არქიეპისკოპოსი პავლე (ხორავა)
გზა - მართლად სავალი
ნაწილი I
შთაფლვა თუ დასხმა?!
შთაფლვითი ნათლობის კანონიკურობისა და დასხმითი ნათლობის უკანონობის შესახებ
გზა -
ნაწილი I
შთაფლვა თუ დასხმა?!
შთაფლვითი ნათლობის კანონიკურობისა და დასხმითი ნათლობის უკანონობის შესახებ
მკითხველო, წინამდებარე წიგნი, რომლის ინტერნეტ-ვერსიასაც ჩვენს ოფიციალურ საიტზე გთავაზობთ, მართლმადიდებლური სარწმუნოების საძირკვლის გამაგრების, შენთვის ჭეშმარიტი ქრისტეანული გზის ჩვენებას ისახავს მიზნად. აქ თავმოყრილია დიდძალი კვლევითი მასალა, რომელიც ეხება დოგმატიკის, ლიტურგიკის, ეკლესიის ისტორიის და ესქატოლოგიის სფეროებს. წიგნი მდიდარია ფაქტობრივი და დოკუმენტური მასალით და მოიცავს პერიოდს I საუკუნიდან ვიდრე XXI საუკუნემდე. ავტორი გვაძლევს ნათლისღების საიდუმლოს, სხვადასხვა ლიტურგიკული წეს-ჩვეულების, 17-ე საუკუნის საეკლესიო რეფორმისა და მისი შედეგების შემჭიდროებულ, მაგრამ ამავე დროს ღრმა ანალიზს.
წიგნში მხილებულია ძველმართლმადიდებლური ეკლესიის წინააღმდეგ მიმართული ცილისწამებებისა და ბრალდებების უსაფუძვლობა; ავტორის მიზანია, ჭეშმარიტების ერთგულ ყოველ ქრისტეანს მიუთითოს გზა მართლად სავალი. იმის გასარკვევად, რომ ეს გზა სწორედ ძველმართლმადიდებლურ ქრისტეანობასთან მიდის, არა მარტო აქ მოტანილი საეკლესიო წესებისა და სხვადასხვა მოვლენის განმარტება დაგეხმარება, არამედ კრებულში თავმოყრილი სადისკუსიო მასალებიც დიდად წაგადგებგა და ორ მოპაექრე მხარეს შორის მტყუან-მართლის გარჩევაც არ გაგიჭირდება.
წიგნის პირველი ნაწილი ეძღვნება ნათლისღების საიდუმლოს, მისი შესრულების კანონიკურ და არაკანონიკურ ფორმებს; მეორე ნაწილი - 17-ე საუკუნის რუსეთის საეკლესიო რეფორმას და მის შედეგებს როგორც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისთვის, ასევე მსოფლიო მართლმადიდებლობისთვის; მესამე ნაწილი კი მთლიანად ეძღვნება ეკლესიის უძლეველობას.
ჭეშმარიტი ქრისტიანული სიყვარულით უძღვნის ამ წიგნს ძველმართლმადიდებლური ეკლესიის არქიეპისკოპოსი პავლე (ხორავა) წმიდა სარწმუნოების გზაზე შემდგარ ყოველ მართლმადიდებელს.
წიგნი გამოიცა ძველმართლმადიდებელ ქრისტეანთა შემოწირულობით.
