არქიეპისკოპოსი პავლე (ხორავა)
გზა - მართლად სავალი
ნაწილი I
შთაფლვა თუ დასხმა?!
შთაფლვითი ნათლობის კანონიკურობისა და დასხმითი ნათლობის უკანონობის შესახებ
გზა -
ნაწილი I
შთაფლვა თუ დასხმა?!
შთაფლვითი ნათლობის კანონიკურობისა და დასხმითი ნათლობის უკანონობის შესახებ
მკითხველო, წინამდებარე წიგნი, რომლის ინტერნეტ-ვერსიასაც ჩვენს ოფიციალურ საიტზე გთავაზობთ, მართლმადიდებლური სარწმუნოების საძირკვლის გამაგრების, შენთვის ჭეშმარიტი ქრისტეანული გზის ჩვენებას ისახავს მიზნად. აქ თავმოყრილია დიდძალი კვლევითი მასალა, რომელიც ეხება დოგმატიკის, ლიტურგიკის, ეკლესიის ისტორიის და ესქატოლოგიის სფეროებს. წიგნი მდიდარია ფაქტობრივი და დოკუმენტური მასალით და მოიცავს პერიოდს I საუკუნიდან ვიდრე XXI საუკუნემდე. ავტორი გვაძლევს ნათლისღების საიდუმლოს, სხვადასხვა ლიტურგიკული წეს-ჩვეულების, 17-ე საუკუნის საეკლესიო რეფორმისა და მისი შედეგების შემჭიდროებულ, მაგრამ ამავე დროს ღრმა ანალიზს.
წიგნში მხილებულია ძველმართლმადიდებლური ეკლესიის წინააღმდეგ მიმართული ცილისწამებებისა და ბრალდებების უსაფუძვლობა; ავტორის მიზანია, ჭეშმარიტების ერთგულ ყოველ ქრისტეანს მიუთითოს გზა მართლად სავალი. იმის გასარკვევად, რომ ეს გზა სწორედ ძველმართლმადიდებლურ ქრისტეანობასთან მიდის, არა მარტო აქ მოტანილი საეკლესიო წესებისა და სხვადასხვა მოვლენის განმარტება დაგეხმარება, არამედ კრებულში თავმოყრილი სადისკუსიო მასალებიც დიდად წაგადგებგა და ორ მოპაექრე მხარეს შორის მტყუან-მართლის გარჩევაც არ გაგიჭირდება.
წიგნის პირველი ნაწილი ეძღვნება ნათლისღების საიდუმლოს, მისი შესრულების კანონიკურ და არაკანონიკურ ფორმებს; მეორე ნაწილი - 17-ე საუკუნის რუსეთის საეკლესიო რეფორმას და მის შედეგებს როგორც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისთვის, ასევე მსოფლიო მართლმადიდებლობისთვის; მესამე ნაწილი კი მთლიანად ეძღვნება ეკლესიის უძლეველობას.
ჭეშმარიტი ქრისტიანული სიყვარულით უძღვნის ამ წიგნს ძველმართლმადიდებლური ეკლესიის არქიეპისკოპოსი პავლე (ხორავა) წმიდა სარწმუნოების გზაზე შემდგარ ყოველ მართლმადიდებელს.
წიგნი გამოიცა ძველმართლმადიდებელ ქრისტეანთა შემოწირულობით.
თავი I
____________________________________________________________________________________________________________________
აკრძალული არგუმენტები
არგუმენტები და ვარაუდები, რომლებსაც დავაში ვიყენებთ, ორ დიდ ჯგუფად იყოფა. ერთნი განეკუთვნებიან დავის საგანს, პოზიციის დასაცავ ან უარსაყოფ მოსაზრებებს და ეწოდებათ argumentum ad rem - საქმესთან დაკავშირებული არგუმენტი, ანუ არსებითი არგუმენტი. ამგვარი არგუმენტები, უდავოდ, კორექტულია და, ლოგიკის თვალსაზრისით სწორედ ისინი უნდა იქნეს გამოყენებულნი დისკუსიაში.
არგუმენტების მეორე ჯგუფი განეკუთვნება საქმის არაარსებით მხარეს, მიმართულია არა წამოყენებული საკითხის დასამტკიცებლად ან უარსაყოფად, არამედ მხოლოდ იმისთვის, რათა მოვიპოვოთ გამარჯვება. მათი საზოგადო სახელია argumentum ad hominem - არგუმენტირება ადამიანისადმი. ასე მათ იმიტომ ეწოდება, რომ ეხება ოპონენტის პიროვნებას, მის შეხედულებებს, ქცევას და ა. შ. ამ შემთხვევაში დავის საგანი რჩება განზე, თვით დავა კი ინტელექტუალური პაექრობიდან, გონებათა და იდეათა დაპირისპირებიდან გადადის ხასიათთა შეჯახებაზე, ქვენა გრძნობებისა და ვნებების შეტაკებაზე. ლოგიკის თვალსაზრისით, ყველა ad hominem არგუმენტი არაკორექტულია და მათი გამოყენება უეჭველი სიმპტომია იმისა, რომ დისკუსიის მონაწილეს აღელვებს არა ჭეშმარიტების, არამედ ოპონენტთან ურთიერთობის გარკვევა და ნებისმიერი მეთოდით დავაში გამარჯვების მიღწევა.
ad hominem-ის არგუმენტაციები ძალზედ ბევრია. ჩვენ გავეცნობით მხოლოდ ზოგიერთს, ყველაზე გავრცელებულს.
1. არგუმენტი ავტორიტეტისადმი
ეს არის დიდი მეცნიერის, საზოგადოებრივი მოღვაწის, მწერლის და ა. შ. მოსაზრების დამოწმება საკუთარი თეზისის მხარდასაჭერად ან მოწინააღმდეგის თეზისის უარსაყოფად. ასეთი დამოწმება სრულიად დასაშვებია, მაგრამ შეიძლება არაკორექტულიც იყოს.
საქმე ის არის, რომ ადამიანი, რომელმაც აღიარება ერთ რომელიმე სფეროში თავისი წარმატებული მოღვაწეობით მოიპოვა, შეიძლება, სხვა სფეროებში სულაც არ მიიჩნეოდეს ასეთივე ავტორიტეტად. ამიტომაც, მისი აზრი, რომელიც სცილდება იმ ვიწრო სფეროს, რომელშიც ის იღვწოდა, სრულიად მცდარი შეიძლება აღმოჩნდეს. ასე მაგალითად, რა წონა შეიძლება ჰქონდეს ნილს ბორის შეხედულებას ქალთა კოლჰოტების ხარისხზე, მიუხედავად იმისა, რომ ნილს ბორი იყო უდიდესი ფიზიკოსი! გარდა ამისა, იმავე სფეროშიც კი, სადაც მოღვაწეობდა დიდი ადამიანი, მისი გამონათქვამები ყოველთვის უდავო ჭეშმარიტებას როდი წარმოადგენდნენ.
ავტორიტეტისადმი აპელაციას გამართლება აქვს მხოლოდ ერთ შემთხვევაში - როდესაც ორივე ოპონენტი აღიარებს ამ ავტორიტეტს და ლაპარაკია ისეთ საკითხზე, რომელთა დაკავშირებითაც ავტორიტეტული ადამიანის აზრი ნამდვილად მნიშვნელოვანია. მაგალითად, ფიზიკოსები მსჯელობენ თვითორგანიზაციის თეორიაზე ამ თეორიის ერთ-ერთ შემქმნელზე, კერძოდ, ილია პრიგოჟინზე დაყრდნობით. ასეთი დამოწმება სრულიად კორექტულია; ორი მარქსისტი დავობს რომელიღაც სოციალურ პრობლემაზე - კ. მარქსის დამოწმება აქ დასაშვებია; ისტორიკოსები მსჯელობენ ივანე IV-ის პოლიტიკის მოტივაციებზე - ასეთ შემთხვევაში სრულიად მისაღებია, დავიმოწმოთ მისი მიმოწერა თავად კურბსკისთან. მაგრამ მიაქციეთ ყურადღება: ავტორიტეტების ასეთი დამოწმება უკვე აღარ იქნება ad hominem არგუმენტი, ისინი უკვე არსებითი, ანუ ad rem არგუმენტაციის კატეგორიაში გადადის. ყველა სხვა შემთხვევაში ამგვარი მიმართვა ავტორიტეტებისადმი არაკორექტულია.
ბოლოს და ბოლოს, შეგვიძლია ისიც ვთქვათ, რომ შეიძლება კაცი დაეყრდნოს იმ ადამიანებს, რომლებსაც დიდი ღვაწლი აქვთ ამა თუ იმ სფეროში და მოცემულ საკითხზეც საკუთარი მოსაზრება გამოთქვეს. ზოგიერთი ამ აზრამდე ხანრძლივი, დაძაბული და ზოგჯერ მოწამეობრივი ღვაწლითა და აზროვნებით მივიდა! მაგრამ როგორია იმგვარი "ავტორიტეტების" დამოწმება, რომლებიც მას ათასგვარი მაქინაციებით იხვეჭენ?
ცხადია, ასეთი "ავტორიტეტები" მეცნიერებაშიც არიან და ამ მხრივ ჩვენი ოპონენტი ე. ჭელიძე გამონაკლისი როდი გახლავთ. მას კი, როგორც ავტორიტეტს, ჩვენთან მოდავე ახალმოწესე ადეპტები ძალზე ხშირად იმოწმებენ. თვით ე. ჭელიძეც ხშირად იმოწმებს ისეთ "ავტორიტეტულ" წყაროებს, რომლებიც თავიანთი წარმომავლობით, ან მეცნიერთა შორის ჩატარებული კვლევების საფუძველზე, ან კიდევ სარწმუნოებრივი თვალსაზრისით (რადგან ან ლათინია, ან პროტესტანტი) ჩვენთვის ავტორიტეტებს სულაც არ წარმოადგენენ. ასეთია, მაგალითად, ცნობილი ძეგლი "დიდაქე", რომელზეც წინამდებარე ნაშრომში დეტალურად ვისაუბრებთ.
ავტორიტეტისადმი არგუმენტს მრავალი ფორმა გააჩნია. მაგალითად, აპელირებენ საზოგადოებრივი აზრის მიმართ: "საყოველთაოდ აღიარებულია, რომ..." "არავინ ეჭვობს იმას, რომ..." და ა. შ. მერე რა, რომ ესა თუ ის აზრი, ან შეხედულება საზოგადოდ მიღბულია? მთელი საზოგადოებაც შეიძლება ცდებოდეს ისევე, როგორც ცალკეული პიროვნება (ცხადია, ჩვენ აქ მარტო რელიგიურ ცთომლებაზე არ გვაქვს მინიშნება). ოდესღაც ფიქრობდნენ რომ დედამიწა უძრავია, მაგრამ მართალი სწორედ გალილეი აღმოჩნდა! და საერთოდ, თუ კარგად დავაკვირდებით, აღმოვაჩენთ თუ რას წარმოადგენს ეს ე. წ. "საზოგადოებრივი აზრი". ძალზედ ხშირად ეს არის ადამიანთა ერთი ჯგუფის შეხედულება, რომელმაც პრესის და ტელევიზიის ან ძალაუფლების წყალობით შეძლო მოსახლეობისთვის მისი შთაგონება. ამიტომაც, საზოგადოებრივი აზრისადმი აპელირებას, როგორც მნიშვნელოვან არგუმენტს, უმეტეს შემთხვევაში არ უნდა ვიწყნარებდეთ.
2. აპელირება აუდიტორიის ავტორიტეტისადმი
ხშირად აპელირებენ აუდიტორიის ავტორიტეტისადმი. მაგალითად, იტყვიან ხოლმე: "აქ დამსწრენი დაგვეთანხმებიან, რომ..." ან მუნდირისა და თანამედებობის ავტორიტეტისადმი: "მე პროფესორი ვარ, ამიტომაც..." ასაკის ავტორიტეტისადმი: "მე თქვენზე უფროსი ვარ, ახალგაზრდავ, ამიტომაც..." თითქოსდა ადამიანებს სიბერეში ჭკუა ემატებოდეთ! არც ერთ ამ წყაროს ჭეშმარიტების გარკვევასთან არაფერი აქვს საერთო, არც განსახილველი საკითხის არსთან, ამიტომაც ისინიც უნდა უკუვაგდოთ.
