არქიეპისკოპოსი პავლე (ხორავა)
გზა - მართლად სავალი
ნაწილი I
შთაფლვა თუ დასხმა?!
შთაფლვითი ნათლობის კანონიკურობისა და დასხმითი ნათლობის უკანონობის შესახებ
გზა -
ნაწილი I
შთაფლვა თუ დასხმა?!
შთაფლვითი ნათლობის კანონიკურობისა და დასხმითი ნათლობის უკანონობის შესახებ
მკითხველო, წინამდებარე წიგნი, რომლის ინტერნეტ-ვერსიასაც ჩვენს ოფიციალურ საიტზე გთავაზობთ, მართლმადიდებლური სარწმუნოების საძირკვლის გამაგრების, შენთვის ჭეშმარიტი ქრისტეანული გზის ჩვენებას ისახავს მიზნად. აქ თავმოყრილია დიდძალი კვლევითი მასალა, რომელიც ეხება დოგმატიკის, ლიტურგიკის, ეკლესიის ისტორიის და ესქატოლოგიის სფეროებს. წიგნი მდიდარია ფაქტობრივი და დოკუმენტური მასალით და მოიცავს პერიოდს I საუკუნიდან ვიდრე XXI საუკუნემდე. ავტორი გვაძლევს ნათლისღების საიდუმლოს, სხვადასხვა ლიტურგიკული წეს-ჩვეულების, 17-ე საუკუნის საეკლესიო რეფორმისა და მისი შედეგების შემჭიდროებულ, მაგრამ ამავე დროს ღრმა ანალიზს.
წიგნში მხილებულია ძველმართლმადიდებლური ეკლესიის წინააღმდეგ მიმართული ცილისწამებებისა და ბრალდებების უსაფუძვლობა; ავტორის მიზანია, ჭეშმარიტების ერთგულ ყოველ ქრისტეანს მიუთითოს გზა მართლად სავალი. იმის გასარკვევად, რომ ეს გზა სწორედ ძველმართლმადიდებლურ ქრისტეანობასთან მიდის, არა მარტო აქ მოტანილი საეკლესიო წესებისა და სხვადასხვა მოვლენის განმარტება დაგეხმარება, არამედ კრებულში თავმოყრილი სადისკუსიო მასალებიც დიდად წაგადგებგა და ორ მოპაექრე მხარეს შორის მტყუან-მართლის გარჩევაც არ გაგიჭირდება.
წიგნის პირველი ნაწილი ეძღვნება ნათლისღების საიდუმლოს, მისი შესრულების კანონიკურ და არაკანონიკურ ფორმებს; მეორე ნაწილი - 17-ე საუკუნის რუსეთის საეკლესიო რეფორმას და მის შედეგებს როგორც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისთვის, ასევე მსოფლიო მართლმადიდებლობისთვის; მესამე ნაწილი კი მთლიანად ეძღვნება ეკლესიის უძლეველობას.
ჭეშმარიტი ქრისტიანული სიყვარულით უძღვნის ამ წიგნს ძველმართლმადიდებლური ეკლესიის არქიეპისკოპოსი პავლე (ხორავა) წმიდა სარწმუნოების გზაზე შემდგარ ყოველ მართლმადიდებელს.
წიგნი გამოიცა ძველმართლმადიდებელ ქრისტეანთა შემოწირულობით.
