აპოლოგეტიკა - გზა - მართლად სავალი. I_XX_ევნომეველთა ნათლობა - საქართველოს ძველმართლმადიდებლური ეკლესია

საქართველოს ძველმართლმადიდებლური ეკლესიის ოფიციალური საიტი
Перейти к контенту
არქიეპისკოპოსი პავლე (ხორავა)

გზა - მართლად სავალი

ნაწილი I

შთაფლვა თუ დასხმა?!


შთაფლვითი ნათლობის კანონიკურობისა და დასხმითი ნათლობის უკანონობის შესახებ
საეკლესიო კრებები
მკითხველო, წინამდებარე წიგნი, რომლის ინტერნეტ-ვერსიასაც ჩვენს ოფიციალურ საიტზე გთავაზობთ, მართლმადიდებლური სარწმუნოების საძირკვლის გამაგრების, შენთვის ჭეშმარიტი ქრისტეანული გზის ჩვენებას ისახავს მიზნად. აქ თავმოყრილია დიდძალი კვლევითი მასალა, რომელიც ეხება დოგმატიკის, ლიტურგიკის, ეკლესიის ისტორიის და ესქატოლოგიის სფეროებს. წიგნი მდიდარია ფაქტობრივი და დოკუმენტური მასალით და მოიცავს პერიოდს I საუკუნიდან ვიდრე XXI საუკუნემდე. ავტორი გვაძლევს ნათლისღების საიდუმლოს, სხვადასხვა ლიტურგიკული წეს-ჩვეულების, 17-ე საუკუნის საეკლესიო რეფორმისა და მისი შედეგების შემჭიდროებულ, მაგრამ ამავე დროს ღრმა ანალიზს.

წიგნში მხილებულია ძველმართლმადიდებლური ეკლესიის წინააღმდეგ მიმართული ცილისწამებებისა და ბრალდებების უსაფუძვლობა; ავტორის მიზანია, ჭეშმარიტების ერთგულ ყოველ ქრისტეანს მიუთითოს გზა მართლად სავალი. იმის გასარკვევად, რომ ეს გზა სწორედ ძველმართლმადიდებლურ ქრისტეანობასთან მიდის, არა მარტო აქ მოტანილი საეკლესიო წესებისა და სხვადასხვა მოვლენის განმარტება დაგეხმარება, არამედ კრებულში თავმოყრილი სადისკუსიო მასალებიც დიდად წაგადგებგა და ორ მოპაექრე მხარეს შორის მტყუან-მართლის გარჩევაც არ გაგიჭირდება.

წიგნის პირველი ნაწილი ეძღვნება ნათლისღების საიდუმლოს, მისი შესრულების კანონიკურ და არაკანონიკურ ფორმებს; მეორე ნაწილი - 17-ე  საუკუნის რუსეთის საეკლესიო რეფორმას და მის შედეგებს როგორც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისთვის, ასევე მსოფლიო მართლმადიდებლობისთვის; მესამე ნაწილი კი მთლიანად ეძღვნება ეკლესიის უძლეველობას.

ჭეშმარიტი ქრისტიანული სიყვარულით უძღვნის ამ წიგნს ძველმართლმადიდებლური ეკლესიის არქიეპისკოპოსი პავლე (ხორავა) წმიდა სარწმუნოების გზაზე შემდგარ ყოველ მართლმადიდებელს.

წიგნი გამოიცა ძველმართლმადიდებელ ქრისტეანთა შემოწირულობით.

თავი XX
____________________________________________________________________________________________________________________

ევნომეველთა ნათლობა



ცნობილი ბერძენი ღვთისმეტყველი, ათენის უნივერსიტეტის საღვთისმეტყველო ფაკულტეტის საპატიო პროფესორი პროტოპრესვიტერი გიორგი მეტალინოსი თავისი ცნობილი ნაშრომის "აღვიარებ ერთსა ნათლისღებასა" (ამ ნაშრომის სრული ინგლისური ვერსია იხილეთ აქ: http://www.oodegr.com/english/biblia/baptisma1/perieh.htm) დასკვნით ნაწილში ბრძანებს: "მეორე მსოფლიო კრებამ, რომელმაც იკონომიის პრინციპი გამოიყენა კონკრეტულად დასახელებულ მწვალებელთა მიმართ, არ დატოვა რაიმე საფუძველი იმისა, რომ ამავე სიაში ჩართულიყვნენ სხვა ერეტიკოსებიც. იკონომიის პრინციპი გამოიყენებოდა სერიოზული ისტორიული და სამოძღვრო მოსაზრებებით აკრიბიის პრინციპის გაუქმების გარეშე, რომელიც მოცემული კანონის მეორე ნაწილშია დადასტურებული და გამოიყენება სხვა მწვალებელთა მიმართ -  და არცთუ შემთხვევით!

იკონომიის გამოყენება ამ მწვალებლებთან შესაძლებელი იყო იმიტომ, რომ მათ შემთხვევაში დაცული იყო აუცილებელი "კანონიერი" პირობა, კერძოდ, ნათლობის სწორი შესრულება სამგზისი შთაფლვით წყალში და მისგან აღმოსვლით" (მეტალინოსის ინგლისურენოვან ნაშრომში: "The exercise of economia was possible, because there existed the absolutely necessary "formal" conditions, i.e. the correct execution of the sacrament by these heretics with three immersions and emersions"(შეად. ზონარას და ბალსამონს. გ. ა. რალისის და მ. პოტლისის Σύνταγμα των θείων και ιερών κανόνων (Collection of the divine and sacred Canons), vol. II (Athens, 1852), pp. 189, 191. Cf. Rinne, p. 38 (and n. 6. - შენიშვნა ავტორისაა - არქიეპ. პ.).

ევნომეველთა ერთგზისი შთაფლვის მიუღებლობა, - რომელთაც სრულიად მოუნათლავად თვლიდნენ, - კონკრეტული კრების და, საერთოდ, საყოველთაო ეკლესიის მიერ ნათლობის საიდუმლოს წეს-განგებაში ნებისმიერი ცვლილების დაგმობაზე მოწმობს. საკმარისი იყო ამგვარი ცვლილება, რათა ასეთ მწვალებლებთან იკონომიის პრინციპის გამოყენება აბსოლუტურად შეუძლებელი გამხდარიყო. იკონომოსის თქმით, აქ "საშიშროება ყველაფერს ეხება: ისინი არ იშვებიან წყლისაგან და სულისა და ნათლისღებაში "ქრისტეს სიკვდილის მიმართ" ქრისტესთან ერთად არ იმარხებიან (Τα σωζόმενα εκκλησιαστικά συγγράმმατα Κωνσταντίνου Πρεσβυτέρου και Οικονόმου του εξ Οικονόმω…τόმος Α’, Αθήνησι αωξβ’, σελ. 398- 515). სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ისინი ვერ ღებულობენ ნათელს და ამიტომაც, მოკლებულნი არიან განახლებასა და იესუ ქრისტეში აღორძინებას" (პროფ. გ. მეტალინოსი. "აღვიარებ ერთსა ნათლისღებასა").

http://lampada.ucoz.ru/publ/6-1-0-50 ინგლისურად: http://www.oodegr.com/english/biblia/baptisma1/B3.htm#4

იქვე, სქოლიოში, პროფ. გ. მეტალინოსი ბრძანებს: «"იკონომოსი გვაძლევს სრულიად მკაფიო განმარტებას: "მათ (მწვალებლებს, მათ შორის ევნომეველთ - არქიეპ. პ.) ან არ მიუღიათ წმიდა ნათლისღება, ან, თუ მიიღეს, ის შესრულებული იყო არასწორად (τυχόντες ουκ ορθώς) ან კიდევ, არ შეესაბამებოდა მართლმადიდებლურ ეკლესიაში მიღებულ ჩვეულებას"» (He clearly specifies what he means: ‘"For either they did not obtain divine baptism, or if they did, it was not done correctly or according to the ritual of the Orthodox Church") ( გ. მეტალინოსის ხსენებული ნაშრომი. http://www.oodegr.com/english/biblia/baptisma1/B3.htm#4).

"ამრიგად, საბოლოო ჯამში, - წერს პროფ. გ. მეტალინოსი, - პრობლემა მდგომარეობს არა უბრალოდ "ფორმის" იგნორირებასა თუ უარყოფაში, არამედ უფრო ღრმა მიზეზში, კერძოდ - ქრისტეს მცნებისადმი ("წარვედით და მოიმოწაფენით ყოველნი წარმართნი და ნათელ-სცემდით მათ სახელითა მამისაჲთა და ძისაჲთა და სულისა წმიდისაჲთა, და ასწავებდით მათ დამარხვად ყოველი, რაოდენი გამცენ თქუენ" (მათე 28:19)) დაუმორჩილებლობასა და საეკლესიო ტრადიციისადმი გულგრილობაში. ხოლო ეს ტრადიცია, თუ ის მთლიანობაში არ იქნება დაცული როგორც პლირომა (πληρоმа) - ცხოვრების სისავსე, შესაძლოა გაუცხოვდეს და საბოლოოდ ძალადაკარგულიც აღმოჩნდეს!" (ციტ. იქვე).

არადა, სწორედ ამ ტრადიციის განქიქებას აპირებს ბ-ნი ე. ჭელიძე ძველმართლმადიდებელთა ლანძღვით და "მიწასთან გასწორებით", ტრადიციას, რომელსაც თავგამოდებით იცავდნენ ათონის ე. წ. "კოლივადი" ბერები, რომლებიც მოგვიანებით ბერძნებმა (ცხადია, "არასტაროვერებმა") თავიანთი ეკლესიის წმინდანებად შერაცხეს. მათ შორის იყო ნიკოდიმე მთაწმინდელიც, რომელსაც, როგორც წმინდანს, თვით ბ-ნი ე. ჭელიძეც მიაგებს პატივს.

ყოველივე ზემოთ თქმულიდან გამომდინარე, "ძველმართლმადიდებლის" ვარაუდში დანაშაულებრივი არაფერია. მას ეს აზრი (რომ ევნომეველთა გარკვეული ფრთა შთაფლვითად ნათლავდა) ჯიუტად და პრინციპულად არ დაუცავს. ბოლოს და ბოლოს, ვარაუდის გამოთქმის უფლება ყველას აქვს და სრულიად არაკორექტულად იქცევა ე. ჭელიძე, რომელიც ჯერ ამახინჯებს ოპონენტის გამონათქვამს, შემდეგ კი, ამ დამახინჯებული გამონათქვამებიდან შეკოწიწებული ბრალდებების საფუძველზე, არა მარტო "ძველმართლმადიდებლის" ცთომილებას "ამტკიცებს", არამედ სიტყვიერ შეურაცხყოფასაც აყენებს.

ზემოთ მოტანილი ცნობებიდან "ძველმართლმადიდებელი" არანაირად არ იმსახურებს იმგვარ შეფასებებს, როგორსაც ე. ჭელიძე იმეტებს მის მიმართ. თითქოსდა მისი მოქმედება (ანუ გამოთქმული ვარაუდი) იყოს: "გაუგონარი მკრეხელობა, უაღმატებულესი სულიერი სიწმინდის, დიდი სჯულისკანონის სრული ფეხქვეშ გათელვა, კერძოდ კი კადნიერი მცდელობა გადაკეთდეს და მოერგოს "ძველმართლმადიდებელის" ვნებიან ზრახვათა თარგს ანუ ზედმიწევნით ერთმნიშვნელოვანი და უაღრესად აზრნათელი რჯულდებითი კანონი დაბნელდეს ერეტიკული გონების სულიერი წყვდიადის შესაბამისად". ამგვარი ბრალდება მან წაუყენოს მისივე ეკლესიის წმინდანებს ათანასე პაროსელს და ნიკოდიმოს მთაწმინდელს, ასევე ყველა იმ მოღვაწესა და წმიდა მამას, რომლებიც ჩვენ წინამდებარე წიგნის წინა თავში ("შავი სია") ვახსენეთ და რომლებიც სულაც არ ითვალისწინებენ იმ გარემოებას, რომ თურმე სჯულისკანონს (II და VI მსოფლიო კრებათა კანონებში) ევნომეველთა არასრული ნათლობისთვის "შთაფლვა" უწოდებია.

