არქიეპისკოპოსი პავლე (ხორავა)
გზა - მართლად სავალი
გზა -
ნაწილი II
გრანდიოზული დივერსია
გრანდიოზული დივერსია
17-ე საუკუნის რუსეთის საეკლესიო რეფორმის მიზეზები და შედეგები მსოფლიო მართლმადიდებლობისთვის. ძველმართლმადიდებლობის დოგმატურ-კანონიკური და ისტორიულ-ლიტურგიკული გამართლება
მკითხველო, წინამდებარე წიგნი, რომლის ინტერნეტ-ვერსიასაც ჩვენს ოფიციალურ საიტზე გთავაზობთ, მართლმადიდებლური სარწმუნოების საძირკვლის გამაგრების, შენთვის ჭეშმარიტი ქრისტეანული გზის ჩვენებას ისახავს მიზნად. აქ თავმოყრილია დიდძალი კვლევითი მასალა, რომელიც ეხება დოგმატიკის, ლიტურგიკის, ეკლესიის ისტორიის და ესქატოლოგიის სფეროებს. წიგნი მდიდარია ფაქტობრივი და დოკუმენტური მასალით და მოიცავს პერიოდს I საუკუნიდან ვიდრე XXI საუკუნემდე. ავტორი გვაძლევს ნათლისღების საიდუმლოს, სხვადასხვა ლიტურგიკული წეს-ჩვეულების, 17-ე საუკუნის საეკლესიო რეფორმისა და მისი შედეგების შემჭიდროებულ, მაგრამ ამავე დროს ღრმა ანალიზს.
წიგნში მხილებულია ძველმართლმადიდებლური ეკლესიის წინააღმდეგ მიმართული ცილისწამებებისა და ბრალდებების უსაფუძვლობა; ავტორის მიზანია, ჭეშმარიტების ერთგულ ყოველ ქრისტეანს მიუთითოს გზა მართლად სავალი. იმის გასარკვევად, რომ ეს გზა სწორედ ძველმართლმადიდებლურ ქრისტეანობასთან მიდის, არა მარტო აქ მოტანილი საეკლესიო წესებისა და სხვადასხვა მოვლენის განმარტება დაგეხმარება, არამედ კრებულში თავმოყრილი სადისკუსიო მასალებიც დიდად წაგადგებგა და ორ მოპაექრე მხარეს შორის მტყუან-მართლის გარჩევაც არ გაგიჭირდება.
წიგნის პირველი ნაწილი ეძღვნება ნათლისღების საიდუმლოს, მისი შესრულების კანონიკურ და არაკანონიკურ ფორმებს; მეორე ნაწილი - 17-ე საუკუნის რუსეთის საეკლესიო რეფორმას და მის შედეგებს როგორც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისთვის, ასევე მსოფლიო მართლმადიდებლობისთვის; მესამე ნაწილი კი მთლიანად ეძღვნება ეკლესიის უძლეველობას.
ჭეშმარიტი ქრისტიანული სიყვარულით უძღვნის ამ წიგნს ძველმართლმადიდებლური ეკლესიის არქიეპისკოპოსი პავლე (ხორავა) წმიდა სარწმუნოების გზაზე შემდგარ ყოველ მართლმადიდებელს.
წიგნი გამოიცა ძველმართლმადიდებელ ქრისტეანთა შემოწირულობით.
თავი IX
___________________________________________________________________________________________________________________________________
10. ორთითიანი წყობა მოციქულთა დროის ქრისტეანულ ძეგლებში (I ს.)
ისტორია, როგორც უკვე ვთქვით, არანაირ ცნობას არ გვაწვდის თითების წყობის ფორმაზე, რომლითაც პირველი ქრისტეანები პირჯვარს გამოისახავდნენ საკუთარ თავზე, რის გამოც ჩვენი დროის ზოგიერთი ავტორიტეტული მეცნიერი თავის მეცნიერულ კვლევა-ძიებას აგებს იმ ვარაუდებზე, თითქოსდა პირვანდელი ფორმა პირჯვრისწერისა ერთი თითი ყოფილიყო, რაც შემდეგ ორი თითით და ბოლოს ეს უკანასკნელიც გვიანდელი სამი თითით შეიცვალა, რომელიც დღემდე შერჩა ბერძნულ და რუსულ გაბატონებულ ეკლესიებს.
არ შევდივართ რა ამ ჰიპოთეზის დეტალურ განხილვაში, აუცილებლად მიგვაჩნია შევნიშნოთ, რომ ის მეტად არასრული და უსუსურია, რაც უკვე შეამჩნია ზოგიერთმა მეცნიერმაც. მაგალითად, წმ. იოანე ოქროპირზე, ნეტ. იერონიმეზე და სხვა წმიდა მამებზე დაყრდნობით ამტკიცებენ რა IV ს.-ში ერთი თითით პირჯვრისწერის ჩვეულების არსებობას, მკვლევრები აწყდებიან წმ. კირილე იერუსალიმელის მოწმობასაც, რომელიც იმავე IV საუკუნეში ცხოვრობდა, მაგრამ რომელიც პირჯვრის გადაწერას გვასწავლის არა თითით (როგორც უნდათ ეს დაინახონ ამგვარმა მეცნიერ-მკვლევრებმა), არამედ "თითებით". გარდა ამისა, თვით მამათა თხზულებების თარგმანებში, რასაც ეფუძნება საკუთრივ ერთი თითით პირჯვრისწერის არსებობის თეორია, შეიმჩნევა დიდი წინააღმდეგობა: წმ. მამის ერთი და იგივე გამონათქვამი ნათარგმნია სხვადასხვანაირად.
სანიმუშოდ ავიღოთ წმ. იოანე ოქროპირის ცნობილი გამონათქვამი, რომელიც მოთავსებულია მათეს სახარების 54-ე ჰომილიაში, სადაც ლაპარაკია საკუთარ თავზე ჯვრის გამოსახვის შესახებ. იოანე ოქროპირის აკადემიურ გამოცემაში წერია: "... არა მხოლოდ თითით" ("...не просто перстом"), მაშინ როდესაც ღვთისმეტყველების მაგისტრმა დიაჩენკომ, რომელიც მისდევდა ორიგინალის სიზუსტეს, გადათარგმნა: "თითებით". "არა მარტო თითებით გვმართებს ვქმნათ ბეჭედი ჯვარი", - ამბობს ის იოანე ოქროპირის სიტყვებით თავის წიგნში "Уроки и примеры христианской надежды" (1894. С. 318).
მეცნიერ-მკვლევართა მსგავსი ურთიერთწინააღმდეგობა შთაგვაგონებს ფრთხილად ყოფნას მათი ვარაუდებისა და დასკვნებისადმი და მათ სამართლიანობაში გვაეჭვებს, რადგან ისინი ვერ გვაძლევენ საკვლევი საგნის მართებულ განმარტებას. ჩვენი აზრით, ჯვრის გადასაწერი თითების წყობის ყოველმხრივი კვლევისთვის, აუცილებელია ვხელმძღვანელობდეთ არა მარტო წერილობითი, არამედ ქრისტეანული ხელოვნების ძეგლების ნივთიერი მტკიცებულებებითაც, რაც თავისებური ისტორიაა და უფრო მეტად დაგვეხმარება, სრულიად გავაშუქოთ საკითხი ძველქრისტეანულ ეკლესიაში პირჯვრის საწერი თუ კურთხევის გასაცემი ამა თუ იმ წესის არსებობის შესახებ.
ქრისტეანული ხელოვნების უძველეს ძეგლებია ქრისტე მაცხოვრის, ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის, წმ. ანგელოზთა და ქრისტეან მოწამეთა წმიდა გამოსახულებები, ასევე ძველი და ახალი აღთქმის საღმრთო ისტორიის მოვლენათა ამსახველი გამოსახულებები, რომლებიც უმეტესწილად გადანახულია კატაკომბებში, სადაც წარმართი ხელისუფლების თვალთვალსა და დევნულებას გაქცეული პირველი საუკუნეების ქრისტეანობა თავის ლოცვებსა და საგალობლებში ადიდებდა უფალს. პირჯვრის საწერ და კურთხევის გასაცემ თითების წყობას მჭიდროდ უკავშირდება ხატწერითი გადმოცემებიც, რომლებიც, ასევე, ქრისტეანული ხელოვნების ძეგლებს განეკუთვნება.
ძველი ღვთისმოშიში გადმოცემა პირველ ხატმწერად ლუკა მახარობელს ასახელებს. მისმა ფუნჯმა პირველად გამოსახა ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატი, რომელსაც ხელში დაუსაბამო ყრმა უპყრია, და ამგვარად ხატწერის პროტოტიპი გახდა. ამ გადმოცემის მნიშვნელობა ღრმავდება კიდევ იმით, რომ წმ. ლუკა, როგორც ქრისტე მაცხოვრის უშუალო მოწაფე, თვითმხილველი იყო მისი მიწიერი ცხოვრებისა, ქადაგებებისა და სასწაულებისა, და ცხადია, მას უეჭველად ნანახი ჰქონდა თითების წყობის ის სახე, რომლითაც მაცხოვარი ჩვეულებრივ და ძალზედ ხშირად აკურთხებდა საკვებს ჭამის წინ, ასევე, ხალხს, თავის მოწაფეებს, რომლებიც შემდეგ, ცაში ამაღლების უწინარეს, აკურთხა. ეს ყოველივე ნანახი ჰქონდა წმიდა ხატმწერს, რაც ღვთაებრივი მოძღვრის ხატზე აღბეჭდა მისი მაკურთხებელი ხელის სახით.
სახარებიდან ვიცით, რომ იმავე წმ. ლუკა მახარობელმა და მისმა თანამეგზურმა კლეოპამ გზაში დამგზავრებულ უცნობში შეიცნეს მაცხოვარი სწორედ მისმიერი კურთხევის მეშვეობით (ლუკა 24:28-31). მათაც უამბეს სხვებს, რა შეემთხვათ გზაში და როგორ იცნეს იგი "პურის გატეხისას" (იქვე 24:35). ამიტომაც, სრულიად ბუნებრივია, რომ წმ. ლუკამ, გამოხატავდა რა ღვთისმშობელს ყრმა ქრისტესთან ერთად მაკურთხებელი ხელით, მის თითებს მისცა ის წყობა, რომელსაც, ჩვეულებრივ, ხედავდა მაცხოვარზე და რომლის მეშვეობითად იცნო იგი აღდგომის შემდეგ ემაუსში. როგორია ეს თითთაწყობა?
ისტორია, როგორც უკვე ვთქვით, არანაირ ცნობას არ გვაწვდის თითების წყობის ფორმაზე, რომლითაც პირველი ქრისტეანები პირჯვარს გამოისახავდნენ საკუთარ თავზე, რის გამოც ჩვენი დროის ზოგიერთი ავტორიტეტული მეცნიერი თავის მეცნიერულ კვლევა-
არ შევდივართ რა ამ ჰიპოთეზის დეტალურ განხილვაში, აუცილებლად მიგვაჩნია შევნიშნოთ, რომ ის მეტად არასრული და უსუსურია, რაც უკვე შეამჩნია ზოგიერთმა მეცნიერმაც. მაგალითად, წმ. იოანე ოქროპირზე, ნეტ. იერონიმეზე და სხვა წმიდა მამებზე დაყრდნობით ამტკიცებენ რა IV ს.-
სანიმუშოდ ავიღოთ წმ. იოანე ოქროპირის ცნობილი გამონათქვამი, რომელიც მოთავსებულია მათეს სახარების 54-
მეცნიერ-
ქრისტეანული ხელოვნების უძველეს ძეგლებია ქრისტე მაცხოვრის, ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის, წმ. ანგელოზთა და ქრისტეან მოწამეთა წმიდა გამოსახულებები, ასევე ძველი და ახალი აღთქმის საღმრთო ისტორიის მოვლენათა ამსახველი გამოსახულებები, რომლებიც უმეტესწილად გადანახულია კატაკომბებში, სადაც წარმართი ხელისუფლების თვალთვალსა და დევნულებას გაქცეული პირველი საუკუნეების ქრისტეანობა თავის ლოცვებსა და საგალობლებში ადიდებდა უფალს. პირჯვრის საწერ და კურთხევის გასაცემ თითების წყობას მჭიდროდ უკავშირდება ხატწერითი გადმოცემებიც, რომლებიც, ასევე, ქრისტეანული ხელოვნების ძეგლებს განეკუთვნება.
ძველი ღვთისმოშიში გადმოცემა პირველ ხატმწერად ლუკა მახარობელს ასახელებს. მისმა ფუნჯმა პირველად გამოსახა ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატი, რომელსაც ხელში დაუსაბამო ყრმა უპყრია, და ამგვარად ხატწერის პროტოტიპი გახდა. ამ გადმოცემის მნიშვნელობა ღრმავდება კიდევ იმით, რომ წმ. ლუკა, როგორც ქრისტე მაცხოვრის უშუალო მოწაფე, თვითმხილველი იყო მისი მიწიერი ცხოვრებისა, ქადაგებებისა და სასწაულებისა, და ცხადია, მას უეჭველად ნანახი ჰქონდა თითების წყობის ის სახე, რომლითაც მაცხოვარი ჩვეულებრივ და ძალზედ ხშირად აკურთხებდა საკვებს ჭამის წინ, ასევე, ხალხს, თავის მოწაფეებს, რომლებიც შემდეგ, ცაში ამაღლების უწინარეს, აკურთხა. ეს ყოველივე ნანახი ჰქონდა წმიდა ხატმწერს, რაც ღვთაებრივი მოძღვრის ხატზე აღბეჭდა მისი მაკურთხებელი ხელის სახით.
სახარებიდან ვიცით, რომ იმავე წმ. ლუკა მახარობელმა და მისმა თანამეგზურმა კლეოპამ გზაში დამგზავრებულ უცნობში შეიცნეს მაცხოვარი სწორედ მისმიერი კურთხევის მეშვეობით (ლუკა 24:28-

ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სმოლენსკის ხატი, რომელიც, გადმოცემის მიხედვით დაწერილია წმ. მახარობელ ლუკას მიერ
ქრისტეანული მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში არსებულ ყველა ხატზე, რომელიც მიეწერება ლუკა მახარობელს და რომელზეც, ცხადია, მაცხოვარი გამოხატულია მაკურთხებელი თითებით, ყრმა მაცხოვარს თითები შეკრული აქვს ორთითიანი წყობით, ანუ სამი თითი -
მაგრამ აქ ბუნებრივად იბადება კითხვა: სამართლიანია თუ არა გადმოცემა, რომ წმ. მახარობელმა დაწერა ღვთისმშობლის ხატი, და თანაც არაერთი? ფლობდა თუ არა წმ. ლუკა ხატმწერის ხელოვნებას? ხომ არ არის ეს მხოლოდ ღვთისმოსავი ლეგენდა? მოდი, გავერკვეთ ამ საკითხში. ეკლესიის გადმოცემები, რომლებიც მთელი ქრისტეანული ისტორიის განმავლობაში, საუკუნიდან საუკუნეში გადმოიოდა, შეუძლებელია უარყოფილ იქნას; ასევე შეუძლებელია მათ ისტორიულ უტყუარობაში ეჭვის შეტანა მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი გადმოცემებია, რომელთაც არ გააჩნია წერილობითი დადასტურებანი.
ჩვენ ვიცით ქრისტეანული რელიგიის მრავალი ჭეშმარიტება, რომელიც მხოლოდ გადმოცემამ შემოგვინახა, მაგრამ ამის გამო მათ სულაც არ დაუკარგავთ ისტორული სინამდვილის ფასი. წმიდა ბასილი დიდს მოჰყავს ეკლესიის მთელი რიგი უმნიშვნელოვანესი გადმოცემები, რომლებსაც აქვს ქრისტეანული თაობების ერთადერთი "ცოხცალი" მოწმობანი, რომლებიც მემკვიდრეობითად გადმოეცემოდა ეკლესიის თაობებს, როგორც დაუწერელი ჭეშმარიტებანი. და ერთ-
სწორედ ამ "ცოცხალმა" ისტორიამ შემოგვინახა გადმოცემა წმ. ლუკა მახარობლის, როგორც პირველი ხატმწერის შესახებ. ამ გადმოცემის საყოველთაოობა, რომელიც არსებობს თითქმის ყველა ქრისტეანულ ქვეყანაში, ამტკიცებს, რომ ის არ არის უაზრო ლეგენდა ან ვიღაცის ფანტაზიის ნაყოფი, არამედ სწორედ ის ეჭვშეუვალი ჭეშმარიტებაა, რომელმაც ჩვენამდე "დაუწერლად" მოაღწია, რომელმაც გაუძლო ასწლეულებს და ათასწლეულებსაც კი და ამის მიუხედავად, არ დაუკარგავს თავისი მშვენება და სილამაზე.

ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ტიხბინის ხატი, რომელიც, გადმოცემის მიხედვით დაწერილია წმ. მახარობელ ლუკას მიერ
მოდი, თვალი მივადევნოთ ისტორიულ ცნობებს წმ. ლუკა მახარობლის, როგორც ხატმწერის შესახებ. მის სამხატვრო მოღვაწეობას პირველად ახსენებს VI ს-ის ისტორიკოსი თეოდორ წიგნისმკითხველი, რომელიც გვაუწყებს, რომ იმპერატრიცა ევდოკიამ პულქერიას იერუსალემში გაუგზავნა ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატი, რომელიც დაწერილი იყო ლუკა მახარობლის მიერ (Московские Церковные Ведомости. 1900. № 4); ეს მოვლენა, მოხდა დაახლოებით V საუკუნეში.
თხზულებებში, რომელიც წმ. იოანე დამასკელს მიეწერება, არაერთხელ არის ნახსენები ხატი, რომელიც ლუკა მახარობლის მიერ ყოფილა დაწერილი. მეტაფრასტი, X ს-ის მწერალი, ლუკა მახარობლის ცხოვრების აღწერისას გვამცნებს, რომ ამ უკანასკნელს დაუწერია ქრისტეს და ღვთისმშობლის ხატები. ბოლონიის ანალებში (XII ს.) გადმოცემულია, რომ ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ბოლონიის ხატი დაწერილია ლუკა მახარობლის მიერ და აქ კონსტანტინოპოლიდან ჩამოუტანია ერთ ბერძენს.
XIV ს-ის მწერალი ნიკიფორე კალისტე არაერთხელ ლაპარაკობს მაცხოვრისა და ღვთისმშობლის წმ. ლუკას მიერ დაწერილ ხატებზე. მისი თქმით წმ. ლუკა პროფესიით იყო ექიმი, მაგრამ ძალზე დახელოვნებული ფერწერაში. ნიკიფორეს თქმით მან პირველმა დაწერა ფერწერულად ქრისტე და ღმრთივსაკადრისად მისი მშობელი დედა, შემდეგ კი მოციქულთა თავნი და აქედან ეს ღვთისმოსავი და ღირსპატივდებული საქმე მთელ მსოფლიოს მოედო (Каллист Н. История. Т.Н. Гл. 43).
სხვა ადილას ნიკიფორე კალისტე იუწყება, რომ პულხერიამ, რომელსაც, თეოდორე წიგნისმკითხველის ცნობით, ღვთისმშობლის ხატი გაუგზავნეს, ააგო სამი ტაძარი და მათ შორის მათი ტაძარი Οδηνων, სადაც დააბრძანეს მისთვის ანტიოქიიდან გამოგზავნილი ხატი, რომელიც ღვთაებრივმა მახარობელმა ლუკამ საკუთარი ხელით დაწერა, როდესაც ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი ჯერაც ცოცხალი იყო. მას მადლობა გადაუხდია ხატმწერისთვის მისი მშვენიერი ნაწარმოებისთვის (Он же. Указ. соч. Кн. XIV и XV).
ამ გადმოცემამ ბერძნულ ხატმწერლობით დედანშიც შეაღწია და აისახა წმ. ლუკას გამოსახულებაზე. "წმ. ლუკა - ნათქვამია მასში, - ახალგაზრდა, თმები დახვეული, წვერი მცირე, ხატავს ღვთისმშობელს".
"უეჭველია, - ამბობს ამასთან დაკავშირებით პროფ. ნ. ვ. პოკროვსკი (1848-1917), - რომ გამოსახულების უკანასკნელი ნიშანი პირდაპირ მიუთითებს დედნის შედგენისას ცოცხლად შენახულ გადმოცემაზე, რომ წმ. ლუკას დაწერილი აქვს ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატები" (Покровский Н.В. Сийский иконописный подлинник. С. 55).
წმ. ლუკა მახარობლის, როგორც ხატმწერის შესახებ ისტორიული ცნობების მიმოხილვის ბოლოს მოვიყვანთ ჩვენი დროის ავტორიტეტული მეცნიერის, იმავე პროფ. პოკროვსკის აზრს, რომელიც სრულ თანხმობაშია ისტორიულ თქმულებებთან და საეკლესიო გადმოცემასთან და მოცემული საკითხის ასეთ გადაწყვეტას გვთავაზობს: "ყველაზე უბრალო და ისტორიული კრიტიკის დამაკმაყოფილებელი განმარტება უნდა მდგომარეობდეს შემდეგში: ჯერ ერთი, თუ არ არსებობს არავითარი ისტორიული შეუთავსებლობა ამ გადმოცემის არსში, და მეორეც, თუკი სანდო წყაროები ერთხმად აღიარებენ, რომ ლუკა მახარობელი იყო ხატმწერი და წერდა ხატებს, მაშინ არ გვაქვს არავითარი საფუძველი, უარვყოთ ამ გადმოცემის სინამდვილე და თანახმანი ვართ ძირითად საფუძვლებში ვაღიაროთ ის ჭეშმარიტად" (Покровский Н. Сийский... . С. 60).
ამრიგად, საყოველთაო გადმოცემის, ისტორიული თქმულებებისა და ავტორიტეტულ მეცნიერთა გამოხმაურებების მიხედვით შეიძლება ვამტკიცოთ, რომ წმ. ლუკა ნამდვილად იყო ხატმწერი - მან დაწერა ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის რამდენიმე ხატი, რომლებიც დღეს ქრისტეანული სამყაროს სხვადასხვა ადგილას არის დაცული.
თხზულებებში, რომელიც წმ. იოანე დამასკელს მიეწერება, არაერთხელ არის ნახსენები ხატი, რომელიც ლუკა მახარობლის მიერ ყოფილა დაწერილი. მეტაფრასტი, X ს-
XIV ს-
სხვა ადილას ნიკიფორე კალისტე იუწყება, რომ პულხერიამ, რომელსაც, თეოდორე წიგნისმკითხველის ცნობით, ღვთისმშობლის ხატი გაუგზავნეს, ააგო სამი ტაძარი და მათ შორის მათი ტაძარი Οδηνων, სადაც დააბრძანეს მისთვის ანტიოქიიდან გამოგზავნილი ხატი, რომელიც ღვთაებრივმა მახარობელმა ლუკამ საკუთარი ხელით დაწერა, როდესაც ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი ჯერაც ცოცხალი იყო. მას მადლობა გადაუხდია ხატმწერისთვის მისი მშვენიერი ნაწარმოებისთვის (Он же. Указ. соч. Кн. XIV и XV).
ამ გადმოცემამ ბერძნულ ხატმწერლობით დედანშიც შეაღწია და აისახა წმ. ლუკას გამოსახულებაზე. "წმ. ლუკა -
"უეჭველია, -
წმ. ლუკა მახარობლის, როგორც ხატმწერის შესახებ ისტორიული ცნობების მიმოხილვის ბოლოს მოვიყვანთ ჩვენი დროის ავტორიტეტული მეცნიერის, იმავე პროფ. პოკროვსკის აზრს, რომელიც სრულ თანხმობაშია ისტორიულ თქმულებებთან და საეკლესიო გადმოცემასთან და მოცემული საკითხის ასეთ გადაწყვეტას გვთავაზობს: "ყველაზე უბრალო და ისტორიული კრიტიკის დამაკმაყოფილებელი განმარტება უნდა მდგომარეობდეს შემდეგში: ჯერ ერთი, თუ არ არსებობს არავითარი ისტორიული შეუთავსებლობა ამ გადმოცემის არსში, და მეორეც, თუკი სანდო წყაროები ერთხმად აღიარებენ, რომ ლუკა მახარობელი იყო ხატმწერი და წერდა ხატებს, მაშინ არ გვაქვს არავითარი საფუძველი, უარვყოთ ამ გადმოცემის სინამდვილე და თანახმანი ვართ ძირითად საფუძვლებში ვაღიაროთ ის ჭეშმარიტად" (Покровский Н. Сийский... . С. 60).
ამრიგად, საყოველთაო გადმოცემის, ისტორიული თქმულებებისა და ავტორიტეტულ მეცნიერთა გამოხმაურებების მიხედვით შეიძლება ვამტკიცოთ, რომ წმ. ლუკა ნამდვილად იყო ხატმწერი -

