არქიეპისკოპოსი პავლე (ხორავა)
გზა - მართლად სავალი
გზა -
ნაწილი II
გრანდიოზული დივერსია
გრანდიოზული დივერსია
17-ე საუკუნის რუსეთის საეკლესიო რეფორმის მიზეზები და შედეგები მსოფლიო მართლმადიდებლობისთვის. ძველმართლმადიდებლობის დოგმატურ-კანონიკური და ისტორიულ-ლიტურგიკული გამართლება
მკითხველო, წინამდებარე წიგნი, რომლის ინტერნეტ-ვერსიასაც ჩვენს ოფიციალურ საიტზე გთავაზობთ, მართლმადიდებლური სარწმუნოების საძირკვლის გამაგრების, შენთვის ჭეშმარიტი ქრისტეანული გზის ჩვენებას ისახავს მიზნად. აქ თავმოყრილია დიდძალი კვლევითი მასალა, რომელიც ეხება დოგმატიკის, ლიტურგიკის, ეკლესიის ისტორიის და ესქატოლოგიის სფეროებს. წიგნი მდიდარია ფაქტობრივი და დოკუმენტური მასალით და მოიცავს პერიოდს I საუკუნიდან ვიდრე XXI საუკუნემდე. ავტორი გვაძლევს ნათლისღების საიდუმლოს, სხვადასხვა ლიტურგიკული წეს-ჩვეულების, 17-ე საუკუნის საეკლესიო რეფორმისა და მისი შედეგების შემჭიდროებულ, მაგრამ ამავე დროს ღრმა ანალიზს.
წიგნში მხილებულია ძველმართლმადიდებლური ეკლესიის წინააღმდეგ მიმართული ცილისწამებებისა და ბრალდებების უსაფუძვლობა; ავტორის მიზანია, ჭეშმარიტების ერთგულ ყოველ ქრისტეანს მიუთითოს გზა მართლად სავალი. იმის გასარკვევად, რომ ეს გზა სწორედ ძველმართლმადიდებლურ ქრისტეანობასთან მიდის, არა მარტო აქ მოტანილი საეკლესიო წესებისა და სხვადასხვა მოვლენის განმარტება დაგეხმარება, არამედ კრებულში თავმოყრილი სადისკუსიო მასალებიც დიდად წაგადგებგა და ორ მოპაექრე მხარეს შორის მტყუან-მართლის გარჩევაც არ გაგიჭირდება.
წიგნის პირველი ნაწილი ეძღვნება ნათლისღების საიდუმლოს, მისი შესრულების კანონიკურ და არაკანონიკურ ფორმებს; მეორე ნაწილი - 17-ე საუკუნის რუსეთის საეკლესიო რეფორმას და მის შედეგებს როგორც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისთვის, ასევე მსოფლიო მართლმადიდებლობისთვის; მესამე ნაწილი კი მთლიანად ეძღვნება ეკლესიის უძლეველობას.
ჭეშმარიტი ქრისტიანული სიყვარულით უძღვნის ამ წიგნს ძველმართლმადიდებლური ეკლესიის არქიეპისკოპოსი პავლე (ხორავა) წმიდა სარწმუნოების გზაზე შემდგარ ყოველ მართლმადიდებელს.
წიგნი გამოიცა ძველმართლმადიდებელ ქრისტეანთა შემოწირულობით.
თავი IV
___________________________________________________________________________________________________________________________________
რამოდენიმე ისტორიული მოწმობა მე-2 კატეგორიის (მირონცხებად) მწვალებლობათაგან მოქცეულთა მიღების შესახებ
1. არიანელები
"ამ არიანელებმა, რომლებმაც მთელი თავიანთი მჭევრმეტყველება იმაზე გახარჯეს, როგორმე უარეყოთ სიტყვის (ძე ღმერთის, იესუ ქრისტეს - არქიეპ. პ.) ღმრთეება, როგორც ანტიქრისტეს უახლოესმა წინამორბედებმა, აჩვენეს, რომ პირველნი მათზე უმჯობესნი იყვნენ. ამ მიზეზით მოვიკვეთეთ ისინი ეკლესიისდან და გადავეცით ანათემას" (Окружное послание Александра, епископа Александрийского. Деян. 1-го всел. соб., изд. Казань 1859 г., гл. 1, стр. 35, 38. По изд. 1887 г., стр. 17, 18).
"ამ არიანელებმა, რომლებმაც მთელი თავიანთი მჭევრმეტყველება იმაზე გახარჯეს, როგორმე უარეყოთ სიტყვის (ძე ღმერთის, იესუ ქრისტეს -
წმ. ათანასე დიდის ცნობით, წმ. ანტონი დიდმა "დაგმო არიანული ერესი და ბრძანა, რომ არიანელობა არის ყველაზე უკანასკნელი (ცხადია, არა თანამიმდევრობის, არამედ სიბილწის მიხედვით - არქიეპ. პ.) მწვალებლობა" (Св. Афанасй Вели кий. Творения, ч. III, изд. Москва 1853 г., стр. 264). იმავე წმ. მამის, ათანასეს, მოწმობით, "არიანელობა არის ყველაზე უარესი მწვალებლობა და დემონური ერესი" (იქვე. ნაწილი I, მოსკოვი. 1851 წ., გვ. 317). და აი, ამ წმ. მამამ, რომელმაც ასეთი მკაცრი შეფასება მისცა არიანელობას, "უპირველესად იმაზე იზრუნა, რათა აღდგენილიყო მართლმადიდებლობა და, საზეიმოდ დაამტკიცა რა მართლმადიდებლური სწავლება, დაადგინა, მართლმადიდებლობისკენ მოქცეული არიანელები შეწყნარებულ ყოფილიყვნენ იმავე ხარისხებში, რომელიც მართლმადიდებლობისკენ მოქცევამდე ჰქონდათ" (Евграф Смирнов. История христиансой церкви. изд. 7 1901 г. § 9; стр. 241 об.).
555 წელს ქრისტეს შობიდან კართაგენში გაიმართა ადგილობრივი კრება. "... ამ კრებაზე, სხვათა შორის, მიღებულ იქნა დადგენილება, არიანელთაგან მოქცეულ სასულიერო პირებს შენარჩუნებოდათ თავიანთი ხარისხები. კრებას თავმჯდომარეობდა ეპისკოპოსი რეპარატი" (Летопись церковных событий, вып I, от рожд. Хритса 555 г., собор в Карфагене, стр. 246).
წმ. კირილე პატრიარქი იერუსალემისა (IV ს.) არქიეპისკოპოსის ხარისხში ხელდასხმულ იქნა არიანელთა მიერ, მაგრამ ეკლესიამ ის თავისსავე ხარისხში შეიწყნარა" (Бароний. Лето Господне 381, чис. 3, л. 354, В. Т. Зеленков. დასახ. ნაშრ. ნაწილი I, პირველი ნახევარი) (იხ. ასევე: Беседа старообрядческого начетчика Ф.Е. Мельникова с беспоповским наставником Ф. Ф. Румянцевым о старообрядческом (т.н. "белокриницком") священстве. http://www.portal-credo.ru/site/?act=lib&id=1532 ) (URL-ის მიმართვის თარიღი: 11.11.2020).
