არქიეპისკოპოსი პავლე (ხორავა)
გზა - მართლად სავალი
ნაწილი I
შთაფლვა თუ დასხმა?!
შთაფლვითი ნათლობის კანონიკურობისა და დასხმითი ნათლობის უკანონობის შესახებ
გზა -
ნაწილი I
შთაფლვა თუ დასხმა?!
შთაფლვითი ნათლობის კანონიკურობისა და დასხმითი ნათლობის უკანონობის შესახებ
მკითხველო, წინამდებარე წიგნი, რომლის ინტერნეტ-ვერსიასაც ჩვენს ოფიციალურ საიტზე გთავაზობთ, მართლმადიდებლური სარწმუნოების საძირკვლის გამაგრების, შენთვის ჭეშმარიტი ქრისტეანული გზის ჩვენებას ისახავს მიზნად. აქ თავმოყრილია დიდძალი კვლევითი მასალა, რომელიც ეხება დოგმატიკის, ლიტურგიკის, ეკლესიის ისტორიის და ესქატოლოგიის სფეროებს. წიგნი მდიდარია ფაქტობრივი და დოკუმენტური მასალით და მოიცავს პერიოდს I საუკუნიდან ვიდრე XXI საუკუნემდე. ავტორი გვაძლევს ნათლისღების საიდუმლოს, სხვადასხვა ლიტურგიკული წეს-ჩვეულების, 17-ე საუკუნის საეკლესიო რეფორმისა და მისი შედეგების შემჭიდროებულ, მაგრამ ამავე დროს ღრმა ანალიზს.
წიგნში მხილებულია ძველმართლმადიდებლური ეკლესიის წინააღმდეგ მიმართული ცილისწამებებისა და ბრალდებების უსაფუძვლობა; ავტორის მიზანია, ჭეშმარიტების ერთგულ ყოველ ქრისტეანს მიუთითოს გზა მართლად სავალი. იმის გასარკვევად, რომ ეს გზა სწორედ ძველმართლმადიდებლურ ქრისტეანობასთან მიდის, არა მარტო აქ მოტანილი საეკლესიო წესებისა და სხვადასხვა მოვლენის განმარტება დაგეხმარება, არამედ კრებულში თავმოყრილი სადისკუსიო მასალებიც დიდად წაგადგებგა და ორ მოპაექრე მხარეს შორის მტყუან-მართლის გარჩევაც არ გაგიჭირდება.
წიგნის პირველი ნაწილი ეძღვნება ნათლისღების საიდუმლოს, მისი შესრულების კანონიკურ და არაკანონიკურ ფორმებს; მეორე ნაწილი - 17-ე საუკუნის რუსეთის საეკლესიო რეფორმას და მის შედეგებს როგორც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისთვის, ასევე მსოფლიო მართლმადიდებლობისთვის; მესამე ნაწილი კი მთლიანად ეძღვნება ეკლესიის უძლეველობას.
ჭეშმარიტი ქრისტიანული სიყვარულით უძღვნის ამ წიგნს ძველმართლმადიდებლური ეკლესიის არქიეპისკოპოსი პავლე (ხორავა) წმიდა სარწმუნოების გზაზე შემდგარ ყოველ მართლმადიდებელს.
წიგნი გამოიცა ძველმართლმადიდებელ ქრისტეანთა შემოწირულობით.
თავი III
____________________________________________________________________________________________________________________
"შავი სია"
§§. 1 - 10
მართლმადიდებლურ კატეხიზმოებში ნათლად წერია, რომ ნათლისღება არის საიდუმლო, რომელშიც მორწმუნე სხეულის წყალში სამ-გზის შთაფლვით და მოწოდებით მამისა და ძისა და წმიდისა სულისა განიწმიდება ცოდვათაგან და მეორედ იშვება ახალი, სულიერი ცხოვრებისთვის (იხ. Христианский катехизис, М., 1860. ასევე სახელმძღვანელო მართლმადიდებელი ეკლესიის კატეხიზმოს შესასწავლად. თბილისი 1990 წ. გვ. 64). იმისთვის, რათა საიდუმლო იყოს ქმედითი, ანუ შესრულებული, და სულიწმიდის მადლი უეჭველად გადმოვიდეს ქრისტეანზე, ის უნდა შესრულდეს სწორად. მოკლედ, საეკლესიო საიდუმლო (ამ შემთხვევაში ნათლისღება) "ნამდვილია და მადლი ღვთისა უეჭველად გადმოდის კაცზე მაშინ, როდესაც შესრულებულია წესიერად, სწორად. სწორი და წესიერი შესრულება საიდუმლოსი ის არის, რომ შესრულების დროს დაცულ იქმნას ყოველივე მოთხოვნა აღმასრულებელისა და თვით აღსრულების შესახებ" (სახელმძღვანელო მართლმადიდებელი ეკლესიის კატეხიზმოს შესასწავლად. თბილისი 1990 წ. გვ. 64).
ნათლისღების საიდუმლოს უცილობელ და უცვალებელ გარეგნულ ფორმას, რომლის გარეშე ეს საიდუმლო გაუქმებულია, წარმოადგენს მოსანათლავის წყალში სამ-გზისი დაფლვა. ყოველი სხვაგვარი "ნათლობა", იქნება ეს "წყალპკურებითი" თუ "წყლის თავზე დასხმითი", ნათლობად ვერ ჩაითვლება. მართლმადიდებელ ხალხებში ის ლათინობიდან (პაპიზმიდან) შემოიჭრა.
"ნათლობის საიდუმლო დააწესა თვით მაცხოვარმა, რომელმაც თავის მოწაფეებს უთხრა: "მაშ, წადით, დაიმოწაფეთ ყველა ხალხი და ნათელი ეცით მათ მამის და ძის და სული წმიდის სახელით" (მათე 28:19).
სიტყვა baptιxw ("ბაპტიძო") (2) ძველბერძნულ ენაზე ნიშნავს: 1) შთაფლვას, ჩაყვინთვას; 2) ფსკერისკენ ჩაშვებას, ჩაძირვას; 3) ამოხაპვას; 4) ნათლობას (შთაფლვის გზით). ასევე სიტყვა baptw ("ბაპტო") ნიშნავს -ჩაძირვას, ჩაყვინთვას, ჩაყურყუმელავებას; baptisma - ნათლობას; baptisterion – 1) აბანოს, საბანელს; 2) ემბაზს. ახალბერძნულ ენაში ყველა ეს მნიშვნელობა შენარჩუნებულია (იხ. Б. Кутузов. Крещение – погружательное или обливательное? http://kutuzov-bp.ru/fenomen/kreschenie.htm ).
_____________
2. სხვადასხვა კოდიფიკაციის ბერძნული ასოები გადმოკოპირებულია ინტერნეტიდან, სხვადასხვა ნაშრომთა ელექტრონული ვერსიებიდან, ამიტომაც არ გამოვრიცხავთ, რომ მათ მართლწერაში დაშვებული გვქონდეს შეცდომები, რადგან შესაბამისი შრიფტების არქონის გამო მათი ზუსტად ასახვა ყოველთვის ვერ ხერხდება. იმედია მკითხველი ამ ვითარებას გაითვალისწინებს.
_____________
ნათლობა - ეს არის ჩვენი სიკვდილი და აღდგომა ქრისტესთან ერთად, მაცხოვრის დაფლვისა და აღდგომის სახე, მისი მეშვეობით კი წინასახე მომავალი ადამიანის აღდგომისა და ცხოვნებისა.
მოციქული პავლე ამბობს: "მასთან ერთადვე დავიმარხეთ სიკვდილში ნათლისღებით, რათა როგორც ქრისტე აღდგა მკვდრეთით მამის დიდებით, ჩვენც ასევე ვიარებოდეთ ახალ სიცოცხლეში. რადგან თუ სიკვდილის მსგავსებით მასთან თანაშეზრდილნი ვართ, აღდგომითაც მივემსგავსებით... ხოლო თუ ქრისტესთან ერთად მოვკვდით, გვწამს, რომ სიცოცხლითაც ერთად ვიცოცხლებთ. რადგანაც ვიცით, რომ ქრისტე, მკვდრეთით აღმდგარი, აღარა კვდება: სიკვდილი ვეღარ უფლობს მასზე" (რომ. 6:4- 9).
ნათლობის საიდუმლოში წყალში ამ შთაფლვას ღრმად მისტიკურ-სიმბოლური მნიშვნელობა აქვს: "მაშ, რაღას უცდი? ადექი, ნათელ იღე (ბაპტისაჯ), ჩამოირეცხე შენი ცოდვები და მოუხმე უფლის სახელს" (საქმე 22:16). ეს ნიშნავს ჯერ დაფლულ, შემდეგ კი მკვდრეთით აღმდგარ ქრისტესთან შეერთებას ახალი ცხოვრებისთვის" (Е. Туркина. Троицы явление во Иордане бысть. ЖМП.1989, 1. იქვე).
