წყალპკურებითი და წალგადასხმითი "ნათლობების" მხილება
არქიეპისკოპოსი პავლე
საპკურებელი წყლის შესახებ
საპკურებელი წყლის შესახებ
წყალპკურებითი "ნათლობის" გასამართლებლად მწვალებლები ხშირად იმოწმებენ "მოციქულთა მოძღვრებად" ცნობილ ძეგლს, "დიდაქეს" და, ვითარცა ხავსს წყალწაღებული, ისე ეჭიდებიან ამ "დოკუმენტს". არ შევცდებით თუ ვიტყვით, რომ წყალპკურებითი ნათლობის ნებადამრთველი არავითარი კანონიკური დოკუმენტი არ არსებობს, გარდა თვით მწვალებლების მიერ შედგენილი ყალბი და მათ მიერვე შერყვნილი ძველი წყაროებისა.
წყალპკურებითი ნათლობა ძველ მამებს არ დაუწესებიათ. მეტიც, თვით მწვალებლური ეკლესიებიც კი, როგორიც რუსულ-ნიკონიანური, ახალბერძნული საკრებულოები და აღმოსავლეთის ახალმოწესე სხვა იერარქებია, კატეგორიული წინააღმდეგნი არიან წყალპკურებითი (იგივე სხურებით, ანუ წყლის თავზე გადასხმით) "ნათლობისა", რაც ცხადად მიგვანიშნებს აღმოსავლეთის მართლმადიდებლრუ ეკლესიათა უძველეს პრაქტიკაში წყალპკურების, როგორც ნათლობის წესის, არარსებობას. პირიქით, ის ლათინურ (ე. ი. პაპისტურ) მწვალებლობად არის შერაცხილი და გადაცემულია ანათემას (იხ. ჩვენი წერილი: "ისმინეთ უნათლავნო და შეძრწუნდით").
რაც შეეხება საკუთრივ ძეგლ "დიდაქეს", სადაც დაშვებულია წყალპკურებითი "ნათლობა" ("დიდაქე" VII, 1-3), კიდევ ერთხელ გავიმეორებთ უკვე მრავალჯერ ნათქვამს: "დიდაქე" არ არის ეკლესიისთვის ანგარიშგასაწევი, კანონიკური წყარო.
ეკლესიის სიწმიდე, როგორც ეკლესიის შესახებ დოგმატის განუყოფელი ნაწილი, სხვა მრავალთან ერდათ იმასაც ითვალისწინებს, რომ ეკლესია საკუთარ მოძღვრებასა და განწესებებში თავის თავს არ ეწინააღმდეგება. მაშინ, როდესაც წყალპკურებითი "ნათლობის" დაშვება "დიდაქეში" და, აგრეთვე, წმიდა მამათა სახელით წარწერილ სხვა ძეგლებსა თუ ხელნაწერებში, ეწინააღმდეგება წმ. მამათა მიერ მოცემულ საეკლესიო-საკრებო და ცალკეულ განწესებებს, სადაც წყალპკურება, როგორც "ნათლისღების" მწვალებლური ფორმა, ანათემას არის გადაცემული ("დიდაქეს" შესახებ უფრო დეტალურად იხილეთ ჩვენი წერილი: "არის თუ არა "დიდაქე" მოციქულთა მოძღვრება?!").
ამიტომაც, სრულიად გასაგებია, რომ უაპელაციოდ, მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ ვიღაცას ასე უნდა, მსოფლიო ეკლესიის სწავლების, სწორი საღვთისმეტყველო გააზრებისა და ეკლესიის მრავალსაუკუნოვან პრაქტიკასთან შეჯერების გარეშე, არც ერთი წერილობითი წყარო, - თუნდაც იგი წმ. მამის ან საეკლესიო კრების სახელს ატარებდეს, - არ უნდა შევიწყნაროთ.
მსურს წმ. თევდორე სტოდიელის სიტყვებით შეგაგონოთ, ძმანო: მწვალებელთა მიერ დამოწმებული გამონათქვამებიდან ერთნი აშკარად ერეტიკულნი არიან, - რამეთუ შეუძლებელია, სიცრუე არ შეურიონ სიმართლეს; სხვა გამონათქვამნი, მართალია, წმ. მამებს ეკუთვნით, მაგრამ მათ დამახინჯებულად აღიქვამს მწვალებელთა დაბნელებული გონება, ხოლო კიდევ სხვა გამონათქვამები სრულიად შეუფერებელნი არიან. არ უნდა ვისმენდეთ მწვალებელთა განმარტებებს და მათთან საუბარსაც კი უნდა მოვერიდოთ" (Твор. св. Феодора Студита. "Письма к разным лицам"ж Письмо 36, к Навкратию сыну. С. Петербург. 1867 г.).
რადგან წყალპკურებითი "ნათლობის" სჯულდება არ არსებობს, მწვალებლები ცდილობენ, წმ. წერილსა და საღმრთო საგალობლებში მოცემული ზოგიერთი ადგილები, ასევე საღმრთო განგებულებით დაშვებული გამონაკლისი შემთხვევები წყალპკურებით "ნათლობას" შეუსაბამონ. ასე, მაგალითად: "სხურებითი ნათლობის მომასწავებელი სიმბოლოა გედეონის მიერ ხილული საწმისი" - ვკითხულობთ ბ-ნ ედ. ჭელიძის ნაშრომში "ეკლესია - სძალი უფლისა". ეს დასკვნა მას მიქაელ მოდრეკილის ჰიმნებში გადმოცემული მტკიცების საფუძველზე გამოაქვს, სადაც ნათქვამია: "საწმისი, რომელიც იხილა გედეონ სავსე ცუარითა, და გამოსახვიდა იგავით სახესა ნათლისღებისასა" (მიქ. მოდრეკილი, ჰიმნები. გვ. 129. ციტ. დასახ. ნაშრ. თბილისი 1990 წ. გვ. 136); ასევე: "საწმისსა მის სავსესა ცუარითა ჰხედვიდა გედეონ, გამოსახვიდა ქრისტეს ნათლისღებასა" (იქვე).
