თამბაქოს შესახებ
ყოველი დაკვირვებული კაცისთვის ცნობილია როგორ აქვთ განვითარებული ბავშვებს უფროსებისადმი მიბაძვის სურვილი, თუმცა, ეს მიბაძვა, სამწუხაროდ, უფრო უარყოფითი მხარისკენ, ანუ ცუდი ჩვეულებების გადმოღებისკენ არის მიმართული, ვიდრე ქრისტეანული სათნოებებისკენ.
ყველაზე მავნე ჩვეულება, რომელსაც ადამიანები ყოველგვარი სირცხვილისა და თვით ჩვეულების უაზრობის შეგნების გარეშე, საქვეყნოდ ამჟღავნებენ, არის თამბაქოს მოწევა - ჩვეულება, რომელიც დამღუპველად მოქმედებს როგორც ქრისტეანის სულზე, რადგან აჩვევეს მას საღმრთო განაწესებისა და მცნებებისადმი დაუმორჩილებლობას, ასევე მის ხორცზეც, რადგან წამლავს ადამიანის მაცოცხლებელ ძალებს.
ჩვეულებისამებრ ეს მავნე ჩვევა სიყმაწვილის ასაკში იწყება, როდესაც მოზარდი საკუთარ ნებას ჯერაც ვერ აკონტროლებს და თითქმის შეუგნებლად მოქმედებს. ის ხედავს მწეველ უფროსებს და იწყებს მათ მიბაძვას, მიუხედავად იმისა, რომ მოწევის დაწყება მტკივნეულ მოვლენებთან არის დაკავშირებული, მაგალითად: თავის ტკივილთან, თავბრუსხვევასთან, ღებინებასთან და ა. შ. მაგრამ ბოროტი ვნება სულ უფრო ასნებოვნებს ყველა ასაკისა და სქესის ადამიანს. შეიძლება ითქვას, რომ ამ ვნებას უკვე დაქვემდებარებულია ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უმეტესობა. ასევე უნდა შევნიშნოთ, რომ თვით ცხოველებიც კი, რომლებიც ინსტინქტურად იცავენ თავს ყოველივე იმისგან რაც მათ ჯანმრთელობას ვნებს, თამბაქოს მომწამვლელ კვამლს ვერ იტანენ, ხოლო ადამიანები, გონიერების საწინააღმდეგოდ და საკუთარი თავის შენარჩუნების საპირისპიროდ, ამ შხამით საკუთარ ორგანიზმს ნებაყოფლობით იწამლავენ. რამდენად დამღუპველია ეს ჩვეულება ჩანს იქიდანაც, რომ მისი გადაგდება ძნელია, რადგან ისე იმონებს ადამიანის ნებას, რომ ამ ვნებასთან ბრძოლის უნარსაც კი ართმევს. ჩვენი მოვალეობა იმაშია, რათა სიყრმის ასაკიდანვე შთავაგონოთ ბავშვებს ზიზღი ამ ბინძური და საძაგელი ჩვევის წინააღმდეგ და ავუხსნათ მათ მისი მავნებლობა. მეცნიერულად დამტკიცებულია, რომ თამბაქო შეიცავს ძლიერ და სწრაფმოქმედ შხამებს.
თამბაქოს სამშობლო არის ამერიკა, სადაც ის პირველად, 1491 წელს კოლუმბმა შენიშნა. კერძოდ, მას კუნძულ ჰვანაგანის ველურები ეწეოდნენ. ამ კუძულზე დასახლებულმა ესპანელებმა თვითონაც გადაიღეს ეს ბილწი ჩვეულება და შემდგომ ევროპაშიც გაავრცელეს.
რუსეთში თამბაქომ იოანე მრისხანის დროს შეაღწია. სხვადასხვა ქვეყნის ხელისუფალნი მრავალ განკარგულებებს გამოსცემდნენ თამბაქოს წევის წინააღმდეგ, რადგან ამ გონების დამაბნელებელი მცენარისადმი ადამიანთა მიდრეკილებას კარგად ხედავდნენ.
1619 წელს ინლისის მეფე იაკობ I, თავისი ხალხისადმი მიმართვაში წერდა: "ჯერაც თუ არ დაგიკარგავთ სინდისი და ნამუსი, თავი დაანებეთ თამბაქოს წევის მავნე ჩვეულებას, რომელიც ვნებს ჯანმრთელობას, არყევს ოჯახის სიმყურდოვეს და იწვევს ღმრთის რისხვას. თამბაქო - ეს არის გეჰენა მისი ნამდვილი სახით, რადგან ის ისევე ყარს და საძაგელია, როგორც თვით ჯოჯოხეთი".
