აპოლოგეტიკა - გზა - მართლად სავალი. III_II_2_8_ეკლესიის ქრისტოცენტრულობა - საქართველოს ძველმართლმადიდებლური ეკლესია

საქართველოს ძველმართლმადიდებლური ეკლესიის ოფიციალური საიტი
Перейти к контенту
არქიეპისკოპოსი პავლე (ხორავა)

გზა - მართლად სავალი

ნაწილი II

გრანდიოზული დივერსია

17-ე  საუკუნის რუსეთის საეკლესიო რეფორმის მიზეზები და შედეგები მსოფლიო მართლმადიდებლობისთვის. ძველმართლმადიდებლობის დოგმატურ-კანონიკური და ისტორიულ-ლიტურგიკული გამართლება
ქრისტეს ეკლესია
მკითხველო, წინამდებარე წიგნი, რომლის ინტერნეტ-ვერსიასაც ჩვენს ოფიციალურ საიტზე გთავაზობთ, მართლმადიდებლური სარწმუნოების საძირკვლის გამაგრების, შენთვის ჭეშმარიტი ქრისტეანული გზის ჩვენებას ისახავს მიზნად. აქ თავმოყრილია დიდძალი კვლევითი მასალა, რომელიც ეხება დოგმატიკის, ლიტურგიკის, ეკლესიის ისტორიის და ესქატოლოგიის სფეროებს. წიგნი მდიდარია ფაქტობრივი და დოკუმენტური მასალით და მოიცავს პერიოდს I საუკუნიდან ვიდრე XXI საუკუნემდე. ავტორი გვაძლევს ნათლისღების საიდუმლოს, სხვადასხვა ლიტურგიკული წეს-ჩვეულების, 17-ე საუკუნის საეკლესიო რეფორმისა და მისი შედეგების შემჭიდროებულ, მაგრამ ამავე დროს ღრმა ანალიზს.

წიგნში მხილებულია ძველმართლმადიდებლური ეკლესიის წინააღმდეგ მიმართული ცილისწამებებისა და ბრალდებების უსაფუძვლობა; ავტორის მიზანია, ჭეშმარიტების ერთგულ ყოველ ქრისტეანს მიუთითოს გზა მართლად სავალი. იმის გასარკვევად, რომ ეს გზა სწორედ ძველმართლმადიდებლურ ქრისტეანობასთან მიდის, არა მარტო აქ მოტანილი საეკლესიო წესებისა და სხვადასხვა მოვლენის განმარტება დაგეხმარება, არამედ კრებულში თავმოყრილი სადისკუსიო მასალებიც დიდად წაგადგებგა და ორ მოპაექრე მხარეს შორის მტყუან-მართლის გარჩევაც არ გაგიჭირდება.

წიგნის პირველი ნაწილი ეძღვნება ნათლისღების საიდუმლოს, მისი შესრულების კანონიკურ და არაკანონიკურ ფორმებს; მეორე ნაწილი - 17-ე  საუკუნის რუსეთის საეკლესიო რეფორმას და მის შედეგებს როგორც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისთვის, ასევე მსოფლიო მართლმადიდებლობისთვის; მესამე ნაწილი კი მთლიანად ეძღვნება ეკლესიის უძლეველობას.

ჭეშმარიტი ქრისტიანული სიყვარულით უძღვნის ამ წიგნს ძველმართლმადიდებლური ეკლესიის არქიეპისკოპოსი პავლე (ხორავა) წმიდა სარწმუნოების გზაზე შემდგარ ყოველ მართლმადიდებელს.

წიგნი გამოიცა ძველმართლმადიდებელ ქრისტეანთა შემოწირულობით.


თავი II
___________________________________________________________________________________________________________________________________

ეკლესიის დაქვრივების შესახებ


2. სიონი და იერუსალემი

როგორც უკვე აღვნიშნეთ, წმიდა მამები ძველი აღთქმის სიონს, იერუსალიმს ახალაღთქმისეული ეკლესიის წინასახედ მიიჩნევდნენ. აი, როგორ განმარტავს წმ. კირილე ალექსანდრიელი ესაია წინასწარმეტყველის სიტყვებს: "თქვა სიონმა მიმატოვა უფალმა და ღმერთმა დამივიწყა" (ესაია 49:14).

"თქვა სიონმა (ეკლესიამ - არქიეპ. პ.) მიმატოვა უფალმა და ღმერთმა დამივიწყა. განა დაივიწყებს ქალი თავის ჩვილს, არ შეიბრალებს თავისი მუცლის ნაშიერს? მან რომ დაივიწყოს, მე არ დაგივიწყებ შენ (ამბობს უფალი)" (ესაია 49:14-15).

ამრიგად, - ბრძანებს წმ. კირილე ალექსანდრიელი (376-444), - მართალია, ლაპარაკია ("ღმერთმა დამივიწყა") მიწიერ სიონზე ანუ იუდეველთა დედაზე, რომელმაც განიცადა უშვილობა ან ბერწობა, მაგრამ აღთქმა ეძლევა საცნაურ სიონს ("но обетование дается как бы мысленному Сиону"), რომელსაც, როგორც ბრძენი პავლე ამბობს, მორწმუნენი მიეახლნენ (ებრ. 12:22), რათა იგულისხმო წარმართთაგან და იუდეველთაგან შეკრებილი ეკლესია, რომელიც არის ხატი ზენა ეკლესიისა ("дабы ты разумел Церковь собранную из язычников и иудеев, имеющую образ вышней Церкви"), და რომელსაც ყოვლადბრძენი პავლე ასე ახსენებს: "ხოლო ზენა იერუსალიმი თავისუფალია: ის არის ჩვენი დედა" (გალატ. 4:26). ის არის ქალაქი ცოცალი ღმრთისა და დამპურებელი პირველშობილთა, დედა წმიდათა, ზეციურ წიგნში ჩაწერილთა, რომელთაც ქრისტე არასოდეს დაივიწყებს; რამეთუ მან შეიყვარა ეკლესია (ეფეს. 5:25), რომელიც წარუდგინა თავის თავს (ეფეს. 5:27), შეაერთა რა ორი ერი, რათა ორისაგან ერთი ახალი კაცი შეექმნა თავის თავში და ორივე ერთი სხეულით შეერიგებინა მამასთან (ეფეს. 2:15, 16). როგორ დაივიწყებს ის თავის სხეულს, ანუ ეკლესიას, რომლის თავიც თვითონ არის" ("Как же забудет Он собственное тело, то есть Церковь, коей Он есть глава") (ეფეს. 5:29, 30)? (Книга пророка Исаии. Кирилл Александрийский.  https://azbyka.ru/otechnik/Kirill_Aleksandrijskij/tolkovanie-na-proroka-isaiyu/4) (URL-ს მიმართვის თარიღი: 03.11.2020).

ნეტ. ავგუსტინე: "რა თქვა ისაიამ (წინასწარმეტყველმა) ქრისტესა და ეკლესიის შესახებ. სხვათა შორის, ისაია ამხილებს რა უსჯულოებას მიძალებულ ხალხსა და აუწებს რა მათ სიმართლეს, ამავე დროს გულისხმობს ქრისტესაც და ეკლესიასაც, და სხვებზე უფრო მეტად მეტყველებს მეფის (ანუ ქრისტეს) და მის მიერ შექმნილი ქალაქის (ანუ ეკლესიის) შესახებ, და ბრძანებს... "აჰა, გულისხმა-ყოს ყრმამან ჩემმან და ამაღლდეს და იდიდოს და განიცხროს ფრიად" (ახ. ქართ.: "აჰა, გულისხ-ხმა ყოფს ყრმა ჩემი, ამაღლდება, იდიდება და აღზევდება") ... "ამისთKსცა მან თავადმან დაიმკKდრნეს მრავალნი და ძლიერთა განანაწილოს იავარი ამის წილ, რომელ განეცა სიკუდიდ სული მისი, და უსჯულოთა თანა შეირაცხა, და მან ცოდვანი მრავალნი აღიხუნა, და ცოდვათა მათთათKს მიეცა" (ახ. ქართ.: "ამიტომ მრავალში მივცემ მას წილს და ძლიერებთან ერთად გაინაწილებს ნადავლს, რადგან სასიკვდილოდ გაწირა თავი და ცოდვილთა შორის შეირაცხა; მრავალთა ცოდვები ჰქონდა ტვირთად და ცოდვილებს ესარჩლებოდა") (ესაია 53:12). ეს იყო წინასწარმეტყველება ქრისტეზე" (რუს. თარგმ.: "Сие пророчество было о Христе").

ახლა კი ვისმინოთ მის ეკლესიაზე (რუს. თარგმ.: "Послушаем же о Церкви (Его) следущее"): "გაიხარე, ბერწო, უშობელო! სიხარულით აყიჟინდი, სალმობის განუცდელო! რადგან მიტოვებულს მეტი შვილები ეყოლება, ვიდრე გათხოვილს, ამბობს უფალი. გააფართოვე შენი კარვის ადგილი და გადაჭიმონ შენი ჩარდახების გადასახურავნი. ნუ დაინანებ, დააგრძელე შენი თოკები და გაამაგრე შენი პალოები. რადგან მარჯვნივ და მარცხნივ განივრცობი, შენი მოდგმა ხალხებს დაიმკვიდრებს და უკაცრიელ ქალაქებს დაასახლებენ. ნუ გეშინია, რადგან არ შერცხვები; ნუ დაიმალები, რადგან არ იქნები შეგინებული, რადგან დაივიწყებ ყრმობისდროინდელ სირცხვილს და შენი ქვრივობის მოყივნებას აღარ გაიხსენებ. რადგან შენი შემქმნელია შენი ქმარი, ცაბაოთ უფალია მისი სახელი; ისრაელის წმიდაა შენი გამომსყიდველი, მთელი ქვეყნის ღმერთად წოდებული. რადგან უფალმა მოგიხმო, როგორც ცოლს, გაშვებულს და სულგამწარებულს, როგორც ყრმობისდროინდელ ცოლს, შეძულებულს, ამბობს შენი ღმერთი. მცირე ხნით მყავდი მიტოვებული და დიდი შებრალებით შეგკრებ. ერთწამს რისხვით დავიფარე სახე შენგან და საუკუნო წყალობით შეგიბრალებ, ამბობს შენი გამომსყიდველი უფალი" (ესაია 54:1-9).

ეს საკმარისია. - ზოგიერთი სიტყვა მასში განმარტებას საჭიროებს, მაგრამ, ჩემი აზრით, ყველაფერი ისედაც იმდენად ნათელია, რომ თვით მტრებიც კი იძულებულნი იქნებიან, გაიგონ ეს ისე, როგორც ჩვენ გვესმის" ("Но сего довольно. Некоторыя речи в них требовали бы изъяснения, но по мнению моему кажеься довльно все вразумительно так, что и сами враги нехотя принуждены оное также как и мы разуметь") (Ч. III, стр. 408-411, 1786 г. Толк. На 54 гл. Исаии о вдовстве новозаветной церкви. ციტ. В. Т. Зеленков. Выписки из святоотеческих и других книг, служащих к изучению различных сторон церковной жизни. Часть II. Москва. 1911 г. Стр. 136-137).

ვნახოთ იგივე წმიდა მამის განმარტება სხვა გამოცემაშიც: "... რა იწინასწარმეტყველა ესაიამ ქრისტესა და ეკლესიის შესახებ... "ამხელს რა ცოდვებსა და არიგებს სიმართლეში, ღვთის ცოდვილ ერს მომავალ უბედურებებსაც უწინასწარმეტყველებს, ესაია სხვაზე მეტად წინასწარმეტყველებს ქრისტესა და მის ეკლესიაზე, ანუ მეფესა (ქრისტეზე) და მის მიერ დაფუძნებულ ქალაქზე (ეკლესიაზე); ასე, რომ ზოგიერთი მას მახარობელს უფრო უწოდებს, ვიდრე წინასწარმეტყველს. მაგრამ თხზულება რომ არ გავზარდო, მრავალთაგან მხოლოდ ერთს დავიმოწმებ. "აჰა, გულისხმა-ყოს ყრმამან ჩემმან, - ამბობს წინასწარმეტყველი ღმრთის სახელით, - და ამაღლდეს და იდიდოს და განიცხროს ფრიად.  "ამისთვისცა მან თავადმან დაიმკKდრნეს მრავალნი და ძლიერთა განანაწილოს იავარი ამის წილ, რომელ განეცა სიკუდიდ სული მისი, და უსჯულოთა თანა შეირაცხა, და მან ცოდვანი მრავალნი აღიხუნა, და ცოდვათა მათთათKს მიეცა ... "აჰა, გულისხმა-ყოს ყრმამან ჩემმან და ამაღლდეს და იდიდოს და განიცხროს ფრიად, ვითარსახედ განკვირდენ შენ ზედა მრავალნი, ეგრეთ უდიდებლობდეს კაცთაგან სახეები და დიდებაი შენი ძეთაგან კაცთასა. ესრეთ უკKრდეს წარმართთა მრავლად მის ზედა და შეიყონ მეფეთა პირი მათი, რამეთუ რომელთა არა მიეთხრა მისთKს, იხილონ და, რომელთა არა ესმა, გულისხმა-ყონ... რომელ განეცა სიკუდიდ სული მისი, და უსჯულოთა თანა შეირაცხა, და მან ცოდვანი მრავალნი აღიხუნა, და ცოდვათა მათთათვის მიეცა" (ესაია 52:13-15; 53:12). ეს ითქვა ქრისტესთვის.

შემდეგ ის ეკლესიის შესახებ წერს. "იხარებდ, ბერწი არმშობელი, ღაღადებდ და ახმობდ, არმლმობელ, რამეთუ მრავალ არიან შვილნი ოხრისანი უფროს, ვიდრე მქონებელისანი ქმარსა, რამეთუ თქუა უფალმან: განავრცელე ადგილი კარვისა შენისა და მოსაკიდელნი ეზოთა შენთანი აღჰმართენ, ნუ ჰრიდებ, განაგრძელენ საბელნი შენნი, და მანანი შენნი განაძლიერენ. მერმეცა მარჯუენით კერძო და მარცხენით კერძო განჰფინენ, და თესლმან შენმან წარმართნი დაიმკKდრნეს და ქალაქნი მოოხრებულნი დაიმკვიდრნე. ნუ გეშინინ, რამეთუ გრცხუენა, ნუცა გეკდიმების, რამეთუ იყუედრე, რამეთუ სირცხვილი საუკუნოი დაივიწყოს და ყუედრებაი ქურიობისა შენისა არა მოიხსენოს მერმე, რამეთუ უფალი შემოქმედი შენი, უფალი, საბაოთ სახელი მისი, და გამომხსნელი შენი, თვით იგი ღმერთი ისრაილისა, ყოველსა ქუეყანასა იწოდოს. არა ვითარცა დედაკაცსა დატევებულსა და სულმოკლესა გიწოდა შენ უფალმან, არცა ვითარცა დედაკაცსა სიჭაბუკითგან მოძულებულსა. თქუა ღმერთმან შენმან: არამცირედსა ჟამსა დაგიტევე შენ და წყალობისა მიერ დიდისა შეგიწყალო შენ. გულისწყრომისა მიერ მცირისა გარემივიქციე პირი ჩემი შენგან და წყალობისა მიერ საუკუნოსა შეგიწყალო შენ") (ესაია 54:1-9). ამაზე შევჩერდეთ. ამ სიტყვებში რაღაც საჭიროებს განმარტებას, მაგრამ, ვფიქრობ, ყველაფერი იმდენად ნათელია, რომ თვით მტრებიც კი იძულებულნი იქნებიან, გაიგონ ეს ისე, როგორც ჩვენ გვესმის" (Блаж. Августин. Ч. VI, слово 29, стр. 46-48, изд. 1887 г., толк. На 54 главу пророка Исаии и вдовстве новозаветной церкви) (ციტ. В. Т. Зеленков. Выписки из святоотеческих и других книг, служащих к изучению различных сторон церковной жизни. Часть II. Москва. 1911 г. Стр. 137-138).

საინტერესოა აღინიშნოს, რომ სიონს ახალაღთქმისეული ეკლესიის (და არა მისი რომელიმე ეპარქიის ან ადგილობრივი ეკლესიის) წინასახედ მიიჩნევდა ცნობილი ახალმოწესე (ნიკონიანელი) ეპისკოპოსი ბესარიონი (ნეჩაევი) (1823-1905) (7).

"სიონის, ანუ ახალაღთქმისეული ეკლესიის წევრები ("Чада Сиона, т. е. Новозаветной Церкви"), ვერ ხედავენ რა თავიანთი უბედურების დასასრულს, ჩავარდებიან სულმოკლეობაში და იფიქრებენ, ხომ არ დაივიწყა ისინი უფალმა, დატოვა შემწეობის გარეშე, და ამ თავიანთ სულმოკლეობას გამოავლენენ უფლისადმი ყვედრებაში მძიმე ხვედრის გამო" ("Чада Сиона, т. е. Новозаветной Церкви, не видя конца своим бедствиям от врагов, впадут в малодушие, станут думать, не забыл ли о них Господь, оставив их без заступления, и свое малодушие будут выражать в жалобах Господу на свою горькую судьбу") (https://ekzeget.ru/bible/kniga-proroka-isaii/glava-49/stih-14) (URL-ს მიმართვის თარიღი: 03.11.2020).

______________

7.
კოსტრომისა და გალიჩის ეპისკოპოსი ბესარიონი (ერში ბასილ პეტრეს ძე ნეჩაევი), მრავალრიცხოვან ნაშრომთა ავტორი, რომელთაგან უმეტესობა გამოქვეყნდა ჟურნალში "Душеполезное чтение" ("სულის სასარგებლო საკითხავნი"). ეგზეგეტი. მის ძირითად ნაშრომებს ეკუთვნის პარემიათა განმარტებანი. პარემია, ეს არის ადგილი ბიბლიიდან, რომელსაც ეკლესია ღვთისმსახურებაზე კითხულობს. 1859 წელს მოსკოველ მღვდელ ალექსი კლუჩარევთან (შემდეგში არქიეპისკოპოსი ამბროსი) და ბასილ ლებედევთან ერთად დააფუძნა სასულიერო-სამოძღვრო ჟურნალი "Душеполезное чтение" ("სულის სასარგებლო საკითხავნი"). იმის შემდეგ, რაც 1863 წ. ლებედევი გარდაიცვალა, კლუჩარევმა 1866 წ. დატოვა რედაქცია და მღვდელი ბასილ ნეჩაევი ერთპიროვნულად რედაქტორობდა ჟურნალს.

______________

ვფიქრობთ, ეჭვი არ უნდა არსებობდეს იმასთან დაკავშირებით, რომ ძველაღთქმისეული სიონი და იერუსალიმი სულიერად გულისხმობს არა ერთ რომელიმე სამრევლოს ან რომელიმე ადგილობრივ დაქვრივებულ ეკლესიას, არამედ მთლიანად ღვთის ერს, მთელ ეკლესიას, რომელიც,  თვით წმ. წერილის მოწმობით, აღმოჩნდა დაქვრივებული, დაწუნებული, შერცხვენილი და თვით ღმრთისგან მიტოვებულიც კი. მაგრამ, აღთქმისამებრ, შეწყალებულ იქნა დიდი წყალობით. როგორც ნეტ. იერონიმე ბრძანებს: "გულისხმაყოს ეკლესიამ, რომ მალე დაინგრევა იმათი კედლები და სამაგრები, ვისაც თავისი სასოება უფალზე არ დაუმყარებია და ღალატობს მას; თუმცა მსაჯულის მოწყალებით და არა შემცოდეთა გამო, სრულიად მაინც არ მოისპობა" (Блаж. Иероним. Ч. VI, гл. 5, стих 10-11, стр. 233. Изд. 1880 г. ციტ. В. Т. Зеленков. Выписки..., ч. II. Стр. 114) და კიდევ, "ყოველივე, რასაც ჩვენ ბუკვალურად ვგულისხმობთ იერუსალიმთან დაკავშირებით, სულიერი აზრით შეგვიძლია განვაკუთვნოთ ქრისტეს ეკლესიას..." (იქვე. გვ. 245. ციტ. В. Т. Зеленков. Выписки..., ч. II. Стр. 114).


3. ძველაღთქმისეული ქვრივები

საგულისხმოა აღინიშნოს, რომ წმიდა  წმ. ამბროსი მედიოლანელი (339-397) ძველაღთქმისეულ ზოგიერთ ქვრივ დედაკაცსაც ეკლესიის წინასახედ მიიჩნევს. მაგალითად:

ა) ეკლესიის წინასახეა სარეპტელი ქვრივი, რომელთანაც ღმერთმა ელია წინასწარმეტყველი გააგზავნა.

"უეჭველადო, ბრძანებს წმ. ამბროსი, ეს ის ქვრივია, რომლის შესახებაც ითქვა: "გაიხარე ბერწო, უშობელო, სიხარულით აყიჟინდი სალმობის განუცდელო, რადგან მიტოვებულს მეტი შვილები გეყოლება, ვიდრე გათხოვილს" (ესაია 54:1). და ჭეშმარიტად ქვრივია ის, ვისზეც მშვენივრად ითქვა "შენი ქვრივობის ყვედრება აღარ იქნება, რამეთუ მე ვარ უფალი - შენი შემოქმედი " (ესაია 54:4). ვინმე თუ იკითხავს, რატომ დაუშვა ღმერთმა ეკლესიის დაქვრივება, წმ. მამისგან ასეთ პასუხს მიიღებს: "რათა უმეტესი დიდებით გამოჩენილიყო მიტოვებულის ერთგულება" ("Без сомнения, это та вдовица, о которой сказано: "Возвеселись, неплодная, не рождающая, воскликни и возгласи, не мучившаяся родами, потому что у оставленной гораздо больше детей, нежели у имеющей мужа" (Ис. 54:1). И поистине вдовица та, о которой прекрасно сказано: "ты забудешь о бесславии и вдовстве твоем, ибо я - Господь творец твой" (Ис. 54:4, 5). ... чтобы оставленная с еще большею славою могла сохранить верность" (Св. Амвросий Медиоланский. О девстве и браке. Москва 1997, стр. 90, 91. იხ. ასევე: О девстве и браке. О вдовицах. Глава третья. § 14, 15. https://azbyka.ru/otechnik/Amvrosij_Mediolanskij/o-devstve-i-brake/4_1) (URL-ს მიმართვის თარიღი: 03.11.2020).

მაგრამ შეიძლება კვლავ იკითხონ: რატომ წარმოგვიჩენს წმ. წერილი ეკლესიას ერთდროულად ქალწულადაც, გათხოვილადაც და ქვრივ დედაკაცადაც? წმ. მამა გვასწავლის: "ეკლესია იმიტომაც არის ერთდროულად ქალწულიც, გათხოვილი ქალიც და ქვრივიც, რომ ყველა ესენი არის ქრისტეს ერთი სხეული" (იქვე, გვ. 91) ("Церковь (одновременно является) девой, замужней и вдовицей, ибо все они одно тело во Христе") (О девстве и браке. О вдовицах. Глава третья. § 16) და ეკლესიას უნდა ამშვენებდეს ყვავილი უბიწოებისა, ღვაწლი ქვრივობისა და ნაყოფი ქორწინებისა. "მართალია, განსხვავებულნი არიან ეს ნაყოფნი, მაგრამ ისინი მაინც ერთი მინდვრისანი არიან..." (შეად. იქვე, გვ. 125)  (რუს. თარგმ.: "... трудящемуся на порученной мне ниве Церкви (Христовой), можно было узреть ее плодородие, как она-то украшается цветами целомудрия, то обогащается подвигами вдовства, то изобилует плодами брака. Правда, эти плоды различны, но они все же плоды с одного поля") (О девстве и браке. О вдовицах. Глава четырнадцатая. § 83).

ბ) დებორას (მსაჯულთა 4) შესახებ წმ. ამბროსი ბრძანებს, რომ "საიდუმლოდ გამოხატავს წარმომავლობას ეკლესიისა წარმართთაგან, რამეთუ მას (დებორას) წილად ერგო დაეძლია სულიერი სისარა, ანუ ძალი წინააღმდგომი ეშმაკისა" (იქვე. გვ. 107). ("... она прикровенно изобразила, собою происхождение Церкви, имеющей возникнуть из язычников, ей досталась победа над духовным Сисарой, т. е. над противной (диавольской) силою") (О девстве и браке. О вдовицах. Глава восьмая § 47).

გ) აქვეა ივდითი, რომელმაც თავისი ქვრივობის პერიოდში შეინახა კრძალულება და დაიცვა მშვენება უბიწოებისა (ანუ ეკლესია არც ქვრივობის პერიოდში შთავარდნილა მწვალებლობაში. - არქიეპ. პ.) (იქვე. გვ. 103). (О девстве и браке. О вдовицах. Глава седьмая. § 37-42).

დ) ნოემინი, რომელიც ქვრივობისას საარსებო წყაროს სხვის ნიადაგზე ამოსული თავთავებით პოვებდა (ასევე დაქვრივებული ეკლესიაც "სხვის ნიადაგზე" ხელდასხმული მღვდლების ხარჯზე ინარჩუნებდა არსებობას - არქიეპ. პ.) (იხ. იქვე. გვ. 99). ("Ужели не кажется тебе замечательной и эта вдова Ноеминь, которая поддерживала свою вдовую жизнь колосьями с чужой нивы") (იქვე. Глава шестая. § 33).

ე) წმ. ამბროსისავე განმარტებით, ეკლესიაა ნაგულისხმები წმ. წერილის სიტყვებში: "უსაჯეთ ობოლსა და განამართლეთ ქვრივი" (ესაია 1:17). "უფალმან დაიცვას მწირნი, ობოლი და ქურივი შეიწყნაროს" (ფსალმ. 145:9) (იქვე. გვ. 89) და მრავალი სხვა (რუს. თარგმ.: "И в самом деле, вот что написано: "судите сиру, и оправдите вдовицу, и приидите, и истяжимся, глаголет Господь" (Ис. 1:1718). И в другом месте: "Сира и вдову приимет" (Господь) (Пс. 145:9). Еще в другом месте: Вдовицу "ეго благословляя благословлю" (Пс. 131:15). Здесь скрывается также образ Церкви) (Св. Амвросий Медиоланский. О девстве и браке. Москва 1997, стр. 90, 91. იხ. ასევე: О девстве и браке. О вдовицах. Глава вторая. § 13. https://azbyka.ru/otechnik/Amvrosij_Mediolanskij/o-devstve-i-brake/4_1) (URL-ს მიმართვის თარიღი: 03.11.2020).


4. წმიდა მამათა წინასწარმეტყველებანი

ეკლესიის დაქვრივების შესახებ პირდაპირ იწინასწარმეტყველა მოსკოვის წმიდა მიტროპოლიტმა ფილიპემ (ეწამა 1570 წ.). მან თქვა: "...ვწუხვარ, რომ დადგება დრო, როდესაც უფლის ეკლესია დაქვრივდება, რამეთუ მისი მწყემსები დაქირავებულებივით იქნებიან" (დედანში: "Прискорбно мне с вами разстатися и сожалею, что предстоит время, в которое церковь (Господня) будет вдовствовать, ибо пастырие, яко наемницы будут") (Начертание жития подвигов и изречений святителя Филиппа II Митр. Московского чудотворца. Москва. 1860 г. стр. 76. ციტ. В. Т. Зеленков. Выпички из святоотеческих и других книг, служащия к изучению различных сторон церковной жизни. Часть II. Москва. 1911 г., стр. 145).

"შვილნო ჩემნო, - ამბობდა იგი, - მოთმინებითა თქვენითა მოიპოვეთ სული თქვენი, იყვარებოდეთ ურთიერთას და გიყვარდეთ მტერნი თქვენნი: ღმერთი (ეკლესიის ქვრივობის შემდეგ) ყოველივეს უკეთესობისკენ წაიყვანს" ("Чада мои, говорил он, в терпении стяжите души ваша, любите друг друга, любите и враги ваша: Бог все (то вдовство) приведет к лучшему") (იქვე. ციტ. ვ. ტ. ზელენკოვი. იქვე. გვ. 145-146).

სხვა გამოცემაში კი ნათქვამია: "...მღვდელმთავარმა ფილიპემ... ეკლესიისა და მამულისთვის მოსაგრემ, როდესაც ოპრიჩნიკები მიათრევდნენ, ბრძანა: "ვხარობ, რომ ეკლესიისთვის მიწევს ყოველივე ამის დათმენა, მაგრამ ახლოა ჟამი, როდესაც ის დაქვრივდება და მისი მწყემსები, დაქირავებულებივით, მოძულებულნი იქნებიან" (Книга - училище благочестия,  выбранное из жития святых, издан.училищем совета при Синоде (исправленное) СПБ Синод. типогр. 1901 г., стр. 170, по изд. 1886 г. СПб, часть 3, стр. 204) ("Радуюсь, что для церкви Господней терплю сие; но близко время, в которое она приемлет вдовство, и пастыри, яко наемницы, презираеми будут") (Книга - Училище благочестия,  выбранное из житий святых, издан. Училищнаго совета при Синоде (исправленное) СПБ. Синод. Типогр. 1901 г., стр. 170, по изд. 1886 г. СПБ, часть 3, стр. 204. ციტ. ვ. ტ. ზელენკოვი. იქვე. გვ. 147).

სხვა წმიდა მამებიც მსჯელობენ ეკლესიის დაქვრივებასა და "მოძღვართაგან მის გაღატაკებაზე". მათი თქმით, შესაძლოა ისეთი ვითარებაც, როდესაც მოძღვართაგან გაღატაკებულ ეკლესიას დააპურებს თვით ქრისტე. აი, როგორ განიმარტება ფსალმუნის სიტყვები: "არ შერცხვებიან სიავის ჟამს და შიმშილის დღეებში დაპურდებიან" (ძვ. ქართ.: "არა სირცხჳლეულ იქმნენ იგინი ჟამსა ბოროტსა და დღეთა სიყმილისათა განძღენ") (ფსალმ. 36:19).

