყენებინათ ისედაც მომაკვდავი კაცი, განა არ შეეძლოთ ამ ქრისტეანებს, იქვე, მიწაზე მწოლიარესთვის მიეყარათ ქვიშა სამების სახელზე და ასე მოენათლათ? ნუთუ არასოდეს არაფერი სმენოდათ "კლინიკოსთა" შესახებ, რომელთაც საწოლში მწოლიარეთ ნათლავდნენ? ან იმათ შესახებ, რომლებიც დასხმითად მონათლულან? მაგრამ არა! -
ამრიგად, უნაყოფო გამოდგა ე. ჭელიძის მცდელობა, თავის ცრუმეცნიერულ ნაშრომებში "ეკლესია -
ე. ჭელიძის მიმდევრებს ხიბლავს მისი ერუდიცია, მსჯელობის "ლოგიკა", მაგრამ არ უწყიან, რომ მათი კერპი მხოლოდ უნამუსო მატყუარაა, რომელსაც სოფისტიკურ ლაბირინთებში შეჰყავს ისინი და ისე აბნევს, რომ თავი სულიერ იალაღებზე ჰგონიათ.
ე. ჭელიძის პოლემიკური მეთოდოლოგია და აქედან გამომდინარე დასკვნები ზუსტად შეესატყვისება სოფიზმის განმარტებას, კერძოდ, ეს არის "ფორმალურად სწორი, მაგრამ არსებითად მცდარი დასკვნა, რომელიც ემყარება ცნებათა ორაზროვნებას, ამოსავალ დებულებათა განზრახ უმართებულოდ შერჩევას" (უცხო სიტყვათა ლექსიკონი. http://www.nplg.gov.ge/gwdict/index.php?a=term&d=3&t=37810)
შეცდომა ყველგან და ყველაფერში ცუდია, მაგრამ განსაკუთრებით მძიმე შედეგების მომტანია იქ, სადაც ლაპარაკია სულის ცხონებაზე, მარადისობის მოპოვებაზე, რომლის შესაძლებლობა ადამიანს თავის სიცოცხლეში ერთხელ ეძლევა; რომლისთვისაც განკაცდა ქრისტე და ჯვარს ეცვა. ასეთი, არა თუ შეცდომა, არამედ შეგნებული მოტყუება, რომელსაც ათასობით ადამიანის წარწყმედა შეუძლია, მკვლელობის, სულიერი გენოციდის ტოლფასი ქმედებაა.
"ვაი თქვენდა, მწიგნობარნო, და ფარისეველნო, თვალთმაქცნო, ცათა სასუფეველს რომ უხშობთ ხალხს, ვინაიდან არც თვითონ შედიხართ და არც შემსვლელთ ანებებთ შესვლას" (მათე 23:13-
"ყოველი ბოროტმოქმედი, -
ექვთიმე ზიგაბენი ბრძანებს: "ძლიერია ეს მხილება; თუ გმობას იმსახურებს ის, ვისაც არავითარი სარგებლობა მოაქვს, რამდენად მიუტევებელია ადამიანის დაზიანება და წარწყმედა. ლუკას სახარებაში კი ნათქვამია: "ვაი თქვენდა, რჯულის მოძღვარნო, რადგანაც დამალეთ ცოდნის კლიტენი: არც თქვენ შეხვედით და არც სხვებს დაანებეთ შესვლა" (ლუკა 11:52). სიტყვებში: "დამალეთ ცოდნის კლიტენი" -
ეს იგივეა, რასაც ამხელს წინასწარმეტყველი ოსია: "დამალეს მღდელთა გზაჲ, მოაკუდინეს სიკიმაჲ, რამეთუ უსჯულოება ქმნეს" (ოსია 6:9) და კვლავაც: "მიემსგავსა ერი ჩემი მათ, რომლისა თანა არა იყო მეცნიერება, რამეთუ შენ განიშორე მეცნიერება, და მეცა განგიშორო შენ და არღარა მღდელობდე ჩემდამო, ვინათგან დაივიწყე სჯული ღმრთისა შენისა, მეცა დავივიწყო ძენი შენნი" (ოსია 4:6). ეს შეიძლება ნიშნავდეს კიდევ იმას, რომ ყოველი მოძღვარი, რომელიც ცუდი საქმეებით აცთუნებს თავის მოწაფეებს, დახშავს მათ წინაშე კარებს სასუფევლისა (იხ. ნეტ. იერონიმე სტრიდონელი. იქვე).
