უნდა დავფაროთ თუ არა ჭურჭლები?
ძველმოწესეობრივი გადმოცემის განმარტება ჭურჭლის თავდახურვის შესახებ
ძველმოწესეობრივი გადმოცემის განმარტება ჭურჭლის თავდახურვის შესახებ
ავტორი: მაქსიმ ჩერნიატევიჩი
მრავალ ძველმოწესე მართლმადიდებელს აქვს ჩვეულება დაფაროს ღია ჭურჭელი და ამგვარ ქმედებას ხსნის დემონთა მიერ ჭურჭლის შებილწვის შესაძლებლობით. ასეთი შეხედულების საფუძვლად კი მოჰყავთ წმ. მაკარის ცხოვრების ერთი მომენტი:
ღირსმა მაკარიმ, ერთხელ, უდაბნოში ყოფნისას ნახა ბინძური და აყროლებული ეშმაკი. მაკარიმ ჰკითხა: - რაო, ეშმაკო, რატომ ხარ ასე ბინძური, და რატომ არ გასუფთავდები? ეშმაკმა კი უპასუხა, რომ არსადა აქვს დასაბანი ადგილი, რადგან ყველა ტბას, ყველა მდინარეს და ყველა წყაროს დანიშნული ჰყავს ღვთიური მცველები. - "ნუთუ არსადაა შენი დასაბანი ადგილი?" - ისევ იკითხა მაკარიმ. ეშმაკმა უპასუხა, რომ ის ადამიანთა სახლებში ძებს დაუფარავ ჭურჭელს და მასში იბანს. ჭურჭელი ოდნავადაც რომ თავდაუხურავი იყოს, მაგრამ ლოცვით იყოს დაფარებული, ეშმაკი მასში ვერ ჩავა. სამაგიეროდ, ეშმაკი ადვილად ჩადის მყარად დახურულ ჭურჭელში, თუ ის ბოღმითა და ლოცვის გარეშეა დახურული, მაშინ ეშმაკი ადვილად აღწევს მასში და განიბანება, ხოლო ის ადამიანები, რომლებიც შემდეგ ამ ჭურჭლიდან სვამენ, ავადდებიან. არ ძალუძთ ეშმაკთ ავნონ იმ ადამიანს, რომლებიც სასმელს სვამენ ღვთის შიშით, პირჯვარს იწერენ და ლოცულობენ.
ზოგჯერ ჭურჭლის დაფარვა წმიდად სიმბოლურ ხასიათს ატარებს, მას არ ფარავენ ტილოთი ან დასაფარებლით, არამედ ორი გადაჯვარედინებული ჯოხით. ზოგჯერ ერთი ჯოხიც საკმარისია. ერთმორწმუნეთა მხრიდან ჭურჭლის ამგვარ დაფარვაზე უარის თქმა საკმაოდ ნეგატიურ დამოკიდებულებას აწყდება და ასეთ "ცოდვილს" ცერად უყურებენ, რადგან მან უგულებელჰყო ტრადიციული ყოფითი ჩვეულებები.
მაშ, რამდენად სავალდებულოა და მნიშვნელოვანი ჭურჭლების დაფარვა? რამდენად შეესაბამება ის სახარებას და წმიდა მამათა სწავლებას? მართალია თუ არა, რომ ეშმაკები ტანს იბანენ ჭურჭლებში და საიდან მომდინარეობს ეს ჩვეულება? მოდი, შევეცადოთ პასუხი გავცეთ ამ კითხვებს.
აღმოსავლეთში, სადაც ცხელი კლიმატია, ჰარში უამრავი რაოდენობის სხვადასხვა სახეობის მწერია. ასეთ ადგილებში გაუსაძლისია ცხოვრება. სახლებში შედიან მორიელები, გველები და სხვადასხვა ქვეწარმავლები, ხოლო ჰაერში უამრავი ბუზი და კოღო დაფრინავს, რომლებსაც გადააქვთ სხვადასხვა დაავადებანი. ამიტომაც სამხრეთის ქვეყნებში მცხოვრებნი გულმოდგინედ კეტავენ თავიანთ სახლებს, რათა თავიდან აიცილონ ყოველგვარ ქვემძრომთა შემოღწევა. აქედან გამომდინარე, ჭურჭლის თავდაუხურავად დატოვებაც საშიშია, და ამ ადგილების ყოველი მცხოვრები უეჭველად ისწრაფვის, რათა დახუროს იგი. ღირ. მაკარის ეს ისტორია მოხდა ეგვიპტეში, სადაც ჭურჭლების დაფარვა ერთ-ერთი ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი სანიტარული ნორმაა. ჩვენს კლიმატში კი მსგავსი ქცევა რუდიმენტარულად გამოიყურება (თუმცა, ჩრდილოეთის ზოგიერთ ადგილებში შესაძლოა საჭიროც იყოს).