ამტკიცებენ იმასაც, თითქოს ილია წინასწარმეტყველის მიერ სამსხვერპლოზე წყლის გადასხმა და ზეციდან ცეცხლის ჩამოტანა წინასახე ყოფილიყოს პკურებითი ნათლობისა; ასევე, წყალპკურებითი ნათლობის მომასწავებელ სიმბოლოდ მიიჩნევენ ნაბუქოდონოსორის მიერ სამი ებრაელი ყრმის ცეცხლის სახმილში შეგდებს, რაც "დანიელის წინასწარმეტყველების" წიგნშნია აღწერილი. "წინასწარმეტყველი გვაუწყებს, - წერს ბ-ნი ედ. ჭელიძე - რომ ცეცხლში ჩაგდებულ ყრმებს მოევლინება ანგელოზი უფლისა, რომელიც ცვარით გააგრილებს მათ; აი შესაბამისი მუხლი: "ხოლო ანგელოზი უფლისაი თანაშთავიდა მყის აზარიაესთა სახმილად მიმართ და განყარა ალი ცეცხლისა სახმილისაგან და ყო შორის სახმილისა, ვითარცა სული ცუარისა, ვითარცა - რაი მსტვინავი და არა შეეხო მათ ყოვლითურთ ცეცხლი მათდა" (დანიელ. 3:49, 50). სწორედ ეს ეპიზოდი წარმოადგენს სხურებითი ნათლობის ჭეშმარიტ სახეს" (დასახ. ნაშრ. გვ. 133).
მიიჩნევენ რა ამ ადგილს სხურებითი ნათლობის გასამართლებელ დოკუმენტად, ისევ მიქაელ მოდრეკილის "იადგარებს" იმოწმებენ და კვლავ და კვლავ ასკვნიან, რომ "ღუმელი", ანუ "სახმილი", სადაც სამი ებრაელი ყრმა ჩაყარეს, "გამოსახავდა ეკლესიას", ანგელოზისმიერი ცვარი კი "ნათლისღებას" (იქვე გვ. 134).
მაგრამ ძვ. აღთქმაში ამგვარი მაგალითები ან წყალთან შეერთებული მადლის წინასახეებს წარმოაჩენს ან მაცხოვრის უბიწოდ ჩასახვისა და შობის სიმბოლოა.
"საერთოდ, - ბრძანებს წმ. იოანე დამასკელი, - საღმრთო წერილი ძველთაგანვე გვიმოწმებს იმას, რომ წყალი შემოსილია განსაკუთრებული ძალით განწმენდისა. სწორედ წყალთა რღვნით განბანა ღმერთმა ნოეს დროს ქვეყნიერება ცოდვისაგან. წყალთაგან განიწმინდებოდა სჯულის მიხედვით ყოველი არაწმიდა იქამდეც კი, რომ მისი სამოსიც კი განიბანებოდა წყლით.
ელია თეზბიტელმაც, როცა წალი ასხურა ყოვლადდასაწველ მსხვერპლს, სულიწმიდის მადლი წარმოაჩინა, შეერთებული წყალთან (წმ. იოანე დამასკელი. "მართლმადიდებელი სარწმუნოების ზუსტი გადმოცემა". წიგნი IV თბილისი. "ხელოვნება". 1992 წ. გვ. 293).
ასევე, გედეონმა იხილა გადაცვარული საწმისი, რასაც ეკლესია ასე განმარტავს: "შენგან გარდამოეცუა ცუარი დამშრეტელი უღმრთოებისა ცეცხლისა, ამისთვისცა გიღაღადებთ ყოვლად-წმიდაო საწუმისო (ე. ი. ყოვლადწმიდო ღვთისმშობელო - არქიეპ. პ.), რომელი გიხილა გედეონ, გიხაროდენ" (აკაფისტო. გალობა 6. ტროპარი 2-ე. საქ. საეკლ. კალენდ. 1988 წ.).
სლავურად ეს ასე ჟღერს: "От тебе роса укану, пламень многобожия угасивши, тем вопием ти, радуся руно одушевленное, еже Гедеон прежде виде" (Акафист. Песнь 6. Тропарь 2); ან კიდევ: "Яко руно всенепорочная дождь Небесный во чреве заченьши, и нам родила еси, нетление дающаго благочестно того поющим и Тя Всенепорочную Богородицу величаем" (Служебная минея. Месяц декамврии. 24-го числа. Канон св. Евгении. Песнь 9. Богородичен).
დაცვარული საწმისი, რომელიც გედეონმა იხილა (მსაჯულნი 6) წყალთან შეერთბული მადლის სიმბოლო რომ არის, და არა წყალპკურებითი ნათლობისა მოწმობენ წმ. მამები: ნეტ. ავგუსტინე, თეოდორიტე და იერონიმე. "წმიდა მამათა განმარტებით, ჯერ საწმისის, ხოლო შემდეგ მთელი დედამიწის დაცვარვა იყო წინასახე ღმრთის მადლისა, რომელიც ცხოველყოფდა ჯერ იუდეველთა ეკლესიას, ხოლო შემდეგ, რაც უფალი ჩვენი იესუ ქრისტე, სიტყვა ღმრთისა ჩამოვიდა ჩვენთან, გააცოცხლა მთელი გაწარმართებული სამყარო. ამგვარად, საწმისი მიანიშნებდა სინაგოგაზე - იუდეველთა ეკლესიაზე; გამხმარი მიწა კი წარმართულ სამყაროს, რომელსაც ჯერ არ შეხებოდა ღმრთის ძის ცვარ-ნამი, ანუ მადლი ღმრთისა. ან როგორც ორიგენე და ჰიერონიმე განმარტავენ და როგორც გალობს ჩვენი ეკლესია ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის საგალობელში, საწმისი თვითონ არის ღვთისმშობლის წინასახე, მისი დაცვარვა კი სულიწმიდით ღმრთის ძის ჩასახვასა და განკაცებას მოასწავებს, რის შემდეგაც მადლით მოირწყა ადამიანის მკვდარი ბუნება, ცოდვაში დანთქმული მთელი სამყარო, - მიწა ხმელი და მწყურვალე (Протоеиерей Григорий Дьяченко. "Полный церковно-славянский словарь". Москва. 1993 г., стр. 561).
