არქიეპისკოპოსი პავლე (ხორავა)
გზა - მართლად სავალი
ნაწილი I
შთაფლვა თუ დასხმა?!
შთაფლვითი ნათლობის კანონიკურობისა და დასხმითი ნათლობის უკანონობის შესახებ
გზა -
ნაწილი I
შთაფლვა თუ დასხმა?!
შთაფლვითი ნათლობის კანონიკურობისა და დასხმითი ნათლობის უკანონობის შესახებ
მკითხველო, წინამდებარე წიგნი, რომლის ინტერნეტ-ვერსიასაც ჩვენს ოფიციალურ საიტზე გთავაზობთ, მართლმადიდებლური სარწმუნოების საძირკვლის გამაგრების, შენთვის ჭეშმარიტი ქრისტეანული გზის ჩვენებას ისახავს მიზნად. აქ თავმოყრილია დიდძალი კვლევითი მასალა, რომელიც ეხება დოგმატიკის, ლიტურგიკის, ეკლესიის ისტორიის და ესქატოლოგიის სფეროებს. წიგნი მდიდარია ფაქტობრივი და დოკუმენტური მასალით და მოიცავს პერიოდს I საუკუნიდან ვიდრე XXI საუკუნემდე. ავტორი გვაძლევს ნათლისღების საიდუმლოს, სხვადასხვა ლიტურგიკული წეს-ჩვეულების, 17-ე საუკუნის საეკლესიო რეფორმისა და მისი შედეგების შემჭიდროებულ, მაგრამ ამავე დროს ღრმა ანალიზს.
წიგნში მხილებულია ძველმართლმადიდებლური ეკლესიის წინააღმდეგ მიმართული ცილისწამებებისა და ბრალდებების უსაფუძვლობა; ავტორის მიზანია, ჭეშმარიტების ერთგულ ყოველ ქრისტეანს მიუთითოს გზა მართლად სავალი. იმის გასარკვევად, რომ ეს გზა სწორედ ძველმართლმადიდებლურ ქრისტეანობასთან მიდის, არა მარტო აქ მოტანილი საეკლესიო წესებისა და სხვადასხვა მოვლენის განმარტება დაგეხმარება, არამედ კრებულში თავმოყრილი სადისკუსიო მასალებიც დიდად წაგადგებგა და ორ მოპაექრე მხარეს შორის მტყუან-მართლის გარჩევაც არ გაგიჭირდება.
წიგნის პირველი ნაწილი ეძღვნება ნათლისღების საიდუმლოს, მისი შესრულების კანონიკურ და არაკანონიკურ ფორმებს; მეორე ნაწილი - 17-ე საუკუნის რუსეთის საეკლესიო რეფორმას და მის შედეგებს როგორც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისთვის, ასევე მსოფლიო მართლმადიდებლობისთვის; მესამე ნაწილი კი მთლიანად ეძღვნება ეკლესიის უძლეველობას.
ჭეშმარიტი ქრისტიანული სიყვარულით უძღვნის ამ წიგნს ძველმართლმადიდებლური ეკლესიის არქიეპისკოპოსი პავლე (ხორავა) წმიდა სარწმუნოების გზაზე შემდგარ ყოველ მართლმადიდებელს.
წიგნი გამოიცა ძველმართლმადიდებელ ქრისტეანთა შემოწირულობით.
თავი XVI
____________________________________________________________________________________________________________________
* * *
რა არის საიდუმლო? რა არის მასში უმთავრესი? რისი შეცვლა შეიძლება საიდუმლოში და რისი არა? (ან დროთა განმავლობაში რა იცვლებოდა საიდუმლოში და რა არა?).
ნესტორ ყუბანეიშვილის სახელმძღვანელოში მართლმადიდებლური ეკლესიის კატეხიზმოს შესასწავლად, რომელიც ოფიციალურმა "მართლმადიდებელმა" ეკლესიამ 1990 წელს ხელახლა გამოსცა, ნათქვამია: "საიდუმლო არის თვით იესო ქრისტესგან დაწესებული საღმრთო მოქმედება, რომლითაც მოქმედებს მორწმუნეზე მადლი და ძალი ღვთისა.
ამ რიგად საიდუმლოში გაირჩევა: 1) საღმრთო დაწესება; 2) ხილული მოქმედება; 3) უხილავი მოქმედება ღვთის მადლისა.
ღმერთი არის ერთი წყარო და მომცემი მადლისა, ამიტომ არავის სხვას, გარდა ღვთისა, არ შეეძლო დაწესება საიდუმლოებისა, რომელშიც კაცს ენიჭება მადლი" (გვ. 62).
როდის არის საიდუმლო ნამდვილი? -
საიდუმლოს აღმსრულებლად შეიძლება იყოს მხოლოდ კანონიერად არჩეული და კანონიერად ხელ-
საიდუმლოს აღსრულების დროს უნდა დაცულ იქნას და აღსრულებულ ის, რაც არის ამ საიდუმლოში უცვალებელი, ღვთისაგან მოცემული კუთვნილება.
თითოეული საიდუმლოს შესრულების დროს უნდა იხმარებოდეს ის ნივთიერება, რომელიც ბრძანა თვით საიდუმლოს დამწესებელმა (მაგ. ნათლის-
საიდუმლოს სინამდვილისთვის საჭიროა კიდევ "მოწვევა სულისა წმიდისა და ცნობილი ფორმა სიტყვათა, რომლებითაც მღვდელი განსწმენდს საიდუმლოს ძალითა სულისა წმიდისა". მოწვევა სულისა წმიდისა და წარმოთქმა დაწესებულ სიტყვათა აძლევს გარეგან მოქმედებას საიდუმლოს შესრულების დროს -
ამრიგად, ძალზე მარტივად და გასაგებად ნათქვამია, თუ რა არის უცვალებელი საიდუმლოში, რომელიც თვით უფალს დაუწესებია და მოციქულთა და მისი მემკვიდრეების მიერ დღემდე უცვალებლად გადმოგვეცა. ეს არის -
საიდუმლოს ღვთისგან მოცემულ კუთვნილებაში კი, როგორც ხსენებული კატეხიზმოს ავტორ-
ახლა ვნახოთ, რა არის ნათქვამი ამავე კატეხიზმოში ნათლისღების საიდუმლოზე: "ნათლისღება არის საიდუმლო, რომელშიც მორწმუნე სხეულის წყალში სამგზის შთაფვლითა და მოწოდებით ღვთისა მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, განიწმიდება ცოდვისაგან და მეორედ იშვება ახალ სულიერ ცხოვრებისთვის" (სახელმძღვანელო მართლმადიდებლური ეკლესიის კატეხიზმოს შესასწავლად. თბილისი. 1990 წ., გვ. 63).
იქვე ნათქვამია, რომ ნათლობის საიდუმლო შედგება ხილული და უხილავი მხარისგან: "ნათლობის ხილულ მხარეს ეკუთვნის: 1) მასალა საიდუმლოსათვის -
ხოლო ნათლისღების უხილავი მოქმედება "განამართლებს და განწმენდს მორწმუნეს, როგორც პირველქმნილ, ისე პირად, საკუთარ ცოდვებისგან, რომელიც უქმნია ნათლისღებამდე" (იქვე. გვ.63-
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ამ კატეხიზმოს თანამედროვე გამომცემლებმა სქოლიოში დაუმატეს შენიშვნა, რომლის თანახმადაც "...თუ საჭიროება მოითხოვს, მაგ. თუ ბავშვი ძალიან ავადაა, შეიძლება ეს საიდუმლო შეასრულოს ერის კაცმაც და ქალმაც; ამასთან ერის კაცმა უნდა მხოლო შთაფლას ბავშვი წყალში, ან ასხუროს წყლით და სთქვას: "ნათელს იღებს მონა ღვთისა (სახელი ) სახელითა მამისათა..." და სხვა" (იქვე, გვ. 64).