წმ. კირილე იერუსალიმელი (IV ს.) მოციქულებზე სულიწმიდის გარდამოსვლის შესახებ ბრძანებს: "როგორც წყალში შთაფლულ მოსანათლავს ყოველმხრიდან წყალი აკრავს, ასევე სულიწმიდით სრულად მოინათლნენ ისინი" (Св. Кирилл Иерусалимский. Слова согласительные. XVII, 14. იქვე).
როგორც ვხედავთ, წმიდა მამა ლაპარაკობს შთაფლვით წესზე. როდესაც "მოსანათლავი ყოველმხრივ წყლით არის გარემოცული", ის ნათლობის სრულ მადლს იღებს. წმ. კირილეს თქმით, ადამიანი ნათლისღების საიდუმლოში "მრჩობლ (ორმაგ) მადლს მიიღებს", ანუ "მადლს წყლის მეშვეობით" და "მადლს სულიწმიდისგან", რომელიც გარკვეულწილად შეიძლება განვასხვავოთ კიდეც" (Сл. IV. იქვე).
"რაოდენთა ქრისტეს მიმართ ნათელ-იღეთ, ქრისტე შეიმოსეთ", - ბრძანებს მოციქული (გალატ. 3:27). ახლა გასაგებია, რატომ უნდა შთაიფლას მოსანათლი ქრისტეში. იმისთვის, რათა ქრისტე შეიმოსოს. ნათლისღების წინ წყლის საზეიმო კურთხევის დროს, ერთ-ერთ სავედრებელ ლოცვაში, რომელიც დიდ კვერექსს მოსდევს, არის სიტყვები: "გამოაჩინე წყალი ესე... სამოსლად უხრწნელებისად..." მაგრამ წყალი თუ სამოსია უხრწნელებისა, როგორ შევიმოსოთ ის შთაფლვის გარეშე?" (იქვე).
ამრიგად, სამგზისი შთაფლვა ნათლისღების საიდუმლოში მამის, ძის და სულიწმიდის სახელით ყოფილაქრისტეს სამდღიანი დამარხვის, ქრისტეს შემოსვის, მადლისმიერი უხრწნელი სამოსელით შემოსვის და საფლავიდან მკვდრეთით აღდგომის სახე. ნათლობის ამ და სხვა მხარეებზე უფრო დეტალურად ქვემოთ ვიმსჯელებთ, როდესაც გავეცნობით თანამედროვე და გასულ საუკუნეთა ღვთისმეტყველებისა და თვით წმიდა მამების სწავლებას ამ საგანზე.
ზემოთ აღვნიშნეთ და კვლავ გავიმეორებთ, რომ სწორედ ამ ტრადიციის განქიქებას აპირებს ბ- ნი ე. ჭელიძე ძველმართლმადიდებელთა ლანძღვით და "მიწასთან გასწორებით", ტრადიციას, რომელსაც თავგამოდებით იცავდნენ ათონის ე. წ. "კოლივადი" ბერები, რომლებიც მოგვიანებით ბერძნებმა (ცხადია, "არასტაროვერებმა") თავიანთი ეკლესიის წმინდანებად შერაცხეს. მათ შორის იყო ნიკოდიმე მთაწმინდელიც, რომელსაც, როგორც წმინდანს, პატივს მიაგებს თვით ე. ჭელიძეც.
ამრიგად, გავარკვიოთ, რას ეფუძნება ნათლისღების საიდუმლოს ძველმართლმადიდებლური ტრადიცია (სამგზის წყალში დაფლვა) და არის თუ არა დასხმითად ან სხურებით-პკურებითად მონათლულის გადანათვლა (უფრო ზუსტად თავიდან ნათლობა) იმგვარი დანაშაული, როგორადაც ამას ბ-ნი ე. ჭელიძე სახავს და ამგვარად მოქმედთ ჯოჯოხეთის უქვემოეს განყოფილებებს განუწესებს?!
ზემოთ უკვე ითქვა და აქაც გავიხსენოთ: ე. ჭელიძის აზრით: "... ეჭვის ნასახიც კი არ შეიძლება არსებობდეს იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენთან მოქიშპარი "ურწმუნოების ეს ახალ-ხმანი" სინამდვილეში, თავიანთი ნამდვილი სახელით, არიან, როგორც აღვნიშნეთ, ანაბაპტისტები ანუ "მეორედმნათვლელნი" ("გადამშთაფლველნი" და "გადაშთაფლულნი"), იგივე "მაცხოვრის მეორედჯვარმცმელნი". არანაირი კავშირი ე. წ. "ძველმორწმუნეობასთან", "ძველმართლმადიდებლობასთან" ანუ მართლმადიდებლობის ძველ ეპოქასთან მათ არ შეიძლება ჰქონდეთ და არც არანაირად აქვთ. მართლაც, ძველი მართლმადიდებლობა და ძველი მორწმუნეობა, თვით სახელიდან გამომდინარე, სწორედ ადრეული საუკუნეების, კერძოდ, მსოფლიო კრებათა ეპოქის მოძღვრების უცვალებელ დაცვას გულისხმობს, ესენი კი სწორედ მსოფლიო კრებათა განჩინებებს და მართლმადიდებელი ეკლესიის უადრესი ეპოქის ისტორიას უპირისპირდებიან და გმობენ..."
ვნახოთ, რამდენად შეეფერება ე. ჭელიძის ეს მტკიცება სინამდვილეს და გავარკვიოთ: ვინ არის ნამდვილი ძველმართლმადიდებელი - ჩვენ თუ ე. ჭელიძე (ყველა მისი მიმდევრითურთ)? ვიმსახურებთ თუ არა ჩვენ ყველა იმ შეურაცხმყოფელ გამონათქვამს, რომელთაც ოპონენტი არ იშურებს ჩვენი მისამართით და კიდევ ვინ შეიძლება ამგვარი შეფასების "ღირსი" გახდეს?...
მოდი, ამგვარ ადამიანთა (თანამედროვე და გასულ საუკუნეთა სასულიერო პირთა) სიას, რომლებიც ე. ჭელიძის რისხვის "ღირსნი" იქმნებიან დასხმით-პკურებითი "ნათლობის" უარყოფის გამო, ე. ჭელიძის "შავი სია" ვუწოდოთ და ვნახოთ, ძველმართლმადიდებელთა გარდა კიდევ ვინ შეიძლება იქ მოხვდეს. დასკვნების გაკეთება მკითხველისთვის მიგვინდვია.
1. მიტროპოლიტი იერემია ჰორიტინელი
დავიწყოთ ჰორიტინელი მიტროპოლიტის, თანამედროვეობის ცნობილი ღვთისმეტყველის, ათენის უნივერსიტეტის პროფესორისა და ელადის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავრის, იერემიასწერილით, რომელიც მან პაპისტ არქიეპისკოპოს ნიკოლოზს მისწერა (ინტერნეტში ეს მიმართვა შეგიძლიათ იხილოთ აქ: ΣΕΒ. ΓΟΡΤΥΝΟΣ: ΟΙ ΠΑΠΙΚΟΙ ΕΙΝΑΙ ΑΒΑΠΤΙΣΤΟΙ, ΔΕΝ ΕΙΝΑΙ ΕΚΚΛΗΣΙΑ, ΠΑΡΕΧΑΡΑΞΑΝ ΤΟ ΠΙΣΤΕΥΩ. "Паписты являются некрещеными, они не являются Церковью, они исказили Символ веры". http://apologet.spb.ru/ru/1593.html) (URL-ს თარიღი: 26.06.2020).
§§. 1 -
მართლმადიდებლურ კატეხიზმოებში ნათლად წერია, რომ ნათლისღება არის საიდუმლო, რომელშიც მორწმუნე სხეულის წყალში სამ-
ნათლისღების საიდუმლოს უცილობელ და უცვალებელ გარეგნულ ფორმას, რომლის გარეშე ეს საიდუმლო გაუქმებულია, წარმოადგენს მოსანათლავის წყალში სამ-
"ნათლობის საიდუმლო დააწესა თვით მაცხოვარმა, რომელმაც თავის მოწაფეებს უთხრა: "მაშ, წადით, დაიმოწაფეთ ყველა ხალხი და ნათელი ეცით მათ მამის და ძის და სული წმიდის სახელით" (მათე 28:19).
სიტყვა baptιxw ("ბაპტიძო") (2) ძველბერძნულ ენაზე ნიშნავს: 1) შთაფლვას, ჩაყვინთვას; 2) ფსკერისკენ ჩაშვებას, ჩაძირვას; 3) ამოხაპვას; 4) ნათლობას (შთაფლვის გზით). ასევე სიტყვა baptw ("ბაპტო") ნიშნავს -
_____________
2. სხვადასხვა კოდიფიკაციის ბერძნული ასოები გადმოკოპირებულია ინტერნეტიდან, სხვადასხვა ნაშრომთა ელექტრონული ვერსიებიდან, ამიტომაც არ გამოვრიცხავთ, რომ მათ მართლწერაში დაშვებული გვქონდეს შეცდომები, რადგან შესაბამისი შრიფტების არქონის გამო მათი ზუსტად ასახვა ყოველთვის ვერ ხერხდება. იმედია მკითხველი ამ ვითარებას გაითვალისწინებს.
