არქიეპისკოპოსი პავლე (ხორავა)
გზა - მართლად სავალი
ნაწილი I
შთაფლვა თუ დასხმა?!
შთაფლვითი ნათლობის კანონიკურობისა და დასხმითი ნათლობის უკანონობის შესახებ
გზა -
ნაწილი I
შთაფლვა თუ დასხმა?!
შთაფლვითი ნათლობის კანონიკურობისა და დასხმითი ნათლობის უკანონობის შესახებ
მკითხველო, წინამდებარე წიგნი, რომლის ინტერნეტ-ვერსიასაც ჩვენს ოფიციალურ საიტზე გთავაზობთ, მართლმადიდებლური სარწმუნოების საძირკვლის გამაგრების, შენთვის ჭეშმარიტი ქრისტეანული გზის ჩვენებას ისახავს მიზნად. აქ თავმოყრილია დიდძალი კვლევითი მასალა, რომელიც ეხება დოგმატიკის, ლიტურგიკის, ეკლესიის ისტორიის და ესქატოლოგიის სფეროებს. წიგნი მდიდარია ფაქტობრივი და დოკუმენტური მასალით და მოიცავს პერიოდს I საუკუნიდან ვიდრე XXI საუკუნემდე. ავტორი გვაძლევს ნათლისღების საიდუმლოს, სხვადასხვა ლიტურგიკული წეს-ჩვეულების, 17-ე საუკუნის საეკლესიო რეფორმისა და მისი შედეგების შემჭიდროებულ, მაგრამ ამავე დროს ღრმა ანალიზს.
წიგნში მხილებულია ძველმართლმადიდებლური ეკლესიის წინააღმდეგ მიმართული ცილისწამებებისა და ბრალდებების უსაფუძვლობა; ავტორის მიზანია, ჭეშმარიტების ერთგულ ყოველ ქრისტეანს მიუთითოს გზა მართლად სავალი. იმის გასარკვევად, რომ ეს გზა სწორედ ძველმართლმადიდებლურ ქრისტეანობასთან მიდის, არა მარტო აქ მოტანილი საეკლესიო წესებისა და სხვადასხვა მოვლენის განმარტება დაგეხმარება, არამედ კრებულში თავმოყრილი სადისკუსიო მასალებიც დიდად წაგადგებგა და ორ მოპაექრე მხარეს შორის მტყუან-მართლის გარჩევაც არ გაგიჭირდება.
წიგნის პირველი ნაწილი ეძღვნება ნათლისღების საიდუმლოს, მისი შესრულების კანონიკურ და არაკანონიკურ ფორმებს; მეორე ნაწილი - 17-ე საუკუნის რუსეთის საეკლესიო რეფორმას და მის შედეგებს როგორც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისთვის, ასევე მსოფლიო მართლმადიდებლობისთვის; მესამე ნაწილი კი მთლიანად ეძღვნება ეკლესიის უძლეველობას.
ჭეშმარიტი ქრისტიანული სიყვარულით უძღვნის ამ წიგნს ძველმართლმადიდებლური ეკლესიის არქიეპისკოპოსი პავლე (ხორავა) წმიდა სარწმუნოების გზაზე შემდგარ ყოველ მართლმადიდებელს.
წიგნი გამოიცა ძველმართლმადიდებელ ქრისტეანთა შემოწირულობით.
თავი IX
____________________________________________________________________________________________________________________
წმ. იოანე ოქროპირის განმარტება
აქ შევწყვეტთ მსჯელობას ქრისტეს საუბარზე ნიკოდიმესთან, რადგან ჩვენ ძირითადად ის გვაინტერესებდა, თუ რა უნდა ეგულისხმა მაცხოვარს წყლითა და სულით ნათლისღებაში. ცხადია, ნიკოდიმოსთან საუბარი ნათლისღების, ანუ სულიერი მეორედ შობის სხვა ასპექტებსაც მოიცავს, მაგრამ ამჯერად ეს მხარე ჩვენი განსჯის საგანს არ წარმოადგენს და ჯეროვნად გვიჩნს ამ საკითხის გადადება.
