აპოლოგეტიკა - გზა - მართლად სავალი. II_X_ზოგიერთი უარყოფის განხილვა - საქართველოს ძველმართლმადიდებლური ეკლესია

საქართველოს ძველმართლმადიდებლური ეკლესიის ოფიციალური საიტი
Перейти к контенту
არქიეპისკოპოსი პავლე (ხორავა)

გზა - მართლად სავალი

ნაწილი II

გრანდიოზული დივერსია

17-ე  საუკუნის რუსეთის საეკლესიო რეფორმის მიზეზები და შედეგები მსოფლიო მართლმადიდებლობისთვის. ძველმართლმადიდებლობის დოგმატურ-კანონიკური და ისტორიულ-ლიტურგიკული გამართლება
ყოვლადწმიდა დედოფალი ღვთისმშობელი
მკითხველო, წინამდებარე წიგნი, რომლის ინტერნეტ-ვერსიასაც ჩვენს ოფიციალურ საიტზე გთავაზობთ, მართლმადიდებლური სარწმუნოების საძირკვლის გამაგრების, შენთვის ჭეშმარიტი ქრისტეანული გზის ჩვენებას ისახავს მიზნად. აქ თავმოყრილია დიდძალი კვლევითი მასალა, რომელიც ეხება დოგმატიკის, ლიტურგიკის, ეკლესიის ისტორიის და ესქატოლოგიის სფეროებს. წიგნი მდიდარია ფაქტობრივი და დოკუმენტური მასალით და მოიცავს პერიოდს I საუკუნიდან ვიდრე XXI საუკუნემდე. ავტორი გვაძლევს ნათლისღების საიდუმლოს, სხვადასხვა ლიტურგიკული წეს-ჩვეულების, 17-ე საუკუნის საეკლესიო რეფორმისა და მისი შედეგების შემჭიდროებულ, მაგრამ ამავე დროს ღრმა ანალიზს.

წიგნში მხილებულია ძველმართლმადიდებლური ეკლესიის წინააღმდეგ მიმართული ცილისწამებებისა და ბრალდებების უსაფუძვლობა; ავტორის მიზანია, ჭეშმარიტების ერთგულ ყოველ ქრისტეანს მიუთითოს გზა მართლად სავალი. იმის გასარკვევად, რომ ეს გზა სწორედ ძველმართლმადიდებლურ ქრისტეანობასთან მიდის, არა მარტო აქ მოტანილი საეკლესიო წესებისა და სხვადასხვა მოვლენის განმარტება დაგეხმარება, არამედ კრებულში თავმოყრილი სადისკუსიო მასალებიც დიდად წაგადგებგა და ორ მოპაექრე მხარეს შორის მტყუან-მართლის გარჩევაც არ გაგიჭირდება.

წიგნის პირველი ნაწილი ეძღვნება ნათლისღების საიდუმლოს, მისი შესრულების კანონიკურ და არაკანონიკურ ფორმებს; მეორე ნაწილი - 17-ე  საუკუნის რუსეთის საეკლესიო რეფორმას და მის შედეგებს როგორც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისთვის, ასევე მსოფლიო მართლმადიდებლობისთვის; მესამე ნაწილი კი მთლიანად ეძღვნება ეკლესიის უძლეველობას.

ჭეშმარიტი ქრისტიანული სიყვარულით უძღვნის ამ წიგნს ძველმართლმადიდებლური ეკლესიის არქიეპისკოპოსი პავლე (ხორავა) წმიდა სარწმუნოების გზაზე შემდგარ ყოველ მართლმადიდებელს.

წიგნი გამოიცა ძველმართლმადიდებელ ქრისტეანთა შემოწირულობით.


თავი X
___________________________________________________________________________________________________________________________________

ზოგიერთი უარყოფის განხილვა

გარდა ზემოთ განხილული "არგუმენტებისა", ე. ჭელიძეს წიგნში "ეკლესია - სძალი უფლისა" (თბ. 1990 წ.) დამოწმებული აქვს კიდევ რამოდენიმე წყარო, რომელთაც ან ორი თითით პირჯვრისწერის დამადასტურებელ წყაროებად არ მიიჩნევს, ან კიდევ, პირიქით, მისი ვითომცდა "არაძველბერძნულობის" მაჩვენებლად სახავს. განვიხილოთ ისინიც.

1. დიდი კატეხიზმო. დიდ კატეხიზმოს, რომელსაც ორი თითით პირჯვრისწერის მამტკიცებელ წყაროდ იმოწმებდნენ ადრინდელი ძველმართლმადიდებელი პოლემისტები, ე. ჭელიძე იმ მოსაზრებით იწუნებს, რომ თურმე ის წარმოადგენს თარგმანს ლიტვურიდან სლავურად. ამიტომაც "ის არ არის ძველბერძნული "კატეხიზმო"" (ე. ჭ. "ეკლესია - სძალი უფლისა". გვ. 187). თვით სიტყვა "კატეხიზმოს" ბრჭყალებში მოქცევით კი ამ წიგნის ამგვარ დანიშნულებასაც უარყოფს.

ჯერ ერთი, საკითხავია, საიდან დაასკვნა ბ-ნმა პროფესორმა, რომ "დიდი კატეხიზმო" ლიტვურიდან არის ნათარგმნი? შესაძლებელია ლიტვურად მართლაცდა არსებობდეს რაიმე კატეხიზმო, მაგრამ მისი ასე ხელაღებით დაკავშირება დიდ კატეხიზმოსთან, "წყაროთმცოდნე" ჭელიძის მხრიდან რამდენად მეცნიერული ქმედებაა?

მეორეც, დიდი კატეხიზმო დაიბეჭდა და გამოიცა მოსკოვში, რუსულ ენაზე, პატრიარქ ფილარეტის დროს 1627 წელს და მისი შემდგენელია დასავლეთ რუსეთში მოღვაწე ცნობილი პრესვიტერი ლავრენტი ზიზანი ტუსტანოვსკი (1570-1633).