გარდა იმისა, რომ ახალმოწესეთა გაბატონებული ეკლესია თავისი ამგვარი განმარტებით (ვგულისხმობთ წყალპკურების მიჩნევას ნათლობად) სრულიად ეწინააღმდეგება მართლმადიდებელ წმიდა მამათა სჯულმდებლობას, საკუთარ თავსაც ეწინააღმდეგება, რადგან ხსენებული კატეხიზმო წყალპკურებას განსაკუთრებულ, გამოუვალ მდგომარეობაში (ვთქვათ, მძიმედ დაავადების შემთხვევაში) მიიჩნევს დასაშვებად. მაშინ, როდესაც გაბატონებული ეკლესიის სამღვდელოება ამგვარი წესით "ნათლავს" სრულიად ჯანმრთელ და საღსალამათ ადამიანებს.
ახალმოწესე მოძღვარი "არქიმანდრიტი" რაფაელი წერს: "მართალია, ეკლესიის კანონებში ნათქვამია, რომ ნათლობა დაფლვითი წესით უნდა შესრულდეს, მაგრამ მეძველწესეების მტკიცების საპირისპიროდ, პკურებითი წესით მონათვლაც იყო დაშვებული, თუმცა გამონაკლისის სახით, -
ამის შემდეგ განა გამოცანად არ რჩება რომ ისეთ წყალუხვ ქვეყანაში, როგორიც საქართველოა, რა სახის "სასიკვდილო საფრთხე" ემუქრება გაბატონებულ ეკლესიას ან ისეთი რა "ავადმყოფობა" სჭირს, მასობრივად, წყალპკურებით რომ "ინათლებიან", თუმცა ეს "გამოცანა" კარგად ამოხსნა ამავე ეკლესიის მოძღვარმა არჩილ მინდიაშვილმა, როდესაც ქართულ ეკლესიებში გამონაკლისი წესის საყოველთაოდ დამკვიდრება მღვდელმსახურთა მცონარებას მიაწერა (იხ. ა. მინდიაშვილი. "მართლმადიდებლობის ზეიმი", თბილისი, 1994 წ. გვ. 74). ჩვენი მხრიდან დავამატებთ, რომ მცონარების გარდა, ამ უსჯულოებას ანგარებაც უდევს საფუძვლად, მაგრამ ამის შესახებ როგორმე სხვა დროს ვილაპარაკებთ.
ხოლო ე. ჭელიძე დასხმით ნათლობას არათუ "უკიდურესი საჭიროების შემთხვევაში" აღსასრულებელ ფორმად მიიჩნევს, არამედ შთაფლვითი ნათლობის ტოლფასოვან და სრულფასოვან კანონიკურ ნორმადაც კი ასაღებს და, როგორც ქვემოთ ვნახავთ, მას თურმე ისევე უნდა ვიცავდეთ, როგორც შთაფლვით ნათლობას.
ამრიგად, საკუთარ კატეხიზმოში მოცემული განმარტების საპირისპიროდ, ოფიციალურმა ეკლესიამ ისე დაამახინჯა სწავლება ნათლობის შესახებ, რომ უკვე გამონაკლისად იქცა ნათლობის კანონიკური ფორმა, წყალში სამჯერადი შთაფლვა, ხოლო წყალპკურება, პირიქით, აღიარებულია საყოველთაო წესად (მეტიც, ამ ბოლო დროს ბერძნები უკვე ამკვიდრებენ ე. წ. "აერობაპტიზმას". ანუ ჰაერში "ნათლობას". პანაიოტოს ი. ბუმისი, ათენის უნივერსიტეტის პროფესორი, ნაშრომში "კანონიკური სამართალი", რომელიც ქართულ ენაზეც გამოიცა პროფ. ექვთიმე კოჭლამაზაშვილისა და დეკანოზ იოანე მამნიაშვილის რედაქტორობით, საგანგებო შემთხვევებში, "თუკი არსებობს საშიშროება, რომ ჩვილი მოკვდეს", დასაშვებად მიიჩნევს ე. წ. ჰაერით ნათლობას, ანუ "ჩვილს სამჯერ აამაღლებენ ჰაერში ყოვლადწმიდა სამების სახელით"" (პანაიოტოს ი. ბუმისი. "კანონიკური სამართალი", თბილისი 2007 წ., გვ. 80).
* * *
მაგრამ, მოდი, კვლავ ჩვენს თემას და წმ. კვიპრიანე კართაგენელის გამონათქვამს დავუბრუნდეთ. მოკლედ, ნებისმიერი საეკლესიო საიდუმლოს უმთავრეს ნიშანს, როგორც ღვთისგან ბოძებულ უცვალებელ კუთვნილებას, მისი აღსრულებისთვის საჭირო ნივთიერება, ფორმა (ხილული მხარე) და სულიწმიდის გარდამოსაწვევი ფორმულა წარმოადგენს, რომლის გამარტივება ან გაუქმება ძალას უკარგავს საიდუმლოს და აყალბებს მას. "საიდუმლო არის თვით იესო ქრისტესგან დაწესებული საღმრთო მოქმედება, -
მაგრამ, რას გულისხმობდა წმ. კვიპრიანე, როდესაც ამბობდა "მაცხოვნებელ საიდუმლოებებში, საჭიროების მოთხოვნისამებრ და ღვთის მიერ თავისი გულმოწყალების განვრცობის კვალობაზე, ყოველივეს უბოძებს მორწმუნეებს საღვთო შემოკლებანი" (ე. ჭელიძის თარგმანი -
როგორც ზემოთ უკვე აღვნიშნეთ წმ. კვიპრიანე არ განმარტავს თუ რას გულისხმობს "შემოკლებაში" (ე. ჭელიძის თარგმანით: "საღვთო შემოკლებანში"), ის არ გვეუბნება, მაგალითად, როგორ შეიძლება შემოკლდეს ზიარების საიდუმლო, მირონცხება, ხელდასხმა და ა. შ. მაგრამ, ამბობს, თუ უკიდურესი საჭიროება დადგა, შესაძლო არისო ამ საიდუმლოთა შემოკლებაც. რადგან წმ. კვიპრიანე არაფერს გვეუბნება თუ რა იგულისხმება "საღვთო შემოკლებებში" და საიდუმლოს რომელ მხარეს ეხება ეს შემოკლება, ე. ჭელიძემ გადაწყვიტა, თვითონ განუმარტოს მკითხველს ეს საკითხი და სანიმუშოდ აიღო ზიარების, ანუ ევქარისტიის საიდუმლოს "შემოკლების" საკითხი.