ამრიგად, ნიკოდიმესთან საუბარში გამოიყენა რა ის ცნებები და ტერმინები, რომლებიც აუცილებლად ცნობილი იყო განსწავლული ფარისეველისთვის, მაცხოვარმა მიანიშნა, რომ წყლით ნათლისღება, იგივე მეორედ შობა, ისევე აღესრულება, როგორც ახალშობილის დაბადება დედის წიაღიდან ან ღმრთის შემოქმედებითი ძალით სამყარო "იშვებოდა" წყლის სიღრმიდან. ამ აზრის განსამტკიცებლად ჩვენ კვლავ უნდა დავუბრუნდეთ წმ. იოანე ოქროპირის განმარტებას, რომელიც სწორედ თავის 25 და 26-
"ხოლო თუ რაი არს სახმარობაი იგი წყლისაი, -
ახლა ვნახოთ, როგორ ესმის ე. ჭელიძეს წმ. იოანე ოქროპირის ზემოთ დამოწმებული ადგილი, კერძოდწყალში თავის შთაყოფა. თავისი ნაშრომის ("სული ცხოველი". თბ. 2012 წ.) 425-
ე. ჭელიძე ფრიად იწონებს ვინმე ფერგიუსონის ამ ყოვლად სასაცილო თეორიას და თვითონაც სქოლიოში ამატებს, ფერგიუსონის ეს მოსაზრება დასტურდებაო:
1. პირველსაუკუნეთა გრაფიკულ გამოსახულებათა მაგალითებით, რომელთა "უმრავლესობა გამოკვეთს ნათლობის პრაქტიკული აღსრულების ამგვარ სახეს: მღვდელი მოსანათლს ჩაიყვანს ან ჩააყენებს მდინარეში ან ემბაზში, შემდეგ კი მას ან სამგზის დაასხამს თხემზე წყალს ანდა მდინარეში თუ ემბაზში სამგზის ჩააყოფინებს თავს" (ე. ჭ. ხს. შრ. გვ. 426. სქოლიო). თავისი ამ შეხედულების გასაძლიერებლად ჭელიძე მიმართავს ჩვენთვის უკვე ცნობილ მეთოდს, დაიმოწმოს ძველქართული ლიტურგიკული წყაროები, რომლებიც ვითომცდა მისი შეხედულების ურყევი დასტურია. "ამასვე გვიდასტურებსო, -
2. წმ. იოანე ოქროპირის სწავლებით, კერძოდ, მისი 25-
ამრიგად, საკმარისია ე. ჭელიძემ (ვინმე ფერგიუსონივით) სადმე აღმოაჩინოს ნათლისღების საიდუმლოში წყლის პროცედურასთან დაკავშირებული მომენტის არასრული აღწერა, სადაც მხოლოდ მისი ერთი კონკრეტული მომენტია აღნიშნული (კერძოდ, თავის შთაყოფა წყალში), რომ ის დაუყოვნებლივ მოსანათლავის თხემზე წყლის დასხმად ან წელამდე წყალში ჩაყენებული ადამიანის წყალში თავის ჩაყოფინებად წარმოსახოს. ასეა აქაც. ე. ჭელიძის აზრით, წმ. იოანე ოქროპირი თურმე სწორედ ამგვარ ნათლისღებაზე ასწავლის და სრულიად ეთანხმება პროტესტანტ ფერგიუსონს იმაში, რომ "წინააღმდეგ შემთხვევაში რა უნდა ყოფილიყო ხელისშემშლელი დიდი მოძღვრისთვის პირდაპირ ეთქვა, მღვდელი სრულად შთაფლავს მოსანათლს წყალშიო" (ე. ჭ. ხს. შრ. იქვე).
რა უნდა ვუპასუხოთ ამგვარ გამაოგნებელ იგავ-
ჯერ ერთი, წმ. იოანე ოქროპირი აქ რომ მხოლოდ თავს ახსენებს სულაც არ ნიშნავს იმას, თითქოსდა წყალთან (ემბაზთან ან მდინარესთან) მიყვანილ მოსანათლავს ისე მოხრიდნენ წელში, წყალში მხოლოდ თავი ჩაეყო, სხეულის დანარჩენი ნაწილი კი ჰაერში დაეტოვა. სწორედ ამისთანა "მოძღვრებით" გაკვირვებული ქართლის კათალიკოსი ბესარიონ ორბელიშვილი წერდა: "ვინაიდან წყლისა და სულისაგან მეორედ შობა გვიბრძანა უფალმა, როგორც ყრმა იშვება დედის მუცლიდან, ასევე გვევალება მეორე შობა ემბაზში ან მდინარეში და არა ერთი რომელიმე ასოთაგანის დალტობა წყლით, ხოლო დანარჩენი სხეულისა კი განხმობა. განა შესაძლებელია სხეულის ერთი, რომელიმე ასო, გინდ თავი ან რომელიმე სხვა იშვას დედის მუცლისგან, ხოლო დანარჩენი ნაწილი სხეულისა მუცელშივე დარჩეს. თუმცა შობა კი ერქმევა, მაგრამ განა იქნება იგი სიცოცხლის შემძლებელი სრული კაცი? ასევე შეუძლებელია, რომ სხეულის მხოლოდ ერთ ასოს შეეხოს წყალი, სხეულის დანარჩენი ნაწილის განუბანელად და შეირაცხოს იგი ძედ ნათლისა და შვილად სასუფევლისა, რამეთუ ამგვარად შეუძლებელია მეორედ შობის აღსრულება. ასე გარდადიან და არღვევენ წმ. მოციქულთა და წმ. მამათაგან განწესებულ კანონებს" (ხელნაწერი დაცულია ხელნაწერთა ინსტიტუტის ფონდში (შ ფონდი 3269). კათალიკოს ბესარიონ ორბელიშვილის ანტილათინური თხზულების "გრდემლის" 20-
მეორეც, წმიდა მამები იქ, სადაც ნათლისღებაზე მსჯელობენ, ყოველთვის წყალში შთაფლვას გულისხმობენ.ამ ჭეშმარიტებას ჩვენ არაერთგზის განვიხილავთ წინამდებარე ნაშრომში და სხვადასხვა ციტატაშიც არაერთგზის ვაჩვენებთ, თუ როგორ ასწავლიდნენ ისინი მოსანათლავის წყალში შთაფლვას და რა მნიშნვნებლობას ანიჭებდნენ საიდუმლოს ამ მხარეს. ასევე ვაჩვენებთ იმას, რომ წმიდა მამებს ტერმინი "შთაფლვა" ე. ჭელიძესავით სიმბოლურად და სულიერად როდი ესმოდათ, ანუ ისე, თითქოსდა ის დასხმასაც აღნიშნავდეს და პკურება-
მესამეც, თუ განვიხილავთ წმ. იოანე ოქროპირის იმ სიტყვას, რომელიც ე. ჭელიძემ ფერგიუსონის ნაბოდვარის გასამართლებლად დაიმოწმა, დავინახავთ იმ უეჭველ ფაქტს, რომ წმ. იოანე ოქროპირი სწორედაც რომ წყალში სრულ შთაფლვას გულისხმობდა და არა მხოლოდ თავის ჩაყოფას. მივყვეთ წმ. იოანე ოქროპირის მსჯელობას:
"ხოლო თუ რაი არს სახმარობაი იგი წყლისაი, -
დავიწყოთ იმით, რომ ქრისტეანის ნათლობა შედარებულია ქრისტეს დასაფლავებასთან, რომ წყალში მისი ნათლობა ქრისტეს დაკრძალვას ემსგავსება, მარტო ეს გარემოება საკმარისია იმის საჩვენებლად, რომ ნათლისღებისას ადამიანი სრულად შთაიფლება წყალში და არა ნაწილობრივ; რომ წყალში მისი მთელი სხეული იმარხება და არა მხოლოდ თავი, რამეთუ ქრისტეს დაკრძალვაც ასევე სრულიად მოხდა და არა ნაწილობრივ.