წმ. მახარობელ ლუკას ხატი
11. ორთითიანი წყობა II-
ქრისტეანობის პირველ საუკუნეებში ორი თითით პირჯვრისწერის კვლევის საკითხში აუცილებელია შევეხოთ ქრისტეანული ხელოვნების ძეგლებს, უპირატესად სკულპტურებს, ფრესკებს, მოზაიკებს და მათი გამოკვლევით შევეცადოთ, დავადგინოთ მისი არსებობის ფაქტი როგორც კატაკომბების, ასევე შემდგომი საუკუნეების პერიოდში.
ქრისტეანობის ძეგლთა უძველესი დამცველია ჭაღარა რომი თავისი ძველთაძველი ტაძრებით, კატაკომბებითა და მუზეუმებით. ქრისტეანობის ძველ დროში, როდესაც წარმართობა ჯერ კიდევ ძლიერი იყო და ყოველ ღონეს მიმართავდა, რათა მოედრიკა ახალშობილი ქრისტეანობა, ჯვარცმულის მიმდევრები იძულებულნი იყვნენ თავიანთი საკურთხევლები ეშენებინათ ე. წ. კატაკომბებში, რომლებიც ამავდროულად ქრისტეან მოწამეთა დაკრძალვის ადგილსაც წარმოადგენდა.
დღეისთვის რომში 60-მდე ამგვარი გამოქვაბული, ანუ კატაკომბია. მათ შესახებ უფრო დეტალურად ცოტა ქვემოთ ვისაუბრებთ, ახლა კი შევეხოთ წარმართობიდან ქრისტეანობისკენ გარდამავალი პერიოდის ქრისტეანული ხელოვნების ერთ შესანიშნავ ძეგლს. ეს გახლავთ მოციქულ პავლეს ქანდაკება, რომელიც ქრისტეანებმა იუპიტერის ქანდაკებიდან გადააკეთეს. გადაკეთება უმთავრესად შეეხო ქანდაკების თავსა და ხელებს: წარმართული ღმერთის განადგურებული თავის ადგილზე მიადგეს მთავარმოციქულის ბიუსტი, მარცხენა ხელში მოციქულს დააჭერინეს გასაღებები - "შეკვრისა და გახსნის" სიმბოლო, რომელიც ქრისტემ მისცა თავის მოციქულებს სიტყვისამებრ: "მოგცემ შენ ცათა სასუფევლის გასაღებს" (მათე 16:19).
ქრისტეანობის ძეგლთა უძველესი დამცველია ჭაღარა რომი თავისი ძველთაძველი ტაძრებით, კატაკომბებითა და მუზეუმებით. ქრისტეანობის ძველ დროში, როდესაც წარმართობა ჯერ კიდევ ძლიერი იყო და ყოველ ღონეს მიმართავდა, რათა მოედრიკა ახალშობილი ქრისტეანობა, ჯვარცმულის მიმდევრები იძულებულნი იყვნენ თავიანთი საკურთხევლები ეშენებინათ ე. წ. კატაკომბებში, რომლებიც ამავდროულად ქრისტეან მოწამეთა დაკრძალვის ადგილსაც წარმოადგენდა.
დღეისთვის რომში 60-

