აპოლოგეტიკა - დისპუტი პირჯვრისწერისა და კურთხევის შესახებ 4 - საქართველოს ძველმართლმადიდებლური ეკლესია

საქართველოს ძველმართლმადიდებლური ეკლესიის ოფიციალური საიტი
Перейти к контенту
საღვთისმეტყველო დისპუტი ფორუმ www.church.ge-ზე

ძველმართლმადიდებლებსა და გაბატონებული ეკლესიის მიმდევრებს შორის
პირჯვრისწერისა და კურთხევის შესახებ
ძველმართლმადიდებლის დისპუტი
"როცა უსჯულოს ვეტყვი: სიკვდილით მოკვდები-მეთქი, შენ კი არ გააფრთხილებ მას და არაფერს ეტყვი უსჯულოს ბოროტი გზიდან ჩამოსაშორებლად, რომ გადარჩეს, მოკვდება უსჯულო იგი თავის უკეთურებაში და მის სისხლს შენ მოგკითხავ.

ხოლო თუ შენ გააფრთხილებ უსჯულოს და არ მოიქცევა თავისი უსჯულოებისაგან და ბოროტი გზიდან, თავის უსჯულოებაში მოკვდება, შენ კი გადარჩენილი გყავს შენი თავი".


ეზეკიელი 3:18-19
ამ რამოდენიმე ხნის წინათ, ინტერნეტში, ვებ-ფორუმების მეშვეობით გაიმართა დისპუტი ძველმართლმადიდებელ ქრისტეანებსა და ოფიციალური ეკლესიის წევრებს შორის. ძველმართლმადიდებელთა მხრიდან დისპუტში მონაწილეობის მიზანი იყო სწორი და მართებული ინფორმაციის მიწოდება, როგორც ძველმართლმადიდებლობაზე (ზოგადად), ასევე კონკრეტულ საეკლესიო საკითხებზეც.

როგორც მოსალოდნელი იყო, ჩვენს ამ მცდელობას ობიექტურად განგვემარტა მთელი რიგი სადავო საკითხები ოფიციალურ, ე. წ. "მართლმადიდებელ" ეკლესიასა და ძველმართლმადიდებელთა შორის, მოჰყვა საკმაოდ მძაფრი რეაქცია გაბატონებული ეკლესიის ადეპტთა მხრიდან. დისპუტის პროცესში გამოიკვეთა საეკლესიო ფორუმების საერთო სტრატეგია, - ყოველგვარი საშუალებით ობსტრუქცია მოუწყონ იმ პირებს, რომლებიც ცდილობენ ამხილონ ოფიციალურ ეკლესიაში არსებულ დარღვევები და გადახრები.

იმისათვის, რათა ფართო საზოგადოებისთვის მისაწვდომი ყოფილიყო სხვადასხვა ფორუმში გამართული პოლემიკის მთელი შინაარსი და დახატულიყო ის სურათი, რაც ამ ფორუმებზე გამართული დისპუტით გამოიკვეთა, ჩვენი საიტის ადმინისტრაციამ გადაწყვიტა თავი მოეყარა ყველა ამ მასალისთვის და თემატური სახით შეეთავაზებინა ობიექტური მკითხველისთვის, რათა მან თავად განსაჯოს ვინ ვინ არის და რას ესწრაფვის.

დისპუტი ძირითადად წარმოებდა ფორუმებზე: www.church.ge; www.forum.archangels.ge და www.iveria-tv.ge/forum

ფორუმში, ძველმართლმადიდებელთა მხრიდან, მონაწილეობდა ორი პიროვნება: "ძველმართლმადიდებელი" (ფორუმზე chruc. ge) (ხოლო ფორუმებზე: forum.archangels.ge და iveria.tv.ge "odlbeliever"-ის ფსევდონიმით) და "Netvorc"-ი.

ოფიციალური ეკლესიის მხარდამჭერთა მხრიდან კი ძველმართლმადიდებელთა წინააღმდეგ გამოდიოდა მრავალი ადამიანი, რომელთა ნიკებს (ფსევდონიმებს) მკითხველი იხილავს თვით დისპუტის მასალებში, სადაც ფრჩხილებში მითითებულია ის ფორუმი, სადაც გაიმართა კონკრეტული დიალოგი და რომელშიც მონაწილეობდა კონკრეტული ფსევდონიმით გამომავალი ძველმართლმადიდებელთა ესა თუ ის ოპონენტი.

ოპონენტთა სტილსა და ლექსიკას ვტოვებთ ხელუხლებლად, ხოლო ჩვენი მხრიდან მონაწილეთა ტექსტებში შეგვაქვს უმნიშვნელო შესწორებები, რომლებიც არ არღვევენ დისპუტის შინაარსს. ძირითადად ტექსტები დავტოვეთ უცვლელად და არ მოვაცილეთ მას იმ დაძაბული ტონი, რომელიც ხშირად გააჩნდათ მოპაექრე მხარეებს, რათა მკითხველმა მთელი სიმძაფრით შეიგრძნოს მოცემულ საკითხებზე მოდავეთა განწყობა, განსახილველი საკითხებისადმი მიმართება და ის კრიტერიუმები, რითაც ისინი საკითხთა განხილვისას სარგებლობდნენ. ტექსტების განხილვისას მკითხველს ვთხოვთ გაითვალისწინოს, რომ დიალოგები ხშირად სწარმოებდა ონლაინ რეჟიმში, მოუმზადებლად, რის გამოც ორივე მხრიდან ბევრია გრამატიკული შეცდომები.

ცხადია, დისპუტები ინტერნეტ სივრცესა თუ პირდაპირ შეხვედრებზე, შესაძლოა მომავალშიც გაიმართოს, მაგრამ, ვფიქრობთ, რომ მომავალი დისპუტებისთვის ამ დიალოგებმა უკვე ჩაყარეს საფუძველი. არის თუ არა შესაძლებელი საუბრის გაგრძელება ამ ორ მხარეს შორის ამას მომავალი გვიჩვენებს. იმედს ვიტოვებთ, რომ ეს პირველი ეტაპი, რომელიც საკმაოდ დაძაბულად წარიმართა, გარკვეულწილად საფუძველს ჩაუყრის უფრო კონსტრუქციულ და მშვიდ დიალოგს.

დიალოგის მასალები საკმაოდ ვრცელია (აქ თანამიმდევრობით და თემატური შეთავსებით არის განთავსებული ზემოთდასახელებულ სამ ფორუმზე გამართული პოლემიკა), ამიტომაც, მკითხველს რომ გაუადვილდეს მხარეების ამოცნობა, შავი ფერის შრიფტით განვათავსეთ ძველმართლმადიდებელთა პასუხები, მოცისფრო შრიფტით ჩვენი ოპონენტების შრიფტი, ხოლო მოწითალო შრიფტით ის ციტატებია აღნიშნული, რომელთაც თავიანთ პასუხებში იყენებდნენ პოლემისტები.
(damiane80) - მართლაც დიდება უფალს, რაც შეეხება სამი თითით პირჯვრის წერის არ არსებობას, მე უბრალოდ შენი პასუხი დავაციტირე იმის დამადასტურებლად, რომ არსენ იყალთოელის დოგმატიკონის კრულვა ეხებოდა სწორედ რომ მონოფიზიტებს (სათაურიც შესაბამისი აქვს) და მონოფიზიტურ წესს ერთი თითით პირჯვრის წერისა და ერთხელ წყალში შთაფვლისა. არსებობდა თუ არა სამი თითით პირჯვრის წერა მე-11 საუკუნეში, მე ეს ზუსტად არ ვიცი და რომც არ არსებულიყო და მერე ყოფილიყო შემოღებული (მაგ: ნესტორიანებისაგან განსხვავების მიზნით და სხვ) რა არის ამაში ცუდი ან "მწვალებლური"?... 100-ჯერ ითქვა და გიმეორებ აქ შეჯიბრება კი არ არის სიძველეთა შორის, არამედ საუბარია იმაზე, დოგმატური თვალსაზრისით სამი თითით პირჯვრის წერა არის აბსოლუტურად სწორი, მაშინ როდესაც ვაღიარებთ სამებას და ქრისტეს 2 ბუნებას...და არ არის ეს ფორმა დაგმობილი და მკრეხელურად გამოცხადებული, როგორც შენ ამბობ.

(ციტატა) (ძველმართლმადიდებელი): "არსენის დროს.. ეს ფორმულა სწორედ არასწორი პირჯვრისწერის წინააღმდეგ იქნა მიღებული, რომელიც იმ დროს ვრცელდებოდა".

კი, ერთი თითით პირჯვრის წერის წინააღმდეგ, მაგას გეუბნები მეც, მაგრამ შენ არ სხვამ მთავარ კითხვას, რატომ? რატომ დაიგმო ერთი თითით პირჯვრის წერა, რომელსაც ასევე ძველი ტრადიცია ჰქონდა? იმიტომ, რომ მასში ჩადებული იყოს ქრისტეს ერთი ბუნების აღიარება, რაც მწვალებლობა იყო დოგმატური თვალსაზრისით. რაც შეეხება, არსენ იყალთოელის "დოგმატიკონის" ფორმულას, "ვინც არ იწერდეს ჯვარსა 2 თითით" ეს ფორმულა ამით ამბობს, რომ ვინც არ აღიაროს ქრისტეს 2 ბუნება... შეჩვენებულ იქნას.

(ციტატა) (ძველმართლმადიდებელი): ამინ! შეჩუენება ყველას, ვინც პირჯვარს არ იწერს ორი თითით და იწერს სამით.

სირცხვილი, უკვე დიაცივით იწყევლები და არსენ იყალთოელის დოგმატიკონის ტექსტის შენეულ შევსებასაც არ ერიდები...

(ციტატა) (ძველმართლმადიდებელი): რას ფილოსოფოსობ ბიძიკო?

შენი ბიძიკო სტარავერებში დარბის...სიტყვები შეარჩიე და ნუ უზრდელობ, შენ ასაკი ხო არ გეშლება ცოტა, უკვე მე-100 გეუბნები ისაუბრე კორექტულად...

(ციტატა) (ძველმართლმადიდებელი): კრულვა თვით ფორმულაშია მოცემული. ზენკოვსკი კი იმ განწყობას გადმოგვცემს რაც ამ ფორმულის განმცხადებელ მამებს ჰქონდათ სამი თითით პირჯვრისწერასთან დაკავშირებით.

რაც შენ დადე, იმაში კრულვა არ იყო, რას გამოხატავს ზენოვსკი ეგ ტექსტში ჩანს, "собор решительно настоял", თუ გაქვს ტექსტი რომ შეაჩვენეს 3 თითით პირჯვრის გადაწერა და მით უფრო თუ გაქვს რატომ შეაჩვენეს, მოიყვანე და მერე ვიმსჯელოთ...

(ციტატა) (ძველმართლმადიდებელი): თან მგონი რუსულიც არ გესმით ჯეროვნად...

შენ რუსულს რას გაუგებს კაცი...

(ციტატა) (ძველმართლმადიდებელი): რა არის ეს, რა წყობაა (ძალიან წააგავს, ღმერთმა მაპატიოს და "მანო კორნუტოს).

მელას რაც ესიზმრებოდაო და იპოვე 10 განსხვავება.

(ციტატა) (ძველმართლმადიდებელი): საზოგადოდ კი შენც და შენნაირებს ერთხელ და სამუდამოდ ვთხოვ დაიმახსოვრონ, ლაპარაკია არა ხატებზე გამოსახულ ანაგრამაზე, არამედ თითების კომბინაციაზე, რომლითაც "აკურთხებენ" თქვენი მღვდლები და ეს სხვადასხვა რამეა... და თუ რატომ გეშლებათ ერთი მეორეში ეს ორი საგანი, ძნელი მისახვედრი არ არის... გეტყოდით, რომ არა მოდერატორი...

შენ საუბრობდი როგორც თითების წყობაზე ისე საერთოდ მონოგრამაზე და მის სლავურ წარმომავლობაზე. გადახედე ზემოთ მოყვანილ საკუთარ პოსტებს და ნუ გვებლატავები აქ თუ კაცი ხარ ერთი (მოდერი რომ არ იყოს...და ა.შ).

(ციტატა) (ძველმართლმადიდებელი): თუ ევქარისტული ერთობა ჯერ კიდევ ნარჩუნდებოდა, ძველმორწმუნეთა კეთილ ნებას უფრო წარმოაჩენს.

მეც ამას ვამბობ, თუ საქმე შეჩვენებაზე იდგა ძველმორწმუნეთა კეთილი ნება უშველიდა მათ ერთობას, ზემოთ თავად წერდია (რაც სწორია კიდეც), რომ კრეხელებთან ვერანაირი ერთობა მართლმორწმუნეს ვერ ექნება და რადგან 10 წელი, თუნდაც ფორმალურად ეს ერთობა არსებობდა, (და რამდენი გაგრძელდებოდა რომ არა კრება, ხომ არ ნიშნავს ეს იმას, დასაშვები იყო ერთობა როგორც 2 თითით , ისე სამით პირჯვრის გამომსახველთა...

(ციტატა) (ძველმართლმადიდებელი): მითხარი, არის თუ არა მწვალებლობა პასექის აღნიშვნა ებრაელებთან ერთად? თუ არ იცი გაეცანი პირველი მსოფლიო კრების მამათა განწესებას ამ საკითხზე და მოციქულთა მეშვიდე კანონს. ასევე ანტიოქიის კრების პირველ კანონს. ეხლა კი მიპასუხე: თუ ეს ასეთი მწვალებლობა იყო, როგორ ან რატომ დღესასწაულობდნენ ასიელი ქრისტეანები პასექს ებრაელებთან ერთად მთელი სამი საუკუნის განმავლობაში, პირველ მსოფლიო კრებამდე?

მომიტევე და ტვინი რომ არ გეღრძოს და კიდევ რაიმე სისულელე არ წამოგცდეს, გეტყვი: ეს დაშვებული იყო იკონომიით. მაგრამ არ იყო ნამდვილი მართლმადიდებლური გადმოცემის შესაბამისი. თუმცა, როდესაც ქრისტეანებს შორის ამ განსხვავებამ წარმოშვა დავა თუ რომელი წესი უფრო იყო მართებული და საჭირო გახდა მისი აუცილებელი გადაწყვეტა, პირველმა მსოფლიო კრებამ მიიღო საბოლოო დადგენილება.

ეს მაგალითი მოგყავს ამის სათქმელად:

(ციტატა) (ძველმართლმადიდებელი): ასე იმსჯელე ამ შემთხვევაშიც. სამი თითი ნელ-ნელა დამკვიდრდა საბერძნეთში, ისევე როგორც მრავალი არასწორი ჩვეულება, მაგრამ ამის შესახებ ჯერ კიდევ არ ლაპარაკბოდნენ, სანამ ეს არ გახდა სასტიკი დავის და კამათის საგანი. ხოლო ამიერიდან, როდესაც ამ არასწორი წესების გამო დახოცილია უამრავი ქრისტეანი და დადგენილია ჭეშმარიტება ძველი წესებისა, ეს სიახლენი უნდა იქნეს უკუგდებულ.

მე მგონი ლოგიკასთან ძალიამ მწყრალად ხარ, ჯერ ერთი, რომელმა მსოფლიო კრებამ განიხილა ეს საკითხი და გადაწყვიტა მაინტერესებს ერთი, ზედა მაგალითი რო მოგყავს დიდის ამბით, მეორეც, გიმ,ეორებ მაჩვენე კრების დადგენილება, რომელმაც სამი თითით პირჯვრის წერა მკრეხელობად გამოაცხადა..., მესამე ისე მაინც არ გაინტერესებს, თუ ასეთი მკრეხელური წესი იყო, რატომ არ მოყვა ამას არავითარი რეაქცია ან კრება თავად საბერძნეთში. და ბოლოს...

(ციტატა) (ძველმართლმადიდებელი): ხოლო ამიერიდან, როდესაც ამ არასწორი წესების გამო დახოცილია უამრავი ქრისტეანი და დადგენილია ჭეშმარიტება ძველი წესებისა, ეს სიახლენი უნდა იქნეს უკუგდებულ.

ადამიანთა დახოცვაში ვისაც უძღვის ბრალი იმან ზღოს, თუმცა ეგ არ გამოდგება სამი თითით პირჯვრის წერის წესის უარსაყოფად. მაგ ლოგიკით, უამრავი ტანჯული ადამიანია თუნდა სხვა რელიგიებში, მეორე რელიგიის ან მიმდინარეობის ძალადობის გამო და ჭერშმარიტებად შევრაცხოთ ეხლა ყველა...

დამიანე.

ძველმართლმადიდებელი - "დამიანე", ბოდიშს მე იმიტომ კი არ ვუხდი ვინმეს, რომ რამე დავუშავე, არამედ იმიტომ, რომ ქრისტეანული წესია შენი მხრიდან ნაწყენი არავინ დატოვო. ისე, მე თქვენ უფრო მკაცრად უნდა გელაპარაკებოდეთ, მაგრამ ამას არ ვაკეთებ. მტრობა რომ მდომოდა სულ სხვაგვარად გეტყოდით სათქმელს, შიში არავისი მაქვს... თქვენც ეხლა რევერანსებით თავს არ იკლავთ ხომ იცი... თან რა გითხარი ესეთი... ცოტა აზროვნება დაგიწუნე... და მგონი სამართლიანადაც... აი, თუნდაც ამ ბრალდებიდან ჩანს, რომ ვერ გაგიგია მე რაზე ვლაპარაკობ: "ერთი და იგივე არ არის მეთქი, ანაგრამა, ხატებზე გამოსახული შემოკლებული ტიტლი IC XC და იგივე ასოების გამოსახვის მცდელობა თითებით ერის საკურთხებლად. გაიგე?"

ხატებზე გამოსახული ტიტლის საწინააღმდეგო არასოდეს არაფერი მქონია. შენ მე ბრიყვი ხომ არ გგონივარ, როდესაც თვითონ გიმოწმებ ისეთ ხატებს, სადაც ეს ანაგრამაა გამოსახული... მაგრამ, თქვენ დავა ერთი სიბრტყედან სხვა სიბრტყეში გადაგაქვთ და პასუხებს მთხოვთ იმაზე, რაზეც მე არ მისაუბრია... გაუგებრობის და ზედმეტი კინკლაობის თავიდან ასაცილებლად, კიდევ ერთხელ გიმეორებ: არ ვცნობ იესუს სახელის გამოსახვას თითებით. ეს წესი დამკვიდრდა დაახლ. XVI საუკუნეში (ამ ცნობას დავაზუსტებ). მას არავითარი კავშირი არა აქვს მოციქულებთან და კურთხევის გაცემის წესთან. მე მოგთხოვეთ თქვენ, გეჩვენებინათ ამ წესის დამადასტურებელი ან წმიდა მამათა სწავლება, ან საეკლესიო დადგენილება, ან რაიმე ისტორიული მოწმობა... ამის მაგიერ, გადაგაქვთ დავა ხატებზე გამოსახულ ანაგრამაზე და ის მოგაქვთ თითებით სახელობითი წყობის გასამართლებლად... კარგით რა! ან შეეშვით ამ თემას თუ პასუხი არ გაქვთ და ან თავი დაანებეთ ჩემს უსაფუძვლო ბრალდებას.

ბერძნულ ენასთან დაკავშირებით კი ის მინდა გითხრა, რომ მართალია, ბერძნულად დაიწერა წმიდა წერილის უმეტესი ნაწილი და თავიდან ამ ენას (კოენეს დიალექტს) ჰქონდა ერთგვარი პრიმატი, რადგან იქ, სადაც ქრისტე მოევლინა კაცობრიობას ეს ენა იყო გავრცელებული. პრინციპში ეს არც არის ბერძნული ენის უპირატესობა სხვა ენასთან. შემდგომში სახარებები და მთელი ლიტურგიკული წესი ქრისტეანობის მიმღებ ყველა ენაზე ითარგმნა. ხომ გვაქვს მთელი ბიბლია ქართულად? ხომ გვაქვს მთელი ლიტურგიკა ქართულად? კურთხევის გაცემა რატომ არ გვაქვს ქართულად? ან სხვა ენებს და ხალხებს თავიანთ ენაზე რატომ არ აქვთ კურთხევა?

ეხლა არ მითხრა სხვა ენებზე თითებით ვერ გამოისახება იესუს სახელიო? ამის გამოსახვა არც იყო და არც არის აუცილებელი. თითებით ყოველთვის გამოისახებოდა დოგმატური შინაარსი... და მგონი ამაზე იმდენი ვილაპარაკე, რომ განმეორება ნამდვილად საინტერესო არ იქნება.

მე თუ დავეჭვდი როგორ იწერება ბერძნულად ასო "ს", C, ეს ბუნებრივიცაა, რადგან არ ვიცი ბერძნული. ძველბერძნულ ალფავიტშიც ვერ ვნახე ეს ასო, და სიმართლე გითხრა, ძალიან მაინტერესებს საიდან გაჩნდა იგი ვითომ ბერძნულენოვან კურთხევის წესში. არც ის ვიცი ანაგრამაში საიდან გაჩნდა. მე უბრალოდ ვიკითხე, შენ კი ისევ სხვა სიბრტყეში გადაგყავს ლაპარაკი და ბრალდებას აყალიბებ აქედან. სიტყვაში მიჭერთ ბიჭებო? ეს არის თქვენებური "ღვთისმეტყველება"?

(ციტატა) (damiane80): "მე მგონი ლოგიკასთან ძალიამ მწყრალად ხარ, ჯერ ერთი, რომელმა მსოფლიო კრებამ განიხილა ეს საკითხი და გადაწყვიტა მაინტერესებს ერთი, ზედა მაგალითი რო მოგყავს დიდის ამბით, მეორეც, გიმ,ეორებ მაჩვენე კრების დადგენილება, რომელმაც სამი თითით პირჯვრის წერა მკრეხელობად გამოაცხადა..., მესამე ისე მაინც არ გაინტერესებს, თუ ასეთი მკრეხელური წესი იყო, რატომ არ მოყვა ამას არავითარი რეაქცია ან კრება თავად საბერძნეთში. და ბოლოს, ადამიანთა დახოცვაში ვისაც უძღვის ბრალი იმან ზღოს, თუმცა ეგ არ გამოდგება სამი თითით პირჯვრის წერის წესის უარსაყოფად. მაგ ლოგიკით, უამრავი ტანჯული ადამიანია თუნდა სხვა რელიგიებში, მეორე რელიგიის ან მიმდინარეობის ძალადობის გამო და ჭერშმარიტებად შევრაცხოთ ეხლა ყველა...

ძველმართლმადიდებელი - კეთილი. აქ, ძალიან ბევრი საინტერესო საკითხია წამოჭრილი, რომელიც სათითაოდ ითხოვს გარკვევას. ისე, უნდა ვიცოდეთ, რომ ყველა მწვალებლობა მსოფლიო კრებებზე როდი განხილულა და დაგმობილა. ეკლესია, როცა თავის გადმოცემებს იცავს, იცავს არა მარტო ერთი ან ორი არასწორი ჩვეულებისგან, არამედ ყველასგან, რომელიც კი შეიძლება მომავალში მოიფიქროს ეშმაკმა, ამიტომაც, იშვიათად, კანონებში იყოს მითითებული კონკრეტული წესის უარყოფა (მოციქულთა 50-ე კანონში, მაგალითად, არასწორი წესი მითითებულია), როდესაც ორი თითით პირჯვრისწერისა და კურთხევის გაცემის შესახებ ეკლესიამ მიიღო დადგენილება, მან ერთი თითიც კი არ ახსენა, რადგან ეს არ იყო აუცილებელი. მთავარია, ეკლესიამ მიუთითა რა უნდა დაიცვან ქრისტეანებმა.

მე არსად მითქვამს, რომ სამი თითით პირჯვრისწერას უარვყოფ ნიკონიანელთა მხრიდან დევნულების გამო თქო. მე ვთქვი, რომ ნიკონის რეფორმამდე, საბერძნეთსა და რუსეთს შორის ეს საკითხი ასე მწვავედ არ განიხილებოდა, მაგრამ იმის შემდეგ, რაც პრინციპულად დადგა საკითხი (და სხვათა შორის თვით ბერძნების მხრიდან), უკვე ეს საკითხი გასარკვევი გახდა. ამის მაგალითად მოვიტანე ქრისტეანული პასექის დღესასწაულობის ისტორია. მაშინაც მასე იყო. პირველ მსოფლიო კრებამდე, სამი საუკუნის განმავლობაში პასექს ისე დღესასწაულობდნენ, რომ დღეს ამგვარი დღესასწაულობა მწვალებლობად ჩაითვლება. ეს საკითხი სწორედ მაშინ განიხილეს, როცა განსხვავება პრინციპულობის დონემდე აწია ერთ-ერთმა მხარემ და წესის მისებური დაცვა მოითხოვა. აი, მაშინ გაარჩია ეს საკითხი პირველმა მსოფლიო კრებამ. მე მეტი სხვა არაფერი მითქვამს.

ბადრი - (ციტატა) (ძველმართლმადიდებელი): "თქვენს მიერ მოყვანილი მონოფიზიტთა წესგანგება და პატრიარქი იობის წერილი ეს ეკლესიის პოზიციაა, სახარება და სამოციქულო ხომ არა, რომელიც შეიცვალა ისევ ეკლესიის მიერ, ადრე კანონი ეპისკოპოსის მიერ ცოლის მოყვანას ითვალისწინებდა ეხლა შე იცვალა არაა ნებადართული, ანუ საეკლესიო კანონები იცვლება".

თქვენს ეპისკოპოსებს დაუქორწინებლობა მოეთხოვება?

ძველმართლმადიდებელი - აუცილებლად. ამას ითხოვს მეექვსე მსოფლიო კრება. თქვენთან კი არიან ცოლიანი ეპისკოპოსებიც, რაც ამ კრების მოთხოვნის უგულებელყოფაა. ისე, ძალიან საინტერესო თემა წამოჭერი. შევეცდები ამ საკითხს ცალკე გავცე პასუხი. რაც შეეხება მონოფიზიტთა წეს-განგებას, ის უცვალებელია, რადგან სანამ მონოფიზიტობის მწვალებლობა არსებობს, იარსებებ მისგან გადმოსულთა წეს-განგებაც. და არსებობაც რომ შეწყვიტოს, მაინც იარსებებს, რადგან მწვალებლობებს ქამელეონივით ცვალებადობა ახასიათებთ. ხან რა სახით მოგვევლინებიან და ხან რა სახით. არიანებლობა, მაგალითად, დღეს, იეღოვას მოწმეთა სექტის სახით არსებობს, რასაც თვითონაც არ უარყოფენ. ხატმებრძოლეობა კი კიდევ უფრო მეტ სექტაშია განვრცობილი. ამიტომაც ეს ფორმულები, რომლებიც იცავენ მართლმადიდებლურ ჭეშმარიტ გადმოცემებს უცვალებელია. ხოლო თუ როგორი მნიშვნელობა აქვს უმცირეს გადმოცემასაც კი, უნდა იხილოთ წმიდა მამათა სწავლება ამ საკითხზე: http://www.oldorthodox.ge/wmc_gadmocemebis_shesaxeb.html.

sopo... - (ციტატა) (ძველმართლმადიდებელი): აუცილებლად. ამას ითხოვს მეექვსე მსოფლიო კრება. თქვენთან კი არიან ცოლიანი ეპისკოპოსებიც, რაც ამ კრების მოთხოვნის უგულებელყოფაა.

და მოციქულთა კანონებში გვხვდება რომ იყო ნებადართული, თუ უნდა დავიცვათ უცილობლად როგორც თავად ამბობ , რატომ შეიცვალა?

(ციტატა) (ძველმართლმადიდებელი): ისე, მე თქვენ უფრო მკაცრად უნდა გელაპარაკებოდეთ, მაგრამ ამას არ ვაკეთებ.

ოხ,... მადლობას დასჯერდები თუ მეტანია მივაყოლო? მეტი შეურაცხმყოფელი რაღა უნდა გვითხრა? ჩვენს ეკლესიას რომლის მადლმოსილება აღდგომის სასწაულით დადასტურდა და დღემდე ასე გრძელდება (მიუხედავად მასში არსებული "მწვალებლობისა") მადლისგან განძარცვულს უწოდებ საერთოდ არ მიიჩნევ ეკლესიად, ჩვენს სათაყვანებელ წმინდანებს მწვალებლებს უწოდებ, ჩვენს მოძღვრებს აწებებ სხვადასხვა იარლიყებს, ხიბლში მყოფს, ეთს, ჩვენს მიმართ გამოთქულ მარგალიტებზე უკვე აღარაფერს ვამბობ, და მსგავსი რომელმა ჩვენთაგანმა იკადრა...? მგონი გადასახედი გაქვს დამოკიდებულებები...

ძველმართლმადიდებელი - "ბადრის" უკვე ვუპასუხე, რომ ეს საკითხი ცალკე განხილვას იმსახურებს-თქო. შენც იგივეს გეტყვი და უახლოეს დღეებში (თუ ხვალ ვერ მოვასწარი) დავდებ განმარტებას. ანუ თუ რატომ ჰყავდათ ცოლები ადრე ეპისკოპოსებს და რატომ აკრძალა ის მეექვსე მსოფლიო კრებამ და არის თუ არა ეს მაგალითი გამოსადეგი პირჯვრისწერის ცვალებადობასთან დაკავშირებით.

შენ კიდევ ერთი უაღრესად საინტერესო საკითხი წამოჭერი. იერუსალიმის ცეცხლის გარდამოსვლა, რომელსაც მიაწერ შენი ეკლესიის მადლომოსილებას... მე მთლად მასე არ მგონია. თუ გინდა ეს საკითხი ცალკე განვიხილოთ, რადგან მას ცალკე მომზადება სჭირდება. თქვენს სათაყვანებელ წმინდანებს კი, მწვალებელს ვუწოდებ, თუმცა არც თქვენ მიგაჩნიათ ძველმართლმადიდებლები ძმებად და მოყვასებად... სერაფიმე საროველზე ვრცელი მასალა დევს ჩვენს საიტზე. აქ ამ თემაზე რაზე ვილაპარაკო, თუ გაინტერესებს იქ ნახე.

თქვენს მოძღვრებს კი არ ვაწებებ ხიბლში მყოფთა იარლიყებს, არამედ მხოლოდ არჩილ მინდიაშვილზე ვამბობ ამას. სხვა რომელზე ვთქვი აბა მაჩვენე... ხოლო მინდიაშვილზე ნამდვილად ასეთი შეხედულების ვარ და მაქვს ამის საფუძველი... შენ რომ დაწყნარდე, გეტყვი, რომ მე არც ჩემს ყოფილ (აწ გარდაცვლილ) იერარქსაც მოვრიდებივარ როცა ის ხიბლში ჩავარდა.

ასე, რომ ჯერ ჯერობით სულ ესაა.

sopo... - კარგი უბრალოდ შენი აზრით მოციქულთა კანონები სიტყვასიტყვით უნდა აღვასრულოთ და არ უნდა ვცვალოთ?... წმინდანის მწვალებელად წოდება და ჩვენს მიერ ძველმართლმადიდებლის არამოყვასად მიჩნევა ერთ რანგში განსახვილველია ფიქრობ? და მეორეც ძველმართლმადიდებლების შესახებ შეურაცხმყოფელი არაფერი გვითქმას, ერთადერთი განყოფას არ ვეთანხმებით და მის საფუძველს...

(ციტატა) (ძველმართლმადიდებელი): შენ რომ დაწყნარდე, გეტყვი, რომ მე არც ჩემს ყოფილ (აწ გარდაცვლილ) იერარასაც მოვრიდებივარ როცა ის ხიბლში ჩავარდა.
შვებით ამოვისუნთქე.

(ციტატა) (ძველმართლმადიდებელი): თქვენს მოძღვრებს კი არ ვაწებებ ხიბლში მყოფთა იარლიყებს, არამედ მხოლოდ არჩილ მინდიაშვილზე ვამბობ ამას. სხვა რომელზე ვთქვი აბა მაჩვენე... ხოლო მინდიაშვილზე ნამდვილად ასეთი შეხედულების ვარ და მაქვს ამის საფუძველი...

sopo... - და ამაზეც მინდოდა მეთქვა რა საფუძველი?... მე სხვა აზრის ვარ... ყველაზე ცოდვილ ადამიანებს ეცხადებათ წმინდანები და რა იქნება იმაში გასაოცარი თუ მასაც შეემთხვა მსგვსი.. ქრისტეც და წმინდანებიც ჩვენთან არიან და არა გაყინული წიგნებში... ან ქრისტესთან პიროვნული ურთიერთობა ყველა მორწმუნეს აქვს, და ზუსტად იცის როდის ხდება ესა თუ ის მოვლენა მისგან, იღებს პასუხებს , და სხვა უამრავი სასწაული, ყველას ბედი კი ასეთუ ისე ღმერთის ნებით იღებს მიმართულებას თუ თქვა რომ დაბადებიდან მისი მოძღვრობა ღვთის ნება იყო ალბათ ისე განვითარდა მოვლენები რომ ასე დაიჯერა.. ხომ არ უთქვამს რომ წმინდანია დედის მუცლიდან... თქვა რომ მოძღვრობაა ღვთის ნება, მისი ცხონებისთვის საუკეთესო გზა და გარდა ამისა პირად ურთიერთობისას როცა მქონია საოცრებაა, უაზროდ ფრთხილი, ერთ შეცდომასაც ვერ ვიხსენებ...

ძველმართლმადიდებელი - თქვენ, ქ-ნო სოფო, ფიქრობთ რომ ეხლა მინდიაშვილს იცავთ? პირიქით, მე ვიცავ მინდიაშვილს და თქვენ ღუპავთ... რაგან გუნდრუკს უკმევთ მის ხიბლისმიერ შეხედულებებს საკუთარ თავზე და კიდევ ზოგიერთ მოსაზრებებს მომავალზე... საღმრთო განგებულებით, ქრისტე, ღვთისმშობელი და წმინდანები რიგით ადამიანებს გამოცხადებიან, ამას არავინ უარყოფს, მაგრამ, როგორ გაარკვიეთ, მაგალითად, თქვენ, რომ არჩილ მინდიაშვილს ნამდვილად წმ. გიორგი გამოეცხადა? იქნებ სცდება ეს კაცი? მე ამ საკითხზე დავას არ ვაპირებ, მაგრამ წმიდა მამები ამბობენ: თუ ადამიანი არ მიიღებს უფლის ანგელოზსაც კი, არა იმიტომ, რომ ის უფლის ანგელოზია, არამედ საკუთარი გამოუცდელობის გამო არ უნდა შეცდეს და არ გადაცდეს უფლის სიყვარულს, ასეთი სიფრთხილე მას გონიერებაში ჩაეთვლება და არა ცოდვაში. ისე, უამრავი მაგალითები ვიცით წმინდანთა ცხოვრებიდან, როდესაც უდიდესი წმინდანებიც კი შემცდარან გამოცხადებებში. მე არჩილ მინდიაშვილს ვუსურვებ სიფრთხილეს და თუ ახლოს იცნობთ გადაეცით...

damiane80 - (ციტატა) (ძველმართლმადიდებელი): მე თუ დავეჭვდი როგორ იწერება ბერძნულად ასო "ს", C, ეს ბუნებრივიცაა, რადგან არ ვიცი ბერძნული. ძველბერძნულ ალფავიტშიც ვერ ვნახე ეს ასო, და სიმართლე გითხრა, ძალიან მაინტერესებს საიდან გაჩნდა იგი ვითომ ბერძნულენოვან კურთხევის წესში. არც ის ვიცი ანაგრამაში საიდან გაჩნდა. მე უბრალოდ ვიკითხე, შენ კი ისევ სხვა სიბრტყეში გადაგყავს ლაპარაკი და ბრალდებას აყალიბებ აქედან. სიტყვაში მიჭერთ ბიჭებო? ეს არის თქვენებური "ღვთისმეტყველება"? ასე, რომ დაწყნარდი და ნუ ცხარობ.

ეს შენ ცხარობ, ილანძღები და იწყევლები, რაც არც საუბარს შეშვენდის ზოგადად და არც კაცის საუბარს მით უფრო...

(ციტატა) (ძველმართლმადიდებელი): თქვენც ეხლა რევერანსებით თავს არ იკლავთ ხომ იცი.

შენი რევერანსები არავის ჭირდება, კორექტული იყავი ... მით უფრო იმასთან ვინც კორექტულად გესაუბრება. ახლა ზემოთ თქმულს რაც შეეხება: სიტყვაში კი არ გიჭერ, აქეთ სხვას რომ აბრალებ რაღაცეებს, მაგიტომ გითხარი. შენ დაეჭვება გამოხატე როგორც თითების წყობაზე, ისე მონოგრამაზე და მის ბერძნულ წარმომავლობაზე, შემდეგ თავად დადევი ხატები, სადაც ასეთი მონოგრამა ყველა ხატზეა თითქმის. მე სწორედ ამაზე მიგითითე, შენ კიდე არ მოგწონს შეცდომაზე რომ გითითებენ და თავი "უცდომელის" ხარისხში გყავს აყვანილი, გვიწუნებ აზროვნებას, ლოგიკას და თავად ისეთ აბსურდულ შედარებებს და დასკვნებს აკეთებ, რომ სასაცილოა სატირალი რომ არ იყოს... მაგრამ შევეშვათ ამას...

(ციტატა) (ძველმართლმადიდებელი): ხატებზე გამოსახული ტიტლის საწინააღმდეგო არასოდეს არაფერი მქონია.

ძალიან კარგი ამაზე რადგან შევჯერდით, მაშინ შესაბამისი კითხვა ჩნდება, თუ მოძღვარი ICXC მონოგრამას გამოსახავს თითებით და მართლმადიდებლობის მიერ ძველთაგან მიღებული კანონიკური მონოგრამის, ქრისტეს სახელით აკურთხევს მრევლს, რას ხედავ ამაში "მწვალებლურს"...??? , თუნდაც ეს წესი XVI საუკუნიდან შემოსულიყო (რაც ზუსტად უცნობია, მაგრამ დავუშვათ), რა არის მასში ცუდი, არასწორი ან მწვალებლური თავისი არსით და შინაარსით, რადგან ფორმა ყოველთვის შინაარს გამოხატავს...???

(ციტატა) (ძველმართლმადიდებელი): მე არსად მითქვამს, რომ სამი თითით პირჯვრისწერას უარვყოფ ნიკონიანელთა მხრიდან დევნულების გამო თქო.

ფიცი მწამს ბოლო მაკვირვებს... აბა ეს რა არის: "(ციტატა) (ძველმართლმადიდებელი): ხოლო ამიერიდან, როდესაც ამ არასწორი წესების გამო (საუბარი იყო შენი მხრიდან 3 თითით პირჯვრის წერაზე) დახოცილია უამრავი ქრისტეანი და დადგენილია ჭეშმარიტება ძველი წესებისა, ეს სიახლენი უნდა იქნეს უკუგდებულ".
კარგი არ გამოვეკიდები ამასაც, მთავარია აი ეს კითხვა:

1. მაჩვენე კრების დადგენილება, რომელმაც სამი თითით პირჯვრის წერა მკრეხელობად გამოაცხადა და დაასაბუთა ეს ისე, როგორც შენ ასაბუთებ...
2. თუ სამი თითით პირჯვრის წერა მკრეხელური წესი იყო, როგორ მიიღო საბერძნეთის ან სხვა მართლმადიდებლურმა ეკლესიებმა (რომელიც მანამდე კბილებით იცავდნენ მონოფიზიტობისაგან და ა. შ) ეს წესი

3. ასევე საინტერესოა, არსებობენ თუ არა ძველმართლმადიდებლები იგივე საბერძნეთში?

(ციტატა) (ძველმართლმადიდებელი): აქ, ძალიან ბევრი საინტერესო საკითხია წამოჭრილი, რომელიც სათითაოდ ითხოვს გარკვევას.

ხოდა ჯერ გაერკვიე დალოცვილო, იქნებ არც ისეა ყველაფერი შენ რომ გგონია.

ძველმართლმადიდებელი - რა გითხრა, ჩემსა და შენს ლოგიკაზე და არგუმენტებზე მოდი სხვებმა იმსჯელონ... დავას არ დაგიწყებ... მაგრამ, მიკვირს რატომაა, რომ მე ერთს ვამბობ და შენ კიდევ მეორეს მიმტკიცებ? ქვეტექსტიდან მოგლეჯით იმოწმებ ჩემს ნათქვამს. მე ვლაპარაკობ სახელობით თითების წყობაზე, შენ კი ხატებზე გამოსახულ ანაგრამაზე გადაგაქვს აქცენტირება... რა არ გესმის? ხატებზე გამოსახული წარწერა IC XC რომ პირჯვრის საწერად არ შეიძლება გამოვიყენოთ? და თუ ვიყენებთ, არ უნდა ვაჩვენოთ ვინ გვასწავლის ამას? ვინ დავიმოწმოთ, "წმ. დამიანე 80" ხომ არა?

ის, რომ ხატებზე გამოსახული მაცხოვრის სახელის ტიტლი სწორია, იმას როდი ნიშნავს, რომ კურთხევის გაცემაც ასე უნდა! ხატებზე სხვა ტიტლოსებიც არის და მათით რატომ არ ვქმნით საკურთხებელ წყობას? თან ვიკითხე მთელს კაცობრიობას მაცხოვარი რატომ უნდა აკურთხებინებდეს ბერძნულად-თქო და კრიტიკის ქარცეცხლი დამატეხეთ... სახარებები ბერძნულად დაიწერაო... ესაო ისაო... ყველაფერი გადაითარგმნა სხვადასხვა ენებზე ამ "საკურთხებელი" თითების გარდა... თანაც ეს წყობა არ არის ქრისტეს მიერ მოცემული და სამოციქულო... დამიმოწმეთ რომელიმე წმ. კრება ან წმ. მამა? მე რომ მთხოვთ თქვენი სამი თითის უარმყოფელ კრებებს, მისი დამამტკიცებელი და განმმარტებელი ვინმე საეკლესიო ავტორიტეტი დამიმოწმეთ? ან ვერ გულისხმაყოფთ, რომ ასეთი კრება ძველად შეუძლებელია ყოფილიყო, თვით სამი თითით პირჯვრისწერის არარსებობის გამო?!

სამ თითს, თუ ასე გაინტერესებს, უარყოფს მოსკოვის 1551 წლის "ასმუხლიანი" კრება. სწორედ ამ პირჯვრისწერის საწინააღმდეგო მიიღო მან ორი თითითი პირჯვრისწერის ძველი ფორმულა, რომელიც არსენ იყალთოელის "დოგმატიკონიდან" არაერთხელ დაგიმოწმეთ? გაინტერესებთ რატომ, საიდან და როდის დამკვიდრდა საბერძნეთში სამი თითი? მეც მაინტერესებს, მაგრამ მიჭირს ამ კითხვაზე პასუხის გაცემა, მართლაც "ყოვლისმცოდნე" ხომ არ ვიქნები?! გამიგია, რომ ის ლათინობიდან შემოვიდა ბერძენთა შორის. ცნობილია რომ XIV საუკუნეში, თურქების მიერ აღმოსავლეთის დაპყრობისა და საბერძნეთის ლათინებთან უნიაში ჩათრევის შემდეგ, იქ სასულიერო ცხოვრება მეტად გაძნელდა... ბერძენთა შორის სულიერება იმდენად დაეცა, რომ XV საუკუნეში რუსეთის მართლმადიდებლურმა ეკლესიამ ყოველგვარი კავშირიც კი გაწყვიტა საბერძნეთთან. მოგვიანებით, მართალია აღსდგა, მაგრამ, იყო პერიოდი, როცა ეს ურთიერთობა გაწყვეტილი იყო. ცნობილია, ასევე, რომ როდესაც მოსკოვში ჩამოვიდა ბერძენი პატრიარქი იერემია, რომელმაც ხელი დაასხა პირველ რუს პატრიარქ იობს, კურთხევას გასცემდა ორი თითით. რა ვიცი, კიდევ რა დავიმოწმო?

(ციტატა) (damiane80): "კითხვა ჩნდება თუ მოძღვარი IC XC მონოგრამას გამოსახავს თითებით და მართლმადიდებლობის მიერ ძველთაგან მიღებული კანონიკური მონოგრამის, ქრისტეს სახელით აკურთხევს მრევლს, რას ხედავ ამაში "მწვალებლურს"...??? , თუნდაც ეს წესი XVI საუკუნიდან შემოსულიყო (რაც ზუსტად უცნობია, მაგრამ დავუშვათ), რა არის მასში ცუდი, არასწორი ან მწვალებლური თავისი არსით და შინაარსით, რადგან ფორმა ყოველთვის შინაარს გამოხატავს...???

ძველმართლმადიდებელი - და რა, მე-16 საუკუნეზე უადრეს არსებობდა ამგვარი საკურთხებელი წყობა? დარწმუნებული ხარ? მაშინ მეც დამარწმუნე! ოღონდ "წმ. დამიანე 80" კი არა, ვინმე ავტორიტეტი დამიმოწმე!

(ციტატა) (damiane80) - "გაერკვიე დალოცვილოო, მწერ, იქნებ არც ისეა ყველაფერი შენ რომ გგონია".