წმ. თევდორე სტოდიელის (VIII ს.) განმარტებით, "... თუკი მწვალებელთაგან ხელდასხმული გამოსწორდება (ანუ შემოუერთდება მართლმადიდებლობას - არქიეპ. პ.), მას შეიძლება მიეცეს ღვთისმსახურების უფლება" (Феодор Студит, ч. 1, СПБ, 1867 г., письмо 40, Навкратию сыну, стр. 260. По изд. 1908 г., II, стр. 288).
"მამათა გადმოცემით, მართლმადიდებლები შეიწყნარებენ მწვალებელთა ქიროტონიას მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი ან თვითონ მწვალებლები, ან უკვე მათ მიერ ხელდასხმულები მოექცევიან მართლმადიდებლობად" (Архим. Арсений. Летопись церк. событиий. Лето 1222, стр. 460).
2. ნავატიანელები
(კრებითად განკითხულ იქნენ I მსოფლიო კრებამდე 70 წლით ადრე)
"დიდი რჯულისკანონი" ნავატიანელთათვის პირდაპირ ბრძანებს: "ისინი, ვინც თავიანთ თავს წმინდას უწოდებენ (ანუ კათარები, იგივე ნავატიანელები. იხ. VI მსოფ. კრების 95-ე და II მსოფ. კრების მე-7 კანონები -არქიეპ. პ.), თუ მოიქცევიან და დაუბრუნდებიან სამოციქულო ეკლესიას, მათ შესახებ წმიდა და დიდი კრება ადგენს, რომ თუ რომელიმე მათგანი ხელდასხმულ იყოს, დარჩეს თავის სამღვდელო ხარისხში..." ("დიდი რჯულისკანონი", საქ. საეკლ. კალენდარი. 1987 წ. გვ. 79).
ზონარას განმარტებით: "წმიდას საკუთარ თავს უწოდებდნენ ნავატიანელები... თუ ისინი ხელდასხმულები იყვნენ ეპისკოპოსებად ან პრესვიტერებად, ან დიაკვნებად, მათგან ეკლესიაში შემოერთებულნი კლერიკოსებადვე თავიანთ ხარისხებში დარჩებიან".
არისტინე: "ე. წ. წმიდათაგან (ანუ ნავატიანელთაგან - არქიეპ. პ.)... თუ რომელიმე ხელდასხმული აღმოჩნდება, უნდა დარჩეს თავისსავე ხარისხში".
ბალსამონი: "ეს ნავატი იყო, რომის ეკლესიის პრესვიტერი. როგორც ევსები პამფილელი იუწყება, ნავატი და მისი მწვალებლობის მიმდევრები ანათემას გადაეცნენ. განწესება ბრძანებს, როცა ვინმე მათგან გულწრფელი სინანულით შემოუერთდება ეკლესიას და ადრინდელ ბოროტებას შეეშვება, დადებს პირობას, რომ დაიცავს დოგმატებს მართლმადიდებლური ეკლესიისა, თუ კლერიკოსნი არიან, უცილობლივ უნდა შეუნარჩუნდეთ თავიანთი წოდება" (Правила св. соборов с толкованиями. Часть I. Правила соб 1-4. Москва. 1912 г., стр. 30-31).
წმ. ბასილი დიდის პირველი კანონის განმარტებაში პატრიარქი ბალსამონი წერს: "ნავატიანელები, ენკრატიტები და ჰიდროპარასტატები, როგორც განსაზღვრა ეს მეორე მსოფლიო კრების ბოლო კანონმა, არ უნდა მოინათლონ თავიდან, არამედ მათ უნდა სცხონ წმ. მირონი და ასე ეზიარონ წმ. საიდუმლოს (ევქარისტიას -არქიეპ. პ.), ხოლო, თუ ისინი ეპისკოპოსები იყვნენ, მიღებულ იქნან თავიანთ კათედრებზე" (Правила свв. отцов с толкованиями. Правила св. Василия Великого. 1-ое, стр. 158).
საგულისხმოა ის ფაქტი, რომ ზონარას განმარტებით, წმ. ბასილი დიდი ბრძანებს: "მათი ეპისკოპოსების მიღებით ჩვენ (მართლმადიდებლებმა - არქიეპ. პ.) ერთგვარად კანონად დავაწესეთ და ვაჩვენეთო სახე - სხვა, ამდაგვარ (ანუ მეორე კატეგორიის - არქიეპ. პ.) მწვალებელთა მიღებისა" (იქვე).
3. დონატისტები
"დონატისტები საჯაროდ დაგმო ორმა ადგილობრივმა კრებამ, რომელთაგან პირველი შედგა რომში 313 წელს, ხოლო მეორე, უფრო მრავალრიცხოვანი - არელატში 314 წ. 411 წელს, როდესაც დონატისტელ ეპისკოპოსთა და ერისკაცთა სიმრავლე შეუერთდა საყოველთაო ეკლესიას, კლერიკოსებს შეუნარჩუნდათ თავიანთი ხარისხები" (Василий Смирнский. К истории вопроса о принятии схизматиков в правсолавную церковь. Москва 1892 г., стр. 18).
თეოდორ ბალსამონი კართაგენის კრების 79-ე კანონის განმარტებაში ბრძანებს: "მამებმა კეთილად განსაჯეს, რომ დონატისტელთაგან მოქცეულნი მიეღოთ ისე, რომ შენარჩუნებოდათ თავიანთი ხარისხები" (Правила поместных соборов с толкованиями. Правила св. Карфагенского поместн. собора).
არისტინეს განმარტებით, დონატისტები ეკლესიაში მიიღებოდნენ მირონცხებით (იქვე).
"მე, - ბრძანებს ნეტ. ავგუსტინე, - არ ვეთანხმები იმათაც, ვინც ფიქრობს, რომ ეკლესიისგან განდგომილნი, თუმც თვითონ არ კარგავენ ნათლობას, კარგავენ უფლებას ნათლობისა, რადგან არ მეორდება ნათლობის საიდუმლო. ამიტომაც, თუკი დონატისტთა კლერიკოსები დაუბრუნდებიან ეკლესიას, ისინი არც უნდა მონათლონ თავიდან და არც ხელი უნდა დაასხან მათ ხელმეორედ" (Н. Кутепов. Раскол донатистов. Церковно-историчнское исследование. Казань 1884 г., стр. 112).
იქვე, იმავე გამოკვლევაში, ვეცნობით ასეთ ფაქტებს: "მართლმადიდებელმა ეპისკოპოსებმა 401 წლის 16 ივნისს მოიწვიეს კრება. ამ კრებაზე დამტკიცდა იპონიის 393 წლის კრების განსაზღვრება, რომლის მიხედვითაც დონატისტთა მიერ აღსრულებული ბავშვთა ნათლობა ცნეს ნამდვილად.
გარდა ამისა, დაადგინეს, დეპუტატების მეშვეობით ეთხოვოს რომის ეპისკოპოს ანასტასის და მილანის ეპისკოპოს ვენერიუსს, რათა თავიანთ ხარისხებში მიიღონ მართლმადიდებელი ეკლესიისკენ მოქცეული დონატისტელი კლერიკოსები. ოთხი თვის შემდეგ ანასტასისგან მოვიდა დასტური, რომელიც თანხმდებოდა დონატისტი კლერიკოსების მიღებაზე მათსავე ხარისხებში" (იქვე).