თავი X
____________________________________________________________________________________________________________________
საჭურისის ნათლობა წმ. მოციქულ ფილიპეს მიერ
ამრიგად, როგორც ვნახეთ, ძველი და ახალი აღთქმის წმიდა წერილი, ნათლობის შთაფლვით აღსრულებას გვასწავლიან. ძველი აღთქმა წინასახეობრივად გამოსახავდა ახალაღთქმისეული, მადლისმიერი ნათლობის არსსა და ფორმას, რაც დაკავშირებული იყო ქრისტეს განკაცებასთან, ჯვარცმასთან, დაფლვასთან და მკვდრეთით აღდგომასთან. მიუხედავად ამისა, ე. ჭელიძე აყალბებს არა მარტო ძველაღთქმისეულ მაგალითებს და მათ დასხმითი ნათლობის წინასახეებად სახავს, არამედ აყალბებს საღმრთო ისტორიის წმიდა წერილისეულ გადმოცემას და წმიდა მამების განმარტებებსაც. ეს ვნახეთ თუნდაც იორდანეში უფლის ნათლისღების გაყალბების მაგალითზე. ასევე, მსჯელობაში, თუ რა მიმართულებას აძლევს ე. ჭელიძე წმიდა იოანე ოქროპირის გამონათქვამს წყალში თავის შთაყოფის შესახებ და კიდევ მრავალი რამ. მაგრამ, სამწუხაროდ, ჩვენი ოპონენტი ამდენ გაყალბებასაც არ სჯერდება. ის უკვე იმდენად არის გაკადნიერებული, რომ ემსგავსება დარღმართზე თავპირისმტვრევით დაქანებულ ადამიანს, რომელსაც თავის შეკავება უკვე აღარ ძალუძს და თუ რაიმე წინაღობას არ შეასკდა, ვერ გაჩერდება.
ამის დასტურად განვიხილოთ ე. ჭელიძის მიერ მოყვანილი მაგალითი მოციქულ ფილიპეს მიერ საჭურისის მონათვლისა (საქმე მოც. 8:38-
"სული -
აქ მცირედით შევჩერდებით და აღვნიშნავთ, რომ ე. ჭელიძე, სანამ დაიწყებდეს მსჯელობას უშუალოდ საჭურისის ნათლობაზე, მისთვის ჩვეული სოფისტური და დემაგოგიური მეთოდოლოგიით ჯერ მკითხველის დამუშავებას იწყებს -
ფსიქოლოგიური ზემოქმედება, პოლემიკის ასეთი ფორმები გათვლილია იმისთვის, რომ მკითხველმა თუ არ უნდა, თვითონაც შეუგნებელ, "მზაკვარ" და "თუთიყუშივით" ერთი და იმავე აზრის გამტარებელ პირად შეირაცხოს, უნდა უსმინოს არა ძველმართლმადიდებელ ქრისტეანთ, არამედ თვით ე. ჭელიძეს. მაშინ ის ჩაითვლება "განათლებულ", "ნასწავლ" და "გონიერ" ადამიანად... მაგრამ, არის კი სწორი ის, რასაც ე. ჭელიძე ამტკიოცებს? მოდი, ვნახოთ!
თავიდანვე გთხოვთ დააკვირდეთ, -
რომელია ეს არგუმენტი, რომელიც ე. ჭელიძეს ასე სასაცილოდ მიუჩნევია? მოდი, მივყვეთ ჩვენი ოპონენტის მსჯელობას.
ე. ჭელიძე განაგრძობს: "უპირველესად, დავიმოწმებთ ამ მოვლენის ამსახველი ტექსტის ძველ ქართულ თრგმანს: "შთაჴდეს ორნივე წყალსა, ფილიპე და საჭურისი იგი, და ნათელ-
სანამ გავაგრძელებდეთ, უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ამ მცირე მაგალითში კარგად ჩანს ე. ჭელიძის არაკორექტული დავის მთელი სისტემა:
1. ოპონენტის დამცირება; 2. მკითხველის მომზადება იმისთვის, რომ ის შეამზადოს თავისი აზრის მისაღებად (ოპონენტის არგუმენტაციის დაცინვა, რაც არაკორექტული დავის მეთოდოლოგიის ერთ-
ამ შემთხვევაშიც, ჯერ (1) გვიწოდა რა "მზაკვრები" და "თუთიყუშები", (2) დასცინა ჩვენს არგუმენტაციას, (3) შემდეგ დაიმოწმა ძველქართული წყარო (როგორც უფრო ავტორიტეტული) და ბოლოს, ეფექტის მოსახდენად და შთაგონების გასაძლიერებლად ძველქართულ წყაროს დაუმატა სხვაენოვანი ნიმუშებიც, კერძოდ: ბერძნული, სლავური, რუსულ-
რაში დასჭირდა ე. ჭელიძეს ამდენი უცხოენოვანი ამონაწერის დამოწმება? ძველქართულს და სლავურს ან ბერძნულს არ ვერწმუნებოდით? ჩხადია, ვერწმუნებოდით. უბრალოდ, ესეც არაკორექტული დავის ერთ-
უცხოენოვან წყაროებშიც ნათქვამია იგივე, რაც ძველქართულში, კერძოდ ის, რომ ფილიპეც და საჭურისიც"ორივენი ჩავიდნენ წყალში" (ბიბლიის ახალქართ. თარგმნ. საპატრ. გამოც.) (რუსულად: "и сошли оба в воду, Филипп и евнух; и крестил его. Когда же они вышли из воды, Дух Святый сошел на евнуха". რუს. სინოდ. თარგმანი). სწორედ ამის დასადასტურებლად სჭირდება მას მათი დამოწმება.