თავი XIV
____________________________________________________________________________________________________________________
IV-X საუკუნის წმიდა მამები და საეკლესიო მოღვაწენი ნათლისღების შესახებ
ამჯერად გადავინაცვლოთ IV-V საუკუნეებში და ვნახოთ, რა ვითარებაა ამ პერიოდში ნათლისღების საიდუმლოს აღსრულების ფორმის თვალსაზრისით. პროფ. ა. ალმაზოვი წერს, რომ "საიდუმლოთა აღსრულებასთან დაკავშირებით IV-V საუკუნეები ყველაზე მდიდარია თავისი ისტორიული მოწმობებით. ამ პერიოდის ყველა წყარო განსაკუთრებული სიცხადითა და განსაზღვრულობით გამოირჩევა. ამიტომ, ჩვენც მხოლოდ მეტ-ნაკლებად თვალსაჩინო წყაროებს შევეხებით. "ნათლისღების დიდი საიდუმლო, ბრძანებს წმ. ბასილი დიდი (IV ს.), აღესრულება წყალში სამგზის შთაფლვით და ამდენივე მოწოდებით" (De Spirit sanct., сар. XV. Curs. Compl. Patr. Ser. Graec. Tom. XXXII, col. 132; "Твор. Васил. B. В русск. пep. Τ. III, стр. 284).
წმ. დიონისე არეოპაგელის (I ს.) სახელით ცნობილ თხზულებაში "საეკლესიო იერარქიის შესახებ"(IV ს.) მოკლედ და მკაფიოდ არის ნათქვამი, რომ "იერარქი... სამჯერ შთაფლავს მას (მოსანათლავს - არქიეპ. პ.) და აღმოიყვანს საღმრთო ნეტარების სამგვამოვანი იპოსტასის მოწოდებით"(მოწოდებით" ("De Eccles. Hierarch.", cap. II , n. 7, Curs. Compl. Patrol. Ser. Graec, Tom. Ш, col. 396; Ср. "Пис. Отц. и учител. относящ. к истории богосл. Том 1, Сп6. 1855, стр. 36).
ძველ ქართულ თარგმანში: "და ნათელ-სცის მას მღვდელთ-მთავარმან და სამსა მას ზედა შთაყოფისა და აღმოყოფისა სრულ-ყოფასა ხმობნ სამ-გუამოვნებასა საღმრთოისა ნეტარებისასა"(პეტრე იბერიელი (ფსევდო დიონისე არეგოპაგელი). შრომები. ს. ენუქაშვილის გამოცემა. საეკლესიოისა მღდელთ-მთავრობისათვის. II. საიდუმლოი ნათლის-ღებისა. გვ. 161) (ვნახოთ რუსულ თარგმანშიც: "А иерарх, стоя на возвышенном месте, когда иереи снова близ воды провозгласят вслух имя крещаемого, трижды погружает его, возглашая при трех погружениях и возведениях тройственную ипостась Божественного блаженства". Священномученик Дионисий Ареопагит. О церковной иерархии. Глава 2. О том, что совершается в просвещении (крещении)). https://azbyka.ru/otechnik/Dionisij_Areopagit/o-tserkovnoj-ierarkhii ) (URL-ს მიმართვის თარიღი: 04.08.2020).
წმ. დიონისე არეოპაგელი თავისი თხზულების ("საეკლესიო იერარქიისთვის") III თავის 7-ე მუხლში კიდევ ერთხელ ეხება ნათლისღების საიდუმლოში დაფლვის საკითხს და განმარტავს, თუ რის სიმბოლოს წარმოდგენს იგი: "ამრიგად, სიმბოლური სწავლება საიდუმლოდ გვასწავლის, რომ წყალში სამგზისი შთაფლვა მოსანათლავისა ცხოვრების მომცემელი იესუს სამი დღის განმავლობაში დამარხვის სახეს წარმოადგენს..."(Священномученик Дионисий Ареопагит. О церковной иерархии. Глава 2. О том, что совершается в просвещении (крещении) https://azbyka.ru/otechnik/Dionisij_Areopagit/o-tserkovnoj-ierarkhii ) (URL-ს მიმართვის თარიღი: 04.08.2020).