მოცემული ხრიკი განსაკუთრებული თავხედობით გამოიყენება იმ შემთხვევებში, როდესაც იგონებენარარსებულ ავტორიტეტებს ან რეალურ დიდ პიროვნებებს მიაწერენ შეხედულებებს, რომლებიც მათ არასოდეს გამოუთქვამთ. მაგალითად, "ჩინელმა ბრძენმა და ფილოსოფოსმა კონფუციმ დაამტკიცა, რომ ლუდი სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის".
ამგვარ ხრიკს ე. ჭელიძეც საკმაოდ ხშირად მიმართავს და თანაც ყველგვარი სინდისის ქენჯნის გარეშე. ის აპელირებს საეკლესიო-ლიტურგიკული წყაროებისადმი, წმიდა მამებისადმი, საეკლესიო კრებებისადმი და მიაწერს მათ (ცხადია, მის მიერვე ინტერპრეტირებული გამონათქვამების მიხედვით) ისეთ რამეს, რაც ან არ არის ნაგულისხმევი ამ წყაროებში, ან კიდევ მათში საერთოდ არ მოიპოვება. ეს იმდენად გამაოგნებელი თავხედობა და კადნიერებაა მეცნიერის ტიტულის მქონე ადამიანის მხრიდან, რომ მკითხველმა შეიძლება არც დაგვიჯეროს; თუმცა, რეალური ფაქტებისა და თვით ჩვენი ოპონენტის მსჯელობათა შეპირისპირებით ამაშიც ადვილად დავრწმუნდებით.
საზოგადოდ, თუ მხოლოდ რელიგიურ მოღვაწეებს არ ვიგულისხმებთ, როდესაც არგუმენტაციის დასამტკიცებლად ცოდნის ან პრაქტიკული საქმიანობის ამა თუ იმ სფეროში არსებულ ავტორიტეტულ პირთა გამონათქვამებს ეყრდნობიან, ის არ შეიძლება განვიხილოთ დასაცავი თეზისის ან აზრის სასარგებლოდ გამოთქმულ დამაჯერებელ არგუმენტად. რადგან, ისევე, როგორც სხვა ადამიანები, ავტორიტეტული პირებიც შეიძლება შეცდნენ და მათი შეხედულებების განხილვა, როგორც უდავო და საბოლოო ჭეშმარიტება, დაუშვებელია. ამ ნაშრომში მკითხველი ამის ნიმუშებსაც იხილავს.
გარდა ამისა, ახალი ფაქტები და აღმოჩენები შეიძლება წინააღმდეგობაში აღმოჩნდეს ავტორიტეტულ პირთა შეხედულებებთან, აღარაფერი რომ არ ვთქვათ იმ შემთხვევებზე, როცა ისინი აზრს გამოთქვამენ იმ საკითხებზე, რომლებიც მათი კომპეტენციის ფარგლებს სცილდება. სწორედ ამიტომ ავტორიტეტების დამოწმება უკეთეს შემთხვევაში, შეიძლება შეწყნარებულ იქნას როგორც ირიბი საბუთი, რომელიც ვერ შეცვლის უშუალო მტკიცებულებას და საფუძველს, რომელიც ეყრდნობა ფაქტებს და ადრე დამტკიცებულ ჭეშმარიტებას.
ავტორიტეტებისადმი რწმენა ხშირად გვხვდება იმ ადამიანთა შორის, რომლებსაც არ მიუღიათ საკმარისი განათლება და ამიტომაც უნარი არ შესწევთ დამოუკიდებლად და კრიტიკულად შეაფასონ ავტორიტეტულ მოღვაწეთა აზრები და შეხედულებები მეცნიერების, ხელოვნების, პოლიტიკისა და ინტელექტუალური შრომის სხვადასხვა სფეროში. არაკრიტიკული დამოკიდებულება ავტორიტეტებისადმი, ბრმა ქედის მოხრა მათ წინაშე ხშირად იქცევა "დოგმატიზმის" წყაროდ, რაც ფართოდ არის გავრცელებული ტოტალიტარული ხასიათის სახელმწიფო წყობაში და რომელიც თრგუნავს ყოველგვარ თავისუფალ აზროვნებას, კრძალავს ამა სოფლის ძლიერთა იდეოლოგიის კრიტიკას.
მეორე მხრივ, არც ყოველგვარი ავტორიტეტის უარყოფა ეგების, მათი გამოცდილებისა და ღვაწლის უარყოფა, მეორე უკიდურესობაა, რადგან უარიყოფა არა მარტო მოძველებული და უსარგებლო ცოდნა, არამედ ყოველივე ღირებული და გარდაუვალი, რაც მთლიანობაში შეადგენს ფუნდამენტს ჭეშმარიტი მეცნიერებისა და ხელოვნებისა. ამიტომაც, წინამორბედთა მიღწევების მიუკერძოებელი ანალიზი, განსაკუთრებით ამა თუ იმ სფეროს ავტორიტეტული მოღვაწეებისა, მხოლოდ გაამყარებს და გააძლიერებს ჭეშმარიტების ძიებისკენ მიმართულ არგუმენტაციას. ამავე დროს, ავტორიტეტთა უკვე მოძველებულ მტკიცებულებებზე ჯიუტ ჩაჭიდებას და ამა თუ იმ მოსაზრების მათზე დაფუძნებას "დოგმატიზმამდე" მივყავართ (ცხადია, აქ არ იგულისხმება სარწმუნოებრივი დოგმატები, რომელთაც სულ სხვა შინაარსი და ბუნება აქვს).
3. არგუმენტი პუბლიკისადმი (ან ბრბოსადმი)
(ან ბრბოსადმი). აქ იგულისხმება დამსწრეთადმი მიმართვა მისი იდეისადმი მიმხრობისა და ოპონენტზე ფსიქოლოგიური ზეგავლენის მოხდენის მიზნით. ზოგჯერ ესენი შეიძლება იყვნენ სრულიად შემთხვევითი ადამიანები. განსაკუთებულ ეფექტს ეს მეთოდი იძენს იმ შემთხვევაში, როდესაც აპელირებენ დამსწრეთა მატერიალური ინტერესებისადმი, როდესაც ახერხებენ აჩვენონ, რომ მოწინააღმდეგის თეზისი - მისი ჭეშმარიტად აღიარება - დააზარალებს დამსწრეთა შემოსავალს, თანამდებობრივ მდგომარეობას და ა. შ. ასეთ შემთხვევაში, ნებისმიერ სისულელეს, რაც კი შეიძლება თქვას ადამიანმა, პუბლიკა, შესაძლოა, ტაშის გრიალით შეხვდეს, ხოლო მოწინააღმდეგის სიტყვები, ციცერონიც რომ იყოს მისი წარმომთქმელი, დამსწრეთა გაბოროტებულ და წყრომით აღსავსე რეაქციას გამოიწვევს. არტურ შოპენჰაუერმა ამ ხრიკს "ხის ძირფესვიანად მოჭრა" უწოდა.
მართლაც, ადამიანები იმწამსვე წყვეტენ თეორიულ მსჯელობას, როგორც კი იგრძნობენ, რომ მათ ჯიბესა და მატერიალურ მდგომარეობას საფრთხე ემუქრება. აბა, შეეცადეთ, იარაღის მწარმოებელი ქარხნის მუშებს შთააგონოთ აზრი, რომ აუცილებელია შეიარაღების შემცირება და საბოლოოდ იარაღის წარმოების შეწყვეტა! თქვენი არგუმენტაციის ჭეშმარიტების მიუხედავად, აუცილებლად დაგიშენენ ლაყე კვერცხებს.
"აპელირება ბრბოსადმი" ან აუდიტორიისადმი შეიცავს დიდ საფრთხეს, რადგან ამასთან ორატორი ან პოლემისტი ესწრაფვის არა იმდენად განსახილველი საკითხის ჭეშმარიტების დადგენას, რამდენადაც პუბლიკის გულის მოგებას, ამიტომაც თამაშობს მის ინტერესებზე, მოთხოვნილებებზე, ემოციებსა და გრძნობებზე.
ეს ხერხი ხშირად გამოიყენება ისეთი საკითხების საჯარო განხილვისას, რომელთა გაგება და ღრმად წვდომა ფართო აუდიტორიას არ ძალუძს და აქედან გამომდინარე, არც საკუთარი შეხედულების ჩამოყალიბება შეუძლია. ასეთ შემთხვევებში არაკეთილსინდისიერი პოლემისტი მიმართავს არგუმენტაციის ვულგარიზაციას, ასევე ოპონენტთა არგუმენტების დაცინვის დაუშვებელ ხერხს, ავლენს მათდამი ირონიულ დამოკიდებულებას, რითიც შესაძლოა მიიმხროს მოუმზადებელი მსმენელი და სწორედ ამან მოაპოვებინოს გამარჯვება.
ჩვენი პოლემიკის შემთხვევაში ე. ჭელიძე, როგორც მის მიერ ჩვენი ნააზრევისა და ადამიანური ღირსების მიმართ გამოყენებული ეპითეტებიდან და გამონათქვამებიდან გამომდინარე ვნახეთ, აშკარად ახდენს ჩვენი არგუმენტების ვულგარიზაციას და ირონიულად, ზოგჯერ კი თავხედურად დასცინის ამ არგუმენტებს. რამდენად სამართლიანია მისი ეს ირონია, ქვემოთ ვნახავთ, აქ აღვნიშნავთ მხოლოდ იმას, რომ ეს გახლავთ პოლემიკის სრულიად დაუშვებელი და არაკორექტული ხერხი.
ძალზე ხშირად აუდიტორიის წინაშე გამოსვლისას არაკეთილსინდისიერი პოლემისტი იყენებს საზოგადოდ მიღებულ აზრს და წარმოდგენას რაიმე საკითხზე, რაც უფრო დეტალური გამოკვლევის შემთხვევაში, სხვა არაფერი შეიძლება აღმოჩნდეს თუ არა უკვე მოძველებული შეხედულება. მაგრამ მსგავსი აუდიტორიისთვის ეს შეხედულებები და მოარული აზრები უფრო ჩვეულია, ვიდრე ახალი, ჯერაც გაუმყარებელი და ამიტომაც უჩვეულო მოსაზრებები.
არგუმენტაციის ძირითადი ამოცანაც სწორედ ის არის, გამოაცალკევოს ჭეშმარიტება შეხედულებისგან, დასაბუთებული მტკიცებულება - დაუსაბუთებლისგან, სანდო არასანდოსგან. ეს კი შესაძლებელია მხოლოდ დეტალური, გამოწვლილვითი და იმ მტკიცებულებათა და შეხედულებათა კეთილსინდისიერი ანალიზით, რომლებიც ამა თუ იმ საკითხის დასამტკიცებლად გამოიყენება.
4. არგუმენტი ძალისადმი
(ანუ ჯოხის არგუმენტი) - დაშინება ან პირდაპირი ფიზიკური ძალადობით, ან კიდევ სულიერი შედეგებით. ეს "არგუმენტიც" ძალიან ხშირად გამოიყენება. ადამიანი ძალიან დიდსულოვანი უნდა იყოს, ამ არგუმენტის ზეგავლენის ქვეშ რომ არ მოექცეს. ყოველთვის შეინარჩუნებთ ზნეობრივ სიმაღლეს, თუ შეიგნებთ ერთ უმარტივეს ჭეშმარიტებას: ფიზიკური ანგარიშსწორების შიშით გამოძალულ თანხმობას არანაირი ღირებულება არ გააჩნია და არაფრით ავალდებულებს თანხმობის მიმცემს - ის ხომ ვერაფერში დაარწმუნეს! ამიტომაც, სულის სიღრმეში ის ყოველთვის მართლად მიიჩნევს თავს და როგორც კი საშიშროება გადაივლის, კვლავ ძველებურად ილაპარაკებს და იაზროვნებს.