ამრიგად, გედეონის მიერ დაცვარული (დანამული) საწმისის ხილვა, ყოვლადწმიდა ღვთისმშობლისა და უპირველესად, ქრისტეს განკაცების სიმბოლოა და არა ე. წ. წყალპკურებითი "ნათლობისა".
არც ნაბუქოდონოსორის მიერ ცეცხლის სახმილში სამი ყრმის ჩაგდებაა წინასახე წყალპკურებითი "ნათლობისა", იგი აქაც უბიწოდ ჩასახვისა და უხრწნელად შობის სიმბოლოს წარმოადგენს. იხილეთ ამის დამადასტურებელი ლიტურგიკული ტექსტები:
წმ. მამათა კვირას "უფალო ღაღადვყავ"-ზე დასდებელ სტიქარონში ვკითხულობთ: "Якоже в росе суще вернии и святии отроцы Твои, в пещи пламене огненного пронаписаху тайно, еже от Девы Твое пришествие…".
ქართულად ამ სიტყვების აზრი ასეთია: "სახმილის ცეცხლში შეცვრეულმა წმ. ყრმებმა ქალწულისგან შენი შობა გამოსახეს საიდუმლოდ".
იმავე კვირას, ცისკარზე, სამთა ყრმათა და წმიდა მამამთავართა საგალობელში ნათქვამია: "Трие же отроцы, видевше пламень орошающь, Твое Божественное рождество…"
ქართულად: "... ხოლო სამთა მათ ყრმათა ღვთაებრივი შენი შობის სახედ იხილეს ალი შეცვრეული" (გალობა მე-5, ღვთისმშობლისა).
იქვე, პირველი საგალობლის მე-8 გალობაში ნათქვამია: "Прообразуют отроцы трие рождество Твое". ანუ, ქართულად: "შენს შობას მოასწავებენ სამნი ყრმანი".
ხოლო მეორე საგალობელის მე-8 გალობაში განმარტებულია, რომ: "საკვირველი სასწაული შეცვრეულისა მოასწავა ცეცხლის სახმილმა და როგორც არ დასწვა ყრმანი, ასევე არ დასწვა ღვთაებრივმა ცეცხლმა წიაღი ქალწულისა"-ო (სლავურად ასე ჟღერს: "Чюдо превелие росодавицу вообрази пещь образом, яже бо прият, ни ополяет юных, якоже ниже огнь Божества Девыя, юже проиде утробу… (Месячная служебная минея. Месяц Декамврий. Шестоднев, стр. 9).
იხილეთ სხვა მაგალითებიც: "Отроцы трие, посреде пещи чюдно орошаеми, да рожество Владыко, от Девствующаго телесе покажеши нам, спасеши в пещи девствующая телеса" ("სამთა მათ, უბიწო ყრმათა, სახმილსა შინა საკვირველი შეცვრევით იხსნი მეუფეო, და მით, უბიწოსაგან შენს საკვირველ შობას მოასწავებ" (სადღესასწაულო თვენი. 17 დეკემბერი. სამთა ყრმათა ხსენების ღვთისმსახურება. ცისკარი, საგალობელი სამთა ყრმათა. გალობა 1, ღვთისმშობლისა).
"Утробу неопалиму прообразуют Девчю, иже в ветсе огнем палимыя юноши" (იქვე. ქრისტეს შობის ღვთისმსახურება. ცისკარი. გალობა 8. მეორე საგალობლის ძლისპირი).
"Чюдо превелию росодавицу вообрази пещь образ, яже бо прият не опали юноши, такожде и огнь Божества Деву, юже чисту проиде…" (იქვე. გალობა 8-ე. პირველი საგალობლის ძლისპირი).
მსგავსი მაგალითების მოტანა დაუსრულებლად შეიძლება.
ამრიგად, წყლის სხურების ყველა ძველაღთქმისეული შემთხვევა, იქნება ეს ილიას მიერ სამსხვერპლოზე წყლის გადასხმა, გედეონის მიერ დაცვარული საწმისის ხილვა თუ ცეცხლის სახმილში ჩაყრილი სამი ყრმის ნამით გაგრილება, წყალთან შეერთებული მადლის, ცოდვათაგან განხმობილი და მადლგანძარცვული სამყაროს კვლავ გაცოცხლების, აღორძინების სიმბოლოა. ამიტომ, რადგანაც ცოდვათაგან განმწმენდელი მადლი სრულად მოეცა ქვეყნიერებას და არა ნაწილობრივ, "წყლით რღუნა" დაამკვიდრა ღმერთმა ცოდვათა აღსახოცად და ნათლისღების საიდუმლოში წყალში სრული, გარეგნული შთაფვლით ცოდვათა სრული აღხოცვის შეგრძნებითი ნიში გვიბოძა. ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელის სიტყვებისამებრ "გამოთქმა "ნათლიღება" ნიშნავს სიუხვეს, სულიწმიდასთან ზიარების სიმდიდრეს და როდესაც მორწმუნე ნათელიღებს წყალში სხეულის დაფლვით, ამას შეგრძებითაც განიცდის მაშინ, როდესაც წყლის უბრალოდ მიიმღები (ე. ი. წყალპკურებული - არქიეპ. პ.) მოირწყვის არა მთლიანად და მისი სხეულის ყოველ ნაწილს როდი შეეხება წყალი" (ნეტ. თეოფილაქტეს განმარტება წმ. მოციქულთა საქმეებზე. ციტ. "Блаж. Феофилакта толкование на Деяния свв. Апостолов, сокращ. избр. из толковании св. Иоанна Златоустаго и других отцов; издю "Скит", стр. 16, толк. на Деяния 1:5).