შუასაუკუნეების თურქეთში მწეველებს ცხვირებს უხვრეტდნენ და ნახვრეტებში ჩიბუხს ჩრიდნენ, შემდეგ კი ვირზე შესვამდნენ და სხვათა ჭკუის სასწავლებლად მთელს ქალაქს შემოატარებდნენ. რუსეთში იოანე მრისხანის დროს მწეველებს საკმაოდ მკაცრად სჯიდნენ. თვით სქიზმატიკოსი მეფის, ალექსი მიხეილის ძის დროს მხედართმთავრებს ეძლეოდა განკარგულება "ყურადღება მიეპყროთ, რათა მოქალაქეებს ბილწი თამბაქო არ ეღეჭათ, ცხვირში თამბაქოს ფხვნილი არ შეესუნთქათ ან არ მოეწიათ". გარდა ამისა, მწეველებს ამათრახებდნენ, ნესტოებს ახევდნენ, ცხვირებს აჭრიდნენ, ხოლო მას, ვინც თამბაქოს ღეჭავდა, ტუჩებს აჭრიდნენ და ამგვარი ტანჯვა-წამების შემდეგ შორეულ ქალაქებში ასახლებდნენ, რათა ეს "სხვებისთვის ჭკუის სასწავლი ყოფილიყო".
შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, რამდენი ფულადი სახსრებია დახარჯული ამ შხამის შესაძენად! რამდენი უბედური შემთხვევა, რამდენი ხანძარი გაჩენილა დატოვებული ნამწვების გამო! ვნებისა და უბედურების გარდა არავითარი სარგებლობა თამბაქოს არ მოაქვს ადამიანისთვის.
მაგრამ ყველაზე დამღუპველად მწეველები მოზარდ თაობაზე მოქმედებენ. ქრისტემ კი თქვა, "ხოლო ვინც აცდუნებს ერთ ამ მცირეთაგანს, რომელსაც მე ვწამვარ, უჯობს წისქვილის დოლაბი დაჰკიდონ ყელზე და ზღვის უფსკრულში დანთქან. ვაი ამ ქვეყანას საცდურთაგან, ვინაიდან საცდური გარდუვალია: მაგრამ ვაი იმ კაცს, ვისგანაც მოდის საცდური" (მათე 18:6-7). ამავე სიტყვებით ლაპარაკობს წმიდა წერილი თვითმკვლელებზე, ანუ საცთურის ცოდვა თვითმკვლელობის ცოდვას არის გათანაბრებული. მეტიც, თამბაქოს წევა იწვევს მთელ რიგ სნეულებებს, ხშირად კი ფილტვების კიბოს აჩენს.
ამგვარად, მწეველები თავიან სიცოცხლეს იმოკლებენ და მეექვსე მცნების წინააღმდეგ სცოდავენ. გარდა ამისა, თამბაქოს მწეველები ხშირად სასარგებლო საქმის კეთებას მოწევას ამჯობინებენ, საკუთარი ცხოვრების აგებას ამ მავნე ჩვეულების გათვალისწინებით იწყებენ. თამბაქო მათთვის ხდება კერპი, ეს კი მეორე მცნების დარღვევაა.
როდესაც თამბაქოს მოზარდები ეწევიან, ისინი ვარდებიან სხვადასხვა ცოდვებში: მშობლებისადმი დაუმორჩილებლობაში (მეხუთე მცნების დარღვევა), ფულის მოპარვაში თამბაქოს საყიდლად (მერვე მცნების დარღევა) და სხვა.
მწეველები თავიანთი ჩვევვის გასამართლებლად ხშირად კითხულობენ, როგორ შეიძლება ის მავნე იყოს, თუკი ღმერთმა შექმნა ეს ბალახი? ხომ ნათქვამია, რომ "ყოველი მცენარე ადამიანს უნდა ემსახურებოდეს"? რა თქმა უნდა, თამბაქო, ლენცოფა, დარიშხანი და სხვა შხამებიც ღმერთმა შექმნა, მაგრამ რა დასკვნა უნდა გამოვიტანოთ აქედან? ნუთუ ის, რომ ადამიანები მათით უნდა იწამლებოდნენ? თამბაქო ხომ თავისთავად არ არის საზიანო, სანამ ადამიანებმა მისი არაჯეროვნად გამოყენება არ დაიწყეს. ან რა ვთქვათ, მაგალითად, რკინაზე, რომელიც ასევე ღმრთის შექმნილია, თუმცა არა იმისთვის, რომ ადამიანებმა მისგან მომაკვდინებელი იარაღები გააკეთონ. თამბაქო მაშინ შეიქმნა მავნე, როდესაც ადამიანებმა მისით საკუთარი ვნების დაკმაყოფილება დაიწყეს.