ყოვლისმცოდნე ნამდვილად არ ვარ, მაგრამ ერთი რამ ვიცი დაბეჯითებით... ამ საკითხებში გარკვევა მე კი არა თქვენ გჭირდებათ, რასაც გისურვებთ სულით და გულით.

Tatusi (church.ge): მეგობრებო, გაკვირდებით რამდენი ხანია და წავიკითხე ყველა თქვენთაგანის კომენტარები და არგუმენტები... დასკვნის სახით შემიძლია გითხრათ, რომ ეს ადამიანი სრულიად არგუმენტირებულად გვიმტკიცებს რომ 2 თითით პირჯვრისწერაა სწორი... გინდა არსენ იყალთოელი, გინდა ქართული ხატები და სხვა მრავალი წყარო რაც მოიტანა სრულიად საკმარისია პირადად ჩემთვის, რომ აწი პირჯვარი 2 თითით გადავიწერო და არა სამით... მთავარი ჭეშმარიტებაა და არა იმის დამტკიცება რონჩვენი მოძღვარები უფრო მართლები არიან თუ ამათი (ძველ მართლმადიდლებს ვგულისხმობ)... მე მთვლი, რომ მთავარი უფლის მონობაა და არა რომელიმე ეკლესიის, ამიტომაც მინდა ღვთის კანონებით ვიცხოვრო და არა დღევანდელი მოძღვრების კანონებით.. ღმერთი არ მაპატიებს ჭეშმარიტება რომ დავაიგნორო ვინმეს ხათრით... ერთი სხვა საკითებიც მაინტერესებს, ნეტა არ გაიხსნება სხვა თემებიც? ძალიან მაინტერესებს კიდევ რაიმე დამახინჯებულს ხომ არ გვაკეთებინებენ ჩვენს ეკლესიებში...

ძველმართლმადიდებელი - გამარჯობა "Tatusi". ღმერთმა გიშველოს თუ პირჯვარს იწერ ორთი თითით. სხვა საკითხებზე რა გითხრა, დიახ, არის სხვა დარღვევებიც, რომელთა შორის ყველაზე საშინელი და შესაზარი ნათლისღების წესის დარღვევაა, რომელთან თვით პირჯვრისწერის წესის დამახინჯებაც კი იჩრდილება...

ნათლობა არის კარი, რომლითაც მოგვეტევება ჩვენი ცოდვები და მივეახლებით დანარჩენ საეკლესიო საიდუმლოებებს. არ არის ნათლობა, არ იქნება არც მღდლობა, არც სხვა რომელიმე საეკლესიო საიდუმლო... მაცხოვარმა ნიკოდიმოსს უთხრა: ვინც არ მოინათლება წყლითა და სულით, ვერ შევა ცათა სასუფეველში. ხოლო თუ როგორ უნდა მოინათლოს კაცი, წერია მოციქულთა 50-ე კანონში. მოკლედ გეტყვი: სამჯერ შთაფლვით. წყალპურება და წყლის თავზე გადავლება, რაც ოფიციალური ეკლესიის პრაქტიკაშია, არის ნათლობის ფალსიფიკაცია... ამგვარად "ნათელღებულები" პრაქტიკულად მოუნათლავები არიან და ქართლის კათალიკოსის, ბესარიონ ორბელიშვილის (XVIII ს.)სიტყვებით რომ ვთქვათ: "ნათლის მინიჭების მაგიერ, განუნათლავთ დაუტევებენ ბნელში".

მოუნათლავი ადამიანი ვერ ცხონდება! აქედან გმართებთ დაფიქრება... თუ ნათლობის საკითხს ახალ თემად გავხსნით, მრავალ დოკუმენტს წარმოგიჩენთ ამის დასტურად...

afxazi - (ციტატა) (Tatusi): "ერთი სხვა საკითებიც მაინტერესებს, ნეტა არ გაიხსნება სხვა თემებიც? ძალიან მაინტერესებს კიდევ რაიმე დამახინჯებულს ხომ არ გვაკეთებინებენ ჩვენს ეკლესიებში..."

რაღაც არა მგონია ეს გააზრებული ნათქვამი იყოს. ვფიქრობ, რომ ან გაუაზრებეი ანდა სპეციალურად ნათქვამია. მე გირჩევ რომ მოვეშვათ მსგავსი ფრაზების ხმარებას. ამ ადამიანს არავინ არ ეუბნება რომ ორი თითის პირჯვრის გამოსახვა მწვალებლურია და ეს არ უნდა გააკეთო, კი ბატონო გააკეთე, მაგრამ სამი თითით პირჯვრის გადაწერაც არაა ღვთის საწინააღმდეგო ქმედება და ის აკრძალული არაა. ამ ადამიანს ერთი წყაროც კი არ მიუთითებია, სადაც სამი თითით პირჯვრის გადაწერა დაგმობილია და შესაბამისად აკრძალული.

ასეთი აზროვნების მქონე ადამიანებს არ ესმით ეკლესიის არსი და ის მხოლოდ ჩაკეთილ, ერთ ადგილზე გაყინულ დაწესებულებად მიაჩნია, რომ ღმერთი პირველ რიგში კანონია და მერე სიყვარული. ასეთმა გაგებამ ბევრი ადამიანი ჩამოაცილა ჭეშმარიტ ეკლესიას და სამწუხაროდ ალბათ კიდევ ჩამოაცილებს. რომ გადახედოთ "სჯულის კანონის" კანონებს, ალბათ უმრავლესობას იმ ფორმით, რა ფორმითაც ისინია დაწერილი, დღეს ლემენტარულად სრული დატვირთვით ვერ აამოქმედებ, რადგან ასე ძალიან ბევრ ადამიანს გზას გადაუღობავ ეკლესიისკენ. და რა ქნას ეკლესიამ გადაუღობოს გზა ადამიანებს ეკლესიისკენ მიმავალი გზო მხოლოდ იმიტომ, რომ ვთქვათ IV ს-ში ამგვარი კანონი მიიღეს.

მადლობა ღმერთს რომ ეკლესია ყოველთვის ითვალისწინებდა და გაითვალისწინებს დროით გაგებას და არსის შეუცვლელად, იკონომიური წესით მიუდგება ადამიანს თავისი კანონებით. რა ცუდად გვესმის ეკლესიის და მასში არსებული გამოცხადებითი მოძღვრების არსი.

tatusi - პასუხი "აფხაზი"-ს: პასუხი აფხაზი-ს. თქვენ ამბობთ: "ამ ადამიანს არავინ არ ეუბნება რომ ორი თითის პირჯვრის გამოსახვა მწვალებლურია და ეს არ უნდა გააკეთო, კი ბატონო გააკეთე, მაგრამ სამი თითით პირჯვრის გადაწერაც არაა ღვთის საწინააღმდეგო ქმედება და ის აკრძალული არაა. ამ ადამიანს ერთი წყაროც კი არ მიუთითებია, სადაც სამი თითით პირჯვრის გადაწერა დაგმობილია და შესაბამისად აკრძალული".

ჩემი პასუხი: მე ვნახე რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვანი წყარო.. მაგალითად - ვინც არ გადაიწეროს 2 თითით, შეჩვენებული იყოსო, თქვენი აზრით არ არის აკრძალვა ყველა სხვანაირი პირჯვრისწერის? თუ თქვენ გინდათ რომ ყველანაირზე - სამზე, ოთხზე, ხუთზე, და ორი ხელით გადაწერაზე ცალ ცალკე ეთქვათ რამე წმინდა მამებს? მე ასე არ ვფიქრობ და მგონი მაქვს მაგის უფლება, ისევე როგორც ნებისმიერი კითხვის დასმის უფლება..

თქვენ ამბობთ: "ასეთი აზროვნების მქონე ადამიანებს არ ესმით ეკლესიის არსი და ის მხოლოდ ჩაკეთილ, ერთ ადგილზე გაყინულ დაწესებულებად მიაჩნია, რომ ღმერთი პირველ რიგში კანონია და მერე სიყვარული. ასეთმა გაგებამ ბევრი ადამიანი ჩამოაცილა ჭეშმარიტ ეკლესიას და სამწუხაროდ ალბათ კიდევ ჩამოაცილებს".

ჩემი პასუხი: მილიონობით ადამიანი სწორედ იმან ჩამოაცილა ღმერთს (!!!) და არა მხოლოდ ჭეშმარიტ ეკლესიას, რომ სიყვარულის ეგიდით კანონი ფეხზე ეკიდათ... კანონი რომ მნიშვნელოვანი არ იყოს, მაშინ არ დაგვიწერდნენ... რათქმაუნდა პირველადი სიყვარულია, მაგრამ თუ არ დავიცავთ კანონებს, ეშმაკი ძალიან მარტივად ინიღბება "სიყვარულში"... შეიძება უადგილო მაგალითია, მაგალითად ჩემი მეგობარი, რომელიც ქმარს ღალატობს, თავს იმით იმართლებს, რომ "ღმერთმა თურმე სიყვარული იქადაგა" და ის რომ წმინდა მამები ამას ცოდვად თვლიან, ეს მხოლოდ მე-4 საუკუნისთვის დაწერილი ჰგონია... აი სადამდე მიყავს ადამიანები მხოლოდ (!) სიყვარულის იმედად ყოფნას...

თქვენ წერთ: "რომ გადახედოთ "სჯულის კანონის" კანონებს, ალბათ უმრავლესობას იმ ფორმით, რა ფორმითაც ისინია დაწერილი, დღეს ლემენტარულად სრული დატვირთვით ვერ აამოქმედებ, რადგან ასე ძალიან ბევრ ადამიანს გზას გადაუღობავ ეკლესიისკენ. და რა ქნას ეკლესიამ გადაუღობოს გზა ადამიანებს ეკლესიისკენ მიმავალი გზო მხოლოდ იმიტომ, რომ ვთქვათ IV ს-ში ამგვარი კანონი მიიღეს".

პასუხი: გეთანხმებით, რომ ყველაფერს ვერ აამოქმედებ, მაგრამ არსებობს რაღაც მნიშვნელოვანი და უნივერსალური, რომელიც უნდა დავიცვათ რომელი საუკუნეც არ უნდა იყოს.. მე ასე მგონია..

თქვენ წერთ: "რა ცუდად გვესმის ეკლესიის და მასში არსებული გამოცხადებითი მოძღვრების არსი".

პასუხი: თქვენ არ ვიცი და ჩემთვის ეკლესია და მოძღვარი სულის გადასარჩენი ადგილია და ამიტომაც ძალიან დამაინტერესა იმ საკითხმა, და ვეძებ ადგილს სადაც ამას შევძლებ...

afxazi - Tatusi, ცხარე პოსტისთვის მომიტევე. თუმცა თხოვნა მექნება, რომ საკითხი ბიექტურად და კონტექსტიდან ამოგლეჯილად არ განიხილო. არსენ იყალთოელის გამონათქვამის შესახებ უფრო კომპეტენტურ ადამიანებს ვკითხავდ ა მათგან მოვისმენ ამ ფრაზის შესახებ განმარტებას. ასე ამოგლეჯილად არ მინდა მაგ ფრაზას შევეხო. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ორი თითით პირჯვრის გამოსახვა არის უძველესი წესი, თუმცა სამი თითით პირჯვრის გამოსახვა არაერთ ხატზეა დაფიქსირებული. თუმცა უძველეს დროში არა მხოლოდ ორი თითით გამოისახავდნენ პირჯვარს, თუ არ ვცდები ცერა თითით და ეს იოანე დამასკელთანაა დადასტურებული. ვერ მოვიცალე რომ ეს ციტატები მოვიძიო.

Tatusi - აფხაზი, დიახ დამაინტერესა "კიდევ რამეს ხომ არ მატყვილებენ", იმიტომ რომ გუშნ ფეისბუკზე ვნახე ერთ ბიჭს ქონდა დადებული რაღაც კანონი, რომ მწვალებლებთან ლოცვის გამო უნდა განიკვეთოს სასულიერო პირიო, და კიდევ კითხულობდა რატომ არ ეხმარება საპატრიარქო დაჭერილ მართლმადიდებელ ბიჭებსო, და ძალიან ბევრი კითხვები დამიგროვდა და მაინტერესებს კიდევ ხომ არ არის რამე.. მითხარით რა არის ამ კითხვაში ასეთი გასაოცარი.. ადამიანი ვარ და ვაზროვნებ და ვეძებ ჭეშმარიტებას და ვხედავ რომ რაღაც სუმთლად კარგად ვერ არის საქმე ეკლესიაში.. არაბუნებრივი რა არის, რომ ყრუსავით და ბრმასავით არ ვიქცევი?

agmsarebeli - (ციტატა) (ძველმართლმადიდებელი): ძველმართლმადიდებელი მე ვარ ჯიგარო. "ნეტვორკი" კი ჩემი მეგობარია. იცი, არაფერში მჭირდება ორი სხვადასხვა ნიკით შემოსვლა.

ეხლა რაც შეეხება ივერიის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატზე გამოსახულ თითებს. ამ ხატის უზუსტესი ასლი დაწერეს სოლოვეცკელმა ბერებმა. ეს მე ერთხელ უკვე ვთქვი, მაგრამ თქვენ წაუყრუეთ... ამ ხატზე მაცხოვარს თითები შეკრული აქვს ორთითიანი წყობით.

"ნეტვორკის" მიერ წარმოდგენილ ხატზე ნაჩვენებია ორი თითი. გეთანხმები, თითების იუველირულ სიზუსტეზე არ ვიდავოთ. ხატმწერები ორ გამართულ თითს და სამ შეკრულს ყოველთვის როდი გამოსახავენ ერთნაირი სიზუსტით. პორტაიტისაზე (ივერიის ღვთისმშობლის ხატზე) მაცხოვარს ცერი არათითსა და ნეკზე მიერთებული აქვს გვერდიდან (სხვათა შორის, ასეა ეს ყაზანის სასწაულთმოქმედ ხატზეც).

მაგრამ ეს კიდევ არაფერი. მე მინდა თქვენ, ურწმუნოებს, რომლებსაც თვალსაჩინო ხატებიც კი ვერ გარწმუნებთ, წარმოგიდგინოთ სიტყვიერი აღწერილობა (სხვათა შორის ეს აღწერილობა არ ეკუთვნის ძველმოწესეებს).

ეს ცნობა არის ინტერნეტ ენციკლოპედიიდან sedmitza.ru. აი, რას ვკითხულობთ აქ გადმოცემულია ივერიის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატის აღწერილობა. აი რას ვკითხულობთ მის შესახებ:

"Икона Иверской Божией Матери представляет собой иконографический тип Одигитрии, строгость которого несколько смягчена проявлением чувств Матери и Младенца: Богородица слегка наклонила голову к Сыну, а Христос протягивает к ее указующей деснице свою правую кисть, сложенную в благословляющем двуперстном знамении.

Главы Богоматери и Спасителя венчают пышные металлические короны. Как выразил преосв. Порфирий общее впечатление от образа, Иверская Богородица «величественная с выражением вовсе не грозным»[1].

Икона, кроме ликов, сплошь покрыта чеканным серебряным окладом. Рельефы на окладе представляют апостолов: Филиппа, Фому, Андрея, Луку и др., призванных, видимо напомнить об апостольском служении самой Божией Матери. Для грузинских иноков, заказывавших драгоценный оклад, Матерь Божия всегда оставалась «апостолом» их родной земли.

По низу иконы идет характерная для того времени надпись на грузинском языке, относящаяся к серебряному окладу: «Царица. Мать человеколюбиваго Бога, пренепорочная Дева Мария, помилуй душу моего господина великаго Кай-хосроя Квар-Кварашвили, а я, раб твой и лишенный всяких сил, достойный сожаления, Амвросий, благодаря тебя, который удостоил меня оковать это и украсить святой образ твоей Портаитиссы. Прими в жертву от меня грешнаго эту малую мою дерзость и сохрани остаток моей жизни без греха. И в час исхода жалкой души моей помоги инее, рассей все списки моих грехов. И поставь меня грешнаго у престола Сына и Бога твоего и безначальнаго святаго Отца Его и Святаго Духа. Ныне и присно и во веки веков. Аминь»[2].

წყარო იხილეთ აქ: http://www.sedmitza.ru/text/1094986.html

რა ვქნათ ახლა?

გინდ დაიჯერეთ და გინდ არა. თქვენი წყაროებიც კი ადასტურებენ, რომ ივერიის ღვთისმშობლის დედანზე მაცხოვარს თითები შეკრლი ჰქონია ორთითიანი წყობით.

დამიანე დაანებე თავი პროვოკაციებს...

თუ არა და წერა-კითხვა ისწავლე... მონოგრამა და თითების წყობაში იესუს სახელის გამოსახვა გეშლება ერთმანეთში.

მონოგრამაზე მე არ მითქვამს ეგზარქოსულიაო... ეგზარქოსული შენი აზროვნებაა...

agmsarebeli - შენგან ურწმუნო არ მწყინს, მაგრამ ერთს გეტყვი. კანონიკური ასლი ივერიის ღვთისმშობლის ხატისა არის სიონის საპატრიარქო ტაძარში და ეს შეგიძლია გადაამოწმო თვით ივერონში. ამიტომ არავინ არ უყრუებს როგორც თქვენ ამბობთ. ისევ ვამბობ მსგავსი წყობა მაცხოვარს აქვს დოქიარის ღვთისმშობლის ხატზე, თუ რათქმუნდა თქვენთვის ეს მისაღებია. საღვთო სამართლიანობას ვერავინ ვერ გაექცევა, მითუმეთეს ისი, ვინც ცდილობს სიყალბედ აქციოს ჭეშმარიტება!

ძველმართლმადიდებელი - "აღმსარებელო", არც საწყენად ვამბობ და არც შეურაცხყოფის მიზნით - საპატრიარქოში მოგატყუეს! მათ მიერ ჩამოტანილი ასლი არ არის დედნის შესატყვისი. ყოველ შემთხვევაში, თითების წყობაში მაინც. მე საკმაო წყაროები დაგიმოწმე. ხატის აღწერილობაც კი, რომელიც რუსეთის ოფიციალური ეკლესიის საიტებზეც კი დევს. ამიხსენი, როგორ არის შესაძლებელი, ერთი ეკლესიის ორი ადგილობრივი იურისდიქცია, ერთსა და იმავე საკითხზე სულ სხვადასხვაგვარად ამტკიცებდეს? ხომ ან ერთი უნდა იყოს მართალი და ან მეორე?

მე ვფიქრობ, რომ ამ შემთხვევაში რუსები არ ტყუიან. საყოველთაოდ ცნობილია როგორ უყვართ და აფასებენ ისინი "ივერიის ყოვლადწმიდა ღვთისმშობელს". მათ აშენებული აქვთ ამ ხატის სახელობის ტაძრები, მონასტრები, დაწერილი უამრავი ასლი... საქართველოში კი საპატრიარქომ ეხლახან ჩამოიტანა მისი ასლი... ვაი, ჩვენო სირცხვილო, ... ჩვენი ერის მფარველი ხატის სიყვარულშიც რუსები გვჯობნიან, თან ისე, რომ ძველმორწმუნეების სალაპარაკო რომ არ გახდნენ, თითები შეუცვალეს ხატს და ისეთი "ასლი" ჩამოიტანეს. ათონზე გამგზავრება რა მძლავრი "არგუმენტია"!... კი ბატონო, დიდი სიამოვნებით გავემგზავრები თუ დამაფინანსებ... შენ გაინტერსებს ეს და არა მე... მე ათონზე წაუსვლელადაც მწამს და მჯერა, რომ პორტაიტისას თითები აქვს ორთითიანი წყობით. შენ კი არ გჯერა. საპატრიარქოსი გჯერა... ალბათ უნდა გჯეროდეს კიდეც, ... შენისთანა პატიოსანი და გულუბრყვილო ხალხი იჯერებს, რომ საპატრიარქო პატიოსნად ეპყრობა თავის შვილებს და თუნდაც ხატის საკითხში, აჯერებს, რომ ათონის პორტაიტისას ზუსტი ასლი ჩამოუტანა თავის შვილებს... სამწუხაროა... ფრიად, სამწუხარო...

ძველმართლმადიდებელი - პასუხი "აფხაზს": სიტყვები "გირჩევ რომ მოვეშვათ მსგავსი ფრაზების ხმარებას" უკვე ცენზურაა... თქვენ ადამიანს უკრძალავთ დაინტერესდეს მის ეკლესიაში არსებული დარღვევებით... თქვენ ამის უფლება არ გაქვთ... ან გეშინიათ ამ თემაზე ლაპარაკის... ჩემი თქვენდამი პატივისცემის მიუხედავად უნდა გითხრათ, რომ არ შეგშვენით ამგვარი ლაპარაკი.

შემდეგ წერთ: "ასეთი აზროვნების მქონე ადამიანებს არ ესმით ეკლესიის არსი და ის მხოლოდ ჩაკეთილ, ერთ ადგილზე გაყინულ დაწესებულებად მიაჩნია, რომ ღმერთი პირველ რიგში კანონია და მერე სიყვარული. ასეთმა გაგებამ ბევრი ადამიანი ჩამოაცილა ჭეშმარიტ ეკლესიას და სამწუხაროდ ალბათ კიდევ ჩამოაცილებს".

რას უწუნებთ ჩემს აზროვნებას? როგორი აზროვნება მაქვს? ცუდი იმიტომ არის, რომ თქვენი ეკლესიის მთელ რიგ სწავლებებს არ ვეთანხმები? ამიტომ ფიქრობთ, რომ მე "ეკლესია გაყინულ დაწესებულებად მიმაჩნია"? საიდან იცით თქვენ მე როგორი ადამიანი ვარ? ან საიდან დაასკვენით, რომ ჩემნაირებისთვის ღმერთი ჯერ კანონია და მერე სიყვარული? სიყვარულიც "კანონია"! უზენაესი, უმშვენიერესი "კანონი"! კანონების განუხრელ შესრულებაში გამოიხატება ღმრთის სიყვარული. ქრისტემ არ ბრძანა: ვისაც მე ვუყვარვარ ის ჩემს სიტყვებს ასრულებსო? ან კიდევ: ვინც თქვენ მიგიღებთ, ის მე მღებულობს, ხოლო ვინც თქვენ არ მიგიღებთ ის მე არ მღებულობს, ხოლო ვიცნ მე არ მღებულობს, ჩემს გამომგზავნელ მამას არ ღებულობსო? (მომიტევეთ მცირეოდენი უზუსტობა, ზეპირად ვიმოწმებ).

ვისზეა აქ ლაპარაკი? ცხადია, მართლმადიდებელ ქრისტეანებზე! მაშ, ვინც წმიდა მამათა სწავლებებს, მათ სჯულდებებს, კანონებს და გადმოცემებს არ მიიღებს, როგორ ღებულობს ქრისტეს? ამ წმიდა მამებს არ უწოდა ერთ-ერთმა მსოფლიო კრებამ "სულის საყვირის მიერ დასხმული" მამები? "ვისაც მე ვუყვარვარ ის ჩემს სიტყვებს ასრულებს", ნიშნავს, რომ ის სულიწმიდის მიერ განბრძნობილ მამათა სიტყვებს ასრულებს. რადგან მათ მიერ მეტყველებდა სულიწმიდა. თქვენ როგორ გიყვართ ქრისტე თუ ჯერ მილიონობით ადამიანი დახოცეთ სამი თითით პირჯვრისწერის გულისთვის, მერე ფანატიზმი გადააბრალეთ ძველმორწმუნეებს, შემდეგ კი ჭკუის დამრიგებლის როლშიც გამოხვედით?...

იცი, ოფიციალური ეკლესიის პოლიტიკა ძველმოწესეებთან რას მაგონებს... ლომის და კატის იგავს... კატამ, რომ ლომის ავარჯიშებდა, და ხეზე ასვლა არ ასწავლა... პირობა თუ გახსოვს ლომმა რომ დაუყენა კატას: შეგაჯიბრებთ და თუ კარგად ვერ გისწავლებია ჩემი შვილისთვის შეგჭამო, ხოლო თუ კარგად გისწავლებია და შენ გაიმარჯვებ, მაინც შენ შეგჭამო... აბა, საკუთარ შვილს ხომ არ შევჭამო...

ლომის ფილოსოფიით მოქმედებთ თქვენც (ცხადია, ოფიციალური ეკლესიის პოლიტიკას ვგულისხმობ ძვემოწესეთა მიმართ). ნიკონი შეცდაო იძახიან ახლა, მაგრამ მტყუვნები მაინც "სტაროვერები" არიანო, აბა საკუთარ თავს ხომ არ გაამტყუნებენ?...

კანონებს რაც შეეხება... ჩვენთვის იკონომიის ცნება უცხო როდია. (იხ. მაგალითად: არქიეპისკოპოსი პავლე. იკონომიის შესახებ. http://www.oldorthodox.ge/wrl_ikonomia.html). კანონებშიც არის განსხვავებანი. არსებობენ დოგმატური, კანონიკური და დისციპლინარული კანონები. ზნეობრივი დატვირთვის მქონე კანონები.... აქედან, ზოგი მათგანი შეიძლება დროის ვითარების გამო შეჩერდეს, უბრალოდ შეუძლებელია მათი შესრულება და იმიტომ... ზოგს საეკლესიო იკონომიით ვაჩერებთ,... ზოგის მოთხოვნას კი ვერაფერი შეაჩერებს... მკითხოთ იქნება ეს საკითხი და გაგარკვევთ... ნაჩქარევად რომ არ არწმუნოთ ადამიანებს, რომ ჩვენ თურმე "ეკლესია გაყინული დაწესებულება გვგონია". თქვენ რა გგონიათ ეკლესია? საქულას დუქანი ხომ არა? ვინც გინდა შევა და ვინც გინდა გამოვა? ვისაც რაც უნდა იმას გააკეთებს? ეჰ, აფხაზ, აფხაზ... არ შეგშვენის ეგეთი ლაპარაკი...

afxazi - (ციტატა) (ძველმართლმადიდებელი): "გირჩევ რომ მოვეშვათ მსგავსი ფრაზების ხმარებას" უკვე ცენზურაა.

ეს ტყუილია და მხოლოდ შენეული აღქმაა ფრაზისა. ადამიანი როდესაც გაუცნობიერებელ დასკვნას გვთავაზობს, მე მგონი დამეთანხმები, რომ ეს არ არის მოსაწონი და მიუღებელია.როდესაც წერ, რომ თურმე ეკლესია მატყუებდა და მაინტერესებს კიდევ რაში მატყუებსო, ამაშიც დამეთანხმები, რომ ეს არ არის ნორმალური წინადადება და ვერ მივიღებ ამას. აქ რომ ცენზურა ყოფილიყო დიდი ხნის წინ დავხურავდი ამ თემასაც და სხვასაც, მაგრამ თვითონ არაჯანსაღი ცენზურა ჩემთვის მიუღებელია.

damiane80 - (ციტატა) (Tatusi): მეგობრებო, გაკვირდებით რამდენი ხანია და წავიკითხე ყველა თქვენთაგანის კომენტარები და არგუმენტები.. დასკვნის სახით შემიძლია გითხრათ, რომ ეს ადამიანი სრულიად არგუმენტირებულად გვიმტკიცებს რომ 2 თითით პირჯვრისწერაა სწორი.. გინდა არსენ იყალთოელი, გინდა ქართული ხატები და სხვა მრავალი წყარო რაც მოიტანა სრულიად საკმარისია პირადად ჩემთვის, რომ აწი პირჯვარი 2 თითით გადავიწერო და არა სამით...

სამი თითით პირჯვრის გადაწერაზე რატომ ამბობს უარს, შეგიძლია თქვა???, მხოლოდ იმიტომ, რომ მე-11 საუკუნეში ან უფრო ადრე ან გვიან ასე იწერდნენ პირჯვარს. იგივე წარმატებით პირველ ქრისტიანები პირჯვარს იწერდნენ ერთი თითI, ასევე პირჯვრის წერის დროს ჯვარს შუბლზე გამოისახავდნენ პირდაპირ (და არა შუბლი, მუცელი და მარჯვენა მარცხენა მკლავი). აქ საუბარი თითების რაოდენობაშია კი არ არის კეთილო, არამედ შინაარსში. რა შინაარსით იწერ შენ პირჯვარს: წმინდა სამების სახელით და ქრისტეს 2 ბუნების აღიარებით. ახლა გეკითხები, რას ხედავ ამაში მიღებელს??? ან მწვალებლურს ან არსებობს კი რომელიმე წყარო ან კრება, რომელმაც სამი თითით პირჯვრის წერის წესი დაგმო.

არსენ იყალთოელის დოგმატიკონს რაც შეეხება. მისი სათაურში პირდაპირაა მითითებული, რომ იგი არის მონოფიზიტების წინააღმდეგ მირებული. მონოფიზიტებს ჰქონდათ ერთი თითით პირჯვრის წერის წესი (რიტაც ქრისტეს ერთ ბუნებას აღიარებდნენ) და ამ შინაარსის მწვალებლობის აღკვეთის მიზნით დაიწერა, რომ პირჯვარი მართლმორწმუნემ უნდა გამოისახოს 2 თითით, ნიშნად ქრისტეს 2 ბუნების აღიარებისა. მაგრამ შემდეგ შეიქმნა სიტუაცია, რომ 2 თითით პირჯვარს იწერდნენ ნესორიანელებიც, რომელიც ამბობდნენ რომ ქრისტეს 2 ბუნება კი ჰქონდა, მაგრამ ეს 2 ბუნება ერთმანეთში შერეული იყოო. აი ამ წესისაგან გასამიჯნად ეკლესიაში მკვიდრდება სამი თითით პირჯვრის წერის წესი, თუმცა დოგმატური შინაარსის შეუცვლელად (წმინდა სამების და მაცხოვრის 2 ბუნების სახელით).

ასე რომ სანამ რაიმეს შეცვლი, გირჩევ არ აჩქარდე და კარგად გაეკვე საკითხში და არც მთავარია მის შინაარსში. არ გაინტერესებს როგორ მოხდა, რომ სტაროვერები მარტო რუსეთში და მისი გავლენის მქონე ქვეყნებში არიან?, რატომაა რომ საბერძნეთში 3 თითით პირჯვრის წერის წესი არსებობს და იქ არ არიან სტაროვერები, ასე ადვილად დათმო მთელმა საბერძნეთმა და მთელმა საქრიასტიანომ ეს ძველი წესი და მკრეხელობა აირჩია? განვმერდები და ვიტყვი: მთავარია დოგმატური შინაარსი პირჯვრის წერისა, რაც აბსოლუტურად დაცულია სამი თითით პირჯვრის წერის წესში და მისი შეცვლა (თუნდა ძველ წესზე დაბრუნება, რადგან ნესტორიანობა არარ გვაწუხებს), თუკი ეს შეიძლება განხეთქილების საფუძველი გახდეს, ჩემი აზრით, მიუღებელია.

afxazi - (ციტატა) (Tatusi): აფხაზი, დიახ დამაინტერესა "კიდევ რამეს ხომ არ მატყვილებენ", იმიტომ რომ გუშნ ფეისბუკზე ვნახე ერთ ბიჭს ქონდა დადებული რაღაც კანონი, რომ მწვალებლებთან ლოცვის გამო უნდა განიკვეთოს სასულიერო პირიო, და კიდევ კითხულობდა რატომ არ ეხმარება საპატრიარქო დაჭერილ მართლმადიდებელ ბიჭებსო, და ძალიან ბევრი კითხვები დამიგროვდა და მაინტერესებს კიდევ ხომ არ არის რამე.. მითხარით რა არის ამ კითხვაში ასეთი გასაოცარი.. ადამიანი ვარ და ვაზროვნებ და ვეძებ ჭეშმარიტებას და ვხედავ რომ რაღაც სუმთლად კარგად ვერ არის საქმე ეკლესიაში.. არაბუნებრივი რა არის, რომ ყრუსავით და ბრმასავით არ ვიქცევი?

მოდი განვასხვავოთ ერთმანეთისგან საპატრიარქო და ეკლესია. საკითხები განვიხილოთ მართლმადიდებლური ეკლესიის ჭრილში და არა საპატრიარქოს ამა თუ იმ საქციელში.

Tatusi - აფხაზ, იყალთოელის ამბავს თუ გაიგებთ მეც ძალიან მაინტერესებს... რატომღაც ვერ წარმომიდგენია რომ ამხელა ტყვილს ამბობდეს ადამიანი, ეს ხომ გადამოწმებადი ინფორმაციაა, და ამიტომ ჩემზე ამ წყარომ ძალიან იმოქმედა... მე ველოდები თქვენგან სიახლეებს, მანამდე მეც ვეცდები გავარკვიო უფრო დეტალურად...

damiane80 - (ციტატა) (ძველმართლმადიდებელი): მე ვლაპარაკობ სახელობით თითების წყობაზე, შენ კი ხატებზე გამოსახულ ანაგრამაზე გადაგაქვს აქცენტირება...

ჩვენ ვლაპარაკობდით როგორც ერთზე, ისე მეორეზე. გასაგებია თითების წყობაზე შენი პოზიცია, თუმცა შენ კითხვები გქონდა თავად მონოგრამაზეც (სხვათაშორის ეს წინა პოსტში დაადასტურე და აღარაა საჭირო ეს ჩახვევა). მთავარია, რომ შენ აღიარებ ქრისტეს მონოგრამის IC XC და აღარც ასოებში შეგაქვს ეჭვი, სწორედ ამიტომ გამიჩნდა კითხვა: თუნდაც მე-16 საუკუნის იყოს ეს წყობა (თითების), რა არის ამაში მწვალებლური. ამაზე შენ მპასუხობ:

(ციტატა) (ძველმართლმადიდებელი): "თუნდაცო" ამბობ და რა მე-16 საუკუნეზე უადრეს არსებობდა ამგვარი საკურთხებელი წყობა? დარწმუნებული ხარ? მაშინ მეც დამარწმუნე! ოღონდ "წმ. დამიანე 80" კი არა, ვინმე ავტორიტეტი დამიმოწმე!

ანუ მე რას გეკითხები და შენ რას მპასუხობ. მე გეკითხები შინაარსზე და შენ ჩაიხვიე, რა იცი, რომ მე-16 საუკუნემდე არსებობდაო. წაიკითხე რას გწერ ნორმალურად ადამიანო. გიმეორებ, დავუშვათ ეს წესი შემორებული იქნა მე-16 საუკუნეში, რას ხედავ მასში მწვალებლურს, თუკი იგი გამოხატავს მანამდე ისედაც მიღებულ ქრისტეს მონოგრამას ICXC. რაც შეეხება, თიტების ეს წყობა როდის იქნა შემოღებული, ეს საკითხი დროებით გადავდოთ გვერდზე, რადგან არც შენ არც მე ზუსტი პასუხი არ გვაქვს და ამიტომ გეკითხები შინაარსობრივად რატომაა იგი მიუღებელი შენთვის და მით უფრო არის თუ არა დაგმობილი რომელიმე კრების მიერ?

(ციტატა) (ძველმართლმადიდებელი): მე რომ მთხოვთ თქვენი სამი თითის უარმყოფელ კრებებს, მისი დამამტკიცებელი და განმმარტებელი ვინმე საეკლესიო ავტორიტეტი დამიმოწმეთ?

კარგია ეს კითხვა რომ დასვი და გიპასუხებ: კამათის ელემენტარული ლოგიკა და მოთხოვნა არის შემდეგი. თითოეული მხარე ადასტურებს იმას, რასაც ამბობს. შენ ამ თემაში შემოხვედი და განაცხადე 2 ძირითადი პოზიცია:

1) 2 თითით პირჯვრის წერა არის ძველმართლმადიდებლური წესი და 2) სამი თითით პირჯვრის წერა არის მკრეხელობა.

რადგან შენ დასვი ეს 2 ძირითადი საკითხი, პირველ რიგში, შენვე გევალება შესაბამისი არგუმენტების მოყვანე როგორც პირველზე, ისე მეორეზე. აქედან სიმართლე უნდა ითქვას, შენ დაადასტურე,, რომ 2 თითით პირჯვრის წერა, მართლაც არის ძველი მართლმადიდებლური წესი ეს ზოგმა მანამდეც იცოდა, უმრავლესობამ შეიზლება არა, მაგრამ ეს ასეა და არავინ დაობს ამ საკითხზე, მაგრამ აი მეორე საკითხზე - რომ სამი თითით პირჯვრის წერა "მკრეხელობაა" შენ არ დაგიდვია ფაქტიურად არაფერი, გარდა შენეული განმარტებისა, რომ თითქოს ამაში სამების ჯვარცმა (ნუ იყოფინ) იგულისხმება და ამის მსგავსი...

აი სწორედ ამიტომაც, პირველ რიგში, ვითხოვთ შენგან წყაროებით დადასტურებას, რომ სამი თითით პირჯვრის წერა "მკრეხელურია" (როგორც შენ ამბობ), დაგმობილია და რატომაა დაგმობილი... ამაზე შენგან პასუხი არ ჩანს და აქეთ გვიზახი თქვენ დამიმტკიცეთო. ამის საუკეთესო მტკიცებულება არსი ის, რომ მტელი მართლმადიდებლური სამყარო ასე იწერს პირჯვარს და რომ მოდიხარ და გვეუბნები ასე არა, ეს მკრეხელობააო, უნდა დაასაბუთო რომ კრეხელობაა და რატომაა მკრეხელობაა... იმედია გაიგებ ახლა...

(ციტატა) (ძველმართლმადიდებელი): სამ თითს, თუ ასე გაინტერესებს, უარყოფს მოსკოვის 1551 წლის "ასმუხლიანი" კრება. სწორედ ამ პირჯვრისწერის საწინააღმდეგო მიიღო მან ორი თითითი პირჯვრისწერის ძველი ფორმულა, რომელიც არსენ იყალთოელის "დოგმატიკონიდან" არაერთხელ დაგიმოწმეთ?

შენს მიერ მოყვანილ ტექსტში არსად ყოფილა ნახსენები საერთოდ სამი თითით პირჯვრის წერა, მით უფრო მისი დაგმობა და ამის მიზეზი დასაბუთებული... ასევე გითხარი, მოიყვანე შესაბამისი ტექსტი (სადაც საუბარი იქნება სამი თითით პირჯვრის წერის დაგმობაზე) და შემდეგ ვიმსჯელოთ...

Tatusi - პასუხი ძველმართლმადიდებელს: უკაცრავად, ერთი ვერ გავიგე, ეს ყველაფერი თქვენ იცით და ჩვენმა მამაოებმა არ იციან?

agmsarebeli - ისევ თავს არიდებ დოქიარის ხატს! სირცხვილი მხოლოდ ისაა, რასაც შენ ამტკიცებ, თითქოს რუსები მეტ პატივს მიაგებდნენ ივერიეიის ხატს, ვიდრე ჩვე. ეს არის შენი სუბიექტური მოსაზრება ამ შემთხვევაში არგუმენტად ვერ გამოგადგება. ცილისწამებაა ისიც, თითქოს საპატრიარქომ მოგვატყუა, ესეც პირადი აზრია და თავს ნურავის ახვევ. დოქიარზე მიპასუხე, მაინტერესებს რას იტყვი აღიარებ თუ თავს აარიდებ. ჯერ ის წარმოაჩინე არგუმენტად, ნეტარად შერაცხილი წმინდა მამების მიერ კლიმენტი ალექსანდრიელი წერილს როგორ უწოდებს დიდაქეს და დანარჩენებზე მერე გადადი.

ძველმართლმადიდებელი


პასუხები
sopo... - ს და "ბადრის".

ეპისკოპოსთა ცოლიანობისთვის


წმიდა მოციქულთა მეხუთე კანონში ვკითხულობთ: "ეპისკოპოსი, მღვდელი, ან დიაკონი ნუ განიშორებს თავის მეუღლეს ღვთისმოსაობის მომიზეზებით და თუ განიშორებს, თავი უნდა დაანებოს მღვდლობას. თუ განაგრძობს ამას, უნდა განიკვეთოს" (საქ. საეკლ. კალენდარი 1987 წ.). ხოლო მეექვსე კრების მე-12 კანონი ბრძანებს: "თუ ვინმე (ეპისკოპოსთაგან - ძვმ.) გაბედავს ასეთ მოქმედებას (ხელდასხმის შემდეგ ცოლთან თანაცხოვრებას - ძვმ.), განიკვეთოს". ამ განწესებებიდან გამომდინარე ზოგიერთი (მაგალითად "სოფო") ასკვნის, რომ "საეკლესიო კანონები იცვლება"; ანუ ფიქრობენ, რომ ეკლესია როცა უნდა მიიღებს ერთ კანონს, და როცა უნდა მას მომდევნო, მისი საპირისპირო შინაარსის მქონე კანონით შეცვლის... ასევე ირწმუნებიან, რომ ეკლესიას მოციქულთა გადმოცემების შეცვლის უფლება რომ არ ჰქონოდა, არც მეექვსე მსოფლიო კრება შეცვლიდა მოციქულთა მეხუთე კანონს. რაც ცხადზე უცხადესად ამართლებსო ჩვენს ეკლესიას ზოგიერთ გადმოცემათა და წეს-ჩვეულებათა შეცვლაში. ასე მსჯელობენ და ფიქრობენ ოფიციალური ეკლესიის აპოლოგეტები. მაგრამ, უნდა განვაცხადოთ, რომ ასეთი სწავლება არის აბსოლუტურად მიუღებელი და მართლმადიდებლურ კანონიკასთან შეუთავსებელი.

უპირველეს ყოვლისა უნდა შევნიშნო, რომ მეექვსე მსოფლიო კრებას არ შეუცვლია წმიდა მოციქულთა მეხუთე კანონი, რაც მეექვსე მსოფლიო კრების 12-ე კანონში პირდაპირ არის ნათქვამი: "ხოლო ამას ვამბობთ არა მოციქულთა კანონის (5) საწინააღმდეგოდ და დასარღვევად".

ახლა კი მიუკერძოებლად გავერკვეთ ამ საკითხში და დავადგინოთ: არის თუ არა ცოლებთან ცხოვრება მოციქულთა გადმოცემა? რას ეხება მოციქულთა 5-ე კანონი და რას ეხება მეექვსე მსოფლიო კრება. დავიწყოთ იმით, რომ შესაძლოა ვინმემ დაგვიმოწმოს ტიმოთესადმი მოციქულ პავლეს ეპისტოლე სადაც წერია: "სარწმუნოა სიტყვა: თუ ვინმეს ეპისკოპოსობა სურს, კეთილი საქმის მსურველია. მაგრამ ეპისკოპოსი უნდა იყოს უმწიკვლო, ერთი ცოლის ქმარი, ფხიზელი, გონიერი, ღირსეული, სტუმართმოყვარე, განმსწავლელი" (1 ტიმ. 3:1, 2).

რას ნიშნავს სიტყვები: "ეპისკოპოსი უნდა იყოს... ერთი ცოლის ქმარი"? ეს არის მოციქულთა კანონი, მოთხოვნა, აუცილებლობა თუ სხვა რამ? გიპასუხებთ ნეტ. თეოდორიტე კვირელის სიტყვებით: "ჩემის აზრით, კარგად ითქვა "ერთი ცოლის ქმარი", რადგან ძველად ზოგიერთებს, წარმართებსაც და იუდეველებსაც გააჩნდათ ჩვეულება ქორწინების შემდეგ ეცხოვრათ ორ, სამ და ზოგჯერ მეტ ცოლთან ერთად" (თხზულებანი. ნაწილი VII, გვ. 685 და 686). იმ დროს ხორციელი უბიწოების დამცველი ძნელი მოსაძებნი იყო. აქედან ჩანს, რომ სიტყვებით "ერთი ცოლის ქმარი" მოციქულმა მიანიშნა ის, რომ ორი, სამი და მეტი ცოლის მყოლი ადამიანი ვერ გახდებოდა ეპისკოპოსი.

კეთილი, მაგრამ იმ ერთი ცოლის ყოლას ხომ ავალდებულებს მოციქული? - შეიძლება იკითხოს ვინმემ.

ამდაგვარს ვურჩევთ, რომ ძალიან ფრთხილად მოეკიდოს წმიდა წერილის განმარტებას. უმჯობესია თვითონ კი არ განვმარტოთ ის, არამედ მივსდიოთ ეკლესიის წმიდა მამებს, როგორც ეს არის ნაბრძანები მეექვსე მსოფლიო კრების მიერ: "ეკლესიის წინამძღვარმა ეპისკოპოსებმა ყოველდღე, უფრო კი კვირა დღეს, მთელ სამღვდელო მწყობრსა და მორწმუნე ერს უნდა უქადაგონ და ასწავლონ საღვთო წერილის ჭეშმარიტი სიტყვა, ან ღმერთშემოსილ მამათა მოძღვრება. ნუ შეცვლიან და გადაასხვაფერებენ მას, არამედ გადმოსცენ ისე, როგორც ეკლესიის მნათობთა და მოძღვართა მიერ არის აღწერილი" (დიდი რჯულისკანონი. VI:19. საქ. საეკლ. კალენდარი. 1987 წ. გვ. 320). და თუ წმიდა წერილის თვითნებური განმარტების უფლება თუ არა აქვს ეპისკოპოსს, მით უფრო ერისკაცს. ა

ამიტომაც, ჩვენც ვიხელმძღვანელოთ ამ ბრძნული განსაზღვრებით და ეს შეკითხვა უკუვაგდოთ ტიმოთეს მიმართ წმ. მოციქულ პავლეს ეპისტოლეს წმ. იოანე ოქროპირისეული განმარტებით: "როდესაც მოციქულმა თქვა: "ეპისკოპოსი უნდა იყოს ერთი ცოლის ქმარი", ეს თქვა არა მომავალთან, ანუ ჩვენს დროსთან მიმართებაში, - რადგან ეკლესიაში უკვე აღარ იცავენ ამ წესს, რამეთუ ეპისკოპოსს მართებს დამშვენებული იყოს სიწმიდითა და უბიწოებით, - არამედ ასე თქვა მოციქულთა თანამედროვე იუდეველთა და ელინთა გამო, რომლებიც მიძალებულნი იყვნენ თავშეუკავებლობას. ამიტომაც, დიდ საქმედ ითვლებოდა მხოლოდ ერთი ცოლის ყოლა. ასე, რომ მოციქულმა კანონი კი არ დადო, არამედ თავისი დროის ადამიანთა შეხედულებებსა და დაქორწინებულებს გაუწია ანგარიში და მისცა შეღავათი".