_____________
ნათლობა -
მოციქული პავლე ამბობს: "მასთან ერთადვე დავიმარხეთ სიკვდილში ნათლისღებით, რათა როგორც ქრისტე აღდგა მკვდრეთით მამის დიდებით, ჩვენც ასევე ვიარებოდეთ ახალ სიცოცხლეში. რადგან თუ სიკვდილის მსგავსებით მასთან თანაშეზრდილნი ვართ, აღდგომითაც მივემსგავსებით... ხოლო თუ ქრისტესთან ერთად მოვკვდით, გვწამს, რომ სიცოცხლითაც ერთად ვიცოცხლებთ. რადგანაც ვიცით, რომ ქრისტე, მკვდრეთით აღმდგარი, აღარა კვდება: სიკვდილი ვეღარ უფლობს მასზე" (რომ. 6:4-
ნათლობის საიდუმლოში წყალში ამ შთაფლვას ღრმად მისტიკურ-
წმ. კირილე იერუსალიმელი (IV ს.) მოციქულებზე სულიწმიდის გარდამოსვლის შესახებ ბრძანებს: "როგორც წყალში შთაფლულ მოსანათლავს ყოველმხრიდან წყალი აკრავს, ასევე სულიწმიდით სრულად მოინათლნენ ისინი" (Св. Кирилл Иерусалимский. Слова согласительные. XVII, 14. იქვე).
როგორც ვხედავთ, წმიდა მამა ლაპარაკობს შთაფლვით წესზე. როდესაც "მოსანათლავი ყოველმხრივ წყლით არის გარემოცული", ის ნათლობის სრულ მადლს იღებს. წმ. კირილეს თქმით, ადამიანი ნათლისღების საიდუმლოში "მრჩობლ (ორმაგ) მადლს მიიღებს", ანუ "მადლს წყლის მეშვეობით" და "მადლს სულიწმიდისგან", რომელიც გარკვეულწილად შეიძლება განვასხვავოთ კიდეც" (Сл. IV. იქვე).
"რაოდენთა ქრისტეს მიმართ ნათელ-
ამრიგად, სამგზისი შთაფლვა ნათლისღების საიდუმლოში მამის, ძის და სულიწმიდის სახელით ყოფილაქრისტეს სამდღიანი დამარხვის, ქრისტეს შემოსვის, მადლისმიერი უხრწნელი სამოსელით შემოსვის და საფლავიდან მკვდრეთით აღდგომის სახე. ნათლობის ამ და სხვა მხარეებზე უფრო დეტალურად ქვემოთ ვიმსჯელებთ, როდესაც გავეცნობით თანამედროვე და გასულ საუკუნეთა ღვთისმეტყველებისა და თვით წმიდა მამების სწავლებას ამ საგანზე.
ზემოთ აღვნიშნეთ და კვლავ გავიმეორებთ, რომ სწორედ ამ ტრადიციის განქიქებას აპირებს ბ-
ამრიგად, გავარკვიოთ, რას ეფუძნება ნათლისღების საიდუმლოს ძველმართლმადიდებლური ტრადიცია (სამგზის წყალში დაფლვა) და არის თუ არა დასხმითად ან სხურებით-
ზემოთ უკვე ითქვა და აქაც გავიხსენოთ: ე. ჭელიძის აზრით: "... ეჭვის ნასახიც კი არ შეიძლება არსებობდეს იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენთან მოქიშპარი "ურწმუნოების ეს ახალ-
ვნახოთ, რამდენად შეეფერება ე. ჭელიძის ეს მტკიცება სინამდვილეს და გავარკვიოთ: ვინ არის ნამდვილი ძველმართლმადიდებელი -
მოდი, ამგვარ ადამიანთა (თანამედროვე და გასულ საუკუნეთა სასულიერო პირთა) სიას, რომლებიც ე. ჭელიძის რისხვის "ღირსნი" იქმნებიან დასხმით-
1. მიტროპოლიტი იერემია ჰორიტინელი
დავიწყოთ ჰორიტინელი მიტროპოლიტის, თანამედროვეობის ცნობილი ღვთისმეტყველის, ათენის უნივერსიტეტის პროფესორისა და ელადის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავრის, იერემიასწერილით, რომელიც მან პაპისტ არქიეპისკოპოს ნიკოლოზს მისწერა (ინტერნეტში ეს მიმართვა შეგიძლიათ იხილოთ აქ: ΣΕΒ. ΓΟΡΤΥΝΟΣ: ΟΙ ΠΑΠΙΚΟΙ ΕΙΝΑΙ ΑΒΑΠΤΙΣΤΟΙ, ΔΕΝ ΕΙΝΑΙ ΕΚΚΛΗΣΙΑ, ΠΑΡΕΧΑΡΑΞΑΝ ΤΟ ΠΙΣΤΕΥΩ. "Паписты являются некрещеными, они не являются Церковью, они исказили Символ веры". http://apologet.spb.ru/ru/1593.html) (URL-ს თარიღი: 26.06.2020).
სხვადასხვა ლათინური მწვალებლობის მხილებას მიტროპოლიტი იერემია სწორედ ნათლისღების საიდუმლოთი იწყებს და თავისი წერილის პირველივე თავში ლათინებს მოუნათლავებს უწოდებს:"კათოლიკეთა ძვირფასო და ღირსპატივსაცემო არქიესპისკოპოსო, მინდა განგიმარტოთ რატომ არ გიწოდებთ "ძმას" და მოგმართავთ როგორც "ღირსპატივსაცემს".
რა თქმა უნდა, ზოგადი აზრით დედამიწაზე მცხოვრები ადამიანები ძმები არიან ერთურთისთვის, რამეთუ ერთი დედა-მიწის შვილებს წარმოადგენენ. ამგვარი გაგება ჩვენი მართლმადიდებლური ღვთისმსახურებისთვისაც არის დამახასიათებელი, რომელიც დედამიწას უგალობს, როგორც დედას, რომელსაც ხრწნისა და საბოლოო აღდგომისთვის უბრუნდება ყოველი ნაშობი. მაგრამ, სამწუხაროდ, სულ სხვაა, ღირსპატივსაცემო ბ-ნო ნიკოლოზ, სიტყვა "ძმის" გაგება საეკლესიო ურთიერთობაში, ამიტომაც, არ შემიძლია ასე გიწოდოთ, და მოგახსენებთ რატომაც.
სიტყვა "ძმა" (ἀδελφὸς) არსებითად შედგება ორი სიტყვისგან δελφὺς (წიაღი, მუცელი) და "α", როგორც კრებსითი პრინციპი, და არა უარყოფითი. ამრიგად, ამ განმარტების თანახმად, "ძმები" იმგვარი ადამიანები არიან, რომლებიც ერთი დედის წიაღიდან წარმოიშვებიან, თავიანთ ძარღვებში ერთი და იგივე სისხლი უჩქეფთ და ერთსა და იმავე ოჯახს მიეკუთვნებიან. "წიაღი", რომელიც "შობს" ადამიანს და ქმნის მას ღმრთის შვილად - ნათლისღების წმიდა საიდუმლოა. სისხლი, რომლითაც იკვებებიან ღმრთის შვილები ქრისტეს სისხლია, რომელიც გოლგოთაზე, მისი ჯვარცმის დროს დაიღვარა, და ეს სისხლი საღმრთო ლიტურგიის წმიდა ბარძიმში იმყოფება. ხოლო ოჯახი, რომელსაც მიეკუთვნებიან ღმრთის შვილები, ეკლესიაა. ამრიგად, კათოლიკეთა ღირსპატივსაცემო არქიეპისკოპოსო, ვერ გიწოდებთ "ძმას", რადგან ერთი და იმავე დედის წიაღიდან არ ვართ ნაშობნი. ჩვენ, მართლმადიდებელი ქრისტეანები, ნათლისღების ემბაზში სამგზის შთაფლვით ვიშვით, მაშინ როდესაც თქვენ, კათოლიკეები, უბრალო სხურებას აღასრულებთ. ჩვენ არ გვაქვს თქვენთან თანაზიარობა ქრისტეს სისხლში, და თქვენ ჩვენთან ერთად ღმრთის ოჯახს, ანუ მართლმადიდებელ ეკლესიას არ ეკუთვნით. რადგან ჩვენ არ თანავსწირავთ ერთად, არც შეიძლება "ძმები" ვიყოთ, გამომდინარე ამ სიტყვის ეკლესიოლოგიური გაგებიდან.