ღმერთმა ყოველი მცენარე "ადამიანის სასარგებლოდ შექმნა", თუკი ადამიანი მას ჯეროვნად და მისთვის სასარგებლოდ გამოიყენებს. ცხელ ქვეყნებში, სადაც მრავალი შხამიანი და ადამიანისთვის მავნე მწერია, მწყემსები წვავენ ნაკელს, რათა მისმა სუნმა ქინქლა და კოღო განდევნოს. მაგრამ ხომ არავინ ეწევა ნაკელს, ანუ ხომ არავინ ისუნთქავს ნაკელის კვამლს! ასევე თამბაქოს ხსნარით შინაური პირუტყვის კანის დაავადებებს მკურნალობენ. მაგრამ ადამიანი ხომ თამბაქოს დაავადებათა სამკურნალოდ არ ეწევა, არამედ უბრალო, არაბუნებრივი ჩვეულების გამო. თამბაქოს არა თუ არ ძალუძს განკურნოს დაავადებანი, არამედ თვითონვე ხდება მრავალ დაავადებათა მიზეზი.
წევას მიჩვეული ადამიანი ხშირად თავს იმით იმართლებს, რომ ყველა ეწევა, ეს ნორმალურია და მოდურიც კი. მაგრამ რა არის ნორმალური და წესიერი იმაში, რომ ადამიანები ისუნთქავენ მყრალ სუნს, შემდეგ უკანვე უშვებენ და მისით გარშემომყოფებს წამლავენ? უაზრო ქმედებებისადმი მიბაძვა უგუნურ პირუტყვებს ახასიათებთ, მაგალითად, მაიმუნებს. უგუნური მოდისადმი მიბაძვა - განა გონიერი საქციელია?
და ბოლოს, თამბაქოს მწეველები თავის გასამართლებლად ამბობენ, რომ თამბაქოს მოწევა არ არის აკრძალული არც წმიდა წერილით და არც წმიდა ეკლესიის სწავლებით. წმიდა წერილში არც ის არის ნათქვამი, რომ ფულზე ბანქოს თამაში, ან ყალბი ფულის ჭრა და სხვა მისთანანი, ცოდვაა. იმ დროს ადამიანის გონება ისე არ იყო გარყვნილი, ათასგვარი ცოდვა მოეფიქრებინათ ღმრთის მცნებათა დასარღვევად. საზოგადოდ ცნობილია, რომ თამბაქოს მოწევა ჩვევად დამკვიდრდა მხოლოდ XV საუკუნეში ქრისტეს შობიდან. აი, რატომ არაფერია პირდაპირ ნათქვამი წმიდა წერილში თამბაქოს წევის შესახებ. მაგრამ ეკლესიის მოძღვრები და მასწავლებლები ყოველთვის უთითებდნენ მწველებს მათი ჩვევის მავნებლობასა და ცოდვილიანობაზე. ისინი ყოველთვის ადასტურებდნენ, რომ ეს ვნება მეტად დამღუპველია კაცთათვის და ამოძირკვულ უნდა იქნას ქრისტეანული საზოგადოებიდან, როგორც მავნე და მაცთური.
ყველა ეს დარიგება მარტივად და გასაგებად უნდა ავუხსნათ ბავშვებს, რათა სიყრმის ასაკიდანვე მივაჩვიოთ ისინი მავნე ჩვევებისაგან თავის დაცვას. შევაგნებინოთ მათ, რომ ამგვარი ჩვევები არა მარტო ვნებენ ჯანმრთელობას, არამედ, რაც განსაკუთრებულად საშინელია ქრისტეანისთვის, ღუპავენ მის სულს, და ხელს ადამიანს ცათა სასუფევლის დამკვიდრებაში.
