საღვთისმეტყველო დისპუტი ფორუმ www.church.ge-ზე
ძველმართლმადიდებლებსა და გაბატონებული ეკლესიის მიმდევრებს შორის
მიუღებელია თუ არა დასხმითი წესით ნათლობა?
"როცა უსჯულოს ვეტყვი: სიკვდილით მოკვდები-მეთქი, შენ კი არ გააფრთხილებ მას და არაფერს ეტყვი უსჯულოს ბოროტი გზიდან ჩამოსაშორებლად, რომ გადარჩეს, მოკვდება უსჯულო იგი თავის უკეთურებაში და მის სისხლს შენ მოგკითხავ.
ხოლო თუ შენ გააფრთხილებ უსჯულოს და არ მოიქცევა თავისი უსჯულოებისაგან და ბოროტი გზიდან, თავის უსჯულოებაში მოკვდება, შენ კი გადარჩენილი გყავს შენი თავი".
ხოლო თუ შენ გააფრთხილებ უსჯულოს და არ მოიქცევა თავისი უსჯულოებისაგან და ბოროტი გზიდან, თავის უსჯულოებაში მოკვდება, შენ კი გადარჩენილი გყავს შენი თავი".
ეზეკიელი 3:18-
ამ რამოდენიმე ხნის წინათ, ინტერნეტში, ვებ-ფორუმების მეშვეობით გაიმართა დისპუტი ძველმართლმადიდებელ ქრისტეანებსა და ოფიციალური ეკლესიის წევრებს შორის. ძველმართლმადიდებელთა მხრიდან დისპუტში მონაწილეობის მიზანი იყო სწორი და მართებული ინფორმაციის მიწოდება, როგორც ძველმართლმადიდებლობაზე (ზოგადად), ასევე კონკრეტულ საეკლესიო საკითხებზეც.
როგორც მოსალოდნელი იყო, ჩვენს ამ მცდელობას ობიექტურად განგვემარტა მთელი რიგი სადავო საკითხები ოფიციალურ, ე. წ. "მართლმადიდებელ" ეკლესიასა და ძველმართლმადიდებელთა შორის, მოჰყვა საკმაოდ მძაფრი რეაქცია გაბატონებული ეკლესიის ადეპტთა მხრიდან. დისპუტის პროცესში გამოიკვეთა საეკლესიო ფორუმების საერთო სტრატეგია, - ყოველგვარი საშუალებით ობსტრუქცია მოუწყონ იმ პირებს, რომლებიც ცდილობენ ამხილონ ოფიციალურ ეკლესიაში არსებულ დარღვევები და გადახრები.
იმისათვის, რათა ფართო საზოგადოებისთვის მისაწვდომი ყოფილიყო სხვადასხვა ფორუმში გამართული პოლემიკის მთელი შინაარსი და დახატულიყო ის სურათი, რაც ამ ფორუმებზე გამართული დისპუტით გამოიკვეთა, ჩვენი საიტის ადმინისტრაციამ გადაწყვიტა თავი მოეყარა ყველა ამ მასალისთვის და თემატური სახით შეეთავაზებინა ობიექტური მკითხველისთვის, რათა მან თავად განსაჯოს ვინ ვინ არის და რას ესწრაფვის.
დისპუტი ძირითადად წარმოებდა ფორუმებზე: www.church.ge; www.forum.archangels.ge და www.iveria-tv.ge/forum
ფორუმში, ძველმართლმადიდებელთა მხრიდან, მონაწილეობდა ორი პიროვნება: "ძველმართლმადიდებელი" (ფორუმზე chruc. ge) (ხოლო ფორუმებზე: forum.archangels.ge და iveria.tv.ge "odlbeliever"-ის ფსევდონიმით) და "Netvorc"-ი.
ოფიციალური ეკლესიის მხარდამჭერთა მხრიდან კი ძველმართლმადიდებელთა წინააღმდეგ გამოდიოდა მრავალი ადამიანი, რომელთა ნიკებს (ფსევდონიმებს) მკითხველი იხილავს თვით დისპუტის მასალებში, სადაც ფრჩხილებში მითითებულია ის ფორუმი, სადაც გაიმართა კონკრეტული დიალოგი და რომელშიც მონაწილეობდა კონკრეტული ფსევდონიმით გამომავალი ძველმართლმადიდებელთა ესა თუ ის ოპონენტი.
ოპონენტთა სტილსა და ლექსიკას ვტოვებთ ხელუხლებლად, ხოლო ჩვენი მხრიდან მონაწილეთა ტექსტებში შეგვაქვს უმნიშვნელო შესწორებები, რომლებიც არ არღვევენ დისპუტის შინაარსს. ძირითადად ტექსტები დავტოვეთ უცვლელად და არ მოვაცილეთ მას იმ დაძაბული ტონი, რომელიც ხშირად გააჩნდათ მოპაექრე მხარეებს, რათა მკითხველმა მთელი სიმძაფრით შეიგრძნოს მოცემულ საკითხებზე მოდავეთა განწყობა, განსახილველი საკითხებისადმი მიმართება და ის კრიტერიუმები, რითაც ისინი საკითხთა განხილვისას სარგებლობდნენ. ტექსტების განხილვისას მკითხველს ვთხოვთ გაითვალისწინოს, რომ დიალოგები ხშირად სწარმოებდა ონლაინ რეჟიმში, მოუმზადებლად, რის გამოც ორივე მხრიდან ბევრია გრამატიკული შეცდომები.
ცხადია, დისპუტები ინტერნეტ სივრცესა თუ პირდაპირ შეხვედრებზე, შესაძლოა მომავალშიც გაიმართოს, მაგრამ, ვფიქრობთ, რომ მომავალი დისპუტებისთვის ამ დიალოგებმა უკვე ჩაყარეს საფუძველი. არის თუ არა შესაძლებელი საუბრის გაგრძელება ამ ორ მხარეს შორის ამას მომავალი გვიჩვენებს. იმედს ვიტოვებთ, რომ ეს პირველი ეტაპი, რომელიც საკმაოდ დაძაბულად წარიმართა, გარკვეულწილად საფუძველს ჩაუყრის უფრო კონსტრუქციულ და მშვიდ დიალოგს.
დიალოგის მასალები საკმაოდ ვრცელია (აქ თანამიმდევრობით და თემატური შეთავსებით არის განთავსებული ზემოთდასახელებულ სამ ფორუმზე გამართული პოლემიკა), ამიტომაც, მკითხველს რომ გაუადვილდეს მხარეების ამოცნობა, შავი ფერის შრიფტით განვათავსეთ ძველმართლმადიდებელთა პასუხები, მოცისფრო შრიფტით ჩვენი ოპონენტების შრიფტი, ხოლო მოწითალო შრიფტით ის ციტატებია აღნიშნული, რომელთაც თავიანთ პასუხებში იყენებდნენ პოლემისტები.