წმ. მოციქულ პავლეს თქმით თუ ჩვენი ნათლისღება ქრისტესთან დამარხვის თანამსგავსებაა ("სიკვდილისმსგავსებით მასთან თნაშეზრდილნი ვართ") (რომ. 6:5), მაშინ ეს თანამსგავსება წყალში კოჭებამდე დგომით და თავის ჩაყოფით ან თავზე წყლის დასხმით კი არ უნდა აღსრულდეს, არამედ წყლის სტიქიაში დამარხვით. და ამას უპირველეს ყოვლისა თვით წმიდა იოანე ოქროპირი იქ განგვიმარტავს, სადაც წყლის მნიშვნელობაზე მსჯელობს, და იმასაც გვასწავლის, რომ მოსანათლავი სრულად უნდა დაინთქას წყალში. ამას ეწოდება სწორედ ძველი კაცის დამარხვა და ახლის შობა: "ხოლო თუ რაი არს სახმარობაი იგი წყლისაი, იგიცა ვთქვუა ძალისაებრ ჩემისა, რამეთუ მრავალ არიან საქმენი მისნი, გარნა მრავალთა მათგან ერთი ვთქუა. ესე იგი არს, ვითარმედ: საღმრთოი სახე აღესრულების მას ზედა: დაფლვაი, სიკუდილი და აღდგომაი და ცხორებაი, და ესე ყოველი ერთბამად იქმნების, რამეთუ, ვითარცა სფლავსა შინა, ესრეთ შთავჰყოფთ თავთა ჩუენთა წყალსა მას შინა, და დაიფარვის მუნ ძუელი იგი კაცი და დაინთქმის სრულიად ყოველივე" (წმ. იოანე ოქროპირი. იოანეს სახარების განმარტება. თბ. 1993 წ. გვ. 167-
ამრიგად, წმიდა მამის სწავლებით, წყალში სიმბოლურად გამოისახება "საფლავი და სიკვდილი, აღდგომა და ცხოვრება" და ეს ყოველივე "ერთბამად", ერთდროულად ხდებაო. კერძოდ, როდესაც თავს შთავყოფთო წყალში (უეჭველია, რომ ამ მომენტის აღწერისას წმიდა მამას მოსანათლავი უკვე წყალში კისრამდე შესული წარმოუდგენია, სხვაგვარად შეუძლებელია მომდევნო ფრაზების სწორად გაგება -
აქ გვახსენდება ათონელი, "კოლივადი" ბერების ცნობილი დავა ე. ჭელიძის სულიერ წინაპრებთან, "დამსხმელ-
განა სასაცილო და ნათლისღების გაშარჟება არ არის, წარმოიდგინო წეროსავით წყალში კოჭებამდე მდგომი და თავჩარგული ადამიანი და ამგვარ გროტესკულ "ნათლობას" ჭეშმარიტი ნათლისღება უწოდო? განა ეს უფლის დამარხვისა და მეორედ შობის დაცინვა არ არის? ვის შეუძლია გაბედოს ამგვარი რამ, თუ არა უკეთურმა და ურწმუნომ?! ან როგორ უნდა გავიგოთ წმიდა იოანე ოქროპირის სიტყვები, "დაიფარვის მუნ ძუელი იგი კაცი და დაინთქმის სრულიად ყოველივე"?
სად "მუნ"? -
დაინთქმის რა? – "ყოველივე", ანუ მთელი ადამიანი.
დაინთქმის როგორ? – "სრულიად"... თავით ფეხამდე...
ე. ჭელიძეს თუ წყალში "სრულიად დამარხვა" მხოლოდ თავის ჩაყოფა ჰგონია, მაშინ ან სულიერი აშლილობის უკიდურეს ფორმასთან გვქონია საქმე ან კიდევ აშკარა ანტიმართლმადიდებლურ გამოხდომასთან, რომელიც მხოლოდ ლათინებმა ან სრულიად ურწმუნოებმა თუ შეიძლება იკადრონ. რადგან მხოლოდ ამ კატეგორიის ადამიანებს ახასიათებთ წმიდა მამათა ნაწერების გაყალბება, მათი გაშარჟება ან კიდევ ისეთი რამის მიწერა, რაც მათ აზრადაც კი არ მოსვლიათ.
ეს რომ ასეა, ჩანს თუნდაც იმავე წმ. იოანე ოქროპირის ჰომილიიდან "სანათლავად გამზადებულთათვის", სადაც წმიდა მამა გვასწავლის: "2. ვინც წმიდა და საშინელ საიდუმლოთ მიეახლება, ფხიზლად და მხნედ უნდა იყოს, ყოველგვარი ამსოფლიური საზრუნავისგან გათავისუფლდეს, აღივსოს უდიდესი უბიწოებით და მოშურნეობით, რათა, როგორც თვით მეფის მიმღებმა, განაგდოს გონებიდან საიდუმლოთათვის მიუღებელი ყოველგვარი ავი ზრახვა, და საკუთარი თავი იმ ტაძრად გარდაქმნას, რომელიც წმიდა იქნება ყოველი მიმართებით.