წმ. პეტრეს ქანდაკება რომში
პეტრეს მარჯვენა ხელი მაკურთხებლად არის შემართული, თანაც მოციქულის ხელის თითები, იმ დროს მიღებული კურთხევის წესით, შეკრულია ორთითიანი წყობით. ეს ქანდაკება დღემდე დაცულია რომში, წმ. მთავარმოციქულთა -
ახლა კი გადავიდეთ კატაკომბებზე. კატაკომბები -

IV საუკუნის რომაული სარკოფაგის ფრაგმენტი. მარცხნივ -
მაგრამ ქრისტეანულ სიძველეთა სიმდიდრით პირველ ადგილს იკავებს რომის კატაკომბები. რა თქმა უნდა, მათგან ჯერ ყველა როდია გამოკვლეული და შესწავლილი; შესაძლოა, ახლო მომავალი კიდევ არაერთ ისტორიულ სიმდიდრეს გამოგვიჩენს, რომლებიც საუკუნეებია კატაკომბთა სიბნელეშია მომწყვდეული და რომლებიც სულ სხვა შუქს მოჰფენს ძველი ქრისტეანობის ისტორიას. თანამედროვე არქეოლოგიურმა კრიტიკამ დაამტკიცა, რომ უძველესი ქრისტეანული გამოსახულებები, რომლებიც კატაკომბთა კედლებზე აღმოაჩინეს, ქრისტეანობის პირველ საუკუნეებს უკავშირდება. ამგვარი გამოსახულებების ნიმუშები აღმოჩენილია რომის კატაკომბებშიც, როგორიცაა, მაგალითად, ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის გამოსახულება ყრმით ხელში და კიდევ მესამე პირით, რომელიც აღმოაჩინეს პრისკილას კატაკომბში. ჯ. ბ. დე როსის (ასეა წიგნში -
კატაკომბების კედლები სავსეა საკმაოდ კარგად შენახული ფრესკებით, რომლებზეც წმიდა ისტორიის უმნიშვნელოვანესი მოვლენებია ასახული, განსაკუთრებით ქრისტე მაცხოვრის მიწიერი ცხოვრების ეპიზოდები. ჩვენი მიზნიდან გამომდინარე, შევეხებით ზოგიერთ მათგანს კატაკომბურ გამოსახულებებზე ქრისტე უმეტესწილად წარმოდგენილია ახალგაზრდა რომაელის სახით, რომელსაც აცვია ტუნიკი, ფეხებზე კი სანდლები. თავზე ნიმბი (ბრწყინვალება) არა აქვს, ისევე როგორც საერთოდ მთელს კატაკომბურ პერიოდში -

ჰერმეს მარცელინისა და პეტრეს კატაკომბების ფრესკები (III ს.). "ლაზარეს აღდგინება"
სწორედ ასეთად წარმოგვიდგება იგი ჰერმესის, მარცელინისა და პეტრეს კატაკომბებში (III ს.) -
სარკოფაგი (ბერძნ. σαρκοφαγος) -

დიდი ლატერანული სარკოფაგის ნაწილი, IV ს.
აი, ჩვენ წინაშეა "დიდი ლატერანული სარკოფაგის" ნაწილი (IV ს.) (Покровский Н. Памятники православной иконографии и искусства. С. 84-

ლატერანული სარკოფაგის ნაწილი, IV ს.
ასეთივე თითთაწყობით არის გამოსახული პილატეს სამსჯავროს წინაშე მდგომი მაცხოვარი ლუცინას კატაკომბებში (იქვე, გვ. 82), ე. წ. "მცირე" ლატერანულ სარკოფაგზე (იქვე, გვ. 86) და ასევე მრავალ სხვა სარკოფაგზე, რომლებიც დაცულია ქრისტეანული სამყაროს სხვადასხვა მუზეუმში.

ტრივულცის ავორიუსი, IV ს.
მაცხოვრის საფლავთან მჯდომი ანგელოზი მენელსაცხებლე დედებისკენ იშვერს მარჯვენას მარკურთხებელი ორი თითით და აუწყებს მათ მაცხოვრის მკვდრეთით აღდგომის სასიხარულო ცნობას.
მენელსაცხებლე დედები სიხარულით და თრთოლით ემხობიან ზეციური მახარობლის წინაშე და ჩქარობენ ქრისტეს სიკვდილით დამწუხრებული მოწაფეების გახარებას -
მაცხოვრის მაკურთხებელ ხელზე ორთითიანი წყობის გამოხატვა მეტად მკაფიოდ აჩვენებს, რომ ასეთი თითთაწყობა საყოველთაოდ თუ არა, საკმაოდ გავრცელებული მაინც იყო პირველ საუკუნეებში, რამეთუ, ჩვეულებისამებრ, ნივთიერ ძეგლებში გამოისახება ის, რასაც შეიცავს მოცემული დროება და უეჭველად მართებულად და მაცხოვნებლად მიიჩნევა ამ პერიოდში. გადმოცემა ორი თითით ჯვრის გამოსახვისა და კურთხევის გაცემის შესახებ ქრისტეანთა შორის არსებობდა მოციქულთა დროიდან და ამიტომაც ის გამოისახებოდა სწორედ ხელოვნების ძეგლებზე, როგორც წმ. ღმერთშემოსილ ქადაგთა პატივდებული გადმოცემა.
წერილობით ძეგლებშიც საკმაო მითითებებს ვპოულობთ იმისას, რომ IV ს. ქრისტეანებში არსებობდა საკუთარ თავზე თითებით (და არა თითით, როგორც ამის დანახვა სურს წარსულის ზოგიერთ მკვლევარს) ჯვრის გამოსახვის ჩვეულება. როგორი იყო ეს თითთაწყობა? ქრისტეანული ხელოვნების ძეგლებმა გვიჩვენა, რომ ეს ორთითიანი წყობაა, და არა რომელიმე სხვა. ამგვარი მოწმობა გვაქვს წმ. კირილე იერუსალიმელთან, რომელიც ცხოვრობდა IV საუკუნეში (გარდ. 386 წ.). თავის "მაცხოვნებელ ქადაგებებში" ის ასე მსჯელობს ჯვრის გამოსახვის შესახებ: "ნუ შეგვრცხვება აღიარება ჯვარცმულისა და თითებით აშკარად ვქმნათ ბეჭედი ჯვარი ... შუბლზე და ყოველივეზე".
ისტორიულ მიმართებაში ამ მოწმობას საკმაოდ დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან ანგრევს ზოგიერთი მეცნიერის აზრს ან ჰიპოთეზას, რომლებიც ამტკიცებენ, თითქოსდა ერთი თითით პირჯვრისწერა არსებობდა IV საუკუნეში. მსგავსი მტკიცებულებების მერყეობა ნათელი ხდება ქრისტეანული კულტურისა და დამწერლობის ჩვენს მიერ დამოწმებული ძეგლების მეშვეობით. ეს ვითარება ძლიერდება კიდევ იმით, რომ ერთი თითით პირჯვრისწერა, პროფ. კაპტერევის მოწმობით, "მოიფიქრეს მწვალებელმა იაკობიტებმა", რომლებიც გამოჩნდნენ V საუკუნეში (Каптерев Н.Ф. Патриарх Никон и его противники. С. 87).
IV ს-
ამგვარად, ქრისტეანობის პირველი ოთხი საუკუნის განმავლობაში ორი თითით ჯვრის გამოსახვის ჩვეულება უეჭველია; მის კვალს ვხედავთ ქრისტეანული ხელოვნებისა და დამწერლობის მრავალრიცხოვან ძეგლებში, რაც ნაწილობრივ არის დამოწმებული წინამდებარე მიმოხილვაში. ორთითიანი წყობის არსებობაზე V და მომდევნო საუკუნეების ქრისტეანულ ეკლესიაში მომდევნო თავში ვისაუბრებთ.