როგორც მოსალოდნელი იყო, ჩვენს ამ მცდელობას ობიექტურად განგვემარტა მთელი რიგი სადავო საკითხები ოფიციალურ, ე. წ. "მართლმადიდებელ" ეკლესიასა და ძველმართლმადიდებელთა შორის, მოჰყვა საკმაოდ მძაფრი რეაქცია გაბატონებული ეკლესიის ადეპტთა მხრიდან. დისპუტის პროცესში გამოიკვეთა საეკლესიო ფორუმების საერთო სტრატეგია, -
იმისათვის, რათა ფართო საზოგადოებისთვის მისაწვდომი ყოფილიყო სხვადასხვა ფორუმში გამართული პოლემიკის მთელი შინაარსი და დახატულიყო ის სურათი, რაც ამ ფორუმებზე გამართული დისპუტით გამოიკვეთა, ჩვენი საიტის ადმინისტრაციამ გადაწყვიტა თავი მოეყარა ყველა ამ მასალისთვის და თემატური სახით შეეთავაზებინა ობიექტური მკითხველისთვის, რათა მან თავად განსაჯოს ვინ ვინ არის და რას ესწრაფვის.
დისპუტი ძირითადად წარმოებდა ფორუმებზე: www.church.ge; www.forum.archangels.ge და www.iveria-
ფორუმში, ძველმართლმადიდებელთა მხრიდან, მონაწილეობდა ორი პიროვნება: "ძველმართლმადიდებელი" (ფორუმზე chruc. ge) (ხოლო ფორუმებზე: forum.archangels.ge და iveria.tv.ge "odlbeliever"-
ოფიციალური ეკლესიის მხარდამჭერთა მხრიდან კი ძველმართლმადიდებელთა წინააღმდეგ გამოდიოდა მრავალი ადამიანი, რომელთა ნიკებს (ფსევდონიმებს) მკითხველი იხილავს თვით დისპუტის მასალებში, სადაც ფრჩხილებში მითითებულია ის ფორუმი, სადაც გაიმართა კონკრეტული დიალოგი და რომელშიც მონაწილეობდა კონკრეტული ფსევდონიმით გამომავალი ძველმართლმადიდებელთა ესა თუ ის ოპონენტი.
ოპონენტთა სტილსა და ლექსიკას ვტოვებთ ხელუხლებლად, ხოლო ჩვენი მხრიდან მონაწილეთა ტექსტებში შეგვაქვს უმნიშვნელო შესწორებები, რომლებიც არ არღვევენ დისპუტის შინაარსს. ძირითადად ტექსტები დავტოვეთ უცვლელად და არ მოვაცილეთ მას იმ დაძაბული ტონი, რომელიც ხშირად გააჩნდათ მოპაექრე მხარეებს, რათა მკითხველმა მთელი სიმძაფრით შეიგრძნოს მოცემულ საკითხებზე მოდავეთა განწყობა, განსახილველი საკითხებისადმი მიმართება და ის კრიტერიუმები, რითაც ისინი საკითხთა განხილვისას სარგებლობდნენ. ტექსტების განხილვისას მკითხველს ვთხოვთ გაითვალისწინოს, რომ დიალოგები ხშირად სწარმოებდა ონლაინ რეჟიმში, მოუმზადებლად, რის გამოც ორივე მხრიდან ბევრია გრამატიკული შეცდომები.
ცხადია, დისპუტები ინტერნეტ სივრცესა თუ პირდაპირ შეხვედრებზე, შესაძლოა მომავალშიც გაიმართოს, მაგრამ, ვფიქრობთ, რომ მომავალი დისპუტებისთვის ამ დიალოგებმა უკვე ჩაყარეს საფუძველი. არის თუ არა შესაძლებელი საუბრის გაგრძელება ამ ორ მხარეს შორის ამას მომავალი გვიჩვენებს. იმედს ვიტოვებთ, რომ ეს პირველი ეტაპი, რომელიც საკმაოდ დაძაბულად წარიმართა, გარკვეულწილად საფუძველს ჩაუყრის უფრო კონსტრუქციულ და მშვიდ დიალოგს.
დიალოგის მასალები საკმაოდ ვრცელია (აქ თანამიმდევრობით და თემატური შეთავსებით არის განთავსებული ზემოთდასახელებულ სამ ფორუმზე გამართული პოლემიკა), ამიტომაც, მკითხველს რომ გაუადვილდეს მხარეების ამოცნობა, შავი ფერის შრიფტით განვათავსეთ ძველმართლმადიდებელთა პასუხები, მოცისფრო შრიფტით ჩვენი ოპონენტების შრიფტი, ხოლო მოწითალო შრიფტით ის ციტატებია აღნიშნული, რომელთაც თავიანთ პასუხებში იყენებდნენ პოლემისტები.
(ციტატა) (afxazi): "ისევ სტატიაზე მიგითითებ. მე ვერავინ ვერ დამარწმუნებს იმაში, რომ ლიტურგია ნაკლებ მნიშვნელოვანი ცნებაა. როგორ შეიძლება უმნიშვნელო იყოს ის, რაც მაცხოვრის ანდერძის აღსრულებას ემსახურება. რა ხდება ლიტურგიაზე? პური და ღვინო გარდაიქმნება რეალურ მაცხოვრის სისხლად და ხორცად (ამ შემთხვევაში იმ ადმაიანებს მივმართავ, ვისაც ამის სწამს). ამაზე დიდი საიდუმლო წარმოუდგენელია. გადავხედოთ ლიტურგიის ისტორიას. პირველ საუკუნეებში მოქმედებდა პეტრეს და იაკობის ლიტურგიები. მოგვიანებით ბასილი დიდმა დაწერა ახალი ლიტურგია, რამდენიმე წელი არ იყო გასული, რომ იოანე ოქროპირმაც ახალი ლიტურგია შემოგვთავაზა. იქნებ ვინმემ მოისურვოს და შეადაროს პეტრეს და იაკობის ლიტურგიები ან ბასილი დიდის ან იოანე ოქროპირის ლიტურგიებს. სხვაობა უზომოდ დიდია. ე.ი. I-IV ს-ში უკვე არსებობდა ლიტურგიის ოთხი სახე. ეხლა ვნახოთ რას წერს წმ. ექვთიმე ათონელი მათ საპასუხოდ, რომლებმაც ამ ლიტურგიების შესახებ კითხვა გაუგზავნეს, თუ რომელი უნდა შევასრულოთ ეკლესიაში. საოცარია ექვთიმეს პასუხი (ის XI ს-ის მოღვაწეა), ტრადიციისამებრ ჩვენ იოანე ოქროპირის ლიტურგიას ვასრულებთ, რამდენიმეჯერ ბასილი დიდის ლიტურგიასაც, მაგრამ არ დავაშავებთ თუკი პეტრეს ან იაკობის ლიტურგიასაც შევასრულებთ ზოგჯერ. რადგან ერთიც, მეორეც, მესამეც და მეოთხეც საღვთოა.ამ ფონზე კი როგორ უნდა დამაჯეროთ მე, რომ ნათლობ გამომსახველობითად უთუოდ ერთსახოვანი უნდა იყოს, რომ ის მხოლოდ შთაფლვით უნდა შესრულდეს. დასხმითი წესი კი მწვალებლობაა. ყველაფერს თავი დავანებოთ. მე ვეუბნები ადამიანს, რომ პირველ საუკუნეებში არაერთი ფაქტია დაფიქსირებული დასმითი წესით ნათლობისა. დაფიქსირებულია IV ს-ის დიდიწ მინდანების ცხოვრებაში აბსოლუტურად მშვიდ ვითარებაში აღსრულებული დასხმითი წესით ნათლობა. კვიპრიანე კართაგენელს თავი დავანებოთ, ამაზე საუბრობს გრიგოლ ნოსელი, ამაზეა საუბარი "ქართლის ცხოვრებაში", მიქაელ მოდრეკილის "იადგარში"...