5. არგუმენტი უმეცრებისადმი
პოლემიკაში ისეთი ფაქტებისა და მდგომარეობების გამოყენება, რომლის შესახებაც თქვენმა ოპონენტმა არაფერი იცის, ან ისეთი ნაწარმოების დამოწმება, რომელიც მას არ წაუკითხავს და წაკითხვასაც ვერ შეძლებს. ასეთია, მაგალითად: "როგორც პლატონი წერდა "ტიმეოსში", ან კიდევ: "ლეონარდო და ვინჩის დღიურებში წერია, რომ...".
ჩვენ, ყველანი, ზოგჯერ ვხვდებით ისეთ სიტუაციაში, როდესაც რაღაცას გვეუბნებიან, ჩვენ კი, მიუხედავად იმისა, რომ არ გვესმის, მაინც თავს ვუქნევთ. ბევრს, განსაკუთრებით ახალგზრდობას ან უბრალოდ, თავმოყვარე ადამიანებს, უჭირს იმისი აღიარება, რომ რაღაც შეიძლება არ იცოდეს, არ ესმოდეს წაკითხული… ამ ადამიანებს ჰგონიათ, რომ ასეთი აღიარება მათ ღირსებას დაამცირებს. ასეთებთან გამართულ ზეპირ დიალოგში "არგუმენტი უმეცრებისადმი" შეუფერხებლად მუშაობს, მით უმეტეს, თუ ის ისეა მიწოდებული, რომ ეს ჭეშმარიტება ყველამ უნდა იცოდეს. მაგალითად: "თქვენ, რა თქმა უნდა, იცით ის ადგილი ფლობერიდან, სადაც ის ამბობს..." ან "ყველასთვის კარგად არის ცნობილი, რომ ყუმრანის ხელნაწერებში ნათქვამია ბუკვალურად შემდეგი..." არადა, არ უნდა გვრცხვენოდეს იმისი თქმა, რომ "ყუმრანის ხელნაწერები არ წაგვიკითხავს", და მაშინ ეს ხრიკი ჰაერში გამოეკიდება. "შენ ამბობ, ლეონარდოს დღიურებშიაო ნათქვამი? და სად წაიკითხე? როდის გამოიცა ლეონარდო და ვინჩის დღიურები? მოგვიყევი, კიდევ რა არის ნათქვამი ამ წიგნში, საინტერესოა!" და ოპონენტი იმწამსვე გამოაშკარავებული იქნება არაკეთილსინდისიერებაში.
რა თქმა უნდა, თუ თქვენ საერთოდ არაფერი იცით, ეს სამარცხვინოა, მაშინ არც დავაში უნდა ჩაებათ. ხოლო, თუ საკითხი იცით და რაღაცაში სხვაზე არანაკლებ ერკვევით, მაშინ თავისუფლად და მშვიდად შეგიძლიათ აღიაროთ, რომ რაღაც საკითზე წარმოდგენა არ გაქვთ. ბოლოს და ბოლოს, არ არსებობს ადამიანი, რომელმაც ყველაფერი იცის და ყველაფერი წაკითხული აქვს. ამაოდ როდი ამბობდა ერთი ბრძენი: "მე ვიცი მხოლოდ ის, რომ არაფერი არ ვიცი".
6. არგუმენტი პიროვნებისადმი
ყველაზე ამაზრზენი, სამარცხვინო, მაგრამ, სამწუხაროდ, ყველაზე გავრცელებული ხრიკია. ლათინურად მას სპეციალური სახელწოდებაც კი აქვს: argumentum adpersonam. დავის საგანი უკვე საერთოდ გვერდზე გადაიწევა და მოწინააღმდეგეები თავს ესხმიან ოპონენტის პირად, კერძო თავისებურებებს, ადამიანურ ღირსებებს - გარეგნობას, შეხედულებებს, გემოვნებას, ქცევას და ა. შ. როგორც იტყვიან, გადადიან "პიროვნებაზე". ამისი მაგალითები ე. ჭელიძის "შემოქმედებიდან" ზემოთ უკვე ვნახეთ.
"არგუმენტს პიროვნებისადმი" იმდენი სახესხვაობა ახასიათებს, რამდენი სხვაობაც აქვს თითოეულ ადამიანს. უპირველეს ყოვლისა, რა თქმა უნდა, თავს ესხმიან ადამიანის გარეგნობას; ან ოპონენტს შესაცბუნებლად შეახსენებენ, რომ მისი ქცევა ეწინააღმდეგება მის მიერვე წამოყენებულ თუ მხარდაჭერილ თეზისს, რაც, ცხადია, არაკორეტქულია: თეზისი შეიძლება ჭეშმარიტი იყოს, მაგრამ ადამიანები ყოველთვის როდი ახერხებენ ქადაგებული შეხედულებებისამებრ მოქცევას.
დასასრულ, ვფიქრობმ არ შევცდები, თუ ვიტყვი, რომ აზრი არა აქვს ყველა აკრძალული არგუმენტის ჩამოთვლას; მითუმეტეს, რომ ჩვენი ოპონენტი იყენებს არა მარტო არაკორექტული დავის ფილოსოფიურ მეთოდებს, არამედ ფსიქოლოგიურ წნეხს და რიტორიკულ ფიგურებს. არც ყველა იმ უმსგავსო ხრიკის ჩამოწერას აქვს აზრი, რასაც პროფ. ე. ჭელიზე მიმართავს ჩვენს საწინააღმდეგო მსჯელობებში.
ჩვენთვის მთავარია, ამ მაგალითების მხილებით, მისი არამეცნიერული და არაკორექტული მსჯელობების წარმოჩენით დავრწმუნდეთ, რომ მას უნებებია არა საკითხის არსში წვდომა ან საკითხის გადაწყვეტა, არამედ ჩვენი შეურაცხყოფა, ადამიანური ღირსების დაკნინება, ჩვენი გონებრივი შესაძლებლობების გაქელვა, რაც თავად მას ავტორიტეტს აუმაღლებს მომხრეების თვალში. მისი სიტყვა ხომ "მხოლოდ" (!) ოფიციალური მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლის დარწმუნებისკენ არის მიმართული (იხ. "სული - ცხოველი". გვ. 110) და მიზნად ისახავს მათ გაბრუებასა და შეცდომაში შეყვანას, რათა გაამართლოს ნათლობის დასხმით-პკურებითი, იგივე ლათინური წესი, რადგან იმის აღიარება, რომ ეს წესი დარღვეულია, პრაქტიკულად, აუქმებს მთელ მათ იერარქიას და მთლიანად ეკლესიასაც, რამეთუ, როგორც თვითონ ე. ჭელიძე წერს: "ჩვენი აბსოლუტური უმრავლესობა მოინათლა ჩვილობაში და მოინათლა დღეს არსებული წესის მიხედვით ანუ დასხმითად" (იქვე. გვ. 115). აი, რა აიძულებს ე. ჭელიძეს, გამოიყენოს ასეთი არგუმენტები საზოგადოდ აკრძალულ და არაკორექტულ ხრიკებთან ერთად.
ძნელია, სათითაოდ გაარჩიო და კატეგორიის მიხედვით დაახარისხო ე. ჭელიძის მიერ ჩვენს წინააღმდეგ გამოყენებული დავის ესა თუ ის აკრძალული და არაკორექტული მეთოდი. ჩვენ ხომ მისი ორი წიგნი გვაქვს განსახილველი ("ეკლესია - სძალი უფლისა" და "სული ცხოველი"), რომელთა გვერდების საერთო რაოდენობა (ცხადია, ვგულისხმობთ ძველმართლმადიდებელთადმი მოძღვნილ გვერდებს) 700- ს აჭარბებს.
ჩვენი ლოგიკა ააშკარავებს ე. ჭელიძის სიცრუეს ჩვენს დავაში, აღწერს და აყალიბებს მათ სქემებს, მაგრამ შეგნებული გვაქვს ისიც, რომ ადამიანური გამომგონებლობა შობს სიცრუისა და ეშმაკობის სულ ახალ- ახალ ფორმებს, ასე რომ, ე. ჭელიძის ყველა სიცრუეს ჩვენ ვერ გამოვეკიდებით. ვფიქრობთ, მისი ნაშრომის სიყალბის საჩვენებლად ისიც კი საკმარისი იქნება, რასაც წინამდებარე წიგნში წარმოვაჩენთ.
შეცდომები და ხრიკები
1. სიტყვების არასწორი გამოყენება
რამდენადაც გამოიხატება ჩვენი აზრები და მსჯელობები სიტყვათა და წინადადებათა მეშვეობით, იმდენად მრავალი შეცდომა შეიძლება აღმოცენდეს მეტყველების არასწორი ფორმულირებისას.
როგორც არისტოტელე აჩვენებს, სწორედ ასეთი სახის შეცდომებზეა აგებული სოფისტური მტკიცებულებანი. მათ რიცხვს განაკუთვნებს ის, მაგალითად, შეცდომას, რომელიც დაკავშირებულია ერთნაირ (მოსახელე) სახელწოდებებთან ან სიტყვათა ორაზროვნებასთან, მათ შეერთებასთან და განცალკევებასთან, თვით წარმოთქმასთანაც კი.
მოსახელეობა და ორაზროვნება, ჩვეულებისამებრ, აღმოცენდება ერთი და იმავე სიტყვის ან გამოთქმის გამოყენებასთან ცნებისა თუ მსჯელობის გამოსახატავად. ამ გაურკვევლობას ეფუძნება სოფისტური ხრიკი, როდესაც მტკიცებულება, რომელიც სამართლიანად განეკუთვნება ერთ შემთხვევას, გადაიტანება სულ სხვა შემთხვევაზე, რომელსაც პირველთან საერთო მხოლოდ სახელწოდება აქვს. ამიტომაც, შეიძლება ითქვას, რომ ასეთი შეცდომა ეფუძნება სიტყვათა ომონიმებს, როდესაც ერთი და იგივე სიტყვა ემსახურება სხვადასხვა ცნებათა ან აზრთა გამოხატვას.
ჩვეულებისამებრ, ასეთი ხრიკები ადვილად აშკარავდება. საკმარისია, ჩავწვდეთ სიტყვათა და გამონათქვამთა აზრს, მაგრამ ზეპირ დავაში, როდესაც ადამიანებს ემოციები ძალავს და სხვა ფსიქოლოგიური ფაქტორებიც მოქმედებს, ისინი არცთუ იშვიათად გამოიყენება და დავას აძნელებს.
ხრიკების ამ კატეგორიაში ტიპურია ანტიკური სოფიზმები, რომლებიც ეფუძნება სიტყვათა არასწორ შეერთებას ან განყოფას და ფორმით პარადოქსებს გვაგონებენ. ამის სანიმუშოდ, არისტოტელეს მოყავს ისეთი სიტყვათწყობა, როგორიც არის "არამწერალი წერს", "ავადმყოფი ჯანმრთელია", "მჯდომარე დგას" და ა. შ. ცხადია, აქ სოფიზმი აღმოცენდება სიტყვათა არასწორი შეერთების გამო, როდესაც, ერთი მხრივ, არ ჩანს განსხვავება მოქმედების უნარსა და, მეორე მხრივ, რეალურ მოქმედებას შორის (მოცემულ მომენტში არამწერალს შეუძლია, წეროს სხვა მომენტში, ახლა მჯდომს ადგომა შეუძლია, ხოლო ავადმყოფი შეიძლება გამოჯანმრთელდეს).
სიტყვათა განყოფას ეყრდნობა სოფიზმები, რომლებიც დაკავშირებულია ცალკეულ სიტყვათა მნიშვნელობის გადატანასთან გამაერთიანებელ სიტყვაზე. ასე, მაგალითად, მტკიცებულებიდან "ხუთი - ეს არის ორი და სამი", სოფისტმა შეიძლება თქვას, რომ ხუთი ეს არის წყვილი და კენტი.
მსგავსი სოფიზმებისგან თავდაცვა, არისტოტელეს თანახმად, მდგომარეობს ორაზროვანი სიტყვებისა და მსჯელობის გამოწვლილვით ანალიზში. ამიტომაც მეტყველების ორაზროვნებას უნდა ვუპასუხოთ მტკიცებულებით, რომ ერთი აზრით სიტყვა შეიძლება აღნიშნავს ერთს, მაგრამ სხვა აზრით - სხვას.