ჩემ მიერ ზემოთ ნათქვამის დასტურად დაგიმოწმებთ ერთ შესაბამის ნაწყვეტს წმ. იოანე ოქროპირის (IV ს.)თხზულებიდან: "ძმებად ადამიანებს ნათლისღება და საღმრთო საიდუმლოთა ზიარება შეიქს" (PG. 58, 718). და კიდევ ამავე წმიდა მამის ერთი ციტატა: "რა შეგვქმნის ურთიერთძმებად? მეორედშობის საბანელი, ანუ წმიდა ნათლისღება" (PG 63, 177). სხვა, ასევე წმიდა მამა და დიდი ღვთისმეტყველი, წმიდა ნიკოდიმე მთაწმიდელი (1749-1809), რომელსაც ჩვენ "წმიდა მამებთან თანაშერაცხილად" მივიჩნევთ, პაპისტებთან დაკავშირებით ამბობს, რომ ისინი მოუნათლავები არიან. ამიტომაც არ შეგვიძლია ძმები გიწოდოთ" (რუს. წყარო: "…в отношении папистов говорит, что они являются некрещеными. Итак, мы не можем вас называть братьями") (ΣΕΒ. ΓΟΡΤΥΝΟΣ: ΟΙ ΠΑΠΙΚΟΙ ΕΙΝΑΙ ΑΒΑΠΤΙΣΤΟΙ, ΔΕΝ ΕΙΝΑΙ ΕΚΚΛΗΣΙΑ, ΠΑΡΕΧΑΡΑΞΑΝ ΤΟΠΙΣΤΕΥΩ. Паписты являются некрещеными, они не являются Церковью, они исказили Символ веры. http://apologet.spb.ru/ru/1593.html) (URL-ს თარიღი: 26.06.2020).
რა თქმა უნდა, ზოგადი აზრით დედამიწაზე მცხოვრები ადამიანები ძმები არიან ერთურთისთვის, რამეთუ ერთი დედა-
სიტყვა "ძმა" (ἀδελφὸς) არსებითად შედგება ორი სიტყვისგან δελφὺς (წიაღი, მუცელი) და "α", როგორც კრებსითი პრინციპი, და არა უარყოფითი. ამრიგად, ამ განმარტების თანახმად, "ძმები" იმგვარი ადამიანები არიან, რომლებიც ერთი დედის წიაღიდან წარმოიშვებიან, თავიანთ ძარღვებში ერთი და იგივე სისხლი უჩქეფთ და ერთსა და იმავე ოჯახს მიეკუთვნებიან. "წიაღი", რომელიც "შობს" ადამიანს და ქმნის მას ღმრთის შვილად -
სხვა დარღვევებისა და მწვალებლობების გამო, რომელთა შორის არის ნათლისღების საიდუმლოს დარღვევაც (წყალდასხმა შთაფლვის ნაცვლად) და რომელიც მიტროპოლიტმა იერემიამ თავიდანვე აღნიშნა, ლათინებს მან "ეშმაკის მორჩილი ორგანო" უწოდა (იქვე).
ერთგან ე. ჭელიძე მკრეხელურად ირწმუნება, თითქოსდა ჩვენ, ძველმართლმადიდებელ ქრისტეანებს, არ გვაქვს უფლება, ძველმართლმადიდებლებად ვიწოდებოდეთ, რადგან ე. ჭელიძის თქმით: "არანაირი კავშირი ე. წ. "ძველმორწმუნეობასთან", "ძველმართლმადიდებლობასთან" ანუ მართლმადიდებლობის ძველ ეპოქასთან მათ არ შეიძლება ჰქონდეთ და არც არანაირად აქვთ" (ე. ჭელიძე. "სული ცხოველი", თბ. 2012, გვ. 126), რატომ? იმიტომ, რომ თურმე ჩვენ, ძველმართლმადიდებელი ქრისტეანები, რაკიღა დასხმით "ნათლობას" უარვყოფთ,"მსოფლიო კრებათა განჩინებებს (?) და მართლმადიდებელი ეკლესიის უადრესი ეპოქის ისტორიას (?)" (ციტ. იქვე) ვუპირისპირდებით. ალბათ, ხვდებით თუ რითი ვუპირისპირდებით -
მაგრამ სულ სხვაგვარად ფიქრობს ძველ ეკლესიაზე და ძველი ეკლესიის მემკვიდრეობითობაზე ათენის უნივერსიტეტის ზემოთ ხსენებული პროფესორი, მიტროპოლიტი იერემია, რადგან ის ძველი ეკლესიის ერთ-
თავის სხვა წერილში, რომლის სახელწოდებაა: "ჭეშმარიტი ეკლესია ერთია და ეს ეკლესია მხოლოდ მართლმადიდებელი ეკლესიაა" (Μητροπολίτης Γόρτυνος Ιερεμίας: Η αληθινή Εκκλησία, είναι ΜΙΑ. Και αυτή ηΕκκλησία είναι ΜΟΝΟΝ η Ορθόδοξη Εκκλησία. Истинная Церковь одна. И этой Церковью является только Православная Церковь. http://apologet.spb.ru/ru/980.html), ეკლესიის რაობის განსაზღვრისას მიტროპოლიტი იერემია ბრძანებს, რომ ეკლესია ერთია და სვამს კითხვას: "რატომ არის მართლმადიდებელი ეკლესია ერთადერთი და ჭეშმარიტი? Iმიტომ, ჩემო ძვირფასებო, რომ მხოლოდ ის ფლობს ისტორიულ კავშირს("только она обладает исторической связью"), ეკლესიურ მემკვიდრეობას ("преемством с Церковью"), რომელიც ქრისტემ მისი მოციქულების მიერ დააფუძნა. დიახ! ჩვენი ეკლესია წმიდად იცავს წმიდა მოციქულთა სწავლებებს, არაფერს ამატებს მასში, და არაფერს აკლებს. და ჩვენს მართლმადიდებელ ეკლესიას პირველ ეკლესიასთანაც კი აქვს ისტორიული კავშირი ("И наша Православная Церковь имеет даже историческую связь с первой Церковью"), რადგან სამოციქულო მემკვიდრეობა აქვს... ჩვენი ეკლესიის დამახასიათებელი თავისებურება სწორედ პირველ ეკლესიასთან სრული იგივეობაა ("Наиболее характерной особенностью нашей Православной Церкви является полное сходство, тождественность с первой Церковью"). მოვიყვან მაგალითს: "დღეს, ისევე როგორც ძველად, ჩვენ ნათლისღებას ემბაზში სამგზის შთაფლვით აღვასრულებთ და არა პკურებით, როგორც რომაელ-
"ამრიგად, ჩვენი მართლმადიდებელი ეკლესია უცვალებელია პირველ ეკლესიასთან მიმართებაში, ამიტომაც არის ის ჭეშმარიტი ეკლესია, რომელშიც იესუ ქრისტე დღესამომდე იმყოფება და რომლის მეშვეობითაც მოქმედებს ის სამყაროში" (მიტრ. იერემიას ხსენებული სიტყვა ბერძნულად შეგიძლიათ იხილოთ აქ: http://aktines.blogspot.com/2012/07/blog-
მაშ, თუ ელადელი მიტროპოლიტის მტკიცებით, ეკლესიის სიძველე პირველდაწყებით, სამოციქულო ეკლესიის გადმოცემათა ერთგულებასა და მათ განუხრელ მიყოლას გულისხმობს, ხოლო, სარწმუნოებრივ დოგმატებთან ერთად, ეს ერთგულება საეკლესიო საიდუმლოებების და მათ შორის ნათლისღების სამგზის შთაფლვით აღსრულებაშიც გამოიხატება, რის საფუძველზე ბედავს ე. ჭელიძე ჩვენი ეკლესიის "ანაბაპტისტთა", "მეორედ-
2. პროტოპრესვიტერი გეორგი მეტალინოსი და ეპისკოპოსი კალისტე უეარი
განვაგრძოთ ჩვენი ძიებანი ამ მიმართულებით და ვნახოთ, ძველმართლმადიდებელთა გარდა, ჩვენს თანამედროვე ღვთისმეტყველთა და სასულიერო პირთა შორის კიდევ ვინ შეიძლება ჩაეწეროს ე. ჭელიძის "შავ სიაში" და კიდევ ვინ შეიძლება აღმოჩნდეს "ღვთისმკვლელთა", "ანაბაპტისტთა" და "მაცხოვრის მეორედჯვარმცმელთა" კატეგორიაში.
ამ სიაში აღმოჩნდება ცნობილი პროფესორი და ღვთისმეტყველი, პროტოპრესვიტერი გეორგი მეტალინოსი,რომელმაც დეტალურად აღწერა და გადმოსცა ათონელი ბერების, ე. წ. "კოლივადების" დამოკიდებულება ლათინთა და მათი დასხმით-
ამავე სიაშია თანამედროვეობის ცნობილი მართლმადიდებელი ღვთისმეტყველი, ოქსფორდის უნივერსიტეტის პროფესორი და ეპისკოპოსი კალისტ უეარი (Ware Kallistos, ერისკაცობაში Timothy).