ძველმართლმადიდებელი - ლიტურგიკაში მომხდარი ცვლილებების შედარება ნათლობის აღსრულების ფორმასთან შეუსაბამოა. მე თქვენი თხოვნით დავდე ნაწყვეტები ნესტორ ყუბანეიშვილის კატეხიზმოდან, სადაც ალბათ შეამჩნევდით თუ რა არის ნათქვამი იქ ზოგადად საეკლესიო საიდუმლოს შესახებ, კერძოდ, კატეხიზმოში ნათქვამია: "საიდუმლო არის თვით იესო ქრისტესგან დაწესებული საღმრთო მოქმედება, რომლითაც მოქმედობს მორწმუნეზე მადლი და ძალი ღვთისა. ამ რიგად საიდუმლოში გაირჩევა: 1) საღმრთო დაწესება, 2) ხილული მოქმედება და 3) უხილავი მოქმედება ღვთის მადლისა... საიდუმლოს აღსრულების დროს უნდა დაცულ იქმნას და აღსრულებულ ის, რაც არის ამ საიდუმლოში უცვალებელი, ღვთისგან მოცემული კუთვნილება. თვითეულ საიდუმლოს შესრულების დროს უნდა იხმარებოდეს ის ნივთიერება, რომელიც ბრძანა თვით საიდუმლოს დამწესებელმა (მაგ. ნათლის-ღებისთვის - წყალი, მირონ ცხებისთვის - მირონი, ზიარებისთვის - პური და ღვინო და სხვა) და განსაზღვრული ხილული ნიშანი (მაგ. ნათლის-ღებაში სამ-გზის წყალში შთაფლვა და სხვა)".
ამრიგად, საეკლესიო საიდუმლო მაშინ არის ქმედითი, როცა უცვლელია ამ საიდუმლოსთვის "ღმრთისგან მოცემული კუთვნილება". ევქარისტიაში ეს არის პური და ღვინო, ნათლობაში სამჯერ შთაფლვა წყალში და ა. შ.
თქვენ აქცენტირებას აკეთებთ არა ამ მომენტზე, არამედ ლოცვების რაოდენობასა და ლიტურგიის ხანგრძლივობაზე. ალბათ, პირველი საუკუნეებიდან მოყოლებული შვიდი მსოფლიო კრების პერიოდის ბოლომდე, ნათლობის საიდუმლოშიც შევიდოდა გარკვეული ლოცვითი დანამატები, მაგრამ არასოდეს შეცვლილა ნათლობის საიდუმლოს "ღმრთისგან მოცემული კუთვნილება", - სამჯერ შთაფლვა წყალში, ისევე როგორც არასოდეს შეცვლილა პური და ღვინო ევქარისტიის საიდუმლოში. აი, რას უნდა მივაქციოთ ყურადღება.
(ციტატა) (afxazi): "ინმეს გაურკვევია როგორ ასრულებდნენ კათოლიკები ნათლობას? ვშიშობ რომ არა და ამიტომაცაა ამ ეპოქის ციტატების სრულიად უაზროდ მოხმობა".
ძველმართლმადიდებელი - მაკვირვებს თქვენი ეს შეკითხვა. რა თქმა უნდა დიდი ხანია გარკვეულია, რომ დასხმითი, წყალპკურებითი "ნათლობა" არის სწორედ ლათინური წესი, რომლებმაც ეს ფორმა სწორედ იშვიათი და გამონაკლისი შემთხვევებისგან აიღეს და ჩაანაცვლეს ნათლობის კანონიკურ ფორმას, რითაც გააუქმეს ნათლობის საიდუმლო.
afxazi - (ციტატა) (ძველმართლმადიდებელი): "ბ-ნო აფხაზ, ჩვენი სიბრალული თქვენს მიმართ, გამომდინარეობს ჩვენი დამოკიდებულებიდან და რწმენიდან ნათლისღების საიდუმლოს აღსრულებისადმი. და ამაში არაფერი გვიგულისხმია თქვენი შეურაცხმყოფელი. წმიდა მამათა თხზულებებშიც მრავლად არის მოწოდება გზასაცდენილ ადამიანთა მოქცევისკენ. მართალია, მე წმიდა მამებს ვერ შევედრები, მაგრამ მათ მიერ ნაქადაგევი მაგალითებით ვმოქმედებ. პირადად ჩემი თქვენდამი დამოკიდებულება, რომელიც, თუ შეატყვეთ არის მოწიწებითი და პატივისცემით აღვსილი, განპირობებულია ჩემი მრწამსობრივი პოზიციიდან და ვფიქრობ ეს თქვენთვის კარგად უნდა იყოს გასაგები."
აჰა, ე.ი. ჩვენს მოსაქცევად ხარ ამ ფორუმზე?
(ციტატა) (ძველმართლმადიდებელი): "მაკვირვებს თქვენი ეს შეკითხვა. რა თქმა უნდა დიდი ხანია გარკვეულია, რომ დასხმითი, წყალპკურებითი "ნათლობა" არის სწორედ ლათინური წესი, რომლებმაც ეს ფორმა სწორედ იშვიათი და გამონაკლისი შემთხვევებისგან აიღეს და ჩაანაცვლეს ნათლობის კანონიკურ ფორმას, რითაც გააუქმეს ნათლობის საიდუმლო".