"კრების შემდეგ, ძალიან მალე (401 წ.), ვინმე თეოდორე ეკითხებოდა ავგუსტინეს, როგორ მიეღოთ ეკლესიაში დონატისტი კლერიკოსები. ამ უკანასკნელმა თეოდორეს მიუგო, რომ დონატისტთა სამღვდელოებისგან მიღებული ქიროტონია შესაძლოა კეთილად წაადგეს ეკლესიას. ამიტომაც ეკლესიისკენ მოქცეულ დონატისტებში უნდა ვცნოთ ნათლისღებისა და ქიროტონიის მადლი, ასევე ბერულ აღთქმათა სინამდვილე" (იქვე. გვ. 119).
ნეტ. ავგუსტინე წერს: "სქიზმატიკოსთა ნათლობა ჭეშმარიტად იესუ ქრისტესმიერი ნათლობაა, ამიტომაც ნამდვილია... მათში ნათლისღების მადლი წარმოჩინდება მხოლოდ მაშინ, როდესაც ისინი დაუბრუნდებიან ეკლესიას" (იქვე. გვ. 122).
ამრიგად, როგორც ზემოთ დამოწმებული მაგალითებიდან ვნახეთ, მეორე კატეგორიის ყველა მწვალებელს უნარჩუნდება მწვალებლობაში მიღებული ნათლობის ბეჭედიცა და ქიროტონიაც, ოღონდაც, ნეტ. ავგუსტინეს განმარტებისა და საყოველთაო, სამოციქულო ეკლესიის პრაქტიკის თანახმად, ეს მადლი წარმოჩინდება მათი მართლმადიდებლურ ეკლესიაში მოქცევის შემდეგ.
ასე რომ, ის, რასაც ოპონენტები ჩვენს ეკლესიას საყვედურობენ და რის გამოც არ ცნობენ მას ჭეშმარიტად, სინამდვილეში ყოფილა ქრისტეს წმიდა და უბიწო ეკლესიის სწავლება და პრაქტიკა.
მიუხედავად ამისა, ოპონენტები ჯიუტად მისდევენ ლუციფერისა და ილარიონის სწავლებას, მართლმადიდებლურ ეკლესიას კი არად დაგიდევენ მაშინ, როდესაც მე-7 მსოფლიო საეკლესიო კრების მამები ბრძანებენ: "პეტრემ, ღვთითსათნო პრესვიტერმა, რომელსაც (კრებაზე) ეპყრა რომის უწმიდესი პაპის ადრიანეს ადგილი, ბრძანა: "წმიდა მელეტი ხელდასხმულ იქნა არიანელთა მიერ, მაგრამ როდესაც ავიდა ამბიონზე და წარმოთქვა სიტყვა "ერთარსი" (ანუ აღიარა მამისა და ძის ერთარსობა - არქიეპ. პ.) მისი ქიროტონია არ იქნა უარყოფილ" (მეშვიდე მსოფლიო საეკლესიო კრების საქმენი. ყაზანი. 1873 წ. მეორე გამოცემის მიხედვით: 1891 წ. გვ. 56).
წმ. ტარასი კონსტანტინოპოლელის (730-806) სიტყვებით გვინდა მივმართოთ ზ. ნოდიასნაირ ოპონენტებს, იმათ, ვინც მეორე კატეგორიის მწვალებლებს სასულიერო ხარისხებს არ უტოვებს: "რას იტყვით ანატოლის შესახებ? განა ის არ იყო IV წმიდა მსოფლიო კრების თავმჯდომარე, თუმც კი ხელდასხმულ იყო ევტიქის თანდასწრებით უკეთურ დიოსკორეს მიერ" (Деяния Вселенских Соборов. Святой Собор Вселенский Седьмой, Никейский Второй. Санкт-Петербург. 1996 г., стр. 362-363).
და იმავე წმიდა მამის სიტყვებით ვუპასუხებთ: "ჩვენც ისევე შევიწყნარებთ მწვალებელთაგან ხელდასხმულებს, როგორც ანატოლი იქნა შეწყნარებული" (IV მსოფლიო კრების მიერ - არქიეპ. პ.) (იქვე) (იხ. ასევე. მსოფლიო კრებათა საქმენი. VII მსოფლ. კრების საქმენი. ყაზანი. ტ. VII. საქმე 1. გვ. 113 (სხვა გამოცემით, გვ. 58)) (https://azbyka.ru/otechnik/pravila/dejanija-vselenskikh-soborov-tom7/1_9 ) (URL-ის მიმართვის თარიღი: 11.11.2020).
"ჭეშმარიტია ღმრთის სიტყვა, რომ "კბილნი შვილთანი არ უნდა მობრყვილდეს იმის გამო, რომ მამათა მათთა კაწახი ჭამეს" (შეად. ეზეკ. 18:24). და ბოლოს, "ქიროტონია არის ღმრთისგან" (იქვე).
და კვლავ, უწმიდესი პატრიარქი ტარასი (VII მსოფლიო კრების თავმჯდომარე) ბრძანებს: "... მეექვსე წმიდა მსოფლიო საეკლესიო კრებაზე შეკრებილთაგან ბევრნი, რა თქმა უნდა, ხელდასხმულნი იყვნენ მონოთელიტური მწვალებლობის მასწავლებელთა: სერგის, პიროსის, პავლესა და პეტრეს მიერ, რამეთუ ისინი კონსტანტინოპოლის კათედრას მემკვიდრეობით (ერთი მეორის მიყოლებით - არქიეპ. პ.) ფლობდნენ.
პეტრედან, რომელიც ამათგან ბოლო იყო კონსტანტინოპოლის კათედრაზე, მეექვსე მსოფლიო კრებამდე გასულია არა უმეტეს 15 წლისა და თვით მღვდელმთავრებს: თომას, იოანეს და კონსტანტინეს, რომლებიც დროის ამ მონაკვეთში კონსტანტინოპოლის კათედრას ფლობდნენ, სწორედ ამ მწვალებლებმა დაასხეს ხელი, თუმცა ისინი ამის გამო არავის დაუდანაშაულებია.
50 წელი ბობოქრობდა იქ ეს მწვალებლობა (მონოთელიტური - არქიეპ. პ.), მაგრამ მეექვსე მსოფლიო კრების მამებმა ანათემას მხოლოდ ოთხი (სერგი, პიროსი, პავლე და პეტრე - არქიეპ. პ.) გადასცეს, თუმც თვითონ მათგან იყვნენ ხელდასხმულები" (მსოფლიო კრებათა საქმენი. ყაზანი. 1873 წ. ტ. 7-ე, გვ. 19. 1891 წ. გამოცემის მიხედვით გვ. 60).
იხილეთ ზემოთ დამოწმებული ტექსტის რუსული თარგმანი ყაზანის სასულიერო აკადემიის მიერ გამოცემულ შრომებში: "Святейший патриарх Тарасий сказал: "но и очень многие из собравшихся на Святой шестой собор были, конечно, хиротонисаны Сергием, Пирром, Павлом и Петром, учителями ереси монофелитской; так как они преемственно занимали константинопольскую кафедру. И после Петра, который занимал константинопольскую кафедру последним из них, до шестого собора прошло не более пятнадцати лет. И самые архиереи: Фома, Иоанн и Константин, бывшие (на константинопольской кафедре) в вышепоказанный промежуток времени, были рукоположены вышепоименованными еретиками и однакож это не было поставлено им в вину. Пятьдесят лет продолжалась там эта ересь. Но отцы шестого собора анафематствовали (только) этих четырех, хотя и были сами ими рукоположены"" (Деяния Вселенских Соборов. Святой Собор Вселенский Седьмой, Никейский Второй. Санкт-Петербург. 1996 г., стр. 365).