თავის სახელგანთქმულ ნაშრომში "მართლმადიდებელი ეკლესია" კალისტ უეარი წერს: "მართლმადიდებლურ ღვთისმსახურებაში უმთავრესი ადგილი უკავია საიდუმლოებებს, ანუ, როგორც ბერძნულად უწოდებენ მისტერიებს. "ევქარისტია საიდუმლოდ იწოდება, -
მართალია, კალისტ უეარი დასხმას დასაშვებად მიიჩნევს, მაგრამ მხოლოდ უკიდურეს შემთხვევებში, სხვა მხრივ, მისი მტკიცებით "შთაფლვის უგულებელყოფა დაუშვებელია", რაც აშკარა წინააღმდეგობაშია ე. ჭელიძის მტკიცებასთან, რომლის მიხედვითაც არა აქვს მნიშვნელობა, როგორ მოინათლება ადამიანი -
კალისტ უეარის აზრით კი "შთაფლვა (ცხადია პირდაპირი მნიშვნელობით -
"მრავალ მართლმადიდებელს აშფოთებს ის ფაქტი, -
ამიტომაც, საკრამენტული სიმბოლიზმი ითხოვს შთაფლვას, ანუ სანათლავ წყლებში "დამარხვას" და შემდეგ მათგან "კვლავ აღდგომას". განბანვა (როდესაც წყალი სხეულის ნაწილს ესხმება) დასაშვებია განსაკუთრებულ შემთხვევებში, მაგრამ ნათლობა წყლის მიპკურებით ან წყლის მოსმით შუბლზე უბრალოდ საერთოდაც კი არ შეიძლება იწოდოს ნათლობად" ("…но крещение через разбрызгивание воды или смазывание водой просто–напросто не является крещением вообще") (იქვე) (იხ. აგრეთვე: http://predanie.ru/lib/book/read/71888/#toc16 ან აქ: http://www.twirpx.com/file/971971/) (URL-ს თარიღები: 26.06.2020).
"ნორმალურ შემთხვევაში ნათლობას აღასრულებს ეპისკოპოსი ან მღვდელი. ექსტრემალურ ვითარებაში ნათლობა შეიძლება აღასრულოს დიაკვანმა ან ნებისმიერმა ქრისტეანმაც. მაგრამ, თუ რომაელი-
ამრიგად, კიდევ ერთი ცნობილი ღვთისმეტყველი და ეპისკოპოსი ეწინააღმდეგება პკურებით და დასხმით ნათლობას. დასხმას ის განსაკუთრებულ შემთხვევებში მიიჩნევს დასაშვებად, პკურებას კი საერთოდ გამორიცხავს. თანაც კალისტ უეარი ნათლობის თავდაპირველ, სამოციქულო ფორმად სწორედ შთაფლვას მიიჩნევს და არა დასხმა-
მაშ, თუ პკურებითი "ნათლობა" არ შეიძლება ნათლობად იწოდოს ძველი, პირვანდელი ეკლესიის სწავლებასთან შეუსაბამობის და ნათლისღების საიდუმლოს გარეგან-
მაშ, რა გამოდის ეპისკოპოსი კალისტ უეარი ე. ჭელიძის შეხედულებით? -
ვინმე თუ გვკითხავს, სად და როდის მიმართა ეპისკოპოს კალისტეს ე. ჭელიძემ ამგვარი ეპითეტებითო, ვუპასუხებთ, -
3. არქიეპისკოპოსი ლუკა (ვოინო-
გავაგრძელოთ ე. ჭელიძის მიერ "გზაგამრუდებულებად" და "ქრისტესმკვლელებად" შერაცხილთა "შავი სია" და ვნახოთ, კიდევ ვინ შეიძლება აქ აღმოჩნდეს. ვნახოთ, ვინ არის "სტაროვერთა" მორიგი "ბოროტი თანამზრახველი" (ე. ჭ. დასხ. შრ. გვ. 125)?!
ასეთი აღმოჩნდა რუსეთისა და უკრაინის ეკლესიის წმინდანი, არქიეპისკოპოსი ლუკა (ვოინო-
________________
3. ერისკაცობაში ვალენტინ ფელიქსის ძელ ვოინო-
________________
ნათლისღების საიდუმლოში სამგზისი შთაფლვის, როგორც აუცილებელ ფორმაზე, მრავალს წერდნენ ეკლესიის წმიდა მამები: კირილე იერუსალიმელი, ბასილი დიდი, იოანე ოქროპირი, სიმეონ ახალი ღვთისმეტყველი, დიონისე... რუსეთის დასავლეთ და სამხრეთ-
ხედავთ, ძვირფასო მკითხველო, რას ბრძანებს ახალმოწესეთა მართლმადიდებელი ეკლესიის (რუსეთის და უკრაინის ადგილობრივ ეკლესიათა) წმინდანი, არქიეპისკოპოსი ლუკა ვოინო-
ა) ჯერ ერთი, ის ამბობს, რომ შთაფლვითი ნათლობა ძველი, პირველი ეკლესიის ურყევი წესიაო და სწორედ ამ წესს ითხოვსო წმ. მოციქულთა 50-ე კანონი, რადგან "უკვე მოციქულთა დროიდანვე სრულდებოდა ნათლობა სამგზისი შთაფლვით მამის, ძის და სულიწმიდის სახელით...".
ბ) შემდეგ ის ამბობს, რომ სწორედ შთაფლვას და არა დასხმას ასწავლიდნენო წმიდა მამები: იოანე ოქროპირი, ბასილი დიდი, კირილე იერუსალიმელი, სიმეონ ახალი ღვთისმეტყველი, დიონისე და სხვები... რაც ასევე ძველი ეკლესიის პრაქტიკის მაჩვენებელიაო.
გ) შემდეგ ის დასხმით ნათლობას "უკეთურს" უწოდებს და მიიჩნევს, რომ "ასე უკეთურად "მონათლულები", ცხადია, უნდა გადაინათლონ, რადგან მათზე საიდუმლო არ აღსრულებულა".
დ) რის გამოც, "ღმრთისგან ბოძებულ საკუთარ მოვალეობად მიაჩნია აღმოფხვრას დასხმითი ნათლობა თავის ეპარქიაში".
ბ) შემდეგ ის ამბობს, რომ სწორედ შთაფლვას და არა დასხმას ასწავლიდნენო წმიდა მამები: იოანე ოქროპირი, ბასილი დიდი, კირილე იერუსალიმელი, სიმეონ ახალი ღვთისმეტყველი, დიონისე და სხვები... რაც ასევე ძველი ეკლესიის პრაქტიკის მაჩვენებელიაო.
გ) შემდეგ ის დასხმით ნათლობას "უკეთურს" უწოდებს და მიიჩნევს, რომ "ასე უკეთურად "მონათლულები", ცხადია, უნდა გადაინათლონ, რადგან მათზე საიდუმლო არ აღსრულებულა".
დ) რის გამოც, "ღმრთისგან ბოძებულ საკუთარ მოვალეობად მიაჩნია აღმოფხვრას დასხმითი ნათლობა თავის ეპარქიაში".