"რას გვიდასტურებს ციტირებული მუხლი? -
მაგრამ, ე. ჭელიძის აზრით: "ზემორე მუხლის აზრი მხოლოდ ზედაპირული აღქმის შეგნებული გამრუდებითშეიძლება იქნეს ამგვარად გაგებული... მოტანილი ტექსტის კვალობაზე ყოვლითურთ ნათელია (?), რომსაჭურისს ზედმიწევნით იმდენადვე უკავშირდება "წყალში ჩასვლა" და "წყლიდან ამოსვლა", რამდენადაც -
"ამრიგად, -
ამრიგად, ნათელია, რომ ფილიპეს ვერანაირად ვერ წარმოვიდგენთ წყალში ჩაძირულად. შესაბამისად, ზემორე აღწერითი თანაბრობიდან გამომდინარე, სავსებით ცხადია, რომ არც საჭურისს მიუღია არანაირად სრული ჩაძირულობა მდინარეში, რადგან ეს რომ ასე მომხდარიყო, ლუკა მახარებლის ("საქმეთა" ავტორის) მიერ რაღაცნაირად უთუოდ გაიმიჯნებოდა (ვალდებულებაც ჰქონდა მას, რომ გაემიჯნა" (?! -
სქოლიოში ე. ჭელიძე აკეთებს ასეთ შენიშვნას: "საზოგადოდ, აღვნიშნავთ, რომ გამოთქმები "წყალში ჩასვლა", "მდინარეში ჩასვლა" არასოდეს ნიშნავდა და, ცხადია, არც დღეს ნიშნავს აუცილებლად წყლით სრულ დაფარვას, ვინაიდან თუნდაც რომ მხოლოდ მუხლებამდე შევიდეს ვინმე წყალში (და უმრავლეს შემთხვევაში ასეა), ესეც სავსებით ბუნებრივად ითქმის "წყალში (მდინარეში) ჩასვლად".
"ამრიგად, -
ფილიპეს მიერ საჭურისის შთაფლვითად ნათლობის უარყოფის მთელი ამ კომიკური "არგუმენტაციიდან" აუცილებელია გამოვყოთ რამდენიმე მომენტი:
1. რას ეფუძნება ჩვენი (ბაპტისტთა არგუმენტაცია ჩვენ არ გვეხება და ამ შემთხვევაში არც გვაინტერესებს) შეხედულება, როდესაც ვამბობთ, რომ ფილიპემ საჭურისი შთაფლვითად მონათლა?
2. შეიძლება თუ არა ფილიპეს მიერ საჭურისის შთაფლვითად მონათვლის უარყოფად იმ არგუმენტის გამოყენება, რომ ისინი "ორივენი ერთად შთახდნენ წყალში"?
3. რას ბრძანებენ ფილიპეს მიერ საჭურისის ნათლობაზე ძველი და თანამედროვე ღვთისმეტყველები?