ბროკჰაუზ-ეფრონის ენციკლოპედიის ცნობით, მან 1626 წელს, პატრიაქ ფილარეტს წარუდგინა მის მიერ შედგენილი კატეხიზმოს ხელნაწერი თხოვნით, შეესწორებინათ იგი. პატრიარქ ფილარეტის მიერ გამოყოფილი კომისიის შენიშვნების შემდგომ (რა თქმა უნდა, მისი გათვალისწინებით) 1627 წელს დაიბეჭდა კიდევაც.

მესამეც, თუნდაც ლიტვურიდან ყოფილიყო ნათარგმნი, განა ამის გამო დაიწუნებოდა იგი, თუკი ჭეშმარიტი მართლმადიდებელი სარწმუნოების გადმომცემი იქნებოდა?! თუ მხოლოდ იმის გამო იწუნებენ ამა თუ იმ წყაროს მართლმადიდებლურობას, რომ ის ძველბერძნულ ენაზე არ არის დაწერილი? მაშინ სლავურ, ქართულ ან სხვა ენებზე თარგმნილი მართლმადიდებლური წაროებიც უვარგისები ყოფილა (შორს ჩვენგან ასეთი აზრი!).

ლავრენტი ტუსტანოვსკი "თავიდან ასწავლიდა ლვოვის საძმოს სკოლაში, საიდანაც 1592 წელს გადავიდა ბრესტში, შემდეგ კი ვილნოში (დღევანდელი ვილნიუსი), სადაც 1596 წელს გამოსცა ანბანი და საეკლესიო-სლავური გრამატიკა. ზიზანის გრამატიკა აღმოსავლურ-სლავური ფილოლოგიის ერთ-ერთი უპირველესი ძეგლია. ის ბერძნულ და ლათინურ ნიმუშებზე ორიენტაციით არის დაწერილი. მისი მიზანი იყო, დაემტკიცებინა, რომ საეკლესიო სლავური ენა ბერძნულის თანაბარმნიშვნელოვანია; ზიზანი არ მისდევდა აღწერით ან ნორმატიულ მიზნებს (მისი მითითებები ზოგჯერ საკმაოდ არის გადახრილი იმ დროის რეალური ენობრივი პრაქტიკისგან). ზიზანი აღმზრდელად მუშაობდა თავად ალექსანდრე კონსტანტინეს ძე ოსტროჟსკისთან იაროსლავში. 1626 წელს ის ჩავიდა მოსკოვში, სადაც პატრიარქ ფილარეტს წარუდგინა თავისი კატეხიზმოს ხელნაწერი და მისი შესწორება სთხოვა.

პატრიარქმა შესწორება დაავალა იღუმენ ილიას და წიგნის შემსწორებელ გრიგოლ ონისიმოვს, თანაც ზოგიერთ საკამათო ადგილთან დაკავშირებით მათ დავაც ჰქონიათ ლავრენტი ზიზანისთან, რომელიც დასრულდა იმით, რომ ლავრენტიმ უარყო ყველა ის შეხედულება, რომლებშიც ის ეჭვმიტანილ იქნა მოსკოველი ცენზორების მხრიდან. კატეხიზმოს შესახებ დავა დაბეჭდა ტიხონრავოვმა თავის "რუსული ლიტერატურისა და სიძველეების მატიანეში" (Летописи русской литературы и древностей) (кн. IV, отд. II, и отдельно Общ. Люб. Др. Письм., СПб. 1878 № XVII). "ვერ ვიტყვით, რომ ზიზანის კატეხიზმო მოხვდა მიმოქცევაში, თუმცა დაიბეჭდა 1627 წელს. პატრიარქი ფილარეტი ვერ ბედავდა მის საზოგადო გამოშვებას, რადგან ეს წიგნი იმ დროის მართლმადიდებლური ეკლესიის სარწმუნოების საზოგადო გამომხატველი კი არ იყო, არამედ მხოლოდ "ერთი ლიტველი დეკანოზის თხზულება, რომელიც შეასწორა ორმა მოსკოველმა სწავლულმა" (митрополит Макарий, «История русской церкви», т. 11, стр. 50-59) (Энциклопедический словарь Брокгауза и Ефрона. http://bibliotekar.ru/bez/214.htm) (URL-ის მიმართვის თარიღი: 03.10.2020).

ამრიგად, ე. ჭელიძე ან ცდება, როდესაც ამბობს, რომ დიდი კატეხიზმო "წარმოადგენს თარგმანს ლიტვურიდან სლავურად", ან სპეციალურად შეცდომაში შეჰყავს მკითხველი ამგვარი განცხადებით.

რაც შეეხება ორი თითით პირჯვრისწერის საკითხს, ლავრენტი ტუსტანოვსკის დიდი კატეხიზმოს შემსწორებლებს ამაზე დავა არ ჰქონიათ, რადგან ამგვარი პირჯვრისწერა მაშინ საყოველთაოდ ცნობილი და გავრცელებული იყო იმდროინდელ რუსეთში. ამიტომაც, დიდი კატეხიზმოს დამოწმება იმის ნიშნად, რომ იმ დროს რუსეთის მართლმადიდებლურ ეკლესიას პრაქტიკაში დამკვიდრებული ჰქონდა ორი თითით პირჯვირსწერა, აბსოლუტურად კორექტულია. არაკორექტულია ე. ჭელიძის ხრიკები ამ საკითხთან დაკავშირებით.

2. ღირ. მაქსიმე ბერძენი (XV ს.) (ერისკაცობაში მიხაილ ტრივოლისი (დაახლ. 1475-1556) წმინდანი, მართლმადიდებელი ფილოსოფოსი, პუბლიცისტი, მთარგმნელი, საეკლესიო მოღვაწე). ორი თითით პირჯვრისწერასთან დაკავშირებული მომდევნო წყარო, რომელსაც ე. ჭელიძე იწუნებს, გახლავთ ღირ. მაქსიმე ბერძენის მოწმობა ამ საკითხზე. ამ შემთხვევაში ე. ჭელიძე კიდევ უფრო ორიგინალურია თავის მზაკვრობაში. რის საფუძველზე იწუნებს ე. ჭელიძე ღირ. მაქსიმეს მოწმობას? - თურმე, "ეს პიროვნება არადამაკმაყოფილებლად მიიჩნევდა საღვთისმსახურებო წიგნთა სკლავურ თარგმანებს" და აგრეთვე, "მისივე აღიარებით არ ცნობდა რუსული ეკლესიის ავტოკეფალიას" (ე. ჭ. იქვე. გვ. 186). როგორი "არგუმენტია" ორი თითით პირჯვრისწერის უარსაყოფად?