როგორც ვხედავთ, არქიეპისკოპოსს მკაცრად გაუფრთხილებია თავის დაქვემდებარებაში მყოფი მღვდლები, დასხმითად არავინ მოენათლათ; წმიდა მოციქულთა 50-
ამრიგად, ოფიციალური, ახალმოწესეობრივი "მართლმადიდებელი" ეკლესიის წმინდანი ლუკა ვოინო-
ასე ვფიქრობთ ჩვენც, ძველმართლმადიდებელი ქრისტეანები. მაშასადამე, ლუკა ვოინო-
მაშ, თუ ე. ჭელიძეს ვკითხავთ "ვინ არის ლუკა ვოინო-
4. არქიმანდრიტი ამბროსი (ფონტრიე)
"ქრისტეს მეორედჯვარმცმელად" და "გადამშთაფლველად" უნდა შერაცხოს ე. ჭელიძემ არქიმანდრიტი ამბროსი (ფონტრიე) (საზღვარგარეთში რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პარიზის წმიდა სამების ტაძრის წინამძღვარი), რომელიც წერს: "მღვდელმთავარი იოანე ოქროპირი ბრძანებს, რომ ნათლობა სრულდება წყალში შთაფლვით, ჩვენი უფლის იესუ ქრისტეს მიბაძვით. როდესაც წყალში შთავიფლებით, როგორც საფლავში, ქრისტესთან ერთად ვკვდებით და სამგზისი შთაფლვის შემდეგ ქრისტესთან ერთად აღვსდგებით, მსგავსად იმისა, როგორც ის აღსდგა მესამე დღეს. ქრისტე შევიდა იორდანეს წყლებში და მათში დაიფლო. ამიტომაც, ჩვენც ვიფლობით მაცხოვნებელ ემბაზში". ადამიანი თუ სიკვდილის პირას არის და ნათლობის მიღება სურს, როგორც წმ. ეგნატე ღმერთშემოსილი (I-
"დასხმა, -
http://azbyka.ru/tserkov/duhovnaya_zhizn/sem_tserkovnyh_tainstv/kreschenie/o-
5. პატრიარქი ალექსი II (რიდიგერი) († 2008)
ზემოთ ხსენებული მიზეზით ე. ჭელიძის "შავ სიაშია" და "ლეყეცთა" და ეკლესიის კალთებს "ფარისევლურად შევრდომილ-
6. მღვდელი ოლეგ სტენიაევი
რუსეთის ახალმოწესე-
შემდეგ, მღვდელი ოლეგ სტენიაევი დეტალურად განმარტავს ნათლობის შინაარსს და ბრძანებს: "წესი, რომელსაც იორდანეზე ასრულებდა იოანე ნათლისმცემელი, ებრაელებში "მიკვად" იწოდებოდა, რაც ბუკვალურად "წყლის დაგროვებას" ნიშნავს (შეად. დაბ. 1:10). ამავე სიტყვით აღინიშნება წყლის რეზერვუარი განბანვისთვის (ივრითზე "თვილა") რათა განიწმინდონ რიტუალური სიბინძურისგან ("მიკვას" უფრო დეტალურად ქვემოთ შევეხებით -
პარადოქსი მდგომარეობს იმაში, რომ იოანე ნათლისმცემელი მიკვა-
ამგვარად, გარკვეულია თუ როგორ სრულდებოდა წმ. იოანე ნათლისმცემელის ნათლობა-
ნათლობის ქრისტეანულ საიდუმლოში წყალში სრული შთაფლვა წარმოადგენს ცოდვილი ცხოვრების დამარხვას და წყლიდან ახალი ცხოვრებისთვის აღმოშობას. უძველესი დროიდანვე მართლმადიდებელი ეკლესია აღიარებდა მხოლოდ სრულ შთაფლვას. ე. წ. პკურებითი ნათლობა ეკლესიაში მხოლოდ ექსტრემალურ შემთხვევებში იყო დაშვებული, როგორიცაა: მომაკვდავი ავადმყოფის ნათლობა, როდესაც ახლოს ან წყალი არ არის ან შესაბამისი ემბაზი სრული შთაფლვისთვის; ან კიდევ სადღაც გზაში, თუკი ადამიანი ავად გახდებოდა და არ იყო იმისი იმედი, რომ მიაღწევდა ისეთ ადგილამდე, სადაც სრული შთაფლვა იქნებოდა შესაძლებელი, ნათლობას ასრულებდნენ სხურებით, ზოგჯერ კი ქვიშით (ქვიშით ნათლობის შემთხვევისთვის უნდა ითქვას, რომ მომაკვდავი, რომელიც ასე მონათლეს, შემდეგ თავიდან იქნა მონათლული წყალში სრული შთაფლვით. Uფრო დეტალურად იხ. ქვემოთ -
წმ. კირილე იერუსალიმელი მოსანათლავად გამზადებულთადმი წარმოთქმულ თავის მეორე ჰომილიაში ასე განმარტავს იმ ქმედების მადლმოსილ ძალას, რომელიც აღესრულება ნათლისღების საიდუმლოში (რომ. 6:4):
ხოლო განსაკუთრებული შემთხვევებისთვის ოლეგ სტენიაევი აღნიშნავს: "გრიგოლ ღვთისმეტყველი თავის 39-
"არ არის შემთხვევითი, რომ აწ გარდაცვლილი პატრიარქი ალექსი II ეპარქიულ კრებებზე ქ. მოსკოვის მღვდელმსახურთაგან არაერთხელ მოითხოვდა ნათლობა აღესრულებინათ მხოლოდ სრული შთაფლვით, და თუ ამგვარი პირობები ტაძარში არ აღმოიჩნდება, მოსანათლავი გაგზავნონ იმ ტაძარში, სადაც არსებობენ ბაპტისტერიუმები, რომლებშიც მოსანათლავთა სრული შთაფლვაა შესაძლებელი. მრავალ ტაძარს რომ ბაპტისტერიუმი არა აქვს, ეს დაკავშირებულია იმასთან, რომ რევოლუციამდელ რუსეთში ძირითადად ნათლავდნენ ყრმებს, რადგან მოზარდთა ან ზრდასრულთა მოქცევა დასრულებული იყო ჩვენს ტერიტორიაზე ქრისტეანობის აღმოცენების პირველივე საუკუნეებში (ე. ი. IX-
კი მაგრამ, თუკი "შთაფლვა" სულიერი ტერმინია, როგორც ბ-
ჭეშმარიტად, პატრიარქი ალექსი II-
7. მღვდელი დანიელ სისოევი († 2009)
სხვა მისიონერი, ამჯერად "სტაროვერების" დაუძინებელი მტერი, აწ გარდაცვლილი მღვდელი დანიელ სისოევიც კი იმავე აზრისაა ნათლობის დასხმით-
8. სუმისა და ახტირსკის არქიეპისკოპოსი ევლოგი (გუტჩენკო)
ე. ჭელიძის "შავ სიას" ვერ ასცდება უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის (მოსკოვის საპატრიარქო) სუმისა და ახტირსკის არქიეპისკოპოსი ევლოგი, რომელმაც გამოსცა განკარგულება ნათლისღების საიდუმლოსკანონიკური ნორმებით შესრულების შესახებ (О совершении таинства крещения в соответствии с каноническими нормами).
მეტიც, სუმის მღვდელმთავარმა თავისი ეპარქიის კლერიკოსები გააფრთხილა, რომ, ვინც არ შეასრულებს მის განკარგულებას, მკაცრად დაისჯება...
"ჩემს სამწყემსმთავრო მოვალეობად მიმაჩნია, -
ამის გარეშე ვერავინ ცხონდება, ასე ბრძანებს ჩვენი უფალი იესუ ქრისტე:
როგორც დოკუმენტიდან ჩანს, "არ არსებობს ბიბლიური ციტატებისა და წმიდა ეკლესიის კანონების დამოწმების აუცილებლობა, რომლებიც ნათლობის მხოლოდ შთაფლვითი ფორმაზე უთითებენ და დასხმა მხოლოდ უკიდურესი და სასიკვდილო საფრთხის შემთხვევაში დაიშვება" (დედანში: "Полагаю, что нет необходимости приводить библейские свидетельства и каноны святой Церкви, указывающие только на погружательный образ совершения крещения, ...". ე. წ. "დასხმითი ნათლობა წმიდა წერილისა და გადმოცემების საწინააღმდეგოა და უკრაინაში უნიატებისგან შემოვიდა, რომლებმაც, თავის მხრივ, ისლათინებისგან მიიღეს ("Так называемое "обливательное" крещение, противоречащее Священному Писанию и Преданию, появилось в Украине от униатов, которые восприняли его от латинян"). სწორედ უნიატური ზეგავლენით აგრძელებს დღესაც მრავალი მღვდელმსახური დასხმითი ნათლობის მკრეხელურ (ხაზგასმა ყველგან ჩვენია -
"წმიდა მამები განიკითხავენ მღვდლებს, რომლებიც ასრულებენ დასხმით ნათლობას და ამგვარ ქმედებას"ბილწ დასხმას" უწოდებენ. -
"სამწუხაროდ, სუმის ეპარქიის ზოგიერთი მღვდელმსახური დაუდევრად ეპყრობა ამ საიდუმლოს და მას რაღაც ათწუთიან რიტუალად აქცევს, რადგან თვითნებურად გამოტოვებს მთელ რიგ ლოცვებს და ნათლობას დასხმით, ზოგჯერ კი პკურებითაც კი აღასრულებს, რაც კატეგორიულად მიუღებელია! ამგვარი დაუდევარი დამოკიდებულება წმიდა საიდუმლოსადმი მეტყველებს სამღვდლო ფიცის დარღვევასა და ღმრთის შიშის არქონაზე", -
მეუფე ევლოგიმ ასევე გასცა კურთხევა: "ყრმათა შთაფლვა აღსრულდეს უკიდურესი სიფრთხილით, ნათლობის დროს მათ უნდა დაუფარონ ცხვირი და პირი; ყოველ ტაძარში დაიდგას ემბაზები (ბაპტისტერიუმები), რომლებშიც ზრდასრულთა შთაფლვით ნათლობა იქნება შესაძლებელი (ასევე წყლის გადასხმა სუფთა ადგილას); ზრდასრულები უნდა გაიგზავნონ იმ ტაძრებში, სადაც უკვე დაყენებულია მსგავსი ემბაზები ან წლის თბილ პერიოდში მონათლონ ღია წყალსაცავებში, სადაც შეძლებისდაგვარად დაიცვან ნათლობის სიწმიდე ცნობისმოყვარეთა თვალთვალისგან; ზრდასრულთა ნათლობას წინ უნდა უძღოდეს კათაკმევლობა და კატეხიზაცია, ხოლო უშუალოდ ნათლობის წინ მოსანათლავად მომზადებული უნდა აღიარებდეს თავის ცოდვებს მღვდლის წინაშე (განტევების ლოცვას ამ დროს მღვდელი არ კითხულობს) (ჩვენი შენიშვნა: ძველმართლმადიდებლური ეკლესიის პრაქტიკაში ნათლობის წინ აღსარება დაწესებული არ არის, რადგან ნათლობა ისედაც მიუტევებს ნებისმიერ ცოდვას -
თავის განკარგულებაში მეუფე ევლოგიმ ხაზი გაუსვა, რომ "ვინც წინამდებარე განკარგულებას არ შეასრულებს, მკაცრი კანონიკური ზომებით დაისჯება. ხოლო ყველას, ვინც ღვთისმოშიშებით და წეს-
მაშ, რას ასწავლის სუმისა და ახტირსკის ეპისკოპოსი ევლოგი დასხმით ნათლობასთან დაკავშირებით? -
მაშ, ისმინოს ე. ჭელიძემ, რადგან ამას მისთვის საძულველი ძველმართლმადიდებლები კი არ ამბობენ, არამედ მისივე მოძღვრები და თეოლოგები. ჩვენი თუ არ გჯერათ, მათი მაინც ისმინეთ!