იგივეს ამბობს მათე ბლასტარისი: "მეექვსე კრების ღვთაებრივმა მამებმა 12-ე კანონით სრულიად აუკრძალეს მღვდელმთავრებს ხელდასხმის შემდეგ ცოლებთან თანაცხოვრება, რომლებზეც ხელდასხმამდე სჯულიერი ქორწინებით იყვნენ შეუღლებულნი და ბრძანეს: "ამას ვამბობთ არა მოციქულთა კანონის საწინააღმდეგოდ და დასარღვევად, არამედ ერის ხსნისა და ეკლესიის წარმატებისთვის". რადგან ღვთაებრივი მოციქულები თავიდან, როდესაც ეკლესიას იუდეველთა გახევებულობისა და ელინთა ცრუმორწმუნოების პირობებში უწევდა არსებობა, დართეს ნება ესარგებლად წინაპართა ზოგიერთი განწესებით. რამეთუ არც იუდეველი და არც ელინი მღვდელმთავრები არ განშორდებოდნენ თავიანთ ცოლებს, სხვები კი ამბობენ, რომ მღვდელმთავრებს, რომლებიც ეწევიან მკაცრ და უბიწო ცხოვრებას, თავს უნდა იკავებდნენ არა მარტო სხვის, არამედ საკუთარ ცოლებთან ურთიერთობისგანაც, რათა ვინმეს არ მიეცეს დაბრკოლებისა და ცდუნების საბაბი და მოჰყავთ მოციქულის სიტყვები: "ნუ აცთუნებთ ნურც იუდეველებს, ნურც ბერძნებს და ნურც ეკლესიას ღვთისას" (1 კორინთ. 31-33); და ვინც პატივს არ სცემს ამ კანონს ისჯება პატივის აყრით" (მათე ბლასტარისის "სინტაგმა", ტ. 17, გვ. 135).

ეკლესიის კანონისტი იოანე ზონარაც (სახელგანთმული ბიზანტიელი ისტორიკოსი და კანონისტი, ცხოვრობდა XII საუკუნის პირველ ნახევარში) მეექვსე მსოფლიო კრების 12-ე კანონის განმარტებაში ბრძანებს, რომ "თავიდან, სარწმუნოების დასაბამს, როდესაც ჯერ კიდევ არ იყო გავრცელებული სახარებისეული ქადაგება, ღვთაებრივი მოციქულები, შემწყნარებლურად ეპყრობოდნენ მათ, ვინც მოდიოდა ქრისტეანობაში და მათგან ყველაფერში სრულყოფილებას არ ითხოვდნენ, არამედ ანგარიშს უწევდნენ მათ უძლურებას და წარმართულ-იუდეველურ ჩვეულებებს. რადგან იუდეველ მღვდელმთავრებსაც ჰქონდათ უფლება ყოფილიყვნენ თავიანთ ცოლებთან სჯულიერ თანაცხოვრებაში და ელინ მღვდელმთავრებსაც ყოფილიყვნენ დაქორწინებულნი. მაგრამ ამჯერად, როდესაც სახარებისეული ქადაგება ყველგან გავრცელდა და ქრისტეანნი მოვიდნენ უმჯობეს სულიერ მდგომარეობასა და სიმწყობრეში, მათი ცხოვრება უნდა განმტკიცდეს სახარებით და ამიტომაც, მღვდელმთავრებმა უნდა იცხოვრონ მკაცრი უბიწოებითა და თავშეკავებით. ისინი არ უნდა გაეკარონ არა თუ სხვათა დედაკაცებს, არამედ საკუთარი ცოლებსაც კი, რომლებთან ადრე სჯულიერი ქორწინებით იყვნენ შეკავშირებულნი და სარეცელს იყოფდნენ; და მეტიც, არა თუ სარეცელი არ უნდა გაიყონ, არამედ ერთ ჭერქვეშაც კი არ უნდა იცხოვრონ მათთან. რადგან, შესაძლოა უბიწოდაც დაიცვან თავი, მაგრამ შესაძლოა დამაბრკოლებელი და საცთური გახდნენ სხვებისთვის. და ხსენებული კრების მამებს მოჰყავთ დიდი პავლეს სიტყვები: "ნუ აცთუნებთ ნურც იუდეველებს, ნურც ბერძნებს და ნურც ეკლესიას ღვთისას... მე მომბაძეთ, როგორც მე ვბაძავ ქრისტეს" (1 კორინთ. 10:31-33; 11:1).

მსგავსადვე განმარტავს პატრიარქი თეოდორე ბალსამონიც (დაახლ. 1140-1199): "ქრისტეანული რწმენის დასაწყისში მოციქულები შემწყნარებლურად ეკიდებოდნენ მათ, ვინც მოდიოდა სარწმუნოებაში; მაგრამ, ამჯერადო, ბრძანებენ მამები, როდესაც სახარებისეული სწავლება ყველგან გავრცელდა, მღვდელმთავრებმა პირადი ცხოვრება უნდა განვლონ მკაცრ უბიწოებაში".

ამგვარად, ვფიქრობ სადავო არ უნდა იყოს ის ჭეშმარიტება, რომ ეპისკოპოსების თანაცხოვრება თავიანთ ცოლებთან არ არის მოციქულთა გადმოცემა, არამედ დროებით დაშვებული შეღავათი (იკონომია) იმ დროინდელი ადამიანებისადმი.

მოციქულთა მეხუთე კანონთან მეექვსე მსოფლიო კრების დამოკიდებულების გადმოსაცემად კარგი იქნება მივმართოთ ბერძნულ "პიდალიონსაც" (დიდ რჯულისკანონს), სადაც წერია შემდეგი:

"ეპისკოპოსთა უცოლოება მეექვსე მსოფლიო კრებამდეც იყო, ოღონდ არა როგორც საყოველთაო და სავალდებულო წესი. ეს ჩანს:

1) ოქროპირის განმარტებიდან წმ. მოციქულის სიტყვებზე - "ერთი ცოლის ქმარი", - ჩანს, რომ მოციქულებმა ეს კანონად კი არ გამოთქვეს მომავალი დროებისთვის, არამედ გაგებით მოეკიდნენ ეკლესიის იმდროინდელ მდგომარეობას და დაუშვეს შეღავათი... იმ დროს მემრუშე წარმართებში ერთი ცოლის ქმრობაც და ერთგულებაც კი დიდ საქმედ ითვლებოდა. ხოლო მღვდელმთავარს სრული უბიწოება და სიწმიდე უნდა ამშვენებდეს";
2) კართაგენის კრების 4-ე და 33-ე კანონებიდან, რომლებიც ეპისკოპოსებს, მღვდლებს და დიაკვნებს ავალდებულებს თავი შეიკავონ ცოლებისგან.

კართაგენის კრების კერძო განჩინება ტრულის კრებამ ეპისკოპოსებთან მიმართებაში კანონის რანგში აიყვანა მთელი ეკლესიისთვის და ამით მოციქულთა მე-5 კანონს როდი დაუპირისპირდა, ან მოციქულ პავლეს სიტყვებს ("ეპისკოპოსი იყოს ერთი ცოლის ქმარი"), რადან:

ა) მოციქულები, მართალია ნებას რთავდნენ ეპისკოპოსებს ჰყოლოდაც ცოლები, მაგრამ არ ავალდებულებდნენ და არ განაწესებდნენ;

ბ) მოციქულთა კანონი უკრძალავს ეპისკოპოსს განიშოროს ცოლი მათი სურვილის საწინააღმდეგოდ, მაგრამ არ უკრძალავს განშორებას ორმხრივი თანხმობის შემთხვევაში" (გვ. 193).

მეტი დამაჯერებლობისთვის, მოდი, დავიმოწმოთ თქვენი ეკლესიის ერთ ერთი ღვთისმეტყველი და კანონისტი, რომელიც ბრძანებს:

"პირველად ტრულის კრებაზე ვხვდებით ეპისკოპოსთა თავიანთ ცოლებთან განშორების დადებით გადაწყვეტას, რომლებიც ჰყავდათ ადრე, ან კიდევ იმას, რომ იყონ დაუქორწინებელნი. მაგრამ გამოწვლილვითი შესწავლა ამ კანონისა იმ სახით, რა სახითაც იყო ის ჩამოყალიბებული კრებაზე და ასევე სხვა, უეჭველი წყაროების დამატებით, ცხადი ხდება, რომ ეს არის არა ახალი, VII საუკუნის დადგენილება (როდესაც ჩატარდა ტრულის კრება), არამედ ეკლესიის ერთ ერთი უძველესი და ყველაზე პატივდებული გადმოცემის დამტკიცება.

კრებაზე მოცემული კანონის ჩამოყალიბების მიზეზი კი გახდა ის, რომ "აფრიკაში, ლიბიაში და სხვა ადგილებში მყოფი ეპისკოპოსები არც ხელდასხმის შემდეგ ანებებენ თავს მეუღლეებთან თანაცხოვრებას, რითაც ისინი სხვებისთვის საფრთხესა და დაბრკოლებას ქმნიან".

ეს შენიშვნა ათვალსაჩინოებს, რომ ეპისკოპოსთა უბიწოება უკვე იყო საყველთაო ჩვეულება, ანუ გადმოცემა ეკლესიისა, რომელსაც გადაუხვიეს ცალკეულმა ეპისკოპოსებმა, ზოგიერთ ადგილებში, რაც საფრთხესა და დაბრკოლებას ქმნიდა ეკლესიაში. თუ გავეცნობით ეკლესიის პირველდაწყებით განწესებებს, დავინახავთ, რომ მოციქულთა კანონები სრულიად უკრძალავდნენ მღვდელმსახურებს (ეპისკოპოსთა ჩათვლით) ღვთისმოსაობის მომიზეზებით თავიანთი ცოლებისგან განშორებას (იხ. მოც. 5). მაგრამ, ასეთი კანონები აიხსნება დროის ვითარებით, როდესაც სასულიერო წოდება ჯერ კიდევ არაჯეროვნად გამოიყოფოდა დანარჩენი საზოგადოებისგან და არცთუ სრულად იყო ჩამოყალიებებული; ასე, რომ კლერიკოსთა დასში ღებულობდნენ ნებისმიერი წოდებისა და მდგომარეობის პირებს; პირველ საუკუნეებში კი განსაკუთრებით ძნელი იყო ახალმოქცეულ წარმართთაგან ან იუდეველთაგან მოეძებნათ უცოლო ან ისეთი, რომელიც მოწიფულ ასაკში ქალწულობას დაიცავდა. თანაც, ერთის მხრივ, იუდაური და წარმართული ჩვეულებები ნებას რთავდნენ მეუღლეთა შორის განშორებას, რაც ქრისტეანული სულის საწინააღმდეგო იყო, მეორეს მხრივ, თვით ქრისტეანობაში არსებობდა სექტები, როგორებიც იყვენენ, მაგალითად, ენკრატიტები და მარკიონიტები, რომლებიც უბიწოებისა და ღვთისმოსაობის მომიზეზებით გმობდნენ ქორწინებას და ითხოვდნენ მეუღლეთა გაყრას.

ამ დროს, მოციქულთა მეორე კანონი (51) ითხოვს: "თუ რომელიმე ეპისკოპოსი, მღვდელი, დიაკონი ან სამღვდელო დასის სხვა წარმომადგენელი ქორწინებას, ხორცს, ღვინოს განუდგება და უარყოფს არა მოღვაწეობრივი მიზნით, არამედ იმიტომ, რომ საძაგლად თვლის მათ და ამით ივიწყებს იმ სიტყვას, რომ ყოველივე კეთილია ფრიად და რომ კაცი მამაკაცად და დედაკაცად დაჰბადა ღმერთმა, და ამგვარად გმობს და ცილს სწამებს დამბადებელს, ან გამოსწორდეს, ან განიკვეთოს და ეკლესიიდან გაძევებულ იქნეს. ასევე ერისკაციც". შედეგად, კანონი, გმობს მხოლოდ ქორწინების უარყოფას იმიტომ, რომ ვიეთნიმე "საძაგლად თვლიან მას", ხოლო მოღვაწეობრივი მიზნითა და ჭეშმარიტი თავშეკავების ღვაწლის გამო ქორწინებისგან განშორებას დასაშვებად მიიჩნევს.

ეკლესიის იტორია და კანონები მოწმობენ, რომ ქალწულებისა და თავშეკავების ღვაწლი, ასევე მათი დაცვა სამღვდლო ხარისხში ყოფნისას, განსაკუთრებით კი ეპისკოპოსთა მიერ, თვით მოციქულთა გადმოცემიდან არის აღებული.

ასე ბრძანებს კართაგენის კრება (419 წ.) ერთ ერთ თავის განწესებაში: "თავშეკავების, კრძალულების შესახებ... სამი ხარისხი - ეპისკოპოსის, მღვდლისა და დიაკვნისა შეკრული იყოს უბიწოების საკვრელით, როგორც შეეფერება ღვთის ღირსეულ ეპისკოპოსებს, მღვდლებსა და ლევიტელებს. ღმერთს უნდა ემსახურებოდნენ განკრძალული და უბიწო მღვდლობით... მოციქულთა მიერ მოცემული და თვით უძველესი დროიდან განმტკიცებული წესი ჩვენგანგაც მტკიცედ უნდა იქნეს დაცული... სიწმინდეს უნდა ინახავდეს საკურთხევლის ყველა მსახური" (კართ. 3, 4).

თუმცა, ასევე უეჭველია, რომ პირველ საუკუნეებში ზოგიერთი ეპისკოპოსი ხელდასხმულ იქნა დაქორწინებულ მღვდელთა რიგებიდან, მაგრამ ეპისკოპოსად ხელდასხმის შემდეგ მათი უმრავლესობა წყვეტდა თავის მეუღლესთან საქორწილო კავშირს; და ასევე, უეჭველია ისიც, რომ ამ ხარისხში (ანუ ეპისკოპოსად) უპირატესად ირჩევნდნენ ისეთ პირებს, რომლებიც არ იყვნენ შეკრულნი საქორწინო კავშირით და გამოირჩეოდნენ თავშეკავებითა და ქალწულობის ღვაწლით.

მაგალითებად შეგვიძლია დავიმოწმოთ ძველი, ქრისტეანული ეკლესიის ყველა უდიდესი მოსაგრე.

გარდა ამისა, ეს დასტურდება კიდევ იმით, რომ პირებს, რომლებიც კლერიკოსთა დასში უქორწინებელნი შევლენ (წიგნისმკითხველთა და მგალობელთა გამოკლებით), ხელდასხმის შემდეგ სრულიად ეკრძალებათ დაქორწინება (წმ. მოციქულთა 26-ე კანონი: "იმ უქორწინებლებს, რომლებიც მღვდლობას აპირებენ, ვუბრძანებთ, რომ თუ სურთ ქორწინება, იქორწინონ მხოლოდ წიგნისმკითხველებმა და მგალობლებმა"); და კიდევ იმით, რომ ამგვარ პირებს სასტიკად ეკრძალებათ იცხოვრონ ერთ ჭერქვეშ მდედრობითი სქესის ადამიანთან ერთად, დედის, დის და სხვა უახლოესი ნათესავების გარდა (პირველი მსოფლიო კრების კანონი 3).

ნიკეის კრებაზე უკვე იყო აზრი დაემტკიცებინათ მუდმივი კანონი, რათა ეპისკოპოსები ყოფილიყვნენ უქორწინებელნი, ხოლო ადრე დაქორწინებულნი თავიანთ მეუღლეებს უნდა განშორებოდნენ; ზოგიერთი იმასაც კი ითხოვდა, რათა ეს კანონი გავრცელებულიყო ყველა კლერიკოსზე, მაშინ, კრებამ, ერთ ერთი ეგვიპტელი ეპისკოპოსის, წმიდა პაფნუტის, რჩევით (რომელიც თვითონ ქალწული და მეუდაბნოე იყო), ვერ გაბედა ეს უღელი დაკისრებინა ყველასთვის, რადგან ადვილი სატარებელი როდია იგი. ამიტომაც, კრება შემოიფარგლა მხოლოდ ზოგადი კანონით, რათა მღვდლები, რომლებიც უქორწინებელნი იყვნენ, ასეთებად დარჩენილიყვნენ სამუდამოდ და არ ეცხოვრათ სხვა ქალებთან ერთად ერთ ჭერქვეშ ზემოთხსენებული პირების გარდა.

მაგრამ ჩვეულებას გააჩნდა კანონის ძალა და ეპისკოპოსები, უპირატესად აირჩეოდნენ უქორწინებელთა შორის, ან თუ საეპისკოპოსო კანდიდატს ხელდასხმამდე უკვე ჰყავდა მეუღლე, ეპისკოპოსად ხელდასხმის შემდეგ უნდა დაეტოვებინა იგი.

ამრიგად, ტრულის კრებამ განახორციელა მხოლოდ ის, რომ ეკლესიის ძველ გადმოცემასა და ჩვეულებას, ასევე ეპისკოპოსთა უცოლოების კერძო განჩინებას მიანიჭა საზოგადო და მუდმივი კანონის ძალა ყველა დროისა და ყველა მართლმადიდებელი ადგილობრივი ეკლესიისთვის.

აქედან გამომდინარე, რადგან ცოლიანი მღვდლის ეპისკოპოსად არჩევისა და ხელდასხმის შემთხვევაში საჭირო მეუღლეების გაყრა შესაძლოა გამხდარიყო პრობლემატური და თანაც ეს გაყრა უნდა მომხდარიყო (და უნდა მოხდეს) ორივე მხარის თანხმობით, რათა წინააღმდეგობაში არ მოვიდეს მოციქულთა მეხუთე კანონთან და ქრისტეანული ქორწინების საზოგადო კანონთან, ეკლესიამ წესად დაიდო, ეპისკოპოსთა ხარისხში აეყვანათ ბერ-მონაზვნები" («Опыт курса церковно¬го законоведения» Иоанна Смоленского, стр. 359-364).

ამგვარად, ზემოთდამოწმებული მასალიდან ცხადყოფილია, რომ ძველად არსებული შემთხვევებისდა მიუხედავად, როდესაც ეპისკოპოსებს ცხოვრობდნენ თავიანთ ცოლებთან ერთად, ეს ხდებოდა არა მოციქულთა გადმოცემისამებრ; ან განა შესაძლოა ამგვარი ყოფილიყო მოციქულთა გადმოცემა, როდესაც თვით მოციქულები ტოვებდნენ ყველაფერს და მისდევდნენ თავიანთ მოძღვარს, როგორც ეს ჩანს თვით სახარებიდან: "მაშინ პეტრემ მიუგო და უთხრა მას: აი, ჩვენ მივატოვეთ ყველაფერი და გამოგყევით; რა გვექნება ჩვენ? ხოლო იესომ მიუგო მათ: ჭეშმარიგად გეუბნებით, რომ ვინც მე გამომყევით, მეორედ შობისას, როცა ძე კაცისა დაჯდება თავისი დიდების ტახტზე, - ერთად დასხდებით თორმეტ ტახტზე ისრაელის თორმეტი ტომის განსჯად" (მათე 19:27-28).

ამგვარად, გამორკვეულია, რომ მეექვსე მსოფლიო კრებას თავისი 12-ე კანონით მოციქულთა გადმოცემა კი არ გააუქმა, არამედ აკრძალა ახალმოქცეულ იუდეველთა და წარმართთათვის მოციქულთა მიერ დროებით დაშვებული, საშეღავათო წესი.

ამრიგად, ამ კანონის გამოყენება იმის სამტკიცებლად, რომ ეკლესია წარამარა ცვლიდეს თავის განწესებებს, არის, მარტივად რომ ვთქვათ, საეკლესიო კანონიკის არცოდნის შედეგი.


უფლის საფლავზე გარდამომავალი ცეცხლის შესახებ


ერთგან, თავისი ეკლესიის "მადლმოსილების" ნიშნად დაგვიმოწმეს იერუსალიმში, უფლის საფლავზე გარდამომავალი ცეცხლი, რომელიც გადმოდის დიდ შაბათს, მწუხრზე იერუსალიმის პატრიარქის ლოცვით. ეს ძალიან სპეციფიკური და სათუთი თემაა და მას ამჯერად ვრცლად ვერ შევეხებით. ჩვენ მხოლოდ შემოვიფარგლებით ერთი ძალიან საყურადღებო დოკუმენტით, რომელიც ეკუთვნის ცნობილ "ნიკონიანელ" სასულიერო პირს (ანუ არა ძველმოწესეს), პორფირე უსპენსკის (1804 – 1885), რომელიც იყო ჩიგირინის ეპისკოპოსი, რამოდენიმე მართლმადიდებლური მონასტრის წინაღმძვარი და იერუსალიმში პირველი რუსული მისიის დამფუძნებელი, ღვთისმეტყველების კანდიდატი, ბერძნული ფილოსოფიის დოქტორი და მრავალი ისტორიული ხასიათის წიგნის ავტორი.

აი რას წერს პორფირე უსპენსკი თავის წიგნში: "Книга бытия моего" (СПб, 1896. Том 3. Стр. 299-301): "იმ წელს, როდესაც სირიისა და პალესტინის სახელგანთქმული მმართველი, ეგვიპტელი ფაშა, იბრაჰიმი იმყოფებოდა იერუსალემში, აღმოჩნდა, რომ ცეცხლი, რომელსაც ღებულობენ უფლის საფლავზე დიდ შაბათს, არის არა მადლმოსილი, არამედ ანთებადი, ისევე როგორც ნებისმიერი სხვა ცეცხლი. ამიტომაც ფაშამ გადაწყვიტა დარწმუნებულიყო, ნამდვილად უეცრად და სასწაულებრივად ჩნდება ცეცხლი ქრისტეს საფლავის სახურავზე თუ ინთება გოგირდიანი ასანთით. და ამისთვის რა გააკეთა იცით? პატრიარქის ადგილნაცვალთ გამოუცხადა, რომ ნებავს დაჯდეს თვით კუვუკლიაში ცეცხლის მიღების დროს და ყურადღებიტ დააკვირდეს როგორ ჩნდება იგი, თან დაამატა, რომ თუ დადასტურდებოდა ცეცხლის სინამდვილე 5000 პუნგს (2 500 000 პიასტრს) გაიღებდა, ხოლო სიცრუის შემთხვევაში მისთვის უნდა გადაეცათ მთელი ის თანხა, რასაც მოტყუებული თაყვანისმცემლებისგან კრეფდნენ ტაძრის მსახურები და რომ ევროპის ყველა გაზეთში დაწერდა ამ საძაგელი სიყალბის შესახებ.

მაშინ, შეიკრიბნენ პეტროარაბეთის ადგილნაცვალი მისაელი, ნაზარეთის მიტროპოლიტი დანიელი და ფილადელფიის ეპისკოპოსი დიონისე და გამართეს ბჭობა რა ექნათ. ბჭობის წუთებში მისაელმა აღიარა, რომ კუვუკლიაში ანთებდა ცეცხლს კანდელიდან, რომელიც თვით უფლის საფლავთან, ქრისტეს აღდგომის მარმარილოს მოძრავი ხატის უკან იყო ჩამალული. ამ აღიარების შემდეგ გადაწყდა ეთხოვათ იბრაჰიმისთვის, არ ჩარეულიყო რელიგიურ საქმეებში და მიუგზავნეს მას წმიდა საფლავის სავანის დრაგმანი, რომელმაც ამცნო მას, რომ მისი უგანათლებულესობისთვის არ იქნებოდა მომგებიანი ქრისტეანული ღვთისმსახურების საიდუმლოს გაცემა და, რომ ამ საიდუმლოს გამოააშკარავება ძლიერ გაანაწყენებდა რუსეთის იმპერატორ ნიკოლოზს. იბრაჰიმ ფაშამ მოისმინა მალემსრბოლის ცნობა, ჩაიქნია ხელი და გაჩუმდა. მაგრამ ამ დროიდან წმიდა საფლავის სამღვდელოებას უკვე არ სჯერა ცეცხლის გარდამოსვლის სასწაულის.

ამის მოყოლის შემდეგ, მიტროპოლიტმა დაამატა, რომ მხოლოდ ღმრთისგან თუ ელის ამ ჩვენი კეთილგონივრული ტყუილის შეწყვეტას. მხოლოდ ის, როგორც მას ძალუძს ეს და უწყის, დაამშვიდებს ხალხებს, რომლებსაც სჯერათ დიდ შაბათს გარდამომავალი ცეცხლის. ხოლო ჩვენ, ადამიანთა გონებაში ამგვარი გადატრიალების დაწყებაზე ფიქრიც კი არ ძალგვიძს, რადგან უმალ წმ. საფლავის ეკვტერში დაგგვლიჯავენ და დაგვფლეთენ გაგულისებული მორწმუნენი.

ჩვენ, - აგრძელებდა მიტროპოლიტი, - ფაშა იბრაჰიმის მცდელობის შესახებ ვამცნეთ პატრიარქ ათანასეს, რომელიც მაშინ ცხოვრობდა კონსტანტინოპოლში, მაგრამ მისდამი ეპისტოლეში "წმიდა ნათლის" ნაცვლად, დავწერეთ "კურთხეული ცეცხლი". ამ ცვლილებით გაკვირვებულმა მხცოვანმა გვკითხა: "რატომ შეუცვალეთ წმიდა ცეცხლს სახელი?". მაშინ, გავუმხილეთ მას მთელი სიმართლე, თუმცა დავამატეთ, რომ ცეცხლი, რომელიც უფლის საფლავზე დამალული კანდლიდან ინთება, მაინც კურთხეული და ღვთაებრივი ცეცხლია, რამეთუ უწმიდესი ადგილიდან არის აღებული".

ასეთია XIX საუკუნის, ოფიციალური ეკლესიის ეპისკოპოსის, პორფირე უსპენსკის მიერ გადმოცემული ამბავი.

აწ დავიჯეროთ ეს ამბავი თუ არა თითოეულმა თვითონ გადაწყვიტოს.

იხ. შესაბამისი რუსული ტექსტი:


Порфирий (Успенский)

Книга бытия моего

СПб, 1896. Том 3. Стр. 299-301

В тот год, когда знаменитый господин Сирии и Палестины Ибрагим, паша египетский, находился в Иерусалиме, оказалось, что огонь, получаемый с Гроба Господня в великую субботу, есть огонь не благодатный, а зажигаемый, как зажигается огонь всякий. Этому паше вздумалось удостовериться, действительно ли внезапно и чудесно является огонь на крышке Гроба Христова или зажигается серною спичкою.

Что же он сделал? Объявил наместникам патриарха, что ему угодно сидеть в самой кувуклии во время получения огня и зорко смотреть, как он является, и присовокупил, что в случае правды будут даны им 5000 пунгов (2500000 пиастров), а в случае лжи, пусть они отдадут ему все деньги, собранные с обманываемых поклонников, и что он напечатает во всех газетах Европы о мерзком подлоге.

Наместники петроаравийский Мисаил, и назаретский митрополит Даниил, и филадельфийский епископ Дионисий (нынешний вифлеемский) сошлись посоветоваться, что делать. В минуты совещаний Мисаил признался, что он в кувуклии зажигает огонь от лампады, сокрытой за движущейся мраморной иконою Воскресения Христова, что у самого Гроба Господня. После этого признания решено было смиренно просить Ибрагима, чтобы он не вмешивался в религиозные дела, и послан был к нему драгоман Святогробской обители, который и поставил ему на вид, что для его светлости нет никакой пользы открывать тайны христианского богослужения, и что русский император Николай будет весьма недоволен обнаружением сих тайн.

Ибрагим паша, выслушав это, махнул рукою и замолчал. Но с этой поры святогробское духовенство уже не верит в чудесное явление огня. Рассказавши все это, митрополит домолвил, что от одного Бога ожидается прекращение (нашей) благочестивой лжи. Как он ведает и может, так и успокоит народы, верующие теперь в огненное чудо великой субботы. А нам и начать нельзя сего переворота в умах, нас растерзают у самой часовни Св. Гроба.

Мы,– продолжал он, уведомили патриарха Афанасия, жившего тогда в Царьграде, о домогательстве Ибрагима паши, но в своем послании к нему написали вместо "святый свет",– "освященный огонь". Удивленный этой переменою, блаженнейший старец спросил нас: "почему вы иначе стали называть святый огонь?". Мы открыли ему сущую правду, но прибавили, что огонь, зажигаемый на Гробе Господнем от скрытой лампады, все-таки есть огонь священный, получаемый с места священного.

sopo... - (ციტატა) (ძველმართლმადიდებელი): იგივეს ამბობს მათე ბლასტარისი: "მეექვსე კრების ღვთაებრივმა მამებმა 12-ე კანონით სრულიად აუკრძალეს მღვდელმთავრებს ხელდასხმის შემდეგ ცოლებთან თანაცხოვრება, რომლებზეც ხელდასხმამდე სჯულიერი ქორწინებით იყვნენ შეუღლებულნი და ბრძანეს: "ამას ვამბობთ არა მოციქულთა კანონის საწინააღმდეგოდ და დასარღვევად, არამედ ერის ხსნისა და ეკლესიის წარმატებისთვის".

გასაგებია შეიცვალა, მაგრამ ავითარებთ აზრს რომ გარდამოცემა მოციქულების მიერ სიტყვასიტყვით უნდა დავიცვათ... მაგრამ მოციქულთა კანონს არც ვეხები, რომელზეც ვფიქრობ რომ ეკლესიისთვის შეიქმნა და კრების ძალაუფლებაში შედის შეცვლა თუ არ ეწინააღმდეგება ქრისტიანობას... და პირჯვრისწერაზე მოციქულთა კანონი არცაა არამედ ეკლესიის მიერ მიღებული, და მისივე შეცვლილი... ერის ხსნას და ეკლესიის წარმატებას ასახელებენ ზემოთმდებარე კანონის შეცვლის მიზეზად ზუსტად ეს წარმატების სურვილია ამ ცვლილებების საფუძველი.

(ციტატა) (ძველმართლმადიდებელი): ასეთია XIX საუკუნის, ოფიციალური ეკლესიის ეპისკოპოსის, პორფირე უსპენსკის მიერ გადმოცემული ამბავი. აწ დავიჯეროთ ეს ამბავი თუ არა თითოეულმა თვითონ გადაწყვიტოს.

ნუ ეს ამაზე რა ვთქვა აქ ბევრი კამათი იყო ამაზე და უსპენსკი ათეისტების და კათოლიკეების საყვარელი თემაა, არც სიმართლესთანაა ახლოს არც ლოგიკასთან. აქ დაწვილებითაა განხილული ამ მოსაზრების ალოგიკურობაზე.

http://www.pravoslavie.ru/put/080426153810.htm

http://www.pravoslavie.ru/guest/080426144024.htm


ეს კი მისაელის სიტყვები ამავე ლინკზე: "Вшедшу мне, – сказывал он, – внутрь ко Святому Гробу, видим бе на всей крышке гробной блистающ свет, подобно рассыпанному мелкому бисеру, в виде голубого, белого, алого и других цветов, который потом, совокупляясь, краснел и претворялся в течение времени в вещество огня; но огонь сей, в течение времени, как только можно прочесть не спеша четыредесят крат “Господи, помилуй”, не жжет, и от сего огня уготованные кандила и свещи возжигаются".

ამას გარდა უამრავი თვითმხილველი რომ არის ნათება ციდან, კიდევ იყვნენ ისეთებიც ვის ხელშიც აინთო სანთელი, არ წვავს, ზოგი განიკურნა, და ასევე იმ ადგილას ჩატარდა სარემონტო სამუშაოები არანაირი საიდუმლო ადგილი იქ არ აღმოჩნდა და კიდევ უამრავი არგუმენტი...

(ციტატა) (ძველმართლმადიდებელი): თქვენ, ქ-ნო სოფო, ფიქრობთ რომ ეხლა მინდიაშვილს იცავთ? საღმრთო განგებულებით, ქრისტე, ღვთისმშობელი და წმინდანები რიგით ადამიანებს გამოცხადებიან, ამას არავინ უარყოფს, მაგრამ, როგორ გაარკვიეთ, მაგალითად, თქვენ, რომ არჩილ მინდიაშვილს ნამდვილად წმ. გიორგი გამოეცხადა? იქნებ სცდება ეს კაცი?

ქ-ნო-თი ცოტა მეუხერხულება ამ ასაკამდე არ ვარ, თუ არ შეწუხდებით ისე მომართეთ. მე არც ის გამირკვევია რომ გამოეცხადა და არც პირიქით, ამიტომ კატეგორიულობის წინააღმდეგი ვარ, გამოცხადების დაჯერებისას სიფრთხილე მესმის მაგრამ აქცენტი ისეთ გამოცხადებებზეა როცა ადამიანს მიზეზი მაღალ საზომს მიღწევა ეგონება, მაგრამ მისი გამოცხადება თუ არ ვცდები სხვა ხასიათისაა, ანუ თუ ზუსტად ვიცი შეურაცხყოფა მიაყენა წმ გიორგის სალოცავს და ავად გახდა, წმ გიორგიმ კი მისკენ სახე არ მიიბრუნა, ანუ ზურგი შეაქცია. ასეთი გამოცხადება როცა წმინდანი ადამიანისგან პირს იბრუნებს -ამპარტავნების ან ხიბლის მიზეზი გახდეს ნაკლებ სავარაუდოა, , უფრო ადამიანის მოქცევის და მგონი ასეც მოხდა, ზუსტად არ ვიცი.

(ციტატა) (ძველმართლმადიდებელი): მე რომ მთხოვთ თქვენი სამი თითის უარმყოფელ კრებებს, მისი დამამტკიცებელი და განმმარტებელი ვინმე საეკლესიო ავტორიტეტი დამიმოწმეთ? ან ვერ გულისხმაყოფთ, რომ ასეთი კრება ძველად შეუძლებელია ყოფილიყო, თვით სამი თითით პირჯვრისწერის არარსებობის გამო?!

ავტორიტეტი ეკლსიის კრებაა და წმინდანები რომლებიც ასე იწერენ, მეტი არგუმენტი,, გარკვეულ და არასაკამათო საკითხზე ციტირებას ამ ბოლო საუკუნეებში რატომ დაიწყებდნენ, და შეიძლება არის უბრალოდ ეს თქვენი საფუძველია და ამიტომაც ამ საკითხზე თუ რამე ითქვა მოიძიებთ ,და გვთავაზობთ თქვენეულ სიმართლეს რომელიც ჩვენთვის ნაკლებად საწმუნოა ამიტომაც ვსვამთ კითხვებს და ჩვენი არგუმენტი რომელი იქნება ავტორიტეტული როცა ჩვენი საეკლესიო კრება არ არის ავტორიტეტი თქვენთვის, და წმინდანებს არ აღიარებთ, მეტი არც არსებობს...

(ციტატა) (tatusi): ამიტომაც მინდა ღვთის კანონებით ვიცხოვრო.

ახალი იუზერი ხარ და ძნელია ამოცნობა... ღვთის კანონებს რას ეძახი შეგიძლია დააკონკრეტო? სახარებას? და სახარებაში მოცემულია პირჯვრის გამოსახვის ფორმა? სამოციქულო გვასწავლის ამას? ათი მცნება? და ვინ დაადგინა ეს ფორმა? ეკლსიამ და მანვე შეცვალა. ღვთის კანონია ეკლესია? და ლოგიკა რა არის რიგ საუკუნეებში ღვთის ხმაა და რიგ საუკუნეებში მოძღვრები? აი ღვთის ხმა კი ქრისტეა, სამოციქულო, რომელიც გვასწავლის ეკლესიის წინამძღართა მორჩილებას, როცა ისინი ქრისტიანობის საწინააღმდეგოს არაფერს გვასწავლიან, ამ ღვთის კანონზე რას ფიქრობთ? ეხლა ეს ახალი იუზერია თუ გუჯა is back და ტყულად ვწერე...
tatusi - სოფო, ეხლავე გეტყვი რას ვგულისხმობ ღვთის კანონში.. თქვენ ყველა გეტყობათ გათვითცნობიერებულები ხართ ამ ყველაფერში, მე კიდე უბრალო მორწმუნის ენით გიპასუხებ, ამდენი არ ვიცი რამდენიც თქვენ - ღვთის კანონი მგონი არის ის რაც წმინდა მამებმა გადმოგვცეს, როდესაც ეკლესიაში მივდივარ, მინდა რომ ვიცოდე რომ ზუსტად ყველაფერი ისე კეთდება, როგორც უფალს სურს და დაგვიბარა, თავისით, ან მისი მოციქულების და წმ. მამების პირით.. და "ჩვენი მოძღვრის კანონი" გითხრა რა არის? დაახლოებით ერთი წლის წინ ტელევიზორში იყო მკითხავი კაკულია და თქვა, რომ პატრიარქი ჩემთან დადის ხოლმეო და სურათებიც აჩვენა... მე წავედი და ჩემს მოძღვარს ვკითხე, კი მარა ჩვენთვის ხომ მკითხავთანს საირული არა შეიძება მეთქი და იცი რა მიპასუხა? "ასეთ რამეებზე ფიქრს თავი დაანებეო.. ჩვენ რასაც გტყვით ის იყოს შენთვის კანონიო".. არადა დებილი არ ვარ, ლოგიკური აზროვნება შემიძლია და ამიტომაც მებადება კითხვები...

რაც შეეხება პირჯვრისწერას, სახარებაში ხომ არ წერიაო რომ ამბობ, რა ვიცი მგონი სახარებაში ასეთი რამეები არ წერია, არის სხვადასხვა ტიპის გადმოცემები და იქ წერია ხოლმე სხვადასხვა კანონები, არა? ნარკომანია რომ ცუდია არც ის წერია სახარებაში და ამიტომ ვიკაიფოთ ყველამ?

კანონისტი - (ციტატა) (tatusi): "მე წავედი და ჩემს მოძღვარს ვკითხე, კი მარა ჩვენთვის ხომ მკითხავთანს საირული არა შეიძება მეთქი და იცი რა მიპასუხა? "ასეთ რამეებზე ფიქრს თავი დაანებეო.. ჩვენ რასაც გტყვით ის იყოს შენთვის კანონიო"... მერე, ეს არის მართლმადიდებლობის პასუხი? შენ თუ ვინმე მოძღვარი არ მოგწონს, ეს გასაგებია. თუ ჩვენი ეკლესია არ მოგწონს, ეგეც გასაგები იქნებოდა, რომ არა ესეთი გაურკვეველი მიზეზი. მოციქულთა პერიოდში საღმრთო ლიტურგია, ანუ წირვა ტარდებოდა იაკობ მოციქულის განწესით, რომელიც მე-4 საუკუნეში შეცვალა ჯერ ბასილი დიდმა, ხოლო შემდეგ იოანე ოქროპირმა. რა ვქნათ, აღარ ვწიროთ? თუ მე-4 საუკუნიდან დღემდე ყველა წირვა უმადლოდ გამოვაცხადოთ, რაკი მოციქულთა წირვა შეიცვალა?

sopo... - (ციტატა) (tatusi): "სოფო, ეხლავე გეტყვი რას ვგულისხმობ ღვთის კანონში.. თქვენ ყველა გეტყობათ გათვითცნობიერებულები ხართ ამ ყველაფერში, მე კიდე უბრალო მორწმუნის ენით გიპასუხებ, ამდენი არ ვიცი რამდენიც თქვენ - ღვთის კანონი მგონი არის ის რაც წმინდა მამებმა გადმოგვცეს, როდესაც ეკლესიაში მივდივარ, მინდა რომ ვიცოდე რომ ზუსტად ყველაფერი ისე კეთდება, როგორც უფალს სურს და დაგვიბარა, თავისით, ან მისი მოციქულების და წმ. მამების პირით.. და "ჩვენი მოძღვრის კანონი" გითხრა რა არის? დაახლოებით ერთი წლის წინ ტელევიზორში იყო მკითხავი კაკულია და თქვა, რომ პატრიარქი ჩემთან დადის ხოლმეო და სურათებიც აჩვენა.. მე წავედი და ჩემს მოძღვარს ვკითხე, კი მარა ჩვენთვის ხომ მკითხავთანს საირული არა შეიძება მეთქი და იცი რა მიპასუხა? "ასეთ რამეებზე ფიქრს თავი დაანებეო.. ჩვენ რასაც გტყვით ის იყოს შენთვის კანონიო".. არადა დებილი არ ვარ, ლოგიკური აზროვნება შემიძლია და ამიტომაც მებადება კითხვები... რაც შეეხება პირჯვრისწერას, სახარებაში ხომ არ წერიაო რომ ამბობ, რა ვიცი მგონი სახარებაში ასეთი რამეები არ წერია, არის სხვადასხვა ტიპის გადმოცემები და იქ წერია ხოლმე სხვადასხვა კანონები, არა? ნარკომანია რომ ცუდია არც ის წერია სახარებაში და ამიტომ ვიკაიფოთ ყველამ.

"თათუსი", მესმის შენი. არის საკითხები რომელიც არ წერია სახარებაში და არეგულირებს ეკლესია ქრისტიანული სწავლების და წმ მამების საფუძველზე, ასევე პირჯვრისწერაზეც ეს დავწერე რომ მიიღო ეკლესიამ (არსენ იყალთოელის დოგმატიკონი და პატრიარქი) მაშინ ერთი თითით იწერდნენ მონოფიზიტები და მათგან გასამიჯნად, ანუ შეაჩვენა მონოფიზიტების მწვალებლური სწავლების გამო , მერე ასევე სხვა მწვალებლური სწავლების გამო ნესტორიანელებ ეთს რომლებც ორით იწერდნენ პირჯვარს შეცვალა ეკლესიამ სამი თითით, და ის არანაირად არ ეწინააღმდეგება წმ მამებს რომლებიც თუ წაიკითხე თემა გვასწავლიან პირჯვრისწერისას აუცილებლად უნდა გამოვხატოთ წმ სამება და ქრისტეს ორი ბუნება, ამას აკეთებს დღევანდელი ეკლესია და საფუძველი დაუმორჩილებლობის არ გვაქვს...