საინტერესოა ვიკითხოთ, რით, უკავშირდება ორი თითით პირჯვრისწერის აღიარებას ღირ. მაქსიმეს დამოკიდებულება სლავურ საღვთისმსახურებო წიგნების თარგმანებთან ან რუსული ეკლესიის ავტოკეფალიასთან? საღვთისმსახურებო წიგნებისადმი დიდ ყურადღებას იჩენდნენ და მათ შესწორებას (თუკი ამის საჭიროება არსებობდა) საკმაო დროს უთმობდა ნიკონამდელი რუსეთის ყველა პატრიარქი.

ესეც არ იყოს, საღვთისმსახურებო წიგნების თარგმანებთან ასეთი ჯანსაღი კრიტიკული დამოკიდებულება, როგორიც რუსეთის პატრიარქებსა და სხვა სასულიერო იერარქებს (მათ შორის მაქსიმე ბერძენსაც და თვით დეკანოზ ამბაკუმსაც) ჰქონდათ, სლავური მართლმადიდებლობის არაბერძნულ წარმოშობას და მის დაწუნებას კი არ ნიშნავს, როგორც ამის წარმოჩენას ცდილობს ე. ჭელიძე, არამედ კიდევ ერთხელ გვარწმუნებს იმ ფაქტში, რომ ეკლესია, რომლის იერარქები ასეთ დიდ ყურადღებას აქცევენ საეკლესიო ლიტერატურას და საღვთისმსახურებო წიგნების სიწმიდეს, შეურყვნელად ექნება დაცული ძველბერძნული მართლმადიდებლობა.

სლავური მართლმადიდებლობა სრულიად ძველბერძნული რომ არის, დასტურდება კიდევ იმ გარემოებიდან, რომ რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიას, რომელმაც ბერძნებისგან უკვე ჩამოყალიბებული და სრულყოფილი სახით მიიღო მართლმადიდებლური სწავლება და საეკლესიო განაწესი, მისი დაფუძნების დღიდან (X ს.), ვიდრე მოსკოვის საპატრიარქოს დაფუძნებამდე (1589 წ.) ბერძენი მიტროპოლიტები მართავდნენ. თვით რუს ეპისკოპოსებსაც კი, რომლებიც რუსეთის მიტროპოლიტები უნდა გამხდარიყვნენ, სამიტროპოლიტო ხელდასხმა კონსტანტინოპოლში უნდა მიეღოთ. (34)

_____________________

34. ამ საგანზე იხილეთ ლიტერატურა: Клосс Б.М. Митрополит Даниил и Никоновская летопись. В кн.: Труды Отдела древнерусской литературы, т. 28. Л., 1974; Прохоров Г.М. Повесть о Митяе. Русь и Византия в эпоху Куликовской битвы. Л., 1978; Мейендорф И., протоиерей. Византия и Московская Русь: Очерк по истории церковных и культурных связей в 14 веке. СПб, 1990; Скрынников Р.Г. Святители и власти. Л., 1990; Мейендорф И., протоиерей. Флорентийский собор: Причины исторической неудачи В кн.: Византийский временник, т. 52. 1991; Седова Р.А. Святитель Петр митрополит Московский в литературе и искусстве Древней Руси. М., 1993; Макарий, митрополит. История русской церкви. М., 1994 и сл.; Архимандрит Макарий (Веретенников). Московский митрополит Макарий и его время. М., 1996)

_____________________

რაც შეეხება მაქსიმე ბერძენის შეხედულებას რუსეთის ეკლესიის ავტოკეფალურობაზე, შესაძლებელია თუ არა ამის გამო ეჭვ ქვეშ დავაყენოთ მისივე გადმოცემა ორი თითით პირჯვრისწერის თაობაზე? როდესაც ე. ჭელიძე წერს "მკითხველმა განსაჯოს, რამდენად "ძველთუძველესია" XV-XVI სს. ავტორი (იგულისხმება ღირ. მაქსიმე ბერძენი - არქიეპ. პ.) ასეთი კარდინალური საკითხის (ანუ რუსეთის ავტოკეფალიის - არქიეპ. პ.) გადაწყვეტისას"-ო, იმ წმიდა მამათა განსჯასაც ხომ არ აპირებს, რომელთა მთელი რიგი შეხედულებები გაზიარებულნი არ ყოფილან სხვა მამათა და საეკლესიო კრებათა მიერ? მათ "ძველთუძველესობაშიც" ხომ არ შევიტანოთ ეჭვი? მით უმეტეს, რომ ღირ. მაქსიმე ბერძენი ახალმოწესეობრივი რუსულ-ნიკონიანური ეკლესიის მიერაც წმინდანად არის შერაცხილი.

