არქიეპისკოპოსი პავლე (ხორავა)
გზა - მართლად სავალი
გზა -
ნაწილი II
გრანდიოზული დივერსია
გრანდიოზული დივერსია
17-ე საუკუნის რუსეთის საეკლესიო რეფორმის მიზეზები და შედეგები მსოფლიო მართლმადიდებლობისთვის. ძველმართლმადიდებლობის დოგმატურ-კანონიკური და ისტორიულ-ლიტურგიკული გამართლება
მკითხველო, წინამდებარე წიგნი, რომლის ინტერნეტ-ვერსიასაც ჩვენს ოფიციალურ საიტზე გთავაზობთ, მართლმადიდებლური სარწმუნოების საძირკვლის გამაგრების, შენთვის ჭეშმარიტი ქრისტეანული გზის ჩვენებას ისახავს მიზნად. აქ თავმოყრილია დიდძალი კვლევითი მასალა, რომელიც ეხება დოგმატიკის, ლიტურგიკის, ეკლესიის ისტორიის და ესქატოლოგიის სფეროებს. წიგნი მდიდარია ფაქტობრივი და დოკუმენტური მასალით და მოიცავს პერიოდს I საუკუნიდან ვიდრე XXI საუკუნემდე. ავტორი გვაძლევს ნათლისღების საიდუმლოს, სხვადასხვა ლიტურგიკული წეს-ჩვეულების, 17-ე საუკუნის საეკლესიო რეფორმისა და მისი შედეგების შემჭიდროებულ, მაგრამ ამავე დროს ღრმა ანალიზს.
წიგნში მხილებულია ძველმართლმადიდებლური ეკლესიის წინააღმდეგ მიმართული ცილისწამებებისა და ბრალდებების უსაფუძვლობა; ავტორის მიზანია, ჭეშმარიტების ერთგულ ყოველ ქრისტეანს მიუთითოს გზა მართლად სავალი. იმის გასარკვევად, რომ ეს გზა სწორედ ძველმართლმადიდებლურ ქრისტეანობასთან მიდის, არა მარტო აქ მოტანილი საეკლესიო წესებისა და სხვადასხვა მოვლენის განმარტება დაგეხმარება, არამედ კრებულში თავმოყრილი სადისკუსიო მასალებიც დიდად წაგადგებგა და ორ მოპაექრე მხარეს შორის მტყუან-მართლის გარჩევაც არ გაგიჭირდება.
წიგნის პირველი ნაწილი ეძღვნება ნათლისღების საიდუმლოს, მისი შესრულების კანონიკურ და არაკანონიკურ ფორმებს; მეორე ნაწილი - 17-ე საუკუნის რუსეთის საეკლესიო რეფორმას და მის შედეგებს როგორც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისთვის, ასევე მსოფლიო მართლმადიდებლობისთვის; მესამე ნაწილი კი მთლიანად ეძღვნება ეკლესიის უძლეველობას.
ჭეშმარიტი ქრისტიანული სიყვარულით უძღვნის ამ წიგნს ძველმართლმადიდებლური ეკლესიის არქიეპისკოპოსი პავლე (ხორავა) წმიდა სარწმუნოების გზაზე შემდგარ ყოველ მართლმადიდებელს.
წიგნი გამოიცა ძველმართლმადიდებელ ქრისტეანთა შემოწირულობით.
თავი IX
___________________________________________________________________________________________________________________________________
9. ორთითიანი წყობის გრაფიკული გამოსახულებები
ე. ჭელიძე, თავის პირველი ანტიძველმართლმადიდებლური ნაშრომის "ეკლესია - სძალი უფლისა" 215-ე გვერდზე კურთხევის გასაცემ წყობებსაც ეხება და წერს, რომ "ამ წესის ისტორია დიდი ხანია საფუძვლიანადაა შესწავლილი. ცხადყოფილია, რომ უძველესი დროიდანვე ეს წესი ხელის თითების წყობის მიხედვით ძირითადად ოთხი სახისა იყო. აი, ეს ოთხი სახე":
ე. ჭელიძე, თავის პირველი ანტიძველმართლმადიდებლური ნაშრომის "ეკლესია -
ნახატი ე. ჭელიძის წიგნიდან: "ეკლესია - სძალი უფლისა" (გვ. 215)
სანამ ციტირებას განვაგრძობთ, აღვნიშნავთ, რომ ცთომილება აქ უკვე პირველივე აბზაცში გვხვდება. კერძოდ, არასწორია ცნობა, თითქოსდა უძველესი დროიდანვე კურთხევის გაცემის წესი "ხელის თითების წყობის მიხედვით ძირითადად ოთხი სახისა იყო". ქრისტეანობის ისტორიისთვის უცნობია ხელის თითებით კურთხევის გაცემის მრავალსახეობა, განსაკუთრებით კი ის სახეები, რომელიც თავის წიგნში აქვს აღნიშნული ე. ჭელიძეს. ამ წყობებიდან კურთხევის გასაცემად, როგორც ეს ისტორიული წყაროებიდან, წმიდა მამათა სწავლებებიდან და საეკლესიო დადგენილებებიდანაც აშკარავდება, მხოლოდ ერთი წყობისა იყო და ეს სწორედ ორთითიანი წყობაა.
ე. ჭელიძის თქმით, "პირველი მათგანი (იხ. ქვემოთ სურ. 1) უძველესი დროიდანვე ცნობილია, როგორც სპეციფიკურად ქრისტიანული სახე" (ე. ჭ. იქვე).
სურ. 1
ხოლო, "თითების წყობის დანარჩენი სამი სახეობა (იხ. ქვემოთ) გარეგნულ ანალოგს პოულობს ქრისტიანობამდელ ეპოქაშიც. საგულისხმოა ისიც, რომ ხსენებული პირველი ( I ) სახე თითთა წყობისა, ამავე დროს, იწოდება კონკრეტულად ძველბერძნულ წესად, რადგანაც ძველბერძნული მართლმადიდებლური ხატები უმთავრესად სწორედ ამ სახეს გვიჩვენებს, თუმცა მის გვერდით თავს იჩენს დანარჩენი სამი სახეც" (ე. ჭ. იქვე).
სურ. 2
იხილეთ ასევე თვით ე. ჭელიძის მიერ დამოწმებული თითების წყობათა ნახატები.
ე. ჭელიძის ზემოთმოტანილი მსჯელობა თავიდან ბოლომდე არასწორ ინფორმაციას შეიცავს. ავტორი ან შეგნებულად ამახინჯებს ფაქტებს, ან მოცემულ საკითხში ამჟღავნებს კატასტროფულ უცოდინრობას. რადგან ამას იოლად არავინ დაგვიჯერებს, მოდი, პირდაპირ განვაცხადოთ, -
მივყვეთ პუნქტობრივად. ე. ჭელიძის თქმით, თითების წყობა, რომელიც პირველი ნომრით არის აღნიშნული მის მიერ შემოთავაზებულ ნახატზე "... უძველესი დროიდანვე ცნობილია, როგორც სპეციფიკურად ქრისტიანული სახე".
რას ნიშნავს "სპეციფიკურად"?
სიტყვა "სპეციფიკური" ნიშნავს იმგვარ ნიშანს ან თვისებას, რაც დამახასიათებელია მხოლოდ გარკვეული საგნის ან მოვლენისთვის; თავისებურს და განსაკუთრებულს; იმგვარს, რაც სხვას არ ახასიათებს. თუ მსგავსი თვისება ან ფორმა ახასიათებს სხვა მოვლენას ან საგანს, ის უკვე ვეღარ იქნება სპეციფიკური.