დავიწყოთ იქიდან, რომ ე. ჭელიძე წმ. წერილის ამ ადგილას შთაფლვითი ნათლობის უარსაყოფად იყენებსაქცენტირების გადატანის მეთოდს. კერძოდ, ის ცდილობს მკითხველის ცნობიერება, ერთის მხრივ, მიმართოს აზრისკენ -
ამრიგად, ე. ჭელიძე ცალსახად ატარებს იმ აზრს, რომ თუკი "მზაკვრები" და "თუთიყუშები" წყალში შესვლაზე იმიტომ უთითებენ, რომ მიანიშნონ წყალში შთფლვა, და რაკიღა წყალში შესვლა ორივეს თანაბრად უკავშირდება (მოციქულსაც და საჭურისსაც), და რაკიღა "ფილიპეს ვერანაირად ვერ წარმოვიდგენთ წყალში ჩაძირულად" (რადგან რა საჭიროა მომნათვლელი თვითონაც ჩაიძიროს წყალში), "ზემორე აღწერითი თანაბრობიდან გამომდინარე" სავსებით ცხადია, რომ "არც საჭურისს მიუღია არანაირად სრული ჩაძირულობა მდინარეში".
დააკვირდით გამოთქმას: "ზემორე აღწერითი თანაბრობიდან გამომდინარე" ... რომელ "თანაბრობაზეა" აქ ლაპარაკი? -
ამრიგად, ზემორე აღწერილი თანაბრობა (ფილიპესა და საჭურისის, -
დიდი ტვინის ჭყლეტა არ უნდა სჭირდებოდეს იმის გაგებას, საჭურისი რომ შთაფლვით მონათლოს, ფილიპეს თვითონაც უწევს წყალში შესვლა (და არა "შთაფლვა", როგორც მასხრობს აქ საპატრიარქოს "მეცნიერი"), რადგან სხვაგვარად (ანუ წყალში შეუსვლელად) შესაძლოა მოსანათლავის შთაფლვა ყოველთვის ვერ მოხერხდეს. როგორც ჩანს ადგილი იყო ისეთი, რომ საჭურისის მოსანათლად ფილიფესაც სჭირდებოდა მდინარის სიღრმეში შესვლა.
გარდა ამისა, ვნახოთ რამდენიმე უცნაური მტკიცებაც, რაც ე. ჭელიძეს უეჭველად თავისი ნაყალბევის გასაძლიერებლად სჭირდება:
1. "... ეს რომ ასე მომხდარიყო (ანუ ფილიპეს რომ საჭურისი შთაფლვითად მოენათლა -
გაუგებარია, როგორ ან რატომ უნდა გაიმიჯნოს წყალში მდგომი ნათლისმცემელის "მდგომარეობა" მოსანათლავის "მდგომარეობისგან"? ცხადია, ე. ჭელიძე ცდილობს აქცენტი გადაიტანოს იმაზე, რომ წყალში შესვლის მიზანდასახულობა კი არ ააშკარავებს შთაფლვითი ნათლობის მიღებას, არამედ თვით შესვლის ფაქტი. ანუ წყალში შესვლა აუცილებლად არ ნიშნავსო შთაფლვას.
2. ამაზე უკვე აშკარად მიანიშნებს იქვე სქოლიოში მოცემული ე. ჭელიძის მტკიცება: "საზოგადოდ, -
აქ ე. ჭელიძე მიმართავს იმ მეთოდს, რასაც ის ტერმინ "ბაპტიზმას" განმარტებისას იყენებს (ამის შესახებ იხ. ქვემოთ). რა თქმა უნდა, მარტოოდენ წყალში შესვლა, თუნდაც კისრამდე, ჯერ კიდევ არ ნიშნავს შთაფლვას. ჩვენ არსად გვითქვამს, რომ "შთაფლვა არის წყალში შესვლა". მაგრამ ეს კი ცხადია -
წყალში ათასი სხვადასხვა მიზეზით შეიძლება ადამიანი შევიდეს: ფეხის დასაბანად, სარეცხის გასარეცხად, თევზის დასაჭერად, საბანაოდ და სხვა... მაგრამ, როდესაც ლაპარაკია ნათლობაზე, რომელიც ვიცით რომ წყალში შთაფლვით აღსრულდება, სხვა რა უნდა ვიფიქროთ, თუ არა მისი აღსრულების წესი, ანუ -
3. "თუ აღნიშნული "შთახდომა" ("შესვლა") სრულ ხილულ ჩაძირვას გულისხმობს, უეჭველად (?) უნდა ვიფიქროთ, რომ ფილიპეც ჩაძირულა წყალში, მაგრამ ამგვარ უგუნურებამდე თვით ბაპტისტებიც არ დაცემულან, რადგან ნათლისღებისას არასოდეს მომხდარა, რომ თავად ნათლისმცემელიც ჩაძირულიყოს წყალში ანუ (რაც ზედმიწევნით იგივეა) თავისი თავიც მოენათლოს მას" (იქვე).