ჩვენს შემთხვევაში, ასეთი სახის "არგუმენტაციას" ხშირად იყენებენ. მაგალითად, გვიმტკიცებენ, რომ ტერმინი "ბაპტიზმა" (შთაფლვა) მრავალგვარი მნიშვნელობისაა და ის ნიშნავს დასხმასაც, მორწყვასაც, შეღებვასაც და ა. შ.; ან მაშინ, როცა პირჯვრისწერის საკითხის განხილვის დროს, გვიმოწმებენ ჰაერში ან საგანზე "თითით" ჯვრის გამოსახვის მაგალითებს; ან იმოწმებენ წმ. იოანე ოქროპირის გამონათქვამს, რომლის მიხედვითაც (თანაც ეს არის არა ერთადერთი, არამედ ერთ-ერთი წყარო) "ოდენ თითით როდი გვმართებს პირჯვრის გადასახვა". როდესაც ვუღრმავდებით სიტყვა "თითის" მნიშვნელობას და ვწერთ, რომ ეს გამონათქვამი ბუნდოვანია იმისთვის, რათა კონკრეტული წესით პირჯვრისწერა ვამტკიცოთ, რადგან, ჯერ ერთი, არსებობს სხვა წყაროები, რომლებიც წმ. იოანეს იმავე გამონათქვამს სხვაგვარად წარმოაჩენენ, და ასევე, ეს შეიძლება იყოს გამოსახვის ის ფორმა, როდესაც მრავლობითი გამოიხატება მხოლობითით (მაგ." ტყემ მოისხა ფოთოლი". - გასაგებია, რომ აქ ერთ ფოთოლზე არ არის ლაპარაკი), ან კიდევ არის იდიომა ("ყური დამიგდე", "ხმა ამოიღე"). ამგვარი არგუმენტების უარყოფა კონკრეტული წესის გამოხატვის მტკიცებულებად ჩვენს ოპონენტებს ძლიერ აღიზიანებს, რაც შემდეგ ჩვენს გაუთავებელ ლანძღვასა და დამცირებაში გადადის.
ამრიგად, მეტყველების უზუსტობასთან და სხვადასხვა გამონათქვამის ბუნდოვანებასთან დაკავშირებული ხრიკები, შეიძლება, საკმაოდ მრავალფეროვანი იყოს, თუმცა მათი არსი მდგომარეობს იმაში, რომარაკეთილსინდისიერი პოლემისტი იყენებს ამ ბუნდოვანებას და გაურკვევლობას, როგორც არგუმენტს საკუთარი მტკიცებულებისთვის, ხშირად კი ოპონენტის არგუმენტების უარსაყოფადაც.
არგუმენტები და ვარაუდები, რომლებსაც დავაში ვიყენებთ, ორ დიდ ჯგუფად იყოფა. ერთნი განეკუთვნებიან დავის საგანს, პოზიციის დასაცავ ან უარსაყოფ მოსაზრებებს და ეწოდებათ argumentum ad rem -
არგუმენტების მეორე ჯგუფი განეკუთვნება საქმის არაარსებით მხარეს, მიმართულია არა წამოყენებული საკითხის დასამტკიცებლად ან უარსაყოფად, არამედ მხოლოდ იმისთვის, რათა მოვიპოვოთ გამარჯვება. მათი საზოგადო სახელია argumentum ad hominem -
ad hominem-
1. არგუმენტი ავტორიტეტისადმი
ეს არის დიდი მეცნიერის, საზოგადოებრივი მოღვაწის, მწერლის და ა. შ. მოსაზრების დამოწმება საკუთარი თეზისის მხარდასაჭერად ან მოწინააღმდეგის თეზისის უარსაყოფად. ასეთი დამოწმება სრულიად დასაშვებია, მაგრამ შეიძლება არაკორექტულიც იყოს.
საქმე ის არის, რომ ადამიანი, რომელმაც აღიარება ერთ რომელიმე სფეროში თავისი წარმატებული მოღვაწეობით მოიპოვა, შეიძლება, სხვა სფეროებში სულაც არ მიიჩნეოდეს ასეთივე ავტორიტეტად. ამიტომაც, მისი აზრი, რომელიც სცილდება იმ ვიწრო სფეროს, რომელშიც ის იღვწოდა, სრულიად მცდარი შეიძლება აღმოჩნდეს. ასე მაგალითად, რა წონა შეიძლება ჰქონდეს ნილს ბორის შეხედულებას ქალთა კოლჰოტების ხარისხზე, მიუხედავად იმისა, რომ ნილს ბორი იყო უდიდესი ფიზიკოსი! გარდა ამისა, იმავე სფეროშიც კი, სადაც მოღვაწეობდა დიდი ადამიანი, მისი გამონათქვამები ყოველთვის უდავო ჭეშმარიტებას როდი წარმოადგენდნენ.
ავტორიტეტისადმი აპელაციას გამართლება აქვს მხოლოდ ერთ შემთხვევაში -
ბოლოს და ბოლოს, შეგვიძლია ისიც ვთქვათ, რომ შეიძლება კაცი დაეყრდნოს იმ ადამიანებს, რომლებსაც დიდი ღვაწლი აქვთ ამა თუ იმ სფეროში და მოცემულ საკითხზეც საკუთარი მოსაზრება გამოთქვეს. ზოგიერთი ამ აზრამდე ხანრძლივი, დაძაბული და ზოგჯერ მოწამეობრივი ღვაწლითა და აზროვნებით მივიდა! მაგრამ როგორია იმგვარი "ავტორიტეტების" დამოწმება, რომლებიც მას ათასგვარი მაქინაციებით იხვეჭენ?
ცხადია, ასეთი "ავტორიტეტები" მეცნიერებაშიც არიან და ამ მხრივ ჩვენი ოპონენტი ე. ჭელიძე გამონაკლისი როდი გახლავთ. მას კი, როგორც ავტორიტეტს, ჩვენთან მოდავე ახალმოწესე ადეპტები ძალზე ხშირად იმოწმებენ. თვით ე. ჭელიძეც ხშირად იმოწმებს ისეთ "ავტორიტეტულ" წყაროებს, რომლებიც თავიანთი წარმომავლობით, ან მეცნიერთა შორის ჩატარებული კვლევების საფუძველზე, ან კიდევ სარწმუნოებრივი თვალსაზრისით (რადგან ან ლათინია, ან პროტესტანტი) ჩვენთვის ავტორიტეტებს სულაც არ წარმოადგენენ. ასეთია, მაგალითად, ცნობილი ძეგლი "დიდაქე", რომელზეც წინამდებარე ნაშრომში დეტალურად ვისაუბრებთ.
ავტორიტეტისადმი არგუმენტს მრავალი ფორმა გააჩნია. მაგალითად, აპელირებენ საზოგადოებრივი აზრის მიმართ: "საყოველთაოდ აღიარებულია, რომ..." "არავინ ეჭვობს იმას, რომ..." და ა. შ. მერე რა, რომ ესა თუ ის აზრი, ან შეხედულება საზოგადოდ მიღბულია? მთელი საზოგადოებაც შეიძლება ცდებოდეს ისევე, როგორც ცალკეული პიროვნება (ცხადია, ჩვენ აქ მარტო რელიგიურ ცთომლებაზე არ გვაქვს მინიშნება). ოდესღაც ფიქრობდნენ რომ დედამიწა უძრავია, მაგრამ მართალი სწორედ გალილეი აღმოჩნდა! და საერთოდ, თუ კარგად დავაკვირდებით, აღმოვაჩენთ თუ რას წარმოადგენს ეს ე. წ. "საზოგადოებრივი აზრი". ძალზედ ხშირად ეს არის ადამიანთა ერთი ჯგუფის შეხედულება, რომელმაც პრესის და ტელევიზიის ან ძალაუფლების წყალობით შეძლო მოსახლეობისთვის მისი შთაგონება. ამიტომაც, საზოგადოებრივი აზრისადმი აპელირებას, როგორც მნიშვნელოვან არგუმენტს, უმეტეს შემთხვევაში არ უნდა ვიწყნარებდეთ.
2. აპელირება აუდიტორიის ავტორიტეტისადმი
ხშირად აპელირებენ აუდიტორიის ავტორიტეტისადმი. მაგალითად, იტყვიან ხოლმე: "აქ დამსწრენი დაგვეთანხმებიან, რომ..." ან მუნდირისა და თანამედებობის ავტორიტეტისადმი: "მე პროფესორი ვარ, ამიტომაც..." ასაკის ავტორიტეტისადმი: "მე თქვენზე უფროსი ვარ, ახალგაზრდავ, ამიტომაც..." თითქოსდა ადამიანებს სიბერეში ჭკუა ემატებოდეთ! არც ერთ ამ წყაროს ჭეშმარიტების გარკვევასთან არაფერი აქვს საერთო, არც განსახილველი საკითხის არსთან, ამიტომაც ისინიც უნდა უკუვაგდოთ.
მოცემული ხრიკი განსაკუთრებული თავხედობით გამოიყენება იმ შემთხვევებში, როდესაც იგონებენარარსებულ ავტორიტეტებს ან რეალურ დიდ პიროვნებებს მიაწერენ შეხედულებებს, რომლებიც მათ არასოდეს გამოუთქვამთ. მაგალითად, "ჩინელმა ბრძენმა და ფილოსოფოსმა კონფუციმ დაამტკიცა, რომ ლუდი სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის".
ამგვარ ხრიკს ე. ჭელიძეც საკმაოდ ხშირად მიმართავს და თანაც ყველგვარი სინდისის ქენჯნის გარეშე. ის აპელირებს საეკლესიო-
საზოგადოდ, თუ მხოლოდ რელიგიურ მოღვაწეებს არ ვიგულისხმებთ, როდესაც არგუმენტაციის დასამტკიცებლად ცოდნის ან პრაქტიკული საქმიანობის ამა თუ იმ სფეროში არსებულ ავტორიტეტულ პირთა გამონათქვამებს ეყრდნობიან, ის არ შეიძლება განვიხილოთ დასაცავი თეზისის ან აზრის სასარგებლოდ გამოთქმულ დამაჯერებელ არგუმენტად. რადგან, ისევე, როგორც სხვა ადამიანები, ავტორიტეტული პირებიც შეიძლება შეცდნენ და მათი შეხედულებების განხილვა, როგორც უდავო და საბოლოო ჭეშმარიტება, დაუშვებელია. ამ ნაშრომში მკითხველი ამის ნიმუშებსაც იხილავს.
გარდა ამისა, ახალი ფაქტები და აღმოჩენები შეიძლება წინააღმდეგობაში აღმოჩნდეს ავტორიტეტულ პირთა შეხედულებებთან, აღარაფერი რომ არ ვთქვათ იმ შემთხვევებზე, როცა ისინი აზრს გამოთქვამენ იმ საკითხებზე, რომლებიც მათი კომპეტენციის ფარგლებს სცილდება. სწორედ ამიტომ ავტორიტეტების დამოწმება უკეთეს შემთხვევაში, შეიძლება შეწყნარებულ იქნას როგორც ირიბი საბუთი, რომელიც ვერ შეცვლის უშუალო მტკიცებულებას და საფუძველს, რომელიც ეყრდნობა ფაქტებს და ადრე დამტკიცებულ ჭეშმარიტებას.
ავტორიტეტებისადმი რწმენა ხშირად გვხვდება იმ ადამიანთა შორის, რომლებსაც არ მიუღიათ საკმარისი განათლება და ამიტომაც უნარი არ შესწევთ დამოუკიდებლად და კრიტიკულად შეაფასონ ავტორიტეტულ მოღვაწეთა აზრები და შეხედულებები მეცნიერების, ხელოვნების, პოლიტიკისა და ინტელექტუალური შრომის სხვადასხვა სფეროში. არაკრიტიკული დამოკიდებულება ავტორიტეტებისადმი, ბრმა ქედის მოხრა მათ წინაშე ხშირად იქცევა "დოგმატიზმის" წყაროდ, რაც ფართოდ არის გავრცელებული ტოტალიტარული ხასიათის სახელმწიფო წყობაში და რომელიც თრგუნავს ყოველგვარ თავისუფალ აზროვნებას, კრძალავს ამა სოფლის ძლიერთა იდეოლოგიის კრიტიკას.