ე. ჭელიძის აზრით, "მოძღვრის მსჯელობა ამ შემთხვევაში ეხება არა მხოლოდ ნათლისღებას, არამედ ზოგადად მაცხოვნებელ საეკლესიო საიდუმლოებებს, რომელთაგან ყველაზე აღმატებულია ზიარება ანუ ევქარისტია და, რა თქმა უნდა, მოძღვარიც პირველ რიგში მას გულისხმობს. შესაბამისად სავსებით აშკარაა, რომ მოცემულ კონტექსტში გამოთქმა "საჭიროების მოთხოვნისამებრ" იმდენადვე განეკუთვნება მაცხოვნებელ ნათლისღებას, რამდენადაც მაცხოვნებელ ზიარებას, ხოლო ზიარებასთან დაკავშირებით, როგორც უკვე აღვნიშნავდით, სწორედ საჭიროების მოთხოვნისამებრ ანუ საკუთრივ "სიმოკლისთვის" ირჩია მრევლმა და პრაქტიკაშიც დაიკანონა იოანე ოქროპირის ლიტურგია (თავდაპირველი იაკობისეული ვრცელი ლიტურგიის სანაცვლოდ), რის ანალოგადაც უადრეს პერიოდში (და კონკრეტულად კიპრიანეს დროს) ცნობილი იყო მოკლე ლიტურგია პეტრე მოციქულისა. აი, ამაზე ხდება მოცემულ შემთხვევაში საგანგებო ხაზგასმა წმ. კვიპრიანეს მხრიდან, როდესაც იგი იყენებს გამოთქმას "საღვთო შემოკლებანი"" (ე. ჭ. "სული -
ფორმათა შემოკლების თემას ჩვენ კიდევ შევეხებით, აქ კი მოკლედ აღვნიშნავთ, რომ ერთობ დიდი განსხვავება ნათლისღების შესრულების ფორმობრივ განსხვავებასა და იაკობის ლიტურგიის შემოკლებას შორის, რადგან წმ. იოანე ოქროპირს არანაირად არ შეუცვლია (და საერთოდ, არავის არასოდეს შეუცვლია) წმ. ზიარების საიდუმლოში "ღვთისგან მოცემული კუთვნილება". გავიხსენოთ, რას ამბობდა ნესტორ ყუბანეიშვილი (და მის კვალობაზე თვით გაბატონებული "მართლმადიდებელი" ეკლესია) საეკლესიო საიდუმლოთა სწორად აღსრულების თაობაზე: "საიდუმლო ნამდვილია და მადლი ღვთისა უეჭველად გადმოდის კაცზე მაშინ, როდესაც შესრულებულია წესიერად, სწორად. სწორი და წესიერი შესრულება საიდუმლოსი ის არის, რომ შესრულების დროს დაცულ იქმნას ყოველივე მოთხოვნა აღმასრულებელისა და თვით აღსრულების შესახებ. ... საიდუმლოს აღსრულების დროს უნდა დაცულ იქნას და აღსრულებულ ის, რაც არის ამ საიდუმლოში უცვალებელი, ღვთისაგან მოცემული კუთვნილება.
თითოეულ საიდუმლოს შესრულების დროს უნდა იხმარებოდეს ის ნივთიერება, რომელიც ბრძანა თვით საიდუმლოს დამწესებელმა (მაგ. ნათლის-
ამრიგად, თუ წმ. კვიპრიანე კართაგენელის შეხედულებით ნათლისღების საიდუმლოში, სადაც ღვთისგან მოცემული კუთვნილება არის "სამ-
ე. ჭელიძე, ცხადია, თავს არიდებს ამგვარ წინააღმდეგობას და აქცენტი შეგნებულად გადააქვს ლიტურგიის ხანგრძლივობის შემოკლებაზე (და არა უშუალოდ საიდუმლოს აღსრულების "ღვთისგან ბოძებულ კუთვნილებაზე" -
აბსოლუტურად მცდარი და მიუღებელია ე. ჭელიძის მტკიცება, თითქოსდა მრევლმა ირჩია და პრაქტიკაშიც დაიკანონა წმ. იოანე ოქროპირის ლიტურგია "სიმოკლისთვის"... ე. ჭელიძეს ძველი, წმ. იოანე ოქროპირის დროინდელი და თავისი დღევანდელი, თვითნებობების მოყვარული ეკლესია ერთმანეთში ერევა. ე. ჭელიძის თქმიდან გამოდის, რომ ძველი ეკლესია სიზარმაცით ყოფილა გამორჩეული, რადგან ოქროპირის ლიტურგია "სიმოკლისთვის" აურჩევია... ეს კიდევ არაფერი, იმდროინდელი მრევლი სჯულმდებელიც ყოფილა და ეს მის მიერ არჩეული ლიტურგია "პრატიკაშიც დაუკანონებია" (საინტერესოა როგორი იყო ლიტურგიათა "არჩევისა" და "დაკანონების" პრინციპები -
წმ. იოანე ოქროპირის ლიტურგიასთან დაკავშირებით უნდა ითქვას შემდეგი: წმ. ბასილი დიდი 91-
ამის თანახმად წერენ და განმარტავენ ამ კანონს ზონარა, ბალსამონი და არისტინეც, რომელთა განმარტებებს სიმოკლისთვის არ დავიმოწმებთ. ხოლო ის, რომ პირველი საუკუნეების ეპისკოპოსებს თავიანთი ლოცვები და სხვადასხვა სახის სიახლეები შეჰქონდათ ლიტურგიაში, ჩანს შემდეგი მოწმობიდან: წიგნში "რომაული ლიტურგიის შესახებ" (О римской литургии) ვკითხულობთ: "უნდა შევნიშნოთ, რომ ძველად კერძო ეკლესიები... ერთმანეთს შორის განსხვავდებოდნენ წესებით, გალობითა და ლოცვებით" (გვ. 80-
შესაძლოა ეს უკანასკნელი მოწმობა განეკუთვნება ბასილი დიდზე და იოანე ოქროპირზე უგვიანეს დროებას, მაინც ნათლად ათვალსაჩინოებს ძველი ლიტურგიების მდგომარეობას, რომელთა მოწესრიგება, უკიდურეს შემთხვევაში, არ შეიძლება ჩაითვალოს დაუშვებელ, ცოდვილ ცვალებადობად ან მოციქულთა ლიტურგიის გაუქმებად.
ზემოთ მოტანილ სამ მოწმობას გვსურს დავუმატოთ კიდევ ერთი ისტორიული ცნობა, რომელიც მოცემულ საკითხს ეხება და რომლის მიხედვით: "IV საუკუნეში, როდესაც შეწყდა ქრისტეანთა დევნა და ეკლესიას შესაძლებლობა მიეცა თავისუფლად კეთილმოეწყო საკუთარი ღვთისმსახურება, აღმოჩნდა, რომ ლიტურიის სფეროში მრავალგვარობა და განსხვავება იყო არა მარტო ცალკეულ, ადგილობრივ ეკლესიებს შორის, არამედ ერთსა და იმავე ეკლესიის სხვადასხვა სამრევლოებს შორისაც კი; ეს განსხვავებანი ეხებოდა ლოცვებს, რომელთაც ერთი და იგივე შინაარსი ჰქონდათ, მაგრამ გადმოცემის ფორმის მიხედვით განსხვავდებოდნენ. აღიარებულ იქნა ლიტურგიათა მოწესრიგების საჭიროება და ისიც, რომ სხვადასხვა ეკლესიათა ლიტურგიები უნდა ყოფილიყო ერთგვაროვანი და თანხმიერი. ამ მიზნით წმ. ბასილი დიდმა გადაამოწმა და შეამოკლა მანამდე გამოყენებული ძველი ლიტურგიები, რომლებიც მოციქულ იაკობის სახელს ატარებდნენ" (Три литургии. Заметка в Современном календаре 1898 г., изд. Ступина, месяц сентябрь).
აქ დამოწმებული მონაცემები ადასტურებს, რომ წმიდა ბასილი დიდმა კი არ გააუქმა, არამედ მხოლოდ მოაწესრიგა მოციქულის ლიტურგია, რომელიც სხვადასხვა ადგილობრივ ეკლესიებში განსხვავებული იყო, ზოგან კი უზუსტობები და დაუშვებელი დანამატებიც შეტანილიყო.
