არქიეპისკოპოსი პავლე (ხორავა)
გზა - მართლად სავალი
ნაწილი I
შთაფლვა თუ დასხმა?!
შთაფლვითი ნათლობის კანონიკურობისა და დასხმითი ნათლობის უკანონობის შესახებ
გზა -
ნაწილი I
შთაფლვა თუ დასხმა?!
შთაფლვითი ნათლობის კანონიკურობისა და დასხმითი ნათლობის უკანონობის შესახებ
მკითხველო, წინამდებარე წიგნი, რომლის ინტერნეტ-ვერსიასაც ჩვენს ოფიციალურ საიტზე გთავაზობთ, მართლმადიდებლური სარწმუნოების საძირკვლის გამაგრების, შენთვის ჭეშმარიტი ქრისტეანული გზის ჩვენებას ისახავს მიზნად. აქ თავმოყრილია დიდძალი კვლევითი მასალა, რომელიც ეხება დოგმატიკის, ლიტურგიკის, ეკლესიის ისტორიის და ესქატოლოგიის სფეროებს. წიგნი მდიდარია ფაქტობრივი და დოკუმენტური მასალით და მოიცავს პერიოდს I საუკუნიდან ვიდრე XXI საუკუნემდე. ავტორი გვაძლევს ნათლისღების საიდუმლოს, სხვადასხვა ლიტურგიკული წეს-ჩვეულების, 17-ე საუკუნის საეკლესიო რეფორმისა და მისი შედეგების შემჭიდროებულ, მაგრამ ამავე დროს ღრმა ანალიზს.
წიგნში მხილებულია ძველმართლმადიდებლური ეკლესიის წინააღმდეგ მიმართული ცილისწამებებისა და ბრალდებების უსაფუძვლობა; ავტორის მიზანია, ჭეშმარიტების ერთგულ ყოველ ქრისტეანს მიუთითოს გზა მართლად სავალი. იმის გასარკვევად, რომ ეს გზა სწორედ ძველმართლმადიდებლურ ქრისტეანობასთან მიდის, არა მარტო აქ მოტანილი საეკლესიო წესებისა და სხვადასხვა მოვლენის განმარტება დაგეხმარება, არამედ კრებულში თავმოყრილი სადისკუსიო მასალებიც დიდად წაგადგებგა და ორ მოპაექრე მხარეს შორის მტყუან-მართლის გარჩევაც არ გაგიჭირდება.
წიგნის პირველი ნაწილი ეძღვნება ნათლისღების საიდუმლოს, მისი შესრულების კანონიკურ და არაკანონიკურ ფორმებს; მეორე ნაწილი - 17-ე საუკუნის რუსეთის საეკლესიო რეფორმას და მის შედეგებს როგორც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისთვის, ასევე მსოფლიო მართლმადიდებლობისთვის; მესამე ნაწილი კი მთლიანად ეძღვნება ეკლესიის უძლეველობას.
ჭეშმარიტი ქრისტიანული სიყვარულით უძღვნის ამ წიგნს ძველმართლმადიდებლური ეკლესიის არქიეპისკოპოსი პავლე (ხორავა) წმიდა სარწმუნოების გზაზე შემდგარ ყოველ მართლმადიდებელს.
წიგნი გამოიცა ძველმართლმადიდებელ ქრისტეანთა შემოწირულობით.
თავი III
____________________________________________________________________________________________________________________
"შავი სია"
გაგრძელება
4. ნიკიფორ თეოტოკისი (ბერძნ. Νικόλαος Θεοτόκης. ერში ნიკოლოზი 1731-1800) - სწავლული ბერძენი, წარმოშობით კორფუდან; გერვინუსი მას "აღორძინების გზაზე მდგომი საბერძნეთის პოზიტიური მეცნიერების მამას" უწოდებს, ხოლო სტრუძა "პოლიტიკურად და გონებრივად გამოღვიძებული საბერძნეთის" ერთ-ერთ წინამორბედად რაცხს. კონსტანტინოპოლში მან სახელი გაითქვა, როგორც მქადაგებელმა. 1776 წელს თავისი თანამემამულის ევგენი ბულგარისის მოწვევით რუსეთში ჩამოვიდა; თავიდან, ევგენის დროს, პოლტავაში იყო კონსისტორიის წევრი, შემდეგ სახალხო სასწავლებლების ინსპექტორი, ბოლოს გახდა ეპისკოპოსი. ნიკიფორეს თხზულებათა უმეტესი ნაწილი დაწერილია ბერძნულ ენაზე და ეხება ფიზიკისა და მათემატიკის მეცნიერებებს. ღვთისმეტყველებაში მისი თხზულებებია: "ისააკ ასურელის თხზულებები" (Лпц., 1770), "კათოლიკეთა ძალადობა, და ვინ არიან უნიატები და სქიზმატიკოსები" (Галле, 1775), "საკვირაო სახარებების განმარტებანი" (М., 1796, რუს. თარგმანი 1809), "მამათა ჯაჭვი - წმიდა მამათა განმარტებების კრებული ბიბლიის პირველ რვა წიგნზე და მეფეთა წიგნებზე" (Лпц., 1772-3), "სადიდმარხვო ქადაგებანი" (Лпц., 1766) და სხვა. https://ru.wikisource.org.
----------------
სლავენელი და ხერსონელი არქიეპისკოპოსი ნიკიფორე (თეოტოკისი) თავის მრგვლივმოსავლელ ეპისტოლეში წერს: "ჩემი მოწოდებიდან გამომდინარე, მოვალე ვარ თვალყური ვადევნო ყველაფერს, რაც კი ეხება ქრისტეანულ სწავლებას, რათა ჯანსაღად და დაუზიანებლად იყოს დაცული. უპირველეს ყოვლისა კი, თქვენს ყურადღებას მივაპყრობ წმიდა ნათლისღებას, რომელიც არის ყველა საიდუმლოსთან მისასვლელი კარი, ცოდვათა მიტევება, ღმერთთან შერიგება და ჩვენი ცხონების დასაწყისი. ის არის მიშვილების ნიჭი, რადგან ნათლისღებაში ჩვენ ვხდებით ღმრთის შვილები და ქრისტეს თნამემკვიდრენი, ვიმოსებით ჩვენი უფლით იესუ ქრისტეთი წმ. მოციქულ პავლეს სიტყვისამებრ: "რაოდენთა ქრისტეს მიმართ ნათელ-იღეთ, ქრისტე შეიმოსეთ" (გალატ. 3:27). მის გარეშე ცხონება არავის ძაულძს: "უკუეთუ ვინმე არა იშვეს წყლისაგან და სულისა, ვერ ხელ-ეწიფების შესლვად სასუფეველსა ღმრთისასა" (იოანე 3:5). ვმსჯელობ რა ამ წმიდა საიდუმლოზე, უნდა გითხრათ, რომ:
თვით მისი სახელწოდება, მის პირველდაწყებით ენაზე, რომელზეც გადმოგვცეს ჩვენ ხარება ღმრთითგანბრძნობილმა მახარობლებმა, ნიშნავს შთაფლვას, და არა დასხმას ან პკურებას (ბერძნული სიტყვა ბაპტისმა - შთავყოფ, ვნათლავ წყლით).
ნათლისღების დამფუძნებელმა და მაცხოვარმა ჩვენმა იესუ ქრისტემ, იორდანეს წყლებში შესულმა შთაფლვით ნათელიღო.
გაგრძელება
დასაწყისი იხ. წინა გვერდი.
§§. 11 - 16 (ა-დ)
11. სასულიერო განათლების მოყვარულთა საზოგადოება
"ქრისტეს მეორედ ჯვარმცმელთა" ე. ჭელიძისეულ კატეგორიაში უცილობლივ მოხვდება "სასულიერო განათლების მოყვარულთა საზოგადოება", რომელიც 1863 წელს მოსკოვში მიტროპოლიტ ფილარეტის (დროზდოვი) ინიციატივით დაარსდა და მიზნად ისახავდა კვლევას საეკლესიო-არქეოლოგიური მეცნიერების სფეროში. თავიდან მის შემადგენლობაში მხოლოდ მოსკოვის სამღვდელოება შედიოდა, მაგრამ XX საუკუნის დასაწყისისთვის მის წევრთა შორის მრავლად იყვნენ ერისკაცნიც (სულ დაახლოებით 230 წევრი).
ამრიგად, მთელი ეს საზოგადოება, თუკი ის აფინანსებს და გამოსცემს გამოკვლევას, რომელიც კატეგორიული წინააღმდეგია დასხმითი ნათლობისა, უეჭველად ე. ჭელიძის "შავ სიაშია" შესატანი და იმ ეპითეტებით არის შესამკობი, რა ეპითეტებითაც ბ-ნი ჭელიძე ძველმართლმადიდებელთ ახასიათებს დასხმითი ნათლობის მიუღებლობის გამო.
ცნობილი ძველმართლმადიდებელი პოლემისტის და აპოლოგეტის ფიოდორ მელნიკოვის ნაშრომში "გზააბნეული ღვთისმეტყველება" (Блуждающее богословие) ნათქვამია: «სხვა თხზულებაში, რომელიც გამოსცა სასულიერო განათლების მოყვარულთა საზოგადოებამ (Общество любителей духовного просвещения), რომლის შემადგენლობაში შედის გაბატონებული ეკლესიის მრავალი მღვდელმთავარი, კიდევ უფრო დეტალურად და საფუძვლიანად არის დამტკიცებული ის, რომ ნათლობა უნდა შესრულდეს მხოლოდ შთაფლვით.
"რატომ ნათლავენ მართლმადიდებლები მხოლოდ შთაფლვით?" – ასეა დასათაურებული თხზულება, რომელიც შეუდგენია არქიმანდრიტ იოსებს (და გამოუცია ზემოთხსენებულ საზოგადოებას - არქიეპ. პ.). მას მოჰყავს ქრისტე მაცხოვრის სიტყვები: "უკუეთუ სწამდეს და ნათელ-იღოს, სცხონდეს", – არქიმანდრიტი იოსები ამბობს, რომ "აქ იგულისხმება მხოლოდ შთაფლვითი ნათლისღება, რადგან სიტყვა "ნათელ-იღოს" იმ ბერძნული ენიდან, რომელზეც დაწერილია წმიდა სახარებები და რომელშიც გამოყენებულია ეს სიტყვა, ნიშნავს სწორედ: ჩაძირვას, ჩაყურყუმალავებას, შთაფლვას წყალში თავით ფეხებამდე, ხოლო "ნათლისღება" – ეს არის შთაფლვა მთლიანად, თავიდან ფეხებამდე ჩაყვინთვით, ჩაყურყუმალავებით, შთაფლვით" (დედანში: "...здесь"разумеется крещение именно погружением, так как СЛОВО "КРЕСТИТЬСЯ" С ПОДЛИННОГО ГРЕЧЕСКОГО ЯЗЫКА, на котором впервые написаны святые Евангелия, в которых употреблено это слово, ОЗНАЧАЕТ ИМЕННО: ОКУНЫВАТЬСЯ, ОКУНАТЬСЯ, ПОГРУЖАТЬСЯ В ВОДУ С ГОЛОВОЮ, а "крестить" - погружать в воду с головою, окунывать, окунать") (Иосиф, архимандрит. Почему вообще в Православии крестят именно погружением в воду? С. 6).
"ჩვენი უფლისა და მაცხოვრის უშუალო მოწაფენი, მისი წმიდა საქმეებისა და მთელი მსახურების უპირველესი მემკვიდრენი წმიდა მოციქულები სწორედ ასე ნათლავდნენ, რადგან მაგალითითაც და სჯულმდებლობითაც ასე ესწავლათ უფლისგან" (Иосиф, архимандрит. Указ. соч. С. 7). "ზუსტად ასე აღასრულებდნენ ნათლობის წმიდა საიდუმლოს ძველ ეკლესიაშიც, რაც დასტურდება წმ. მოციქულთა 50- ე კანონითაც და პირველი საუკუნეების ეკლესიის მამათა მოწმობებითაც" (იქვე. გვ. 8- 9).
შემდეგ ავტორი იმოწმებს წმ. იპოლიტე რომაელს, ნეტ. იერონიმეს, წმ. ლეონ რომის პაპს, ნეტ. ავგუსტინეს, პაპ პელაგიოსს, წმ. გრიგოლ დიდს, წმ. ბასილი დიდს და მიუთითებს დასავლეთის ეკლესიის, კერძოდ: ცელიხითენის, ნიმის, უტრეხტის კრებათა დადგენილებებს. ყველა მათგანი მოითხოვს, რათა ნათლისღების წმ. საიდუმლო შესრულდეს მხოლოდ შთაფლვით. ასე უნდა იყოს ეს მართლმადიდებელ ეკლესიაში დღესაც, რადგან ეს, როგორც არქიმანდრიტი იოსები განმარტავს, "ცხადი და აშკარა მორჩილებაა ქრისტეანობის დამფუძნებელთადმი და ამ თანხმობის ზუსტი დაცვა არის ერთი, წმიდა, საყოველთაო და სამოციქულო მართლმადიდებლური ეკლესიის უმთავრესი და განმასხვავებელი ნიშანი".
"უდიდესი მნიშვნელობა აქვსო, - ბრძანებს ავტორი, - ამ ჩვენს მართლმადიდებლურ ნათლობას. ის ყველაზე მეტად და მრავალმხრივ შეესაბამებაო იმ უმაღლეს აზრს, რომელიც ამ წმიდა საიდუმლოს აქვს ქრისტეანობაში და პირდაპირ და აშკარად გამოხატავს მასში ჩადებულ აზრს, როგორც ამას განმარტავენ წმიდა მამები.
მხოლოდ შთაფლვისას არის შესაძლებელი, ჩაიძიროს და დაიფლას წყალში მთელი სხეული, რაც არის სრული განწმენდისა და სულიერი განათლების ნიშანი, რომელიც, სამიპოსტასოვანი ღმრთისა და უფალ იესუ ქრისტესადმი რწმენით, თითოეულ ქრისტეანს ენიჭება ნათლისღების საიდუმლოში.
როდესაც მოსანათლავი ჩადის წყალში და დაიფლვება მასში, ერთგვარად იმარხება მთელი ძველი, ცოდვებით აღსავსე კაცი და წყლიდან აღმოვალს უკვე განწმენდილი, გამართლებული და განახლებული ადამიანი. ის ხილული სახით პირდაპირ ხელახლა იშვება სულიერად, აღდგება მკვდრეთით ახალი ქრისტეანული ცხოვრებისთვის, უფალ იესუ ქრისტეს მსგავსად, რომლის კაცობრივი გვამი დამარხული იყო სამი დღე მიწის წიაღში და ბრწყინვალედ აღსდგა ყოვლისშემძლე ღმრთის ძალით".
ამიტომაც, ნათლობის ასეთი უდიდესი და საიდუმლო მნიშვნელობა, – დაასკვნის ავტორი, –შეუძლებელიაო გამოიხატოს წყალპკურებით" (Иосиф, архимандрит. Указ. соч. С. 19- 20).
მაგრამ, "შესაძლებელია, – განაგრძობს მ. იოსები, რომელიც, როგორც ჩანს, ძალიან კარგად იცნობს ამ საკითხისადმი თავის მეგობარ ღვთისმეტყველთა დამოკიდებულებას, - ვინმემ თქვას, თითქოსდა განსაკუთრებული მნიშვნელობა არა აქვს თუ როგორ შევასრულებთ ნათლისღებას შთაფლვით თუ წყალპკურებით, რადგან ორივე – დასხმითი და პკურებითი ნათლობა, ჭეშმარიტი ნათლობაა და საკმარისია იმისთვის, რათა გახდე ჭეშმარიტი ქრისტეანი" (იქვე. გვ. 26). დიახ, ეს ჩვენთვისაც ძალზე ცნობილი მსჯელობაა (რასაც ე. ჭელიძის სოფისტური ინტერპრეტაციებით აღსავსე 476-გვერდიანი ანტიძველმართლმადიდებლური ნაშრომიც გვიდასტურებს - არქიეპ. პ.).
როგორ უარყოფს ამგვარ მსჯელობას ციტირებული ავტორი (ანუ მ. იოსები - არქიეპ. პ.)?
"ასე ლაპარაკი შეუძლიათ მხოლოდ მათ, – აცხადებს არქ. იოსები, – ვინც არასერიოზულად ეკიდება მსგავს საკითხებს" რადგან, "თუკი თვით მაცხოვარს ენება დაეწესებინა მაცხოვნებელი საიდუმლო წმ. ნათლობისა შთაფლვითი აღსრულებით და ასე ენებათ წმიდა მოციქულებსა და ძველ ეკლესიას, რომლებიც განუხრელად იცავდნენ უფლის ამ დაწესებას, რომელთანაც ასეთი მნიშვნელოვანი და ღრმა შინაარსია დაკავშირებული, ვისა აქვს უფლება, ქრისტეანული სარწმუნოების რომელ წარმომადგენელს, რაიმე ცვლილება ან საკუთარი გამონაგონი შეიტანოს უფლის დაწესებულ საიდუმლოში და, მით უმეტეს, შეცვალოს იგი.
უცხო და არამართლმადიდებლური ჩვეულებების მიღებით ჩვენ, მართლმადიდებელი ქრისტეანები, ამ უძველესი და საყოველთაო წესის დაკნინებისა და განადგურების საშიშროებაში ჩავცვივდებოდით. რადგან ერთისგან განდგომა, ჩვეულებისამებრ, იწვევს მთელი სარწმუნოების მთლიანობისა და სიმყარის რღვევას და პირიქით, საკუთარი ჩვეულებების მტკიცე პყრობა, საკუთარი სარწმუნოებისა და მისი საქმეებისადმი არაგულგრილი დამოკიდებულება კიდევ უფრო განამტკიცებს მას, დაიცავს მის ურყევ ღირსებასა და სიწმიდეს. ეს კი უკვე მცირე როდია. არ უნდა მოვეპყრათ ამას უგულისხმოებით" (Иосиф, архимандрит. Указ. соч. С. 27-28). ეს არის სრული ჭეშმარიტება, რომლის წინააღმდეგ შეიძლება გამოდიოდნენ მხოლოდ მცირედმორწმუნე ან საერთოდ ურწმუნო ადამიანები.
მაშ, აი როგორ სწავლებას გვთავაზობს წმ. ნათლისღების შესახებ რუსეთის გაბატონებული ეკლესიის სახელით არქიმანდრიტი იოსები ლათინ მწვალებელთა საწინააღმდეგო თავის თხზულებაში, შთაფლვას ნათლისღების საიდუმლოში ენიჭება ისეთი ღრმა და საიდუმლო აზრი, რომ მის გარეშე არ არსებობს თვით საიდუმლოც. შთაფლვის შეცვლა წლის გადავლებით ან პკურებით აღიარებულია ქრისტეს სიკვდილისა და აღდგომის მართლმადიდებლური დოგმატის დარღვევად, ქრისტესა და მის წმ. მოციქულთა წინააღმდეგობად, მთელი ძველი ეკლესიის ღალატად; ეს არის საანათემო დანაშაული" (ფ. მელნიკოვის დასახ. თხზ. თ. IX, ნათლისღების შესახებ).
ამრიგად, გასული საუკუნის ცნობილი საზოგადოების მიერ გამოცემულ წიგნში რუსეთის ოფიციალური ეკლესიის წარმომადგენელი არქიმანდრიტი იოსები აღიარებს, რომ დასხმითი "ნათლობა" არის არამართლმადიდებლური ჩვეულება და ამბობს, რომ მისი შეწყნარებით "უძველესი და საყოველთაო წესის(ანუ შთაფლვითი ნათლობის - არქიეპ. პ.) დაკნინებისა და განადგურების საშიშროებაში ჩავცვივდებით".
ასეც არის! ოფიციალურ, გაბატონებულ "მართლმადიდებელ" ეკლესიებში შთაფლვით ნათლობას უკვე თითქმის აღარავინ ასრულებს და საყოველთაოდ გაბატონებულია ნათლობის ლათინური, დასხმით-პკურებითი წესი.
ჩვენმა მკითხველმა უკვე იცის, თუ რას წერდა ე. ჭელიძე ძველმართლმადიდებლებთან და თვით ტერმინ "ძველმართლმადიდებლობასთან" დაკავშირებით. ვფიქრობ, ურიგო არ იქნება გზადაგზა შევახსენოთ ჩვენს მკითხველს ეს სიტყვები, რადგან დასკვნა, რომელსაც ჩვენი ოპონენტი აკეთებს აბსოლუტურ წინააღმდეგობაშია მისივე ეკლესიის ავტორიტეტულ პირთა მტკიცებულებებთან. კერძოდ, ე. ჭელიძე წერს:
"... ეჭვის ნასახიც კი არ შეიძლება არსებობდეს იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენთან მოქიშპარი"ურწმუნოების ეს ახალ-ხმანი" სინამდვილეში თავიანთი ნამდვილი სახელით, არიან"მეორედმნათვლელნი" ("გადამშთაფლველნი" და "გადაშთაფლულნი"), იგივე "მაცხოვრის მეორედჯვარმცმელნი". არანაირი კავშირი "ძველმორწმუნეობასთან", "ძველმართლმადიდებლობასთან" ანუ მართლმადიდებლობის ძველ ეპოქასთან მათ არ შეიძლება ჰქონდეთ და არც არანაირად აქვთ. მართლაც, ძველი მართლმადიდებლობა და ძველი მორწმუნეობა, თვით სახელიდან გამომდინარე, სწორედ ადრეული საუკუნეების, კერძოდ, მსოფლიო კრებათა ეპოქის მოძღვრების უცილობელ დაცვას გულისხმობს, ესენი კი სწორედ მსოფლიო კრებათა განჩინებებს და მართლმადიდებელი ეკლესიის უადრესი ეპოქის ისტორიას უპირისპირდებიან და გმობენ..." (ე. ჭელიძე. "სული ცხოველი". თბილისი 2012. გვ. 126).