წმ. ათანასე ალექსანდრიელი (295-373): "დევნულებათა დროს, მოძღვართაგან გაღატაკების ჟამს ("при оскудении учителей") (რუს. თარგმ.: "("Во времена гонений, при оскудении учителей Сам Господь Духом Своим препитает верующих в Него") თვით უფალი თავისი სულით დააპურებს მისდამი მორწმუნეთ ... სიავის ჟამი - ეს არის ჟამი მრისხანებისა უკეთურებზე, როდესაც ერთნი სამართლიანად დაისჯებიან ღმრთის მიერ, ხოლო სხვანი მიიღებენ დიდების გვირგვინს, პატივს, უხრწნელებასა და მარადიულ სიცოცხლეს" (Творения святагао Афанасия Архиепископа Александрийского, ч. IV, толков. На 36 псалом стих 19, стр. 129, изд. 1903 г.) (В. Т. Зеленков. Выписки из святоотеческих и других книг, служащих к изучению различных сторон церковной жизни. Часть II. Москва. 1911 г. Стр. 110).

ღირ. ექვთიმე ზიგაბენი: "არა სირცხჳლეულ იქმნენ იგინი ჟამსა ბოროტსა და დღეთა სიყმილისათა განძღენ" (ფსალმ. 36:19). "როდესაც დევნულების დროს უკვე აღარ იქნებიან (ჭეშმარიტი) მოძღვრები, თვით უფალი თავისი სულით დააპურებს, მისდამი მორწმუნეთ" (Толков. Псалтырь. Преподобн. Евфимия Зигабена греческ. философа и монаха, жившаго в XII-м веке), на псалом 36, стих 19, стр. 287-288, изд. 1898 г.) (Толкование стр. 288 в примечании) (В. Т. Зеленков. Выписки... Там же. Стр. 110).

მაშ, თუკი თვით წმიდა წერილი გვიწინასწარმეტყველებს ეკლესიის (სიონის) დაქვრივების შესახებ, როგორ არის შესაძლებელი, მას ვუწოდოთ "მწვალებლობა", როგორც ამას ჩვენი "პუბლიცისტი" ზ. ნოდია გვიცხადებს? მწვალებლობა და უდიდესი მკრეხელობა თვით ზ. ნოდიას განცხადებაა, რომელიც თავისი უპასუხისმგებლო საქციელით წმიდა წერილს გაუგონარ შეურაცხყოფას აყენებს.

"განშორდნენ რა ეკლესიას, - წერს იგი ძველმოწესეთა შესახებ, - ეკლესიის იმიტაციით (?) განვლეს წუთისოფელი, ეკლესიის ნაცვლად დასჯერდნენ ეკლესიის სუროგატს (?) და სარწმუნოების მაგიერ - სტაროვერულ იდეოლოგიას ემსახურნენ. მწვალებლობაა, იმიტომ, რომ - გაყალბებული აქვთ ეკლესიის არსი: ეკლესია არის ქრისტოცენტრული, ანუ ევქარიოცენტრული, რაც შეუძლებელია ეპისკოპოსის გარეშე, ანუ ეპისკოპალურია, ზედამხედველურია, მსგავსად ქრისტესი, ვინც თავადაა მღვდელმთავარი - მელქისედეკის წესით და მისი მოვალეობის აღმასრულებელნი გახლავან მღვდელმთავრები, რომელ კლდეზედაც ააშენა ეკლესია მანვე და ამის გარეშე (ე. ი. ეპისკოპოსთა გარეშე - არქიეპ. პ.) არ არსებობს ეკლესია, რამეთუ ეპისკოპოსია ეკლესიის გამანაყოფიერებელი, ანუ მას გააჩნია პატრიარქალურ-მემკვიდრეობით ფუნქცია, რომლის გარეშეც არ იბადება კლერიკოსთა დასი და ეკლესიაც წყვეტს სიცოცხლისუნარიანობას: არ გყავთ ეპისკოპოსი? - არ გყავთ სამღვდელოება და არ გაქვთ ნათლისღება, არც ეკლესია..." (?) (იქვე. გვ. 214). ზ. ნოდიას აზრით, თურმე ეპისკოპოსის გარეშე ნათლობაც კი უქმდება (იქვე).

ხსენებულ მონაკვეთში ზ. ნოდია ეპისკოპოსის გარეშე დარჩენილ ეკლესიას უწოდებს ეკლესიის "იმიტაციას", "სუროგატს", უეპისკოპოსო ეკლესიის არსს კი "გაყალბებულად" მიიჩნევს. "თანამედროვე წარმართები, - ქაქანებს ჩვენი ოპონენტი, - ცდილობენ ჭეშმარიტი ეკლესია ჩაგვინაცვლონ სუროგატით და ღმერთს დაგვაშორონ, რითაც ამ სამშობლოსაც გვართმევენ და ზეციურ სამშობლოსაც... აი, რა შეუძლია ჭეშმარიტების გაყალბებას და ცრუ ჭეშმარიტების (?) შემოჩეჩებას" (პირველად გვესმის, რომ "ჭეშმარიტება" შეიძლება "ცრუც" იყოს - არქიეპ. პ.)  (იქვე. გვ. 219).

როგორც ბიბლიური წინასწარმეტყველებებიდან და წმიდა მამათა განმარტებებიდან ვნახეთ, დაქვრივებული ეკლესია "სუროგატი" კი არა ქრისტეს სხეულია, რომლის თავი არის თავად ქრისტე. ამავე წინასწარმეტყველებებიდან ვნახეთ, რომ ეკლესიის დაქვრივება სულაც არ აყალბებს მის არსს, მაგრამ ჩვენს ყურადღებას აქ ზ. ნოდიას სხვა შეხედულებებიც იპყრობს. ზემოთ დამოწმებულ ამონაწერს მივყვეთ თანმიმდევრობით.


5. ეკლესიის ქრისტოცენტრულობა

ზ. ნოდია წერს: "ეკლესია არის ქრისტოცენტრული, ანუ ევქარიოცენტრული, რაც შეუძლებელია ეპისკოპოსის გარეშე, ანუ ეპისკოპალურია" (იქვე. გვ. 214). ჯერ ერთი, მართლმადიდებლური ეკლესიისთვის არავის არასოდეს უწოდებია "ეპისკოპალური". ასე იწოდება სახელმწიფო ეკლესია დიდ ბრიტანეთსა და ირლანდიაში, რომელიც წარმოადგენს რეფორმატორული ეკლესიის ნაშიერს, მაგრამ რომლისგანაც განსხვავდება იმით, რომ ინარჩუნებს (აღიარებს) ეპისკოპოსის ხარისხს, რომელიც ხელმძღვანელობს ეკლესიის საქმეებს და თავისი უფლებები აქვს. მართლმადიდებლურ ეკლესიასთან მიმართებაში ტერმინი "ეპისკოპალური", რბილად რომ ვთქვათ, არაზუსტია. ავტორის ეს არაზუსტი გამონათქვამი ალბათ, წინმსწრობ ფრაზებთან კონტექსტში უნდა აღვიქვათ. კერძოდ, მისი თქმით: "ეკლესია არის ქრისტოცენტრული, ანუ ევქარიოცენტრული, რაც შეუძლებელია ეპისკოპოსის გარეშე, ანუ ეპისკოპალურია" (იქვე).

ზ. ნოდია ამბობს, რომ "ეკლესიის ქრისტოცენტრულობა შეუძლებელია (!) ეპისკოპოსის გარეშე" (იქვე). მაგრამ ნებისმიერი ეპისკოპოსი გახლავთ ცოდვილი და ვნებებს დაქვემდებარებული ადამიანი, მას თვითონ სჭირდება ქრისტე საკუთარი სულის საცხოვნებლად. ეპისკოპოსი კი არ არის მაცხოვარი, არამედ ქრისტე, რომელიც ეპისკოპოსებისა და მღვდლების მეშვეობით აცხოვნებს მთელ ეკლესიას. ეპისკოპატი მხოლოდ კონკრეტული (თუმც უმაღლესი) ფუნქციის აღმასრულებელთა დასია. ამიტომაც, ზ. ნოდიას განმარტებიდან გამომდინარე, ეკლესია ქრისტოცენტრული კი არა ანთროპოცენტრული (ანთროპოს - ადამიანი) გამოდის, რამეთუ მისი თქმით თუკი ეკლესიის ქრისტოცენტრულობა შეუძლებელია ეპისკოპოსის გარეშე და ეკლესიის ქრისტოცენტრულობა "ეპისკოპალურობაში"  გამოიხატება, მაშინ, ლოგიკურად რომ ვთქვათ, ქრისტოცენტრულობა იმავე "ეპისკოპოცენტრულობას" უნდა ნიშნავდეს. ეს არის ეკლესიოლოგიურად და დოგმატურად სრულიად მიუღებელი და მწვალებლური აზრი.

ეკლესია თუ ქრისტოცენტრულია, მაშინ ზედმეტია ლაპარაკი მის "ეპისკოპოცენტრულობაზე", ხოლო, თუ ეკლესიის ცენტრი ეპისკოპატია, ანუ ეკლესია "ეპისკოპოცენტრულია", მაშინ ქრისტოცენტრული არ ყოფილა. ქრისტე აქ ან "ითქვიფება" ეპისკოპატში, ან კიდევ ზ. ნოდია მას საფუძველს აცლის, "გაჰყავს" ის ეკლესიის ცენტრიდან, რადგან ქრისტეს "მოვალეობის შემსრულებლები" ეპისკოპატში ეგულება. ეპისკოპოსის დანიშნულების ამგვარი გაგებიდან ლოგიკურად შემოდის სწავლება ეპისკოპოსის, როგორც ქრისტეს ადგილნაცვალის შესახებ, რაც არასწორია. მაგრამ, სწორედ ამგვარ შეხედულებამდე მიდის ზ. ნოდია თავისივე "მჭევრმეტყველებიდან" გამომდინარე.  ის წერს: "მისი (ანუ ქრისტეს - არქიეპ. პ.) მოვალეობის აღმასრულებელნი გახლავან მღვდელმთავრები, რომელ კლდეზედაც ააშენა ეკლესია მანვე (ანუ ქრისტემ - არქიეპ. პ.) და ამის გარეშე (ე. ი. ეპისკოპოსთა გარეშე - არქიეპ. პ.) არ არსებობს ეკლესია". ან კიდევ: "ეკლესია არის სძალი უფლისა - წერს ზ. ნოდია, - და არის დედა და როცა უეპისკოპოსოდ, ანუ უქმროდ (?) რჩება რომელიმე ნაწილი ეკლესიისა, მისი თესლის აღდგინება ძალუძს ქრისტეს ადგილნაცვალ (პაპისტური ტერმინი - არქიეპ. პ.) მორიგ ეპისკოპოსს" (იქვე. გვ. 204).

ზ. ნოდია ვარდება ორ უმძიმეს მწვალებლობაში: 1) ეკლესიის საძირკვლად, "კლდედ", რომელზეც აღაშენა ქრისტემ ეკლესია, მიიჩნევს ეპისკოპატს და 2) ის ეპისკოპოსებს აცხადებს ქრისტეს ადგილნაცვლებად.  განვიხილოთ თითოეული მათგანი.

ზ. ნოდიას აზრით, მღვდელმთავრობაა ის კლდე, რომელზეც ქრისტემ ეკლესია აღაშენა და თუკი ეკლესიის "ქრისტოცენტრულობა" გაიგივებულია "ევქარიოცენტრულობასთან" (ზ. ნ.-ს ტერმინია), ხოლო ეს უკანასკნელი უიგივდება "ეპისკოპოცენტრულობას", გამოდის, რომ "ქრისტოცენტრულობა" = "ეპისკოპოცენტრულობას", და აქედან, ეკლესიის არსი და ცენტრი ეპისკოპატი ყოფილა.

ელემენტარული ლოგიკის თანახმად, თუ A=B, ხოლო B=C, მაშინ ლოგიკური აუცილებლობით A=C. ასეა აქაც, სადაც A არის ქრისტე (ქრისტოცენტრულობა), B არის ევქარისტია (ევქარიოცენტრულობა - ზ. ნოდიას "ტერმინია") და C - ეპისკოპატი. ამრიგად, ამ ელემენტარული ლოგიკური ფორმულიდან გამომდინარეობს, რომ ქრისტოცენტრულობა თურმე გულისხმობს ეპისკოპატს, ანუ ზ. ნოდიასეული ტერმინოლოგიით - ეპისკოპოცენტრულობას.

ამ მიზეზით ზ. ნოდიას "ეკლესია" ქრისტოცენტრულობიდან ანთროპოცენტრულობისკენ ინაცვლებს, რადგან მისი შეხედულებით, ეკლესია თუ "ეპისკოპალურია", რომელიც გულისხმობს ადამიანთა ჯგუფს (ეპისკოპოსებს), მაშინ, ზემოთ მოტანილი ლოგიკური ფორმულის თანახმად, აღმოჩნდება რა ის ეპოსკოპოცენტრული, თავისთავად ანთროპოცენტრულიც იქნება. გამომდინარე აქედან, სრულიად ლოგიკურად, ამ ანთროპოცენტრული ეკლესიის კლდედ უკვე ქრისტე კი არა, "მღვდელმთავრები" ცხადდებიან, რასაც ზ. ნოდია პირდაპირ აცხადებს და წერს - ამ "კლდეზე" (ანუ მღვდელმთავრებზე - არქიეპ, პ.) ააშენაო ქრისტემ ეკლესია (იქვე. გვ. 214). აქედან გამომდინარე კი დიდის რიხით აცხადებს: "არ გყავთ ეპისკოპოსი? - არ გყავთ სამღვდელოება და არ გაქვთ ნათლისღება, არც ეკლესია..." (იქვე).

მაგრამ რატომ? ნუთუ ქრისტეს მადლი, მისი მყოფობა ეკლესიაში ადამიანზე ან ადამიანთა ჯგუფზეა დამოკიდებული? თუ პირიქით, ადამიანები არიან დამოკიდებულნი ქრისტეზე? ნუთუ ამაოდ თქვა ქრისტემ "აჰა ესერა მე თქუენ თანა ვარ ყოველთა დღეთა და ვიდრე აღსასრულადმდე სოფლისა" (მათე 28:20)? - ნუმც იყოფინ! ხომ არ უთქვამს მაცხოვარს "აჰა ესერა თქუენ თანა იქნებიან ეპისკოპოსნი... ან მოციქულნი"? არამედ ბრძანა - "მე თქუენ თანა ვარ", რაც სრულიად ნათლად გამოგვიჩენს ეკლესიის უძლეველობის საძირკველს, მისი მარადიულობის საფუძველს, მის ცენტრს - ჩვენს უფალს და მაცხოვარს იესუ ქრისტეს, და არამც და არამც ეპისკოპოსებს.

ქრისტოცენტრიზმი არანაირად არ გულისხმობს ეკლესიის "ეპისკოპალურობას" ან, უფრო კორექტულად რომ ვთქვათ, ეკლესიის ქრისტოცენტრულობა არ არის დამოკიდებული ეპისკოპოსის ხარისხზე, ეკლესიაში ეპისკოპოსის მყოფობაზე (რაც სულაც არ გულისხმობს მის დაკნინებას). ეკლესია ქრისტოცენტრულია მაშინაც კი, როცა მასში დროებით არ იმყოფება ეპისკოპოსი. ეკლესია სწორედ იმიტომ არის უძლეველი, რომ ის ქრისტოცენტრულია, ის ქრისტეს მისტიკური სხეულია და მისი თავი არის ქრისტე. ქრისტე არ არის ეპისკოპატის ან, როგორც ზ. ნოდია ამბობს, "ეპისკოპალური" ეკლესიის თავი - ქრისტე მთლიანი, საყოველთაო ეკლესიის თავია, ხოლო ეკლესია ეს მარტო ეპისკოპატი როდია.

ზ. ნოდიას და მასავით მოაზროვნეებს უნდა შევახსენოთ, რომ ქრისტოცენტრიზმს ორი ძირითადი მნიშვნელობა აქვს - ობიექტური და სუბიექტურ-პიროვნული. პირველ შემთხვევაში ის აღნიშნავს სამყაროს, რომლის ცენტრში მოიაზრება სამიპოსტასოვანი ღმერთი: მამა-ღმერთი, ძე-ღმერთი და ღმერთი-სულიწმიდა. მეორე შემთხვევაში კი ადამიანის სულიერ სამყაროს, სადაც ღმერთკაცი იესუ ქრისტე ასევე იკავებს ცენტრალურ, მთავარ ადგილს.

იესუ ქრისტე არის ღმრთის, ადამიანის და სამყაროს სწორი შემეცნების საფუძველი. ღმრთის განკაცება კაცობრიობისა და მთელი სამყაროს ისტორიის ცენტრალური მოვლენაა. ღმერთკაცი იესუ ქრისტე არის კაცთა მოდგმის მაცხოვარი, რომელმაც გზა გაუხსნა ადამიანისა და მთელი ქმნილი სამყაროს ფერიცვალებას. ღმერთკაცი იესუ ქრისტე არის ქრისტეანთა სულიერი ცხოვრების ცენტრი, შუაგული, ღვთისშემეცნების ქვაკუთხედი, ეკლესიის დამფუძნებელი და თავი. ის არის მთელი სულიერი ადამიანური ისტორიის  კულმინაცია, რადგან მასში განხორციელდა ღვთაებრივ და ადამიანურ ბუნებათა ერთობა. მაგრამ, ამავე დროს, ქრისტე არის მთელი სამყაროს ისტორიის, მთელი ქმნილი სამყაროს მწვერვალი. მასში ქმნილი ბუნება, ადამიანი, აქამდე მიუწვდომელ სიმაღლემდე ავიდა, რამეთუ პირველად შეუერთდა არაქმნილ ბუნებას. ის არის მთელი სამყაროს შუაგული, ღმერთთან ქმნილების შეერთების საწინდარი, ღმრთის მიერ გარდაქმნილი სამყაროს სასოება.

ქრისტოცენტრიზმი სქემატურად რომ წარმოვიდგინოთ, მივიღებთ ასეთ სურათს. ქრისტე არის: 1. ჭეშმარიტება; 2. მაცხოვარი; 3. გამომსყიდველი (ცოდვათაგან); 4. ეკლესიის დამფუძნებელი და თავი; 5. ქრისტეანობის არსი; 6. ღმრთისშემეცნების გზა; 7. სიწმიდის წყარო; 8. ზნეობრივი იდეალი; 9. ცხოვრების აზრი; 10. სათნოებათა წყარო; 11. ღვაწლის დასაბამი; 12. მღვდელმთავარი; 13. ბიბლიის აზრი; 14. საიდუმლოთა აღმასრულებელი; 15. ეკლესიის საძირკველი. რა თქმა უნდა, ჩამონათვალი შეიძლება გაგრძელდეს, მაგრამ მთავარი, რისი ჩვენებაც გვინდა, არის ის, რომ ყოველივე ამის ცენტრში დგას ქრისტე, რადგან სწორედ ის არის კაცობრიობისთვის ყოველივე ამის მომნიჭებელი.  

ბუნებრივია, ეკლესიაში ქრისტოცენტრიზმი გულისხმობს იმას, რომ ყველა საეკლესიო საიდუმლო მომდინარეობს მისგან და არა სხვა ვინმესგან. თვით ეპისკოპოსსაც საიდუმლოთა აღსრულების მადლი ქრისტესგან ეძლევა და ამიტომაც საიდუმლოთა შესრულების დროს მადლის მომნიჭებელიც თვით ქრისტეა და არა სხვა ვინმე. სასულიერო პირი (იქნება ეს ეპისკოპოსი თუ მღვდელი) არის მხოლოდ ამ საიდუმლოთა გარეგნულად აღმასრულებელი.

რომელიმე პირი ან რომელიმე საგანი (ვთქვათ, ხატი), არ შეიძლება იყოს მადლის წყარო, რადგან მადლის წყარო არის მხოლოდ და მხოლოდ ღმერთი. გამომდინარე აქედან, შეუძლებელია ეკლესიის დამარცხება, როდესაც მას ჰყავს ასეთი საძირკველი და ასეთი თავი; და ვისაც ამისი ეეჭვება და ვინც ღმრთის ყოვლისშემძლეობას ზღუდავს ამქვეყნიური პირობებით და ამბობს, თუ ეკლესიას არ ეყოლება ეპისკოპოსი, მაშინ ქრისტე, როგორც თავი ეკლესიისა, ვერ იფუნქციონირებს და ეკლესია ვერ იარსებებს,  ან კიდევ იტყვის, რომ დასაშვებია დროებით, მაგალითად, სამი ან ხუთი წლით დაქვრივება ეკლესიისა, მაგრამ შეუძლებელია ეკლესია უეპისკოპოსოდ არსებოდეს სამასი წელი, ის კვლავ წუთისოფლის პირობებში აქცევს ქრისტეს ძალას, ზღუდავს ღმერთს, თითქოსდა კაცის შეხედულებაზე იყოს დამოკიდებული ღმრთის ყოვლისშემძლეობა, რომლის შესახებაც ითქვა, რომ მისთვის "ათასი წელი, როგორც ერთი დღე" (2 პეტრე. 3:8), ვამბობთ: - აი, ასეთი ადამიანი, ვინც მსგავს რამეს ამტკიცებს არის უკეთურზე უკეთური მწვალებელი.

ამიტომაც, თუკი ეკლესია არის ქრისტოცენტრული, ანუ მასში ცენტრალური ადგილი უპყრია ქრისტეს და ის არის თავი ამ ეკლესიისა, მაშინ შეუძლებელია ითქვას, რომ ეს გულისხმობდეს "ეპისკოპალურობას", ანუ ეპისკოპოსის აუცილებელ ყოფნას ეკლესიაში. ზ. ნოდიას არ ესმის, რომ მან (სხვა ახალმოწესე მისიონერთა სწავლებებზე დაყრდნობით) "ეპისკოპალურობა" განსაზღვრა ეკლესიის ონტოლოგიურ, ანუ არსებით თვისებად. ეს კი ნიშნავს, რომ, თუ ეკლესიის არსი მდგომარეობს ეპისკოპატში, მაშინ ქრისტეს სხეული, ანუ ეკლესია, რომლის თავიც არის ქრისტე, მხოლოდ ეპისკოპატი ყოფილა, ხოლო ყველაფერი დანარჩენი - რიგითი მორწმუნენი, ბერ-მონაზონნი, შავი და თეთრი სამღვდელოება აბსოლუტურად უმნიშვნელო მასა.  

ცხადია, ამ სრულიად ერეტიკული შეხედულების მიხედვით, საკმარისია ეკლესიას მოაკლდეს ეპისკოპოსთა დასი და ის უკვე ეკლესია ვეღარ იქნება, რადგან ჩვენი ოპონენტების აზრით, ეპისკოპატის "სიკვდილით" ქრისტეს სხეულიც კვდება. ასე მაგალითად, ზემოთ ხსენებული ვ. სინილშჩიკოვის აზრით, "დაქვრივებული ეკლესიის" ცნების გამოყენება იმ ეკლესიის მიმართ, რომელსაც სრულიად მოაკლდა ეპისკოპატი - ძველმოწესეთა წარუმატებელი გამონაგონია, რადგან, ვ. სინილშჩიკოვისვე (და არა მარტო მისი) შეხედულებით "ეპისკოპოსთა გარეშე ეკლესია არის არა ქვრივი, არამედ მკვდარი - ის უბრალოდ არ არსებობს" (Валерий Синильщиков. Без епископа нет Церкви. https://vk.com/topic-5551851_29434010) (URL-ს მიმართვის თარიღი: 03.11.2020). აქ კიდევ ერთხელ წარმოჩინდება ეკლესიის ეპისკოპოცენტრულობის მწვალებლური შეხედულება, რომელსაც ზ. ნოდიაც იზიარებს და რომელსაც, როგორც ვხედავთ, საკმაოდ ვრცელი გეოგრაფია გააჩნია.

აუცილებელია ითქვას, რომ ეს აზრი არ დასტურდება წმიდა მამათა თხზულებებში. ქვემოთ ჩვენ კიდევ გვექნება შესაძლებლობა, განვიხილოთ ამ ავტორის (და ასევე ზ. ნოდიას) სხვა ანალოგიური მტკიცებულებები და მათი კავშირი წმიდა მამათა ცნობილ გამონათქვამებთან და ვაჩვენებთ, რა სახის ცთომილებას შეიცავს ასეთი მტკიცებულებები.

მაგრამ, რადგან როგორც ვ. სინილშჩიკოვს, ასევე ზ. ნოდიასა და მათ მოძღვრებს (რომლებიც ამგვარ სისულელეს ასწავლიან), ერთი მხრივ, სჯერათ, რომ ეკლესია უკვდავია და უძლეველი, მაგრამ ამ უძლეველი ეკლესიის ცენტრში ისინი აყენებენ არა ქრისტეს, არამედ ეპისკოპატს, მაშინ ლოგიკური აუცილებლობით გამოდის, რომ ეპისკოპოსთა დასიც უკვდავი უნდა იყოს და მისი დაშრეტა ეკლესიაში დაუშვებელია, რადგან სხვაგვარად ეკლესია ვეღარ იარსებებს.

ჩვენი დასკვნა რომ მიკერძოებული მსჯელობის შედეგი არ არის, ამას ქვემოთ ნათლად ვიხილავთ, აქ კი აღვნიშნავთ - ამგვარი სწავლება თავად გახლავთ ეკლესიოლოგიური მწვალებლობა. ზ. ნოდია კი პირიქით, მწვალებლობას უწოდებს ძველმორწმუნეთა სწავლებას, რომლის თანახმადაც, ეკლესია დროებითაც რომ დაქვრივდეს, ანუ მას მოაკლდეს მხოლოდ ერთი, თუნდაც უმაღლესი რგოლი - ეპისკოპატი, ის მაინც ეკლესიად რჩება, რადგან ეკლესია, როგორც ქრისტეს სხეული, რომლის თავი არის ქრისტე, მარადიული და უძლეველია, რამეთუ უძლეველია თვით ქრისტე, რომელიც არის ეკლესიის ცენტრი. ეს არის მართლმადიდებლური სწავლება და მისი უარმყოფელი აშკარად არის არამართლმადიდებელი.

მაგრამ ასე როდი ფიქრობს ჩვენი ოპონენტი (უკვე აღვნიშნეთ, რომ "ქრისტოცენტრულობა" მას აბსოლუტურად არასწორად ესმის, თუ არადა, ზ. ნოდიას მიერ ეკლესიის ქრისტოცენტრულობის აღიარება ყოფილა მხოლოდ თვალის ასახვევი ფანდი). მისი აზრით, ეპისკოპოსი არის "ეკლესიის გამანაყოფიერებელი", ანუ მას აქვს "პატრიარქალურ-მემკვიდრეობით ფუნქცია, რომლის გარეშეც არ იბადება კლერიკოსთა დასი და ეკლესიაც წყვეტს სიცოცხლისუნარიანობას". ეს ფრაზა კვლავ ადასტურებს ზ. ნოდიას მწვალებლურ ეკლესიოლოგიურ შეხედულებას, რომლიდანაც მას გამოჰყავს დამატებით კიდევ ერთი უაზრო დებულება. ოპონენტი ეკლესიასა და ეპისკოპოსზე თავისი შეხედულების გადმოცემის შემდეგ პირდაპირ მოგვმართავს და გვეუბნება: "არ გყავთ ეპისკოპოსი? - არ გყავთ სამღვდელოება და არ გაქვთ ნათლისღება, არც ეკლესია..." (?) (იქვე. გვ. 214). ზ. ნოდიას აზრით, თურმე ეპისკოპოსის გარეშე ნათლობაც კი უქმდება (იქვე). აქ უკვე აშკარაა ვ. სინილშჩიკოვის და ზ. ნოდიას იდეური ერთობა, რაც გამოიხატება აზრში, რომ "ეპისკოპოსთა გარეშე ეკლესია არის არა ქვრივი, არამედ მკვდარი, - ის, უბრალოდ არ არსებობს" (Валерий Синильщиков. Без епископа нет Церкви. https://vk.com/topic-5551851_29434010) (URL-ს მიმართვის თარიღი: 03.11.2020). ეს კი არის უმძიმესი მწვალებლობა, ეკლესიის არსის დამახინჯება და ანტიქრისტეანული ბოდვა.


6. ვინ არის ეკლესიის საფუძველი და რას ნიშნავს ქრისტეს სიტყვები: "შენ ხარ კლდე"?

ზ. ნოდია ზემოთ დამოწმებულ ციტატაში, სადაც ის ეკლესიის "ეპისკოპალურობაზე" მსჯელობს, გვთავაზობს აშკარად მწვალებლურ შეხედულებას ეკლესიის შესახებ, უფრო სწორად მის საძირკველზე. ზ. ნოდიას თქმით, ქრისტოცენტრულ ეკლესიაში, რომელსაც ის "ეპისკოპალურობასთან" აიგივებს და რომელშიც თვით ქრისტეა მღვდელმთავარი " ... მისი (ანუ ქრისტეს - არქიეპ. პ.) მოვალეობის აღმასრულებელნი არიან მღვდელმთავრები, რომელ კლდეზედაც ააშენა ეკლესია მანვე (ქრისტემ - არქიეპ. პ.) და ამის (ანუ ეპისკოპატის - არქიეპ. პ.) გარეშე არ არსებობს ეკლესია ... არ გყავთ ეპისკოპოსი? - არ გყავთ სამღვდელოება და არც გაქვთ ნათლისღება, არც ეკლესია..." (იქვე. გვ. 214).

აშკარად, ზ. ნოდია აცხადებს, რომ ის კლდე, რომელზეც ქრისტემ ეკლესია ააშენა, თურმე მღვდელმთავრობა, ანუ ეპისკოპატი ყოფილა. ეს ზ. ნოდიას საკმაოდ მყარი აზრია, რადგან ის არაერთხელ იმეორებს ამ შეხედულებას. აი, კიდევ სხვა ადგილი: "არ უთქვამს ქრისტეს ნათლობაზე დავამყარებ ჩემს ეკლესიასო, არამედ მოციქულზე, ანუ ეპისკოპოსზე..." (იქვე. გვ. 215). ეს არის სრულიად მცდარი განმარტება, რომელიც იმეორებს ლათინურ სწავლებას ეკლესიის კლდედ, ლოდად (საძირკვლად) პეტრე მოციქულის გამოცხადების შესახებ. ზ. ნოდიას უნდა ვასწავლოთ, რომ წმიდა წერილის ამ ადგილას იესუ ქრისტეს ღმერთკაცობისადმი რწმენა იგულისხმება და არა მოციქულთა დასი ან ეპისკოპატი. ჩვენს უმეცარ ოპონენტს წმიდა წერილის ეს ადგილი ესმის რომაელი-კათოლიკეებივით, რომლებიც წმ. წერილის ამ ადგილში რომის პაპის პრიმატის საფუძველს ხედავენ, ხოლო მართლმადიდებლური ეკლესია "ლოდად", "პეტრედ" ეპისკოპატს ან მოციქულთა დასს კი არ მიიჩნევს (მით უმეტეს, მარტო პეტრეს), არამედ იმ სარწმუნოებას, რომელიც მოციქულთა სახით პირველად გამოთქვა მოციქულმა პეტრემ, რადგან მან ქრისტეს ღმერთკაცობის აღიარება სხვებს დაასწრო. ზ. ნოდიასა და "კათოლიკეებს" შორის განსხვავება ის არის, რომ, თუ ლათინი-პაპისტები ქრისტეს ადგილნაცვალად, ეკლესიის მეთაურად და ლოდად რომის პირველ მღვდელმთავარს პაპს მიიჩნევენ, ზ. ნოდია (და არა მარტო ის) ასეთ ადგილს ეპისკოპატს, ანუ "კოლექტიურ პაპს" განაკუთვნებს.