ასე უნდა მომზადდეს თქვენი გონება, თქვენი ზრახვები, ასეთი უნდა იყოს თქვენი სულიერი განწყობა. ამგვარი ბრწყინვალე განწყობისთვის კი ელოდეთ ღმრთისგან ღირსეულ ჯილდოს, რომელიც თავისი მოწყალებით მისდამი მორჩილთა დამსახურებებს აღემატება. მაგრამ, რადგან მსახურთაც მართებთ ჯეროვანი პატივი მიაგონ თავიანთ უფალს, ჩვენც ღირსეული საბოძვარი უნდა მივაგოთ მას, უფრო ზუსტად, -
უპირველეს ყოვლისა, ავხსნი რატომ აირჩიეს ჩვენმა მამებმა წლის გარკვეული პერიოდი ეკლესიის შვილების მოსანათლად (ძველ დროში, ქრისტეანებს ნათლავდნენ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულზე -
მაგრამ, თუ გსურთ, მოდი, ჯერ ამ საიდუმლო განწმენდის სახელწოდებაზე ვისაუბროთ, ის ხომ მარტო ერთი სახელით არ იწოდება, არამედ მრავლითა და განსხვავებულით. ასე, მაგალითად, ამ განწმენდას ეწოდებამეორედ შობის საბანელი: "მან გვიხსნა, -
არსებობს ყველა ადამიანისთვის საერთო განბანვა აბანოში, რომლითაც ადამიანები ჩვეულებისამებრ სხეულებრივ უწმიდურებას იბანენ. არსებობს იუდეველური განბანვაც, რომელიც თუმც პირველზე მნიშვნელოვანია, მაგრამ მადლისმიერ განბანვაზე უკნინესი, -
ეს საქმე თავისთავად უწმინდურება რომ არ არის, გვიჩვენა თვით მოსე სჯულმდებელმა, რომელიც მკვდარ იოსებს მოასვენებდა, თუმცა ამის გამო არ გაუწმიდურებულა. ამიტომაც, პავლე, როდესაც არა ბუნებისგან, არამედ სინდისის უძლურებიდან მომდინარე უწმიდურებათათვის მსჯელობს, ასე ბრძანებს: "ვიცი და მწამს უფალ იესოს მიერ, რომ თავისთავად არაფერია უწმინდური, არამედ უწმინდურია მხოლოდ მისთვის, ვინც უწმინდურად მიიჩნევს მას" (რომ. 14:14). ხედავ, რომ უწმინდურება ნივთთა თვისებისგან კი არა, ზრახვათა უძლურებისგან მოდის? და კიდევ: "საჭმლის გულისთვის ნუ დაარღვევ ღვთის საქმეს. ყველაფერი წმიდაა, მაგრამ ბოროტია კაცისთვის, ვინც საცდუნებლად ჭამს" (რომ. 14:20). ხედავ, რომ თვით ჭამა კი არ არის უწმიდურება, არამედ საცდუნებელი ჭამა ხდება უწმიდურების მიზეზი?
3. ამდაგვარ უწმიდურებას ჰბანდა იუდეველური განბანვა; ხოლო მადლისმიერი ბანვა ამგვარ უწმიდურებას კი არ ბანს, არამედ ნამდვილს, რომელიც უდიდეს გაუწმიდურებას იწვევს და ხორცთან ერთად სულსაც აბინძურებს; ის წმიდად შეიქს არა მათ, ვინც მკვდარ სხეულებს ეხება, არამედ მათ ვინც ეხება მკვდარ საქმეებს; გარყვნილიც რომ იყოს ვინმე, ან მემრუშე, ან კერპთმსახური, ან სხვა ბოროტების მოქმედი, ან კიდევ ყველა ადამიანურ ვნებებს მოიცავდეს, როგორც კი წყლის საბანელში შევა, ამ ღვთაებრივი ჭავლიდან მზის სხივებზე უფრო განწმენდილი აღმოვალს. ნათქვამი გადაჭარბებულად რომ არ მოგეჩვენოს, ისმინე პავლესი, რომელიც ამ საბანელის ძლიერებაზე ბრძანებს: "ნუთუ არ იცით, რომ უსამართლონი ვერ დაიმკვიდრებენ ღვთის სასუფეველს? თავს ნუ მოიტყუებთ: ვერც მეძავნი, ვერც კერპთმსახურნი, ვერც მრუშნი, ვერც მხდალნი, ვერც მამათმავალნი, ვერც მპარავნი, ვერც ანგარნი, ვერც მემთვრალენი, ვერც მაგინებელნი, ვერც მტაცებელნი ვერ დაიმკვიდრებენ ღვთის სასუფეველს. " (1 კორ. 6:9-
მე დაგპირდით, მეჩვენებინა თქვენთვის, რომ ამ საბანელში შემსვლელი კაცი ყოველგვარი ბიწიერებისგან განიწმინდება, მაგრამ ჩვენმა მსჯელობამ მეტიც აჩვენა, ანუ ის, რომ ამდაგვარნი არა მარტო განიწმინდებიან, არამედ წმიდად და მართლად შეიქნებიან; მან არათუ თქვა: "განიბანეთო", არამედ დაამატა: "განიწმიდეთ და გამართლდითო". რა შეიძლება იყოს იმაზე საკვირველი, როდესაც ყოველგვარი შრომისა და ძალისხმევის ან კიდევ კეთილი საქმეების გარეშე მიიღებ გამართლებას? მაგრამ ასეთია ღმრთის კაცთმოყვარეობის ნიჭი: ის ძალისხმევის გარეშეც გამართლებს; თუ მეფის განკარგულება, რომელიც ორიოდ სიტყვით ათავისუფლებს ურიცხვ დანაშაულში ბრალდებულებს, სხვებს კი აწინაურებს, მით უფრო ყოვლადძლიერი სული ღმრთისა, რომელიც ყოველგვარი ბოროტებისგან გვიხსნის, გამართლებას გვანიჭებს და უდიდესი მოშურნეობით აღგვავსებს.
