"სტარჩესტვოს" შესახებ
მტკიცებულებანი ახალმოწესეთა ეკლესიაში პატივდებული ე. წ. “სტარჩესტვოს” არამართლმადიდებლურობის შესახებ
მტკიცებულებანი ახალმოწესეთა ეკლესიაში პატივდებული ე. წ. “სტარჩესტვოს” არამართლმადიდებლურობის შესახებ
ავტორი: ანდრია ეზეროვი
სწავლება "დამმოძღვრელ" და "დასამოძღვრ" ეკლესიათა შესახებ და სასულიერო ინსტიტუტების გახრწნა გახდა სასულიერო პირთა და მათ სულიერ სამწყსოს შორის ურთიერთობების არასწორი ფორმების აღმოცენების მიზეზი. პირველ რიგში, ეს ეხება ქრისტეანული ეკლესიისთვის ახალი, აქამომდე უცნობი (ყოველ შემთხვევაში ასეთი სახით) ინსტიტუტის აღმოცენებას, რომელმაც ახალმოწესეობაში მიიღო სახელწოდება "სტარჩესტვო" ("მხცოვნობა". რადგან ინსტიტუტი რუსულია და ზედმიწევნით მისმა თარგმნამ შესაძლოა გამოიწვიოს "სტარჩესტვოს" არსის არაშესატყვისი აღქმა, გადავწყვიტეთ, ეს მოვლენა ყველგან აღვნიშნოთ მისი, "მშობლიური" რუსული ტერმინით - მთარგმნ.).
ძველქრისტეანულ და ძველრუსულ ეკლესიაში "სტარცებად" (მხცოვნებად) იწოდებოდნენ სულიერი და დიდი ასკეტური გამოცდილების მქონე ბერები; ეს მოსაგრენი, რომელთაც გავლილი ჰქონდათ ხორციელი ვნებების დათრგუნვისა და სულიერი მოსაგრეობის დიდი და მძიმე გზა, არცთუ მცირე დროის შემდეგ ძალმოსილნი იყვნენ, გამხდარიყვნენ უფრო ახალგაზრდა ბერების სულიერი მოძღვრები და დამრიგებლები. მოწაფეები, ასეთი გამოცდილების მქონე მამებს ხშირად უწოდებოდნენ "მამებს", "მოძღვრებს", "მასწავლებლებს", "სულიერ წინამძღოლებს", "მიმრქმელებს", "უფროსებს" (ანუ მხცოვნებს), ასევე მიმართავდნენ ამა თუ იმ ქვეყნის მკვიდრ მოსახლეობაში გავრცელებული ტერმინით, რომელიც მიანიშნებდა მამის ღრმა სულიერ და ასკეტურ გამოცდილებაზე და შვილებრივ პატივისცემაზე სულიერი მამის მიმართ.
მამებს განსაკუთრებული ზნეობრივი ავტორიტეტი ჰქონდათ და მათთან ბერების ურთიერთობას მხრიდან განაპირობებდა არა ამა თუ იმ მხცოვანის ცხოვრების რაიმე გარეგნული ფაქტი, არამედ ბერების სულიერი მოთხოვნილება.
წმ. ბასილი დიდი აფრთხილებდა ახალბედა ბერებს არ ეძებათ ისეთი მოძღვრები, რომლებიც რაიმე გარეგნული საქმეებით იქნებოდნენ სახელგანთქმულნი. მოძღვრის არჩევისას მთავარ კრიტერიუმად წმ. ბასილი მიიჩნევს მამის სულიერ გამოცდილებას და წმიდა წერილის ცოდნას. როგორც წესი, მხცოვანს ერთი მოწაფე ჰყავდა (მაგ. ამბა დოროთეს მოწაფე იყო ღირსი დოსითეოსი). დროთა განმავლობაში, მისი სულიერი ზრდისა და უდაბნოში დამოუკიდებელი განმარტოების მიხედვით, შესაძლო იყო, მხცოვანს ჰყოლოდა სხვა მოწაფეც. იშვიათად გვხდება შემთხვევები, როდესაც ერთ მხცოვანთან სიბრძნესა და ბერულ ცხოვრებაში ერთდროულად იწაფებოდა რამდენიმე ან ათეულობით მოწაფე.