აქაც ცრუობს ე. ჭელიძე, რადგან "შთახდომა" კი არ გულისხმობს სრულ ჩაძირვას, არამედ ის განზრახვა, რომლის გამოც "შთახდნენ" წყალში (მდინარეში) ფილიპე და საჭურისი. შთაფლვის მომენტი წყალში შესვლას კი არ უნდა დავუკავშიროთ (არც ვუკავშირებთ), არამედ წყალში შესვლის მიზანს, ანუ რისთვის უნდა შესულიყვნენ მდინარის სიღრმეში ფილიპე და საჭურისი, თუ არა იმისთვის, რომ მოციქულს შესძლებოდა საჭურისის შთაფლვითად ნათლისღება, დასხმით ნათლობას ხომ ის ნაპირზეც ბრწყინვალედ შეძლებდა?! ამიტომაც, ფილიპესა და საჭურისის მაგალითიდან ის აზრი კი არ გამომდინარეობს, თითქოსდა "საჭურისს არ მიუღია სრული ჩაძირულობა მდინარეში", არამედ ის, რომ საჭურისს არ მიუღია დასხმითი ნათლობა! აი, რისი მაჩვენებელია წყალში შესვლა და იქიდან გამოსვლა.
გარდა ამისა, თუ ისე მოხდა, რომ წყალში შესულმა ნათლისმცემელმა მექანიკურად (მაგალითად, მდინარის სიღრმეში პატარა ბავშვის ნათლობის დროს) ან სხვა მიზეზით თვითონაც ჩაყო თავი წყალში, ის საკუთარი თავის მომნათვლელად ვერანაირად ვერ ჩაითვლება, რადგან ნათლობა მარტო წყალში შთაფლვა კი არა, ამავდროულად მოსანათლავზე წმ. სამების სახელის მოწოდებაა. ინათლება არა ის, ვინც უბრალოდ იძირება წყალში, არამედ ის ვინც იძირება ნათლისღებისთვის და ვის მიმართაც წარმოითქმის ფორმულა: "ინათლება მონა ღვთისა (სახელი) სახელითა მამისათა (და შთაიფლვის პირველად), და ძისათა (შთაიფლვის მეორედ) და სულისა წმიდისათა (შთაიფლვის მესამედ)".
ასე რომ, ე. ჭელიძის მტკიცება: "... თავად ნათლისმცემელიც ჩაძირულიყოს წყალში ანუ (რაც ზედმიწევნით იგივეა) თავისი თავიც მოენათლოს მას" -
ე. ჭელიძე თავის ორივე ანტი-
ასე რომ იყოს, მაშინ ე. ჭელიძის მოწონებულ დასხმით ნათლობაში, სადაც არავინ არსად არ შთაიფლება და სამების სახელით ვინმე დასხმითად ინათლება, და შეიძლება წყლის მიპკურების დროს ფუნჯიდან წყალი ნათლისმცემელსაც ან იქ მდგომ გარეშე პირთაც მიესხას, დამსხმელიც (ნათლისმცემელიც) და ნათელღებულიც ერთდროულად "მონათლულან". მეტიც, მღვდელი ჩავარდნილა უმძიმეს ცოდვაში, რადგან ყოველი ამგვარი ნათლობა მასაც საკუთარი თავის ნათლობად ჩაეთვლება. მით უმეტეს, არც მოსანათლავი და არც ნათლისმცემელი მღვდელი არ იფლობიან წყალში, დგანან მშრალზე, და ერთსა და იმავე პირობებში იმყოფებიან "გაუმიჯნავად".