გაუგონარი მკრეხელობაც და დიდი სჯულისკანონის ფეხქვეშ გათელვაც სწორედ ის არის, რასაც ე. ჭელიძე აკეთებს თავისი ცრუმეცნიერული ნაშრომის გვერდებზე. ამისი დამადასტურებელი ფაქტები უკვე საკმარისად ვნახეთ.

ამრიგად, "ნეოარიანელთა განსხვავება დანარჩენი პარტიებისგან ლიტურგიკულ მიმართებაში გამოიხატა მით, რომ ნეოარიანელებში პრაქტიკად დამკვიდრდა ერთგზისი შთაფლვა, რომელიც წარმოადგენდა ქრისტეს სიკვდილის სიმბოლოს. სწორედ ამას უკავშირდება ის ფაქტი, რომ როდესაც II მსოფლიო კრების 7-ე კანონი მსჯელობს მწვალებელთა მიღების შესახებ, განწესებულია, რათა არიანელები მიღებულ უნდა იქნენ მხოლოდ მირონცხებით, ევნომეველებზე კი ნათქვამია, რომ მათ შეიწყნარებენ ვითარცა წარმართთ..." (Д. С. Бирюков. Евномий. http://www.bogoslov.ru/data/2010/01/19/1235129427/Pages_235-247_from_Antologia_1.pdf).

ამრიგად, მიუხედავად ადრინდელ და გვიანდელ ისტორიკოსთა შორის აზრთა სხვაობისა, რომლის თანახმადაც ერთნი (სოზომენე, სოკრატე, ფილოსტორგე) ნათლობის საიდუმლოს დარღვევას მიაწერენ ევნომესგან გამოყოფილ მწვალებლებს თეოფრონესა და ევტიქის, სხვები (ნეტ. თეოდორიტე, წმ. ეპიფანე) ნათლობის წესის დამახინჯებას თვით ევნომეს მიაწერენ, თუმცა, წმიდა მამებიც კი ამ ამბავს გადმოსცემენ არა როგორც უეჭველად დამაჯერებელ ცნობას, არამედ როგორც მესამე პირთა ნაამბობს.

""ძველმართლმადიდებლის" ვერაგული ტყუილისვე სულ-სულ გამოსააშკარავებლად" ("სული - ცხოველი". გვ. 415) ე. ჭელიძე იყენებს ზოგიერთ "სტაროვერულ განჩინებას". და აღნიშნავს, რომ თურმე "ჩვენი "ძველმართლმადიდებელი" საკუთარ "სტაროვერობასაც" მიწამდე ამხობს, რადგან მასაც უარყოფს, გამომდინარე იქიდან, რომ "სტაროვერობაც", ჩვენი "ძველმართლმადიდებლისგან" დიამეტრალურად საწინააღმდეგოდ, სწორედ ევნომიოსს მიიჩნევს თავდაყირა ნათლობის დამამკვიდრებლად" (იქვე. გვ. 415) და დასძენს: "აი "ურყევი" სტაროვერული განჩინება": "შესრულება ჩაძირვისა თავით ქვემოთ ევნომიანური ერესია. წმ. მსოფლ. II კრების I კანონის ბალსამონისეული კომენტარი: "ევნომიოსი, გალატელი, იყო კვიზიკის ეპისკოპოსი... იგი მის მოძღვრებასთან თანაშერთულებსაც ხელმეორედ ნათლავდა, შთაყოფდა რა მათ თავით ქვემოთ და ზევითკენ მიაქცევდა რა მათ ფეხებს" (შდრ. "Совершать погружение вниз головою евномианская ересь. Св. соб. втораго прав. 1, тол. Вальсамона. Евномий, галатянин, был епископом Кизики... он и присоединявшихся к его мнению вновь крестил, погружая их вниз головою, ва ноги обращая вверх") (იქვე. გვ. 416).

ამ ციტატის წყაროდ მითითებულია ფ. პერმიაკოვის ნაშრომი "Выписки из Священнаго и святоотеческаго писания и творения святых отцов и учителей церкви. О незаконном крещении и хиротонии древних еретиков и новых с 1666 года отступников русской и греческой церкви, о пророках Енохе и Илии, о антихристе и о Церкви Христовой". Часть 2. Собрал Ф. Пермяков. Москва 1913 г. Глава 7: О чине приема белокриницкими в свое общество митрополита Амвросия, который был приняь по заключенному условию и за ниже определенную цену" (http://starajavera.narod.ru/permiykov7.html) (იქვე).

ჯერ აღვნიშნავთ იმას, რომ ფ. პერმიაკოვი (სარწმუნოებით ფედოსეეველ-სტაროპომორელი მიმართულების "ბეზპოპოვეცი") ხსენებული თხზულების მეშვიდე თავში, რომელიც მიმართულია ძველმართლმადიდებელთა ერთ-ერთი შტოს, კერძოდ, ე. წ. "ბელოკრინიცელთა" იერარქიის (მღვდლიან ძველმართლმადიდებელთა განშტოება. მათ შესახებ უფრო დეტალურად იხ. ჩვენი ნაშრომის მესამე ნაწილში) სამხილებლად (ხსენებულ ამონაწერს ასეც ეწოდება: "О чине приема белокриницкими в свое общество митрополита Амвросия, который был приняь по заключенному условию и за ниже определенную цену") ეპისკოპოსის (ინოკენტი უსოვის) წინააღმდეგ იყენებს II მსოფლიო კრების 1-ლი კანონის ბალსამონისეულ განმარტებას, ამოწერილს სლავური "კორმჩაიადან" (Кормчая - "მესაჭის წიგნი"), სადაც თავდაყირა ნათლობის დაფუძნება სწორედ ევნომეს მიეწერება.

ის, თუ რისი დამტკიცება სურს ფ. პერმიაკოვს ეპისკოპოს ინოკენტისთან დავაში, ჩვენი განხილვის საგანი არ გახლავთ და ამაზე არ შევჩერდებით, მაგრამ გაუგებარია, რანაირად არის შესაძლებელი მისი ამონაწერი გამოცხადდეს "სტაროვერულ განჩინებად". ბ-ნი ფილოლოგი სრულიად არაკორექტულად იყენებს ტერმინს "განჩინება". მოკლედ რომ ვთქვათ, "განჩინება" - ეს არის კონკრეტული გადაწყვეტილება, მიღებული კერძო პირის, ადამიანთა ჯგუფის, კრების, სასამართლოს და ა. შ. მიერ, ხოლო ევნომეველთა ნათლობის საკითხზე "სტაროვერობას" არანაირი "განჩინება" არ მიუღია. აქაც, ისევე როგორც ადრე ყველგან, ზოგი იზიარებს ბალსამონისა და ზონარას აზრს, გამომდინარეს თეოდორიტესა და ეპიფანეს მიერ მოწოდებული ცნობებიდან, ხოლო ზოგიერთი (სოზომენეს მიერ მოწოდებული ცნობის საფუძველზე) ამ აზრს არ იზიარებს.

ასევე არაფერს ცვლის ის, რომ ეს ფრაზა ფ. პერმიაკოვს სლავური "კორმჩაიადან" ამოუწერია, რადგან აქ მოცემულია "დიდი სჯულისკანონის" ხსენებული ადგილის (II მსოფლ. კრების ხს. კანონის) ბალსამონისეული განმარტება. ეს საკითხი ზემოთ ჩვენ უკვე გავიარეთ და ამჯერად მასთან დაბრუნება ზედმეტად მიგვაჩნია. ხოლო თვით პერმიაკოვი არც "სტაროვერობის" ბურჯია და არც მისი საზოგადო ხმა, მისი ნათქვამი "სტაროვერობის განჩინებად" და "ძველმართლმადიდებლის" ნავარაუდევის დამამხობლად გამოდგეს. ეს უნდა გაითვალისწინონ ე. ჭელიძემაც და სხვებმაც, რომლებიც თავიანთი დამრიგებლის კვალობაზე მომავალში ძველმართლმადიდებელთა "მხილებას" გადაწყვეტენ.

როგორც უკვე აღვნიშნავდით, ე. ჭელიძის აზრით, სხვა "მზაკვრული ტყუილი" (იქვე. გვ. 417) და "პიტალო სიცრუე" (იქვე) "ძველმართლმადიდებლის" მსჯელობაში მას შეუნიშნავს იმაში, რომ "ძველმართლმადიდებლის" აზრით "II მსოფლიო კრების მამებს "განსაკუთრებულადაც კი არ უმსჯელიათ ევნომეველთა შესახებ" (იქვე. გვ. 417).

"ძველმართლმადიდებლის" ამ "მზაკვრობას" ე. ჭელიძე "ამხელს" თავად მეორე მსოფლიო კრების სიტყვებით: "შეიჩუენენ ყოველი წვალებაი და თვისაგან (= განსაკუთრებით) ევნომიანოსთაი", предать анафеме всякую ересь, а особенно ересь евномиан" და წერს: "უმძიმეს მდგომარეობაში მყოფ "ძველმართლმადიდებელს" საშუალება მივცეთ შეებნიდოს (?) საკუთარ თავს, ჩვენ კი განვაგრძოთ"-ო... (იქვე).

გაგრძელებას აუცილებლად ვნახავთ, მაგრამ საჭიროდ მიგვაჩნია, ორიოდ სიტყვით შევჩერდეთ ე. ჭელიძის ამ მორიგ გამოხდომაზე, რადგან საქმე გვაქვს მის მორიგ მზაკვრობასთან, შეიძლება სიჩლუნგესთანაც, რადგან სულ სხვაა განსაკუთრებული მსჯელობა რაიმე საგანზე (მაგალითად, ევნომეველთა მწვალებლობაზე) და სულ სხვა არის რაღაც საგნის განსაკუთრებულად გამოყოფა. ამ ორ შემთხვევაში გამოყენებული ერთი და იგივე სიტყვა ("განსაკუთრებული") სულაც არ მიანიშნებს ამ ორი მომენტის შინაარსობრივ იგივეობაზე.

უპირველეს ყოვლისა, უნდა ითქვას, რომ "მეორე მსოფლიო კრების ოქმები ან სხვა რამე ჩანაწერები არ შემონახულა; სავარაუდოდ, ისინი არც არსებულა" (ა. პ. ლებედევი. მსოფლიო საეკლესიო კრებების ისტორია. გამომც. "ახალი ივერონი". თბ. 2012. გვ. 141). ზონარა და ბალსამონი წერენ, რომ წმიდა და მეორე მსოფლიო კრება, რომელიც თეოდოსი დიდის დროს კონსტანტინოპოლში შეიკრიბა, მოწვეულ იქნა სულიწმიდის მგმობელთა წინააღმდეგ (Правила святых вселенских соборов с толкованиями. Москва. 1877 г. Правила Святаго Вселенскаго Втораго Собора, стр. 77).