გამოცდილ მხცოვანს ზოგჯერ რჩევისთვის მიმართავდნენ სხვა მხარის ბერებიც, თუმცა ეს იშვიათად ხდებოდა, შესაძლოა ითქვას - გამონაკლის შემთხვევებში. მოძღვარი და მოწაფე ცხოვრობდნენ ერთ ჭერქვეშ. ამიტომაც უწოდებს ბასილი დიდი მხცოვანსა და მის მოწაფეს "ერთად მცხოვრებთ" (ციტ. Смирнов С. И. Духовный отец в древней церкви, стр. 43).
ბერ-მონაზვნობის ისტორიაში აღწერილია მრავალგვარი ხერხი, რითაც მოძღვრები ასწავლიდნენ მოწაფეებს. ზოგ მხცოვანს შეეძლო არაფერი ეთქვა, მაგრამ მოწაფე მოვალე იყო, გაემეორებინა ყველა მისი საქმე. სხვა შემთხევებში მოძღვარს შეეძლო გამოეცადა თავისი მოწაფე. ზოგს პრაქტიკაში ჰქონდა ზრახვათა აღსარება, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში მოძღვრობის მთავარი მიზანი იყო ბერის სულიერი აღზრდა, დამწყები ბერისთვის სულიერი დახმარების გაწევა ამ ძნელ და ეკლიან გზაზე, რომელსაც ბერმონაზვნური ცხოვრება ჰქვია. ბერული აღზრდის გარეშე მცხოვნობა არ არსებობდა ერთი უბრალო მიზეზის გამო: ამბას შეეძლო ესწავლებინა მხოლოდ ის მეცნიერება, რომელშიც თვითონ იყო გაწაფული, ანუ ბერმონაზვნური ცხოვრება.
ბერმონაზვნობის ცნობილი მკვლევარი ს. ი. სმირნოვი აღნიშნავს, რომ მხცოვნობა წარმოადგენდგა მხოლოდ და მხოლოდ ბერულ ინსტიტუტს და იყო "მონაზვნური ცხოვრების მთელი საფუძველი, ...რომელიც შესაბამისობაში იყო მონასტრული ცხოვრების ყველა ფორმასთან და ის ვლინდებოდა ყველგან, სადაც კი არსებობდა ქრისტეანული მონაზვნობა" (იქვე. გვ. 5).
იყო ცალკეული შემთხვევები, როდესაც თავიანთი სიწმიდით ცნობილი ბერები (ღირ. თეოდოსი პეჩორელი, აბრაამ სმოლენსკელი, სერგი საკვირველმოქმედი, საბა სტოროჟეველი, იოსებ ვოლოცკელი, მაქსიმე ბერძენი, დიონისე რადონეჟელი და სხვები) სულიერ რჩევებს აძლევდნენ ერისკაცებსაც, მაგრამ ეს აიხსნებოდა საჭირო აუცილებლობით და "განსაკუთრებული შემთხვევით", რაც ხაზგასმულია მათ ცხოვრებებში.
ძველი ბერები არცთუ იშვიათად ფლობდნენ განსაკუთრებულ სულიერ ნიჭებსაც, მაგრამ ამ ნიჭებს არ უკავშირებდნენ არც მოძღვრობას და არც მხცოვნობას, არამედ უშუალოდ მოსაგრეობას, ბერულ ცხოვრებას და ღმრთის განსაკუთრებულ განგებულებას. დიდი მამები ყოველთვის გვაფრთხილებენ, არ გაგვიტაცოს წინასწარმეტყველებებმა, ხილვებმა და სხვა სასწაულებმა. ღირ. პახომი ძმობას ასწავლიდა: "ღმრთის მცნებებით მცხოვრები და მტკიცე რწმენის მქონე ადამიანი უმჯობესია იმაზე, ვისაც აქვს ხილვათა ნიჭი, რადგან უფლის ტაძარია" (იქვე, გვ. 62). ღირსი კასიანე კი ამბობდა, რომ "სასწაულები, რომლებიც გაკვირვებას იწვევს, ნაკლებად შეეწევიან წმინდა ცხოვრებას"; "სხვებისგან ეშმაკთა განდევნაზე უფრო დიდი სასწაულიაო ვნებების განდევნა საკუთარი სხეულიდან" (იქვე, გვ. 62).