წმ. დიონისე არეოპაგელის (I ს.) სახელით ცნობილ თხზულებაში "საეკლესიო იერარქიის შესახებ"(IV ს.) მოკლედ და მკაფიოდ არის ნათქვამი, რომ "იერარქი... სამჯერ შთაფლავს მას (მოსანათლავს -
ძველ ქართულ თარგმანში: "და ნათელ-
წმ. დიონისე არეოპაგელი თავისი თხზულების ("საეკლესიო იერარქიისთვის") III თავის 7-
წმ. ეფრემ მცირის (XI ს.) თარგმანში: "და გულის-
"სანათლავ წყალში, ამბობს წმ. იოანე ოქროპირი (IV ს.), სიმბოლურად გამოისახება საფლავი და სიკვდილი, აღდგომა და სიცოცხლე და ეს ყოველივე ერთად იქმნება. როდესაც თავს შთავყოფთ წყალში, როგორც საფლავში, ჩვენთან ერთად იმარხება ძველი კაცი და, შთაიფლება რა ქვემოთ, სრულიად დაიფარება. შემდეგ, როდესაც აღმოვიმართებით, -
რუსულ თარგმანში: "Та, что в воде символически изображается гроб и смерть, воскресение и жизнь, и все это происходит совместно. Когда мы погружаем свои головы в воду, как бы в гроб, вместе с тем погребается ветхий человек и, погрузившись долу, весь совершенно скрывается. Потом, когда мы восклоняемся, – выходит человек новый. Как легко для нас погрузиться и подняться, так для Бога легко погребсти ветхого человека и явить нового. Но это совершается трижды, чтобы ты знал, что все это совершается силою Отца и Сына и Святого Духа"(Свт. Иоанн Златоуст. Толкования на Ин. 3:5).
წმ. ექვთიმე მთაწმინდელის (955-
"წმ. გრიგოლ ნოსელი (IV ს.) მიუთითებს რა სამგზისი შთაფვლის მოტივს ამბობს: "როგორც მაცხოვარი დაჰფარა მიწამ, ასევე დავიფარებით ჩვენ წყალში და მესამე დღის აღგდომის მადლს მასში (ანუ წყალში -
"ჩვენ ვინათლებით მამის, ძის და სულიწმიდის სახელით და ამ დროს სამგზის შთავიფლებით"-
"თქვენ აღიარეთ მაცხოვნებელი რწმენა, -
"დასკვნა ყველა ამ მოწმობიდან იმდენად გასაგებია, -
"შესვლის უმალ განიძარცვეთ კვართი და ეს იყო სახე ძველი კაცის განძარცვისა საქმეებითურთ მისით (კოლ. 3,9). განძარცვულნი შიშველნი იყავით და ამითაც მიჰბაძეთ ჯვარზე გაშიშვლებულ ქრისტეს... ყველას თვალწინ შიშველნი იყავით და არ გრცხვენოდათ. ჭეშმარიტად ემსგავსეთ პირველქმნულ ადამს, რომელიც სამოთხეში შიშველი იყო და არ რცხვენოდა (შესაქ. 2,25) (ციტ. "წმიდა კირილე იერუსალიმელი -
http://library.church.ge/index.php?option=com_content&view=article&id=383%3A2011-
წმ. იოანე ოქროპირიც, როცა მოსანათლავის გაშიშვლებას ადარებს პირველქმნული ადამის სიშიშვლეს სამოთხეში, სხვათა შორის ამბობს: "აქაც სიშიშვლეა და იქაც; მაგრამ იქ (ცოდვილი) გაშიშვლდა, რადგან შესცოდა; ხოლო აქ შიშვლდება იმისთვის, რათა თავისუფალ იქმნეს (ცოდვისგან)" (Златоуст. Златоуст. "Homil. in Colos." ѴI, n. IV; Curs. Compl. palrol. Ser. Graec. Тоm. LXI1, соl. 342; в рус, пер. Спб. 1854 стр. 100).