უკვე ვქვით, რომ, მიუხედავად ღირ. მაქსიმეს ლიტურგიკული მოღვაწეობისა (ასწორებდა საღვთისმსახურებო წიგნებს) და უდიდესი დამსახურებისა რუსეთის რელიგიურ-ფილოსოფიური აზროვნების განვითარებაში, ის მაინც ბერძნული სულისკვეთების ადამიანი იყო და ამიტომაც არცთუ იშვიათად არ გამოდიოდა რუსეთის სახელმწიფო ინტერესების სასარგებლოდ. სწორედ ამიტომ ეკიდებოდა ის კრიტიკულად რუსეთის ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხს და არ შეეძლო ეღიარებინა ის ფაქტი, რომ რუსი მიტროპოლიტები კონსტანტინოპოლის პატრიარქისგან სამიტროპოლიტო ხელდასხმის სანქციას უკვე აღარ ითხოვდნენ. მიუხედავად იმისა, რომ კონსტანტინოპოლი უკვე განადგურებული იყო თურქების მიერ, მაქსიმესთვის ის მაინც ჭეშმარიტი მართლმადიდებლობის ერთადერთ დედაქალაქად რჩებოდა. სრულიად შესაძლებელია, რომ სწორედ ამ შეხედულებების გამო ოფიციალური, ახალმოწესეობრივი ეკლესია დიდი ხნის განმავლობაში საკმაოდ ფრთხილად ეკიდებოდა მაქსიმე ბერძენს. თუმცა მისი ფიგურა ძალზედ პოპულარული იყო ძველმართლმადიდებლებს შორის, რომლებიც მუდმივად იწერდნენ და ავრცელებდნენ ღირ. მაქსიმეს თხზულებებს. რუსეთის ოფიციალურმა ახალმოწესეობრივ-მართლმადიდებელმა ეკლესიამ ღირ. მაქსიმე წმინდანად შერაცხა მხოლოდ 1988 წელს. მისი ხსენების დღეა 21 იანვარი (2 თებ.).

რაც შეეხება ღირ. მაქსიმეს სწავლებას ორი თითით პირჯვრისწერის შესახებ, ის უეჭველად ამ ღირს მამას ეკუთვნის, რაც შესანიშნავად დაამტკიცა პროფ. ნ. კაპტერევმა მოსკოვის სასულიერო აკადემიის რექტორ პროფ. ნ. სუბოტინთან დავაში (იხ. Н. Ф. Каптерев. Оправдание на несправедливые обвинения (Ответ Н.Ф. Каптерева профессору Н.И. Субботину) (http://dugward.ru/library/kapterev/kapterev_opravdanie.html) (URL-ის მიმართვის თარიღი: 03.10.2020).

იმ ფაქტს, რომ ღირ. მაქსიმე ბერძენი ორი თითით პირჯვრისწერას ასწავლის, ადასტურებს სერბეთის შუასაუკუნეობრივი ლიტერატურის ისტორიკოსი ჯორჯე ტრიფუნოვიჩი სტატიაში: Дамаскин Хиландарец. К вопросу о греко-славянских отношениях на Афоне в XVII веке (древлеправославие)) ("დამასკინოს ხილანდარელი. ბერძნულ-სლავური ურთიერთობების შესახებ ათონზე XVII საუკუნეში (ძველმართლმადიდებლობა)) (წყარო: http://www.portal-credo.ru/site/?act=lib&id=1384) (URL-ის მიმართვის თარიღი: 03.10.2020).

"გაცხოველებული და ხანგრძლივი სერბულ-რუსული კულტურული და ლიტერატურული კავშირების ისტორიაში ღირ. მაქსიმეს სერბული "სიტყვას" განსაკუთრებული ადგილი უკავია. მისი გამოჩენა მოწმობს იმაზე, რომ რუსეთის ეკლესიის განხეთქილება ძალიან მალე აისახა სერბებს შორისაც. დამასკინოს ხილანდარელის სევდიანი ისტორია, ღირ. მაქსიმეს "სიტყვის" სერბული თარგმანი და საპატრიარქოს კრებულის განსაკუთრებული ხელნაწერი ადასტურებს იმ ფაქტს, რომ სერბეთის ეკლესიას წარსულში არასოდეს დაუგმია ორი თითით პირჯვრისწერა. იმას, რასაც რუსეთის (ნიკონიანური) ეკლესია მკაცრად გმობდა და დევნიდა, სერბულ სულიერ გარემოში ამავე დროს თავისუფლად იყო აღიარებული და წერილობითი მოწმობებით გადმოიცემოდა" ("В истории оживленных и длительных сербско-русских культурных и литературных связей сербское "Слово" преподобного Максима Грека занимает исключительное место. Его появление свидетельствует нам о том, что раскол в Русской Церкви очень скоро отозвался среди сербов. Грустная история Дамаскина Хиландарца, сербский перевод "Слова" прп. Максима и особый список в сборнике Патриархии подтверждают тот факт, что Сербская церковь в прошлом никогда не осуждала двуперстия. То, что Русская (никонова) церковь строго осуждала и гнала, в сербской духовной среде в то же самое время свободно познавалось и передавалось как письменное свидетельство") (Джордже Трифунович. Дамаскин Хиландарец. К вопросу о греко-славянских отношениях на Афоне в XVII веке. http://www.portal-credo.ru/site/?act=lib&id=1384) (URL-ის მიმართვის თარიღი: 03.10.2020).

"თქმულება ჯვრის გამოსახვის შესახებ" ("ანუ თქმულება თუ როგორ უნდა გადავიწეროთ პირჯვარი") ღირ. მაქსიმემ დატოვა, როგორც ეპისტოლე ან პასუხი ერთი თავისი მეგობრის კითხვაზე, თუ როგორ უნდა ვიწერდეთ პირჯვარს. თითქმის ასწლეულის წინ ეს "თქმულება", მაქსიმეს თხზულებათა კრებულის მიხედვით, რომელიც XVI საუკუნით თარიღდება, მოკლე შესავლითურთ დაბეჭდა ქრისანფ ლოპარევმა. ღირ. მაქსიმე უშუალოდ პასუხობს მეგობარს. რადგან ეს ნაწილი, რომელსაც მთელი ეპისტოლის მესამედი უჭირავს, შეიცავს პასუხის არსს მოცემულ თემაზე, გადმოვცემთ მას თანამედროვე ენაზე.