მეორე მხრივ, არც ყოველგვარი ავტორიტეტის უარყოფა ეგების, მათი გამოცდილებისა და ღვაწლის უარყოფა, მეორე უკიდურესობაა, რადგან უარიყოფა არა მარტო მოძველებული და უსარგებლო ცოდნა, არამედ ყოველივე ღირებული და გარდაუვალი, რაც მთლიანობაში შეადგენს ფუნდამენტს ჭეშმარიტი მეცნიერებისა და ხელოვნებისა. ამიტომაც, წინამორბედთა მიღწევების მიუკერძოებელი ანალიზი, განსაკუთრებით ამა თუ იმ სფეროს ავტორიტეტული მოღვაწეებისა, მხოლოდ გაამყარებს და გააძლიერებს ჭეშმარიტების ძიებისკენ მიმართულ არგუმენტაციას. ამავე დროს, ავტორიტეტთა უკვე მოძველებულ მტკიცებულებებზე ჯიუტ ჩაჭიდებას და ამა თუ იმ მოსაზრების მათზე დაფუძნებას "დოგმატიზმამდე" მივყავართ (ცხადია, აქ არ იგულისხმება სარწმუნოებრივი დოგმატები, რომელთაც სულ სხვა შინაარსი და ბუნება აქვს).
3. არგუმენტი პუბლიკისადმი (ან ბრბოსადმი)
(ან ბრბოსადმი). აქ იგულისხმება დამსწრეთადმი მიმართვა მისი იდეისადმი მიმხრობისა და ოპონენტზე ფსიქოლოგიური ზეგავლენის მოხდენის მიზნით. ზოგჯერ ესენი შეიძლება იყვნენ სრულიად შემთხვევითი ადამიანები. განსაკუთებულ ეფექტს ეს მეთოდი იძენს იმ შემთხვევაში, როდესაც აპელირებენ დამსწრეთა მატერიალური ინტერესებისადმი, როდესაც ახერხებენ აჩვენონ, რომ მოწინააღმდეგის თეზისი -
მართლაც, ადამიანები იმწამსვე წყვეტენ თეორიულ მსჯელობას, როგორც კი იგრძნობენ, რომ მათ ჯიბესა და მატერიალურ მდგომარეობას საფრთხე ემუქრება. აბა, შეეცადეთ, იარაღის მწარმოებელი ქარხნის მუშებს შთააგონოთ აზრი, რომ აუცილებელია შეიარაღების შემცირება და საბოლოოდ იარაღის წარმოების შეწყვეტა! თქვენი არგუმენტაციის ჭეშმარიტების მიუხედავად, აუცილებლად დაგიშენენ ლაყე კვერცხებს.
"აპელირება ბრბოსადმი" ან აუდიტორიისადმი შეიცავს დიდ საფრთხეს, რადგან ამასთან ორატორი ან პოლემისტი ესწრაფვის არა იმდენად განსახილველი საკითხის ჭეშმარიტების დადგენას, რამდენადაც პუბლიკის გულის მოგებას, ამიტომაც თამაშობს მის ინტერესებზე, მოთხოვნილებებზე, ემოციებსა და გრძნობებზე.
ეს ხერხი ხშირად გამოიყენება ისეთი საკითხების საჯარო განხილვისას, რომელთა გაგება და ღრმად წვდომა ფართო აუდიტორიას არ ძალუძს და აქედან გამომდინარე, არც საკუთარი შეხედულების ჩამოყალიბება შეუძლია. ასეთ შემთხვევებში არაკეთილსინდისიერი პოლემისტი მიმართავს არგუმენტაციის ვულგარიზაციას, ასევე ოპონენტთა არგუმენტების დაცინვის დაუშვებელ ხერხს, ავლენს მათდამი ირონიულ დამოკიდებულებას, რითიც შესაძლოა მიიმხროს მოუმზადებელი მსმენელი და სწორედ ამან მოაპოვებინოს გამარჯვება.
ჩვენი პოლემიკის შემთხვევაში ე. ჭელიძე, როგორც მის მიერ ჩვენი ნააზრევისა და ადამიანური ღირსების მიმართ გამოყენებული ეპითეტებიდან და გამონათქვამებიდან გამომდინარე ვნახეთ, აშკარად ახდენს ჩვენი არგუმენტების ვულგარიზაციას და ირონიულად, ზოგჯერ კი თავხედურად დასცინის ამ არგუმენტებს. რამდენად სამართლიანია მისი ეს ირონია, ქვემოთ ვნახავთ, აქ აღვნიშნავთ მხოლოდ იმას, რომ ეს გახლავთ პოლემიკის სრულიად დაუშვებელი და არაკორექტული ხერხი.
ძალზე ხშირად აუდიტორიის წინაშე გამოსვლისას არაკეთილსინდისიერი პოლემისტი იყენებს საზოგადოდ მიღებულ აზრს და წარმოდგენას რაიმე საკითხზე, რაც უფრო დეტალური გამოკვლევის შემთხვევაში, სხვა არაფერი შეიძლება აღმოჩნდეს თუ არა უკვე მოძველებული შეხედულება. მაგრამ მსგავსი აუდიტორიისთვის ეს შეხედულებები და მოარული აზრები უფრო ჩვეულია, ვიდრე ახალი, ჯერაც გაუმყარებელი და ამიტომაც უჩვეულო მოსაზრებები.
არგუმენტაციის ძირითადი ამოცანაც სწორედ ის არის, გამოაცალკევოს ჭეშმარიტება შეხედულებისგან, დასაბუთებული მტკიცებულება -
4. არგუმენტი ძალისადმი
(ანუ ჯოხის არგუმენტი) -
5. არგუმენტი უმეცრებისადმი
პოლემიკაში ისეთი ფაქტებისა და მდგომარეობების გამოყენება, რომლის შესახებაც თქვენმა ოპონენტმა არაფერი იცის, ან ისეთი ნაწარმოების დამოწმება, რომელიც მას არ წაუკითხავს და წაკითხვასაც ვერ შეძლებს. ასეთია, მაგალითად: "როგორც პლატონი წერდა "ტიმეოსში", ან კიდევ: "ლეონარდო და ვინჩის დღიურებში წერია, რომ...".
ჩვენ, ყველანი, ზოგჯერ ვხვდებით ისეთ სიტუაციაში, როდესაც რაღაცას გვეუბნებიან, ჩვენ კი, მიუხედავად იმისა, რომ არ გვესმის, მაინც თავს ვუქნევთ. ბევრს, განსაკუთრებით ახალგზრდობას ან უბრალოდ, თავმოყვარე ადამიანებს, უჭირს იმისი აღიარება, რომ რაღაც შეიძლება არ იცოდეს, არ ესმოდეს წაკითხული… ამ ადამიანებს ჰგონიათ, რომ ასეთი აღიარება მათ ღირსებას დაამცირებს. ასეთებთან გამართულ ზეპირ დიალოგში "არგუმენტი უმეცრებისადმი" შეუფერხებლად მუშაობს, მით უმეტეს, თუ ის ისეა მიწოდებული, რომ ეს ჭეშმარიტება ყველამ უნდა იცოდეს. მაგალითად: "თქვენ, რა თქმა უნდა, იცით ის ადგილი ფლობერიდან, სადაც ის ამბობს..." ან "ყველასთვის კარგად არის ცნობილი, რომ ყუმრანის ხელნაწერებში ნათქვამია ბუკვალურად შემდეგი..." არადა, არ უნდა გვრცხვენოდეს იმისი თქმა, რომ "ყუმრანის ხელნაწერები არ წაგვიკითხავს", და მაშინ ეს ხრიკი ჰაერში გამოეკიდება. "შენ ამბობ, ლეონარდოს დღიურებშიაო ნათქვამი? და სად წაიკითხე? როდის გამოიცა ლეონარდო და ვინჩის დღიურები? მოგვიყევი, კიდევ რა არის ნათქვამი ამ წიგნში, საინტერესოა!" და ოპონენტი იმწამსვე გამოაშკარავებული იქნება არაკეთილსინდისიერებაში.
რა თქმა უნდა, თუ თქვენ საერთოდ არაფერი იცით, ეს სამარცხვინოა, მაშინ არც დავაში უნდა ჩაებათ. ხოლო, თუ საკითხი იცით და რაღაცაში სხვაზე არანაკლებ ერკვევით, მაშინ თავისუფლად და მშვიდად შეგიძლიათ აღიაროთ, რომ რაღაც საკითზე წარმოდგენა არ გაქვთ. ბოლოს და ბოლოს, არ არსებობს ადამიანი, რომელმაც ყველაფერი იცის და ყველაფერი წაკითხული აქვს. ამაოდ როდი ამბობდა ერთი ბრძენი: "მე ვიცი მხოლოდ ის, რომ არაფერი არ ვიცი".
6. არგუმენტი პიროვნებისადმი
ყველაზე ამაზრზენი, სამარცხვინო, მაგრამ, სამწუხაროდ, ყველაზე გავრცელებული ხრიკია. ლათინურად მას სპეციალური სახელწოდებაც კი აქვს: argumentum adpersonam. დავის საგანი უკვე საერთოდ გვერდზე გადაიწევა და მოწინააღმდეგეები თავს ესხმიან ოპონენტის პირად, კერძო თავისებურებებს, ადამიანურ ღირსებებს -
"არგუმენტს პიროვნებისადმი" იმდენი სახესხვაობა ახასიათებს, რამდენი სხვაობაც აქვს თითოეულ ადამიანს. უპირველეს ყოვლისა, რა თქმა უნდა, თავს ესხმიან ადამიანის გარეგნობას; ან ოპონენტს შესაცბუნებლად შეახსენებენ, რომ მისი ქცევა ეწინააღმდეგება მის მიერვე წამოყენებულ თუ მხარდაჭერილ თეზისს, რაც, ცხადია, არაკორეტქულია: თეზისი შეიძლება ჭეშმარიტი იყოს, მაგრამ ადამიანები ყოველთვის როდი ახერხებენ ქადაგებული შეხედულებებისამებრ მოქცევას.
დასასრულ, ვფიქრობმ არ შევცდები, თუ ვიტყვი, რომ აზრი არა აქვს ყველა აკრძალული არგუმენტის ჩამოთვლას; მითუმეტეს, რომ ჩვენი ოპონენტი იყენებს არა მარტო არაკორექტული დავის ფილოსოფიურ მეთოდებს, არამედ ფსიქოლოგიურ წნეხს და რიტორიკულ ფიგურებს. არც ყველა იმ უმსგავსო ხრიკის ჩამოწერას აქვს აზრი, რასაც პროფ. ე. ჭელიზე მიმართავს ჩვენს საწინააღმდეგო მსჯელობებში.
ჩვენთვის მთავარია, ამ მაგალითების მხილებით, მისი არამეცნიერული და არაკორექტული მსჯელობების წარმოჩენით დავრწმუნდეთ, რომ მას უნებებია არა საკითხის არსში წვდომა ან საკითხის გადაწყვეტა, არამედ ჩვენი შეურაცხყოფა, ადამიანური ღირსების დაკნინება, ჩვენი გონებრივი შესაძლებლობების გაქელვა, რაც თავად მას ავტორიტეტს აუმაღლებს მომხრეების თვალში. მისი სიტყვა ხომ "მხოლოდ" (!) ოფიციალური მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლის დარწმუნებისკენ არის მიმართული (იხ. "სული -
ძნელია, სათითაოდ გაარჩიო და კატეგორიის მიხედვით დაახარისხო ე. ჭელიძის მიერ ჩვენს წინააღმდეგ გამოყენებული დავის ესა თუ ის აკრძალული და არაკორექტული მეთოდი. ჩვენ ხომ მისი ორი წიგნი გვაქვს განსახილველი ("ეკლესია -
ჩვენი ლოგიკა ააშკარავებს ე. ჭელიძის სიცრუეს ჩვენს დავაში, აღწერს და აყალიბებს მათ სქემებს, მაგრამ შეგნებული გვაქვს ისიც, რომ ადამიანური გამომგონებლობა შობს სიცრუისა და ეშმაკობის სულ ახალ-
შეცდომები და ხრიკები
1. სიტყვების არასწორი გამოყენება
რამდენადაც გამოიხატება ჩვენი აზრები და მსჯელობები სიტყვათა და წინადადებათა მეშვეობით, იმდენად მრავალი შეცდომა შეიძლება აღმოცენდეს მეტყველების არასწორი ფორმულირებისას.