მაგრამ ე. ჭელიძის ამ ოცნებას, როგორმე არამართლმადიდებლებად, ცრუებად და "მეორედმნათვლელებად" წარმოადგინოს ძველმართლმადიდებელი ქრისტეანები, ცივ წყალს ასხამს "სასულიერო განათლების მოყვარულთა საზოგადოება" (Общество любителей духовного просвещения) არქიმანდრიტ იოსების უკვე ხსენებული ნაშრომით, რადგან ნათლისღების ლათინური, დასხმითი წესის მიღებით, - რომლის აპოლოგეტადაც გვევლინება ე. ჭელიძე, მაგრამ რომელსაც "უცხოს და არამართლმადიდებლურს" უწოდებს არქიმანდრიტი იოსები, - "ჩვენ, მართლმადიდებელი ქრისტეანები, ამ უძველესი და საყოველთაო წესის დაკნინებისა და განადგურების საშიშროებაში ჩავცვივდებოდით. რადგან ერთისგან განდგომა, ჩვეულებისამებრ, იწვევს მთელი სარწმუნოების მთლიანობისა და სიმყარის რღვევას და პირიქით, საკუთარი ჩვეულებების მტკიცე პყრობა, საკუთარი სარწმუნოებისა და მისი საქმეებისადმი არაგულგრილი დამოკიდებულება კიდევ უფრო განამტკიცებს მას, დაიცავს მის ურყევ ღირსებასა და სიწმიდეს. ეს კი უკვე მცირე როდია. არ უნდა მოვეპყრათ ამას უგულისხმოებით" (Иосиф, архимандрит. Указ. соч. С. 27- 28).
ახლა კი მისი დასკვნაც გავიხსენოთ: "ეს არის სრული ჭეშმარიტება, რომლის წინააღმდეგ შეიძლება გამოდიოდნენ მხოლოდ მცირედმორწმუნე ან საერთოდ ურწმუნო ადამიანები".
ამრიგად, ლათინური დასხმით- პკურებითი "ნათლობისადმი" არქიმანდრიტ იოსების მიდგომითა და ნათლობის ჭეშმარიტი, შთაფლვითი წესის განმარტებით, ე. ჭელიძე, რომელიც, არქიმანდრიტისავე თქმით, "სრული ჭეშმარიტების წინააღმდეგ გამოდის", შეიძლება იყოს მხოლოდ "მცირედმორწმუნე ან საერთოდ ურწმუნო ადამიანი".
რა თქმა უნდა, პკურება-სხურებითი "ნათლისღებით" შეპყრობილი ე. ჭელიძე არ დაეთანხმება ამ დასკვნას და არქიმანდრიტ იოსებს "სასულიერო განათლების მოყვარულთა" მთელი საზოგადოებითურთ თავის "შავ სიაში" უკრავს თავს და "ამპარტავნებით დაბრმავებულ ეპილეპტიკოსებადაც" გამოაცხადებს.
ამრიგად, ე. ჭელიძის ბაქიბუქობა და კვეხნა, თითქოსდა გაბატონებულ აღმსარებლობაში უცვლელად იყოს დაცული "ერთი, წმიდა, სამოციქულო და საყოველთაო ეკლესიის" უმთავრესი ნიშანი - ქრისტეანობის დამფუძნებელთადმი (ანუ ქრისტესა და მოციქულთადმი) ერთგული მორჩილება, საპნის ბუშტივით ქრება არა მარტო არქიმანდრიტ იოსებისა და ზემოთ მოყვანილი თანამედროვე ღვთისმეტყველების დამოწმებით, არამედ უფრო ადრინდელი საეკლესიო ავტორიტეტების მტკიცებითაც, რასაც ქვემოთ დეტალურად წარმოვაჩენთ.
12. ვოლინსკელი არქიეპისკოპოსი ანტონი (ხრაპოვიცკი)
დასხმითი "ნათლობის" წინააღმდეგ "აღბორგებულ ურწმუნოთა" შორის უნდა შერაცხოს ბ-ნმა ჭელიძემ გასული საუკუნის დასაწყისის მთელი რიგი რუსი მღვდელმთავრები, რომლებიც ამ ნათლობასმწვალებლობად მიიჩნევდნენ.
ასე, მაგალითად, ვოლინსკელი არქიეპისკოპოსი ანტონი, რომელმაც 1904 წელს ეპარქიულ სამღვდელოებას მიმართა მოწოდებით - შეეწყვიტათ წყალგადასხმითი ნათლობა.
"არაერთხელ მოუწოდებიათ ვოლინელ მღვდელმთავრებს მღვდლებისთვის, - წერს არქ. ანტონი, - შეეწყვიტათ წყალგადასხმითი ნათლობის უკეთური ჩვეულება ("оставить нечестивый обычай обливательного крещения"). მის არასწორობას აღიარებენ თვით მღვდლებიც..." (Ф. Мельников. Указ. Соч. Гл. IX. О крещении).
"ამჯერად ძველმოწესეებთან შერიგების უმთავრეს წინააღმდეგობას, როგორც ისინი თვითონაც მიუთითებენ, წარმოადგენს წმიდა ნათლისღების საიდუმლოს ეს უკეთური უგულებელყოფა... ვთხოვ ეკლესიის მამებს, - ასკვნის ვოლინელი არქიეპისკოპოსი თავის მიმართვაში, - მოითხოვონ, რომ ყველა ეკლესიაში შეისყიდონ ემბაზები და მღვდლებს, რომლებმაც არ იციან ყრმების შთაფლვა, ასწავლონ". აღსანიშნავია, რომ არქიეპისკოპოსი ანტონი, როდესაც უარყოფს გადასხმით ნათლობას, როგორც უკეთურებას, ეყრდნობა პატრიარქ ფილარეტის მიერ კრებითად მიღებულ დადგენილებას (1620წ.) და დიდი კურთხევანის 79-ე თავს (Церковные Ведомости. 1904. № 28. С. 1054)".
რა არის ნათქვამი არქიეპისკოპოს ანტონის მიერ დამოწმებულ ავტორიტეტულ წყაროებში წყალგადასხმითი ნათლობის შესახებ? ისინი წყალგადასხმით ნათლობას მიიჩნევენ მწვალებლობად. "რომაული და სხვა მწვალებლობები...", - ნათქვამია პატრ. ფილარეტის კრებით დადგენილებაში (1620 წ.) - "ფუჭად და ღმრთისსაწინააღმდეგოდ ბრძენმეტყველებენ მეორედ შობის საბანელზე – წმიდა ნათლისღებაზე, და ნათლავენ დასხმით და არა სამჯერადი შთაფლვით" (Большой Потребник. Соборное изложение. Гл. 70. Л. 21). ამიტომაც კრებითი დადგენილება ითხოვს რომაელთა თავიდან ნათლობას, "რადგან მწვალებელთა (აქ პირველი კატეგორიის, ანუ მოუნათლავი მწვალებლები იგულისხმებიან – არქიეპ. პ.) ნათლობა ნათლობა კი არა შებილწვაა" (იქვე გვ. 17).
ასევე მკაცრად არის შეფასებული წყალგადასხმითი ნათლობა დიდი კურთხევანის 79-ე თავში: "ვინცა ვინ არა ნათელ-სცეს სამითა შთაფლვითა, სახელითა მამისათა და ძისათა, და სულისა წმიდისათა, შეჩვენება" (ფურცელი 72) სიტყვა სიტყვით იგივეა ნათქვამი არსენ იყალთოელის "დოგმატიკონში", მ. რაფავა. უცნობი ავტორის ანტიმონოფიზიტური ტრაქტატი. საქ. სსრ. მეცნ. აკად. მაცნე. ენისა და ლიტერატურის სერია. 1975 წ. # 1. გვ. 30).
სწორედ ეს წყევლა შეახსენა არქიეპისკოპოსმა ანტონიმ თავის სამღვდელოებას და აღიარა, რომ სინოდი, რომელიც თავგამოდებით იცავს წყალსხურებით ნათლობას, ღრმად და საფუძვლიანად მოუცავს ამ წყევლა-კრულვას. საინტერესოა, რომ ანტონის ეს მიმართვა სინოდის "საეკლესიო უწყებანში" (Церковные Ведомости) დაიბეჭდა.
ამრიგად, დასხმით-პკურებითი "ნათლობის" წინააღმდეგ "აღბორგებულნი" ყოფილან არა მარტო ძველმართლმადიდებლები, რომელთაც ე. ჭელიძე "ამპარტავნებით დაბრმავებული ეპილეპტიკოსებს", "ლეყეცებს", "თავხედურად გამომწვევთ" და "თავგასულებს" უწოდებს, არამედ მისივე ეკლესიის ღვთისმეტყველები და მღვდელმთავრები, მათ შორის (უკვე ზემოთ მოხსენიებულთა გარდა) ანტონი ვოლინსკელიც. მეტიც, წმიდა მიტროპოლიტი ფილარეტი და მოსკოვის 1620 წლის მთელი საეკლესიო კრებაც კი (აქედან კი რუსეთის მთელი მართლმადიდებელი ეკლესიაც), ასევე ძველბერძნული და ძველქართული ეკლესიებიც, რაკიღა მათ არაფრად მიუჩნევიათ ლათინური დასხმით- პკურებითი "ნათლობა" და ლათინთა თავიდან გადანათვლა დაუწესებიათ . მაგრამ, რადგან ქრონოლოგიის დარღვევა არ გვსურს, ამის შესახებ ცოტა მოგვიანებით თავის ადგილას ვილაპარაკებთ.
13. არქიეპისკოპოსი ნიკიფორე (თეოტოკისი)
მეტად საინტერესოა რუსეთის ეკლესიის ეროვნებით ბერძენ არქიეპისკოპოს ნიკიფორეს (თეოტოკისი) (4). დასხმითი ნათლობის მამხილებელი მრგვლივმოსავლელი ეპისტოლე.
----------------
§§. 11 -
11. სასულიერო განათლების მოყვარულთა საზოგადოება
"ქრისტეს მეორედ ჯვარმცმელთა" ე. ჭელიძისეულ კატეგორიაში უცილობლივ მოხვდება "სასულიერო განათლების მოყვარულთა საზოგადოება", რომელიც 1863 წელს მოსკოვში მიტროპოლიტ ფილარეტის (დროზდოვი) ინიციატივით დაარსდა და მიზნად ისახავდა კვლევას საეკლესიო-
ამრიგად, მთელი ეს საზოგადოება, თუკი ის აფინანსებს და გამოსცემს გამოკვლევას, რომელიც კატეგორიული წინააღმდეგია დასხმითი ნათლობისა, უეჭველად ე. ჭელიძის "შავ სიაშია" შესატანი და იმ ეპითეტებით არის შესამკობი, რა ეპითეტებითაც ბ-
ცნობილი ძველმართლმადიდებელი პოლემისტის და აპოლოგეტის ფიოდორ მელნიკოვის ნაშრომში "გზააბნეული ღვთისმეტყველება" (Блуждающее богословие) ნათქვამია: «სხვა თხზულებაში, რომელიც გამოსცა სასულიერო განათლების მოყვარულთა საზოგადოებამ (Общество любителей духовного просвещения), რომლის შემადგენლობაში შედის გაბატონებული ეკლესიის მრავალი მღვდელმთავარი, კიდევ უფრო დეტალურად და საფუძვლიანად არის დამტკიცებული ის, რომ ნათლობა უნდა შესრულდეს მხოლოდ შთაფლვით.
"რატომ ნათლავენ მართლმადიდებლები მხოლოდ შთაფლვით?" – ასეა დასათაურებული თხზულება, რომელიც შეუდგენია არქიმანდრიტ იოსებს (და გამოუცია ზემოთხსენებულ საზოგადოებას -
"ჩვენი უფლისა და მაცხოვრის უშუალო მოწაფენი, მისი წმიდა საქმეებისა და მთელი მსახურების უპირველესი მემკვიდრენი წმიდა მოციქულები სწორედ ასე ნათლავდნენ, რადგან მაგალითითაც და სჯულმდებლობითაც ასე ესწავლათ უფლისგან" (Иосиф, архимандрит. Указ. соч. С. 7). "ზუსტად ასე აღასრულებდნენ ნათლობის წმიდა საიდუმლოს ძველ ეკლესიაშიც, რაც დასტურდება წმ. მოციქულთა 50-
შემდეგ ავტორი იმოწმებს წმ. იპოლიტე რომაელს, ნეტ. იერონიმეს, წმ. ლეონ რომის პაპს, ნეტ. ავგუსტინეს, პაპ პელაგიოსს, წმ. გრიგოლ დიდს, წმ. ბასილი დიდს და მიუთითებს დასავლეთის ეკლესიის, კერძოდ: ცელიხითენის, ნიმის, უტრეხტის კრებათა დადგენილებებს. ყველა მათგანი მოითხოვს, რათა ნათლისღების წმ. საიდუმლო შესრულდეს მხოლოდ შთაფლვით. ასე უნდა იყოს ეს მართლმადიდებელ ეკლესიაში დღესაც, რადგან ეს, როგორც არქიმანდრიტი იოსები განმარტავს, "ცხადი და აშკარა მორჩილებაა ქრისტეანობის დამფუძნებელთადმი და ამ თანხმობის ზუსტი დაცვა არის ერთი, წმიდა, საყოველთაო და სამოციქულო მართლმადიდებლური ეკლესიის უმთავრესი და განმასხვავებელი ნიშანი".
"უდიდესი მნიშვნელობა აქვსო, -
მხოლოდ შთაფლვისას არის შესაძლებელი, ჩაიძიროს და დაიფლას წყალში მთელი სხეული, რაც არის სრული განწმენდისა და სულიერი განათლების ნიშანი, რომელიც, სამიპოსტასოვანი ღმრთისა და უფალ იესუ ქრისტესადმი რწმენით, თითოეულ ქრისტეანს ენიჭება ნათლისღების საიდუმლოში.
როდესაც მოსანათლავი ჩადის წყალში და დაიფლვება მასში, ერთგვარად იმარხება მთელი ძველი, ცოდვებით აღსავსე კაცი და წყლიდან აღმოვალს უკვე განწმენდილი, გამართლებული და განახლებული ადამიანი. ის ხილული სახით პირდაპირ ხელახლა იშვება სულიერად, აღდგება მკვდრეთით ახალი ქრისტეანული ცხოვრებისთვის, უფალ იესუ ქრისტეს მსგავსად, რომლის კაცობრივი გვამი დამარხული იყო სამი დღე მიწის წიაღში და ბრწყინვალედ აღსდგა ყოვლისშემძლე ღმრთის ძალით".
ამიტომაც, ნათლობის ასეთი უდიდესი და საიდუმლო მნიშვნელობა, – დაასკვნის ავტორი, –შეუძლებელიაო გამოიხატოს წყალპკურებით" (Иосиф, архимандрит. Указ. соч. С. 19-
მაგრამ, "შესაძლებელია, – განაგრძობს მ. იოსები, რომელიც, როგორც ჩანს, ძალიან კარგად იცნობს ამ საკითხისადმი თავის მეგობარ ღვთისმეტყველთა დამოკიდებულებას, -
როგორ უარყოფს ამგვარ მსჯელობას ციტირებული ავტორი (ანუ მ. იოსები -
"ასე ლაპარაკი შეუძლიათ მხოლოდ მათ, – აცხადებს არქ. იოსები, – ვინც არასერიოზულად ეკიდება მსგავს საკითხებს" რადგან, "თუკი თვით მაცხოვარს ენება დაეწესებინა მაცხოვნებელი საიდუმლო წმ. ნათლობისა შთაფლვითი აღსრულებით და ასე ენებათ წმიდა მოციქულებსა და ძველ ეკლესიას, რომლებიც განუხრელად იცავდნენ უფლის ამ დაწესებას, რომელთანაც ასეთი მნიშვნელოვანი და ღრმა შინაარსია დაკავშირებული, ვისა აქვს უფლება, ქრისტეანული სარწმუნოების რომელ წარმომადგენელს, რაიმე ცვლილება ან საკუთარი გამონაგონი შეიტანოს უფლის დაწესებულ საიდუმლოში და, მით უმეტეს, შეცვალოს იგი.
უცხო და არამართლმადიდებლური ჩვეულებების მიღებით ჩვენ, მართლმადიდებელი ქრისტეანები, ამ უძველესი და საყოველთაო წესის დაკნინებისა და განადგურების საშიშროებაში ჩავცვივდებოდით. რადგან ერთისგან განდგომა, ჩვეულებისამებრ, იწვევს მთელი სარწმუნოების მთლიანობისა და სიმყარის რღვევას და პირიქით, საკუთარი ჩვეულებების მტკიცე პყრობა, საკუთარი სარწმუნოებისა და მისი საქმეებისადმი არაგულგრილი დამოკიდებულება კიდევ უფრო განამტკიცებს მას, დაიცავს მის ურყევ ღირსებასა და სიწმიდეს. ეს კი უკვე მცირე როდია. არ უნდა მოვეპყრათ ამას უგულისხმოებით" (Иосиф, архимандрит. Указ. соч. С. 27-
მაშ, აი როგორ სწავლებას გვთავაზობს წმ. ნათლისღების შესახებ რუსეთის გაბატონებული ეკლესიის სახელით არქიმანდრიტი იოსები ლათინ მწვალებელთა საწინააღმდეგო თავის თხზულებაში, შთაფლვას ნათლისღების საიდუმლოში ენიჭება ისეთი ღრმა და საიდუმლო აზრი, რომ მის გარეშე არ არსებობს თვით საიდუმლოც. შთაფლვის შეცვლა წლის გადავლებით ან პკურებით აღიარებულია ქრისტეს სიკვდილისა და აღდგომის მართლმადიდებლური დოგმატის დარღვევად, ქრისტესა და მის წმ. მოციქულთა წინააღმდეგობად, მთელი ძველი ეკლესიის ღალატად; ეს არის საანათემო დანაშაული" (ფ. მელნიკოვის დასახ. თხზ. თ. IX, ნათლისღების შესახებ).
ამრიგად, გასული საუკუნის ცნობილი საზოგადოების მიერ გამოცემულ წიგნში რუსეთის ოფიციალური ეკლესიის წარმომადგენელი არქიმანდრიტი იოსები აღიარებს, რომ დასხმითი "ნათლობა" არის არამართლმადიდებლური ჩვეულება და ამბობს, რომ მისი შეწყნარებით "უძველესი და საყოველთაო წესის(ანუ შთაფლვითი ნათლობის -
ასეც არის! ოფიციალურ, გაბატონებულ "მართლმადიდებელ" ეკლესიებში შთაფლვით ნათლობას უკვე თითქმის აღარავინ ასრულებს და საყოველთაოდ გაბატონებულია ნათლობის ლათინური, დასხმით-
ჩვენმა მკითხველმა უკვე იცის, თუ რას წერდა ე. ჭელიძე ძველმართლმადიდებლებთან და თვით ტერმინ "ძველმართლმადიდებლობასთან" დაკავშირებით. ვფიქრობ, ურიგო არ იქნება გზადაგზა შევახსენოთ ჩვენს მკითხველს ეს სიტყვები, რადგან დასკვნა, რომელსაც ჩვენი ოპონენტი აკეთებს აბსოლუტურ წინააღმდეგობაშია მისივე ეკლესიის ავტორიტეტულ პირთა მტკიცებულებებთან. კერძოდ, ე. ჭელიძე წერს:
"... ეჭვის ნასახიც კი არ შეიძლება არსებობდეს იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენთან მოქიშპარი"ურწმუნოების ეს ახალ-
მაგრამ ე. ჭელიძის ამ ოცნებას, როგორმე არამართლმადიდებლებად, ცრუებად და "მეორედმნათვლელებად" წარმოადგინოს ძველმართლმადიდებელი ქრისტეანები, ცივ წყალს ასხამს "სასულიერო განათლების მოყვარულთა საზოგადოება" (Общество любителей духовного просвещения) არქიმანდრიტ იოსების უკვე ხსენებული ნაშრომით, რადგან ნათლისღების ლათინური, დასხმითი წესის მიღებით, -
ახლა კი მისი დასკვნაც გავიხსენოთ: "ეს არის სრული ჭეშმარიტება, რომლის წინააღმდეგ შეიძლება გამოდიოდნენ მხოლოდ მცირედმორწმუნე ან საერთოდ ურწმუნო ადამიანები".
ამრიგად, ლათინური დასხმით-
რა თქმა უნდა, პკურება-
ამრიგად, ე. ჭელიძის ბაქიბუქობა და კვეხნა, თითქოსდა გაბატონებულ აღმსარებლობაში უცვლელად იყოს დაცული "ერთი, წმიდა, სამოციქულო და საყოველთაო ეკლესიის" უმთავრესი ნიშანი -
12. ვოლინსკელი არქიეპისკოპოსი ანტონი (ხრაპოვიცკი)
დასხმითი "ნათლობის" წინააღმდეგ "აღბორგებულ ურწმუნოთა" შორის უნდა შერაცხოს ბ-
ასე, მაგალითად, ვოლინსკელი არქიეპისკოპოსი ანტონი, რომელმაც 1904 წელს ეპარქიულ სამღვდელოებას მიმართა მოწოდებით -
"არაერთხელ მოუწოდებიათ ვოლინელ მღვდელმთავრებს მღვდლებისთვის, -
"ამჯერად ძველმოწესეებთან შერიგების უმთავრეს წინააღმდეგობას, როგორც ისინი თვითონაც მიუთითებენ, წარმოადგენს წმიდა ნათლისღების საიდუმლოს ეს უკეთური უგულებელყოფა... ვთხოვ ეკლესიის მამებს, -
რა არის ნათქვამი არქიეპისკოპოს ანტონის მიერ დამოწმებულ ავტორიტეტულ წყაროებში წყალგადასხმითი ნათლობის შესახებ? ისინი წყალგადასხმით ნათლობას მიიჩნევენ მწვალებლობად. "რომაული და სხვა მწვალებლობები...", -
ასევე მკაცრად არის შეფასებული წყალგადასხმითი ნათლობა დიდი კურთხევანის 79-
სწორედ ეს წყევლა შეახსენა არქიეპისკოპოსმა ანტონიმ თავის სამღვდელოებას და აღიარა, რომ სინოდი, რომელიც თავგამოდებით იცავს წყალსხურებით ნათლობას, ღრმად და საფუძვლიანად მოუცავს ამ წყევლა-
ამრიგად, დასხმით-
13. არქიეპისკოპოსი ნიკიფორე (თეოტოკისი)
მეტად საინტერესოა რუსეთის ეკლესიის ეროვნებით ბერძენ არქიეპისკოპოს ნიკიფორეს (თეოტოკისი) (4). დასხმითი ნათლობის მამხილებელი მრგვლივმოსავლელი ეპისტოლე.
-
4.