რაც შეეხება კაკულიას ზუსტად არვიცი რამდენად სწორია, იყო ამაზე თემა და იქ დაიდო სწორი ინფორმაცია, რომც დადიოდეს პატრიარქს დადებითი არაფერი უთქვამს მასზე, ასე ქრისტე ცოდვილებთან ერთად ჭამდა, ანუ მიზანი რა არის არვიცით... ის რომ სურვილი გაქვს ეკლსიაში ყველაფერი ზუსტად კეთდებოდეს ამის გარანტიას ვერავინ მოგცემს, მოძღვარი ადამიანი, და ვერავისზე თავს ვერ დავდებთ ხომ, ეკლესიური სწავლება სწორია მაგრამ რომელი მოძღვარი რას და რამდენად სწორედ იცავს არვიცით, ამიტომ ასეთ შემთხვევასი უნდა მოძებნო და ვინც მოგეწონება ქადაგებით, პასუხებით მას მიმართო.

netvorc - (ციტატა) (tatusi): მეგობრებო, გაკვირდებით რამდენი ხანია და წავიკითხე ყველა თქვენთაგანის კომენტარები და არგუმენტები.. დასკვნის სახით შემიძლია გითხრათ, რომ ეს ადამიანი სრულიად არგუმენტირებულად გვიმტკიცებს რომ 2 თითით პირჯვრისწერაა სწორი.. გინდა არსენ იყალთოელი, გინდა ქართული ხატები და სხვა მრავალი წყარო რაც მოიტანა სრულიად საკმარისია პირადად ჩემთვის, რომ აწი პირჯვარი 2 თითით გადავიწერო და არა სამით.. მთავარი ჭეშმარიტებაა და არა იმის დამტკიცება რონჩვენი მოძღვარები უფრო მართლები არიან თუ ამათი (ძველ მართლმადიდლებს ვგულისხმობ).. მე მთვლი, რომ მთავარი უფლის მონობაა და არა რომელიმე ეკლესიის, ამიტომაც მინდა ღვთის კანონებით ვიცხოვრო და არა დღევანდელი მოძღვრების კანონებით.. ღმერთი არ მაპატიებს ჭეშმარიტება რომ დავაიგნორო ვინმეს ხათრით... ერთი სხვა საკითებიც მაინტერესებს, ნეტა არ გაიხსნება სხვა თემებიც? ძალიან მაინტერესებს კიდევ რაიმე დამახინჯებულს ხომ არ გვაკეთებინებენ ჩვენს ეკლესიებში...
ვენაცვალე შენს სიმართლეს გაგახაროს ღმერთმა!

damiane80 - "ტატუსი", რაც შეეხება ძველმართლმადიდებელის მომზადებულობას, აქ გასაკვირი არაფერია, შენ უნდა ნახო როგორ არიან მომზადებულები რასელისტები და სხვა სექტები. იგივე წარმატებით რომ დაუჯდე 10 წუთში შეიცვლი აზრს, თუ მხოლოდ ფორმალურად მიუდგები საკითხებს.

netvorc - (ციტატა) (afxazi): ""ტატუსი", რაღაც არა მგონია ეს გააზრებული ნათქვამი იყოს. ვფიქრობ, რომ ან გაუაზრებეი ანდა სპეციალურად ნათქვამია. მე გირჩევ რომ მოვეშვათ მსგავსი ფრაზების ხმარებას. ამ ადამიანს არავინ არ ეუბნება რომ ორი თითის პირჯვრის გამოსახვა მწვალებლურია და ეს არ უნდა გააკეთო, კი ბატონო გააკეთე, მაგრამ სამი თითით პირჯვრის გადაწერაც არაა ღვთის საწინააღმდეგო ქმედება და ის აკრძალული არაა. ამ ადამიანს ერთი წყაროც კი არ მიუთითებია, სადაც სამი თითით პირჯვრის გადაწერა დაგმობილია და შესაბამისად აკრძალული. ასეთი აზროვნების მქონე ადამიანებს არ ესმით ეკლესიის არსი და ის მხოლოდ ჩაკეთილ, ერთ ადგილზე გაყინულ დაწესებულებად მიაჩნია, რომ ღმერთი პირველ რიგში კანონია და მერე სიყვარული. ასეთმა გაგებამ ბევრი ადამიანი ჩამოაცილა ჭეშმარიტ ეკლესიას და სამწუხაროდ ალბათ კიდევ ჩამოაცილებს. რომ გადახედოთ "სჯულის კანონის" კანონებს, ალბათ უმრავლესობას იმ ფორმით, რა ფორმითაც ისინია დაწერილი, დღეს ლემენტარულად სრული დატვირთვით ვერ აამოქმედებ, რადგან ასე ძალიან ბევრ ადამიანს გზას გადაუღობავ ეკლესიისკენ. და რა ქნას ეკლესიამ გადაუღობოს გზა ადამიანებს ეკლესიისკენ მიმავალი გზო მხოლოდ იმიტომ, რომ ვთქვათ IV ს-ში ამგვარი კანონი მიიღეს. მადლობა ღმერთს რომ ეკლესია ყოველთვის ითვალისწინებდა და გაითვალისწინებს დროით გაგებას და არსის შეუცვლელად, იკონომიური წესით მიუდგება ადამიანს თავისი კანონებით. რა ცუდად გვესმის ეკლესიის და მასში არსებული გამოცხადებითი მოძღვრების არსი."

ვინ ხარ ასეთ რამეს რომ ქადაგებ? შენი თავი მოციქული ხომ არ გგონია? რა მტკიცებებულებით ლაპარაკობ მაგეებს? ჩვენ ეკლესიური კანონებით გელაპარაკებით და შენც კანონებით გველაპარაკე, ეგ რაც დაწერე შენი ნააზრევია, შენი დავიჯერო თუ წმინდა მამების და მსოფლიო კრებების კანონების? სამი თითის ისტორიული დაკანონება მარტო ნიკონის დროს გვხვდება, ნიკონი კიდევ მწვალებელი იყო. და რაც შეეხება სჯულის კანონს, შენი პირით აცხადებ რომ სრულად ვერ იცავენ საპატრიარქოს წევრები, და მართლაც ასე არის, სჯულის კანონი თუ წაგიკითხია ისიც გეცოდინება რა წყევლაც ადევს ვინც არ დაიცავს მაგ კანონებს, სხვა ალტერდატივას სჯულის კანონი არ გვთავაზობს, და საპატრიარქოს წევრები მის არ შესრულებას როგორ ბედავენ.

(ციტატა) (afxazi): "ტატუსი", ცხარე პოსტისთვის მომიტევე. თუმცა თხოვნა მექნება, რომ საკითხი ბიექტურად და კონტექსტიდან ამოგლეჯილად არ განიხილო. არსენ იყალთოელის გამონათქვამის შესახებ უფრო კომპეტენტურ ადამიანებს ვკითხავდ ა მათგან მოვისმენ ამ ფრაზის შესახებ განმარტებას. ასე ამოგლეჯილად არ მინდა მაგ ფრაზას შევეხო. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ორი თითით პირჯვრის გამოსახვა არის უძველესი წესი, თუმცა სამი თითით პირჯვრის გამოსახვა არაერთ ხატზეა დაფიქსირებული. თუმცა უძველეს დროში არა მხოლოდ ორი თითით გამოისახავდნენ პირჯვარს, თუ არ ვცდები ცერა თითით და ეს იოანე დამასკელთანაა დადასტურებული. ვერ მოვიცალე რომ ეს ციტატები მოვიძიო.

netvorc - გვანახე რომელ ძველ ხატზეა დაფიგსირებული სამი თითით პირჯვრისწერა მე – 17 საუკუნის ქვემოთ. როგორც მხატვარი გეტყვი ვერ ოპოვი მთელი მსოფლიოს წმინდა ადგილები რომ მოინახულო.

(ციტატა) (afxazi): მოდი განვასხვავოთ ერთმანეთისგან საპატრიარქო და ეკლესია.საკითხები განვიხილოთ მართლმადიდებლური ეკლესიის ჭრილში და არა საპატრიარქოს ამა თუ იმ საქციელში.
netvorc - კონკრეტულად რომელ საკითხებს გულისხმობ?

(ციტატა) (tatusi): "დამაინტერესა "კიდევ რამეს ხომ არ მატყვილებენ", იმიტომ რომ გუშნ ფეისბუკზე ვნახე ერთ ბიჭს ქონდა დადებული რაღაც კანონი, რომ მწვალებლებთან ლოცვის გამო უნდა განიკვეთოს სასულიერო პირიო, და კიდევ კითხულობდა რატომ არ ეხმარება საპატრიარქო დაჭერილ მართლმადიდებელ ბიჭებსო, და ძალიან ბევრი კითხვები დამიგროვდა და მაინტერესებს კიდევ ხომ არ არის რამე.. მითხარით რა არის ამ კითხვაში ასეთი გასაოცარი... ადამიანი ვარ და ვაზროვნებ და ვეძებ ჭეშმარიტებას და ვხედავ რომ რაღაც სუმთლად კარგად ვერ არის საქმე ეკლესიაში.. არაბუნებრივი რა არის, რომ ყრუსავით და ბრმასავით არ ვიქცევი?"

netvorc - სიმართლეს ლაპარაკობ, და ისიც კარგია რომ კითხვები გიჩნდება, მეც 10 წლის წინ მასე ვიყავი, სჯულის კანონში სხვას ვკითხულობდი და ეკლესიაში სხვანაირად იქცეოდნენ, არანაირად არ ჯდებოდა ეს ჭეშმარიტების ჩარჩოებში, სჯულის კანონი კანონების კანონია, მისი დარღვევა და არშესრულება წყევლაზე უარესია.

(ციტატა) (damiane80): ტატუსი, რაც შეეხება ძველმართლმადიდებელის მომზადებულობას, აქ გასაკვირი არაფერია, შენ უნდა ნახო როგორ არიან მომზადებულები რასელისტები და სხვა სექტები. იგივე წარმატებით რომ დაუჯდე 10 წუთში შეიცვლი აზრს, თუ მხოლოდ ფორმალურად მიუდგები საკითხებს.

netvorc - რასელისტები და სხვა სექტები 10 წუთში და 15 წუთში წარმატებით აცვლევინებენ აზრს რელიგიურად "მართლმადიდებლურად" გაუნათლებელ ხალხს, და არა ის, რომ ისინი მაგარი მომზადებულები არიან.

(ციტატა) (tatusi): სოფო, ეხლავე გეტყვი რას ვგულისხმობ ღვთის კანონში.. თქვენ ყველა გეტყობათ გათვითცნობიერებულები ხართ ამ ყველაფერში, მე კიდე უბრალო მორწმუნის ენით გიპასუხებ, ამდენი არ ვიცი რამდენიც თქვენ - ღვთის კანონი მგონი არის ის რაც წმინდა მამებმა გადმოგვცეს, როდესაც ეკლესიაში მივდივარ, მინდა რომ ვიცოდე რომ ზუსტად ყველაფერი ისე კეთდება, როგორც უფალს სურს და დაგვიბარა, თავისით, ან მისი მოციქულების და წმ. მამების პირით.. და "ჩვენი მოძღვრის კანონი" გითხრა რა არის? დაახლოებით ერთი წლის წინ ტელევიზორში იყო მკითხავი კაკულია და თქვა, რომ პატრიარქი ჩემთან დადის ხოლმეო და სურათებიც აჩვენა.. მე წავედი და ჩემს მოძღვარს ვკითხე, კი მარა ჩვენთვის ხომ მკითხავთანს საირული არა შეიძება მეთქი და იცი რა მიპასუხა? "ასეთ რამეებზე ფიქრს თავი დაანებეო.. ჩვენ რასაც გტყვით ის იყოს შენთვის კანონიო".. არადა დებილი არ ვარ, ლოგიკური აზროვნება შემიძლია და ამიტომაც მებადება კითხვები... რაც შეეხება პირჯვრისწერა სახარებაში ხომ არ წერიაო რომ ამბობ, რა ვიცი მგონი სახარებაში ასეთი რამეები არ წერია, არის სხვადასხვა ტიპის გადმოცემები და იქ წერია ხოლმე სხვადასხვა კანონები, არა? ნარკომანია რომ ცუდია არც ის წერია სახარებაში და ამიტომ ვიკაიფოთ ყველამ?

netvorc - მე მგონი შენ უფრო მეტი იცი ვიდრე იმათმა ვისაც პასუხობ, ანუ იმის თქმა მინდა ლოგიკურად აზროვნებ.

Tatusi - (ციტატა) ("სოფო"): "ის რომ სურვილი გაქვს ეკლსიაში ყველაფერი ზუსტად კეთდებოდეს ამის გარანტიას ვერავინ მოგცემს, მოძღვარი ადამიანი, და ვერავისზე თავს ვერ დავდებთ ხომ, ეკლესიური სწავლება სწორია მაგრამ რომელი მოძღვარი რას და რამდენად სწორედ იცავს არვიცით, ამიტომ ასეთ შემთხვევასი უნდა მოძებნო და ვინც მოგეწონება ქადაგებით, პასუხებით მას მიმართო".

გასაგებია, მაგრამ ჩვენ ხომ მაგათ პირად ცოდვებზე არ ვსაუბრობთ, რათქმაუნდა მოძღვარი ადამიანია და თავისი ცოდვები აქვს, შეიძლება სიგარეტი მოწიოს და ცოლს უღალატოს, ეს მისი პირადი საქმეა და თვითონ გასცემს ღმერთს პასუხს, მაგრამ მე მადარდებს ჩემთან დაკავშირებით როგორ იქცევა, ჯვარი სწორად დამწერა თუ არა და სწორად მომნათლა თუ არა.. მოგიყვები მაგალითად როგორ მონათლეს ჩემი შვილი - ჩემი ქმრის ძმაკაცები ჯიპებით მივარდნენ ეკლესიაში, ბავშვი შეიყვანეს და მამაოს უთხრეს გვეჩქარება, მალე ქენი რაო, იმან კითხა მრწამსი იცითო, არა, რადროს მაგია, დროზე გაგვიშვიო და იმანაც ერთი ორი შეაწუწა ბავშვს, რაღაც წაიბურდღუნა და გამოატანა, რათქმაუნდა ფული გამოართვა.. ანუ მე მადარდებს ჩემი შვილი მონათლულია თუ არა და არა ის, მოძღვარი პირად ცოდვებს უშვებს თუ არა..

"აფხაზ", ვიცი რომ ეს მართლმადიდებლობის პასუხი არ არის, ეს არის თავნება მოძღვრის პასუხი, რომელსაც მაპატიეთ და კიდია წმ. მამების კანონები.. და ეს ვიღაც ძველმართლმადიდებელი სწორედ იმიტომ მომეწონა რომ თავის აზრებს კი არ ამბობდა, წყაროები მოიყვანა, და როგორც უკვე ვთქვი ზოგიერთმა ძალიან იმოქმედა ჩემზე.. ხვალ მივდივარ უნდა ვნახო ეს კანონებია თუ რაღაცა იქნებ იყიდება და თვითონ წავიკითხო.. და ისე, თქვენი პასუხი როგორია იმ კითხვაზე რაც მე ჩემს მამაოს ვკითხე.. ამაზე ყოფილა უკვე თემა, მაგრამ მე გვიან შემოგიერთდით...

"ნეტვორკ", სასიამოვნოა თუ ჩემს პოზიციებს იზიარებთ, მავრამ ვერ გავიგე ჩემს მიმართ მოწერილ პოსტებს რატომ პასუხობთ, რამე შემამჩნიეთ რომ წერა მიჭირს?

sopo... - (ციტატა) (netvorc): "სამი თითის ისტორიული დაკანონება მარტო ნიკონის დროს გვხვდება, ნიკონი კიდევ მწვალებელი იყო".

ნიკონი შეიძლება , მაგრამ მარტო მას არ მიუღია ეს კანონი - კრების სხვა წევრებმა, და მთელმა საბერთნეთის მართლმადიდებლურმა ეკლესიამ.

(ციტატა) (netvorc): "ტატუსი", მემგონი შენ უფრო მეტი იცი ვიდრე იმათმა ვისაც პასუხობ, ანუ იმის თქმა მინდა ლოგიკურად აზროვნებ.

ვერ გავიგე.

(ციტატა) ("თათუსი"): გასაგებია, მაგრამ ჩვენ ხომ მაგათ პირად ცოდვებზე არ ვსაუბრობთ, რათქმაუნდა მოძღვარი ადამიანია და თავისი ცოდვები აქვს, შეიძლება სიგარეტი მოწიოს და ცოლს უღალატოს, ეს მისი პირადი საქმეა და თვითონ გასცემს ღმერთს პასუხს, მაგრამ მე მადარდებს ჩემთან დაკავშირებით როგორ იქცევა, ჯვარი სწორად დამწერა თუ არა და სწორად მომნათლა თუ არა.. მოგიყვები მაგალითად როგორ მონათლეს ჩემი შვილი - ჩემი ქმრის ძმაკაცები ჯიპებით მივარდნენ ეკლესიაში, ბავშვი შეიყვანეს და მამაოს უთხრეს გვეჩქარება, მალე ქენი რაო, იმან კითხა მრწამსი იცითო, არა, რადროს მაგია, დროზე გაგვიშვიო და იმანაც ერთი ორი შეაწუწა ბავშვს, რაღაც წაიბურდღუნა და გამოატანა, რათქმაუნდა ფული გამოართვა... ანუ მე მადარდებს ჩემი შვილი მონათლულია თუ არა და არა ის, მოძღვარი პირად ცოდვებს უშვებს თუ არა...

ცუდი შემთხვევა... ნათლობის პროცესი ნახევარი-ერთი საათი მაინც გრძელდება, მე კომპეტენტურ პასუხს ვერ გაგცემთ რა ლოცვები იკითხება, ანუ მოძღვარს რომელიც ზედმიწევნით აღასრულებს სჯულისკანონს და ხელმძღვანელობს სახარებით ზუსტ პასუხს გაგცემთ ამ შემთხვევაზეც და სხვა კითხვებზეც... ამის მიხვედრა კი შეიძლება როცა მოძღვარი არ გეუბნება თავისას, ანუ ყველა სიტყვაზე იმოწმებს ან სახარებას, წმინდანებს, სჯულისკანონს...

A.v.B (church.ge) - გირჩევდით საკუთაც მოძღვარს დალაპარაკებოდით...ნათლობის საკითხზეც და სტაროვერებზეც...

Tatusi - ნათლობაზე და სტაროვერებზე არ მილაპარაკია, მაგრამ რაც ვკითხე, ყველაფერზე მითხრა "ეს შენი სადარდებელი არ არისო"... სხვას არ ვიცი და მე ასეთი პასუხი არ მაკმაყოფილებს.. სწორედაც რომ ჩემი სადარდებელია... მე მინდა ისეთი მართლმადიდებლური ეკლესია, რომელიც წმ. მამების გზაზე ივლის... მხოლოდ ასე ვხედავ სულის გადარჩენას...

A.v.B - უთხარი რომ მისი პასუხი არ გაკმაყოფილებს... და აგიხსნის რატომ არ უნდა იდარდო ისეთ რამეზე რაც არაა სადარდებელი და რაზე უნდა დარდობდე... ალბათ გინდოდა გეთქვა რომ ისეთი სასულიერო პირები გინდა რომლებიც ივლიან წმინდა მამების გზაზე ?... შენც შეეცადე წმინდა მამების სწავლების მიხედვით იცხოვრო...

ბადრი - (ციტატა) (ძველმართლმადიდებელი): "პასუხები sopo... - ს და "ბადრის". ეპისკოპოსთა ცოლიანობისთვის. წმიდა მოციქულთა მეხუთე კანონში ვკითხულობთ: "ეპისკოპოსი, მღვდელი, ან დიაკონი ნუ განიშორებს თავის მეუღლეს ღვთისმოსაობის მომიზეზებით და თუ განიშორებს, თავი უნდა დაანებოს მღვდლობას. თუ განაგრძობს ამას, უნდა განიკვეთოს" (საქ. საეკლ. კალენდარი 1987 წ.)".

ნუ განიშორებს განმიმარტეთ რა. წმიდა მეექვსე მსოფლიო კრებამ რომ აკრძალა გასაგებია და არ გვინდა ბევრი მაგაზე.

ძველმართლმადიდებელო, "ნუ განიშორებს" ბრჭყალები დამვიწყებია.

თქვენს მიერ წმიდანად სიცოცხლეშივე შერაცხული damiane80 - ს კითხვაზე პასუხითაც გაგვახარე.

netvorc - (ციტატა) ("ტატუსი"): სასიამოვნოა თუ ჩემს პოზიციებს იზიარებთ, მავრამ ვერ გავიგე ჩემს მიმართ მოწერილ პოსტებს რატომ პასუხობთ, რამე შემამჩნიეთ რომ წერა მიჭირს?

მე შენს წერაში ეჭვი არ მეპარვია, რა არასწორ პასუხაბსაც გცემენ იმაზე ვეუბნები შენიშვნას, შენთვითონ თქვი კარგად ვერ ვერკვევი კანონებშიო, კანონებბში მეც იდეალურად ვერ ვერკვევი, მაგრამ რაც ვიცი იმაზე ვპასუხობ, როცა მართალი ხარ იმის პოზიციას ხომ არ დავიჭერ?

(ციტატა) (sopo...): "netvorc", ნიკონი შეიძლება , მაგრამ მარტო მას არ მიუღია ეს კანონი - კრების სხვა წევრებმა, და მთელმა საბერთნეთის მართლმადიდებლურმა ეკლესიამ. "თათუსი", ცუდი შემთხვევა... ნათლობის პროცესი ნახევარი-ერთი საათი მაინც გრძელდება, მე კომპეტენტურ პასუხს ვერ გაგცემთ რა ლოცვები იკითხება, ანუ მოძღვარს რომელიც ზედმიწევნით აღასრულებს სჯულისკანონს და ხელმძღვანელობს სახარებით ზუსტ პასუხს გაგცემთ ამ შემთხვევაზეც და სხვა კითხვებზეც... ამის მიხვედრა კი შეიძლება როცა მოძღვარი არ გეუბნება თავისას, ანუ ყველა სიტყვაზე იმოწმებს ან სახარებას, წმინდანებს, სჯულისკანონს..."

netvorc - ნიკონი და მისი კრების წევრები ვინ იყვნენ მერე? გეტყვი მწვალებლები. ამ ადამიანებმა ძველი წესები ახლით შეცვალეს და ვინც არ მიიღო ზოგი დაწვეს ცოცხლად ზოგიც კუპრში ამოავლეს, აქედან უმეტესი საეკლესიო პირები იყვნენ, შენ დღეს როგორც იწერ პირჯვრს მაგ პირჯვრისწერას უამრავი მღდელის ეპისკოპოსის და საერო კაცების სიცოცხლე შეეწირა, კუპრში ამოვლებას და ცეცხლზე დაწვას ქადაგებს მართლმადიდებლობა? სიტყვებში, რაც "ტატუსის" მივწერე: "მემგონი შენ უფრო მეტი იცი ვიდრე მაგათმა, ლოგიკურად მსჯელობ" - რა ვერ გაიგე? ადამიანი (Tatusi) გულწრფელად ლაპარაკობს, თვალს არ ხუჭავს იმ სიცრუეზე რაც ხდება, ასეთი ადამიანები ცოტანი არიან. და კიდევ ერთ ფაქტს ვიტყვი, თემქაზე, მე 9 კვარტალში არის ელკესია (მოძღვარს თუ არ ვცდები მამა ბასილი ქვია), ერთმა იმ უბნელმა ქალმა ამ მოძღვარს აღსარება უთხრა ( საყვარელი ჰყავდა). მერე ამ მოძღვარმა რა გააკეთა თუ იცი? იმ უბნელ კაცებთან გათქვა მისი აღსარება, დასცინა იმ ქალსაც და მის ქმარსაც. თუ იცი "სჯულის კანონით" რა სასჯელი ელის ასეთ მოძღვარს? ეს ერთი ფაქტია და კიდევ ამაზე უარესები ვიცი.

ეს არის ლინკი ქართველი პროფესიონალი ხატმწერების საიტის, შედით და დაათვალიერეთ: http://www.geoxati.narod.ru/

afxazi - რა მაინტერესებს იცი. იმ ხატებზე, რომლებზეც იძახით, რომ ორი თითით პირჯვრის გამოსახვაა დადასტურებული. აქ ყველგან არის სამი თითი შეტყუბებული, ორი კი გაშლილი. ყველა ამ ხატზე, მაცხოვარი თუ რომელიმე წმინდანი, ალბათ არ შემეწინააღმდეგებით, რომ თვითონ კი არ იწერს პირჯვარს, არამედ აკურთხევს მორწმუნე ადამიანს. გულწრფელად მიპასუხეთ თქვენი აზრით შეტპებული სამი თითით თუ გაშილი ორი თითით აკურთხებენ ისინი მორწმუნეებს?

damiane80 - (ციტატა) (netvorc): "ნიკონი და მისი კრების წევრები ვინ იყვნენ მერე? გეტყვი მწვალებლები. ამ ადამიანებმა ძველი წესები ახლით შეცვალეს და ვინც არ მიიღო ზოგი დაწვეს ცოცხლად ზოგიც კუპრში ამოავლეს, აქედან უმეტესი საეკლესიო პირები იყვნენ, შენ დღეს როგორც იწერ პირჯვრს მაგ პირჯვრისწერას უამრავი მღდელის ეპისკოპოსის და საერო კაცების სიცოცხლე შეეწირა, კუპრში ამოვლებას და ცეცხლზე დაწვას ქადაგებს მართლმადიდებლობა?"

სამი თითით პირჯვრის წერა არ მოუგონებია ნიკონს, ნიკონმა შეიძლება ეს მიზეზად გამოიყენა და ეს მის სინდისზე იყოს, გარდა ამისა, ისტორიული ფაქტია, რომ რუსეთში რეფორმის პერიოდში ძველმართმადიდებლები და რეფორმის მიმდევრები მთელი 10 წლის განმავლობაში ინარჩუნებდნენ ევქარისტიულ კავშირს (სანამ კრება ჩატარდებოდა) ანუ 10 წლის განმავლობაში ერთი სამი თითით იწერდა პირჯვარს, მეორე 2-ით მაგრამ მათ შორის ევქარისტიული კავშირი არ შეწყვეტილა... და ვინ იცის ის კრება რომ არ ჩატარებულიყო და 2 თითი პირჯვრის გადამწერები არ შეეჩვენებიათ, დარჩებოდა ისე როგორც იყო - ანუ ნაწილი 2 თითი დაიწერდა პირჯვარს ნაწილი სამით, მაგრამ ყველანი იქნებოდნენ ერთი წმინდა მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის შვილები. აქედან 2 კითხვაა, თუ სამი თითით პირჯვრის წერა მწვალებლობაა, მაშინ რით აიხსნება ასეთი ევქარისტიული ერთობა (თუნდაც ფორმალურ დონეზე)???

გარდა ამისა, არის კიდევ სხვა კითხვა, რატომ მოხდა მხოლოდ რუსეთში ასეთი განხეთქილება პირჯვრის წერის წესის გამო და სხვაგან არა, მაგალითად შეგიძლია მითხრა საქართველოში, საბერძნეთში და სხვაგან ამის გამო წამებული და ჩახოცილი ქრისტიანები პირჯვრის წერის გამო??? რუსეთში ნიკონის რეფორმას პოლიტიკის სუნი უდის როგორც მე მგონია, ისევე როგორც ხშირია ხოლმე შემდგომ პერიოდშიც რუსეთის პოლიტიკის განხორციელება ეკლესიის მეშვეობით. საქართველოში რუსი ეგზარქოსები რას აკეტებდნენ ჩემგან არ გესწავლებათ და რა ვქნათ ახლა, მთელი რუსული ეკლესიის წეს-ჩვეულებები მწვალებლობად გამოვაცხადოთ...

damiane80 - (ციტატა) (netvorc): და კიდევ ერთ ფაქტს ვიტყვი, თემქაზე, მე 9 კვარტალში არის ელკესია (მოძღვარს თუ არ ვცდები მამა ბასილი ქვია), ერთმა იმ უბნელმა ქალმა ამ მოძღვარს აღსარება უთხრა ( საყვარელი ჰყავდა). მერე ამ მოძღვარმა რა გააკეთა თუ იცი? იმ უბნელ კაცებთან გათქვა მისი აღსარება, დასცინა იმ ქალსაც და მის ქმარსაც. თუ იცი "სჯულის კანონით" რა სასჯელი ელის ასეთ მოძღვარს? ეს ერთი ფაქტია და კიდევ ამაზე უარესები ვიცი.

აი სწორედ ეს მსჯელობაა საუკეთესო დასტური იმისა, რომ თქვენ ერთმანეთისაგან ვერ ასხვავებთ მართლმადიდებლურ მოძღვრებას და ცალკეული მღვდლების თუნდაც უხეშ შეცდომებს. რადგან რომელიმე მოძღვარმა არასწორი მოქმედება ჩაიდინა შენი აზრით ეს ნიშნავს, რომ მთელი მართლმადიდებლური ეკლესიური მოძღვრება მცდარია...???გარდა ამისა, როგორ გგონია ასეთი შემთხვევა, რომ ეპისკოპოსამდე მივიდეს არ დაისჯება ეს მღვდელი???? ეს არის კლასიკური სექტანტური "არგუმენტი" ეკლესიის წინააღმდეგ, თუმცა საკმაოდ სუსტი და უნიათო.

(ციტატა) (netvorc): "ეს არის ლინკი ქართველი პროფესიონალი ხატმწერების საიტის, შედით და დაათვალიერეთ".

მე უბრალოდ ხატებთან დაკავშირებით ამ ხალხის ლოგიკას ვერ ვხდები. მათი აზრით: თუ ხატზე გამოსახულია 2 თითიანი წყობა, ეს ნიშნავს კურთხევის წესს, ხოლო თუ გამოსახულია სხვაგვარი წყობა (სადაც 2 თითი გაშლილია, არათითი ცერს უერთდება, ხოლო ნეკი ასევე გაშლილი და ოდნავ მოხრილი. მაგ ანჩისხატი), მაშინ ეს არაფერს ნიშნავს. უბრალოდ ემოციებს გამოხატავს. ანუ პატივცემულებს როცა აწყობთ ხატზე გამოსახულია მარჯვენა კურთხევის წესს გამოხატავს, როცა არ აწყობთ - არაფერს. ასე არ ივარგებს მე მგონი...

afxazi - ეს ყველაფერი მეც მაგრად მაინტერესებს. იმ ფორმით როგორც ჩვენ დღეს პირჯვარს ვიწერთ, არცერთი სასულიერო პირი არ აკურთხებს მრევლს ლიტურგიის დროს. ერთი თხოვნაც მექნება. ვისაც ხელი მიგიწვდებათ არსენ იყალთოელის მიერ თარგმნილ და შედგენილ დოგმატიკონზე, იქნებ ის ადგილი, სადაც იგი პირჯვრის წერაზე საუბრობს მთლიანად მოიტანოთ, ანუ სრულად და არ ამხოლოდ ის ციტატა, რომელიც აქ იყო წარმოდგენილი.

ძველმართლმადიდებელი - პასუხი "ტატუსის":

მშვიდობა და სიხარული ყველა ფორუმელს!

ვისაც ჩემთან გაქვთ პრეტენზიები ყველას გაგცემთ პასუხს. ამჯერად კი ძალიან დიდი სურვილი მაქვს ვუპასუხო "ტატუსის", რომელიც მეკითხება:

"უკაცრავად, ერთი ვერ გავიგე, ეს ყველაფერი თქვენ იცით და ჩვენმა მამაოებმა არ იციან?"

ჩვენ არ შეგვიძლია ვამტკიცოთ ვინ რა იცის და რა არა. ჩვენც და მათ, ორივეს საერთო გვაქვს დიდი რჯულისკანონი, წმიდა მამათა ავტორიტეტი, საეკლესიო ისტორია საიდანაც ვიმოწმებთ ფაქტებს. ეს უნდა იცოდნენ სასულიერო პირებმა. თუ არ იციან ისწავლონ, ხოლო თუ იციან მაშინ პასუხი მოეთხოვებათ. ვინც იცის და არღვევს ის დამნაშავეა!...

მკვლელმაც იცის რომ კაცის მოკლვა დიდი ცოდვაა და ამისთვის ან სამუდამო პატიმრობა ან სიკვდილით დასჯა ელის, მაგრამ მაინც კლავს... რატომ? იმიტომ, რომ ის არ ცნობს სხვა ადამიანთა უძირითადეს უფლებას, სიცოცხლის უფლებას... არ ცნობს სახელმწიფო კანონებს და საკუთარი კანონებითა და ფილოსოფიით ცხოვრობს... რაღაც მსგავსი ხდება ეკლესიაშიც, როდესაც სასულიერო პირები სულიერად კლავენ მათდამი მობარებულ სამწყსოს...

იხილეთ, რა წერია მღვდელმთავრის ფიცში (ნაწყვეტი): "პირობას ვდებ, დავიცვა წმ. მოციქულების, შვიდი მსოფლიო კრებისა და კეთილმორწმუნე ადგილობრივი კრებების მიერ განჩინებული კანონები, რომელნიც ჭეშმარიტებით არიან დაკანონებულნი. პირობას ვდებ დავიცვა აღმოსავლეთის წმ. მართლმადიდებელი კათოლიკე სარწმუნოების კანონები და წმიდა განწესებები, მტკიცედ და ურღვევი სახით სიცოცხლის ბოლომდე. ყოველივეს რასაც აღიარებენ ეს კანონები ვაღიარებ მეც. ყოველივეს, რასაც უარყოფენ, უარვყოფ მეც... ხოლო თუ გადავალ პირობას ანდა წინააღმდეგი ვიქნები ღვთიური კანონისა, ჩამომერთვას პატივი სრულად და უცხო ვიქმნე მადლისაგან სულიწმიდისა".

მისდევენ ამ ფიცს მღვდელმთავრები? არ იციან? იციან, როგორ არა, მაგრამ არიან დამნაშავეები, რადგან არღვევენ იმას რაც იციან, და რომ იციან, მინდა დაგიმტკიცო ერთი ძალიან საინტერესო დოკუმენტით. მინდა შენც და ყველა ფორუმელს წარმოვუდგინო რუსეთის ოფიციალური, "მართლმადიდებელი" ეკლესიის იღუმენის, კირილე სახაროვის ინტერვიუ, სადაც ის აუცილებლად მიიჩნევს ორთითიან პირჯვრისწერასთან დაბრუნებას, მის აღდგენას ოფიციალურ ეკლესიაში. მას მოჰყავს საინტერესო მასალა ორთითიანი წყობის სიძველისა და მართლმადიდებლურობის საჩვენებლად.

საინტერესოა აღინიშნოს, რომ იღუმენ კირილეს ზუსტად ისეთივე დამოკიდებულება აქვს სამ თითთან, როგორც ჩვენ. და ამტკიცებს, რომ ორი თითი საუკეთესოდ გამოხატავს ქრისტეს ღმერთკაცობისა და წმიდა სამების ერთობის ძირითად, მართლმადიდებლურ დოგმატებს. მასალა აღბულია საიტიდან: http://www.portal-credo.ru/site/?act=news&id=70214&cf=



იღუმენი კირილე (სახაროვი)

დროა დავუბრუნდეთ ჩვენს ძველისძველ ორთითიან პირჯვრისწერას!

კორ.: მამა კირილე, თქვენ პირჯვარს იწერთ ორი თითი და აუცილებლად მიიჩნევთ მისკენ დაბრუნებას. ნუთუ ეს ასე მნიშვნელოვანია? ხომ არ გამოიწვევს ეს ახალ უთანხმოებებს ეკლესიაში, XVII საუკუნის მსგავსად?
ი. კ.: ჩვენი მრევლის უზარმაზარი მასა აბსოლუტურად ვერ ორიენტირებს ამ საკითხში, ასევე სამღვდელოებისა და მღვდელმთავრების მნიშვნელოვანი ნაწილიც. თეორიულად მათთვის სულერთია როგორ გადაიწერენ პირჯვარს, შედეგად, ამაზე თავპირისმტვრევა არ უღირთ. არიან ისეთებიც, ცხადია, რომლებიც ფიქრობენ, რომ ორთითიანი წყობა ეს არის ცთომა და ლამის მწვალებლობაც კი; რომ პატრიარქ ნიკონის რეფორმამ აღმოფხვრა უმეცრება და ჩვენი საღვთისმსახურებო წყობა თავდაპირველ ნიმუშებს მიუსადაგა.

კორ.: მოდი, უფრო დეტალურად განვიხილოთ თემა. საიდან აღმოცენდა ორი თითით პირჯვრისწერა? არსებობს მოსაზრება, რომ წიგნის ბეჭვის დაწყებასთან ერთად ჩვენს საღვთისმსახურებო წიგნებში, პატრ. იოსების დროს, XVII საუკუნის 40-იან წლებში, ცვლილებები შეიტანეს წიგნების შემსწორებლებმა.

ი. კ.: ეს არასწორია. ეს შტამპი დიდი ხანია უარყვეს მართლმადიდებელმა მკვლევარებმა, ისეთებმა, როგორებიც იყვნენ მაგალითად, მოსკოვის სასულიერო აკადემიის პროფესორები კაპტერევი და გოლუბინსკი.

ორთითიანი წყობის საყოველთაო და თავდაპირველ გავრცელებას ჩვენ ვპოულობთ საბერძნეთში, რომში, ვენეციაში, ათონზე, რუსეთზე რომ არაფერი ვთქვათ. ასე, მაგალითად, ყველა ხატზე, რომელიც კი ლუკა მახარობელს მიეწერება, ყრმა მაცხოვრის თითები შეკრულია ორთითიანი წყობით. ამ წყობას ვხვდებით: რომის წმმ. მოციქულთა პეტრესა და პავლეს სახელობის ტაძარში არსებულ ქრისტეს ბრინჯაოს ხატზე, ასევე აპოლინარი ახლის რავენას ეკლესიის მოზაიკაზე (VI ს.), ასევე კონსტანტინოპოლის სოფიის ტაძრარში არსებული სულთმოფენობის მოზაიკურ გამოსახულებაზე (ასევე VI ს.), კორსუნის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატზე, რომელიც რუსეთის გაქრისტეანებიდან სულ რაღაც ხუთი წლის შემდეგ დაიწერა; ვენეციაში, წმ. მოც. მარკოზის მოზაიკურ ხატზე (XI ს.) და მონრეალის ტაძრის მთავარ შესასვლელში (XIII ს.); XIV ს. ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატზე, რომელიც წმ. სამებისა და სერგის ლავრაში მდებარეობს; სერგი რადონეჟელის გამოსახულებაზე 1392 წლის სახარების გარეკანზე.

ასმუხლიანმა კრებამ 1551 წელს კრულვით დაიცვა ორთითიანი პირჯვრისწერა. არადა ამ კრებას თავმჯდომარეობდ მიტროპოლიტი მაკარი, რომელიც კანონიზირებულია მოსკოვის საპატრიარქოს რმე-ს მიერ. კრების მონაწილეთა შორის იყვნენ გური და ბარსონუფი, ყაზანელი საკვირველთმოქმედნი, სოლოვეცკელი იღუმენი ფილიპე, შემდგომში მიტროპოლიტი და მღვდელმოწამე. სხვათა შორის, კრულვის ეს ტექსტი აღებულია ძველბერძნული კურთხევანიდან.

ორი თითით პირჯვრისწერის შესახებ წერს პატრიარქი იობი, ქართველ მიტროპოლიტ ნიკოლოზისადმი მიწერილ წერილში. 90-იან წლებში, როდესაც ვმეურვეობდი ნეტარი ბასილის სახელობის ტაძარს, ყოველთვის ყურადღებას ვაქცევდი ნეტარი ბასილის ძველ ხატს კანკელში, სადაც წმინდანს ორი თითი პირჯვრისსაწერად აქვს შემართული.

ნიკონის რეფორმა მალოროსიაშიც ჩატარდა მიტრ. პეტრე მოგილას დროს (XVII ს. 30-40 წლები).

მაგრამ ჯერ კიდევ XVII საუკუნის 20-იან წლებში კიევში გამოცემულ ავტორიტეტულ წიგნებში ლაპარაკი იყო ორთითიან წყობაზე (მაგ."Книга о вере", "Большой Катехизис" და სხვ.). სხვათა შორის მალოროსებთან შეერთებამ თავისი ზეგავლენა მოახდინა ნიკონის რეფორმაზე - საღვთისმსახურებო წიგნებისა და წეს-ჩვეულებების სტანდარტიზაციის მიზნით ერთიან სახელმწიფოში. ანუ, ჩანს ერთგვარი იმპერიული ქვეტექსტი, როდესაც საეკლესიო სიმართლე მსხვერპლად ეწირება პოლიტიკურ შეხედულებებს. ორი თითია გამოსახული წმ. ღვთისმოსავ ანნა კაშინსკაიას და ღირ. ილია მურომელის ხელებზე. ამავე დროს, ჩვენ არ ვიცით სამი თითის სასარგებლო არც ერთი ავტორიტეტული მოწმობა. ორთითიანი წყობა წმიდა ვიზუალური თვალსაზრისითაც, თავისი ამაღლებული და მოზეიმე იერითაც იპყრობს მართლმადიდებელთა გულებს. მე უკვე აღარაფერს ვამბობ მის საღვთისმეტყველო შინაარსზე: აქ სამებაც არის გამოსახული, რადგან ჩვენი ცხოვნების საქმე წმიდა სამებამ აღასრულა.

მამამ კეთილინება გამოეგზავნა ძე კაცთა მოდგმის საცხოვნელად, ძემ გამოგვისყიდა ჯვარზე, ხოლო სული წმიდა ქრისტეს გამომსყიდველი მსხვერპლის ნაყოფს გვანიჭებს. მაგრამ ჯვარცმული იყო ქრისტე და არა სამება. ამიტომაც, განა უფრო ლოგიკური არ არის პირჯვარს ვიწერდეთ ორი თითით, რომელიც აღნიშნავს ღმერთკაცს და ის დავიდოთ შუბლზე? დააკვირდით ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატს "Державная", სადაც ყრმა იესუს თითები შეკრული აქვს ორთითიანი წყობით. დროა შევწყვიტოთ შეუთანხმებლობა, როდესაც სხვადასხვა ხატმწერი ერთსა და იმავე წმინდანს გამოსახავს ხან ორი და ხან კიდევ ამ ე. წ. სახელობითი წყობით. ეს ესაა ვნახე ვიდეოფილმი XX საუკუნის სახელგანთქმულ მხცოვან სამპსონზე. ნაჩვენები იყო ხატი ამ მხცოვნის გამოსახულებით, სადაც მას თითები შეკრული ჰქონდა ორი თითით.

კორ.: ახსენებენ ღირ. სერაფიმე საროველს, რომელიც ამბობდა, რომ ორი თითით პირჯვრისმაწერალნი შეკრულნი იქნებიანო იმქვეყნად.

ი. კ.: ამ რამდენიმე ხნის წინათ ვიმოგზაურეთ დივეევოში. მახსოვს, იღუმენია არ გვიშვებდა და გვთხოვდა კიდევ უფრო მეტი გვეგალობა ძველი ტექსტების მიხედვით. ძველი მოტივების მიხედვით.

არსებობს რამდენიმე ვარიანტი ღირ. სერაფიმეს ამ საკითხთან დაკავშირებით. ჩემი აზრით, ყველა მათგანს გააჩნია უფლება არსებობაზე. ერთი ვერსიით ეს არის გვიანდელი ჩანართი წმინდანის ცხოვრებაში, ცხადია ოფიციალური ეკლესიის ხაზით; ჩვენ ვიცით, თუ როგორ მასობრივად შლიდნენ ძველ ფრესკებზე ორი თითით გამოსახულ ხატებს (ჩვენც, ქართველებსაც კარგად გვახსოვს როგორ შლიდნენ და თეთრად ღებავდნენ რუსი მეფეების ვიზიტების დროს საქართველოს ეკლესიის კედლებს და მათზე გამოსახულ ორთითიან ხატებს - ძვმ.) და მათ სანაცვლოდ წერდნენ სახელობით წყობას (ეს "ნაკერები" დღემდე ეტყობა ამ ფრესკებს).

უსაფუძვლო როდია ღირ. სერაფიმეს კრიპტოძველმოწესეობაზე არსებული შეხედულება. ანუ, შეხედულება იმის შესახებ, რომ სერაფიმე ფარულად თანაუგრძნობდა ძველმოწესეებს, რაზეც წერს ბ. პ. კუტუზოვი. და მართლაც, როგორ იყო შესაძლებელი XIX საუკუნის პირველ ნახევარში, ჩვეულებრივ მონასტერში გეტარებინა "ძველმართლმადიდებლური" მცირე მანტია (იხ. სურ.) და ძველრუსული "ლესტოვკა" (კრიალოსანი) (იხ. სურ. ქვემოთ)?





სერაფიმე საროველი მცირე მანტიით და "ლესტოვკით" (კრიალოსანი)

ხომ არ იყო ეს მხცოვანის ძველმოწესეობისადმი შინაგანი თანხმობის გარეგნული გამოხატულება? ან ამის გამო ხომ არ დევნიდნენ მხცოვანს? შემდეგ, შეეძლო კი ღირ. სერაფიმეს, როდესაც ის ლაპარაკობდა ორი თითით პირჯვრისმაწერალთა იმქვეყნიურ შეკვრაზე, ეგულისხმა ეკლესიის ის ერთგული შვილები, რომლებიც ძველ წესებს მისდევდნენ მის წიაღში 1800 წლიდან? და ბოლოს, ისევ შეგახსენებთ, რომ ნებისმიერ შემთხვევაში კრებითი პოზიცია თავისი მნიშვნელობით ყოველთვის აღემატება კერძო შეხედულებას, როგორი ავტორიტეტული პირის მიერაც უნდა იყოს ეს შეხედულება გამოთქმული. სხვათა შორის, ჩვენს ტაძარში არის ღირ. სერაფიმეს რევოლუციამდელი ხატი, რომელზეც წმინდანი ორი თითით არის გამოსახული.

როდესაც ლაპარაკობენ იმ შეცბუნებაზე, რომლებიც ეკლესიის მიერ კანონიზირებულ ადამიანთა გამონათქვამებიდან არის გამომდინარე, მე ვსვამ კითხვას: რა ვთქვათ სულ მცირე ხნის წინათ კანონიზირებულ მიტროპოლიტ ფილარეტზე (დროზდოვი), რომელმაც აკურთხა რამოდენიმე ათეული "ედინოვერცული" (ეს არის ძველმოწესეთა უნია ოფიციალურ "მართლმადიდებლობასთან". აქედან, "ედინოვერცები" (რუს. единоверцы) არიან ძველმოწესე უნიატები - ძვმ.) ეკლესია და რომელიც ამტკიცებდა, რომ მათზე, ვინც შემოვიდა ეკლესიის წიაღში ედინოვერცობის უფლებებით, 1667 წლის კრების წყევლა-კრულვები არ ვრცელდება? ან რა ვთქვათ მღვდელმოწ. ბენიამინზე, რომელიც, როგორც ვიკარიული ეპისკოპოსი, მეურვეობდა პეტროგრადის მიტროპოლიის ედინოვერცულ ეკლესიებს? პატრიაქ ტიხონზე რაღა ვთქვათ, რომელმაც ხელი დაასხა პირველ "ედინოვერეც" ეპისკოპოსებს? ან რა ვთქვათ "ედინოვერეც" ეპისკოპოს სიმონზე (შლეევი), რომელიც, როგორც ახალმოწამე განდიდებულია საზღვარგარეთის ეკლესიისა და მოსკოვის საპატრიარქოს მიერაც? ან მოსკოვის ეპარქიის "ბლაღოჩინი" (კეთილმოწესე - ? - ძვმ.) პროტოპრესვიტერი კონსტანტინე ბოგოროდსკელი (ამჟამინდელი ნოგინსკი) განა ასევე ახალმოწამე არ არის?