არ არსებობს ადამიანი, რომელიც თვითონ შედიოდეს ცათა სასუფეველში, სხვას კი ხელს უშლიდეს შესვლაში. ისინი, ვინც კარგად ცხოვრობენ და კარგად ქადაგებენ ჭეშმარიტების სიტყვას, კაცთა წინაშე ცათა სასუფევლის კარებს აღებენ, თვითონაც შედიან და სხვათაც პატიჟებენ შესვლად; ხოლო ბოროტნი, რომლებიც არიან არა მწყემსნი, არამედ "დაქირავებულნი მსახურნი", პირიქით, კეტავენ ზეციური სასუფევლის კარებს. და ასე ითქმის არა მარტო იმ კაცთათვის, რომლებიც ხელს უშლიან საღმრთო ჭეშმარიტების შემეცნებას, არამედ მათზეც, ვინც აბუნდოვანებს, აყალბებს და ახშობს ღმრთის სიტყვას მის მიერ დაფუძნებულ საიდუმლოთა შესახებ.
ასეთ ადამიანებს განეკუთვნება პროფ. ე. ჭელიძეც, რომელიც ცათა სასუფეველში "არც თვითონ შედის და არც შემსვლელთ ანებებს შესვლას" (შეად. მათე 23:13-
თანამედროვე და ძველ ღვთისმეტყველთა საპირისპიროდ, რომელთა მიერ დასხმითი ნათლობა თუ შეწყნარებულია, მხოლოდ განსაკუთრებულ, რთულ ვითარებებში (მაგ. დევნულებზე, პატიმრებზე, სნეულებზე), როდესაც ახლომახლო წყალი არ არის, რათა მოსანათლავი შთაიფლას და ეკლესიისთვის დაკანონებული ფორმით მიიღოს ნათლისღება, ე. ჭელიძე, პირიქით, თავის ორივე თხზულებაში ამკვიდრებს აზრს, თითქოსდა წყალპკურებითი "ნათლობა" ისეთივე ნორმატული და კანონიკურია ეკლესიისთვის, როგორც შთაფლვითი და მისი განმეორება დაუშვებელია.
წყალპკურებით "მონათლულთა" გადანათვლას ის დაუშვებლად და "ქრისტეს მეორედ ჯვარცმად" მიიჩნევს. ამიტომაც აღნიშნავს: "მეორედ მონათვლა (შთაფლვით) პიროვნულად ადვილი საქმეა, მაგრამ რამდენადაც გარეგნულად ადვილი ჩანს ეს მეორე ნათლობა, იმდენად დიდ საფრთხეს შეიცავს თავის თავში. პირადად ჩვენთვის უცნობია, თუ რა გზით უნდა გამოისყიდოს ამა თუ იმ პირმა მეორედ ნათლობის შედეგად მიღებული ცოდვა, თუკი დარწმუნდება, რომ მისი პირველი ნათლობა ერეტიკული არ იყო" (ე. ჭ. "ეკლესია -
პკურებულთა შთაფლვით მონათვლა რომ არავითარი "მეორედ ნათლობა" და "ქრისტეს მეორედ ჯვარცმა" არ არის, ვფიქრობთ ამ ნაშრომში ცხადად გამოჩნდა. ახლა ამ საკითხზე არ შევჩერდებით. ზემოთ ამაზე საკმაო მაგალითები დავიმოწმეთ და ქვემოთაც კიდევ ბევრი გვექნება სათქმელი, უბრალოდ, მოკლედ ვიტყვით -
დასხმა რომ კანონიკური წესი ყოფილიყო, მაშინ მიწის დაყრაც უნდა შეეწყნარებინათ და თუ რატომ, ზემოთ უკვე განვმარტეთ და აქ აღარ შევჩერდებით. ამ შემთხვევაში ჩვენ სხვა რამ გვაინტერესებს -
დიახ, ქრისტეს მეორედ ჯვარცმა, რასაც უწოდებენ ჭეშმარიტი ნათლობით მონათლულთა ხელმეორე გადანათვლას ეკლესიის მამები, ნამდვილად უმძიმესი ცოდვაა, მაგრამ ამაზე უმძიმესია ის, რასაც ე. ჭელიძე აცხადებს. კერძოდ, ის "ნათლობა", რომელსაც "ცრემლი" უწოდეს წმიდა მამებმა და რაც სინანულის საიდუმლოზე მიანიშნებს და რაც ბ-
ღმერთმა დაგვიფაროს იმგვარი მკრეხელური დასკვნებისგან, რაც ე. ჭელიძის ამ როყიოდ წამოსროლილი და მისი ბნელი იდეოლოგიისთვის სასარგებლო შეხედულებიდან მოდის, რაც გარკვეულწილ იმეორებს ძველი მწვალებლების, კათარებისა და ნავატიანელების უკეთურ შეხედულებას.