ხატმებრძოლებზე რაღა ვთქვათ?! ამ მწვალებლობას მე-7 მსოფლიო კრების მამები ყველაზე უარეს მწვალებლობას უწოდებენ, მაგრამ მათაც და მათგან ხელდასხმულთაც თავიანთ ხარისხებში იღებდნენ.
წმიდა პატრიარქმა ტარასიმ VII მსოფლიო კრებაზე იკითხა: "ჩვენ მოვისმინეთ წმიდა მამათა მცნებანი: მაშ, რა უნდა ვქნათ? მივიღოთ მწვალებელთაგან ხელდასხმულნი?".
წმიდა კრებამ უპასუხა: "დია, მეუფეო, ვისმინეთ და ვნახეთ, რომ გვმართებს მათი მიღება" ("Святейший патриарх Тарасий сказал: "мы выслушали отеческие заповеди: итак чтоже следует делать? Принимать посвященных еретиками"?
Святой собор сказал: "да, владыка, мы слышали и видим, что следует принимать" (Деяния Вселенских Соборов. Святой Собор Вселенский Седьмой, Никейский Второй. Санкт-Петербург. 1996 г., стр. 365).
უფრო მეტსაც გეტყვით: ეკლესიას არათუ ერეტიკოსთა, არამედ უკვე პატივაყრილი და სასულიერო დასიდან ჩამომხობილი ურჩი იერარქის ქიროტონიაც შეუწყნარებია. ასეთი იყო, მაგალითად, ვინმე მელეტი თებაიდელი, რომელსაც ჯერ სასულიერო პატივი აჰყარეს, შემდეგ კი ეკლესიიდანაც მოიკვეთეს.
"... ეკლესიის პრაქტიკა წარმოგვიდგენს არცთუ მცირე მაგალითებს იმის დასამტკიცებლად, რომ, როგორც სხვა მღვდელქმედება, ასევე ხელდასხმაც, რომელიც შესრულებულია პატივაყრილი ეპისკოპოსის მიერ, ქმედითია. პირველი ასეთი მაგალითი გვხვდება I მსოფლიო კრების საქმეებშივე (Деяния Вселенских Соборов. Т. I, Казань 1887 г., стр. 78-79. იხ. ასევე. Деяния Вселенских Соборов. Т. I, Санкт-Петербург. 1996 г., стр. 9 შეად.: Созомен Церк. История, I, 24). მელეტის საკითხი I-მა მსოფლიო კრებამ ასე გადაწყვიტა: კრებამ შესაძლებლად მიიჩნია თვით მელეტის შეწყნარება მხოლოდ ეპისკოპოსის სახელითა და პატივის შენარჩუნებით, ოღონდაც საეპისკოპოსო მღვდელმოქმედებათა შესრულების უფლების გარეშე. რაც შეეხება ამ ეპისკოპოსის მიერ ხელდასხმულ პრესვიტერებსა და დიაკვნებს, ისინი მიიღოს იმ პირობით, რა პირობითაც იღებდნენ ეკლესიისგან მოქცეულ ნავატიანელებს" (Св. Афанасий Великий. Творения. Т. I. Слово против ариан. Москва. 1994 г., § 28, стр. 322. და § 59, стр. 361. იხ. ასევე: Митр. Василий Смирнский. К истории вопроса о принятии схизматиков в православную церковь. Изд. Москва. 1892 г., стр. 12. იხ. ასევე: (Деяния Вселенских Соборов. Т. I, Санкт-Петербург. 1996 г., стр. 9).
კერძოდ: "მელეტის განხეთქილებასთან დაკავშირებით, კრებამ განსაზღვრა: თვით მელეტიმ იცხოვროს ლიკში (ეგვიპტე), ეპისკოპოსის სახელით, მაგრამ საეკლესიო მმართველობის საქმეებში მონაწილეობის უფლების გარეშე; ხოლო მათ, ვინც მის მიერ (ანუ მელეტის მიერ - არქიეპ. პ.) ხელდასხმულია, შეუნარჩუნდეთ თავიანთი ღირსება, ოღონდ ხარისხით ალექსანდრე (ალექსანდრიელის) მიერ ხელდასხმულ მღვდელმსახურთა დაბალ რანგში და სრულიად დამოკიდებულნი იყონ ალექსანდრიის ეპისკოპოსისგან" ("Касательно же раскола Мелетиева, собор определил: самому Мелетию жить в Лике (в Египте), с именем епископа, но без всякаго участия в делах церковнаго правления; а тем, которые рукоположены им, – сохранить свое достоинство, но по чину быть ниже священнослужителей, рукоположенных Александром, и состоять в полной зависимости от александрийскаго епископа" (Деяния Вселенских Соборов. Т. I, Санкт-Петербург. 1996 г., стр. 12).
იმავე გვამცნობს სოკრატეც, რომელიც ბრძანებს: "მის მიერ (ანუ, მელეტის მიერ - არქიეპ. პ.) საიდუმლო ქიროტონიით დამტკიცებულნი შეიწყნარებიან საეკლესიო ერთობაში..." (Сократ Схоластик. Церк. история. Изд. СПб 1850 г., кн. 1, гл. 9, стр. 47. По изд. Саратов 1911 г., стр. 35). იხილეთ აგრეთვე სოზომენე (Церк. ист. СПб 1851 г., стр. 74) და "დიდი თეატრონი" (გამ. 7. ფურცელი 178, მეორე მხარე).
ასე რომ, როგორც მოწმობს სარდიკიის ადგილობრივი კრების მე-18 კანონი და მის განმარტებაში პატრ. ბალსამონი, "კლერიკოსთა დასში შეიძლება ჩაირიცხონ ისინი, რომლებიც ხელდასხმულნი იქნენ რაღაც მიზეზის გამო თავიანთი სასულიერო პატივიდან დამხობილ ეპისკოპოსთა მიერ, თანაც თუ ისინი ნებაყოფლობით შემოუერთდებიან ეკლესიას" (რუს. თარგმ.: "... в клир должны приннимать тех, которые были посвящены какими либо по истине бывшими епископами, но изверженными из назначенных им епископии за какия нибудь, может быть, преступления, в том случае, если по крайней мере и сами клирики добровольно возвращаются к церквам, в клир которых определены..." (Правила Святых Поместных Соборов с толдкованиями. Правила Святого Поместного Собора Сардикийского. Правило 18. Москва 1880 г. (Репринт 2000 г.), стр. 349).
ამრიგად, ძვირფასო მკითხველო, კვლავ წმიდა ტარასი კონსტანტინოპოლელის სიტყვებით ვიკითხავთ: "მოვისმინეთ მამათა მცნებები; მაშ, რა ვქნათ? მივიღოთ თუ არა (თავიან ხარისხებში - არქიეპ. პ.) მწვალებელთა მიერ ხელდასხმულები?"
წმიდა (VII მსოფლიო) კრება პასუხობს: "დიახ, მეუფეო, მოვისმინეთ და ვიხილეთ კიდევაც, რომ გვმართებს მათი მიღება" (მსოფლ. კრებათა საქმენი. ყაზანი 1891 წ. ტ. 7-ე. გვ. 53. იხ. ასევე: Деяния Вселенских Соборов. Святой Собор Вселенский Седьмой, Никейский Второй. Санкт-Петербург. 1996 г., стр. 365).