რადგან ზ. ნოდია ჩვენსას არ დაიჯერებს, მოდი, ვნახოთ, როგორ ესმით ეს ადგილი წმიდა მართლმადიდებელ მამებს და ასევე მისი (ანუ ზ. ნოდიას) ეკლესიის ცნობილ წარმომადგენლებს.

საქართველოს ოფიციალური ეკლესიის ეპისკოპოსის ზოსიმე შიოშვილის მიერ გამოქვეყნებულ "მათეს სახარების განმარტებაში" (სრული სახელწოდებაა: "მათეს სახარების განმარტება წმიდა მამათა სწავლების მიხედვით. მასალების შემკრები, მთარგმნელი და გამმართველი: წილკნელი ეპისკოპოსი ზოსიმე (შიოშვილი)) (წყარო: http://www.orthodoxy.ge/tserili/zosime/16_13-19.htm) (URL-ს მიმართვის თარიღი: 03.11.2020),  სადაც მას წმიდა მამათა განმარტებები შეუკრებია, ნათქვამია:

"უფალს არ გამოუხატავს წუხილი, არც უკმაყოფილება იმის გამო, რომ მასზე ხალხს სწორი წარმოდგენა არ ჰქონდა. მან, გულთამხილავმა, კითხვის გარეშეც კარგად იცოდა მასზე ხალხი რასაც ფიქრობდა. ახლა მას სურდა, მოესმინა მის მიერ გამორჩეული მოციქულთა ბაგეებიდან უმაღლესი აღიარება მისი ღვთაებრიობისა, და იგი ხედავდა, რომ ეს აღიარება მზად იყო სიხარულით გადმოღვრილიყო მათი გულებიდან, - საკმარისი იყო ამისათვის მათთვის ეკითხა. ხოლო მან ჰრქუა მათ: "თქუენ ვინ გგონიე მე ყოფად?" და მაშინვე სიმონ-პეტრემ, "როგორც მოციქულთა ყოველთვის ანთებულმა ბაგეებმა და იმათ საკრებულოში უმეტესმა", ყოველთვის მოსწრაფემ, ფაქიზად მოყვარულმა, მტკიცემ, როგორც კლდემ, "ვერ მოითმინა და სხვები გააფრთხილა" (წმ. ოქროპირი): "მიუგო სვიმონ პეტრე და ჰრქუა მას: შენ ხარ ქრისტე, ძე ღმრთისა ცხოველისა", ძე, მადლით კი არა, არამედ არსით, ძე მხოლოდშობილი, ყოვლადწმიდა სამების მეორე პირი, ძე ცხოველი ღმერთისა, რომელიც არის ცხოვრების წყარო ყოველი სულდგმულისათვის! ეს აღიარება გადმოდიოდა პეტრეს სავსე სულიდან, რომელიც გამსჭვალული იყო მტკიცე, შეურყეველი რწმენით იესო მაცხოვრისა, როგორც ღვთის ძისა, და ამავე დროს, იგი გამოხატავდა დანარჩენი მოციქულების რწმენასაც, აქამდე რომ იცნეს იგი ღვთის ძედ" (იქვე).

შემდეგ კი ვკითხულობთ: "პეტრეს მოკლე აღსარებაში, პირველად ადამიანური ბაგენით, გამოითქვა ქრისტიანული სწავლების მთელი არსი ორი ბუნების შეერთებისა, რაც ჩვენი გადარჩენისთვის თავის თავში აღასრულა იესუ ქრისტემ" (ღირსი ისიდორე პელუსიოტი). იესო ქრისტე, - ამბობს წმ. იოანე დამასკელი, - როგორც ადამიანი გვთავაზობს კითხვას, ხოლო როგორც ღმერთი საიდუმლოდ აბრძნობს და შთააგონებს პეტრეს" რაც უნდა ეპასუხა და შენატრის მას იმისათვის, რომ თავის ადამიანურ გონებას არ მისცა საშუალება, რომ ჩაეხშო ზეციური მამისაგან ჩაგონებული. ასეთი ცხადი აღიარების გარეშე, ადამიანის მხრიდან ღვთის ძის განკაცების უდიდესი საიდუმლოსი, არ შეიძლებოდა დედამიწაზე საფუძველი დადებოდა ქრისტეს ეკლესიას; აი, რატომაა, რომ ამ აღიარების საპასუხოდ უფალი განსაკუთრებით, საზეიმოდ, ჭეშმარიტად მეფური დიდებულებითა და მადლიერებით ეუბნება თავდაპირველად სიმონ-პერტეს, ხოლო მისი სახით პასუხს აძლევს ყველას, რომელნიც იმისი ბაგენით აღიარებდნენ ღვთის განხორციელების ჭეშმარიტებას. ... მე შენს რწმენაში განვჭვრიტე სიმტკიცე, რომელსაც შენ ჩემგანვე მიიღებ და ამიტომაც მოგეცი ასეთი სახელი. რწმენის ამ სიმტკიცეს აჩვენებ ახლა ყველა ჩემი მოწაფის სახით: და მე გეტყვი შენ; რამეთუ შენ ხარ კლდე (ბერძნულად: "პეტროს"), და ამას კლდესა ზედა პეტრეზე კი არა, ადამიანზე კი არა, შენ რომ ხარ, არამედ კლდეზე, რომელიც შენ აღიარე" (იქვე).

საინტერესოა ასევე ახალმოწესე რუსი მღვდლის ანტონ ოდაისკის (8) მიერ გამოქვეყნებული ანტიპაპისტური სტატია სათაურით: "Святоотеческое толкование Евангелия от Матфея 16:18" (მათეს სახარების 16:18-ე მუხლის განმარტება წმიდა მამათა მიერ"). ამ პუბლიკაციაშიც დამოწმებულია მრავალი წმიდა მამა, რომლებიც საფუძვლიან განმარტებას აძლევენ მათეს სახარების მოცემულ მუხლს.

-----------------

8. ანტონ ვასილის ძე ოდაისკი (დაიბ. 1973 წ.), მღვდელი, კანის (საფრანგეთი) მთავარანგელოზ მიქაელის სახელობის ტაძრის მოძღვარი, რუსეთის საზღვარგარეთის მართლმადიდებელი ეკლესიის სამღვდელმთავრო სინოდის თავმჯდომარის წარმომადგენელი კანში. სტატიის გამოქვეყნების დროს, როგორც ჩანს, ის იყო დიაკვანი, რადგან მითითებულ წყაროზე, ინტერნეტში, სტატიას ხელს აწერს, როგორც დიაკვანი.

-----------------

მღვდელი ანტონი ოდაისკი აღნიშნავს: "აქ, პოსტქრისტიანულ დასავლეთში, კათოლიკეებთან ლაპარაკი ხშირად გადადის საკითხში რომის პაპისა და მოციქულ პეტრეს როლზე ეკლესიაში, სადაც კათოლიკეები მათეს სახარების 16:18-ე მუხლის რეფლექტური ციტირებით ცდილობენ პაპიზმის თეორიის დასაბუთებას. მაგრამ ლაპარაკობს თუ არა სახარება მოციქულ პეტრეს განსაკუთრებულ ადგილსა და როლზე მოციქულთა შორის, რომ ის მივიჩნიოთ პაპიზმის საფუძვლად? - ეს დიდი კითხვაა, რომელიც, მიუხედავად ამისა, ტრადიციულად ნათელ პასუხს პოულობს წმიდა მამათა ეგზეგეტიკურ ტრადიციაში.

მათეს სახარების 16:18 მუხლი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ადგილია, რომელიც მკაფიოდ გამოხატავს ეკლესიის ურყეობასა და უძლეველობას. სახარების ამ მუხლის სწორი გაგება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დღეს, როდესაც საჭიროა გადაუდებელი მართლმადიდებლური მოწმობა ქრისტიანულ დასავლეთში, რომელიც მძიმედ არის დასნებოვნებული სარწმუნოების გაამსოფლიურებითა და სახარებისეული ღირებულებების მივიწყებით.  მაგრამ, სახარების ამ მონაკვეთში იესუ ქრისტეს სიტყვების გარკვეული განმარტება ხელსაყრელ საფუძველს ქმნის განსაკუთრებული სარწმუნოებრივი შეხედულების ჩამოყალიბებისთვის - პაპიზმის თეორიისთვის - რომელიც სერიოზული წინაღობას უქმნის ქრისტიანთა ერთობას" (Архимандрит Владимир (Гетте). Папство как причина разделения церквей, или Рим в своих сношениях с Восточной Церковью. M., ФондИВ, 2007. Оригинал - La papauté schismatique, ou Rome dans ses rapports avec l`Eglise orientale, Paris, 1863) (Священник Антоний Одайский. Святоотеческое толкование Евангелия от Матфея 16:18. http://www.pravoslavie.ru/43153.html) (URL-ს მიმართვის თარიღი: 03.11.2020).

ჩვენს შემთხვევაშიც საკითხი თითქმის იმავე კუთხით დგას, რა კუთხითაც აყენებს მას მღვდელი ანტონი ოდაისკი კათოლიკეებთან მიმართებაში. ზ. ნოდიას მათეს სახარების ხსენებული მუხლი კათოლიკეებივით ესმის, ოღონდ მართლმადიდებლურ ეკლესიასთან და მართლმადიდებლურ ეპისკოპატთან მიმართებაში. ამიტომაც ის, რასაც ა. ოდაისკი ლაპარაკობს კათოლიკეებზე, სამართლიანია ზ. ნოდიას და მისი შეხედულების გამზიარებელთა მიმართაც.

რა იგულისხმება ეკლესიის საძირკველში? - აი, ის მთავარი კითხვა, რომელიც ითხოვს განმარტებას. პაპისტთა აზრით ამ საძირკველში იგულისხმება მოციქული პეტრე, რომელიც, როგორც დამფუძნებელი რომის ეკლესიისა და მისი პირველი მღვდელმთავარი, საფუძველია მთელი იერარქიისა და მეტიც, ის არის ქრისტეს ადგილნაცვალი და ეკლესიის თავი. შესაბამისად, რომის პაპის სრული ტიტული ასე იკითხება: "რომის ეპისკოპოსი, ქრისტეს ვიკარიუსი (ადგილნაცვალი - არქიეპ. პ.), მოციქულთა თავის მემკვიდრე, მსოფლიო ეკლესიის უმაღლესი მღვდელმთავარი, დიადი პონტიფიკოსი, იტალიის პრიმასი, რომის პროვინციის არქიეპისკოპოსი და მიტროპოლიტი, ქალაქ-სახელმწიფო ვატიკანის სუვერენი, ღმრთის მონათა მონა" (იხ. ვიკიპედია. Титул папы римского).

როგორც ა. ოდაისკი აღნიშნავს, "ამ სახარებისეული ტექსტის განსხვავებული აღქმა, რომელიც ხელს უწყობს კონფესიურ გათიშულობას და ქრისტეანთა განცალკევებულობას ეკლესიის ერთობისგან, მომდინარეობს იმ ურყევი "ლოდის" განსხვავებული გაგებიდან, რომელზეც დაფუძნებულია ეკლესია და რომლითაც განისაზღვრება პეტრე მოციქულის, სიმონ-"ლოდის" როლი მოციქულთა შორის და მთლიანად ეკლესიაში" (Священник Антоний Одайский. Святоотеческое толкование Евангелия от Матфея 16:18. http://www.pravoslavie.ru/43153.html) (URL-ს მიმართვის თარიღი: 03.11.2020).  

საგულისხმოა აღინიშნოს, რომ სწორედ იგივე "ლოდი" გახდა საცთურის მიზეზი ზ. ნოდიასნაირი "პუბლიცისტებისა" თუ მართლმადიდებლობის "აპოლოგეტებისთვისაც". როგორც ზემოთ ვნახეთ, ზ. ნოდია, პაპისტთაგან განსხვავებით, ამ ლოდში ხედავს ეპისკოპატს.

"თუ განვიხილავთ ვითარებებს, - წერს ა. ოდაისკი, - რომლის დროსაც იესუ ქრისტემ მიმართა მოციქულ პეტრეს მითითებული სიტყვებით და როდესაც მოციქული იწოდა პეტრედ (ბერძნ. Petroz მამრობითი სქესის), დავინახავთ, რომ მისი წარმოთქმის საფუძველი გახდა მოციქულ პეტრეს მიერ იესუ ქრისტეს ღვთაებრიობის მტკიცე აღიარება ("როდესაც ფილიპეს კესარიის მხარეს მივიდა, იესომ ჰკითხა თავის მოწაფეებს: რას ამბობს ხალხი, ვინ არისო ძე კაცისა? მათ მიუგეს: ზოგს იოანე ნათლისმცემელი ჰგონიხარ, ზოგს - ელია, ზოგს - იერემია თუ ერთ-ერთი წინასწარმეტყველი. კვლავ ჰკითხა მათ: თქვენ თვითონ ვინღა გგონივართ მე? სიმონმა, იმავე პეტრემ, მიუგო: შენა ხარ ქრისტე, ძე ცოცხალი ღმრთისა") (მათე 16:13-16). სწორედ ეს, ანუ სარწმუნოების ლოდი (ბერძნ. პეტრა "ლოდი" მდედრობითი სქესის) არის ჭეშმარიტი საფუძველი, რომელზეც აფუძნებს ქრისტე თავის ეკლესიას (მათეს სახარების 16:18 მუხლში, მოციქულ პეტრეს (Petroz) და ლოდის (petra) პარონომაზიულ (9) განსხვავებაზე უთითებდა ჯერ კიდევ ნეტ. ავგუსტინე, რომელიც ლათინურ ენაზე წერდა).

-----------------

9. პარონომაზია,
პარონომასია, ანუ ანომინაცია (ბერძნ.: παρονομασία, paronomasía) - მეტყველების სტილისტიკური ფიგურა, ერთნაირი გამოთქმის მქონე სიტყვების დაახლოება მორფემული შემადგენლობის ნაწილობრივი დამთხვევისას. მეტყველებაში გამოიყენება კალამბურულად. ასეთ სიტყვებს პარონიმებს უწოდებენ. პარონიმები - სხვადასხვა მნიშვნელობისა და სხვადასხვა ფუძის მქონე, მაგრამ ერთნაირი გამოთქმის მქონე სიტყვები (იხ. ვიკიპედია. Парономазия).

მაგალითად: "დელეგაციებმა გადაწყვიტეს, შეექმნათ ერთიანი ორგანო, რომელიც მოახდენდა ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკის კოორდინირებას". ეს სწორი წინადადებაა, რადგან გამოიყენება სწორი პარონიმი - "ერთიანი". მაგრამ ამ წინადადებას მიეცემა სულ სხვა აზრი, თუ გამოვიყენებთ სხვა პარონიმს: "დელეგაციებმა გადაწყვიტეს შეექმნათ ერთადერთი ორგანო, რომელიც მოახდენდა ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკის კოორდინირებას". ამ შეცდომის გამო ("ერთადერთი") წინადადების აზრი შეიცვალა (https://paronymonline.ru/paronomaziya.html) (URL-ს მიმართვის თარიღი: 03.11.2020).

პარონიმების აღრევა უხეში ლექსიკური შეცდომაა, ხოლო მისი, ანუ ორი პარონიმული სიტყვის წინასწარგანზრახული გამოყენება ერთ წინადადებაში წარმოადგენს სტილისტურ ფიგურას, რომელსაც პარონომაზია ეწოდება (იხ. ვიკიპედია. Парономазия).

-----------------

მიუხედავად ამისა, კათოლიციზმი იყენებს მათეს 16:18-ე მუხლის თავისებურ განმარტებას, რათა დაამტკიცოს რომის პაპთა თითქმის აბსოლუტური ძალაუფლება, რომელიც გამომდინარეობს იქიდან, რომ მოციქულ პეტრეს მიეწერება უნიკალური ფუძემდებლური როლი ეკლესიაში, განსაკუთრებული ძალაუფლება და უფლებამოსილებანი, რომელიც რომის პაპებსაც რაღაცნაირად გადაეცათ. მაგალითად, პაპი სტეფანე ჯერ კიდევ იმპერატორ დეკიუსის დროინდელ დევნულებათა დროს საკუთარ თავს "ეპისკოპოსთა ეპისკოპოსს" უწოდებდა, რითაც გამოხატავდა იმ პერიოდის რომში გაჩენილ განსაკუთრებულ შეხედულებას პაპებზე. ... შემდეგ, V საუკუნეში პაპი ინოკენტი აცხადებს, რომ "არაფრის გადაწყვეტა არ შეიძლება რომის კათედრის გარეშე, და რომ სარწმუნოების საკითხებში, ყველა ეპისკოპოსი მოციქულ პეტრეს (ანუ რომის ეპისკოპოსს) უნდა მიმართავდეს"; პაპი აღათონი VII საუკუნეში აცხადებს, რომ რომის ეპისკოპოსი არასოდეს შემცდარა და შეუძლებელია შეცდეს" (Протоиерей Митрофан Зноско-Боровский. Православие, римо-католичество, протестантизм и сектантство, глава "Притязания римских епископов на главенство в Церкви. Причины, вызвавшие возвышение римской кафедры"). მაგრამ გააჩნია თუ არა პაპიზმის ამ გამოგონებებს საფუძველი წმიდა წერილში და იზიარებდნენ თუ არა ჯერაც "განუყოფელი" ეკლესიის წმიდა მამები პაპთა ამგვარ შეხედულებებს?" (ა. ოდაისკი. იქვე).

ამის შემდეგ მღვდელი ა. ოდაისკი იწყებს ძველი საეკლესიო მწერლებისა და წმიდა მამების განმარტებების განხილვას, სადაც ნათლად ჩანს თუ როგორ ესმოდათ წმიდა მამებს წმიდა მოციქულ პეტრესადმი უფლის ნათქვამი: "შენა ხარ კლდე, და ამ კლდეზე ავაშენებ ჩემს ეკლესიას, და ჯოჯოხეთის ბჭენი ვერ სძლევენ მას" (მათე 16:18); სადაც ბრწყინვალედ არის წარმოჩენილი ის, რომ "კლდე", იგივე "ლოდი", რომელზეც დააფუძნა ქრისტემ თავისი ეკლესია, არის არა ერთი რომელიმე მოციქული (პეტრე) ან მისი მემკვიდრეები (ეპისკოპოსები), არამედ პეტრეს მიერ წარმოთქმული სარწმუნოებრივი დოგმატი - რწმენა ქრისტეს ღმერთკაცობისადმი.

წმიდა წერილის ამ ადგილის განმარტება ჩვენ გვჭირდება არა მარტო იმისთვის, რათა ვნახოთ, როგორია მოცემული ადგილის წმიდა მამებისეული განმარტება, არამედ იმისთვისაც, რათა დავანახოთ ზ. ნოდიას და ყველა მისნაირად მოაზროვნეს, რომ ქრისტეს მიერ წმ. პეტრე მოციქულისადმი ნათქვამი: "შენ ხარ კლდე და ამ კლდეზე აღვაშენებ ჩემს ეკლესიას" გულისხმობს პეტრეს სარწმუნოებას (ქრისტეს აღიარებას ღმერთკაცად) და არა უშუალოდ პეტრეს ან მოციქულებს და მით უმეტეს, ეპისკოპოსთა დასს. რომ "კლდე" აქ ნიშნავს პეტრეს სარწმუნოებას, მის აღმსარებლობას და არა თვით პეტრეს პიროვნებას ან მოციქულთა დასს, ან ეპისკოპატს.

მღვდელი ა. ოდაისკი მათეს სახარების ხსენებული ადგილის განმარტებას იწყებს ევსები კესარიელის მოწმობით: "ევსები კესარიელი († 340), ეკლესიის ისტორიის მამა, მისდევს რა მოციქულთა ეპისტოლეების ცნობილ ტექსტებს (1 კორ. 10:14 და 1 კორ. 3:11), სახარების ამ მონაკვეთს იხსენიებს ფსალმუნის მისეულ კომენტარებში და ეკლესიის საძირკვლად თვით ქრისტეს მიიჩნევს (Комментарии на псалмы, PG 23, col. 173, 176). პავლე მოციქულის თანახმადაც (ეფეს. 2:20), მაცხოვრის შემდეგ ეკლესიის საფუძვლად (საძირკვლად) შეიძლება მივიჩნიოთ წინასწარმეტყველთა და მოციქულთა ქადაგება, რომლებისთვისაც "ქვაკუთხედი ლოდი იყო თვით ქრისტე". ამ მტკიცებულების განსაკუთრებული ღირებულება იმაშია, რომ, მიუხედავად ევსები კესარიელის სარწმუნოებრივი გადახრისა და ერთგვარი დოგმატური სიმყიფისა (ცნობილია, რომ ის ნახევრად არიანელი იყო - არქიეპ. პ.), რომელიც მან გამოამჟღავნა პირველ მსოფლიო საეკლესიო კრებაზე, ის ერთმნიშვნელოვნად წერს იესუ ქრისტესა და მისი ღვთაებრიობისადმი რწმენაზე, როგორც ეკლესიის საძირკველზე, რითაც ადრეული ეკლესიის საზოგადოდ მიღებულ აზრს გამოხატავს.  

ღირ. ჰილარიუს პიქტავიელი († 367), რომელსაც გალიის მხარეში არიანელობისგან მართლმადიდებლობის დასაცავად გაწეული აქტიური მოღვაწეობისთვის "დასავლეთის ათანასესაც" უწოდებდნენ, ლოდად, რომელზეც დაეშენა ეკლესია (super hanc igitur confessionis petram Ecclesiae aedificatio est) (О Троице, книга VI, 36-37, PL 10, col. 186) ნეტარ სიმონ ბარ-იონას პირიდან აღმოთქმულ მტკიცე აღმსარებლობას უწოდებს. ეკლესიის ურყევი საფუძველი (immobile fundamentum) პეტრეს სარწმუნოების აღმსარებლობითი ლოდია (una haec felix fidei petra Petri ore confessa) ("Неподвижное основание (immobile fundamentum) есть исповедованный камень блаженной веры Петра" (una haec felix fidei petra Petri ore confessa) (О Троице, книга II, 23, PL 10, col. 66).

წმ. გრიგოლ ნოსელი († 394), ერთ-ერთი უდიდესი "კაპადოკიელი", თავისი ქების სითბოს ავრცელებს არა პეტრეზე, რამეთუ ის ჩვეულებრივი მეთევზე იყო, არამედ მის მყარ სარწმუნოებაზე (alla proz thn ekeinou pistin thn sterean), რომელიც არის მთელი ეკლესიის საძირკველი" ("Святитель Григорий Нисский († 394), один из трех великих "каппадокийцев", не распространяет теплоту своей похвалы на Симона, ибо он был лишь рыбаком, но на ту твердую веру, которая есть основание всей Церкви" (Панегирика св.Стефану, PG 46, col. 733).

წმ. ამბროსი მედიოლანელი († 397), ეკლესიის დასავლელ მამათაგან ერთ-ერთი უდიდესი, რომელმაც ქრისტეანობისკენ მოაქცია ნეტ. ავგუსტინე და დიდი ზეგავლენა მოახდინა თეოდოსი დიდზეც, ეკლესიის საძირკვლად სარწმუნოებას მიიჩნევს (Fides ergo est Ecclesiæ fundamentum), რამეთუ პეტრეს ხორცზე კი არა, მის სარწმუნოებაზე ითქვა, რომ ჯოჯოხეთის ბჭენი ვერ ძლევენ მას (non enim de carne Petri, sed de fide dictum est, quia portæ mortis ei non prævalebunt)  (О таинстве воплощения Господа, V:34, PL 16, col. 827). შემდეგ წმიდა მამა ქრისტეს ლოდს უწოდებს და მისდევს მოციქულ პავლეს აზრს, გამოთქმულს კორინთელთა მიმართ ეპისტოლეში (1 კორ. 10:4), და ყოველ ქრისტეანს მოუწოდებს, ყოველი ღონე იხმარონ, რათა ამგვარი ლოდები გახდნენ. ქრისტეანი ლოდს გარეთ კი არა, საკუთარ თავში უნდა ეძიებდეს და ეს ლოდი მისი აზრები და საქმეებია, ამ ლოდზეა აშენებული მისი სახლი. ეს ლოდი მისი სარწმუნოებაა, და ეს სარწმუნოება არის სწორედ ეკლესიის საძირკველი (Комментарии на Евангелие от Луки, гл.6; PL 15, col. 1694).

ასკეტური მიმართულების ასეთი ალეგორიული განმარტება შესაძლებლობას არ იძლევა, მოციქული პეტრე იქნას აღქმული ეკლესიის საძირკვლად. წმ. ამბროსის ცნობილი გამონათქვამი "სადაც პეტრეა, იქვეა ეკლესიაც" (Ubi Petrus, ibi Ecclesia) (Комментарии на псалмы, 40:30, PL 14, ცოლ. 1082A)  სწორედ წმიდა მამათა ეკლესიოლოგიური პოზიციიდან უნდა გავიგოთ, რომელთა საფუძველზე ეპისკოპოსობა მთლიანობაში ხორციელდება თითოეულ ეპისკოპოსში, სადაც ყოველ ეპისკოპოსს მთლიანობაში ებოძა პეტრესეული ნიჭი ეკლესიის აღშენებისა, რასაც ჩვენ დეტალურად განვიხილავთ ქვემოთ.

წმ. ეპიფანე კვიპროსელი († 403), მწვალებლობათა დაუცხრომელი მამხილებელი, ბრძანებს: "წმიდა პეტრე, როგორც მოციქულთა თავი, ჩვენთვის ჭეშმარიტად გახდა უფლისადმი რწმენის გამამყარებელი მტკიცე ლოდი, რომელსაც ეფუძნება ეკლესიაც" (Панарий, PG 41, col. 1029) (რუს. თარგმ.: "Святой Петр, главенствующий среди апостолов, стал для нас воистину твердым камнем, утверждающим веру Господа, на каковом камне во всем созиждена Церковь"). შემდეგ წმ. ეპიფანე იმოწმებს მათეს სახარების 16:18-ე მუხლს და განმარტავს უფლის სიტყვებს პეტრეს აღმსარებლობის შემდეგ: "სარწმუნოების აი ამ ურყევ ლოდზე აღვაშენებ ჩემს ეკლესიას" (Панарий, PG 41, col. 1029). სამოციქულო გადმოცემის უმაღლეს გამოხატულებას წმ. ეპიფანე ხედავს სარწმუნოების სიმბოლოში (და არა პეტრეს პიროვნებაში), რომელიც ნიკეის კრების მამებმა გამოთქვეს: "ეს სარწმუნოება მოგვეცა წმიდა მოციქულთაგან და ერთსულოვნად დაამტკიცა ეკლესიამ ნიკეაში შეკრებილ ეპისკოპოსთა მიერ, რომელთა რაოდენობა იყო სამასზე მეტი" (Анкорат; PG 43, col.  233).

წმ. იოანე ოქროპირი († 407), ლიტურგიის შემქმნელი (Sic!), რომელსაც უცვალებლად მსახურებენ ყველა დროის მართლმადიდებლურ ეკლესიებში, ლოდად, რომელზეც აღშენდა ეკლესია, მოციქულ პეტრეს მიერ იესუ ქრისტეს ღვთაებრიობის აღიარებს მიიჩნევს. როდესაც მოციქულმა ის აღიარა ქრისტედ, ძედ ღმრთისად, მაშინ ქრისტემ პეტრეს ძე იოინაისი უწოდა, რათა ეჩვენებინა, რომ ის (პეტრე - არქიეპ. პ.) მშობლის თანაარსია (одной сущности с родившим), შემდეგ კი ქრისტე ამატებს, რომ მისი ღვთაებრიობისადმი რწმენის ლოდზე აღაშენებს ეკლესიას (PG 54, ცოლ.534, PG 61, col. 611). წმიდა მამის მიერ ამ სახარებისეული ტექსტის ალეგორიული განმარტება მამისა და ძის ერთარსობის ფუნდამენტური საღვთისმეტყველო ჭეშმარიტების გამოსახატავად არავითარ შესაძლებლობას არ ტოვებს რაიმე "სწორხაზოვანი" განმარტებისთვის, რომლის თანახმადაც თითქოსდა პეტრე ეკლესიის განსაკუთრებული საფუძველი იყოს, რასაც შემდეგ მოჰყვა პაპთა პრეტენზიები პირველობაზე.

ნეტ. იერონიმე სტრიდონელი († 419), წმიდა წერილის ლათინურ ენაზე მთარგმნელი, ვულგატას შემქმნელი, ეკლესიის საძირკველ ლოდად (Super hanc petram Dominus fundavit Ecclesiam), სარწმუნოებას მიიჩნევს და მოციქულმა პეტრემაც სწორედ ამ ლოდისგან მიიღო თავისი სახელი (ab hac petra apostolus Petrus sortitus est nomen). ეკლესიის საფუძველი არის თვით უფალი ჩვენი იესუ ქრისტე (Fundamentum quod Apostolus architectus posuit, I Cor. III, unus/unum est Dominus noster Jesus Christus), და ამ ურყევ და მტკიცე საფუძველზე აღაშენა ქრისტემ თავისი ეკლესია (Super hoc fundamentum stabile et firmum … aedificatur Christi Ecclesia) (Комментарий на Матфея, 7:26, PL 26, col. 50).