აზრი იმის შესახებ, რომ სულიერი მოსაგრე უფრო უნდა განისწავლებოდეს მამებისეული ზოგადი გადმოცემებით, ვიდრე მოჩვენებითი (ან სინამდვილეში არსებული) დიდ მამათა ცალკეული სწავლებით, გვხვდება ღირ. ბიკენტი ლირინელთან და სხვა წმიდა მამებთანაც, განსაკუთრებით ღირ. ნიკონ ჩერნოგორელთან. მოძღვრისადმი მორჩილება აუცილებელი ნიშანთვისება იყო ბერმონაზვნობისა, მაგრამ იმ შემთხვევაში თუკი მოსწავლე თავის მოძღვარს რაიმე მწვალებლურ სწავლებას შეამჩნევდა, ვალდებული იყო, დაუყოვნებლივ შეეწყვიტა მასთან ურთიერთობაც და სწავლაც. ღირსი იოანე ამასთან დაკავშირებით გვარიგებს: "როდესაც დანამდვილებით ცნობილი გახდება, რომ ის (მოძღვარი - ეპ. პ.) დასნებოვნებულია მწვალებლობით, უნდა მიატოვო იგი" (იქვე, გვ. 51).
სრულიად განსხვავებული სწავლება აღმოცენდა ახალმოწესეთა ეკლესიაში მე-19 საუკუნეში. ჯერ ერთი, ამ ახალ მოვლენაში თითქმის მთლიანად დაიკარგა ბერმონაზვნური მოსაგრეობის სწავლების ცნება. ახალ "მხცოვნებს" შორის იყვნენ ბერები, რომლებსაც საერთოდ არ ჰყავდათ მოწაფეები: სქემოსანი სიმონი, ზოგიერთი ოპტინელი ბერი - მაგალითად, ანატოლი (ზერცალოვი). ასეთი "სტარცები" არაფერს ასწავლიდნენ ბერებს, არამედ მთელი თავიანთი ყურადღება გადაჰქონდათ ერისკაცებზე. ახალი "სტარცობის" აპოლოგეტები არც მალავდნენ, რომ ეს არის პრინციპულად ახალი და ძველი ეკლესიისთვის უცნობი მოვლენა. ასე, მაგალითად, ოპტინური (1) ბერმონაზვნობის მკვლევარი ვ. ი. ეგზემპლიაროვი წერდა: "შევჩერდები მხოლოდ ერთ მხარეზე რუსული სტარცობისა, რომლითაც ის მკვეთრად განსხვავდება ძველაღმოსავლურისგან. ...ჩვენი სტარცობა რუსეთში თავისი გამოჩენის პირველივე დღეებიდან დაადგა დამოუკიდებელ და ახალ გზას და წარმოადგენდა არა იმდენად მონაზვნურ, რამდენადაც უფრო სახალხო მოძრაობას. დოსტოევსკი პოპულარიზაციას უწევდა სტარცობის იდეას და მეტად ლაკონურადაც აღნიშნა მისი ხასიათი, უეჭველად, თავის ოპტინურ შთაბეჭდილებებზე დაყრდნობით... ოპტის უდაბნო - სხვა საქმეა. მისი სტარცები არიან სტარცები და მრჩეველნი მთელი რუსი ხალხისა და მხოლოდ ძალიან შეზღუდული ზომით _ ბერმონაზვნებისა. დღეს ძნელად წარმომიდგენია მონასტერი სტარცების გარეშე. მათთანაც არიან ხოლმე მორჩილები, მაგრამ მათი სულიერი მოსაგრეობის ცენტრი ე. წ. "ბოგომოლცები" არიან. ამიტომაც, როდესაც რომელიმე ბერთაგანი აიღებს მორჩილებას მხცოვნად გახდომისა, რამდენადაც მე ვიცი, უპირველესად მხედველობაში მიიღება ეს უნარი, ხალხთან ლაპარაკის სულიერი ნიჭი, შეძლებისდაგვარად დააკმაყოფილო ხალხის სულის ყველა მოთხოვნილება და, როგორც ჩანს, ამ შემთხვევაში მონაზვნობის მეორე პლანზე გადაწევა გარდაუვალია... ოპტის უდაბნოში მთელი კორპუსები აშენებულია სტარცებთAნ მომსვლელი ერისკაცებისთვის და სტარცებიც აისიდან დაისამდე ღებულობენ მათ, მაშინ როდესაც თავიანთ ძმებს უთმობენ მხოლოდ საღამოებს (Экземплярский В. И. Доклад о старчестве. Киевское религиозно-просветительское общество, 1917).