ჩვენი მხრიდან უნდა აღვნიშნოთ, რომ წმ. კირილე იერუსალიმელი თავის კატეხეტურ სიტყვებში მრავალგზის ახსენებს ნათლისღების დროს წყალში შთაფლვის ფორმას, განმარტავს და გვიხსნის მის მნიშვნელობას. წმ. მამას არცერთხელ, არსად მინიშნებაც კი არა აქვს წყალპკურებაზე ან დასხმით წესზე, რაც ააშკარავებს იმ ფაქტს, რომ კირილესთვის ნათლისღების ამგვარი ფორმა უცნობია და რომ მის დროს ეკლესია დასხმით წესს არ იყენებდა ნათლისღების საიდუმლოში. სხვაგვარად, თუკი დასხმითი ფორმა ნათლისღებისა, როგორც ე. ჭელიძე ბრძანებს, ისეთივე "საეკლესიო წესია", როგორც შთაფლვა და მას "უნდა ვიცავდეთ", როგორ უნდა ავხსნათ წმიდა მამის ასეთი დუმილი მის ისეთ ჰომილიებში, რომლებიც პირდაპირ მოსანათლავთა დასამოძღვრად არის წარმოთქმული და სადაც ნათლისღების საიდუმლოს თითქმის ყველა მხარე დეტალურად არის განმარტებული?!
კარგად დავაკვირდეთ, რას ასწავლის ნათლისღებისა და კონკრეტულად შთაფლვითი ფორმის შესახებ წმ. კირილე: "შესვლის უმალ განიძარცვეთ კვართი და ეს იყო სახე ძველი კაცის განძარცვისა საქმეებითურთ მისით (კოლ. 3,9). განძარცვულნი შიშველნი იყავით და ამითაც მიჰბაძეთ ჯვარზე გაშიშვლებულ ქრისტეს, ყველას თვალწინ შიშველნი იყავით და არ გრცხვენოდათ. ჭეშმარიტად ემსგავსეთ პირველქმნულ ადამს, რომელიც სამოთხეში შიშველი იყო და არ რცხვენოდა (შესაქ. 2,25).
... შემდეგ, გაშიშვლებულებმა, იცხეთ შეფუცების ზეთით თმის ძირებიდან ფეხის ფრჩხილებამდე და ეზიარეთ კეთილ ზეთისხილს -
... ამის შემდგომ მიყვანილი ხარ შენ საღვთო ნათლისღების წმინდა საბანელთან, როგორც ქრისტე ჯვრიდან –აქ მდებარე საფლავთან...
სამგზის დაიფლენით წყალში და კვლავ ამოხვედით, სიმბოლურად მიანიშენთ რა აქაც ქრისტეს სამდღიანი დაფლვა. ისევე როგორც მაცხოვარმა ჩვენმა სამი დღე და სამი ღამე დაჰყო მიწის ზიაღში (მათ. 12,40), ასევე თქვენც პირველი ამოსვლით გამოსახეთ ქრისტეს პირველი დღე მიწაში, და ჩასვლით -
http://library.church.ge/index.php?option=com_content&view=article&id=383%3A2011-
წმიდა კირილეს ამ განმარტებიდან კარგად ჩანს, რომ შთაფლვა ნათლისღების საიდუმლოში ორ მომენტზე მიანიშნებს. ესენია: სიკვდილი და შობა. ნათლისღება, წმიდა მამის განმარტებით, არის "ჟამი სიკვდილისა და ჟამი შობისა"; აქედან გამომდინარე წყალს წმ. მამა უწოდებს "საფლავსა და დედას".
საფლავია ის ძველი კაცის დამარხვის თვალსაზრისით, ხოლო დედაა ახალი კაცის შობის გამო. ამიტომაც ეწოდება ნათლისღებას "მეორედ შობის საბანელი"(ტიტ. 3:5). "მასთან (ქრისტესთან -
ამრიგად, ნათლისღების საიდუმლოში უნდა აისახოს, არა მარტო "დამარხვა"არამედ "თანააღდგომაც"ქრისტესთან ერთად, რათა "ვიარებოდეთ ახალ სიცოცხლეში". მაშ, თუ ნათლისღების საიდუმლოში წყალში შთაფლვა არის თანადამარხვა ქრისტესთან, ხოლო აღმოსვლა თანააღდგომა და შობა ახალი სიცოცხლისთვის, როგორ უნდა იქნეს გამოხატული ორივე ეს მომენტი დასხმით ან პკურებით "ნათლობებში", ამ დროს ხომ არც არსად "შთასვლა"და არც არსაიდან "აღმოსვლა"არ აღესრულება?