-
სლავენელი და ხერსონელი არქიეპისკოპოსი ნიკიფორე (თეოტოკისი) თავის მრგვლივმოსავლელ ეპისტოლეში წერს: "ჩემი მოწოდებიდან გამომდინარე, მოვალე ვარ თვალყური ვადევნო ყველაფერს, რაც კი ეხება ქრისტეანულ სწავლებას, რათა ჯანსაღად და დაუზიანებლად იყოს დაცული. უპირველეს ყოვლისა კი, თქვენს ყურადღებას მივაპყრობ წმიდა ნათლისღებას, რომელიც არის ყველა საიდუმლოსთან მისასვლელი კარი, ცოდვათა მიტევება, ღმერთთან შერიგება და ჩვენი ცხონების დასაწყისი. ის არის მიშვილების ნიჭი, რადგან ნათლისღებაში ჩვენ ვხდებით ღმრთის შვილები და ქრისტეს თნამემკვიდრენი, ვიმოსებით ჩვენი უფლით იესუ ქრისტეთი წმ. მოციქულ პავლეს სიტყვისამებრ: "რაოდენთა ქრისტეს მიმართ ნათელ-
თვით მისი სახელწოდება, მის პირველდაწყებით ენაზე, რომელზეც გადმოგვცეს ჩვენ ხარება ღმრთითგანბრძნობილმა მახარობლებმა, ნიშნავს შთაფლვას, და არა დასხმას ან პკურებას (ბერძნული სიტყვა ბაპტისმა -
ნათლისღების დამფუძნებელმა და მაცხოვარმა ჩვენმა იესუ ქრისტემ, იორდანეს წყლებში შესულმა შთაფლვით ნათელიღო.
ასე მონათლა მოციქულმა ფილიპემ საჭურისიც: "და შთაჴდეს ორნივე წყალსა, ფილიპე და საჭურისი იგი, და ნათელ- სცა მას" (საქმე 8:38).
მართლმადიდებლური ეკლესია, მოციქულთა გადმოცემებისამებრ, ყოველთვის ნათლავდა შთაფლვით. ეს ჩანს წმ. მოციქულთა 50-ე კანონიდან: "თუ რომელიმე ეპისკოპოსმა ან მღვდელმა შეასრულოს არა სამგზის შთაფლვა ... დაემხოს..." (მათ. 28,19). წმ. კირილე იერუსალიმელის მეორე მისტაგოგიური სიტყვიდან ნათლისღების შესახებ: "თითოეულს გკითხეს, გწამდათ თუ არა სახელი მამისა და ძისა და წმინდისა სულისა; აღიარეთ მაცხოვნებელი აღსარება, სამგზის დაიფლენით წყალში..."; წმ. ბასილის დიდის ქადაგებებიდან: "სამი შთაფლვით და ამდენივე მოწოდებით აღესრულება ნათლისღების საიდუმლო".
მართლმადიდებლური ეკლესია, მოციქულთა გადმოცემებისამებრ, ყოველთვის ნათლავდა შთაფლვით. ეს ჩანს წმ. მოციქულთა 50-
წყალში შთაფლვა, თანაც სამგზის და სამგზისივე აღმოსვლა წყლიდან შემთხვევით და თვითნებურად როდია დაწესებული, არამედ ქრისტეს სამდღიანი დამარხვის ნიშნად. "წყალი, - ამბობს წმ. ბასილი დიდი, -სიკვდილის სახეა, რომელიც, ვითარც საფლავი, მიიღებს სხეულს. წყალში მოსანათლავთა სხეულები ერთგვარად იმარხებიან და საიდუმლოდ გამოსახავენ ხორციელი სხეულების განძარცვას მოციქულის სიტყვისამებრ: "მასშივე ხართ წინადაცვეთილნი ხელთუქმნელი წინადაცვეთით: ესაა განძარცვა ცოდვილი ხორციელი სხეულისგან - ქრისტესეული წინადაცვეთა. მასთან ერთად დაიმარხეთ ნათლისღებით და მასთან ერთადვე აღდექით ღმერთის ქმედითი ძალის რწმენით, რომელმაც მკვდრეთით აღადგინა იგი" (კოლას. 2:11-12).
მართლმადიდებლური ეკლესია ყოველთვის და ყველგან ნათლავს წყალში სამგზისი შთაფლვითა და აღმოსვლით. ასე ნათლავენ ბერძნული, არაბული, ბულგარული, სერბული, ვალახეთის, დალმაციის ეკლესიები; ასე ნათლავს რუსეთის ეკლესია მთელ დიდ რუსეთში. ამ ეკლესიათაგან თითოეულში არის ჭურჭელი, რომელშიც განშიშვლებულად სამგზის შთაიფლვიან მოსანათლავნი ყრმანი წმიდა სამების სახელის მოწოდებით (როგორც ეს არის მითითებული წმ. მოციქულთა 49-ე კანონში: "თუ რომელიმე ეპისკოპოსი ან მღვდელი ნათლისღების საიდუმლოს აღასრულებს არა უფლის განწესებისამებრ: სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმიდისათა ... განკვეთილ იქნეს"). ასევე უეჭველია, რომ მთელ მცირე რუსეთში ("მალოროსია". იგულისხმება რუსეთის დასავლეთი პროვინციები, მაგ.: უკრაინა - არქიეპ. პ.) ყრმებს ადრეც ასე ნათელსცემდნენ. როდესაც წმ. ვლადიმირმა მიიღო ქრისტეანული სარწმუნოება, ყველა წეს-განგება გადმოიღო ბერძენთაგან, რომლებიც ადრეც და ახლაც ნათლავენ შთაფლვით. უცნაურად გვეჩვენება ამის შემდეგ, რომ ისინი, ვისაც მოძღვრებად ბერძნები ჰყავდა და რომლებიც ბერძნებმა მონათლეს, ახლა შთაფლვით აღარ ნათლავენ.
თუმცა ვფიქრობ, არცთუ უსაფუძვლოდ, რადგან დასხმითი ნათლობა ჯერ დაიწყეს კიევში, შემდეგ კი მთელ მცირე რუსეთში. ასეთი განდგომა მოხდა იმ დროიდან, როდესაც უნიატებმა დაიპყრეს კიევის მიტროპოლია.
რომის ეკლესიაში XII საუკუნემდე შთაფლვით ნათლავდნენ, შემდეგ კი დაიწყეს არა მარტო დასხმა, არამედ პკურებაც. აქედან კი გამოდის, რომ ყველა მართლმადიდებელთაგან მხოლოდ მალოროსებმა შეცვალეს შთაფლვა და ნათლავენ დასხმით. ამან კი სქიზმატიკოსებს მისცა შესაძლებლობა, ვემხილებინეთ იმაში, რომ ჩვენ, უგულებელვყავით რა წმიდა მოციქულთა გადმოცემები, რომლებიც უცვლელად უპყრია მთელ მართლმადიდებლურ ეკლესიას, მივბაძეთ პაპისტებს, რომლებმაც მრავალ სხვა არასწორ ცვლილებასთან ერთად გაბედეს და ცვალეს წმიდა ნათლისღების წესიც. "იმისთვის გაქებთ, ძმანო, რომ ჩემი ყველაფერი გახსოვთ და, როგორც გადმოგეცით, ისე ინახავთ გადმოცემას" (1 კორ. 11:2). "მაშ, მტკიცედ იდექით, ძმანო, და ხელთ გეპყრათ სწავლა, სიტყვით თუ წერილით რომ გადმოგეცით" (2 თესალონიკ. 2:15). ასე წერდა ღვთაებრივი მოციქული პავლე. ხოლო წმ. ბასილი დიდი ნათლად ბრძანებს: "უბედურებაა, როდესაც ვიღაც მოუნათლავი მოკვდება ან როდესაც რაღაცას გამოტოვებენ გადმოცემიდან წმიდა ნათლისღების შესრულების დროს.
რითია გამოწვეული ასეთი უპასუხისმგებლობა ესოდენ მნიშვნელოვან საქმეში? რატომ არ ვიცავთ ამ წმიდა სამოციქულო გადმოცემას ისე, როგორც იცავს მას მთელი მართლმადიდებელი ეკლესია? რა საპატიო მიზეზს წარვადგენთ ღმრთის წინაშე ამგვარი დარღვევისთვის? Iქნებ, ვინმემ თქვას, საშიშიაო ყრმების შთაფლვა წყალში? - მაგრამ ეს ხომ მზაკვარება იქნება. მისი საიმპერატორო აღმატებულების, ღვთისმოშიში მეფის ძისა და თავადის პავლე პეტრეს- ძისა და მის ყრმათა სიცოცხლე მეტად ძვირფასია, მაგრამ ისინი ყოველგვარი შიშის გარეშე, ღმრთის მადლით, მონათლულ იქნენ სამგზის შთაფლვით ღრმა ჭურჭელში, რომელიც თვითონ ვნახე კარის ეკლესიაში. და ბოლოს, ვინმე თუ იტყვის, თითქოსდა ცივი წყალი ზამთარში შეიძლება ჯანმრთელობისთვის საზიანო იყოს ყრმათათვისო, მან უნდა იცოდეს - არც ერთი კანონი არ გვიბრძანებს, რათა წყალი, რომელსაც ვიყენებთ ნათლობისთვის, გაყინული და ცივი იყოს; შეიძლება ავიღოთ ოთახის წყალი.
ვფიქრობ, საკმარისია ის, რაც ვთქვი, ქრისტეში საყვარელნო შვილნო და უპატიოსნესო მღვდელმსახურნო, საკმარისია იმისთვის, რათა მეტად აღარ მონათლოთ დასხმით, არამედ ისე, როგორც ეს წესია, შთაფლვით, რათა ყველაზე უწინარეს მისცეთ მაგალითი მალოროსებს, როგორ უნდა იქნეს დაცული ეკლესიაში მოციქულთა უძველესი წესები და გადმოცემები, რათა შემდგომ ღმრთისგან მიიღოთ უდიდესი ჯილდო და პატივი. ამასთანავე, რათა არავინ უგულებელყოს ჩვენი ეს დადგენილება იმ მიზეზით, რომ თითქოსდა არ ჰქონოდათ ნათელი განწესება ამ საკითხთან დაკავშირებით, ამიტომაც, ჩვენთვის ბოძებული სამოძღვრო ძალაუფლებით, მთელი ჩვენი სულიერი მმართველობის უფლებამოსილებით ვბრძანებთ:
შეეცადეთ, რათა ყოველ ეკლესიაში მოაწყოთ ვერცხლის ან სპილენძის, ან კიდევ რომელიმე სხვა შესაფერისი მასალისგან დამზადებული ჭურჭელი, რომელსაც ექნება ზარის ან ვარცლის ფორმა, ქვემოთ შევიწროვებული, ზემოთ კი გაფართოვებული, სიღრმით არანაკლებ ერთი არშინისა (1 არშ. = 71,2 სმ. - არქიეპ. პ.), სიგანით კი თანაფარდი იყოს სიღრმისა ისე, რომ ვარგისი იყოს გამოყენებისთვის.
ყველგან ებრძანოს მღვდლებს, რათა ზემოთ ხსენებულ წყლით სავსე ჭურჭელზე წაკითხულ იქნას ჩვეული ლოცვები და ნაკურთხ წყალში ყრმები მონათლონ სამგზისი შთაფლვით, თითოეულ შთაფლვაზე კი უწმიდესი სამების თითოეული იპოსტასის სახელის მოწოდებით, როგორც ეს აღსრულდება აღმოსავლეთსა და დიდ რუსეთში.
მკაცრად ებრძანოს ყველას, რათა ნაკურთხი წყალი ნათლობის აღსრულების შემდეგ სადმე ბინძურ ადგილას კი არ გადაასხან, არამედ შიშითა და კრძალულებით გადაღვარონ იქ, სადაც მღვდლები ხელს იბანენ, ხოლო თვით ჭურჭელი არ გამოიყენონ სხვა საქმისთვის, არამედ წმიდად დაიცვან ის ეკლესიაში სხვა საეკლესიო ჭურჭელთან ერთად.
ამ განკარგულების მორჩილთ და აღმასრულებელთ ვპირდებით ღმრთის კურთხევას და მარადიულ დიდებას, ასევე ჩვენს სამწყემსო კურთხევას.
1754 წელი".
წყარო: https://azbyka.ru/otechnik/Nikifor_Feotokis/protiv-oblivatelnogo-kreshhenija/
რა თქმა უნდა, ისე არ უნდა წარმოვიდგინოთ, თითქოსდა რუსეთის გაბატონებული ეკლესია ყოველთვის თავგამოდებით იცავდა შთაფლვით ნათლობას და "ხმალამოწვდილი" ებრძოდა ლათინურ დასხმას თავის წიაღში. პირიქით, რუსეთის რეფორმირებული ეკლესიის "წმიდა სინოდი", ე. ჭელიძის მსგავსად, შეურყვნელად იცავდა ნათლობის სწორედ დასხმით წესს და უამრავ დარღვევასაც კი უშვებდა მის მიერ "ნათლობად" აღიარებულ წესშიც, რომელიც ხშირად კომიკურ სახეს იღებს და აბსურდულობაში გადადის.
ოფიციალური ეკლესიები (განსაკუთრებით ეკუმენისტური მოძრაობის დაფუძნებისა და მასში გაწევრიანების დღიდან) თამამად აღიარებენ მწვალებელთა მიერ აღსრულებულ დასხმით- პკურებით "ნათლობებს", რადგანამ საიდუმლოს არაღიარების გარეშე სხვადასხვა აღმსარებლობათა გაერთიანება ერთ ეკუმენისტურ სამწყსოდ წარმოუდგენელია. წარმოუდგენელია ლათინთა და "მართლმადიდებელთა" შეერთება დასხმით-პკურებითი "ნათლობის" კანონიკურობის აღიარების გარეშე. სწორედ ამ მიზანს ემსახურებიან დღეს შეფარვით თუ აშკარად მოქმედი ეკუმენისტები და უნიატები.
ასეთ ვითარებაში გაბატონებული რუსული ეკლესიის წიაღშიც იყვნენ განათლებული და შედარებით პატიოსანი ადამიანები, რომლებსაც ესმოდათ თუ რა შეიძლებოდა გამოეწვია ამგვარი ნათლობის დაკანონებას და მთელი ძალისხმევით ცდილობდნენ, განემარტათ ერისა და ბერისთვის ნათლისღების საიდუმლოს ჭეშმარიტი არსი და მისი შესრულების სამოციქულო წესი.
სწორედ ამ მხრივ აღვნიშნავთ ჩვენც, რომ სულ სხვაგვარად უყურებდნენ მწვალებლებსა და მათ საიდუმლოებებს, განსაკუთრებით კი ნათლობას, აკადემიური განათლების მქონე მისიონერები და ღვთისმეტყველები.
14. ქართლის კათალიკოსი ბესარიონი (ორბელიშვილი) (18- ე ს.)
შეუძლებელია არ აღვნიშნოთ დასხმითი ნათლობის უარყოფის ფაქტები საქართველოში გაბატონებულ "მართლმადიდებელ" ეკლესიაშიც. ამ მხრივ ჩვენი მკითხველის ყურადღებას მივაპყრობთ 18-ე საუკუნისქართლის კათალიკოსის ბესარიონ ორბელიშვილის ანტილათინურ თხზულებას, რომლის სახელწოდებაა "გრდემლი" (შ ფონდი 3269). ამ თხზულების 20-ე თავი მთლიანად ნათლისღებას ეძღვნება და ეწოდება:"ნათლისღებისათვის - თუ ვითარ ჩუენ, მართლმადიდებელნი მოძღვრებისაებრ წმიდათა მოციქულთასა და ღმერთშემოსილ მამათასა სამგზის ემბაზსა შინა შთაფლვითა და წყალთაგან აღმოშობითა სახელსა ზედა წმიდისა სამებისა ნათელვიღებთ ხელითა მღუდელთასა, ხოლო ლათინნი არა ესრეთ, არამედ ყოველითურთ წინააღმდეგობასა იქმენ, არც ემბაზსა შინა სამგზის შთაფლვით, არცა მხოლოდ მღუდელთაგან, არამედ ვინაცა დახუდეს ერისკაცთა და დედათა მიერ ნათელს სცემენ".
მოდი, მოვისმინოთ, რას ბრძანებს კათალიკოსი ბესარიონ ორბელიშვილი დასხმით-პკურებითი "ნათლობის" შესახებ, დავრწმუნდეთ იმაში, რომ ქართველი ძველმართლმადიდებლები, რომელთაც ლათინური "ნათლობის" უარყოფის გამო ე. ჭელიძე "ბაგე-მტყუვართა" და "გაუკუღმართებულებს" უწოდებს, სრულიად თანხმიერნი არიან წინა საუკუნეების მართლმადიდებელთა დამოკიდებულებასთან ლათინური დასხმითი "ნათლობისადმი" და ისევე უარყოფენ, როგორც უარყოფდნენ მას წინა საუკუნეებში მცხოვრები მართლმადიდებლები. მათ შორის ადგილობრივ ეკლესიათა მღვდელმთავრებიც; და თუ ამის გამო ძველმართლმადიდებელი ქრისტეანები იმსახურებენ იმგვარ ეპითეტებს, რომელთაც უშურველად აფრქვევს მათი მისამართითი თბილისისი სასულიერო აკადემიის ყბადაღებული პროფესორი და მათ "ბაგემტყუვრებსა" და "თავხედებს" უწოდებს, მაშინ ასეთივე ეპითეტების ღირსნი ყოფილან ის მღვდელმთავრებიცა და წმიდა ადამიანებიც (მათ კიდევ ქვემოთ დავიმოწმებთ), რომლებიც კატეგორიულად მოითხოვდნენ ლათინურ დასხმით-პკურებით "ნათლობის" უარყოფას.
თავიდან, ნათლისღების საკითხის განხილვისას, კათალიკოსი ბესარიონი გვაძლევს ნათლისღების საიდუმლოს დოგმატურ განმარტებას. ის წერს: "სოფლის ნათელმა ქრისტემ ინება რა ხსნა კაცთა მოდგმისა, გარდამოხდა დაუსაბამო და უხილავი მამის უხრწნელი წიაღიდან და, ცოდვის გარდა, ყოველივეში შეიქნა მსგავს ჩვენდა და გამოჩნდა, ვითარცა კაცი ორბუნებოვანი, ღვთაებრივი და კაცობრივი ბუნებით, რათა ადამი აღადგინოს პირველსავე პატივში და ჩვენც ყოველნი, ადამის ცოდვით დასჯილნი, გვაცხოვნოს. ხოლო ხელი და თავი ჩვენი გამოხსნისა სხვა არა არის რა, თვინიერ ნათლისღებისა, იგივე მეორედ შობა წყლისა და სულისგან, სახელითა წმიდისა სამებისა - მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, რამეთუ გარეშე ამისა არა იქმნების ცხოვრება ჩვენი.
ამიტომ, თავად უფალმა, შემდგომად უხრწნელად შობისა, მიწიერი ცხოვრების ოცდამეათე წელს კვლავად თავს იდვა და უცოდველმა და ყოველი სიბილწისგან თავისუფალმა წყლით განიბანა. განშიშვლებული ჩავიდა მდინარე იორდანეში და იოანე ნათლისმცემელის ხელით ნათელიღო, რასაც თვით დაუსაბამო მამა ესწრებოდა უხილავად, რომელმაც ზეციდან თქვა: "ესე არს ძე ჩემი საყვარელი" და ხმა იგი მტრედის სახით მოსულმა სულიწმიდამ დაამტკიცა და ამით ჩვენც წესად დაგვიდო, რათა განშიშვლებულნი შთავხდეთ წყალში და მღვდლისგან ნათელვიღოთ წმიდა სამების: მამის, ძის და სულიწმიდის სახელით. და ვითარცა ხორციელად შიშველნი დავიბადეთ დედის მუცლითგან, ასევე მეორედ ვიშვათ სულიერად წყლისა და სულისგან. როგორც უთხრა მან ნიკოდიმოსს - რჯულის მოძღვარს: "ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნები შენ: ვინც ხელახლა არ იშობა, ვერ იხილავს ღვთის სასუფეველს". ნიკოდიმოსმა უთხრა მას: "როგორ შეუძლია კაცს იშვას, თუკი მოხუცია? ნუთუ შესძლებს თავისი დედის მუცელში მეორედ შევიდეს და იშვას?" მიუგო იესუმ: "ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნები შენ, ვინც წყლისა და სულისგან არ იშვება, ვერ შევა ღვთის სასუფეველში. ხორცისგან შობილი ხორცია და სულისგან შობილი - სული. ნუ გაგიკვირდება რომ გითხარი: თქვენ ხელახლა უნდა იშვათ- მეთქი, ქარი ქრის, სადაც მოისურვებს. მისი ხმა გესმის, მაგრამ არ იცი საიდან მოდის და სად მიდის. ასევეა ყველა, ვინც სულისგან არის შობილი".
ნიკოდიმოსმა მიუგო და უთხრა მას: "როგორ შეიძლება მოხდეს ეს?" მიუგო იესუმ და უთხრა მას: "შენ ისრაელის მოძღვარი ხარ და განა ეს არ იცი?" (იოანე 3:3-10). რატომ ეუბნება ღმერთი ნიკოდიმოსს: "შენ ისრაელის მოძღვარი ხარ და ეს არ იცი?" როდის ეხილა ან სმენოდა ნიკოდიმოსს სჯულის მიხედვით ნათლისღება, გარდა იოანესმიერი ნათლისცემისა, რომელსაც ვერ ხელეწიფებოდა სულიწმიდის მონიჭება, არამედ როგორც თავად იოანე ეუბნებოდა ებრაელებს: "მე წყლით გნათლავთ, მაგრამ მოდის ჩემზე ძლიერი, ის მოგნათლავთ თქვენ სულიწმიდით და ცეცხლით" (ბესარიონ ორბელიშვილი. გრდემლი. თ. 20 შ ფონდი 3269).
შემდეგ, კათალიკოსი ბესარიონი განმარტავს თუ როგორ მოასწავებდა ძველი სჯული (შთაფლვითი) ნათლისღების შესახებ და ბრძანებს: "ახლა კი სულიწმიდის ძალითვე ვთქვათ თუ როგორ მოასწავებდა ძველი სჯული და როგორ სმენოდა ნიკოდიმოსს, განა ნათელი და უცხადესი სახე არ იყო ნათლისღებისა და წყლისგან აღმოშობისა, რაც დიდმა წინასწარმეტყველმა მოსემ ებრაელთა ეგვიპტიდან გამოყვანისას განაპო მეწამული ზღვა და მთელი სიმრავლე ებრაელთა განიყვანა მასში. როგორც განმარტავს და იტყვის თავად მოციქული პავლე: "არ მინდა, ძმებო, არ იცოდეთ, რომ ჩვენი მამები ყველანი ღრუბელქვეშ იყვნენ და ყველამ გაიარა ზღვაში და ყველანი მოინათლნენ მოსეს მიერ ღრუბელში და ზღვაში. და ყველანი ჭამდნენ ერთსა და იმავე სულიერ საჭმელს, და ყველანი სვამდნენ ერთსა და იმავე სულიერ სასმელს, ვინაიდან სვამდნენ სულიერი კლდიდან, რომელიც თან დაჰყვებოდა მათ. ხოლო ის კლდე იყო ქრისტე". ეს იყო ცხადი, მეორედ შობა წყლითა, რამეთუ მთელმა სიმრავლემ ისრაელისა ისე განვლო ეს გზა განპობილ წყალში, რომ ფეხით თავამდე და მრავლად უმაღლეს თავისა იყო წყალი.