რაკიღა "სტარჩესტვომ" დაკარგა თავისი ძველი, ბერმონაზვნური ნიშნები, "სტარცად" გახდომა შეეძლო ნებისმიერ ადამიანს. არ არის გასაკვირი, რომ ახალგამომცხვარი სტარცების მნიშვნელოვან რაოდენობას არ გააჩნდა არანაირი სულიერი გამოცდილება. მრავალი მათგანი იყო უბრალო მღვდელი ან საეკლესიო მსახური, ზოგჯერ კი ერისკაციც, რომელიც სულიერი მოძღვრობის გზას დაადგა. XIX-XX საუკუნეებში ამგვარი ტიპის ყველაზე ცნობილი სტარცები იყვნენ მღვდლები იოანე სერგიევი (კრონშტადსკი), ეგორ ჩეკრიაკოვსკი, ალექსი მეჩევი, ბასილი შვეცი, ნიკოლა გურიანოვი, არტემი ვლადიმიროვი, ერისკაცები ივან იაკობის ძე კორეიშა, სემიონ მიტრიჩი, მიტიუშა კოზიელსკი, სქემოსანი მაკარია, ერისკაცი დედაკაცები მატრონა მოსკოველი, პელაგია რიაზანელი. სტარცებად ხდებოდნენ ეპისკოპოსებიც კი: ტიხონ ზადონელი, ანტონ ვორონეჟელი, ანდრია (უხტომელი), ბარნაბა (ბელიაევი), იოანე (მაქსიმოვიჩი), გენადი (სეკაჩი), თეოფანე (გოვოროვი) დაყუდებული, რომელიც ერისკაცებს წერილობითი დარიგებებით ხელმძღვანელობდა.
მოდი, პირდაპირ ვთქვათ და ვაღიაროთ, რომ ერისკაცთა შეკითხვებზე და მოთხოვნებზე, მით უფრო ცხოვრებისეულ საკითხებზე პასუხის გაცემა უფრო უპრიანია თეთრი სამღვდელოებისთვის. მაგრამ როგორ კონტექსტში იძლევიან ამ პასუხებს? რა ტენდენციას გამოხატავენ ისინი? ერთი საქმეა, როდესაც სულიერი მამა რჩევას აძლევს ან არ აძლევს თავის სულიერ შვილს, არ წავიდეს კურორტზე, და სხვა საქმეა, როდესაც უცხო ადამიანს შეკრებილი მასიდან ეუბნება: "გაყიდე სახლი და იყიდე ველოსიპედი".
ახალი "სტარჩესტვოს" გამოჩენამ გამოიწვია უამრავი ცრუმოძღვრების აღმოცენება, რომლებიც ეხება სამოძღვრო და სულიერ მოღვაწეობას. თუ ძველი მხცოვანი ბერები ახალდამწყებს ასწავლიდნენ იმ მეცნიერებას, რომელიც თვითონ განვლეს და გაიწაფნენ, ახალ "სტარცებს" პასუხის გაცემა უწევთ სულ სხვადასხვა, ზოგჯერ მონაზვნობისთვის სრულიად უცხო და მიუღებელ შეკითხვებზე და მოთხოვნებზე. საუბრები, რომლებსაც სტარცებთან მართავდნენ მლოცველები ("ბოგომოლცები"), ხშირად არა მარტო ბერმონაზვნურ, არამედ სულიერ სფეროსაც კი არ ეხებოდა. ლიტერატურაში, რომელიც ეძღვნება ოპტინელ სტარცებს, აღწერილია მრავალი შემთხვევა, როდესაც სტარცები თავიანთი რჩევებით ეხმარებოდნენ ერისკაცებს მომგებიანი ბიზნეს-პროექტების განხორციელებაში. სტარეც ამბროსის (გრენკოვი) ბიოგრაფები აღნიშნავენ: "ამბროსის ხშირად მიმართავდნენ ვაჭრები, ითხოვდნენ რჩევას და მითითებებს თავიან სავაჭრო საქმეებში. მიწის მფლობელებს ის რჩევებს აძლევდა მმართველობით საკითხებში... ის მიუთითებდა თუ როგორ იქნებოდა უკეთესი განკარგულიყო კაპიტალი ან უძრავი ქონება, როგორც უნდა წარმოებულიყო მეურნეობა სავანეებში, როგორ ეწარმოებინათ საქმეები სასამართლოებში და ა. შ. ..." ცნობილი მწერალი სერგი ნილუსი არაერთხელ ახსენებს სტარცების საქმიან კონსულტაციებს: "გაცვალე - ამბობს მ. ეგორი, - მამული სხვა მამულზე, თუ იპოვი, ხოლო ქარხნის დახლები დაივიწყე და არც კი იფიქრო ორი წელიწადი. ქარხანა ახლა არ მუშაობს, ერთი-ორი წლის შემდეგ კი ქარხანასაც რაღაც მოუვა!" (Нилус С. Отец Егор Чекряковский. Почаевская лавра, 2002, стр. 20).