სხურებით-
თუმცა ნათლისღების საიდუმლოში ე. ჭელიძის მიერ ტერმინ "შთაფლვისადმი"სიმბოლური მნიშვნელობის მინიჭება და ამით დასხმითი წესის გათანაბრების მცდელობა შთაფლვით ფორმასთან გაცამტვერდება, როდესაც წმიდა მამათა თხზულებებიდან შევიტყობთ, რომ მათ ტერმინი "შთაფვლა"ესმოდათ პირდაპირი და არა გადატანითი ან სიმბოლური მნიშვნელობით და ჩვენ არ ვიცით არც ერთი წმიდა მამა, რომელსაც ტერმინი "შთაფლვა"სიმბოლური მნიშვნელობით განემარტოს და არა პირდაპირით. ამ მხრივ ყურადღებით დავაკვირდეთ წმ. კირილეს სიტყვებს და გულისხმავყოთ, რამდენ სიმბოლოს ხედავს წმიდა მამა ნათლისღების წყლებში ადამიანის "დამარხვაში"(ცხადია პირდაპირი მნიშვნელობით): "სამგზის დაიფლენით წყალში და კვლავ ამოხვედით, სიმბოლურად მიანიშენთ რა აქაც ქრისტეს სამდღიანი დაფლვა".
ისევე როგორც მაცხოვარმა ჩვენმა სამი დღე და სამი ღამე დაჰყო მიწის ზიაღში (მათ. 12,40), ასევე თქვენც პირველი ამოსვლით გამოსახეთ ქრისტეს პირველი დღე მიწაში, და ჩასვლით -
რადგან, როგორც ღამეში მყოფი ვერაფერს ხედავს, ხოლო ვინც სამზეოზეა, სინათლეში მიმოდის, ასევე, დაფლვისას, როგორც ღამით, ვერაფერს ხედავდით, კვლავ ზეამოსვლისას კი იყავით როგორც დღის სინათლეზე მყოფნი.
ერთსა და იმავე ჟამს მოკვდით და იშვით. ეს მაცხოვნებელი წყალი იქმნა თქვენთვის საფლავიც და დედაც. რაც სოლომონმა თქვა სხვებზე, თქვენც შეგფერით, რადგან იქ ამბობს: "ჟამი შობისა და ჟამი სიკვდილისა"(ეკლ. 3,2). თქვენზე კი პირიქით ითქმის: "ჟამი სიკვდილისა და ჟამი შობისა". ერთდროულად ორივე აღესრულა: თანამორბედი იქმნა სიკვდილისა თქვენი შობა".
ამ სიტყვების მომსმენი ადამიანი თუ საღ აზრზეა, არ უნდა ამტკიცებდეს, რომ წმიდა მამა ამ ყოველივეს "სიმბოლურად"ამბობს და არა პირდაპირი მნიშნველობით.
მაგალითად, როგორ გინდათ პკურებით "ნათლობაში"წარმოიდგინოთ ადამიანის ყოფნა ისეთ გარემოში, როდესაც ის "ვერაფერს ხედავს"? შთაფლვით ფორმაში ეს წყლის წიაღში ხდება. რადგანო, ამბობს წმიდა მამა, "დაფლვისას, როგორც ღამით, ვერაფერს ხედავდით, კვლავ ზედამოსვლისას კი იყავით, როგორც დღის სინათლეზე მყოფნი".