მილანის დიპტიქის ნაწილი. V ს.

მელესაცხებლე დედები უფლის საფლავთან. ავორიუსი. დაახლ. 400 წ.

მენელსაცხებლე დედები უფლის საფლავთან. ამპულა VI-
12. ორთითიანი წყობა V-IX საუკუნეების ქრისტეანულ ძეგლებში
გადავდივართ რა ჩვენს გამოკვლევებში მეოთხე საუკუნის მიჯნას და განვიხილავთ რა V საუკუნის ქრისტეანული ხელოვნების ნივთიერ ძეგლებს, აქ ორთითიანი წყობის საკმაოდ შესამჩნევ ნაკვალევს ვპოულობთ. მართალია, ამ პერიოდის ძეგლები არც ისე მრავალრიცხოვანია, მაგრამ, მიუხედავად ამისა, საკმარისია იმისთვის, რათა გააშუქოს ჩვენთვის საინტერესო საკითხის ისტორიული წარსული.
კატაკომბური პერიოდის სარკოფაგებს, ავორიუსებსა და ფრესკებს, რომელთა შესახებაც ჩვენ უკვე პირველი ოთხი საუკუნის ქრისტეანული ძეგლების მიმოხილვისას ვილაპარაკეთ, ამჯერად ძველქრისტეანული ხელოვნების სხვა სახის ნიმუშები ცვლის, რომელთაც "დიპტიქები" ეწოდებათ.
დიპტიქი - ეს არის ერთმანეთთან შეერთებული ორნაწილიანი დასაკეცი ხატი, ანუ ორკარედი, რომელსაც, ჩვეულებისამებრ, ამზადებდნენ ან სპილოს ძვლისგან, ან ხისგან, ზოგჯერ მეტალისგანაც. მათი შიდა ნაწილი განკუთვნილი იყო ამა თუ იმ ჩანაწერების გასაკეთებლად, ხოლო გარეთა ნაწილი მორთული იყო სხვადასხვა რელიეფური, უპირატესად, რელიგიური ხასიათის გამოსახულებებით. შიდა ნაწილში, რომელიც დაფარული იყო სანთლის და მასტიკის თხელი ფენით, წერდნენ მკვეთრი სტილით, ხოლო, თუ სანთლის ნაცვლად პერგამენტს აკრავდნენ, მაშინ მასზე წერდნენ ე. წ. "ეგვიპტური" ლერწმით. ბერძნულ-რომაულ სიძველეებში დიპტიქებმა გადაინაცვლა ქრისტეანულ საეკლესიო ტრადიციაშიც, სადაც მათზე წერდნენ ცოცხალთა და გარდაცვლილ ნათესავთა სახელებს ლიტურგიაზე მოსახსენიებლად. ზოგიერთი მეცნიერის აზრით, სწორედ აქედან იღებს სათავეს სინოდიკონები, ანუ მოსახსენიებლები, რომლებიც დღეს ასე გავრცელებულია საეკლესიო პრაქტიკაში.
ამგვარი დიპტიქების არცთუ მცირე რაოდენობაა შემონახული ჩვენს დრომდე. მათი გარეგანი მხარის რელიეფური გამოსახულებების მიხედვით შეიძლება ვილაპარაკოთ იმ დროინდელი ყოფიერების თავისებურებებზე, და კერძოდ, პირჯვრის საწერი და კურთხევის გასაცემი თითების წყობის შესახებაც.
გადავდივართ რა ჩვენს გამოკვლევებში მეოთხე საუკუნის მიჯნას და განვიხილავთ რა V საუკუნის ქრისტეანული ხელოვნების ნივთიერ ძეგლებს, აქ ორთითიანი წყობის საკმაოდ შესამჩნევ ნაკვალევს ვპოულობთ. მართალია, ამ პერიოდის ძეგლები არც ისე მრავალრიცხოვანია, მაგრამ, მიუხედავად ამისა, საკმარისია იმისთვის, რათა გააშუქოს ჩვენთვის საინტერესო საკითხის ისტორიული წარსული.
კატაკომბური პერიოდის სარკოფაგებს, ავორიუსებსა და ფრესკებს, რომელთა შესახებაც ჩვენ უკვე პირველი ოთხი საუკუნის ქრისტეანული ძეგლების მიმოხილვისას ვილაპარაკეთ, ამჯერად ძველქრისტეანული ხელოვნების სხვა სახის ნიმუშები ცვლის, რომელთაც "დიპტიქები" ეწოდებათ.
დიპტიქი -
ამგვარი დიპტიქების არცთუ მცირე რაოდენობაა შემონახული ჩვენს დრომდე. მათი გარეგანი მხარის რელიეფური გამოსახულებების მიხედვით შეიძლება ვილაპარაკოთ იმ დროინდელი ყოფიერების თავისებურებებზე, და კერძოდ, პირჯვრის საწერი და კურთხევის გასაცემი თითების წყობის შესახებაც.