ერთგან ჩვენ ვიხილეთ ნეტ. ავგუსტინეს განმარტება იმის შესახებ, რომ არ შეიძლება ხელდასხმის განმეორება ისევე, როგორც ნათლისღებისა. მაშ, რა შეიძლება ითქვას ოპონენტების მტკიცებაზე ეკლესიისკენ მოქცეულ მეორე კატეგორიის მწვალებელ იერარქთა ხელმეორედ ხელდასხმასთან დაკავშირებით, თუკი წმ. ეკლესიის სწავლებით და პრაქტიკით მათზე ხელდასხმა არ მეორდება და თავისსავე ხარისხებში მიიღებიან?
ვუპასუხებთ: ჭეშმარიტად, ზემოთ ჩამოთვლილი მაგალითებიდან ობიექტური მკითხველი ადვილად დარწმუნდება იმაში, რომ მეორე კატეგორიის მწვალებლების მიღებისას, რაც წმიდა ეკლესიაში მირონცხებით აღესრულება, მათ უნარჩუნდებათ ხარისხები, რომლებიც მწვალებლობაში ყოფნის დროს მიიღეს. ამიტომაც, როგორც მკაცრად არის აკრძალული მწვალებელთა მიერ სწორად მონათლულთა გადანათვლა, ასევე აკრძალულია სწორად ხელდასხმულ მწვალებელთა ხელმეორედ ხელდასხმა ეკლესიისკენ მათი მოქცევისას.
წმ. მოციქულთა 68-ე კანონში ნათქვამია: "თუ ეპისკოპოსმა, მღვდელმა, დიაკონმა, ან კერძო დიაკონმა მეორედ ხელდასხმა მიიღოს ვინმესგან, სამღვდლო პატივისგან დაემხოს ისიც და მისი ხელდამსხმელიც. მით უმეტეს, თუ ისიც იქნება საეჭვო, რომ ხელდასხმა მწვალებლებისგან მიიღო. ასეთებისგან ნათელღებულებისა და ხელდასხმულების არც მორწმუნედ ჩათვლა შეიძლება, არც სამღვდელო პირად" (Правила свв. Апостолов с толкоавниями. იხ. აგრეთვე საქ. საეკლ. კალენდარი. 1987 წ. გვ. 170) (ჩვენი შენიშვნა: "მწვალებლებში" აქ იგულისხმებიან ის მწვალებლები, რომელთა ნათლობას ეკლესია არ შეიწყნარებდა და ცხადია, აქედან გამომდინარე, არ შეიწყნარებდა არც მათ ხელდასხმას. ასე თუ არ გავიგებთ მოცემულ კანონს, მთელი მართლმადიდებლური ეკლესიის პრაქტიკა და მსოფლიო კრებათა დადგენილებები წინააღმდეგობაში აღმოჩნდებიან მოციქულთა 68-ე კანონთან, რაც დაუშვებელია და წარმოუდგენელი. ქვემოთ ამ თემას კიდევ უფრო დეტალურად შევეხებით).
ამრიგად, თუკი თავიდანვე დავრწმუნდით, რომ მწვალებლები, მიუხედავად მათი კატეგორიისა, არიან სულიერად მკვდრები და უეჭველად ასეთები იყვნენ არიანელები და სხვა ზემოთ ჩამოთვლილი მწვალებლებიც; ასევე, თუკი დავრწმუნდით, რომ ამ "მკვდრებს" ეკლესია შეიწყნარებდა მეორე ხარისხით, ანუ მირონცხებითა და საკუთარი სასულიერო წოდების შენარჩუნებით; და ასევე, თუკი ძველმართლმადიდებლური ეკლესია სწორედ ამ განწესებებითა და წმიდა მამათა სწავლებებით ხელმძღვანელობდა, როდესაც მკვდრადქცეული რეფორმირებული ოფიციალური ეკლესიიდან გადმოსულ მღვდლებს და ეპისკოპოსებს იღებდა მეორე ჩინით, ანუ მირონცხებით, მას არაფერი შეუცოდავს, პირიქით, მას უხელმძღვანელია იმ პრინციპით, რომლითაც ეკლესია ხელმძღვანელობდა პირველი მსოფლიო კრებიდან მოყოლებული (ანუ IV საუკუნიდან), და თუკი ძველმართლმადიდებლურ ეკლესიას "მკვდარი" ეკლესიიდან, ანუ მწვალებელ ნიკონიანელთა რეფორმირებული ეკლესიიდან ძველმართლმადიდებლობაში გადმოსული მღვდლები მიუღია მირონცხებით, რაში ხედავს ზ. ნოდია დარღვევას, თანაც ისეთს, რომელსაც აბსურდულს უწოდებს და ამკობს ისეთი შეურაცმხყოფელი ეპითეტებით, როგორიც არის "არაკანონიკურობა", "ურცხვობა", "ქურდობა" და "პროკრუსტეობა"?
ჩვენ ზემოთ ვთქვით, რომ, თუკი ზ. ნოდიას დაუმტკიცდებოდა ის ფაქტი, რომ ძველმართლმადიდებლური ეკლესია სრულიად კანონიკურად მოქმედებდა ახალმოწესეობრივ-რეფორმატორული ეკლესიიდან გადმოსულთა მიღების საკითხში, ანუ თუკი წმიდა მამათა საეკლესიო სჯულმდებლობის საფუძველზე შევძლებდით ძველმართლმადიდებლური საეკლესიო პრაქტიკის გამართლებას, ზ. ნოდიას მიერ ძველმართლმადიდებელთადმი გამოყენებული შეურაცხმყოფელი გამონათქვამი ავტომატურად წმიდა მამათა შეურაცხყოფად გადაიქცოდა, და ასეც მოხდა. რადგან, როგორც უკვე ვნახეთ (და ქვემოთ კიდევ უფრო დეტალურად ვიხილავთ), თურმე ეკლესია თავისსავე ხარისხებში იღებდა მწვალებელთა საზოგადოებებში ხელდასხმულ სასულიერო პირებს, მიუხედავად იმისა, რომ ასეთი საზოგადოებები, ანუ თვით მწვალებლები ეკლესიის მიერ შერაცხილი იყო "მკვდრებად".
ასე რომ, სრულიად მკაფიოდ ჩანს, როგორ შეურაცხყოფს ერეტიკოსი ზ. ნოდია წმიდა მართლმადიდებლობას, წმიდა ეკლესიას, წმიდა მამათა სჯულმდებლობას და როგორ გამოჰყავს ისინი "კომპრაჩიკოსებად" და "პროკრუსტეებად" და არც სხვა ეპითეტებს ერიდება ამგვარი პრაქტიკის მიმღებ მამათა განსაქიქებლად.
გამოდის, რომ, ზვიად ნოდიას რწმენით, "მკვდრების", ანუ ერეტიკოსების მირონცხებითა და საკუთარი სასულიერო ხარისხებით მიმღები მართლმადიდებელი ეკლესიის მოქმედება IV საუკუნიდან მოყოლებლი უნდა შეფასდეს "არაკანონიკურ" ქმედებად, ხოლო თავად მართლმადიდებელი ეკლესია ყოფილა "უხამსების", "ქურდებისა" და "რელიგიური პროკრუსტეების" ადგილსამყოფელი. ნუმც იყოფინ! - ნამდვილი უხამსები და რელიგიური პროკრუსტეები გამოდიან ჩვენი ოპონენტები: ზ. ნოდია, ე. ჭელიძე აწ გარდაცვლილი გ. გაბაშვილი და კიდევ მრავალი სხვა (რუსი ნიკონიანელების ჩათვლით), რომლებიც ოღონდ როგორმე გაამართლონ თავიანთი ეკლესიის საცოდავი მდგომარეობა და არც კანონების დამახინჯებასაც დაგიდევენ და არც ცრუ "მოწმობების" დემონსტრირებასაც.