აი, წმ. კირილეს კიდევ რამდენიმე განმარტება ნათლისღების საიდუმლოსთან და კონკრეტულად შთაფლვისა და აღმოსვლის აქტებთან დაკავშირებით: "ნუთუ არ იცით, რომ რომელთაც ნათელვიღეთ ქრისტე იესოს მიმართ, მისი სიკვდილის მიმართ ნათელვიღეთ. თანადავეფლენით მას ნათლისღებით" (რომ. 6,3-
"რადგან ორმაგია ადამიანი, სულისა და სხეულისგან შედგენილი, ორმაგია განწმენდაც, უსხეულოსთვის უსხეულო, სხეულებრივისთვის კი სხეულებრივი. წყალი განწმენდს სხეულს, ხოლო სულიწმინდა აღბეჭდავს სულს, რომ სულიწმინდით სხურებული გულითა და წმინდა წყლით განბანილი სხეულით მივეახლოთ ღმერთს. მაშ, როდესაც წყალში ჩახვალ, ნუ გეგონება, რომ უბრალო წყალია, არამედ სულიწმინდის მოქმედებით მიიღე გამოხსნა. რადგან ორივეს გარეშე შეუძლებელია შენი სრულყოფა. არა მე ვამბობ ამას, არამედ უფალი იესო ქრისტე, რომელსაც ხელმწიფება აქვს საქმისა, რადგან ამბობს: "თუკი ვინმე არ იშვება ზეციდან", და დაუმატა: "წყლისა და სულისგან არ შეეძლება შესვლა ღვთის სასუფეველში"(ინ. 3.3). არც მას აქვს სისრულე მადლისა, ვინც წყლით ნათელიღო, მაგრამ სულიწმინდის ღირსი არ გამხდარა და ვერც ვინმე ისეთი შევა ზეციურ სასუფეველში, ვინც ქველ საქმეებს აღასრულებს, მაგრამ არ მიუღია წყლისმიერი ბეჭედი.
მიეახლა ოდესღაც საბანელს სიმონ მოგვიც, განიბანა (საქ. 8.13), მაგრამ არ განათლდა. სხეული დაიფარა წყლით, მაგრამ გული არ განათლდა სულიწმინდით. სხეული ჩავიდა და ამოვიდა (ინ. 5.4), მაგრამ სული არ თანადაეფლა, არც თანააღდგა ქრისტესთან"(რომ. 6.4; კოლ. 2.12) (წმიდა კირილე იერუსალიმელი -
http://library.church.ge/index.php?option=com_content&view=article&id=480%3A2012-
"ცოდვებით დამძიმებული მიდიხარ წყალთან... ჩადიხარ ცოდვებით მომკვდარი და ამოდიხარ სიმართლით ცოცხალქმნილი, რადგან თუ თანანერგი გახდი მაცხოვრის სიკვდილის მსგავსებისა, აღდგომის ღირსიც გახდები (შდრ. რომ. 6.5). ისევე როგორც იესო, სოფლის ცოდვათა ამღებელი, მოკვდა, რომ სიკვდილი მოეკლა და შენ აღედგინე სიმართლეში, ასევე შენც ჩადიხარ რა წყალში და ერთგვარად დაიფლობი მასში, როგორც იგი კლდეში, კვლავ აღდგები, რომ "ცხოვრების სიახლეში ხვიდოდე"(რომ. 6.4) (წმიდა კირილე იერუსალიმელი -
წმ. გრიგოლ ნოსელი: "სამგზის უკუე შთასლვითა წყალსა შინა და აღმოსლვითა ცხოველსმყოფელსა დაფლვასა და აღდგომასა უფლისასა გამოვსახავთ"(ე. კოჭლამაზაშვილი, წმიდა გრიგოლ ნოსელის "დიდი კატექეტური სიტყვის"ძველი ქართული თარგმანი, ქრისტიანულ-
http://library.church.ge/index.php?option=com_content&view=article&id=383%3A2011-
მღვდელი ალექსანდრე გრინი, ნათლისღების სიმბოლოთა შესახებ წმ. ამბროსი მედიოლანელის (IV ს.) სწავლებას რომ გადმოგვცემს, წერს, რომ წმ. ამბროსი მედიოლანელი თავის ჰომილიებში, რომლებიც მიმართულია მოსანათლავად გამზადებულთა განსწავლისკენ, აღნიშნავს, რომ "ჯვარი -
-
8.