როგორც არისტოტელე აჩვენებს, სწორედ ასეთი სახის შეცდომებზეა აგებული სოფისტური მტკიცებულებანი. მათ რიცხვს განაკუთვნებს ის, მაგალითად, შეცდომას, რომელიც დაკავშირებულია ერთნაირ (მოსახელე) სახელწოდებებთან ან სიტყვათა ორაზროვნებასთან, მათ შეერთებასთან და განცალკევებასთან, თვით წარმოთქმასთანაც კი.
მოსახელეობა და ორაზროვნება, ჩვეულებისამებრ, აღმოცენდება ერთი და იმავე სიტყვის ან გამოთქმის გამოყენებასთან ცნებისა თუ მსჯელობის გამოსახატავად. ამ გაურკვევლობას ეფუძნება სოფისტური ხრიკი, როდესაც მტკიცებულება, რომელიც სამართლიანად განეკუთვნება ერთ შემთხვევას, გადაიტანება სულ სხვა შემთხვევაზე, რომელსაც პირველთან საერთო მხოლოდ სახელწოდება აქვს. ამიტომაც, შეიძლება ითქვას, რომ ასეთი შეცდომა ეფუძნება სიტყვათა ომონიმებს, როდესაც ერთი და იგივე სიტყვა ემსახურება სხვადასხვა ცნებათა ან აზრთა გამოხატვას.
ჩვეულებისამებრ, ასეთი ხრიკები ადვილად აშკარავდება. საკმარისია, ჩავწვდეთ სიტყვათა და გამონათქვამთა აზრს, მაგრამ ზეპირ დავაში, როდესაც ადამიანებს ემოციები ძალავს და სხვა ფსიქოლოგიური ფაქტორებიც მოქმედებს, ისინი არცთუ იშვიათად გამოიყენება და დავას აძნელებს.
ხრიკების ამ კატეგორიაში ტიპურია ანტიკური სოფიზმები, რომლებიც ეფუძნება სიტყვათა არასწორ შეერთებას ან განყოფას და ფორმით პარადოქსებს გვაგონებენ. ამის სანიმუშოდ, არისტოტელეს მოყავს ისეთი სიტყვათწყობა, როგორიც არის "არამწერალი წერს", "ავადმყოფი ჯანმრთელია", "მჯდომარე დგას" და ა. შ. ცხადია, აქ სოფიზმი აღმოცენდება სიტყვათა არასწორი შეერთების გამო, როდესაც, ერთი მხრივ, არ ჩანს განსხვავება მოქმედების უნარსა და, მეორე მხრივ, რეალურ მოქმედებას შორის (მოცემულ მომენტში არამწერალს შეუძლია, წეროს სხვა მომენტში, ახლა მჯდომს ადგომა შეუძლია, ხოლო ავადმყოფი შეიძლება გამოჯანმრთელდეს).
სიტყვათა განყოფას ეყრდნობა სოფიზმები, რომლებიც დაკავშირებულია ცალკეულ სიტყვათა მნიშვნელობის გადატანასთან გამაერთიანებელ სიტყვაზე. ასე, მაგალითად, მტკიცებულებიდან "ხუთი -
მსგავსი სოფიზმებისგან თავდაცვა, არისტოტელეს თანახმად, მდგომარეობს ორაზროვანი სიტყვებისა და მსჯელობის გამოწვლილვით ანალიზში. ამიტომაც მეტყველების ორაზროვნებას უნდა ვუპასუხოთ მტკიცებულებით, რომ ერთი აზრით სიტყვა შეიძლება აღნიშნავს ერთს, მაგრამ სხვა აზრით -
ჩვენს შემთხვევაში, ასეთი სახის "არგუმენტაციას" ხშირად იყენებენ. მაგალითად, გვიმტკიცებენ, რომ ტერმინი "ბაპტიზმა" (შთაფლვა) მრავალგვარი მნიშვნელობისაა და ის ნიშნავს დასხმასაც, მორწყვასაც, შეღებვასაც და ა. შ.; ან მაშინ, როცა პირჯვრისწერის საკითხის განხილვის დროს, გვიმოწმებენ ჰაერში ან საგანზე "თითით" ჯვრის გამოსახვის მაგალითებს; ან იმოწმებენ წმ. იოანე ოქროპირის გამონათქვამს, რომლის მიხედვითაც (თანაც ეს არის არა ერთადერთი, არამედ ერთ-
ამრიგად, მეტყველების უზუსტობასთან და სხვადასხვა გამონათქვამის ბუნდოვანებასთან დაკავშირებული ხრიკები, შეიძლება, საკმაოდ მრავალფეროვანი იყოს, თუმცა მათი არსი მდგომარეობს იმაში, რომარაკეთილსინდისიერი პოლემისტი იყენებს ამ ბუნდოვანებას და გაურკვევლობას, როგორც არგუმენტს საკუთარი მტკიცებულებისთვის, ხშირად კი ოპონენტის არგუმენტების უარსაყოფადაც.
2. წამოყენებული მტკიცებულების შეგნებული გაფართოება ან შევიწროება
შეცდომათა მეორე ჯგუფი ფორმით მეტყველებით ხრიკს გვაგონებს, მაგრამ ეფუძნება წამოყენებული მტკიცებულების შეგნებულ გაფართოებას ან შევიწროებას. ამის შედეგად იცვლება ცნების ან მსჯელობის ადრინდელი აზრი, რაც აჩენს ახალ შესაძლებლობებს ათასგვარი ხრიკის აღმოსაცენებლად. ასეთ სოფისტურ ხრიკებს ხშირად შეხვდებით არა მარტო საზოგადოებრივ-
ამგვარი ხრიკების წინააღმდეგ საუკეთესო საშუალებაა, მოითხოვო ოპონენტისგან გამოყენებული ცნების ზუსტი და მკაფიო ფორმულირება. ანალოგიურ ხრიკს განეკუთვნება მცდელობა, სრულიად სწორი და ერთ შემთხვევაში მისაღები ცნება ან მტკიცებულება გამოყენებულ იქნას იქ, სადაც ის სრულიად შეუფერებალია ან შეიძლება გამოყენებულ იქნას მხოლოდ ამა თუ იმ შეზღუდვით ან პირობითობით. მეთოდის მსგავსება მდგომარეობს იმაში, რომ ცდილობენ, კერძო მნიშვნელობის ცნება ან მსჯელობა ზოგადი მნიშვნელობის მქონედ გაასაღონ.
3. ინდუქტიური განზოგადოება
მესამე მრავალრიცხოვანი ჯგუფი ხრიკებისა დაკავშირებულია ინდუქტიურ განზოგადოებასთან.ლიტერატურაში ასეთი სახის ლოგიკურ განზოგადებას უსამართლოს, ცრუს, ნაჩქარევს უწოდებენ. მისი არსი მდგომარეობს იმაში, რომ ერთი კლასის წევრთა გარკვეული ჯგუფის თვისებები ყოველგვარი საფუძვლის გარეშემ უმართებულოდ, მთლიანად გადააქვთ მთელ კლასზე. ასე მაგალითად, გოგოლის გმირი ხედავს, რომ ყველა მართლმადიდებელი, ვისაც კი შეხვდა, ჭამდა გარზანას, და აქედან აკეთებდა დასკვნას, რომ ყველა მართლმადიდებელი, საერთოდ, გარზანის მჭამელია, ხოლო, ვინც მას არ ჭამს, ის მართლმადიდებელი არ არის. ამ მაგალითის მოყვანით ს. ი. პოვარნინი დაასკვნის, რომ "ნაკლებად გულუბრყვილო ფორმით, მაგრამ მსგავს მსჯელობას ძალიან ხშირად შეხვდებით".
ჯერ ერთი, ზეპირ დავაში (ხშირად წერილობითშიც) ან გამოსვლაში ორატორები წინასწარგანზრახვით ირჩევენ ისეთ შემთხვევებს, რომლებიც ამტკიცებს მათ თვალსაზრისს და სრულიად არ ეხება საეჭვო ფაქტებს, რომლებსაც შეუძლია მათი შეხედულების უარყოფა. ამგვარი დავის მაგალითებს წინამდებარე ნაშრომში უხვად შეხვდებით. თქვენ ნახავთ, რომ ე. ჭელიძე სწორედ ისეთ შემთხვევებს ირჩევს (თანაც აძლევს მათ საკუთარ ინტერპრეტაციას), რომლებიც მის თვალსაზრისს ამტკიცებს, მაგრამ უგულებელყოფს იმ ფაქტებს ან სწავლებებს, რომლებიც შეიძლება აღმოჩნდეს მისი ამგვარი ინტერპრეტაციის გამანეიტრალებელი.
როდესაც ერთიმეორის მიყოლებით ჩამოთვლიან განზოგადების მაგალითებს, მსმენელს ფსიქოლოგიურად უჩნდება უნებლიე ნდობა მისი ჭეშმარიტების მიმართ (ამგვარ მეთოდს შეიძლება განვაკუთვნოთ ე. ჭელიძის მიერ მკითხველის ცნობიერების "დაბომბვა" დასხმით-
მეორეც, თუ ინდუქტიური განზოგადების მტკიცებისა და შემოწმებისთვის საჭიროა პოზიტიური შემთხვევების დიდი რაოდენობის გამოკვლევა, მის უარსაყოფად ერთი-
ამრიგად, არასწორი განზოგადებების ნაჩქარეობა და არასწორობა ადვილი დასანახია, თუ გავითვალისწინებთ, რომ ისინი ეფუძნებიან საგანთა და მოვლენათა გარკვეული კლასის ზოგიერთი წევრის ზედაპირულ ნიშნებს, რომლებიც შემდეგ, ყოველგვარი კრიტიკის გარეშე, უსაფუძვლოდ გადააქვთ მოვლენათა და საგანთა მთელ კლასზე.
"საწინააღმდეგო ინსტანციისადმი" მიმართვა მნიშვნელოვანი მეთოდია განზოგადების შესამოწმებლად არა მარტო ყოველდღიურ მსჯელობებში, არამედ სამეცნიერო გამოკვლევებშიც და სავარაუდო ხასიათის ნებისმიერი განზოგადების გამოსაცდელადაც გამოიყენება.
რამდენადაც საწინააღმდეგო ინსტანციის არსებობა უარყოფს განზოგადებას, რომელიც დადგენილია ემპირიული მეთოდებით, იმდენად თანამედროვე ფილოსოფიაში და მეცნიერების მეთოდოლოგიაში არსებობს ტენდენცია ცდისეული მეცნიერებების ჰიპოთეზების სამეცნიერო ხასიათი განიხილონ მხოლოდ და მხოლოდ მათი უარყოფის შესაძლებლობის თვალსაზრისიდან. ყველაზე მკაფიოდ ეს გამოხატულია კრიტიკული რაციონალიზმის სკოლის მეთაურის კ. პოპერის ნაშრომში, რომელსაც ფალსიფიკაციონიზმის დოქტრინა უწოდეს.