როდესაც ე. ჭელიძე აცხადებს, რომ მის მიერ შემოთავაზებულ ნახატზე პირველ ნომრად აღნიშნული თითთა წყობა არის "სპეციფიკურად ქრისტიანული სახე", ეს ნიშნავს, რომ ის მხოლოდ ქრისტეანობის კუთვნილება უნდა იყოს და არავითარ შემთხვევაში სხვა რელიგიებს ან რელიგიურ-
ახლა ვნახოთ, რამდენად მართალია ე. ჭელიძე, როდესაც ასეთ განცხადებას აკეთებს. დავიწყოთ იმით, რომ თითების ასეთი წყობა დამახასიათებელია ისეთი აღმოსავლური ფილოსოფიური სისტემისთვის, როგორიცაა ინდუიზმი და ბუდიზმი. ამ ფილოსოფიურ სისტემებში არსებობს ე. წ. "თითების იოგა" -
მუდრების მრავალი ფორმა არსებობს, რომელთა განხილვა არ წარმოადგენს ჩვენი ინტერესის საგანს, ჩვენ შევეხებით მხოლოდ იმას, რაც ე. ჭელიძის თქმით "სპეციფიკურად ქრისტიანული სახე" უნდა იყოს. ეს არის ე. ჭელიძის მიერ შემოთავაზებულ ნახატზე პირველივე წყობა (იხ. ქვემოთ. აღნიშნულია ნომრით "უნუსი", ანუ I).
ბუდისტურ იკონოგრაფიაში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ბუდების, ბოდჰისატვების, ღვთაებებისა და წმინდანების სიმბოლურ ჟესტებსა და იოგურ პოზებს. სანსკრიტიდან მუდრა (mudra) ითარგმნება, როგორც "ჟესტი" ან "ბეჭედი", სხვა ინტერპრეტაციით ამ სიტყვას "სიხარულის მომნიჭებლის" მნიშვნელობაც აქვს (Мудры. https://samopoznanie.ru/schools/mudry (URL-ს მიმართვის თარიღი: 28.09.2020).
მუდრები, ანუ სიმბოლური ჟესტები, -
ქვემოთ წარმოგიდგენთ რამდენიმე მუდრას, რომელსაც ბუდისტურ იკონოგრაფიაში იყენებენ, მათ შორის არის ე. ჭელიძის მიერ "სპეციფიკურად ქრისტეანულ სახედ" შერაცხილი წყობაც.
ცოდნის მუდრა
ზეცის მუდრა
სიცოცხლის მუდრა
მიწის (Prithvi) მუდრა
ენერგიის მუდრა
მუდრა -
მუდრების ფოტოები აღებულია საიტიდან: http://shemeacov.narod.ru/mudra/mudra.htm#3 (URL-ს მიმართვის თარიღი: 28.09.2020)
ახლა ეს მუდრები შევადაროთ ე. ჭელიძის მიერ საკუთარ წიგნში ("ეკლესია - სძალი უფლისა") მოცემულ ნახატებს:
"მუდრები მომდინარეობენ ათასლწეულთა სიღრმეებიდან, ინდოეთის არიულ პერიოდამდელ, ე. წ. ჰარაპული ისტორიიდან, ეს არის პროტოინდური პერიოდი, ანუ 3300-1300 წლები ჩვენს წელთაღრიცხვამდე" (Индская цивилизация. https://ru.wikipedia.org (URL-ს მიმართვის თარიღი: 28.09.2020). იხ. ასევე: Хараппская цивилизация. http://historic.ru/books/item/f00/s00/z0000015/st002.shtml) (URL-ს მიმართვის თარიღი: 28.09.2020).
-
რიტუალური ჟესტები, ანუ მუდრები -
ჩვენთვის საინტერესო თითების წყობას, რომელსაც ე. ჭელიძე "სპეციფიკურად ქრისტიანულ სახეს" უწოდებს, ბუდიზმში "მიწის (პრიტჰვი) მუდრა" ეწოდება (იხ. მაგალითად. http://vohuman.ru/mudry/prithvi-
Prithvi (პრიტჰვი), ანუ მიწის მუდრა
სხვათა შორის, მუდრებში ანალოგი გააჩნია სამთითიან წყობასაც (რომელსაც კიდევ უფრო მეტი ალბათობით ე. ჭელიძე ასევე "სპეციფიკურ ქრისტიანულ სახედ" უნდა მიიჩნევდეს) და მას სიმდიდრის ინდუისტური "ღმერთისა" და ქვესკნელის მპყრობელის -
ქვესკნელისა და სიმდიდრის ინდუისტური "ღმერთი" -
ქვემოთ სურათებზე იხ. თითების წყობა "კუბერა":
ფოტო აღებულია საიტიდან: https://ru.depositphotos.com/13958135/stock-
ფოტო აღებულია საიტიდან: http://putksebe.kz/news/kubera_mudra_dlia_bogatstva_i_ispolneniia_zhelaniiy (URL-ს მიმართვის თარიღი: 28.09.2020).
ინდუისტური "ღმერთი" კუბერა
ფოტოსურათი აღებულია საიტებიდან:
https://en.wikipedia.org/wiki/Kubera
https://tamilandvedas.com/2014/10/26/17-
(URL-ს მიმართვის თარიღი: 28.09.2020).
იგივე. დეტალი
ფოტოსურათი აღებულია საიტიდან: https://en.wikipedia.org/wiki/Kubera (URL-ს მიმართვის თარიღი: 28.09.2020)
კუბერა
ფოტო აღებულია საიტიდან: http://www.esotericblog.ru/2014/07/blog-post_8693.html (URL-ს მიმართვის თარიღი: 28.09.2020).
როგორც ვხედავთ, ე. ჭელიძის მიერ "სპეციფიკურად ქრისტეანულ სახედ" შერაცხილ წყობას ანალოგი აქვს ბუდისტურ ფილოსოფიურ-
მაგრამ ინდუიზმი და ბუდიზმი არ არის ერთადერთი სფერო, რომელშიც თითების წყობის ის სახეები გვხვდება, რომლებიც ე. ჭელიძის მიერ შემოთავაზებულ ნახატებზეა მოცემული. თითების გარკვეულ წყობას, როგორც ორატორულ ჟესტს, მიმართავდნენ ქრისტეანობამდელ ანტიკურ სამყაროშიც.
მაგალითად, ჟესტი "თხა" ან "თხის რქები", როგორც მას დღეს უწოდებენ, ანტიკურ ბერძენ და რომაელ ორატორთა კლასიკურ ჟესტს წარმოადგენდა. ის აღწერილია ფაბიუს მარკუს კვინტილიანეს წიგნში "დარიგებანი ორატორს" და წარმოადგენს ორატორული ხელოვნების ანტიკურ სახელმძღვანელოს. ცხრა ორატორული ჟესტიდან, რომელიც კვინტილიანემ აღწერა, "თხის რქები" მეორე ჟესტია და მას რიტორები იყენებდნენ. ორი თითი: შუა და არათითი მოხრილია დიდი თითისკენ (ცერისკენ), ხოლო საჩვენებელი და ნეკა აღმართულია; ამ წყობის შესახებ კვინტილიანე ამბობს, რომ ის წარმოადგენს პრინციპულ, დაჟინებულ ან დაბეჯითებით ჟესტს და გამოიყენებოდა ორატორული გამოსვლის დასაწყისში ან მსჯელობისას.