კორ.: რას გაიხსენებდით თქვენი გამოცდილებიდან?

ი. კ.: ჯერ კიდევ 1973 წელს, ჯერ კიდევ მოსწავლე, მე-9 კლასის დამთავრების შემდეგ, არდადეგებზე გავემგზავრე მოსკოვში და ვეწვიე პრეობრაჟენსკის სასაფლაოს - ძველმოწესე ბეზპოპოვცების სულიერ ცენტრს. მახსოვს, მსახურების შემდეგ, როგორ გამოვიდა ერთი კოლორიტული მოხუცი, საზეიმოდ აღმართა მარჯვენა ხელი და ამიხსნა ორთი თითით პირჯვრისწერის სიმბოლიკა: "უფალმა მოსდრიკა ზეცა და გარდამოხდა დედამიწაზე". ბოგოიავლენსკის ელოხოვის თაძარში მსახურობდა დეკანოზი გერასიმე ივანოვი. ის ბეზპოპოვცებიდან იყო. პატრიარქმა პიმენმა მას მისცა კურთხევა პირჯვარი გადაეწერა ძველებური წესით, ორი თითით. ლავრაში კანონარხად იყო არქიმანდრიტი ანტონი, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში პატრ. პიმენთან იყო დაახლოებული. ისიც ორი თითით იწერდა პირჯვარს. მე სასულიერო სასწავლებელში ვსწავლობდი აბდია კალინინთან ერთად, რომელიც შემდეგ გახდა ძველმართლმადიდებელი პატრიარქი. მახსოვს როგორ მკაფიოდ და სწორად იწერდა ის პირჯვარს.

(შენიშვნა: აბდია კალინინი, სადღეისოდ რუსეთის ძველმართლმადიდებლური ეკლესიის პატრიარქი (მისი ფოტო, გადაღებული ფოთის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის საფარველის ტაძარში, საქართველოს ძველმართლმადიდებლური ეკლესიის არქიეპისკოპოსთან ერთად, იხ. აქ. http://www.oldorthodox.ge/eklqr_xeldasxma.html. პატრ. ალექსანდრე სწავლობდა ზაგორსკში. ოფიციალური ეკლესიის სასულიერო სასწავლებელში. მასთან ერთად, როგორც თვით პატრიარქმა ალექსანდრემ გვითხრა, სწავლობდა საქართველოს ოფიციალური ეკლესიის პატრიარქის, ილია მეორის ძმისშვილი, მიტრ. დიმიტრი შიოლაშვილიც, რომელთანაც ჰქონდა კარგი ურთიერთობა - ძვმ.).

უდიდესი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე ქრისტეს მოზაიკურმა გამოსახულებამ კონსტანტინოპოლის სოფიის ტაძრის საკურთხევლის ნაწილში, სადაც მაცხოვარს თითები გამოსახული აქვს ორთითიანი წყობით. როდესაც იქ ვიყავი, ჩემმა თანამგზავრებმა ვიდეოკამერით ჩაიწერეს როგორ აღვასრულებ შვიდმეტანიან დასაწყის ლოცვას: "ღმერთო, მილხინე მე ცოდვილსა ამას". და ა. შ. როდესაც ლოცვა დავასრულე, ჩემთან მოირბინეს თანამშრომლებმა, გაშალეს ხელები და მითხრეს - აქ არ შეიძლება, აქ მუზეუმია. ერთხელ ჩვენთან ტაძრის დღესასწაულზე მსახურობდა მეუფე პიტირიმე. როდესაც ის შემოვიდა ტაძარში, უცებ იგრძნო სპეციფიკა და იკითხა: " და რა, თქვენთან ასე იწერენ პირჯვარს?" (გამოსახა ორი თითი) – "მაშინ, მეც ასე გადავიწერ".

კორ.: ხომ არ შეიქმნება რაიმე პრობლემა, თუ დავუშვებთ, რომ მიღებულ იქნება დადგენილება და დავუბრუნდებით ორ თითიან პირჯვრისწერას? როგორი რეაქცია ექნებათ ამაზე სხვა ადგილობრივ ეკლესიებს?

ი. კ.: ალბათ ყველაფერი უნდა გაკეთდეს თანმიმდევრულად. უნდა შევწყვიტოთ შეურაცხმყოფელი, უსაფუძვლო მასალების გამოქვეყნება ამ თემაზე. უნდა გამოვცეთ წიგნები, რომლებშიც განმარტებული იქნება ეს საკითხი. თუ არა და, როგორ გამოვა: 1971 წლის კრებამ ძველი და ახალი წესები თანაბარმნიშვნელოვნად აღიარა, დღემდე კი არის შემთხვევები, როდესაც ჯვარს არ აძლევენ იმ ადამიანს, რომელიც პირჯვარს იწერს ორი თითით და ლამის მწვალებლებადაც კი მიაჩნიათ.

რა თქმა უნდა, ეს შეიძლება ბარიერი გახდეს ზოგიერთისთვის, განსაკუთრებით მათთვის ვინც ცხოვრობს უკრაინაში და ბელორუსიაში, მაგრამ მაინც, რაღაც უნდა ვიღონოთ. დასაწყისისთვის დავიწყოთ ჯვრის სწორად გამოსახვა ისე, რომ ჯვარი "არ იმტვრეოდეს", მკაფიოდ მივიტანოთ თითები მარჯვენა მხარამდე, უაზროდ არ ვიქნიოთ თითები ცხვირწინ და მით, როგორც წმ. იოანე ოქროპირი გვმოძღვრავს, "ეშმაკნი არ გავახაროთ". რაც შეეხება სხვა ადგილობრივ ეკლესიათა რეაქციას, აქ არცთუ მცირე პარადოქსები გვაქვს. სინამდვილეში, ნიკონისეული რეფორმის პათოსი მდგომარეობდა იმაში, რომ საღვთისმსახურებო ტექსტები უნდა მიესადაგებინათ მართლმადიდებლური აღმოსავლეთის სტანდარტებთან, მაგრამ მიუხედავად ამისა, განსხვავება არა თუ შემცირდა, არამედ გამუდმებით იზრდება. ყველაფერში ბერძნებზე თუ ვიქნებით ორიენტირებული - ჩვენს ფორმალურ მასწავლებლებზე, მაშინ, რა ახალი სტილით ვიმსახუროთ? ან გავაუქმოთ ჟამნები ლიტურგიის წინ და აღსარების გარეშე მივცეთ ხალხს ზიარება? ბერძნები, მაგალითად, ღამისთევით ლოცვაზე, სახარების შემდეგ მყისიერ გალობენ "აქებს სული ჩემი უფალსა..." ანუ, ტოვებენ გალობას. დიდ დიდებისმეტყველებაზე, სამწმიდაო მათთვის წარმოადგენს გადასვლას ლიტურგიის სამოციქულოზე - ხოლო ყოველივე, რაც ამ ორ მომენტს შორისაა, გამოტოვებულია (ე. ი. გამოტოვებულია, პრაქტიკულად ნახევარი ლიტურგია - ძვმ.) და ა. შ.

შემდეგ, ჩვენვე ვაცხადებთ, რომ ფორმათა მრავალფეროვნება დასაშვებია თუ მათში ჩადებულია მართლმადიდებლური შინაარსი. მაშ, რაშია საქმე? დასასრულ, უმთავრესი - თვით ბერძნები და სხვა მართლმადიდებელი ხალხები თვითონაც უნდა დაუბრუნდნენ ორი თითით პირჯვრისწერას, იმ წესს, რომლითაც თვითონაც თავიდანვე იწერდნენ პირჯვარს.რუსეთმა ბიზანტიისგან მიიღო მართლმადებლობა მთელი მისი წეს-ჩვეულებებით და განაწესებით, ორთითიანი წყობის ჩათვლით. ხოლო შემდეგ, ჯერ ბერძნებმა, მათ კვალობაზე კი სხვა მართლმადიდებელმა ხალხებმა, რომლებიც დამოკიდებულნი იყვნენ ბერძნებზე, აღმოჩნდნენ თურქების უღელქვეშ და გამუდმებით დახმარებისთვის მიმართავდნე დასავლეთს, საკმარისი საფუძვლების გარეშე, მიიღეს სამი თითით პირჯვრისწერა.
ყველანი ჩვენს ფესვებს უნდა დავუბრუნდეთ.

ესაუბრებოდა სერგეი მარკოვი.

"БЕРСЕНЕВСКИЕ СТРАНИЦЫ", № 93 за 2009 г. с. 5-6

http://www.portal-credo.ru/site/?act=news&id=70214&cf=

ძველმართლმადიდებელი - (ციტატა) (A.v.B): "უთხარი რომ მისი პასუხი არ გაკმაყოფილებს... და აგიხსნის რატომ არ უნდა იდარდო ისეთ რამეზე რაც არაა სადარდებელი და რაზე უნდა დარდობდე... ალბათ გინდოდა გეთქვა რომ ისეთი სასულიერო პირები გინდა რომლებიც ივლიან წმინდა მამების გზაზე ?... შენც შეეცადე წმინდა მამების სწავლების მიხედვით იცხოვრო..."

შენისთანა "ჭკუის კოლოფებს" არ ადარდებს, მაგალითად, ის სკანდალი პრესაში რომ აგორდა (ერთ ადამიანს ფორუმში სიტყვა მივეცი არ ვილაპარაკებ გარკვეულ თემებზე მეთქი და არ მინდა დავარღვიო და ვახსენო კონკრეტულად რომელ სკანდალზეა ლაპარაკი. მაგრამ შენ უნდა მიხვდე). ხოლო ისეთ მოძღვრებს, შენ რომ "ტატუსის" ურჩევ, არ ადარდებს როგორ ლოცულობენ თქვენი ეკლესიის მღვდელმთავრები და მღვდლები მწვალებლებთან და ურიებთან (ებრაელებთან). არ ადარდებთ, რომ მათ სულიერ შვილებს აქვთ სადარდებელი... და საერთოდ არაფერი ადარდებთ ფულის, ქალებისა და დროსტარების გარდა...

(ციტატა) (afxazi): "damiane80, ეს ყველაფერი მეც მაგრად მაინტერესებს. იმ ფორმით როგორც ჩვენ დღეს პირჯვარს ვიწერთ, არცერთი სასულიერო პირი არ აკურთხებს მრევლს ლიტურგიის დროს. ერთი თხოვნაც მექნება. ვისაც ხელი მიგიწვდებათ არსენ იყალთოელის მიერ თარგმნილ და შედგენილ დოგმატიკონზე, იქნებ ის ადგილი, სადაც იგი პირჯვრის წერაზე საუბრობს მთლიანად მოიტანოთ, ანუ სრულად და არ ამხოლოდ ის ციტატა, რომელიც აქ იყო წარმოდგენილი".

ძველმართლმადიდებელი - შევეცდები მთლიანად დავდო მონოფიზიტების მიღების წესი, არსენ იყალთოელის "დოგმატიკონიდან". ამისთვის დრო მჭირდება. ძალიან სასარგებლო იქნება ამ დოკუმენტის გაცნობა.

afxazi - (ციტატა) (ძველმართლმადიდებელი): "არ ადარდებთ, რომ მათ სულიერ შვილებს აქვთ სადარდებელი... და საერთოდ არაფერი ადარდებთ ფულის, ქალებისა და დროსტარების გარდა...".

კიდევ ერთი გაფრთხილება. და ამის შემდეგ ვწვეტ პროცენტიანი გაფრთხილებების მოცემას და პირდაპირ მიიღებ ბანს. კიდევე რთხელ ვიმეორებ, რომ ჩემი ეს ქმედება გინდა დევნად ჩათვალე და გინდა თავისუფალი აზრის წინააღმდეგ ბრძოლად. ეს ნაკლებად მაინტერესებს. შენი მხრიდან ჩემს იგნორს აქვს ადგილი, რადგან არაერთხელ გთხოვე, რომ ამგვარი სიტყვები აღარ გეხმარა.

ძველმართლმადიდებელი - კეთილი, ეგრე იყოს. ვღებულობ შენს შენიშვნას.

Νικόλαος - (ციტატა) (Tatusi): "გასაგებია, მაგრამ ჩვენ ხომ მაგათ პირად ცოდვებზე არ ვსაუბრობთ, რათქმაუნდა მოძღვარი ადამიანია და თავისი ცოდვები აქვს, შეიძლება სიგარეტი მოწიოს და ცოლს უღალატოს, ეს მისი პირადი საქმეა და თვითონ გასცემს ღმერთს პასუხს, მაგრამ მე მადარდებს ჩემთან დაკავშირებით როგორ იქცევა, ჯვარი სწორად დამწერა თუ არა და სწორად მომნათლა თუ არა.. მოგიყვები მაგალითად როგორ მონათლეს ჩემი შვილი - ჩემი ქმრის ძმაკაცები ჯიპებით მივარდნენ ეკლესიაში, ბავშვი შეიყვანეს და მამაოს უთხრეს გვეჩქარება, მალე ქენი რაო, იმან კითხა მრწამსი იცითო, არა, რადროს მაგია, დროზე გაგვიშვიო და იმანაც ერთი ორი შეაწუწა ბავშვს, რაღაც წაიბურდღუნა და გამოატანა, რათქმაუნდა ფული გამოართვა.. ანუ მე მადარდებს ჩემი შვილი მონათლულია თუ არა და არა ის, მოძღვარი პირად ცოდვებს უშვებს თუ არა..."

ამაზე ერთი პატერიკი არსებობს წარმართი ბავშვი თამაშის დროს მოინათლა. ნათელს იღებს მონა ღვთისა... მთავარია ეს ფორმულა იყოს დაცული. მაგრამ ისე ნუ გაიგებთ რო მარტო ეს უნდა იყოს და დანარჩენი სხვა არაა მნიშვნელოვანი. მე ეს არ მიგულისხმია. ხოლო მოძღვარს თუ რაიმე შეცდომა დაუშვა ღმერთი მოკითხავს. ასევე დამნაშავეები არიან ბავშვის ნათლიებიც! მხოლოდ მოძღვარზე ყურადღების გამახვილებაა არაა სწორი. და შეიძლება გარკვეულწილად თქვენც იყოთ, (შეიძლება ვცდები და მაპატიეთ, მაგრამ მხოლოდ დასაშვებ ვარიანტს ვამბობ) იმიტომ რომ ბავშვისთვის ნათლია უნდა შეარჩიოთ ისეთი რომელიც არა გულგრილად, არამედ სერიზულად მიუდგება როგორც ნათლობის საიდუმლოს არსრულებას, ისე ნათლულის სულიერ აღზრდასაც.


***

(ციტატა) (agmsarebeli): ისევ თავს არიდებ დოქიარის ხატს! სირცხვილი მხოლოდ ისაა, რასაც შენ ამტკიცებ, თითქოს რუსები მეტ პატივს მიაგებდნენ ივერიეიის ხატს, ვიდრე ჩვე. ეს არის შენი სუბიექტური მოსაზრება ამ შემთხვევაში არგუმენტად ვერ გამოგადგება. ცილისწამებაა ისიც, თითქოს საპატრიარქომ მოგვატყუა, ესეც პირადი აზრია და თავს ნურავის ახვევ. დოქიარზე მიპასუხე, მაინტერესებს რას იტყვი აღიარებ თუ თავს აარიდებ. ჯერ ის წარმოაჩინე არგუმენტად, ნეტარად შერაცხილი წმინდა მამების მიერ კლიმენტი ალექსანდრიელი წერილს როგორ უწოდებს დიდაქეს და დანარჩენებზე მერე გადადი.

ძველმართლმადიდებელი - კეთილი. მართალია, წმ. მელეტიზე პასუხს არ მაძლევ და თავს არიდებ, მაგრამ კეთილი, გიპასუხებ. არ მინდა ვინმემ იფიქროს მელეტის შემთხვევა ხელზე დაიხვია და ამის იქით წასვლა არ უნდაო... მოდი კიდევ ერთხელ დამიდე დოქიარის ღვთისმშობლის ხატი, რომელზეც მელაპარაკები და ვნახავ თითები როგორ აქვს მაცხოვარს.

(ციტატა) (agmsarebeli): ჯერ ის წარმოაჩინე არგუმენტად, ნეტარად შერაცხილი წმინდა მამების მიერ კლიმენტი ალექსანდრიელი წერილს როგორ უწოდებს დიდაქეს და დანარჩენებზე მერე გადადი.

ძველმართლმადიდებელი - ჰო, კიდევ, თუ შეიძლება ეს ბოლო წინადადება ცოტა დალაგებულად დამიწერე ვერ გავიგე რას მეკითხები. მგონი "დიდაქეზე" გინდა გაიგო ჩემი აზრი თუ კლიმენტი ალექსანდრიელი ამბობს რაღაცას "დიდაქეზე". მოკლედ თუ გამარკვევ რას მეკითხები პასუხს მოგცემ.

netvorc - (ციტატა) (afxazi): "netvorc რა მაინტერესებს იცი. იმ ხატებზე, რომლებზეც იძახით, რომ ორი თითით პირჯვრის გამოსახვაა დადასტურებული. აქ ყველგან არის სამი თითი შეტყუბებული, ორი კი გაშლილი. ყველა ამ ხატზე, მაცხოვარი თუ რომელიმე წმინდანი, ალბათ არ შემეწინააღმდეგებით, რომ თვითონ კი არ იწერს პირჯვარს, არამედ აკურთხევს მორწმუნე ადამიანს. გულწრფელად მიპასუხეთ თქვენი აზრით შეტპებული სამი თითით თუ გაშილი ორი თითით აკურთხებენ ისინი მორწმუნეებს?"

მოვიძიებ და დავდებ მოწამეების ხატებს რომლებიც 2 თითით იწერენ პირჯვარს, მინახია და ზუსტან ვიცი.

agmsarebeli - აი ნახე ძველმართლმადიდებელო. ათონის მთის ეს ხატი რას გვიჩვენებს.



დიდაქეზე იმას გეუბნებოდი, რომ კლიმენტი ალექსანდრიელი თავის თხზულებაში ,,სტრომატები” მას წმინდა წერილად მოიხსენიებს და მოჰყავს ზუსტი ციტატა დიდაქედან.მელეტიზე თავს არ ვარიდებ, მოგვიანებით დავუბრუნდები. რადგან, სანამ ივერიიელებს ივერიის ხატის ნაკლებ სიყვარულს გვწამებენ არ შეიძლება სხვა რამეზე გადართვა.

mata (church.ge) - რავიცი, რავიცი... ვკითხულობ ამ თემას და ვერ გავიგე რა უპირატესობა აქვს ორი თითით პირჯვრის წერას, ან სამი თითით.... ნუ თუ იმას გავითვალისწინებთ რომ დღეს სამი თითით იწერს პირჯვარს უმეტესობა, მაშინ dzvelmartlmadidebel-ს რომ გული არ დავწყვიტო, მე პირადად აწი ორი თითით გადავიწერ პირჯვარს. ჩემთვის არანაირი მნიშვნელობა არა აქვს ორ თითს შევატყუპებ თუ სამს. ბოლო ბოლო კაცმა ამდენი დაწერა, ამდენი იკამათა და დავუფასოთ შრომა.

პ.ს. უი, უი, ეხლა გამახსენდა მამა აკაკი (მეტეხის ეკლესიაში) ორი თითით იწერდა პირჯვარს. ზუსტად მახსოვს ატყუპებდა ცერას და არათითს.

არა ვსო, ორი თითით ვიწერ მეც აწი პირჯვარს. მადლობა dzvelmartlmadidebelო ინფორმაციისთვის.

afxazi - იმიტომაც არ დავხურე ეს თემა, მაშინ როცა ცხარე კამათი გაიმართა და ერთმანეთს ცინიზმით დაუწყეს მიმართვა. ვფიქრობ ერთ-ერთი ინფორმაციული თემაა. ასეთი თემები კი არ გვაწყენდა.

mata - ნამდვილად.

damiane80 - (ციტატა) (mata): "ზუსტად მახსოვს ატყუპებდა ცერას და არათითს". რაიო?? ეგ ახალია რამე თუ კურთხევის წესზე ამბობ, ვერ გავიგე.

mata - რავიცი ორი თითით იწერდა პირჯვარს ლოცვის კითხვისას მამა აკაკი. დააკვირდით აბა თქვენც.

damiane80 - (ციტატა) (ძველმართლმადიდებელი): "საინტერესოა აღინიშნოს, რომ იღუმენ კირილეს ზუსტად ისეთივე დამოკიდებულება აქვს სამ თითთან, როგორც ჩვენ. და ამტკიცებს, რომ ორი თითი საუკეთესოდ გამოხატავს ქრისტეს ღმერთკაცობისა და წმიდა სამების ერთობის ძირითად, მართლმადიდებლურ დოგმატებს. მასალა აღბულია საიტიდან:

http://www.portal-credo.ru/site/?act=news&id=70214&cf=

კაცოუ, შენ მე გამაგიჯებ.

ეს სტატია მეც ვნახე, და ადრე დავდები კიდეც ამ თემაში, მაგრამ, ახლა შენ ვერც კი ხვდები შენსავე საწინააღმდეგო არგუმენტს, რომ დებ. იღუმენი კირილე, რომლის სტატიაც აქ მოგყავს, რომელ ეკლესიის მღვდელმსახუირიოა ხომ ვერ მეტყვი???

აქ რომ ამბობ:

"იღუმენ კირილეს ზუსტად ისეთივე დამოკიდებულება აქვს სამ თითთან, როგორც ჩვენ".

მითხარი ერთი იღუმენი კირილე 3 თითიან წყობას სადმე მიიჩნევს მწვალებლურად??? აბა როგორა აქვს შენნაირი დამოკიდებულება? აი ეს კაცი რას იმოწმებს: "1971 წლის კრებამ ძველი და ახალი წესები თანაბარმნიშვნელოვნად აღიარა". და ნეტავ თქვენ მართლაც იღუმენივით დამოკიდებულება გქონდეთ ამ საკითხისადმი. ძველი წესების დაბრუნებას რაც შეეხება, სიამოვნებით, თუ ეს იქნება მთლიანად ეკლესიის გადაწყვეტილება (ისევე როგორც 3 თითის პირჯვრის წერის დამკვიდრება) და არ გამოიწვევს განხეთქილებას.

და კიდევ, სერაფიმე საროველის მაგალითი რომ მოგყავთ აქ, თქვენ არ იყავით წმინდანად არ ვცნობთო, თუ მეშლება რამე??? თუ სერაფიმე საროველი თანაუგრძნობდა ძველმოწესეებს და იმავდროულად ახალი ეკლესიის უდუდესი მამა იყო, ეს სწორედ იმის დასტურია, რომ პირჯვრის წერის წესი არ არის დოგმატური ცდომილება და ამ საფუძვლით ეკლესიის გახლეჩა, არასწორია.

(ციტატა) (mata)- "რავიცი ორი თითით იწერდა პირჯვარს ლოცვის კითხვისას მამა აკაკი. დააკვირდით აბა თქვენც".

რომელი 2 თითით ცერით და არათითით?

mata - კიი damiane მაგ ორი თითით.

damiane80 - აბა ეგ წესი, არ არის ისეთი, როგორც ძველმართლმადიდებელი ამბობს, 2 თითში იგულისხმება საჩვენებელი და შუა თითი ძველმართლმადიდებლურად... ასე რომ...

mata - ააა იმენნა საჩვენებელი და შუა უნდა შევატყუპო?! სხვა არა? ორი თითიო და არა სამიო... მე ვიფიქრე ორ თითზე ოყო საქმე მაინცდამაინც და არა სამზე. მოიცა ვსინჯო აბა...

ეეეეე რანაირად?? რაღაც მოუხერხებელია

ძველმართლმადიდებელო დამეკრუნჩხა თითები . რა არის ეს რეებს გვასწავლი?

terra (church.ge) - მეც ვცადე და ჩტოტა ნე ტო.

mata -ხოო აშკარად. თან გადავიწერე ეგრე და ავიბლანდე სულ.

ხალხო, თუ ზუსტად მაგ ორ თითზეა საუბარი მემგონი ცუდათაა ჩვენი საქმე.

ადრე ფილმი რო გადიოდა "სახლი ძველ უბანში" ხო გახსოვთ? აი იქ რომ იყვნენ მურმან ჯინორია და საღარაძე ხო იცით ვინც იყვნენ ეგენი - სატანისტები... აი იმათ ეჭირათ ხოლმე ეგრე თითები. ღმერთო მაპატიე თუ რამეს ვცოდავ, მარა მართლა ეგრე ეჭირათ ხოლმე თითები და რა ვქნა. რა ხდება აქ ვერგავიგე.

Tatusi - (ციტატა) (მატა): "ადრე ფილმი რო გადიოდა "სახლი ძველ უბანში" ხო გახსოვთ? აი იქ რომ იყვნენ მურმან ჯინორია და საღარაძე ხო იცით ვინც იყვნენ ეგენი -სატანისტები .. აი იმათ ეჭირათ ხოლმე ეგრე თითები".

კარგი რა, კარგი რა, კარგი რა... ისედაც ავირიე ამდენ წყაროებში და რა დროს კრეტინულ ფილმზე ლაპარაკია... ფილმში რა იყო რა მნიშვნელობა აქვს, ამისთანა პოლემიკაა გაჩაღებული.

mata - Tatusi, რავიცი, აბა რატო შვებოდნენ ეგრე თითებს ისე პროსტა?? ნუ არ ვიცი მარა ფაქტია რო ეგრე შვებოდნენ. მე მაშინ პატარა ვიყავი და ვბაძავდი ხოლმე, მაქედან დამამახსოვდა თორე ან საიდან უნდა მხსომებოდა. პატარა ხო იცი, ყველს ბაძავს, ხოდა მეც მახსოვს რომ ვვარჯიშობდი ხოლმე და მინდოდა ზუსტად ეგრე დამეჭირა თითები, როგორც მათ. ხოდა ეხლაც გავაკეთე, ზუსტად ეგრე, (აქ როგორც ეწერა)მეთქი აბა ვსინჯოთქო და უცბად ამომიტივტივრა ეგ ფილმი...

აუ მე კიდე ეგრე გადავიწერე ეხლა პირჯვარი. ამ უწმინდურს ეგ მინდოდა კიდე?!

afxazi - ერთ საინტერესო რამეს წავაწყდი. წმინდა ბარბარეს ცხოვრება ორჯერ თარგმნილა ქართულად. ერთი ეს იყო ექვთიმე ათონელის მიერ, ხოლო მეორედ სავარადუდოდ იოანე პეტრიწის მიერ. აი ამონარიდი ამ ცხოვრებიდან (ახალქართულად). ერთხელ ბარბარე ბაღში სეირნობდა, სადაც მამამისის ბრძანებით აბანოს აშენებდნენ. ბარბარე მივიდა, თითით გამოსახა ჯვარი მარმარილოზე და აი, სასწაული! ამოხეთქა იქ წყალმა, რომელმაც შემდგომ მრავალი სნეული განკურნა, მრავალი სასწაული მოახდინა. ჯვარი მარმარილოში ამოკვეთილივით დარჩა, ასევე დარჩა ბარბარეს ნატერფალიც. http://www.orthodoxy.ge/tveni/dekemberi/04-barbare.htm

ანუ აქ ნახსენებია თითი მხოლობითში და არა მრავლობითში. ანუ ბარბარე ჯვარს გამოსახავდა ერთი თითით (რომლით ამას ამ შემთხვევაში არა აქვს მნიშვნელობა). შეგახსენებთ წმინდა ბარბარე III საუკუნის მოწამეა.

netvorc - მაგაში არც არავინ გედავება, მაგაზე წინა პოსტებში გაგცათ პასუხი ძველმართლმადიდებელმა, მაგალითიც მოიყვანა პურის მცხობელზე. აქ საუბარია პირჯვრისწერაზე და კურთხევაზე, არავინ პირჯვარს ერთი თითით არ იწერს გარდა მონოფიზიტებისა და არც აკურთხებს.

sopo... - თუ შეჩვენებულია ჯვრის გამოსახვის ყველა ფორმა გარდა ორი თითისა (არსენ იყალთოელის მიხედვით ვინც არა დასწერდეს ჯვარსა შეჩუენებულ იყოს) და ეს არის ღვთის ნება ოდითგან, - ის პურის მცხობელი, ძველი ქრისტიანები და წმ ბარბარე ღმერთმა შეაჩვენა...? შეიძლება წმინდანს ეს არ ცოდნოდა, თუ ეს არის ქრისტიანობა და დომატური საკითხი..?ნებისმიერი ჯვრის გამოსახვა ნივთზე თუ ადამიანებზე არის კურთხევა ჯვრის ძალით და სამების მადლით, ჯვრის გამოსახვა ისე უბრალოდ და კურთხევა სხვა და სხვა რამე იყოს ასეთი კლასიფიკაცია ჯერარ გამიგია...

"Сейчас многие считают православными и раскольников-старообрядцев. В книге о преподобном Серафиме Саровском описан такой случай: к преподобному Серафиму пришли ревнители старообрядчества и спросили его о двуперстном сложении и о том, какая вера лучше: нынешняя церковная или старая? И он ответил им: «Слагайте персты во имя Святой Троицы и оставьте свои бредни!» Известно, что через преподобного Серафима говорил Святой Дух! А как же совместить это с решениями Собора, который снял все анафемы со старообрядцев?

- Я не знаю, как это совместить с решениями Собора. Святые Отцы и угодники Божии всегда считали старообрядцев раскольниками. Причем Собор XVII века, наложивший анафему на старообрядцев, наложил ее до их покаяния. Покаяние со стороны раскольников не было принесено. Поместный Собор 1971 года так поступил, чтобы дать им возможность раскаяться и «оставить свои бредни». Но они не захотели и в очередной раз оттолкнули протянутую им руку. Я более придерживаюсь мнения преподобного Серафима Саровского относительно старообрядцев, а также всех согласных с ним угодников Божиих, коих было очень много: это и святители Димитрий Ростовский, Игнатий (Брянчанинов), Феофан Затворник, Филарет (Дроздов) и преподобный Паисий (Величковский). Как говорят богословы, в этом вопросе мы имеем consensus patrum. Старообрядцы - есть несомненно раскольники, никакого литургического общения с ними быть не может. И все каноны, установленные Церковью по отношению к раскольникам, полностью относятся и к старообрядцам, поскольку это совершенно не Православная Церковь. Надо сказать, что старообрядчество, которое кичится именно своей истинной «древлеправославной верой», на самом деле есть новшество XVII века - ни много, ни мало. Об этом подробно писалось и в журнале «Благодатный Огонь» (№ 2, 4. - Ред.). Именно наша Церковь держит веру такой, какова она завещана нам апостолами, - православную веру, а так называемые «глаголемые старообрядцы», будь то поповцы или беспоповцы, ее видоизменили (см. Послесловие ред. I).

მე ეს ვნახე. ეხლა ვხვდები რა ნიშნით "უყვართ " წმინდანები და მოძღვრები. ობიექტურობისგან შორსაა ეს ყველაფერი... რავიცი...

ბადრი - მოთმინებით ველი #359-ე პოსტზე პასუხს. ნუ 360-ეც ძმაა მისი.

netvorc - მოწამე ქრისტეფორე პირჯვარს იწერს III საუკუნე.

http://b.pix.ge/r/0xaxv.jpg




Святой Христофор Псеглавец. Византийская икона.Святой мученик Христофор жил в III в. н. э. и пострадал при императоре Деции Траяне. Обратил в истинную веру до 50 000 человек.Святой был высокого роста и обладал необыкновенной силой. По преданию, первоначально имел красивую наружность, но, желая избегнуть соблазна, просил Господа дать ему безобразное лицо, что и исполнилось. В провославной иконографии Св. Христофор обычно изображается с собачьей головой (псеглавец).

Еще до крещения исповедовал веру во Христа, обличал тех, кто преследовал христиан. Деций прислал за ним 200 воинов, мученик подчинился и вместе с ними направился к императору. По пути произошли многие чудеса: в руках святого расцвела сухая трость, по молитве умножились хлебы. Сопровождающие его воины уверовали во Христа и были крещены вместе с мучеником антиохийским епископом Вавилой.Деций решил хитростью заставить Христофора отречься от Христа и призвал двух женщин-блудниц. Но они были обращены Христофором к вере во Христа и объявили себя христианками, за что были подвергнуты истязаниям и скончались мученицами.

Император приказал бросить святого в раскаленный медный ящик, но он не испытывал страданий. После многих истязаний Христофору отсекли голову мечом. Это произошло в 250 г. н. э., в Ликии.Впоследствии мощи святого Христофора были перенесены в Толедо, а позднее - в аббатство Сен-Дени во Франции.

ბადრი - რა უცნაური სახეა?

terra - ბადრი, ეს არის მოწამე ქრისტეფორე (+250) (9 (22) მაისი).

წმიდა მოწამე ქრისტეფორე (+250) აღესრულა იმპერატორ დეკიუსის (249-251) დროს. წმიდა ქრისტეფორე მაღალი, არაჩვეულებრივი ძალის კაცი იყო, სახე კი მხეცისმაგვარი ჰქონდა. გადმოცემით, წმიდანი თავიდან საოცრად ლამაზი იყო, მაგრამ არ სურდა თავისი გარეგნობით სხვები ეცდუნებინა და უფალს შეევედრა, მისთვის სახე დაემახინჯებინა. ერთხელ იმპერატორმა ბრძანა, მისთვის მოეგვარათ ქრისტიანთა ქომაგი რეპრევი (ასე ერქვა წმიდანს ნათლობამდე). იგი უსიტყვოდ დამორჩილდა ბრძანების შესასრულებლად გამოგზავნილ 200 მხედარს. გზად სასწაულები აღესრულა: წმიდანის ხელში გამხმარი ხელჯოხი აყვავდა, მისი ლოცვით პური გამრავლდა. სასწაულების ხილვით გაოგნებულმა რეპრევის მხლებელმა მეომრებმა ირწმუნეს ქრისტე და წმიდანთან ერთად მოინათლნენ ანტიოქიის ეპისკოპოსის ბაბილას მიერ. იმპერატორმა გადაწყვიტა, ცბიერებით მოედრიკა წმიდანი. მან ორი მეძავი - კალინიკია და აკილინა მიუჩინა წმიდა ქრისტეფორეს და უბრძანა, კვლავ წარმართობისკენ მოექციათ წმიდანი, მაგრამ მან ქალები თავად გადმოდრიკა ქრისტეს სჯულზე. დეკიუსმა წამებით მოაკვდინა ქალებიც და 200 მხედარიც. შემდეგ ბრძანა, გახურებულ ღუმელში ჩაეგდოთ წმიდა ქრისტეფორე, მაგრამ მოწამე ღვთისგან უვნებლად იქნა დაცული. ხანგრძლივი წამების შემდეგ წმიდა ქრისტეფორეს თავი მოჰკვეთეს. თავისი სასწაულებით წმიდა ქრისტეფორემ 50000 წარმართი მოაქცია. მოგვიანებით წმიდანის ნეშტი გადაასვენეს ტოლედოში, შემდგომ საფრანგეთში, სენდენის სააბატოში ("წმიდანთა ცხოვრება", ტომი II, თბილისი, 2001 წ.).

netvorc - terra, იწერს თუ არა წმინდანი პირჯვარს ორი თითით?

Νικόλαος - თუ შეიძლება მითხარით ამ ხატზე (სურ. 31) მაცხოვრის თითების წყობა როგორია?! აშკარად IC XC.

terra - გამოიჭირა.

netvorc
- (ციტატა) (Νικόλαος): "თუ შეიძლება მითხარით ამ ხატზე მაცხოვრის თითების წყობა როგორია?! აშკარად IC XC".

რასაც გინდა ხედავ რასაც არგინდა არა, ხედავ თუ არა მოწამე ქრისტეფორეს ორი თითით რომ იწერს პირჯვარს? ჯერ ერთი IC XC(იხ. სურ. ქვემოთ) არ გამოხატავს და მეორე, მასეთი თითების წყობას გვიანდელ საუკუნეებში მიანიჭეს ეგ მნიშვნელობა, ანჩისხატის ფრესკაზე კარგად დააკვირდი თითებს ის IC XC გამოხატავს თუ IC OC , რადგან მაცხოვარს არათითი და ცერა განა გადაჯვარედინებული აქვს არამედ შეტყუპებული, უმეტესი ხატები მასეა. აი სურათი ICXC კომბინაციის. http://a.pix.ge/v/lsx26.jpg



და მერე ანჩისხატის ფრესკას დააკვირდი ასე აქვს მაცხოვარს თუ არა, რათქმაუნდა არა.

http://a.pix.ge/i/anxtw.jpg



Νικόλαος - მერე ვინ ამბობს რომ ორი თითით პირჯვრისწერა მწვალებლობაა. პირველი ვინც ძველმართლმადიდებელს გამოეხმაურა მე ვიყავი და ვთქვი რომ ეგ არის უძველესი წესი, მაგრამ სამი თითით პირჯვრისწერა არ არის დარღვევა!!! იქნებ ამ ხატზეც თქვა არ არიო IC XC?



netvorc - ეხლა შენ ანჩისხატის ფრესკაზეც ICXC კითხულობ? ზედა კომბინაცია და ანჩისხატის ერთი და იგივეა?

Νικόλαος - შევასწორე, შეგიძლია ნახო. თან დიდათაა კარგად რომ ნახოს ხალხმა

netvorc - ძველმართლმადიდებელმაც და მეც დაგიდეთ ფაქტები, ზოგი იძახის ერთი ხატი მაინც მაჩვენეო ზოგი კანონებით დამიმტკიცეო, ერთიც გავაკეთეთ და მეორეც, ასევე მოიყვანა ძველმართლმადიდებელმა ისტრიული ფაქტი როგორ აძლევენ შენიშვნას სამითითით პირჯვრისწერაზე ქართველებს, მეტი რა ფაქტი გინდათ? მაინცდამაინც სასწაულს ელოდებით?

Νικόλαος - მაგეებზე პასუხი ბევრჯერ გაიცა და მე ამ ხატზე ველი პასუხს. არის თუარა IC XC ??? ანჩისხატზე რადგან კამათობ იმის გამო რომ ტითები სწორადაა, იქნებ ამაზეც თქვა მოდრეკილი არააო? შეგახსენებ ეს ძველი ხატია.

netvorc - შენი დადებული ხატი საერთოდ არ ჩანს არ გახსნილა. ესეც საკმარისია.



Νικόλαος - კარგი შევასწორე უფრო პატარა ზომა დავდე. და რა არის საკმარისი? თუ გინდა მითხრა რომ ორი თითით პირჯვრისწერას მწვალებლობად მივიჩნევ? იცი რა? ზემოთ შავათ დავწერე რომ კარგად დაგენახა და ძალიან გთხოვ ნახე ჩემი პოზიცია ორი თითით პირჯვრისწერაზე გამეორებას არ ვაპირებ.

netvorc - (ციტატა) (Νικόλαος)იქნებ ამ ხატზეც თქვათ IC XC არააო (იხ. სურ. № 35)? მერე ვინ ამბობს რომ ორი თითით პირჯვრისწერა მწვალებლობაა. პირველი ვინც ძველმართლმადიდებელს გამოეხმაურა მე ვიყავი და ვთქვი რომ ეგ არის უძველესი წესი, მაგრამ სამი თითით პირჯვრისწერა არ არის დარღვევა!!! იქნებ ამ ხატზეც თქვა არ არიო ICXC?

ამ ხატზეც თუ აკვირდები, არათითი ებჯინება ცერა თითს, IC XC კომბინაცია ზემოთ მოგიყვანე ანუ არათითი უნდა კვეთავდეს ცერა თითს.

(ციტატა) (Νικόλαος): "კარგი შევასწორე უფრო პატარა ზომა დავდე. და რა არის საკმარისი? თუ გინდა მითხრა რომ ორი თითით პირჯვრისწერას მწვალებლობად მივიჩნევ? იცი რა? ზემოთ შავათ დავწერე რომ კარგად დაგენახა და ძალიან გთხოვ ნახე ჩემი პოზიცია ორი თითით პირჯვრისწერაზე გამეორებას არ ვაპირებ".

netvorc - მე მინდა დაგიმტკიცოთ რო სამი თითით პირჯვრისწერა არაა მართლმადიდებლური, მითხარი მსოფლიო კრება როდესაც 2 თითით პირჯვრისწერა შეცვალეს სამით, ვერ მეტყვი იმიტომ რომ ასეთი რამე არ არსებობს, ჯერ ბერძნები მიაჩვიეს მერე ქართველები და რუსები კიდევ მაგის გულიზე გაჟლიტეს მე 17 საუკუნეში.

Νικόλαος - აი ვფიქრობდი რა უნდა დამეწერა რა? მართლა სასწაულს ხო არ ელოდები? ცხადად ჩანს რაც არის ჩადებული მაგ წყობაში! ეხლა დაიწყე უნდა კვეთავდეს თუ არა. ეს არის ხატი მეგობარო! ხომ ხედავ რომ ჩასაბღაუჭებელი არაფერი დაგრჩა და მხოლოდ მეუბნები რომ სამი თითით პირჯვრისწერა არაა მართლმადიდებლური. ყველამ იცის რომ მეუბნები და მაგიტომაცაა კამათი. თუ ხატზე თითების გადაკვეთას ასე აქცევ ყურადღბას მაშინ მითხარი ამ ძველმართლმადიდებელის მიერ დადებულ ხატზე ნეკა არა და ცერა თითები რატომ არაა შეერთებული?



netvorc - მთავარი არსი არის 2 თითით პირჯვრისწერაზე ის რომ, 2 თითი უნდა იყოს გაშლილი და სამი მოკეცილი, რაც შეეხება IC XC აქ მთავარი აქცენტი მის გადაკვეთებში მდგომარეობს ანუ ეს კომბინაცია უნდა გააკეთო აუცილებლად, მიყურებია რეალში თუ როგორ აქცევენ მნიშვნელობას მოძღვრები, განა ისე გამოხატავენ როგორც ანჩისხატზეა ან სხვა ხატებზე, არამედ კონკრეტულად ასე:



ძველმართლმადიდებელი


პასუხები:


ნაწილი პირველი

(ციტატა) (agmsarebeli): 1) ისევ თავს არიდებ დოქიარის ხატს! სირცხვილი მხოლოდ ისაა, რასაც შენ ამტკიცებ, თითქოს რუსები მეტ პატივს მიაგებდნენ ივერიეიის ხატს, ვიდრე ჩვე. ეს არის შენი სუბიექტური მოსაზრება ამ შემთხვევაში არგუმენტად ვერ გამოგადგება. ცილისწამებაა ისიც, თითქოს საპატრიარქომ მოგვატყუა, ესეც პირადი აზრია და თავს ნურავის ახვევ. დოქიარზე მიპასუხე, მაინტერესებს რას იტყვი აღიარებ თუ თავს აარიდებ. აი ნახე ძველმართლმადიდებელო. ათონის მთის ეს ხატი რას გვიჩვენებს.



ძველმართლმადიდებელი - მე თავს არაფერს ვარიდებ. რომ ავარიდო თქვენ იფიქრებთ რომ პასუხი არ მაქვს და ჩამჭერით. აი, შენც, მიმოწმებ დოქიარის ხატს და ფიქრობ, რომ დიდი აღმოჩენა გააკეთე. მინდა გითხრა, რომ "კოვზი ნაცარში გივარდება..."

ჯერ ერთი იმიტომ, რომ შენს მიერ დამოწმებული ხატი არ აჩვენებს სახელობით წყობას. აქ არათითი და ცერი პირდაპირ არის მიერთებული ერთმანეთთან, სახელობითში კი ისინი გადაჯვარედინებულია ვითომცდა ასო X-ს წარმოსაჩენად. აქ კი უმალ ასო O წარმოჩინდება. ეს კი უცნობია ვისი სახლის გამოხატულებაა, ვინ არის IC OC? არავინ! თქვენს მაცხოვარს თუ ეს სახელი ქვია, მომიტევეთ, მე მას არ ვაღიარებ. ჩემს მაცხოვარს ჰქვია იესუ ქრისტე, რაც ხატებზე გამოისახება ტიტლოსით: IC XC.

და მეორე: იხილეთ დოქიარის სხვა ხატი, დედანი, ჭეშმარიტად ათონური.



სრულიად ცხადია, რომ აქ ხატზე გამოსახულ მაცხოვარს, თითები შეკრული აქვს ორთითიანი წყობით.

(ციტატა) (აღმსარებელი): "2) დიდაქეზე იმას გეუბნებოდი, რომ კლიმენტი ალექსანდრიელი თავის თხზულებაში ,,სტრომატები” მას წმინდა წერილად მოიხსენიებს და მოჰყავს ზუსტი ციტატა დიდაქედან".