ასევეა დავითის მიერ თქმული: "გულის ხმა ჰყავ, ვითარმედ უფალმან წყლით რღვნა დაამკვიდროს და დაჰდის უფალი მეუფედ უკუე". რა უნდა იყოს წყლით რღვნა, რომელიც დაამკვიდრა უფალმა? რა თქმა უნდა, ეს არის წმინდა ნათლისღება, რამეთუ მით წარიხოცება ყოველგვარი სიბილწე ცოდვისა, რაც ქრისტეს თანამკვიდრად გვხდის და გვანიჭებს ღვთისშვილობას. რანაირად იქნება წყლით რღვნა, თუკი ადამიანი წყლისგან არ აღმოიშვა, არამედ წყალი ისხურა ან იცხო ერთი რომელიმე ასოთაგანზე, ხოლო სხეულის უდიდესი ნაწილი დარჩა წყალს მიუახლოვებელი? წყლით რღვნა იმას ეწოდება, რომ კაცი სრულად ჩავიდეს წყალში და აღმოიშობოს მისგან, რომლის დროსაც წმიდა სამების სახელით სულისა და ხორცის ყოველგვარი სიბილწე წარიხოცება. როგორც სხეულის ბიწი ვერ განიწმინდება მთელი სხეულის დალტობის გარეშე, ასევეა სულიც სულიწმიდის გარეშე. ყოველი საიდუმლო ხილული მხარით განმტკიცდება, ხოლო უხილავი მხარე სრულყოფს მას.
აგრეთვე განცხადებულად მოასწავებდა ნათლისღების შესახებ, ელისეს მიერ წყლის სიღრმეთაგან რკინის ამოღება, რამეთუ, მცირედი წყლის გარეგანი შეხება ან სხურება კი არა, არამედ მხოლოდ წყალსა შინა სრულად დაფლვა და მისგან აღმოშობა გვანიჭებს ღვთისშვილობას. აგრეთვე, ელისეს სიტყვით, ნეემან ასურელის განშიშვლებულად იორდანეში ჩასვლა და კეთრისგან განწმენდა, განცხადებულად მოასწავებდა ნათლისღების შესახებ, რამეთუ წყალი კი არ იცხო ან ისხურა სხეულის მცირე ნაწილზე, არამედ განშიშვლებული ჩავიდა მდინარეში და ამგვარად აღმოიშვა წყლისგან".
ამის შემდეგ კათალიკოსი ორბელიშვილი გადადის ახალაღთქმისეულ მაგალითებზე და წყალში განშიშვლებით შთაფვლით ნათლისღების შემთხვევებს ჩამოთვლის: "ასევე წმიდა მოციქულთა წიგნები გვასწავლიან წმიდა სამების სახელით წყალში განშიშვლებულად სამგზის ნათლისღებას (შთაფლვას -არქიეპ. პ.). როგორც წერილ არს, ფილიპეს მიერ საჭურისის ნათლისცემის შესახებ, ფილიპე და საჭურისი ორნივე ჩავიდნენ წყალში. აგრეთვე წმ. მოციქული პეტრე განშიშვლებულთ ნათლავდა, როგორც წმ. კლიმენტის ცხოვრებაშია მოთხრობილი - კლიმენტის დედ-მამა და სხვა მრავალნი განშიშვლებულნი მონათლა მდინარეში.
ასევე პეტრე მოციქულის მოწაფის პანკრატ მოციქულის ცხოვრება მოგვითხრობს თუ როგორ ნათლავდაურიცხვ განშიშვლებულ ხალხს მდინარეში. ამის შესახებ მრავლადა გვაქვს მაგალითი წმიდა მოციქულთა ცხოვრებიდან და წმიდა წერილთაგან, თუ როგორ ნათლავდნენ განშიშვლებულებს; ყოველი მათგანის მოხმობა შეუძლებელია, აღვწერ მხოლოდ მცირედს მათგან, რათა ცხადი შეიქნეს ჭეშმარიტება. ასევე გრიგოლ პართეველმა, სომხეთის განმანათლებელმა, განშიშვლებულთ ნათელსცა მეფე თრდატსა და ერსა მისსა,რომლის შესახებაც ვრცლადაა მოთხრობილი მისსავე ცხოვრებაში.
ამიტომაც მოციქულთა მიერ განეწესა ეკლესიაში, ემბაზში ან მდინარეში სამგზის შთაფლვითა და აღმოშობით ნათლისღება სახელითა წმიდისა სამებისა: მამისა და ძისა და წმიდისა სულისათა, რაც წმ. მთავარმოციქულთა პეტრესა და პავლეს ბრძანებით აღწერა კლიმენტიმ. იგივეს ამტკიცებს ნიკეის პირველი კრება, რომელსაც ესწრებოდა სამას თვრამეტი წმიდა მამა: "ვინაც არა ნათელსცეს წმ. სამების - მამის, ძისა და სულიწმიდის სახელით სამჯერ შთაყოფითა, იყავნ იგი შეჩვენებულ". ამასვე ამტკიცებს ყოველი კრება, როგორც პავლე მოციქული ამბობს: "ნუთუ არ იცით, რომ ყველანი, ვინც მოვინათლეთ ქრისტე იესუში, მის სიკვდილში მოვინათლეთ? ამიტომაც თანა დავეფლენით მასთან სიკვდილში ნათლისღებით". განა წყალში დაფლვაზე არ მიგვანიშნებს მოციქული, ან იქნებ მცირედი წყლის ცხებასა ან სხურებაზე? ნუ იყოფინ!
ასევე დიდი რომის პაპი სილიბისტრო ემბაზში ნათლავდა მრავალს, ისევე, როგორც დიდ კონსტანტინესა და მის მთავრებს ემბაზშივე ნათელსცა. იგივე და კიდევ სხვა უდიდესი ემბაზი დღევანდლამდე დგას მოციქულთა იმავე ეკლესიაში სარცხვენელად და პირის დასაყოფელად მათდა, რომელნი გარდადიან წმ. მოციქულთა და ღმერთშემოსილ მამათა განწესებას" (იქვე).
ამგვარი შესავლების შემდეგ ქართლის კათალიკოსი ბესარიონ ორბელიშვილი გადადის ლათინებზე და ლათინური "ნათლისღების" მხილებაზე: "ახლა კი ვკითხოთ პაპის მოსავთ თუ რა მიზეზით ნათელსცემენ მხოლოდ მცირედი წყლის შეხებით ან სხურებით, თუ რატომ ნათელსცემენ არა მხოლოდ მღვდელმსახურნი, არამედ ერისკაცნიცა და ქალნიც, რის გამოც მათგან ნათელღებულთ ნათლის მინიჭების მაგიერ, სრულიად განუნათლავთ დაუტევებენ ბნელში, და ეს მაშინ, როცა წმიდანი მოციქულნი, წმ. მამანი, მოციქულთა მიმბაძავნი რომის პაპი სილიბისტრო ნათელსცემდნენ ემბაზსა შინა სამგზის შთაფლვითა და აღმოშობითა და შვიდივე მსოფლიო კრებანი იგივეს განაწესებენ. ქრისტეს მოძღვრების თანახმად, რომელმაც თვითონ განშიშვლებულმა იორედანეში ნათელიღო იოანე ნათლისმცემლის ხელით, რომელიც იყო ზაქარიას ძე, სამღვდელოთა ტომისგან. არცა სადმე წერილა, არცა ვისმე სმენია, რომ ჩვენს მიერ მოხსენებულისგან განსხვავებული ისეთი ნათლობით, ისე, როგორც ამას პაპის მოსავნი აღასრულებენ, ვინმეს ნათელ ეღო, რითაც ისინი არღვევენ რჯულს და გარდავლენ წმ. მოციქულთა და ღმერთშემოსილთ მამათაგან დაწესებულ საზღვრებს და არაგულისხმაჰყოფენ ღმრთის სიტყვებს, რომელიც ბრძანებს: "ვინც დაარღვევს ერთს ამ უმცირესს მცნებათგანს და ისე ასწავლის ადამიანებს, უმცირესი დაერქმევა მას ცათა სასუფეველში".
აი, როგორი შეურაცხყოფილი, უპატიო და დასჯილი იქნება მეორედ მოსვლის დროს ქრისტეს საყდრის წინაშე, რამეთუ, ოქროპირის განმარტებისამებრ, თავის მეორედ მოსვლას უწოდა უფალმა სასუფეველი. და თუკი ამ უმცირესისადმი ესოდენ დიდ სასჯელს განაწესებს ღმერთი, რომელიც მცნებაა ან ამაზე უაღრესი და უპირატესი, რომელიც თავად უფალმა აღასრულა, რაჟამს თავი თვისი გამოუცხადა ქვეყანას და საქმით გვასწავლა განშიშვლებულთა ნათლისღება წყალთა შინა და ნიკოდიმოსსაც კანონად დაუდვა: "ვინც არ დაიბადება წყლისა და სულისგან, ვერ შევა ღვთის სასუფეველში". ამას ყოველივეს არღვევენ და გარდახდებიან, სასჯელისა კი არ ეშინიათ, არ კი რცხვენიათ ესოდენ უწესობათა გამო და ამბობენ: "თუკი სხეულის რომელიმე ასოს შეეხება წყალი, მთელი სხეული განიწმინდებაო".
ამას ყოველივეს საღვთო სიტყვის გარეშე ამბობენ. არავინა ჰყავთ მოწმე ამგვარი ქცევის გამმართლებელი. არცა ვისმეს სმენია, რომ ამგვარად ვისმეს ნათელეცა ან იგავით მაინც ვინმეს მოესწავებინა. არამედ თვითონვე დაარღვიეს ეს სამეუფო რჯული და განაწესეს ამგვარი უწესო მოძღვრება. "ვაი სულისა მათისა, რამეთუ იზრახეს ზრახვა ბოროტი, ჰგონებდეს თავთა თვისთა ბრძენ და განცოფნეს"!
ვინაიდან წყლისა და სულისაგან მეორედ შობა გვიბრძანა უფალმა, როგორც ყრმა იშვება დედის მუცლიდან, ასევე გვევალება მეორე შობა ემბაზში ან მდინარეში და არა ეერთ რომელიმე ასოთაგანის დალტობა წყლით, ხოლო დანარჩენი სხეულისა კი განხმობა. განა შესაძლებელია სხეულის ერთი, რომელიმე ასო, გინდ თავი ან რომელიმე სხვა იშვას დედის მუცლისგან, ხოლო დანარჩენი ნაწილი სხეულისა მუცელშივე დარჩეს. თუმცა შობა კი ერქმევა, მაგრამ განა იქნება იგი სიცოცხლის შემძლებელი სრული კაცი? ასევე შეუძლებელია, რომ სხეულის მხოლოდ ერთ ასოს შეეხოს წყალი, სხეულის დანარჩენი ნაწილის განუბანელად და შეირაცხოს იგი ძედ ნათლისა და შვილად სასუფევლისა, რამეთუ ამგვარად შეუძლებელია მეორედ შობის აღსრულება.
ასე გარდადიან და არღვევენ წმ. მოციქულთა და წმ. მამათაგან განწესებულ კანონებს. არცა ემბაზსა შინა ნათელსცემენ სამგზის და ისიც არა მხოლოდ მღვდელმსახურნი, არამედ ერისკაცნიცა და ქალნიც და ვგონებ, რომ ამგვარი რამ არავის არსად სმენია, რამეთუ საქმე საეჭვო რჯულად არ განწესდება, არამედ ქრისტესი, მისთა მოციქულთა და მათ მიმბაძავ ღვთისმეტყველ მამათა რჯულია მტკიცე და უცვალებელი. რამეთუ იგი ბრძანებს: ვიდრე ცა და დედამიწა არ გადაივლის, არც ერთი იოტი ანდა არც ერთი წერტილი არ გადაივლის რჯულისა. მათი აზრით, ქრისტეს ამ ბრძანების დარღვევა შეიძლება, ხოლო პაპის სიტყვისა კი არა, რომელიც დღითი დღე ცვლის და გარდადის წმ. მამათაგან დაწესებულ საზღვრებს და მათ საწინააღმდეგოდ თავისი რჯულდებით მოძღვრავს ყოველთა მისთა მოსავთა" (კათალიკოსი ბესარიონ ორბელიშვილი. "გრდემლი". თ. 20. S ფონდი 3269).
მაშ, ე. ჭელიძეს თუ ვკითხავთ "ვინ არის კათალიკოსი ბესარიონ ორბელიშვილი"? - მან უყოყმანოდ უნდა გვიპასუხოს: თქვენნაირი "მეშთაფლე", "ლეყეცი", "გონებრივად ჩლუნგი და ვერაგი", ეკლესიის კალთებს"ფარისევლურად შევრდომილ-შემეზრვილი უძღები შვილი", "ამპარტავნებით დაბრმავებული ეპილეპტიკოსი", "მზაკვრულად ბოროტადმთხზველი", "ლირბი", "ცრუ", "ფარისეველი", "თავხედურად გამომწვევი", "ბაგე-მტყუვარი", "მბორგავი", "ბოროტმზრახველი", "გაუკუღმართებული", "სიბილწის მოძღვარი" და "თავგასული".
მოგვიტევოს გარდაცვლილი კათალიკოსის ხსოვნამ, მაგრამ ეს ლათინური დასხმით-პკურებითი "ნათლობისადმი" მისი დამოკიდებულების ჩვენეული კი არა, თავისივე სულიერი მემკვიდრის, ქამი-ჭელიძის შეფასებაა... აი, ვინ არის ჭეშმარიტად "ეკლესიას შემეზვრილი უძღები შვილი".
თუმცა კათალიკოსი ბესარიონ ორბელიშვილი წარსული საუკუნეების ერთადერთი ქართველი მღვდელმთავარი როდია, რომელმაც ე. ჭელიძის "შავ სიაში" ამოჰყო თავი და რომელსაც ჩვენი თანამედროვე პატროლოგის მსახვრალი კალამი შეეხო. "გაუკუღმართებულებად" და "სიბილწის მოძღვრებად" უნდა შერაცხოს ე. ჭელიძემ კათალიკოს ბესარიონ ორბელიშვილამდე, მაგალითად, 17-ე საუკუნეში (და შესაძლოა უფრო ადრეც) მცხოვრები ქართველი მღვდელმთავრები (ეპისკოპოსები, არქიეპისკოპოსები, მიტროპოლიტები და კათალიკოსები). რატომ? ერთი უბრალო მიზეზის გამო.
15. 17-ე საუკუნის (და უფრო ადრინდელი) საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია
ძველად ეპისკოპოსად ხელდასხმის წესში არსებობდა (და დღესაც არსებობს) ხელდასასხმელი კანდიდატის მიერ წარსათქმელი მრწამსის სავალდებულო ტექტი ("ფიცი"), რომელსაც ეპისკოპოსად ხელდასასხმელი ყველა კანდიდატი წარმოსთქვამდა და ეკლესიაში თავისი ხელდამსხმელის წინაშე საზეიმოდ აცხადებდა: "...კუალად აღვიარებ შვიდთა მათ საიდუმლოთა, რომლითაცა ცხოვრობენ ქრისტიანენი: პირველად ნათლისღებასა, რომელ არს კარი და დასაბამი ყოვლისა საიდუმლოისაი, იქმნების სამგზის შთასვლითა ემბაზსა შინა და აღმოყვანითა, და არა მსგავსად ლათინთა მიერ ახლად შემოღებულთა, რომელნი იტყვიან, ვითარმედ სხურებით იქმნების ნათლისღებაი".
საეპისკოპოსოდ ხელდასასხმელი კანდიდატის მიერ წარსათქმელი მრწამსის წინამდებარე ტექსტი, აღებულია კრებულიდან "ქრისტეანულ-არქეოლოგიური ძიებანი" (3/2010 გვ. 119). ტექსტი კრებულში გამოსაქვეყნებლად მოამზადა ექვთიმე კოჭლამაზაშვილმა, რომელიც ბრძანებს, რომ ""აღსარებაი მართლმადიდებლობითისა სარწმუნოებისაი", ესაა სამი ექსცერპტი ეპისკოპოსად ხელთდასხმის წესიდან, რომელიც შეუდგენია ანტონ I კათალიკოსს" (1720-1788). ამ წესის სრული ნუსხა შემორჩენილია H 1283 ხელნაწერში. სქოლიოში ბ-ნი ექვთიმე აღნიშნავს, რომ "... სამღვდელმთავრო გამორჩევისა და კურთხევის ქართული განწესების შესადგენად მას უსარგებლია ბერძნული და რუსული წყაროებით. ბერძნული წყაროს მაგივრობას კვიპრიანე სამთავნელის თარგმანი სწევდა, და სწორედ იქიდან ამოუღია ანტონს სარწმუნოების აღსარების ფორმულები და ხელთდასხმის ლოცვები (ე. ი. განგების ვერბალური ნაწილი), რიტუალურ მოქმედებათა განწესების შედგენისთვის კი ნიმუშად გამოუყენებია ანალოგიური რუსული განწესება და გადაუმუშავებია იგი ქართული რეალობის გათვალისწინებით" (დასახ. კრებ. გვ. 22 სქოლიო).
მაშასადამე, ანტონ პირველის დროინდელი ქართული საეკლესიო რეალობა ითვალისწინებდა ლათინური დასხმით-პკურებითი წესის იმგვარ უარყოფას, რომ ის ეპისკოპოსად ხელდასასხმელი კანდიდატის მრწამსსაც კი წარმოადგენდა. რატომ და რის საფუძველზე არ ითვალისწინებს დღევანდელი ქართული სეკლესიო რეალობა ლათინური დასხმითი "ნათლობის" ამგვარ უარყოფას?
საფუძვლისა რა მოგახსენოთ, მაგრამ თუ რატომ, ალბათ ცხადი უნდა იყოს - მთელი სამღვდელოება, ერი და ბერი "მონათლულია" წყალპკურებით (ან წყალდასხმით), რის გამოც ოფიციალურ ეკლესიას ჰაერივით სჭირდება მისი გამართლება, რათა ოფიციალური ეკლესიის სამღვდელოებას არ დაეკარგოს "კანონიერი", "სჯულიერი" უფლებამოსილებანი, რაც მას არ ექნება ლათინური ნათლისღების უარყოფის შემთხვევაში. აი, რატომ არ ცნობს ძველმართლმადიდებლური ეკლესია ოფიციალური, "მართლმადიდებელი" ეკლესიის სამღვდელოებას და რის გამო ნათლავს მისკენ გადმოსულ "მართლმადიდებელთ" თავიდან.
საზოგადოდ, ძველად საქართველოში რომ ნათლობა შთაფლვით აღესრულებოდა და ეს იყო ნათლისღების საიდუმლოს სჯულიერი შესრულების ერთადერთი მოთხოვნა, ჩანს ე. კოჭლამაზაშვილის სხვა პუბლიკაციიდანაც, რომელიც იმავე გამოცემაშია. ეს არის, სწავლება იმის შესახებ, თუ როგორ უნდა აღსრულდეს ნათლისღება: "ნათლისცემის წინ კათაკუმეველთ გახდიან სამოსელს; დიაკონები სცხებენ ზეთს წმ. სამების სახელით და ჩაუშვებენ ემბაზში; შემდეგ მღვდელი ნათელს-სცემს თავჩაყოფით სამგზის, და წარმოთქვამს ნათლისღების ფორმულას: "ნათელს-იღებს... სახელითა მამისაითა და ძისაითა და სულისა წმიდისაითა". შემდეგ აღმოიყვანენ ემბაზიდან, შეამშრალებენ ახალი ტილოთი და მღვდელი სცხებს ნელსაცხებელს (წმ. მირონს - არქიეპ. პ.) სხეულის სხვადასხვა ნაწილზე".
ძველი ქართული ტექსტი: "ამის შემდგომად განძარცუნენ კათაკუმეველნი, სცხონ ზეთი დიაკონთა და იტყოდიან ესრეთ: ეცხების (სახელით უწოდონ, რაიცა იყოს) სახელითა მამისაითა და ძისაითა და სულისა წმიდისაითა, და შთაავლინონ ემბაზსა და ნათელ-სცეს თავჩაყოფით სამგზის და იტყოდიან ესრეთ: ნათელ-იღებს სახელითა მამისაითა და ძისაითა და სულისა წმიდისაითა..." (ქრისტეანულ-არქეოლოგიური ძიებანი (3/2010). გვ. 622). პუბლიკაციის ავტორი ე. კოჭლამაზაშვილი აცხადებს, რომ: ეს არის ნათლისღებასთან დაკავშირებული რიტუალების აღწერა უძველესი იერუსალიმური ტრადიციის ქართულ "კურთხევათა" კრებულებიდან.
საგულისხმოა აღინიშნოს, რომ ე. კოჭლამაზაშვილი სიტყვებთან: "მღვდელი ნათელს-სცემს თავჩაყოფით სამგზის" სქოლიოში აკეთებს ასეთ შენიშვნას: "გამოთქმა "ნათელ-სცეს... სამგზის" ნიშნავს არა ნათლისღების საიდუმლოს სამგზისობას, არამედ თავის ჩაყოფინებას სამგზის. "სამი ნათლისღების" (ანუ სამგზისი თავის ჩაყოფის) მითითებას ვხვდებით მოციქულთა კანონებში: "უკუეთუ ვინმე ეპისკოპოსმან ანუ ხუცესმან არა სამნი ნათლისღებანი ერთისამე საიდუმლოობისანი სრულ-ყვნეს, არამედ ერთი ნათლისღებაი, სიკუდილსა მიმართ უფლისა აღსრულებული, - განიკუეთენ" (მოციქ. კან. 50). "ნათლისღების" ბერძნული შესატყვისიbaptisma სწორედ "თავის ჩაყოფას", "ჩაყვინთვას" ნიშნავს, ამიტომაც გამოთქმა - "სამნი ნათლისღებანი", რაც მამის, ძისა და სულიწმიდის სახელით სამგზის თავის ჩაყოფას გამოხატავს, ბერძნულენოვან მკითხველთათვის გაუგებარი არ რჩება. ხოლო რადგანაც baptisma-ს შესატყვისი ქართული ტერმინი "ნათლისღება" "ჩაყვინთვის" ნიუანსს არ შეიცავს , "სამი ნათლისღების" ხსენება, შესაძლოა, გაუგებრობის წყაროდ იქცეს. ამიტომაც "დიდი სჯულისკანონის" ქართულად მთარგმნელს, არსენ იყალთოელს ზემოთ ხსენებული კანონისთვის დაურთავს შენიშვნა: "შეისწავლე სამნი ნათლისღებანი ნაცვალად, სამთა შთაყოფათა"" (იქვე).