მოკლედ, როდის გადასულა მოსანათლავზე წარმოსათქმელი ან წარმოთქმული ფორმულა, ნათლისმცემელზე? -
რადგან ე. ჭელიძის მიმდევრები (და თვით ე. ჭელიძე), მათი სიჯიუტიდან გამომდინარე, არაფრით შეურიგდებიან ჩვენს ამგვარ დასკვნას ფილიპესა და საჭურისის ნათლობაზე, ჩვენი ნათქვამი სხვა მხრივაც განვამტკიცოთ. ვნახოთ, მხოლოდ ჩვენ გვაქვს ასეთი შეხედულება თუ სხვებსაც.
უპირველეს ყოვლისა, მივმართავთ მოსკოვის სასულიერო აკადემიის ცნობილი და ჩვენ მიერ უკვე ნახსენები პროფესორის, ალექსანდრე ალმაზოვის ნაშრომს История чинопоследований крещения и миропомазания (Казань, 1884), სადაც პროფესორი ა. ალმაზოვი აღნიშნავს: "ძველ აღთქმაში, როგორც "ბაპტო", ასევე "ბაპტიძო" გახლავთ ებრაული ზმნების თარგმანი, რომლებიც ლათინურ tingo, immergo (გამ. 12:22; 4 მეფ. 5:14), submergo-
მაშ, თუ ვიტყვით, რომ "ბაპტისმოს" -
ახალმოწამე ნიკოლა ვარჟანსკი (1881–1918) თავის ანტისექტანტურ თხზულებაში "მართალი აღმსარებლობა" (Доброе исповедание. Православный противосектантский катехизис) ჩამოთვლის ნათლისღებისთვის საჭირო ელემენტებს და წერს: "მეოთხეც, ნათლისღებისთვის საჭიროა მორწმუნის შთაფლვა ნათლისღების წყლებში. როდესაც მოციქულმა ფილიპემ მონათლა საჭურისი, "ორივენი ჩავიდნენ წყალში, ფილიპეც და საჭურისიც, და მონათლა იგი" (საქმე მოც. 8:38) (Мученик Николай Варжанский (1881-
სრულიად აშკარაა, რომ ნათლისღების შთაფლვითად აღსრულების დასტურად მოწამე ნიკოლოზ ვარჟანსკის ფილიპესა და საჭურისის მაგალითი მოჰყავს, რითიც ადასტურებს, რომ მათი წყალში შესვლა განპირობებული იყო ნათლისღების შთაფლვით აღსრულების მიზნით.
პროტოპრესვიტერი მიხეილ პომაზანსკი (1888-
მიხეილ პომაზანსკის ამ სიტყვებს ზედმიწევნით ზუსტად იმეორებს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის (მოსკოვის საპატრიარქო), ქ. კიევის უფლის ფერისცვალების სახელობის ტაძრის ოფიციალური საიტი, სადაც საეკლესიო საიდუმლოებებისადმი მიძღვნილ პუბლიკაციაში აღნიშნულია: "ნათლისღება უნდა აღსრულდეს წყალში შთაფლვით. თვით ბერძნული სიტყვა "bарtizо" ნიშნავს "ვშთაფლავ". ფილიპეს მიერ საჭურისის ნათლობის შესახებ მოციქულთა საქმეებში ვკითხულობთ: "ორივენი ჩავიდნენ წყალში, ფილიპეც და საჭურისიც, და მონათლა იგი" (საქმე მოც. 8:38) (Крещение. Приложение О погружении в воду) (Украинская православная церковь. Приход Храма в честь Преображения Господня. г. Киев. http://www.preobrazhenie.kiev.ua/kreschenie/prilozhenie-
ცხადია, რომ აქაც, იმის დასამტკიცებლად, რომ "ნათლისღება უნდა აღსრულდეს წყალში შთაფლვით", დამოწმებულია მოციქულ ფილიპეს მიერ საჭურისის ნათლობა, როგორც ამ ჭეშმარიტების უტყუარი დასტური.