ამის შემდეგ "ამ წმიდა მამამ (ოქროპირმა) აიღო იგივე წესები და ჩვეულებები, რაც ბასილი დიდის ლიტურგიაშია მოცემული. მან მხოლოდ შეამოკლა ლოცვები" (гл. 7, § 1, стр. 190), -
"მან (ოქროპირმა), -
როგორც პირველი, ასევე ბოლო მოწმობებიდან ნათლად ჩანს, რომ არც წმ. ბასილი დიდს და არც წმ. იოანე ოქროპირს მოციქულთა ლიტურგია არ შეუცვლიათ, არამედ მხოლოდ მოაწესრიგეს და სრულყვეს იგი. ისეთი განსხვავებანი ლიტურგიებს შორის, როგორიც დღეს გვაქვს ბასილი დიდისა და იოანე ოქროპირის ლიტურგიებს შორის, უძველეს დროშიც იყო და ეს არ ითვლებოდა რაიმე ცოდვად, უბრალოდ, მაშინ ის არსებობდა როგორც ამა თუ იმ ეპისკოპოსის ქრისტეანული სულის სიმაღლის გამოხატულება და არ იყო დაცული მოციქულთა რომელიმე სპეციალური კანონით.
იმის საჩვენებლად, რომ ძველ ლიტურგიებს შორის არსებობდა გარეგანი, არაარსებითი განსხვავება, სასარგებლოდ გვიჩნს, გაგაცნოთ ამონარიდი წიგნიდან "ძველი ლიტურგიების კრებული" (Собрание древних литургий), რომელიც სანკტ-
შემდეგ, ყველა ძველ ეკლესიაში ლიტურგია ერთია არა მარტო მის უმთავრეს ნაწილებში, არამედ ძირითადი თემის ერთობაშიც, რომელიც მის უმთავრეს ნაწილში -
ლიტურგიის გარეგანი მხარე ქრისტეანული მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, სხვადასხვა დროს განსხვავებული იყო... რადგან, მოციქულთაგან ლიტურგია წერილობითად კი არ მოგვეცა ან რაიმე ჩანაწერის სახით, რომელიც მოციქულებმა დატოვეს და მისი დაცვა ყოველ დეტალსა და ასოში უცვალებლად დაგვავალეს, არამედ ზეპირი გადმოცემით, რომლის მიხედვითაც ამცნეს ყველა ეკლესიას, უცვალებლად დაეცვათ მხოლოდ მათ მიერ გადმოცემული არსებითი მომენტები. Xოლო, რაც შეეხება არაარსებითს, როგორიც არის მაგალითად, წმ. წერილის საკითხავთა რაოდენობა და თანმიმდევრობა ან საგალობელთა და ლოცვათა რაოდენობა და ტექსტი; ასევე სხვადასხვა საწესჩვეულებო მოქმედებანი და სხვა, თავიანთი მოწაფეების შეხედულებაზე დატოვეს...
ის, რომ ლიტურგია მოციქულთაგან მიგვიღია არა წერილობით, არამედ ზეპირი გადმოცემით, პირდაპირ და სრულიად ცხადად არის ნათქვამი წმ. ბასილი დიდის წიგნში "სულიწმიდის შესახებ" (О Святом Духе, гл. 27); თუ ჩვენამდე მოაღწიეს ლიტურგიებმა, რომლებიც ატარებენ იაკობ და მარკოზ მოციქულთა სახელებს და, თუ არსებობს ძველი მოწმობები ამ მოციქულთა, როგორც ლიტურგიის დამწერთა შესახებ, ეს რაიმე წერილობით ლიტურგიკულ წყაროზე კი არ მიუთითებს, რომლებიც მათ ეკლესიას დაუტოვეს, არამედ იმაზე, რომ სწორედ ამ მოციქულთაგან გადმოეცა ლიტურგია იერუსალიმისა და ალექსანდრიის ეკლესიებს, რომლებიც ამ ეკლესიათა დამაარსებლები და ეპისკოპოსები იყვნენ.
უეჭველია იაკობისა და მარკოზის მონაწილეობა უძველესი ლიტურგიის მოწესრიგების საქმეში და მათი ლიტურგიების ზეგავლენა სხვა ქრისტეანულ ეკლესიათა ლიტურგიებზე. ამის დასტურად გამოდგება ყველა ძველი ლიტურგიის მსგავსება და თანხმობა უმთავრესსა და არსებითში. ხოლო მსგავსება და თანხმობა, შეუძლებელია ავხსნათ სხვა რომელიმე მიზეზით, რადგან შემთხვევითობის დაშვება მოცემული მოვლენის ასახსნელად გონივრული პასუხის უარყოფის ტოლფასი იქნებოდა.
ამგვარად, გადმოცემა იაკობისა და მარკოზის ლიტურგიების შესახებ მის ერთადერთ და სწორ გააზრებაში, სულაც არ იმყოფება წინააღმდეგობაში ბასილი დიდის სიტყვებთან, რომ ადრე არავის გადმოუცია ლიტურგია წერილობითი სახით, ასევე სხვა ისტორიულ ფაქტებთან, რომელთა შესახებაც ზემოთ უკვე ვილაპარაკეთ.
იმავეს ამტკიცებენ სხვა თანამედროვე მკვლევრები და ლიტურგისტები; მაგალითად, პროფ. პოკროვსკი წერს: "მოციქულთათვის ქრისტე მაცხოვრის მიერ ბოძებული მცნება: "ამას ჰყოფდით მოსახსენებელად ჩემდა" მოციქულთა ლიტურგიის ამოსავალი წერტილი გახდა. მოციქულთა დროინდელ ლიტურგიაზე მინიშნებებს ჩვენ ვხვდებით მოციქულთა საქმეებსა და ეპისტოლეებში; მოციქულებრვი კაცთა დროინდელ ლიტურგიებზე -
შესაძლოა ეს ცნობები მეტად მოკლეა და არასაკმარისი, მაგრამ მაინც გვაიძულებენ ვაღიაროთ, რომ უკვე პირველდაწყებით ქრისტეანობაში არსებობდა გარკვეული წყობა ლიტურგიისა, რომელიც თავიდან საიდუმლო სერობის "თვითმხილველ" მოციქულთაგან ამავე სერობის სახით ჩამოყალიბდა. იუსტინე მოწამე მოკლე ცნობებს გვაწვდის ჩვენთვის უკვე ძვირფას ცნობებს თვით ლიტურგიის წყობის შესახებ: პურსა და თასზე ღვინითა და წყლით, სულიწმიდის ქებაზე ძის სახელით და მამის დიდებაზე, მადლობაზე, მორწმუნეთა ქრისტეს უპატიოსნესი ხორცითა და სისხლით ზიარებაზე. ცხადია, რომ მოციქულთა მარცვალი ლიტურგიისა II საუკუნეში იზარდა და გარკვეული ნაყოფიც გამოიღო. ამას ირიბად ადასტურებს ჩვენამდე მოსული გადმოცემა მოციქულთა: იაკობის, ასევე მარკოზის, პეტრეს და თადეოსის მიერ ლიტურგიის შედგენის თაობაზე. ამ მოციქულთა ლიტურგიებმა ჩვენამდე წერილობითადაც მოაღწია (ცხადია, იგულისხმება მოციქულთა ზეპირი გადმოცემების გვიანდელი ჩაწერა -
მოციქულთა ეპოქაში, რომლებსაც ყოველთვის მჭიდრო ურთიერთკავშირი ჰქონდათ, არ შეიძლებოდა გაჩენილიყო მსხვილი ლიტურგიკული განსხვავებები; ისინი ეხებოდა მხოლოდ ევქარისტული ლოცვების ფორმულირებას, რომელშიც თავისუფალი იმპროვიზაცია დაშვებული გახლდათ. მაგრამ ქრისტეანობის გავრცელებასთან და აქ ეპისკოპოსებისა და პრესვიტერების გამრავლებასთან ერთად, მწვალებლობათა და განხეთქილებათა აღმოცენებასთან ერთად, რომლებიც ლიტურგიკული საშუალებებითაც კი სარგებლობდნენ თავიანთი ცრუსწავლების პროპაგანდის მისაღწევად, ნელ-
დადგა IV საუკუნე, ქრისტეანული ეკლესიის მდგომარეობა მკვეთრად შეიცვალა: დევნილი ეკლესიიდან ის მფარველობაში აღმოჩნდა, შემდეგ კი გაბატონებული მდგომარეობაც დაიკავა; დადგა საეკლესიო ყოფიერების ფართო, ორგანიზებული მოწყობის აუცილებლობა; მომწიფდა მსოფლიო კრებათა ეპოქა, რომელიც ერთ ერთი უძლიერესი საშუალება იყოს ორთოდოქსიისა და საეკლესიო ერთობის გასამყარებლად.