"დე, ცნობილი იყოს შენთვის, რომ საღმრთო ნათლისღებისას წყალში სამგზისი შთაფლვა ნიშნავს ქრისტე მაცხოვრის სამდღიან ყოფნას საფლავში და მის აღდგომას მესამე დღეს. საეკლესიო გადმოცემა, საღმრთო სიტყვის თანახმად, გვთავაზობს სიმბოლოს: ჩვენ ყველანი ...
"ვინც მოვინათლეთ იესუ ქრისტეს მიერ, მის სიკვდილში მოვინათლენით. მასთან ერთადვე დავიმარხეთ სიკვდილში ნათლისღებით" (6:3-4). ასეა ნათქვამი იმის შესახებ, რაც ნიშნავს "სიკვდილს", რათა, "როგორც ქრისტე აღდგა მკვდრეთით მამის დიდებით, ჩვენც ასევე ვიარებოდეთ ახალ სიცოცხლეში" (რომ. 6:4), აღვსილნი ყოველი სიმართლითა და სიწმიდით. შემოვიძარცვეთ რა ძველი კაცი (კოლას. 3:9), შემოვიძარცვეთ ხორცისა და სულის მზაკვარი და ღმრთივსაძულველი ვნებები, როგორც ამას ნათლისღების საიდუმლოში სამოციქულო სწავლება გადმოგვცემს.

ასე გვასწავლის ყველას პატიოსანი ჯვრის ღვისმოსაობის საიდუმლოც, რათა აღვიარებდეთ თვით წმიდა სამებას, რომელსაც ეკუთვნის თაყვანისცემა, და აღვიარებდეთ ზეცითგან ღმრთის მხოლოდშობილი ძის გარდამოსვლას და მის ჯვარცმას, ასევე მის მეორედ მოსვლას, როდესაც განიკითხავს მართალთა და ცოდვილთ. სამი თითის, ანუ დიდი, შუა და პატარა თითების შეეთებით, აღვიარებთ ღმრთივდასაბამიერ სამ იპოსტასს, მამას, ძეს და სულიწმიდას, ერთ ღმერთს სამ იპოსტასში. ხოლო აღვმართავთ რა შუათითსა და საჩვენებელს - ორ ბუნებას იესუ ქრისტეში, ანუ თვით მაცხოვარს, სრულ ღმერთსა და სრულ კაცს, რომლისაც გვწამს და რომელსაც თაყვანს ვცემთ. ორი თითის შუბლზე დადება, როგორც ჩვენი გონებისაგან სიტყვის, ასევე მამისაგან ძის შობას მოასწავებს; მის გარდამოსვლას ზეცითგან, ღვთაებრივი სიტყვისამებრ, რომელიც გვაუწყებს, რომ
"მოდრიკა ზეცა და გარდამოხდა" (ფსალმ. 143:5). ხოლო ჭიპზე მათი ჩამოტანა ქრისტეს ამქვეყნად გარდამოსვლას, ყოვლადწმიდა ღვთისმშობელში უთესლოდ განკაცებასა და ცხრათვიან ყოფნას მოასწავებს. იქიდან ხელი მიგვაქვს მარჯვენა და მარცხენა მხრებზე, რითაც ნათლად გამოვხატავთ იმ საშინელ მსჯავრს, რომელსაც გამოუტანენ უფლის მარჯვნივ მდგომარე მართალნი უკეთურთა და ცოდვილთ, მაცხოვრის ღვთაებრივი სიტყვისამებრ, რომელიც მიუგებდა მოწინააღმდეგე და დაუმორჩილებელ იუდეველთ".

რუსულად: "Сказание о крестном знамени" (Сказание како знаменоватися крестным знамениемъ") прп. Максим Грек составил как послание или ответ другу на вопрос о том, как совершать крестное знамение. Почти столетие тому назад "Сказание" по тексту сборника сочинений Максима, датируемому ХVI в., напечатал Хрисанф Лопарев. После краткого введения прп. Максим непосредственно отвечает другу. Поскольку эта часть, занимающая треть всего послания, содержит самую суть ответа, даем ее в переложении на современный язык.
Да будет тебе известно, что в божественном крещении троекратное погружение в воду означает трехдневное пребывание во гробе и воскресение Спаса Христа. Церковное предание, в соответствии с Божественным речением, предлагает нам символ: "все мы, во Христа крестившиеся, в смерть Его крещены. В крещении в смерть мы вместе с Ним погребены" (Рим., 71, 3-4). Так говорится о том, что (значит) "в смерть": как Христос восстал из мертвых, так и мы в обновленной жизни будем жить новой жизнью (Рим., 6, 4), исполненной всяческой справедливости и святости. Совлекшись ветхого человека (Кол., 3, 9), мы совлеклись лукавых и богомерзских похотей тела и духа, как передает нам это в таинстве крещения апостольское предание.

Так всех нас и знамение честнаго креста учит таинству благочестия, чтобы мы исповедовали таинственно саму святую Троицу, которой подобает поклонение, и с небес схождение Единородного и распятие Его, и с небес второе Его пришествие, когда Он будет судить живых и мертвых, то есть праведников и грешников. Соединением трех перстов, то есть большого и среднего, и меньшего, исповедуем тайну богоначальных трех ипостасей, Отца и Сына, и Святого Духа, Бога единого в трех Лицах. Вытягивая средний и указательный - две природы во Христе, то есть самого Спаса Христа исповедуем, совершенного Бога и совершенного человека, в Которого веруем и Которому поклоняемся в двух естествах и природах Его. Возлагая персты на чело, исповедуем две вещи: что Он родился от Бога Отца. как и наше слово из ума исходит, и что сошел свыше, по божественному речению, которое возвещает "преклони небеса Твои и сойди" (Пс. 143, 5).

А возложением перстов на пуп выражаем как схождение Его на землю, так и в Пречистой утробе Богоматери Его бессеменное зачатие и девятимесячное пребывание. Пренося же оттуда всю руку на правую и на левую сторону, ясно изображаем тот горький суд, который вынесут праведные, стоящие одесную Судии, нечестивым и грешным, по божественному слову Спасову к сопротивляющимся и непокоряющимся иудеям" (იქვე. იხ. ასევე: https://www.liveinternet.ru/users/1160909/post19834714/comments#comment559246619) (URL-ის მიმართვის თარიღი: 03.10.2020).