-
სამგზისი შთაფლვა ანგრევს "წარსულში მომხდარ დაცემას"და გვანიჭებს საღმრთო მიტევებას წმიდა მოციქულ პეტრეს მსგავსად (О таинствах II, 20, 21). ნათლობა მამის, ძის და სულიწმიდის ერთი სახელის მიმართ, წარმოადგენს წმიდა სამების პირთა "ერთარსების, ერთღვთაებისა და ერთბრწყინვალების"სიმბოლოს"(О таинствах II, 22) (Священник Александр Гринь. Таинства крещения и миропомазания в огласительных поучениях святителя Амвросия Медиоланского. http://aliom.orthodoxy.ru/arch/040/grin40.htm ასევე: Альманах "Альфа и Омега", № 40, 2004; ЖМП № 2 февраль 2013 / 27 февраля 2013 г) (9).
რაც შეეხება V-
წმ. გრიგოლ დიალოგოსი (540-
-
წმ. ამბროსის ამ თხზულებათა "რეაბილიტაცია"პირველად სცადეს კათოლიკე მეცნიერებმა, რომლებიც კრიტიკული შენიშვნების ნაწილს კი აღიარებდნენ, მაგრამ პრობლემას სულ სხვა კუთხით უყურებდნენ. წამოყენებულ იქნა ვარაუდი, რომ გაკრიტიკებული ტექსტები მართლაც არ იყო წმ. ამბროსის მიერ დაწერილი, არამედ ეს იყო მისი გასაუბრებების არარედაქტირებული სტენოგრაფიული ჩანაწერები. ტექსტი "საიდუმლოებებზე", თავის მხრივ, ავტორის რედაქტორული მუშაობის შედეგია. დიდი და სკრუპულოზური მუშაობის შემდეგ ცნობილმა მეცნიერმა, ბენედიქტელმა ბერმა ბერნარდ ბოტემ დამაჯერებლად დაამტკიცა წამოყენებული ვარაუდის ჭეშმარიტება და როგორც შედეგი, ის, რომ "სიმბოლოს განმარტება", ასევე თხზულება "საიდუმლოებებზე"ეკუთვნის სწორედ წმ. ამბროსის.
სერიაში Sources Chrètiennes (Ambroise de Milan. Des Sacraments. Des Mysterès. Explication du Symbole, trad. B. Botte // Sources Chretiennes, №25 bis, Paris 1961) წმ. ამბროსის ხსენებული თხზულებების გამოქვეყნების შემდეგ, რომელიც აღჭურვილი იყო კრიტიკული აპარატით და მეცნიერული კომენტარებით, მათი აუთენტურობის საკითხი შეიძლება გადაწყვეტილად ჩაითვალოს. რუსული საღვთისმეტყველო აზროვნების ისეთი წარმომადგენლები, როგორებიც იყვნენ დეკ. ა. შმემანი, დეკ. ი. მეიენდორფი, ნ. დ. უსპენსკი და მრავალი სხვა თანამედროვე მეცნიერ-
-
იმავეს მოწმობს მისი "საკრამენტარიუმი"(10), სადაც ნათქვამია: "მღვდელმა უნდა მონათლოს სამგზისი შთაფლვით (baptiset sub trina mersione), და მხოლოდ ერთხელ მოუწოდოს წმიდა სამების სახელს. მან ასე უნდა თქვას: "მე გნათლავ შენ სახელითა მამისათა" და შთაჰფლას პირველად (semel mergit), "და ძისათა" -
-
10.
-
მაცხოვრის ნათლისღების ფრესკაზე, რომელიც გამოსახულია პონციანის კატაკომბში (ფრესკა განეკუთვნება VII საუკუნეს), ქრისტე დგას წელამდე წყალში, რაც ნათლისღების შთაფლვით ფორმაზე მიანიშნებს (Garrucci. Storia dell' arte Christiana; Фрикен, "Рпмск. катакомбы» часть, II, Μ, 1877, crp. 213. ციტ. პროფ. ა. ალმაზოვი. იქვე).