როგორც უკიდეგანო ზღვაში ჩავარდნილი ნაპერწკალი უმალ ქრება და უჩინარდება, ღმრთის წყაროში შთაფლული და ჩაძირული ადამიანური ბიწიერებაც იმ ნაპერწკალზე უფრო იოლად და სწრაფად ქრება და უჩინარდება. შესაძლოა კვლავ იკითხოს ვინმემ, მაშ თუ ნათლისღება ყველა ჩვენს ცოდვას განუტევებს, რატომ არ იწოდება იგი ცოდვათა განმწმენდ საბანელად, არამედ იწოდება საბანელად "მეორედ შობისა"? იმიტომ, რომ ის ცოდვებს ის უბრალოდ კი არ მოგვიტევებს, უბრალოდ კი არ განგვწმენდს ბიწიერებისგან, არამედ ამას ისე აკეთებს, თითქოსდა ხელახლა ვიშვებოდეთ. ჭეშმარიტად, ის ხელახლა გარდაგვქმნის და განგვაახლებს, ოღონდ ამჯერად ამას კვლავ მიწისგან კი არ აკეთებს, არამედ სხვა სტიქიისგან, წყლის ბუნებისგან; ის უბრალოდ კი არ განწმენდს ჭურჭელს, არამედ თავიდან ადნობს და განაახლებს.
განბანილი ნივთი, ზედმიწევნითაც რომ განიწმიდოს, თავის თვისებებსა და უწმინდურების ნარჩენებს მაინც ინარჩუნებს; მაგრამ ცეცხლის ღუმელში შეგდებული ნივთი, რომელიც ცეცხლით განახლდება, იქიდან გამოღების შემდეგ ყოველგვარი უწმიდურებისგან განწმენდილია და ახლად ჩამოსხული ნივთივით ელვარებს.
როგორც ცეცხლის ღუმელში შეგდებულ ოქროს ქანდაკებას უბრუნდება ელვარება, რომელიც დროთა განმავლობაში კვამლის, მტვრისა და ჟანგისგან დაბინძურებულა, ასევე ღმერთმაც, აიღო რა ცოდვის ჟანგისგან დაზიანებული ჩვენი ბუნება, შთააგდო წყალში, ვითარც ღუმელში და გადაადნო, ცეცხლის მაგიერ გარდამოუვლინა სულიწმიდა და იქიდან ისეთი განახლებულნი და გარდაქმნილნი აღმოგვიყვანა, რომ ბრწყინვალებით მზის სხივებსაც კი ტოლს არ ვუდებთ. ასე დაამსხვრია უფალმა ძველი კაცი და განაახლა, გარდაქმნა იგი უფრო ბრწყინვალედ, ვიდრე იყო" (Творения святаго отца нашего Иоанна Златоуста, архиепископа Константинопольскаго в русском переводе. Том второй. Кн. Первая (изд. Второе). С.-
გარდა ამისა, მივხედოთ კიდევ ერთ გარემოებას. წმ. იოანე ოქროპირი ზემოთ ხსენებულ ჰომილიაში იოანეს სახარებაზე (ჰომ. 25-
"რას ვიტყვით? დავრჩეთ ცოდვაში, რათა იმრავლოს მადლმა? არამც და არამც. ჩვენ, რომელნიც მოვკვდით ცოდვისათვის, როგორღა ვიცხოვროთ მასში? ან იქნებ არ იცით, რომ ვინც მოვინათლეთ იესო ქრისტეს მიერ, მის სიკვდილში მოვინათლენით? მასთან ერთადვე დავიმარხეთ სიკვდილში ნათლისღებით, რათა როგორც ქრისტე აღდგა მკვდრეთით მამის დიდებით, ჩვენც ასევე ვიარებოდეთ ახალ სიცოცხლეში" (რომ. 6:1-
წმ. იოანე ოქროპირი: "ან იქნებ არ იცით, რომ ვინც მოვინათლეთ იესო ქრისტეს მიერ, მის სიკვდილში მოვინათლენით? მასთან ერთადვე დავიმარხეთ სიკვდილში ნათლისღებით, რათა როგორც ქრისტე აღდგა მკვდრეთით მამის დიდებით, ჩვენც ასევე ვიარებოდეთ ახალ სიცოცხლეში" (რომ. 6:3-
ეპისკოპოსი თეოფანე დაყუდებული (გოვოროვი) (1815-
თეოფილაქტე ბულგარელი: "გვიყვება როგორ მოვკვდით ჩვენ ცოდვისთვის და ამბობს: ნათლისღებითო. ჩვენ ქრისტეს სიკვდილში მოვინათლეთ; მაშასადამე, ჩვენ ისე უნდა მოვკვდეთ, როგორც ის. რამეთუ რაც ქრისტესთვის იყო ჯვარი და საფლავი, იგივეა ჩვენთვის ნათლისღება, თუმცა სხვა მიმართებით; რადგან ქრისტე მოკვდა და აღსდგა ხორცით, ჩვენ კი ვკვდებით ცოდვისთვის და აღვსდგებით სათნოებათათვის" (Толкование Священного Писания. Блаж. Феофилакт Болгарский. Толкования на Рим. 6:3. http://bible.optina.ru/new:rim:06:03) (URL-ს მიმართვის თარიღი: 25.07.2020).