უფრო მეტი სიცხადისთვის, კარგი იქნება თუ გავეცნობით იმ ორატორულ ჟესტიკულაციებს, რომელსაც კვინტილიანეს მიხედვით ანტიკური ორატორები მიმართავდნენ:
§ 1. არათითი მოხრილია დიდი თითისკენ (ცერისკენ), დანარჩენი თითები კი აღმართულია. ეს ჟესტი დამახასიათებელია ლაპარაკის დასაწყისისთვის, ასევე თხრობისთვის, გაკიცხვისთვის ან ბრალდებისთვის (იხ. სურ. ქვემოთ).
§ 2. ორი თითი -
§ 3. გაკიცხვისა და მითითების ჟესტს წარმოადგენს თითების წყობა, სადაც სამი ბოლო თითი (შუა, არათითი და ნეკა) მიერთებულია ცერას, ხოლო საჩვენებელი თითი აღმართულია (იხ. სურ. ქვემოთ)
§ 4. მეოთხე სურათზე (იხ. ქვემოთ) ჩვენ ვხედავთ ორთითიან წყობას. აქ დიდი (ცერა), არათითი და ნეკა მიერთებულია ერთმანეთთან, ხოლო საჩვენებელი და შუათითი აღმართულია. ეს ჟესტი გულისხმობს პერსონაჟის მეტყველებას, ქადაგებას, ხარებას.
Е. Голубинский. К нашей полемике со старообрядцами (Общие вопросы: О перстоложении для крестного знамения и благословения) (Сергиев Посад. Апрель 1892 г, стр. 65-
ზუსტად იგივე გვაქვს იკონოგრაფიაშიც:
ოსიოს ლუკასის მონასტრის მოზაიკა ფოკიდაში. X ს.
შეად. ზემოთ 1-
იქვე. შეად. ზემოთ 2-
ამგვარად, შეიძლება დავასკვნათ, რომ ანალოგიური ჟესტები ხატებზე, როგორც წესი, გულისხმობს პერსონაჟის პირდაპირ ლაპარაკს, ქადაგებას, უწყებას და არა კურთხევას ჯვრის გადასახვის თვალსაზრისით. ამის შესახებ მეტყველებენ ისტორიული წყაროებიც. მაგალითად, ბიზანტიელი ისტორიკოსი პავლე სილენციარიუსი († 575-
ამ კონტექსტში, მაგალითად, ხარების სცენაში მთავარანგელოზ გაბრიელის ჟესტი ღვთისმშობლისადმი სამახარობლო სიტყვის უწყებას ნიშნავს და არა მის კურთხევას.
ხარების ხატი (შეად. მთავარანგელოზის თითები ზემოთ 1-ელ სურათს)
რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს იმას, თითქოსდა შეუძლებელი იყოს ქრისტეს გამოსახვა მაკურთხებელი თითების წყობით. უბრალოდ, საჭიროა ნებისმიერი ხატწერითი სიმბოლოს "წაკითხვა" საკუთარ კონტექსტში (Жесты в православной иконографии. https://favorgora.ru/articles/zhesty-v-pravoslavnoi-ikonografii) (URL-ს მიმართვის თარიღი: 28.09.2020).
მოსკოვის სასულიერო აკადემიის მასწავლებელი, ახალმოწესე მღვდელი დიმიტრი იურიევიჩი (მის შესახებ იხ. საიტზე: http://bible-
ჯერ კიდევ ქრისტეანობის პირველი საუკუნეებიდან, მისი ჩასახვის დროიდანვე, ხატწერა გამოიკვეთა, როგორც მხატვრული ხელოვნების ცალკე სფერო. ეს განპირობებული იყო ხატის ამოცანით: გამოსახულ ყოფილიყო არა მარტო იესუ ქრისტეს პიროვნების კაცობრივი ბუნება ან წმინდანთა ხატები, არამედ, შეძლებისდაგვარად, გრაფიკული, ხელთქმნილი საშუალებებით გადმოეცათ ყოფილიყო უქმნელი მადლი, რომელიც ქრისტეში, როგორც ღმერთკაცში, ხოლო წმინდანებში -
ხატის მიზანია, გამოსახოს ქმნილი ბუნების ფერისცვალება ღვთაებრივი სულით. ეს მიზანი მხოლოდ ბიბლიურ ან საეკლესიო-
თავისი განსაკუთრებული დანიშნულების ძალით, ხატს უძველესი დროიდანვე აქვს საკუთარი განსაკუთრებული მხატვრული სტილი, რომელიც საფუძვლიანად განასხვავებს მას საერო სურათისგან. ამ განსხვავების დანახვა ადვილია ტრადიციული, კანონიკური ხატებისა და ბიბლიურ სიუჟეტებზე შექმნილი დასავლური სურათების (მხატვრული ტილოების) ურთიერთშედარებით. დასავლურ ტილოებზე ჩვენ ვხედავთ აშკარა მცდელობას, მატერიალისტური საშუალებებით გამოისახოს სულიერი საწყისი: მაგალითად, ნიმბების მაგიერ ვხედავთ თავისგან გამომავალ სხივებს, ხატებზე გამოსახული პერსონაჟების სახეების სითეთრე ხაზს უსვამს სხეულებრივ სიჯანსაღეს, გამოსახული სახეები პათეთიკურად ჟესტიკულირებენ.
ამგვარი სურათების ავტორები საღმრთო ისტორიის მოვლენებს უყურებენ მხოლოდ გარეგანი მხრიდან და მოვლენის სულიერ არსში წვდომას არ ცდილობენ (Монахиня Иулиания (Соколова). Труд иконописца. Свято-
სულიერი საწყისის გრაფიკული საშუალებებით გამოსახვისთვის კანონიკური ხატი მიმართავს გამოხატვის განსაკუთრებულ ენას. მაგალითად: შებრუნებულ პერსპექტივას, მოღვაწის სახის გამოსახვას ერთგვარი, შინაგანად აღმობრწყინვებული დაუღამებელი ნათლით, რაც წარმოადგენს მასში ღვთიური მადლის მყოფობის სიმბოლოს. ერთი საგნის ფონზე მეორის გამოსახვა ნიშნავს, რომ პირველი იმყოფება შიგნით, მეორის საზღვრებში. ამიტომაც ქრისტეს შობის ხატზე ბაგა, რომელშიაც წევს ახალშობილი მაცხოვარი, გამოსახულია გამოქვაბულის გარეთ, მის ფონზე, ხოლო ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატზე "ორანტა" ყრმა ემანუელი დაწერილია ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მუცლის ფონზე.
თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ხატზე ყოველთვის გამოისახებიან რეალური და არა გამოგონილი პირები და მოვლენები საღმრთო ისტორიიდან. იმისათვის, რათა ხაზი გაესვას ამ კავშირს ისტორიასთან, გამოისახოს დინამიკა და ამავდროულად გადმოსცეს გამოსახულ წმინდანთა შინაგანი მდგომარეობა და მოვლენის არსი, ანუ სტატიკა, ხატი თავის ენაში მიმართავს ჟესტების სიმბოლიზმს, რომელზეც დეტალურად უნდა შევჩერდეთ.