"წმიდა მამებმა, წაიკითხეს რა სარწმუნების სიმბოლო, რომელიც რომის პაპმა დამასმა გაუგზავნა ანტიოქიის ეპისკოპოს პავლინეს, მაკედონიუსის საწინააღმდეგოდ ერთსულოვნად დაადგინეს, რომ სულიწმიდა არის არა მომსახურე არსება, არამედ "უფალი ცხოველმყოფელი, რომელი მამისაგან გამოვალს, მამისა თანა და ძისა თანა თაყვანის იცემების და იდიდების". ხოლო სხვა მწვალებლობათა, კერძოდ, ევნომეველობის, არიანელობისა და ნახევრად არიანელობის დასაგმობად ყველამ დაუყოვნებლივ მიიღო და დაამტკიცა ნიკეის სარწმუნოების სიმბოლო. მაგრამ, რაკიღა მასში სულიწმიდის ღვთაებრიობაზე ნათქვამი იყო მოკლედ, რამეთუ ნიკეის კრების დროს ჯერ კიდევ არ არსებობდა სულიწმიდის საწინააღმდეგო რაიმე მწვალებლობა, კრებამ (ნიკეის კრების დარად, რომელმაც დააკონკრეტა სწავლება ძის ღვთაებრიობაზე) ჯეროვნად მიიჩნია, რამდენიმე სიტყვა სულიწმიდის ღვთაებრიობაზეც დაემატებინა, რომელშიც ყველა მწვალებელთა საწინააღმდეგოდ გამოხატული იქნებოდა სულიწმიდის ერთარსობა მამასთან და ძესთან" (Деяния вселенскмх соборов. Том I. I, II, III, Соборы. Санкт-Петербург. Изд пятое, дополненное. 1996г., стр. 99). ასე რომ, არანაირი მონაცემი არ გვაქვს იმასთან დაკავშირებით, მეორე მსოფლიო კრებამ ევნომეველებზე განსაკუთრებულად იმსჯელა თუ არა. ამიტომაც, ამის გამოცხადება "პიტალო სიცრუედ" მეტად ღიმილისმომგვრელია.

არანაკლებ სასაცილოა ე. ჭელიძის ის "არგუმენტიც", რომლის მიხედვითაც "ძველმართლმადიდებლის" მტკიცებას, რომ მეორე მსოფლიო კრების მამებს "განსაკუთრებულადაც არ უმსჯელიათ ევნომეველთა შესახებ", თითქოსდა აბათილებდეს თავად მსოფლიო კრების სიტყვები: "შეიჩუენენ ყოველი წვალებაი და თვისაგან (= განსაკუთრებით) ევნომიანოსთაი", "предать анафеме всякую ересь, а особенно ересь евномиан" ("სული - ცხოველი". გვ. 417).

ჩვენი ოპონენტი აქაც ეშმაკობს: ჯერ ერთი უნდა ითქვას, რომ წინადადებას, საიდანაც აქვს აღებული ფრაზა, იმოწმებს არასრულად. არადა, სიტყვა "თვისაგან", რადგან მოთავსებულია მწვალებლობათა ჩამონათვალის თავში, უშუალოდ ევნომეველთა ხსენების წინ, რომელსაც შემდეგ სხვა მწვალებელთა ჩამონათვალი მოსდევს, თანაბრად შეიძლება განეკუთვნებოდეს არა მარტო ევნომეველთ, არამედ ანომეველთაც და არიანელთაც. კრების პირველი განწესების ჩვენთვის საინტერესო წინადადება ასე იკითხება: "... და შეიჩუენენ ყოველი წვალებაი და თვისაგან ევნუმიანოსთაი, რომელ არს უმსგავსოთაი და არიანოზთაი, ესე იგი არს ევდუქსიანთა და ზოგ არიანოზთაი, რომელ არს სულისა მბრძოლთაი. და საბელიანოზთაი და მარკელიანოზთაი და ფოტინელთაი და აპოლინარელთაი" ("დიდი სჯულისკანონი". გამომც. "მეცნიერება", თბილისი 1975 . გვ. 261).

მოკლედ, ძველქართულ ტექსტში ჩასმული სიტყვა "თვისაგან" (=განსაკუთრებით) ეხება არა მარტო ევნომეველთ არამედ ყველა იმ მწვალებლობას, რომელიც ხსენებულ კანონშია ჩამოთვლილი და კრებამ განსაკუთრებულად გამოყო ისინი სხვა მწვალებლობათაგან.

გარდა ამისა, ჩვენთვის გაურკვეველია, საიდან მოიტანა ე. ჭელიძემ რუსული "а особенно", რადგან ბ-ნი "მეცნიერი" მის წყაროს არ უთითებს.

საპატრიარქოს მიერ დასტამბულ "დიდ სჯულისკანონში", რომელიც 1975 წლის საეკლესიო კალენდარში დაიბეჭდა, ჩანართი "განსაკუთრებით" ("а особенно"), საერთოდ არ გვაქვს. აქ წერია: "შეჩვენებულ იქნეს ყველა მწვალებლობა: ევნომიანოსთა, ანუ უმსგავსოთა, ანუ არიანელთა მწვალებლობა, მათ ეწოდებოდათ აგრეთვე ევდოქსიანები; სულის მბრძოლთა, ანუ ნახევრად არიანელთა ერესი; საბელიანოზთა ერესი; მარკელიანოზთა ერესი; ფოტინელთა ერესი; აპოლინარელთა ერესი" (საქ. საეკლ. კალენდარი. 1975 წ. გვ. 210).

ასევე სლავურ "მესაჭე წიგნში" ("Кормчая") არა თუ სიტყვა "განსაკუთრებით" არ არის წინადადებაში, არამედ ხსენებული მწვალებლებიც კი არ არიან ჩამოთვლილნი. აი სლავური "მესაჭის" ტექსტი: "Иже в никеи святых отец вера твердо да держится, и пребывает. Реченая же и писаная наню от еретик, и еретики, да будут прокляты. Се правило разумно" (Кормчая (Номоканон). Напечатана с подлинника патриарха Иосифа. Репринтное издание. Изд. "Воскресение" // Свято-Успенское подворте Оптыной Пустыни. Снкт-Петербург. 1997. Стр. 305).

სულიერი განათლების მოყვარულთა საზოგადოების მიერ გამოცემულ სამგანმარტებიან "მესაჭეში" ეს კანონი ასე იკითხება: "Святые отцы собравшиеся в Константинополе, определили: да не отменяется Символ веры трехсот восемьнадцати отцев, бывших на Соборе в Никее, что в Вифании, но да пребывает оный непреложен: и да предается анафеме всякая ересь, и именно: ересь Евномиан, Аномеев, Ариан, или евдоксиан, Полуариан или духоборцев, Савеллиан, Маркеллиан, Фотиниан, и Апполинариан" (Правила Святаго Вселенскаго Втораго Собора, Константинопольскаго. Правило 1. Правила Святых Вселенских Соборов с толкованиями. Изд. Московского Общества любителей духовного просвещения. Москва, 1877, стр. 78-79).

ზუსტად ასეა გადმოცემული ეს კანონი ნიკოდიმოს მილოშის ნაშრომშიც. იხ. მისი Правила православной церкви с толкованиями Никодима епископа Далматинско-Истрийского. Изд. Свято-Троицкой Сергиевой Лавры. Том I.  Правила Мвятаго Вселенскаго Втораго Собора. Правило 1. стр. 237).

ამრიგად, მოტანილი ტექსტის შინაარსი ასეთია: კრება გმობს ყველა მწვალებლობას, მაგრამ განსაკუთრებით იმათ, რომელიც ჩამოთვალა.

სწორედ ამიტომაც უძღვის რუსულ ტექსტში: "именно" , ხოლო ძველქართულში "თვისაგან". კრება მრავალი მწვალებლობიდან გამოყოფს სწორედ ხსენებულ, ჩამოთვლილ მწვალებლობებს და არა მარტო ევნომიანელებს; ან რატომ უნდა გამოეყო მას მაინცადამაინც ევნომეველთა მწვალებლობა, როდესაც ჩამოთვლილ მწვალებლობათაგან ყველა ერთიმეორეზე უარესია? რა "პატივის" გამო დაიმსახურა არიანელობის ევნომეველურმა განშტოებამ ასეთი "ყურადღება"? რუსული ტექსტიც ამგვარ გაგებას უჭერს მხარს, რადგან გამოთქმა "а именно" (ან "и именно") სწორედ მწვალებლობათაგან გამოყოფილ მიმდინარეობებზე მიანიშნებს და არა კონკრეტულად ერთ რომელიმეზე, თუნდაც პირველზე, რომელიც ამ ჩამონათვალის დასაწყისში დგას.

თითქოსდა უმნიშვნელო საკითხია, უმნიშვნელო მინიშნებაა ე. ჭელიძის მხრიდან, მაგრამ რაოდენ კადნიერი და ცთომილებაში შემყვანი. მით უმეტეს, თავისი ამ ეშმაკობით ის ლანძღავს სრულიად უდანაშაულო ადამიანს, უკიდურესად აკნინებს მის ადამიანურ ღირსებას მკითხველის თვალში, ამასაც არ ჯერდება და ისვრის იქედნურ შენიშვნას: "უმძიმეს მდგომარეობაში მყოფ "ძველმართლმადიდებელს"" საშუალება მივცეთო "შეებნიდოს საკუთარ თავს"...

ევნომეველებთან დაკავშირებით ე. ჭელიძე კიდევ ერთ ასეთ ბრალდებას უყენებს "ძველმართლმადიდებელს": "გარდა პიტალო სიცრუისა, ჩვენს "ძველმართლმადიდებელთან" დაკავშირებით საქმე გვაქვს ცილისწამების მომაკვდინებელ სნეულებასთანაც. კვლავ მოვუსმინოთ: "თითქოსდა ევნომეველები "უკიდურესად დაახრევინებდნენ თავს და ისე ასხამდნენ წყალს თავზე", სინამდვილეს არ შეესაბამება. საკითხის ასე წარმოჩენა ედ. ჭელიძეს იმიტომ სჭირდება, რომ ასე უფრო ადვილად "გაამართლებს" დასხმით ნათლობას" (იქვე. გვ. 417).

შემდეგ "ძველმართლმადიდებელი" აღნიშნავს: "ევნომეველთა "ნათლობა" მართლაცდა უცნაურია, მაგრამ ეს მაინც არ არის დასხმითი ნათლობა. ყველა წყარო, რომელიც კი ლაპარაკობს ევნომეველთა ნათლობაზე, მეტყველებს იმაზე, რომ ისინი მოსანათლავს ტანის ზედა ნაწილს წყალს კი არ დაასხამდნენ, არამედ წელამდე შთაფლავდნენ. ნათლობის ასეთი უცნაური ფორმა გამომდინარეობდა ევნომეველთა რწმენიდან, რომლის მიხედვითაც ადამიანის ტანის ქვედა ნაწილი არ ექვემდებარება ცხოვნებას და განეკუთვნება ეშმაკს (ნიშანი, რომელიც დამახასიათებელია მანიქეველური დუალიზმისთვის ახასიათებდა ევნომეველთა სწავლებასაც" (იქვე. გვ. 418).

"ძველმართლმადიდებლის" ამ ნათქვამის გასაბათილებლად ე. ჭელიძე, ცხადია თანმხლები ირონიით, რომელიც რეფრენივით თან სდევს მის მთელს თხზულებას, კვლავ "სტაროვერულ განჩინებას" მიმართავს. "... გაურკვევლობა ძალიან რომ არ გახანგრძლივდეს, - წერს ე. ჭელიძე, - სრული და ამომწურავი ციტატის მოტანამდე, აქვე "მისივე იარაღით" შევმუსრავთ ცილისმწამებელს ანუ გავბასრავთ მას სწორედ და საკუთრივ სტაროვერული განჩინებით" (ციტ. იქვე. გვ. 418).