კონსტანტინოპოლი გახდა იმპერიის დედაქალაქი; პატარა ბიზანტიამ მალე იცვალა თავისი იერსახე: მასში გაჩნდნე ვილები, სასახლეები, ბრწყინვალე ქრისტეანული ტაძრები; კონსტანტინოპოლის ქრისტეანული მოსახლეობა ძლიერ გაიზარდა; ლიტურგიის მოწყობის და მოწესრიგების დროც დადგა. ამ მიმართულებით უზარმაზარი ნაბიჯი სწორედ ბასილი დიდმა გადადგა, რომელსაც ეკლესიური საკითხების მოგვარებაში თავისი უდიდესი როლი ჰქონდა: მან პირველმა მოგვცა ვრცელი ლიტურგიული მასალის სისტემატიზაციისა და ერთ მწყობრ სისტემად ჩამოყალიბების ბრწყინვალედ შესრულებული მცდელობა. ისეთი მცდელობა, რომელმაც გააერთიანა ადგილობრივი მოთხოვნილებები, შეავსო ყოველგვარი გაუთვალისწინებლობა..." (журнал "Отдых христианина". февраль 1908 г., стр. 6-
"აქედან გამომდინარეობს მხოლოდ ერთადერთი სწორი დასკვნა, რომ ბასილი დიდმა მოციქულთა ლიტურგია კი არ შეცვალა, არამედ მას, ზემოთ დასახელებულ მიზეზთა გამო, ერთი, გარკვეული სახე მიანიჭა. ასე მოიქცა წმ. იოანე ოქროპირიც, რომელმაც, როგორც ეს ზემოთ ვნახეთ, კი არ შეცვალა წმ. ბასილი დიდის ლიტურგია, არამედ მხოლოდ ზოგიერთი ლოცვა გადმოსცა შემოკლებით"» (Д. С. ВАРАКИН. Рассмотрение примеров приводимых в защиту реформ бывшего патриарха Никона. О литургии. Библиотека журнала "Церковь". Москва 1999).
ამრიგად, "ამ ორმა ბუმბერაზმა მსოფლიო მოძღვარმა მთელი თავიანთი ძალა და ღონე გამოიყენა იმისთვის, რათა შეურყვნელად შეენარჩუნებინათ მოციქულთა ლიტურგია და გაეწმინდათ იგი დანაშრევებისა და დანამატებისგან, რომელიც მასში ძველი ეკლესიის ეპისკოპოსებს შემოჰქონდათ; ლიტურგიასთან მიმართებაში მათ გააკეთეს მხოლოდ ის, რასაც თვით მოციქულები არ უკრძალავდნენ არავის თავიანთი დადგენილებებითა და კანონებით" (დ. ს. ვარაკინი. იქვე).
ასე რომ, ე. ჭელიძის მცდელობა, წმ. იოანე ოქროპირის ლიტურგია წარმოაჩინოს ევქარისტიის, ეკლესიის ამ უმთავრესი საეკლესიო საიდუმლოს "საღმრთო შემოკლებად", ისევე ავანტიურისტული და ყალბია, როგორც სხვა დანარჩენი.
და ბოლოს, ე. ჭელიძის განმარტებაში თავს იჩენს ალოგიკურობაც. თავად განსაჯეთ, თუ ლიტურგიის ფორმის შეცვლა-
ხოლო, თუ, ე. ჭელიძის აზრით, საიდუმლოს "შემოკლება" სწორედ მისი ძირითადი ფორმის, უფლის მიერ დაწესებული კუთვნილების შემოკლებას გულისხმობს, მაშინ ევქარისტიაშიც ეს სწორედ პურსა და ღვინოს უნდა ეხებოდეს და არა თვით ლიტურგიის ხანგრძლივობას. ეს კი ნამდვილად იქნებოდა ლიტურგიის დარღვევა, ისევე, როგორც ნათლობის დარღვევაა წყალპკურებითი ფორმის გამოყენება.
სხვათა შორის, ძველმართლმადიდებლურ პრაქტიკაში არსებობს კიდევაც შემოკლებული ნათლისღება, როდესაც საჭიროა სასწრაფო ნათლობა და ნათლისღების საიდუმლოს მთელი წეს-
***
სიტყვამ მოიტანა და, რაკიღა შევეხეთ საეკლესიო საიდუმლოებათა ფორმების ცვალებადობის საკითხს, სანამ კვლავ წმ. კვიპრიანეს ნათქვამის განხილვას განვაგრძობდეთ, ჯეროვანი იქნება, აქვე ჩავრთოთ ე. ჭელიძის სხვა მოსაზრებებიც "ფორმობრივ ცვალებადობასთან" დაკავშირებით.
დასხმით-
თავისი პირველი "ანტისტაროვერული" წიგნის "ეკლესია -
ე. ჭელიძის ამ მსჯელობაზე ჩვენ არ გავამახვილებდით ყურადღებას, რადგან ის ადრინდელ ძველმართლმადიდებელ პოლემისტთა იმ შეხედულების საპირისპიროდ არის გამოთქმული, რომელთა მტკიცებითაც სამოციქულო გადმოცემები და ჩვეულებები არ იცვლებოდა და საუკუნეთა განმავლობაში უცვალებლად გადმოდიოდა ქრისტეანთა ერთი თაობიდან მომდევნო თაობაზე. მაგრამ ე. ჭელიძის ამ მსჯელობას, ოფიციალური "მართლმადიდებელი" ეკლესიის ადეპტები ხშირად გვიმოწმებენ ნათლისღების საიდუმლოში, შთაფლვითი წესის დასხმით შეცვლის გასამართლებლად. შეფარვით, შესაძლოა, ამას თვით ე. ჭელიძეც გულისხმობდეს.