ყველამ კარგად იცის ქრისტეს წელზედა ხატი, რომელზეც ის გამოსახულია გახსნილი სახარებით მარცხენა ხელში, ხოლო მარჯვენა ხელის თითები შეერთებულია განსაკუთრებული წყობით. ხალხურ შეგნებაში ეს წყობა, ჩვეულებისამებრ, გაიგება, როგორც უფლის მიერ ხატის წინ მდგომარე ადამიანის კურთხევის სიმბოლო (იხ. სურ. ქვემოთ).
ამიტომაც, XIX-
მაგრამ, თუ ყურადღებით დავაკვირდებით ტრადიციულ ძველრუსულ ან ბიზანტიურ ხატებს, ამ სახელობითი კურთხევის ამსახველი ხატები არ გვხვდება, აქ ქრისტეს მარჯვენა ხელზე გამოსახულია სხვაგვარი ჟესტი: დიდი თითი (ცერა) შეერთებულია არათითთან, დანარჩენი კი გახსნილია (იხ. ხატი ქვემოთ).
ისტორიულ წყაროებს თუ მივმართავთ, გაგვიკვირდება იმის შეტყობა, რომ მოცემული ჟესტი წარმოადგენს არა კურთხევის, არამედ იმის სიმბოლოს, რომ მაცხოვარი გამოსახულია სიტყვის წარმოთქმის პროცესში, კერძოდ, ის ცათა სასუფევლის სახარებას ქადაგებს (Голубинский Е. История Русской Церкви. Том II, 2-
კვინტილიანესთან აღწერილია ბერძნულ-
ორი შუათითის მოკეცვა და ცერა თითთან მიერთება, ხოლო დანარჩენის აღმართვა მიანიშნებდა ქადაგების აქტიურ დაწყებას (იხ. სურ. ქვემოთ).
ყველა თითის მოკეცვა და საჩვენებელი თითის გამართვა წარმოადგენდა გაკიცხვას ან, უშუალოდ, მითითებას. კვინტილიანესა და აპულეოსის ჩანაწერთა მიხედვით შეგვიძლია დავითვალოთ ბერძენ და რომაელ ორატორებთან ათამდე ყველაზე ხშირად გამოყენებული ჟესტი (Голубинский Е. История Русской Церкви. Том II, 2-
დღემდე შემონახულია იმ კლასიკურ ან წარმართულ ნაწარმოებთა სიები, რომლებიც დამშვენებულია მრავალფეროვანი მინიატურებით, რომლებზეც გამოსახულია "მოლაპარაკე" ორატორები აწეული ხელითა და სიმბოლურად შეკრული თითებით. მაგალითად, ჰომეროსის თხზულებაში, რომელიც დაცულია მილანის ამბროსისეული ბიბლიოთეკაში; ვირგილიუსის "ენეიდაში", რომელიც დაცულია ვატიკანის ბიბლიოთეკაში (იხ. სურ. ქვემოთ); დიოსკორიდეს თხზულებებში, რომელიც ინახება ვენის ბიბლიოთეკაში. გარდა ამისა, თითების წყობის გამოყენება გასაუბრების ნიშნად ცნობილია არაქრისტეანულ სკულპტურულ ძეგლებშიც, კერძოდ, ბერძნულ ნიმუშებში (Голубинский Е. История Русской Церкви. Том II, 2-
ეს არის "ენეიდა" ვატიკანის ბიბლიოთეკიდან. "დოდონასა და ენეას ნადიმი". სრულიად ცხადია, რომ აქ არავინ არავის "აკურთხებს", ეს არის უბრალო ნადიმი.
როგორც ისტორიული ძეგლებიდან და წყაროებიდან ცხადყოფილია, ქრისტეანულ იკონოგრაფიაში ხელის თითების წყობა ასევე წარმოადგენს გასაუბრების, ქადაგების სიმბოლოს. მაცხოვარი, წინასწარმეტყველები, მოციქულები და მღვდელმთავრები გამოისახებიან ხატებზე გარკვეული თითების წყობით იმის ნიშნად, რომ ისინი არიან ცათა სასუფევლის მახარობლები, სახარების მქადაგებლები. ამას იუსტინიანეს მიერ კონსტანტინოპოლში აშენებული წმ. სოფიის ტაძარის აღწერილობაში ადასტურებს VI საუკუნეში მცხოვრები სილენციარიუსი.
აი, როგორ აღწერს პავლე ქრისტეს გამოსახულებას საკურთხევლის ერთ-
მნიშვნელოვან მოწმობას წარმოადგენს IV თუ V საუკუნეში დაწერილი ნაწყვეტი მოსეს ხუთწიგნეულისა, რომელიც ინახება ვენის ბიბლიოთეკაში. ის დამშვენებულია 24 მინიატურით, რაც წარმოადგენს ხუთწიგნეულის ილუსტრაციას. ამ მინიატურებზე გამოსახულ პირებს ისეთ სიტუაციებში აქვთ შეკრული თითები, როდესაც ეს ჟესტი სრულიად შეუძლებელია გაგებულ იქნას კურთხევის ან ლოცვის (პირჯვრისწერის) თვალსაზრისით -
მაგალითად, ასეთი ჟესტით არის გამოსახული ესავი, რომელიც პირველშობილობას ჰყიდის იაკობზე; იოსები, რომელიც სიზმარს უყვება თავის ძმებს. მინიატურაში, სადაც იოსები გამოსახულია საპყრობილეში მეპურესთან და მეღვინესთან ერთად. საპყრობილის წინ გამოსახულია კარისკაცი თავისი ცოლითურთ: ისინი დგანან პირისპირ გარკვეული წყობის მქონე თითებით -
მინიატურაში, რომელიც გამოსახავს ადამისა და ევას ილუსტრაციას, ზემოთ, ღრუბლიდან გამოშვერილია ხელი, რომელიც ნიშნავს, რომ ღმერთი მათ რაღაცას ეუბნება, თან ცხადია, რომ ის არ აკურთხებს მათ ცოდვით დაცემის გამო, არამედ ამხელს ცოდვით დაცემაში. ზუსტად ასეა დაწერილი ადამის სამოთხიდან განდევნაც (Голубинский Е. История Русской Церкви. Том II, 2-
სხვა მოწმობად შეგვიძლია წარმოვადგინოთ XII საუკუნის ბერძნული ხელნაწერი, რომლის მინიატურაზე მოლაპარაკე პირები გამოსახულნი არიან ხელის თითების შემდეგი წყობით: ცერი და შუათითი შეერთებულია ბოლოებით, არათითი მოკეცილია ხელისგულზე, ხოლო საჩვენებელი და ნეკა გამართულია (Голубинский Е. История Русской Церкви. Том II, 2-
სახელგანთქმული რუსი საეკლესიო ისტორიკოსი ე. გოლუბინსკი, რომლისგანაც ვისესხეთ ფაქტოლოგიური მასალის ნაწილი ამ მოხსენებისთვის, მიუთითებს, რომ იკონოგრაფიაში თითების წყობის განხილული მნიშვნელობა დაცული იყო უკიდურეს შემთხვევაში, XV საუკუნემდე (Голубинский Е. История Русской Церкви. Том II, 2-
ზემოთ აღწერილი ხელის თითების წყობის სიმბოლიკის გადმოცემისას იბადება სრულიად ბუნებრივი შეკითხვა: კი მაგრამ, მაშინ როგორღა გამოისახებოდა ხატებზე ლოცვის პროცესი? -
ამ მხრივაც, ყველაზე მკაფიო და კარგად ცნობილი ხატმწერლობითი ტიპი, რომელიც გამოხატავს მსგავს პრაქტიკას, არის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატი "ორანტა" (იხ. ხატი 7). საერთოდ, XV საუკუნემდე ხელთაღპყრობა ლოცვაზე გამოიყენებოდა როგორც ძირითადი ჟესტი, ხოლო პირჯვრისწერა იყო მხოლოდ თანმხლები ქმედება, რომლითაც იწყებდნენ ან ამთავრებდნენ ხელთაღპყრობით ლოცვას (Голубинский Е. История Русской Церкви. Том II, 2-
ხატი "ორანტა"
ზემოთ მოტანილი მოწმობანი უფლებას გვაძლევს ვამტკიცოთ, რომ ჟესტების ფსიქოლოგიური სიმბოლიზმი წარმოადგენს ქრისტეანული ხატწერის ენის ერთ-
პროფ. ე. გოლუბინსკის თქმით: "... ხელის თითების წყობას ხატებზე თავისი წარმომავლობით და პირველდაწყებითი მნიშვნელობით აქვს არა მლოცველი ან მაკურთხებელი დანიშნულება, ასეთი მნიშვნელობა მათ შეიძინეს მოგვიანებით, არამედ სხვა რამ. ... თავისი წარმომავლობით და პირველდაწყებითი მნიშვნელობით ხელის თითების წყობა ხატებზე წარმოადგენდა ხატმწერთა მიერ მიღებულ პირობით ნიშანს, ანუ იმას, რომ ხატებზე გამოსახული პირები ამგვარი ხელებით (მაცხოვარი ან რომელიმე წმინდანი) ლაპარაკობენ (ახარებენ, ქადაგებენ), ანუ მათ მოლაპარაკედ ან მქადაგებლებად უნდა წარმოვიდგენდეთ" (Голубинский Е. К нашей полемике со старообрядцами) (Общие вопросы: О перстоложении для крестного знамения и благословения. Богословский вестник. Изд. Моск. Дух. Акад. Апрель 1892, стр. 64).