ძველმართლმადიდებელი - დიდაქეზე საკმაოდ ვრცელი სტატია დევს ჩვენს საიტზე და იქნებ გასცნობოდი მას? აქ რომ დავიმოწმო ჩემი პასუხი უსაშველოდ გაიზრდება... მოკლედ კი გეტყვი... ის "დიდაქე", რომელიც ხელთ ეპყრა წმ. კლიმენტის დაიკარგა... ხოლო რომელიც XI თუ XII საუკუნეში აღმოაჩინეს იყო გადაწერილი ასლი... თან არასრული... შენ მწერ რომ წმ. კლიმენტი მას აღიარებდა... იმასაც კი ამბობ წმ. კლიმენტისაც მწვალებლად ხომ არ შერაცხავო... ღმერთმა დამიფაროს... მაგრამ, მოდი და იმ მამებსაც გაეცანი, რომლებიც ამ "დიდაქეს" არ მიიჩნევდნენ წმიდა და ავტორიტეტულ წიგნად: "ყველაზე უმთავრესი მაინც ის არის, რომ "დიდაქე", ანგარიშგასაწევ ძეგლად არ აღიარა თვით მსოფლიო მართლმადიდებლურმა ეკლესიამ. ამ ფაქტს ერთხმად აღიარებენ მართლმადიდებლობის სახელით მოღვაწე მკვლევარები. "როგორც ჩანს, - წერს ცნობილი პატროლოგი ა. ი. სიდოროვი, - მე-5 საუკუნიდან "დიდაქე" საეკლესიო გამოყენებიდან გამოდის, წყვეტენ მის კითხვას და გადაწერას... ეს შეიძლება აიხსნას იმით, რომ ეს ნაწარმოები "სახელმძღვანელო" წიგნად დაიწერა ერთი რომელიმე ადგილობრივი ეკლესიისთვის, რომელიც შემდგომ სხვა თემებშიც გავრცელდა, მაგრამ მსოფლიო საეკლესიო ცნობიერების მიერ აღიარება ვერ მოიპოვა" (А. И. Сидоров. "Курс патрологии", изд. "Русские огни" 1996 , с. 55). "დიდაქეს" უძველესობაში ეჭვი შეჰქონდათ ევსები კესარიელს (IVს), წმ. ანასტასი ანტიოქელს († 599), წმ. ნიკიფორე კონსტანტინოპოლელს († 828), ხოლო წმიდა და უგანათლებულესმა პატრიარქმა ფოტიმ († 891) თავის საკმაოდ ვრცელ "ბიბლიოთეკაში" "დიდაქე" ყურადღების ღირსადაც კი არ ჩათვალა ("Учение 12 апостолов", изд. Учебно-информативный, экуменический центр апостола Павла. 1996 г. Введение, стр. 39).

(ციტატა) (აღმსარებელი): "3) მელეტიზე თავს არ ვარიდებ, მოგვიანებით დავუბრუნდები. რადგან, სანამ ივერიიელებს ივერიის ხატის ნაკლებ სიყვარულს გვწამებენ არ შეიძლება სხვა რამეზე გადართვა".

ძველმართლმადიდებელი - ნუ გეწყინება! მეც ქართველი ვარ და მინდა რომ ჩემს ქვეყანაში უფრო მეტად უყვარდეთ ღვთისმშობელი, ვიდრე სხვაგან მთელს მსოფლიოში... ისე, თუ რუსებს ასე უყვართ ივერიის ღვთისმშობელი ცუდი ამაში არაფერია, ნეტავი საქართველოც ჩვენზე მეტად უყვარდეთ... არ წაგვართმევდნენ ტერიტორიებს და მთელი ორასი წელი ჩვენი ჯიჯგნით არ შეიქცევდნენ თავს...

(ციტატა) (afxazi): "1) არსენ იყალთოელის გამონათქვამის შესახებ უფრო კომპეტენტურ ადამიანებს ვკითხავ და მათგან მოვისმენ ამ ფრაზის შესახებ განმარტებას. ასე ამოგლეჯილად არ მინდა მაგ ფრაზას შევეხო."

ძველმართლმადიდებელი - აქ არაფერია ამოგლეჯილი. აბსოლუტურად არაფერი. ეს არის კანონი. განწესება. სამწუხაროდ არ მახსოვს რიგით რომელია. ის იწყება და მთავრდება ისე, როგორც მოტანილი მაქვს. წინ არ უსწრებს სხვა მსჯელობა და არც რამე სჯა-ბაასი აგრძელებს. ეს ფორმულა მდებარეობს მონოფიზიტთა მიღების წესში, რომელიც ძველბერძნულ კურთხევანში იყო. მიღების ეს წესი არსენიმ იქიდან აიღო, რადგან, ცნობილია, რომ "დოგმატიკონი", ძირითადად სომხური მწვალებლობის წინააღმდეგ შედგა, რომელიც მონოფიზიტ-იაკობიტთა მწვალებლობას იმეორებდა. მე შევეცდები მთლიანად დავდო მონოფიზიტთა მიღების ეს წესი. მოვიპოვებ მას და დავდებ.
(ციტატა) (afxazi): "2) მოდი განვასხვავოთ ერთმანეთისგან საპატრიარქო და ეკლესია".

ძველმართლმადიდებელი - დიახ, საპატრიარქო ადგილობრივი ეკლესიის ნაწილია, მისი მეთაურია, მაგრამ, ის პასუხისმგებელია იმაზე, რაც ეკლესიაში ხდება. შესაძლოა ჩვენ პასუხი არ მოვთხოვოთ მას ზოგიერთი მღვდლის უღირს საქციელზე, მაგრამ, როდესაც საპატრიარქო არავითარ რეაგირებას არ ახდენს უღირს მღვდელმსახურებზე, მაშინ დგება საკითხი, არის კი ასეთი ეკლესია ეკლესია? და თუ საპატრიარქომ არ მოითხოვა მკაცრი დაცვა გადმოცემებისა, ზნეობისა და ა. შ. თუ რიგით ერისკაცებს საეკლესიო საქმეებში ჩაურევლობას ასწავლიან "არ განიკითხოს" პრინციპით... მაშინ, გეკითხებით, ვინ უნდა დაიცვას ეკლესია, მრევლი, ჭეშმარიტება? სად იქნება აქ ეკლესია? აი, რაზეა ლაპარაკი...

(ციტატა) (afxazi): "3) საკითხები განვიხილოთ მართლმადიდებლური ეკლესიის ჭრილში და არა საპატრიარქოს ამა თუ იმ საქციელში".

ძველმართლმადიდებელი - ცხადია, ასეც უნდა ვქნათ, მაგრამ, როდესაც ვერ ვხედავთ ამ "ეკლესიას", რადგან მას უკრძალავენ აქტიურობას რელიგიურ ცხოვრებაში, ხოლო საპატრიარქო დუმს (და ზოგჯერ თვითონაც ბევრ რამეს არღვევს), როგორ ან რომელი "ეკლესიის" ჭრილში განვიხილოთ ესა თუ ის საკითხი? თქვენმა საპატრიარქომ ის ქნა, რომ მთელი პასუხისმგებლობა ეკლესიაზე თვითონ აიღო. თქვენს ერისკაცებსაც ასე სჯერათ და როდესაც საპატრიარქოს პასუხისმგებლობა დგება, პასუხს სთხოვენ ხალხს, რომელიც გულწრფელად და გულუბრყვილოდ ენდობა თავის მწყემსებს... როგორი უსამართლობაა, არა?! ხალხს ვასწავლიდეთ თქვენი საქმე არ არის სასულიერო პირთა განკითხვა და საეკლესიო საქმეებში ჩარევა და როდესაც რამე დარღვევაზეა ლაპარაკი, ჯოხი მაინც ცხვარივით მორჩილ ხალხზე ტყდება... აქ ვეღარ ვხედავთ ეკლესიას... მოგვიტევეთ, ეს სიტყვები დიდი გულისტკივილით იწერება...

(ციტატა) (afxazi): "რა მაინტერესებს იცი. იმ ხატებზე, რომლებზეც იძახით, რომ ორი თითით პირჯვრის გამოსახვაა დადასტურებული. აქ ყველგან არის სამი თითი შეტყუბებული, ორი კი გაშლილი. ყველა ამ ხატზე, მაცხოვარი თუ რომელიმე წმინდანი, ალბათ არ შემეწინააღმდეგებით, რომ თვითონ კი არ იწერს პირჯვარს, არამედ აკურთხევს მორწმუნე ადამიანს. გულწრფელად მიპასუხეთ თქვენი აზრით შეტპებული სამი თითით თუ გაშილი ორი თითით აკურთხებენ ისინი მორწმუნეებს?"

ძველმართლმადიდებელი - ძალიან გამაკვირვე აფხაზ. მე სპეციალურად დავათვალიერე "ნეტვორკის" მიერ დამოწმებული საიტი. ერთის მხრივ, სასიამოვნოდ გამიკვირდა ამდენი ახალი, ლამაზი, მშვენიერი ქართული ხატი, რომლებზეც მაცხოვარს და წმინდანებს თითები შეკრული აქვთ ორთითიანი წყობით... როგორც ჩანს ქართული ცნობიერება მაინც ძველ ჩვეულებას ელტვის... თავისი ძველი და ტკბილი, ბუნებრივი ფესვები ენატრება... და მეორეს მხრივ, შენი მტკიცება თითქოსდა აქ არსად არის ორი თითი...

ერთს გეტყვი... საერთოდ, ხატწერა არ არის სტატიკური ხელოვნება... ის დინამიურია, "მოძრავია", ამიტომაც არის ხატებზე თითების წყობა სხვადასხვაგვარად... მართალია არის ისეთი წყობებიც, რომელთა წარმომავლობა უცნობია, მაგრამ წყობები მართლაც მრავალგვარია... ავიღოთ თუნდაც ორთითიანი წყობა... დააკვირდი, გინდ ძველ, გინდ ამ ახალქართულ ხატებს... ხატმწერლები სხვადასხვაგვარად გამოხატავენ მას... ზოგან სამი თითი (ნეკა, არათითი და ცერი) ერთ წერტილშია შეერთებული, ზოგან ცერი გადადებულია ნეკასა და არათითზე, ზოგან გვერდიდან არის მიერთებული... ანუ, თითების წყობა ორთითიან წესშიც სხვადასხვაგვარად არის გამოხატული, მაგრამ ეს ერთი წესია... ამიტომ, ნუ დავიხვევთ თითზე ამ მრავალფეროვნებას...

(ციტატა) (ბადრი): "1) "ნუ განიშორებს" განმიმარტეთ რა".

ძველმართლმადიდებელი - "ნუ" აქ რუსული ნაწილაკი ხომ არ გგონია? ეს ქართული სიტყვაა, მაგალითად, 50-ე ფსალმუნში წერია: "ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმიდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან". ქართველი თუ ხარ, რა არის შე კაი კაცო აქ გაუგებარი?

(ციტატა) (damiane80): "გიმეორებ, დავუშვათ ეს წესი შემორებული იქნა მე-16 საუკუნეში, რას ხედავ მასში მწვალებლურს, თუკი იგი გამოხატავს მანამდე ისედაც მიღებულ ქრისტეს მონოგრამას ICXC".

ძველმართლმადიდებელი - რა შუაშია მწვალებლობა. ჩვენ არ ვღებულობთ იმას, რაც წმიდა მამათაგან არ გვსმენია და რაიც, ძველი, მართლმადიდებლური გადმოცემის სანაცვლოდ დამკვიდრდა. ამიტომ, მოდი, თითზე ნუ დაიხვევ ამ მონოგრამას. გასაგებად ვამბობთ, რომ სახელობითი წყობა არ უსწავლებიათ მამებს და ეს საკმარისია მის უარსაყოფად. ხატწერაზე კი დიაღაც რომ მისაღებია და არ ვეწინააღმდეგებით, რადგან სხვაა ხატმწერლობის ფუქნცია და სხვა პირჯვრისწერა-კურთხევის გაცემისა. ამ თემაზე ლაპარაკი უკვე დემაგოგიას ემსგავსება.

(ციტატა) (damiane80): "2) შენ ამ თემაში შემოხვედი და განაცხადე 2 ძირითადი პოზიცია:

1) 2 თითით პირჯვრის წერა არის ძველმართლმადიდებლური წესი და 2) სამი თითით პირჯვრის წერა არის მკრეხელობა.

რადგან შენ დასვი ეს 2 ძირითადი საკითხი, პირველ რიგში, შენვე გევალება შესაბამისი არგუმენტების მოყვანე როგორც პირველზე, ისე მეორეზე. აქედან სიმართლე უნდა ითქვას, შენ დაადასტურე,, რომ 2 თითით პირჯვრის წერა, მართლაც არის ძველი მართლმადიდებლური წესი ეს ზოგმა მანამდეც იცოდა, უმრავლესობამ შეიძლება არა, მაგრამ ეს ასეა და არავინ დაობს ამ საკითხზე, მაგრამ აი მეორე საკითხზე - რომ სამი თითით პირჯვრის წერა "მკრეხელობაა" შენ არ დაგიდვია ფაქტიურად არაფერი, გარდა შენეული განმარტებისა, რომ თითქოს ამაში სამების ჯვარცმა (ნუ იყოფინ) იგულისხმება და ამის მსგავსი..."

ძველმართლმადიდებელი - "დამიანე80", ვფიქრობ ძალზედ დიდი უსამართლობაა შენი მხრიდან თქმა იმისა, რომ "ფაქტიურად არაფერი დაგიდვია გარდა შენეული განმარტებისა". მე დავდე საკმაოდ ვრცელი მასალა ორი თითის პირჯვრისწერის სიძველის და მართლმადიდებლურობის დასამტკიცებლად. სამ თითზე მე არაფერი დამიდვია, სწორია, და არც ჩემი განმარტება მიმიცია ვინმესთვის. თუ აკვირდები, ყოველთვის ვცდილობ წმიდა მამებით შევამაგრო ჩემი ყოველი არგუმენტი.

მე გამოვდივარ ლოგიკის პრინციპიდან, რადგან იმ დროს, როდესაც პირდაპირი წყარო არ არსებობს, უნდა მიუდგე სხვა კუთხით. მაგალითად, ჩვენ ვიცით ორი თითით პირჯვრისწერის დამამტკიცებელი ფორმულა. ვიცით როგორ შეაჩვენებს ის ყველას, ვინც პირჯვარს ასე არ გადაიწერს. ეს ჩემთვის საკმარისია, რომ ყოველივე დანარჩენი, რაც ამ წესისგან განსხვავდება არ მივიღო და ჩავთვალო ამ შეჩვენების ქვეშ მყოფად. მეტი რაღა ვქნა? შენ შეიძლება გაწყნარებს ის, რომ პირდაპირ არაფერია ნათქვამი სამ თითზე, მაგრამ ეს შველის ვითომ საქმეს? მომიტევე, მაგრამ რაში გაწყობს სირაქლემას პოზაში ცხოვრება და მსჯელობა? თუ თვითონ ვერ ხედავ პრობლემას, გგონია რომ ის არ არსებობს? შეურაცხყოფად და იქედნურად ნუ მიმიღებ ნათქვამს, მაგრამ, კეთილად გირჩევს, ამოყავი თავი ქვიშიდან და სინამდვილეს თვალი გაუსწორე.

(ციტატა) (damiane80): "3) აი სწორედ ამიტომაც, პირველ რიგში, ვითხოვთ შენგან წყაროებით დადასტურებას, რომ სამი თითით პირჯვრის წერა "მკრეხელურია" (როგორც შენ ამბობ), დაგმობილია და რატომაა დაგმობილი..."

ძველმართლმადიდებელი - ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, სამი თითით პირჯვრისწერა მკრეხელურია იმიტომ, რომ მით შეცვალეს ძველი წესი პირჯვრისწერისა, რომელიც დაცული იყო ანათემით. როგორც გინდა ისე გადაიწერე პირჯვარი, ჩემი პრინციპი (და ჩვენი ეკლესიის პრინციპი) ასეთია, რაც უცხოა მართლმადიდებლობისთვის, რასაც არ გვასწავლის არც ერთი ძველი წმიდა მამა და საეკლესიო კრება, მიუღებელია. გინდ "მკრეხელური" არ იყოს.

(ციტატა) (damiane80): "4) სამი თითით პირჯვრის გადაწერაზე რატომ ამბობს უარს, შეგიძლია თქვა???, მხოლოდ იმიტომ, რომ მე-11 საუკუნეში ან უფრო ადრე ან გვიან ასე იწერდნენ პირჯვარს. იგივე წარმატებით პირველ ქრისტიანები პირჯვარს იწერდნენ ერთი თითI, ასევე პირჯვრის წერის დროს ჯვარს შუბლზე გამოისახავდნენ პირდაპირ (და არა შუბლი, მუცელი და მარჯვენა მარცხენა მკლავი)."

ძველმართლმადიდებელი - ამ შეკითხვას მე-3 პუნქტში გავეცი უკვე პასუხი. ამიტომ აღარ განვმეორდები.

(ციტატა) (damiane80): "5) აქ საუბარი თითების რაოდენობაშია კი არ არის კეთილო, არამედ შინაარსში. რა შინაარსით იწერ შენ პირჯვარს: წმინდა სამების სახელით და ქრისტეს 2 ბუნების აღიარებით. ახლა გეკითხები, რას ხედავ ამაში მიღებელს??? ან მწვალებლურს ან არსებობს კი რომელიმე წყარო ან კრება, რომელმაც სამი თითით პირჯვრის წერის წესი დაგმო".

ძველმართლმადიდებელი - სამი თითის დამგმობ წყაროებზე ზემოთ უკვე ვისაუბრე. სამი თითით პირჯვრისწერის შინაარსზეც ბევრი ვთქვი წინა პოსტებში. რამდენჯერ უნდა გაიმეორო ერთი და იგივე? ფიქრობ, რომ ამით ფონს გახვალ? რა პრობლემაა... გადაიწერე პირჯვარი სამი თითით, მე ორით დავიწერ პირჯვარს, და მერე ღმერთმა განგვსაჯოს... მე მსურს გაუწყო ის, რაც უფრო სწორი მგონია, რადგან ქრისტეანი მოვალეა მოყვასს აუწყოს სიმართლე. ეზეკიელის წინასწარმეტყველებაში წერია:

"წადი და მიდი შენი ერის შვილებთან და ელაპარაკე მათ; უთხარი, ასე ამბობს-თქო უფალი ღმერთი; გინდ მოისმინონ, გინდ ნუ მოისმენენ. როცა ბოროტეულს ვეტყვი: სიკვდილით მოკვდები-მეთქი, შენ კი არ გააფრთხილებ მას და არაფერს ეტყვი ბოროტეულს ბოროტი გზიდან ჩამოსაშორებლად, რომ გადარჩეს, მოკვდება ბოროტეული თავის უკეთურებაში და მის სისხლს შენ მოგკითხავ. თუ შენ გააფრთხილებ ბოროტეულს, მაგრამ არ მოიქცევა თავისი ბოროტებიდან და ბოროტი გზიდან, ის თავის უკეთურებაში მოკვდება, შენ კი გადარჩენილი გყავს შენი თავი.

როცა მართალი თავისი სიმართლისგან მიიქცევა და უკეთურებას ჩაიდენს, საბრხეს დავუდებ წინ და მოკვდება; თე შენ არ გააფრთხილებ მას, თავის ცოდვაში მოკვდება, არავინ გაიხსენებს მის სიკეთეს, რომელიც გაკეთებული აქვს, და მის სისხლს შენ მოგკითხავ. თუ შენ გააფრთხილებ მართალს, რომ არ სცოდოს მართალმა და ისიც არ შესცოდავს, გადარჩება, რადგან გააფრთხილებ. შენ კი გადარჩენილი გყავს შენი თავი" (ეზეკ. 3:11, 18-21).
მართალია, ეს წინასწარმეტყველს ეუწყა, ერის დარაჯს, მაგრამ ახალ აღთქმაში იგივე ვალდებულება გადადის ქრისტეან მწყემსმთავრებზე. განა ზედმეტი იქნება თითოეულმა ქრისტეანმაც საკუთარ თავზე მიიღოს უფლის ბრძანება და გააფრთხილოს მოყვასი მოსალოდნელი საფრთხისგან? ჩემი პოლემიკა თქვენთან ამ პირობით არის განსაზღვრული. მე მიმაჩნია, რომ თქვენ არასწორად იწერთ პირჯვარს, არასწორად ინათლებით და იღუპებით... შეიძლება შენ ეხლა გაიცინო ამაზე, მაგრამ მე ასე მწამს და ვასაბუთებ კიდეც ამას.

არის თუ არა ჩემი მოქმედება ზნეობრივი? - ჭეშმარიტად, რადგან თუკი ასე მჯერა, უზნეობა და ბოროტება ის იქნებოდა, რომ არ გამეფრთხილებინეთ და ჭეშმარიტი გზა არ მიმეთითებინა. წმიდა მამების თქმით ადამიანები გარეგნული ქმედებებით კი არა განზრახვით განიკითხებიან უფლის სამსჯავროზე (თითებზე ნუ გადაიტანთ ეხლა ამას, აქ ცხოვრებისეულ ქმედებებზეა ლაპარაკი). მე ჩემი თქვენდამი განზრახვა გამამართლებს (თუ ის გულწრფელად თქვენს სასიკეთოდ არის მიმართული) და თუ არ შეისმენთ ჩემსას, ღმერთმა გიშველოთ... რაც შემეძლო წარმოგიდგინე და დაგიმტკიცე...

(ციტატა) (damiane80): "6) არსენ იყალთოელის დოგმატიკონს რაც შეეხება. მისი სათაურში პირდაპირაა მითითებული, რომ იგი არის მონოფიზიტების წინააღმდეგ მიღებული. მონოფიზიტებს ჰქონდათ ერთი თითით პირჯვრის წერის წესი (რიტაც ქრისტეს ერთ ბუნებას აღიარებდნენ) და ამ შინაარსის მწვალებლობის აღკვეთის მიზნით დაიწერა, რომ პირჯვარი მართლმორწმუნემ უნდა გამოისახოს 2 თითით, ნიშნად ქრისტეს 2 ბუნების აღიარებისა. მაგრამ შემდეგ შეიქმნა სიტუაცია, რომ 2 თითით პირჯვარს იწერდნენ ნესორიანელებიც, რომელიც ამბობდნენ რომ ქრისტეს 2 ბუნება კი ჰქონდა, მაგრამ ეს 2 ბუნება ერთმანეთში შერეული იყოო. აი ამ წესისაგან გასამიჯნად ეკლესიაში მკვიდრდება სამი თითით პირჯვრის წერის წესი, თუმცა დოგმატური შინაარსის შეუცვლელად (წმინდა სამების და მაცხოვრის 2 ბუნების სახელით). ასე რომ, სანამ რაიმეს შეცვლი, გირჩევ არ აჩქარდე და კარგად გაეკვე საკითხში და არც მთავარია მის შინაარსში. არ გაინტერესებს როგორ მოხდა, რომ სტაროვერები მარტო რუსეთში და მისი გავლენის მქონე ქვეყნებში არიან?, რატომაა რომ საბერძნეთში 3 თითით პირჯვრის წერის წესი არსებობს და იქ არ არიან სტაროვერები, ასე ადვილად დათმო მთელმა საბერძნეთმა და მთელმა საქრიასტიანომ ეს ძველი წესი და მკრეხელობა აირჩია?"

ძველმართლმადიდებელი - რჩევისთვის დიდი მადლობა, მაგრამ ეს თეორია, თითების წყობის განვითარებაზე, მგონი განვიხილე. რა იყო იქ გაუგებარი? მგონი ამ თეორიაში დიდი შეუსაბამობებია. გთხოვ გადაათვალიერო ხელმეორედ და კარგად დააკვირდე იქ ნათქვამს. რაც შეეხება იმას, თუ სად არიან "სტაროვერები", მინდა გითხრა, რომ ისინი არიან ყველგან და განა მარტო იქ, სადაც "რუსეთის გავლენაა". საქართველოში არ არის რუსეთის გავლენა, აქ არიან "სტაროვერები"; აშშ-შიც არ არის რუსეთის გავლენა და "სტაროვერები" იქაც არიან; არიან კანადაში, თურქეთში, რუმინეთში, ბულგარეთში, ავსტალიაში და ბოლივიაშიც კი. და იცი რატომ არიან ამ ქვეყნებში, სწორედ იმიტომ, რომ იქ არ არის რუსეთის ზეგავლენა... არ გიკითხავს შენი თავისთვის, ასე შორს, ასეთი მკაცრი მართლმადიდებელი ქრისტეანები რამ გადახვეწა, რამ აიძულა ისინი, მოშორებოდნენ რუსეთს, თან რაც შეიძლება შორს... და თანაც ისეთ გარემოში, სადაც არასტაროვერი მართლმადიდებლებიც კი არ არიან? და არაძველმოწესე "მართლმადიდებლებზე" რას ვიტყვი, ტაიგაში, ველურ და საშიშ პირუტყვებს შორის დაიდეს ბინა, შორს ადამიანის თვალთაგან, ძველი მართლმადიდებლობა და სულისთვის ძვირფასი საეკლესიო გადმოცემები რომ დაეცვათ...

შეგიძლია წარმოიდგინო რამდენად სასტიკი იყო რუსეთის ხელი ძველმორწმუნეთა წინააღმდეგ, რომ ასე შორს და ასეთ უკაცრიელ ადგილებს აფარებდა თავს ეს სრულიად უბრალო და ჭეშმარიტად პატიოსანი ხალხი... ერთ შემთხვევას გეტყვი... სამშობლოდან დევნილმა "სტაროვერებმა" რუსეთის საზღვრებთან ახლოს, პოლონეთის ტერიტორიაზე, მდინარე ვეტკას მეორე ნაპირას დაიდეს ბინა... სამშობლოს ცნება, ხომ კონკრეტულ მმართველებს არ უკავშირდება, სამშობლო სამშობლოა... და იცი რა მოხდა? რუსეთის იმპერიულმა ცნობიერებამ, პოლიტიკურმა ინტერესმა ფიზიკური ანგარიშსწორება მოუწყო ამ ხალხს, საკუთარ ხალხს... სამჯერ გადავიდა რუსის ეგზეკუცია ვეტკას, და სამჯერ დაარბია პოლონეთის, სხვა სახელმწიფოს ტერიტორიაზე მცხოვრები საკუთარი სისხლი და ხორცი... ამის შემდეგ აიყარნენ და ავსტრო-უნგრეთს შეაფარეს თავი... მაგრამ რა, რუსის მეფე ავსტრო-უნგრეთსაც დაემუქრა და მოსთხოვა იქიდან სტაროვერების რუსეთში გამოყრა, რომ აქ თავისუფლად გასწორებოდა, თუ არა და, ომის დაწყებით დაემუქრა....

გსმენია ამგვარი სისასტიკე ჩემო ძმაო? თუ არა, რატომ გიკვირს, რომ ეს ხალხი ავსტრალიის უდაბნოებს, კანადისა და ალიასკის ყინულოვან მთებს და რუსეთის გაუვალ ტაიგებს რომ აფარებდა თავს? სხვათა შორის, ისიც არ გაგვიკვირდეს საქართველოს რომ ბომბავს რუსეთი, საკუთარ ხალხს რა უქნა და ჩვენ რას გვიზამს? შენ კი ამბობ, "სტაროვერები" სწორედ იქ არიან, სადაც რუსეთის ზეგავლენა არისო? არ იცი მათი ისტორია, არადა კარგი იქნებოდა რომ გესწავლა...

(ციტატა) (damiane80): "7) განვმეორდები და ვიტყვი: მთავარია დოგმატური შინაარსი პირჯვრის წერისა, რაც აბსოლუტურად დაცულია სამი თითით პირჯვრის წერის წესში და მისი შეცვლა (თუნდა ძველ წესზე დაბრუნება, რადგან ნესტორიანობა არარ გვაწუხებს), თუკი ეს შეიძლება განხეთქილების საფუძველი გახდეს, ჩემი აზრით, მიუღებელია".

ძველმართლმადიდებელი - დიახ, მთავარი დოგმატური შინაარსია და ის არანაირად არ არის დაცული სამ თითიან პირჯვრისწერის წესში. უკიდურეს შემთხვევაში, ორი თითით პირჯვრისწერა უკეთესია, იღუმენ კირილეს თქმით, ვიზუალურადაც კი და რა საჭიროა სამი თითით პიჯვრისწერა? თან ამას არ გვასწავლის არცერთი წმიდა მამა.

(ციტატა) (damiane80): "8) სამი თითით პირჯვრის წერა არ მოუგონებია ნიკონს, ნიკონმა შეიძლება ეს მიზეზად გამოიყენა და ეს მის სინდისზე იყოს, გარდა ამისა, ისტორიული ფაქტია, რომ რუსეთში რეფორმის პერიოდში ძველმართმადიდებლები და რეფორმის მიმდევრები მთელი 10 წლის განმავლობაში ინარჩუნებდნენ ევქარისტიულ კავშირს (სანამ კრება ჩატარდებოდა) ანუ 10 წლის განმავლობაში ერთი სამი თითით იწერდა პირჯვარს, მეორე 2-ით მაგრამ მათ შორის ევქარისტიული კავშირი არ შეწყვეტილა... და ვინ იცის ის კრება რომ არ ჩატარებულიყო და 2 თითი პირჯვრის გადამწერები არ შეეჩვენებიათ, დარჩებოდა ისე როგორც იყო - ანუ ნაწილი 2 თითი დაიწერდა პირჯვარს ნაწილი სამით, მაგრამ ყველანი იქნებოდნენ ერთი წმინდა მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის შვილები".

ძველმართლმადიდებელი - ნუ ჩააცივდები ამ 10 წელს. ეს ათი წელი მძაფრი დაპირისპირების, სისხლისღვრის და აღმსარებლობის წლებია... რომელ ევქარისტიაზეა ძმაო ლაპარაკი? რა დოკუმენტები გაქვს იმისა, რომ ამას ამტკიცებ? მე უკვე გითხარი, რომ ამბაკუმი ნიკონს ძაღლს უწოდებდა მეთქი... ხოლო რეფორმატორები დევნიდნენ და კლავდნენ მათთვის არასასურველ ძველმოწესე ქრისტეანებს. ეს ევქარისტიაა? იცი რა არის ევქარისტია? იქედნობაში არ ჩამომართვა და კიდევ ერთხელ გირჩევ: ამოიღე თავი ქვიშიდან... ნათელს შეხედე, მეგობარო, ძველმორწმუნეთა მიერ შენარჩუნებულ, ბრწინვალე, სულის განმანათლებელ ნათელს...

(ციტატა) (damiane80): "9) აქედან 2 კითხვაა, თუ სამი თითით პირჯვრის წერა მწვალებლობაა, მაშინ რით აიხსნება ასეთი ევქარისტიული ერთობა (თუნდაც ფორმალურ დონეზე)????"

ძველმართლმადიდებელი - არავითარი ევქარისტია... სხვათა შორის, დეკანოზ ამბაკუმის ცხოვრება თარგმნილია ქართულად და მინდა დავიწყო მისი კომპიუტერზე აკრეფვა, რომ ჩვენს საიტზეც დავდო და თუ შესაძლებლობა მექნა ფორუმზეც. ერთი განყოფილება ვნახე, სადაც თეოლოგიურ ნაშრომებს აგროვებენ. იქ დავდებ. იმედია ისტორიულ წიგნზე უარს არ მეტყვიან.

(ციტატა) (damiane80): "10) გარდა ამისა, არის კიდევ სხვა კითხვა, რატომ მოხდა მხოლოდ რუსეთში ასეთი განხეთქილება პირჯვრის წერის წესის გამო და სხვაგან არა, მაგალითად შეგიძლია მითხრა საქართველოში, საბერძნეთში და სხვაგან ამის გამო წამებული და ჩახოცილი ქრისტიანები პირჯვრის წერის გამო???"

ძველმართლმადიდებელი - ეგ უფრო რიტორიკულ კითხვას წააგავს. რუსეთში უფრო მკვეთრად და ერთი ხელის მოსმით მოხდა რეფორმა, სხვაგან კი ეს ნელ-ნელა, თანდათანობით მკვიდრდებოდა... თან სხვა ხალხებს, იმდროინდელ რუსებთან შედარებით პოლიტიკურადაც ძლიერ უჭირდათ (თურქები ბატონობდნენ ყველგან) და ეკონომიკურადაც. ერთი რუსეთის სახელმწიფო იდგა მყარად და მძლავრად. მიიტანეს კიდეც იერიში მასზე და დასცეს. "რომ არა ნიკონის რეფორმა, რუსეთში ოქტომბრის რევოლუცია არ მოხდებოდაო" განაცხადა ცნობილმა დისიდენტმა, სოლჟენიცინმა, რომელმაც რუსეთს ძველმოწესეთა წინაშე ჩადენილი ცოდვების მონანიებისკენ მოუწოდა...

(ციტატა) (damiane80): "11) რუსეთში ნიკონის რეფორმას პოლიტიკის სუნი უდის როგორც მე მგონია, ისევე როგორც ხშირია ხოლმე შემდგომ პერიოდშიც რუსეთის პოლიტიკის განხორციელება ეკლესიის მეშვეობით. საქართველოში რუსი ეგზარქოსები რას აკეთებდნენ ჩემგან არ გესწავლებათ და რა ვქნათ ახლა, მთელი რუსული ეკლესიის წეს-ჩვეულებები მწვალებლობად გამოვაცხადოთ..."

ძველმართლმადიდებელი - არა, რატომ? მთელი რუსეთის ეკლესიის ყველა წეს-ჩვეულება გადასაგდები როდია. თან ეს მათი წეს-ჩვეულებები როდია. ეს ყველა მართლმადიდებელის წეს-ჩვეულებაა... ჩვენი ვალია, დავეხმაროთ ერთმანეთს იმაში, რომ ჯერ თვითონ, ერისკაცები გავერკვეთ საქმის არსში (რაკიღა თქვენი მხრიდან სასულიერო პირები არ იჩენენ აქტივობას) და თუ დავრწმუნდებით, რომ უნდა დავუბრუნდეთ ძველ გადმოცემებს, ვიმოქმედოთ და მოვთხოვოთ მათ ძველი წეს-განგებებისა და გადმოცემების აღდგენა. სხვათა შორის, თქვენს ეკლესიაში ბევრს აწუხებს ლიტურგიკული ტექსტების მდგომარეობა. ბევრი მიიჩნევს, რომ ახლანდელი ლიტურგიკული ტექსტები, რომლებიც ანტონ პირველის და მისი მოწაფეების ნათარგმნია რეფორმირებული, ნიკონიანური პრაქტიკიდან, გასასწორებელია და აღსადგენია ძველი, ქართული ლიტურგიკა... მე მივესალმები ამ მონდომებას, თუ ვინმე შეუდგება ამ საქმეს, ღმერთმა დალოცოს და ხელი მოუმართოს... რაც შეეხება ეგზარქოსებს... ესენი ხომ თქვენი სულიერი ძმები იყვნენ... განა "სტაროვერებს" დაუნგრევიათ ოდესმე ვინმეს ტაძარი, ან გაუნადგურებიათ ხატები... ამას ისინი ვერც კი წარმოიდგენენ, როგორ შეიძლება ხატის შეურაცხყოფა... არადა, ეგზარქოსები თქვენი ევქარისტული ძმები იყვნენ... ისინიც, ამასწინათ რომ გვბომბავდა... რა გვაქვს საერთო მათთან?...

(ციტატა) (damiane80): "12) თქვენ ერთმანეთისაგან ვერ ასხვავებთ მართლმადიდებლურ მოძღვრებას და ცალკეული მღვდლების თუნდაც უხეშ შეცდომებს. რადგან რომელიმე მოძღვარმა არასწორი მოქმედება ჩაიდინა შენი აზრით ეს ნიშნავს, რომ მთელი მართლმადიდებლური ეკლესიური მოძღვრება მცდარია...???"
ძველმართლმადიდებელი - მინდა გამოვესარჩლო ჩემს მეგობრებს. ცხადია, ცალკეული მღვდლების ცოდვები ეკლესიას არ უნდა მოვკითხოთ. ეს ცხადია, მაგრამ როდესაც ასეთი "ცალკეული მღვდლები" მრავლადაა, თან ისე, რომ მას საყოველთაო ხასიათი მიეცემა, იქ უკვე "ცალკეულ" შემთხვევებზე ლაპარაკი შეუძლებელი ხდება. აი, რს გულისხმობდნენ ჩემი მეგობრები.

გარდა ამისა, რას მეტყვი "მართლმადიდებლურ" ტაძრებში არსებულ მასონურ-კაბალისტურ სიმბოლიკაზე? რა უნდა ებრაულ-კაბალისტურ სიმბოლიკას "მართლმადიდებლურ" ტაძრებში? უკრაინის "მართლმადიდებლურ" ეკლესიაში, რომელთანაც თქვენ ევქარისტია გაკავშირებთ, ხელი დაასხსეს მასონ მაგისტრებს... და სხვა მრავალი.... (ფოტოები იხ. აქ: https://ortodox17.livejournal.com/30063.html).

(ციტატა) (damiane80): "14) მე უბრალოდ ხატებთან დაკავშირებით ამ ხალხის ლოგიკას ვერ ვხდები. მათი აზრით: თუ ხატზე გამოსახულია 2 თითიანი წყობა, ეს ნიშნავს კურთხევის წესს, ხოლო თუ გამოსახულია სხვაგვარი წყობა (სადაც 2 თითი გაშლილია, არათითი ცერს უერთდება, ხოლო ნეკი ასევე გაშლილი და ოდნავ მოხრილი. მაგ ანჩისხატი), მაშინ ეს არაფერს ნიშნავს. უბრალოდ ემოციებს გამოხატავს, ანუ პატივცემულებს როცა აწყობთ ხატზე გამოსახულია მარჯვენა კურთხევის წესს გამოხატავს, როცა არ აწყობთ - არაფერს".
ძველმართლმადიდებელი - თქვენ ჩვენს ლოგიკას რომ ვერ ხვდებით, არა მგონია ჩვენი ბრალი იყოს...

მე ერთგან ვთქვი, რომ ხატებზე გამოსახული თითები ყოველთვის როდი გამოხატავენ პირჯვრისწერის ან კურთხევის წყობას. ისეთი ხატებიც კი დავიმოწმე, რომელსაც წყობა ე. წ. "მანო კორნუტოს" წაუგავს (დაახლ. ასეთი წყობა აქვთ ე. წ. "მეტალისტებს" და "სატანის ეკლესიის" მიმდევრებს. ასევე მასონებს და უღვთო პოლიტიკოსებს. იხ. http://www.apocalypse.ge/mano_cornuto.html). ცხადია, მე არ ვგულისხმობ იმას, რომ ამ თითების ხატმწერი სატანისტი იყო...
პ. ს. რატომღაც 21-ე გვერდი გაიჭედა და 22-ეზე ვერ გადადის. მასალებს ვერ ვდებ. გვერდს არ მიხსნის. იქნებ ამიხსნას მოდერატორმა ეს რატომ ხდება? დამიანე80 -ს ბოლომდე ვერ გავეცი პასუხი. იმედია ეს უწესივრობა მალე გამოსწორდება...

Νικόλαος - მე კიდევ ერთხელ ვდებ ხატს ძალიან გთხოვ მითხარი რა აზრია აქ ჩადებული?



არის თუ არა პირველი თითი გამართული ასო ი? მეორე და მესამეოდნავ მოხრილი ს? ხოლო რაც შეეხება იმას რომ კარგად არ ჩანს არა და ცერა თითითი რომ ასო ხ-ს გამოხატავს, (თუმცაღა ადამიანი მიხვდება ხატწერს რისი გადმოცემაც სურდა) ეს არის ხატწერისთვის დამახასიათბელი, როგორც წმინდა იოანე მაქსიმოვიჩი (რომლის სხეულიც უხრწნელია) ამ ხატზე. ეს მეოცე საუკუნის წმინდანია და რათქმაუნდა ამ ხატზე შენთვის საგულისხმო უნდა იყოს რომ ICXC-ს გამოსახავს, მაგრამ ასო "ხ" კარგად ვერ იკითხება, კიდევ ერთხელ: ხატწერისთვისაა დამახასიათებელი, რადგან ხატი არაა რეალისტი მხატვრის მიერ შესრულებული ნახატი.

ხოლო რაც შეეხება შენს მიერ ნაჩვენებ მაცხვრის უძველეს მინანქრულ ხატს, თუ კონკრეტულობაზე ლაპარაკობ მაშინ მითხარი არ უნდა იყოს ნეკა თითი ცერასტან და არასთან შეერთებული ნიშნად სამების ერთიანობისა? პასუხია: ხატწერისთვისაა დამახასიათებელი.




***




(ციტატა) (დამიანე80): მემგონი კონკრეტულად ასე უნდა იყოს:



ძველმართლმადიდებელი - თუ თქვენ იმას ამტკიცებთ, რომ ცერი და არათითი ასო X-ს გამოხატავს, მაშინ ხატზე ის ზუსტად X-ს მსგავსად უნდა იყოს გადადებული. აქ დამოწმებული ხატებიდან კი არსად ეს არ ჩანს. ეს წყობა უფრო ძველია, ვიდრე სახელობითი წყობა. და ამაოა მასში სახელობითი შინაარსის ამოკითხვა. "ნეტვორკმა" ყველანაირად დაგიმტკიცათ, და ცხადად გიჩვენათ, რომ ცდებით, თქვენ კი მაინც თქვენსას იმეორებთ. რაც შეეხება ორთითიან მინანქრულ ხატს, სადაც სამების აღმნიშვნელი თითები ზუსტად არ არის მიერთებული, მოგახსენებთ, რომ ეს არც არის აუცილებელი სამების ერთობის გამოსახატავად. სამი თითის ერთად შეკვრა უკვე არის სამების ერთობის სიმბოლო. ასო X კი ზუსტად უნდა იქნეს გამოსახული გადაჯვარედინებული თითებით, სხვაგვარად გამოვა ასო O, და ამგვარი წაკითხვა კიდევ უფრო დიდ ბუნდოვანებას შეიტანს. რადგან ვინ არის IC OC?


პასუხი "დამიანეს"

(გაგრძელება)

(ციტატა) (დამიანე80): "13) მე უბრალოდ ხატებთან დაკავშირებით ამ ხალხის ლოგიკას ვერ ვხდები. მათი აზრით: თუ ხატზე გამოსახულია 2 თითიანი წყობა, ეს ნიშნავს კურთხევის წესს, ხოლო თუ გამოსახულია სხვაგვარი წყობა (სადაც 2 თითი გაშლილია, არათითი ცერს უერთდება, ხოლო ნეკი ასევე გაშლილი და ოდნავ მოხრილი. მაგ ანჩისხატი), მაშინ ეს არაფერს ნიშნავს. უბრალოდ ემოციებს გამოხატავს, ანუ პატივცემულებს როცა აწყობთ ხატზე გამოსახულია მარჯვენა კურთხევის წესს გამოხატავს, როცა არ აწყობთ - არაფერს".

ძველმართლმადიდებელი - თქვენ ჩვენს ლოგიკას რომ ვერ ხვდებით არა მგონია ჩვენი ბრალი იყოს. მე ერთგან ვთქვი, რომ ხატებზე გამოსახული თითები ყოველთვის როდი გამოხატავენ პირჯვრისწერის ან კურთხევის წყობას. ისეთი ხატებიც კი დავიმოწმე, რომელსაც წყობა ე. წ. "მანო კორნუტოს" წაუგავს (დაახლ. ასეთი წყობა აქვთ ე. წ. "მეტალისტებს" და "სატანის ეკლესიის" მიმდევრებს. ასევე მასონებს და უღვთო პოლიტიკოსებს. იხ. http://www.apocalypse.ge/apostasia_mano_cornuto.html). ცხადია, მე არ ვგულისხმობ იმას, რომ ამ თითების ხატმწერი სატანისტი იყო... მე უბრალოდ იმის თქმა მინდა, რომ ხატებზე გამოსახული თითები ყველა პირჯვრისსაწერი და კურთხევის გასაცემი როდია... როგორ გავარჩიოთ ამ წყობათა სიუხვიდან რომელია პირჯვრისსაწერი და კურთხევის გასაცემი და რომელი არა? გიპასუხებთ, რომელსაც წერილობითად გვასწავლის ძველი ეკლესია. სწორედ ამ წყაროებიდან ვცნობთ ხატებზე საკურთხებელ და პირჯვრისსაწერ წყობებს და არა პირიქით, ხატების მიხედვით როდი ვმარჩიელობთ რომელი რისთვის გამოიყენება...

(ციტატა) (დამიანე80): "14) კაცოუ, შენ მე გამაგიჟებ. იღუმენი კირილე, რომლის სტატიაც აქ მოგყავს, რომელ ეკლესიის მღვდელმსახუირია ხომ ვერ მეტყვი??? მითხარი ერთი იღუმენი კირილე 3 თითიან წყობას სადმე მიიჩნევს მწვალებლურად??? აბა როგორა აქვს შენნაირი დამოკიდებულება? აი ეს კაცი რას იმოწმებს: 1971 წლის კრებამ ძველი და ახალი წესები თანაბარმნიშვნელოვნად აღიარა და ნეტავ თქვენ მართლაც იღუმენივით დამოკიდებულება გქონდეთ ამ საკითხისადმი".