ამ მოსაზრებას ადასტურებს, ცნობილი მღვდელი, აწ გარდაცვლილი დანიელ სისოევიც. აი რას წერს ის თავის თხზულებაში "О погружательном и обливательном крещении" ("შთაფლვითი და დასხმითი ნათლობების შესახებ"): "დროა ვაჩვენოთ საიდუმლოს ჭეშმარიტი ფორმის აღსრულების დასაბუთება. თვით სამგზის შთაფლვას პირდაპირ ითხოვს ღმრთის სიტყვა. უფალმა ჩვენმა იესუ ქრისტემ ნათლობა მიიღო იორდანეში სრული შთაფლვით. შემთხვევით კი არ ამბობს სახარება: "წყლიდან ამოსვლისთანავე იხილა ცანი გახსნილნი და სული ღმრთისა მტრედივით გადმომავალი მასზე" (მარკ. 1:10; მათე 3:16). თვით სიტყვა "ნათლისღება"(რუს. "крещение"), რომელიც სახარებაშიც გამოიყენება (ბერძნულად იქნება -
ვიცით, რომ წმ. მოციქულები, მიიღეს რა მცნება, მოენათლათ ყოველნი წარმართნი (მათე 28:19), საიდუმლოს აღასრულებდნენ სწორედ შთაფლვით ("Мы знаем, что св. апостолы, получив заповедь крестить все народы (Мф. 28, 19), совершали таинство именно через погружение") ამაზე მეტყველებს წმ. მოციქულ ფილიპესმაგალითიც, რომელიც საჭურისთან ერთად შევიდა წყალში (საქმე 8:38). სრულიად არასწორნი არიან დასხმითი ნათლობის მომხრეები, როდესაც ამბობენ, რომ თითქოსდა სულთმოფენობის დღეს მოციქულებს არ შეეძლოთ სამი ათასი ადამიანის წყალში შთაფლვა (საქმე 2:41) და ამიტომაც წყალს დაასხამდნენ ახალმოქცეულთ. შაქმე ის არის, რომ ყოველი იუდეველის სახლში არსებობდა მიკვა (აუზი) ყოველდღიური რიტუალური განბანვისთვის. სიონის მთაზე ნაპოვნია ათობით მიკვას ნარჩენი. როგორც ჩანს, ეს თავდაპირველი ნათლობები სწორედ ამ მიკვებში აღესრულებოდა" (священник Даниил Сысоев. О погружательном и обливательном крещении. https://daniilsysoev.livejournal.com/12022.html) (URL-ს მიმართვის თარიღი: 28.07.2020).
იხ. აგრეთვე. http://www.cirota.ru/forum/view.php?subj=61048&user_id=21075&show_all=1 (URL-ს მიმართვის თარიღი: 28.07.2020).
წმ. მოციქულ ფილიპეს მიერ საჭურისის ნათლობა ე. ჭელიძეს მართლმადიდებლური ეკლესიის სწავლების საწინააღმდეგოდ ესმის და სწორედ ამგვარ გაუკუღმართებულ გაგებას უწევს პროპაგანდას, რაც დასტურდებაIX საუკუნის ბიზანტიური ხატით, რომლის სახელწოდებაა "ფილიპესა და საჭურისის შეხვედრა. საჭურისის ნათლობა" და რომელიც გამოსახულია პანტოკრატორის მონასტრის ილუმინირებულ ფსალმუნზე ((Aტჰოს, Pანტოკრ. 61. საბერძნეთი, ათონი. პანტოკრატორის მონასტერი)
(წყარო იხ.: http://www.ruicon.ru/arts-
ამრიგად, ვფიქრობ ეჭვს არ უნდა იწვევდეს ის, რომ -
თუმცა, ვინ ყოფილა მზაკვარი და თუთიყუში, ეს გაცხადდა თუნდაც ზემოთ მოტანილი მაგალითებიდან. ამიტომ შევუდგებით სხვა მაგალითების განხილვას, რათა უფრო უკეთ დავრწმუნდეთ ე. ჭელიძის თვალთმაქცობაში.
19