ჩვეულება, ხელის თითები გამოყენებულ იქნას, როგორც სიმბოლო ან პირობითი ნიშანი იმისა, რომ ხატზე გამოსახული პირი წარმოდგენილ იქნას მქადაგებლად, ანუ ჩვეულება იმისა, პირის მქადაგებლობა გამოხატულ იქნას ხელის თითების გარკვეული წყობით, დამკვიდრებულია ჯერ კიდევ ქრისტეანობამდელ ფერმწერთა მიერ და აღებულია რეალური ცხოვრებიდან. ბერძენი და რომაელი ორატორები, როდესაც კათედრაზე ადიოდნენ, მსმენელს სიჩუმისკენ და ყურადღებისკენ ხელის თითების წყობით მოუწოდებდნენ. ამგვარ წყობებს ისინი იყენებდნენ მისალმებისთვისაც. თითების წყობით ჟესტიკულირებდნენ ისინი ლაპარაკის დროსაც და ამისთვის სხვადასხვა წყობას იყენებდნენ.
ეჭვიც არ შეიძლება არსებობდეს იმასთან დაკავშირებით, რომ ამგვარი ჩვეულება ორატორებს ნამდვილად ჰქონდათ, რადგან, ჩვეულებრივ, ცხოვრებაში რაიმე გაძლიერებულ, განსაკუთრებით გაცხოველებულ საუბარში ადამიანები ხელის თითებს კრავენ და აქანავებენ, ასევე, ან თითებით, ან უბრალოდ, ხელის აწევით იძლევიან ნიშანს სიჩუმე იყოს. რაც შეეხება მისალმებას ხელის აწევითა და თითების წყობით, შეადარეთ ამ ჟესტის გამოყენება დღევანდელ დღეს ჩვენი სამხედროების მიერ. ბერძენ და რომაელ ორატორთა ჩვეულებაზე, თავიანთი ქადაგება დაიწყონ ხელის თითების წყობის აღმართვით, ისევე, როგორც თითების სხვადასხვა სახით ჟესტიკულირება უშუალოდ ლაპარაკის დროს სპეციალურად და საკმაოდ დეტალურად აქვს აღწერილი რომაელ რიტორ კვინტილიანეს (35-
ხელის გაწვდენა და მისი მოღერება -
"წამოდგა პავლე, ხელით ანიშნა ხალხს, დაჩუმდითო, და თქვა: მისმინეთ!" (იქვე. 13:16);
"იუდეველთა მოთხოვნით ბრბოდან გამოიყვანეს ალექსანდრე, რომელმაც ხელი ასწია და უნდოდა თავი ემართლა ხალხის წინაშე" (იქვე. 19:33);
"ნებართვა რომ მიიღო, პავლე კიბის თავზე დადგა, ხელით ანიშნა ხალხს და როცა სრული სიჩუმე ჩამოვარდა, ებრაულად მიმართა მათ" (იქვე. 21:40);
"აგრიპამ უთხრა პავლეს: ნება გეძლევა შენსავე თავზე ილაპარაკო. მაშინ პავლემ ხელი გაიწოდა და თავის დასაცავად თქვა..." (იქვე. 26:1).
გვიანდელ დროშიც ქრისტეან ორატორებსაც ჩვეულებად ჰქონდათ ხელის გაწვდენა ლაპარაკის დაწყების წინ, იხ. მაგალითად, გრამატიკოს კორიპეს მოწმობა იმპ. იუსტინეს შესახებ (Гретзера Т. 1, р. 368 нач.) (იქვე. გვ. 66. სქოლიო).
დღემდე შენარჩუნებულია მინიატურებით დამშვენებული კლასიკური, ანუ წარმართული ნაწარმოებები, რომლებზეც პირები გამოსახულნი არიან აწეული და თითებდაწყობილი ხელებით ზუსტად ისე, როგორც ეს ქრისტეანულ ხატებსა და ფერწერულ ნახატებზეა გამოსახული: მარტინი თავის ლექსიკონში მიუთითებს ჰომეროსის თხზულებებზე, რომელიც მილანის ამბროსიანულ ბიბლიოთეკაშია, და ვირგილიუსის ენეიდაზე, რომელიც ვატიკანის ბიბლიოთეკაშია დაცული (Bénir, р. 85 col. 1); ჩვენ, ჩვენი მხრივ, შეგვიძლია მივუთითოთ დიოსკორიდესის თხზულებებზე, რომელიც ვენის საიმპერატორო ბიბლიოთეკაშია და, რომლის ნახატები დაბეჭდა ნესელმა ბიბლიოთეკის ხელნაწერების აღწერაში (D. Danielis de Nessel Breviarium et Supplementum Commentariorum Lambecianorum sive Cataloguc et caet., Vindob. 1690, t. I, pars III сначала). ცნობილია ხელებაწეული და თითებდალაგებული სკულპტურული ნიმუშებიც. (26)
________________
26. "კორტიუმი გერმანულ ენაზე მის მიერ შესრულებული პავლე სილენციარიუსის თარგმანის შენიშვნებში მიუთითებს რამდენიმე ასეთ მაგალითს: შენიშვნა 55; თარგმანი დამატებულია ზალდენბერგის ცნობილ გამოცემას Aლტ-
________________
"იმის თაობაზე, რომ ქრისტეანულ იკონოგრაფიაში ხელის თითების წყობა თავდაპირველად გამოიყენებოდა იმავე მნიშვნელობით, როგორითაც ის გამოიყენება ქრისტეანობამდელ ფერწერაში, მოიპოვება როგორც სიტყვიერი, ასევე ძეგლთა მოწმობანიც. ვენის საიმპერატორო ბიბლიოთეკაშია მოსეს ხუთწიგნეულის IV-
პროფ. ე. კ. გოლუბინსკი, 67-
აქვეა მინიატურა, რომელიც გამოხატავს ლოთის დაცემას თავის ქალიშვილებთან -
აი, კიდევ რამდენიმე მაგალითი: ერთ-
იმავეს ბრძანებს პროფ. ა. პ. გოლუბცოვიც (1860-
საკმარისია გავიხსენოთ, რამდენი ასეთი გამოსახულება გვხვდება კატაკომბებში, როდესაც ლაპარაკია ქრისტეზე, როგორც მოძღვარზე, მოციქულებსა და წინასწარმეტყველებზე, როგორც მქადაგებლებზე, რათა დავრწმუნდეთ თუ სრულ იგივეობაში არა, უკიდურეს შემთხვევაში, ამ ისტორიულ-
აქ აუცილებელია, გარკვეული განმარტება მივცეთ ჩვენს მკითხველს, რომელსაც დააინტერესებს, თუ საიდან გაჩნდა ქრისტეანულ ხელოვნებაში (ხატწერაში) თითების წყობის წარმართული ფორმები და მათი გამოსახვის ტრადიცია. საქმე ის არის, რომ მთლიანობაში ქრისტეანული კულტურა და კონკრეტულად იკონოგრაფია ცარიელ ადგილზე როდი აღმოცენდა. ის გახლავთ ელინისტური ანტიკური კულტურის "შემოქმედებითი გადამუშავება". ამ მხრივ, ჩვენ მიერ განხილული ჟესტებიც არ არის გამონაკლისი. ისინი სწორედ ანტიკური ორატორული ტრადიციიდან არის ნასესხები. როგორც უკვე ვთქვით ბერძენ და რომაელ ორატორებს ჟესტების თავიანთი "კოლექცია" ჰქონდათ, რომელთაც ისინი თავიანთი ორატორული გამოსვლების დროს იყენებდნენ".