"აჰა, მოგცემთ თქვენ ხელმწიფებას გველთა და მორიელთა დათრგუნვისა და მტრის ყოველი ძალისა; და ვერაფერი გავნებთ თქვენ" (ლუკა 10:19). თუკი თვით უფალი ეუბნება ამას თავის მოწაფეებს, რომ ვერ ავნებენ მათ "გველნი და მორიელნი", ანუ ეშმაკნი, თუკი მოწაფეები იცავენ უფლის მცნებებს, რა საჭიროა ახალი სწავლებების გამოგონება და მათი აყვანა შეუვალი ჭეშმარიტებების რანგში? ასეთი ყოფით-წვრილმანური ტრადიცია შესაძლოა დამახასიათებელი იყოს მრავალი ძველმოწესისთვის მისი ტრადიციული აღზრდის გამო, მაგრამ მათი დაცვა არ არის სავალდებულო, ზოგჯერ კი ეკლესიაში გარეშეთაგან მოსულ ნეოფიტთათვის საკმაოდ საზიანოც კი არის.
"თუ უფალი არ დაიცავს ქალაქს, ამაოდ ფხიზლობს გუშაგი" (ფსალმ. 126:1). ადამიანი თუ ქრისტეანულად ცხოვრობს, არ აცდენს ღვთისმსახურებას, ხშირად ეზიარება უწმიდეს საიდუმლოთ, დადის აღსარებებზე, ვერავითარი ეშმაკი, ღმრთის მიშვების გარეშე ამ ადამიანს ვერ დააბრკოლებს. ეშმაკთ არ შეუძლიათ ჭურჭლებში ბანაობა, რადგან ისინი უსხეულონი არიან.
"წინაპართა" ამგვარ გადმოცემებზე იმედისა და სასოების დამყარებამ შესაძლოა ადამიანს შესამჩნევი ზიანი მიაყენოს, რადგან ასეთ შემთხვევაში ადამიანი ეყრდნობა არა უფლის ძლიერებას, არამედ ყოფით ან მაგიურ მოქმედებას, ხოლო მისი ცხოვრება რეგლამენტირებული ხდება აურაცხელი რაოდენობის "იუდაური სჯულმდებლობებით".
ყოველთვის უნდა ვილოცოთ ჭამის წინ და ჭამის შემდეგ, გულწრფელად ვმადლობდეთ უფალს მოცემული საკვებისთვის და უფალიც არ დააყოვნებს ჩვენს დაცვას ეშმაკთა მზაკვარებისგან.
წმინდანთა ცხოვრებას ძნელად თუ უწოდებ სწავლა-მოძღვრებით ლიტერატურას (იმათ გარდა, რომლებიც ეკლესიის მიერ აღიარებული ავტორიტეტულუი წმიდა მამების მიერ არის დაწერილი; როგორიცაა, მაგალითად, წმიდა ანტონი დიდის ცხოვრება, რომელიც აღწერა წმიდა ათანასემ). ხშირად ცხოვრებებში შეიძლება შეხვდე საკმაოდ საეჭვო ხასიათის ისტორიას. ამიტომაც ახალმოქცეულთათვის სასურველია იკითხონ თვით წმიდა მამათა მიერ აღწერილი ცხოვრებანი, რათა მათით განმტკიცდეს საეკლესიო ჭეშმარიტებათა მართებული შემეცნება.
ჭურჭლების თავდაფარვა - არ არის ცხოვნებისთვის აუცილებელი საქმე, მაგრამ ცოდვაა იმათი განკითხვა, ვინც ამას აკეთებს; ცოდვაა ასევე განკითხვა იმათი, ვინც ჭურჭელს თავს არ აფარებს, - რადგან ამდაგვარის განმკითხველი ჭეშმარიტების წინაშე სცოდავს.