ნეტ. ავგუსტინე († 430), დასავლურ-ქრისტეანული ღვთისმეტყველების დამფუძნებელი და რომაული ცენტრალიზაციის წინააღმდეგ კართაგენის კრებათა შთაგონების წყარო (Болотов В.В. Собрание церковно-исторических трудов. Т.4: Лекции по истории древней церкви
М.: Мартис, 2002, стр. 286), ამტკიცებს, რომ ეკლესია დაფუძნებულია ლოდზე, რომლისგანაც პეტრემ მიიღო სახელი (fundata est super petram, unde Petrus nomen accepit), მსგავსად იმისა, როგორც ქრისტეს სახელიდან მომდინარეობს სახელწოდება "ქრისტეანი" (christianus a Chisto vocatur). ეს ლოდი არის თვით ქრისტე, ეკლესია დაფუძნებულია ქრისტეზე (Petra enim erat Christus, ICor.X,4; …fundatur in Christo, ICor. III,11) (Tractatus 124, PL 35, col. 1975): "და ყველანი ერთსა და იმავე სულიერ სასმელს სვამდნენ, რადგანაც სვამდნენ სულიერი კლდიდან, თან რომ მიჰყვებოდა მათ; ხოლო "ეს კლდე იყო ქრისტე" (1 კორ. 10:4), - "რადგან ვერავინ დადებს სხვა საძირკველს, გარდა უკვე დადებულისა, რომელიც არის იესო ქრისტე") (1 კორ. 3:11).  

სხვა ტექსტებში ნეტ. ავგუსტინე ლოდად მიიჩნევს მოციქულ პეტრეს აღმსარებლობას და ეკლესიაც დაფუძნებულია არა კაცზე, არამედ ამ აღმსარებლობაზე (John Rotelle. Works of St Augustine, Sermons, Vol. 6, Sermon 229P.1 - New Rochelle: New City Press, 1993, p. 327). მოციქული პეტრე განასახიერებდა ეკლესიას, როდესაც იესუ ქრისტეს ღვთაებრიობას აღიარებდა, თუმცა, ნეტ. ავგუსტინეს თანახმად, ცათა სასუფევლის გასაღები მიიღო არა homo unus, sed unitas ecclesiae (არა "ერთმა კაცმა, არამედ ეკლესიის ერთობამ") (Болотов В. В. Собрание церковно-исторических трудов. Т.4: Лекции по истории древней церкви М.: Мартис, 2002, стр.285). როგორც პროფ. ბოლოტოვი მიიჩნევს, მოციქულ პეტრეში ავგუსტინე ვერ ხედავს ეკლესიის ვერც მეთაურს და ვერც ხელმძღვანელს, ... მოციქულ პეტრეს მაღალი მდგომარეობის მემკვიდრეობით მიღებაზე ნეტ. ავგუსტინე არ ფიქრობს" (Там же, стр.285-286).

წმ. აკაკი მელიტინელი († დაახლ. 438) ეკლესიის სარწმუნოების თავისი ვრცელი აღსარების შემდეგ ეფესოს III მსოფლიო კრებაზე ასკვნის, რომ სწორედ ჩვენს ამგვარ მტკიცე რწმენაზე არის აღშენებული ეკლესია (PG 77, col. 1472). ის, რომ წმიდა მამა თავის სწავლებას არ აზუსტებს სახარების ცნობილი ადგილის მიხედვით, უნდა აიხნსას იმით, რომ მის დროს მოციქულთა სარწმუნოების მიჩნევა ეკლესიის საძირკვლად საყოველთაოდ მიღებული აზრი იყო.

წმ. კირილე ალექსანდრიელი († 444), ცნობილი ეგვიპტელი ეგზეგეტი და პოლემისტი, ნესტორიანობისგან მართლმადიდებლობის დამცველი, იმოწმებს რა სახარების ხსენებულ ადგილს, ლოდად მოწაფის ურყევ რწმენას მიიჩნევს (Комментарий на Исайю IV,2, PG 70, col. 940), რომლის თვით სახელიც კი სხვას არაფერს ნიშნავს, თუ არა, ურყევ და მტკიცე რწმენას, რომელზეც არის დაფუძნებული ქრისტეს ეკლესია" (Диалог на Троицу, кн.IV, PG 75, col. 866).

ეპისკოპოსი პავლე ემესელი († 444), რომელიც მესამე მსოფლიო კრების შემდეგ მონაწილეობდა ალექსანდრიისა და ანტიოქიის კათედრების შერიგებაში, ბრძანებს: "შენ ხარ ქრისტე, ძე ღმრთისა ცხოველისა", - და აი ამ რწმენაზე, ამ ლოდზე (Проповедь на Рождество, col. 1436D) არის დაფუძნებული ღმრთის ეკლესია.

ნეტ. თეოდორიტე კვირელი († 457), ღვთისმეტყველების ანტიოქიური სკოლის მკაფიო წარმომადგენელი, მოგვიწოდებს, ვისმინოთ დიდი პეტრეს აღმსარებლობითი სიტყვები ქრისტეს ღვთაებრიობის შესახებ და ქრისტეს დასტურს პეტრეს ამ სიტყვებისა თავისი გამონათქვამით, რომ სწორედ ამ ლოდზე აღაშენებდა თავის ეკლესიას. ამიტომაც, ბრძენმა მოციქულმა პავლემ, ეკლესიის განმამშვენებელმა, არ დადო სხვა საფუძველი: "რადგან ვერავინ დადებს სხვა საძირკველს, გარდა უკვე დადებულისა, რომელიც არის იესო ქრისტე" (1 კორ. 3:11) - ეს ღვთაებრივი მწერალი (პავლე) და ნეტარი თეოდორიტე ეკლესიის საძირკვლად მიიჩნევენ ქრისტეს (იხ. Epistola 146, ad Joannem œconomum) (მინის პატროლოგია შეიცავს არა ნეტ. თეოდორიტეს წერილებს, არამედ მის აღწერილობებს (PG 84, col. 305). იხ. http://www.ccel.org/ccel/schaff/npnf203.iv.x.cxlvii.html) (URL-ს მიმართვის თარიღი: 03.11.2020).

ბასილი სელევკიელის თანახმად († 458), ქრისტე პეტრეს რწმენას კლდეს უწოდებს და მასაც ასეთ სახელს აძლევს, რადგან უფრო შეეფერებოდა ეს სახელწოდება იმას, ვინც პირველად აღიარა ის ღმერთად. ეს არის ღვთისმოსაობის ჭეშმარიტი ლოდი, ცხოვნების საძირკველი, სარწმუნოების კედელი, ჭეშმარიტების ფუძე: "რადგან ვერავინ დადებს სხვა საძირკველს, გარდა უკვე დადებულისა, რომელიც არის იესუ ქრისტე" (1 კორ. 3:11) (Oრატიო XXV:4, PG 85, col. 297).

პირველი ათასწლეულის ჯერაც განუყოფელი ეკლესიის გადმოცემის წმიდა მამებისეულ განმარტებათა მიმოხილვა დავასრულოთ ერთ-ერთი უდიდესი წმიდა მამის, ბერძნული პატრისტიკის სისტემატიზატორის, ღირ. იოანე დამასკელის († დაახლ. 780) შრომებით. ღირ. იოანე დამასკელი წერს სულიწმიდის მიერ მოციქულ პეტრეს დამოძღვრასა და მის გულანთებულ მოშურნეობაზე, რათა აღიაროს ქრისტე ღმრთის ძედ, და სწორედ ეს ღვთისმეტყველება (თეოლოგია) არის მტკიცე და ურყევი რწმენა, რომელზეც, როგორც ლოდზე, დამყარებულია ეკლესია (PG 96, col. 556). ხალიფატში ყოფნა ღირს მამას აპრიორი ათავისუფლებს რაიმე ახალი თუ არატრადიციული დოქტრინების ზეგავლენისგან, რაც მის აზრს საკმაოდ მნიშვნელოვნად წარმოგვიჩენს.

ამრიგად, მათეს სახარების 16:18 მუხლის  წმიდა მამებისეული განმარტებების შეჯამებით შეიძლება დავასკვნათ:

1. მოციქული პეტრე (
Petroz) და ქვა (petra), რომელზეც დააფუძნა ქრისტემ თავისი ეკლესია, ორი სხვადასხვა მოვლენაა.

2. ეკლესიის საფუძველი (petra), არარომაელ მამათა ერთსულოვანი აზრით, არის თვით ქრისტე ან მისი ღვთაებრიობისადმი რწმენა, რომელიც პირველად ყველაზე მკაფიოდ და მტკიცედ აღიარა მოციქულმა პეტრემ, რაც გახდა მიზეზი იმისა, უფალს მისთვის ეთქვა განსახილველი სახარებისეული ფრაზა.

3. წმიდა წერილსა და პირველი ათასწლეულის მამათა განმარტებებში არ არსებობს პაპიზმის თეორიის არავითარი საფუძვლები (პაპიზმის რელიგიურ-პოლიტიკური წანამძღვრები უნდა ვეძებოთ რომის ძველ წარმართულ მემკვიდრეობაში, კერძოდ - "ღვთაებრივ" იმპერატორთა კულტში, მაგრამ ამ იდეის გახსნა და დასაბუთება სცდება წინამდებარე სტატიის ჩარჩოებს). ამიტომაც, კათოლიკეები უარს უნდა ამბობდნენ ამ თეორიაზე, რათა მიაღწიონ სანუკვარ ერთობას ქრისტეანებთან, რომლებიც, სახარების თანახმად, ყველაზე ქმედითი მისიონერული ძალაა (იოანე 17:21), რაც აქტუალურია დღეს ევროპის კატასტროფული დექრისტიანიზაციის პირობებში".

ბოლოს მღვდელი ა. ოდაისკი ასე ამთავრებს თავის სტატიას: "სასიხარულოა, რომ თანამედროვე კათოლიციზმში, სხვათა შორის, ჯერ კიდევ არსებობს სახარების ხსენებული მუხლის (მათე 16:18) და პეტრე მოციქულის ადგილის  წმიდა მამებისეული განმარტების ადეკვატური გაგება, რომელიც სულ მცირე ხნის წინათ გამოთქვა აწ გარდაცვლილმა პაპმა იოანე პავლე II-მ: "ეკლესია აღშენებულია მოციქულ პეტრესეულ სარწმუნოებაზე და ერთგულებაზე" ("The Church of Christ is built on Peter's faith and fidelity", www.CatholicCulture.org), - რაც შეუძლებელია, იმედს არ გვისახავდეს სხვაგვარად მადიდებელ ქრისტეანთა (инославных христиан) და არამართლმადიდებლურ თემთა ჭეშმარიტი სამოციქულო სარწმუნოების აღსარების დაბრუნებისკენ" (Диакон Антоний Одайский. Святоотеческое толкование Евангелия от Матфея 16:18. http://www.pravoslavie.ru/43153.html#_ftn8) (URL-ს მიმართვის თარიღი: 03.11.2020).

საგულისხმოა აღინიშნოს, რომ წმიდა პეტრე მოციქულისთვის ნათქვამ მაცხოვრის სიტყვებს: "შენ ხარ კლდე და ამ კლდეზე აღვაშენებ ჩემს ეკლესიას", წმიდა მამებისეული ტრადიციით განმარტავენ ახალმოწესე ღვთისმეტყველებიც. გავეცნოთ მათაც:

მოწამე ნიკოლოზ ვარჟანსკი († 1918): "თუკი ქრისტეს ეკლესიის ნიშანი არის მისი "მარადიულობა, უძლეველობა და ურღვეველობა", მაშინ მაცხოვნებელ საზოგადოებას, რომელიც უფალმა იესუმ დააფუძნა, ვერავინ და ვერაფერი გაანადგურებს. რატომ? იმიტომ, რომ ამ საზოგადოების თავი არის თვით განკაცებული და მხოლოდშობილი ღვთის ძე, სიკვდილისა და ჯოჯოხეთის შემმუსვრელი (გამოცხ. 1:18; რომ. 6:9). ქრისტე უძლეველია, ხოლო, თუკი ასეა, მაშინ უძლეველია მისი სხეული - ეკლესიაც. ეს უძლეველობა აღუთქვა უფალმა თავის ეკლესიას, როცა ამბობდა: "ავაშენებ ჩემს ეკლესიას, და ჯოჯოხეთის ბჭენი ვერ სძლევენ მას (მათე 16:18)" https://ekzeget.ru/interpretation/mf/16/18/159) (URL-ს მიმართვის თარიღი: 03.11.2020).

ა. პ. ლოპუხინის განმარტებითი ბიბლია: "რადგან პეტრემ ქრისტე აღიარა ძედ ღმრთისად, ის (ქრისტე) ამბობს: "ეს რწმენა, რომელიც შენ აღიარე, იქნება მორწმუნეთა საფუძველი, ასე რომ ყოველი, ვინც აპირებს რწმენის შენობის აგებას, საძირკველში ეს აღმსარებლობა უნდა ჩადოს" (თეოფილაქტე)" https://azbyka.ru/otechnik/Lopuhin/tolkovaja_biblija_51/16) (URL-ს მიმართვის თარიღი: 03.11.2020).

"ორ სხვადასხვა შემთხვევაში გამოყენებულია ორი სხვადასხვა ბერძნული სიტყვა: პირველ შემთხვევაში "პეტროს" და მეორე შემთხვევაში "პეტრა". "პეტროსი", რა თქმა უნდა, არ არის იგივე, რაც "პეტრა". ამ გამონათქვამზე ბევრს დავობდნენ, განსაკუთრებით რეფორმაციის დროიდან. ერთნი (კათოლიკეები) ამბობდნენ, რომ ქრისტე პეტრეს პიროვნებაზე აპირებდა ეკლესიის აღშენებას, რამაც საბაბი მისცა მათ, ჩამოეყალიბებინათ სწავლება რომის პაპების, როგორც პეტრეს მემკვიდრეების, ეკლესიაზე მეთაურობის შესახებ. სხვები კი ამტკიცებდნენ, რომ გამოთქმა "შენ ხარ კლდე" შეესაბამება პეტრეს სიტყვებს: "შენ ხარ ქრისტე"; რომ შემდგომი "პეტრა", განსხვავებით "პეტროსისგან", მიუთითებს არა პეტრე მოციქულის პიროვნებაზე, არამედ მის აღმსარებლობაზე, რომელზეც უნდა აღეშენებინა ქრისტეს თავისი ეკლესია. განსხვავება იმ პრაქტიკულ შედეგებს შორის, რომელიც ამ ორი განმარტებიდან მომდინარეობს, ადვილად გასაგებია. გადავიხრებოდით ჭეშმარიტებისგან, თუ ამ მნიშვნელოვან გამონათქვამში ვიგულისხმებდით მხოლოდ სიტყვების თამაშს. მაგრამ ქრისტემ რომ ნამდვილად აღუთქვა მოწაფეებს თავისი ეკლესიის აღშენება არა პეტრეს პიროვნებაზე, ამას მიუთითებს სწორედ ის ვითარება, რომ მან სიტყვა "პეტროსი" შეცვალა სიტყვით "პეტრა". ამგვარად, საკითხი წყდება იმით, რომ ჩვენ ყურადღება უნდა გვამახვილოთ მხოლოდ სიტყვაზე "პეტრა" და მივყვეთ სახარების გამონათქვამის ბუკვალურ მნიშვნელობას" ("Таким образом, вопрос разрешается тем, если мы сосредоточим толкование только на слове პეტრა, следуя буквальному смыслу евангельского выражения") (იქვე).

"ძველი აღთქმა "კლდეში" ანუ "პეტრა"-ში არასოდეს გულისხმობს ადამიანს, ეს გამონათქვამი მიმართულია მხოლოდ ღმრთისკენ (მეორე სჯლ. 32:4; 2 მეფ. 22:32; ფსალმ. 61:3; ფსალმ. 94:1; ესაია 26:4; ესაია 44:8). მხოლოდ ღმერთი, ღმერთი იესუ ქრისტეში ან ქრისტე ღმერთში (Только Бог, Бог во Христе или Христос в Боге) არის ის მარადიული კლდე, რომელსაც უნდა დაეშენოს ეკლესია. ახალ აღთქმაში "პეტრა" არც ერთხელ არ არის გამოყენებული ჩვეულებრივ ადამიანთა მიმართ ((მათე. 7:24-25; მათე. 27:51, მათე. 27:60; მარკოზი. 15:46; ლუკა. 6:48; ლუკა. 8:6, ლუკა. 8:13; 1 პეტრე. 2:4-7; რომ. 9:33; 1 კორ. 10:4; გამოცხ. 6:15-16), არამედ ან ჩვეულებრივ ლოდებთან ან კიდევ ქრისტესთან მიმართებაში გამოიყენება. ასე რომ, დასკვნა ბუნებრივად ასეთია: ქრისტემ, პეტრეს სახელი რომ გამოიყენა, აქ მხოლოდ საკუთარ თავზე მიანიშნა და სწორედაც იმ აზრით, რა აზრითაც აღიარა ის პეტრე მოციქულმა სხვა მოწაფეთა წინაშე. ქრისტეს აღიარება ცოცხალი ღმრთის ძედ, რომელიც პეტრე მოციქულმა გამოთქვა, უნდა გამხდარიყო ეკლესიის საფუძველი. ამ გამოთქმას, როგორც ჩანს, ერთგვარი მსგავსება აქვს იოანეს 2:19-21 მუხლებთან, როდესაც ქრისტე მიუთითებდა ტაძარზე, სინამდვილეში კი საკუთარ თავს გულისხმობდა ("იესომ პასუხად თქვა: დაანგრიეთ ეს ტაძარი და სამ დღეში აღვადგენ მას. იუდეველებმა უთხრეს: ეს ტაძარი ორმოცდაექვს წელს შენდებოდა და შენ სამ დღეში აღადგენ მას? მაგრამ ის გულისხმობდა თავისი სხეულის ტაძარს"" (იოანე 2:19-21) https://azbyka.ru/otechnik/Lopuhin/tolkovaja_biblija_51/16) (URL-ს მიმართვის თარიღი: 03.11.2020).

ეპისკოპოსი მიხაილი (ლუზინი) (1830-1887): "შენ ხარ - პეტრე. პეტრე ბერძნულიდან თარგმანში ნიშნავს კლდეს, ლოდს - ეს იგივეა, რაც სირიულ-ქალდეურზე "კეფა". უფალმა სიმონს ეს სახელი ჯერ კიდევ ადრე მისცა, პირველი შეხვედრისას, როდესაც მას პირველად შეხვდა (იოანე 1:42) და თავისი საღმრთო ყოვლისმცოდნეობით ამ მოციქულის ხასიათსა და რწმენაზე მიუთითა. ახლა უფალი, პეტრეს აღმსარებლობის შემთხვევასთან დაკავშირებით, თითქოსდა მოწმობს, რომ მან მართლაცდა გაამართლა თავისი სახელი, რომელიც მას ადრე მიეცა, რომ ის თავისი ხასიათის სიმტკიცითა და რწმენით მართლაც პეტრეა, ანუ ლოდია, მტკიცე კლდეა.

"ამ კლდეზე აღვაშენებ მე ჩემს ეკლესიას". მეტყველების ფორმა აღებულია ჩვეულებიდან, რომლის მიხედვითაც შენობის საძირკველში დებდნენ მყარ ქვებს (შეად.: მათე 7:24-25). Eკლესია - ეს არის მოწოდებულთა საზოგადოება, ანუ ქრისტეს მორწმუნეთა ერთობა, სადაც გინდ იყვნენ და როდესაც გინდ ცხოვრობდნენ ისინი. ხატოვან გამოთქმას "ამ კლდეზე", - სხვადასხვანაირად განმარტავდნენ. ერთნი "კლდეში" გულისხმობდნენ იესუ ქრისტეს ღვთაებრიობისადმი, მისი მესიანობისადმი მოციქულის რწმენას და ქრისტეს გამოთქმას "შენ ხარ კლდე" ასე განმარტავენ: "შენ ხარ კლდე (პეტრე), და ამ შენს, კლდესავით რწმენაზე, რომელშიც აღიარებ ჩემს ღმრთეებას (რომ მე ვარ ძე ცოცხალი ღმრთისა) აღვაშენებ ჩემს ეკლესიას. ეს აღმსარებლობა იქნება რწმენის საძირკველი იმ საზოგადოებისთვის, რომელსაც მე დავაფუძნებ" (ოქროპირი, ეპიფანე, თეოდორიტე, თეოფილაქტე).

სხვები "კლდეში" გულისხმობენ თვით იესუ ქრისტეს, რომელიც წმიდა წერილში ხშირად ამ სახელითაც იწოდება (ეს. 28:16; 1 პეტრე 2:8) და უფლის გამონათქვამს ასე განმარტავენ: "შენ ხარ პეტრე, და ურყევ ჭეშმარიტებაზე, რომელიც შენ გამოთქვი, რომ მე ვარ მესია - ძე ცოცხალი ღმრთისა, დავაფუძნებ ჩემს ეკლესიას, ანუ ჩემს თავზე, როგორც მესიაზე" (იერონიმე, ავგუსტინე).

სხვები "კლდეში" გულისხმობენ მოციქულ პეტრეს, რომელმაც ქრისტე ღმრთის ძედ აღიარა (ტერტულიანე, ორიგენე, გრიგოლ ღვთისმეტყველი), მაგრამ, რა თქმა უნდა, არა იმ გაგებით, როგორც ეს ესმით კათოლიკეებს და როგორც მიაწერენ მოციქულ პეტრეს სხვა მოციქულთა მეთაურობას, ხოლო შემდეგ ეს მეთაურობა გადააქვთ რომის პაპზე, როგორც პეტრეს მემკვიდრესა და მთელი ქრისტეანული ეკლესიის მეთაურზე, რამეთუ ამგვარი განმარტების შემთხვევაშიც კი წინააღმდეგობაში ვარდებიან, რადგან ეკლესიის საძირკვლად ყოფნა აღეთქვა არა მარტო პეტრეს (მათე 16:19), არამედ სხვა მოციქულთაც (იოანე 20:22-23). და ბოლოს, "კლდეში" გულისხმობენ ყველა მოციქულს, რომელთა სახელითაც გამოთქვა თავისი აღმსარებლობა მოციქულმა პეტრემ (ორიგენე, იერონიმე, თეოდორიტე). "კლდე ქრისტეა, რომელმაც თავის მოციქულებს მისცა უფლება ისინიც კლდედ იწოდებოდნენ. შესაძლოა, შენ თქვა, რომ ეკლესია დაფუძნებულია პეტრეზე, მაგრამ სხვა ადგილას ნაჩვენებია, რომ ის დაფუძნებულია ყველა მოციქულზე, რადგან ცათა სასუფევლის გასაღები ყველა მათგანმა მიიღო, ასე რომ, ეკლესიის სიმტკიცე ყველა მათგანს თანაბრად ეფუძნება" (იერონიმე).

"თუკი ფიქრობ, რომ მხოლოდ პეტრეზე დააფუძნა ღმერთმა თავისი ეკლესია, მაშინ რას იტყვი იოანეზე, ქუხილის ძეზე, და ყოველ მოციქულზე? ნუთუ გაბედავ იმის თქმას, რომ მხოლოდ პეტრეს ვერ ძლევს ჯოჯოხეთის ბჭენი, ხოლო სხვა მოციქულებს კი ძლევს? განა ყველას და თითოეულ მათგანს არ ეხება ნათქვამი: "ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ძლევენ მას, და ამ კლდეზე აღვაშენებ ჩემს ეკლესიას"? განა მარტო პეტრემ მიიღო ცათა სასუფევლის გასაღები და სხვა ნეტარ მოციქულებს ის არ მიუღიათ?" (ორიგენე).

ჩამოთვლილი განმარტებებიდან რომელიც გინდა მივიღოთ, ყველა შემთხვევაში რომის პაპის ეკლესიის საძირკვლად გამოცხადება სრულიად უსაფუძვლოა.

"ჯოჯოხეთის ბჭენი ვერ შემუსრავენ მას". - ეს არის ხატოვანი გამოთქმა, რომელიც ნიშნავს, რომ ვერავითარი მტრული ძალა, თვით ჯოჯოხეთისა და სატანის ძალნიც ვერ სძლევენ ქრისტეს მიერ დაფუძნებულ ეკლესიას. ჯოჯოხეთი ბოროტ სულთა, დემონთა სამკვიდროა, რომელიც აქ, ეკლესიის მსგავსად, შენობად წარმოგვიდგება. "ჯოჯოხეთის ბჭენი" - ეს ხატოვანი გამოთქმა აღებულია აღმოსავლეთის ხალხთა ჩვეულებიდან, რომელთა ბრძენკაცები კედლით შემოზღუდული ქალაქის კარიბჭესთან ვინმეს დასასჯელად და კიდევ სხვადასხვა საზოგადოებრივ საკითხთა გადასაწყვეტად იკრიბებოდნენ. ამ გამოთქმის აზრი არის ის, რომ ვერავითარი ბოროტი ზრახვა, ბჭობა და მზაკვარება, ბოროტ ძალთა ვერავითარი ძალისხმევა ვერ მოერევა ეკლესიას" https://ekzeget.ru/interpretation/mf/16/18/51) (URL-ს მიმართვის თარიღი: 03.11.2020).

მღვდელი იოანე კრონშტადტელი: "კათოლიკური სიცრუის მხილება. იესუ ქრისტეს სიტყვების "ამას კლდესა ზედა აღვაშენო ეკლესიაჲ ჩემი, და ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდიან მას" (მათე 16:18) ყალბი განმარტების საფუძველზე კათოლიკეები რომის პაპს ეკლესიის თავად აღიარებენ. რატომ განაკუთვნებენ კათოლიკეები მაცხოვრის სიტყვებს "ამას კლდესა ზედა" არა მაცხოვარს, არამედ მოციქულ პეტრეს? იმიტომ, რომ უფალმა ამ სიტყვების წარმოთქმამდე პეტრეს უთხრა: "შენ ხარ კლდე" და მიამატა: "ამ კლდეზე ავაშენებ ჩემს ეკლესიას და ჯოჯოხეთის ბჭენი ვერ სძლევენ მას" (მათე 16:18). ჩვენ ვამტკიცებთ, რომ სიტყვებში "ამ კლდეზე" უფალი გულისხმობს საკუთარ თავს და არა პეტრეს, რამეთუ სარწმუნოებისა და ეკლესიის კლდედ წმიდა წერილში ყველგან იწოდება ქრისტე. მოციქული პავლე, როდესაც ის ლაპარაკობს კლდეზე, რომელმაც უდაბნოში მოგზაურ ებრაელთათვის საკვირველად გადმოადინა წყალი და ერი დაარწყულა, გულისხმობს ქრისტეს. მაგრამ უფრო მეტი და მკაფიო მტკიცებულებისთვის, რომ სიტყვებში "ამ კლდეზე" უნდა ვიგულისხმოთ ქრისტე, როგორც საფუძველი ეკლესიისა, მოვიყვან მსგავს ადგილს იოანეს სახარებიდან, სადაც ნათქვამია: "დაანგრიეთ ეს ტაძარი და სამ დღეში აღვადგენ მას" (იოანე 2:19). რა იგულისხმა ქრისტემ აქ ტაძარში? თავისი სხეულის ხელთუქმნელი ტაძარი და არა იერუსალიმისა. ზუსტად ასევე, ზემოთ დამოწმებულ ადგილში მან იგულისხმა არა პეტრე, არამედ საკუთარი თავი. გასაგებია?" (Евангелие от Матфея. Прав. Иоанн Кронштадтский https://ekzeget.ru/interpretation/mf/16/18/38) (URL-ს მიმართვის თარიღი: 03.11.2020).

სხვა განმარტება: "კათოლიკური სიამაყისა და დოგმატური სიცრუის, ასევე მმართველობისა და ზნეობრივი სწავლების უმთავრესი საგანი არის პაპის პირველობა, ცრუ და არასწორი გაგება მაცხოვრის სიტყვებისა: "შენ ხარ კლდე, და ამ კლდეზე ავაშენებ ჩემს ეკლესიას და ჯოჯოხეთის ბჭენი ვერ სძლევენ მას" (მათე 16:18). პირველი და შემდგომი საუკუნეების ყველა წმიდა მამა, და თვით პირველი მართლმადიდებელი პაპებიც, "კლდეში" გულისხმობდნენ თვით იესუ ქრისტეს - "ხოლო ეს კლდე იყო ქრისტე" (1 კორ. 10:4)" (Живой колос. https://ekzeget.ru/interpretation/mf/16/18/38) (URL-ს მიმართვის თარიღი: 03.11.2020).

სხვა განმარტება: "არის თუ არა პაპი ეკლესიის თავი? არა, ეს სისულელეა. ეკლესია მოიცავს წმინდანებსაც და ანგელოზთა კრებასაც - ეს არის ერთი სხეული, რომლის თავი არის ერთი ქრისტე. რა შუაშია აქ ცოდვილი პაპი!" ("Папа - глава ли церкви? Нет, это нелепо. Церковь объемлет собою и святых угодников, и ангельский собор, - это одно тело под главою Единым Христом. При чем тут грешный папа!") (იქვე) (ჩვენც ვიტყვით: თუკი ეკლესია მორწმუნე ადამიანებთან ერთად მოიცავს წმინდანებსა და ანგელოზებს და ეს არის ერთი სხეული, რომლის თავი არის ქრისტე - რა შუაშია აქ ცოდვილი ეპისკოპატი?!" - არქიეპ. პ.).

ცნობილი ბერძენი თეოლოგი ილია მინიატისი წიგნში "ლოდი საცთურისა" ლათინ პაპისტთა პრეტენზიებზე, თითქოსდა ქრისტეს სიტყვები "შენ ხარ კლდე, და ამას კლდესა ზედა აღვაშენო ეკლესია ჩემი" (მათე 16:18) ეხებოდეს უშუალოდ პეტრე მოციქულს და მის მემკვიდრე რომის პაპებს, განმარტავს: "ლათინებს აქედან ის დასკვნა გამოაქვთ, რომ მხოლოდ პეტრეა კლდე და საფუძველი ეკლესიისა, მხოლოდ მას ერგო კლიტე, ანუ უფლება შეკვრისა და გახსნისა, და მხოლოდ მას დაევალა გონიერ ცხოვართა, ანუ მორწმუნეთა მწყემსვა, ყოველივე ეს კი თითქოს არის უმაღლესი ხელისუფლების სიმბოლო, რომელიც პეტრემ იესუ ქრისტესგან მიიღო.