არ უგულებელყო მან (ქრისტეანობამ -
აქვე აუცილებელია აღინიშნოს, რომ საკუთრივ ანტიკურ ორატორულ ჟესტებს და ბუდისტურ მუდრებს, რომლებზეც ზემოთ ვილაპარაკეთ, საერთო არაფერი აქვთ, ამიტომაც, დიდი შეცდომაა ქრისტეანულ ხატებზე არსებულ თითთა სხვადასხვა წყობის (ანტიკური ორატორული ჟესტების) ბუდისტურ მუდრებთან და საერთოდ, აღმოსავლურ ფილოსოფიურ სისტემებთან დაკავშირება.
ამრიგად, როგორც უტყუარი ცნობებიდან ვხედავთ, ე. ჭელიძის მიერ დამოწმებული თითების წყობა, რომელსაც მან "სპეციფიკურად ქრისტიანული" უწოდა, სულაც არ ყოფილა ასეთი. ის ცნობილია ქრისტეანობიდან საკმაოდ შორს მდგომ ისეთ მსოფლმხედველობაში, როგორიც არის ბუდიზმი. ასევე ცნობილია ანტიკურ სამყაროში და ამდენად, "სპეციფიკურად ქრისტიანული" ვერ იქნება.
***
მოდი, კვლავ ე. ჭელიძის მსჯელობას დავუბრუნდეთ და ვნახოთ, რას ბრძანებს შემდეგ ჩვენი მეცნიერი. "ისმის კითხვა: -
ამ კითხვის საპასუხოდ, შეგვიძლია დავსვათ ასეთი კითხვა: რომელია ერთი ლიტურგიის ოთხი სახესხვაობიდან (წმ. იაკობის, წმ. პეტრეს, წმ. ბასილის, წმ. იაკობის) ჭეშმარიტი? რომელია ოთხი სახარებიდან (წმ. მათეს, წმ. მარკოზის, წმ. ლუკას, წმ. იოანეს) ჭეშმარიტი? სამივე კითხვაზე ერთი პასუხი არსებობს: ჭეშმარიტია ამათუიმ წესისა თუ აღწერილობის ყველა ის სახესხვაობა, რაც კი შეიწყნარა მართლმადიდებლურმა ეკლესიამ" (ე. ჭელიძე. "ეკლესია - სძალი უფლისა". გვ. 216).
მაგრამ დავსვათ შეკითხვა: თითების წყობის ამ ოთხი ფორმიდან რომელი შეიწყნარა ეკლესიამ? - პასუხი ასეთია: მხოლოდ ორთითიანი წყობა, რადგან დანარჩენი წყობების შესახებ არ არსებობს არც წმიდა მამათა სწავლება და არც კანონიკური საეკლესიო დადგენილება, მაშინ როდესაც, როგორც ეს ზემოთ უკვე ვნახეთ, ორთითიან წყობას ეკლესია ანათემატიზმებით იცავს და ეკლესიაში მონოფიზიტ მწვალებელთა მიღებისას მათგან პირჯვრის გამოსახვის ორთითიანი ჩვეულების აღიარებას ითხოვს. პირჯვრისწერის ორთითიან წყობაზე არსებობს წმიდა მამათა განმარტებანი, რაც სხვა წყობებთან დაკავშირებით არ მოგვეპოვება.
ე. ჭელიძე აღიარებს, რომ ორთითიანი წყობა კანონიკურია და მის მართებულობას არავინ უარყოფს (ე. ჭ. ხს. შრ. გვ. 216) (27), რადგანაც "ის შეწყნარებულია მართლმადიდებლობის მიერ" (იქვე) და სქოლიოშივე უთითებს, რომ "ორი თითით კურთხევის გაცემის ლიტერატურული დადასტურება გვაქვს იოანე მოსხის "ლიმონარის" ძველქართულ თარგმანში" (იქვე).
___________
27. თუმცა, ოფიციალურ ეკლესიაში არც პირჯვარს იწერენ ორი თითით და არც კურთხევას გასცემენ, მეტიც ოფიციალური ეკლესიის მღვდელმსახურნი ამგვარ პირჯვრისწერას კრძალავენ და მას, თავიანთი უცოდინრობის გამო, არამართლმადიდებლურადაც მიიჩნევენ.
___________
"მაგრამო, - განაგრძობს ოპონენტი, - უმძიმესი შეცდომა იქნება, ამის გამო უარვყოთ პირველი, რადგანაც ეს პირველი წესიც ასევე სავსებით არის შეწყნარებული ძველბერძნული მართლმადიდებლობის მიერ. უფრო მეტიც, ძველბერძნული მართლმადიდებლობისათვის ძირითადია სწორედ ეს უკანასკნელი", ხოლო ის სახე, რომელზეც ჩვენ ვდავობთ, ანუ ორი თითით ჯვრის გამოსახვის მართლმადიდებლური ჩვეულება, ე. ჭელიძის თქმით, "უფრო იშვიათად გვხვდება" (იქვე).
აქ ე. ჭელიძე კვლავ არასწორ ინფორმაციებს აწვდის მკითხველს, რადგან, ჯერ ერთი, მის მიერ შემოთავაზებული ნახატის პირველი წყობა არასოდეს ყოფილა არც კურთხევის გაცემის მაჩვენებელი და არც პირჯვრისწერისა. ამგვარი არანაირი წერილობითი და კანონიკური ძეგლი არ არსებობს. ხოლო ხატებზე ის, როგორც ზემოთ ვნახეთ, გამოსახულია ოდენ ორატორული ჟესტის სახით, და აღებულია წარმართობიდან, კერძოდ, ანტიკური ორატორული ტრადიციიდან.