ამჯერად რომელი "სტაროვერული განჩინება" გამოჩხრიკა ბ-მა "მეცნიერმა"? - ვინმე ალექსი სამოილოვიჩის "სულის მახვილი", სადაც ნათქვამია: "... ევნომიანელები, მაშ, ჩაძირვის ნაცვლად, თავიანთ თავზე ისხამენ წყალს ვიდრე წელამდე" (შდრ.: "... евномиане убо вместо погружения, на главы своя возливают воду до пояса". Алексей Самойлович. Книга, глаголемая Меч Духовный. Предел третий. От ересей ради покрещевании. Глава 2. О еже каковы ереси в великороссийстей церкви содержатся их же ради подобает обращающихся покрещевати. http://starajavera.narod.ru/mechspiritual1.html).

ე. ჭელიძე იმოწმებს 1621 წლის მოსკოვის კრებასაც, რომლის შესახებაც წერს: "დავიმოწმებთ სტაროვერთათვის უდიდესი ავტორიტეტის, პატრიარქ ფილარეტის 1621 წ-ის "Соборное изложение"-ს: "ხოლო რომაული ერესი, მაშ, ევნომიანელთაგან გამომდინარეობს, ვინაიდან ევნომიანელები ნათლობის ნაცვლად თავიანთ თავზე ისხამენ წყალს წელამდე და თავიანთ ლოცვებსაც ქმნიან" (შდრ. "Римская же ересь иже прияша от евномиян. Евномияне убо вместо крещения, на главы своя возливают воду до пояса. и молитвы своя творят, собираяся в тайных местех земля. церкви же ни храмины не имут. и приходящих убо от евномиян повелевают святая правила совершено крестити святым крещением") (
http://ancient-orthodoxy.narod.ru/doc/1621.htm).

"ამრიგად, - წერს ე. ჭელიძე, - თუ, ერთის მხრივ, ჩვენი "ძველმართლმადიდებელი" მხოლოდ იმას გვიკანონებს, რომ ევნომიანელები "მოსანათლავის ტანის ზედა ნაწილს წყალს კი არ დაასხამდნენ, არამედ წელამდე შთაფლავდნენ", მეორეს მხრივ, საკუთრივ სტაროვერული (?) განჩინება ყოვლად ულმობლად "განჰგუმერს" მისსავე ღვიძლ შვილს და, თითქოსდა საგანგებოდ მის დასამხობად, დიამეტრალურად საწინააღმდეგოს განასაზღვრებს": "ევნომიანელები, მაშ, ჩაძირვის ნაცვლად, თავიანთ თავზე ისხამენ წყალს ვიდრე წელამდე" – "Евномияне убо вместо крещения, на главы своя возливают воду до пояса". ასე რომ, ჩვენი "ძველმართლმადიდებელი" უთუოდ სტაროვერობისგანაც ყოვლითურთ შერისხულ- მოძაგებულია ანთუ თვითვეა შემომწყრალი სტაროვერობას, თუმცა ამ საკითხების ჩხრეკა ჩვენთვის ყოვლად უინტერესოა. მეტიც, ციტირებული ე. წ. "სტაროვერული "წყაროებიც" მოხმობილი გვაქვს მხოლოდ იმის ნათელსაყოფად, თუ რაოდენია გონითი სიჩლუნგენი და ვერაგობანი ჩვენი "ძველმართლმადიდებლის" (აწ უკვე მისი მშობლიური "სტაროვერობისგანაც" შეუბრალებლად გვემულ-განგმირულის) ზემორე განჩხიბვებისა" (იქვე. გვ. 419-420).

აი, ასეთია ე. ჭელიძის "მეცნიერული" მსჯელობა მიმართული "ძველმართლმადიდებლის" სამხილებლად და "განსაგმირავად". ახლა კი უფრო ყურადღებით განვიხილოთ ჩვენი "მეცნიერის" მიერ მოტანილი ზემორე მსჯელობა და ვნახოთ, სინამდვილეში ვინ ავლენს "გონით სიჩლუნგეს და ვერაგობას".

დავიწყოთ სიჩლუნგის იმ ელემენტარული გამოვლინებიდან, რომ პატრ. ფილარეტის დროს მოწვეული მოსკოვის 1621 წლის კრება შეუძლებელია იყოს "სტაროვერული". მიზეზი სასაცილოდ მარტივია - ამ დროისთვის ამგვარი რელიგიური მიმართულება მართლმადიდებელთა შორის, უბრალოდ, არ არსებობდა!

ტერმინი "სტაროვერი" (Старовер), უფრო სწორედ ეს ზედწოდება, ოფიციალური ეკლესიის მესვეურებმა ნიკონ პატრიარქის (XVII ს.) რეფორმების (1654-1667 წწ.) შემდეგ შეარქვეს ხსენებული რეფორმის მოწინააღმდეგე მართლმადიდებელთ. ბუნებრივია, ყველა წყაროც, რომელიც ამ რეფორმის შემდეგ შეუთხზავთ "სტაროვერებს", შეიძლება იწოდოს სტაროვერულად, მაგრამ არამც და არამც ის წყაროები, რომლებიც ამ რეფორმამდე დაწერილა და თანაბრად ავტორიტეტული იყო როგორც რეფორმატორთათვის, ასევე მის მოწინააღმდეგე "სტაროვერთათვისაც"; და, სხვათა შორის, ავტორიტეტული უნდა იყოს ის ე. ჭელიძისთვისაც, თუ იგი მართლმადიდებელია და არა სხვა ვინმე, რადგან რუსეთის (ან ნებისმიერი სხვა მართლმადიდებლური ადგილობრივი ეკლესიის) რეფორმამდელი, ადგილობრივი კრებების დადგენილებები ყველა მართლმადიდებლისთვის საერთო და ანგარიშგასაწევია. აქ პირდაპირ ჩანს, რომ ე. ჭელიძე მიჯნავს საკუთარ თავს რეფორმამდელი ეკლესიის სიწმიდისა და ავტორიტეტისგან და მას ტერმინ "სტაროვერულს" განუკუთვნებს, რაც აბსურდია.

შემდეგ ე. ჭელიძე, მისთვის დამახასიათებელი სოფისტიკით, ძლიერ აბუქებს თვით პატრ. ფილარეტისა და მოსკოვის 1621 წლის კრების მნიშვნელობას. დიახ, პატრ. ფილარეტი ავტორიტეტია ყველა მართლმადიდებელი ქრისტეანისთვის და ცხადია, "სტაროვერთათვისაც", რადგან ის მართლმადიდებელი პატრიარქი გახლდათ და 1621 წლის კრებაც მართლმადიდებლურია, მაგრამ არა "განსაკუთრებულად ავტორიტეტული".

ჯერ ვიკითხოთ, რატომ არ უნდა იყოს ის ავტორიტეტული? ან თუ ის "სტაროვერთათვის" ავტორიტეტულია, რატომ არ არის ავტორიტეტული ჭელიძისთვის? თუ არ არის, ანუ ე. ჭელიძე ამ კრებას თუ ავტორიტეტულად არ მიიჩნევს, გამოდის, რომ ე. ჭელიძე მართლმადიდებელი არ ყოფილა, და სულ ტყუილად არის ამოფარებული მართლმადიდებლობას. აი, სად იჩენს თავს ე. ჭელიძის ვერაგობა.

ვერაგულად იქცევა ე. ჭელიძე მაშინაც, როდესაც "სტაროვერთათვის" 1621 წლის კრების ავტორიტეტის "განსაკუთრებულობას" უსვამს ხაზს. ეს ე. ჭელიძეს იმისთვის სჭირდება, რათა უფრო "მკაფიოდ" ამხილოს "ძველმართლმადიდებელი" მის მტკიცებულებათა უსაფუძვლობაში და თვით "სტაროვერთათვის" უავტორიტეტულეს, კრების მოწინააღმდეგედ წარმოაჩინოს.

ჩვენ კი ვიტყვით, რომ ძველმართლმადიდებელ ქრისტეანთათვის 1621 წლის კრება ისევე საპატივცემოა, როგორც ყველა სხვა კრება, მოწვეული მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ ნიკონის რეფორმამდე, და არასოდეს ძველმართლმადიდებელ ქრისტეანებს მისი ავტორიტეტი არ დაუყენებიათ სხვა მანამდე ან მის შემდეგ არსებულ რეფორმამდელ კრებებზე მაღლა.

დიახ, ის ავტორიტეტული კრებაა, მაგრამ მისი მართლმადიდებლურობის ძალით და არა რაიმე სხვა განსაკუთრებული ნიშნის ან ვითარების გამო. ამ ნიშნით ძველმართლმადიდებლები უდიდეს პატივს მიაგებენ და ითვალისწინებენ არა მარტო 1621 წლის კრებას, არამედ მანამდე არსებულ სხვა კრებებსაც, რომელიც კი რუსეთის ეკლესიას მოუწვევია.

მეტიც, ისინი ითვალისწინებენ და პატივს სცემენ სხვა ქვეყნების ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ მოწვეულ კრებებსაც. ეს ჩვეულებრივი და სრულიად ბუნებრივი დამოკიდებულებაა ადგილობრივი ეკლესიებისა და მათ მიერ მოწვეული საეკლესიო კრებებისადმი, რომელსაც ე. ჭელიძე არაკორექტულად უდგება.

ჩვენი ზემოთ მოტანილი შენიშვნა 1621 წლის მართლმადიდებლური კრებისადმი ძველმორწმუნეთა დამოკიდებულების შესახებ დასტურდება კიდევ იმით, რომ არ არსებობს რაიმე ძველმართლმადიდებლური წყარო, რომელიც ამ კრების სხვა კრებათაგან განსაკუთრებულობას და გამორჩეულობაში დაგვარწმუნებდა. და თუ ძველმორწმუნენი ამა თუ იმ კრებას (თუნდაც 1621 წლისას) ხშირად იმოწმებენ, მხოლოდ იმიტომ, რომ ამ კრებებზე განიხილებოდა ის საკითხები, რომლებიც შემდეგ ნიკონიანელ რეფორმატორებს სადავოდ გაუხდიათ ან შეუცვლიათ და ამით მართლმადიდებლური ეკლესიის ადრინდელ დადგენილებებსა და კანონებს დაპირისპირებიან, რაც სერიოზული საბუთი გახლავთ ე. ჭელიძისნაირ რეფორმატორ "მართლმადიდებელთა" სამხილებლად.

ამრიგად, ამ უმცირეს მონაკვეთზე ჩვენი ოპონენტი "მეცნიერი" თავადვე ავლენს არა მარტო ვერაგობას, არამედ გონებრივ სიჩლუნგესაც. ვერაგობა გამოიხატება ისტორიული ფაქტის მნიშვნელობის გაბუქებაში, ხოლო სიჩლუნგე იმის ვერგაგებაში, რომ 1621 წელს მოწვეული კრება შეუძლებელი იყოს "სტაროვერული", მისი დადგენილება კი "სტაროვერული განჩინება", და ეს პროფესორს კი არა, დაწყებითი კლასის მოსწავლესაც უნდა ესმოდეს.

ასევე შეუძლებელია, "სტაროვერულ განჩინებად" დაგვისახოს ვინმემ ცალკეულ პირთა (ზოგჯერ თვით ძველმართლმადიდებელთაგან სარწმუნოებრივად განსხვავებულ "ბეზპოპოვეცთა") თხზულებები. ამგვარი ნაშრომები ყოველთვის ატარებს კერძო ხასიათს და მათი განზოგადება ყველა ძველმართლმადიდებელ ქრისტეანზე დაუშვებელია.

ზემოთ ხსენებული ორი პიროვნების, ალექსი სამოილოვიჩისა და "ბეზპოპოვეცი" ავტორის, ფედორ პერმიაკოვის მტკიცებულებებს კიდევ შევეხებით, ამჯერად კი მივხედოთ უშუალოდ იმას, თუ რა არის ნათქვამი 1621 წლის კრების დადგენილებებში.