მკითხველს რჩება შთაბეჭდილება, რომ დროის მოთხოვნილების მიხედვით თითქოსდა შესაძლებელი იყოს საეკლესიო საიდუმლოებათა შეცვლა, მათი რიტუალური სახეცვლილება. მაგრამ, რა სახის ცვლილებებია ეს და საიდუმლოს რომელ მომენტებს ეხება? რამდენად გამართლებულია საიდუმლოს გარეგანი მხარის შეცვლა "დროის მოთხოვნილებებიდან" გამომდინარე და რამდენად სამართლიანად ეფუძნება ამგვარი ცვლილებები წმ. მაქსიმე აღმსარებლის განმარტებებს? ამ საკითხის გასარკვევად ჯერ უნდა ვნახოთ, საეკლესიო საიდუმლოთა რომელ მომენტებზეა ლაპარაკი, შემდეგ კი გავარკვიოთ თვით საიდუმლოს რაობა და ისიც თუ რა არის მასში ცვალებადობას დაქვემდებარებული და რა უცვალებელი.
1. "მირონცხების შემდეგ წმიდა ზიარების მისაღებად მიჰყავს (მღვდელს -
ჩვენი პასუხი: წმ. მაქსიმეს მიერ აღწერილი ეს ცვლილება არანაირად არ ეხება თვით ზიარების საიდუმლოს, არამედ იმას, თუ როგორ უნდა ეზიაროს ახალმონათლული. ჩვენ კი ვლაპარაკობთ უშუალოდ საიდუმლოს უმთავრეს მომენტზე და არა ზოგადად საიდუმლოში არსებულ სხვადასხვა რიტუალზე, რაც უხვად ახლავს შვიდივე საეკლესიო საიდუმლოს. თუ რას ვგულისხმობთ, ამას უფრო დაწვრილებით ქვემოთ მოგახსენებთ. აქ კი ვიტყვით, -
2. "ერთგან ბარძიმთან დაკავშირებით ასეთ რიტუალურ განსხვავებას ასაჩინოებს წმ. მაქსიმე: "იცოდე, რომ არა მხოლოდ წმიდა პური დაიგებოდა დაბურვილად, არამედ, აგრეთვე, საღვთო სასმისიც, რაც არ ხდება ამჯამად" (იქვე. გვ. 145).
ჩვენი პასუხი: არც ეს მომენტი შეიძლება იქნას მიჩნეული მნიშვნელოვან ცვლილებად საეკლესიო საიდუმლოსთვის (კონკრეტულად ევქარისტიის საიდუმლოსთვის). თუ რატომ, ნაწილობრივ ზემოთ უკვე ვილაპარაკეთ. დაწვრილებით -
3. "ამჯერად მოვიტანთ წმ. დიონისეს ხსენებულ შრომაზე დართულ ერთ მეტად მნიშნელოვან კომენტარს, რომელიც კონკრეტულად ჟამისწირვის რიტუალურ ცვალებადობას ასაჩინოებს. ... ახალქართულად მოტანილი კომენტარი ასეთი სახის იქნება: "იცოდე, რომ ჟამისწირვის ეს წესი იმ დროს (ე. ი. წმ. დიონისე არეოპაგელის ჟამს. -
ჩვენი პასუხი: მაგრამ, ჯერ-
ის ცვლილებები, რომლებიც შეხებია საეკლესიო საიდუმლოთა წეს-
ზემოთ უკვე განვმარტეთ, თუ რა არის საიდუმლო, რისი შეცვლა შეიძლება საიდუმლოში და რისი არა (ან დროთა განმავლობაში რა იცვლებოდა საიდუმლოში და რა არა?). აქ მხოლოდ მოკლედ გავიმეორებთ, რომ საიდუმლოში გაირჩევა სამი უმთავრესი მომენტი: 1) საღმრთო დაწესება; 2) ხილული მოქმედება; 3) უხილავი მოქმედება ღვთის მადლისა.
1) საღმრთო დაწესება, ნიშნავს, რომ ღმერთი არის ერთადერთი წყარო და მომცემი მადლისა, ამიტომ "არავის სხვას, გარდა ღვთისა, არ შეეძლო დაწესება საიდუმლოებისა, რომელშიც კაცს ენიჭება მადლი" (სახელმძღვანელო მართლმადიდებლური ეკლესიის კატეხიზმოს შესასწავლად, თბ. 1990 წ. გვ. 62).
2) ხილული მოქმედება. ხსენებული "კატეხიზმო" სწორად გვასწავლის, რომ "მართლმადიდებელი ეკლესიის სწავლით, საიდუმლო ნამდვილია და მადლი ღვთისა უეჭველად გადმოდის კაცზე მაშინ, როდესაც შესრულებულია წესიერად, სწორად. სწორი და წესიერი შესრულება საიდუმლოსი ის არის, რომ შესრულების დროს დაცულ იქმნას ყოველივე მოთხოვნა აღმასრულებელისა და თვით აღსრულების შესახებ.
საიდუმლოს აღმსრულებლად შეიძლება იყოს მხოლოდ კანონიერად არჩეული და კანონიერად ხელდასხმული მღვდელმთავარი და მღვდელი.
საიდუმლოს აღსრულების დროს უნდა დაცულ იქნას და აღსრულებულ ის, რაც არის ამ საიდუმლოში უცვალებელი, ღვთისაგან მოცემული კუთვნილება.
თვითოეულ საიდუმლოს შესრულების დროს უნდა იხმარებოდეს ის ნივთიერება, რომელიც ბრძანა თვით საიდუმლოს დამწესებელმა (მაგ. ნათლის-
3) უხილავი მოქმედება ღვთის მადლისა. საიდუმლოს სინამდვილისთვის საჭიროა კიდევ "მოწვევა სულისა წმიდისა და ცნობილი ფორმა სიტყვათა, რომლებითაც მღვდელი განსწმენდს საიდუმლოს ძალითა სულისა წმიდისა". მოწვევა სულისა წმიდისა და წარმოთქმა დაწესებულ სიტყვათა აძლევს გარეგან მოქმედებას საიდუმლოს შესრულების დროს -
ამრიგად, საიდუმლოში უცვალებელია ყოველივე ის, რაც თვით უფალს დაუწესებია და რაც მოციქულთა და მისი მემკვიდრეების მიერ დღემდე უცვალებელად გადმოგვეცა. ეს არის -
საიდუმლოს ღვთისგან მოცემულ კუთვნილებაში კი, როგორც ხსენებული კატეხიზმოს ავტორ-
ამავე კატეხიზმოში, როგორც ეს ზემოთ უკვე ვნახეთ და განვმარტეთ, ძალიან მარტივად და გასაგებად არის ნათქვამი, რომ ნათლისღების საიდუმლოში, რომლის დამწესებელი არის თვით უფალი ჩვენი იესუ ქრისტე, საღმრთო კუთვნილება, რისი შეცვლაც დაუშვებელია, არის ნივთიერება (ნათლისღებაში წყალი), გარეგნული მღვდელმოქმედება, ანუ ფორმა (ნათლისღებაში წყალში სამგზის შთაფლვა) და წარმოსათქმელი ფორმულა (ნათლისღებაში თითოეულ შთაფლვაზე წმ. სამების თოთოეული იპოსტატის სახელის წარმოთქმა. ნათლისღების ფორმულა ასე იკითხება: "ინათლება მონა ღვთისა სახელითა მამისათა, და ძისათა და სულისა წმიდისათა. ამენ").
ამრიგად, როდესაც საეკლესიო საიდუმლოს ფორმობრივ ცვალებადობაზე ვლაპარაკობთ, მხედველობაში უნდა მივიღოთ ის, რომ ამ საიდუმლოში არ უნდა იცვლებოდეს ღმრთისგან ბოძებული კუთვნილება, საიდუმლოს ის უცვალებელი ნიშნები, რომელთა გარეშეც საიდუმლო ასეთად ვერ ჩაითვლება.