კი ლათინებმა მოიგონესო?
ძველმართლმადიდებელი - (ციტატა) (afxazi): "ეს ფრაზა მოიტანე სრული კონტექსტით, ყოველგვარი კომენტარების გარეშე. ანუ გთხოვ ის ადგილი მანახო არსენის ”დოგმატიკონიდან”, სადაც ეს ფრაზაა გაჟღერებული".
დიდი სიამოვნებით. არსენ იყალთოელის "დოგმატიკონის" ის ნაწილი, სადაც გადმოცემულია მონოფიზიტთაგან მიღების წესი, თავიდან ბოლომდე გადმოვწერეთ მ. რაფავას სტატიიდან (სადაც განთავსებულია ეს ტექსტი. იხ. "მაცნე". ენისა და ლიტერატურის სერია". 1975 წ. # 1) და განვათავსეთ ჩვენს საიტზე. იხ. ლინკი:
ძველმართლმადიდებელი -
ამრიგად, საეკლესიო საიდუმლო მაშინ არის ქმედითი, როცა უცვლელია ამ საიდუმლოსთვის "ღმრთისგან მოცემული კუთვნილება". ევქარისტიაში ეს არის პური და ღვინო, ნათლობაში სამჯერ შთაფლვა წყალში და ა. შ.
თქვენ აქცენტირებას აკეთებთ არა ამ მომენტზე, არამედ ლოცვების რაოდენობასა და ლიტურგიის ხანგრძლივობაზე. ალბათ, პირველი საუკუნეებიდან მოყოლებული შვიდი მსოფლიო კრების პერიოდის ბოლომდე, ნათლობის საიდუმლოშიც შევიდოდა გარკვეული ლოცვითი დანამატები, მაგრამ არასოდეს შეცვლილა ნათლობის საიდუმლოს "ღმრთისგან მოცემული კუთვნილება", -
(ციტატა) (afxazi): "ინმეს გაურკვევია როგორ ასრულებდნენ კათოლიკები ნათლობას? ვშიშობ რომ არა და ამიტომაცაა ამ ეპოქის ციტატების სრულიად უაზროდ მოხმობა".
ძველმართლმადიდებელი -
afxazi -
აჰა, ე.ი. ჩვენს მოსაქცევად ხარ ამ ფორუმზე?
(ციტატა) (ძველმართლმადიდებელი): "მაკვირვებს თქვენი ეს შეკითხვა. რა თქმა უნდა დიდი ხანია გარკვეულია, რომ დასხმითი, წყალპკურებითი "ნათლობა" არის სწორედ ლათინური წესი, რომლებმაც ეს ფორმა სწორედ იშვიათი და გამონაკლისი შემთხვევებისგან აიღეს და ჩაანაცვლეს ნათლობის კანონიკურ ფორმას, რითაც გააუქმეს ნათლობის საიდუმლო".
კი ლათინებმა მოიგონესო?
ძველმართლმადიდებელი -
დიდი სიამოვნებით. არსენ იყალთოელის "დოგმატიკონის" ის ნაწილი, სადაც გადმოცემულია მონოფიზიტთაგან მიღების წესი, თავიდან ბოლომდე გადმოვწერეთ მ. რაფავას სტატიიდან (სადაც განთავსებულია ეს ტექსტი. იხ. "მაცნე". ენისა და ლიტერატურის სერია". 1975 წ. # 1) და განვათავსეთ ჩვენს საიტზე. იხ. ლინკი:
http://www.oldorthodox.ge/liturgika_monofizitebis_migebis_cesi.html
(ციტატა) (afxazi): "ამასთანავე გთხოვ მითითებული კანონიც არსენ იყალთოელის თარგმანით მოიტანო".
ძველმართლმადიდებელი -
სქოლიოში არის შენიშვნა: "შეისწავლე სამნი ნათლისღებანი ნაცვალად სამთა შთაყოფათა" ABCDFG. ციტ. "დიდი სჯულისკანონი". გამომც. "მეცნიერება". 1975 წ. გვ. 221).
ანუ, ამ განწესებაში ნათლად არის მინიშნებული, რომ მოსანათლავი უნდა მოინათლოს წყალში სამგზის შთაყოფით (ანუ შთაფლვით) და არა სხვაგვარად.
ცნობისთვის მომყავს იგივე ტექსტი სლავურად: Аще который епископ или презвитер не крещает в три погружения единем глашением, но во едино погружение в смерть Господню даемо, да извержется таковый. Не рече бо Господь в смерть мою крестите, но шедше научите вся языки, крестяще их во имя Отца и Сына и Святаго Духа.
სქოლიოში არის შენიშვნა: Во святом крещении крестящихся погружати, а не обливати.
(ციტატა) (afxazi): "საქმეც ესაა ჩემო კარგო რომ ორივე ეს წესი არსებობდა ტრადიციაში და არანაირ პრობლემას არ წარმოადგენდა".
ძველმართლმადიდებელი -
(ციტატა) (afxazi): "შენ გინდა მითხრა, რომ ადამიანი ნათლისღებისას პირდაპირი გაგებით კვდება?"
ძველმართლმადიდებელი -
წმ. ათანასე ალექსანდრიელი: "ის, რომ ჩვენ სამგზის შთავფლავთ ყრმებს ემბაზში და სამგზისვე აღმოვიყვანთ, მიანიშნებს , რომ ქრისტე სამი დღე იყო მკვდარი, მესამე დღეს კი აღსდგა" (Св. Афанасий Александрийский, древлеписьменные ответы, ответ 94).
საკვირაო სახარების განმარტება: "როგორც ქრისტე იყო სამი დღე და სამი ღამე მიწის გულში, ასევე მოსანათლავთა სამი შთაფლვა და აღმოსვლა, სამი დღე საფლავში უფლის ყოფნას მოასწავებს" (Евангелие недельное, на Крещение Господне, слово 68, лист 476).