სხვათა შორის, სიტყვამ მოიტანა და სლავურ "დიდ სჯულისკანონში", ამ ადგილას, ანუ იქ, სადაც მოცემულიაწმ. მოციქულთა 50-ე კანონი სქოლიში დართულია მსგავსი მითითება კონკრეტული მოთხოვნით, რომ მოსანათლავს წყალი კი არ უნდა დაესხას, არამედ ის უნდა შთაიფლას წყალში: "Во святом крещении крестящихся ПОГРУЖАТИ, А НЕ ОБЛИВАТИ" (Кормчая. Опечатана с подлинника патриарха Иосифа. Репринтное издание. Санкт-Петербург. 1997 г. Изд. "Воскресение" / Свято-Успенское Подворье Оптиной Пустыни. Стр. 160).
"იმავე წიგნში (გვ. 584) - აგრძელებს ე. კოჭლამაზაშვილი, - ვკითხულობთ: "მაშასადამე, პავლეს სიტყვით (იგულისხმება წმ. მოციქული პავლე - არქიეპ. პ..), ნათლისღება ქრისტეს "სიკვდილისა მიმართ" აღესრულება, რაც იმას ნიშნავს, რომ ნათლისღების რიტუალი, ანუ წყალში შთაფლვა ("შთაყოფა", "ყურჭუმა") - ქრისტეს სიკვდილისა და დაფლვის მსგავსებას გამოსახავს; ნათლისღების ქრისტიანი ქრისტეს თანანერგი ხდება; და თუ იგი დაემსგავსება მას სიკვდილსა და დაფლვაში, დაემსგავსება აღდგომაშიც, და უკანასკნელ ჟამს, საყოველთაო აღდგომისას, "გარესკნელის ბნელში" კი არ განიდევნება, არამედ ქრისტეს ნათელში მოხვდება, განახლებული ცხოვრებით ივლის (რომ. 6:4)".
სქოლიოში კვლავ მოცემულია ავტორის შენიშვნა: "ნათლისღების ბერძნული შესატყვისი - baptisma - სწორედწყალში ჩაყვინთვას ნიშნავს ("ჩაყვინთვის" შესატყვისად პოსტათონურ ტექსტებში გვაქვს შთაყოფა დაყურჭუმა. იხ. დიდი კურთხევანი, გვ. 105)" (იქვე).
ამრიგად, ყოველივედან, რაც ზემოთ ითქვა, ცხადი ხდება, რომ ადამიანის ნათლობა უნდა შესრულდესსანათლავ ემბაზში (ან ბუნებრივ წყალსაცავში, სადაც ადამიანის შესვლა და თავის შთაყოფა იქნება შესაძლებელი) სრული, სამგზისი შთაფვლით, ყურჭმობით და თითოეულ შთაფლვაზე ყოვლადწმიდა სამების თითოეულ იპოსტასთა მოწოდებით, ანუ "სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმიდისათა. ამინ".
სანამ ე. ჭელიძის "შავი სიის" მომდევნო "კანდიდატებზე" გადავიდოდეთ, მოკლედ გადავავლოთ თვალი ყოველივეს, რაც აქამდე ვთქვით და აღვნიშნოთ, რომ ლათინური დასხმითი "ნათლობის" უარყოფა ყოფილა არა "სტაროვერთა" ახირება, როგორც ამის წარმოჩენას ცდილობს ე. ჭელიძე, არამედ აღმოსავლეთის ე. წ. ბერძნულ-რუსული ახალმოწესეობრივი მართლმადიდებლობის განათლებული და ობიექტურობის მაძიებელი ღვთისმეტყველებისა და სასულიერო პირების მყარი აზრიც . მიუხედავად ამისა, ე. ჭელიძის მთელი რისხვა რატომღაც მხოლოდ "სტაროვერებს" ატყდება ან კიდევ ე. ჭელიძე ვერ ბედავს ამ თეოლოგთა და სასულიერო პირთა გაკიცხვას და მათ "სტაროვერების" მეშვეობით ამუნათებს.
16. აღმოსავლელი იერარქები და კონსტანტინოპოლის საპატრიარქო
ა) კონსტანტინოპოლის ეკლესიის საპატრიარქოს მრგვლივმოსავლელი ეპისტოლე (1895 წ.)
ასე, მაგალითად, ე. ჭელიძისგან საკმაოდ "მწარედ მოხვდა" კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს (და არა მარტო მას, არამედ მთელ აღმოსავლელ იერარქებს, რომლებიც დასხმით-პკურებით "ნათლობას" ლათინურს უწოდებენ და კატეგორიულად უარყოფენ). თავად განსაჯეთ, აი რა არის ნათქვამი კონსტანტინოპოლის ეკლესიის საპატრიარქოს და სინოდალურ მრგვლივმოსავლელ ეპისტოლეში რომის პაპ ლეონ XIII- ის 1894 წლის 20 ივნისის ენციკლიკის გამო ეკლესიათა შეერთების შესახებ (1895 წ.) : "... ჩვენი მართლმადიდებელი ეკლესია ყოველთვის მზად არის, მიიღოს ნებისმიერი წინადადება შეერთების შესახებ, ოღონდ თუკი რომის ეპისკოპოსი ერთხელ და სამუდამოდ უარს იტყვის თავის ეკლესიაში შეტანილ სახარების საწინააღმდეგო ბევრ და მრავალფეროვან სიახლეებზე, რომელთაც გამოიწვიეს აღმოსავლეთისა და დასავლეთის ეკლესიების სამწუხარო განყოფა... სანამ იგი თავის სიახლეებს ადგას, ხოლო მართლმადიდებელი ეკლესია დამკვიდრებულია საღმრთო და სამოციქულო გადმოცემებზე და ქრისტეანობის პირველი ცხრა საუკუნის დადგინებებზე, რომლებშიც დასავლეთის ეკლესიებიც (ოდესღაც) ერთი აზრისანი და თანხმიერნი იყვნენ აღმოსავლეთის ეკლესიებთან. - ყოველგვარი საუბარი შეერთების შესახებ ამაო და ცარიელია (§ 3). ... რამეთუ წინააღმდეგობა ცხადზე უცხადესია, როცა ერთსა და იმავე ეკლესიაში ერთს სწამს, რომ სულიწმიდა გამოვალს მამისაგან, მეორეს კი - რომ იგი გამოვალს მამისაგან და ძისაგან; როცა ერთი სამგზის შთაფლავს წყალში(ნათლის-ღების საიდუმლოში), მეორე კი - აპკურებს (წყალს), ერთი გამოიყენებს აფუებულ პურს ღვთაებრივი ევქარისტიის საიდუმლოში, მეორე კი - უფუვარს, და ა. შ. (§ 4). ... როცა ამას ვამბობთ, ჩვენ სულაც არ ვგულისხმობთ იმ განსხვავებებს, რომლებიც განეკუთვნება საეკლესიო ტიბიკონებსა და წეს-დებულებებს (აგრეთვე იმათ, რომლებიც ეხება საგალობლებსა თუ სამღვდელო შესამოსელთ და მისთანათ, რაც თავის განსხვავებულობაში, როგორც ძველს დროში (ასევე ამჟამად), ყველაზე ნაკლებად არღვევს სარწმუნოების არსობრიობასა და ერთიანობას; არამედ ვგულისხმობთ იმ არსებით განსხვავებებს, რომლებიც განეკუთვნება სარწმუნოების ღმრთივგადმოცემულ დოგმატებსა და ეკლესიის მმართველობის ღმრთივდაფუძნებულ კანონიკურ მოწყობას (§ 5). ... თუკი ღვთაებრივ მამათა და ღმრთივშეკრებილ მსოფლიო კრებათა სწავლებიდან დასავლელნი დაგვიმტკიცებენ, რომ ოდესღაც, მეცხრე საუკუნემდე, რომის (მაშინ) ჯერ კიდევ მართლმადიდებელი ეკლესია დასავლეთში სარწმუნოების სიმბოლოს დანამატით ("და ძისაგან გამოვალს") კითხულობდა, ანდა უფუარ პურს იყენებდა (ზიარების საიდუმლოში); ან მიიღებდა სწავლებას განმწმედ ცეცხლზე, (წყლის) პკურებას (წყალში სამგზის) შთაფლვის ნაცლად... მაშინ (თუკი დასავლელნი დაგვიმტკიცებენ ყოველივე ამას), ჩვენ არაფერი გვექნება სათქმელი, ხოლო თუკი პირიქით, ცხადი შეიქნება, ... რომ დასავლეთის ეკლესიამ დაამახინჯა ისინი სხვადასხვა სიახლეებით, მაშინ ყრმათათვისაც კი ცხადი გახდება, რომ უფრო ბუნებრივი გზა გაერთიანებისკენ არის დასავლეთის ეკლესიის დაბრუნება ძველს მდგომარეობაში... რამეთუ სარწმუნოება არანაირად არ იცვლება დროისა თუ გარემოებათა ზეგავლენით, არამედ მარადის ერთი და იგივე რჩება (§ 6).
ერთი წმიდა კათოლიკე-საყოველთაო და სამოციქულო ეკლესია შვიდი წმიდა მსოფლიო კრებისა ნათლის-ღების საიდუმლოს აღასრულებდა სამგზისი შთაფლვით წალში უფლის მცნებისაებრ, და დასავლეთშიც კი XIII საუკუნეში ჯერ კიდევ შენარჩუნებული იყო ნათლობა სამგზისი შთაფლვის გზით, რის შესახებაც ცხადად მოწმობენ იტალიის უძველეს ტაძრებში მრავლად განბნეულნი წმიდა საღმრთო სანათლავნი (ემბაზნი). მაგრამმომდევნო დროში შემოიღეს (აწ) მიღებული პკურება და გადასხმა პაპისტურ ეკლესიაში, რომელიც დღემდე ამ ახალშემონაღებში ჰგიებს, რითაც კიდევ უფრო განავრცობს მის ქვეშ ისედაც პირდაღებულ უფსკრულს. ჩვენ კი, მართლმადიდებლები, ვრჩებით რა სამოციქულო გადმოცემისა და შვიდი მსოფლიო კრების პრაქტიკის ერთგულნი "მართებული სარწმუნოების მამათამიერი საუნჯის საერთო მონაპოვრის სადარაჯოზე ვდგავართ" (წმიდა ბასილი დიდის ეპისტოლედან (243) იტალიკელ და გალლიელ ესპისკოპოსთადმი)" (§ 8) (ციტ. თეოლოგიური ალმანახი "ივერიის გაბრწყინება" (სპეციალური ნომერი) 1999 წ. # 4 (32) (გვ. 2-7). იხილეთ აგრეთვე: http://www.pagez.ru/olb/025.php).
ბ) 1848 წლის მრგვლივმოსავლელი ეპისტოლე ყველა მართლმადიდებელ ქრისტეანთადმი (1848 წ.)
გავეცნოთ კიდევ ერთ წყაროს. კერძოდ, ეს არის მრგვლივმოსავლელი ეპისტოლე ერთი, წმიდა, საყოველთაო და სამოციქულო ეეკლესიისა ყველა მართლმადიდებელ ქრისტეანთადმი (1848 წ.): "ის-ის იყო თავი იჩინა, თუ თვითონ შვა დასავლეთის ეკლესიამ უბილწესი ნაშიერნი (რუს. თარგმ.: "породило гнуснейшие исчадия"), ნელ-ნელა ხელი მიჰყო სხვადასხვა სიახლეთა დამკვიდრებასაც, რომლებიც უმეტესწილად სახარებაში ჩვენი მაცხოვრის ნათლად გამოხატულ მცნებებს ეწინააღმდეგებიან, რომელთაც მანამდე გულმოდგინედ იცავდნენ იმ ეკლესიებში, სანამ არ დაამკვიდრეს იმგვარი სიახლენი, როგორიცაა პკურება შთაფლვის ნაცვლად (რუს. თარგმ.: "кропление вместо погружения"), ღვთაებრივი ბარძიმისგან ერისკაცთა ჩამოშორება და მხოლოდღა პურის სახით, თანაც აფუებული პურის ნაცვლად უფუარი მაცით ზიარება; კურთხევის, ანუ ყოვლადწმიდისა და ყოვლისაღმასრულებელი სულიწმიდის ღვთაებრივი მოწოდების ამოღება საღმრთო ლიტურგიიდან; ასევე საყოველთაო ეკლესიის ძველი სამოციქულო წეს- ჩვეულებების დარღვევა, როგორიცაა: ყრმათა მირონცხებისა და ზიარების უარყოფა, მღვდლების უქორწინებლობა, პაპის უცდომელობა და მისი ქრისტეს ადგილნაცვალობა და მრავალი სხვა. ასე გაირყვნა ძველი სამოციქულო წესი თითქმის ყველა საიდუმლოს აღსრულებისა და ყველა საეკლესიო დაწესებისა; წესი, რომელსაც ოდითგანვე პყრობდა რომის ძველი, წმიდა და მართლმადიდებლური ეკლესია, რომელიც მაშინ წმიდა, კათოლიკე და სამოციქულო ეკლესიის უწმიდესი წევრი იყო" (სრული ტექსტი რუსულად იხ. აქ: http://www.pagez.ru/olb/027.php).
"მაგრამ ამაზე არ შეჩერებულა პაპიზმი, როდესაც ხელყოფდა იგი მშვიდობას ღვთის ეკლესიისა; არამედ, პირიქით, ყოველგან აგზავნიდა თავის ე. წ. "მისიონერებს", ყოველგვარი მზაკვრობით აღსავსე ადამიანებს, რათა გადაელახათ მთები და ზღვები თუნდაც ერთი ადამიანის "მოსაქცევად", სინამდვილეში კი იმისათვის, რათა ეცთუნებინათ მართლმადიდებელნი, შეერყვნათ მოძღვრება უფლისა ჩვენისა იესუ ქრისტესი, უკეთური დამატებით შეებილწათ სიმბოლო წმიდისა სარწმუნოებისა, ზედმეტად მიეჩნიათ ღვთითგარდმოცემული შთაფლვა ნათლისღების საიდუმლოში... და მრავალი სხვა" (იქვე. § 8).
"აქედან კი გულისხმავყოფთ, ძმანო და ჩვენნო სულიერნო შვილნო, რაოდენ დიდი მადლი მოჰფინა ღმერთმა ჩვენს ერთ, წმიდა, საყოველთაო და სამოციქულო ეკლესიას, რომელიც, ვითარც ქმრის ერთგული დედა, გვზრდის უბიწოდ და შეურყვნელად. წერილში ნათქვამია: "თვინიერად და მოწიწებით მიუგოთ ყველას, ვინცა გთხოვთ თქვენი სასოების ახსნას" (1 პეტრე 3:15). რით მივაგოთ უფალს, ჩვენ, ცოდვილებმა, ყოველივე იმისთვის, რაც მან მოგვაგო ჩვენ? დაუშრეტელი მადლით ჩვენმა ღმერთმა თავისი სისხლით მოგვისყიდა და წმიდა მამათა უბიწო სარწმუნოებისადმი მთელი სულითა და გულით ჩვენი ერთგულების გარდა არაფერს ითხოვს; არაფერი სურს ჩვენგან მართლმადიდებლური ეკლესიისადმი ერთგულებისა და სიყვარულის გარდა,რომელმაც გვშვა და არა ახალგამოგონილი პკურებით, არამედ სამოციქულო შთაფვლის ღვთაებრივი საბანელით აღგვაღორძინა ("возродившей нас не новоизмышленным окроплением, но Божественною банею Апостольского крещения") ქრისტეს პატიოსანი ხორცით გვაპურებს ჩვენი მაცხოვრის მარადიული აღთქმის თანახმად და ვითარც ჭეშმარიტი დედა უხვად გვასმევს მის პატიოსან სისხლს, რომელიც ჩვენი და მთელი სამყაროს საცხოვნებლად დაიღვარა" (იქვე, § 22).
1848 წლის, 6 მაისი.
დედანს ხელს აწერენ პატრიარქები: ანთიმოზი, მსოფლიო პატრიარქი, კონსტანტინოპოლისა და ახალი რომის არქიეპისკოპოსი; იეროთეოზი, ალექსანდრიისა და სრულიად ეგვიპტის პატრიარქი; მეთოდე, ანტიოქიისა და სრულიად აღმოსავლეთის პატრიარქი; კირილე, იერუსალიმისა და მთელი პალესტინის პატრიარქი.
ეპისკოპოსები: კონსტანტინოპოლის სინოდი: პაისი (კესარიელი); ანთიმოზ (ეფესელი); დიონისე (ჰერაკლიელი); იოაკიმე (კიზიკელი); დიონისე (ნიკომიდიელი); იეროთეოს (ქალკიდონელი); ნეოფიტე (დერკოველი); გერასიმე (ადრიანოპოლელი); კირილე (ნეოკესარიელი); თეოკლიტე (ბერიელი); მელეტი (პისიდიელი); ათანასე (სმირნელი); დიონისე (მელენიკელი); პაისი (სოფიელი); დანიელი (ლიმნოსელი); პანტელეიმონ (დრიინუპოლელი); იოსებ (ერსეკელი); ანთიმოზ (ვოდენელი).
ანტიოქიის სინოდი: ეპისკოპოსები: ზაქარია (არკადიელი); მეთოდე (ემესელი); იოანიკე (ტრიპოლელი); არტემი (ლაოდიკიელი).
იერუსალიმის სინოდი: ეპისკოპოსები: მელეტი (პეტრაელი); დიონისე (ბეთლემელი); ფილიმონი (ღაზელი); სამუელი (ნეაპოლელი); თადეოსი (სებასტიელი); იოანიკე (ფილადელფიელი); იეროთეოს (თაბორელი) (სრული ტექსტი რუსულად იხ. აქ: http://www.pagez.ru/olb/027.php).
მაშ, როგორ აფასებენ ლათინურ დასხმით ნათლობას აღმოსავლელი პატრიარქები - ანთიმოსი(კონსტანტინოპოლი), იეროთეოსი (ალექსანდრია), მეთოდე (ანტიოქია) და კირილე (იერუსალემი) და ამავე ეკლესიების სინოდები უამრავ ეპისკოპოსებთან ერთად? - ისინი მას ლათინური ეკლესიის მიერ სხვა მწვალებლობებთან ერთად ნაშობ "სიბილწის ნაშიერს" უწოდებენ.
ახლა ვიკითხოთ, ვინ შეიძლება იყვნენ ე. ჭელიძისთვის ხსენებული აღმოსავლელი პატრიარქები მთელი მათი სინოდებითურთ, თუკი ისინი ლათინურ პკურებას "ახალგამოგონილად" (იქვე, § 22) და "უბილწეს ნაშიერად" (იქვე, § 4) ხმობენ? - ე. ჭელიძისთვის ისინი, ძველმართლმადიდებელთა მსგავსად, იქნებიან:"თავხედნი" ("ლირბნი"); "ცრუნი", "თავხედურად გამომწვევნი", "ბაგე-მტყუვარნი", "მბორგავნი", "ბოროტმზრახველნი", "გაუკუღმართებულნი", "თავგასულნი" და "სიბილწის მოძღვარნი".
მეტიც, ყველა ეს აღმოსავლელი პატრიარქი თავიანთი სინოდებითურთ უნდა შეირაცხოს "ქრისტეს მკვლელებად" და "გადამშთაფვლელებად" (ე. ჭელიძე. "სული ცხოველი". გვ. 119- 121).
გ) კონსტანტინოპოლის პატრიარქი აგათანგელოზი
"გადამშთაფვლელთა" და "ქრისტეს მკვლელთა" შავ სიაშია კონსტანტინოპოლის პატრიარქი აგათანგელოზიც, რომელიც ნათლისღებასთან დაკავშირებულ თავის ეპისტოლეში (1829 წ.) წერდა:"სახელმწიფოებრიობის საზღვრებში მდებარე კაცობრივი საქმეები დროისა და ვითარებების შესაბამისად მრავალჯერ ექვემდებარებიან ცვლილებას, მაგრამ ის, რაც საღმრთო და წმიდა მოციქულთა გადმოცემებით არის დამტკიცებული, უპირველეს ყოვლისა ჩვენი უბიწო სარწმუნოების დოგმატები და საიდუმლოებები, დროის ცვალებადობას არ ექვემდებარებიან და ამაზე ფიქრიც კი დაუშვებელია. ამის უფლება არა აქვს თვით ანგელოზსაც კი, რადგან მცირედმა გადახრამაც შეიძლება უდიდესი საფრთხე წარმოქმნას და მართლმორწმუნეთა სულები დააზიანოს, რომლებიც უფალმა გამოისყიდა თავისი უპატიოსნესი სისხლით.
ეს უნდა ითქვას წმიდა ნათლისღების საიდუმლოს შესახებაც, რადგან სხვა მხარეში მცხოვრებმა ღვთისმოსავმა მორწმუნეებმა ჩვენს ეკლესიას ჰკითხეს თუ რომელი ნათლობაა ჭეშმარიტი და რომელია უბიწო და შეუგინებელი, რადგან იმ მხარეში ამის შესახებ დავობდა ორი მღვდელმსახური, რომლებიც უთანხმოებაში იყვნენ ამ საკითხთან დაკავშირებით. ნათლისღების დროს ერთი მათგანი აღავსებს წმიდა ემბაზს წყლით, აიყვანს ყრმას ორივე ხელით და წარმოთქმით: "ინათლება მონა ღვთისა (სახელი)", - მთლიანად შთაჰფლავს წყალში, ამოყვანის დროს კი ამბობს "სახელითა მამისათა, ამინ", - შემდეგ კვლავ შთაჰფლავს მას და ამოყვანისას იტყვის: "და ძისათა, ამინ" და ბოლოს, მესამედ შთაჰფლავს მოსანათლ ყრმას წყალში და ამოყვანისას ნათლისღების წეს-განგებას ამთავრებს მესამე მოწოდებით: "და წმიდისა სულისათა, ამინ".
მაგრამ მეორე მღვდელმსახური ემბაზს მხოლოდ ერთ მესამედზე აღავსებს, აიყვანს მოსანათლ ყრმას და შთაფლავს მას წელამდე უჭირავს რა ყრმა მარცხენა ხელით, მარჯვენათი კი თავზე წყალს აპკურებს და პირველი მოწოდების დროს: "სახელითა მამისათა", - სამჯერ დაასხამს და ასე აკეთებს მეორე და მესამე მოწოდების დროსაც.