იქნებ, არ სმენია პატროლოგს, როგორ ნათლავდნენ თავიდან ეკლესიაში მონათლულ ქრისტეანებს ნავატიანელები და როგორ იღებდა მათ ეკლესია უკან დაბრუნების შემთხვევაში? განა თვითონ არ გვიჩიჩინებს თავისი წიგნიდან ("სული -
ჩვენი თანამედროვე ნავატიანელის, ე. ჭელიძის ამ ფანტასტიკურ ცილისწამებას უფლისა და ეკლესიისადმი (რადგან უფალმა ეკლესიას მიანიჭა "შეკვრისა და გახსნის" უფლება), მის ამგვარ ბოროტმეტყველებას შეგვიძლია მივუგოთ წმ. გრიგოლ ნაზიანზელის სიტყვებით: "... რას ამბობ? რა სჯულს გვიწესებ ახალო ფარისეველო, ... რომელიც შთაგვაგონებ ნავატის განწესებათ? არ იღებ სინანულს? ადგილს არ უთმობ ცრემლებს? არ გლოვობ ცოდვებს? -
ე. ჭელიძეს, "სასუფეველში თავად არშემსვლელს და სხვათა დაბრკოლებელს", რომელსაც დაუმალავს ჭეშმარიტებასთან და გამოუთქმელ სიბრძნესთან მიმყვანებელი "კლიტენი მეცნიერებისანი", "აუღია ეს "კლიტე" და წაურთმევია ხალხისთვის" (ზიგაბენი). მას თავისი მსმენელის (თუ მკითხველის) ამგვარი დამუნათება მის გასაოგნებლად, შესაშინებლად, მასზე ფსიქოლოგიური ზეგავლენის მოსახდენად სჭირდება, რათა ამგვარი შემაძრწუნებელი "ჭეშმარიტების" მოსმენის შემდეგ არც ერთმა წყალპკურებულმა აზრადაც კი არ გაივლოს, სრული, სამგზისი შთაფლვით და წმიდა სამების: მამის, ძის და სულიწმიდის სახელის მოწოდებით მიიღოს ჭეშმარიტი ნათლისღება, რომელიც წყალში სამგზისი შთაფლვით აღსრულდება.
ვშიშობ ე. ჭელიძის სიცრუეზე მავალთ არ ეწიოს ღმრთის რისხვა, როგორც ეს არის ნათქვამი ოსიას წინასწარმეტყველებაში "მიემსგავსა ერი ჩემი მათ, რომლისა თანა არა იყო მეცნიერება, რამეთუ შენ განიშორე მეცნიერება, და მეცა განგიშორო შენ და არღარა მღდელობდე ჩემდამო, ვინათგან დაივიწყე სჯული ღმრთისა შენისა, მეცა დავივიწყო ძენი შენნი" (ოსია 4:6), რადგან ბიბლიური ჭეშმარიტება მარადიული ჭეშმარიტებაა; ან კიდევ როგორც წმ. ეფრემ ასურელი ბრძანებდა: "წყეულიმც იყოს წმ. წერილის ის მკითხველი, რომელიც მას ეწინააღმდეგება" (Ч I. Моск. 1858 г. стр. 28. Сергиев Посад 1907 г. стр.23).