ყველაზე მავნე ჩვეულება, რომელსაც ადამიანები ყოველგვარი სირცხვილისა და თვით ჩვეულების უაზრობის შეგნების გარეშე, საქვეყნოდ ამჟღავნებენ, არის თამბაქოს მოწევა -
ჩვეულებისამებრ ეს მავნე ჩვევა სიყმაწვილის ასაკში იწყება, როდესაც მოზარდი საკუთარ ნებას ჯერაც ვერ აკონტროლებს და თითქმის შეუგნებლად მოქმედებს. ის ხედავს მწეველ უფროსებს და იწყებს მათ მიბაძვას, მიუხედავად იმისა, რომ მოწევის დაწყება მტკივნეულ მოვლენებთან არის დაკავშირებული, მაგალითად: თავის ტკივილთან, თავბრუსხვევასთან, ღებინებასთან და ა. შ. მაგრამ ბოროტი ვნება სულ უფრო ასნებოვნებს ყველა ასაკისა და სქესის ადამიანს. შეიძლება ითქვას, რომ ამ ვნებას უკვე დაქვემდებარებულია ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უმეტესობა. ასევე უნდა შევნიშნოთ, რომ თვით ცხოველებიც კი, რომლებიც ინსტინქტურად იცავენ თავს ყოველივე იმისგან რაც მათ ჯანმრთელობას ვნებს, თამბაქოს მომწამვლელ კვამლს ვერ იტანენ, ხოლო ადამიანები, გონიერების საწინააღმდეგოდ და საკუთარი თავის შენარჩუნების საპირისპიროდ, ამ შხამით საკუთარ ორგანიზმს ნებაყოფლობით იწამლავენ. რამდენად დამღუპველია ეს ჩვეულება ჩანს იქიდანაც, რომ მისი გადაგდება ძნელია, რადგან ისე იმონებს ადამიანის ნებას, რომ ამ ვნებასთან ბრძოლის უნარსაც კი ართმევს. ჩვენი მოვალეობა იმაშია, რათა სიყრმის ასაკიდანვე შთავაგონოთ ბავშვებს ზიზღი ამ ბინძური და საძაგელი ჩვევის წინააღმდეგ და ავუხსნათ მათ მისი მავნებლობა. მეცნიერულად დამტკიცებულია, რომ თამბაქო შეიცავს ძლიერ და სწრაფმოქმედ შხამებს.
თამბაქოს სამშობლო არის ამერიკა, სადაც ის პირველად, 1491 წელს კოლუმბმა შენიშნა. კერძოდ, მას კუნძულ ჰვანაგანის ველურები ეწეოდნენ. ამ კუძულზე დასახლებულმა ესპანელებმა თვითონაც გადაიღეს ეს ბილწი ჩვეულება და შემდგომ ევროპაშიც გაავრცელეს.
რუსეთში თამბაქომ იოანე მრისხანის დროს შეაღწია. სხვადასხვა ქვეყნის ხელისუფალნი მრავალ განკარგულებებს გამოსცემდნენ თამბაქოს წევის წინააღმდეგ, რადგან ამ გონების დამაბნელებელი მცენარისადმი ადამიანთა მიდრეკილებას კარგად ხედავდნენ.
1619 წელს ინლისის მეფე იაკობ I, თავისი ხალხისადმი მიმართვაში წერდა: "ჯერაც თუ არ დაგიკარგავთ სინდისი და ნამუსი, თავი დაანებეთ თამბაქოს წევის მავნე ჩვეულებას, რომელიც ვნებს ჯანმრთელობას, არყევს ოჯახის სიმყურდოვეს და იწვევს ღმრთის რისხვას. თამბაქო -
შუასაუკუნეების თურქეთში მწეველებს ცხვირებს უხვრეტდნენ და ნახვრეტებში ჩიბუხს ჩრიდნენ, შემდეგ კი ვირზე შესვამდნენ და სხვათა ჭკუის სასწავლებლად მთელს ქალაქს შემოატარებდნენ. რუსეთში იოანე მრისხანის დროს მწეველებს საკმაოდ მკაცრად სჯიდნენ. თვით სქიზმატიკოსი მეფის, ალექსი მიხეილის ძის დროს მხედართმთავრებს ეძლეოდა განკარგულება "ყურადღება მიეპყროთ, რათა მოქალაქეებს ბილწი თამბაქო არ ეღეჭათ, ცხვირში თამბაქოს ფხვნილი არ შეესუნთქათ ან არ მოეწიათ". გარდა ამისა, მწეველებს ამათრახებდნენ, ნესტოებს ახევდნენ, ცხვირებს აჭრიდნენ, ხოლო მას, ვინც თამბაქოს ღეჭავდა, ტუჩებს აჭრიდნენ და ამგვარი ტანჯვა-
შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, რამდენი ფულადი სახსრებია დახარჯული ამ შხამის შესაძენად! რამდენი უბედური შემთხვევა, რამდენი ხანძარი გაჩენილა დატოვებული ნამწვების გამო! ვნებისა და უბედურების გარდა არავითარი სარგებლობა თამბაქოს არ მოაქვს ადამიანისთვის.