წმ. ბასილი დიდი: არ გინდა თაყვანი სცე შენთვის ჯვარცმულს? მაშ, იჩქარე თანადაეფლა მას ნათლისღბით (რომ. 6:4) და თუ არ მოინათლები მისი სიკვდილის მსგავსებით, მისი აღდგომის თანამოზიარე როგორღა შეიქნები (რომ. 6:5)? (Василий Великий. Беседа 13 Побудительная к принятию святого крещения). http://www.krotov.info/library/03_v/vasiy_vel/2_193.html
მისივე: "რატომ აღესრულება ნათლობის საიდუმლო სამი შთაფლვით და სამი მოწოდებით (სამების თითოეული იპოსტასის სახესლი მოწოდებით თითოეულ შთაფლვაზე -
წმ. იოანე ოქროპირი (IV ს.): "მრავალ არიან საქმენი მისნი (... სახმარობაი იგი წყლისაი...) გარნა მრავალთა მათგან ერთი ვთქუა ესე იგი არს ვითარმედ საღმრთო საქმე აღესრულების მას ზედა: დაფლვა, სიკუდილი და აღდგომაი და ცხოვრებაი და ეს ყოველი ერთბამად იქმნების, რამეთუ, ვითარცა საფლავსა შინა, ესრეთ შთავყოფთ თავთა ჩუენთა წყალსა მას შინა, და დაიფარვის მუნ ძუელი იგი კაცი და დაინთქმის სრულად ყოველივე; და კუალად, რაჟამს აღმოვიღოთ თავი, აღმოვალს ჩვენ თანა ახალი იგი კაცი, რამეთუ ვითარცა ადვილ არს შთაყოფაი თავისა წყალსა და აღმოღებაი, აგრეთვე ადვილ არს წინაშე ღმრთისა დაფლვაი და დანთქმაი სრულიად ძუელისა; ხოლო სამგზის იქმნების შთაყოფაი თავისა წყლისა, რაითა სცნა, ვითარცა ძალი მამისა და ძისა და სულისა წმიდისა აღასრულებს მას ყოველსა, და არა იჭუ არს საქმე ესე. ისმინე პავლესი რასა იტყვს, ვითარმედ: "დავეფლენით მის თანა ნათლისღებითა სიკუდილად...", რამეთუ ვითარცა ჩუენ ადვილად შთავყოფთ წყალსა თავთა და აღმოვიღებთ, ეგრეთვე უფალი ადვილად მოკუდა და ინება რაი აღდგა, დაღაცათუ საიდუმლოდ სამ დღე იყო საფლავსა შინა" (განმარტება იოანეს სახარებისა. თბილისი, 1993 წ. 1, გვ. 165, 167, 168).
წმ. კირილე იერუსალიმელი: ამის შემდეგ მიგიყვანენ თქვენ ნათლობის წმიდა ემბაზთან, როგორც ჯვრიდან გარდამოხსნილი ქრისტე წაიყვანეს საფლავში. და თითოეულს გკითხავენ: გწამს თუ არა მამა, ძე და სულიწმიდა? თქვენ კი უპასუხებთ მაცხოვნებელი აღმსარებლობით და სამჯერ შთაიფლვებით და ისევ აღმოხვალთ, რითაც მიანიშნებთ უფლის სამდღიან დამარხვას, რადგან როგორც ჩვენი მაცხოვარი სამი დღე და ღამე იწვა მიწაში... და შემდგ.) (Св. Кирил Иеросалимский, тайноводственное слово о крещении 2-
ნეტ. თეოფილაქტე ბულგარელი: "მასთან ერთად დაიმარხეთ ნათლისღებით..." (კოლას. 2:12): განმარტება: ამრიგად, მონათლული ქრისტესთან ერთად იმარხება ნათლისღებით და სამგზისი შთაფლვით გამოსახავს უფლის სამდღიან დამარხვას, და კვდება, ვითარც ძველი და ცოდვილი კაცი..." (Блаж. Феофилакт, на послание к колоссаем, глава 2, ст. 12, стр. 38, изд. Казань, 1887).
წმ. იოანე დამასკელი: "...ნათლისღება სახეა ქრისტეს სიკვდილისა, რადგან სამი ჩაძირვის გზით უფლის დასაფლავების სამ დღეს მოასწავებს ნათლისღება" (Св. Иоанн Дамаскин, кн. 4, гл. 9, лист 109, о вере и крщении).
რადგან თქვენ წყალპკურებითი ან დასხმითი ნათლობის საპირისპირო განწესებებიც გაინტერესებდათ გთავაზობთ წმ. მამათა რამოდენიმე მეტად საყურადღებო განმარტებასაც:
წმ. ეფრემ ასურელი: "... მღვდელმთავრად კი მას იმის გამო კი არ უწოდა, რაც გვეძლევა მსხვერპლშეწირვის მეშვეობით, არამედ იმის გამო, რაც სულიერად გვეძლევა მისგან, ანუ მით, რათა ის ყოფილიყო განმწმენდელი შთაფლვითი ნათლობით და არა პკურებით (Св. Ефрем Сирин, на послание к евреом, часть 7, глава 2, стих 17, стр. 263).
იერემია კონსტანტინოპოლელი: "რაც შეეხება ღვთაებრივი ნათლისღებით აღორძინებას, რომლის შესახებაც მრწამსში ნათქვამია: აღვიარებ ერთსა ნათლისღებასა მოსატევებლად ცოდვათა, ჩვენ ვნათლავთ სამგზისი შთაფლვით, ხოლო ლათინები ცუდად აკეთებენ, როდესაც ნათლავენ მხოლოდ წყალდასხმით. რადგან ერთ ღვთაებაში უნდა ვაღიარებდეთ სამ იპოსტასს და ამიტომაც ნათლობა უნდა აღსრულდეს სამი ჩაძირვითა და აღმოსვლით წყალში და წმიდა სამების თითოეული იპოსტასის: მამის, ძის და სულიწმიდის სახელის მოწოდებით, რადგან ასეთია უძველესი გადმოცემა წმიდა ეკლესიის. ამავე დროს, სამი შთაფლვა და აღმოსვლა მიანიშნებს ჩვენთვის ჯვარცმული უფლის ხორცით დამარხვას სამი დღე და შემდეგ მის აღდგომას (Иеремия Константинопольский. Ответ лютераном, глава 2, стр. 15, изд. 1866 г.).