ძველმართლმადიდებელი - იღუმენზე მგონი ზემოთ დავწერე, მაგრამ აქ კიდევ გავიმეორებ. კირილე ოფიციალური ეკლესიის წევრია და სამი თითით პირჯვრისწერის გმობას არ შეუდგება... რაც თქვა იმასაც დიდი გამბედაობა სჭირდებოდა... ხოლო ჩემნაირი დამოკიდებულება მას აქვს ორი თითით პირჯვრისწერის განმარტებასა და მართებულობაში... ძველი და ახალი წესების თანაბარმნიშვნელოვნად აღიარებაც საკმაოდ საკამათო თემაა... ეხლა ნამდვილად ვერ განვიხილავ ამას, პასუხები საკმაოდ დიდი გამოვიდა...

(ციტატა) (დამიანე80): "15) ძველი წესების დაბრუნებას რაც შეეხება, სიამოვნებით, თუ ეს იქნება მთლიანად ეკლესიის გადაწყვეტილება (ისევე როგორც 3 თითის პირჯვრის წერის დამკვიდრება) და არ გამოიწვევს განხეთქილებას".

ძველმართლმადიდებელი - ღმერთმა დაგლოცოს! და ყველას მისცეს იმისი გონება, რომ მიუბრუნდნენ ძველ წესებსა და გადმოცემას.

(ციტატა) (დამიანე80): "17) და კიდევ, სერაფიმე საროველის მაგალითი რომ მოგყავთ აქ, თქვენ არ იყავით წმინდანად არ ვცნობთო, თუ მეშლება რამე??? თუ სერაფიმე საროველი თანაუგრძნობდა ძველმოწესეებს და იმავდროულად ახალი ეკლესიის უდუდესი მამა იყო, ეს სწორედ იმის დასტურია, რომ პირჯვრის წერის წესი არ არის დოგმატური ცდომილება და ამ საფუძვლით ეკლესიის გახლეჩა, არასწორია".

ძველმართლმადიდებელი - ჩვენ არ ვლაპარაკობთ სერაფიმეს პოზიციიდან. ჩვენ უბრალოდ ის წარმოვაჩინეთ, რომ სერაფიმეზეც კი არსებობს გადმოცემა, რომ თანაუგრძნობდა ძველმოწესეებს და იმასაც კი ამბობენ, რომ თვითონაც ძველმოწესე იყო. თუ არა და, რატომ იყო წინააღმდეგი სინოდი მისი წმინდანად შერაცხვისა? და რომ არა ნიკოლოზ მეორე, არც არავინ შერაცხავდა მას წმინდანად. ეკლესია კი ნიკონმა გახლიჩა და არა ძველმართლმადიდებლურმა ქრისტეანობამ. ვინც დაიწყო და განახორციელა სრულიად არასაჭირო რეფორმა, ანათემას გადასცა ძველი მართლმადიდებლური გადმოცემა და სასტიკად აწამა ძველი ღვთისმოსაობის დამცველი ქრისტეანობა, გამხლეჩი და სქიზმატიკოსიც ის არის. და ალბათ ამას ზედმეტი ლაპარაკიც კი არ სჭირდება.

ბადრი - (ციტატა) (ძველმართლმადიდებელი): " "ნუ" აქ რუსული ნაწილაკი ხომ არ გგონია? ეს ქართული სიტყვაა, მაგალითად, 50-ე ფსალმუნში წერია: "ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმიდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან". ქართველი თუ ხარ, რა არის შე კაი კაცო აქ გაუგებარი?"

აი რომ არ მგონია მაგას გეუბნები მეც. ანუ ეპისკოპოსს თუ ცოლი ყავდა არ უნდა გაშორებოდა. ესე იგი ცოლიანი შეიძლებოდა კურთხეულიყო. ახლა შეიძლება? შეიცვალა რამე? შთაბეჭდილება მრჩება რომ განზრახ ხუჭავ თვალს.

ძველმართლმადიდებელი - ჩემო მეგობარო, შენ მგონი მემასხრები. რა გინდა გამაგებინე? გიხარია ერთსა და იმავეს რომ გვალაპარაკებ?

ბადრი - მერწმუნე არ ვმასხრობ მინდა დაინახო რომ ეკლესია არადოგმატურ საკითხებს ცვლის და მორჩა. არაა ეს ტრაგედია. მე მეტი არაფლის თქმა არ მინდა.

ძველმართლმადიდებელი - სოფო, ვერ გავიგე, ვის აკრიტიკებ: ჩვენ თუ ამ პასკვილის დამწერს, რომელსაც ორი თითით პირჯვრისწერა "ბოდვა" ჰგონია? ანდრია რუბლიოვსაც ხომ არ "აბოდებდა" (ღმერთო, მომიტევე!) სამების ხატში ქრისტეს ორი თითით რომ წერდა.




Νικόλαος - (ციტატა) (ძველმართლმადიდებელი): "თუ თქვენ იმას ამტკიცებთ, რომ ცერი და არათითი ასო X-ს გამოხატავს, მაშინ ხატზე ის ზუსტად X-ს მსგავსად უნდა იყოს გადადებული. აქ დამოწმებული ხატებიდან კი არსად ეს არ ჩანს. რაც შეეხება ორთითიან მინანქრულ ხატს, სადაც სამების აღმნიშვნელი თითები ზუსტად არ არის მიერთებული, მოგახსენებთ, რომ ეს არც არის აუცილებელი სამების ერთობის გამოსახატავად. სამი თითის ერთად შეკვრა უკვე არის სამების ერთობის სიმბოლო. ასო X კი ზუსტად უნბდა იქნეს გამოსახული გადაჯვარედინებული თითებით, სხვაგვარად გამოვა ასო O, და ამგვარი წაკითხვა კიდევ უფრო დიდ ბუნდოვანებას შეიტანს. რადგან ვინ არის IC OC?"

ესეიგი შენ ამბობ სამების ერთიანობა გამოხატული იქნება თუ არა არააქვს მნიშვნელობა? მხოლოდ ორი თითი იყოს შეერტებული და დანარჩენი სმი თუ გინდა ჰაერში გქონდეს ისე რომ ერთმანეთშ არ ეხებოდეს? რათქმაუნდა აქვს, თანაც მახსოვს როდესაც შენ ორი თითით პირჯვრისწერაზე ლაპარაკობდი ამბობდი რომ შუა თითითი მოხრილი უნდა იყოს და შეერთებული საჩვენებელთან, ხოლო დანარჩენი სამი ერთად, სამების ერთობის გამომხატველად. მაგრამ შენს მიერ მოცემულ ხატზე არ ემთხვევა, კი არ ვამბობ რომ არაკანონიკურია, ვამბობ ეს ხატწერისთვისაა დამახასიათებელი. ზუსტად შეიძლება ხატზე არ ემთხვეოდეს არც შენ მიერ მოცემული ხატი, რმელსაც თითები არ აქვს შეერთებული და ჩემ მიერ მოცემულ ხატზეც შეიძლება არ იკითხებოდეს კარგად ასო ხ, რადგან ეს ხატია და არა რეალისტი მხატვრის ნამუშევარი. მაშინ მითხარი იოანე მაქსიმოვიჩის ორი აწეული ხელი, მხოლოდ ემოციებს გამოხატავს როგორც შენ ამბობ და არა როგორც ეპისკოპოსი, აკურთხევს ორი ხელით? თუმცაასო ხ არც აქ კარგად არ ჩანს, მაგრამ ხატმწერი გულისხმობს რომ აქ არის ხ და არა ო.



მე არ ვამბობ რომ ეს ხატები არაკანონიკურია რადგან თითები კარგად არაა შეერთებული, მე ვამბობდი ბევრჯერ და კიდევ გავიმეორებ, რომ ხატწერისთვისაა დამახასიათებელი როგორც აქ:



აი როგორ უნდა იყოს ორი თითი სინამდვილეში, ხოლო ხატზე შეიძლება სხვანაირად იყოს, რადგან... ხატია:




ძველმართლმადიდებელი

პასუხები


ნაწილი მეორე

(ციტატა) (კანონისტი): "1) თანახმად მოციქულთა კანონისა, ეპისკოპოსს შეიძლებოდა ჰყოლოდა ცოლი (ტყუილად იხმარეთ "დავალდებულება". რა შუაშია ვალდებულება? გასაგებია, რომ უფლებაზეა საუბარი და დიახაც, უფლება იმისია, რომ მისით ისარგებლო)".

ძველმართლმადიდებელი - "დავალდებულება" იმიტომ ვიხმარე, რომ ვინმეს მოციქულთა მე-5 კანონი ისე არ გაეგო, თითქოსდა ისინი ამ კანონში ვინმეს, ვისაც მღვდლობა სურს, ავალდებულებენ ცოლის ყოლას. ხოლო უფლება ნამდვილად ჰქონდათ და თუ რატომ მგონი ნორმალურად წარმოვაჩინე. თუმცა უფლება რომ ჰქონდათ, არ ნიშნავს, რომ ეს იყო მოციქულთა გადმოცემა. ამ ორი კანონის (მოც. 5 და VI:12) შედარება მე დამჭირდა იმისთვის, რომ მეჩვენებინა ეკლესია თავის გადმოცემებს არ ცვლის. რადგან ეს კანონი დამიმოწმეს საპირისპიროს საჩვენებლად, (ეკლესია ცვლის თავის დადგენილებებსო), მე ვაჩვენე, რომ მოც. 5 კანონი იყო არა მოციქულთა გადმოცემის დამკანონებელი განწესება, არამედ ეკლესიისკენ მოქცეულ წარმართთა და იუდეველთა მიმართ დაშვებული იკონომია, შეღავათი. რაც მოგვიანებით გააუქმა კიდევაც მეექვსე მსოფლიო კრებამ.

(ციტატა) (კანონისტი): "2) ანუ ერთი და იგივე ქმედება (მეუღლესთან თანაცხოვრება ჯვრისწერის შემდეგ) დაშვებულია მოციქულთა მიერ, ხოლო აკრძალული სჯულისკანონის მიერ".
ძველმართლმადიდებელი - მოციქულთა მიერ, როგორც უკვე ვთქვი, დაშვებული იყო ეს, როგორც იკონომია. დამოწმებული მაქვს წმიდა მამათა განმარტებანიც. ვფიქრობ იქ ყველაფერი ნათლად არის ნათქვამი და ამ თემაზე გაუთავებლად დავა მიზანშეწონილად არ მიმაჩნია. ნუ იფიქრებთ, რომ მე ვესწრაფვი, რაც უნდა დამიჯდეს, ჩემს შეხედულებებზე ვინმეს გადმოყვანას. მე უბრალოდ წარმოგიდგენთ იმას, რაც ჭეშმარიტებად მიმაჩნია, გიმოწმებთ წმ. მამებს, რომ თქვენც გადახედოთ თქვენი ეკლესიის პრაქტიკას და თუ ჩათვლით რომ სწორს გეუბნებით, იზრუნოთ ცთომილებათა გასწორებაზე. თუ არა და, ყველას თავისი გზა აქვს და აქ არაფერი იქნება სადავო.

(ციტატა) (კანონისტი): "2) მოციქულთა პერიოდში საღმრთო ლიტურგია, ანუ წირვა ტარდებოდა იაკობ მოციქულის განწესით, რომელიც მე-4 საუკუნეში შეცვალა ჯერ ბასილი დიდმა, ხოლო შემდეგ იოანე ოქროპირმა. რა ვქნათ, აღარ ვწიროთ? თუ მე-4 საუკუნიდან დღემდე ყველა წირვა უმადლოდ გამოვაცხადოთ, რაკი მოციქულთა წირვა შეიცვალა?"

ძველმართლმადიდებელი - სხვათა შორის, ჩემმა მოძღვარმა მითხრა, რომ იერუსალემის ძველმართლმადიდებელი ეპისკოპოსი იაკობი (ეროვნებით ირლანდიელი), დღესაც ატარებს იაკობის ლიტურგიას. ბასილიმ და იოანემ შეამცირეს ეს ლიტურგია და შეავსეს სხვადასხვა ლოცვებით... პრინციპში, მე არ მესმის აქ რაში გვედავებით. სხვათა შორის, ბასილისა და იოანეს შემდეგ სხვა ლიტურგია ეკლესიას დღემდე არ შეუწყნარებია და ვფიქრობ არც მომავალში შეიწყნარებს... ასეა, თუ არ ვცდები, თქვენთანაც.

(ციტატა) (mata): "1) რავიცი, რავიცი... ვკითხულობ ამ თემას და ვერ გავიგე რა უპირატესობა აქვს ორი თითით პირჯვრის წერას, ან სამი თითით.... ნუ თუ იმას გავითვალისწინებთ რომ დღეს სამი თითით იწერს პირჯვარს უმეტესობა, მაშინ dzvelmartlmadidebel-ს რომ გული არ დავწყვიტო, მე პირადად აწი ორი თითით გადავიწერ პირჯვარს. ჩემთვის არანაირი მნიშვნელობა არა აქვს ორ თითს შევატყუპებ თუ სამს. ბოლო ბოლო კაცმა ამდენი დწერა, ამდენი იკამათა და დავუფასოთ შრომა."

ძველმართლმადიდებელი - მატას დავუფასოთ იუმორი. მაგრამ, ძვირფასო, ასე ხუმრობით და სიცილ-კისკისით ისეთ ადგილას არ ამოყოთ თავი, რომ მერე სამარადისო ქენჯნამ შეგაწუხოთ...

(ციტატა) (mata): "2) ააა იმენნა საჩვენებელი და შუა უნდა შევატყუპო?! სხვა არა? ორი თითიო და არა სამიო... მე ვიფიქრე ორ თითზე ოყო საქმე მაინცდამაინც და არა სამზე. მოიცა ვსინჯო აბა... ეეეეე რანაირად?? რაღაც მოუხერხებელია. ძველმართლმადიდებელო დამეკრუნჩხა თითები. რა არის ეს რეებს გვასწავლი?"

ძველმართლმადიდებელი - ამას მე კი არა წმიდა, მართლმადიდებელი ეკლესია გვასწავლის. უამრავ ხატზეა გამოსახული და საეკლესიო კრებათა დადგენილებებითა და ანათემატიზმათიც კი არის დაცული. თუ თითები გეკრუნჩხება ორთითიანი პირჯვრისწერისას, მოდი ჩვენს ეკლესიაში და ჩვენი მოძღვარი სულისგან ეშმაკის განსხმის ლოცვას წაგიკითხავს. მითუმეტეს, "გადავიწერე ასე და ავიბლანდეო" წერ.

(ციტატა) (mata): "3) ხალხო თუ ზუსტად მაგ ორ თითზეა საუბარი მემგონი ცუდათაა ჩვენი საქმე. ადრე ფილმი რო გადიოდა "სახლი ძველ უბანში" ხო გახსოვთ? აი იქ რომ იყვნენ მურმან ჯინორია და საღარაძე ხო იცით ვინც იყვნენ ეგენი -სატანისტები... აი იმათ ეჭირათ ხოლმე ეგრე თითები. ღმერთო მაპატიე თუ რამეს ვცოდავ, მარა მართლა ეგრე ეჭირათ ხოლმე თითები და რა ვქნა".

ძველმართლმადიდებელი - და ჩვენ რა შუაში ვართ, ძვირფასო? თუ ვიღაც გამოგონილი პერსონაჟებით, სატანისტი "ჟორათი" და "თამილათი" განაქიქებთ პირჯვრისწერის უძველეს წესს, მართლა ცუდად ყოფილა თქვენი საქმე. ბოდიში, და "იეღოვას მოწმე", ან "სახარებისეული რწმენით მონათლული" ვიღაცა ხომ არ ბრძანდებით?

(ციტატა) (mata): "4) აუ მე კიდე ეგრე გადავიწერე ეხლა პირჯვარი. ამ უწმინდურს ეგ მინდოდა კიდე?!"

ძველმართლმადიდებელი - ფუი, ეშმაკს!

(ციტატა) (Νικόλαος): "1) ამაზე ერთი პატერიკი არსებობს წარმართი ბავშვი თამაშის დროს მოინათლა. ნათელს იღებს მონა ღვთისა... მთავარია ეს ფორმულა იყოს დაცული. მაგრამ ისე ნუ გაიგებთ რო მარტო ეს უნდა იყოს და დანარჩენი სხვა არაა მნიშვნელოვანი. მე ეს არ მიგულისხმია."

ძველმართლმადიდებელი - მარტო ფორმულა არ არის საკმარისი. ნათლობა შესრულებული უნდა იყოს სწორად. მართლმადიდებლურ კატეხიზმოებში ნათლად წერია, რომ ნათლობა არის საიდუმლო, რომელშიც მორწმუნე სხეულის წყალში სამ-გზის შთაფლვით და მოწოდებით მამისა და ძისა და წმიდისა სულისა განიწმიდება ცოდვათაგან და მეორედ იშვება ახალი, სულიერი ცხოვრებისთვის (იხ. სახელმძღვანელო მართლმადიდებელი ეკლესიის კატეხიზმოს შესასწავლად. თბილისი 1990 წ. გვ. 64). იქვე წერენ, რომ იმისათვის, რათა საიდუმლო იყოს ქმედითი, ანუ შესრულებული და სულიწმიდის მადლი უეჭველად გადმოვიდეს ქრისტეანზე, ის უნდა შესრულდეს სწორად; "სწორი და წესიერი შესრულება საიდუმლოსი კი ის არის, რომ შესრულების დროს დაცულ იქმნას ყოველივე მოთხოვნა აღმასრულებელისა და თვით აღსრულების შესახებ" (იქვე).

ნათლისღების საიდუმლოს უცილობელ და უცვალებელ გარეგნულ ფორმას, რომლის გარეშე ეს საიდუმლო გაუქმებულია, წარმოადგენს მოსანათლავის წყალში სამ-გზისი დაფლვა. ყოველი სხვაგვარი "ნათლობა", იქნება ეს "წყალპკურებით", "წყლის თავზე დასხმით" თუ სხვა, არ არის ნათლობა, მართლმადიდებელ ხალხებში ის შემოიჭრა ლათინობიდან (პაპიზმიდან) და ძველი მართლმადიდებლობის მიერ უარყოფილია. აქედან, წყალპკურებითად, წყალგადასხმით და საერთოდ, არა სამგზის შთაფლვით "ნათელღებულები" არიან მოუნათლავები და ვერ ცხონდებიან. ამის დასტურად მოგვყავს რამოდენიმე ციტატა საეკლესიო განწესებებიდან, ადგილობრივი კრებებიდან და მამათა თხზულებებიდან. ხოლო ეს განყოფილება მთლიანად ეძღვნება საკითხს თუ როგორ უნდა შესრულდეს და როგორ არა, ნათლისღების საიდუმლო; ვინ შეიძლება ჩაითვალოს ნათელღებულად და ვინ არა.

მაგალითად, მოციქულთა 50-ე კანონში ვკითხულობთ: "თუ რომელიმე ეპისკოპოსმა ან მღვდელმა შეასრულოს არა სამი შთაფლვა ერთ საიდუმლოში, არამედ ერთი შთაფლვა უფლის სიკვიდილის მიმართ, დაემხოს, რადგან უფალმა ასე კი არა თქვა, რომ "ჩემი სიკვდილის მიმართ ნათელ-ეცითო", არამედ თქვა: "წადით და დაიმოწაფეთ ყველა წარმართი და ნათელ-ეცით მათ მამის, ძის და სულიწმიდის სახელით" (მათე. 28:19) (წმ. მოციქულთა 50-ე კანონი).
სხვადასხვა ადგილობრივი, მართლმადიდებლური ეკლესიები ყოველთვის მისდევდნენ მოციქულთა ამ მოთხოვნას. ამის დასტურად ქვემოთ დამოწმებული უმცირესი მასალაც გამოდგება: "ვინცა ვინ, არა ნათელს სცემდეს სამგზისი შთაფვლითა და მოწოდებითა სახელისა მამისა, და ძისა და წმიდისა სულისა, იყავნ შეჩუენებულ" (არსენ იყალთოელი. "დოგმატიკონი").

აღმოსავლელი პატრიარქების თქმით, რომლებმაც 1848 წელს მიიღეს ერთობლივი ოროსები ლათინთა წინააღმდეგ, განაცხადეს, რომ "წყალგადავლებით "ნათლობას" არავითარი სიწმიდე არ შეუძლია მიანიჭოს მოსანათლავს და ოდნავადაც კი არ ემსახურება ადამიანის ცოდვათაგან განწმენდის საქმეს. მას (ანუ წყალპკურებით "ნათლობას" - ადმ.) ზიზღისა და უარყოფის ღირსად მივიჩნევთ, ხოლო მოჩვენებითად, ვითომ მონათლულებს, მართლმადიდებლური ეკლესიისკენ მოქცევის შემთხვევაში, ვიღებთ როგორც მოუნათლავთ და ყოველგვარი ეჭვის გარეშე თავიდან ვნათლავთ" (О правилах и чинопоследованиях присоединения неправославных в православную церковь. Вятск. 1869 г.).

წყალგადავლებითი, ანუ წყალპკურებითი "ნათლობის" შესახებ მეტად ლაკონურია მე-18 ს. ქართლის კათალიკოსი ბესარიონ ორბელიშვილი, რომელიც ბრძანებს, რომ "წყლის ოდნავი შეხებით "ნათელღებულთ" (ლათინნი) "ნათლის მინიჭების მაგიერ განუნათლავთ დაუტევებენ ბნელში" ("გრდემლი". თ. 20).

(ციტატა) (sopo...): "1) ნუ ეს ამაზე რა ვთქვა აქ ბევრი კამათი იყო ამაზე და უსპენსკი ათეისტების და კათოლიკეების საყვარელი თემაა, არც სიმართლესთანაა ახლოს არც ლოგიკასთან. ამას გარდა უამრავი თვითმხილველი რომ არის ნათება ციდან, კიდევ იყვნენ ისეთებიც ვის ხელშიც აინთო სანთელი, არ წვავს, ზოგი განიკურნა, და ასევე იმ ადგილას ჩატარდა სარემონტო სამუშაოები არანაირი საიდუმლო ადგილი იქ არ აღმოჩნდა და კიდევ უამრავი არგუმენტი..."

ძველმართლმადიდებელი - მე არ შევხებივარ უფლის საფლავზე გარდამომავალი ცეცხლის სინამდვილის თუ სიყალბის საკითხს. უფრო სწორედ, თვითონ მე ასე არ ვაყენებ საკითხს. ამ თემაზე დიდი ხანია დავობენ. ორივე მხრიდან არსებობს ურთიერთ გამომრიცხავი მასალა. იბადება მრავალი შეკითხვა. როდესაც თქვენ ჩვენი, ძველმართლმადიდებლური კონფესიის წინაშე უპირატესობის ნიშნად წარმოგვიჩენთ ამ შემთხვევას, უნდა გავითვალისწინოთ, რომ სხვა ეკლესიებს არა აქვთ უფლება (ბერძნები ამას არც დაუშვებენ), რომ შევიდნენ და თვითონ აღასრულონ უფლის საფლავზე დიდი შაბათის მსახურება. სანამ ეს არ მოხდება და არ დავინახავთ ვის ლოცვაზე გადმოვა ცეცხლი და ვის ლოცვაზე არა, თქმა იმისა, რომ თქვენი ეკლესია მადლმოსილია სხვებთან შედარებით და ამას იერუსალემის ცეცხლი ადასტურებს, ვფიქრობ არასამართლიანია. რაც შეეხება პორფირე უსპენსკის. მას სანკტ-პეტერბურგის აკადემიამ დაავალა შეესწავლა დიდ შაბათს უფლის საფლავზე მსახურების წეს-განგების ისტორია. უსპენსკიმ შეისწავლა და უზარმაზარი მოხსენების სახით წარადგინა სასულიერო აკადემიის სამეცნიერო საბჭოს წინაშე. ეს ძალიან საინტერესო ნაშრომია. იქ მოტანილია კიდევ სხვა არგუმენტები ცეცხლთან დაკავშირებით... მაგრამ, მე აქ პოლემიკა მაქვს ორ თითზე და ამიტომ, თქვენის ნებართვით, დროებით გადავდებ ამ თემას.

(ციტატა) (sopo...): "2) აქცენტი ისეთ გამოცხადებებზეა როცა ადამიანს მიზეზი მაღალ საზომს მიღწევა ეგონება, მაგრამ მისი გამოცხადება თუ არ ვცდები სხვა ხასიათისაა, ანუ თუ ზუსტად ვიცი შეურაცხყოფა მიაყენა წმ გიორგის სალოცავს და ავად გახდა, წმ გიორგიმ კი მისკენ სახე არ მიიბრუნა, ანუ ზურგი შეაქცია. ასეთი გამოცხადება როცა წმინდანი ადამიანისგან პირს იბრუნებს - ამპარტავნების ან ხიბლის მიზეზი გახდეს ნაკლებ სავარაუდოა, უფრო ადამიანის მოქცევის და მგონი ასეც მოხდა, ზუსტად არ ვიცი".

ძველმართლმადიდებელი - მოდი, მოვრჩეთ არჩილ მინიაშვილზე ლაპარაკს. მე ჩემი დამოკიდებულება დავაფიქსირე, შენ ეთანხმები თუ არა ეგ შენი ნებაა.

(ციტატა) (sopo...): "3) ავტორიტეტი ეკლსიის კრებაა და წმინდანები რომლებიც ასე იწერენ... გვთავაზობთ თქვენეულ სიმართლეს რომელიც ჩვენთვის ნაკლებად საწმუნოა ამიტომაც ვსვამთ კითხვებს... და ჩვენი არგუმენტი რომელი იქნება ავტორიტეტული როცა ჩვენი საეკლესიო კრება არ არის ავტორიტეტი თქვენთვის, და წმინდანებს არ აღიარებთ, მეტი არც არსებობს..."

ძველმართლმადიდებელი - დიახ, როცა სადავო საკითხებზე ვმსჯელობთ, ბუნებრივია უნდა დავიმოწმოთ ის მამები და კრებები, რომლებიც ჩვენს შორის გაყოფამდე იყო, რადგან ისინი თქვენთვისაც და ჩვენთვისაც საერთო და ავტორიტეტულია. ამდენად, თქვენი კრებების მიერ მიღებული და თქვენი წმინდანების მიერ აღიარებული თუ უარყოფილი წესები, ჩვენთვის დასაყრდენი ვერ იქნება...

(ციტატა) (sopo...): "4) ღვთის კანონებს რას ეძახი შეგიძლია დააკონკრეტო?"

ძველმართლმადიდებელი - აქ "ტატუსის" მინდა გამოვესარჩლო. მგონი ამის დაკონკრეტებას არ უნდა ითხოვდეთ, იმდენად გასაგებია ნებისმიერი მართლმადიდებელი ქრისტეანისთვის თუ რა არის ღვთის კანონები.

ეს არის დიდ რჯულისკანონში შეტანილი განწესებები. ხოლო ღვთის კანონებად ისინი იმიტომ იწოდება, რომ თვით საეკლესიო კრებათა განმარტებით, სულიწმიდის საყვირად წოდებულ მამათა მიერ არისო დასხმული... ანუ, დიდი რჯულისკანონი, თავისი ავტორიტეტით წმიდა წერილსაც უტოლდება, როგორც საეკლესიო გადმოცემის განმამტკიცებელი:
სანიმუშოდ გთავაზობთ რამდენიმე განმარტებას:

მეექვსე მსოფლიო კრება, საქმე 8:

"სამგზის ანათემა ყოველივე სიახლეს; სამგზის ანათემა საეკლესიო გადმოცემისა და წმიდა ნეტარხსენებულ მამათა კანონთა წინააღმდეგ ქმედებას".

მეშვიდე მსოფლიო კრება, საქმე:

"ანათემა ყველაფერს, რაც საეკლესიო გადმოცემის, წმიდა მამათა მოძღვრებისა და განწესებების საწინააღმდეგოა" (ამ კრების ეპისტოლე ალექსანდრიელთა მიმართ).

იგივე გაიმეორა სიტყვა-სიტყვით კონსტანტინეპოლის 879 წ. კრებამ (მაკარის დოგმატური ღვთისმეტყველება. გვ. 508).

მეშვიდე მსოფლიო კრება.

ამ კრებაზე ანათემა გამოეცხადა არა მხოლოდ ხატმებრძოლებს, არამედ ყველას, ვინც უძველეს საეკლესიო გადმოცემებს უარყოფს.

ღანგრის ადგილობრივი საეკლესიო კრება, 340 წ.

21-ე კანონში, წინააღმდეგობას უწევს რა ეკლესიაში სიახლეთა შემომღებთ, ასკვნის: "ვლოცულობთ რათა ეკლესიაში ხდებოდეს ყოველივე ის, რაც საღმრთო წერილშია მოცემული და მოციქულთა გადმოცემის მიერ არის განწესებული".

განმარტება ამ კანონისა ეპისკოპოს ნიკოდიმოსის მიერ.

ამ კრების მამებმა დაადგინეს, რომ აუცილებელია წმიდ ეკლესიის დაცვა სიახლეებისგან. წმიდად და დაურღვევლად უნდა დაიცვას ის, რაც საღმრთო წერილითა და მოციქულთა გადმოცემით არის განწესებული; წინააღმდეგ შემთხვევაში გზა ხსნილი ექნებათ რელიგიურ საზოგადოებებს, რომლებიც ეკლესიად ვერ იწოდებიან.

წმ. ბასილი დიდი

"ყოველივე, რაც წმიდა მამათა მიერ არის გადმოცემული ძველთაგან, თაყვანისცემის ღირსია. ხოლო ყოველივე, რაიც ახალია, შეუსაბამოა..." (წმიდათა ცხოვრებანი, ტ. III).

წმ. კირილე ალექსანდრიელი (444 წ.).

"ვინც მსოფლიო საეკლესიო კრებებზე დამტკიცებულ ჭეშმარიტებას მისდევს, ცხონდება, ხოლო ვინც გადაუხვევს, ანდა რამეში შესცოდავს და კადნიერად უარყოფს მას, საუკუნოდ წარწყმდება".

წმ. იოანე ოქროპირი.

"ვინც არ ემორჩილება აღმოსავლეთის მართლმადიდებელ ეკლესიას... იგი ქვიშაზე აფუძნებს თავის შენობას, ასეთ ადამიანს ქრისტე ეშმაკს უწოდებს, რომელიც კეთილ თესლთა შორის ღვარძლს სთესავს. ასეთი ადამიანი განიკვეთება ეკლესიისგან, ვითარცა დამპალი ნაწილი სხეულისა, ვითარცა წარმართი და მეზვერე" (სიტყვა კორინთელთა მიმართ I ეპისტოლის შესახებ; II. 1).

წმ. ეპიფანე კვიპრელი, 403 წ.

"უნდა გადმოცემასაც მივსდიოთ, რამეთუ შეუძლებელია მხოლოდ წმ. წერილში ვპოვოთ ყოველივე. წმ. მოციქულებმა ზოგი რამ წერილში დატოვეს, ზოგი - გადმოცემაში".

მარკოზი, მიტროპოლიტი ეფესოსი (1483).

"ყოველი, რომელიც გადმოცემის საწინააღმდეგოს იტყვის რასმე, გინდაც მარხულობდეს, გინდაც უბიწო იყოს, გინდაც სასწაულებს ახდენდეს, გინდაც წინასწარმეტყველებდეს, ვითარცა მგელი იყოს შენთვის ცხვრის ქურქში გახვეული რომელიც ზიანს აყენებს ცხვრებს".

VI საეკლესიო კრების 32-ე კანონი იუწყება:

"ამიერიდან თუ ეპისკოპოსი ან მღვდელი არ შეასრულებს მოციქულთა მიერ მოცემულ წესს, განიკვეთოს როგორც საიდუმლოს არასრულად აღმასრულებელი, წმ. გადმოცემაში სიახლის შემტანი და მისი წამბილწველი".

ღირსი თეოდორე სტოდიელი, 826 წ.

"სანახევროდ მართლმადიდებელია ის, ვინც მიიჩნევს, რომ მართალი რწმენა აქვს, მაგრამ ღვთიური კანონებით არ ხელმძღვანელობს" (თხზ. ტ. II. გვ. 249).

"ყოველი, ვინც წინააღუდგება ღმრთის ან საეკლესიო მცნებათა დარღვევას, აღმსარებელია" (ეპისტოლე 20).

"ეპისკოპოსებს არა აქვთ უფლება გარდავიდნენ რომელიმე კანონს, არამედ უნდა მისდიონ განწესებებს და უკვე მიღებული დაიცვან. დაუშვებელია, როგორც ჩვენი, ისე სხვა ეკლესიების მხრივ კანონთა და განწესებათა საწინააღმდეგო ქმედება" (ეპისტოლე 24).

მანვე, ღირსმა თეოდორემ, თავი ანება პატრიარქთან ერთად ლოცვას, რადგან მან ადრე დაგმობილი პრესვიტერი უკან მიიღო (განაახლა ურთიერთობა).

წმ. კირილე იერუსალიმელი, 389 წ.

"უმჯობესია ზეცა და მზე შეიცვალონ, ვიდრე საეკლესიო კანონებში შეიცვალოს რაიმე, რადგან წმ. ეკლესია ღვთის სიტყვით არის დადგენილი, ხოლო ღვთის სიტყვა ცასა და დედამიწაზე უმტკიცესია, როგორც თავად ქრისტე ბრძანებს: "ცა და მიწა გადავლენ, ხოლო ჩემი სიტყვები არ გადავლენ" (მარკოზი. 13:31).

თეოდორე ბალსამონი, პატრიარქი ანტიოქიისა, 1203 წ.

"დაიცავი კანონიკური განწესებანი, სადაც და როგორადაც უნდა იყვნენ ისინი წარმოთქმულნი. ნუ იტყვი, რომ მათ შორის არის რაიმე წინააღმდეგობა, რამეთუ ყოველ მათგანში სულიწმიდა მეტყველებდა" (თეოდორე ბალსამონი, თხზულებანი).

მექვსე მსოფლიო კრება. საქმენი.

"ანათემა მას, ვინც დაარღვევს საღვთო დაწერილ თუ დაუწერელ გადმოცემას".

დოგმატი ნიკეის მეშვიდე მსოფლიო კრებაზე შეკრებილი 367 წმ. მამისა.

"ვიცავთ წერილობით ან დაუწერლად დადგენილ საეკლესიო გადმოცემებს - და არავითარი სიხალე არ შეგვაქვს".

მეშვიდე მსოფლიო კრება, საქმენი.

"რომელმა უარყოს საეკლესიო გადმოცემა, დაწერილი თუ დაუწერელი, ანათემა მას".

წმ. ბასილი დიდი, † 379.

"თუკი ვეცდებით, ვითარცა მცირე ძალის მქონე უარვყოთ დაუწერელი გადმოცემა, შეუმჩნევლად სახარებასაც ვავნებთ ძირითად საკითხებში".

"ჯერ-არს მივსდიოთ დაუწერელ საღმრთო გადმოცემას, რამეთუ მოციქულთაგან გადმოგვეცა".

"ჩვენ ვიცავთ წესებს, რომელთაც კანონის ძალა აქვთ, რამეთუ განწესებანი მათნი წმ. მამებმა გადმოგვცეს" (კანონები 87 და 91).

მეთოდე აღმსარებელი, კონსტანტინეპოლის პატრიარქი, 846 წ.

წმ. მეთოდე განდგომილებს უწოდებს იმათაც, ვისაც სიახლე შემოაქვს ეკლესიაში, ვინც უკუაგდებს ძველ საეკლესიო ჩვეულებებს და სანაცვლოდ მათ საწინააღმდეგოს ამკვიდრებს. ასეთ განდგომილთა მობრუნება ეკლესიაში შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი უარს იტყვიან თავის ცდომილებებზე და საკუთარ ცოდვებს ეპითიმიით მოინანიებენ (ახალი სჯულის ფიცარი. 17, 4, 5).

(ციტატა) (sopo...): "5) სახარებაში მოცემულია პირჯვრის გამოსახვის ფორმა? სამოციქულო გვასწავლის ამას? ათი მცნება? და ვინ დაადგინა ეს ფორმა? ეკლესიამ და მანვე შეცვალა".

ძველმართლმადიდებელი - როგორ მაგონებს ეს სექტანტების მსჯელობას, რომლებიც საეკლესიო გადმოცემებით შენარჩუნებულ ჩვეულებებს ეძებენ სახარებაში და გვეუბნებიან: "სახარებაში ეს სად წერია? სამოციქულო გვასწავლის ამას? ათი მცნება?"

ეკლესია არ ცვლის მის მიერ დადგენილ იმ ფორმებს, რომლებსაც დოგმატური შინაარსი გააჩნია! მაგალითად, მოციქულთა დროიდანვე მომდინარეობს ნათლობის შთაფლვითი ფორმა, რომელსაც ზოგიერთი ერეტიკოსიც ასრულებდა, მაგრამ ამის გამო შეცვალა მან ნათლობის ფორმა? რატომ არის გაუგებარი, რომ მართლმადიდებლური წესები და ფორმები, მართლმადიდებლური სიმბოლიკა არანაირად არ არის დამოკიდებული იმაზე მწვალებლებშიც არის ისინი თუ არა. და, მწვალებლები ვინღა არიან? - მართლმადიდებლობის უარმყოფელნი, თუმცა ყველა მწვალებელი ერთნაირად როდი უარყოფს მას. ზოგი ახლოს დგას მართლმადიდებლობასთან, ზოგი შორს, ზოგს კი უკვე არაფერი აქვს შერჩენილი ქრისტეანობიდან და იუდეველობას ქადაგებს. ამიტომაც, ვინც უფრო ახლოს დგას მართლმადიდებლობასთან, მას ზოგიერთი ფორმაც გააჩნია მართლმადიდებლური. ამის გამო რატომ უნდა უარყოს იგი ეკლესიამ?

მწვალებლები ოთხ სახარებასაც აღიარებენ, სამოციქულოსაც, აპოკალიპსისსაც, ძველი აღთქმის წიგნებშიც ჩვენი თანხმიერნი არიან და რა? უარვყოთ წმიდა წერილი იმიტომ, რომ მწვალებლები მას აღიარებენ? თუ ვინმე მწვალებელი აღიარებდა ან აღიარებს ორ თითს, ეს უნდა იყოს მისი უარყოფის ან შეცვლის მიზეზი? მაშინ ეშმაკი დაავალებდა ერეტიკოსებს ყველაფერის განმეორებას და მართლმადიდებლობას აღარაფერი შერჩებოდა. შენ კარგად უპასუხე ვიღაცეებს სატანური ფილმის გამო, "ჟორას" და "თამილას" დონეზე რომ უარყოფენ ორი თითითი პირჯვრისწერას. სატანისტები ჯვარსაც იყენებენ, არა თუ თითების წყობას, და ეხლა ჯვრის სიწმიდეშიც ხომ არ უნდა დავეჭვდეთ? რატომ არ ფიქრობს ზოგიერთი, რომ უდიდეს საცთურში იგდებს თავს და ეშმაკს ახარებს ასეთი ლაპარაკით?

(ციტატა) (sopo...): "6) ღვთის კანონია ეკლესია? და ლოგიკა რა არის რიგ საუკუნეებში ღვთის ხმაა და რიგ საუკუნეებში მოძღვრები?"

ძველმართლმადიდებელი - ეს ფრაზა ვერ გავიგე. ეკლესიაზე კი გეტყვი, რომ ეკლესია ინახავს და იცავს ღვთის კანონებს, ეს ცხადია.

(ციტატა) (sopo...): "7) აი ღვთის ხმა კი ქრისტეა, სამოციქულო, რომელიც გვასწავლის ეკლესიის წინამძღართა მორჩილებას, როცა ისინი ქრისტიანობის საწინააღმდეგოს არაფერს გვასწავლიან, ამ ღვთის კანონზე რას ფიქრობთ?"

ძველმართლმადიდებელი - "როცა ქრისტეანობის საწინააღმდეგოს არ გვასწავლიან" მოძღვრებს უნდა დავემორჩილოთ, რასაც ვაკეთებთ კიდეც, ხოლო "თუ ვინმე გვახარებს არა იმას, რაც ადრე უქადაგიათ მოციქულებს" და ასევე მსოფლიო საეკლესიო კრებებს, "გინდ მოციქული იყოს, გინდ ანგელოზი ზეცით" - შეჩუენება! ასე ბრძანა თვით წმიდა და დიდმა მოციქულმა პავლემ. რადგან არაფერი გვსმენია წმიდა მამათაგან სახელობით კურთხევაზე და სამი თითით პირჯვრისწერაზე, ჩვენც არ ვღებულობთ იმ მოძღვართა სწავლებას, რომლებიც ამ უცნაურ და ეკლესიისთვის უცნობ გადმოცემებს იცავენ.

(ციტატა) (sopo...): "5) ნიკონი შეიძლება მაგრამ მარტო მას არ მიუღია ეს კანონი - კრების სხვა წევრებმა, და მთელმა საბერთნეთის მართლმადიდებლურმა ეკლესიამ".

ძველმართლმადიდებელი - საქმეც სწორედ ამაშია. კარგად ბრძანებს იღუმენი კირილე, რომლის ინტერვიუც ამასწინათ გამოვაქვეყნე ფორუმზე, რომ ჯერ ბერძნებში დაირღვა ნელ-ნელა ძველი საეკლესიო გადმოცემები, ხოლო შემდეგ, მათზე და დასავლეთზე დამოკიდებულ მართლმადიდებელ ხალხებში. და ამ საკითხს სჭირდებაო გამოსწორება. ჩვენც ამ აზრზე ვართ.

(ციტატა) (sopo...): "6) ცუდი შემთხვევა.. ნათლობის პროცესი ნახევარი-ერთი საათი მაინც გრძელდება, მე კომპეტენტურ პასუხს ვერ გაგცემთ რა ლოცვები იკითხება, ანუ მოძღვარს რომელიც ზედმიწევნით აღასრულებს სჯულისკანონს და ხელმძღვანელობს სახარებით ზუსტ პასუხს გაგცემთ ამ შემთხვევაზეც და სხვა კითხვებზეც..."

ძველმართლმადიდებელი - ნათლობის პროცესი გრძელდება საათნახევარ-ორი საათი, როცა ერთი ადამიანი ინათლება, ხოლო როცა სამი, ოთხი და მეტი, ბევრად უფრო მეტი დრო... ნახევარ საათში როგორ ატევენ თქვენი მღვდლები კაცის ნათლობას გაუგებარია... ამასწინათ, ჩემი მეგობრის შვილი გათხოვდა ინგლისელზე, ჯვარი სამებაში დაიწერეს, ბავშვიც იქ მონათლეს. ინგლისელს გაუკვირდა ის, რომ მღვდელმა "ნათლობა" 15 წუთში დაამთავრა. თურმე ინგლისში ნათლობას ბევრად უფრო დიდ ხანს ანდომებენ...

(ციტატა) (sopo...): "7) იღუმენ კირილეს დამოკიდებულება ძალიან საინტერესოა, ვეთანხმები და ვფიქრობ რომ სწორედ ეს არის ჯანსაღი დამოკიდებულება, მას მოჰყავს უამრავი წყარო ფიქრობს რომ ორი თითით ეს უძველესი პირჯვრისწერის ფორმაა და არა მწვალებლობა და მართებულად თვლის მის დაბრუნებას, ის ამის გამო არ აცხადებს არც სამ თითს მწვალებლობად , თანაბარმნიშვნელოვნად აღიარებს ორივეს და არც ტოვებს მართლმადიდებურ ეკლესიას... და ზუსტად ეს არის რასაც ვამბობ განყოფა პირჯვრისწერის ფორმის გამო არის უკიდურესობა... არცერთი ფორმა არაა ქრისტეს შეურაცხმყოფელი..."

ძველმართლმადიდებელი - იღუმენი კირილე აქ სიფრთხილეს იჩენს, ის ასე აშკარად ვერც დაგმობს სამი თითით პირჯვრისწერას, რადგან ბოლოს და ბოლოს, იმ ეკლესიის წევრია, სადაც მის გარდა, დიდი უმრავლესობა პირჯვარს იწერს სამი თითით. მისი სიფრთხილე იმ რეაქციის შიშით არის გამოწვეული, რაც შეიძლება მოჰყვეს უფრო მკვეთრ განცხადებას. ასე, რომ აქ ყველაფერი გასაგებია.

თანაბარმნიშვნელოვნად ჩვენ არ ვაღიარებთ ამ წესებს, რადგან ისინი წმიდა მამათაგან არ გადმოგვცემია... ხოლო მართლმადიდებლური ეკლესია ძველმოწესეებს არასოდეს დაუტოვებიათ... ეკლესიის დატოვება ის კი არ არის, როცა გაბატონებული ეკლესიის მღვდელი ენას გაჭრის, თითებს გამტვრევს - ორი თითით პირჯვარს რატომ იწერო, ან ცოცხლად გწვავს და ცოცხლად გყინავს, არამედ ის, როდესაც განშორდები მაცხოვნებელ სწავლებას, მამათა განწესებებს, ამკვიდრებ ეკლესიაში სიახლეებს და თესავ მწვალებლობას. აბა ნახეთ, რა წერია კონსტანტინოპოლის ორგზისი კრების მე-15 კანონში.