ხსენებულმა ქრისტეანებმა, რომლებიც დაბნეულნი არიან და ბრკოლდებიან იმის გამო, რომ ამ მღვდელმოქმედებას ორი მღვდელი განსხვავებულად აღასრულებს და ერთმანეთში დავობს, - პირველი ამტკიცებს, რომ სწორია ნათლობის მხოლოდ პირველი ფორმა, მეორე კი მიიჩნევს, რომ ის წესი, რომელსაც ის მისდევს, პირველისგან არაფრით განსხვავდება, არამედ უფრო უსაფრთხოა და უვნებელი ყრმათათვის, - ამ საქმესთან დაკავშირებით ჩვენ მოგვმართეს და ჩვენს მსჯავრს მიანდეს განაჩენის გამოტანა, და მოითხოვეს წერილობითად დაგვედასტურებინა თუ რომელია ამ ორი ფორმიდან ნათლობის საიდუმლოს ჭეშმარიტი და კანონიკური ფორმა. გარდა ამისა, მათ გვთხოვეს, უარგვეყო ნათლობის ის წესი, რომელიც არ არის ჭეშმარიტი, რადგან მათ უკვე აღარ ძალუძთ, ითმინონ ორაზროვნების სიბნელე და დაეჭვებულნი იყვნენ ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს საიდუმლოსთან დაკავშირებით. ეს ღვთისმოშიში ქრისტეანნი სწორად მიიჩნევენ, რომ მართლმადიდებლობიდან მცირედით გადახრასაც კი სრულიად საწინააღმდეგო შედეგებამდე მივყავართ.
ამიტომაც, მოვიწონეთ რა მათი ღვთისმოშიშებრივი თხოვნა, რომელიც მათ ქრისტეანულ მოშურნეობას წარმოაჩენს საეკლესიო საიდუმლოთა შესრულებასთან დაკავშირებით, სულის სიღრმიდან ვაგვირგვინებთ მას ჩვენი ლოცვით, იერუსალემისა და მთელი პალესტინის უნეტარეს და უწმიდეს პატრიარქთან, ბატონ ათანასესთან და მის თანამსახურ ძმებთან ერთად, წინამდებარე საპატრიარქო და კრებითი მიმართვით ვადასტურებთ, რომ ღვთაებრივი და წმიდა ნათლისღება როგორც ყველგან, ასევე ხსენებულ ქრისტეანებთანაც უნდა აღსრულდეს ძველი, საეკლესიო დადგენილებისა და კანონიკური წესის მიხედვით. კერძოდ, ემბაზის წყლით ავსების შემდეგ მღვდელი ხელზე აიყვანს მოსანათლავ ყრმას და მოწოდებით: "ინათლება მონა ღვთისა (სახელი) სახელითა მამისათა", - ჩააყვინთინებს ანუ შთაჰფლავს მას სრულიად და ფრთხილად წმიდა ემბაზში ისე, რომ თავიც კი დაიფაროს წყალში, ხოლო იმის შემდეგ, რაც აღმოიყვანს, იტყვის: "ამინ"; შემდეგ შთაჰფლავს მას მეორედ და იტყვის: "და ძისათა", - და როგორც კი აღმოიყვანს, იმწამსვე იტყვის: "ამინ". შთაჰფლავს რა მესამედაც სიტყვებით: "და წმიდისა სულისათა", აღმოიყვანს და იტყვის: "ამინ".
აი, ასეთია ძველი გადმოცემა წმიდა და საღმრთო ნათლისღების შესახებ, რომელიც შეესაბამება მოციქულთა კანონებს და ღმერთშემოსილ მამათა კრებსით დადგენილებებს: მოსანათლავის ნათლობისას აუცილებელია მისი სამი სრული შთაფლვა თავითურთ, სადაც პირველი შთაფლვისა და აღმოყვანის დროს მღვდელი იტყვის: "ინათლება მონა ღვთისა (სახელი) სახელითა მამისათა, ამინ", - მეორე შთაფლვისა და აღმოყვანის დროს: "და ძისათა, ამინ", - და მესამე შთაფლვისა და აღმოყვანის დროს: "და წმიდისა სულისათა, ამინ".
სწორედ ასეთი ნათლობა მიიჩნევა სრულ, სახარებისა და მოციქულთა კანონების შესაბამის და უფლის მიერ მოციქულებისთვის მიცემული მცნების თანხმიერ ნათლობად, რომელმაც ბრძანა: "წარვედით და მოიმოწაფენით ყოველნი წარმართნი და ნათელ-სცემდით მათ სახელითა მამისაჲთა და ძისაჲთა და სულისა წმიდისაჲთა" (მათე 28:19). უფალმა სთქვა "ნათელ-სცემდით"-ო, და არა "აპკურებდით"-ო" ან "დაასხამდით"-ო, რადგან სიტყვების "ნათელ-სცემდით" პირდაპირი მნიშვნელობა და აზრი სხვა არაფერში მდგომარეობს თუ არა მოსანათლავის შთაფლვაში, მარტივად რომ ვთქვათ, მის ჩაყვინთვაში ისე, რომ წყალმა სრულიად დაფაროს იგი, და, როგორც მოციქულთა კანონები და კრებათა განწესებები გვამცნებენ წმიდა ნათლისღების შესახებ, ყოველი შთაფლვისა და აღმოყვანის დროს მკაფიოდ უნდა ითქვას წმიდა სამების ერთ ერთი იპოსტასის სახელი.
ის, ვინც სხვაგვარად მონათლავს, უნდა დაემხოს თავისი პატივიდან წმიდა მოციქულთა 49-ე კანონის შესაბამისად, სადაც ნათლად წერია: "თუ ვინმე ეპისკოპოსმა ან მღვდელმა ნათელ-სცეს არა უფლის განწესების შესაბამისად მამისა, ძისა და სულიწმიდის მიმართ, არამედ სამი დაუსაბამოს, ან სამი ძის, ან სამი ნუგეშინისმცემლის მიმართ, განიკვეთოს". რადგან მართლმადიდებელმა ეკლესიამ მიიღოს სწავლება ერთი დაუსაბამო მამის შესახებ, რომელსაც არა აქვს გაჩენის მიზეზი და თვითონ არის მშობელი ძისა და გამომავლინებელი ნუგეშისმცემელი სულიწმიდისა, რომლის მამისგან გამოსვლა მიუწვდომელია და გამოუთქმელი. ამას ადასტურებს იერარქთა შორის უდიდესი ბასილი, რომელიც ბრძანებს: "ნათლისღების საიდუმლო აღესრულება სამი შთაფლვით და მათი თანაბარი სამი მოწოდებით" (წმ. ბასილი დიდი. შულიწმიდის შესახებ. თ. 15). იქვე განმარტავს რა თუ რატომ ვინათლებით მამის, ძის და სულიწმიდის სახელით, ის ამბობს: "მაშ ასე, წმიდა სამება ააღორძინებს ყოველ ჩვენგანს: მოვინათლეთ რა "სახელითა მამისათა", ღმრთის შვილებად ვიწოდენით; "და ძისათა" - ქრისტე შევიმოსეთ და "წმიდისა სულისათა" -ზეცითგან ვიშვენით".
ამრიგად, აი რას იცავს აღმოსავლეთის ჩვენი მართლმადიდებლური ეკლესია წმიდა ნათლისღების სრულ და ჭეშმარიტ საიდუმლოსთან დაკავშირებით, რომელიც არიგებს, ასწავლის და უბრძანებს ყველა მართლმადიდებელ ქრისტეანს, რათა მათაც განუხრელად ასე აღასრულონ ეს საიდუმლო. წელამდე შთაფლვა, მარჯვენა ხელით ყრმის თავის პკურება სამჯერ პირველ მოწოდებაზე ("სახელითა მამისათა"), სამჯერ მეორე მოწოდებაზე ("და ძისათა") და სამჯერ მესამე მოწოდებაზე ("და წმიდისა სულისათა"), რომელიც ყოველდღიურობაში გვხვდება - არასწორი და მიუღებელია, რადგან არანაირად არ არის დამტკიცებული ძველი საეკლესიო გადმოცემით და სრულიად მიუღებელია ჩვენი, აღმოსავლური და მართლმადიდებლური ეკლესიისთვის. ის ეწინააღმდეგება მოციქულთა და კრებათა კანონებს, არღვევს თვით ჩვენი უფლის მცნებას ნათლისღებასთან დაკავშირებით, როგორც ეს ზემოთ იყო ნაჩვენები.
ამიტომაც ის, ვინც ყოველდღიურობაში მისდევს და იცავს ეკლესიისთვის ამ მიუღებელ და არასწორ მოქმედებას და არ გამოსწორდება, უნდა დაექვემდებაროს მოციქულთა მიერ დაწესებულ ეპითემიებს. სწორედ ამის დასამტკიცებლად ვწერ წინამდებარე საპატრიარქო მიმართვასაც."
1829 წელი, სექტემბერი, მესამე ინდიქტიონი.
აგათანგელოზი, კონსტანტინოპოლის არქიეპისკოპოსი, ახალი რომისა და მსოფლიოს პატრიარქი.
ხელს აწერენ აგრეთვე:
იერუსალემის პატრიარქი
ზაქარია, ქალკედონის არქიეპისკოპოსი
ნიკიფორე, დერკის არქიეპისკოპოსი
(სინოდის სხვა წევრთა სახელები ჩამოთვლილი არ არის).
შენიშვნა: ნათლობის საიდუმლოსთან დაკავშირებით პატრიარქ აგათანგელოზის მსგავსი განკარგულებები გაუციათ კალინიკე ნიკიელსაც და გრიგოლ სმირნელსაც (მასალები აღებულია კონსტანტინოპოლის პატრიარქთა ეპისტოლეების ორტომეულიდან, რომელიც 1888 წელს გამოიცა კონსტანტინოპოლის საპატრიარქოში. თარგმნილი მასალების მოწოდებისთვის მადლობას ვუხდით ჩვენს რუს თანამოძმეებს.
დ) კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს 1756 წლის კრებითი განჩინება
განსაკუთრებით საყურადღებოა კონსტანტინოპოლში პატრიარქ კირილე V (ლუკარისი) დროს კრებითად მიღებული განჩინება ლათინთა დასხმით-პკურებითი "ნათლობის" გამო, რომელსაც ხელს სამი აღმოსავლელი პატრიარქი აწერს. კერძოდ, კონსტანტინოპოლის 1756 წლის, ადგილობრივი საეკლესიო კრების განსაზღვრებაში ნათქვამია: "სულის საცხოვნებლად ბოძებულ მრავალ საშუალებათაგან პირველი და უმთავრესი უფლის მიერ წმ. მოციქულთადმი ბოძებული ნათლისღებაა. რადგანაც სამი წლის წინათ წამოიჭრა საკითხი, შეწყნარებული ყოფილიყო თუ არა ჩვენკენ გადმოსულ იმ ერეტიკოსთა ნათლობა, რომლებიც წმ. მოციქულთა, ღვთაებრივ მამათა და წმიდა კათოლიკე (საყოველთაო) და სამოციქულო ეკლესიის გადმოცემათა საწინააღმდეგოდ ასრულებენ ნათლისღებას, ჩვენ, ვინც, ღვთის წყალობით, მართლმადიდებლურ ეკლესიაში აღვიზარდენით, წმინდა მოციქულთა და ღვთაებრივ მამათა კანონებით ვხელმძღვანელობთ და ვიცით ჩვენი ერთი, წმიდა, კათოლიკე და სამოციქულო ეკლესიის საიდუმლო(იგულისხმება 7 საეკლესიო საიდუმლო და სხვა მღვდელმოქმედებანი - არქიეპ.პ.), განვსაზღვრავთ: ერთი ღვთაებრივი ნათლისღების მიმღებნი ყოველივე ერეტიკულს, რაც ისე არ აღესრულება, როგორც ეს სული წმინდამ ამცნო მოციქულებს და რაც დღემდე უცვლელად აღესრულება ქრისტეს ეკლესიაში, გარყვნილ კაცთა გამონაგონად და მოციქულთა გადმოცემების საწინააღმდეგოდ მივიჩნევთ საყოველთაო აღიარებით, ზიზღით უკუვაგდებთ მათ და მათგან ჩვენკენ გადმოსულთ მოუნათლავთა და განუწმენდელთა თანასწორად მივიჩნევთ; მივდევთ ჩვენი უფლის იესუ ქრისტეს მცნებას, რომელმაც უბრძანა თავის მოწაფეებს, მოენათლათ ყოველი სახელითა მამისათა, ძისათა და სულისა წმიდისათა; მივდევთ მათ, რომელთაც განაწესეს მოსანათლავთა სამგზისი შთაფლვა და თითოეულ შთაფლვაზე წარმოთქმა წმიდა სამების ერთ-ერთი პირის სახელისა, წმიდა და მოციქულთასწორის, დიონისეს სიტყვისამებრ, რომელიც ბრძანებს, რომ მოსანათლავი უნდა მოინათლოს განშიშვლებული ემბაზში, ნაკურთხი წყლითა და ზეთით და ღვთაებრივ პირთა მოწოდებით; ხოლო ნათლისღებისთანავე ღვთიური ძალმოსილების მქონე წმ. მირონით უნდა იქნეს ცხებული, შემდგომ კი ყოვლადგანმწმენდელ ევქარისტიას ეზიაროს. ჩვენ ვიცავთ მეორე და მეხუთე-მეექვსე მსოფლიო კრებების დადგენილებებს, რომლებიც ბრძანებენ, რომ ყოველი, ვინც მონათლული არ იქნება სამგზისი შთაფლვითა და ყოვლადწმიდა სამების პირთა მოწოდებით თითოეულ შთაფლვაზე, არამედ ნებისმიერი სხვა სახით, მართლმადიდებლურ ეკლესიაში მოქცევის შემთხვევაში მოუნათლავებად ჩაითვლებიან.
ვხელმძღვანელობთ რა ზემოხსენებული წმიდა და ღვთაებრივი დადგენილებებით, ერეტიკოსთა ნათლობას(იგულისხმება ლათინური წყალპკურება - არქიეპ. პ.), როგორც წმ. მოციქულთა და ღვთაებრივ დადგენილებათა საწინააღმდეგოს და სრულიად გაუცხოებულს მათგან, როგორც უცხოს განბანვისა და, წმ. ამბროსისა და დიდი ათანასეს სიტყვისამებრ, სრულიად უსარგებლოს, რასაც არავითარი სიწმიდე არ შეუძლია მიანიჭოს მოსანათლავს და ოდნავადაც კი არ ემსახურება ადამიანის ცოდვათაგან განწმენდის საქმეს, ზიზღის და უარყოფის ღირსად მივიჩნევთ. ხოლო მოჩვენებითად, ვითომ მონათლულებს მართლმადიდებლური ეკლესიისკენ მოქცევის შემთხვევაში ვიღებთ, როგორც მოუნათლავებს და ყოველგვარი ეჭვის გარეშე გადავნათლავთ მათ წმ. მოციქულთა და საკრებო დადგენილებების შესაბამისად, რომელსაც ურყევად ეფუძნება ქრისტეს წმიდა, სამოციქულო და მსოფლიო ეკლესია - დედა ყოველთა მართლმადიდებელთა. და აი, ამ ჩვენი სახალხო აღიარებითა და განჩინებით, ვამტკიცებთ ჩვენ მიერ გამოტანილ განსაზღვრებას, რომელიც სრულიად თანხმიერია წმ. მოციქულთა და საკრებო დადგენილებებისა და განვამყარებთ მათ ჩვენივე ხელმოწერით წელსა 1756- სა".
კირილე პატრიარქი კონსტანტინოპოლისა;
მათე პატრიარქი ალექსანდრიისა და
პართენი პატრიარქი იერუსალიმისა
(О правилах и чинопоследованиях присоединения неправославных христиан в православную церковь, изд. Вятск, 1869 г.).
მაშ, ხედავთ, რას ბრძანებენ აღმოსავლელი პატრიარქები ლათინური დასხმით- პკურებითი "ნათლობის" გამო? ამგვარი ნათლობა "წმიდა კათოლიკე (საყოველთაო) და სამოციქულო ეკლესიის გადმოცემათა საწინააღმდეგო" არისო და მათ "გარყვნილ კაცთა გამონაგონად და მოციქულთა გადმოცემების საწინააღმდეგოდ მივიჩნევთ"-ო. ამიტომაც, "საყოველთაო აღიარებით, ზიზღით უკუვაგდებთ მათ და მათგან ჩვენკენ გადმოსულთ მოუნათლავთა და განუწმენდელთა თანასწორად ვაღიარებთ"-ო.
რა შეიძლება ითქვას ამაზე მკაფიოდ? სხვა კიდევ როგორ შეიძლება უარვყოთ დასხმითი "ნათლობა"? აღმოსავლელმა იერარქებმა, ე. ჭელიძისგან განსხვავებით, ის "გარყვნილ კაცთა გამონაგონად" და "ზიზღით უკუსაგდებ" ჩვეულებად მიიჩნიეს.
რას დაიმსახურებენ ე. ჭელიძისგან აღმოსავლელი პატრიარქები მათი ამგვარი განცხადების გამო? ვიხილოთ ე. ჭელიძის მსჯელობა: "მამის, ძისა და სულიწმიდის სახელის მიმართ სამგზისი დასხმით მონათლულის შთაფლვითად გადანათვლა ანუ გადაშთაფლვა, - წერს ე. ჭელიძე, - ურყევი საეკლესიო სჯულდებით, წარმოადგენს, უთუოდ და უპირობოდ, მხოლოდ და მხოლოდ მეორედ ნათლობას და სხვას არაფერს, ამ მოქმედების ჩამდენნი კი საუფლო განგებულების წინაშე წარმოჩნდებიან როგორც ანაბაპტისტური ანუ"მეორედმნათვლელობითი" სიბილწის სრულად გამზიარებელნი, რაც ხსენებულ პირთა ნამდვილ სახეს და სახელს ზედმიწევნით გვიდგენს და განგვისაზღვრავს.
მაშ, თუ ჭეშმარიტების წინაშე, - აგრძელებს ე. ჭელიძე, - მაცხოვრის თქმისებრ, ვკითხავთ მათ:
"რაი არს სახელი თქუენი?"
ვალდებულნი არიან შეიკდიმონ და სიწრფელით მოგვიგონ:
"მეორედმნათვლელი" არს სახელი ჩუენი".
და ოპონენტი აკეთებს ასეთ "გამანადგურებელ" დასკვნას: "აი, ესაა ჩვენს მიერ ზემოთ რამდენიმეგზის ნახსენები ის "უმთავრესი", რასაც, როგორც მივუთითებდით, განსაკუთრებული შეწრიალებით და ძრწოლითფარავენ ეს ცრუნი, რაჟამს მათეული ბოროტადთხზული პაექრობითი ფარდაგების სიჭრელეში აჩუმათებენსაკუთარ მეორედნათლულობას ანუ გადაშთაფლულობას.
რა ხდება, რატომ იჩენენ ესოდენ გაფაციცებას, რად არიან ეგზომ უკიდურესად დადარაჯებულნი, რომ ყველას თვალყურისგან ყოვლითურთ მიმალონ თავიანთი ნამდვილი სახე და სახელი, სიკვდილივით რატომ უფრთხიან ამ სახელის სხვათა წინაშე გამჟღავნებას? - სვამს კითხვას ე. ჭელიძე, და თვითონვე პასუხობს, -მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენი წინა პუბლიკაციიდან (სავარაუდოდ, იგულისხმება ოპონენტის ნაშრომი "ეკლესია - სძალი უფლისა" - არქიეპ. პ.) სრული იმედისგადაწურვით (მათთვის იმედისგადაწურვით)შეიტყვეს მართლმადიდებელი ეკლესიის უცვალებელი დოგმატი: "მეორედმნათვლელი" იგივეა, რაც"მაცხოვრის ხელმეორედ ჯვარმცმელი".
ცოტა ქვემოთ ავტორი კიდევ ერთხელ უბრუნდება ამ დებულებას და ამბობს: "...უაღრესად მკაფიოდ და აზრგამჭვირვალედ არის რჯულდებული, რომ მამის, ძისა და სულიწმიდის სახელით მონათლული კვლავ მამის, ძის და სულიწმიდისადმი მონათვლა ესაა მეორედ ნათლობა და მაცხოვრის ხელმეორედ ჯვარმცმელობა" (ე. ჭელიძე. "სული - ცხოველი". გვ. 119-121).
მაგრამ, რას დაიმსახურებს თვით ე. ჭელიძე ყველა ზემოთხსენებულ იერარქთაგან? - საუკუნო შეჩვენებას და ანათემას, როგორც ძველი საეკლესიო წესის შემრყვნელი და ლათინური სიახლის დამცველ-დამამკვიდრებელი.
მაგრამ ეს კიდევ არაფერი. ე. ჭელიძის ამ საშინელი ბრალდების ქვეშ ექცევიან არა მარტო ზემოთ ხსენებული აღმოსავლელი პატრიარქები, მიტროპოლიტები, არქიეპისკოპოსები, ეპისკოპოსები და მღვდელმსახურნი, არამედ რუსულ-ბერძნული ეკლესიის მიერ წმინდანებად შერაცხილი მოღვაწენიც, რომელთა შორის არიან"კოლივადებად" წოდებული ათონელი მამები: ნიკოდიმე მთაწმინდელი, ათანასე პაროსელი და სხვები.ასევე თავისი დროის უგანათლებულესი და სახელმოხვეჭილი თეოლოგი ევსტრატი არგენტისი. ესენი ყველანი არიან ე. ჭელიძის "შავ სიაში", რადგან ყველა მათგანი პკურება-სხურებითი "ნათლობის" უარმყოფელია და არა მარტო უარმყოფელი, ამგვარად "მონათლულთა" თავიდან ნათლობის კატეგორიულად მომთხოვნიც.
მაშასადამე, ე. ჭელიძის ვერდიქტით, "მაცხოვრის ხელმეორედ ჯვარმცმელნიც", "თავხედნიც" და "დედა-ეკლესიას შემეზვრილნი უძღებნი შვილნიც".
არ გჯერათ? - მაშ, დავრწმუნდეთ ამაშიც.
მართლმადიდებლური ეკლესია ყოველთვის და ყველგან ნათლავს წყალში სამგზისი შთაფლვითა და აღმოსვლით. ასე ნათლავენ ბერძნული, არაბული, ბულგარული, სერბული, ვალახეთის, დალმაციის ეკლესიები; ასე ნათლავს რუსეთის ეკლესია მთელ დიდ რუსეთში. ამ ეკლესიათაგან თითოეულში არის ჭურჭელი, რომელშიც განშიშვლებულად სამგზის შთაიფლვიან მოსანათლავნი ყრმანი წმიდა სამების სახელის მოწოდებით (როგორც ეს არის მითითებული წმ. მოციქულთა 49-
თუმცა ვფიქრობ, არცთუ უსაფუძვლოდ, რადგან დასხმითი ნათლობა ჯერ დაიწყეს კიევში, შემდეგ კი მთელ მცირე რუსეთში. ასეთი განდგომა მოხდა იმ დროიდან, როდესაც უნიატებმა დაიპყრეს კიევის მიტროპოლია.