მილანის დიპტიქის ნაწილი V ს.
აი, ჩვენს წინაშეა "მილანის" დიპტიქის (V ს.) ნაწილი, რომელზეც გამოსახულია სახარებისეული ისტორიის ერთ-
ამ მტკიცებულების სამართლიანობას ადასტურებს თვით გაბატონებული ეკლესიის ზოგიერთი განსწავლული მღვდელმთავარიც, თუმცა ცდილობენ, ეს ახსნან საკუთარი თვალთახედვით. V საუკუნეში, როგორც ცნობილია, გაჩნდა "მონოფიზიტობა" თავისი სწავლებით, რომლის მიხედვითაც, იესუ ქრისტეში იყო მხოლოდ ერთი ბუნება (ბერძნ. "მონო" – ერთი, "ფიზის" – ბუნება), დოგმატიკური თვალსაზრისი, რომლის მიხედვითაც ქრისტეს აქვს ერთი, ღვთაებრივი ბუნება და უარყოფილია მეორე – ადამიანური, რასაც არ აღიარებენ დიოფიზიტები (ორბუნებიანობა), ანუ მართლმადიდებლები -

უფალი ყოვლისმპყრობელი. წმ. ეკატერინეს სახელობის მონასტერი. VI ს.
მივყვეთ თანმიმდევრულობის სისტემას და გადავიდეთ VI ს-
____________
28. აშკარად ორთითიან კურთხევას (და არა ორატორულ ჟესტს) წარმოაჩენს რავენას ეროვნულ მუზეუმში დაცული ე. წ. მურანოს დიპტიქი (V ს.), რომელიც შესრულებულია სპილოს ძვალზე (Джузеппе Бовини. Равенна. Искусство и история. Изд. Лонго. Равенна. 105). ამ დიპტიქის ცენტრალური ფიგურა (ქრისტე) გამოსახულია უწვეროდ და შემართული აქვს ორი თითი. მის ირგვლივ გამოსახულ სხვადასხვა სიუჟეტებზეც ასევე მოცემულია ორთითიანი ჟესტიკულაცია. ზემოთ მოტანილი განმარტებების მიხედვით, შესაძლოა, ვივარაუდოთ, რომ აქ გამოსახულ ფიგურებს თითები შემართული აქვთ ორატორულ ჟესტად. მაგრამ ერთ-
____________

ქრისტეს საუბარი სამარიტელ დედაკაცთან. აპოლინარი ახლის სახელობის ტაძრის მოზაიკა. რავენა. VI ს.
მოზაიკა არის სხვადასხვა ფერის მყარი შუშის კუბიკებისგან შემდგარი როგორც ცალკეული ფიგურების, ასევე მთელი გამოსახულებების შექმნის ხელოვნება. მათ აწებებენ რაიმე სწორ ზედაპირზე: კედელზე, ჭერზე და ა. შ. ეს ხელოვნება ცნობილი იყო ჯერ კიდევ შორეულ, ქრისტეანობამდელ დროში და შემდეგ თანდათანობით გადმოვიდა ქრისტეანულ ეკლესიაშიც, სადაც მან ფართო გამოყენება პოვა წმიდა ისტორიის სხვადასხვა მოვლენის ასახვაში.

უფალი ყოვლისმპყრობელი. მარიამ დიდის (სანტა მარია მაჯორე) ეკლესიის მოზაიკა. რომი. V ს.
რომში, კონსტანცისა და პუდენციანის ეკლესიებში დღემდეა შენარჩუნებული IV საუკუნის მოზაიკა, ასევე მარიამ დიდის ტაძარში, რომელიც განეკუთვნება V საუკუნეს. მაგრამ ამ ხელოვნების უმთავრეს ძეგლად მიჩნეულია აპოლინარი ახლის ტაძრის მოზაიკა რავენაში, რომელიც აშენებულია 553-
ამ ეკლესიის ცალკეული მოზაიკური გამოსახულებებიდან ყურადღებას იპყრობს შემდეგი: "მაცხოვრის მიერ განრღვეულის განკურნება", რომელიც ტაძრის სახურავიდან არის ჩამოშვებული; "ქრისტე, მოწაფეებთან ერთად" და "მოციქულ პეტრეს უარყოფა კაიაფას ეზოში იესუ ქრისტეს ვნების ღამეს". ყველა ამ მოზაიკაზე ქრისტე გამოსახულია საკმაოდ მკაფიო ორთითიანი თითების წყობით" (Покровский Н.В. Памятники... . С. 127) (29).
____________
29. "საყურადღებოა, -
____________
ჩვენს ტაძრებშიც არის დაცული წმ. ბასილი დიდის, გრიგოლ ღვთისმეტყველის, დიონისე არეოპაგელის, ნიკოლოზ მირონ-
VI საუკუნეს განეკუთვნება ბიზანტიაში ნახატებიანი სახარებების გამოჩენა, რომელშიც ქრისტეანულ ხელოვნებას სურდა თვალსაჩინოდ გადმოეცა სახარებისეული ისტორიის გადმოცემა ფერწერული ხელოვნების მეშვეობით. აქაც იგივე ხდება, რაც გვხვდება ამ საუკუნის ფრესკებსა და მოზაიკებზე. ესენია მაცხოვრის იგავთა, სასწაულთა და მისი მიწიერი ცხოვრების უმნიშვნელოვანესი მომენტების გამოსახულებები. ამ სახის ერთ-
პროფ. პოკროვსკიმ თავის ნაბეჭდ ნაშრომში ამ ძეგლის განხილვისას მისი რამდენიმე გამოსახულებაც გადმოიტანა, რომელთა შორისაც ერთ-

წმიდა სოფიის ტაძრის მოზაიკა. კონსტანტინოპოლი. VI ს.
თავს უფლებას მივცემთ, შევჩერდეთ VI საუკუნის კიდევ ერთ მეტად საინტერესო ძეგლზე. ეს არის "მოციქულებზე სულიწმიდის გარდამოსვლის" გამოსახულება, რომელიც კონსტანტინოპოლის სოფიაწმიდის ტაძრის ერთ-
______________
30. კონცენტრი (გეომეტრ.) -
______________
ამ ძეგლის მოწმობა ძალიან ფასეულია მისი ისტორიული მნიშვნელობის თვალსაზრისით, რადგან წმ. სოფიის ტაძარი არა მარტო კონსტანტინოპოლის უმთავრესი ტაძარი გახლდათ, არამედ მთელი საბერძნეთისა და აღმოსავლეთის უმნიშვნელოვანესი სიწმიდეც იყო. აქ მსახურობდნენ აღმოსავლელი პატრიარქები, ამ ტაძარში იმყოფებოდნენ ცნობილი იმპერატორები, აქ იყრიდა თავს ქრისტეანობის გარეგანი ბრწყინვალება, ბიზანტიის მთელი თვალსაჩინო რელიგიური ძლიერება; ამაოდ როდი ბრძანებდა კონსტანტინოპოლიდან დაბრუნებული რუსეთის თავადი ვლადიმირი, რომ არ შეეძლო სიტყვებით გადმოეცა ამ ტაძრის სილამაზე. ყოველივე ამას ჩვენ იმიტომ აღვნიშნავთ, რომ წმიდა სოფიის ტაძრის გამოსახულებები შეუძლებელია მიეწეროს მხატვრის თვითნებობას ან თავისუფალ შემოქმედებას, რადგან აქ მკაცრად გამოისახებოდა ის, რაც მიიჩნეოდა სწორად და რასაც ეკლესია შეიცავდა იმ პერიოდში. მაშასადამე, VI საუკუნის კონსტანტინოპოლის ეკლესიაში პირჯვარს უდავოდ ორი თითით იწერდნენ და ორი თითითვე აკურთხებდნენ, რადგან ასეთი იყო გასული საუკუნეების პირდაპირი მემკვიდრეობა.
VI საუკუნეში ორთითიანი წყობის დამადასტურებელ ერთ-