მისივე: "ნათლობა გვაძლევს ახალ ცხოვრებას და თანაგვაზიარებს ქრისტეს. ჩვენ მასთან ერთად ვიმარხებით ნათლისღებით და მასთან ერთადვე აღვსდგებით რათა გავხდეთ მისი სასუფევლის მემკვიდრენი; სამჯერ გვირგვინმოსილნი ვიქმნებით სამგზისი შთაფლვით წყალში, და არა სამგზისი დასხმით. რადგან ძველი მამები მოსანათლავზე წყალს კი არ ასხამდნენ საკუთარი ხელებით, არამედ ნათლავდნენ სამგზისი შთაფვლვით და ამაში ღვთაებრივი სახარების მოთხოვნას იცავდნენ, რომელშიც ნათქვამია: "და როცა მოინათლა იესო, მაშინვე ამოვიდა წყლიდან" (მათე 3:16). ცხადია, რომ ჯერ ის შევიდა წყალში, ხოლო შემდეგ კი აღმოვიდა. აი, ეს არის შთაფლვა და არა დასხმა" (Там-
წმ. პატრიარქ იოსების ეპისტოლე მეფისწულ ვალდემარისადმი (თ. 83): "ერთია ნათლობა მამის, ძის და სულიწმიდის სახელით. აღვიარებთ ერთ ღმერთს სამ იპოსტასში სამი შთაფლვით და არა დასხმით... ჯერ შთავიფლვით მამის სახელით, რომელსაც მოსდევს შთაფლვა ძის სახელით და სრულდება იგი შთაფვლით სულიწმიდის სახელით. ყველა შთაფლვაზე წარმოითქმება, ამინ. აი ეს არის ჭეშმარიტი ნათლობა მოსატევებლად ცოდვათა. შთავიფლვით სამჯერ უფლის სამი დღის განმავლობაში დამარხვისა და სამი დღის შემდეგ აღდგომის სახედ. ასეთია ჩვენი ნათლობა, ჩვენ მას აღვასრულებთ შთაფვლით და არა დასხმით, როგორც ამას იქმან რომაელნი და სხვა რწმენისა და ჭეშმარიტი ნათლობისგან განდგომილნი, რომლებიც ნათლობაში წყალს ასხამენ... წყალდასხმით ნათლობა არის მწვალებლური, ევნომიანური ერესი, როგორც წერს ამას ეპიფანე კვიპრელი".
დიდი კურთხევანი, ლუთერანული სარწმუნოებიდან მართლმადიდებლურ სარწუნოებაში გადმოსულთა მიღების წესი, ფურცელი 16: "ვწყევლი მათ ბილწ ნათლობას, რომელიც აღესრულება წყლდასხმით და არა შთაფლვით, რომელიც არის უფლის იორდანეში ნათლობის ხატი და გადმოცემული წმიდა მოციქულთა მიერ, რომ ნათლობა უნდა აღსრულდეს სამგზისი შთაფლვით, მამის, ძის და სულიწმიდის სახელით" (Потребник Большой, чин приходящих к православной церкви от лютеран, лист 16, 2-
აწ, თავად განსაჯეთ, კეთილი გისურვეთ მე თქვენ და თქვენს ოჯახს, ბ-
პატივისცემით: "ძველმართლმადიდებელი".
(ციტატა) (afxazi): "აკი ლათინებმა მოიგონესო?"
ძველმართლმადიდებელი -
(ციტატა) (afxazi): "აჰა, ე.ი. ჩვენს მოსაქცევად ხარ ამ ფორუმზე?"
ძველმართლმადიდებელი -
afxazi -
IOANE -
მხილებითი მხარის სიმკაცრე შეგიძლია ძველ პოლემიკურ ჟანრსის მწერლობაში ნახო, ზუსტად ქილიკის წინააღმდეგი ვარ და თუ კარგად ობიექტურად წაიკითხავ ახლიდან კომენტარებს, "პათოსს" ზუსტად აღიქვავ.
პ.ს. ვფიქრობ მართლმადიდებელი ეკლესიის წევრი ხარ, თუ არ არის ასე მაშინ მესმის, თქვენი მხრიდან ამგვარი "ლოიალობა"...
Otherguy -
afxazi, გასაგებია, განვიხილავ ამ საკითხს, კერძოდ ევქარისტიის სახეცვლილებაზე და შემდგომ გავაგრძელოთ... შენ თუ წაგიკითხავს წმინდა კირილე ალექსანდრიელის წერილები ნესტორის მიმართ? როგორ იწყება? "დამპალ, არაკაც, საცოდავ ნესტორს მიმართავს კირილე"-
lampari -
IOANE -
გსურს რა დაიმოწმო ჩვენი ეკლესიის გამოცემები, შესაბამისად შეკითხვაც მართებული იყო (გაიგე რა თქმა უნდა შეკითხვაც...). ერთი და იგივე ეკლესია არა ისტორიის მანძილზე, არამედ ერთი და იმავე პერიოდზეა საბუბარი როდესან ნათლობის ორივე ფორმას ერთდროულად ფლობს.
(ციტატა) (ძველმართლმადიდებელი): "ფიზიკა-
ეს ნაწილი მჯერა, წინა ჩამონათვლის რა მოგახსენო... არ მსურს როგორც ზემოთ აღვნიშნე თქვენს მიერ წარმოდგენილი სტატიების "ბუკვალური" კრიტიკა და ამით განგიმარტოთ თუ რაში მდომარეობს თქვენი სოფმხედველობის პრობლემა (იმედია ამას შეურაცყოფად არ მიიღებთ რადგან სწორედ ამის გამო ვკამათობთ).
(ციტატა) (ძველმართლმადიდებელი): "როგორ შეიძლება ვინმე მოკვდეს და თანადაეფლეს უფალს წყლის გადასხმით ან მისხურებით?"
"მისხურებით" ცრუდ წარმოაჩენ საკითხს, რადგან ამგვარი ცილისწამებაზე თუ საჭიროება მოითხოვს მოვიყვან მაგალითს და ცოცხალ ფაქტს (თანამედროვეს) რომ ჩვენ ეკლესიაში ეს უარყოფილია და ამგვარი ნათლობა ახლიდან აღესრულა. ახლა კი რაც შეეხება კითხვას: "ისევე როგორც მან (მაცხოვარმა), ზეგარდამო კაცმა (ο ἃνοθεν ἃνθροποσ) შეიწყნარა სიკვდილი მიწის ქვეშ დადების შემდეგ, ხოლო მესამე დღეს კვლავ აღისწრაფა მან სიცოცხლისკენ, ასევე ყველა ის, ვინც სხეულებრივი ბუნებით შემსჭვალულია მასთან (მაცხოვართან) და იმავე წარმატებას ეშურება, – ვამბობ სიცოცხლის მიჯნას, – მიწის ნაცვლად წყლით ზედდასხმული (τὀ ὒδορ ΄επιχεάμενοι) და ამ სტიქიონში (ე.ი. წყალში) შეღწეული, სამი ციკლით (სამგზის "ტრიას პერიოდოს") აღდგომის სამდღიან მადლს მიემსგავსა" (წმ.გრიგოლ ნოსელი, "დიდი სამოძღვრო ქადაგება", თავი XXXV იხ. PG.45 col. 88). ის რომ წმ. მამა საუბრობს ზედდასხმაზე ამ აზრის თვალნათლივ წარმოსაჩენად იგივე ნაშრომიდან მოვიხმობ ციტატას "როგორც ითქვა, იმდენად ვბაძავთ ზეაღმატებულ ძალს, რამდენადაც რამდენადაც დაიტევს ამას ჩვენი ბუნების სიგლახაკე. ამიტომ წყლის, წყლით სამგზის ზედდასხმულნი (ὒδορ τρἰσ έπιχεάμενοι)" (იქვე. PG.45 col.89).