ამიტომაც ბრძანებდა ქართლის კათალიკოსი ბესარიონ ორბელიშვილი (XVIII ს) რომ "... გვევალება მეორედ შობა ემბაზში ან მდინარეში და არა ერთ რომელიმე ასოთაგანის დალტობა წყლით, ხოლო დანარჩენი სხეულისა კი განხმობა... მცირედი წყლის შეხება ან სხურება კი არა, მხოლოდ წყალსა შინა სრულად დამარხვა და მისგან აღმოშობა გვანიჭებს ღვთისშვილობას... შეუძლებელია, რომ სხეულის მხოლოდ ერთ ასოს შეეხოს წყალი, სხეულის დანარჩენი ნაწილი კი დარჩეს განუბანელად და შეირაცხოს იგი ძედ ნათლისა და შვილად სასუფევლისა, რამეთუ ამგვარად შეუძლებელია მეორედ შობის აღსრულება" (კათალიკოსი ბესარიონ ორბელიშვილი. "გრდემლი", თ. 20).
ამრიგად, როგორც ზემოთ დამოწმებული ლიტურგიკული ტექსტებიდანაც ჩანს ნამი, ცვარი, სიმბოლოა მადლისა, რომელიც უფლის განკაცებითა და ჯვარცმით გამოსყიდულ ცოდვილ კაცობრიობას მოენიჭა, ანუ "ესხურა მაღლით მადლი უხრწნელებისა, განხრწნილსა ბუნებასა კაცთასა" (უძვ. იადგარი. თბილისი 1980 წ. გვ. 160. ციტ. ედ. ჭელიძე. "ეკლესია - სძალი უფლისა". თბილისი 1990 წ. გვ. 135), ანუ, როგორც ნათლისღების (უფლის განცხადების) საღმრთო მსახურების განაწესშია ნათქვამი "Испали водою змием главы, иже пещнаго высокаго пламене юноши имуща благочестивии угаси, злокозненнаго мрака греховнаго все отымет росою духовною" (Служба Богшоявлению. Праздн. Минея, канон на утрени, песнь 7, Ирмос). ან როგორც ქართულ იადგარშია გადმოცემული: "იქცეოდეს ვითარცა შორის სამოთხესა, სახუმილსა მას შინა ცეცხლისასა, სამნი ყრმანი, ღმერთშემოსილნი, რომელთა ასხურა სიტყუამან ღმერთმან ცუარი მაგრილობელი (ე. ი. მადლი - არქიეპ. პ.), ხოლო აქა დღეს იორდანეს მისცა ბუნებასა წყალთასა ცოდუათა შემწველობაი" (ედ. ჭელიძე. დასახ. ნაშრ.).
ელემენტარული ჭეშმარიტებაა, რომ მადლი, როგორც საღმრთო ძლიერებისა და სიყვარულის არანივთიერი გამოვლინება, შეუძლებელია ვინმეზე "გადმოიღვაროს", ან "ესხუროს" ვინმეს, ეს მხოლოდ სიმბოლური, იდიომური გამოთქმებია. სულიწმიდა ცდილობს, ადამიანის ცნობიერებისთვის გასაგები სიმბოლოებით ამა თუ იმ საიდუმლოს ან მოვლენის არსში ჩაახედოს თავისი ქმნილება, ამიტომაცა რომ, როგორც წმ. წერილი, ასევე წმ. საღმრთისმსახურებო ტექსტები იდიომებით, მეტაფორებით, იგავებითა და სიმბოლოებით არის სავსე და მათი პირდაპირი მნიშვნელობით გააზრება, რბილად რომ ვთქვათ, დიდ გაუგებრობებს იწვევს.
ასე მაგალითად, "და აღმიდგინა ჩუენ რქაი ცხოვრებისაი", ნათქვამია ლუკას სახარებაში (ლუკა 1:69); ან კიდევ: "და ამაღლდეს, ვითარცა მარტორქისა, რქაი ჩემი" (ფსალმ. 91 (92):10); მაგრამ განა აქ ვინმე დაიწყებს იმის მტკიცებას, თითქოსდა ქრისტეანებს რქები ამოსდიოდეთ თავზე (რქა - ძლიერებისა და ძალაუფლების სიმბოლოა)?
ამიტომ, მადლის "სხურების" სიმბოლური გააზრებისთვის შეიძლება ვთქვათ, რომ როგორც მცენარის სასიცოცხლოდ აუცილებელია მისი მორწყვა, დანამვა, დაცვარვა, ასევე სასიცოცხლო აუცილებლობაა ადამიანის სულის "მორწყვა", და "დაცვარვა" ღვთის მადლით, მარადიული ცხოვრების მოსაპოვებლად. ასე, რომ სულიერი ნამით, მადლით, რომელიც წმ. ტექსტებში იდიომური გამოთქმებით გადმოიცემა ("წყალი ცხოველმყოფელი", "ცუარი განმაცხოველებელი", "ცუარი მაგრილობელი"), საღრმთო მადლის განმაცხოველებელი და ცოდვათა აღმხოცველი ძლიერებაა გადმოცემული და არა "წყალპკურებითი ფორმა" ნათლისღებისა.
მაშასადამე ძველაღთქმისეული მაგალითების მიხედვით სხურება, სიმბოლოა მადლის მონიჭებისა და განწმენდისა და მადლის წყალთან შეერთების წინასახეს წარმოადგენს. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ეს არის უფლის მიერ წყლის კურთხევა, მადლით შემოსვა. წყალმა ხომ ეს ძალა მაცხოვრის იორდანეში ნათლისღებით შეიძინა. ხოლო თვით ნათლისღება უფლისა გვებოძა სახედ (ფორმად) ჩვენი ნათლობისა, ამ ნათლობით კი ყოველგვარი ბიწიერებისგან განვიწმინდებით (მაგალითდ,წმ. ბასილი დიდის ლოცვაში "შერისხვა ეშმაკთა მიერ ვნებულსა ზედა და სულთაგან არაწმიდათა კვეთებულსა" – "Заклинаю тя Богом крещьшемся во Иордане и образ нам чистоты подавшим в воде погружением") და "იორდანეს მისცა ბუნებასა წყალთასა ცოდუათა შემწველობა".
წყალთან შეერთებული მადლით განწმენდა, დადასტურებულია სახლის კურთხევის, დაბინძურებული ჭის, ჭურჭლის განსაწმენდელ და სხვა ამდაგვარ რიტუალებში, როდესაც მღვდელი ლოცვით: "მადლი სულისა წმიდისა" ან "სახელითა მამისათა, და ძისათა, და სულისა წმიდისათა", მცირე აიაზმის პკურებით განწმენდს საკურთხებელ საგანს.