ე. ჭელიძის მიერ ზემოთ მოტანილი მაგალითები საიდუმლოს ცვალებადობის და მით უმეტეს ნათლისღებაში შთაფლვის დასხმით შეცვლის გამამართლებელ არგუმენტებად ვერანაირად ვერ გამოდგება, რადგან ეს ცვლილებები არ ეხება უმთავრესს, ანუ "ღმრთისგან ბოძებულ უცვალებელ კუთვნილებას" -
წმ. იოანე ოქროპირის მიერ "შემცირებული" ლიტურგიის შესახებ უკვე დეტალურად ვილაპარაკეთ და ვნახეთ, როგორ ამაოდ ცდილობს ე. ჭელიძე ამ ლიტურგიკული საკითხის თავის სასარგებლოდ წარმოჩენას. მაგრამ კიდევ უფრო რომ ცხადვყოთ ჩვენი სათქმელი და ისიც, რომ ზოგიერთი არაარსებითი ჩვეულების ცვალებადობა არ ამართლებს საეკლესიო საიდუმლოთა ფორმის ცვალებადობას, მოვიყვანთ ერთ მაგალითს იმავე ლიტურგიკული პრაქტიკიდან, რომელიც, სხვათა შორის, ჩვენთან მოპაექრეთ არაერთხელ დაუმოწმებიათ. კერძოდ, ფორმათა ცვალებადობის მომხრენი თავიანთი შეხედულების დასტურად გვიმოწმებენ კოვზით ზიარების ტრადიციას, და გვეუბნებიან, რომ ადრე ყოველ ქრისტეანს ზიარება ხელში ეძლეოდა, ახლა კი ეს კოვზით ზიარებით შეიცვალა (ხელით მხოლოდ სასულიერო პირები ეზიარებიან საკურთხეველში).
მაგრამ ზოგიერთმა ოპონენტმა არ უწყის, კოვზით ზიარებას სიახლედ და ხელით ზიარების ცვალებადობად ვერ ჩავთვლით, რადგან კოვზით ზიარება უძველესი დროიდანვე არსებობდა. "კოვზიდან ზიარება არც კი შეიძლება არასამოციქულო გადმოცემად იწოდოს, რადგან ყველა მორწმუნე ქრისტეანი ლიტურგიის დაფუძნების დღიდან თვლიდა საჭიროდ უფლის პატიოსან ხორცთან და სისხლთან ზიარებას. მათ შორის კი, ბუნებრივია, იქნებოდნენ ყრმებიც, რომელთაც არ შეეძლოთ ზიარების საკუთარი ხელით მიღება და უეჭველია იქნებოდნენ ისეთი ავადმყოფებიც, რომელთაც ასევე არ შეეძლოთ თავიანთი სნეულების გამო საკუთარი ხელით წმიდა ზიარების მიღება და თუ წმიდა მოციქულებმა არსად თქვეს, ყრმები და ავადმყოფნი არ აზიაროთო, ცხადია, ისინიც აუცილებლად უნდა ეზიარონ და გამოიყენონ კოვზი ზიარების მისაღებად" (Д. С. Варакин იხ. ზემოთ ხს. შრ. О лжице).
ღირ. ეფრემ ასურელი (IV ს.) წერს: "უხორცო სერაფიმმა გავარვარებული მუგუზლით განწმინდა ესაია. მუგუზალი კი ორი ბუნებისგან, ხისა და ცეცხლისგან შედგება. ასევე საზიარებელი პურიც არა მარტო პურია, არამედ ღვთაებრივი ხორციც არის. ამიტომაც, როდესაც საზიარებლად მოდიან ქრისტესმოყვარენი, არა თუ კაცისგან იღებენ საშინელ ზიარებას ან მღვდლისგან, არამედ როგორც თვით სერაფიმისგან იმ ცეცხლოვანი კოვზით, რომელიც იხილა ესაიამ" (ჰომ. 107). მაგრამ ესაიას მიერ ხილულ სერაფიმს ხელში მაშა (ძვ. ქართ. "მარწუხი") ეჭირა და არა კოვზი (ესაია 6:6); და თუკი ღირ. ეფრემ ასურელმა ის კოვზით შეცვალა, ცხადია, რომ იმ დროს ეკლესიაში არა მარტო ხელით, არამედ კოვზით ზიარების ჩვეულებაც უდავოდ არსებობდა.
ასე რომ, ზიარებას ძველთაგანვე ხელითაც იღებდნენ და კოვზითაც, მაგრამ მოგვიანებით ხელით ზიარებას ზოგიერთი არაღვთისმოშიში ბოროტად იყენებდა, რის შესახებაც ისტორიკოს ბარონის წიგნში ვკითხულობთ: "პრისკილიანე, დიდად გონიერი და მჭევრმეტყველი კაცი, და კიდევ ორი ეპისკოპოსი, ინსტანტე და სალვიანე აცთუნა ვინმე მარკოზმა, მანიქეველი მოგვის მოწაფემ მემფისიდან... ეს პრისკილიანელები ევქარისტიას ეკლესიაში კი არ ჭამდნენ, არამედ სახლში მოჰქონდათ; ამიტომაც, როდესაც მათ შესახებ შეიტყვეს ეპისკოპოსებმა, კრება მოიწვიეს, პრისკილიანე და მისი თანამზრახველები განიკვეთეს და დააწესეს ზიარება იქვე, ეკლესიაში მიეღოთ პირით და არა ხელით და დაუყოვნებლივ ეჭამათ..." (Лето Господне 381, число 20).
გასაგებია, რომ წმიდა ზიარების მიღებიდან მის ჭამამდე შესაძლებელი იყო ამ წმიდა ძღვენის ნამცეცების დაყრაც, ამით კი მისდამი ღვთისმოშიშება იკარგებოდა. გარდა ამისა, წმიდა ზიარების ამგვარი მიღების დროსაც კი ადგილი ჰქონდა აღმაშფოთებელ მკრეხელობას, როგორც ეს 9 ნოემბრის საკითხავ თვენში, ღირ. თეოკტისტეს ცხოვრების ბოლოშია აღწერილი. სელევკიაში ერთი მწვალებელი ვაჭრის მართლმორწმუნე მონას აუღია წმიდა ზიარება, რომელსაც კიდობანში ინახავდა; როდესაც ამის შესახებ მის ბატონს გაუგია, სიწმიდის განადგურება გადაუწყვეტია, მაგრამ, ჰოი საოცრებავ, ქრისტეს უპატიოსნესი ხორცის მთელ ნაწილს თავთავები გამოეღო... მოგვიანებით წმიდა მამებმა ერისკაცთ ზიარების ხელში მიღება და ეკლესიიდან მისი გატანა აუკრძალეს, ყველაზე მეტად კი წმ. იოანე ოქროპირმა გაილაშქრა. რადგან მისი პატრიარქობის დროს კონსტანტინოპოლში ერთ დედაკაცს ეკლესიაში მიღებული წმ. ზიარება სახლში მიჰქონდა ჯადოქრული რიტუალის აღსასრულებლად. როდესაც ეს გაიგო წმ. ოქროპირმა, ამცნო ყველა ეკლესიას, რათა ამიერიდან ხელში არავისთვის მიეცათ ქრისტეს უპატიოსნესი ხორცი და სისხლი, არამედ კოვზით, ღვინოსთან ერთად, რომელიც არის სისხლი ქრისტესი, პირდაპირ ეკლესიაშივე ეჭმიათ ზიარებად მოსულთათვის. თუ ადრე საზიარებელს ღვინის სახით არსებულ ქრისტეს სისხლს ცალკე ჭურჭლით ასმევდნენ, ზიარებას კი ხელში აძლევდნენ, წმ. იოანე ოქროპირის დროიდან უფლის ხორცსაც და სისხლსაც კოვზით აძლევენ საზიარებლებს და უფლის ხორცთან ხელით მიკარების უფლებას მხოლოდ სამღვდლო პირებს რჩებათ, და არავითარ შემთხვევაში ერისკაცთ (დ. ს. ვარაკინი. იქვე).