ეს არის თვით ეკლესიისა და მისი თავის - იესუ ქრისტეს, ასევე წმიდა მამების დღემდე გაუგონარი და ყოვლად მკრეხელური გმობა. ეს არის, ამავე დროს, სულიწმიდის გმობაც, რადგან სწორედ სულიწმიდაა ეკლესიის განმაცხოველებელი, იმ ეკლესიისა, რომლის სხეული არის ქრისტე, რომლის საძირკველიც არის ქრისტე და არა პირადად პეტრე მოციქული ან ეპისკოპატი; და ბოლოს, იმ ეკლესიისა, რომლის თავი კვლავ და კვლავ არის თვით ჩვენი მაცხოვარი და უფალი იესუ ქრისტე. ამაში გამოიხატება ეკლესიის ქრისტოცენტრიზმიც და უძლეველობაც, რომლის არსი, როგორც უკვე ვნახეთ, ჩვენს ოპონენტ "პუბლიცისტ" ზ. ნოდიას აბსოლუტურად არ ესმის და არც უნდა რომ ესმოდეს.
ამრიგად, ვფიქრობთ, დასაბუთებულად უნდა ჩაითვალოს საკითხი იმის შესახებ თუ როგორ ინარჩუნებდნენ ძველმართლმადიდებლები მთელი ორი საუკუნის განმავლობაში სასულიერო ხარისხს. კერძოდ, ისინი ძველი, მართლმადიდებლური ეკლესიის მრავალსაუკუნოვანი და მსოფლიო კრებების მიერ განმტკიცებული სჯულმდებლობის საფუძველზე, მირონცხებით და საკუთარი სასულიერო ხარისხების შენარჩუნებით იღებდნენ რეფორმირებული ოფიციალური ეკლესიისგან გამოქცეულ სასულიერო პირებს.
სამწუხაროდ, ზ. ნოდიას არ ესმის, რომ ეკლესიას, როგორც ეს ზემოთ მოტანილი საეკლესიო განწესებებიდან ვნახეთ, შეუძლია, იკონომიის პრინციპიდან გამომდინარე, მირონცხებით ან სინანულით თავისსავე ხარისხში მიიღოს მეორე და მესამე კატეგორიის მწვალებლები, თუმცა ეს იმას როდი ნიშნავს, მართლმადიდებელი ეკლესია მადლმოსილად და "ცოცხლად" მიიჩნევდეს იმ თემს, რომელმაც ეს მწვალებელი მონათლა ან რომელსაც ხელი დაასხა. ამგვარი მიღება სულაც არ არის "მკვდარი" ეკლესიის "სიცოცხლისუნარიანობის" მაჩვენებელი, წინააღმდეგ შემთხვევაში ცთომილი აღმოჩნდება მწვალებელთა მკვდრებად შემრაცხავი წმიდა ათანასე ალექსანდრიელი და თვით ჩვენი მაცხოვარი იესუ ქრისტეც, ხოლო მწვალებელთა უსულო ეკლესიები აღიარებულ უნდა იქნან ცხოველმყოფელ ორგანიზმებად. ამგვარი რამ არ გვისწავლია არც ერთი წმიდა მამისგან. ნუმც იყოფინ!
555 წელს ქრისტეს შობიდან კართაგენში გაიმართა ადგილობრივი კრება. "... ამ კრებაზე, სხვათა შორის, მიღებულ იქნა დადგენილება, არიანელთაგან მოქცეულ სასულიერო პირებს შენარჩუნებოდათ თავიანთი ხარისხები. კრებას თავმჯდომარეობდა ეპისკოპოსი რეპარატი" (Летопись церковных событий, вып I, от рожд. Хритса 555 г., собор в Карфагене, стр. 246).
წმ. კირილე პატრიარქი იერუსალემისა (IV ს.) არქიეპისკოპოსის ხარისხში ხელდასხმულ იქნა არიანელთა მიერ, მაგრამ ეკლესიამ ის თავისსავე ხარისხში შეიწყნარა" (Бароний. Лето Господне 381, чис. 3, л. 354, В. Т. Зеленков. დასახ. ნაშრ. ნაწილი I, პირველი ნახევარი) (იხ. ასევე: Беседа старообрядческого начетчика Ф.Е. Мельникова с беспоповским наставником Ф. Ф. Румянцевым о старообрядческом (т.н. "белокриницком") священстве. http://www.portal-
წმ. თევდორე სტოდიელის (VIII ს.) განმარტებით, "... თუკი მწვალებელთაგან ხელდასხმული გამოსწორდება (ანუ შემოუერთდება მართლმადიდებლობას -
"მამათა გადმოცემით, მართლმადიდებლები შეიწყნარებენ მწვალებელთა ქიროტონიას მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი ან თვითონ მწვალებლები, ან უკვე მათ მიერ ხელდასხმულები მოექცევიან მართლმადიდებლობად" (Архим. Арсений. Летопись церк. событиий. Лето 1222, стр. 460).
2. ნავატიანელები
(კრებითად განკითხულ იქნენ I მსოფლიო კრებამდე 70 წლით ადრე)
"დიდი რჯულისკანონი" ნავატიანელთათვის პირდაპირ ბრძანებს: "ისინი, ვინც თავიანთ თავს წმინდას უწოდებენ (ანუ კათარები, იგივე ნავატიანელები. იხ. VI მსოფ. კრების 95-
ზონარას განმარტებით: "წმიდას საკუთარ თავს უწოდებდნენ ნავატიანელები... თუ ისინი ხელდასხმულები იყვნენ ეპისკოპოსებად ან პრესვიტერებად, ან დიაკვნებად, მათგან ეკლესიაში შემოერთებულნი კლერიკოსებადვე თავიანთ ხარისხებში დარჩებიან".
არისტინე: "ე. წ. წმიდათაგან (ანუ ნავატიანელთაგან -
ბალსამონი: "ეს ნავატი იყო, რომის ეკლესიის პრესვიტერი. როგორც ევსები პამფილელი იუწყება, ნავატი და მისი მწვალებლობის მიმდევრები ანათემას გადაეცნენ. განწესება ბრძანებს, როცა ვინმე მათგან გულწრფელი სინანულით შემოუერთდება ეკლესიას და ადრინდელ ბოროტებას შეეშვება, დადებს პირობას, რომ დაიცავს დოგმატებს მართლმადიდებლური ეკლესიისა, თუ კლერიკოსნი არიან, უცილობლივ უნდა შეუნარჩუნდეთ თავიანთი წოდება" (Правила св. соборов с толкованиями. Часть I. Правила соб 1-
წმ. ბასილი დიდის პირველი კანონის განმარტებაში პატრიარქი ბალსამონი წერს: "ნავატიანელები, ენკრატიტები და ჰიდროპარასტატები, როგორც განსაზღვრა ეს მეორე მსოფლიო კრების ბოლო კანონმა, არ უნდა მოინათლონ თავიდან, არამედ მათ უნდა სცხონ წმ. მირონი და ასე ეზიარონ წმ. საიდუმლოს (ევქარისტიას -
საგულისხმოა ის ფაქტი, რომ ზონარას განმარტებით, წმ. ბასილი დიდი ბრძანებს: "მათი ეპისკოპოსების მიღებით ჩვენ (მართლმადიდებლებმა -
3. დონატისტები
"დონატისტები საჯაროდ დაგმო ორმა ადგილობრივმა კრებამ, რომელთაგან პირველი შედგა რომში 313 წელს, ხოლო მეორე, უფრო მრავალრიცხოვანი -
თეოდორ ბალსამონი კართაგენის კრების 79-
არისტინეს განმარტებით, დონატისტები ეკლესიაში მიიღებოდნენ მირონცხებით (იქვე).