"ყოველი ბოროტმოქმედი, -
"ვაY შენდა, მწიგნობარო და ფარისეველო ორგულო, რამეთუ დაჰPშავ სასუფეველსა ცათასა წინაშე კაცთა; შენ შე-
შეიცავს თუ არა "სულიერ საფრთხეს" განშიშვლებით ნათლობა?
მაგრამ ეს კიდევ არაფერი -
მართალია, ე. ჭელიძისგან არაფერი არ უნდა გაგიკვირდეს, მაგრამ მაინც დიდ გაოცებას იწვევს მისგან ზედმეტად გაბუქებული "უხერხული მდგომარეობა!" რაც მთავარია ე. ჭელიძე აქ მიდის თვით შთაფლვითი ნათლობის კრიტიკამდე, რადგან ამბობს, რომ შთაფლვითი ნათლობის მასობრივად გავრცელების შემთხვევაში, ნათლობის ამგვარი ფორმით მოსანათლთ ექმნებათო "სულიერი საფრთხე"; და საიდან იქმნება ეს "სულიერი საფრთხე" თუ არა იქიდან, რომ შთაფლვითი ნათლობა ითხოვს მოსანათლავი მორწმუნის სრულ გაშიშვლებას?!
ე. ჭელიძეს აქ რომ გამოეყენებინა გამოთქმა "უხერხული მდგომარეობა", კიდევ შეგვეძლო გაგვეგო მისთვის (თუმცა არც ეს არის დასხმითი "ნათლობის" რაიმე გამამართლებელი არგუმენტი), მაგრამ სიტყვები "სულიერი საფრთხე" სრულიად სხვა შინაარსს შეიცავს. ეს არის ისეთი ვითარება, როდესაც ადამიანის სულს, მის სულიერ მდგომარეობას საშიშროება ემუქრება. მოსანათლავი სხვა ადამიანის ან მღვდლის მხრიდანაც რომ გრძნობდეს "უხერხულ მდგომარეობას" ეკლესია ვალდებულია განუმარტოს მას გაშიშვლების აუცილებლობა და შინაარსი და არა პირიქით, თვითონ შეუწყოს ხელი ამ ცრუ "უხერხულობას".
ვფიქრობ, მკითხველი დაგვეთანხმება იმაში, თუ რაოდენ მიუღებელია ე. ჭელიძის სწავლება განშიშვლებულად ნათლობის, როგორც "სულიერი საფრთხის"
შემცველის შესახებ. აქ გვებადება შეკითხვა თვით ე. ჭელიძისადმი -
აქედან გამომდინარე, შეგვიძლია განვსაჯოთ, რამდენად აუცილებელია მოსანათლი ქალის (ან კაცის) სულიერად შველა და გადარჩენა ნათლობის წყალში სამგზისი შთაფლვითა და აღმოშობით, რომელიც არ შეიცავს ისეთ უხერხულობას ("სულიერ საფრთხეზე" ხომ ლაპარაკიც ზედმეტია), როგორსაც ბავშვის მშობიარობა და თანაც, ადამიანის სიცოცხლეში (შვილთა შობისგან განსხვავებით) ნათლობა მხოლოდ და მხოლოდ ერთხელ აღესრულება.
გარდა ამისა, თვით ტერმინი "სულიერი საფრთხე" ყოვლად მიუღებელია ნათლისღების შთაფლვით ფორმასთან მიმართებაში, რადგან ის დაწესებულია მაცხოვრის მიერ, თვით იოანე ნათლისმცემელიც კი განშიშვლებულად ნათლავდა იორდანეში (კათალიკოსი ბ. ორბელიშვილი. "გრდემლი". თ. 20), და ჩვენი მაცხოვარიც განშიშვლებით მოინათლა, რითაც ჩვენც მოგვცა ნათლისღების მაგალითი. ნუთუ წმ. იოანე და თვით იესუ ქრისტე "სულიერი საფრთხის" დამამკვიდრებლები არიან?