"მოუხდეთ მას ჭეშმარიტითა გულითა, გულსავსებითა სარწმუნოებისაითა სხურებულნი გულითა იჭვისაგან ბოროტისა და განბანილნი გუამითა წყლითა წმიდითა, შევიკრძალოთ აღსარებაი იგი სასოებისაი". ებრ. 10, 22-
მთავარი ამ მუხლთან დაკავშირებით არის ნეტ. თეოდორიტეს განმარტება "სხურებად და წმიდა წყლად საღვთო ნათლისღებას უწოდა მან, ხოლო აღსარებად სასოებისა – სამომავლო სიკეთეთა რწმენას" (PG.82. col. 752).
(ციტატა) (ძველმართლმადიდებელი): "პირველი, -
ვერ წარმოვიდგენდი თუ ამგვარი გულისხმიყოფის ოპონენტთან მოგვიწევდა საუბარი, რომ ჩვენს მიერ გამოყენებულ ციტატებს ეპისტოლეთა განმარტებაც უნდა დავურთოთ თან, რომ ყველა ფრაზა ისე ისე გაიგონ რაც ისტორიულად იყო მოციქულის მიერ წარმოთქმული.
(ციტატა) (ძველმართლმადიდებელი): "მეორე, -
ღმერთმა შეგინდოს ცილისწამება. ხოლო რაც შეეხება მათ განჩინებას, თუ შენ ფიქრობ, რომ ნათლობის ეს წესი იმ მავნე ჩვევებს ეხმიანება, რის გამოც კრების მამებმა დაწერეს განჩინება, მაშინ გირჩევ უფრო საფუძვლიანად (და არა ციტატის დონეზე) შეისწავო ქრისტეს ეკლესია, საეკლესიო კრებების პერიოდში. მე აღარ მოვყვები როგორც ზემოთ ვთქვი თქვენს კომენტარებზე, ზედმწევნით კონტრპასუხებს, ესეც გიპასუხეთ იმის გამო, რომ მავანს საკუთარი "გულისზრახვებით" არ განესაჯა ჩვენი დუმილი, რომელიც ზემოთ უკვე აღვნიშნეთ.
მე პირადად მოგწერეთ, მაგრამ თქვენთვის ეს ნაბიჯი არ აღმოჩნდა ამ ეტაპზე მისაღები, რომ თქვენ წარმოგეჩინათ თქვენი ვინაობა, რომ უფრო კორექტული ყოფილიყო ჩვენი საუბრები. სამწუხაროდ ეს არ მოხდა მაგრამ იმედს არ ვკარგავთ, პირადად ჩემთვის მიუღებელია ამგვარი "სიტყვათა" ჭიდილი, ვფიქრობდი შემომეთავაზებინა ერთი საკითხი საპოლემიკოდ, მაგრამ ვფიქრობ ამ ეტაპზე ეს ფუჭი დროის კარგვა იქნება.
ღვთის მადლი და წყალობა, კეთილი სუვილებით ფორუმელებს!
(ციტატა) (lampari): "მინდა გითხრათ, რომ რაც მე ნათლობები მინახავს, განსაკუთრებით კომუნსტურ ეპოქაში, და პირადად მეც ნათლობის დროს ფუნჯით წამისვეს წყალი. ის აზრი რომ ჩვენს ეკლესიებში ნათლობის ორი ფორმა არსებობს. ბოლო წლების ვითარებაა. ადრეულ წასრულში მხოლოდ წყლის პკურება, წასმა და გადასხმა იყო დამკვიდრებული. საინტერესოა რა გვეშველება კომუნისტურ ეპოქაში ნათლობისას წყლით ფუნჯიტ წასმულებს. კითკვას უსმევ ფორუმში ყველა მონაწილეს".
გამარჯობათ! ჩვენს თანამედროვე ეპოქაში, მრავალი ფაქტია გამოძიებული, როდესაც საპატრიარქომ გარკვეული სასულიერო პირების მიერ მონათლულ, ადამიანებს მისცა კურთხევა ახლიდან ნათლისღებაზე, ამის თაობაზე შეგიძლია მიმართო საპარტიარქოში სპეციალურ განყოფილებას.
Otherguy -
ძველმართლმადიდებელი -
თქვენი ეკლესიის ღვთისმეტყველება და პრაქკიტა წინააღმდეგობრივია. მას ერთსა და იმავე პერიოდში არა თუ ნათლობის სხვადასხვა ფორმები, არამედ საღვთისმეტყველო სწავლებებშიც კი აქვს განსხვავებული შეხედულებები, რაც ბრწყინვალედ აღწერა ცნობილმა ძველმოწესე პოლემისტმა ფ. მელნიკოვმა თავის წიგნში "გზააბნეული ღვთისმეტყველება". http://www.oldorthodox.ge/apl_melnikovi_sarchevi.html
(ციტატა) (IOANE): "მიწის ნაცვლად წყლით ზედდასხმული (τὀ ὒ δ ορ ΄επιχεάμενοι) და ამ სტიქიონში (ე.ი. წყალში) შეღწეული, სამი ციკლით (სამგზის "ტრიას პერიოდოს") აღდგომის სამდღიან მადლს მიემსგავსა" წმ.გრიგოლ ნოსელი, "დიდი სამოძღვრო ქადაგება", თავი XXXV იხ. PG.45 col. 88".
ძველმართლმადიდებელი -
(ციტატა) (IOANE): ""მოუხდეთ მას ჭეშმარიტითა გულითა, გულსავსებითა სარწმუნოებისაითა სხურებულნი გულითა იჭვისაგან ბოროტისა და განბანილნი გუამითა წყლითა წმიდითა, შევიკრძალოთ აღსარებაი იგი სასოებისაი". ებრ. 10, 22-
ძველმართლმადიდებელი -
(ციტატა) (IOANE): "მთავარი ამ მუხლთან დაკავშირებით არის ნეტ. თეოდორიტეს განმარტება "სხურებად და წმიდა წყლად საღვთო ნათლისღებას უწოდა მან, ხოლო აღსარებად სასოებისა – სამომავლო სიკეთეთა რწმენას" PG.82. col. 752".