მაგრამ, იესუ ქრისტეს ეს სიტყვები იმ აზრით რომ ეთქვა, რა აზრითაც ლათინური ეკლესიის მომხრეებს ესმით, მაშინ, ცხადია, ეკლესიის წმიდა მოძღვრებიც ზუსტად ისევე ახსნიდნენ მათ, მაგრამ ისინი სულ სხვაგვარად ამბობენ; ვნახოთ პირველი გამონათქვამი: "და ამას კლდესა ზედა აღვაშენო ეკლესია ჩემი". იმ კლდედ, რომელზეც ქრისტეს ეკლესია დაეშენება, ზოგიერთი მამა გულისხმობს წმ. პეტრეს სარწმუნოებას. მაგ.: იოანე ოქროპირი ამბობს: "ამას კლდესა ზედა, ანუ სარწმუნოებაზე" (Homi. In Mat. LIV; ag. 548. Edit. Monftaucon). ასევე მიიჩნევენ თეოდორიტე, ავგუსტინე და ბევრი სხვა მამა (Theodoret. Sermon II, in Cantic. Tom I. pag. 1028. Edit. Lutet. Paris, 1642. Augustin. Serm. CCXCV. Tom. V. Pars. I. Co. 833. Edit. Antwerp. 1700). სხვები ამ კლდეში გულისხმობენ თვით იესუ ქრისტეს, რომელსაც პეტრე აღიარებდა. ეს ჩანს ავგუსტინეს მოწმობიდან, რომელიც თავის 6-ე სიტყვაში მათეს სახარების 14-ე თავის შესახებ ამბობს: "ამას კლდესა ზედა, რომელიც შენ აღიარე, როდესაც თქვი: "შენ ხარ ქრისტე", "აღვაშენო ეკლესია ჩემი", ანუ ქრისტეზე, ცხოველი ღმრთის ძეზე, აღეშენება ეკლესია მისი" (Idem. Tom. V. Pars. I. col. 290).

ასეთი განმარტება წმიდა წერილსაც ეთანხმება, სადაც კლდედ, ლოდად და საფუძვლად უპირატესად იწოდება თვით ქრისტე (მაგ.: ესაია 28:16; ფსალმ. 117:22, 1 კორინთ. 3:11 და სხვ.). მე არ უარვყოფ, რომ ამ გამონათქვამის საფუძველზე ბევრი უწოდებს ნეტარ პეტრეს სარწმუნოების კლდეს და ჩვენი ეკლესია 16 იანვარს, ღმრთისმსახურებაზე, და აგრეთვე სხვა დროსაც გალობს: "კლდესა ქრისტესსა და კლდესა სარწმუნოებისასა ვაქებდეთ ერნო სიხარულით პირველ ქრისტეს მოსაყდრესა". მაგრამ ამ აზრს შეგვიძლია მოვუძებნოთ ორი ახსნა: პირველი, თუმცა ნეტარ პეტრეს ეკლესია და ზოგიერთი მამაც უწოდებს სარწმუნოების კლდესა და საფუძველს, მაგრამ არა იმ აზრით, პაპისტებს რომ ჰგონიათ. ამის შესახებ დაე, მოუსმინონ ბასილი დიდს, რომელიც ესაიას წიგნის მეორე თავის განმარტებაში ამბობს, პეტრეს კლდე იმიტომ ეწოდება, რომ იგი ლოდივით განმტკიცდა სარწმუნოებაში და ურყევი კლდესავით შეხვდა მსოფლიო განსაცდელებსო. "ნეტარი პეტრეს სული, ამბობს იგი, "ძვირფას ქვად იწოდება, რამეთუ მტკიცედ და შეურყევლად დაუხვდა ათასგვარ განსაცდელს" (Tom. I, pag. 427, edit. Paris. 1721 an.) (ილია მინიატისი. ლოდი საცთურისა. წიგნი მეორე. "აღმოსავლეთისა და დასავლეთის ეკლესიების უთანხმოების ხუთი პუნტქის შესახებ. ციტ. "სიტყვა მართლისა სარწმუნოებისა". წიგნი II. თბილისი. 1991წ. გვ. 337-338).
არქიეპისკოპოსი თეოფანე (ბისტროვი) (1872-1940): "და მე გეუბნები: შენა ხარ კლდე, და ამ კლდეზე ავაშენებ ჩემს ეკლესიას, და ჯოჯოხეთის ბჭენი ვერ სძლევენ მას" (მათე 16:18).

"ეკლესიის ღვთაებრივი დამფუძნებლის ამ სიტყვებში მოცემულია მოკლე, მაგრამ საკმაოდ ღრმა სწავლება სამყაროს აღსასრულამდე ქრისტეს ეკლესიის უძლეველობის შესახებ. აუცილებელია განვიხილოთ, რაში მდგომარეობს ეკლესიის ეს უძლეველობა, რას ეფუძნება და როგორ შეგვიძლია ჩვენ, რიგით წევრებს, მასში მონაწილეობა.

საყოველთაო ეკლესიის უძლეველობა განპირობებულია იმით, რომ ზეციერი მამის ნებითა და სულიწმიდის ძალით ის დაფუძნებულია თვით უფალ იესუ ქრისტეს მიერ, რომელიც არის ამ ეკლესიის ჭეშმარიტი საფუძველი და თავი. ხოლო ეკლესია არის მისი სხეული, რომელსაც ცხოველყოფს სულიწმიდა. მოციქული პავლე წერს: "ვერავინ დადებს სხვა საძირკველს, გარდა უკვე დადებულისა, რომელიც არის იესო ქრისტე" (1 კორ. 3:11). ამ სიტყვებში მოციქული არა მარტო ეკლესიის დამფუძნებლად აღიარებს იესუ ქრისტეს, არამედ უარყოფს სხვა მსგავსი საფუძვლის შესაძლებლობასაც. ამიტომაც, მოციქული პეტრე, რომლისკენაც იყო პირველად მიმართული ქრისტეს სიტყვები ეკლესიის საფუძვლის შესახებ, შეუძლებელია იყოს ეკლესიის პირველდაწყებითი საფუძველი ("Посему Ап. Петр, к которому первоначально были обращены Спасителем слова об основания Церкви, не может быть первоначальным основанием Церкви"). ის მხოლოდ მეორად საძირკვლად შეიძლება ვაღიაროთ, რომელიც დაფუძნებულია ქრისტეზე და მხოლოდ ქრისტეშია უძლეველი; და ამ უკანასკნელი აზრითაც კი, მარტო პეტრე როდია ურყევი კლდე, არამედ ამდაგვარია ის სხვა სხვა მოციქულებთან ერთად,  რომელთა ქვაკუთხედია თვით იესუ ქრისტე (ეფეს. 2:20). ასე ასწავლის წმიდა მოციქული პავლე (ეფეს. 2:20) და მისი სიტყვების ჭეშმარიტებას ადასტურებს იდუმალთმხილველი იოანე ღვთისმეტყველი, რომელიც აღწერს სულიერ ხილვაში ნანახი ზეციური იერუსალიმის დიად შენობას და მოწმობს, რომ "და ზღუდესა მას ქალაქისასა აქუნდეს ათორმეტნი საფუძველნი და მათ ზედა ათორმეტნი სახელნი ათორმეტთა მათ მოციქულთა კრავისათანი" (გამოცხ. 21:14), და არა მხოლოდ მოციქულ პეტრესი. ასე რომ, ეკლესიის უპირველესი და უმთავრესი საფუძველი არის ქრისტე მაცხოვარი და ამით არის განპირობებული მისი უძლეველობაც ("Итак, первым и главным основанием Церкви является сам Христос Спаситель и этим обусловливается ее непоколебимость").

ბოლოს, აქედან ცხადი ხდება ისიც, თუ როგორ ვხდებით ჩვენ, ეკლესიის ცალკეული წევრნი, მისი უძლეველობის თანამოზიარენი. ეკლესია ქრისტეში უძლეველია იმიტომ, რომ ქრისტე არის არა უბრალოდ კაცი, არამედ ღმერთკაცი. მასში კაცობრიობა იპოსტასურად არის შეერთებული და, ასე ვთქვათ, ღმრთის მიერ არის ცხებული ("В Нем человечество ипостасно соединено и, так сказать, помазано Божеством"), და ამ ერთობის ძალით ხდება ის უძლეველი; რამეთუ თავისთავად უძლეველი და ურყევი არის მხოლოდ ღმერთი. ამიტომაც, თუკი გვსურს ეკლესიის დამფუძნებლის ამ ღვთაებრივი უძლეველობის თანამოზიარეობა, აუცილებელია შევუერთდეთ მას მადლისმიერ. ეს კი შესაძლებელია მხოლოდ დედა ეკლესიისადმი სრული რწმენითა და მორჩილებით, რომელიც, მოციქულის თქმით არის სახლი "ღმრთისა ცხოველისაი, სუეტი და სიმტკიცე ჭეშმარიტებისაი" (1 ტიმ. 3:15). "მოციქულებმა, - ამბობს წმ. ირინეოს ლიონელი, - ეკლესიაში, როგორც საგანძურში, შეინახეს ყველაფერი, რაც კი ჭეშმარიტებას შეეხება; ისე რომ ყოველი მსურველი იღებს მისგან საცხოვნებელ სასმელს" (წვალებათა წინააღმდეგ, წიგნი მე-3, თავი მე-4). მასში ყველაფერი ჭეშმარიტია: იქნება ეს წმიდა წერილი, თუ დაუწერლად დაცული გადმოცემა. "ეკლესიაში დაცული სჯული და ქადაგებები, - ბრძანებს წმ. ბასილი დიდი, - ზოგი წერილობით მოცემული მოძღვრების სახით გვაქვს, ხოლო ზოგი მიღებული გვაქვს მოციქულთაგან, საიდუმლოდ გადმოცემული. ამათგან ორივეს ერთი და იგივე ძალა აქვს კეთილმსახურებისათვის და ამას არავინ თვლის საკამათოდ, ვისაც საეკლესიო განწესებათა ცოტაოდენი ცოდნა მაინც აქვს. რადგან თუ დაუწერელი წესების დარღვევას მივყოფთ ხელს, ვითომცდა იმიტომ, რომ მათ არა აქვთ დიდი ძალა, ამით თავს ვავნებთ თვით სახარების არაჯეროვანი გაგებით, ჩვენი ქადაგება შეიკვეცება და მხოლოდ სახელწოდებაღა შეგვრჩება" (იხ. წმ. ბასილი დიდის ნეტ. ამფილოქესადმი მიწერილი წიგნის 27-ე თავიდან სულიწმიდის შესახებ. დიდი სჯულისკანონი. საქ. საეკლესიო კალენდარი. 1987 წ. გვ. 429 - არქიეპ. პ.).

მოციქულთა დაწერილ და დაუწერელ გადმოცემათა ერთგულებაზეა დაფუძნებული მსოფლიო საეკლესიო კრებათა ჭეშმარიტება. "ჩვენ ხელუხლებლად ვიცავთ ყველა საეკლესიო გადმოცემას, - მოწმობენ VII მსოფლიო საეკლესიო კრების მამები ამ კრების საქმეებში. - ჩვენ მივდევთ კათოლიკე (საყოველთაო) ეკლესიის სჯულმდებლობას. ჩვენ ვიცავთ მამათა განსაზღვრებებს და ვინც საყოველთაო ეკლესიის სწავლებას რაიმეს მიამატებს ან მოაკლებს, ანათემას გადავცემთ. ანათემა მას, ვინც დააკნინოს რომელიმე დაწერილი თუ დაუწერელი საეკლესიო გადმოცემა".

"აკრძალულია ეკლესიის მიერ უკვე ერთხელ განსაზღვრული დოგმატური საკითხების ხელმეორედ გადასინჯვა. "ვევედრებით თქვენს სიწმიდეს, - წერდა III მსოფლიო კრების მამებს კართაგენის ეპისკოპოსი კაპრეოლი, - რათა სულიწმიდის შემწეობით, რომელიც, როგორც მე მჯერა, დავანებულია თქვენს გულებში და თქვენს მოქმედებებში, ძველი გადმოცემების ძალით დაამხობთ ახალ და დღემდე გაუგონარ სწავლებებს, და არ შეეხებით მათ, რომლებიც ეკლესიამ ადრევე უარყო, რათა ხელმეორე განხილვის საბაბით არ განახლდეს ის, რაც უარყოფილ იყო. რადგან, თუ ვინმე კვლავ ხელახალ გამოკვლევას დაუქვემდებარებს ადრე მიღებულ გადაწყვეტილებებს, მის შესახებ სამართლიანია ითქვას, რომ სხვას არაფერს აჩვენებს, თუ არა იმას, რომ დაეჭვებულია იმ სარწმუნოებაში, რომელსაც დღემდე ძალა ჰქონდა. - ასეთია ყველა ჩვენგანის აზრი; ჩვენ ყველანი იმავეს ვბრძანებთ!" - იყო III მსოფლიო კრების მამათა პასუხი კართაგენის ეპისკოპოსის განცხადებაზე. ასე ასწავლის კათოლიკე (საყოველთაო - არქიეპ. პ.) ეკლესია" (Архиеп. Феофан (Быстров). Евангелие от Матфея. 16:18. https://ekzeget.ru/interpretation/mf/16/18/104) (URL-ს მიმართვის თარიღი: 03.11.2020).

იღუმენი პანტელეიმონი (XIX ს.) მათეს სახარების 16:18-ე თავის განამარტებაში ამბობს: "მე ვიხილე შენი სიმტკიცე რწმენაში, რომელსაც ჩემგანვე მიიღებ, და ამიტომაც მოგეცი ასეთი სახელი. სარწმუნოების ამ სიმტკიცეს აჩვენებ ახლა ჩემი ყველა მოწაფის სახელით მის აღიარებაში. ამიტომაც გეუბნები: "შენ ხარ კლდე (ბერძნ.: "პეტროს") და ამ კლდეზე (ბერძნ.: "პეტრა") - და არა პეტრეზე, ადამიანზე, არამედ იმ ლოდზე, კლდეზე, რომელიც შენ აღიარე, ანუ "ჩემს საკუთარ თავზე, როგორც ღმრთის ძეზე" (ნეტ. ავგუსტინეს განმარტება), იმ ჭეშმარიტებაზე, რომელიც შენ ახლა გამოხატე, აღვაშენებ ჩემს ეკლესიას, ჩემდამი ყველა მორწმუნის საზოგადოებას" (Троицкие листки игумена Пантелеимона. Мф. 16:18).

"დააკვირდით, ამბობს ეპისკოპოსი ფილარეტ მოსკოველი, - წერს იღუმენი პანტელეიმონი, - მოციქული არა მარტო აღიარებს იესუ ქრისტეს ეკლესიის პირველდაწყებით და ურყევ საძირკვლად, არამედ უარყოფს სხვა მსგავსი საფუძვლის დადებასაც; და რადგან ის თავის ეპისტოლეს წერს იმათ წინააღმდეგ, ვინც ამბობდა: "მე პავლესი ვარ, ხოლო მე - აპოლოისი, ხოლო მე - კეფაისი, ხოლო მე - ქრისტესი" (1 კორ. 1:12), მის გამონათქვამში მოცემულია ის აზრი, რომ "კიფა", ანუ მოციქული პეტრე, შეუძლებელია აღიარებულ იქნას ეკლესიის პირველდაწყებით და ურყევ საძირკვლად..." (იქვე).

"ამიტომაც, "მოციქულ პავლეს მკაცრი მსჯელობით, თუკი "ვერავინ დადებს სხვა საძირკველს, გარდა უკვე დადებულისა, რომელიც არის იესუ ქრისტე" (1 კორ. 3:11), როგორ ფიქრობენ ლათინები (და ჩვენი "პუბლიცისტი" ზ. ნოდია - არქიეპ. პ.), ამ საძირკველს მიამატონ კიდევ სხვები - პეტრე და მესამეც - თავიანთი პაპი" (ან ეპისკოპატი? - არქიეპ. პ.)? (იქვე).

"თუკი ღვთის სიტყვა ცნობს ეკლესიის მხოლოდ ერთ თავს - ქრისტეს, რომელი უფლებით სურს კაცობრივ მჭევრმეტყველებას ამ ღვთაებრივი მეთაურობის ზემოთ ეკლესიის უკვდავ სხეულს კიდევ სხვა, მოკვდავი თავი მისცეს?" (იქვე).

თუკი საყოველთაო ეკლესია, - განაგრძობს მიტრ. ფილარეტის ციტირებას იღუმენი პანტელეიმონი, - უფლის თქმით, უნდა იყოს ისეთი, რომ ბჭენი ჯოჯოხეთისანი მას ვერ მოერევიან, იქნება თუ არა ამ სიტყვების შესაბამისი, თუკი მას მივცემთ ისეთ თავს, რომელსაც ჯოჯოხეთის ბჭე ადვილად წარკვეთს? დაე მათ, ვინც წმიდა პეტრეზე იმაზე მეტად ზრუნავენ, ვიდრე ამას თვით პეტრე ისურვებდა, მას უსმინონ, ვიდრე საკუთარ ან უცხო მჭევრმეტყველებას. ხოლო წმიდა პეტრეს პეტრეზე კი არა, ქრისტეზე სურს ჩვენი დამყარება, რადგან ბრძანებს: "რომელსაც მიეახლეთ, როგორც ცოცხალ ლოდს, კაცთაგან უარყოფილს, ღვთის მიერ კი რჩეულსა და ფასდაუდებელს. როგორც ცოცხალი ქვები, თქვენც აშენდით სულიერ სახლად, წმიდა სამღვდელოებად და სულიერი მსხვერპლის მწირველად, იესო ქრისტეს მეშვეობით სასურველად რომ უჩანს ღმერთს" (1 პეტრე. 2:4-5) (იქვე).

წმიდა პეტრემ იცის მხოლოდ ერთადერთი სახელი, ვის გარეშეც შეუძლებელია ცხოვნება და ეს არის ქრისტე: რამეთუ, "სხვის მიერ არვისგანაა ხსნა და არც კაცთათვის მიცემული სხვა სახელია ცის ქვეშ, ვისი წყალობითაც ვიხსნიდით თავს". ამრიგად, კურთხეულ არს ეკლესიის ღვთაებრივი დამფუძნებელი, რომელმაც მისი უსაფრთხოება მიანდო არა ერთ მოკვდავ  და ცოდვილ ადამიანს (ან ეკლესიის ერთ რგოლს - ეპისკოპატს - არქიეპ. პ.), ვინც გინდ ყოფილიყო იგი, და არ უთქვამს მას პეტრესთვის, და შედეგად, პეტრეს არც ერთი მემკვიდრისთვის: "ჯოჯოხეთის ბჭენი ვერ გძლევენ შენ", არამედ თავის ეკლესიაზე თქვა: "ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდიან მას" (მათე 16:18) (ფილარეტ მოსკოველი) ("Не сказал Он Петру, следовательно, не сказал и никакому преемнику Петра: врата ада не одолеют тебя. Но сказал о Своей Церкви: И ВРАТА АДА НЕ ОДОЛЕЮТ ЕЕ, хотя бы многократно одолели того или другого человека") (Митр. Филарет Московский. Троицкие листки игумена Пантелеимона. Евангелие от Матфея. 16:18).

მაგალითების მოყვანა კიდევ შეიძლება, მაგრამ ვფიქრობთ, დამოწმებული მასალაც საკმარისია იმის სამტკიცებლად, რომ პეტრე მოციქულისადმი მაცხოვრის მიერ ნათქვამი სიტყვები: "შენ ხარ კლდე და ამას კლდესა ზედა  აღვაშენო ეკლესია ჩემი" გულისხმობს პეტრე მოციქულის სარწმუნოებას, ხოლო ზოგიერთი წმიდა მამის განმარტებით თვით იესუ ქრისტეს. მაგრამ არც ერთი წმიდა მამა არ ამტკიცებს, "შენ ხარ კლდე" ნიშნავდეს ეპისკოპატს; რომ ეკლესიის საფუძველი, როგორც გაიგება სიტყვები "შენ ხარ კლდე", იყოს ან ერთი ადამიანი (პაპი) ან ადამიანთა ჯგუფი, კოლექტივი (ეპისკოპატი). ამდენად, ზ. ნოდიას მტკიცებულება ძალზედ ახლოს დგას პაპისტთა შეხედულებებთან (განსხვავება მხოლოდ იმაშია, რომ ლათინები "კლდეში" გულისხმობენ მხოლოდ პაპს, ხოლო ზ. ნოდია - ეპისკოპატს) და თამამად შეგვიძლია ვთქვა რომ, ფაქტობრივად, იმეორებს კიდეც.

საგულისხმოა იღუმენ პანტელეიმონის მიერ დამოწმებული მიტრ. ფილარეტის სიტყვები, რომელიც კითხულობს, "როგორ ვერ მოერევიან "ბჭენი ჯოჯოხეთისანი" ეკლესიას, თუკი მას მივცემთ ისეთ თავს, რომელსაც "ჯოჯოხეთის ბჭე" ადვილად წარკვეთს?" ვინ არის ადვილად წარსაკვეთი თავი  - ერთი უძლური ადამიანი (თუნდაც მოციქული პეტრე) ან ადამიანთა ჯგუფი (თუნდაც ეპისკოპოსთა დასი)! და ვინ არის წარუკვეთელი თავი, რის გამოც ეკლესია უძლეველია? - რა თქმა უნდა, ეს არის ჩვენი უფალი  იესუ ქრისტე!

ამრიგად, როგორც წმიდა მამები, ასევე ჩვენი ოპონენტებისთვის ავტორიტეტული ღვთისმეტყველებიც ადასტურებენ, რომ ეკლესიის საძირკველი არის ქრისტეს ღმერთკაცობისადმი რწმენა და საერთოდ, მართლმადიდებლური სარწმუნოება, ხოლო მაცხოვრის მიერ მოციქულ პეტრესადმი ნათქვამი სიტყვები: "შენ ხარ კლდე" ეხება არა უშუალოდ მოციქულ პეტრეს პიროვნებას, მისი მეშვეობით კი რომის პაპს ან ეპისკოპოსთა სინოდს (ეპისკოპატს), არამედ წმიდა მოციქულის სარწმუნოებას, მის მიერ ქრისტეს ღმერთკაცობის აღიარებას.

გამომდინარე აქედან, მწვალებლურია არა მარტო ზ. ნოდიას უსაფუძვლო მსჯელობა ეპისკოპატის, როგორც ეკლესიის საძირკვლად გამოცხადების შესახებ, არამედ მისი რუსი სულიერი თანამოძმის ვ. სინილშჩიკოვის მტკიცებაც, რომელიც მჭიდროდ აკავშირებს ერთმანეთთან მაცხოვრის გამონათქვამს, რომ "ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ მოერევიან მას" (ეკლესიას) და წმიდა მამათა გამონათქვამებს, რომ "არ შეიძლება ეკლესია იყოს ეპისკოპოსის გარეშე" (უფრო დეტალურად იხ. ქვემოთ).

მარტივად რომ ვთქვათ, ეკლესიის უძლეველობა მოაზრებულია არა ქრისტეში, არამედ ეპისკოპატში. არის ეპისკოპატი - ეკლესია არსებობს; არ არის ეპისკოპატი? - ეკლესია მკვდარია (აცხადებენ ვ. სინილშჩიკოვი და ზ. ნოდია), ის უბრალოდ არც არსებობს.

ეკლესიის უძლეველობა თუ ეპისკოპოსთა მუდმივ ყოფნაში მდგომარეობს და მათ გარეშე ეკლესია ეკლესიად ვერ იწოდება (რასაც დაბეჯითებით ირწმუნება ვ. სინილშჩიკოვი), მაშინ ეკლესია მარტო ეპისკოპატი ყოფილა და არა მთელი სასულიერო დასი ერითა და ბერითურთ. ამგვარ სწავლებას კი არც ერთი წმიდა მამა არ გვთავაზობს და ის მთლიანად გახლავთ სინილშჩიკოვისნაირი "თეოლოგების" გამონაგონი.  

ასე რომ არ ყოფილიყო და ოდენ ეპისკოპატში მოაზრებულიყო ეკლესიის უძლეველობა, მაშინ რაღა რჯიდა ეშმაკს, ედევნა მთელი ეკლესია? განა საკმარისი არ იქნებოდა ეპისკოპოსების დევნა და მათი განადგურება, რომ ეკლესიაც განადგურებულიყო? მაგრამ როგორც წმიდა წერილიდან, ასევე ეკლესიის ისტორიიდან ვხედავთ, როგორი გაშმაგებით უტევს სატანა არა მარტო ეპისკოპოსებს, არამედ მღვდლებს, მღვდელმონაზვნებს, მონასტრებს, რიგით ბერებს და მართლმადიდებელ ერისკაცებს. რატომ? - იმიტომ, რომ ეკლესიის უძლეველობა მის ერთ რგოლზე კი არ არის დამყარებული, არამედ მორწმუნეთა ყველა დასის რწმენაზე ქრისტეს ღმერთკაცობისადმი.

მთელი ეკლესია - ეს არის ერი და ბერი სამღვდელოებითურთ, რომელშიც მის უმაღლეს დასს ეპისკოპატსაც მოვიაზრებთ. კარგად არის ეს ნაჩვენები მოციქულთა საქმეებში: "ხოლო სავლე, რომელიც კვლავ მძვინვარებდა და სიკვდილს უქადდა უფლის მოწაფეთ, მღვდელმთავართან მივიდა და გამოსთხოვა ეპისტოლენი დამასკოს სინაგოგებისადმი, რათა თუ ამ მოძღვრების მიმდევარს ჰპოვებდა ვინმეს, კაცსა თუ ქალს, შებორკილი მიეყვანა იერუსალიმს. გზად მიმავალი რომ მიუახლოვდა დამასკოს, ანაზდეულად ნათელმა მოიცვა ზეცით. მიწაზე დაეცა და მოესმა ხმა, რომელმაც უთხრა: საულ, საულ, რად მდევნი მე? მიუგო: ვინა ხარ, უფალო? მან კი თქვა: მე ვარ იესუ, რომელსაც შენ სდევნი. გაგიჭირდება წიხლვა დეზისა" (საქმე 9:1-5).

როგორც პროფ. დიმიტრი ბოგოლეპოვი (1845-1880) წერს: "სამარიაში ქრისტიანობის გავრცელებით და ეთიოპიელი დედოფლის საჭურისის ქრისტესკენ მოქცევით დასაბამი მიეცა იუდეის ფარგლებს გარეთ სახარების ქადაგებას. ღმრთის განგებულებით, ძალიან მალე მოციქულებს მოუწევდათ სახარებისეული ქადაგების არეალის კიდევ უფრო გაფართოება და წარმართულ სამყაროში მისი გადატანა. და აი, უფალი ამ მიზნისთვის ირჩევს ჭურჭელს, რათა აუწყოს მათ (წარმართებს) თავისი სახელი ამ სამყაროში. სახარების ქადაგებისთვის შესაფერისი ჭურჭელი კი უფალმა სწორედ ამქვეყნად თავის უსასტიკეს მტერში - სავლეში მოიაზრა. სავლე იყო ის, ვინც ქმედითი მონაწილეობა მიიღო პირველმოწამე სტეფანეს მკვლელობაში და ამის შემდეგ იერუსალიმში დაწყებულ ქრისტიანთა დევნაშიც (საქმე 7:58; საქმე 8:1, 3), რომელმაც, არ იკმარა რა ეს ყოველივე, გადაწყვიტა, უფლის მოწაფეების გაბოროტებული დევნა იერუსალიმის ფარგლებს გარეთაც გაეგრძელებინა. ხოლო მისთვის, როგორც კერძო პირისთვის, ამისი კანონიერი უფლება რომ მიეცათ, მან მღვდელმთავარს გამოსთხოვა ნებართვა და ეპისტოლენი დამასკოს სინაგოგებისადმი, რომლებშიც, ამ ეპისტოლეთა ძალით, სავლესთვის ყოველგვარი შემწეობა უნდა აღმოეჩინათ იმ ებრაელთა სადევნელად, ვინც ქრისტეს მოძღვრებას მისდევდა. ხოლო დამასკოში, და არა სხვა რომელიმე ქალაქში, ის იმიტომ გაემგზავრა, რომ, სავარაუდოდ, სავლემდე და სინედრიონამდე მოვიდა ხმები, რომ იუდეველთაგან ქრისტიანობისკენ მოქცეულთა ყველაზე დიდი რაოდენობა სწორედ ამ ქალაქში იმყოფებოდა" (Боголепов Д. П. проф. Толкование на группу стихов: Деян. 9:1-2) https://ekzeget.ru/interpretation/deyan/9/1/231) (URL-ს მიმართვის თარიღი: 03.11.2020).

ახლა ვიკითხოთ: ვის დევნიდა დამასკოში მიმავალი სავლე? - ცხადია, გვიპასუხებენ, და ამაში წმიდა მამათა განმარტებებითაც დავრწმუნდებით, - სავლე დევნიდა ეკლესიას.

მაშინ კვლავ ვიკითხოთ: ვინ იგულისხმება პავლეს მიერ დევნილ ეკლესიაში - მხოლოდ ეპისკოპოსები თუ რიგითი მორწმუნეებიც მათთან ერთად? მოდი ვნახოთ წმიდა მამათა განმარტება.

წმ. იოანე ოქროპირი: "არ იკმარა რა ეკლესიის დევნა და გაფანტვა, ის მიდის მღვდელმთავართან. აქ აღსრულდება ქრისტეს სიტყვები, რომელმაც თავის მოწაფეებს უთხრა: "მოვალს ჟამი, რაYთა ყოველმან რომელმან მოგწყKდნეს თქუენ, ჰგონებდეს, ვითარმედ მსხუერპლი შეწირა ღმრთისა" (ახ. ქართ.: "მოდის დრო, როცა თქვენს ყველა მკვლელს ეგონება, რომ ამით ემსახურება ღმერთს") (იოანე 16:2). ასე იქცეოდა იგი, მაგრამ არა იუდეველთა მსგავსად, - ნუმც იყოფინ! ის აღძრული იყო მოშურნეობით, რომელიც ჩანს იქიდან, რომ უცხო ქალაქებშიც მიემართებოდა. ... რატომ გაეშურა დამასკოს? იმიტომ, რომ ეს იყო დიდი ქალაქი და შიშობდა, შესაძლოა მორწმუნენი იქაც დამკვიდრებულიყვნენ" (Толкования на Деян. 9:1. Свт. Иоанн Златоуст http://bible.optina.ru/new:act:09:01) (URL-ს მიმართვის თარიღი: 03.11.2020).