უნდა აღინიშნოს, რომ ე. ჭელიძემ ვერაგობა სხვა რამეშიც გამოიჩინა, თუმცა ეს მისთვის ჩვეული და საყვარელი მეთოდია. მეორე მსოფლიო კრების 7-ე კანონი, რომელიც მოსკოვის ხსენებულმა კრებამ საგანგებოდ გამოიყენა და რომელიც ე. ჭელიძის მიერ ხსენებულ ტექსტს უშუალოდ მოსდევს, როგორც ვიცით, ევნომეველთ ეხება. იმის შემდეგ, რაც მოსკოვის 1621 წლის კრებამ აღნიშნა, რომ "ევნომიანელები, მაშ, ჩაძირვის ნაცვლად, თავიანთ თავზე ისხამენ წყალს ვიდრე წელამდე" ("Евномияне убо вместо крещения, на главы своя возливают воду до пояса"), მოცემულია თავი, სადაც ლაპარაკია, რომ ევნომეველები ადამიანებს შთაფლავდნენ ერთგზის. აი ეს სიტყვებიც: "მეორე მსოფლიო კრების 8-ე კანონი (ტექსტში შეცდომითაა 8-ე, უნდა იყოს 7-ე კანონი - არქიეპ. პ.). აი ისინი, რომლებიც ერთგზისი შთაფლვით ინათლებიან: ევნომეველნი და მონტანელნი, რომლებიც აქ ფრიგველებად იწოდებიან, და საბელიანოზნი ძემამობის მასწავლელნი და მქმნელნი სხვადასხვა ბოროტებისა... მათ ვითარც ელინებს შევიწყნარებთ... განმარტება. ეს მწვალებლები ინათლებიან ერთგზისი და არა სამგზისი შთაფლვით, ვითარც მართლმადიდებელნი იქმან. ... საყოველთაო ეკლესიისკენ მოქცევის შემთხვევაში მათ შევიწყნარებთ ვითარც წარმართთ..." (რუს.: "Иже единем погружением крещающеся, евномияны, и монтаниты, зде глаголемыя фруги. и савелияны сыноотечество учащая, и другая некая злая творящая. ... Толкование. И тии еретицы суть единем погружением крещаются, а не треми, якоже правовернии. Сии же аще приступят к соборней церкви, якоже погании прияти бывают. ...") (იხ. Соборное изложение 1621 года о крещении латынь. (http://ancient-orthodoxy.narod.ru/doc/1621.htm).

არ არსებობს იოტისოდენა შესაძლებლობაც კი იმისა, ამ კრების დადგენილებებს და კერძოდ, მის მიერ გამოყენებულ ტერმინ "შთაფლვას" მიეკუთვნოს სიმბოლური მნიშვნელობა, როგორც ამას ე. ჭელიძე ირწმუნება მეორე მსოფლიო კრების მამებთან მიმართებაში და ითქვას, თითქოსდა ხსენებული კრება "შთაფლვაში" დასხმასაც გულისხმობდა და შთაფლვასაც. მიზეზი მარტივია - კრების დადგენილებები მიმართულია ლათინური დასხმით-პკურებითი "ნათლობის" სამხილებლად და დასაგმობად. ამიტომაც, კრებამ შემოჰკრიბა სხვადასხვა წყაროთაგან ამოწერილი ცნობები ევნომეველთა ნათლობის შესახებ და აღნიშნა, რომ ისინი ნათლავდნენ დასხმითადაც და შთაფლვითადაც. ასევე დაიმოწმა მეორე მსოფლიო კრება, სადაც ევნომეველებზე უბრალოდ ნათქვამია, რომ ისინი ნათლავდნენ ერთგზისი შთაფლვით და ამ განსხავავებებზე არანაირი მინიშნებები და განმარტებები არ გააკეთა. აღნიშნა მხოლოდ ის, რომ ლათინები ბაძავენო იმ ევნომეველთ, რომლებიც ნათლავდნენ წყალდასხმითად ან პკურებითად: "Подобно же сему и римляне творят во крещении своем, такоже обливают, а не погружают".

გარდა ამისა, უნდა ვიკითხოთ, ე. ჭელიძე, რომელსაც 1621 წლის საეკლესიო კრება "სტაროვერული" ჰგონია და მისი განჩინებით ჩვენი "შეუბრალებელი განგმირვა" დაუსახავს, აღიარებს თუ არა ამ კრებას მართლმადიდებლურ და წმიდა კრებად? თუ არ აღიარებს, მაშინ სრულიად აშკარად ის საკუთარ თავს გამოაცხადებს არამართლმადიდებლად; ხოლო თუ აღიარებს მის მართლმადიდებლურ ავტორიტეტს, მაშინ ისმინოს, როგორ ამხობს ეს კრება არა "ძველმართლმადიდებელს", არამედ "დასხმა-დაპკურების" ყველა აპოლოგეტს და მათ შორის თავად ე. ჭელიძესაც, რადგან კრებამ განსაკუთრებულად განიხილა სწორედ ლათინური "დასხმით-პკურებითი" ნათლობის საკითხი, დაგმო იგი და ლათინთა თავიდან ნათლობა დააწესა.

ამრიგად, აბსოლუტურად შეუსაბამოა ე. ჭელიძის სიტყვები, თითქოსდა "სტაროვერული განჩინება" (გულისხმობს მოსკოვის 1621 წლის საეკლესიო კრებას - არქიეპ. პ.) ყოვლად ულმობლად "განჰგუმერდეს" მისსავე ღვიძლ შვილს (ანუ "ძველმართლმადიდებელს") და, თითქოსდა საგანგებოდ მის დასამხობად, დიამეტრალურად საწინააღმდეგოს განასაზღვრებდეს. პირიქით, ეს კრება სწორედ ე. ჭელიძისნაირ ფარულ თუ ხილულ ლათინებს "განჰგუმერს" და მათ თავიდან ნათლობას განაჩინებს.

ახლა რაც შეეხება ზემოთ ხსენებულ "სტაროვერულ" წყაროს, კერძოდ, ვინმე ალექსი სამოილოვიჩის "სულის მახვილს", სადაც ნათქვამია: "... ევნომიანელები, მაშ, ჩაძირვის ნაცვლად, თავიანთ თავზე ისხამენ წყალს ვიდრე წელამდე" (შდრ.: "... евномиане убо вместо погружения, на главы своя возливают воду до пояса. Алексей Самойлович. Книга, глаголемая Меч Духовный. Предел третий. От ересей ради покрещевании. Глава 2. О еже каковы ереси в великороссийстей церкви содержатся их же ради подобает обращающихся покрещевати. ჰტტპ://სტარაჯავერა.ნაროდ.რუ/მეცჰსპირიტუალ1.ჰტმლ). ალექსი სამოილოვიჩის "სულის მახვილი", ისევე, როგორც ვინმე "ბეზპოპოვეცი" ფედორ პერმიაკოვის ანტინიკონიანური თხზულება (15) არა თუ არ გამოდგებიან "ძველმართლმადიდებლის" დამამხობელ წყაროებად, არამედ ევნომეველთა ნათლობის საკითხში თვითონვე ეწინააღმდეგებიან კანონიკურ წყაროებს, სადაც სრულიად მკაფიოდ, ორივე ავტორის საწინააღმდეგოდ, რომლებიც რატომღაც ხაზს უსვამენ ევნომეველთა მხოლოდ იმ ფრთის ნათლობას, რომელიც ამ საიდუმლოს თავზე წყლის დასხმით აღასრულებდა, მითითებულია, რომ ევნომეველები ნათლავდნენ ერთგზის შთაფლვით, თავდაყირა.

-----------

15. სრული სახელწოდება: Выписки из Священного и святоотеческаго Писания и творений святых отцов и учителей церкви. О внесении патриархом Никоном и его преемниками новизне и ложнаго учения. http://www.staropomor.ru/Bogoslovie(4)/permjakov.html#ogl

-----------


სავარაუდოდ, ხსენებული ავტორები, რაკიღა ისინი თავიანთ თხზულებებში ამხელენ ოფიციალურ ნიკონიანურ ეკლესიაში დასხმითი ნათლობის პრაქტიკას, ამგვარი ნათლობის მწვალებლურობის წარმოსაჩენად დაეყრდნენ ევნომეველთა შორის არსებულ მსგავს შემთხვევებს. რამდენად სწორად და კორექტულად, ეს საუბრის სხვა თემაა. მაგრამ ის, რომ მათ სრულიად არასწორად განუკუთვნეს ყველა ევნომეველთს საკუთარ თავზე წყლის დასხმის ჩვეულება, დასტურდება სწორედ იმ შეუვალი ავტორიტეტის მქონე წყაროდან, როგორიც სჯულისკანონია, რომელშიც ევნომეველთა ნათლობაზე ნათქვამია, რომ ისინი შთაფლავდნენ ერგთზისი შთაფლვით და არა დასხმით.

II მსოფლიო კრების 1-ელი კანონის განმარტებაში, როგორც ეს უკვე ზემოთ ვნახეთ, ბალსამონი აღნიშნავს, რომ: "ევნომე გალატელი, რომელიც იყო კვიზიკის ეპისკოპოსი და არიოზზე უარესად აზროვნებდა, ... მისკენ გადასულებს ... კვლავ ნათლავდა თავდაყირა, ფეხებით მაღლა და ნათლობის დროს ასრულებდა ერთგზის შთაფლვას".

იგივეს წერს ზონარაც: "... ის (ევნომე - არქიეპ. პ.) მიკენ გადასულებს კვლავ ნათლავდა და შთაფლავდა მათ ერთგზის თავდაყირა, ფეხებით მაღლა" (რუს.: "Он и присоединявшихся к его мнению вновь крестил, погружая их вниз головою, а ноги их обращая вверх, и при крещении делал одно погружение").

ზემოთ ხსენებულ პოლემისტებს (ა. სამოილოვიჩსა და ფ. პერმიაკოვს), როგორც ჩანს, ობიექტურობა ღალატობთ, რადგან ოფიციალურ, ახალმოწესეობრივ ეკლესიასთან ბრძოლაში ევნომეველთა იმ განშტოების პრაქტიკას დაყრდნობიან, რომლებიც დასხმითად ნათლავდნენ. მათი აზრით, ალბათ, ასე უფრო ადვილი იქნებოდა დასხმითი ნათლობის მხილება. ჩვენ არ ვიზიარებთ ამგვარ მიდგომას სადავო საკითხისადმი, და იმიტომ კი არა, რომ "შემომწყრალნი" ვართ ძველმორწმუნეობას, არამედ ობიექტური რეალობის გამო. მეორე მსოფლიო კრების 7-ე კანონის თანახმად, ევნომეველნი ნათლავდნენ ერთგზისი შთაფლვით, და არა დასხმით, ეს კი აბსოლუტურად ეწინააღმდეგება ხსენებული ძველმოწესე პოლემისტების მტკიცებას.

მაშ, ამ ცნობების გათვალისწინებით, შეიძლება თუ არა ხსენებული ორი "სტაროვერული" წყარო, რომელთაგან არცერთი არ წარმოადგენს ძველმართლმადიდებელთა იმ მიმართულებას, რომელსაც ჩვენი "ძველმართლმადიდებელი" განეკუთვნება, მისი დამამხობელი იყოს? მით უმეტეს, თუკი ეს "სტაროვერული" წყაროები ევნომეს ამბავს გადმოსცემენ არა ისე, როგორც ბალსამონი და ზონარა, და თავიანთი ანტილათინური და ანტინიკონიანური დამოკიდებულების გასამძაფრებლად უფრო ევნომეველთა იმ ნათლობას ეყრდნობიან, რომლებიც თავდაყირა შთაფვლით კი არა, წყალდასხმით ნათლავდნენ.