ძველმართლმადიდებელი -
ასე რომ, წმ. ტექსტებში მოხსენიებული საპკურებელი წყალი, ნათლისღების საიდუმლოს "პკურებითი" ფორმის მაჩვენებელი კი არ არის, როგორც ამას ზოგიერთი ფიქრობს, არამედ განმწმენდელი მადლისა, რაც როგორც უკვე ვთქვით, იორდანეში ნათლისღებით მოგვანიჭა მაცხოვარმა. ამიტომაც არის რომ როგორც ემბაზის სანათლავი წყლისთვის, ისე განწმენდის საპკურებელი წყლისთვის, ქრისტეს მიერ ბოძებული ძლიერების (მადლის) შესაძენად მღვდელი უფალს ევედრება: "... გარდამოავლინოს ამას ზედა (წყალზე -
მაგრამ, რადგანაც სწორედ ქრისტეს ნათლისღებით იკურთხა წყალი იორდანესი და შესძინა წყლის ბუნებას მადლი განწმენდისა, ჯეროვანია მას (მისით იკურთხება საპკურებელი წყალიც) სანათლავ ემბაზთან, ნათლისღების საბანელთან ერთად საპკურებელი წყალიც ეწოდოს, რამეთუ, როგორც წმ. იოანე ოქროპირი ბრძანებს: "მრავალ არს სახმარობაი იგი წყლისაი..." და მასში უფლის სიკვდილის სახედ, სამგზის დაფლვითი ნათლისღების გარდა (რითაც "თანადავეფლებით მას ნათლისღებითა სიკვდილისა მისისათა..." (რომ. 6:3, 4), და რომლის სახეც თავადვე გვიჩვენა იორდანეში ნათლისღებით, ყოველგვარ მწიკულევანებათან და დემონთა ზეგავლენისგან განწმენდაც აღესრულება, ამიტომაც არის ის "წყალი ზიარებისა და პკურებისა".
ამიტომაც არის, როგორც სანათლავ, ასევე საპკურებელ წყალზე (მცირე და დიდ აიაზმაზე) იორდანის კურთხევა რომ გადმოჰყავს ღვთისმსახურს. სხვათა შორის, როგორც მცირე, ასევე დიდი აიაზმის კურთხევისას, მაცხოვრის ნათლისღების სახედ, მღვდელი საკურთხებელი წყლით სავსე ემბაზში სამგზის შთაფლავს ჯვარს, და მით გადმოჰყავს მასზე "კურთხევა იგი იორდანისა" (უფრო დეტალურად იხ. სტატია: "საპკურებელი წყლის შესახებ".
(ციტატა) (IOANE): "ღმერთმა შეგინდოს ცილისწამება. ხოლო რაც შეეხება მათ განჩინებას, თუ შენ ფიქრობ, რომ ნათლობის ეს წესი იმ მავნე ჩვევებს ეხმიანება, რის გამოც კრების მამებმა დაწერეს განჩინება, მაშინ გირჩევ უფრო საფუძვლიანად (და არა ციტატის დონეზე) შეისწავო ქრისტეს ეკლესია, საეკლესიო კრებების პერიოდში. მე აღარ მოვყვები როგორც ზემოთ ვთქვი თქვენს კომენტარებზე, ზედმწევნით კონტრპასუხებს".
ძველმართლმადიდებელი -
(ციტატა) (IOANE): "მე პირადად მოგწერეთ, მაგრამ თქვენთვის ეს ნაბიჯი არ აღმოჩნდა ამ ეტაპზე მისაღები, რომ თქვენ წარმოგეჩინათ თქვენი ვინაობა, რომ უფრო კორექტული ყოფილიყო ჩვენი საუბრები".
ძველმართლმადიდებელი -
რატომღაც ყველა იმისკენ მიისწრაფვის შეიტყოს ჩვენი ვინაობა. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ჩვენი გაცნობა არ არის შეუძლებელი, მაგრამ ჩვენთან მოპაექრეთა ზრახვები გვაეჭვებს. ჩვენ კი არ გვსურს დაპირისპირება. ჩვენ სიმართლის გარკვევა გვსურს და ძმათა შეგონება. თუ თქვენ წინააღმდეგი ხართ, შევეშვებით ამ თემებს (უკვე საკმაოდ ვილაპარაკეთ და საკმარისი მასალებიც დავდეთ).
ჩვენ ფორუმებში მხოლოდ მაშინ გამოვჩნდებით, როდესაც ძველმართლმადიდებელ ქრისტეანებს ქრისტეანებად არ მიიჩნევენ, ლანძღავენ და ათასგვარი დამამცირებელი ეპითეტებით ხმობენ. უნდა გაიგოთ, ძვირფასო თანამემამულეებო, რომ ძველმართლმადიდებელი არც ადვილად ხელწამოსაკრავი ხალხია და არც უგულებელსაყოფი...
პატივისცემით: "ძველმართლმადიდებელი".
IOANE -
ძველმართლმადიდებელი -
არც ექსტრემისტად ვინმეს შერაცხვა დამისახავს მიზნად. რა შუაშია აქ ექსტრემიზმი საერთოდ არც მესმის. ასევე არ მესმის რატომ ცდილობთ ასე დაჟინებით ჩვენთან შეხვედრას?... ის, რომ ჩვენთან დამეგობრობის სურვილი არ გამოძრავებთ ეს მგონი საკამათო არ უნდა იყოს (რაც კარგად ჩანს თქვენი ღვარძლიანი წერილებიდან). ამდენად, არაფერი გვავალდებულებდა თქვენთვის გვეცნობებინა ჩვენი ვინაობა და საცხოვრებელი ადგილი. ერთადერთი ადამიანი, ვისაც ჩვენი პროექტის ერთ ერთმა წევრმა თავისი მობილური მიაწოდა იყო კანუდოსელი (სამწუხაროდ, ჩვენმა მეგობარმა მობილური დაკარგა და ცხადია, კონტაქტიც ვერ განვითარდა). ასე, რომ ვინც ნორმალურად იქცევა ჩვენთან, მასთან არც დაახლოვებას გავურბივართ და არც კონტაქტების მიწოდებას.
რაც შეეხება იმას, რომ თქვენ საკუთარი სახელი და გვარი მოგვწერეთ (რასაც ჩვენ ვერანაირად გადავამოწმებთ და არც გვაქვს ამის სურვილი), თქვენი პირადი ინიციატივა იყო. ჩვენ ეს არ მოგვითხოვია...
ამდენად, გთხოვთ ობიექტურობა და კორექტულობა გამოიჩინოთ. თქვენს გულწრფელობას მაშინ უფრო დავიჯერებთ.
პატივისცემით: "ძველმართლმადიდებელი".
3