მაგრამ დავსვათ შეკითხვა: თითების წყობის ამ ოთხი ფორმიდან რომელი შეიწყნარა ეკლესიამ? -
ე. ჭელიძე აღიარებს, რომ ორთითიანი წყობა კანონიკურია და მის მართებულობას არავინ უარყოფს (ე. ჭ. ხს. შრ. გვ. 216) (27), რადგანაც "ის შეწყნარებულია მართლმადიდებლობის მიერ" (იქვე) და სქოლიოშივე უთითებს, რომ "ორი თითით კურთხევის გაცემის ლიტერატურული დადასტურება გვაქვს იოანე მოსხის "ლიმონარის" ძველქართულ თარგმანში" (იქვე).
___________
27. თუმცა, ოფიციალურ ეკლესიაში არც პირჯვარს იწერენ ორი თითით და არც კურთხევას გასცემენ, მეტიც ოფიციალური ეკლესიის მღვდელმსახურნი ამგვარ პირჯვრისწერას კრძალავენ და მას, თავიანთი უცოდინრობის გამო, არამართლმადიდებლურადაც მიიჩნევენ.
___________
"მაგრამო, -
აქ ე. ჭელიძე კვლავ არასწორ ინფორმაციებს აწვდის მკითხველს, რადგან, ჯერ ერთი, მის მიერ შემოთავაზებული ნახატის პირველი წყობა არასოდეს ყოფილა არც კურთხევის გაცემის მაჩვენებელი და არც პირჯვრისწერისა. ამგვარი არანაირი წერილობითი და კანონიკური ძეგლი არ არსებობს. ხოლო ხატებზე ის, როგორც ზემოთ ვნახეთ, გამოსახულია ოდენ ორატორული ჟესტის სახით, და აღებულია წარმართობიდან, კერძოდ, ანტიკური ორატორული ტრადიციიდან.
და მეორეც, ის სახე, რომელზეც ძველმართლმადიდებლები ლაპარაკობენ, ანუ ორთითიანი წყობა, ე. ჭელიძის თქმით "უფრო იშვიათად გვხვდება". ეს გახლავთ გამაოგნებელი სიცრუე, რადგან ორთითიანი წყობა, როგორც ამაში ქვემოთ დავრწმუნდებით, არათუ იშვიათად, არამედ საკმაოდ ხშირად გვხვდება, იმდენად ხშირად, რომ შეუძლებელია, არ დარწმუნდეთ ე. ჭელიძის ცრუპენტელობაში.
სანამ ორთითიანი წყობის გრაფიკულ ნიმუშებს შემოგთავაზებდეთ, უნდა აღინიშნოს ის აუცილებელი გარემოება, რომ მართალია, ორთითიანი წყობა წარმართულ ორატორულ ჟესტიკულაციებშიც ფიქსირდება, მაგრამ, როგორც ითქვა, ქრისტეანობამ მას სრულიად კონკრეტული, ახალი, მართლმადიდებლური შინაარსი მიანიჭა. მსგავსი შინაარსი არა აქვს არც ერთ სხვა წყობას, რითაც ისინი ქრისტეანულ ფერწერულ გამოსახულებებზე და ხატებზე მხოლოდ და მხოლოდ ორატორულ ჟესტიკულაციად რჩებიან და დოგმატური შინაარსი არ გააჩნიათ.
ასეთი როდია ორთითიანი წყობა. ჩვენ უკვე განვმარტეთ მისი მნიშვნელობა და აქ მეტად ამაზე არ შევჩერდებით, მხოლოდ გაგაცნობთ იმ წყაროებს, რომლებიც საუკუნეთა სიღრმეებიდან გვიდასტურებენ ორთითიანი წყობის არსებობას და, რადგან მას, როგორც წმიდა მამები განმარტავენ, კონკრეტული დოგმატური შინაარსიც გააჩნია, შეუძლებელია მხოლოდ ორატორულ ჟესტად ვაღიარებდეთ. როგორც ვთქვით, ყოველ ცალკეულ შემთხვევაში ეს წყობა მისი ქვეტექსტიდან უნდა წავიკითხოთ. სადღაც ის შესაძლოა ორატორული ჟესტიკულაციის გამომხატველი იყოს, მაგრამ სადღაც ის ამგვარად ვერანაირად აღიქმება.
აქვე სამართლიანია შენიშვნა, რომ ახალმოწესეები, ოღონდ როგორმე გაამტყუნონ ძველმართლმადიდებლები და გაამართლონ საკუთარი პრაქტიკა, ყოველთვის ცდილობენ უძველესი ქრისტეანული ძეგლების იმგვარ განმარტებას, რომელიც მათ მწვალებლურ პრაქტიკას მოერგებოდა. ასე მაგალითად, მრავალ ძველ ფრესკაზე ქრისტე გამოსახულია უწვეროდ, თუმცა, იმავე პირველსაუკუნეთა და ასევე გვიანდელ საუკუნეთა ხატებსა და ფრესკებზე ქრისტე წვერმოსილიც არის გამოსახული. ეს გარემოება ყოფნით საიმისოდ, რომ გამოიყენენ წვერის პარსვის სასარგებლოდ და ამტკიცონ, რომ წვერის პარსვა დასაშვებია (იყნებენ ასვევე ზოგიერთი ქრისტეანი მეომრის ძველ გამოსახულებებსაც, სადაც მეომრები უწვეროდ არიან გამოსახულნი); საკმარისია იპოვონ ემბაზი, რომელშიც მხოლოდ მცირე ზომის ადამიანი (მაგ.: პატარა ბავშვი ან მოზარდი) ეტევა, რომ დაიწყონ მტკიცებას, თითქოსდა ძველ ეკლესიაში დასხმითი ნათლობაც დასაშვები იყო, რადგან ამ ემბაზებში მოზრდილი ადამიანი ვერ ეტევა და ბუნებრივია, შთაფლვის განხორციელება შეუძლებელია; ოფიციალური ეკლესიის სოფისტებს სულაც არ აინტერესებთ არც ის თუ რა იდეას გამოხატავდა ქრისტეანული ეკლესიის არსებობის ამა თუ იმ პერიოდში ხატმწერლობა (ამის შესახებ უფრო დეტალურად უკვე ითქვა ამ ნაშრომის პირველ ნაწილში); ან ვინ ინათლებოდა პატარა ემბაზებში და სად და როგორ ინათლებოდნენ მოზრდილები ჩვეულებრივ ვითარებაში; მათთვის მთავარია, როგორმე მიეცეთ შესაძლებლობა, გაამართლონ თავიანთი ზღაპრები და უარყონ ძველმართლმადიდებელთა სამართლიანი მტკიცებულებანი.