ა. ს. ლოპუხინი (1852-
"რადგან თუ სიკვდილის მსგავსებით მასთან თანაშეზრდილნი ვართ, აღდგომითაც მივემსგავსებით" (რომ. 6:5).
ა. ს. ლოპუხინი: "აქ მოციქული იმეორებს 4-
წმ. იოანე ოქროპირი: "როგორც ქრისტეს მიწაში დაფლულმა სხეულმა გამოიღო ნაყოფი -
ნეტ. თეოფილაქტე ბულგარელი: "რადგან ჩვენ თუ თანაშეზრდილნი ვართ ("თანა-
ვნახოთ სხვა წმიდა მამათა სწავლებანიც ამ საკითხზე:
დიდი კატეხიზმო: "კითხვა: როგორ უნდა შესრულდეს ეს საიდუმლო (ნათლობა -
პასუხი: სიტყვებით, რომელიც უფალმა ამცნო თავის მოწაფეებს: სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა, სამჯერადი შთაფლვით. ამ სიტყვებითა და ქმედებით აღესრულება ნათლობა". (Катехизис Большой, глава 73, лист 364 обор.).
წმ. იოანე ოქროპირი: "ქრისტემ თავის მოწაფეებს ასწავლა ნათლობა სხეულის სამგზისი შთაფლვით,როდესაც უთხრა: "წადით და დაიმოწაფეთ ყველა ხალხი და ნათელი ეცით მათ მამის და ძის და სული წმიდის სახელით"" (მათე 28:19) (Том 7, Беседа о вере, стр. 290).
"... ხოლო ამას ვიტყვ, რამეთუ მრავალთა ვხედავ შემდგომად ნათლისღებისაცა უდებებით მყოფთა და მსგავსად მათსა, რომელნი არღა ღირსქმნილ არიან კეთილსა მას. ამისთვისცა ვერავინ გამოიცნობს, თუ რომელი არს ნათელღებული, ანუ რომელი უნათლავი, გარნა თუ ჟამსა მას წმიდისა ჟამისწირვისასა, რაჟამს ხმაყოს დიაკონმან განსლვაი იგი კათაკუმეველთაი და რომელნიმე განვიდოდინ -
წმ. იოანეს სიტყვებში "განბანილ ხარ წყალსა მას შინა საიდუმლოისასა?" დასხმა რომ ეგულისხმა, მაშინ მისი ჰომილიის თარგმანში უნდა ყოფილიყო არა "წყალსა მას შინა", არამედ "წყლითა მით" (შეად. რუს.: "Потому ли, что ты погружался в священные воды?"). ეს კი აჩვენებს, რომ წმ. იოანე ოქროპირი ნათლისღების საიდუმლოში შთაფლვას ითხოვდა და არა დასხმას.
წმ. პაპი პელაგიუსი (VI ს.): "მრავალი ინათლება მხოლოდ ქრისტეს სახელით და ერთხელ შთაიფლვის წყალში. მაშინ, როდესაც სახარება, რომელიც გვებოძა თვით ჩვენი ღმრთისა და უფლის, იესუ ქრისტეს მიერ, გვამცნებს და გვარწმუნებს, რომ ყველა უნდა მოინათლოს სამების სახელით და სამჯერ შთაფლვით, რაც ჩანს უფლის სიტყვიდან მისი მოწაფეებისადმი: "წადით და დაიმოწაფეთ ყველა ხალხი და ნათელი ეცით მათ მამის და ძის და სული წმიდის სახელით"" (მათე 28:19) (Ветринский, Памятники древности. Письма св. папы Пелагия, том 2, стр. 511, изд. 1830 г.).
წმ. იპოლიტე რომაელი: "ვინც რწმენით შედის ემბაზში და შედეგად, შთაიფლვის მასში, ის განეყოფა ეშმაკს და შეუდგება ქრისტეს... ის ემბაზიდან გამოდის სიმართლის სხივებით მზესავით განბრწყინვებული..." (Почему вообще в православии крестят именно погружением в воду. издан. 1892 г. (стр. 9, из Ипполита, папы Римскаго).
ნეტ. ავგუსტინე: "იმის შემდეგ, რაც რწმენა აღუთქვით უფალს, თქვენ სამჯერ შთაყავით თქვენი თავები წმიდა წყაროში. თქვენ სწორად ხართ სამჯერ შთაფლულნი: რადგან შთაფლვა, სამჯერ განმეორებული,გამოხატავს უფლის დამარხვას. ნათლობის მიერ კი თქვენ თანადაიმარხენით უფალთან ერთად ნათლობის წყლებში და მის თანა აღსდეგით სარწმუნოებაში" (გვ. 11-
წმ. გრიგოლ დიდი, რომის პაპი, ეპისკოპოს ლეანდრესადმი მიწერილ ეპისტოლეში წერს: "სამგზისი შთაფლვის შესახებ შეუძლებელია იმაზე უფრო სწორად ფიქრი, როგორც თქვენ ფიქრობთ. ჩვენ, როდესაც სამგზის შთავფლავთ, ამით უფლის სამდღიან დამარხვას აღვნიშნავთ, რათა ყრმის სამგზისი აღმოყვანით ემბაზიდან გამოვხატოთ უფლის აღდგომა, რომელიც აღსრულდა სამდღიანი დამარხვის შემდეგ".