"მე, -
იქვე, იმავე გამოკვლევაში, ვეცნობით ასეთ ფაქტებს: "მართლმადიდებელმა ეპისკოპოსებმა 401 წლის 16 ივნისს მოიწვიეს კრება. ამ კრებაზე დამტკიცდა იპონიის 393 წლის კრების განსაზღვრება, რომლის მიხედვითაც დონატისტთა მიერ აღსრულებული ბავშვთა ნათლობა ცნეს ნამდვილად.
გარდა ამისა, დაადგინეს, დეპუტატების მეშვეობით ეთხოვოს რომის ეპისკოპოს ანასტასის და მილანის ეპისკოპოს ვენერიუსს, რათა თავიანთ ხარისხებში მიიღონ მართლმადიდებელი ეკლესიისკენ მოქცეული დონატისტელი კლერიკოსები. ოთხი თვის შემდეგ ანასტასისგან მოვიდა დასტური, რომელიც თანხმდებოდა დონატისტი კლერიკოსების მიღებაზე მათსავე ხარისხებში" (იქვე).
"კრების შემდეგ, ძალიან მალე (401 წ.), ვინმე თეოდორე ეკითხებოდა ავგუსტინეს, როგორ მიეღოთ ეკლესიაში დონატისტი კლერიკოსები. ამ უკანასკნელმა თეოდორეს მიუგო, რომ დონატისტთა სამღვდელოებისგან მიღებული ქიროტონია შესაძლოა კეთილად წაადგეს ეკლესიას. ამიტომაც ეკლესიისკენ მოქცეულ დონატისტებში უნდა ვცნოთ ნათლისღებისა და ქიროტონიის მადლი, ასევე ბერულ აღთქმათა სინამდვილე" (იქვე. გვ. 119).
ნეტ. ავგუსტინე წერს: "სქიზმატიკოსთა ნათლობა ჭეშმარიტად იესუ ქრისტესმიერი ნათლობაა, ამიტომაც ნამდვილია... მათში ნათლისღების მადლი წარმოჩინდება მხოლოდ მაშინ, როდესაც ისინი დაუბრუნდებიან ეკლესიას" (იქვე. გვ. 122).
ამრიგად, როგორც ზემოთ დამოწმებული მაგალითებიდან ვნახეთ, მეორე კატეგორიის ყველა მწვალებელს უნარჩუნდება მწვალებლობაში მიღებული ნათლობის ბეჭედიცა და ქიროტონიაც, ოღონდაც, ნეტ. ავგუსტინეს განმარტებისა და საყოველთაო, სამოციქულო ეკლესიის პრაქტიკის თანახმად, ეს მადლი წარმოჩინდება მათი მართლმადიდებლურ ეკლესიაში მოქცევის შემდეგ.
ასე რომ, ის, რასაც ოპონენტები ჩვენს ეკლესიას საყვედურობენ და რის გამოც არ ცნობენ მას ჭეშმარიტად, სინამდვილეში ყოფილა ქრისტეს წმიდა და უბიწო ეკლესიის სწავლება და პრაქტიკა.
მიუხედავად ამისა, ოპონენტები ჯიუტად მისდევენ ლუციფერისა და ილარიონის სწავლებას, მართლმადიდებლურ ეკლესიას კი არად დაგიდევენ მაშინ, როდესაც მე-
წმ. ტარასი კონსტანტინოპოლელის (730-
და იმავე წმიდა მამის სიტყვებით ვუპასუხებთ: "ჩვენც ისევე შევიწყნარებთ მწვალებელთაგან ხელდასხმულებს, როგორც ანატოლი იქნა შეწყნარებული" (IV მსოფლიო კრების მიერ -
"ჭეშმარიტია ღმრთის სიტყვა, რომ "კბილნი შვილთანი არ უნდა მობრყვილდეს იმის გამო, რომ მამათა მათთა კაწახი ჭამეს" (შეად. ეზეკ. 18:24). და ბოლოს, "ქიროტონია არის ღმრთისგან" (იქვე).
და კვლავ, უწმიდესი პატრიარქი ტარასი (VII მსოფლიო კრების თავმჯდომარე) ბრძანებს: "... მეექვსე წმიდა მსოფლიო საეკლესიო კრებაზე შეკრებილთაგან ბევრნი, რა თქმა უნდა, ხელდასხმულნი იყვნენ მონოთელიტური მწვალებლობის მასწავლებელთა: სერგის, პიროსის, პავლესა და პეტრეს მიერ, რამეთუ ისინი კონსტანტინოპოლის კათედრას მემკვიდრეობით (ერთი მეორის მიყოლებით -
პეტრედან, რომელიც ამათგან ბოლო იყო კონსტანტინოპოლის კათედრაზე, მეექვსე მსოფლიო კრებამდე გასულია არა უმეტეს 15 წლისა და თვით მღვდელმთავრებს: თომას, იოანეს და კონსტანტინეს, რომლებიც დროის ამ მონაკვეთში კონსტანტინოპოლის კათედრას ფლობდნენ, სწორედ ამ მწვალებლებმა დაასხეს ხელი, თუმცა ისინი ამის გამო არავის დაუდანაშაულებია.
50 წელი ბობოქრობდა იქ ეს მწვალებლობა (მონოთელიტური -
იხილეთ ზემოთ დამოწმებული ტექსტის რუსული თარგმანი ყაზანის სასულიერო აკადემიის მიერ გამოცემულ შრომებში: "Святейший патриарх Тарасий сказал: "но и очень многие из собравшихся на Святой шестой собор были, конечно, хиротонисаны Сергием, Пирром, Павлом и Петром, учителями ереси монофелитской; так как они преемственно занимали константинопольскую кафедру. И после Петра, который занимал константинопольскую кафедру последним из них, до шестого собора прошло не более пятнадцати лет. И самые архиереи: Фома, Иоанн и Константин, бывшие (на константинопольской кафедре) в вышепоказанный промежуток времени, были рукоположены вышепоименованными еретиками и однакож это не было поставлено им в вину. Пятьдесят лет продолжалась там эта ересь. Но отцы шестого собора анафематствовали (только) этих четырех, хотя и были сами ими рукоположены"" (Деяния Вселенских Соборов. Святой Собор Вселенский Седьмой, Никейский Второй. Санкт-
ხატმებრძოლებზე რაღა ვთქვათ?! ამ მწვალებლობას მე-
წმიდა პატრიარქმა ტარასიმ VII მსოფლიო კრებაზე იკითხა: "ჩვენ მოვისმინეთ წმიდა მამათა მცნებანი: მაშ, რა უნდა ვქნათ? მივიღოთ მწვალებელთაგან ხელდასხმულნი?".
წმიდა კრებამ უპასუხა: "დია, მეუფეო, ვისმინეთ და ვნახეთ, რომ გვმართებს მათი მიღება" ("Святейший патриарх Тарасий сказал: "мы выслушали отеческие заповеди: итак чтоже следует делать? Принимать посвященных еретиками"?