მაცხოვრის გამოსახულება. VI ს.
"ეს გამოსახულება, -
როგორი თეორიებიც გინდ შექმნან, როგორი ჰიპოთეზებიც მოიფიქრონ -

იმპერატორ იუსტინიანე II-
თითების წყობის ისტორიის თანმიმდევრულობის თვალსაზრისით, VI საუკუნიდან VII საუკუნეში გარდამავალ საფეხურს წარმოადგენს რელიეფური გამოსახულებები, ე. წ. "ამპულები" - მეტალისა და თიხის ჭურჭელი (მათარები), რომელთაც პილიგრიმები და წმიდა ადგილთა მომლოცველები მოგზაურობისას "პალესტინური" ზეთის შესანახად იყნებდნენ. ასეთი "ამპულების" ყველაზე მეტი რაოდენობა ინახება მონცში, წმ. იოანეს ეკლესიაში და ლონგობარდიის დედოფლის თეოდალინდას მემკვიდრეობად მიიჩნევა. "ამპულების" გარეგანი კედელი, ჩვეულებრივ, მოხატულია რელიგიური ხასიათის გამოსახულებებით, უპირატესად სახარებისული მოვლენების სცენებით.

მონცის ამპულა. VII ს. დასაწყისი
ჩვენ მიერ აღებულ "მონცის ამპულაზე" შეიძლება ვნახოთ ორი ასეთი სახარებისეული მოვლენა: ზედა ნაწილში -
ოდნავ სხვა პირობებში იმყოფება ამ მხრივ VIII საუკუნე. ამ ასწლეულის ხატმწერლობითი ხელოვნების ძეგლებიდან მცირედი თუ შემორჩა ამ საუკუნეში მბორგავი ხატმებრძოლური მწვალებლობის გამო, რომლის მიმდევრებიც დევნიდნენ ხატებს და ხატმწერლობას, რაზეც უნდა გამოსახულიყო იგი. ხატმებრძოლობა აღმოცენდა VIII საუკუნის პირველ ნახევარში და გაგრძელდა IX საუკუნის თითქმის მეორე ნახევრამდე. ამ მოძრაობის გამომწვევი იყო ბერძენი იმპერატორი ლეონ II ისავრიელი (717-
პროფ. გოლუბინსკი თავის გამოკვლევებში თითების წყობის შესახებ სწორედ ასეთ დასკვნამდე მიდის, თუმცა, მის მიერ მიღებული სისტემის მიხედვით, საკითხს სხვა კუთხით აშუქებს. "IX საუკუნის მიწურულიდან, -
"ამა თუ იმ დრომდე" კი სწორედ VIII საუკუნეს გულისხმობს, რადგან თევდორე სტოდიელი ცხოვრობდა 759-
ხატმებრძოლობის ბობოქარი ტალღის გადავლის შემდეგ, რომელმაც პირისაგან მიწისა აღგავა ქრსიტეანული ხელოვნების ფასდაუდებელი ძეგლები, იკონოგრაფია კვლავ აღორძინდა და ქრისტეანული ტაძრები ისევ აღივსო ძვირფასი და ულამაზესი ხატებით. გამოჩნდა ხატმებრძოლებს გადარჩენილი ძველი ხატებიცა და მოზაიკური გამოსახულებებიც, ასევე, ძველქრისტეანული ხელოვნების სხვა ძეგლები. ქრისტეანული ხელოვნება კვლავ აღორძინდა.
IX საუკუნეში ხატმწერლობის გვერდით ვპოულობთ კიდევ მრავალ ნახატებიან ხელნაწერს, რომლებიც თავიანთი მხატვრული გაფორმებით შეიძლება განვაკუთვნოთ თავისი დროის ხელოვნების საუკეთესო ნიმუშებს. ამგვარი ხელოვნების საუკეთესო ძეგლად სამართლიანად მიიჩნევა "გრიგოლ ღვთისმეტყველის ჰომილიათა ბერძნული კოდექსი", რომელიც პარიზის ეროვნულ ბიბლიოთეკაშია დაცული. ხელოვნების როგორც ადრინდელი, ასევე თანამედროვე ისტორიკოსები საქებარ სიტყვებს არ იშურებენ ამ "კოდექსის" მხატვრული ღირებულებების გადმოცემისას.

წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი. მინიატურა
ეს ხელნაწერი, პროფ. კონდაკოვის თქმით, უეჭველად, მინიატურული ხელოვნების ერთ-
აქ იმდენად "კოდექსის" მინიატურის მხატვრული მხარე არ გვაინტერესებს (თუმცა მას თავისი ღირებულება გააჩნია), რამდენადაც მისი ისტორიული მნიშვნელობა IX საუკუნეში ორთითიანი წყობის არსებობის კვლევის საქმეში. ჩვენ მიერ აღებულ მინიატურაში წარმოდგენილია "ლაზარეს აღდგინება", მოვლენა, რომელიც მრავალჯერ არის გამოსახული ძველქრისტეანული ხელოვნების ძეგლებში, რის გამოც ზედმეტად მივიჩნევთ მის დეტალურ აღწერილობაზე შეჩერებას. ამ სახის ადრინდელი ძეგლებისგან განსხვავებით, ეს ძეგლი გამოირჩევა იმით, რომ "მკვდარი" ლაზარე დგას გამოქვაბულის და არა რომელიმე ნაგებობის -
განსახილველი "კოდექსის" მომდევნო მინიატურაში გამოსახულია სხვა სახარებისეული მოვლენა -
ამ თავს დავასრულებთ IX საუკუნის ქრისტეანული ხელოვნების ჩვენ მიერ დასახელებული ძეგლების მოკლე მიმოხილვით. მომდევნო თავებს კი მივუძღვნით ორთითიანი წყობის არსებობას X საუკუნიდან XVII საუკუნის ჩათვლით.
17