სწორედ მცირე აიაზმაა ის საპკურებელი წყალი, რომლის კურთხევის დროსაც მღვდელი ამბობს: "Водами наводни Христе источник исцелением, в пречестнем храме Девыя днесь и Твое благоутробия кроплением отгнав болезни болящих…" (Служеб. минея. Август 1-гл дня. Чин освящения воды. Стихера священию, глас 6).
სწორედ ის არის წყალი განმწმენდელი და საპკურებელი, როგორც ეს იმავე დღესასწაულზე (1 აგვისტოს,ძვ. სტ.), სხვა ლოცვაში ნათქვამია "…ради воды сея причастия и кропления, благословение нам низпосли, скверну славтей омывая" (Молитва священию. იქვე).
ასე რომ, წმ. ტექსტებში მოხსენიებული საპკურებელი წყალი, ნათლისღების საიდუმლოს "პკურებითი" ფორმის მაჩვენებელი კი არ არის, როგორც ამას ზოგიერთი ფიქრობს, არამედ განმწმენდელი მადლისა, რაც როგორც უკვე ვთქვით, იორდანეში ნათლისღებით მოგვანიჭა მაცხოვარმა. ამიტომაც არის რომ როგორც ემბაზის სანათლავი წყლისთვის, ისე განწმენდის საპკურებელი წყლისთვის, ქრისტეს მიერ ბოძებული ძლიერების (მადლის) შესაძენად მღვდელი უფალს ევედრება: "... გარდამოავლინოს ამას ზედა (წყალზე - არქიეპ. პ.) მადლი გამოხსნისა და კურთხევა იგი იორდანისა" ("ლოცუა წმიდისა ნათლვისა ემბაზსა ზედა". საქ. საეკლ. კალენდ. 1977 წ. გვ. 264). მხოლოდ ამის შემდეგ "გამოჩინდება წყალი იგი, წყლად განსუენებისად, წყლად გამოხსნისა, წყლად სიწმიდისა, განმწმენდელ სულთა და ხორცთასა, განჰხსნად კრულებათა, მიტევებად ცოდუათა, განმანათლებელად სულისა, შვილებად მადლისა, სამოსლად უხრწნელებისად, წყაროდ ცხოვრებისა" (იქვე. გვ. 267).
მაგრამ, რადგანაც სწორედ ქრისტეს ნათლისღებით იკურთხა წყალი იორდანესი და შესძინა წყლის ბუნებას მადლი განწმენდისა, ჯეროვანია მას (მისით იკურთხება საპკურებელი წყალიც) სანათლავ ემბაზთან, ნათლისღების საბანელთან ერთად საპკურებელი წყალიც ეწოდოს, რამეთუ, როგორც წმ. იოანე ოქროპირი ბრძანებს: "მრავალ არს სახმარობაი იგი წყლისაი..." და მასში უფლის სიკვდილის სახედ, სამგზის დაფლვითი ნათლისღების გარდა (რითაც "თანადავეფლებით მას ნათლისღებითა სიკვდილისა მისისათა..." (რომ. 6:3, 4), და რომლის სახეც თავადვე გვიჩვენა იორდანეში ნათლისღებით, ყოველგვარ მწიკულევანებათან და დემონთა ზეგავლენისგან განწმენდაც აღესრულება, ამიტომაც არის ის "წყალი ზიარებისა და პკურებისა".
ამიტომაც არის, როგორც სანათლავ, ასევე საპკურებელ წყალზე (მცირე და დიდ აიაზმაზე) იორდანის კურთხევა რომ გადმოჰყავს ღვთისმსახურს. სხვათა შორის, როგორც მცირე, ასევე დიდი აიაზმის კურთხევისას, მაცხოვრის ნათლისღების სახედ, მღვდელი საკურთხებელი წყლით სავსე ემბაზში სამგზის შთაფლავს ჯვარს, და მით გადმოჰყავს მასზე "კურთხევა იგი იორდანისა".
ზემოთ მოტანილი მაგალითებიდან და მჯელობიდან ნათლად უნდა ჩანდეს სხვადასხვაობა სანათლავი და საპკურებელი წყლებისა, რომელთაც კურთხევის ერთი საერთო წყარო და ძველ აღთქმაში უწყებული სიმბოლოები გააჩნიათ. დაცვარული საწმისი, წყალგადავლებული სამსხვერპლო, ცეცხლის სახმილში ჩაყრილი ყრმები და მრავალი სხვა მოასწავებდა - "იორდანესა ... შესვლად ცეცხლისა უსხეულოისა, - ნათლისღებასა ქრისტესა ხორცითა" (უძვ. იადგარი. თბილისი 1980 წ. გვ. 135. ციტ. ედ. ჭელიძე, დასახ. ნაშრ. გვ. 135).
გაბატონებული ქართულ-ნიკონიანური ეკლესიის აპოლოგეტები ამ ორ ფორმას ერთმანეთში ურევენ, რათა როგორმე გაამართლონ წყალპკურებითი "ნათლობა" და "ნათელსცენ" "მხოლოდ მცირედი წყლის შეხებით ან სხურებით..." რის გამოც მათგან "ნათელღებულთ" ნათლის მინიჭების მაგიერ სრულიად განუნათლავთ დაუტევებენ ბნელში" (ქართლის კათალიკოსი ბესარიონ ორბელიშვილი. მე-18 ს. "გრდემლი").