3. "ასმუხლიანი" კრება. მესამე წყარო, რომელსაც ე. ჭელიძე უარყოფს ორი თითით პირჯვრისწერასთან დაკავშირებით, გახლავთ მოსკოვის ცნობილი "ასმუხლიანი" კრება, რომელიც ჩატარდა 1551 წელს მეფე ივანე IV-ის დროს (35) ამ კრების დადგენილება ორი თითით პირჯვრისწერის და კურთხევის გაცემის თაობაზე ე. ჭელიძის მიერ უარყოფილია იმ მოსაზრებით, რომ თურმე: "ამ დროს (ე. ი. როდესაც იმართებოდა ეს კრება - არქიეპ. პ.), სხვადასხვა წრეებში (ხაზგასმა ჩვენია - არქიეპ. პ.) თანაბრად იგმობა, როგორც ორი თითით, ასევე სამი თითით პირჯვრისწერის წესი" (იქვე. გვ. 186). მაგრამ ჩვენ ის კი არ გვაინტერესებს "რომელ წრეებში" რა იგმობოდა, არამედ ის, თუ რა განსაზღვრა საკუთრივ "ასმუხლიანმა" კრებამ, რადგანაც ორი თითით პირჯვრისწერის და ორჯერადი ალილუიას გალობის მამტკიცებელ საბუთად იყო მოხმობილი.

----------------

35. Стоглавый Собор, церковный собор с участием царя Ивана IV и представителей Боярской думы, заседавший в Москве в январе - феврале 1551 (окончательное завершение работы Стоглавого собора относится к маю 1551). Свое название получил от сборника соборных решений, поделенного на 100 глав. http://www.hrono.ru/dokum/1500dok/1551_100glav.php) (URL-ის მიმართვის თარიღი: 03.10.2020).

----------------

ამ კრებამ, რომელსაც ცნობილი მიტროპოლიტი მაკარი თავმჯდომარეობდა, და რომელიც ასევე ცნობილი და ე. ჭელიძისვე აღიარებით, ყველასთვის ავტორიტეტული "დიდი თვენის" შემდგენელია, და თვით რუსული ახალმოწესეობრივი ოფიციალური ეკლესიის მიერ წმინდანადაც არის შერაცხილი, განსაზღვრა: "ვინც ორი თითით არ აკურთხებს, ვითარც ქრისტე, ან ორი თითით არ გადაიწერს პირჯვარს, შეჩვენებულ იყოს" (სლავურად: "Аще кто двема персты не благословляет, якоже Христос, или не воображает двема персты крестного знамения, да будет проклят" (Старообрядчество. Опыт энциклопедического словаря. Москва, 1996, стр. 153).

როგორც კონკრეტულად მიტროპოლიტ მაკარის, ასევე თვით ასმუხლიანი კრების მნიშვნელობას რუსეთის ოფიციალური მართლმადიდებელი ეკლესიის ღვთისმსახური, ისტორიკოს-მედიევისტი, მოსკოვის სასულიერო აკადემიის პროფესორი, რუსეთის ეკლესიის ისტორიის მასწავლებელი და სინოდალური ლიტურგიკული კომისიის წევრი, არქიმანდრიტი მაკარი ვერეტენნიკოვი ასეთ შეფასებას აძლევს: "ავლენდა რა ეკლესიის ფასდაუდებელ საგანძურს - მის წმიდა მოსაგრეებს და განადიდებდა რა მათ, მიტროპოლიტი მაკარი არ ივიწყებდა საეკლესიო უწესივრობებსაც, რომელთა აღმოსაფხვრელად ენერგიულ ზომებს მიმართავდა. ბრძნული მწყემსმთავრული მიდგომა გამოიხატა იმაში, რომ მან ეკლესიის სასანთლეზე უპირველეს ყოვლისა გამოაბრწყინვა 1547-1549 წელს განდიდებული წმინდანები და მათი მადლისმიერი შეწევნით გამოავლინა და აღმოფხვრა საზოგადოებაში არსებული სხვადასხვა ნაკლოვანებები. აი ასე, სრულყოფილად აღასრულა მან მოციქულ პავლეს მოწოდება: "ამიტომ ჩვენც, რაკიღა ღრუბელივით გარს გვახვევია ესოდენ მრავალი მოწმე, ჩამოვიშოროთ ყოველგვარი სიმძიმე თუ ხელ-ფეხ შემკვრელი ცოდვა და მოთმინებით გავლიოთ ჩვენს წინაშე მდებარე სარბიელი" (ებრ. 12:1) (Архимандрит Макарий (Веретенников), Альманах "Альфа и Омега". 23 марта 2012 г. Стоглавый Собор 1551 года. Опубликовано в альманахе "Альфа и Омега", № 8, 1996).

აი, ასეთი ობიექტური შეფასება მიეცა მიტროპოლიტ მაკარის მოღვაწეობას, რომლის ერთ-ერთი უმთავრესი დაიმსახურეს სწორედ "ასმუხლიანი" კრება გახლდათ, რომელმაც "საზოგადოებაში არსებულ სხვადასხვა ნაკლოვანებათა" შორის გამოავლინა და აღმოფხვრა პირჯვრისწერის არამართლმადიდებლური წესიც - სამი თითით პირჯვრისწერა და დააკანონა ის, რაც რუსეთმა თვით ბერძნებისგან მიიღო და მტკიცედ იცავდა. ამ სიმტკიცის და მართლმადიდებლობისადმი ერთგულების გამოხატულებაა სწორედ "ასმუხლიანი" კრება და მრავალ განწესებათა შორის ისიც, რომელიც იცავს პირჯვრისწერის მართებულ წესს და ღაღადებს: "Аще кто не крестится двема перстома, якоже Христос - да будет проклят!" (Стоглав, изд. втор. Казань, 1887 г., гл. 31, стр. 65) (ძვ. ქართულით: "ვინცა ვინ არა დასწერდეს ჯუარსა ორითა თითითა, ვითარ-იგი ქრისტეცა, შეჩუენება". ციტ. არსენ იყალთოელის. "დოგმატიკონი". მ. რაფავა. "უცნობი ავტორის ანტიმონოფიზიტური ტრაქტატი". შაქ. შსრ. მეცნ. აკად. მაცნე. ენისა და ლიტერატურის სერია. # 1. 1975 წ. გვ. 29). თუ რამდენად მცდარია "წყაროთმცოდნეობითი უმეცრების გამო" ეს კრულვა, კარგად ჩანს ჩვენი ზემოთგანხილული წყაროებიდან და ასევე პროფ. ნ. ფ. კაპტერევის ფუნდამენტური შრომებიდან, სადაც დამტკიცებულია (სწორედ წყაროთმცოდნეობითად, როგორც ე. ჭელიძე ითხოვს), რომ ეს კრულვა ძველბერძენ მამათა მიერ სომეხ-მონოფიტიზთა და იაკობიტთა მწვალებლობიდან გადმოსულთა მიღების წესში არის განჩინებული.