ნეტ. თეოფილაქტე ბულგარელი: "ლუკა გვიჩვენებს პავლეს გამძვინვარებას ეკლესიის მიმართ; აჩვენებს, რომ ის გატაცებული იყო არაწმიდა მოშურნეობით; რადგან მასზე აღსრულდა ქრისტეს ნათქვამი, რომ მოვა დრო, "როდესაც თქვენს ყველა მკვლელს ეგონება, რომ ამით ემსახურება ღმერთს" (იოანე 16:2). რადგან ის აკეთებდა ამას არა ისე, როგორც დანარჩენი იუდეველნი. ნუმც იყოფინ! ის რომ მხოლოდ მოშურნეობით იყო აღძრული, ეს ცხადი ხდება იქიდან, რომ ეშურებოდა სხვა ქალაქებსაც, ისინი კი ყურადღებას მხოლოდ იერუსალიმში მყოფთ აქცევდნენ. მხოლოდ ერთზე ზრუნავდნენ, პატივით ესარგებლათ" (Феофилакт Болгарский блж. https://ekzeget.ru/interpretation/deyan/9/1/5) (URL-ს მიმართვის თარიღი: 03.11.2020).

წმ. იოანე ოქროპირი: "იხილე მისი მოშურნეობა და მონდომება, როგორ სჯულის თანხმიერად მოქმედებდა. ის მიდის არა მმართველთან, არამედ მღვდელმთავართან. "მღვდელმთავართან მივიდა და გამოსთხოვა ეპისტოლენი დამასკოს სინაგოგებისადმი, რათა თუ ამ მოძღვრების მიმდევარს ჰპოვებდა ვინმეს, კაცსა თუ ქალს, შებორკილი მიეყვანა იერუსალიმს" (საქმე 9:1-2). "მიმდევრებს" (მწერალი) უწოდებს მორწმუნეებს, რომელთაც იმ დროს ყველანი ასე უწოდებდნენ, შესაძლოა იმიტომ, რომ ისინი ზეცისკენ ამყვანებელი გზით მიდიოდნენ. რატომ არ მიიღო მან ქრისტიანთა ადგილზევე დასჯის ძალუფლება და იერუსალიმში მიჰყავს? იმისთვის, რათა აქ უმეტესი ძალაუფლებით აღასრულოს მათი დასჯა. და იხილე, უქვემდებარებს რა საკუთარ თავს ასეთ საფრთხეს, ის მაინც შიშობს, ცუდი რამე არ შეემთხვეს, რადგან მასთან ერთად სხვებიც მიჰყავს, შესაძლოა შიშის გამო ან იმიტომ, რომ, რადგან მრავალთა წინააღმდეგ მიდიოდა, მეტი გამბედაობისთვის მრავალნი მიჰყავს, "რათა თუ ამ მოძღვრების მიმდევარს ჰპოვებდა ვინმეს, კაცსა თუ ქალს, შებორკილი მიეყვანა იერუსალიმს".  ... "გზად მიმავალი რომ მიუახლოვდა დამასკოს, ანაზდეულად ნათელმა მოიცვა ზეცით. მიწაზე დაეცა და მოესმა ხმა, რომელმაც უთხრა: საულ, საულ, რად მდევნი მე? მიუგო: ვინა ხარ, უფალო? მან კი თქვა: მე ვარ იესუ, რომელსაც შენ სდევნი. გაგიჭირდება წიხლვა დეზისა" (საქმე 9:3-5) (Толкования на Деян. 9:1. Свт. Иоанн Златоуст http://bible.optina.ru/new:act:09:01) (URL-ს მიმართვის თარიღი: 03.11.2020).

"მაგრამ უფალმა დააბრმავა იგი და შიშით ჩააცხრო მისი მძვინვარება ისე, რომ: "მოესმა ხმა, რომელმაც უთხრა: საულ, საულ, რად მდევნი მე? გაგიჭირდება წიხლვა დეზისა" (საქმე. 9:5). არ ეუბნება: ირწმუნეო, არამედ აყვედრის და ამ ყვედრებაში თითქოსდა ეუბნება: რა დანაშაულისთვის, დიდის თუ მცირესთვის აკეთებ ამას? "მან მიუგო და ჰრქუა: შენ ვინ ხარ, უფალო?" აქ ის (სავლე) მონად აღიარებს თავს. უფალმა მიუგო: "მე ვარ იესუ, რომელსა შენ მდევნი" (საქმე 9:5). თითქოსდა ასე უთხრა: არ გეგონოს, ებრძოდე ადამიანთ. "მის მხლებლებს ენა ჩავარდნოდათ; ხმა კი ესმოდათ, მაგრამ ვერავის ხედავდნენ" (საქმე 9:7) ვისაც სავლე პასუხობდა. ცხადია, - რადგან ისინი უფრო ნაკლების მოსმენის ღირსნი გახდნენ. უფლის ხმა რომ სმენოდათ, მაშინაც არ ირწმუნებდნენ; ხოლო მოპასუხე პავლეს რომ ხედავდნენ გაოგნებულნი იყვნენ" (იქვე).

ნეტ. ავგუსტინე: "ის (სავლე) დევნიდა ქრისტიანთ, ჰკრავდა, მიჰყავდა დასასჯელად, ყველგან ეძებდა მიმალულთ და როგორც კი იპოვიდა, არ ინდობდა..." (Блж. Августин Иппонийский. https://ekzeget.ru/bible/deania-apostolov/glava-9/stih-4/) (URL-ს მიმართვის თარიღი: 03.11.2020).

ბედა პატივდებული (Beda venerabilis) (637-735): "არ უთქვამს უფალს: რად დევნი ჩემს წევრებს? არამედ: რად მდევნი მე? რამეთუ დღემდე იდევნება მტერთაგან თავის სხეულში მყოფი, რომელიც არის ეკლესია. სწორედ ამ წევრთა გამო ამბობს ყველას გასაგონად, რომ კეთილი უყვეს მას: "მშიოდა, და მეცით მე ჭამადი; მწყუროდა, და მასუთ მე; უცხო ვიყავ, და შემიწყნარეთ მე" (მათე 25:35), და განმარტავს რა თქმულს, ამატებს: "რაოდენი უყავთ ერთსა ამას მცირეთაგანსა ძმათა ჩემთასა, იგი მე მიყავთ" (მათე 25:40) (Беда Достопочтенный. https://ekzeget.ru/bible/deania-apostolov/glava-9/stih-4/) (URL-ს მიმართვის თარიღი: 03.11.2020).

საკმაოდ მკაფიო განმარტებას იძლევა მღვდელი ოანე კრონშტადტელი: "ქრისტიანები, როგორც ქრისტეს სხეული, თვით ქრისტეა. სავლე, სავლე! რად მდევნი მე? ხოლო სავლე დევნიდა არა უშუალოდ ქრისტეს, რომელიც ამაღლებულ იყო ზეცად და მდჯომარე იყო მარჯვენით მამისა, არამედ მის მიმდევრებსა და მოწაფეებს. აი როგორი მაღალი მნიშვნელობა აქვს ქრისტიანს!" (Иоанн Кронштадтский прав. Дневники, том 12. https://ekzeget.ru/interpretation/deyan/9/4/38) (URL-ს მიმართვის თარიღი: 03.11.2020).

"მან მიუგო და ჰრქუა: შენ ვინ ხარ, უფალო?" უფალმა მიუგო: "მე ვარ იესუ, რომელსა შენ მდევნი" (საქმე 26:15).

ნეტ. თეოფილაქტეს განმარტებით "ეს ითქვა ნაცვლად სიტყვებისა: არ გეგონოს ხალხს ემტერებოდე, არამედ მე, შენს უფალს" (Блж. Феофилакт Болгарский. https://ekzeget.ru/bible/deania-apostolov/glava-9/stih-5/) (URL-ს მიმართვის თარიღი: 03.11.2020).

წმ. იოანე ოქროპირი: "უფალი თითქოსდა ამბობს: არ გეგონოს ხალხს ებრძოდე..." https://ekzeget.ru/bible/deania-apostolov/glava-9/stih-5/) (URL-ს მიმართვის თარიღი: 03.11.2020).

სრულიად აშკარაა, რომ სავლე დევნიდა არა მარტო ქრისტეს მოწაფეებს, არამედ რიგით მორწმუნეებსაც, ამ აზრის დასამთავრებლად ვიხილოთ წმ. იოანე ოქროპირის სხვა განმარტებაც: "საჭურისმაც გზაში ირწმუნა და პავლემაც; მაგრამ პავლეს თვით უფალმა მოუწოდა და არა სხვა ვინმემ. რადგან მისი მოქცევა მოციქულთა ძალებს აღემატებოდა. ეს ძნელი იყო, რადგან იმ დროს, როდესაც ისინი იერუსალიმში იყვნენ და არც ერთი მათგანი არ იყო დამასკოში, ის იქიდან მორწმუნედ ბრუნდებოდა; ხოლო დამასკოში მყოფებმა იცოდნენ, რომ იერუსალიმიდან ის ჯერაც ურწმუნო მოდიოდა, რადგან მოჰქონდა ეპისტოლე, რათა მორწმუნენი დაეტყვევებინა" (Свт. Иоанн Златоуст. Гомилии на Деяния Апостолов 19. TLG 2062.154, 60.155.36-47. https://ekzeget.ru/bible/deania-apostolov/glava-9/stih-5/) (URL-ს მიმართვის თარიღი: 03.11.2020).

ამრიგად, პავლეს მიერ დევნილ ეკლესიაში იგულისხმებიან არა მარტო ქრისტეს მოწაფეები (მოციქულები) ან მათი მემკვიდრე ეპისკოპოსები, არამედ დანარჩენი წევრებიც ეკლესიისა რიგითი მორწმუნეების ჩათვლით. მაშასადამე, ეკლესია, ეს ყოფილა ერისკაცთა და სასულიერო დასის ყველა საფეხურის ერთობლიობა და არა მარტო ეპისკოპატი, რომ მის გარეშე ეკლესია არ იწოდებოდეს ეკლესიად.

უეპისკოპოსობას მაშინ აქვს კატასტროფული შედეგი, როდესაც ადრინდელი ხელდასხმული მღვდლები გარდაიცვლებიან ან დატოვებენ ეკლესიას და ის სასულიერო დასისგან სრულიად დაიცლება. სწორედ მაშინ არ იქნება არც სამღვდელოება და არც ნათლისღება, მაგრამ, რაც ყველაზე საინტერესოა, ეკლესია მაინც იარსებებს. რადგან ეკლესია, არა თუ ეპისკოპატი არ არის, არამედ ის არც საეკლესიო იერარქიაა. ეკლესია არის ქრისტეს სხეული! "ის არის საყოველთაო, ანუ მისი წევრები არიან წარსულის, აწმყოსა და მომავლის მართლმადიდებელი ქრისტეანები დედამიწაზე მათი არსებობის ადგილისდა მიუხედავად" (Практический справочник по православию. Догмат о Церкви. Москва. 2005. Стр. 79).

მეტიც, მაცხოვარი თვით ბრძანებს: "კვლავ ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: თუ ორი თქვენგანი შეთანხმდება ამ ქვეყნად და ერთად ითხოვს რასმე, მაშინ, რასაც უნდა ითხოვდნენ, მიეცემათ ჩემი ზეციერი მამისგან. რადგან სადაც ორი თუ სამი შეიყრება ჩემი სახელით, მეც იქვე ვარ, მათ შორის" (მათე 18:19-20).

ა. პ. ლოპუხინის განმარტებით ბიბლიაში მოცემულ კომენტარებში ვკითხულობთ: "მოწაფეთა და საერთოდ ყველა მორწმუნის ძალა ეფუძნება როგორც თემის (ეკლესიის - არქიეპ. პ.) წევრთა სულიერ ერთობას, ასევე მათ ერთობას ღმერთთან" (http://bible.optina.ru/new:mf:18:19).

ცნობილი ახალმოწესე ეპისკოპოსი, სასულიერო მწერალი, ღვთისმეტყველი და ეგზეგეტი, რუსული ბიბლეისტიკის ერთ-ერთი პიონერი ეპისკოპოსი მიხეილ ლუზინი პირდაპირ აღიარებს, რომ სიტყვები "სადაც ორნი ან სამნი შეიყრებიან სახელისა ჩემისათვის, იქ ვარ მე მათ შორის" (მათე 18:20) ეხება ეკლესიას. ""იქ ვარ მე მათ შორის": იგულისხმება ქრისტეს სულიერი თანაზიარობა მისდამი მორწმუნეებთან, როგორც წევრებთან, თუკი ისინი ამისი ღირსნი იქნებიან" https://ekzeget.ru/bible/evangelie-ot-matfea/glava-18/stih-20/) (URL-ს მიმართვის თარიღი: 03.11.2020).

ნეტ. თეოფილაქტეს განმარტებით უფალმა რომ თქვა "ორი ან სამიო", სათნოებებში დამკვიდრებული მორწმუნეები იგულისხმა (Толкования на Мф. 18:19. Блаж. Феофилакт Болгарский. http://bible.optina.ru/new:mf:18:19) (URL-ს მიმართვის თარიღი: 03.11.2020).

წმ. ქრომატი აკვილეველის (IV-V სს.) განმარტებით, უფალმა ამ სიტყვებით ბრძანა, რომ "ჭეშმარიტად, თუკი ორი თქვენგანი შეთანხმდება რაიმე (კეთილ) საქმეზე, რაც უნდა ითხოვოთ, მოგეცემათ ზეციერი მამისგან". თუ რა მნიშვნელობა აქვს ერთსულოვნებას ძმათა შორის, შეგვიძლია განვსაჯოთ იმ ფაქტის მიხედვით, რაზეც უფალი ნათლად ბრძანებს: "ზეციერი მამა მოგცემთ ყოველივეს, რასაც კი ითხოვთ, თუკი ითხოვენ თანხმობაში მყოფნი ორნი ან სამნი. ღვთისთვის არაფერია ძმათა შორის მშვიდობაზე უტკბილესი; არაფერია ერთსულოვნებასა და თანხმობაზე უკეთესი, რაზეც ითქვა: "აჰა, ესერა, რაYმე კეთილ, ანუ რამე შუენიერ, არამედ დამკვიდრება ძმათა ერთად?" (ფსალმ. 132:1)! და კიდევ: "მშვიდობა მრავალ არს მათ თანა, რომელთა უყუარს შჯული შენი, და არა არს მათ თანა საცთურ" (ფსალმ. 118:165). ამასვე ადასტურებს ესაია:  "უფალო, ღმერთო ჩვენო! მშვიდობა მომეც ჩუენ, რამეთუ ყოველნი მომაგენ ჩუენ" (ესაია 26:12). ის, რომ ძმათა შორის ერთსულოვნება ესათნოება უფალს, წმიდა სულმა გამოთქვა სოლომონის პირით, როცა ბრძანა: "სამით შევიმკე და წარვდექი გამშვენებული უფლისა და კაცთა წინაშე: ძმათა ერთსულოვნებით, ახლობელთა სიყვარულით და ცოლ-ქმართა თანხმობით" (ზირ. 25:1-2). ამიტომ, ამჯერადაც სამართლიანად ბრძანებს უფალი, როცა ამბობს, "თუ ორი თქვენგანი შეთანხმდება ამქვეყნად და ერთად ითხოვს რასმე, მაშინ, რასაც უნდა ითხოვდნენ, მიეცემათ ჩემი ზეციერი მამისგან" (მათე 18:19) (Толкования на Мф. 18:19. Свт. Хроматий Аквилейский. Трактат на Евангелие от Матфея.  http://bible.optina.ru/new:mf:18:19) (URL-ს მიმართვის თარიღი: 03.11.2020).

წმ. ბასილი დიდის განმარტებით: "უფალი იქნება ორთან ან სამთან, თუ მათი ნება ეთანხმება ღმრთის ნებას. ხოლო უღირსად და არა ღვთის ნებისაებრ მოქმედნი, თუნდაც უფლის სახელით შეიკრიბონ, მოისმენენ: "რად მეუბნებით: უფალო, უფალო! და ჩემს ნათქვამს კი არ ასრულებთ?" (https://ekzeget.ru/bible/evangelie-ot-matfea/glava-18/stih-20/) (URL-ს მიმართვის თარიღი: 03.11.2020).

ექვთიმე ზიგაბენი ბრძანებს: "სახელისა ჩემისათვის", ანუ ჩემი მცნებებისთვის და არა რაიმე სხვა მიზეზით. ამრიგად, სადაც ისინი ამ მიზეზით შეიკრიბებიან, მეც იქ ვარ მათ შორის, მათი შემაერთებელი და მცველი, მათი თხოვნის აღმასრულებელი. არ უთქვამს: ვიქნებიო, არამედ იქვე ვარო. როცა ამბობენ, რომ ამათ შორის არის ღმერთი, ხოლო სხვებში არა, იმიტომ კი არა, რომ ის შეზღუდულია (რამეთუ ღმერთი არ შემოიფარგლება არანაირი ადგილით), არამედ იმიტომ, რომ მისი ძალა მხოლოდ ღირსეულ მორწმუნეებში იმყოფება" (https://ekzeget.ru/bible/evangelie-ot-matfea/glava-18/stih-20/) (URL-ს მიმართვის თარიღი: 03.11.2020).

ღირ. ეფრემ ასურელის (IV ს.) განმარტებით: "როგორც ყველა შემთხვევაში ზრუნავს უფალი თავის სამწყსოზე, ასევე მათზეც, ვინც განდეგილობაშია და ანუგეშებს მათ თავიანთ ღვაწლში, და ეუბნება: "სადაც ერთია, მეც იქ ვარ", რათა განდეგილთაგან არავინ დამწუხრდეს (""где есть один, там и Я", дабы никто из отшельников не печалился"), რადგან ქრისტეა ჩვენი სასოება და სიხარული და თვითონვე მყოფობს ჩვენთან: "სადაც ორი თუ სამი შეიყრება ჩემი სახელით, მეც იქვე ვარ, მათ შორის", რადგან მისი წყალობა და კურთხევა გვიცავს ჩვენ. ხოლო როდესაც სამნი ვართ, თითქოსდა ეკლესიად ვიკრიბებით, რომელიც არის ქრისტეს სრულყოფილი სხეული და მისი თვალსაჩინო ხატი" ("А когда мы бываем втроем, то как бы соединяемся в Церковь, которая есть совершенное Тело Христа и наглядный образ Его") (https://ekzeget.ru/bible/evangelie-ot-matfea/glava-18/stih-20/) (URL-ს მიმართვის თარიღი: 03.11.2020).

წმ. კირილე ალექსანდრიელი ამბობს: "რადგან მოძღვრობის წილის მქონეთ ქრისტე შეკვრისა და გახსნის უფლებას აძლევს, ხოლო ერთხელ ჭეშმარიტებას მოწყურებული უკვე სხვა არაფერს ელტვის, უნდა გვეშინოდეს წმიდათა ხმისა, თუნდაც მცირედნი იყვნენ განმკარგულებელნი. რამეთუ სწორედ ამაში გვარწმუნებს ქრისტე, როდესაც ამბობს, შესაძლოა არასავალდებულო იყოს ის, რასაც დაადგენენ მრავალნი, მაშინ როდესაც ახდება ორი ან სამი შეკრებილის მიერ განსაზღვრული. რამეთუ მე თქვეთან ვარო, ამბობს და, თქვენთან ერთად განვსაზღვრავო, თუკი ორნი შეიკრიბებიან ჩემი სახელით; რამეთუ შეკრებილთა ღვთისმოსაობასა და ღვთისმოყვარებაშია ძალა, და არა მათ რაოდენობაში" ("Ибо Я буду с вами, говорит Он, и буду определять вместе с вами, если только двое соберутся ради Меня; ибо действенно будет, говорит, не число собравшихся, но сила благочестия и боголюбия") https://ekzeget.ru/bible/evangelie-ot-matfea/glava-18/stih-20/) (URL-ს მიმართვის თარიღი: 03.11.2020).

კლიმენტი ალექსანდრიელი უფლის ამ სიტყვებს განაკუთვნებს ოჯახს (ცოლ-ქმარსა და შვილს) და ბრძანებს: "ვინ არიან ეს ორი ან სამი, რომლებიც იკრიბებიან ქრისტეს სახელით და უფალია მათ შორის? (მათე 28:20)? ხომ არ უთითებს ეს ქმარზე, ცოლსა და მათ შვილზე? ამასთან, ქალი ქმართან ერთად შეერთებულია ღმერთთან. მაგრამ, თუკი ადამიანს სურს მარტო დარჩენა, გაურბის შვილთა დაბადებას, რადგან ეს მას ღვაწლისგან განაშორებს, მაშინ, როგორც მოციქული ამბობს: "ურჩევნიათ ჩემსავით დარჩნენ" (1 კორ. 7:8)" (სტრომატა. https://ekzeget.ru/bible/evangelie-ot-matfea/glava-18/stih-20/) (URL-ს მიმართვის თარიღი: 03.11.2020).

მაშ, თუკი ოჯახთან მიმართებაშიც სამართლიანია უფლის სიტყვების გაგება, რაოდენ სამართლიანი იქნება მისი გააზრება ეკლესიასთან მიმართებაში, რამეთუ არაფერია ღვთიურ ჭეშმარიტებაში ერთობაზე და ერთსულოვნებაზე დიდი - არც მეგობრობა და არც ოჯახი, რადგან თვით უფალმა ბრძანა: "ვისაც მამა ან დედა ჩემზე ზეტად უყვარს, არ არის ჩემი ღირსი; და ვისაც ძე ან ასული ჩემზე მეტად უყვარს, არ არის ჩემი ღირსი" (მათე 10:37); ან კიდევ: "თუ გინდა, რომ სრულქმნილი იყო, წადი, გაყიდე, რაც გაბადია, მიეცი გლახაკთ, და გექნება საუნჯე ცაში; მერე მოდი და გამომყევ მე" (მათე 19:21); და კიდევ: "შენ მე გამომყევ, და მკვდრებს მიანდე თავიანთი მკვდრების დამარხვა" (მათე 8:22; ლუკა 9:60).

რა თქმა უნდა, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ სასულიერო დასის გარეშე გადარჩენას ვქადაგებდეთ, პირიქით, სწორედ წმიდა წერილის ეს ადგილი გვაძლიერებს იმ აზრში, რომ ღვთის განგებით ორი კაციც რომ დარჩეს ქვეყანაზე და ერთსულოვანნი იყვნენ ჭეშმარიტებაში, მიეცემათ მათ ნებისმიერი სათნო სათხოვარი და ეკლესიაც უძლეველი იქნება; რადგან: "რომელი მამა იქნება თქვენს შორის, შვილმა რომ პური სთხოვოს და ქვა მისცეს მას; ან თევზი სთხოვოს და თევზის ნაცვლად გველი მისცეს მას? ან კიდევ კვერცხი სთხოვოს და მორიელი მისცეს მას? ხოლო თუ თქვენ, უკეთურთ, შეგიძლიათ კეთილ მისაცემელთა მიცემა თქვენი შვილებისათვის, განა მამაზეციერი უფრო მეტ წმიდა სულს არ მისცემს იმათ, ვინცა სთხოვს?" (ლუკა 11:11-13; მათე 7:9-10); და თუკი ეკლესიის გაძლიერებასა და გადარჩენას ითხოვენ, ეჭვიც არ უნდა არსებობდეს იმაში, რომ უფალი შეუსრულებს მათ ამ თხოვნას. იმიტომაც არის ეკლესია უძლეველი, რომ ის არის ქრისტეს მისტიკური სხეული, რომლის თავიც არის თვით ქრისტე.

ეს უმთავრესი ეკლესიოლოგიური დოგმატი არ ესმის ზ.  ნოდიას, სწორედ ამიტომაც ამბობს, "თუკი დედამიწაზე აღარ დარჩა ცოცხალი ეპისკოპოსი, მაშინ იგი (ეკლესია - არქიეპ. პ.) სამუდამოდ დაქვრივებული რჩება, უპატრონო ეკლესიას კი ეშმაკები ეპატრონებიან და წარმართდება" (ზ. ნ. ხს. წიგნი. გვ. 204).

სხვა ადგილას ის წერს, რომ თურმე არსებობს "ორნაირი სახის "დაქვრივებულობა" (რატომ სვამს წინწკლებში, გაუგებარია - არქიეპ. პ.) - "დროებითი (აღდგენადი) და საბოლოო (არ აღდგენადი) იმ მნიშვნელობით, რომ ეკლესია თავადაა ადამიანთა საკრებულო და როცა ამ საკრებულოს ტოვებს ეპისკოპოსი, მღვდელი და მრევლიც მიდის ამ ქვეყნიდან, იმ "ეკლესიას", ანუ ნაეკლესიარს ეპატრონება წარმართობა და მომდევნო თაობის მოსახლეობა - ქრისტეს სახელწოდების, მაგრამ არსით წარმართი "ღმერთის" სამწყსოა..." (იქვე. გვ. 206).

ზ. ნოდიას მიერ შემოთავაზებულ ამ აბრაკადაბრაში რამდენიმე მიუღებელი მტკიცებულებაა:

ჯერ ერთი, როგორც ზემოთ უკვე განვმარტეთ, ეკლესია მარტო "ადამიანთა საკრებულო" არ არის, "ეკლესია, ეს არის საიდუმლო და ცხოველმყოფელი ერთიანი სხეული, რომლის თავია თვით ქრისტე, ხოლო განმაცხოველებელი სულიწმიდა. ეს არის უხორცო ზეციერ ძალთა და გარდაცვლილ მართლმორწმუნეთა, ასევე ჯერ კიდევ დედამიწაზე მცხოვრებ ქრისტეანთა ერთობა, რომლებსაც უპყრიათ ქრისტეს მართალი სარწმუნოება და უცვლელად იცავენ ღვთისგან მოცემულ მცნებებს" (შეად. Е. Аквилонов. Церковь, научныя определения церкви и апостольское учение о ней, как о теле Христовом. С. Петербург. 1894 г. Стр. 254).

მეორეც, ზ. ნოდია იმდენად ამუქებს ეკლესიის არაღდგენადი "დაქვრივების" საკითხს, რომ ცოცხლად არ ტოვებს არავის, ვინც კი შეიძლება მებრძოლი (ამქვეყნიური) ეკლესიის წევრად მოვიაზროთ ("როცა ამ საკრებულოს ტოვებს ეპისკოპოსი, მღვდელი და მრევლიც მიდის ამ ქვეყნიდან"), მაგრამ ასეთ შემთხვევაში ტერმინი "დაქვრივება" არის სრულიად უადგილო. და მესამეც, გაუგებარია, ვის ან რას გულისხმობს ჩვენი "პუბლიცისტი" "ნაეკლესიარში", რომელსაც წარმართობა ეპატრონება? და რა კავშირშია ეს ყველაფერი ძველმართლმადიდებლობასთან და ეკლესიის დაქვრივების თემასთან? თუ ყველა გადაშენდა, ფიზიკურად განადგურდა და მხოლოდ ტაძრის ნანგრევებიღა დარჩა, მაშინ ცხადია, შესაძლოა "ნაეკლესიარზე" ვილაპარაკოთ, მაგრამ ამგვარ მდგომარეობას "დაქვრივება" კი არა, სრული ფიზიკური განადგურება, ფიზიკური არარსებობა ეწოდება, ხოლო, რაც არ არსებობს იმას წარმართი კი არა ეშმაკიც ვერ დაეპატრონება...

ეს კიდევ არაფერი: რას ნიშანვს "არ აღდგენადი" დაქვრივებულობა? რატომ, რა მიზეზით და რის გამოა  ეს დაქვრივებულობა "არ აღდგენადი"? გამოთქმა "არაღდგენადი" ნიშნავს საბოლოოდ განადგურებულს, აღდგენისთვის დაუქვემდებარებელს. მაგრამ ვისთვის? კაცთათვის შესაძლოა რაღაც არაღდგენადი იყოს, მაგრამ ნუთუ ღმრთისთვისაც? - ამას ქვემოთ ვიხილავთ.

აღარ ვიკითხავთ, "თუკი დედამიწაზე აღარ დარჩა ცოცხალი ეპისკოპოსი", მაშინ იგი "სამუდამოდ დაქვრივებული" რატომ რჩება, რადგან ეს მტკიცებულება პირდაპირ გამომდინარეობს ზ. ნოდიას ეკლესიოლოგიური მსოფლმხედველობიდან, რომლის მიხედვითაც ეკლესია ადამიანთა საზოგადოებაა, რომელსაც ქრისტეს ადგილნაცვალი ეპისკოპოსები ხელმძღვანელობენ, ანუ ზ. ნოდიას თქმით "ეპისკოპალურია", რომელთა გარეშე ეკლესია ეკლესიად კი არა, "უპატრონოდ" იწოდება, წარმართდება და მას "ეშმაკები ეპატრონებიან". აქ ჩვენი "პუბლიცისტი" ავლენს წმიდა წერილის ელემენტარულ უცოდინრობას და ურწმუნოებას.

წმ. თევდორე სტოდიელის (759-826) თქმით, დედამიწაზე სამი მართლმადიდებელიც რომ დარჩეს, ეკლესია მაინც იარსებებს.  "ნუ დავიდუმებთ, - ამბობდა წმიდა მამა, - რათა არ აღმოგვხვდეს გმინვა სოდომური, ნუ ვინაღვლებთ მიწიერზე, რათა არ დავკარგოთ ზეციერი, საცთურად ნუ ვექმნებით ღმრთის ეკლესიას, რომელიც შეიძლება სამი მართლმადიდებელი ქრისტეანისგანაც შედგებოდეს წმინდანთა სწავლებით, რათა უფლის მიერ არ დავისაჯოთ" ("Не будем молчать, чтобы у нас не поднялся вопль содомский, не будем жалеть земного, чтобы не потерять небесного, не будем подавать соблазна Церкви Божией, которая может состоять И ИЗ ТРОИХ ПРАВОСЛАВНЫХ, по определению святых, чтобы нам не быть осужденными судом Господним") (преподобный Феодор Студит. Послания. Послание 39. К Феофилу, игумену. https://azbyka.ru/otechnik/Feodor_Studit/poslania/39. იხ. ასევე Творения св. Феодора Студита. Ч. I. Изд. 1867 г., письмо 39, стр. 252-253. В. Т. Зеленков. Выписки.... Часть II/ Москва. 1911 г., стр. 48-49). და ეს ჭეშმარიტია, რადგან რა არის შეუძლებელი ქრისტესთვის, რომელსაც ქვებისგანაც ძალუძს შვილების აღდგენა და ეს ეკლესიის უძლეველობის კიდევ ერთი შეუვალი დასტურია. ის, რაც წმ. იოანე ნათლისმცემელმა თქვა აბრაამსა და მის შვილებზე, სამართლიანია უფალსა და მის ეკლესიაზეც, რადგან სწორედ ქრისტეა მისი საძირკველიც და თავიც, და სწორედ ქრისტეს გამოა უძლეველი ეკლესიაც.