წყალპკურებითი ნათლობა ძველ მამებს არ დაუწესებიათ. მეტიც, თვით მწვალებლური ეკლესიებიც კი, როგორიც რუსულ-
რაც შეეხება საკუთრივ ძეგლ "დიდაქეს", სადაც დაშვებულია წყალპკურებითი "ნათლობა" ("დიდაქე" VII, 1-
ეკლესიის სიწმიდე, როგორც ეკლესიის შესახებ დოგმატის განუყოფელი ნაწილი, სხვა მრავალთან ერდათ იმასაც ითვალისწინებს, რომ ეკლესია საკუთარ მოძღვრებასა და განწესებებში თავის თავს არ ეწინააღმდეგება. მაშინ, როდესაც წყალპკურებითი "ნათლობის" დაშვება "დიდაქეში" და, აგრეთვე, წმიდა მამათა სახელით წარწერილ სხვა ძეგლებსა თუ ხელნაწერებში, ეწინააღმდეგება წმ. მამათა მიერ მოცემულ საეკლესიო-
ამიტომაც, სრულიად გასაგებია, რომ უაპელაციოდ, მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ ვიღაცას ასე უნდა, მსოფლიო ეკლესიის სწავლების, სწორი საღვთისმეტყველო გააზრებისა და ეკლესიის მრავალსაუკუნოვან პრაქტიკასთან შეჯერების გარეშე, არც ერთი წერილობითი წყარო, -
მსურს წმ. თევდორე სტოდიელის სიტყვებით შეგაგონოთ, ძმანო: მწვალებელთა მიერ დამოწმებული გამონათქვამებიდან ერთნი აშკარად ერეტიკულნი არიან, -
რადგან წყალპკურებითი "ნათლობის" სჯულდება არ არსებობს, მწვალებლები ცდილობენ, წმ. წერილსა და საღმრთო საგალობლებში მოცემული ზოგიერთი ადგილები, ასევე საღმრთო განგებულებით დაშვებული გამონაკლისი შემთხვევები წყალპკურებით "ნათლობას" შეუსაბამონ. ასე, მაგალითად: "სხურებითი ნათლობის მომასწავებელი სიმბოლოა გედეონის მიერ ხილული საწმისი" -
ამტკიცებენ იმასაც, თითქოს ილია წინასწარმეტყველის მიერ სამსხვერპლოზე წყლის გადასხმა და ზეციდან ცეცხლის ჩამოტანა წინასახე ყოფილიყოს პკურებითი ნათლობისა; ასევე, წყალპკურებითი ნათლობის მომასწავებელ სიმბოლოდ მიიჩნევენ ნაბუქოდონოსორის მიერ სამი ებრაელი ყრმის ცეცხლის სახმილში შეგდებს, რაც "დანიელის წინასწარმეტყველების" წიგნშნია აღწერილი. "წინასწარმეტყველი გვაუწყებს, -
მიიჩნევენ რა ამ ადგილს სხურებითი ნათლობის გასამართლებელ დოკუმენტად, ისევ მიქაელ მოდრეკილის "იადგარებს" იმოწმებენ და კვლავ და კვლავ ასკვნიან, რომ "ღუმელი", ანუ "სახმილი", სადაც სამი ებრაელი ყრმა ჩაყარეს, "გამოსახავდა ეკლესიას", ანგელოზისმიერი ცვარი კი "ნათლისღებას" (იქვე გვ. 134).
მაგრამ ძვ. აღთქმაში ამგვარი მაგალითები ან წყალთან შეერთებული მადლის წინასახეებს წარმოაჩენს ან მაცხოვრის უბიწოდ ჩასახვისა და შობის სიმბოლოა.
"საერთოდ, -
ელია თეზბიტელმაც, როცა წალი ასხურა ყოვლადდასაწველ მსხვერპლს, სულიწმიდის მადლი წარმოაჩინა, შეერთებული წყალთან (წმ. იოანე დამასკელი. "მართლმადიდებელი სარწმუნოების ზუსტი გადმოცემა". წიგნი IV თბილისი. "ხელოვნება". 1992 წ. გვ. 293).
ასევე, გედეონმა იხილა გადაცვარული საწმისი, რასაც ეკლესია ასე განმარტავს: "შენგან გარდამოეცუა ცუარი დამშრეტელი უღმრთოებისა ცეცხლისა, ამისთვისცა გიღაღადებთ ყოვლად-
სლავურად ეს ასე ჟღერს: "От тебе роса укану, пламень многобожия угасивши, тем вопием ти, радуся руно одушевленное, еже Гедеон прежде виде" (Акафист. Песнь 6. Тропарь 2); ან კიდევ: "Яко руно всенепорочная дождь Небесный во чреве заченьши, и нам родила еси, нетление дающаго благочестно того поющим и Тя Всенепорочную Богородицу величаем" (Служебная минея. Месяц декамврии. 24-
დაცვარული საწმისი, რომელიც გედეონმა იხილა (მსაჯულნი 6) წყალთან შეერთბული მადლის სიმბოლო რომ არის, და არა წყალპკურებითი ნათლობისა მოწმობენ წმ. მამები: ნეტ. ავგუსტინე, თეოდორიტე და იერონიმე. "წმიდა მამათა განმარტებით, ჯერ საწმისის, ხოლო შემდეგ მთელი დედამიწის დაცვარვა იყო წინასახე ღმრთის მადლისა, რომელიც ცხოველყოფდა ჯერ იუდეველთა ეკლესიას, ხოლო შემდეგ, რაც უფალი ჩვენი იესუ ქრისტე, სიტყვა ღმრთისა ჩამოვიდა ჩვენთან, გააცოცხლა მთელი გაწარმართებული სამყარო. ამგვარად, საწმისი მიანიშნებდა სინაგოგაზე -
ამრიგად, გედეონის მიერ დაცვარული (დანამული) საწმისის ხილვა, ყოვლადწმიდა ღვთისმშობლისა და უპირველესად, ქრისტეს განკაცების სიმბოლოა და არა ე. წ. წყალპკურებითი "ნათლობისა".
არც ნაბუქოდონოსორის მიერ ცეცხლის სახმილში სამი ყრმის ჩაგდებაა წინასახე წყალპკურებითი "ნათლობისა", იგი აქაც უბიწოდ ჩასახვისა და უხრწნელად შობის სიმბოლოს წარმოადგენს. იხილეთ ამის დამადასტურებელი ლიტურგიკული ტექსტები:
წმ. მამათა კვირას "უფალო ღაღადვყავ"-
ქართულად ამ სიტყვების აზრი ასეთია: "სახმილის ცეცხლში შეცვრეულმა წმ. ყრმებმა ქალწულისგან შენი შობა გამოსახეს საიდუმლოდ".