შემდეგ, ამგვარი, განშიშვლებით ნათლობა საუკუნეების სიღრმიდან მოდის და დღემდე არავის, ე. ჭელიძის გაჩენამდე, თავში აზრადაც კი არ მოსვლია, უარეყო იგი "სულიერი საფრთხის" მომიზეზებით.
ძველად როგორც მამაკაცები, ასევე დედაკაცები განშიშვლებულნი ინათლებოდნენ, რაც კარგად ჩანს წმ. იოანე ოქროპირის ეპისტოლედან რომის პაპ ინოკენტისადმი (§ 3) (Т. IV, стр 596)) და ნეტ. ავგუსტინეს თხზულებაში "საღმრთო ქალაქის შესახებ" (წიგნი 22. თ. 6-
წმ. იოანე ოქროპირი, ადარებს რა მოსანათლავის გაშიშვლებას პირველქმნული ადამის სიშიშვლეს სამოთხეში, სხვათა შორის ამბობს: "აქაც სიშიშვლეა და იქაც; მაგრამ იქ (ცოდვილი) გაშიშვლდა, რადგან შესცოდა; ხოლო აქ შიშვლდება იმისთვის, რათა თავისუფალ იქმნეს (ცოდვისგან)" (Златоуст. "Homil. in Colos." ѴI, n. IV; Curs. Compl. palrol. Ser. Graec. Тоm. LXI1, соl. 342; в рус, пер. Спб. 1854 стр. 100).
"შესვლის უმალ განიძარცვეთ კვართი, -
"შემდეგ გაშიშვლებულებმა იცხეთ შეფუცების ზეთით თმის ძირებიდან ფეხის ფრჩხილებამდე და ეზიარეთ კეთილ ზეთისხილს -
http://library.church.ge/index.php?option=com_content&view=article&id=383%3A2011-
ამრიგად, ე. ჭელიძის ლოგიკით, არა მარტო წმ. კირილე, იოანე ოქრორპირი და სხვა მამები (ვფიქრობთ, მათი ციტირება აქ საჭირო არ არის, რადგან ისედაც უხვად გვყავს დამოწმებული ამ წიგნში) "სულიერ საფრთხეში" აყენებდნენ მოსანათლავთ, როდესაც არა მარტო განშიშვლებით ნათლავდნენ, არამედ ასწავლიდნენ კიდევაც ამგვარი ნათლობის საჭიროებას და არა თუ ერთხელაც არ დასცდენიათ სიტყვა რაიმე "სულიერი საფრთხის" შესახებ, რომელსაც შესაძლოა შეიცავდეს განშიშვლება ნათლისღების წინ, არამედ მეტიც, გვასწავლიდნენ და გვამცნებდნენ მის დაცვას, როგორც უდიდესი შინაარსისა და მნიშვნელობის მქონეს. ამის დასტურია წმ. კირილე იერუსალიმელის სიტყვები იმავე "მეორე მისტაგოგიური ქადაგებიდან ნათელღებულთადმი": "შეისწავლეთ რა ეს ყოველივე ჯეროვანი სისრულით, იპყარით ხსოვნაში, გევედრებით, რომ მეც, უღირსმა, ვთქვა თქვენზე: "მიყვარხართ, რადგან ყოველჟამს გახსოვართ მე და გადმოცემანი, რომელნიც გადმოგეცით, გიპყრიათ" (შდრ. I კორ. 11,2). ძალუძს კი ღმერთს, რომელმაც წარმოგადგინათ თქვენ "როგორც ცოცხალნი მკვდართაგან" (რომ. 6,13), მოგცეთ თქვენ "ცხოვრების სიახლეში სვლა" (რომ. 6,4), რამეთუ მისია დიდება და სიმტკიცე, აწ და უკუნისამდე, ამინ.
ხოლო, როგორც I მსოფლიო კრების მამები ბრძანებენ: "ბოროტმზრახველი კომენტატორი ჭეშმარიტად ერთგვარი ხატება და მსგავსებაა ეშმაკისა" (гл. 4, стр.32, изд. 1887г. Послание Св. Равноап. царя Константина).
დანარჩენი მკითხველმა განსაჯოს.
>>>
21