იოანე ნათლისმცემელი, როდესაც თავმომწონე იუდეველ ფარისევლებს ამხილებდა, ეუბნებოდა:"ნუ გგონიათ, რომ შეგიძლიათ უთხრათ თქვენს თავს: მამად გვივისო აბრაამი; რადგანაც გეუბნებით თქვენ: ღმერთს ხელეწიფება თვით ამ ქვათაგანაც აღუდგინოს ძენი აბრაამს" (მათე 3:9).

ახალმოწესე ეგზეგეტის არქიეპისკოპოს ამბერკის (ტაუშევი) (1906-1976) განმარტებით: "იოანე ამხელს მათ მედიდურობასა და თავდაჯერებულობას საკუთარ სიმართლეში და შთააგონებს, რომ აბრაამისგან მათი წარმომავლობისადმი სასოება ვერავითარ სარგებლობას მოუტანს, თუკი ისინი სინანულის ღირს ნაყოფს არ გამოიღებენ, ვინაიდან "ყოველი ხე, რომელიც არ გამოიღებს კეთილ ნაყოფს, მოიჭრება და ცეცხლს მიეცემა" (მათე 3,:10), როგორც ყოვლად უვარგისი. აბრაამის ჭეშმარიტი შვილები არიან არა მისი ხორციელი შთამომავლები, არამედ ისინი, ვინც ცხოვრობს მისი რწმენის სულითა და ღმრთისადმი ერთგულებით, და თუ არ შეინანებთ, ღმერთი უარგყოფთ თქვენ და თქვენს ადგილას აბრაამის ახალ სულიერ შვილებს მოუწოდებს" (შეად. ლკ. 3:8) (Аверкий (Таушев) архиеп. ).

ექვთიმე ზიგაბენი († 1118): "ნუ გგონიათ აბრაამს არ ეყოლება შვილები, სათნოებათა ნაყოფის გარეშე თუ დაიღუპებით; ღმერთს შეუძლია ამ უსულო ქვებისგანაც აღუდგინოს შვილნი აბრაამს, როგორც აღუდგინა თვით მას ისააკი სარას უსულო და გაქვავებული წიაღიდან. შეიძლება სხვანაირადაც ითქვას: ნუ იქებთ თავს იმით, რომ მოდგმის დასაბამად გყავთ აბრაამი: ეს თქვენი დამსახურება კი არა ღმრთის წყალობაა. თავისი ყოვლადძლიერებით მას შეუძლია არა მარტო კაცთაგან, არამედ თქვენ თვალწინ მდებარე ამ ქვებისგან აღუდგინოს შვილნი აბრაამს. ზოგიერთი კი ამბობს, რომ ეს სიტყვები მიუთითებდა წარმართთაგან მოქცეულებზე. ... მაგრამ უმთავრესად აბრაამის შვილები არიან ისინი, ვინც ბაძავს მას სათნოებებში და ღირსია, დაიმკვიდროს ცათა სასუფეველი, და არა აქვს მნიშვნელობა, იუდეველი იქნება ის თუ წარმართი. სათნოებებში ნათესაობა ისევე მეტია სისხლით ნათესაობაზე, როგორც სულია ხორცზე მეტად ღირებული" https://ekzeget.ru/bible/evangelie-ot-matfea/glava-3/stih-9/) (URL-ს მიმართვის თარიღი: 03.11.2020).

ღირ. ეფრემ ასურელი (IV ს.): "ღმერთს ქვებისგანაც შეუძლია აღუდგინოს შვილები აბრაამს" (ლუკა 3:8), ანუ მათგან, ვინც ქვებსა და ხეებს სცემს თაყვანს. როგორც ამბობს: "უამრავ ხალხთა მამა შეიქნები" (შეად. დაბ. 17:4) (https://ekzeget.ru/bible/evangelie-ot-matfea/glava-3/stih-9/) (URL-ს მიმართვის თარიღი: 03.11.2020).

ნეტ. იერონიმე სტრიდონელი ((† 420): "ქვებად წარმართებს უწოდებს მათი გულქვაობის გამო. წაიკითხე წინასწარმეტყველი ეზეკიელი: "ამოგაცლითო, - ამბობს, - ქვის გულს სხეულიდან და ხორცის გულს ჩაგიდგამთ"-ო (ეზეკ. 36:26). "ქვაში" სიმტკიცეს გულისხმობს, ხოლო "ხორცში" - სინაზეს. თუმცა, შესაძლოა ეს გულისხმობდეს ღმრთის ძლიერებას, ანუ იმას, რომ არაფრისგან ყოველივეს შემოქმედს, შეუძლია უმტკიცესი კლდეებიდანაც კი შექმნას ახალი ხალხი" (https://ekzeget.ru/bible/evangelie-ot-matfea/glava-3/stih-9/) (URL-ს მიმართვის თარიღი: 03.11.2020).

წმ. იოანე ოქროპირი (დაახლ. 347-407): "ზოგიერთის აზრით, აქ იოანე გულისხმობს წარმართებს და მათ სიმბოლურად ქვებს უწოდებს. მაგრამ, ვფიქრობ ეს სიტყვები სხვა აზრსაც შეიცავს. როგორს? ნუ გგონიათო, ამბობს, თუკი დაიღუპებით, პატრიარქი უშვილოდ დარჩება. არა, არა! ღმერთს ქვათაგან შეუძლია აღუდგინოს მას შვილები და გააგრძელოს მისი მოდგმა, რადგან თავიდანვეც ასე იყო, რამეთუ ქვათაგან კაცთა აღდგინება იგივეა, რაც ყრმის შობა უნაყოფო დედისგან. ასევე წინასწარმეტყველიც, მიუთითებს რა ამაზე, ამბობს: "შეხედეთ კლდეს, საიდანაც ხართ გამოკვეთილნი, და ორმოს ღრმულს, საიდანაც ხართ ამოთხრილნი! შეჰხედეთ აბრაამს, თქვენს მამას, და სარას, თქვენს მშობელს, რადგან როცა ერთი იყო, მაშინ მოვუწოდე მას, ვაკურთხე და გავამრავლე" (ესაია 51:1-2). ამრიგად, შეგვახსენებს რა ამ წინასწარმეტყველებას, ის აჩვენებს, რომ, როგორც თავიდანვე სასწაულებრივად შექმნა ადამი მამად, თითქოსდა ქვისგან, ახლაც იგივეაო შესაძლებელი" (https://ekzeget.ru/bible/evangelie-ot-matfea/glava-3/stih-9/) (URL-ს მიმართვის თარიღი: 03.11.2020).

ნეტ. თეოფილაქტე ბულგარელი (დაახლ. † 1126). "ქვებად წარმართები იგულისხმებიან, რომელთგან ბევრმა ირწმუნა, მაგრამ იოანე უბრალოდ ამბობს, რომ ღმერთს ქვისგანაც შეუძლია აბრაამს შვილები აღუდგინოს. რადგან სარამაც შვა, თუმცა მისი წიაღი უნაყოფობით იყო გაქვავებული. იმიტომ, რომ სარას საშო თავისი უნაყოფობით ქვა იყო, თუმცა კი ღვთის ნებით მაინც შობა. ხოლო უფალმა აბრაამს შვილები ქვებისგან მაშინ აღუდგინა, როცა მის ჯვარცმისას, როდესაც გადაგორებული ქვა იხილა, ირწმუნა" (იხ. ასევე: ნეტ. თეოფილაქტე ბულგარელი. მათეს სახარების განმარტება. თბ. 2009 წ. გვ. 58)" (იხ. ასევე: https://ekzeget.ru/bible/evangelie-ot-matfea/glava-3/stih-9/) (URL-ს მიმართვის თარიღი: 03.11.2020).

მღვდელი იოანე კრონშტადტელი: "ღმერთს ქვებისგანაც შეუძლია აღუდგინოს შვილები აბრაამს, ანუ კლდესავით გულგაქვავებულებს თავისი მადლით გაულღობს გულებს და თანამლმობიერად, მოწყალეებად და უბოროტოებად გახდის მათ. ეს არანაკლები და მეტიც, უფრო დიდი სასწაულია, ვიდრე უბრალო ქვა გადააქციო ადამიანად. ასეთი ძლიერია ჩვენი ღმერთი, ამდენად უსაზღვროა მისი მოწყალება, ასე უსაზღვროა მისი სიბრძნე!" (Прав. Иоанн Кронштадтский. Дневник. Том 16. Апрель. https://ekzeget.ru/bible/evangelie-ot-matfea/glava-3/stih-9/) (URL-ს მიმართვის თარიღი: 03.11.2020).

ეპისკოპოსი მეთოდე (კულმანი) (1902-1974): "იოანე ერს ნათლავდა ბეთაბარაში (იოანე 1:28), ეს იყო იორდანეზე ისრაელის გადასვლის ადგილი იესუ ნავეს ძის დროს. ნეტ. იერონიმე ამბობს, რომ ქვები, რომელიც იორდანეზე სასწაულებრივი გადასვლის აღსანიშნად ჩაიდო, მის დროს ჯერ კიდევ ჩანდა. სწორედ ამ ქვებზე მიუთითებდა სინანულის დიდი მქადაგებელი და განაგრძობდა თავის მამხილებელ სიტყვას ფარისეველთა წინაშე: ნუ გგონიათ, რომ თუკი ამოწყდებით, რაკიღა აბრაამის მოდგმისანი ხართ, წმიდა პატრიარქი უშვილოდ დარჩება. უთქვენოდაც შევლენ მესიის სამეფოში, რადგან გეუბნებით, ღმერთს ამ ქვებისგანაც შეუძლია აღუდგინოს შვილები აბრაამს, რომლებზეც ახლა დგეხართ..." (Еп. Мефодий (Кульман). (https://ekzeget.ru/bible/evangelie-ot-matfea/glava-3/stih-9/) (URL-ს მიმართვის თარიღი: 03.11.2020).

ეპისკოპოსი მიხაილი (ლუზინი): "ზოგიერთები ქვებში სიმბოლურად რომაელ ჯარისკაცებს გულისხმობდნენ, რომლებიც ასევე მოდიოდნენ იოანესთან (ლკ. 3:14), ან საერთოდ წარმართებს, რომელთაც ღმერთმა ურწმუნო იუდეველთა ნაცვლად მოუწოდა ქრისტეს სასუფეველში" (შეად. ოქროპირი და თეოფილაქტე) (https://ekzeget.ru/bible/evangelie-ot-matfea/glava-3/stih-9/) (URL-ს მიმართვის თარიღი: 03.11.2020).

ა. პ. ლოპუხინის განმარტებითი ბიბლია: "ნათლისმცემელი არ ამბობს: ხეებისგან, ცხოველებისგან და ა. შ., არამედ ქვებისგანო, რადგან ყველაზე მეტად ამ ქვებს წააგავდნენ ფარისევლები და სადუკევლები. ისინი იყვნენ სულიერად მკვდრები, ცივნი, უგრძნობელნი, უსიცოცხლონი. ამგვარად, შედარება არჩეულია არა შემთხვევით, არამედ ვითარებასთან კავშირში და მკაფიოდ ახასიათებდა ფარისეველთა და სადუკეველთა სულიერ მდგომარეობას. იოანეს მხილება, მისი სიმოკლისდა მიუხედავად, განსაკუთრებული ძალით გამოირჩევა. გამოთქმამ "ამ ქვათაგან" (ნაცვლად უბრალოდ თქმისა: "ქვათაგან") უნდა მიგვახვედროს, რომ იოანე მიუთითებდა იმ ქვებზე, რომლებიც ჩანდა იორდანეში. სავარაუდოდ, ეს იყო შედარებით არც ისე დიდი ქვები, განსხვავებით ლოდებისგან და იოანეს ადამიანებთან მიმართებაში ეს უკანასკნელი რომ ეგულისხმა, შესაძლოა მისი სიტყვები მიღებული ყოფილიყო სიმტკიცის ნიშნად" (Толковая Библия А.П. Лопухина. https://ekzeget.ru/bible/evangelie-ot-matfea/glava-3/stih-9/) (URL-ს მიმართვის თარიღი: 03.11.2020).

მაშ, ნურც თქვენ იქებთ თავს იუდეველებივით, რომლებიც ამბობდნენ "მამად გვივის აბრაამი", თქვენ კი მეძავი ბაბილონივით ამბობთ "არ ვყოფილვართ ქვრივი" (გამოცხ. 18:7) და "შეუძლებელია ეკლესია დაქვრივდეს", რადგან თქვენი წარმოდგენისამებრ როდი განაგებს ღმერთი თავის ეკლესიას და თუკი არაფრისგან შექმნა სამყარო, ხოლო "მიწის მტვრისგან" შექმნა პირველი კაცი, არანაირად გაუჭირდება "ქვებისგანაც შეუქმნას" ეკლესიას ეპისკოპოსები ან წარმართთა გულები მოაქციოს ქრისტესკენ, ან არსებულ ქრისტიანთა შორის აღძრას ღვთისმოშიში კაცი ეპისკოპოსის მისაღებად და აქაც, თუნდაც კაცთა შორის არავინ იყოს ცოცხალი ხელდამსხმელი, უფალს ძალუძს თვით მისცეს ხელდასხმა თავის რჩეულს ან ანგელოზის ხელით, როგორც ეს მოხდა თუნდაც წმ. ამფილოქე იკონიელის შემთხვევაში, რომელსაც ანგელოზმა დაასხა ხელი ეპისკოპოსად, და როგორც მომხდარა კიდევ სხვა შემთხვევებშიც. რადგან, როგორც ათენის უნივერსიტეტის მასწავლებელი ილიას ბულგარაკისი წერს, "წმიდა ტრადიცია აღგვიწერს შემთხვევებს, როდესაც ანგელოზები ნათლავდნენ ადამიანებს, აღასრულებდნენ წმიდა ევქარისტიას და ხელს დაასხამდნენ მღვდლებს" (Ангелы заменяют священников. https://www.pravmir.ru/angelyi-zamenyayut-svyashhennikov) (URL-ს მიმართვის თარიღი: 03.11.2020).

პუბლიკაციაში "ანგელოზები ცვლიან მღვდლებს" ("Ангелы заменяют священников") ილიას ბულგარაკისი წერს: "ლაპარაკია ცნობილ ამფილოქეზე († 395), იკონიის ეპისკოპოსზე, რომელმაც სერიოზული წინააღმდეგობა გაუწია ერეტიკოსებს. შესაბამისი თხრობა ქიროტონიის შესახებ მოცემულია ორ ტექსტში, რომელიც დაწერილია შემდგომ წლებში ... ორივე ტექსტი გვაცნობებს, რომ ამფილოქე იყო ბერი. როდესაც იკონიის პატივდებული ეპისკოპოსი წარსდგა უფლის წინაშე, ამფილოქე, როგორც ჩანს, იყო ორმოცი წლის. ხელმძღვანელის გარეშე დარჩენილ საეპისკოპოსოზე ღმრთის მზრუნველობა გამოიხატა ამფილოქეს არჩევაში" ("Попечение Божье об оставшейся без руководителя епископии проявилось в избрании Амфилохия").

"ღამე იყო, როდესაც უფლის ანგელოზმა აუწყა ამფილოქეს, რომ იკონიის ეპისკოპოსად იქნებოდა ხელდასხმული. ამ ღვთაებრივი მინიშნებისდა მიუხედავად, ამფილოქე თავდაჭერილობას იჩენდა, რადგან შიშობდა, რომ ეს ნიშანი შესაძლოა არ ყოფილიყო ღმრთისგან. თუმცა მომდევნო ორ დღეში შემთხვევა განმეორდა. მესამედ ამფილოქე წამოდგა საწოლიდან, რათა ეცადა, გარკვეულიყო ვითარებაში. მან ანგელოზს მიმართა სიტყვებით: "თუ შენ ღვთის ანგელოზი ხარ, მოდი, ერთად ვილოცოთ". ანგელოზი დათანხმდა, დახარა თავი და თქვა: "წმიდა არს, წმიდა არს, წმიდა არს უფალი ცაბაოთ, სავსე არს ცა და მიწა დიდებითა მისითა". ამის შემდეგ ანგელოზმა ხელი ჩასჭიდა ამფილოქეს და ტაძარში შეიყვანა. ტაძრის კარები თავისით გაიღო. შენობა მკაფიოდ იყო განათებული და თეთრი კვართებით შემოსილი ხალხით იყო სავსე. მათ ამფილოქე სამსხვერპლოსთან მიიყვანეს და მისცეს სახარების მსგავსი წიგნი სიტყვებით: "დაე, უფალი იყოს შენთან". თეთრად შემოსილ კაცთაგან ერთმა რომელიც ყველაზე წინ იდგა, ლოცვას შეუდგა, რათა წმიდა სული გადმოეწვია ხელდასასხმელზე. შემდეგ ყველამ ილოცა და თქვეს: "მშვიდობა შენდა", და ღამის სიბნელეში გაუჩინარდნენ.

მთელი ღამის განმავლობაში ფიქრობდა ამფილოქე მომხდარზე, სანამ სხვა ძმებმაც არ გაიღვიძეს. ამფილოქემ ეკლესიას მიაშურა და ყველაფერი იღუმენს მოუთხრო. მთელი ლიტურგია პირქვე დამხობილი ლოცულობდა ისე, რომ კრინტიც არ დაუძრავს. გარკვეული დროის შემდეგ გონს მოეგო და სახე გამოუთქმელი ნათლით გაუბრწყინდა. როდესაც ამფილოქე ტაძრიდან სენაკში დაბრუნდა, იქ პოვა შვიდი ეპისკოპოსი, რომლებიც მას ელოდნენ, რათა მისთვის იკონიის ეპისკოპოსად ხელი დაესხათ. მათ კვლავ ტაძრისკენ წაიყვანეს ამფილოქე და სამღვდელმთავრო შესამოსლის ჩაცმა შესთავაზეს. მაშინ ამფილოქემ მოუთხრო მათ, რაც ღამით შეემთხვა. ეპისკოპოსები ერწმუნენ მის სიტყვებს, მოუხმეს სხვა ეპისკოპოსებსა და კლერიკოსებს, რათა ერთხმად ეუწყებინათ მათთვის ამფილოქეს ეპისკოპოსად არჩევის შესახებ.  

სხვა შემთხვევა დაკავშირებულია ზიარების საიდუმლოსთან, რომელიც ანგელოზებმა ერთ ბერზე აღასრულეს. ამის შესახებ მოკლედ მოგვითხრობს მაკარი ალექსანდრიელი, ცნობილ ბერ-კელიოტთა მღვდელი, რომელმაც ეს სახელწოდება მიიღო ადგილისგან, სადაც ისინი მოსაგრეობდნენ. მისი ერთ-ერთი მონათხრობი ეხება ვინმე მარკოზს. ის მაკარიზე ახალგაზრდა იყო და გამოირჩეოდა გასაოცარი თვინიერებით, კეთილგონივრულობითა და ძველი და ახალი აღთქმის ტექსტთა ზეპირი ცოდნით. აი, რას მოგვითხრობს მაკარი ამ მარკოზზე: წმიდა ევქარისტიის დროს, როდესაც მაკარი სხვა ბერებს აზიარებდა, მარკოზის ზიარება ვერ შეძლო, რადგან ანგელოზმა შეუშალა ხელი, რომელმაც თვითონ აიღო წმიდა ძღვენი საკურთხევლიდან და მარკოზი საკუთარი ხელით აზიარა.

მესამე შემთხვევა ეხება საკმაოდ გვიანდელ პერიოდს. შესაბამისი ტექსტი, რომელიც დათარიღებულია XV საუკუნით, მოგვითხრობს სასწაულებზე და ჟანრით ეპიკურ თხრობას განეკუთვნება. მართლმადიდებელი ოჯახი, რომელიც მშობლებისა და ქალიშვილისგან შედგებოდა, მუსლიმებით დასახლებულ უბანში ცხოვრობდა. რადგან ამ ადგილას მართლმადიდებელი მღვდელი არ იყო, მშობლებს შვილი მოუნათლავად რჩებოდათ. გოგონა რომ გაიზარდა, ეშმაკმა შეიპყრო და ძლიერ ტანჯავდა. მამის სიკვდილის შემდეგ ღმერთმა გამოავლინა თავისი წყალობა. ციდან ჩამოვიდა ღვთისმშობელი და გოგონა ეშმაკისგან გაათავისუფლა. შემდეგ მან თავის ძეს (ქრისტეს) სთხოვა, გარდამოეგზავნა ცეცხლი და დაეწვა დემონი, რათა მას ამიერიდან გოგონას ტანჯვა აღარ შეძლებოდა.

შემდეგ ღვთისმშობელმა გოგონა გადაიყვანა ისეთ ადგილას, სადაც მართლმადიდებელი ტაძარი იყო. ღვთისმშობელმა მიმართა მის თანხმლებ ანგელოზებს: "აიყვანეთ იგი და მონათლეთ". ნათლობის შემდეგ ანგელოზებმა ქალიშვილი თეთრად შემოსეს, თავზე გვირგვინი დაადგეს და, ბოლოს წმიდა საიდუმლოებებსაც აზიარეს. ამის შემდეგ გოგონა კვლავ იმ სახლში დააბრუნეს, საიდანაც ის ყოვლადწმიდა ღვთისმშობელმა წამოიყვანა" (Илиас Вулгаракис, преподаватель богословия Афинского университета. Перевод с новогреческого: редакция интернет-издания "Пемптусия". ).

შესაძლოა აქ შემოგვედავონ და გვითხრან, რომ ეს სასწაულებრივი და გამონაკლისი შემთხვევებია და ძველმართლმადიდებლობასთან დაკავშირებით არ უნდა ვიმოწმებდეთ, რადგან ჩვენს შემთხვევაში ასე არ მომხდარა. ვუპასუხებთ: დიახ, წმ. ამფილოქეს შემთხვევა გამონაკლისია, მაგრამ ეს გამონაკლისი ღმერთმა დაუშვა სწორედ იმიტომ, რომ აჩვენოს, საიდუმლოს აღმასრულებელიც და მადლის მომნიჭებელიც რომ ღმერთია და არა კაცი; რომ საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია, ანგელოზმა უბოძოს ხელდასხმა ეკლესიას და ესეც ეკლესიის რწმენის გამაძლიერებელი და განმამტკიცებელი ფაქტორია. იგივე გარემოება ეკლესიის უძლეველობაზეც მეტყველებს, რადგან როგორ არის შესაძლებელი დამარცხდეს ის, ვისაც მარადჟამ გვერდით ჰყავს თავისი მაცხოვარი, განკაცებული ღმერთი, უფალი იესუ ქრისტე?!

დიახ, ძველმართლმადიდებლური ეკლესია არ ჩავარდნილა ისეთ მდგომარეობაში, რომ მას საერთოდ მოჰკლებოდა ყოველგვარი სასოება ეპისკოპოსის მიღებისა, მაგრამ ეს დაშვებულ იქნა საღმრთო განგებულებით. ძველმართლმადიდებლური ეკლესიის ცხოვრებამ აჩვენა, რაოდენ ძლიერია ეკლესია და, როგორი სიზუსტით სრულდება წმ. მოციქულ პავლეს სიტყვები: "მიტომაც ვტკბები უძლურებით, შეურაცხყოფით, გაჭირვებით, დევნითა და შევიწროებით, რადგან როცა უძლური ვარ, მაშინა ვარ ძლიერი" (2 კორინთ. 12:10); ამგვარი შემთხვევებით ვრწმუნდებით, როგორ ინარჩუნებს ღმერთი უკიდურეს შეჭირვებაში მყოფ ეკლესიას... კაცობრიობის არსებობის ისტორიაში ეკლესიას არასოდეს გადაუტანია იმგვარი რამ, რაც გადაიტანა XVII ს-ის რეფორმიდან შემდგომი სამასი წლის განმავლობაში. დიახ, ეკლესიას განუცდია უმძიმესი დევნულებანი, უმძიმესი ტანჯვა-წამებანი, მაგრამ არასოდეს ყოფილა იგი დაქვრივებული, და აჰა, ეს წინასწარმეტყველებაც აღსრულდა. და ეკლესიას, რომელიც გაკვირვებული კითხულობს "საიდან მყავს შვილები"? - უფალი პასუხობს: "გიხაროდენ ბერწო", "მიტოვებულს უფრო მეტი ეყოლება, ვიდრე გათხოვილს", "შენი ქვრივობის ყვედრებას არ გავიხსენებ", "ღმერთი ქვათაგან აღუდგენს შვილებს აბრაამს" (ესაია 54:1-8; (მათე 3:9).

დიახ, ღმერთს არ გამოუგზავნია ანგელოზი და არც თვითონ გამოცხადებულა, რათა ხელი დაესხა რომელიმე ღვთისმოსავი ქრისტიანისთვის, ის, სახარების სიტყვისამებრ, "ქვათაგან აუღდგენდა" შვილებს ეკლესიას, და ეს "ქვები" ამ შემთხვევაში იყვნენ სქიზმატიკოსი-მწვალებლები, ე. წ. "ნიკონიანელები", "ახალმოწესე მართლმადიდებლები"... აი ვისგან აღუდგინა ღმერთმა მწყემსი დაქვრივებულ ეკლესიას და აქაც აღსრულდა ნაწინასწარმეტყველევი: "მალევე აღშენდები მათგან, ვინც აგაოხრა" (სლავ.: "и вскоре возградишися, от нихже разорился еси") (ესაია 49:14-21). Xოლო, სანამ "ააშენებდა" და აღადგენდა სამდასოვან იერარქიას, ეკლესია ქვრივი ნოემინივით "საარსებო წყაროს სხვის ნიადაგზე ამოსული თავთავებით ჰპოვებდა" (რუთი 1:2 - 4:16) (Св. Амвросий Медиоланский. О девстве и браке. Москва 1997. იხ. ასევე: О девстве и браке. О вдовицах. Глава шестая. § 33. https://azbyka.ru/otechnik/Amvrosij_Mediolanskij/o-devstve-i-brake/4_1) (URL-ს მიმართვის თარიღი: 03.11.2020). რადგან ამ 256 წლის განმავლობაში ეკლესიის სასულიერო წოდებრივ დანაკლისს აღავსებდნენ მისი ამაოხრებელი ეკლესიიდან გამოქცეული მართლმადიდებელი მღვდლები და ეპისკოპოსები. თუ როგორ ხდებოდა ეს და რას წერს ამის შესახებ ზ. ნოდია, ქვემოთ დეტალურად იქნება განხილული. აქ კი, ვფიქრობთ, საკმარისად ვაჩვენეთ ეკლესიის დაქვრივების შესაძლებლობაც და ისიც, თუ რამდენ შეუსაბამობას და მკრეხელობას ქადაგებენ მართლმადიდებლობის სახელს ამოფარებული მწვალებლები.


7. არიან თუ არა ეპისკოპოსები ქრისტეს ადგილმონაცვლენი?

დაუშვებელია, არ შევეხოთ ზ. ნოდიას ამ მწვალებლურ შეხედულებასაც. როგორც ზემოთ ვნახეთ, ამ ავტორისთვის ეკლესია, რომელსაც ის, მართალია, "ქრისტოცენტრულს" უწოდებს, "ევქარიოცენტრულში" გადაჰყავს, რომელსაც (ანუ ევქარისტიას) ეპისკოპოსები აღასრულებენ და, აქედან გამომდინარე, "ეპისკოპალურად" აცხადებს, თავსდება ლოგიკურ ფორმულაში თუ A=B B=C A=C სადაც A - არის "ქრისტოცენტრიზმი", B - "ევქარიოცენტრიზმი", ხოლო C - "ეპისკოპატი". ამ ლოგიკური მოცემულობიდან ეკლესიის ცენტრი გამოდის ეპისკოპატი და არა ღმერთკაცი იესუ ქრისტე. მეტიც, თვით ეპისკოპატი ცხადდება ღვთაებრივი ბუნების მატარებლად, რადგან ის გაიგივებულია ქრისტოცენტრიზმთან, რაც ნიშნავს იმას, რომ ეპისკოპატი ცვლის ქრისტეს. აქედან კი მომდინარეობს ზ. ნოდიას არსებითად ლათინური (პაპისტური) შეხედულება ეპისკოპოსთა ქრისტეს ადგილნაცვლობის შესახებ. ამ აზრს ზ. ნოდია საკმაოდ მკაფიოდ გამოთქვამს.

"ეკლესია არის სძალი უფლისა - წერს ჩვენი ოპონენტი, - და არის დედა და როცა უეპისკოპოსოდ, ანუ უქმროდ (Sic!) რჩება რომელიმე ნაწილი ეკლესიისა, მისი თესლის აღდგინება (?) ძალუძს ქრისტეს ადგილნაცვალ (?) მორიგ ეპისკოპოსს" (ზ. ნოდია. იქვე. გვ. 204). სხვაგან ზ. ნოდია წერს: "ეკლესია არის ქრისტოცენტრული, ანუ ევქარიოცენტრული, რაც შეუძლებელია ეპისკოპოსის გარეშე, ანუ ეპისკოპალური, ზედამხედველურია, მსგავსად ქრისტესი, ვინც თავადაა მღვდელმთავარი - მელქისედეკის წესით და მისი (ანუ ქრისტეს - არქიეპ. პ.) მოვალეობის აღმასრულებელნი გახლავან მღვდელმთავრები, რომელ კლდეზედაც ააშენა ეკლესია მანვე (ანუ ქრისტემ - არქიეპ. პ.)..." (ზ. ნ. დასახ წიგნი. გვ. 214).