ზემოთ ამ თემაზე ვრცლად უკვე ვისაუბრეთ, აქ კი მხოლოდ ერთი მცირედი მოწმობით შემოვიფარგლებით. აკადემიკოსი მ. ა. დიაკონოვი (1856-1919), პროფ. ნ. ფ. კაპტერევისადმი მიძღვნილ ნეკროლოგში წერს: "რუსებმა ორთითიანი წყობა შეინარჩუნეს იმ სახით, როგორც მიიღეს ის ბერძნებისგან რუსეთის ნათლისღებისას ვლადიმირის დროს (988 წ. - არქიეპ. პ.) და ამ თვალსაზრისით ასმუხლიანი კრების მამები მოიქცნენ სრულიად მართებულად, როდესაც სანქცია მისცეს ამ გაბატონებულ პრაქტიკას" (დედანში: "Русские сохранили обряд перстосложения в форме двоеперстия в том самом виде, в каком они восприняли его от греков при крещении Руси во время Владимира. И в этом смысле отцы стоглавого собора поступили совершенно правильно, санкционировав эту господствующую практику" (Акад. М. А. Дьяконов. Н. Ф. Каптерев - Некролог. 1918 г.)).

4. წმ. მელეტი ანტიოქიელი და ნეტ. თეოდორიტე კვირელი (IV ს.). წმ. მელეტის შესახებ ზემოთ უკვე დეტალურად ვილაპარაკეთ და მასზე აქ აღარ შევჩერდებით, რაც შეეხება ნეტ. თეოდორიტეს მოწმობას (წმ. მელეტისთან ერთად), მას თვით "ასმუხლიანი" კრება იმოწმებს და არ გვაქვს არანაირი საფუძველი არ ვენდოთ მათ და ვერწმუნოთ ე. ჭელიძეს, რომელიც თავის "მეცნიერულ" ნაშრომებში ათასგვარ სიყალბეს აფრქვევს და როგორც თავიდანვე ვნახეთ, არც აშკარა ცილისწამებებსა და ეშმაკურ ხრიკებს ერიდება. მით უმეტეს, რომ რუს მეცნიერთა შორის არსებობს აზრი, რომლის მიხედვითაც ნეტ. თეოდორიტეს მოწმობის ძველსლავური წყარო, რომელიც განეკუთვნება XV საუკუნეს (ამის შესახებ იხ. Н.Ф. Каптерев. Оправдание на несправедливые обвинения (Ответ Н.Ф. Каптерева профессору Н.И. Субботину). http://dugward.ru/library/kapterev/kapterev_opravdanie.html#gla) (URL-ის მიმართვის თარიღი: 03.10.2020), თავის მხრივ, ეფუძნებოდა ბერძნულ წყაროს. ამის შესახებ წერს პროფ. ბ. ა. უსპენსკი ნაშრომში Б. А. Успенский. Крестное знамение и сакральное  пространство. Почему православные крестятся справа налево, а католики … слева направо?. Языки славянской культуры. Москва. 2004  (Примечания: Прим. 8. Стр. 117.

პროფ. ბ. უსპენსკის ცნობა თუ სიმართლეს შეესაბამება და "თეოდორიტეს სიტყვას", რომელიც შემორჩენილია სლავურად, ნამდვილად ჰქონდა ბერძნული თავწყარო, მაშინ ცნობა იმის შესახებ, რომ ნეტ. თეოდორიტე თავის ერთ-ერთ ჩვენამდე არმოღწეულ თხზულებაში ორი თითით პირჯვრისწერას ასწავლიდა, უფრო მეტ ავტორიტეტს იძენს. ასევე ცნობილია, რომ პროფ. ბ. სუბოტინი და სხვები ცდილობდნენ, ნეტ. თეოდორიტეს სახელით არსებული ძეგლი განემარტათ სამი თითით პირჯვრისწერის სასარგებლოდ. არადა, XV საუკუნის ეს წყარო აშკარად ასწავლის პირჯვრისწერას ორი თითით, რაც ბრწყინვალედ აჩვენა პროფ. ნ. ფ. კაპტერევმა ნაშრომში "Оправдание на несправедливые обвинения (Ответ Н.Ф. Каптерева профессору Н.И. Субботину)" (http://dugward.ru/library/kapterev/kapterev_opravdanie.html#gla) (URL-ის მიმართვის თარიღი: 03.10.2020).

მოკლედ, ამ დამატებითი მასალების განხილვითაც კიდევ ერთხელ დასტურდება ე. ჭელიძის არამეცნიერული მიდგომა მოცემული საკითხისადმი და ააშკარავებს მის იდეოლოგიურ-პროპაგანდისტულ ზრახვებს, რასაც არაფერი აკავშირებს არც თეოლოგიასთან, არც ლიტურგიკასთან და არც ეკლესიის ისტორიასთან.


***

პირჯვრისსაწერ და კურთხევის გასცემ თითების წყობას იმდენად აქვს მნიშვნელობა, რამდენადაც მასში ჩადებულია უმთავრესი დოგმატური სწავლება  ქრისტეს ორბუნებოვნებისა და წმიდა სამების ერთობის შესახებ. პირჯვრისწერით, ანუ იმ საკრალური ინფორმაციის მოგონებით, რომელიც თითების წყობასა და შესაბამის მოძრაობაშია ჩადებული და რომლის მიმართაც გამოხატავს თავის რწმენას მართლმადიდებელი ქრისტეანი, ითრგუნება ეშმაკი.