Святой собор сказал: "да, владыка, мы слышали и видим, что следует принимать" (Деяния Вселенских Соборов. Святой Собор Вселенский Седьмой, Никейский Второй. Санкт-
უფრო მეტსაც გეტყვით: ეკლესიას არათუ ერეტიკოსთა, არამედ უკვე პატივაყრილი და სასულიერო დასიდან ჩამომხობილი ურჩი იერარქის ქიროტონიაც შეუწყნარებია. ასეთი იყო, მაგალითად, ვინმე მელეტი თებაიდელი, რომელსაც ჯერ სასულიერო პატივი აჰყარეს, შემდეგ კი ეკლესიიდანაც მოიკვეთეს.
"... ეკლესიის პრაქტიკა წარმოგვიდგენს არცთუ მცირე მაგალითებს იმის დასამტკიცებლად, რომ, როგორც სხვა მღვდელქმედება, ასევე ხელდასხმაც, რომელიც შესრულებულია პატივაყრილი ეპისკოპოსის მიერ, ქმედითია. პირველი ასეთი მაგალითი გვხვდება I მსოფლიო კრების საქმეებშივე (Деяния Вселенских Соборов. Т. I, Казань 1887 г., стр. 78-
კერძოდ: "მელეტის განხეთქილებასთან დაკავშირებით, კრებამ განსაზღვრა: თვით მელეტიმ იცხოვროს ლიკში (ეგვიპტე), ეპისკოპოსის სახელით, მაგრამ საეკლესიო მმართველობის საქმეებში მონაწილეობის უფლების გარეშე; ხოლო მათ, ვინც მის მიერ (ანუ მელეტის მიერ -
იმავე გვამცნობს სოკრატეც, რომელიც ბრძანებს: "მის მიერ (ანუ, მელეტის მიერ -
ასე რომ, როგორც მოწმობს სარდიკიის ადგილობრივი კრების მე-
ამრიგად, ძვირფასო მკითხველო, კვლავ წმიდა ტარასი კონსტანტინოპოლელის სიტყვებით ვიკითხავთ: "მოვისმინეთ მამათა მცნებები; მაშ, რა ვქნათ? მივიღოთ თუ არა (თავიან ხარისხებში -
წმიდა (VII მსოფლიო) კრება პასუხობს: "დიახ, მეუფეო, მოვისმინეთ და ვიხილეთ კიდევაც, რომ გვმართებს მათი მიღება" (მსოფლ. კრებათა საქმენი. ყაზანი 1891 წ. ტ. 7-
ერთგან ჩვენ ვიხილეთ ნეტ. ავგუსტინეს განმარტება იმის შესახებ, რომ არ შეიძლება ხელდასხმის განმეორება ისევე, როგორც ნათლისღებისა. მაშ, რა შეიძლება ითქვას ოპონენტების მტკიცებაზე ეკლესიისკენ მოქცეულ მეორე კატეგორიის მწვალებელ იერარქთა ხელმეორედ ხელდასხმასთან დაკავშირებით, თუკი წმ. ეკლესიის სწავლებით და პრაქტიკით მათზე ხელდასხმა არ მეორდება და თავისსავე ხარისხებში მიიღებიან?
ვუპასუხებთ: ჭეშმარიტად, ზემოთ ჩამოთვლილი მაგალითებიდან ობიექტური მკითხველი ადვილად დარწმუნდება იმაში, რომ მეორე კატეგორიის მწვალებლების მიღებისას, რაც წმიდა ეკლესიაში მირონცხებით აღესრულება, მათ უნარჩუნდებათ ხარისხები, რომლებიც მწვალებლობაში ყოფნის დროს მიიღეს. ამიტომაც, როგორც მკაცრად არის აკრძალული მწვალებელთა მიერ სწორად მონათლულთა გადანათვლა, ასევე აკრძალულია სწორად ხელდასხმულ მწვალებელთა ხელმეორედ ხელდასხმა ეკლესიისკენ მათი მოქცევისას.
წმ. მოციქულთა 68-
ამრიგად, თუკი თავიდანვე დავრწმუნდით, რომ მწვალებლები, მიუხედავად მათი კატეგორიისა, არიან სულიერად მკვდრები და უეჭველად ასეთები იყვნენ არიანელები და სხვა ზემოთ ჩამოთვლილი მწვალებლებიც; ასევე, თუკი დავრწმუნდით, რომ ამ "მკვდრებს" ეკლესია შეიწყნარებდა მეორე ხარისხით, ანუ მირონცხებითა და საკუთარი სასულიერო წოდების შენარჩუნებით; და ასევე, თუკი ძველმართლმადიდებლური ეკლესია სწორედ ამ განწესებებითა და წმიდა მამათა სწავლებებით ხელმძღვანელობდა, როდესაც მკვდრადქცეული რეფორმირებული ოფიციალური ეკლესიიდან გადმოსულ მღვდლებს და ეპისკოპოსებს იღებდა მეორე ჩინით, ანუ მირონცხებით, მას არაფერი შეუცოდავს, პირიქით, მას უხელმძღვანელია იმ პრინციპით, რომლითაც ეკლესია ხელმძღვანელობდა პირველი მსოფლიო კრებიდან მოყოლებული (ანუ IV საუკუნიდან), და თუკი ძველმართლმადიდებლურ ეკლესიას "მკვდარი" ეკლესიიდან, ანუ მწვალებელ ნიკონიანელთა რეფორმირებული ეკლესიიდან ძველმართლმადიდებლობაში გადმოსული მღვდლები მიუღია მირონცხებით, რაში ხედავს ზ. ნოდია დარღვევას, თანაც ისეთს, რომელსაც აბსურდულს უწოდებს და ამკობს ისეთი შეურაცმხყოფელი ეპითეტებით, როგორიც არის "არაკანონიკურობა", "ურცხვობა", "ქურდობა" და "პროკრუსტეობა"?
ჩვენ ზემოთ ვთქვით, რომ, თუკი ზ. ნოდიას დაუმტკიცდებოდა ის ფაქტი, რომ ძველმართლმადიდებლური ეკლესია სრულიად კანონიკურად მოქმედებდა ახალმოწესეობრივ-
ასე რომ, სრულიად მკაფიოდ ჩანს, როგორ შეურაცხყოფს ერეტიკოსი ზ. ნოდია წმიდა მართლმადიდებლობას, წმიდა ეკლესიას, წმიდა მამათა სჯულმდებლობას და როგორ გამოჰყავს ისინი "კომპრაჩიკოსებად" და "პროკრუსტეებად" და არც სხვა ეპითეტებს ერიდება ამგვარი პრაქტიკის მიმღებ მამათა განსაქიქებლად.
გამოდის, რომ, ზვიად ნოდიას რწმენით, "მკვდრების", ანუ ერეტიკოსების მირონცხებითა და საკუთარი სასულიერო ხარისხებით მიმღები მართლმადიდებელი ეკლესიის მოქმედება IV საუკუნიდან მოყოლებლი უნდა შეფასდეს "არაკანონიკურ" ქმედებად, ხოლო თავად მართლმადიდებელი ეკლესია ყოფილა "უხამსების", "ქურდებისა" და "რელიგიური პროკრუსტეების" ადგილსამყოფელი. ნუმც იყოფინ! -
ეს არის თვით ეკლესიისა და მისი თავის -

10