"V-
რაც შეეხება ბერძნულ ეკლესიას, აქ ჩვენ გვაქვს საკმაოდ მკაფიო მაგალითები, რომლებიც გადმოცემულია ამ ეკლესიის ძველ და გვიანდელ წეს-
ცხადია, თქმაც კი არ უნდა იმ უეჭველ ფაქტს, რომ მითითებული საუკუნეების ამ ევქოლოგიონებში სიტყვითაც კი არ არის ნახსენები და განმარტებული ნათლობის სხურებით-
ბუნებრივია, რომ "ნათლისღების იგივე ფორმა, ანუ სამგზისი შთაფლვა რუსეთის ეკლესიაში, როგორც ბერძნებისგან ბოძებული პრაქტიკა, თავიდანვე, მისი დაარსების დღიდანვე იყო დამკვიდრებული. მართალია, ჩვენ არ გვაქვს რუსეთის ეკლესიის ძველი პერიოდის ნათლისღების წეს-
უპირველეს ყოვლისა, უნდა მივუთითოთ კიეველების ნათლისღება. როგორც ცნობილია ის აღესრულა დნეპრში და თანაც სამგზისი შთაფლვით, სხვაგვარად, ის შეიძლებოდა აღსრულებულიყო სხვა ადგილზეც და დასხმა-
ამრიგად, ეჭვმიუტანლად დამტკიცებულად უნდა ჩაითვალოს, რომ ნათლისღების ფორმა უძველეს ეკლესიაში იყო შთაფლვითი ფორმის და არა დასხმითი. უნდა აღინიშნოს, რომ ძველი ეკლესია ნათლისღების შთაფლვით ფორმას იცავდა როგორც წმიდა მამათა სწავლებით, რომლებიც ნათლობას ითხოვდნენ შთაფლვით და არა დასხმით, ასევე წმიდა საეკლესიო კრებებითაც. მეტიც, შთაფლვით ნათლობას იცავდნენ და დასხმას ეწინააღმდეგბოდნენ თვით დასავლეთის ეკლესიებიც კი. მაგალითად, როგორც ზემოთ უკვე აღვნიშნეთ, ცელეჰათის კრება (IX ს.), რომელმაც განაწესა არავინ მონათლულიყო დასხმით, არამედ მხოლოდ შთაფლვით. არქიმანდრიტი იოსები, რომელიც ზემოთ უკვე ვახსენეთ, ასახელებს ნიმისა და უტრეხტის კრებებსაც, რომლებმაც იგივე დააწესეს (ამ კრებათა დადგენილებები იხ. ქვემოთ).
ნათლისღების შთაფლვითი ფორმის სისწორისა და დასხმითი ფორმის უარყოფის ნიმუშად მიგვაჩნია ის გარემოებაც, რომ მამები არსად არ განმარტავენ დასხმას ან პკურებას ისე, როგორც ამას აკეთებენ შთაფლვით ფორმასთან დაკავშირებით.
მეტიც, არსად დასხმითი ფორმა კანონიკური განწესებებით დაცული არ არის, პირიქით, მოციქულთა 50-
სხვათა შორის, არსენ იყალთოელის "დოგმატიკონში", სადაც მოცემული მონოფიზიტთა მართლმადიდებლურ ეკლესიაში მიღების წესი, ერთ-
ბუნებრივია, რომ ძველ ეკლესიას დასხმით-
არავინ იცავს დასხმას, როგორც ნათლობის წესს მწვალებელთა ხელყოფისგან. ამ ვითარებაზე მხოლოდ და მხოლოდ ერთი პასუხი არსებობს: დასხმითი ნათლობა არასოდეს ყოფილა ეკლესიის არათუ საყოველთაო წესი, არამედ სადმე შეწყნარებულიც კი, როგორც საეკლესიო ნორმა! მისი გავრცელება უკავშირდება ცალკეული შემთხვევების საზოგადო წესად შეწყნარებას და ნელ-
აი, ასეთია I-
23