ს. ნილუსმა თვითონაც წარმატებას მიაღწია სტარცების მენეჯმენტის წყალობით. მრავალი ავტორი გულაჩუყებული აღწერს თუ როგორ "მოძღვრავდა" ამბროსი (გრენკოვი) დედაკაცებს, როგორ უნდა გამოეკვებათ ბატები, რათა შიმშილით არ დამწყდარიყვნენ, ან როგორ უნდა დაემჟავებინათ კომბოსტო... ერთ-ერთი მემამულე სტარეც ამბროსის ეკითხებოდა, რამდენი ფანჯარა გაეკეთებინა მისი მშენებარე სახლის ფასადზე - ღმერთმა ნუ ქნას, ან მეტი იყოს, ან ნაკლები, ვიდრე "საჭიროა".
ცხადია, არც იეროსქიმონაზონ ამბროსის (გრენკოვს) და არც სხვა სტარცებს, როგორც წესი, არ გააჩნდათ სათანადო ეკონომიკური, იურიდიული, პოლიტიკური, ვეტერინარული, აგრონომიული და სხვა ცოდნა-განათლება, იმისათვის, რათა ამგვარ საკითხებზე კვალიფიციური რჩევები მიეცათ. ამიტომაც ახალი სტარცების უმთავრესი ნიშანი გახდა არა ასკეტურ-სულიერი გამოცდილება და წმიდა წერილის გულისხმისყოფა, არამედ "წინასწარმეტყველებისა" და "მჭვრეტელობის" ნიჭის ფლობა, რომელთა დახმარებითაც შეეძლოთ, პასუხი გაეცათ შეკითხვებზე, რაზეც წარმოდგენაც არ ჰქონდათ. სასწაულებრივი "ნიჭები სულისა" და მათი განუწყვეტელი მომდინარეობა გახდა ახალი სტარცობის აუცილებელი ნიშანი. სტარეცი ხდება არა უბრალოდ ბერი-მოძღვარი, არამედ ზეციური ხმა, შუამავალი, რომელმაც უნდა გააჟღეროს ნება ღმრთისა. ოპტინელი სტარცების რევოლუციამდელი მკვლევარი ი. მ. კონცევიჩი აღნიშნავს: "როდესაც ახალდამწყები ბერი იპოვის ჭეშმარიტ, მადლმოსილ სტარეცს და დაემორჩილება მას, მოწაფე ყველაფერში უსიტყვოდ უნდა გაჰყვეს მას, რადგან სწორედ ამ უკანასკნელში ვლინდება უშუალოდ ნება ღმრთისა. არ არის სავალდებულო, რაიმე ვკითხოთ სტარეცს, მაგრამ, თუ რჩევას ითხოვ ან დარიგებას, მაშინ უცილობლივ უნდა მიჰყვე მას, რადგან სტარეცის მიერ გაჟღერებული ღვთიური მითითებისგან ყოველგვარი გადახრა სასჯელის გარდამომწვევია (И. М. Концевич. Из книги "Оптина пустынь и ее время"). მას მხარს უბამენ თანამედროვე ავტორები და ირწმუნებიან, რომ "სტარეცი - ეს არის "ქრისტეს გონების" მატარებელი, ეკლესიის შინაგანი ძალის გამოხატულება. ის, როგორც მოციქულები და მოწამეები, ატარებს არა მარტო გულითად გამოცდილებას, არამედ ფლობს სულების გარჩევის, მჭვრეტელობისა და მკურნალობის ზებუნებრივ ძალებსაც". ზოგიერთი მორწმუნე სტარეცს ლამის უფალსაც კი ადარებს. "თავის წინასწარმეტყველურ მსახურებაში, რომელიც სრულიად ღმრთივშთაგონებულია, სტარეცი მოწაფეს ამცნობს ღმრთის ნებას. ...როგორც ღმრთის ნების მაუწყებელი შუამავალი, სტარეცი მიიჩნევა თვით ქრისტეს საქმის გამგრძელებლად და მოსესთან ერთად წინასწარმეტყველთა დასში ირიცხება" (შეად. გამოსვ. 4:13) (Иеродиакон Николай (Сахаров). Учение архимандрита Софония о старчестве: старчество и послушание в богословии архимандрита Софрония (Сахарова) // Журнал Института богословия и философии, № 10. СПБ, 2001 г. стр. 84-112; ჰტტპ://სოპჰრონყ.ნაროდ.რუ/ტეხტს/სტარცჰ.ჰტმ).