კერძოდ, პირჯვრისწერა - ეს არის წმ. სამების მეორე იპოსტასის განკაცების, ჯვარცმის, დაფლვის, აღდგომის, ამაღლების, მამის მარჯვენით ჯდომისა და მეორედ მოსვლისადმი და საერთოდ, ადამიანთა ცოდვის წყევისაგან გამოსყიდვის სიმბოლური გამოხატულება.

მადლი და ძალა ძველმართლმადიდებლური პირჯვრის საწერი და საკურთხებელი თითების წყობისაგან განსხვავებულ ნებისმიერ წყობას იმიტომ ეკარგება, რომ თითების წყობა გამოხატავს დოგმატურ სწავლებას, რომლისადმი რწმენითა და სასოებით არის განმსჭვალული ყოველი ჭეშმარიტი ქრისტეანი. დაიშალა ეს წყობა? - ავტომატურად იშლება რწმენის ობიექტი! შეიცვალა თითების კომბინაცია? - იცვლება დოგმატური შეხედულებაც (თითებში გამოხატული), რის გამოც როგორც პირჯვრისწერას, ასევე კურთხევის გაცემას ეკარგება ღვთიური ძალმოსილება.

მთელი რიგი ისტორიული არგუმენტები სწორედ ორი თითით ჯვრის გამოსახვის ტრადიციას უჭერს მხარს. ეს არის წმ. ბასილი დიდის მოწმობა, რომ ჯვრის სასწაულის გამოსახვა უძველესი საეკლესიო გადმოცემაა და, ნიკოდიმე მთაწმინდელის (18-ე ს.) განმარტებით, ქრისტეანები მას გამოისახავდნენ ორი თითით; ეს არის წმ. კირილე იერუსალიმელის მოწმობა, რომელიც არანაირად არ ადასტურებს ერთ თითს და, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ სამი თითით პირჯვრისწერა (თვით ჩვენი ოპონენტების თქმითაც კი) მომდინარეობს XIII საუკუნიდან (უფრო დეტალურად იხ. ქვემოთ), შეუძლებელია, წმ. კირილეს სწავლება განმარტებულ იქნეს სამი თითის სასარგებლოდ; და რაკიღა მის მიერ ნაქადაგები "თითები" შეუძლებელია გულისხმობდეს ერთს ან სამს, უბრალოდ, რჩება ჯვრის სასწაულის, ჯვრის ნიშის გამოსახვის ერთადერთი ცნობილი და მისაღები წესი - ორთითიანი წყობა, რომელიც ამავე დროს გულისხმობს სამების ერთობის ნიშნად შეკრულ სამ თითსაც, როგორც ამას დღემდე აკეთებენ ძველმართლმადიდებლები.

ამის შემდგომ საუკუნეებში ორ თითზე უკვე პირდაპირ არის ლაპარაკი. ამას ადასტურებს VI საუკუნის წმინდანის იოანე მოსხის მიერ აღწერილი ამბავი, რომელიც "ლიმონარის" სახელით ცნობილ მის თხზულებაშია გადმოცემული და მოგვითხრობს V საუკუნის წმინდანის, ეპისკოპოს ივლიანე ბოსტრელის შემთხვევას, რომელმაც კათხას ორი თითით გადასახა ჯვარი; და ბოლოს იმავეს ადასტურებს VIII საუკუნის მოღვაწის, წმ. პეტრე დამასკელის სწავლება ორ თითზე, რომელიც შეტანილია ბერძნულ "სათნოთმოყვარებაში", მაგრამ ამოღებულია მისი რუსული თარგმანებიდან.

მოკლედ რომ ვთქვათ, ძველმართლმადიდებელ ქრისტეანებს უდიდესი საფუძვლები და მოწმობები აქვთ იმის სამტკიცებლად, რომ ორი თითით ჯვრის გამოსახვის ჩვეულება სამთითიან წყობაზე უძველესი და თვით მოციქულთაგანვე მოცემული ჩვეულებაა. რაც მთავარია, ამ რწმენას გამოხატავს თვით მართლმადიდებლური ეკლესია მონოფიზიტთა მიღების წეს-განგებაში, სადაც ჯვრის გამოსახვასთან დაკავშირებულ ანათემატიზმაში ნათქვამია: "ვინცა ვინ არა დასწერდეს ჯუარსა ორითა თითითა, ვითარ-იგი ქრისტეცა, შეჩუენება".

ასე რომ, ე. ჭელიძისა და მის მომხრეთა საპასუხოდ უნდა ვთქვათ: I საუკუნიდან VIII საუკუნის ჩათვლით წმიდა მამათა მოწმობები ჯვრის გამოსახვის სწორედ ორთითიან წყობას უჭერენ მხარს და არა ერთთითიანს, ხოლო სამ თითზე ლაპარაკიც კი ზედმეტია, რადგან ეს ტრადიცია, როგორც უკვე არაერთხელ აღვნიშნეთ, იმ დროს საერთოდ არც არსებობდა და ბიზანტიაში მკვიდრდება XIII საუკუნიდან.

სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს პირველ საუკუნეებში ორთითიანი წყობის დამადასტურებელი რაიმე წერილობითი მოწმობა, მაგრამ პირველსაუკუნეთა გრაფიკული გამოსახულებებისა და ხატმწერლობის ნიმუშები, ასევე გვიანდელი მამების სწავლებები და ბოლოს, ეკლესიის მიერ მონოფიზიტთა წინააღმდეგ კრებითად დამტკიცებული წესი (როგორც პირჯვრისწერის, ასევე კურთხევის გაცემისა) გვარწმუნებს იმაში, რომ ეკლესიამ დაიცვა და შეინარჩუნა სწორედ ის ძველთუძველესი გადმოცემა, რომელიც პირველი საუკუნიდან მომდინარეობს და რომელიც, ეკლესიის რწმენით, თვით ქრისტემ უბოძა მოციქულებს.
19
oldorthodox@gmail.com
საქართველოს
ძველმართლმადიდებლური
ეკლესია

ოფიციალური საიტი
Назад к содержимому