ზ. ნოდიას მიერ ნაქადაგებ ამ სისულელეს კარგად პასუხობს ოფიციალური ეკლესიის "წმინდანი" და ზ. ნოდიასთვისვე უდიდესი ავტორიტეტის მქონე მღვდელი იოანე კრონშტადტელი. მისი თქმით სწავლება ქრისტეს ადგილნაცვალობის შესახებ არის სისულელე.

მღვდელი იოანე კრონშტადტელი ამბობს: "რომის პაპებმა თავი წარმოიდგინეს ეკლესიის მეთაურებად, საფუძვლად და თვით ქრისტეს ადგილნაცვალებადაც კი ("... и даже наместниками Христовыми..."), რაც სისულელეა და სრულიად შეუსაბამო. აქედან მომდინარეობს რომის პაპთა თავმომწონეობა და მათი ოდითგანდელი პრეტენზია მეთაურობაზე და მთელი მსოფლიო ეკლესიის თვითნებურ მმართველობაზე. მოიგონეს ათასგვარი ფოკუსი თავიანთ პაპისტურ ეკლესიაში, სხვადასხვა ცრუ დოგმატი, რომლებსაც ადამიანები მიჰყავს სიცრუემდე როგორც სარწმუნოებაში, ასევე ცხოვრებაშიც. ეს არის სრულიად ერეტიკული ეკლესია" ("А папы вообразили себя главами церкви и основанием ее и даже наместниками Христовыми, что нелепо и ни с чем не сообразно. А отсюда все кичение римских пап и их давнишняя претензия на главенство и самовольное управление всею вселенской церковью. Ну уж и натворили папы в своей папской церкви разных фокусов, разных ложных догматов, ведущих к фальши и в вере, и в жизни. Это вполне еретическая церковь").

კიდევ სხვა ადგილას იგივე მოძღვარი ამბობს: "ცაში ამაღლებამდე ქრისტეს თავისი ეკლესიის თავად სხვისი დანიშნვა რომ ნდომოდა, როგორც ამას პაპები ამტკიცებენ და დედამიწაზე ქრისტეს ნაცვალებად მოაქვთ თავი, მაშინ ის (ქრისტე) ნათლად განაცხადებდა ამის შესახებ, რამეთუ ეს კაცთა სულის ცხოვნების უმთავრესი დოგმატია; თვით მოციქულებიც იტყოდნენ ამასთან დაკავშირებით და ან საკუთარ თავს ან მათ მემკვიდრეებს ქრისტეს ადგილნაცვლებად დანიშნავდნენ, მაგრამ მსგავსი რამ არც მათ უთქვამთ, რადგან მარადის ახსოვდათ უფლის სიტყვები: "ხოლო თქვენს შორის ნუ იქნება ასე, არამედ ვინც თქვენში მოისურვებს უფროსობას, თქვენს მსახურად იქცეს" (მათე 20:26), "ხოლო თქვენ ყველანი ძმები ხართ" (მათე 23:8). მთელი უბედურება იმაშია, რომ კათოლიკე ღვთისმეტყველებმა არასწორად განმარტეს უფლის მიერ პეტრესთვის ნათქვამი სიტყვები: "ამ კლდეზე" (არა პეტრეზე, არამედ თვით უფალზე) "ავაშენებ ჩემს ეკლესიას" (მათე 16:18) (დედანში: "Если бы Иисус Христос имел в виду дать церкви Своей, по вознесении на небо, другого главу вместо Себя, или наместника, как говорят папы, считая себя наместниками Христа на земле, то Он ясно объявил бы об этом прежде Своего вознесения, ибо это столь важный для спасения душ человеческих догмат; да и апостолы бы объявили об этом или себя кто-либо из них назвал наместником, а то никто из них не обмолвился, памятуя слова Господа: "кто хочет между вами быть большим, да будет вам слугою" (Мф. 20:26), "все же вы братья" (Мф. 23:8). Вся беда в том, что католические богословы неправильно истолковали слова Господа Петру: "на сем камне" (не на Петре, а на Самом Господе) "Я создам Церковь Мою" (Мф. 16:18) ("Живой колос". https://ekzeget.ru/bible/evangelie-ot-matfea/glava-16/stih-18/) (URL-ს მიმართვის თარიღი: 03.11.2020).

კიდევ სხვა ადგილას მღვდელი იოანე კრონშტადტელი ასეც ამბობს: "ერთია ღმერთი, ერთია რწმენა და ერთია ღვთის ეკლესია, რამეთუ მისი თავი და მესაჭეა ქრისტე, ხოლო განაცხოველებს ეკლესიას - სულიწმიდა, რომელიც აღავსებს მთელ სამყაროს და აცოცხლებს. ქრისტეს მეთაურობის გარეშე ეკლესია იწოდება არა ეკლესიად, არამედ თვითნებურ შეკრებად ... თვით უფალი ყოველთვის იმყოფება თავის ეკლესიაში, მაშ, რაში სჭირდება მას ადგილნაცვალი - პაპი? (ან ეპისკოპატი? - არქიეპ. პ.)  ან შეუძლია თუ არა ცოდვილ ადამიანს, იყოს უფლის ადგილნაცვალი? არ შეუძლია! მეფის ადგილნაცვალი, პატრიარქის ადგილნაცვალი რომელიმე ქალაქში კიდევ შეიძლება იყოს და არის კიდევაც, მაგრამ უფლის ადგილნაცვალი, დაუსაბამო მეფისა და ეკლესიის შემცვლელი შეუძლებელია ვინმე იყოს. კათოლიკეები (და ასევე ზ. ნოდიაც - არქიეპ. პ.) ცდებიან. ღმერთო, შეაგონე მათ, რადგან სულელნი არიან ამდაგვარი რამის მამტკიცებელნი და ამპარტავნება აუსხამთ მძივებივით" (დედანში: "Бог един, вера едина, и Церковь Божия едина, ибо Глава ее Христос Бог и Кормчий, одушевляющий все тело Церкви - Дух Божий, животворящий, Который и всю вселенную наполняет и оживляет. Без Главы Христа Церковь не Церковь, а сборище самочинное. Сам Господь всегда присущ Своей Церкви, для чего же наместник - папа? И может ли грешный человек быть наместником Господа? Не может. Наместник Царя, наместник Патриарха в каком-либо городе может быть и бывает, а наместником, заместителем Господа, безначального Царя и Главы Церкви, никто не может быть. Верно. Католики заблуждаются. Внуши им, Господи, яко нелепи суть тако утверждающие и гордостью обложены как ожерельем") (Иоанн Кронштадский. "Живой колос". https://ekzeget.ru/bible/evangelie-ot-matfea/glava-28/stih-20/) (URL-ს მიმართვის თარიღი: 03.11.2020).

მოდი, ჩვენც ვკითხოთ ჩვენს ოპონენტებს: რაში სჭირდება მართლმადიდებელ ეკლესიას ადგილნაცვლები - ეპისკოპოსები? ან შეუძლიათ თუ არა ცოდვილ ადამიანებს იყონ უფლის ადგილნაცვლები? - პასუხი მკაცრია: "არ შეუძლიათ! - უფლის ადგილნაცვალი, დაუსაბამო მეფისა და ეკლესიის შემცვლელი არავინ შეიძლება იყოს!" და ცდებიან არა მარტო კათოლიკეები, არამედ ის "მართლმადიდებლებიც", რომლებმაც ქრისტეს ადგილნაცვლებად დასახეს ეპისკოპოსები (ან ეპისკოპატი).

"ქრისტიანობაში, ამ ღმრთითგამოცხადებულ, ზეციურ რელიგიაში, - განაგრძობს იოანე კრონშტადტელი, - ყველაზე მავნე საქმეა ადამიანის მეთაურობა ეკლესიაში - მაგალითად პაპის და მისი მოჩვენებითი უცთომელობა. სწორედ მისი უცთომელობის დოგმატშია უდიდესი ცთომილება, რამეთუ პაპი არის ცოდვილი ადამიანი და ვაი მას, თუკი საკუთარ თავს უცთომელად მიიჩნევს" (იქვე).

"კაცთა სულის წარმწყმედელი რამდენი ცთომილება გამოიგონა კათოლიკურმა, პაპისტურმა ეკლესიამ, - დოგმატებში, წეს-ჩვეულებებში, კანონიკურ განწესებებში, ღვთისმსახურებაში, კათოლიკეთა ბოროტ დამოკიდებულებაში მართლმადიდებელთადმი, მართლმადიდებელი ეკლესიის გმობასა და შეურაცხყოფაში, რომელიც მართლმადიდებლური ეკლესიისა და მართლმადიდებელ ქრისტიანთადმია მიმართული! და ყოველივე ამაში დამნაშავეა პაპის ვითომცდა უცთომელობა, მისი და იეზუიტების დოქტრინა, მათი სიცრუის, ორპირობისა და ყოველგვარი საშუალებით მიზნის მიღწევის სურვილი, რომელიც თითქოსდა ღმრთის უმეტესი განდიდებისთვის არის გამიზნული (ად მაიორემ Dეი გლორიან). პაპმა შებოჭა ქრისტიან-კათოლიკეთა თავისუფლება და სინდისი. კათოლიკეები მოშურნეობენ პაპის და არა ქრისტეს გამო, იბრძვიან პაპისთვის და არა ქრისტესთვის, მათი სარწმუნოებრივი მოშურნეობა ყოველთვის გადადის ვნებიან, კაცთმოძულე, გახევებულ ფანატიზმში, სისხლსა და მახვილში (კოცონებში), შეურიგებლობაში, ორგულობაში, სიცრუესა და მზაკვარებაში" (Иоанн Кронштадский. https://ekzeget.ru/bible/evangelie-ot-matfea/glava-28/stih-20/) (URL-ს მიმართვის თარიღი: 03.11.2020).

სხვათა შორის, საკმარისია იოანე კრონშტადტელის ამ ანტიკათოლიკურ სიტყვებში "პაპის" ნაცვლად ჩავსვათ "ეპისკოპატი" და მივიღებთ ოფიციალური, ახალმოწესეობრივი "მართლმადიდებლობის" ანალოგიურ დახასიათებას, თავისი "კოლექტიური პაპიზმით", "ეპისკოპატის უცთომელობით", კაცთმოძულეობით, გახევებული ფანატიზმით, სისხლითა და მახვილით, კოცონებით, შეურიგებლობით, ორგულობით, სიცრუითა და მზაკვარებით, და რაც საინტერესოა, თვით იეზუიტებთან და ლათინებთან ღია თუ ფარული თანამშრომლობით, რომელიც მიმართული იყო ძველი ღვთისმოსაობის დამცველი მართლმადიდებლების წინააღმდეგ, და რომელიც დეტალურად აღვწერეთ ჩვენი წინამდებარე ნაშრომის ისტორიულ ნაწილში.


8. არის თუ არა ეპისკოპოსი დოგმატური უცთომელობის გარანტი?

საინტერესოა აღინიშნოს, რომ ზ. ნოდიას წიგნში "ფიქრები ბოლო ჟამის საქართველოზე" ჩვენ ვხვდებით სხვა ლათინურ სწავლებასაც, რომელიც უკვე ეპისკოპოსთა ქრისტეს ადგილნაცვალობის პაპისტური სწავლებიდან გამომდინარეობს. ეს არის ეპისკოპოსთა უცთომელობის საკითხი. ზ. ნოდია აცხადებს, რომ კანონიკურად ხელდასხმული ეპისკოპოსი არის "დოგმატური უცთომელობის" და ასევე "კლერიკალური შვილთასხმის (ქიროტონიის) გარანტი" (გვ. 202).

ეპისკოპოსის გამოცხადება "დოგმატური უცთომელობის გარანტად" არის წმიდად პაპისტური შეხედულება. ეს უკვე მერამდენედ ვლინდება ზ. ნოდიას მწვალებლურ-პაპისტური ცნობიერება. ოდნავი რელიგიური განათლების მქონე მართლმადიდებელმაც კი იცის, რომ ეკლესიაში დოგმატური უცთომელობის გარანტი მთელი ეკლესიაა და არა ეპისკოპატი.

საინტერესოა აღინიშნოს, რომ თავის დროზე ამ საკითხზეც დავობდა უკვე ხსენებული ძველმოწესე ინოკენტი უსოვი თავის წიგნში: "ქრისტეს ეკლესია დროებით ეპისკოპოსის გარეშე" ("Церковь Христова временно без епископа"). ი. უსოვს ეს საკითხი განხილული აქვს ორ თავში, კერძოდ: 1) თავი მე-6: "ვის ამსგავსებენ ეპისკოპოსებს ისინი, ვინც ამტკიცებს, რომ მათ არ შეუძლიათ შეცოდონ? და თავისუფალი ნების შესახებ" ("Кому уподобляют епископов утверждающие, что они не могут погрешать? И о свободе воли" და 2) თავი 24-ე: "წმიდა მამათა მოწმობების განხილვა, თითქოსდა ეპისკოპოსები შეუძლებელია შეცდნენ" (Усов Иван. "Церковь Христова временно без епископа".  24. "Рассмотрение свидетельств из святых отец, будто епископы не могут погрешать". https://txt.drevle.com/text/ivan_usov-cerkov_hristova_vremenno_bez_episkopa). ჩვენ მიერ უკვე ხსენებული ვ. სინილშჩკოვი ძველმოწესე ი. უსოვს ედავება ამ საკითხშიც. რადგან ზ. ნოდია არ ავითარებს თავის პაპისტურ შეხედულებას ეპისკოპოსთა უცთომელობის შესახებ და მხოლოდ აფიქსირებს იმ აზრს, რომ ისინი არიან "დოგმატური უცთომელობის გარანტნი", მივყვეთ ვ. სინილშჩიკოვის მტკიცებულებებს და ვნახოთ, რამდენად სამართლიანია ახალმოწესე "თეოლოგთა" განცხადებები ამ საკითხზე.

ი. უსოვის ზემოთ ხსენებული ორი თავიდან, რომლებიც ეხება ახალმოწესეთა სწავლებას ეპისკოპოსთა უცთომელობის შესახებ, ახალმოწესეობის უკვე ნახსენები ადეპტი დოცენტი ვ. სინილშჩიკოვი თავის პუბლიკაციაში ეხება მხოლოდ პირველ საკითხს (ანუ მე-6 თავს ი. უსოვის წიგნში).

ი. უსოვის წიგნის მე-6 თავში, რომელსაც ეწოდება: "ვის ამსგავსებენ ეპისკოპოსებს ისინი, ვინც ამტკიცებს, რომ მათ არ შეუძლიათ შეცოდონ? და თავისუფალი ნების შესახებ" მოცემულია ასეთი დიალოგი:

"ახალმოწესე. "... ახლა ჩვენ წინაშეა საკითხი: სად წერია, რომ ყველა ეპისკოპოსმა შეიძლება შესცოდოს და ცთომილებაში შთავარდეს?

ძველმოწესე. და, სად წერია, რომ შეუძლებელია შეცდნენ?

ახალმოწესე. ამისი დამტკიცების საჭიროება არ არსებობს. ცალკე აღებული ყოველი ეპისკოპოსი შეიძლება შეცდეს, მაგრამ ყველა ერთად - არასოდეს. ასეთია ეპისკოპოსის ხარისხის თვისება, - მართლმადიდებელი ეკლესიის ეპისკოპოსებმა შეუძლებელია შესცოდონ და ყველა მათგანი ცთომილებაში შთავარდეს. ასე ასწავლის ჩვენი მართლმადიდებელი ეკლესია.

ძველმოწესე. მაგრამ, ჯერ ერთი, ეს არსად არ წერია. და მეორეც, თუ ეპისკოპოსები შეუძლებელია შეცდნენ, მაშინ ისინი ადამიანები არ ყოფილან. თავად განსაჯეთ, ვინ შეიძლება იყოს ცოდვებს დაუქვემდებარებელი და უცთომელი? - ერთი მხრივ, მხოლოდ თვით ღმერთი, ხოლო მეორე მხრივ - ნახირი. ღმერთი შეუძლებელია შეცდეს ან ცოდვებში ჩავარდეს იმიტომ, რომ ის არის ყოვლადსრულყოფილი, ყოვლადკეთილი, უზენაესი არსება; ხოლო ნახირი, და საერთოდ უგუნური და უგრძნობელი ქმნილებები, შეუძლებელია რამეში შეცდნენ ან ცოდვებს მიეცნენ, რადგან მათ არა აქვთ გონება და თავისუფალი ნება. ამიტომაც, თქვენი ეკლესია თუ ასწავლის, რომ ეპისკოპოსები შეუძლებელია შეცდნენ, ამით თქვენ მათ ან ღმერთს ადარებთ, ან კიდევ უგუნურ ნახირს".

ძველმოწესის ამგვარ შეპასუხებაზე, ვ. სინილშჩიკოვი ასეთ კომენტარს აკეთებს: "ძველმოწესის საეჭვო (?) ლოგიკას თუ მივყვებით, აღმოჩნდება, რომ რადგან არა მარტო ეპისკოპოსები, არამედ ყველა დანარჩენი ადამიანებიც შესაძლოა შეცდნენ და ცოდვებს მიეცნენ - მაშასადამე ყველანი შეიძლება განიდრიკონ ეკლესიისგან, ანუ მიწიერი ეკლესია თავის არსებობას შეწყვეტს და ჯოჯოხეთის ბჭენი მას მაინც სძლევენ" https://txt.drevle.com/text/ivan_usov-cerkov_hristova_vremenno_bez_episkopa) (URL-ს მიმართვის თარიღი: 03.11.2020).

ჰიპოტეთურად ეს ასეა, მაგრამ რეალობაში ასე არ მოხდება, რამეთუ ეკლესიაში ყოველთვის იყვნენ და იქნებიან ადამიანები, რომლებიც იცავდნენ და დაიცავენ ჭეშმარიტებას. ის რაც ჰიპოთეტურად შეიძლება დაშვებულ იქნას, არ გულისხმობს, რომ რეალობაშიც ასე უნდა მოხდეს ან კიდევ თითქოსდა ჩვენ ასე მივიჩნევთ. აშკარაა, რომ აქ ბ-ნი ვ. სინილშჩიკოვი ცოტას "ეშმაკობს". ოპონენტებმა შეიძლება გვიპასუხონ, რომ ზუსტად ასეა ეპისკოპოსების შემთხვევაშიც, ანუ ჰიპოთეტურად შესაძლოა ყველა მათგანი ერთდროულად შეცდეს, მაგრამ ეს ასე არ მოხდება. აქ საქმე სწორედ ის არის, რომ, რადგან ჩვენს ოპონენტებს ეკლესიად მხოლოდ ეპისკოპატი წარმოუდგენიათ და ეპისკოპოსის გარეშე ეკლესიას "მკვდრად" აცხადებენ, ბუნებრივია, ისინი ვერ დაუშვებენ იმ აზრს, რომ ყველა ეპისკოპოსი შესაძლოა ერთდროულად შეცდეს. ამით მათ თვალში ეკლესია ძლეული გამოდის "ჯოჯოხეთის ბჭის" მიერ. ჩვენ მიერ ხსენებული ვ. სინილშჩიკოვი (და არა მარტო) პირდაპირ ასეც წერს: "ეპისკოპოსის გარეშე ეკლესია მკვდარია. ის, უბრალოდ, არ არსებობს" ("Без епископов Церковь - не вдовая, а МЕРТВАЯ - ее просто НЕТ: епископ НЕОБХОДИМ в Церкви. Об этом писали многие"). ამ თემას ქვემოთ უფრო დეტალურად შევეხებით, ამიტომაც, მოდი, ჯერ ისევ ვ. სინილშჩიკოვის კომენტარებს დავუბრუნდეთ.

საინტერესოა ეს აზრი იმ მხრივ, რომ ვ. სინილშჩიკოვი და მისნაირი მოპასუხენი თვითონ უარყოფენ ღმრთის განგებულებას. კერძოდ, რატომ არის დაუშვებელი, ღმერთს ენებებინა ეკლესიის დაქვრივება, მით უმეტეს, როგორც ეს ზემოთ ვნახეთ,  ეს წმიდა წერილში ნაწინასწარმეტყველებიც კი არის.

ვ. სინილშჩიკოვი წერს: "თუ უფალი ამბობდა, რომ ჯოჯოხეთის ბჭენი ვერ შემუსრავენ ეკლესიას, მაშასადამე, მან ა) თავისი ყოვლისმცოდნეობის ძალით წინასწარგანჭვრიტა და ბ) თავისი ყოვლისშემძლეობით წინასწარ გაითვალისწინა, რომ ყველანი ეკლესიისგან არ განდგებიან" (დედანში: "Если Господь говорил, что врата адовы не одолеют Церковь, значит он а) провидел по Своему всеведению и б) предусмотрел по Своему всемогуществу, что ВСЕ от Церкви не отпадут") (იქვე).

დიახ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ იმავეს გააკეთებენ ეპისკოპოსებიც. აქ კვლავ თავს იჩენს ვ. სინილშჩიკოვის მწვალებლური ეკლესიოლოგია, რომლის მიხედვითაც, ეკლესიის არსი ეპისკოპატთან არის გაიგივებული, ანუ ეკლესია არის მხოლოდ ეპისკოპატი და მის გარეშე სხვა დანარჩენი არის უბრალო, არაეკლესიური მასა, რომელსაც ეკლესიად წოდების შესაძლებლობას აძლევს არა ის, რომ ეკლესიის თავი არის ქრისტე, არამედ ის, რომ მასში ფიზიკურად იმყოფება ეპისკოპატი.

შემდეგ ვ. სინილშჩიკოვი წერს: "და თუ სულიწმიდით აღძრული მამები ერთხმად წერდნენ, რომ ეკლესიას არ შეუძლია იარსებოს ეპისკოპოსთა გარეშე, მაშასადამე, უფალმა იცოდა და გაითვალისწინა, რომ შეუძლებელი იყო ერთდროულად დაცემულიყო ყველა ეპისკოპოსი" ("И если Отцы, движимые Духом Божиим, согласно писали, что Церковь не может существовать без епископов, значит Господь знал и предусмотрел, что не отпадут все епископы") (იქვე).

წმიდა მამებს მსგავსი არაფერი უთქვამთ ეპისკოპოსთა შესახებ. რას გულისხმობდნენ ისინი ფრაზაში "ეკლესია არ შეიძლება იყოს ეპისკოპოსთა გარეშე", ქვემოთ დეტალურად განვიხილავთ და იმასაც ვნახავთ, როგორ იტყუებიან ვ. სინილშჩიკოვისნაირი ადეპტები და მათგან მწარედ შეცდენილი ზ. ნოდიასნაირი "პუბლიცისტები".

მაგრამ ი. უსოვის ზემოთ ხსენებულ თხზულებაში ძველმოწესისა და ახალმოწესის დავა ამით არ მთავრდება. ამავე თავში ვკითხულობთ:

"ახალმოწესე. "თქვენი სწავლებით, რომ ეპისკოპოსები და თვით ზეციერი ანგელოზებიც კი შეიძლება შეცდნენ, აშკარად ამცირებთ და შეურაცხყოფთ მათ. ეს არის მიუტევებელი კადნიერება, რომელსაც ჩვენი მართლმადიდებელი ეკლესია უარყოფს. ის ასწავლის, რომ არა მარტო ანგელოზები და მოციქულები, არამედ ეპისკოპოსებიც კი შეუძლებელია შეცდნენ" (Усов Иван. Церковь Христова временно без епископа. 6. Кому уподобляют епископов утверждающие, что они не могут погрешать? И о свободе воли. https://txt.drevle.com/text/ivan_usov-cerkov_hristova_vremenno_bez_episkopa) (URL-ს მიმართვის თარიღი: 03.11.2020).

ვ. სინილშჩიკოვის კომენტარი: "აქ ავტორი "ახალმოწესის" მეშვეობით ეკლესიას მიაწერს სწავლებას, რომელიც მას არასოდეს ჰქონია. იგულისხმება, რომ თითოეული ეპისკოპოსი ცალკე შეიძლება შეცდეს, შეიძლება ის ცოდვებში შთავარდეს და მწვალებლობაშიც კი გადავარდეს (სხვაგვარად ორგზისი  კრების კანონების მიღება საჭირო არ იქნებოდა), მაგრამ კერძო ცთომილებები და პირადი ცოდვები (რომლებშიც შეიძლება შთავარდეს ყველა ეპისკოპოსი), კანონების მიხედვით, ეპისკოპოსს ეპისკოპოსობას არ ართმევს.
ხოლო მწვალებლობაში (ორგზისი კრების 15-ე კანონის თანახმად) წარმოუდგენელია შთავარდეს ყველა ეპისკოპოსი - სხვაგვარად ეკლესია შეწყვეტდა არსებობას, რაც შეუძლებელია ("Здесь автор через "новообрядца" приписывает Церкви учение, которого она никогда не имела. Разумеется, каждый отдельный епископ может и заблуждаться и грешить и даже отпадать в ересь (иначе не было бы нужды в правилах Двукратного собора). Но, частные заблуждения и личные грехи (в которые могут впадать хоть все епископы)
по канонам не лишают епископа епископства. А вот в ересь (по условиям 15 Двукр.) ВСЕ епископы отпасть не могут иначе Церковь перестала бы существовать, что невозможно") (ვ. სინილშჩიკოვი. დასახ. წყარო).

ვ. სინილშჩიკოვი კვლავ ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ ყველა ეპისკოპოსის ერთდროულად მწვალებლობაში შთავარდნა ეკლესიის გაუქმების, გაქრობის, მოკვდომის ტოლფასია, რაც კვლავ და კვლავ ეკლესიის საძირკვლად, თავად და მისსავე არსად მხოლოდ ეპისკოპატის მოაზრებაში იხილვება. მათთვის, ვინც ასე აზროვნებს, მთელი ეკლესია არის ეპისკოპატი, რაც საფუძველშივე არასწორია და მწვალებლური.

ვ. სინილშჩიკოვს და მისნაირებს კარგად პასუხობს იგივე ძველმოწესე ავტორი, რომელიც ბრძანებს: "წმიდა მამათა სწავლება ყოველი ადამიანის თავისუფალ ნებაზე - ქმნას ის, რაც მას მოესურვება, და მიიღოს ღირსეული მისაგებელი თავისი საქმეებისთვის, იოტისოდენადაც არ აკნინებს და არ შეურაცხყოფს არც ეპისკოპოსებს და არც თვით მოციქულებსა და ანგელოზებს. წმიდა ბასილი დიდი წერს. "რატომ არის ადამიანი მზაკვარი? - თავისი საკუთარი ნებით. რატომ არის ბოროტი ეშმაკი? - იმავე მიზეზით; რადგან მას ჰქონდა თავისუფალი სიცოცხლე და მიეცა ძალაუფლება, ან დარჩენილიყო ღმერთთან, ან კიდევ განშორებოდა მას. გაბრიელი ანგელოზია და მარადის დგას უფლის წინაშე. სატანაც ანგელოზია - და სრულიად განვარდა საკუთარი ღირსებიდან. პირველის ზეციური ღირსება დაიცვა მისმა ნებამ და მეორეც საკუთარი ნებით ჩამოემხო ციდან. პირველსაც შეეძლო, ყოფილიყო განდგომილი, და უკანასკნელსაც შეეძლო, დაეცვა თავისი ღირსება. მაგრამ პირველი იხსნა ღმრთისადმი გაუძღომელმა სიყვარულმა, ხოლო მეორე დაამხო ღმრთისგან განდგომამ" (ი. უსოვი. დასახ. შრ. თ. 6. იქვე).

"ამრიგად, - წერს. ი. უსოვი, - თავისუფალი ნების არსებობა სიკეთისა და ბოროტების არჩევაში, ღმრთის მცნებათა დაცვასა თუ დარღვევაში და მართლმადიდებლურ სარწმუნოებაში დარჩენასა თუ მისგან განდრეკაში არ არის დამცირება არათუ ეპისკოპოსთათვის, არამედ ანგელოზთათვისაც კი. ხოლო თქვენი სწავლება, - ამხელს ახალმოწესე "ბრძენკაცებს" ი. უსოვი, - ნამდვილად დამამცირებელი და შეურაცხმყოფელია არა მარტო ეპისკოპოსთა, არამედ, საერთოდ, ნებისმიერი გონიერი ქმნილებისთვის, რადგან მათ უგუნურ პირუტყვთ ამსგავსებს და აშკარად საწინააღმდეგოა წმიდა მამათა სწავლებისა. "მაგრამ ამბობენ, - ბრძანებს იგივე წმიდა მამა ბასილი დიდი, - რატომ არ გვეძლევა თვით ბუნებაში უცთომელობა ისე, რომ შეუძლებელი იყოს შეცოდება, თუნდაც გვსურდეს ამისი ჩადენა? - იმიტომ, რომ როგორც შენ მიიჩნევ ერთგულ მსახურებად არა იმათ, ვინც თოკით გყავს შეკრული, არამედ იმათ, ვინც ნებაყოფლობით ასრულებს შენ წინაშე თავის მოვალეობას, ასევე ღმერთსაც სურს, მას ემსახურონ ნებაყოფლობითა და სიყვარულით და არა იძულებით. სათნოება კი ნებისგან მომდინარეობს და არა გარდაუვალობისგან; ხოლო ნება დამოკიდებულია იმაზე, რაც ჩვენშია; და რაც ჩვენშია, ის თავისუფლად არის ჩვენში. ამიტომაც, ვინც გმობს სამებას, რომ უცოდველებად არ შეგვქმნა, ის სხვა არაფერს აკეთებს, თუ არა გონიერ ქმნილებას ამჯობინებს უგუნურს; ნებითა და შემოქმედებით დაჯილდოებულ ბუნებას კი - უძრავსა და არანაირი მისწრაფების არმქონეს" (твор. ч. 4, бес. 9, стр. 156) (იქვე).

ასე რომ, ვფიქრობ, მკითხველს არ გაუჭირდება იმისი გააზრება, თუ რამდენად უსჯულოა ჯერ ეკლესიის წარმოდგენა მხოლოდ ეპისკოპატში და ისიც ისეთ ეპისკოპატში, რომელიც თურმე არ შეიძლება შეცდეს - ან ღმერთივით არის, ან კიდევ - პირუტყვივით.
4
oldorthodox@gmail.com
საქართველოს
ძველმართლმადიდებლური
ეკლესია

ოფიციალური საიტი
Назад к содержимому