ამდენად, განხეთქილების მოქმედნი ძველმოწესეები კი არ არიან, არამედ პატრ. ნიკონი და მთელი მისი სულიერი მემკვიდრეობა. ხოლო ის, რომ ნიკონის რეფორმის მომხრეები დარჩნენ გაბატონებულ მდგომარეობაში, არ ნიშნავს, რომ ეს არის ჭეშმარიტი ეკლესია. ეკლესიის ჭეშმარიტება გაბატონებული მდგომარეობით როდი განისაზღვრება. ანტიქრისტეს დროს, როგორც თქვენი ეკლესიის წმინდანებიც ამბობენ, ოფიციალური ეკლესიები ყველასთვის ღია იქნება, მაგრამ მართლმადიდებელი ქრისტეანებისთვის შეუძლებელი იქნება იქ შესვლა, რადგან ტაძრებში დაისადგურებს "საიდუმლო უსჯულოებისა". ეკლესია გავა "უდაბნოში", ის დაუბრუნდება იმ მდგომარეობას, რაც პირველ საუკუნეებში იყო... ვგონებ, მიწურების, გამოქვაბულების და სხვა თავშესაფრების ძებნა მოგვიწევს თუ იმ დღეებს მოვესწრებით... ასე, რომ ძველმოწესეები, როგორც იყვნენ ეკლესიაში, ისევე დარჩნენ მასში და არსად წასულან.

sopo... - (ციტატა) (ძველმართლმადიდებელი): "მე არ შევხებივარ უფლის საფლავზე გარდამომავალი ცეცხლის სინამდვილის თუ სიყალბის საკითხს. უფრო სწორედ, თვითონ მე ასე არ ვაყენებ საკითხს. ამ თემაზე დიდი ხანია დავობენ. ორივე მხრიდან არსებობს ურთიერთ გამომრიცხავი მასალა. იბადება მრავალი შეკითხვა. როდესაც თქვენ ჩვენი, ძველმართლმადიდებლური კონფესიის წინაშე უპირატესობის ნიშნად წარმოგვიჩენთ ამ შემთხვევას, უნდა გავითვალისწინოთ, რომ სხვა ეკლესიებს არა აქვთ უფლება (ბერძნები ამას არც დაუშვებენ), რომ შევიდნენ და თვითონ აღასრულონ უფლის საფლავზე დიდი შაბათის მსახურება. სანამ ეს არ მოხდება და არ დავინახავთ ვის ლოცვაზე გადმოვა ცეცხლი და ვის ლოცვაზე არა, თქმა იმისა, რომ თქვენი ეკლესია მადლმოსილია სხვებთან შედარებით და ამას იერუსალემის ცეცხლი ადასტურებს, ვფიქრობ არასამართლიანია. რაც შეეხება პორფირე უსპენსკის. მას სანკტ-პეტერბურგის აკადემიამ დაავალა შეესწავლა დიდ შაბათს უფლის საფლავზე მსახურების წეს-განგების ისტორია. უსპენსკიმ შეისწავლა და უზარმაზარი მოხსენების სახით წარადგინა სასულიერო აკადემიის სამეცნიერო საბჭოს წინაშე. ეს ძალიან საინტერესო ნაშრომია. იქ მოტანილია კიდევ სხვა არგუმენტები ცეცხლთან დაკავშირებით...მაგრამ, მე აქ პოლემიკა მაქვს ორ თითზე და ამიტომ, თქვენის ნებართვით, დროებით გადავდებ ამ თემას".

საკითხით დაინტერების შემთხვევაში მეცნიერული ნაშრომებს ნაკლებად მივმართავ, აქვეა -წავალ და ვნახავ, თუ მაინცდამაინც უამრავი თვითმხილველის ნაცნობის და უცნობის არ მჯერა, ზოგი განკურნებულის...

(ციტატა) (ძველმართლმადიდებელი): ""თუ რომელიმე ეპისკოპოსმა ან მღვდელმა შეასრულოს არა სამი შთაფლვა ერთ საიდუმლოში, არამედ ერთი შთაფლვა უფლის სიკვიდილის მიმართ, დაემხოს, რადგან უფალმა ასე კი არა თქვა, რომ "ჩემი სიკვდილის მიმართ ნათელ-ეცითო", არამედ თქვა: "წადით და დაიმოწაფეთ ყველა წარმართი და ნათელ-ეცით მათ მამის, ძის და სულიწმიდის სახელით" (მათე. 28:19) (წმ. მოციქულთა 50-ე კანონი)".

იქით თემაშიც დავწერე აქ მოცემულია რომ სამგზის უნდა მოხდესო და არა ერთხელ, ხომ არ წერია რომ შთაფლვით უნდა მოხდეს და არა წყალპკურებით, მითუმეტეს გამონაკლისის სახით. ღრმა ათეისტური პერიოდიდან ეს ახალი თაობაა რომ გამოვიდა, გამონაკლისად რატომ არ უნდა მივიჩნიოთ, როცა თვითონ მოციქულებმაც საშეღავათო დაშვება დააწესეს ეპისკოპოსის ცოლის მოყვანის საკითხზე გარკვეული პერიოდი.
(ციტატა) (ძველმართლმადიდებელი): "განმარტება ამ კანონისა ეპისკოპოს ნიკოდიმოსის მიერ: "ამ კრების მამებმა დაადგინეს, რომ აუცილებელია წმიდ ეკლესიის დაცვა სიახლეებისგან. წმიდად და დაურღვევლად უნდა დაიცვას ის, რაც საღმრთო წერილითა და მოციქულთა გადმოცემით არის განწესებული; წინააღმდეგ შემთხვევაში გზა ხსნილი ექნებათ რელიგიურ საზოგადოებებს, რომლებიც ეკლესიად ვერ იწოდებიან". წმ. კირილე ალექსანდრიელი (444 წ.): "ვინც მსოფლიო საეკლესიო კრებებზე დამტკიცებულ ჭეშმარიტებას მისდევს, ცხონდება, ხოლო ვინც გადაუხვევს, ანდა რამეში შესცოდავს და კადნიერად უარყოფს მას, საუკუნოდ წარწყმდება". წმ. იოანე ოქროპირი: "ვინც არ ემორჩილება აღმოსავლეთის მართლმადიდებელ ეკლესიას... იგი ქვიშაზე აფუძნებს თავის შენობას, ასეთ ადამიანს ქრისტე ეშმაკს უწოდებს, რომელიც კეთილ თესლთა შორის ღვარძლს სთესავს. ასეთი ადამიანი განიკვეთება ეკლესიისგან, ვითარცა დამპალი ნაწილი სხეულისა, ვითარცა წარმართი და მეზვერე" (სიტყვა კორინთელთა მიმართ I ეპისტოლის შესახებ; II. 1). ყოველი, ვინც წინააღუდგება ღმრთის ან საეკლესიო მცნებათა დარღვევას, აღმსარებელია" (ეპისტოლე 20). "ეპისკოპოსებს არა აქვთ უფლება გარდავიდნენ რომელიმე კანონს, არამედ უნდა მისდიონ განწესებებს და უკვე მიღებული დაიცვან. დაუშვებელია, როგორც ჩვენი, ისე სხვა ეკლესიების მხრივ კანონთა და განწესებათა საწინააღმდეგო ქმედება" (ეპისტოლე 24)."

აქ ლაპარაკია რომ ეკლესიის მორჩილება აუცილებელია, რომ საეკლესიო კრებაზე მიღებული დადგენილების არდაცვა წარმწყმედელია, ეს ჩვენ რამდენად გვეხება?, ჩვენ ვემორჩილებით მართლმადიდებლურ ეკლესიას, სწორედ ამ მიზეზთა გამო, რომ დაუმორჩილებლობით სასჯელი არ მოვიწიოთ... ეს თქვენ ხომ არ მიგესადაგებათ ვფიქრობ... სიახლეს რაც შეეხება რატომ შეიცვალა ერთი თითი მაშინ ორით, როცა უძველესი ქრისტიანები, წმინდანები ერთი თითით იწერდნენ პირჯვარს, ან ცოლის მოყვანის საკითხი დროის გარემოებათა გამო...

(ციტატა) (ძველმართლმადიდებელი): "პასუხი: აქ "ტატუსის" მინდა გამოვესარჩლო. მგონი ამის დაკონკრეტებას არ უნდა ითხოვდეთ, იმდენად გასაგებია ნებისმიერი მართლმადიდებელი ქრისტეანისთვის თუ რა არის ღვთის კანონები. ეს არის დიდ რჯულისკანონში შეტანილი განწესებები. ხოლო ღვთის კანონებად ისინი იმიტომ იწოდება, რომ თვით საეკლესიო კრებათა განმარტებით, სულიწმიდის საყვირად წოდებულ მამათა მიერ არისო დასხმული... ანუ, დიდი რჯულისკანონი, თავისი ავტორიტეტით წმიდა წერილსაც უტოლდება, როგორც საეკლესიო გადმოცემის განმამტკიცებელი".

ვერ გავიგე, ფაქტია რომ თათუსიმ მიპასუხა რასაც გულისხმობს ღვთის კანონში, და "იმდენად გასაგებია"-სგან განსხვავებული, ღვთის კანონებში წმ მამების გარდამოცემა იგულისხმა.

თქვენი აზრის გაზიარება თუ გინდათ დააფიქსირეთ როგორც საკუთარი აზრი და არა 'ზოგადად გასაგებ' კონტექსტში თუ ადეკვატურობაზე გვაქვს პრეტენზია...

(ციტატა) (ძველმართლმადიდებელი): "როგორ მაგონებს ეს სექტანტების მსჯელობას, რომლებიც საეკლესიო გადმოცემებით შენარჩუნებულ ჩვეულებებს ეძებენ სახარებაში და გვეუბნებიან: "სახარებაში ეს სად წერია? სამოციქულო გვასწავლის ამას? ათი მცნება?" თუ ვინმე მწვალებელი აღიარებდა ან აღიარებს ორ თითს, ეს უნდა იყოს მისი უარყოფის ან შეცვლის მიზეზი?"

რატომ შეიცვალა ერთი თითი ამავე მიზეზით -მონოფიზიტების გამო? მგონი ვლაპარაკობთ არგუმენტებით და კარგი იქნება თუ ას გავაგრძელეთ- "როგორ მაგონებს", "როგორ წააგავს" და სხვა ფრთიანი ფრაზები-სენტიმენტები შთაბეჭდილებების და ჩანახატების თემაში, მითუმეტეს როცა ლოგიკასთან არ არის ახლოს ეს შეფასება... როცა ვიგულისხმე საეკლესიო კანონები, არადოგმატური საკითხები შეიძლება შეიცვალოს წმ მამების ეკლესიის კრებების მიერ...

(ციტატა) (ძველმართლმადიდებელი): "იღუმენი კირილე აქ სიფრთხილეს იჩენს, ის ასე აშკარად ვერც დაგმობს სამი თითით პირჯვრისწერას, რადგან ბოლოს და ბოლოს, იმ ეკლესიის წევრია, სადაც მის გარდა, დიდი უმრავლესობა პირჯვარს იწერს სამი თითით. მისი სიფრთხილე იმ რეაქციის შიშით არის გამოწვეული, რაც შეიძლება მოჰყვეს უფრო მკვეთრ განცხადებას. ასე, რომ აქ ყველაფერი გასაგებია".

სიფრთხილე რა საჭიროა თუ კატეგორიულად უყურებს საკითხს, ან იმ ეკლსიის წევრობა, კომუნისტური პერიოდია თუ ფაშისტური? არაადეკვატური შეფასებაა. გასაგებია რას ამბობს და რას გულისხმობს.

(ციტატა) (ძველმართლმადიდებელი): "სოფო, ვერ გავიგე, ვის აკრიტიკებ: ჩვენ თუ ამ პასკვილის დამწერს, რომელსაც ორი თითით პირჯვრისწერა "ბოდვა" ჰგონია?"

ბოდვა ორ თითზე რომ თქვა ეს თქვენი ინტერპრეტაციაა, კითხვა იყო რომელია უკეთესი და ლოგიკურია ვიფიქროთ პასუხიც ამას ეხებოდა რომ ბოდვა- თითებზე კამათია და მითუმეტეს დაპირისპირება... და რა ვიცი ფაქტია რომ ორი თითით პირჯვრისწერა დააწესა ეკლესიამ, და შეცვალა მანვე ქრისტიანული შეხედულებების საფუძველზე. და ფაქტია რომ წმინდანები იწერდნენ ერთი თითით, ასევე ორით, და სამით. მათ არ იცოდნენ მისი მნიშვნელობის და შეჩუენების საშიშროების შესახებ? ჩემთვის მეტი არგუმენტი არ არის საჭირო რომ ღვთისთვის სათნოა ფორმა, თუ ის შეიცავს ქრისტიანულ სწავლებას და არა მწვალებლურს.
afxazi - (ციტატა) (netvorc): "მაგაში არც არავინ გედავება, მაგაზე წინა პოსტებში გაგცათ პასუხი ძველმართლმადიდებელმა, მაგალითიც მოიყვანა პურის მცხობელზე. აქ საუბარია პირჯვრისწერაზე და კურთხევაზე, არავინ პირჯვარს ერთი თითით არ იწერს გარდა მონოფიზიტებისა და არც აკურთხებს)".

სამწუხაროა რომ ამ ცხადია რგუმენტის იგნორი ხდება ასეთი შეუსაბამო სიტყვებით. თუ არ ვცდები აქ საუბარი მიდიოდა თითების იმ განლაგების სისწორეზე, რასაც ორი თითით პირჯვრის გამსოახვა ეწოდება. ნებისმიერი სხვა ფორმით პირჯვრის გადაწერა კი სასტიკად დაგმობილი იყო და არის. თუნდაც წმინდა ბარბარეს მაგალითი ცხადად წარმოაჩენს, რომ პირჯვარს ადრეულ საუკუნეებში ერთი თითით (ეს ცერა თითი იყო) გამოისახავდნენ, გამოსახვისა დგილი კი შუბლი იყო. ამას იოანე დამასკელიც ამბობს და თეოდორიტე კვირელის ისტორიაში გადმოცემული ფაქტიც, იულიანე განდგომილთან დაკავშირებით, ცხადად წარმოაჩენს. მაგრამ რადგან წმინდა აბრბარეს შემთხვევაში სხვა ნივთზე ჯვარის გამოსახვასთან გვაქვს ადგილი, აჰა ინებე სხვა და უფრო მეტყველი მაგალითი. ქვემოთ წარმოდგენილი ციტატა არის იოანე ოქროპირის მათეს სახარების განმარტებიდან, რომლის ძველი ქართული თარგმანი ექვთიმე ათონელს ეკუთვნის.

"ამას აზნაურებასა გუასწავებს ნეტარი პავლე. ამისთჳს აჴსენა რაჲ ჯუარი და სისხლი იგი პატიოსანი, ესრეთ ღაღატ-ყო: "სასყიდლითა სყიდულ ხართ პატიოსნითა; ნუ იქმნებით მონა კაცთა". ვითარმცა იტყოდა, ვითარმედ: გულისჴმა-ყავ, მორწმუნეო, სასყიდელი იგი შენთჳს მიცემული, რომელ არს ჯუარცუმაჲ ქრისტესი და პატიოსანი სისხლი მისი, და ნუღარა თავს-იდებ მონებად საქმეთა კაცობრივთა, ნუცა მორჩილებად სოფლისა მპყრობელსა მას ბნელისასა. რამეთუ არა თითითა ხოლო ჯერ-არს გამოსახვაჲ ჯუარისაჲ, არამედ პირველად გონებითა და სარწმუნოებითა და წამებითა საქმეთაჲთა, და ესრეთ თითითაცა. ესევითარითა თუ გამოსახვითა გამოჰსახო სასწაული ჯუარისაჲ პირსა შენსა, ვერვინ მოგეახლოს არაწმიდათა ეშმაკთაგანი; ჰხედვიდენ რაჲ მახჳლსა მას მკლველსა მათსა, ხედვიდენ რაჲ ლახუარსა მას, რომლითა განიგურიმნეს გულნი მათნი უკეთურნი, ხედვიდენ რაჲ ნიშსა მას, რომლითა ყოველი ძალი მათი დაჰჴსნა ქრისტემან, რომლითა მოაკუდინა ვეშაპი იგი გულარძნილი. ნუმცა ვის უკუე სირცხჳლ-უჩნს დიდი ესე კეთილი, რაჲთა არა ქრისტემანცა არცხჳნოს მას, რაჟამს მოვიდეს დიდებითა თჳსითა, და სასწაული ჯუარისაჲ ჩნდეს წინაშე მისა უბრწყინვალეს მზისა. რამეთუ მომავალ არს მაშინ ჯუარი სახილველად ყოვლისა სოფლისა, რაჲთა იხილონ ყოველთა ურწმუნოთა და სირცხჳლეულ იქმნენ".

თუ მაინცდამაინც ძველ ქართულს ვერ გაიგებ, გეტყვი, რომ აქ საუბარია იმაზე, რომ არა მხოლოდ თითით (მხოლობითში) პირჯვრის გამსოახვაა საკმარისი, არამედ პირველ რიგში გონებით და სარწმუნოებით. ხედავთ დიდი მამაც კი თუნდაც გარეგნულ ფორმას პირველად მნიშვნელობას არ ანიჭებს და ამ ქმედების შინაარსობრივ გააზრებაზე მსჯელობს. ნუ რავიცი ეხლა. იოანე ოქროპირი თუ მწვალებლობას ასწავლიდაა...

ძველმართლმადიდებელი - 1. ერთი თითით პირჯვრისწერის ვითომცდა სიძველის საჩვენებლად, როგორც ზემოთ ვნახეთ, ახალმოწესე "მართლმადიდებლები" იმოწმებენ წმ. იოანე ოქროპირს, რომელმაც თქვა, "...არა თითითა ხოლო ჯერ არს გამოსახვაი ჯუარისაი, არამედ პირველად გონებითა და სარწმუნოებითა" ( იმავეს ამტკიცებს თავის წიგნში ბ-ნი ედ. ჭელიძეც. დასახ. ნაშრ. გვ. 199). უნდა აღვნიშნოთ, რომ არ არის სავალდებულო პირდაპირი მნიშვნელობით გავიგოთ წმინდა იოანე ოქროპირის ტექსტში მოხსენიებული "თითითა" რამეთუ არცთუ იშვიათად, ცნობიერებაში შესაძლებელია იმგვარი დაშვებანი, როდესაც ლაპარაკია ერთზე, მაგრამ იგულისხმება ორი (ან მეტი); ანუ, როდესაც გონება ორობითს ან მრავლობითს მხოლობითით გამოხატავს. ასე მაგალითად: ხშირად ამბობენ: "ჩემი ყურით მოვისმინე", ან "საკუთარი თვალით მყავს ნანახი", და სხვა მრავალი ამდაგვარნი, მაგრამ ყველას კარგად ესმის, რომ აქ მსმენელიც და მხედველიც ორივე ყური, ან ორივე თვალია და არა მხოლოდ ერთი; ან თუკი "ფეხით გავეშურე"-ო იტყვის ვინმე ამის მთქმელს ცალ ფეხზე მოხტუნავედ ხომ არ წარმოვიდგენთ, ამიტომაც არა გვაქვს არავითარი საფუძველი (მით უმეტეს, როდესაც მოგვიანებით მოცემულიც კი იქნა ერთი თითით პირჯვრისმაწერალთა საწინააღმდეგო წყევლის ფორმულა) - წმ. იოანე ოქროპირის გამონათქვამში "თითითა ხოლო..." პირდაპირი მნიშვნელობით გავიგოთ. მით უფრო, რომ წმ. იოანე ამ ტექსტში პირჯვრისწერის სულიერ მნიშვნელობაზე მსჯელობს და არა პირჯვრისსაწერი თითების წყობაზე.

საგულისხმოა, რომ იოანე ოქროპირის აკადემიურ გამოცემებში მოცემულია ეს "არა თითითა მხოლოდ…" მაშინ, როდესაც ღვთისმეტყველების მაგისტრმა გრიგოლ დიაჩენკომ იოანე ოქროპირის ამ სიტყვების თარგმანში, რომელიც იცავდა ორიგინალის სიზუსტეს, გადათარგმნა: "თითებით". "არა მხოლოდ თითებით უნდა გამოვისახოთ ბეჭედი ჯვარი", - ასეა ოქროპირის სიტყვები ნათარგმნი მის წიგნში: "Уроки и примеры христианской надежды" (1894 г., стр. 318). ამგვარი ურთიერთწინააღმდეგობა გაბატონებულ ახალმოწესეთა თარგმანებში ბუნებრივად ბადებს ეჭვს მათი ვარაუდების სამართლიანობაში და სადავო საკითხზე სწორ წარმოდგენას ვერ იძლევა (С. И. Быстров. Двоеперстие в памятниках христианского искусства и письменности. Барнаул. 2001 г., стр. 16). თუ ასე არ არის, მაშინ ის როგორ გავიგოთ, რომ უძველეს წყარო "Златоструй" - ში (რომელიც წმ. იოანე ოქროპირის ზნეობრივ მოძღვრებათა და ქადაგებათა კრებულს წარმოადგენს და სერბიელ მეფეს, სვიმეონს გამოუკრებია) იგივე სიტყვა "თითი" მრავლობითშია ("не просто персты должно изображать его (крест)) და შემდგ. ("Златоструй", сл. 28); ან, როგორ გავიგოთ "მარგალიტში" მოტანილი გამონათქვამი ოქროპირისა, სადაც პირჯვრის საწერ თითებზე მრავლობითშია ლაპარაკი? (ეპ. არსენი ურალელი. ციტ. იქვე). თუ მხოლობითში დაყენებული "თითი" ერთი თითით პირჯვრისწერად ესმით ჩვენს ოპონენეტებს, მაშინ აქ (რაკიღა ორი თითით პირჯვრისწერას უარყოფენ) სამი თითით პირჯვრისწერად უნდა შეიმეცნონ მრავლობითი "Персты" მაგრამ ეს ეწინააღმდეგება ედ. ჭელიძისა და სხვა ახალმოწესეთა ნათქვამს იმის შესახებ, რომ სამი თითით პირჯვრისწერა მხოლოდ VIII საუკუნიდან შემოდის (გვ. 200, 201), მაშინ, როდესაც წმ. იოანე ოქროპირი IV საუკუნეში ცხოვრობდა. ასე რომ, რჩება მხოლოდ მესამე ვარიანტი, - "მარგალიტში" მოხსენიებული მრავლობითი "персты" ორი თითით პირჯვრისსაწერ წყობად უნდა გავიგოთ.

ან რაღა ვთქვათ წმ. კირილე იერუსალიმელის შესახებ, რომელიც ბრძანებს: "ამგვარად, ნუ შეგვრცხვება აღიარება ჯვარცმულისა და შუბლზე აშკარად ვქმნათ თითებით ბეჭედი ჯვარი… და შემდგ". (იქვე). ამ შემთხვევაში, წმ. კირილე ჯვრის გადასახვას თითებით ითხოვს და არა თითით. თუ VII საუკუნემდე პირჯვარს მხოლოდ ერთი თითით იწერდნენ, საინტერსოა, რას უნდა ნიშნავდეს წმ. კირილეს მოთხოვნა - თითებით გადავიწეროთ ჯვარი, მითუმეტეს, რომ აქ ნაბრძანებია თითებით აღვიაროთო ჯვარცმული (ქრისტე); თითებით ჯვარცმული ქრისტეს აღიარება სამით კი არა, ორი თითით გამოიხატება - ქრისტეს ორბუნებოვნების ნიშნად.

წმ. კირილე იერუსალმელის "კატეხიზმოში", რომელიც სინოდის განჩინებით 1824 წელს ითარგმნა იაროსლავის სასულიერო სემინარიაში, ზემოთ დამოწმებულ წინადადებაში წმ. კირილეს სიტყვებიდან ამოიღეს სიტყვა "თითებით" და ჩასვეს სიტყვა "ხელით" ("შუბლზე აშკარად ვქმნათ ხელით, ბეჭედი ჯვარი"). ახალმოწესეთა სემინარიის თარგმანში სიტყვების ამგვარი შეცვლა სხვა არაფრით შეიძლება ავხსნათ, თუ არ იმით, რომ მთარგმნელებმა ჯვარცმულის თითებით აღსარების ქვეშ ორი თითით პირჯვრისწერის წესი ამოიკითხეს და შეცვალეს იგი სიტყვით "ხელი", რამეთუ მათთვის თვალი აეხვია ორი თითით პირჯვრისწერისადმი გამეფებული სიძულვილს.

2. "წმ. ეპიფანე ამბობს, - წერს პროფ. კაპტერევი, - ვინმე მის ნაცნობ მართლმადიდებელ ქრისტეან იოსებზე, რომ მას "აუღია წყლით სავსე ჭურჭელი და თავისი თითით გამოუსახავს მასზე ბეჭედი ჯვარი". ამ მაგალითში სრულიად ცხადად არის ნათქვამი რომ ამ ვინმე იოსებს საკუთარ თავზე პირჯვარი კი არ გადაუწერია ერთი თითით, არამედ "აუღია წყლით სავსე ჭურჭელი და თავისი თითით გამოუსახავს მასზე ბეჭედი ჯვარი".

სხვადასხვა სულიერ თუ უსულო საგანზე ჯვრის გამოსახვა ჩვეულებრივი ამბავი იყო პირველ ქრისტეანებს შორის. წმიდანთა ცხოვრებაში ხშირად შევხვდებით მაგალითებს, როდესაც ესა თუ ის წმინდანი ამა თუ იმ მიზეზით ჯვარს გამოსახავს საგანს, რაც, ბ-ნ ედ. ჭელიძის სიტყვებით თუ ვიტყვით, ამ კონკრეტულ საგანზე ჯვრის გამოსახულების დახატვას ან აღბეჭდვას ისახავს მიზნად და არანაირად არ წარმოადგენს პირჯვრისწერის დამადასტურებელ მოწმობას. ისევე როგორც საგანზე ჯვრის გამოსახვა რიგითი ქრისტეანის ან ბერის მიერ ყოველთვის არ აღნიშნავს ამ საგნის კურთხევას, რომელიც, საზოგადოდ, მღვდელმსახურის პრეროგატივაა. ამიტომაც, თუ მართლმადიდებელმა იოსებმა წყლის ჭურჭელზე თითით ჯვარი გამოსახა, ამით აჩვენა, რომ მას სწამდა ჯვრის ძალისა და მოისურვა, წყალი აღბეჭდილი ყოფილიყო ამ ნიშით. ამ მიზნის მისაღწევად კი სულაც არ იყო აუცილებელი მორწმუნე ქრისტეანს შეეკრა ან ორი თითი, ან სამი და ასე გამოესახა ჯვარი წყალზე. მან, უბრალოდ ჯვარი, "დახატა", ახალმოწესეობის აპოლოგეტები კი ამ სრულიად გასაგებ და მარტივ ქმედებას რატომღაც პირჯვრისწერის წესად აღიქვამენ.

ამგვარ მეთოდს ბ-ნი ედიშერ ჭელიძეც მიმართავს, როდესაც გადმოგვცემს წმ. ბარბარეს ცხოვრებაში გადმოცემულ შემთხვევას:

3. "წმ. ბარბარას შესახებ დაწერილი უწყება გვაქვს უწმიდესი მამის სვიმეონ მეტაფრასტის აღწერილობაში; - წერს ედ. ჭელიძე, - ეს აღწერილობა ძველქართულად არის თარგმნილი. უპირველესად მოგვაქვს თავად ძველბერძნული ტექსტის უწყება:

"მხევალი ღვთისა ბარბარა ჩამოვიდა კოშკიდან, რომ ენახა, თუ როგორ შენდებოდა აბანო. როდესაც იხილა მან, რომ სამხრეთის მხარეს ორი სარკმლით ნათდებოდა იგი, ბრალი დასდო ხელოსნებს და ასე უთხრა მათ: "რატომ არ დაუმატეთ ორ სარკმელს მესამეც, რომელიც კეთილმშვენიერებასთან ერთად მეტ ნათელსხივოსნებასაც შემოიტანდა?" მათ მიუგეს: "მამაშენისგან გვებრძანა ასე". ბარბარამ დააძალა მათ, გამოეკვეთათ სხვა სარკმელიც, მაგრამ ხელოსნები შეყოყმანდნენ შემატებაზე და მარჯვედ მოიმიზეზეს შიში მისი მამისადმი. მაშინ ბარბარამ ერთად წარმოაჩინა თითებიდან სამი და თქვა: "სამი, სამი სარკმელი უნდა გამოკვეთოთ, ხოლო თუ ამის გამო განრისხდება მამა, მე გავცემ მას პასუხს". დაემორჩილნენ ხელოსნები და შეასრულეს ბრძანება. როდესაც აბანოს მთელი მორთულობა განეგო, უფრო დაკვირვებით დაათვალიერა იგი წმინდანმა და რადგან მისი გული სახიერი სულის მადლით იყო მოცული, ხოლო ქრისტესმიერი რწმენა თავისუფლებით აღავსებდა მას, ემბაზის წინ დადგა ქალწული და აღმოსავლეთით მზირალმა მის მარმარილოზე თითით გამოწერა ჯვრის საღვთო სახე შთამომავლობისთვისაც რომ საცნაური ყოფილიყო, რაც მან ქმნა, და რომ ქადაგებულიყო ქრისტეს ძალი, თითით აღნიშნული სახე ჯვრისა თითქოსდა რკინით ამოიჭრა და გამოინიშნა მარმარილოზე, რაც დღემდე ჩანს…".

მოგვიანებით, როდესაც წმ. ბარბარას მამამ იხილა სამი სარკმელი შვილს ჰკითხა: "მითხარ მე, როგორ და რის გამო სჯობია ასე?" მან მიუგო: "სამი ბევრად განირჩევა ორისაგან (იგულისხმება ორი სარკმელი - ეპ. პ.), რადგანაც სამი სარკმელი ნათელყოფს ამქვეყნად მომავალ ყოველ კაცს. ამის თქმით ყოვლითურთ გააცხადა მან წმიდა სამების სიდიადე. ბარბარას მამა შეაშფოთა უცხო და უჩვეულო სიტყვამ, განიმარტოვა შვილი, აბანოს ემბაზთან მივიდა და ჰკითხა მას: "როგორც არის ყოველი კაცი ნათელმყოფელი სინათლე სამი სარკმლისა?" ბარბარამ მიუგო: "მისმინე და გულისხმაყავ ჩემგან თქმული". მყისვე ჯვრის ნიშანი დაანახა მან მამას, თანაც თითებითვე უჩვენა იგი და უთხრა: "იხილე - მამა, ძე, და სულიწმიდა" (დამოწმებულ მონაკვეთში ყველა ხაზგასმა ედ. ჭელიძისაა - ეპ. პ.). ამ ნათლით სულიერად ბრწყინავს ყველა ქმნილება" (წმ. სვიმეონ მეტაფრასტი. ღვაწლი წმიდისა, დიდებულისა და კეთილადმძლისა ქრისტეს დიდმოწამისა ბარბარასი, პგ. 116, სვ. 304-308. ციტ. ედ. ჭელიძის დასახ. ნაშრ. გვ. 209-211).

რისი მინიშნება სურს ბ-ნ ედ. ჭელიძეს, როდესაც ხაზს უსვამს სიტყვებს: "ერთი", "სამი", "სამი ბევრად განირჩევა ორისაგან" და ა. შ.? ალბათ იმისა, რომ მკითხველმა ამ სიტყვებში იგულისხმოს პირჯვრისწერის წესი და ორი თითით პირჯვრისწერას სამი თითით პირჯვრისწერა ამჯობინოს. სავარაუდოდ ამ თვალსაზრისით არის ხაზგასმული სიტყვები "სამი ბევრად განირჩევა ორისაგან". მკითხველისთვის ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს, რომ სარკმელთა რაოდენობაზე მამა-შვილს შორის გამართული პოლემიკა არანაირად არ უკავშირდება პირჯვრისსაწერ თითთა წყობას. წმ. ბარბარა მამას პირჯვრიწერას კი არ ასწავლის, არამედ წმ. სამების საიდუმლოს განუმარტავს. ვფიქრობ, მეტად არასერიოზულია, ყველგან, სადაც კი მამათა და დედათა ცხოვრებაში შეგვხვდება მაგალითები იმისა თუ როგორ გამოსახავენ საგნებზე ჯვარს ერთი თითით, იმწამსვე ვიფიქროთ, რომ ეს იმ დროს არსებული ერთი თითით პირჯვრისწერის წესის გამოხატულებაა. ვიხილოთ სხვა მაგალითებიც და თავად განსაჯეთ:

4. წმ. გრიგოლ დეოლოღოსი (რომელსაც ერთი თითით პირჯვრისწერის გასამართლებლად ეყრდნობა პროფ. კაპტერევი) თავის "გასაუბრებაში იტალიელ მამათა და სულის უკვდავების შესახებ" გვიყვება: ვალერიის პროვინციაში მცხოვრები ვინმე ღვთივსათნო კაცის ნექტარიუსის ამბავს, რომელსაც ასეთი სასწაული მოუმოქმედნია. იმ მხარეში, სადაც ნექტარიუსი ცხოვრობდა, ადგილობრივ მცხოვრებთ ჩვეულებად ჰქონიათ პურის ცხობის წინ მოზელილ ცომზე გამოესახათ ჯვარი ისე, რომ პური თითქმის ოთხ ნაწილად იყოფოდა. ერთხელ მასთან ერთად მცხოვრებ ძმებს, რომლებიც პურს აცხობდნენ, დაავიწყდათ მოზელილ ცომზე ჯვრის გამოსახვა. წმინდანმა ეს შეამჩნია და, როდესაც ძმებმა მოზელილი ცომი ღუმელში შედეს და ნაკვერჩხალი და ფერფლი დააყარეს, პურზე ჯვრის გამოუსახველობის მიზეზი იკითხა. იმწამსვე იმ მიმართულებით, სადაც ნაკვერჩხალქვეშ პური იდო, თითით ჯვარი გამოსახა. ამისგან პურმა გამოსცა ისეთი ხმა, როგორიცა აქვს ცეცხლის სიმხურვალისგან გამტყდარ თიხის ჭურჭელს. როდესაც ღუმელიდან გამომცხვარი პური გამოიღეს იხილეს მასზე ჯვარი, რომელიც გამოსახულ იქნა არა შეხებით, არამედ რწმენით (იხ. Святого отца нашего Григория Двоеслова Собеседования о жизни италийских отцов и о безсмертии души. Москва, 1996 г., кн. первая, гл. 11, стр. 60, 61).

5. ნეტარი თეოდორიტე (რომელსაც იმოწმებს პროფ. კაპტერევი) თავის თხზულებაში: "ღმრთისმოყვარეთა ისტორია" წმ. ივლიანეს ცხოვრებაში გვიყვება თუ როგორ გადაწერა ჯვრის ნიში თითით ამ წმინდანმა მის წინააღმდეგ აღმართულ გველს და მოკლა იგი. "…ეს ცხოველი თავს დამესხა, - ჰყვება წმინდანი, - და პირი გააღო, რათა ჩავეყლაპე მაშინ, გამოვსახე რა თითით ჯვრის ნიში (უფრო ზუსტად: გამოვავლინე თითით ძლევის ნიშანი" (Блаж. Феодорит Кирский. История Боголюбцев, изд. "Паломник", 1996 г., Комментарий, стр. 312, ком.: 41), მოვუწოდე ღმრთის სახელს, განვაგდე ჩემგან ყოველი შიში და ვიხილე თუ როგორ დაეცა უსულოდ გველეშაპი" (იქვე, გვ. 157).

საგულისხმოა, რომ ნეტ. თეოდორიტეს დასახელებული თხზულების მითითებულ გამოცემაში, რომლის შესავალი წერილი და კომენტარები დაურთავს მოსკოვის სასულიერო აკადემიის პატროლოგს, პროფ. ა. ი. სიდოროვს, დამოწმებული ადგილის კომენტარში გაზიარებულია პროფ. კაპტერევის იდეა პირჯვრისსაწერი თითების წყობის განვითარების შესახებ. პროფ. ა. სიდოროვიც იმეორებს იმ აზრს, რომ "ორი თითით პირჯვრისწერა გამოჩნდა მოგვიანებით, როდესაც აღმოცენდა მონოფიზიტური ერესი… კიდევ უფრო გვიანდელია სამი თითით პირჯვრისწერის წესი" (იქვე).

მოტანილი მაგალითები საკმარისია იმის საჩვენებლად, რომ ყოველი მათგანი აჩვენებს არა ერთი თითით პირჯვრისწერის წესს, არამედ ქრისტეანთა ჩვეულებას, თითით გამოსახონ ჯვარი სხვადასხვა საგნებს. მაგრამ, ყველაზე საინტერესო აქ ის არის, რომ გაბატონებული ეკლესიის პროფესორები და მკვლევარები (მ. შ. კაპტერევი, სიდოროვი, ჭელიძე და სხვები) ერთი თითით პირჯვრისწერის წესის გასამართლებლად გამოყენებულ ადგილთა თარგმანებს არ გვაწვდიან იმ სიზუსტით, როგორც არის ის გადმოცემული დედანში (ვთქვათ, ძველბერძნულში). ამის საჩვენებლად დავიმოწმებთ თვით ბ-ნ ედ. ჭელიძეს და პროფ. სიდოროვს.

წიგნში "ეკლესია - სძალი უფლისა" ედ. ჭელიძე წერს: "წმ. ბასილი დიდის ძმას, წმ. გრიგოლ ნოსელს, რომელსაც უწოდებდნენ "ქრისტეს ეკლესიის სამკაულს", დაწერილი აქვს ეპიტაფიური ენკომია, რომელიც მიძღვნილია წმიდა მამის მელეტი ანტიოქელისადმი. ამ შრომაში ერთგან წმ. გრიგოლ ნოსელი ახსენებს ახალგარდაცვლილი მამის მარჯვენა ხელს და ამბობს (მოგვაქვს წმ. გიორგი მთაწმინდელის თარგმანი):

"სადა არს საწადელი იგი მარჯუენე მისი, რომელი კურთხევასა მას პირისასა სასურველთა მათ თითთა თვისთა ჯუარისწერითა დაჰბეჭდვიდა" (ხელნ. A - 55, XII ს., 319 ვ). როგორც ვხედავთ, - აგრძელებს ედ. ჭელიძე, - წმ. გრიგოლ ნოსელის უწყებით წმ. მელეტი ანტიოქელი პირისმიერ კურთხევას (ე. ი. პირით წარმოთქმულ კურთხევის ფორმულას) თითთამიერი ჯვრის გარდასახვით სრულყოფდა.მოტანილი ციტატიდან ჩვენთვის ამჯერად საინტერესოა ის ფაქტი, რომ წმ. მელეტი კურთხევას გასცემდა "თითთა თვისთა ჯუარისწერით" (სად დაიკარგა აქ ერთი თითით ჯვრის გამოსახვის ჩვეულება, თუკი ორი თითით და მით უმეტეს სამით ჯვრის დაწერა გვიან საუკუნეებში შემოვიდა? - ეპ. პ.). აქვე ვუპასუხებთ: ორზე მეტი! საქმე ისაა, რომ ბერძნულ ენას, განსხვავებით ქართულ-რუსულისაგან, აქვს სამი რიცხვი: მხოლობითი, ორობითი და მრავლობითი (ორზე მეტი), ძველბერძნულ ორიგინალში კი "თითთა"-ს შესაბამისი სიტყვა დგას არა ორობით რიცხვში, არამედ მრავლობითში, ხოლო მრავლობითი რიცხვი ბერძნულ ენაში ყოველთვის ორზე მეტს გულისხმობს.

ბერძნული სიტყვა "ტუს დაკტიულუს" ნიშნავს ორზე მეტს. წმ. გრიგოლ ნოსელს რომ ორი თითით ჯვრის გარდასახვა ეგულისხმა, მის ტექსტში გვექნებოდა არა "ტუს დაკტიულუს", არამედ "ტო დაქტიულო" (ედ. ჭელიძე. "ეკლესია სძალი უფლისა". თბილისი 1990 წ. გვ. 217-219. იქვე ედ. ჭელიძე აღნიშნავს, რომ მხოლობითში ძველბერძნულად "ერთი თითი" გამოითქმის როგორც "ტო დაქტიულონ").

ცნობილია, რომ ბ-ნი ედ. ჭელიძე არის ძველბერძნული ენის ერთ-ერთი საუკეთესო მცოდნე. მისი ეს დაბეჯითებითი მსჯელობა, თუ როგორ უნდა გამოითქვას ძველბერძნულად ერთი, ორი ან სამი (მრავლობითი) თითი, ჩვენ, ძველბერძნული ენის არმცოდნეებს დაგვეხმარება იმის გარკვევასა და დამტკიცებაში, რომ ახალმოწესე მთარგმნელები ძალზე ხშირად მეტად არაზუსტად თარგმნიან წმ. მამათა ცხოვრებიდან იმ ადგილებს, რომლებიც ჯვრის გამოსახვასთან და თითების წყობასთან არის დაკავშირებული. ედ. ჭელიძის მსჯელობაც იმიტომ დავიმოწმეთ, რომ ცხადი უნდა გახდეს ნეტ. თეოდორიტეს მიერ აღწერილ შემთხვევაში, როდესაც წმ. ივლიანემ გველს გადაწერა ჯვარი და ჯვრის ძალით სული გააცხობინა, ეს ქმნა არა ერთი, არამედ ორი თითით.

საბედნიეროდ, პატროლოგ ა. სიდოროვს თავის კომენტარებში ეს ადგილი ძველბერძნული დედნიდანაც აქვს დამოწმებული. მასში ვკითხულობთ: (ძირითად ტექსტშია): "Я же, начертав перстом знамение креста и призвав имя Божие, отогнал от себя всякий страх и увидел, что зверь тотчас же пал на землю бездыханным" (Блаж. Феодорит Кирский. История боголюбцев, изд. "паломник", 1996 г., стр. 157). კომენტარი: "Букв.: "явив перстом памятник победы (трофей) Креста" (იქვე. კომენტარი 41-ე. გვ. 312). ა. სიდოროვის მოწმობით, დედანში გვაქვს არა "ტო დაქტიულონ", არამედ "ტო დაქტიულო", რომელიც, ბ-ნ ედ. ჭელიძის მოწმობით, აღნიშნავს ორ თითს და არა ერთს (იხ. მისი "ეკლესია - სძალი უფლისა". თბილისი 1990, გვ. 218-219).

საზოგადოდ, უნდა აღვნიშნოთ, რომ ძველი საეკლესიო წყაროების თარგმნისას, იქ, სადაც ლაპარაკია ახალმოწესეთა და ძველმართლმადიდებელთა განმასხვავებელ ნიუანსებზე, ახალმოწესეთა თარგმანებში ასეთი დამახინჯებანი არცთუ იშვიათია. როგორც უკვე ვთქვით, წმ. კირილე იერუსალმელის "კატეხიზმოში", წმ. კირილეს სიტყვებიდან ამოღებულია სიტყვა "თითებით" და ჩასმულია სიტყვა "ხელით". ახალმოწესეთა სემინარიის თარგმანში ამგვარი შეცვლა სიტყვებისა სხვა არაფრით შეიძლება ავხსნათ, თუ არ იმით, რომ მთარგმნელებმა ჯვარცმულის თითებით აღსარების ქვეშ ორი თითით პირჯვრისწერის წესი ამოიკითხეს და შეცვალეს იგი სიტყვით "ხელი".

გაბატონებულ ნიკონიანურ ეკლესიას რომ სძულს ორი თითით პირჯვრისწერა, იმითაც მტკიცდება, რომ "Добротолюбие" - ს სინოდალურ გამოცემებში მათ შერყვნეს პეტრე დამასკელის (VII ს.) წიგნი და იქიდან ამოიღეს მისი მოწმობა ორი თითით პირჯვრისწერის შესახებ; ეს ადგილი ბერძნული დედნის მიხედვით ასე იკითხება: ორი თითი და ერთი მკლავი ხელისა წარმოაჩენენ ჩვენს ჯვარცმულ უფალს იესუ ქრისტეს, რომელმაც ერთ იპოსტასში შეაერთა ორი ბუნება. ასევე ამოიღეს მათ იოანე მოსხის (მესხის) "ლიმონარში" (იგივე "სამოთხე", იგივე "Луг духовный") ორი თითით ჯვრის გამოსახვის მაგალითი (იხ. "ქართული მწერლობა". ტ. 1. გვ. "ლიმონარი"б დეკანოზ არჩილ მინდიაშვილის გამოცემა. გვ. 398).



ლატერანის დიდი სარკოფაგის ნაწილი IV ს.               ლატერანის სარკოფაგის ნაწილი V ს.



ავორიუს ტრივულცი IV ს.                                            მილანის დიპტიქის ნაწილი V ს.



რავენას აპოლინარი ახლის ეკლესიის მოზაიკაVIს.                             მაცხოვრის გამოსახულებაVI ს.




"მონცის ამპულა" VII ს.



მენელსაცხებლე დედანი უფლის საფლავთან. ამპულა VI-VII სს.
4
oldorthodox@gmail.com
საქართველოს
ძველმართლმადიდებლური
ეკლესია

ოფიციალური საიტი
Назад к содержимому