იმავე კვირას, ცისკარზე, სამთა ყრმათა და წმიდა მამამთავართა საგალობელში ნათქვამია: "Трие же отроцы, видевше пламень орошающь, Твое Божественное рождество…"
ქართულად: "... ხოლო სამთა მათ ყრმათა ღვთაებრივი შენი შობის სახედ იხილეს ალი შეცვრეული" (გალობა მე-
იქვე, პირველი საგალობლის მე-
ხოლო მეორე საგალობელის მე-
იხილეთ სხვა მაგალითებიც: "Отроцы трие, посреде пещи чюдно орошаеми, да рожество Владыко, от Девствующаго телесе покажеши нам, спасеши в пещи девствующая телеса" ("სამთა მათ, უბიწო ყრმათა, სახმილსა შინა საკვირველი შეცვრევით იხსნი მეუფეო, და მით, უბიწოსაგან შენს საკვირველ შობას მოასწავებ" (სადღესასწაულო თვენი. 17 დეკემბერი. სამთა ყრმათა ხსენების ღვთისმსახურება. ცისკარი, საგალობელი სამთა ყრმათა. გალობა 1, ღვთისმშობლისა).
"Утробу неопалиму прообразуют Девчю, иже в ветсе огнем палимыя юноши" (იქვე. ქრისტეს შობის ღვთისმსახურება. ცისკარი. გალობა 8. მეორე საგალობლის ძლისპირი).
"Чюдо превелию росодавицу вообрази пещь образ, яже бо прият не опали юноши, такожде и огнь Божества Деву, юже чисту проиде…" (იქვე. გალობა 8-
მსგავსი მაგალითების მოტანა დაუსრულებლად შეიძლება.
ამრიგად, წყლის სხურების ყველა ძველაღთქმისეული შემთხვევა, იქნება ეს ილიას მიერ სამსხვერპლოზე წყლის გადასხმა, გედეონის მიერ დაცვარული საწმისის ხილვა თუ ცეცხლის სახმილში ჩაყრილი სამი ყრმის ნამით გაგრილება, წყალთან შეერთებული მადლის, ცოდვათაგან განხმობილი და მადლგანძარცვული სამყაროს კვლავ გაცოცხლების, აღორძინების სიმბოლოა. ამიტომ, რადგანაც ცოდვათაგან განმწმენდელი მადლი სრულად მოეცა ქვეყნიერებას და არა ნაწილობრივ, "წყლით რღუნა" დაამკვიდრა ღმერთმა ცოდვათა აღსახოცად და ნათლისღების საიდუმლოში წყალში სრული, გარეგნული შთაფვლით ცოდვათა სრული აღხოცვის შეგრძნებითი ნიში გვიბოძა. ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელის სიტყვებისამებრ "გამოთქმა "ნათლიღება" ნიშნავს სიუხვეს, სულიწმიდასთან ზიარების სიმდიდრეს და როდესაც მორწმუნე ნათელიღებს წყალში სხეულის დაფლვით, ამას შეგრძებითაც განიცდის მაშინ, როდესაც წყლის უბრალოდ მიიმღები (ე. ი. წყალპკურებული -
ამიტომაც ბრძანებდა ქართლის კათალიკოსი ბესარიონ ორბელიშვილი (XVIII ს) რომ "... გვევალება მეორედ შობა ემბაზში ან მდინარეში და არა ერთ რომელიმე ასოთაგანის დალტობა წყლით, ხოლო დანარჩენი სხეულისა კი განხმობა... მცირედი წყლის შეხება ან სხურება კი არა, მხოლოდ წყალსა შინა სრულად დამარხვა და მისგან აღმოშობა გვანიჭებს ღვთისშვილობას... შეუძლებელია, რომ სხეულის მხოლოდ ერთ ასოს შეეხოს წყალი, სხეულის დანარჩენი ნაწილი კი დარჩეს განუბანელად და შეირაცხოს იგი ძედ ნათლისა და შვილად სასუფევლისა, რამეთუ ამგვარად შეუძლებელია მეორედ შობის აღსრულება" (კათალიკოსი ბესარიონ ორბელიშვილი. "გრდემლი", თ. 20).
ამრიგად, როგორც ზემოთ დამოწმებული ლიტურგიკული ტექსტებიდანაც ჩანს ნამი, ცვარი, სიმბოლოა მადლისა, რომელიც უფლის განკაცებითა და ჯვარცმით გამოსყიდულ ცოდვილ კაცობრიობას მოენიჭა, ანუ "ესხურა მაღლით მადლი უხრწნელებისა, განხრწნილსა ბუნებასა კაცთასა" (უძვ. იადგარი. თბილისი 1980 წ. გვ. 160. ციტ. ედ. ჭელიძე. "ეკლესია -
ელემენტარული ჭეშმარიტებაა, რომ მადლი, როგორც საღმრთო ძლიერებისა და სიყვარულის არანივთიერი გამოვლინება, შეუძლებელია ვინმეზე "გადმოიღვაროს", ან "ესხუროს" ვინმეს, ეს მხოლოდ სიმბოლური, იდიომური გამოთქმებია. სულიწმიდა ცდილობს, ადამიანის ცნობიერებისთვის გასაგები სიმბოლოებით ამა თუ იმ საიდუმლოს ან მოვლენის არსში ჩაახედოს თავისი ქმნილება, ამიტომაცა რომ, როგორც წმ. წერილი, ასევე წმ. საღმრთისმსახურებო ტექსტები იდიომებით, მეტაფორებით, იგავებითა და სიმბოლოებით არის სავსე და მათი პირდაპირი მნიშვნელობით გააზრება, რბილად რომ ვთქვათ, დიდ გაუგებრობებს იწვევს.