საერთოდ, უნდა დავსვათ კითხვა: როგორ ნათლავდნენ ევნომეველნი, რადგან სხვადასხვა წყაროდან სრულიად განსხვავებული ცნობები და განმარტებები გვეძლევა. კერძოდ:

II მსოფლიო კრება ბრძანებს, რომ ევნომეველნი ნათლავდნენ ერთგზისი შთაფლვით.

სოზომენე და სოკრატე ნათლისღების მართლმადიდებლური წესის დარღვევას მიაწერენ არა უშუალოდ ევნომეს, არამედ მისგან გამოყოფილ თეოფრონესა და ევტიქის, რომლებიც ასევე ევნომეველებად მოიხსენიებიან.

წმიდა მამები: თეოდორიტე და ეპიფანე იზიარებენ იმ აზრს, რომ ნათლისღება ევნომეს დარღვეულია. აქედან თეოდორიტე აღწერს ევნომეველთა სხვადასხვა განშტოების მიერ დამკვიდრებულ ნათლობათა სახეობებს, რომელთა შორის არ ახსენებს თავდაყირა ნათლობას... ეპიფანე კი ამბობს, რომ "გადანათლულებს ის ნათლავდა თავდაყირა, ფეხებით მაღლა...".

აღსანიშნავია, რომ წყაროები, როდესაც ევნომეველებზე მსჯელობენ, ხან მათი ნათლობის ერთ სახეობას უსვამენ ხაზს, ხან კიდევ მეორეს. ხშირად ასახელებენ თავდაყირა შთაფლვით ნათლობას და უმეტესწილად ამ ამბავს გადმოგვცემენ მესამე პირთა მონაყოლის მიხედვით. მაგალითად, სოზომენე ამბობს: "ზოგიერთები მიიჩნევენ, რომ პირველად ევნომემ გაბედა დაეწესებინა, რათა წმიდა ნათლისღება აღსრულებულიყო ერთგზისი შთაფლვით ... თუმცა სხვები მიიჩნევენ, და ჩემი აზრით, სამართლიანადაც, რომ ევნომეს როგორც სხვა შეხედულებებთან, ასევე წმიდა ნათლისღებასთან დაკავშირებით სიახლეების შემოტანა დაიწყეს ახლახან (თეოდოსი მცირის მეფობისას) ...  თეოფრონე კაპადოკიელმა და ევტიქიმ. ... ხოლო ევნომეს ამ საგანთან დაკავშირებით ახალი არაფერი დაუწესებია" (სოზომენე. დასახ. წყარო).

წმ. ეპიფანე: "ამაზე უმეტეს უგუნურებამდე მივიდა ვინმე ევნომე, რომელიც ასე ცრუდ იწოდება (ევნომე ბერძნულად ნიშნავს ღვთისმოსავს - არქიეპ. პ.), მან გაბედა უდიდესი ბოროტება: ის თავიდან ნათლავს მათ, ვინც უკვე მონათლულია, და არა მარტო იმათ, ვინც მას მართლმადიდებლობიდან და მწვალებლობიდან უერთდება, არამედ თვით არიანელთაც... ზოგიერთები ამტკიცებდნენ, რომ გადანათლულებს ის ნათლავდა თავდაყირა, ფეხებით მაღლა..." (святитель Епифаний Кипрский. На восемьдесят ересей Панарий, или Ковчег. Против Аномеев. Пятьдесят шестая, а по общему порядку семдесят шестая ересь. § 6) (Творения святых отцев в русском переводе, издаваемыя при Московской Духовной Академии, тома 42-50)).

ნეტ. თეოდორიტე: "ევნომიოსმა კი, მაშ, მყისვე გამოაცხადა თავისი თავი ერესის მეწინამძღვრედ. ... მან დაარღვია ძველთაგან უფლისა და მოციქულების მიერ გადმოცემული ნათლისღებითი კანონიც და აშკარად საწინააღმდეგო რამ რჯულდებულყო, თქვა რა, რომ არ იყო საჭირო მოსანათლის სამგზის ჩაძირვა, არცთუ სამების მოხმობის აღსრულება, არამედ ერთგზისად მონათვლა ქრისტეს სიკვდილის მიმართ. და ნათლავენ კი, ასველებენ რა წყლით ვიდრე მკერდამდე (ე. ი. თავის თხემიდან ანუ ზემოდან ვიდრე მკერდამდე - ე. ჭ.), ხოლო სხეულის დანარჩენი ნაწილებისადმი, როგორც უწმინდურთადმი, წყლის გამოყენებას კრძალავენ, რის გამოც, მაშ, როდესაც ნათლავდნენ საბანელ ჭურჭელში, ადამიანს აყენებდნენ ამ ჭურჭლის გარეთ და მის თავს კი ვიდრე მკერდამდე ერთგზის წყალში ჩააყოფინებდნენ, მაგრამ ვინაიდან მავანს დაზიანება შეემთხვა, თავი მიანარცხა რა საბანელ ჭურჭელს, სხვა სახე მოიგონეს ნათლისღებისა: რაღაც მერხზე პირჩაღმა გააწვენდნენ ადამიანს, მის გარეთ კი თავს გადმოუკიდებენ და დაასხამენ წყალს, რაც არ ეხება არცერთ სხვა ნაწილს. ხოლო ზოგიერთმა მათგანმა კიდევ სხვა სახე მოიფიქრა ნათლისღებისა: შემზადებული აქვთ რა ძალიან დიდი სახვევი და ნაკურთხი აქვთ რა იგი, მისით ხვევენ ადამიანს მკერდიდან დაწყებული ვიდრე ფრჩხილებამდე. შემდეგ კი ამგვარად მიუსადაგებენ მას წყლის დასხმას. გვამცნეს კი ეს ყოველივე იმათ, რომლებმაც თავი დააღწიეს მათეულ უღვთოებას და თანაშეერთვნენ ჩვენი მაცხოვრისა და ღვთის ცხვრებს" ("სული - ცხოველი".გვ. 420-421).

ზონარა და ბალსამონიც ევნომეველთა მრავალსახოვანი ნათლობებიდან აღნიშნავენ იმას, რასაც გადმოგვცემენ წმ. ეპიფანე და ღირ. იოანე დამასკელი. ხოლო იმის შესახებ, რაც ევნომესგან გამოქცეულთ მოუყოლიათ თეოდორიტესთვის, რომ ევნომეველთა ნაწილი ნათლავდა არა თავდაყირა, არამედ თავზე წყლის დასხმით, ან სკამზე გაწვენით და თავზე დასხმით, ან კიდევ სახვევების შემოხვევით, რომ ქვედა ნაწილს წყალი არ შეხებოდა...". ამის შესახებ ბალსამონი და ზონარა არაფერს იუწყებიან, არამედ ხაზს უსვამენ მხოლოდ ევნომეველთა თავდაყირა, ფეხებაფარჩხულ "შთაფლვას".

ჩვენ ასევე აღვნიშნეთ: ბერძენ ახალმოწესეთა მიერ წმინდანად შერაცხილი ათანასე პაროსელი იმასაც კი ამბობს, რომ "ლათინებს ევნომეველნიც კი სჯობიან, რადგან ისინი ერთგზის მაინც შთაფლავდნენ, ესენი კი ამასაც არ იქმან და თავზე წყალს დაასხამენო...". ათანასე პაროსელი კი თავგამოდებული მოწინააღმდეგე იყო ლათინებისა და მათი დასხმით-პკურებითი "ნათლობისა".

ამრიგად, ევნომეველთა მრავალგვაროვანი "ნათლობებიდან" ცალკეული პოლემისტები იღებენ იმას, თუ ვის რა სჭირდება ლათინთა წინააღმდეგ ან რისი ხაზგასმა სურთ. გამომდინარე აქედან, ვერც ერთი ხსენებული წყარო, რაოდენ დიდი სურვილიც ჰქონდეს ბ-ნ ე. ჭელიძეს, "ძველმართლმადიდებლის" "განმგმირველი" ვერ გახდება.

ასევე სრულიად გადაჭარბებულია თქმა იმისა, რომ ჩვენი "ძველმართლმადიდებელი" "სტაროვერობისგანაც ყოვლითურთ შერისხულ-მოძაგებულია..." (?). ყველა ეს ბრალდება ძალზედ უსუსურია.

და ბოლოს, როგორ უნდა გავიგოთ მეორე და მეექვსე მსოფლიო კრებების განჩინება ევნომეველთა "შთაფლვითი" ნათლობის შესახებ და შეიძლება თუ არა ე. ჭელიძის აზრის გაზიარება, რომ, რაკიღა ევნომეველნი ნათლავდნენ არასრული ნათლობით, უფრო კი შთაფლვით, ოღონდ წელამდე და თავდაყირა, ხსენებულმა კრებებმა ჩაძირვა ანუ შთაფლვა უწოდეს "... არა მხოლოდ სრულ ხილულ დაფარვას ნათლისღებითი წყლით, არამედ წმინდა წყალში ოდენ თავის ჩაყოფასაც ანდა ამავე წყლის ოდენ თავზე დასხმასაც..." (ე. ჭ. ხს. შრ. გვ. 405).

ე. ჭელიძის თქმით, კრების მამებს ევნომეველთა ნათლისღება მხოლოდ ერთნაწილედობის გამო დაუწუნებიათ. ჩვენი ოპონენტი წერს: "როგორც ვხედავთ, აბსოლუტურად ცხადია, რომ ევნომიანელთა ნათლისღება "დიდი სჯულისკანონის" მიერ "ჩაძირვად" ანუ "შთაფლვად" (ძვ. ქართ. "შთაყოფა"; ბერძნ. kat=disi~, ლათ. immersio, ინგლ. immersion, რუს. погружегние) არის შერაცხილი. უაღრესად ნათელია, რომ "დიდი სჯულისკანონიდან" ციტირებული რჯულდებანი ხსენებულ მწვალებელთა ნათლისღებას განაქიქებს მხოლოდ და მხოლოდ ერთნაწილედობის ანუ ხმობითი ერთგზისობის გამო (იესო ქრისტეს სიკვდილის მიმართ) ნაცვლად კანონიკური სამნაწილედობისა ანუ ხმობითი სამგზისობისა (მამის, ძის და სულიწმინდის მიმართ)..." (იქვე. გვ. 405).

ამასთან დაკავშირებით "ძველმართლმადიდებელი" სრულიად სამართლიანად აღნიშნავს:  "დავსვათ კითხვა, რა მოხდებოდა, ევნომეველებს რომ თავიანთი წესით სამჯერ შთაეფლათ ადამიანი? მიიღებდა თუ არა მათ ნათლობას მართლმადიდებელი ეკლესია?

ჩემი აზრით, უკიდურესი უგუნურებაა ფიქრი იმაზეც კი, რომ ასეთ ნათლობას, თუნდაც სამგზის აღსრულებულს, ეკლესია მიიღებდა! ასე მხოლოდ ბ-ნ ე. ჭელიძეს შეუძლია იფიქროს, რომელსაც დიდი სურვილი აქვს, რადაც უნდა დაუჯდეს, გაამართლოს დასხმითი "ნათლობა", რადგან ნათლობაში სხეულის ნაწილის წყალთან შეუხებლად დატოვება იმ მოსაზრებით, რომ ის ეშმაკისაა და არა ღმრთისა, ეწინააღმდეგება თვით ნათლობის არსსაც და მართლმადიდებლური ეკლესიის სოტერიოლოგიასაც.