"ამრიგად, ძველ ეკლესიაში ერთი ჩვეულებაც იყო და მეორეც; კოვზითაც ეზიარებოდნენ და ხელითაც, მაგრამ მოგვიანებით, უკვე ხსენებულ მიზეზთა გამო, დატოვეს მხოლოდ კოვზით ზიარების წესი. თანაც ეს წესი უფრო სრულყოფილია, ვიდრე ზიარების ხელით მიცემის ჩვეულება, რადგან თავიდან არის აცილებული ზემოთ ხსენებული ბოროტგანზრახვები, ხოლო რაიმე გადმოცემის ან საეკლესიო წესის სრულყოფა დანაშაული კი არ არის, არამედ ნებადართული საქმე, როგორც ამას გვამცნებს ღირ. ბიკენტი ლირინელი, რომელიც წმ. მოციქულ პავლეს სიტყვების განმარტებაში: "ო, ტიმოთე, გაუფრთხილდი, რაც მოგენდო" (1 ტიმ. 6:20), ბრძანებს: "ქრისტეს ეკლესიაში სრულყოფილება უნდა იყოს და საკმაოდ დიდიც... ოღონდ ეს სრულყოფა სარწმუნოების ცვლილებას არ უნდა იწვევდეს. სრულყოფა იმაში გამოიხატება, როდესაც რაღაც საგანი სრულ იქმნება თავის თავში, ხოლო ცვალებადობა იმაში, როდესაც რაღაც უკვე აღარ იქნება ის, რაც ადრე იყო.
ამრიგად, დაე სრულ იქმნეს და წარემატოს წლებისა და საუკუნეების განმავლობაში გონიერება, ცოდნა, სიბრძნე როგორც თითოეული მორწმუნისა, ასევე მთელი ეკლესიისა, მხოლოდ ერთსა და იმავე სწავლებაში, ერთსა და იმავე აზრში, ერთსა და იმავე ცნებაში. ღადგან, თუ ერთხელ მივცემთ ნებას უკეთურ სიცრუეს, შეცვალოს, დაამახინჯოს და შერყვნას ჭეშმარიტება, ვშიშობ თქმასაც კი, რა საფრთხე შეიძლება თავს დაგვატყდეს ეკლესიის გაპარტახებისა და რელიგიის განადგურების სახით; და თუკი უარვყოფთ კათოლიკე სწავლების ერთ რომელიმე ნაწილს, ჩვენი ამგვარი ნებართვითა და ჩვეულებით ერთიმეორის მიყოლებით, ჭეშმარიტების სხვა ნაწილთა უარყოფასაც დაიწყებენ. ხოლო შემდეგ, როდესაც ნაწილებს სათითაოდ უარყოფენ, რაღა დარჩება თუ არა მთლიანობის ერთობლივი უარყოფა? მეორე მხრივ, ძველს თუ შეურევენ ახალს და შინაურს გაურევენ უცხოს, წმიდას კი უწმინდურთან შეაზავებენ, ჩვეულება იგი აუცილებლად გავრცელდება ყველგან და ისე, რომ უკვე ეკლესიისგან აღარაფერი დარჩება -
ასე რომ, წმიდა ზიარების მიღება კოვზით, ხელის ნაცვლად, ნამდვილად უკეთესი, ბიკენტი ლირინელის სიტყვებით რომ ვთქვათ, სრულყოფილი ჩვეულებაა, რომელიც ეკლესიამ სიწმინდეზე იმ მკრეხელობის აღსაკვეთად დააწესა, ზემოთ რომ ვახსენეთ" (დ. ს. ვარაკინი. იქვე).
კარგად თუ დავუკვირდებით, ყველა ლიტურგიკული ჩვეულება, რომელსაც ჩვენი ოპონენტები საეკლესიო საიდუმლოთა (განსაკუთრებით ნათლისღების) ფორმობრივი მხარის ცვალებადობის გასამართლებლად იყენებენ, ძველადვე უფრო სრულყოფილი ფორმის დასამკვიდრებლად და ზოგიერთი ბოროტგანზრახვის აღსაკვეთად დაიშვებოდა. თანაც, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ეს ცვლილებები იყო უმნიშვნელო და ისინი საეკლესიო საიდუმლოს ღმრთისგან მოცემულ კუთვნილებას არ ეხებოდა.
ნათლისღება რომ ყველა ფორმით არ არის დასაშვები, ეს განწესებულია წმ. მოციქულთა 50-
"ვინცა ვინ არა ნათელს სცემდეს სამგზის შთაფვლითა და მოწოდებითა სახელისა მამისა და ძისა, და წმიდისა სულისა, იყავნ შეჩუენებულ" (არსენ იყალთოელი. "დოგმატიკონი"). ეს არის კანონი ძველი ბერძნული "კურთხევანიდან", თქვენთვის უკვე კარგად ცნობილი მონოფიზიტების (იაკობიტების) მიღების წესიდან. ამ კანონში ის კი არ არის ნათქვამი: "ვინცა ვინ არა ნათელს სცემდეს სამგზისი შთაფვლითა ან პკურებითა"-
დანარჩენი, რასაც ნათლისღების საიდუმლოს ამატებენ ჩვენი ოპონენტები ფორმობრივი თვალსაზრისით, არის მხოლოდ და მხოლოდ მათი ფანტაზია დამყარებული ისეთ აპოკრიფულ და საეჭვო ძეგლებზე, როგორიც "დიდაქეა".
ჩვენი ოპონენტები ოფიციალური ეკლესიიდან ნათლისღებაზე და მასთან დაკავშირებულ სარწმუნოებრივ მხარეზე საკუთარი შეხედულებების მიხედვით მსჯელობენ.
რატომღაც ისინი არ ფიქრობენ ერთ, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვან საკითხზე, კერძოდ, სიმბოლიზმის მნიშვნელობაზე ეკლესიაში. ვინმემ რომ მკერდზე ჯვარი თავდაყირა დაიკიდოს და ასე ატაროს, ჩაითვლება თუ არა ის მკრეხელად და თუ ამის ქადაგებასაც დაიწყებს, იქნება თუ არა მწვალებელი? -
თუ ვიტყვით, რომ ამ ფორმებს არავითარი მნიშვნელობა არა აქვს, მაშინ რაღა საჭირო იყო თუნდაც მოციქულთა 50-
როგორ ფიქრობთ, ის მწვალებლები, რომელთა წინააღმდეგაც მიიღეს მოციქულებმა ნათლობის ფორმულა, არ იცავდნენ თავიანთ მწვალებლურ ფორმას? იცით, რამდენი ფორმაა (სიმბოლოა) მართლმადიდებლურ ლიტურგიკაში? რა იქნება, მათაც თუ მცირე მნიშვნელობის მქონედ ჩავთვლით? პასუხს წმ. ბასილი დიდი მოგვცემს: "თუკი ვეცდებით, ვითარცა მცირე ძალის მქონე, უარვყოთ დაუწერელი გადმოცემა, შეუმჩნევლად სახარებასაც ვავნებთ ძირითად საკითხებში". ხედავთ, "სახარებასაც ვავნებთ ძირითად საკითხებში"-
გაგრძელება მომდევნო გვერდზე
26