მრავალ ძველმოწესე მართლმადიდებელს აქვს ჩვეულება დაფაროს ღია ჭურჭელი და ამგვარ ქმედებას ხსნის დემონთა მიერ ჭურჭლის შებილწვის შესაძლებლობით. ასეთი შეხედულების საფუძვლად კი მოჰყავთ წმ. მაკარის ცხოვრების ერთი მომენტი:
ღირსმა მაკარიმ, ერთხელ, უდაბნოში ყოფნისას ნახა ბინძური და აყროლებული ეშმაკი. მაკარიმ ჰკითხა: -
ზოგჯერ ჭურჭლის დაფარვა წმიდად სიმბოლურ ხასიათს ატარებს, მას არ ფარავენ ტილოთი ან დასაფარებლით, არამედ ორი გადაჯვარედინებული ჯოხით. ზოგჯერ ერთი ჯოხიც საკმარისია. ერთმორწმუნეთა მხრიდან ჭურჭლის ამგვარ დაფარვაზე უარის თქმა საკმაოდ ნეგატიურ დამოკიდებულებას აწყდება და ასეთ "ცოდვილს" ცერად უყურებენ, რადგან მან უგულებელჰყო ტრადიციული ყოფითი ჩვეულებები.
მაშ, რამდენად სავალდებულოა და მნიშვნელოვანი ჭურჭლების დაფარვა? რამდენად შეესაბამება ის სახარებას და წმიდა მამათა სწავლებას? მართალია თუ არა, რომ ეშმაკები ტანს იბანენ ჭურჭლებში და საიდან მომდინარეობს ეს ჩვეულება? მოდი, შევეცადოთ პასუხი გავცეთ ამ კითხვებს.
აღმოსავლეთში, სადაც ცხელი კლიმატია, ჰარში უამრავი რაოდენობის სხვადასხვა სახეობის მწერია. ასეთ ადგილებში გაუსაძლისია ცხოვრება. სახლებში შედიან მორიელები, გველები და სხვადასხვა ქვეწარმავლები, ხოლო ჰაერში უამრავი ბუზი და კოღო დაფრინავს, რომლებსაც გადააქვთ სხვადასხვა დაავადებანი. ამიტომაც სამხრეთის ქვეყნებში მცხოვრებნი გულმოდგინედ კეტავენ თავიანთ სახლებს, რათა თავიდან აიცილონ ყოველგვარ ქვემძრომთა შემოღწევა. აქედან გამომდინარე, ჭურჭლის თავდაუხურავად დატოვებაც საშიშია, და ამ ადგილების ყოველი მცხოვრები უეჭველად ისწრაფვის, რათა დახუროს იგი. ღირ. მაკარის ეს ისტორია მოხდა ეგვიპტეში, სადაც ჭურჭლების დაფარვა ერთ-
"აჰა, მოგცემთ თქვენ ხელმწიფებას გველთა და მორიელთა დათრგუნვისა და მტრის ყოველი ძალისა; და ვერაფერი გავნებთ თქვენ" (ლუკა 10:19). თუკი თვით უფალი ეუბნება ამას თავის მოწაფეებს, რომ ვერ ავნებენ მათ "გველნი და მორიელნი", ანუ ეშმაკნი, თუკი მოწაფეები იცავენ უფლის მცნებებს, რა საჭიროა ახალი სწავლებების გამოგონება და მათი აყვანა შეუვალი ჭეშმარიტებების რანგში? ასეთი ყოფით-
"თუ უფალი არ დაიცავს ქალაქს, ამაოდ ფხიზლობს გუშაგი" (ფსალმ. 126:1). ადამიანი თუ ქრისტეანულად ცხოვრობს, არ აცდენს ღვთისმსახურებას, ხშირად ეზიარება უწმიდეს საიდუმლოთ, დადის აღსარებებზე, ვერავითარი ეშმაკი, ღმრთის მიშვების გარეშე ამ ადამიანს ვერ დააბრკოლებს. ეშმაკთ არ შეუძლიათ ჭურჭლებში ბანაობა, რადგან ისინი უსხეულონი არიან.
"წინაპართა" ამგვარ გადმოცემებზე იმედისა და სასოების დამყარებამ შესაძლოა ადამიანს შესამჩნევი ზიანი მიაყენოს, რადგან ასეთ შემთხვევაში ადამიანი ეყრდნობა არა უფლის ძლიერებას, არამედ ყოფით ან მაგიურ მოქმედებას, ხოლო მისი ცხოვრება რეგლამენტირებული ხდება აურაცხელი რაოდენობის "იუდაური სჯულმდებლობებით".
ყოველთვის უნდა ვილოცოთ ჭამის წინ და ჭამის შემდეგ, გულწრფელად ვმადლობდეთ უფალს მოცემული საკვებისთვის და უფალიც არ დააყოვნებს ჩვენს დაცვას ეშმაკთა მზაკვარებისგან.
წმინდანთა ცხოვრებას ძნელად თუ უწოდებ სწავლა-
ჭურჭლების თავდაფარვა -