მაშ, რატომ არაფერი თქვეს მეორე მსოფლიო კრების მამებმა ამის შესახებ? ვერაფერს გეტყვით! მათ განსაკუთრებულადაც კი არ უმსჯელიათ ევნომეველთა შესახებ, არამედ ჩამონათვალში აღნიშნეს მათეული ნათლობის ფორმა და განაწესეს, რომ ისინიც სრული ნათლობით უნდა ყოფილიყვნენ მიღებულნი.

ბ-ნი ჭელიძე კი აქედან, თანაც სოფისტური "წიაღსვლების" საფუძვლებზე, აკეთებს ისეთ დასკვნას, რის უფლებასაც კონკრეტულად შთაფლვის, საზოგადოდ კი ნათლობის შინაარსი არ იძლევა".

მართლაც, ძნელია რაიმეს თქმა ამ შემთხვევაში. არ ვიცით, რატომ არ გაამახვილეს ყურადღება წმიდა მამებმა იმგვარ ნიუანსზე, როგორიც დღეს ასეთ პრობლემას გვიქმნის ე. ჭელიძესნაირ მწვალებლებთან და დასხმითი ნათლობის აპოლოგეტ ლათინებთან პოლემიკისას.

წმ. ბასილი დიდი თავის ეპისტოლეში "კანონთა შესახებ ამფილოქე იკონიელის მიმართ" (იხ. დიდი სჯულისკანონი. საქ. საეკლ. კალენდ. 1987 წ. გვ. 399) წმ. დიონისე დიდის შესახებ ბრძანებს "პეპუზიანელთა შესახებ არა მგონია, რომ რამე თქმულიყო მათ დასაცავად და მიკვირს, თუ როგორ აუარა გვერდი ამას დიონისემ, რომელიც კანონს კარგად იცნობდა და მისდევდა..." (რუს.: "Крещение пепузиан, по моему мнению, не имеет ничего в свое защищение и я удивился как не приметил сего великий Дионисий, будучи искусен в правилах"); და კიდევ ქვემოთ ასეც ამბობს: "პეპუზიანელები მწვალებლები არიან განცხადებულად, რადგან ისინი გმობენ სულიწმიდას და უსირცხვილოდ მიაკუთვნებენ მონტანსა და პრისკილას ნუგეშისმცემელთა სახელს. ამიტომ, როგორც კაცთა ღმერთმყოფელნი, დასასჯელნი არიან ამისთვისაც და იმიტომაც, რომ სულიწმიდას ადამიანებთან გათანაბრებით აგინებენ. ამგვარად, საუკუნო სასჯელს იმსახურებენ, რადგან სულიწმიდის გინების შენდობა არ შეიძლება. რა გამართლება აქვს ამათი ნათლისღების შეწყნარებას, რომლებიც ნათელს სცემენ მამის, ძისა და მონტანის და პრისკილას მიმართ? არ არის ნათელღებული ის, ვინც ნათელ-იღო იმის მიმართ, ვინც არ არის ჩვენთვის მოცემული. თუმცა დიდი დიონისე არ შეხებია მათ, მაგრამ ჩვენ არ უნდა მივყვეთ ამ შეცდომას, რადგან უსწორობა ცხადზე ცხადია, ყველასთვის თვალსაჩინოა და ამის არად ჩაგდება უსამართლობა იქნება" (დიდი სჯულისკანონი. იქვე. გვ. 400-401).

რა შეგვიძლია ვთქვათ მეორე და მეექვსე მსოფლიო კრებების შესახებ, რომლებიც საგანგებოდ არ შეჩერდნენ ევნომეველთა ნათლისღების ფორმაზე, მიმოწვლილვით არ გაარკვიეს ნათლობის ეს სახეობა (თავდაყირა ნათლობა) და მათ ქმედებას ტერმინი "შთაფლვა" განუწონეს?

წმ. ბასილი დიდის სიტყვებითვე ვუპასუხებთ: "გვიკვირს, როგორ აუარეს გვერდი ამ ვითარებას კრებათა მამებმა"...

და კვლავაც წმ. ბასილი დიდის სიტყვებითვე დავამატებთ: რა გამართლება ექნებოდა ევნომეველთა ნათლისღების შეწყნარებას, თავიანთი უკეთური თავდაყირა ნათლობა სამგზისაც რომ აღესრულებინათ და თუნდაც წმ. სამების სახელზე, ოღონდ იმავე შინაარსით, რა შინაარსითაც ნათლავდნენ ერთგზისი შთაფლვით? -  არავითარი! წმიდა მამები არ შეიწყნარებდნენ ამგვარ ნათლობას და არ არის ჯეროვანი მსჯელობა და კამათი იმგვარ საკითხზე, რაზეც მათ არანაირი განჩინება არ გამოუთქვამთ; და თუკი ისინი არ შეხებიან ამგვარ უკეთურ თავდაყირა ნათლობას და თუკი ვინმე საკუთრივი მნიშვნელობით სრულ შთაფლვას უწოდებს თავდაყირა ნათლობას, როდესაც ადამიანს ფეხები ზემოთა აქვს აფარჩხული, ხოლო სრულ ჩაძირვაზე ლაპარაკიც კი ზედმეტია, - "ჩვენ არ უნდა მივყვეთ ამ შეცდომას, რადგან უსწორობა ცხადზე ცხადია, ყველასთვის თვალსაჩინოა და ამის არად ჩაგდება უსამართლობა იქნება".

ჩვენ უნდა ვთქვათ, რომ წმიდა მამები ან სრულ, მთლიან შთაფლვას გულისხმობდნენ ევნომეველებისას, აღსრულებულს ერთგზის, ან კიდევ მათ თავდაყირა ნათლობას, რომელიც ნახევრად შთაფლვით სრულდებოდა, უწოდეს შთაფლვა, რადგან ესეც შთაფლვაა, ოღონდ არა საეკლესიო, არა ის შთაფლვა, რასაც ეკლესია ასწავლის ქრისტეს დამარხვისა და მკვდრეთით აღდგომის ნიშნად.

ევნომეველთა "ნათლისღება" იყო არა მარტო გროტესკული, არამედ მწვალებლურიც, რადგან თავდაყირა შთაფლვას და თუნდა დასხმას ისინი სრულიად მწვალებლურ აზრს უკავშირებდნენ და ასეთი ნათლობა არათუ შთაფლვით, დასხმითადაც რომ სამგზის შესრულებულიყო, ის ყოვლად უკუსაგდები გახდებოდა, რადგან დაუშვებელია ფიქრი იმაზე, წმიდა მამებს შეეწყნარებინათ მწვალებლური შინაარსის მქონე ნათლისღება.

ამიტომაც, მართალია, წმიდა მამები თავიანთ განწესებაში მათ ნათლისღებას "შთაფლვად" მოიხსენიებენ და არ აკონკრეტებენ, ამ უცნაურ შთაფლვაში რა იგულისხმება, მაგრამ აშკარაა, ევნომეველებს ეს სამგზის რომ ექნათ, უეჭველია, წმიდა მამები მას არ მიიღებდნენ. ამის თქმის საფუძველს გვაძლევს ნათლისღების მიუღებლობა სხვა შემთხვევებში, როდესაც ერეტიკოსები მასში მწვალებლურ და მართლმადიდებლური სარწმუნოებისთვის მიუღებელ შინაარსს დებდნენ. ამის საფუძველსვე გვაძლევს ნათლისღების საიდუმლოში მოსანათლავის წყალში სრულიად დაფლვა, რომელსაც წმიდა მამები "დამარხვას" უწოდებენ და ადარებენ "კუბოს" და "დედას" (წმ. კირილე იერუსალიმელი). ევნომეველთა "ნახევრად შთაფლვა" წმიდა მამების სწავლებას არ შეესაბამება და შეუძლებელია ვიფიქროთ, რომ მათ ამგვარი დამახინჯებული "ნათლობისთვის" შთაფლვა ეწოდებინათ.

არც ერთი წმიდა მამა და სჯულის არც ერთი კომენტატორი არ გვაძლევს იმგვარ განმარტებას და არ გვთავაზობს იმგვარ დასკვნებს, როგორსაც ე. ჭელიძე...

კვლავ და კვლავ გავიმეორებთ: საკუთრივ "შთაფლვა" საეკლესიო კრებებმა უწოდეს არა დასხმას, როგორც ვითომცდა სულიერი შინაარსის მქონე მოქმედებას ან არასრულ ნათლობას, როგორც მჭევრმეტყველებს ბ-ნი ჭელიძე, არამედ ევნომეველთა გაუკუღმართებულ შთაფლვას, რადგან, ნათლისღების საიდუმლოსთან დაკავშირებული საეკლესიო სწავლებიდან გამომდინარე, სხვა რამის გაფიქრების შესაძლებლობაც კი არ არსებობს...

ასე რომ, როგორც ზემოთ უკვე ვთქვით, "ერთხელ შთაფლულ" ევნომეველებში  წმიდა მამები ან გულისხმობდნენ სრულ, მთლიან შთაფლვას ევნომეველებისას, აღსრულებულს ერთგზის ან კიდევ მათ თავდაყირა ნათლობას, რომელიც ნახევრად შთაფლვით სრულდებოდა, რადგან ესეც შთაფლვაა, ოღონდ არა საეკლესიო, არა ის შთაფლვა, რასაც ეკლესია ასწავლის ქრისტეს დამარხვისა და მკვდრეთით აღდგომის ნიშნად.

მეტიც, თვით ზონარას და ბალსამონის განმარტებებიც ეწინააღმდეგება დასხმის შთაფლვად გაგებას მაშინ, როცა, ზოგიერთთა ცნობით, ევნომეველები ისველებდნენ ტანის ზემო ნაწილს ან თავზე ისხამდნენ წყალს, ხოლო ეს კომენტატორები სრულიად მკაფიოდ განმარტავენ, რომ ევნომეველები ნათლავდნენ სწორედ თავდაყირა შთაფლვით (წელამდე) და არაფერს ამბობენ არასრული დასხმითი ნათლობის სხვადასხვა სახეზე, რომლებიც ევნომეველთა გარკვეულ ჯგუფებს ახასიათებდათ.

აქედან გამომდინარე, თუ მკაცრად დავეყრდნობით ზონარასა და ბალსამონს, ტერმინ "შთაფლვაში" უნდა გამოვრიცხოთ ყოველგვარი სხვა ფორმა (თავზე დასხმა, წელს ზემოთ დასველება, კასრში თავის ჩაყოფა...) და ვიგულისხმოთ, რომ მათი ნაწილი ნათლავდა თავდაყირა შთაფლვის სახით, თუმცა იყვნენ ისეთებიც, რომლებიც ამ ფორმასაც უცვლიდნენ სახეს და წყალს ისხამდნენ სხვადასხვანაირად. ფაქტია, რომ კრებამ დადგენილება მიიღო არა დასხმულებზე, არამედ შთაფლულებზე.

აღვნიშნოთ ასევე, რატომ გაურბიან მსოფლიო კრებები და წმიდა მამები ტერმინ დასხმა-დაპკურებას, ე. ჭელიძის თქმით ისიც ხომ "შთაფლვაზე" მიანიშნებს?

ანდა, თუკი "შთაფლვა" არის სულიერი შინაარსის მქონე ტერმინი და არ არის სავალდებულო მასში მხოლოდ პირდაპირი მნიშვნელობით იგულისხმებოდეს წყალში ჩაძირვა, არამედ ნაგულისხმევია დასხმა-დაპკურებაც, ხოლო ტერმინი "დასხმა" "შთაფლვითი" მნიშვნელობის შემცველია და ერთი ტერმინის გამოყენება მეორის ნაცვლად სრულიად დასაშვებია, სად არის ეს ტერმინი ("დასხმა") მსოფლიო კრებათა საქმეებში? ან წმიდა მამათა სწავლებებში?