იგივე წმიდა მამა თავის კურთხევანში განაწესებს: მღვდელმა უნდა მონათლოს სამგზისი შთაფვლითა და წმიდა სამების სახელის მოწოდებით.
ნეტ. თეოფილაქტე ბულგარელი. "მასთან ერთად დაიმარხეთ ნათლისღებით..." (კოლას. 2:12). განმარტება:ამრიგად, მონათლული ქრისტესთან ერთად იმარხება ნათლისღებით და სამგზისი შთაფლვით გამოსახავს უფლის სამდღიან დამარხვას, და კვდება, ვითარც ძველი და ცოდვილი კაცი..." (Блаж. Феофилакт, на послание к колоссаем, глава 2, ст. 12, стр. 38, изд. Казань, 1887).
წმ. იოანე დამასკელი: "...ნათლისღება სახეა ქრისტეს სიკვდილისა, რადგან სამი ჩაძირვის გზით უფლის დასაფლავების სამ დღეს მოასწავებს ნათლისღება" (Св. Иоанн Дамаскин, кн. 4, гл. 9, лист 109, о вере и крщении).
წმ. ნიკიფორე კონსტანტინოპოლელი (758-
წმ. ათანასე ალექსანდრიელი (IV ს.): "ის, რომ ჩვენ სამგზის შთავფლავთ ყრმებს ემბაზში და სამგზისვე აღმოვიყვანთ, მიანიშნებს, რომ ქრისტე სამი დღე იყო მკვდარი, მესამე დღეს კი აღსდგა" (Св. Афанасий Александрийский, древлеписьменные ответы, ответ 94).
საკვირაო სახარების განმარტება: "როგორც ქრისტე იყო სამი დღე და სამი ღამე მიწის გულში, ასევე მოსანათლავთა სამი შთაფლვა და აღმოსვლა, სამი დღე საფლავში უფლის ყოფნას მოასწავებს" (Евангелие недельное, на Крещение Господне, слово 68, лист 476).
წმ. ბასილი დიდი: "გინდა თაყვანი სცე შენთვის ჯვარცმულს? მაშ, იჩქარე თანადაეფლა მას ნათლისღბით (რომ. 6:4) და თუ არ მოინათლები მისი სიკვდილის მსგავსებით, მისი აღდგომის თანამოზიარე როგორღა შეიქნები" (რომ. 6:5)? (Василий Великий. Беседа 13 Побудительная к принятию святого крещения.
მისივე: "რატომ აღესრულება ნათლობის საიდუმლო სამი შთაფლვით და სამი მოწოდებით (სამების თითოეული იპოსტასის სახელი, მოწოდებით თითოეულ შთაფლვაზე -
ნეტ. იერონიმე: "ნათლობაც ერთია, რადგან ერთნაირად ვინათლებით ჩვენ მამის, ძის და სულიწმიდის სახელით და შთავიფლვით სამგზის, რათა წარმოჩინდეს ერთი საიდუმლო წმიდა სამების" (Блаж. Иероним, часть 17, книга 2, глава 4, стр. 299).
წმ. კირილე იერუსალიმელი (IV ს.): ამის შემდეგ მიგიყვანენ თქვენ ნათლობის წმიდა ემბაზთან, როგორც ჯვრიდან გარდამოხსნილი ქრისტე წაიყვანეს საფლავში. და თითოეულს გკითხავენ: გწამს თუ არა მამა, ძე და სულიწმიდა? თქვენ კი უპასუხებთ მაცხოვნებელი აღმსარებლობით და სამჯერ შთაიფლვებით და ისევ აღმოხვალთ, რითაც მიანიშნებთ უფლის სამდღიან დამარხვას, რადგან როგორც ჩვენი მაცხოვარი სამი დღე და ღამე იწვა მიწაში.) (Св. Кирил Иеросалимский, тайноводственное слово о крещении 2-
ბერძნული დიდი რჯულისკანონი ("პიდალიონი"), წმ. მოციქულთა 50-
http://library.church.ge/index.php?option=com_content&view=article&id=146:_%2085_%20&catid=34:2009_%2012_%2029_%2011_%2031_%2018&Itemid=59&lang=en
ზონარა: ""სამ ნათლისღებას" აქ კანონი უწოდებს სამ შთაფლვას ერთ საიდუმლოში. ამგვარად, ვინც ნათლავს, თითოეულ შთაფლვაზე წარმოთქვამს წმიდა სამების თითო სახელს. ხოლო მოსანათლავის ემბაზში შთაფვლა ერთგზის და თანაც უფლის სიკვდილის მიმართ, არის უკეთურება. ვინც ასე აღასრულებს ნათლობას, დაემხობა თავისი პატივისგან".
არისტინე: "ვინც საიდუმლოს შეასრულებს არა სამგზის, არამედ ერთგზის შთაფლვით, უფლის სიკვდილის მიმართ (რაც უფალს არ უსწავლებია), დაემხობა სასულიერო პატივისგან".