მაგრამ რა ეპითეტებს დაიმსახურებს სუმისა და ახტირსკის "მეშთაფვლე" ეპისკოპოსი ევლოგი "დამსხმელი" ე. ჭელიძისგან? -
9. ოდესისა და იზმაილის მიტრპოლოიტი აგათანგელოზი (სავინი) (მოსკოვის საპატრიარქო)
ზუსტად იმავეს ბრძანებს უკრაინელი მიტროპოლიტი (მოსკოვის საპატრიარქო) აგათანგელოზიც. აი მისი განკარგულება ნათლისღების შესახებ (Послание митрополита Одесского и Измаильского Агафангела духовенству епархии о совершении Таинства Крещения, 2004 год. წყარო: http://www.sedmitza.ru/text/306416.html) (URL-ს თარიღი: 26.06.2020):
"ოდესის სამღვდელოებას, ყოვლადპატიოსანნო მამანო!
სამწყემსმთავრო მსახურება გვავალდებულებს, დავაკვირდეთ ყველაფერს, რაც კი მართლმადიდებლურ სწავლებას ეხება, რათა ის ჯანსაღად და დაუზიანებლად იყოს დაცული. უპირველეს ყოვლისა კი თქვენს ყურადღებას მივაპყრობთ წმიდა ნათლისღებას, რომელიც სხვა საიდუმლოებებთან მიმყვანებელი კარია, ჩვენი ცხონების საწყისია, ცოდვათა მიმტევებელი და ღმერთთან მიმაახლებელია. ის არის საჩუქარი მიშვილებისა, რადგან ნათლობაში შევიმოსებით რა ჩვენი უფლით, იესუ ქრისტეთი, ღვთისშვილებად და ქრისტეს თანამემკვიდრეებად შევიქნებით. როგორც მოციქული პავლე ბრძანებს: "რომელთა ქრისტეს მიერ ნათელ იღეთ, ქრისტე შეიმოსეთ". ამის გარეშე ცხოვნება შეუძლებელია, როგორც ჩვენი უფალი იესუ ქრისტე ბრძანებს: "მიუგო იესომ: ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნები შენ: ვინც არ დაიბადება წყლისა და სულისაგან, ვერ შევა ღმრთის სასუფეველში" (იოანე 3:5).
ამ საიდუმლოსთან დაკავშირებით უნდა შეგნიშნოთ შემდეგი:
1. თვით სიტყვა "ნათლობა" (крещение) ბერძნულ ენაზე, რომელზეც დაიწერა ახალი აღთქმის წმიდა წერილი, "შთაფლვას" ნიშნავს და არა დასხმას ან პკურებას.
2. ნათლობის პირველი დამფუძნებელი, ჩვენი უფალი იესუ ქრისტე იორდანეში შესული შთაფლვით მოინათლა (Первый Узаконитель крещения, Господь наш Иисус Христос, крестился, войдя в реку Иордан и погружаясь).
2. ნათლობის პირველი დამფუძნებელი, ჩვენი უფალი იესუ ქრისტე იორდანეში შესული შთაფლვით მოინათლა (Первый Узаконитель крещения, Господь наш Иисус Христос, крестился, войдя в реку Иордан и погружаясь).
3. წმიდა მოციქული ფილიპე საჭურისთან ერთად შევიდა წყალში, რათა ის მოენათლა: "ორივენი ჩავიდნენ წყალში, ფილიპეც და საჭურისიც, და მონათლა იგი" (საქმე 8:38).
4. მართლმადიდებელი ეკლესია, რომელიც განუხრელად მისდევდა მოციქულთა გადმოცემას, ყოველთვის ნათლავდა შთაფლვით. ეს ჩანს II მსოფლიო კრების 7-ე კანონიდან, რომელშიც ლაპარაკია შთაფლვაზე (Православная Церковь всегда крестила через погружение, неукоснительно следуя Преданию Апостольскому. Это видно из 7 правила II Вселенского Собора, в котором говорится о погружении); ასევე წმ. კირილე იერუსალიმელის (IV ს.) მე-2 კატეხეტური ჰომილიიდან, რომელშიც ზუსტად ასეა ნათქვამი: "აღიარეთ მაცხოვნებელი აღსარება, სამგზის დაიფლენით წყალში და კვლავ ამოხვედით"; და წმიდა ბასილი დიდის(IV ს.) სიტყვებიდან: "სამი დაფლვითა და ამდენივე მოწოდებით აღესრულება ნათლისღების უდიდესი საიდუმლო".
5. წყალში შთაფლვა, და ისიც სამგზის, ასევე სამგზისი აღმოსვლა წყლიდან შემთხვევით და თვითნებურად როდია დაწესებული, არამედ ქრისტეს საფლავში დებისა და მესამე დღეს აღდგომის სახედ.
4. მართლმადიდებელი ეკლესია, რომელიც განუხრელად მისდევდა მოციქულთა გადმოცემას, ყოველთვის ნათლავდა შთაფლვით. ეს ჩანს II მსოფლიო კრების 7-
5. წყალში შთაფლვა, და ისიც სამგზის, ასევე სამგზისი აღმოსვლა წყლიდან შემთხვევით და თვითნებურად როდია დაწესებული, არამედ ქრისტეს საფლავში დებისა და მესამე დღეს აღდგომის სახედ.
6. მართლმადიდებელი ეკლესია ყველგან და ყოველთვის ნათლავდა და ნათლავს წყალში სამგზისი შთაფლვით და აღმოსვლით. ასე ნათლავენ ეკლესიები ელადაში, ბულგარეთში, სერბეთში და სხვა. ასე ნათლავს რუსეთის ეკლესიაც). რაც შეეხება ე. წ. "დასხმით" ნათლობას, რომელიც ეწინააღმდეგება წმიდა წერილსა და გადმოცემას (Так называемое же "обливательное" крещение, противоречащее Священному Писанию и Преданию…), უკრაინაში უნიატებისგან გაჩნდა, რომლებმაც ის ლათინებისგან მიიღეს.სწორედ უნიატების ზეგავლენით, რომელიც დღეს დასავლეთ უკრაინიდან მოდის, ოდესის მიტროპოლიის მრავალი მღვდელმსახური დღემდე აგრძელებს დასხმითი ნათლობის მკრეხელურ პრაქტიკას.
7. მოსკოვისა და სრულიად რუსეთის წმიდა პატრიარქი ალექსი II-ს არაერთხელ მიუთითებია შთაფლვითი ნათლობის აუცილებლობასა და დასხმითი ნათლობის დაუშვებლობაზე. "დღეს, - ამბობდა მისი უწმიდესობა, - მრავალი ზრდასრული ადამიანი ინათლება და მათთვის აუცილებელია შეიქმნას ყველა პირობა, რათა ეს საიდუმლო აღსრულდეს მოციქულთა განწესებების შესაბამისად, სრული შთაფლვით...".
7. მოსკოვისა და სრულიად რუსეთის წმიდა პატრიარქი ალექსი II-
ბოლოს, ყოველივე ზემოთ ჩამოთვლილის გათვალისწინებით, "წმიდა წერილისა და წმიდა მართლმადიდებელი ეკლესიის კანონიკური განწესებების საფუძველზე", ეპისკოპოსი აგათანგელოზი იძლევა კურთხევას:
1. ოდესის მიტროპოლიის ყოველ ტაძრში დაიდგას შესაბამისი ზომის სანათლავი ემბაზი, რომელშიც ყრმათა მხოლოდ სამზგის შთაფლვითი ნათლობა იქნება შესაძლებელი.