რომის ეკლესიაში XII საუკუნემდე შთაფლვით ნათლავდნენ, შემდეგ კი დაიწყეს არა მარტო დასხმა, არამედ პკურებაც. აქედან კი გამოდის, რომ ყველა მართლმადიდებელთაგან მხოლოდ მალოროსებმა შეცვალეს შთაფლვა და ნათლავენ დასხმით. ამან კი სქიზმატიკოსებს მისცა შესაძლებლობა, ვემხილებინეთ იმაში, რომ ჩვენ, უგულებელვყავით რა წმიდა მოციქულთა გადმოცემები, რომლებიც უცვლელად უპყრია მთელ მართლმადიდებლურ ეკლესიას, მივბაძეთ პაპისტებს, რომლებმაც მრავალ სხვა არასწორ ცვლილებასთან ერთად გაბედეს და ცვალეს წმიდა ნათლისღების წესიც. "იმისთვის გაქებთ, ძმანო, რომ ჩემი ყველაფერი გახსოვთ და, როგორც გადმოგეცით, ისე ინახავთ გადმოცემას" (1 კორ. 11:2). "მაშ, მტკიცედ იდექით, ძმანო, და ხელთ გეპყრათ სწავლა, სიტყვით თუ წერილით რომ გადმოგეცით" (2 თესალონიკ. 2:15). ასე წერდა ღვთაებრივი მოციქული პავლე. ხოლო წმ. ბასილი დიდი ნათლად ბრძანებს: "უბედურებაა, როდესაც ვიღაც მოუნათლავი მოკვდება ან როდესაც რაღაცას გამოტოვებენ გადმოცემიდან წმიდა ნათლისღების შესრულების დროს.
რითია გამოწვეული ასეთი უპასუხისმგებლობა ესოდენ მნიშვნელოვან საქმეში? რატომ არ ვიცავთ ამ წმიდა სამოციქულო გადმოცემას ისე, როგორც იცავს მას მთელი მართლმადიდებელი ეკლესია? რა საპატიო მიზეზს წარვადგენთ ღმრთის წინაშე ამგვარი დარღვევისთვის? Iქნებ, ვინმემ თქვას, საშიშიაო ყრმების შთაფლვა წყალში? -
ვფიქრობ, საკმარისია ის, რაც ვთქვი, ქრისტეში საყვარელნო შვილნო და უპატიოსნესო მღვდელმსახურნო, საკმარისია იმისთვის, რათა მეტად აღარ მონათლოთ დასხმით, არამედ ისე, როგორც ეს წესია, შთაფლვით, რათა ყველაზე უწინარეს მისცეთ მაგალითი მალოროსებს, როგორ უნდა იქნეს დაცული ეკლესიაში მოციქულთა უძველესი წესები და გადმოცემები, რათა შემდგომ ღმრთისგან მიიღოთ უდიდესი ჯილდო და პატივი. ამასთანავე, რათა არავინ უგულებელყოს ჩვენი ეს დადგენილება იმ მიზეზით, რომ თითქოსდა არ ჰქონოდათ ნათელი განწესება ამ საკითხთან დაკავშირებით, ამიტომაც, ჩვენთვის ბოძებული სამოძღვრო ძალაუფლებით, მთელი ჩვენი სულიერი მმართველობის უფლებამოსილებით ვბრძანებთ:
შეეცადეთ, რათა ყოველ ეკლესიაში მოაწყოთ ვერცხლის ან სპილენძის, ან კიდევ რომელიმე სხვა შესაფერისი მასალისგან დამზადებული ჭურჭელი, რომელსაც ექნება ზარის ან ვარცლის ფორმა, ქვემოთ შევიწროვებული, ზემოთ კი გაფართოვებული, სიღრმით არანაკლებ ერთი არშინისა (1 არშ. = 71,2 სმ. -
ყველგან ებრძანოს მღვდლებს, რათა ზემოთ ხსენებულ წყლით სავსე ჭურჭელზე წაკითხულ იქნას ჩვეული ლოცვები და ნაკურთხ წყალში ყრმები მონათლონ სამგზისი შთაფლვით, თითოეულ შთაფლვაზე კი უწმიდესი სამების თითოეული იპოსტასის სახელის მოწოდებით, როგორც ეს აღსრულდება აღმოსავლეთსა და დიდ რუსეთში.
მკაცრად ებრძანოს ყველას, რათა ნაკურთხი წყალი ნათლობის აღსრულების შემდეგ სადმე ბინძურ ადგილას კი არ გადაასხან, არამედ შიშითა და კრძალულებით გადაღვარონ იქ, სადაც მღვდლები ხელს იბანენ, ხოლო თვით ჭურჭელი არ გამოიყენონ სხვა საქმისთვის, არამედ წმიდად დაიცვან ის ეკლესიაში სხვა საეკლესიო ჭურჭელთან ერთად.
ამ განკარგულების მორჩილთ და აღმასრულებელთ ვპირდებით ღმრთის კურთხევას და მარადიულ დიდებას, ასევე ჩვენს სამწყემსო კურთხევას.
1754 წელი".
წყარო: https://azbyka.ru/otechnik/Nikifor_Feotokis/protiv-
რა თქმა უნდა, ისე არ უნდა წარმოვიდგინოთ, თითქოსდა რუსეთის გაბატონებული ეკლესია ყოველთვის თავგამოდებით იცავდა შთაფლვით ნათლობას და "ხმალამოწვდილი" ებრძოდა ლათინურ დასხმას თავის წიაღში. პირიქით, რუსეთის რეფორმირებული ეკლესიის "წმიდა სინოდი", ე. ჭელიძის მსგავსად, შეურყვნელად იცავდა ნათლობის სწორედ დასხმით წესს და უამრავ დარღვევასაც კი უშვებდა მის მიერ "ნათლობად" აღიარებულ წესშიც, რომელიც ხშირად კომიკურ სახეს იღებს და აბსურდულობაში გადადის.
ოფიციალური ეკლესიები (განსაკუთრებით ეკუმენისტური მოძრაობის დაფუძნებისა და მასში გაწევრიანების დღიდან) თამამად აღიარებენ მწვალებელთა მიერ აღსრულებულ დასხმით-
ასეთ ვითარებაში გაბატონებული რუსული ეკლესიის წიაღშიც იყვნენ განათლებული და შედარებით პატიოსანი ადამიანები, რომლებსაც ესმოდათ თუ რა შეიძლებოდა გამოეწვია ამგვარი ნათლობის დაკანონებას და მთელი ძალისხმევით ცდილობდნენ, განემარტათ ერისა და ბერისთვის ნათლისღების საიდუმლოს ჭეშმარიტი არსი და მისი შესრულების სამოციქულო წესი.
სწორედ ამ მხრივ აღვნიშნავთ ჩვენც, რომ სულ სხვაგვარად უყურებდნენ მწვალებლებსა და მათ საიდუმლოებებს, განსაკუთრებით კი ნათლობას, აკადემიური განათლების მქონე მისიონერები და ღვთისმეტყველები.
14. ქართლის კათალიკოსი ბესარიონი (ორბელიშვილი) (18-
შეუძლებელია არ აღვნიშნოთ დასხმითი ნათლობის უარყოფის ფაქტები საქართველოში გაბატონებულ "მართლმადიდებელ" ეკლესიაშიც. ამ მხრივ ჩვენი მკითხველის ყურადღებას მივაპყრობთ 18-
მოდი, მოვისმინოთ, რას ბრძანებს კათალიკოსი ბესარიონ ორბელიშვილი დასხმით-
თავიდან, ნათლისღების საკითხის განხილვისას, კათალიკოსი ბესარიონი გვაძლევს ნათლისღების საიდუმლოს დოგმატურ განმარტებას. ის წერს: "სოფლის ნათელმა ქრისტემ ინება რა ხსნა კაცთა მოდგმისა, გარდამოხდა დაუსაბამო და უხილავი მამის უხრწნელი წიაღიდან და, ცოდვის გარდა, ყოველივეში შეიქნა მსგავს ჩვენდა და გამოჩნდა, ვითარცა კაცი ორბუნებოვანი, ღვთაებრივი და კაცობრივი ბუნებით, რათა ადამი აღადგინოს პირველსავე პატივში და ჩვენც ყოველნი, ადამის ცოდვით დასჯილნი, გვაცხოვნოს. ხოლო ხელი და თავი ჩვენი გამოხსნისა სხვა არა არის რა, თვინიერ ნათლისღებისა, იგივე მეორედ შობა წყლისა და სულისგან, სახელითა წმიდისა სამებისა -
ამიტომ, თავად უფალმა, შემდგომად უხრწნელად შობისა, მიწიერი ცხოვრების ოცდამეათე წელს კვლავად თავს იდვა და უცოდველმა და ყოველი სიბილწისგან თავისუფალმა წყლით განიბანა. განშიშვლებული ჩავიდა მდინარე იორდანეში და იოანე ნათლისმცემელის ხელით ნათელიღო, რასაც თვით დაუსაბამო მამა ესწრებოდა უხილავად, რომელმაც ზეციდან თქვა: "ესე არს ძე ჩემი საყვარელი" და ხმა იგი მტრედის სახით მოსულმა სულიწმიდამ დაამტკიცა და ამით ჩვენც წესად დაგვიდო, რათა განშიშვლებულნი შთავხდეთ წყალში და მღვდლისგან ნათელვიღოთ წმიდა სამების: მამის, ძის და სულიწმიდის სახელით. და ვითარცა ხორციელად შიშველნი დავიბადეთ დედის მუცლითგან, ასევე მეორედ ვიშვათ სულიერად წყლისა და სულისგან. როგორც უთხრა მან ნიკოდიმოსს -
ნიკოდიმოსმა მიუგო და უთხრა მას: "როგორ შეიძლება მოხდეს ეს?" მიუგო იესუმ და უთხრა მას: "შენ ისრაელის მოძღვარი ხარ და განა ეს არ იცი?" (იოანე 3:3-
შემდეგ, კათალიკოსი ბესარიონი განმარტავს თუ როგორ მოასწავებდა ძველი სჯული (შთაფლვითი) ნათლისღების შესახებ და ბრძანებს: "ახლა კი სულიწმიდის ძალითვე ვთქვათ თუ როგორ მოასწავებდა ძველი სჯული და როგორ სმენოდა ნიკოდიმოსს, განა ნათელი და უცხადესი სახე არ იყო ნათლისღებისა და წყლისგან აღმოშობისა, რაც დიდმა წინასწარმეტყველმა მოსემ ებრაელთა ეგვიპტიდან გამოყვანისას განაპო მეწამული ზღვა და მთელი სიმრავლე ებრაელთა განიყვანა მასში. როგორც განმარტავს და იტყვის თავად მოციქული პავლე: "არ მინდა, ძმებო, არ იცოდეთ, რომ ჩვენი მამები ყველანი ღრუბელქვეშ იყვნენ და ყველამ გაიარა ზღვაში და ყველანი მოინათლნენ მოსეს მიერ ღრუბელში და ზღვაში. და ყველანი ჭამდნენ ერთსა და იმავე სულიერ საჭმელს, და ყველანი სვამდნენ ერთსა და იმავე სულიერ სასმელს, ვინაიდან სვამდნენ სულიერი კლდიდან, რომელიც თან დაჰყვებოდა მათ. ხოლო ის კლდე იყო ქრისტე". ეს იყო ცხადი, მეორედ შობა წყლითა, რამეთუ მთელმა სიმრავლემ ისრაელისა ისე განვლო ეს გზა განპობილ წყალში, რომ ფეხით თავამდე და მრავლად უმაღლეს თავისა იყო წყალი.
ასევეა დავითის მიერ თქმული: "გულის ხმა ჰყავ, ვითარმედ უფალმან წყლით რღვნა დაამკვიდროს და დაჰდის უფალი მეუფედ უკუე". რა უნდა იყოს წყლით რღვნა, რომელიც დაამკვიდრა უფალმა? რა თქმა უნდა, ეს არის წმინდა ნათლისღება, რამეთუ მით წარიხოცება ყოველგვარი სიბილწე ცოდვისა, რაც ქრისტეს თანამკვიდრად გვხდის და გვანიჭებს ღვთისშვილობას. რანაირად იქნება წყლით რღვნა, თუკი ადამიანი წყლისგან არ აღმოიშვა, არამედ წყალი ისხურა ან იცხო ერთი რომელიმე ასოთაგანზე, ხოლო სხეულის უდიდესი ნაწილი დარჩა წყალს მიუახლოვებელი? წყლით რღვნა იმას ეწოდება, რომ კაცი სრულად ჩავიდეს წყალში და აღმოიშობოს მისგან, რომლის დროსაც წმიდა სამების სახელით სულისა და ხორცის ყოველგვარი სიბილწე წარიხოცება. როგორც სხეულის ბიწი ვერ განიწმინდება მთელი სხეულის დალტობის გარეშე, ასევეა სულიც სულიწმიდის გარეშე. ყოველი საიდუმლო ხილული მხარით განმტკიცდება, ხოლო უხილავი მხარე სრულყოფს მას.
აგრეთვე განცხადებულად მოასწავებდა ნათლისღების შესახებ, ელისეს მიერ წყლის სიღრმეთაგან რკინის ამოღება, რამეთუ, მცირედი წყლის გარეგანი შეხება ან სხურება კი არა, არამედ მხოლოდ წყალსა შინა სრულად დაფლვა და მისგან აღმოშობა გვანიჭებს ღვთისშვილობას. აგრეთვე, ელისეს სიტყვით, ნეემან ასურელის განშიშვლებულად იორდანეში ჩასვლა და კეთრისგან განწმენდა, განცხადებულად მოასწავებდა ნათლისღების შესახებ, რამეთუ წყალი კი არ იცხო ან ისხურა სხეულის მცირე ნაწილზე, არამედ განშიშვლებული ჩავიდა მდინარეში და ამგვარად აღმოიშვა წყლისგან".
ამის შემდეგ კათალიკოსი ორბელიშვილი გადადის ახალაღთქმისეულ მაგალითებზე და წყალში განშიშვლებით შთაფვლით ნათლისღების შემთხვევებს ჩამოთვლის: "ასევე წმიდა მოციქულთა წიგნები გვასწავლიან წმიდა სამების სახელით წყალში განშიშვლებულად სამგზის ნათლისღებას (შთაფლვას -
ასევე პეტრე მოციქულის მოწაფის პანკრატ მოციქულის ცხოვრება მოგვითხრობს თუ როგორ ნათლავდაურიცხვ განშიშვლებულ ხალხს მდინარეში. ამის შესახებ მრავლადა გვაქვს მაგალითი წმიდა მოციქულთა ცხოვრებიდან და წმიდა წერილთაგან, თუ როგორ ნათლავდნენ განშიშვლებულებს; ყოველი მათგანის მოხმობა შეუძლებელია, აღვწერ მხოლოდ მცირედს მათგან, რათა ცხადი შეიქნეს ჭეშმარიტება. ასევე გრიგოლ პართეველმა, სომხეთის განმანათლებელმა, განშიშვლებულთ ნათელსცა მეფე თრდატსა და ერსა მისსა,რომლის შესახებაც ვრცლადაა მოთხრობილი მისსავე ცხოვრებაში.
ამიტომაც მოციქულთა მიერ განეწესა ეკლესიაში, ემბაზში ან მდინარეში სამგზის შთაფლვითა და აღმოშობით ნათლისღება სახელითა წმიდისა სამებისა: მამისა და ძისა და წმიდისა სულისათა, რაც წმ. მთავარმოციქულთა პეტრესა და პავლეს ბრძანებით აღწერა კლიმენტიმ. იგივეს ამტკიცებს ნიკეის პირველი კრება, რომელსაც ესწრებოდა სამას თვრამეტი წმიდა მამა: "ვინაც არა ნათელსცეს წმ. სამების -
ასევე დიდი რომის პაპი სილიბისტრო ემბაზში ნათლავდა მრავალს, ისევე, როგორც დიდ კონსტანტინესა და მის მთავრებს ემბაზშივე ნათელსცა. იგივე და კიდევ სხვა უდიდესი ემბაზი დღევანდლამდე დგას მოციქულთა იმავე ეკლესიაში სარცხვენელად და პირის დასაყოფელად მათდა, რომელნი გარდადიან წმ. მოციქულთა და ღმერთშემოსილ მამათა განწესებას"
ამგვარი შესავლების შემდეგ ქართლის კათალიკოსი ბესარიონ ორბელიშვილი გადადის ლათინებზე და ლათინური "ნათლისღების" მხილებაზე: "ახლა კი ვკითხოთ პაპის მოსავთ თუ რა მიზეზით ნათელსცემენ მხოლოდ მცირედი წყლის შეხებით ან სხურებით, თუ რატომ ნათელსცემენ არა მხოლოდ მღვდელმსახურნი, არამედ ერისკაცნიცა და ქალნიც, რის გამოც მათგან ნათელღებულთ ნათლის მინიჭების მაგიერ, სრულიად განუნათლავთ დაუტევებენ ბნელში, და ეს მაშინ, როცა წმიდანი მოციქულნი, წმ. მამანი, მოციქულთა მიმბაძავნი რომის პაპი სილიბისტრო ნათელსცემდნენ ემბაზსა შინა სამგზის შთაფლვითა და აღმოშობითა და შვიდივე მსოფლიო კრებანი იგივეს განაწესებენ. ქრისტეს მოძღვრების თანახმად, რომელმაც თვითონ განშიშვლებულმა იორედანეში ნათელიღო იოანე ნათლისმცემლის ხელით, რომელიც იყო ზაქარიას ძე, სამღვდელოთა ტომისგან. არცა სადმე წერილა, არცა ვისმე სმენია, რომ ჩვენს მიერ მოხსენებულისგან განსხვავებული ისეთი ნათლობით, ისე, როგორც ამას პაპის მოსავნი აღასრულებენ, ვინმეს ნათელ ეღო, რითაც ისინი არღვევენ რჯულს და გარდავლენ წმ. მოციქულთა და ღმერთშემოსილთ მამათაგან დაწესებულ საზღვრებს და არაგულისხმაჰყოფენ ღმრთის სიტყვებს, რომელიც ბრძანებს: "ვინც დაარღვევს ერთს ამ უმცირესს მცნებათგანს და ისე ასწავლის ადამიანებს, უმცირესი დაერქმევა მას ცათა სასუფეველში".
აი, როგორი შეურაცხყოფილი, უპატიო და დასჯილი იქნება მეორედ მოსვლის დროს ქრისტეს საყდრის წინაშე, რამეთუ, ოქროპირის განმარტებისამებრ, თავის მეორედ მოსვლას უწოდა უფალმა სასუფეველი. და თუკი ამ უმცირესისადმი ესოდენ დიდ სასჯელს განაწესებს ღმერთი, რომელიც მცნებაა ან ამაზე უაღრესი და უპირატესი, რომელიც თავად უფალმა აღასრულა, რაჟამს თავი თვისი გამოუცხადა ქვეყანას და საქმით გვასწავლა განშიშვლებულთა ნათლისღება წყალთა შინა და ნიკოდიმოსსაც კანონად დაუდვა: "ვინც არ დაიბადება წყლისა და სულისგან, ვერ შევა ღვთის სასუფეველში". ამას ყოველივეს არღვევენ და გარდახდებიან, სასჯელისა კი არ ეშინიათ, არ კი რცხვენიათ ესოდენ უწესობათა გამო და ამბობენ: "თუკი სხეულის რომელიმე ასოს შეეხება წყალი, მთელი სხეული განიწმინდებაო".
ამას ყოველივეს საღვთო სიტყვის გარეშე ამბობენ. არავინა ჰყავთ მოწმე ამგვარი ქცევის გამმართლებელი. არცა ვისმეს სმენია, რომ ამგვარად ვისმეს ნათელეცა ან იგავით მაინც ვინმეს მოესწავებინა. არამედ თვითონვე დაარღვიეს ეს სამეუფო რჯული და განაწესეს ამგვარი უწესო მოძღვრება. "ვაი სულისა მათისა, რამეთუ იზრახეს ზრახვა ბოროტი, ჰგონებდეს თავთა თვისთა ბრძენ და განცოფნეს"!
ვინაიდან წყლისა და სულისაგან მეორედ შობა გვიბრძანა უფალმა, როგორც ყრმა იშვება დედის მუცლიდან, ასევე გვევალება მეორე შობა ემბაზში ან მდინარეში და არა ეერთ რომელიმე ასოთაგანის დალტობა წყლით, ხოლო დანარჩენი სხეულისა კი განხმობა. განა შესაძლებელია სხეულის ერთი, რომელიმე ასო, გინდ თავი ან რომელიმე სხვა იშვას დედის მუცლისგან, ხოლო დანარჩენი ნაწილი სხეულისა მუცელშივე დარჩეს. თუმცა შობა კი ერქმევა, მაგრამ განა იქნება იგი სიცოცხლის შემძლებელი სრული კაცი? ასევე შეუძლებელია, რომ სხეულის მხოლოდ ერთ ასოს შეეხოს წყალი, სხეულის დანარჩენი ნაწილის განუბანელად და შეირაცხოს იგი ძედ ნათლისა და შვილად სასუფევლისა, რამეთუ ამგვარად შეუძლებელია მეორედ შობის აღსრულება.
ასე გარდადიან და არღვევენ წმ. მოციქულთა და წმ. მამათაგან განწესებულ კანონებს. არცა ემბაზსა შინა ნათელსცემენ სამგზის და ისიც არა მხოლოდ მღვდელმსახურნი, არამედ ერისკაცნიცა და ქალნიც და ვგონებ, რომ ამგვარი რამ არავის არსად სმენია, რამეთუ საქმე საეჭვო რჯულად არ განწესდება, არამედ ქრისტესი, მისთა მოციქულთა და მათ მიმბაძავ ღვთისმეტყველ მამათა რჯულია მტკიცე და უცვალებელი. რამეთუ იგი ბრძანებს: ვიდრე ცა და დედამიწა არ გადაივლის, არც ერთი იოტი ანდა არც ერთი წერტილი არ გადაივლის რჯულისა. მათი აზრით, ქრისტეს ამ ბრძანების დარღვევა შეიძლება, ხოლო პაპის სიტყვისა კი არა, რომელიც დღითი დღე ცვლის და გარდადის წმ. მამათაგან დაწესებულ საზღვრებს და მათ საწინააღმდეგოდ თავისი რჯულდებით მოძღვრავს ყოველთა მისთა მოსავთა" (კათალიკოსი ბესარიონ ორბელიშვილი. "გრდემლი". თ. 20. S ფონდი 3269).