რატომ ერთხელაც არ გამოიყენეს ის წმიდა მამებმა, როდესაც ევნომეველთა ნათლობას ეხებოდნენ და "დასხმით" ან "არასრულ" ნათლობას უწოდეს "შთაფლვა", თანაც გამოიყენეს ამ ქმედების აღმნიშვნელი ის ბერძნული სიტყვა ("კატადისის"), რომელიც თვით ე. ჭელიძის თქმითვე, საკუთრივ წყალში ჩაძირვას ნიშნავს; ან კიდევ, არის თუ არა ეკლესიის ისტორიაში ცნობილი რომელიმე საეკლესიო კრება ან წმიდა მამის განმარტება, რომელიც "შთაფლვას" ე. ჭელიძესავით "სულიერ" მნიშვნელობას ანიჭებდეს და აიგივებდეს "დასხმა-პკურებასთან"?

ცალსახად უნდა ითქვას, - გარდა ე. ჭელიძის სოფისტურ-მანიაკალური ხრიკებისა, ასეთი პირდაპირი და ცხადი განმარტება ძველი, მართლმადიდებლური ეკლესიისთვის უცნობია!

მეტიც, დაუშვებელია, დასხმა-პკურების ფანატიკური გამართლებით აღტყინებული "მეცნიერის" ყალბი განმარტებით შეიცვალოს მართლმადიდებლური ეკლესიის სრულიად მკაფიო სწავლება ნათლისღების საიდუმლოს აღსრულების შესახებ, რომელიც, უამრავი წმიდა მამის განმარტებით, ეკლესიის საზოგადო ხმით, უნდა აღსრულდეს წყალში სამგზისი შთაფლვით და აღმოშობით, რაც ქრისტეს დამარხვის, საფლავში სამდღიანი ყოფნისა და აღდგომის სახეა; დაუშვებელია, ნებისმიერ არასრულ ნათლობას ეწოდოს "შთაფლვა" ან ქრისტესთან ერთად "დამარხვა" წყალში ნათლისღებით, მხოლოდ იმიტომ, რომ მეორე მსოფლიო კრების მამებმა ევნომეველთა არასრულ ნათლობას "შთაფლვა" უწოდეს. ამგვარი რამ არც ერთი წმიდა მამისგან და არც ერთი წმიდა კრებისგან არ გვსმენია. და თუ მეორე მსოფლიო კრების მამებმა ეს ვერ გაითვალისწინეს, დაუშვებელია მათ მიეწეროს ის, რაც მკაფიოდ და აშკარად არც გამოუთქვამთ.  

ის, რომ ე. ჭელიძე მტკიცებითი ფორმით გვიჩიჩინებს თავისი აზრის ჭეშმარიტებას, სულაც არ ნიშნავს იმას, რომ მისი "ლოგიკური" წიაღსვლები სწორია. ნათლობის საიდუმლოს უნდა ვაღიარებდეთ მხოლოდ ისე, როგორც ეს გვასწავლეს წმიდა მამებმა. სხვა სწავლება ჩვენთვის უცხო და მიუღებელია.  

მაშ, როგორ არის შესაძლებელი, ამგვარი (ანუ ე. ჭელიძის მიერ შემოთავაზებული) პირდაპირი სწავლების არარსებობის პირობებში, მეტიც, მკაფიო სწავლების ფონზე, რომ ნათლობა უნდა აღსრულდეს წყალში სამგზისი შთაფლვით, ვინმემ ამტკიცოს, რომ თითქოსდა II მსოფლიო კრების მამები "შთაფლვაში" გულისხმობდნენ სულიერ შინაარსს და მასში მოიაზრებდნენ ნებისმიერი სახის არასრულ ნათლობას მოსანათლავის წყალში თავდაყირა ჩარჭობისა და ფეხებაფარჩხული "ნათლობების" ჩათვლით?!

გამომდინარე ყოველივე ზემოთ თქმულიდან, საკითხი იმის შესახებ, თუ რა იგულისხმეს კრებებმა და წმიდა მამებმა (თვით მათაც კი, რომლებიც კანონიზირებულნი არიან ახალმოწესეების მიერ და რომლებიც კატეგორიული წინააღმდეგნი იყვნენ დასხმითი ნათლობისა) ევნომეველთა თავდაყირა ნათლობის "შთაფლვად" წოდებაში, ჯერ კიდევ მსჯელობის საგნად რჩება, ეს კია, აქ შეუძლებელია ცალსახად, დარწმუნებით და დაბეჯითებით მოაზრებულ იქნას ტერმინ "შთაფლვის" სულიერი მნიშვნელობა, ანუ იმგვარი სწავლება, როგორც ამას გვთავაზობს ე. ჭელიძე.

ჩვენ არ გვაქვს არავითარი პირდაპირი არგუმენტი იმისთვის, რათა ვამტკიცოთ, რომ შთაფლვას წმ. მამები აღიქვამდნენ როგორც სიმბოლურ, სულიერი შინაარსის მქონე ტერმინს. ეს რომ ასე ყოფილიყო, მაშინ წმიდა მამებს აუცილებლად უნდა გამოეთქვათ ეს სწავლება თავიანთ თხზულებებში. მაშინ როდესაც, ქრისტეანობის მთელი 2000-წლოვანი ისტორიის განმავლობაში არც ერთ წმიდა მამას არასოდეს არსად არ გამოუთქვამს აზრი იმის შესახებ, რომ "დასხმა", "პკურება" და "შთაფლვა" (პირდაპირი მნიშვნელობით აღსრულებული) ერთიანდებოდეს "შთაფლვის" ერთ საზოგადო ტერმინში. თვით წმ. კვიპრიანე კართაგენელიც კი, რომელიც თანაუგრძნობს დასხმითად მონათლულ კლინიკოსებს, არსად აღნიშნავს, და არ განუმარტავს მაგნუსს, რომ ტერმინი "შთაფლვა" სულიერი შინაარსის მქონეა და მასში დასხმულ-დაპკურებულებიც უნდა ვიგულისხმოთ.

მეტიც, მაგალითად, წმ. ირინეოს ლიონელი აღწერს რა ზოგიერთი გნოსტიკური სექტის პრაქტიკას და სწავლებას, ერთგან წერს: "ზოგიერთი მათგანი ამბობს, წყალზე გაყვანა (მოსანათლავისა - არქიეპ. პ.) ზედმეტი საქმეაო, არამედ წყალში შეურევენ ზეთს, წარმოთქვამენ ზემოთ დამოწმებულის მსგავს სიტყვებს (წმ. მამა გულისხმობს არასწორ სანათლავ ფორმულებს, რომელთაც გნოსტიკოსები მიმართავდნენ - არქიეპ. პ.), და გადაასხამენ თავზე მოსანათლავთ და ამას გამოსყიდვად (ანუ ნათლისღებად - არქიეპ. პ.) მიიჩნევენ" (св. Ириней Лионский. Творения. Пять книг обличения и опровержения лжеименного знания. Изд. "Паломник" // "Благовест". 1996 г. Репринт. стр. 83).

განა სრულიად აშკარა არ არის, რომ წმ. მამა მწვალებლურ პრაქტიკად მიიჩნევს არა მარტო ნათლობის მწვალებლურ ფორმულირებას, არამედ წყალში შთაფლვის ზედმეტად მიჩნევასაც და მოსანათლავზე ზეთგარეული წყლის თავზე გადასხმასაც. განა ჩვენი "მეცნიერიც" იმასვე არ გვიჩიჩინებს, წყალზე გაყვანა ზედმეტიაო, რადგან მოსანათლავს ოდენ თუ დაეპკურა წყალი, მონათლული არისო?! განა იმასვე არ გვიმტკიცებს, რასაც ირინეოსის დროს ბოდავდნენ იმდროინდელი გნოსტიკოსები, თითქოსდა "შთაფლვა" სულიერი ტერმინია და მასში დასხმაც იგულისხმებაო და შთაფლვაც...?!

ნეტ. თეოდორიტეც თავის თზხულებაში "საღმრთო დოგმატთა შემოკლებული გადმოცემა", განმარტავს რა ძველაღთქმისეულ პკურებათა მნიშვნელობას, რომლითაც ძველად იუდეველნი განიწმიდებოდნენ (და რაც წყალთან შეერთებული მადლის წინასახე იყო), ამბობს: "... არ ვართ თანახმა დავიცვათ წინადაცვეთა, შაბათი, მსხვერპლი, პკურებანი, არამედ სხვა სარგებლობას ვიღებთ ძველი აღთქმიდან, რადგან ის ზუსტ გაკვეთილებს გვაძლევს ღვთისმოსაობის, რწმენისა და ღვთის შესახებ, მოყვასისადმი სიყვარულის, სიმართლისა და გმირობის შესახებ და ძველაღთქმისეულ წმიდათა მაგალითებს მისაბაძად გვისახავს.

ამ სხურებათა ნაცვლად, - აგრძელებს ნეტ. თეოდორიტე, - მორწმუნისთვის საკმარისია ყოვლადწმიდა ნათლისღების ნიჭი, რადგან ის არა მარტო ადრინდელ ცოდვებს მოგვიტევებს, არამედ აღთქმულ სიკეთეთა სასოებასაც გვინერგავს, თანამოზიარეს გვხდის უფლის სიკვდილისა და აღდგომისა და სულის ნიჭთა ზიარებას გვაძლევს... ის არის მომავალ სიკეთეთა საწინდარი, სახე მომავალი აღდგომისა, თანაზიარობა უფლის ვნებებთან და აღდგომასთან, სამოსელი ცხოვრებისა და კვართი სიხარულისა, ნათელი სამოსი, უფრო სწორად, თავად ნათელი, ვინაიდან, "ვინც ქრისტეში მოინათლეთ, ქრისტე შეიმოსეთ" (გალატ. 3:27); და  "ვინც მოვინათლეთ იესო ქრისტეს მიერ, მის სიკვდილში მოვინათლენით; მასთან ერთადვე დავიმარხეთ სიკვდილში ნათლისღებით, რათა როგორც ქრისტე აღდგა მკვდრეთით მამის დიდებით, ჩვენც ასევე ვიარებოდეთ ახალ სიცოცხლეში. რადგან თუ სიკვდილის მსგავსებით მასთან თანაშეზრდილნი ვართ, აღდგომითაც მივემსგავსებით" (რომ. 6:3- 5). ასე გვასწავლა ნათლისღების შესახებ ღვთაებრივმა მოციქულმა, კერძოდ კი ის, რომ თანადავემარხებით რა ქრისტეს, აღდგომის თანამონაწილენიც გავხდებით" (Творения блаженного Феодорита епископа Кирского. Сокращенное изложение божественных догматов. О крещении. Изд. "Паломник". Москва, 2003, стр. 55- 56).

რა უნდოდა იმის თქმას, რომ "ძველაღთქმისეული სხურება შეიცვალა ახალთქმისეულით", მაგრამ, არა, - "სხურებათა ნაცვლად, - ბრძანებს წმიდა მამა, - მორწმუნისთვის საკმარისია ყოვლადწმიდა ნათლისღების ნიჭი", რომელიც გვებოძებაო "ქრისტესთან ერთად დამარხვით"; და არსად არის იოტისოდენა მინიშნებაც კი, რომ ეს "დამარხვა" არის სიმბოლური გამონათქვამი, სულიერი შინაარსის მქონე ტერმინი...

ასე რომ, სულ ტყუილ-უბრალოდ ლანძღავს "ძველმართლმადიდებელს" ე. ჭელიძე და მეცნიერისთვის შეუფერებელი უტიფრობით ცდილობს საკუთარი ცრუმეცნიერული შეხედულების გამყარებას.
32
oldorthodox@gmail.com
საქართველოს
ძველმართლმადიდებლური
ეკლესია

ოფიციალური საიტი
Назад к содержимому