ასეა პირჯვრის საწერი და კურთხევის გასაცემი თითების წყობის შემთხვეევაშიც. ოფიციალური მეცნიერება ტყავში ძვრება და შემთხვევებს არ უშვებს ხელიდან, ოღონდ როგორმე დაარწმუნოს მსმენელი, რომ თურმე ძველად პირჯვრისწერის სხვადასხვა წყობებიც არსებობდა... მაგრამ ამგვარ თეორიებს ცივ წყალს ასხამს ეკლესიის სჯულმდებლობა და წმიდა მამათა სწავლება. ჩვენი საფუძველი მარტო პირველქრისტეანული გრაფიკული გამოსახულებები ან არქიტექტურული ნაგებობები როდია, რომელთაც შესაძლოა კონკრეტულ შემთხვევაში სრულიად კონკრეტული დანიშნულება ჰქონოდათ და ამის გამო მათი განზოგადება დაუშვებელია, არამედ საეკლესიო სწავლება, მამათა გადმოცემა და საეკლესიო სჯულმდებლობა. ამ მხრივ კი, როგორც ეს ნათლისღების შემთხვევაში ვნახეთ და ჯვრის გამოსახვის შემთხვევაშიაც ვხედავთ, ეკლესია ძველმართლმადიდებლური ტრადიციის მხარეზეა და არა ახლმოწესეობისა, რომელთაც საკუთარი პრაქტიკის გამამართლებელი არც ერთი წმიდა მამა არ ჰყავთ და არც რაიმე ძველი საეკლესიო კანონიკური დადგენილება მოეპოვებათ.
ახლა კი ვნახოთ, რამდენად იშვიათია ორთითიანი წყობა პირველდაწყებით და გვიანდელ საუკუნეთა ქრისტეანულ გრაფიკულ გამოსახულებებზე. ამ საკითხის გასარკვევად, ჩვენ მივმართეთ ცნობილი ძველმართლმადიდებელი მკვლევრის ს. ი. ბისტროვის ნაშრომს: "ორთითიანი წყობა ქრისტეანული ხელოვნებისა და დამწერლობის ძეგლებში" (С. И. Быстров. Двоеперстие в памятниках христианского искусства и письменности. Барнаул. 2001 г.) (შეგიძლიათ ნახოთ საიტზეც: http://pvdb.ru/biblio/dvoeperstie-
ამ ნაშრომში ს. ი. ბისტროვმა გააანალიზა მოციქულთა დროიდან ვიდრე XVII საუკუნის შუაწლებამდე არსებული ქრისტეანული ხელოვნებისა და დამწერლობის ძეგლები, სადაც აჩვენა, რომ ორთითიანი წყობა თავის დასაბამს იღებს პირველივე საუკუნეებიდან, ამიტომაც, შეუძლებელია მას ყოველთვის, მთელი 17 საუკუნის განმავლობაში, ოდენ ორატორული ჟესტის მნიშვნელობა ჰქონოდა, მით უმეტეს, რომ, როგორც ეს უკვე ვნახეთ, წმიდა მამებისა და ავტორიტეტული ღვთისმეტყველების განმარტებით, პირველქრისტეანები პირჯვარს იწერდნენ ორი თითით (ნიკოდიმოს მთაწმინდელის განმარტება ბერძნულ "პიდალიონში"), ამიტომაც, არ არის გამორიცხული, ხატებზე გამოსახული ორთითიანი წყობა, ქვეტექსტიდან გამომდინარე, ორატორულ ჟესტებთან ერთად, კურთხევის გაცემის შინაარსაც გამოხატავდეს.
ს. ი. ბისტროვი ასევე აღნიშნავს: "სიძველეთა დამცველნი, იცავდნენ რა ისტორიულ სიმართლეს, წერდნენ და ასწავლიდნენ, რომ ძველი გადმოცემები, უარყოფილნი ნოვატორთა მიერ, არსებითად, წარმოადგენენ მართლმადიდებლურ გადმოცემებს, რომელთაც მრავალსაუკუნოვანი ხნოვანება აქვთ, ნაკურთხნი არიან როგორც რუსი, ასევე ბერძენი წმიდა მამების ხსოვნით; ხოლო ორთითიანი წყობა არათუ სიახლე არ ყოფილა ეკლესიის ისტორიაში, არამედ უღრმესი სიძველე, რომელსაც წმიდა მამები მოციქულთა გადმოცემებს განაკუთვნებდნენ.
მისდევდნენ რა თავიანთ ამპარტავნულ მიზნებს, გაბატონებული აღმსარებლობის მოღვაწეები ზოგჯერ ძალიან სამარცხვინო ხერხებს მიმართავდნენ ჭეშმარიტების მისაჩქმალად: ამახინჯებდნენ ძველ ძეგლებს, თხზავნდნე მთელ რიგ საქმეებს არარსებულ მწვალებლებზე, დუმდნენ ფაქტებზე, რომლებიც მეტყველებდა მათ მიერ უარყოფილი ორი თითით პირჯვრისწერის სასარგებლოდ და მრავალი სხვა. მეცნიერება, ოფიციალური ეკლესიის პროფესორებისა და მეცნიერების სამყაროში, არ მოქმედებდა მეცნიერებისთვის დამახასიათებელი მიუკერძოებლობით, არამედ ტენდენციურად აშუქებდა ისტორიულ ფაქტებს, რითაც ცდილობდა ძველმართლმადიდებელთა მიერ დაცული წმიდა სიძველეების განქიქებას და გაბათილებას.
მაგრამ მეცნიერების ყველა წარმომადგენელი როდი განუდგა თავის სინდისს: ზოგიერთმა მათგანმა, მთელი რიგი მეცნიერულ-
მეცნიერულ კვლევა-
ჩვენი გამოკვლევის საფუძვლად ავიღეთ ისეთ გამოჩენილ მეცნიერთა ნაშრომები, როგორებიც არიან ნ. კონდაკოვი, პროფ. ნ. პოკროვსკი, ვ. პროხოროვი, პროფ. ნ. კაპტერევი, პროფ. ე. გოლუბინსკი და სხვები, რომელთა გამოკვლევები მეცნიერთა სამყაროში აღიარებულია, როგორც უტყუარი და ავტორიტეტული.
ნარკვევებში ისტორიული მონაცემები შეივსება ქრისტეანული ხელოვნების ნივთიერი მტკიცებულებებით. კერძოდ, ესენია: სკულპტურები, მოზაიკები, ფრესკები და იკონოგრაფიული ნამუშევრები, რადგან, როგორც ღირ. იოანე დამასკელი ამბობს, ნივთიერი ძეგლები წარმოადგენს ერთგვარ ისტორიას, მოგონებას წერა-
ს. ი. ბისტროვი აღნიშნავს, რომ ქრისტეანული ხელოვნების ძეგლები, რომლებიც მან აიღო ილუსტრაციისთვის, "განეკუთვნება არა ერთ რომელიმე ცალკეულ ქვეყანას, არამედ ქრისტეანული მსოფლიოს თითქმის ყველა ცნობილ ოლქს: საბერძნეთს, რომს, ვენეციას, სლავურ სახელმწიფოებს, ათონს და სხვა, რუსეთზე ხომ აღარაფერს ვამბობთ. ჩვენის აზრით, ეს ყველაზე მკაფიოდ წარმოაჩენს ორთითიანი წყობის საყოველთაოობას და ყოვლისმომცველობას".
ავტორი, ასევე, აღნიშნავს, რომ ნაშრომში არ გამოუყენებია ქრისტეანული ხელოვნების დღემდე აღმოჩენილი ყველა ძეგლი, რადგან ეს ძალზე გაზრდიდა ძეგლთა მიმოხილვას; ავტორმა ყოველი საუკუნიდან აიღო ერთიდან სამ ძეგლამდე, რაც, მისი აზრით, სრულიად საკმარისი იყო მის მიერ დასახული მიზნის დასაკმაყოფილებლად და რაც ასევე საკმარისია ე. ჭელიძის პირის დასაყოფად, რომელსაც ჰყოფნის სინდის-
16