მაშ, ე. ჭელიძეს თუ ვკითხავთ "ვინ არის კათალიკოსი ბესარიონ ორბელიშვილი"? -
მოგვიტევოს გარდაცვლილი კათალიკოსის ხსოვნამ, მაგრამ ეს ლათინური დასხმით-
თუმცა კათალიკოსი ბესარიონ ორბელიშვილი წარსული საუკუნეების ერთადერთი ქართველი მღვდელმთავარი როდია, რომელმაც ე. ჭელიძის "შავ სიაში" ამოჰყო თავი და რომელსაც ჩვენი თანამედროვე პატროლოგის მსახვრალი კალამი შეეხო. "გაუკუღმართებულებად" და "სიბილწის მოძღვრებად" უნდა შერაცხოს ე. ჭელიძემ კათალიკოს ბესარიონ ორბელიშვილამდე, მაგალითად, 17-
15. 17-
ძველად ეპისკოპოსად ხელდასხმის წესში არსებობდა (და დღესაც არსებობს) ხელდასასხმელი კანდიდატის მიერ წარსათქმელი მრწამსის სავალდებულო ტექტი ("ფიცი"), რომელსაც ეპისკოპოსად ხელდასასხმელი ყველა კანდიდატი წარმოსთქვამდა და ეკლესიაში თავისი ხელდამსხმელის წინაშე საზეიმოდ აცხადებდა: "...კუალად აღვიარებ შვიდთა მათ საიდუმლოთა, რომლითაცა ცხოვრობენ ქრისტიანენი: პირველად ნათლისღებასა, რომელ არს კარი და დასაბამი ყოვლისა საიდუმლოისაი, იქმნების სამგზის შთასვლითა ემბაზსა შინა და აღმოყვანითა, და არა მსგავსად ლათინთა მიერ ახლად შემოღებულთა, რომელნი იტყვიან, ვითარმედ სხურებით იქმნების ნათლისღებაი".
საეპისკოპოსოდ ხელდასასხმელი კანდიდატის მიერ წარსათქმელი მრწამსის წინამდებარე ტექსტი, აღებულია კრებულიდან "ქრისტეანულ-
მაშასადამე, ანტონ პირველის დროინდელი ქართული საეკლესიო რეალობა ითვალისწინებდა ლათინური დასხმით-
საფუძვლისა რა მოგახსენოთ, მაგრამ თუ რატომ, ალბათ ცხადი უნდა იყოს -
საზოგადოდ, ძველად საქართველოში რომ ნათლობა შთაფლვით აღესრულებოდა და ეს იყო ნათლისღების საიდუმლოს სჯულიერი შესრულების ერთადერთი მოთხოვნა, ჩანს ე. კოჭლამაზაშვილის სხვა პუბლიკაციიდანაც, რომელიც იმავე გამოცემაშია. ეს არის, სწავლება იმის შესახებ, თუ როგორ უნდა აღსრულდეს ნათლისღება: "ნათლისცემის წინ კათაკუმეველთ გახდიან სამოსელს; დიაკონები სცხებენ ზეთს წმ. სამების სახელით და ჩაუშვებენ ემბაზში; შემდეგ მღვდელი ნათელს-
ძველი ქართული ტექსტი: "ამის შემდგომად განძარცუნენ კათაკუმეველნი, სცხონ ზეთი დიაკონთა და იტყოდიან ესრეთ: ეცხების (სახელით უწოდონ, რაიცა იყოს) სახელითა მამისაითა და ძისაითა და სულისა წმიდისაითა, და შთაავლინონ ემბაზსა და ნათელ-
საგულისხმოა აღინიშნოს, რომ ე. კოჭლამაზაშვილი სიტყვებთან: "მღვდელი ნათელს-
სხვათა შორის, სიტყვამ მოიტანა და სლავურ "დიდ სჯულისკანონში", ამ ადგილას, ანუ იქ, სადაც მოცემულიაწმ. მოციქულთა 50-
"იმავე წიგნში (გვ. 584) -
სქოლიოში კვლავ მოცემულია ავტორის შენიშვნა: "ნათლისღების ბერძნული შესატყვისი -
ამრიგად, ყოველივედან, რაც ზემოთ ითქვა, ცხადი ხდება, რომ ადამიანის ნათლობა უნდა შესრულდესსანათლავ ემბაზში (ან ბუნებრივ წყალსაცავში, სადაც ადამიანის შესვლა და თავის შთაყოფა იქნება შესაძლებელი) სრული, სამგზისი შთაფვლით, ყურჭმობით და თითოეულ შთაფლვაზე ყოვლადწმიდა სამების თითოეულ იპოსტასთა მოწოდებით, ანუ "სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმიდისათა. ამინ".
სანამ ე. ჭელიძის "შავი სიის" მომდევნო "კანდიდატებზე" გადავიდოდეთ, მოკლედ გადავავლოთ თვალი ყოველივეს, რაც აქამდე ვთქვით და აღვნიშნოთ, რომ ლათინური დასხმითი "ნათლობის" უარყოფა ყოფილა არა "სტაროვერთა" ახირება, როგორც ამის წარმოჩენას ცდილობს ე. ჭელიძე, არამედ აღმოსავლეთის ე. წ. ბერძნულ-
16. აღმოსავლელი იერარქები და კონსტანტინოპოლის საპატრიარქო
ა) კონსტანტინოპოლის ეკლესიის საპატრიარქოს მრგვლივმოსავლელი ეპისტოლე (1895 წ.)
ასე, მაგალითად, ე. ჭელიძისგან საკმაოდ "მწარედ მოხვდა" კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს (და არა მარტო მას, არამედ მთელ აღმოსავლელ იერარქებს, რომლებიც დასხმით-
ერთი წმიდა კათოლიკე-
ბ) 1848 წლის მრგვლივმოსავლელი ეპისტოლე ყველა მართლმადიდებელ ქრისტეანთადმი (1848 წ.)
გავეცნოთ კიდევ ერთ წყაროს. კერძოდ, ეს არის მრგვლივმოსავლელი ეპისტოლე ერთი, წმიდა, საყოველთაო და სამოციქულო ეეკლესიისა ყველა მართლმადიდებელ ქრისტეანთადმი (1848 წ.): "ის-
"მაგრამ ამაზე არ შეჩერებულა პაპიზმი, როდესაც ხელყოფდა იგი მშვიდობას ღვთის ეკლესიისა; არამედ, პირიქით, ყოველგან აგზავნიდა თავის ე. წ. "მისიონერებს", ყოველგვარი მზაკვრობით აღსავსე ადამიანებს, რათა გადაელახათ მთები და ზღვები თუნდაც ერთი ადამიანის "მოსაქცევად", სინამდვილეში კი იმისათვის, რათა ეცთუნებინათ მართლმადიდებელნი, შეერყვნათ მოძღვრება უფლისა ჩვენისა იესუ ქრისტესი, უკეთური დამატებით შეებილწათ სიმბოლო წმიდისა სარწმუნოებისა, ზედმეტად მიეჩნიათ ღვთითგარდმოცემული შთაფლვა ნათლისღების საიდუმლოში... და მრავალი სხვა" (იქვე. § 8).
"აქედან კი გულისხმავყოფთ, ძმანო და ჩვენნო სულიერნო შვილნო, რაოდენ დიდი მადლი მოჰფინა ღმერთმა ჩვენს ერთ, წმიდა, საყოველთაო და სამოციქულო ეკლესიას, რომელიც, ვითარც ქმრის ერთგული დედა, გვზრდის უბიწოდ და შეურყვნელად. წერილში ნათქვამია: "თვინიერად და მოწიწებით მიუგოთ ყველას, ვინცა გთხოვთ თქვენი სასოების ახსნას" (1 პეტრე 3:15). რით მივაგოთ უფალს, ჩვენ, ცოდვილებმა, ყოველივე იმისთვის, რაც მან მოგვაგო ჩვენ? დაუშრეტელი მადლით ჩვენმა ღმერთმა თავისი სისხლით მოგვისყიდა და წმიდა მამათა უბიწო სარწმუნოებისადმი მთელი სულითა და გულით ჩვენი ერთგულების გარდა არაფერს ითხოვს; არაფერი სურს ჩვენგან მართლმადიდებლური ეკლესიისადმი ერთგულებისა და სიყვარულის გარდა,რომელმაც გვშვა და არა ახალგამოგონილი პკურებით, არამედ სამოციქულო შთაფვლის ღვთაებრივი საბანელით აღგვაღორძინა ("возродившей нас не новоизмышленным окроплением, но Божественною банею Апостольского крещения") ქრისტეს პატიოსანი ხორცით გვაპურებს ჩვენი მაცხოვრის მარადიული აღთქმის თანახმად და ვითარც ჭეშმარიტი დედა უხვად გვასმევს მის პატიოსან სისხლს, რომელიც ჩვენი და მთელი სამყაროს საცხოვნებლად დაიღვარა" (იქვე, § 22).
1848 წლის, 6 მაისი.
დედანს ხელს აწერენ პატრიარქები: ანთიმოზი, მსოფლიო პატრიარქი, კონსტანტინოპოლისა და ახალი რომის არქიეპისკოპოსი; იეროთეოზი, ალექსანდრიისა და სრულიად ეგვიპტის პატრიარქი; მეთოდე, ანტიოქიისა და სრულიად აღმოსავლეთის პატრიარქი; კირილე, იერუსალიმისა და მთელი პალესტინის პატრიარქი.
ეპისკოპოსები: კონსტანტინოპოლის სინოდი: პაისი (კესარიელი); ანთიმოზ (ეფესელი); დიონისე (ჰერაკლიელი); იოაკიმე (კიზიკელი); დიონისე (ნიკომიდიელი); იეროთეოს (ქალკიდონელი); ნეოფიტე (დერკოველი); გერასიმე (ადრიანოპოლელი); კირილე (ნეოკესარიელი); თეოკლიტე (ბერიელი); მელეტი (პისიდიელი); ათანასე (სმირნელი); დიონისე (მელენიკელი); პაისი (სოფიელი); დანიელი (ლიმნოსელი); პანტელეიმონ (დრიინუპოლელი); იოსებ (ერსეკელი); ანთიმოზ (ვოდენელი).
ანტიოქიის სინოდი: ეპისკოპოსები: ზაქარია (არკადიელი); მეთოდე (ემესელი); იოანიკე (ტრიპოლელი); არტემი (ლაოდიკიელი).
იერუსალიმის სინოდი: ეპისკოპოსები: მელეტი (პეტრაელი); დიონისე (ბეთლემელი); ფილიმონი (ღაზელი); სამუელი (ნეაპოლელი); თადეოსი (სებასტიელი); იოანიკე (ფილადელფიელი); იეროთეოს (თაბორელი) (სრული ტექსტი რუსულად იხ. აქ: http://www.pagez.ru/olb/027.php).
მაშ, როგორ აფასებენ ლათინურ დასხმით ნათლობას აღმოსავლელი პატრიარქები -
ახლა ვიკითხოთ, ვინ შეიძლება იყვნენ ე. ჭელიძისთვის ხსენებული აღმოსავლელი პატრიარქები მთელი მათი სინოდებითურთ, თუკი ისინი ლათინურ პკურებას "ახალგამოგონილად" (იქვე, § 22) და "უბილწეს ნაშიერად" (იქვე, § 4) ხმობენ? -
გ) კონსტანტინოპოლის პატრიარქი აგათანგელოზი
"გადამშთაფვლელთა" და "ქრისტეს მკვლელთა" შავ სიაშია კონსტანტინოპოლის პატრიარქი აგათანგელოზიც, რომელიც ნათლისღებასთან დაკავშირებულ თავის ეპისტოლეში (1829 წ.) წერდა:"სახელმწიფოებრიობის საზღვრებში მდებარე კაცობრივი საქმეები დროისა და ვითარებების შესაბამისად მრავალჯერ ექვემდებარებიან ცვლილებას, მაგრამ ის, რაც საღმრთო და წმიდა მოციქულთა გადმოცემებით არის დამტკიცებული, უპირველეს ყოვლისა ჩვენი უბიწო სარწმუნოების დოგმატები და საიდუმლოებები, დროის ცვალებადობას არ ექვემდებარებიან და ამაზე ფიქრიც კი დაუშვებელია. ამის უფლება არა აქვს თვით ანგელოზსაც კი, რადგან მცირედმა გადახრამაც შეიძლება უდიდესი საფრთხე წარმოქმნას და მართლმორწმუნეთა სულები დააზიანოს, რომლებიც უფალმა გამოისყიდა თავისი უპატიოსნესი სისხლით.
ეს უნდა ითქვას წმიდა ნათლისღების საიდუმლოს შესახებაც, რადგან სხვა მხარეში მცხოვრებმა ღვთისმოსავმა მორწმუნეებმა ჩვენს ეკლესიას ჰკითხეს თუ რომელი ნათლობაა ჭეშმარიტი და რომელია უბიწო და შეუგინებელი, რადგან იმ მხარეში ამის შესახებ დავობდა ორი მღვდელმსახური, რომლებიც უთანხმოებაში იყვნენ ამ საკითხთან დაკავშირებით. ნათლისღების დროს ერთი მათგანი აღავსებს წმიდა ემბაზს წყლით, აიყვანს ყრმას ორივე ხელით და წარმოთქმით: "ინათლება მონა ღვთისა (სახელი)", -
მაგრამ მეორე მღვდელმსახური ემბაზს მხოლოდ ერთ მესამედზე აღავსებს, აიყვანს მოსანათლ ყრმას და შთაფლავს მას წელამდე უჭირავს რა ყრმა მარცხენა ხელით, მარჯვენათი კი თავზე წყალს აპკურებს და პირველი მოწოდების დროს: "სახელითა მამისათა", -
ხსენებულმა ქრისტეანებმა, რომლებიც დაბნეულნი არიან და ბრკოლდებიან იმის გამო, რომ ამ მღვდელმოქმედებას ორი მღვდელი განსხვავებულად აღასრულებს და ერთმანეთში დავობს, -
ამიტომაც, მოვიწონეთ რა მათი ღვთისმოშიშებრივი თხოვნა, რომელიც მათ ქრისტეანულ მოშურნეობას წარმოაჩენს საეკლესიო საიდუმლოთა შესრულებასთან დაკავშირებით, სულის სიღრმიდან ვაგვირგვინებთ მას ჩვენი ლოცვით, იერუსალემისა და მთელი პალესტინის უნეტარეს და უწმიდეს პატრიარქთან, ბატონ ათანასესთან და მის თანამსახურ ძმებთან ერთად, წინამდებარე საპატრიარქო და კრებითი მიმართვით ვადასტურებთ, რომ ღვთაებრივი და წმიდა ნათლისღება როგორც ყველგან, ასევე ხსენებულ ქრისტეანებთანაც უნდა აღსრულდეს ძველი, საეკლესიო დადგენილებისა და კანონიკური წესის მიხედვით. კერძოდ, ემბაზის წყლით ავსების შემდეგ მღვდელი ხელზე აიყვანს მოსანათლავ ყრმას და მოწოდებით: "ინათლება მონა ღვთისა (სახელი) სახელითა მამისათა", -
აი, ასეთია ძველი გადმოცემა წმიდა და საღმრთო ნათლისღების შესახებ, რომელიც შეესაბამება მოციქულთა კანონებს და ღმერთშემოსილ მამათა კრებსით დადგენილებებს: მოსანათლავის ნათლობისას აუცილებელია მისი სამი სრული შთაფლვა თავითურთ, სადაც პირველი შთაფლვისა და აღმოყვანის დროს მღვდელი იტყვის: "ინათლება მონა ღვთისა (სახელი) სახელითა მამისათა, ამინ", -
სწორედ ასეთი ნათლობა მიიჩნევა სრულ, სახარებისა და მოციქულთა კანონების შესაბამის და უფლის მიერ მოციქულებისთვის მიცემული მცნების თანხმიერ ნათლობად, რომელმაც ბრძანა: "წარვედით და მოიმოწაფენით ყოველნი წარმართნი და ნათელ-
ის, ვინც სხვაგვარად მონათლავს, უნდა დაემხოს თავისი პატივიდან წმიდა მოციქულთა 49-
ამრიგად, აი რას იცავს აღმოსავლეთის ჩვენი მართლმადიდებლური ეკლესია წმიდა ნათლისღების სრულ და ჭეშმარიტ საიდუმლოსთან დაკავშირებით, რომელიც არიგებს, ასწავლის და უბრძანებს ყველა მართლმადიდებელ ქრისტეანს, რათა მათაც განუხრელად ასე აღასრულონ ეს საიდუმლო. წელამდე შთაფლვა, მარჯვენა ხელით ყრმის თავის პკურება სამჯერ პირველ მოწოდებაზე ("სახელითა მამისათა"), სამჯერ მეორე მოწოდებაზე ("და ძისათა") და სამჯერ მესამე მოწოდებაზე ("და წმიდისა სულისათა"), რომელიც ყოველდღიურობაში გვხვდება -
ამიტომაც ის, ვინც ყოველდღიურობაში მისდევს და იცავს ეკლესიისთვის ამ მიუღებელ და არასწორ მოქმედებას და არ გამოსწორდება, უნდა დაექვემდებაროს მოციქულთა მიერ დაწესებულ ეპითემიებს. სწორედ ამის დასამტკიცებლად ვწერ წინამდებარე საპატრიარქო მიმართვასაც."
1829 წელი, სექტემბერი, მესამე ინდიქტიონი.
აგათანგელოზი, კონსტანტინოპოლის არქიეპისკოპოსი, ახალი რომისა და მსოფლიოს პატრიარქი.
ხელს აწერენ აგრეთვე:
იერუსალემის პატრიარქი
ზაქარია, ქალკედონის არქიეპისკოპოსი
ნიკიფორე, დერკის არქიეპისკოპოსი
(სინოდის სხვა წევრთა სახელები ჩამოთვლილი არ არის).
შენიშვნა: ნათლობის საიდუმლოსთან დაკავშირებით პატრიარქ აგათანგელოზის მსგავსი განკარგულებები გაუციათ კალინიკე ნიკიელსაც და გრიგოლ სმირნელსაც (მასალები აღებულია კონსტანტინოპოლის პატრიარქთა ეპისტოლეების ორტომეულიდან, რომელიც 1888 წელს გამოიცა კონსტანტინოპოლის საპატრიარქოში. თარგმნილი მასალების მოწოდებისთვის მადლობას ვუხდით ჩვენს რუს თანამოძმეებს.
დ) კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს 1756 წლის კრებითი განჩინება
განსაკუთრებით საყურადღებოა კონსტანტინოპოლში პატრიარქ კირილე V (ლუკარისი) დროს კრებითად მიღებული განჩინება ლათინთა დასხმით-
ვხელმძღვანელობთ რა ზემოხსენებული წმიდა და ღვთაებრივი დადგენილებებით, ერეტიკოსთა ნათლობას(იგულისხმება ლათინური წყალპკურება -
კირილე პატრიარქი კონსტანტინოპოლისა;
მათე პატრიარქი ალექსანდრიისა და
პართენი პატრიარქი იერუსალიმისა
(О правилах и чинопоследованиях присоединения неправославных христиан в православную церковь, изд. Вятск, 1869 г.).
მაშ, ხედავთ, რას ბრძანებენ აღმოსავლელი პატრიარქები ლათინური დასხმით-
რა შეიძლება ითქვას ამაზე მკაფიოდ? სხვა კიდევ როგორ შეიძლება უარვყოთ დასხმითი "ნათლობა"? აღმოსავლელმა იერარქებმა, ე. ჭელიძისგან განსხვავებით, ის "გარყვნილ კაცთა გამონაგონად" და "ზიზღით უკუსაგდებ" ჩვეულებად მიიჩნიეს.
რას დაიმსახურებენ ე. ჭელიძისგან აღმოსავლელი პატრიარქები მათი ამგვარი განცხადების გამო? ვიხილოთ ე. ჭელიძის მსჯელობა: "მამის, ძისა და სულიწმიდის სახელის მიმართ სამგზისი დასხმით მონათლულის შთაფლვითად გადანათვლა ანუ გადაშთაფლვა, -
მაშ, თუ ჭეშმარიტების წინაშე, -
"რაი არს სახელი თქუენი?"
ვალდებულნი არიან შეიკდიმონ და სიწრფელით მოგვიგონ:
"მეორედმნათვლელი" არს სახელი ჩუენი".
და ოპონენტი აკეთებს ასეთ "გამანადგურებელ" დასკვნას: "აი, ესაა ჩვენს მიერ ზემოთ რამდენიმეგზის ნახსენები ის "უმთავრესი", რასაც, როგორც მივუთითებდით, განსაკუთრებული შეწრიალებით და ძრწოლითფარავენ ეს ცრუნი, რაჟამს მათეული ბოროტადთხზული პაექრობითი ფარდაგების სიჭრელეში აჩუმათებენსაკუთარ მეორედნათლულობას ანუ გადაშთაფლულობას.
რა ხდება, რატომ იჩენენ ესოდენ გაფაციცებას, რად არიან ეგზომ უკიდურესად დადარაჯებულნი, რომ ყველას თვალყურისგან ყოვლითურთ მიმალონ თავიანთი ნამდვილი სახე და სახელი, სიკვდილივით რატომ უფრთხიან ამ სახელის სხვათა წინაშე გამჟღავნებას? -
ცოტა ქვემოთ ავტორი კიდევ ერთხელ უბრუნდება ამ დებულებას და ამბობს: "...უაღრესად მკაფიოდ და აზრგამჭვირვალედ არის რჯულდებული, რომ მამის, ძისა და სულიწმიდის სახელით მონათლული კვლავ მამის, ძის და სულიწმიდისადმი მონათვლა ესაა მეორედ ნათლობა და მაცხოვრის ხელმეორედ ჯვარმცმელობა" (ე. ჭელიძე. "სული -
მაგრამ, რას დაიმსახურებს თვით ე. ჭელიძე ყველა ზემოთხსენებულ იერარქთაგან? -
მაგრამ ეს კიდევ არაფერი. ე. ჭელიძის ამ საშინელი ბრალდების ქვეშ ექცევიან არა მარტო ზემოთ ხსენებული აღმოსავლელი პატრიარქები, მიტროპოლიტები, არქიეპისკოპოსები, ეპისკოპოსები და მღვდელმსახურნი, არამედ რუსულ-
მაშასადამე, ე. ჭელიძის ვერდიქტით, "მაცხოვრის ხელმეორედ ჯვარმცმელნიც", "თავხედნიც" და "დედა-
არ გჯერათ? -
10