ასე მაგალითად, "და აღმიდგინა ჩუენ რქაი ცხოვრებისაი", ნათქვამია ლუკას სახარებაში (ლუკა 1:69); ან კიდევ: "და ამაღლდეს, ვითარცა მარტორქისა, რქაი ჩემი" (ფსალმ. 91 (92):10); მაგრამ განა აქ ვინმე დაიწყებს იმის მტკიცებას, თითქოსდა ქრისტეანებს რქები ამოსდიოდეთ თავზე (რქა -
ამიტომ, მადლის "სხურების" სიმბოლური გააზრებისთვის შეიძლება ვთქვათ, რომ როგორც მცენარის სასიცოცხლოდ აუცილებელია მისი მორწყვა, დანამვა, დაცვარვა, ასევე სასიცოცხლო აუცილებლობაა ადამიანის სულის "მორწყვა", და "დაცვარვა" ღვთის მადლით, მარადიული ცხოვრების მოსაპოვებლად. ასე, რომ სულიერი ნამით, მადლით, რომელიც წმ. ტექსტებში იდიომური გამოთქმებით გადმოიცემა ("წყალი ცხოველმყოფელი", "ცუარი განმაცხოველებელი", "ცუარი მაგრილობელი"), საღრმთო მადლის განმაცხოველებელი და ცოდვათა აღმხოცველი ძლიერებაა გადმოცემული და არა "წყალპკურებითი ფორმა" ნათლისღებისა.
მაშასადამე ძველაღთქმისეული მაგალითების მიხედვით სხურება, სიმბოლოა მადლის მონიჭებისა და განწმენდისა და მადლის წყალთან შეერთების წინასახეს წარმოადგენს. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ეს არის უფლის მიერ წყლის კურთხევა, მადლით შემოსვა. წყალმა ხომ ეს ძალა მაცხოვრის იორდანეში ნათლისღებით შეიძინა. ხოლო თვით ნათლისღება უფლისა გვებოძა სახედ (ფორმად) ჩვენი ნათლობისა, ამ ნათლობით კი ყოველგვარი ბიწიერებისგან განვიწმინდებით (მაგალითდ,წმ. ბასილი დიდის ლოცვაში "შერისხვა ეშმაკთა მიერ ვნებულსა ზედა და სულთაგან არაწმიდათა კვეთებულსა" – "Заклинаю тя Богом крещьшемся во Иордане и образ нам чистоты подавшим в воде погружением") და "იორდანეს მისცა ბუნებასა წყალთასა ცოდუათა შემწველობა".
წყალთან შეერთებული მადლით განწმენდა, დადასტურებულია სახლის კურთხევის, დაბინძურებული ჭის, ჭურჭლის განსაწმენდელ და სხვა ამდაგვარ რიტუალებში, როდესაც მღვდელი ლოცვით: "მადლი სულისა წმიდისა" ან "სახელითა მამისათა, და ძისათა, და სულისა წმიდისათა", მცირე აიაზმის პკურებით განწმენდს საკურთხებელ საგანს.
სწორედ მცირე აიაზმაა ის საპკურებელი წყალი, რომლის კურთხევის დროსაც მღვდელი ამბობს: "Водами наводни Христе источник исцелением, в пречестнем храме Девыя днесь и Твое благоутробия кроплением отгнав болезни болящих…" (Служеб. минея. Август 1-
სწორედ ის არის წყალი განმწმენდელი და საპკურებელი, როგორც ეს იმავე დღესასწაულზე (1 აგვისტოს,ძვ. სტ.), სხვა ლოცვაში ნათქვამია "…ради воды сея причастия и кропления, благословение нам низпосли, скверну славтей омывая" (Молитва священию. იქვე).
ასე რომ, წმ. ტექსტებში მოხსენიებული საპკურებელი წყალი, ნათლისღების საიდუმლოს "პკურებითი" ფორმის მაჩვენებელი კი არ არის, როგორც ამას ზოგიერთი ფიქრობს, არამედ განმწმენდელი მადლისა, რაც როგორც უკვე ვთქვით, იორდანეში ნათლისღებით მოგვანიჭა მაცხოვარმა. ამიტომაც არის რომ როგორც ემბაზის სანათლავი წყლისთვის, ისე განწმენდის საპკურებელი წყლისთვის, ქრისტეს მიერ ბოძებული ძლიერების (მადლის) შესაძენად მღვდელი უფალს ევედრება: "... გარდამოავლინოს ამას ზედა (წყალზე -
მაგრამ, რადგანაც სწორედ ქრისტეს ნათლისღებით იკურთხა წყალი იორდანესი და შესძინა წყლის ბუნებას მადლი განწმენდისა, ჯეროვანია მას (მისით იკურთხება საპკურებელი წყალიც) სანათლავ ემბაზთან, ნათლისღების საბანელთან ერთად საპკურებელი წყალიც ეწოდოს, რამეთუ, როგორც წმ. იოანე ოქროპირი ბრძანებს: "მრავალ არს სახმარობაი იგი წყლისაი..." და მასში უფლის სიკვდილის სახედ, სამგზის დაფლვითი ნათლისღების გარდა (რითაც "თანადავეფლებით მას ნათლისღებითა სიკვდილისა მისისათა..." (რომ. 6:3, 4), და რომლის სახეც თავადვე გვიჩვენა იორდანეში ნათლისღებით, ყოველგვარ მწიკულევანებათან და დემონთა ზეგავლენისგან განწმენდაც აღესრულება, ამიტომაც არის ის "წყალი ზიარებისა და პკურებისა".
ამიტომაც არის, როგორც სანათლავ, ასევე საპკურებელ წყალზე (მცირე და დიდ აიაზმაზე) იორდანის კურთხევა რომ გადმოჰყავს ღვთისმსახურს. სხვათა შორის, როგორც მცირე, ასევე დიდი აიაზმის კურთხევისას, მაცხოვრის ნათლისღების სახედ, მღვდელი საკურთხებელი წყლით სავსე ემბაზში სამგზის შთაფლავს ჯვარს, და მით გადმოჰყავს მასზე "კურთხევა იგი იორდანისა".
ზემოთ მოტანილი მაგალითებიდან და მჯელობიდან ნათლად უნდა ჩანდეს სხვადასხვაობა სანათლავი და საპკურებელი წყლებისა, რომელთაც კურთხევის ერთი საერთო წყარო და ძველ აღთქმაში უწყებული სიმბოლოები გააჩნიათ. დაცვარული საწმისი, წყალგადავლებული სამსხვერპლო, ცეცხლის სახმილში ჩაყრილი ყრმები და მრავალი სხვა მოასწავებდა -
გაბატონებული ქართულ-