იმ დროს, როდესაც ემპირისტები და ლოგიკური პოზიტივისტები ცდისეული მეცნიერებების ჰიპოთეზებისა და თეორიების მეცნიერულობის კრიტერიუმად მიიჩნევენ ვერიფიკაციის პრინციპს, ანუ მათი ჭეშმარიტების დადგენას ემპირიული ფაქტების დახმარებით, მოწმობებით და სხვა მონაცემებით, კ. პოპერი გადაჭრით გამოდის ამის წინააღმდეგ და სრულიად სამართლიანად მიუთითებს, რომ, ჯერ ერთი, მეცნიერების ისეთი უნივერსალური გამონათქვამები, როგორიც არის კანონები და თეორიები, პრინციპში, შეუმოწმებელია, რადგან ამისთვის მათი გამოცდა და დამტკიცება მოითხოვდა უსასრულო შემთხვევებს, რომლებსაც ისინი მოიცავენ. მეორეც, ასეთი სახით მტკიცებულება საბოლოო არ გახლავთ.
აქედან გამომდინარე, ახალი დამადასტურებელი შემთხვევები ამა თუ იმ ხარისხით, რა თქმა უნდა, ზრდის ჰიპოთეზის ალბათობას, მაგრამ ჯერ კიდევ ვერ ასაბუთებს მის ჭეშმარიტებას. ამიტომაც მსჯელობის ეს სქემა დედუქციურ ლოგიკაში კორექტულად არ მიიჩნევა.
მისგან განსხვავებით, უარყოფა ხდება დასკვნის კორექტული სქემის თანხმიერად (მოდუს ტოლლენს) და შედეგი აქ საბოლოოა. ამგვარად, მტკიცებულებასა და უარყოფას, ვერიფიკაციასა და ფალსიფიკაციას შორის არსებობს აშკარა ასიმეტრია. აი რატომ ამბობდა კ. პოპერი, რომ "დემარკაციის კრიტერიუმად უნდა განვიხილოთ არა სისტემის ვერიფიცირებადობა, არამედ ფალსიფიცირებადობა". დემარკაციაში კი ის გულისხმობდა სამეცნიერო სისტემების გამიჯვნას არასამეცნიეროსგან, უფრო ზუსტად -
მიუხედავად მტკიცებისა და უარყოფის კრიტერიუმთა ანტისიმეტრიულობისა, მათი ურთიერთდაპირისპირებაც არ შეიძლება. სამეცნიერო თუ სხვა სახის მსჯელობებში ისინი განკერძოებულად როდი გამოდიან, არამედ, პირიქით, განაპირობებენ და ავსებენ ერთურთს. რადგან უბრალო განზოგადების გასაკეთებლად აუცილებელია ფაქტებისა და მონაცემების გარკვეული რაოდენობის არსებობა, რომელიც მას დაადასტურებდა. შემოწმების შემდგომი პროცესი არ გამორიცხავს მის უარყოფას და მსგავსი მცდელობების წარუმატებლობა გააძლიერებს ჩვენს რწმენას განზოგადებისადმი. სწორედ ამით არის ღირებული საწინააღმდეგო ინსტანციის ძიება. თუმცა, არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ საწინააღმდეგო ინსტანციას უშუალო კავშირი უნდა ჰქონდეს განზოგადებასთან, ანუ, როგორც ლოგიკაში ამბობენ, უნდა იყოს მისდამი რელევანტური. ზოგჯერ სწორედ ეს ვითარება გამოიყენება სოფისტურ ხრიკად, როდესაც ოპონენტის შეხედულებას არა აქვს პირდაპირი კავშირი განსახილველ განზოგადებასთან.
ამ მხრივ თუ შევხედავთ სხვადასხვა ფორუმებზე გამართულ ჩვენს პოლემიკას, აღმოვაჩენთ, რომ ე. ჭელიძეს ამოუკრებია მისთვის (მისი სოფისტური სქემისთვის) ხელსაყრელი ციტატები და მსჯელობები და შემდეგ გაუკეთებია დასკვნა, რომ ჩვენზე "არარა არგუმენტი" არ მოქმედებს; ამგვარი მეთოდიდან გამომდინარე, ის აცხადებს, რომ ჩვენთან დავას არანაირი აზრი არა აქვს (ამას შემდეგ მოსდევს ისეთი კატეგორიის აკრძალული ხერხები და ხრიკები, როგორიც არის ოპონენტის დამცირება). ჩვენ კი აქედან გამოგვაქვს ის დასკვნა, რომ ე. ჭელიძეს (და მის თანამოაზრეებსაც) საერთოდ არ აინტერესებს თუ რატომ უარვყოფთ ჩვენ მათ მოსაზრებებს ან მათ არგუმენტაციას. რა არის ჩვენი უარყოფის საფუძველი, რას ვეყრდნობით, როცა მათ მიერ მოტანილი არგუმენტები ჩვენთვის მიუღებელია. ან კიდევ (რაც უფრო სავარაუდოა), მიზეზი იციან, კარგად უწყიან თავიანთი პრაქტიკის მიუღებლობა, მაგრამ სურთ ამისი მიჩქმალვა, რასაც ხელს უშლის ჩვენი პოზიცია. თავიანთი პრაქტიკის გასამართლებლად კი მათ სჭირდებათ როგორც ჩვენი, ვითარცა ოპონენტების, დამცირება, ისე ჩვენი ამ პოზიციისა და არგუმენტების სრული კომპრომეტირება საზოგადოების თვალში, რაც ზემოთ აღწერილი სოფისტური და სხვა მთელი რიგი არაკორექტული მეთოდების გამოყენებით მიიღწევა.
ამრიგად, ე. ჭელიძისა და ოფიციალური ეკლესიის ნებისმიერი ოპონენტის მიერ, რომელსაც კი ოდესმე გამოუთქვამს ჩვენი საწინააღმდეგო აზრი, მიჩქმალულია ის ჭეშმარიტება, რომ მათი არგუმენტაციის უარყოფის ნამდვილი მიზეზი სწორედ ამ არგუმენტების ნაკლი, უძლურება, არასრულყოფილება და უსუსურობა გახლავთ, რამეთუ მათ წარმატებით უპირისპირდება "საწინააღმდეგო ინსტანცია", რომელზეც პასუხი არ ჩანს. ყოველივე ამას მკითხველი უფრო დეტალურად, მაგალითებზე დაყრდნობით და გასაგებად ჩვენი წიგნის მომდევნო თავებში იხილავს.
მეტიც, იქმნება შთაბეჭდილება, რომ ოპონენტები უპირობოდ, არგუმენტების კვლევის გარეშე, მხოლოდ იმიტომ, რომ მათ თვითონვე სწამთ საკუთარი არგუმენტაციისა, ითხოვენ მათი შეხედულებების გაზიარებას და აღიზიანებთ საპირისპირო, საწინააღმდეგო არგუმენტების წამოყენება.
ამგვარი უპირობო თანხმობის, ულტიმატუმების ენით ლაპარაკის გამოხატულებაა ე. ჭელიძის თავხედური გამოხდომები ჩვენს წინააღმდეგ, ჩვენი უტიფარი ლანძღვა და დამცირება, რაც სწორედ ჩვენი მხრიდან საპირისპირო არგუმენტების გამოყენებამ გამოიწვია. შეიძლება ვინმემ თქვას, რომ ე. ჭელიძის ასეთი არაკორექტული რეაქცია არა საპირისპირო არგუმენტირებამ, არამედ არასწორმა არგუმენტირებამ გამოიწვია, მაგრამ ამის შემოწმება ადვილია, რამეთუ ჩვენ ამ არგუმენტებს ამ წიგნშიც ვიმეორებთ გვაქვს და მეტიც, აქვე ვიხილავთ ე. ჭელიძის არგუმენტაციასაც და მეთოდოლოგიასაც.
ასე მაგალითად, ე. ჭელიძე ზემოთ ჩამოთვლილი სოფისტური არსენალის გამოყენებით ამტკიცებს, რომ, როცა წმ. კვიპრიანე კართაგენელი ეპისკოპოს მაგნუსადმი მიცემულ პასუხში (ე. წ. "კლინიკოსთა" ნათლობის შემთხვევაში) იზიარებს დასხმით ნათლობასაც და თითქოს ის ამით ასახავს იმდროინდელ საეკლესიო პრაქტიკას, ხოლო საეკლესიო პრაქტიკის უარყოფა ერთი ადამიანისადმი წინააღმდეგობას ან მისი შეხედულების უარყოფას კი არ ნიშნავს, არამედ ეკლესიისას, რაც დანაშაულია, ჩვენც, როდესაც უარვყოფთ დასხმით ნათლობას, ამით წმ. კვიპრიანე კართაგენელის შეხედულებას კი არ უარვყოფთ, არამედ წმ. კვიპრიანეს მიერ წარმოჩენილ საეკლესიო პრაქტიკას.
ამრიგად, რამდენიმე აკრძალული, არაკორექტული მეთოდის გამოყენებით (განზოგადება, მნიშვნელობის გაფართოება, გაყალბება და სხვა), ე. ჭელიძე ცდილობს სასურველი მიზნის მიღწევას, -
საკითხის კიდევ უფრო ნათელსაყოფად და ე. ჭელიძის არაკორექტული, ზოგჯერ აშკარად არაობიექტური მეთოდოლოგიის საჩვენებლად ავიღოთ სხვა მაგალითი მისივე არსენალიდან.
ოპონენტების წინააღმდეგ ე. ჭელიძისეულ ხრიკებზე წარმოდგენა რომ ვიქონიოთ და მკითხველი დავარწმუნოთ, რომ ჩვენ არაფერს ვიგონებთ, მოდი, უფრო დეტალურად განვიხილოთ პირველ წიგნში ("ეკლესია -
1990 წელს რელიგიურ ალმანახ "ივერიის გაბრწყინებას" ზუსტად ამ საკითხთან დაკავშირებით ვწერდით: "მკითხველს შევახსენებთ, რომ ჯერ კიდევ ერისკაცობაში, 1989 წელს ბ-
წიგნში, წმ. მამათა და ძველ მართლმადიდებლურ წყაროებზე დაყრდნობით, მოწოდებულია ცნობა მეორედ მოსვლის წინა ჟამს სამი წინასწარმეტყველის: ილიას, ენუქისა და იოანეს მობრძანების თაობაზე, რომლის ჩახავასეულ განმარტებას, სამწუხაროდ, ფრიად ყალბ ინტერპრეტაციას აძლევს ბატონი ე. ჭელიძე და ავტორს ანტიმართლმადიდებლური იდეების ქადაგებას სწამებს. ის წერს: "ბატონი ჩახავა ცდილობს მკითხველს წინასწარ წარმოუდგინოს ამ უსაიდუმლოესი ჟამის (მეორედ მოსვლის -
"ავტორი, -
ვინც ბ-
ჯერ ერთი, შეგახსენებთ, რომ მტკიცება მეორედ მოსვლის წინ იოანე ღვთისმეტყველის გამოჩენის შესახებ, რომელიც ბევრს დღემდე ასე "უცნაურად" ეჩვენება, სრულიადაც არ ეკუთვნის მურთაზ ჩახავას, არამედ უძველესი მართლმადიდებლური გადმოცემაა. აი, ის წყაროები, რომელთაც ის ეყრდნობა:
ძველსლავური წიგნი "ალფა და ომეგა": "თუ მისი (ე. ი. ქრისტეს -
ნეტარი იერონიმე: "ღვთისმეტყველი იოანე წინასწარმეტყველ ილიას მსგავსად სხეულებრივად მოვა" (Творения, часть 15, стр. 170).
წმ. იპოლიტე რომაელი: "იხილე კაცთმოყვარება ღვთისა, თუ ვითარ მფარველობს კაცთა მოდგმას, რამეთუ წინასწარმეტყველთაც კი მოავლენს ჩვენდა დასამოძღვრად, მოსაქცევად და ანტიქრისტეს გამოჩენის საუწყებლად, დანიელის სიტყვისამებრ და იქნება იმ ჟამს, რომ შვიდეულის ნახევარს აიღებენ ორივე წინასწარმეტყველნი (ილია და ენოქი) იოანესთან ერთად, რაც არის ათას ორას სამოცი დღე, და ანტიქრისტეს გამოჩენას აუწყებენ მსოფლიოს" (Слово блаж. Ипполита Римского в неделю мясопустную, о скончании мира, об антихристе и о втором пришестви Господа нашего Исуса Христа).