მაგრამ ყველაზე დამღუპველად მწეველები მოზარდ თაობაზე მოქმედებენ. ქრისტემ კი თქვა, "ხოლო ვინც აცდუნებს ერთ ამ მცირეთაგანს, რომელსაც მე ვწამვარ, უჯობს წისქვილის დოლაბი დაჰკიდონ ყელზე და ზღვის უფსკრულში დანთქან. ვაი ამ ქვეყანას საცდურთაგან, ვინაიდან საცდური გარდუვალია: მაგრამ ვაი იმ კაცს, ვისგანაც მოდის საცდური" (მათე 18:6-
ამგვარად, მწეველები თავიან სიცოცხლეს იმოკლებენ და მეექვსე მცნების წინააღმდეგ სცოდავენ. გარდა ამისა, თამბაქოს მწეველები ხშირად სასარგებლო საქმის კეთებას მოწევას ამჯობინებენ, საკუთარი ცხოვრების აგებას ამ მავნე ჩვეულების გათვალისწინებით იწყებენ. თამბაქო მათთვის ხდება კერპი, ეს კი მეორე მცნების დარღვევაა.
როდესაც თამბაქოს მოზარდები ეწევიან, ისინი ვარდებიან სხვადასხვა ცოდვებში: მშობლებისადმი დაუმორჩილებლობაში (მეხუთე მცნების დარღვევა), ფულის მოპარვაში თამბაქოს საყიდლად (მერვე მცნების დარღევა) და სხვა.
მწეველები თავიანთი ჩვევვის გასამართლებლად ხშირად კითხულობენ, როგორ შეიძლება ის მავნე იყოს, თუკი ღმერთმა შექმნა ეს ბალახი? ხომ ნათქვამია, რომ "ყოველი მცენარე ადამიანს უნდა ემსახურებოდეს"? რა თქმა უნდა, თამბაქო, ლენცოფა, დარიშხანი და სხვა შხამებიც ღმერთმა შექმნა, მაგრამ რა დასკვნა უნდა გამოვიტანოთ აქედან? ნუთუ ის, რომ ადამიანები მათით უნდა იწამლებოდნენ? თამბაქო ხომ თავისთავად არ არის საზიანო, სანამ ადამიანებმა მისი არაჯეროვნად გამოყენება არ დაიწყეს. ან რა ვთქვათ, მაგალითად, რკინაზე, რომელიც ასევე ღმრთის შექმნილია, თუმცა არა იმისთვის, რომ ადამიანებმა მისგან მომაკვდინებელი იარაღები გააკეთონ. თამბაქო მაშინ შეიქმნა მავნე, როდესაც ადამიანებმა მისით საკუთარი ვნების დაკმაყოფილება დაიწყეს.
ღმერთმა ყოველი მცენარე "ადამიანის სასარგებლოდ შექმნა", თუკი ადამიანი მას ჯეროვნად და მისთვის სასარგებლოდ გამოიყენებს. ცხელ ქვეყნებში, სადაც მრავალი შხამიანი და ადამიანისთვის მავნე მწერია, მწყემსები წვავენ ნაკელს, რათა მისმა სუნმა ქინქლა და კოღო განდევნოს. მაგრამ ხომ არავინ ეწევა ნაკელს, ანუ ხომ არავინ ისუნთქავს ნაკელის კვამლს! ასევე თამბაქოს ხსნარით შინაური პირუტყვის კანის დაავადებებს მკურნალობენ. მაგრამ ადამიანი ხომ თამბაქოს დაავადებათა სამკურნალოდ არ ეწევა, არამედ უბრალო, არაბუნებრივი ჩვეულების გამო. თამბაქოს არა თუ არ ძალუძს განკურნოს დაავადებანი, არამედ თვითონვე ხდება მრავალ დაავადებათა მიზეზი.
წევას მიჩვეული ადამიანი ხშირად თავს იმით იმართლებს, რომ ყველა ეწევა, ეს ნორმალურია და მოდურიც კი. მაგრამ რა არის ნორმალური და წესიერი იმაში, რომ ადამიანები ისუნთქავენ მყრალ სუნს, შემდეგ უკანვე უშვებენ და მისით გარშემომყოფებს წამლავენ? უაზრო ქმედებებისადმი მიბაძვა უგუნურ პირუტყვებს ახასიათებთ, მაგალითად, მაიმუნებს. უგუნური მოდისადმი მიბაძვა -