2. დასხმითი ან პკურებითი ნათლობა სრულიად აღმოიფხვრას.
2. დასხმითი ან პკურებითი ნათლობა სრულიად აღმოიფხვრას.
მღვდლები, რომლებიც თვითნებურად აღასრულებენ დასხმით ნათლობას, სამღვდლო ხარისხში უნდა აიკრძალონ, თუ არ შეწყვეტენ დაუდევრობის ამ სულისწარმწყმედელ პრაქტიკას, როგორც ღვთის რისხვის გადმომწვევს, რადგან ნათქვამია: "წყეულიმც იყოს, ვინც დაუდევრად აკეთებს უფლის საქმეს!" (ძვ. ქართ.: "წყეულ იყავნ მოქმედი საქმესა უფლისასა უდებებით") (იერ. 48:10). "ახლა თქვენთვის არის ეს მცნება, მღვდლებო: თუ არ გაიგონებთ და გულში არ ჩაიდებთ მას, რომ პატივი მიაგოთ ჩემს სახელს, ამბობს ცაბაოთ უფალი, მოვავლენ თქვენზე წყევლას და დავწყევლი თქვენს კურთხევებს. დავწყევლე კიდეც, რადგან არ ჩაგიდევთ გულში" (მალაქ. 2:1-
10. იღუმენი კირილე (სახაროვი)
უეჭველად, ე. ჭელიძის "შავს სიას" ვერ ასცდება იღუმენი კირილე სახაროვიც (მოსკოვის საპატრიარქო), რომელიც დასხმით "ნათლობას" არა მარტო "სტაროვერებივით" მკაცრად უდგება, არამედ თავის ტაძარში ღვთისმსახურებასაც საეკლესიო განხეთქილებამდელი ძველი საეკლესიო წიგნებით ატარებს და ტანისამოსიც კი განხეთქილებამდელი ტრადიციისა აცვია.
ვნახოთ, რას ბრძანებს რუსეთის ოფიციალური ეკლესიის საპატრიარქოს ეს წარმომადგენელი. რუსეთში არსებული ინფორმაციულ-
წამყვანი: "მამაო, მოდი ახლა სხვა რამეზე ვილაპარაკოთ. საბჭოთა პერიოდში, როდესაც ეკლესია საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში იყო, ისეთ საიდუმლოში, როგორიც ნათლობაა, ყველგან სხურებითი წესით ნათლობის პრაქტიკა გავრცელდა. რატომ ანიჭებთ ასეთ დიდ მნიშვნელობას ამ საკითხს. მე მომისმენია შეხედულება, რომ ეს მეორეხარისხოვანია".
მ. კირილე: "არასერიოზული იქნებოდა, გვემსჯელა ძველმოწესეებთან განსხვავებებზე და არ შევხებოდით ნათლობის საკითხს. რაც შეეხება მის "მეორეხარისხოვნობას" -
წამყვანი: ნუთუ ასე მნიშნელოვანია შთაფლვის აღსრულება?
მ. კირილე: "ეს უმთავრესი მომენტია, როდესაც აღესრულება არა მარტო სიმბოლური, არამედ რეალური თანადამარხვა და თანააღდგომა ქრისტესთან ერთად. მოციქულთა 50-
შთაფლვის შესახებ ლაპარაკობენ წმინდანები ბასილი დიდი, იოანე ოქროპირი, კირილე იერუსალიმელი, გრიგოლ ნოსელი და სხვები. წყალში მთლიანი შთაფლვა -
ჩვენი კრებები -
გასული საუკუნის 90-
ახლა მე არ შევეხება კატეხიზაციის პრობლემას, არც იმას, რომ წყალი უნდა იყოს ცოცხალი და არა ადუღებული -
დასხმითი ნათლობის გასამართლებლად ზოგჯერ მოჰყავთ ქვიშით მონათლულის მაგალითი. ამის შესახებ ნათქვამია "სულიერ საძოვარში" (იოანე მოსხის "სამოთხე", ანუ "ლიმონარი" -
მინდა გითხრათ, რომ ჩემთვის ნათლობა ყოველთვის განსაკუთრებული მოვლენაა. მღვდელს უდიდესი კონცენტრირება და ყურადღება მოეთხოვება ამ დროს, რადგან რეალურად გრძნობ მტრის ძალის წინააღმდეგობას. ... როდესაც თემს ახალი წევრი ემატება, მრავალ ადამიანში ვლინდება ის, რომ თურმე მონათლულნი ყოფილან მოუმზადებლად, ნაჩქარევად, კათაკმევლობისა და შეფუცვების ლოცვები წაუკითხავთ "ხუთ წამში". ხოლო რუსეთის ნათლისღების ათასი წლის იუბილეს შემდეგ (80-
წამყვანი: დიახ, სიტუაცია საკმაოდ გაუარესდა. რა უნდა ვქნათ? თქვენის აზრით რა გზები არსებობს ამ პრობლემის გადასაწყვეტად?
მ. კირილე: როგორც სხვა უბედურებები, ესეც ნიკონის ავადსახსენებელი რეფორმებიდან გვერგო, როდესაც დაიწყო საეკლესიო საფუძვლების რყევა. იმ დროიდან, განსაკუთრებით კი პეტრეს ეპოქიდან, მალოროსიიდან გამოსულნი ჩვენთან კათედრებსაც იკავებდნენ, ხდებოდნენ ტაძრის მოძღვრები და მონასტრების იღუმენები. ისინი უკვე დაქვემდებარებულნი იყვნენ დასავლურ, ლათინურ ზეგავლენას და ყველგან მათთვის ჩვეულ დასხმით ნათლობას ამკვიდრებდნენ. XX საუკუნემ კიდევ უფრო გააუარესა ეს მდგომარეობა -
ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ამ მდგომარეობის სერიზულობის შეგნებას. საჭიროა ღრმა სინანული ამ საიდუმლოსადმი ასეთი მკრეხელური და ზერელე დამოკიდებულებისთვის. ყოველი მღვდელი და ეპისკოპოსი უნდა ინანიებდეს ამ ცოდვას და ეს კრებით დონეზე უნდა გააკეთოს. ამის შემდეგ კი
აწ გარდაცვლილი პატრიარქი ალექსი II არაერთხელ მოუწოდებდა ნათლობის შთაფლვითი ფორმის აღდგენისკენ. მის მოწოდებაში, რომელიც მიმართულია მართლმადიდებელთა ძმობის კავშირის 1991 წლის სხდომის მონაწილეებისადმი, ყურადღებას იპყრობს სიტყვები: "ყრმები უნდა მოინათლონ ნებისმიერ პირობებში მხოლოდ შთაფლვით. მოზრდილთა ნათლობისთვის საჭიროა ყველა ტაძარში გამოიძებნოს საშუალება ბაპტისტერიუმის ასაშენებლად, ხოლო ნათლობას წინ უნდა უძღოდეს კატეხიზაცია".
აი, ამგვარი დარღვევები, რბილად რომ ვთქვათ, ერთობ აშფოთებს ჩვენს ძმებს, ძველმოწესეებს. ერთხელ ჩემს ნაცნობ ძველმოწესე მღვდელს ვეწვიე, რომელიც მოსკოვის გარეუბანში მსახურობს. ჩვენ ერთმანეთს ვიცნობთ 70-
კატეგორიულად უნდა აიკრძლოს ამგვარი ფოტოსურათები საეკლესიო გამოცემებში, ასევე, არ იქნას გაშვებული ვიდეომასალები. გულახდილად გეტყვით, ყოველთვის, როდესაც მსგავს შემთხვევებს ვაწყდებოდი, ვიღაცას ვავალებდი, წერილი მიეწერა იმ ადამიანისთვის, ვინც ამას აკეთებდა და თანაც იმ კანონებსაც ვუთითებდით, სადაც შთაფლვით ნათლობაზეა ლაპარაკი" (О старообрядцах и о важности погружательного крещения Игумен Кирилл (Сахаров), Русская народная линия. http://ruskline.ru/analitika/2012/04/19/o_staroobryadcah_i_o_vazhnosti_pogruzhatelnogo_kreweniy a)
აი, ასეთი კატეგორიულია იღუმენი კირილე (სახაროვი) დასხმით-
ამ "სიის" გაგრძელება, ალბათ, კიდევ შეიძლებოდა, ის შეივსებოდა სხვა მრავალი თანამედროვე ღვთისმეტყველისა თუ სასულიერო პირის სახელებით, მაგრამ, ვფიქრობ, უკვე დამოწმებული მასალაც ცალსახად აჩვენებს -
განა მარტო XX და XXI საუკუნეების ღვთისმეტყველებსა და წმინდანებს არ სწყალობს ე. ჭელიძე, მისი მსახვრალი კალამი გადასწვდა საქართველოსა და ბერძნულ-
გაგრძელება მომდევნო გვერდზე.
9