მეორეც, ბ-
და კიდევ: ანდრია კესარიელი აპოკალიპსისის მე-
აქვე უნდა დავძინოთ, რომ ბოლო ჟამს იოანე ღვთისმეტყველის გამოჩენის აზრს აღიარებდა წმ. მაქსიმე ბერძენიც (XIV ს.). მაგრამ, რადგანაც იოანე თვითონაც არ უარყოფს სახარებაში თავის სიკვდილს (ცნობილია, რომ მან ცოცხლად ჩაამარხვინა თავი და, როცა კვლავ მოინახულეს, ადგილზე აღარ დახვდათ), ისევე, როგორც არ უარყოფს იოანე მახარობლის სიკვდილს ეკლესიის ცნობილი ისტორიკოსი ევსები კესარიელი (IVს.) ("საეკლესიო ისტორია", წიგნი III, 31:2) -
პირველი ვერსიით: იოანე მახარობელი ჯერაც ცოცხალია და ისევ გამოჩნდება მეორედ მოსვლის წინ, რათა დამოძღვროს მსოფლიო.
მეორე ვერსიით: იოანე ღვთისმეტყველი გარდაიცვალა, ხოლო ბოლო ჟამს უნდა გამოჩნდეს სხვა კაცი იოანეს სახელით, მისი სულიერებითა და ძლიერებით, და მეტემფსიქოზი აქ არაფერ შუაშია.
ასე, რომ ე. ჭელიძის მიერ მ. ჩახავასადმი წაყენებული ბრალდება, რბილად რომ ვთქვათ, მეტად არაზუსტია. თუ "კაცის დაბადება იოანეს სახელით", ხოლო მისი გამოჩენა და მოღვაწეობა "იოანე ღვთისმეტყველის სულიერებითა და ძლიერებით" რეინკარნაციის, მეტემფსიქოზის ქადაგებაა, მაშინ ყოველი ანალოგიური განმარტება სხვა შემთხვევაშიც რეინკარნაციად და მეტემფსიქოზად უნდა მიიჩნიოს ბატონმა ჭელიძემ და, აქედან გამომდინარე, მან, იქნებ, თვით მაცხოვარიც კი დაადანაშაულოს "მეტემფსიქოზის" ქადაგებაში, რადგანაც იოანე ნათლისმცემელზე ბრძანა: "ელია ნამდვილად მოვა და აღადგენს ყველას, მაგრამ თქვენ გეუბნებით, რომ ელია უკვე მოვიდა, მაგრამ ვერ იცნეს იგი და ისე მოექცნენ, როგორც უნდოდათ" (იხ. მათე 17:10-
ახლა ძველი აღთქმის (IV მეფ. 2:8-
ამრიგად, ძველ, მართლმადიდებლურ წყაროთა მიერ განცხადებული ამბის -
"ივერიის გაბრწყინების" თანამშრომლები "იოანე მახარებელზე" მინიშნებისას თუ ჭელიძისეულ განმარტებას ეყრდნობოდნენ, ეს განმარტება, როგორც ნახეთ, სინამდვილეს არ შეესაბამება. რაც შეეხება მ. ჩახავას (შემდეგში ეპისკოპოს იონას) პრეტენზიას "იოანე მახარებლის სულიერებასა და ძლიერებაზე", ეს ერთგვარად სადავო საკითხია და ამაზე მსჯელობისაგან ამჯერად თავს შევიკავებთ, იოანე მახარებლის ზეცაში ცოცხლად აყვანასა და მის კვლავ ჩამოსვლას კი ვიზიარებთ, როგორც ამას გვასწავლიან ანდრია კესარიელი, წმ. ნეტარი იერონიმე, წმ. ანდრია სალოსი, წმ. იპოლიტე რომაელი და სხვები" (ეპისკოპოსი პავლე (ხორავა). "ვიდრე ჰხუალ... მორწმუნეო?". თბილისი 1999 წ.).
საგულისხმოა, რომ ამ შემთხვევაში ე. ჭელიძე იმას კი არ აკრიტიკებს, რაც ნამდვილად გასაკრიტიკებელი იყო და იმაში კი არ შეაქვს ეჭვი, რაც ნამდვილად დამაეჭვებელი გახლდათ -
4. დამაჯერებელი განსჯა
ხრიკების მეოთხე ჯგუფი განეკუთვნება სავარაუდო, დამაჯერებელ განსჯას. მათგან უმთავრესია ამა თუ იმ განზოგადების ან მტკიცებულების დამაჯერებლობის ხარისხის დადგენა.
უკვე აღვნიშნეთ, რომ ეს ხარისხი განისაზღვრება ზუსტად აღნუსხული ფაქტებით და მოწმებებით და სხვა მონაცემებით, რომლებიც ადასტურებს ამ მტკიცებულებას (ჰიპოთეზას, განზოგადებას, შეხედულებას). როდესაც ჩვეულებრივ მსჯელობაში ეს გათვალისწინებული არ არის, ვარაუდის ან განზოგადების დამაჯერებლობის ხარისხმა შეიძლება მოიმატოს ან დაიკლოს. ზოგჯერ ამას სოფისტურ ხერხად იყენებენ, რათა შეცდომაში შეიყვანონ მსმენელი ან ოპონენტი. ასეთი სახის შეცდომები და მათზე დაფუძნებული ხრიკები უნდა განვასხვავოთ ნაჩქარევი განზოგადებისგან. უკანასკნელ შემთხვევაში ლაპარაკია შემჩნეული თვისების, დასახიათების ან კანონზომიერების გადატანაზე დაკვირვების ქვეშ მყოფ საგანთა ან მოვლენათა მთელ კლასზე, ხოლო პირველ შემთხვევაში მათი მცირე რაოდენობის შესწავლის საფუძველზე არასწორად ფასდება დამაჯერებლობის ხარისხი, რომელიც ეხება განზოგადებას ან ჰიპოთეზას.
ამავე კატეგორიას შეიძლება განვაკუთვნოთ მსჯელობა ისეთ მოვლენებზე, რომლებიც ეფუძნება მრავალჯერად ან ხშირ განმეორებას, საიდანაც ზოგჯერ აკეთებენ დასკვნას მათ აუცილებელ და კანონზომიერ ხასიათზე.
რა თქმა უნდა, რაც უფრო ხშირია მოვლენა, მით უფრო მეტია მისი აღქმის შესაძლებლობა. მაგრამ, ამასთან, მნიშვნელოვანია განისაზღვროს ეს ხარისხი და არ აირიოს მის წმიდად ფსიქოლოგიურ და სუბიექტიურ რწმენასთან. სხვათა შორის, სწორედ ამას ეფუძნება მრავალი ცრურწმენა, "ცუდი ნიშნები", "სიზმრების ახდენა" და სხვა... ანალოგიური ხასიათისაა გააჩნია შეცდომა, რომელიც დაკავშირებულია დროში თანმიმდევრულ მოვლენასთან, როდესაც ერთი მოვლენის შემდეგ დამდგარი სხვა მოვლენის განმეორებათა შედეგად აკეთებენ მიზეზობრივი, ანუ კაუზალური კავშირის დასკვნას. მაგალითად, წითელი დაისის გამოჩენა მიაჩნიათ მეორე დღეს ცუდი ამინდის ნიშნად (ან პირიქით), ან კიდევ მერცხლების მოფრენა -
5. მტკიცებულებისა და უარყოფის პროცესთან დაკავშირებული ხრიკები
ხრიკების მეხუთე ჯგუფი დაკავშირებულია მტკიცებულებისა და უარყოფის პროცესთან, რის თაობაზე, ჩვეულებისამებრ, დეტალურად მსჯელობენ ლოგიკის სახელმძღვანელოებში. შეცდომები აქ ძირითადად სამი მიზეზის გამო ჩნდება: პირველი -
ასე მაგალითად, როდესაც საჭირო ხდება თეზისის დამტკიცება, სოფისტმა შეიძლება ისარგებლოს არგუმენტით, რომელიც თვითონ საჭიროებს დასაბუთებას ან იმეორებს იმავე თეზისს, ოღონდ სხვა ფორმულირებით. არცთუ იშვიათად თეზისის დაუმტკიცებლობა მის სიყალბედ საღდება, ხოლო კერძო მდგომარეობის მტკიცება საზოგადო მტკიცების დასტურად.
6. ფსიქოლოგიური და მორალური ზემოქმედების მეთოდები
დასასრულ, მეექვსე ყველაზე მრავალრიცხოვანი ჯგუფი არა იმდენად შეცდომებისა, რამდენადაც ხრიკებისა დაკავშირებულია არა ლოგიკასთან და ფაქტებთან, არამედ მსმენელებსა (მკითხველებსა) და ოპონენტებზე ფსიქოლოგიური და მორალური ზემოქმედების მეთოდებთან, რადგან ადამიანის დარწმუნება, როგორც ვიცით, მნიშვნელოვანწილად დამოკიდებულია ემოციებზე, ნებაზე, გრძნობებსა და ზნეობრივ პრინციპებზე და აუდიტორიის მიდრეკილებებზე. ეს ვითარება კარგად ესმოდათ ანტიკურ რიტორიკოსებს, ფილოსოფოსებს და ლოგიკოსებს. არისტოტელე წიგნის "რიტორიკოსები" პირველ ნაწილში ყურადღებას აქცევს, ერთი მხრივ, ორატორის ქცევასა და ხასიათს, ხოლო მეორე მხრივ -
ფსიქოლოგიური ხრიკთა რაოდენობა უამრავია, ხაზი უნდა გაესვას იმას, რომ ასეთი ხრიკები დავაში შეიძლება იყოს დასაშვები და დაუშვებელი, როდესაც ისინი დავის მონაწილეთაგან ერთ-
საზოგადოდ, თუ პოლემისტი ჯეროვნად შეურწყამს ერთმანეთს გონებრივ არგუმენტებსა და ფაქტებს ემოციათა, გრძნობათა და ნებისგან მომდინარე მოსაზრებებს, დარწმუნების პროცესი ამით მხოლოდ მოიგებს, რადგან ამ შემთხვევაში, ფსიქოლოგიკური და ზნეობრივი ფაქტორების გამოყენებით რაციონალური არგუმენტები მხოლოდ ძლიერდება. მაგრამ სხვა საქმეა, როდესაც ეს ფაქტორები მიმართულია გონებრივი არგუმენტებისა და მთლიანად რაციონალური აზროვნების წინააღმდეგ.
სწორედ ასეთ შთაბეჭდილებას ტოვებს ე. ჭელიძის "ანტისტაროვერული" ნაშრომები "ეკლესია -
ამის დამადასტურებელი მაგალითების განხილვისას ამ მეთოდებზე მინიშნებები და მათი დეტალური გარჩევა მეტისმეტად გაზრდიდა ჩვენს ნაშრომს, მრავალჯერ მოგვიწევდა ძირითადი თემიდან ლოგიკის კატეგორიებში გადანაცვლება და საერთო ჯამში, მკითხველს ჩვენს ძირითად სათქმელს გაუბუნდოვანებდა. ამიტომაც, თავიდანვე ჩამოვაყალიბეთ ის ძირითადი მეთოდები, რომელთაც არაკეთილსინდისიერი პოლემისტები მიმართავენ ხოლმე თავიანთ ორთაბრძოლებში, რათა შემდგომ, როდესაც უკვე კონკრეტული მაგალითების კანონიკურ, ლიტურგიკულ, სწავლა-
ამრიგად, რადგან მკითხველი უკვე აღვჭურვეთ ამგვარი ცოდნით (ცხადია, რაც შეიძლება შემჭიდროებული სახით და წინამდებარე წიგნის რეგლამენტის ფარგლებში), აწ ჩვენ მიერ განხილული მაგალითების შეფასება მისი უნარის, ობიექტურობისა და დაკვირვებულობისთვის მიგვინდვია.
სანამ ძირითად საკითხებზე, ანუ კონკრეტული მაგალითების განხილვაზე გადავიდოდეთ, ორიოდ სიტყვით შევჩერდებით იმაზე, თუ რას წარმოადგენს მეცნიერული ნაშრომი და შეიძლება თუ არა ე. ჭელიძის ორი ზემოთხსენებული თხზულება მეცნიერულ ნაშრომებად მივიჩნიოთ.
6