ბალსამონი: ""... ნათლისღების წმიდა საიდუმლო უნდა შესრულდეს ერთხელ, სამი შთაფლვით, მამის, ძის და სულიწმიდის სახელის მოწოდებით, რადგან ღმერთი ერთია და სამპიროვანი, ან კიდევ ქრისტეს ჯვარზე სიკვდილისა, სამდღე დაფვლისა და აღდგომის ნიშნად. რადგან მოციქულიც ამბობს: "რომელთა-
მათე ბლასტარი (XIV ს.): მოციქულთა 50-
წმ. თევდორე სტოდიელი (759-
იერემია კონსტანტინოპოლელი: "რაც შეეხება ღვთაებრივი ნათლისღებით აღორძინებას, რომლის შესახებაც მრწამსში ნათქვამია: აღვიარებ ერთსა ნათლისღებასა მოსატევებლად ცოდვათა, ჩვენ ვნათლავთ სამგზისი შთაფლვით, ხოლო ლათინები ცუდად აკეთებენ, როდესაც ნათლავენ მხოლოდ წყალდასხმით. რადგან ერთ ღვთაებაში უნდა ვაღიარებდეთ სამ იპოსტასს და ამიტომაც ნათლობა უნდა აღსრულდეს სამი ჩაძირვითა და აღმოსვლით წყალში და წმიდა სამების თითოეული იპოსტასის: მამის, ძის და სულიწმიდის სახელის მოწოდებით, რადგან ასეთია უძველესი გადმოცემა წმიდა ეკლესიისა. ამავე დროს, სამი შთაფლვა და აღმოსვლა მიანიშნებს ჩვენთვის ჯვარცმული უფლის ხორცით დამარხვას სამი დღე და შემდეგ მის აღდგომას" (Иеремия Константинопольский. Ответ лютераном, глава 2, стр. 15, изд. 1866 г.).
იქვე (Там же, стр. 223, о таинствах): "ნათლობა გვაძლევს ახალ ცხოვრებას და თანაგვაზიარებს ქრისტეს. ჩვენ მასთან ერთად ვიმარხებით ნათლისღებით და მასთან ერთადვე აღვსდგებით, რათა გავხდეთ მისი სასუფევლის მემკვიდრენი; სამჯერ გვირგვინმოსილნი ვიქმნებით სამგზისი შთაფლვით წყალში და არა სამგზისი დასხმით. რადგან ძველი მამები მოსანათლავზე საკუთარი ხელებით წყალს კი არ ასხამდნენ, არამედ სამგზისი შთაფვლვით ნათლავდნენ და ამაში ღვთაებრივი სახარების მოთხოვნას იცავდნენ, რომელშიც ნათქვამია: "და როცა მოინათლა იესუ, მაშინვე ამოვიდა წყლიდან" (მათე 3:16). ცხადია, რომ ის ჯერ შევიდა წყალში, ხოლო შემდეგ კი აღმოვიდა. აი, ეს არის შთაფლვა და არა დასხმა".
წმ. პატრიარქ იოსების († 1652)) ეპისტოლე მეფისწულ ვალდემარისადმი (თ. 83): "ერთია ნათლობა მამის, ძის და სულიწმიდის სახელით. აღვიარებთ ერთ ღმერთს სამ იპოსტასში სამი შთაფლვით და არა დასხმით... ჯერშთავიფლვით მამის სახელით, რომელსაც მოსდევს შთაფლვა ძის სახელით და სრულდება იგი შთაფვლით სულიწმიდის სახელით. ყველა შთაფლვაზე წარმოითქმება, ამინ. აი, ეს არის ჭეშმარიტი ნათლობა მოსატევებლად ცოდვათა. შთავიფლვით სამჯერ უფლის სამი დღის განმავლობაში დამარხვისა და სამი დღის შემდეგ აღდგომის სახედ. ასეთია ჩვენი ნათლობა, ჩვენ მას აღვასრულებთ შთაფვლით და არა დასხმით, როგორც ამას იქმან რომაელნი და სხვა რწმენისა და ჭეშმარიტი ნათლობისგან განდგომილნი, რომლებიც ნათლობაში წყალს ასხამენ... წყალდასხმით ნათლობა არის მწვალებლური, ევნომიანური მწვალებლობა, როგორც წერს ამას ეპიფანე კვიპროსელი".
დიდი კურთხევანი, ლუთერანული სარწმუნოებიდან მართლმადიდებლურ სარწუნოებაში გადმოსულთა მიღების წესი, ფურცელი 16: "ვწყევლი მათ ბილწ ნათლობას, რომელიც აღესრულება წყლდასხმით და არა შთაფლვით, რომელიც არის უფლის იორდანეში ნათლობის ხატი და გადმოცემული წმიდა მოციქულთა მიერ, რომ ნათლობა უნდა აღსრულდეს სამგზისი შთაფლვით, მამის, ძის და სულიწმიდის სახელით" (Потребник Большой, чин приходящих к православной церкви от лютеран, лист 16, 2-
არსენ იყალთოელის "დოგმატიკონი": "ვინცა ვინ არა ნათელს-
ამრიგად, ვფიქრობთ, ნიკოდიმესთან უფლის საუბრისა და წმიდა მამათა განმარტებების განხილვით საკმარისად ვაჩვენეთ, რომ უფლის სიტყვები: "ვინც არ დაიბადება წყლისა და სულისაგან, ვერ შევა ღმრთის სასუფეველში", ასევე სიტყვები: "ისრაელის მოძღვარი ხარ და ეგ არ იცი?" შთაფლვით ნათლობაზე მიანიშნებს და არა დასხმაზე და საერთოდ, წმიდა მამებთან არაფერია ნათქვამი ტერმინ "შთაფლვის" სიმბოლურობაზე, თითქოსდა ის ერთდროულად შთაფლვაზეც მიანიშნებდეს და დასხმაზეც. ამგვარი არამართლმადიდებლური სწავლება თავიდან ბოლომდე ოფიციალური ეკლესიის სასულიერო აკადემიის პროფესორის, "თეოლოგისა" და პატროლოგის ე. ჭელიძის გამონაგონია.
18