ზემოთ ჩამოთვლილ შემთხვევებში ერთდროულად რამდენიმე მწვალებლობა იმალება, რომლებიც წმიდა მამათა სწავლების საწინააღმდეგოა. პირველი ის არის, რომ სტარეცი ჩრდილავს თვით ღმერთს, მას უტოლებენQქრისტეს, ხდება პირადი, პრივატული წინასწარმეტყველი. სწავლება სტარეცზე, როგორც "ქრისტეს გონებაზე", უტოლდება პაპისტურ სწავლებას რომის მღვდელმთავარზე, რომელიც, კათოლიციზმის სწავლების თანახმად, არის ქრისტეს "ვიკარიუსი" (მოადგილე), რადგან პაპი - "ეს არის იესუ ქრისტე, რომელიც დაფარულია ანაფორის ქვეშ და ადამიანური ორგანოების მეშვეობით განაგრძობს კაცთა შორის მსახურებას" (ეპისკოპოსი ბუგო (Bოუგარტ). "Церковь" 1922 г., цит. по: Митрофан Зноско-Боровский. Православие, Римо-Католичество, Протестантизм и Сектантство. Свято-Троицкая Сергиева Лавра, 1991, стр. 36).
მეორე, ახალმოწესეობრივი სტარჩესტვოს უმთავრესი ნიშანია არა რუდუნებითი სულიერი მოსაგრეობა, არამედ ზებუნებრივი თვისებების ფლობა. ყველა ეს თვისება აუცილებელია სტარეცთან მოსული ერისკაცის ათასგვარი მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად - დაწყებული მკურნალობიდან ბიზნეს-პროგნოზებით დამთავრებული. ამ მოვლენის მკვლევარი, მღვდელი ვლადიმერ სოკოლოვი აღნიშნავს: "ისინი (სტარცები - ავტ.) ყოველთვის გრძნობენ საკუთარ ქარიზმატულობას და გულთმისნობას, რომ მოხვეჭილი აქვთ უდიდესი სულიერი ნიჭები. ისინი ლაპარაკობენ წინასწარმეტყველისთვის დამახასიათებელი პათოსით... ამ ზეადამიანური ნიჭების ზეციური წყაროს წარმომავლობისა და ყალბი თავდაჯერებულობის გამო სრულიად გულგრილნი არიან ტრადიციული ცოდნის მიმართ. ამიტომაც არის, რომ ისინი საჭიროდ არ მიიჩნევენ მართლმადიდებლური ტრადიციის შესწავლას, ეჩვენებათ, რომ ისინი მას შინაგანად ეზიარებიან. მათ ყოველთვის სჭირდებათ მათი ქარიზმატულობის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება - ყოველთვის რაიმე ნიშნის ძიებაში, სასწაულებისა და ნიშების მოლოდინში არიან, რომლებიც დაადასტურებდა მათი ქცევებისა და რჩევების მართებულობას" (Соколов В., Священник. Младостарчество и православная традиция. М., 2005 г., стр. 6).
ზოგიერთი ახალმოწესის აზრით, სტარჩესტვოს გარეშე თურმე შეუძლებელი ყოფილა სულიწმიდის მადლის მოქმედებაც კი: "სტარჩესტვო - ეს არის ღმრთისა და ადამიანისადმი განსაკუთრებული მსახურება, ნებაყოფლობითი მსხვერპლი, რომლის გარეშე შეუძლებელია სულიწმიდის მადლის მოპოვება" (Тарасова Т. "Избави мя от клеветы человеческия..." // Русский вестник, 19.12.2003). ზებუნებრივი უნარების მოთხოვნა, სულიწმიდის მადლის მოსახვეჭად საჭირო განსაკუთრებული მსახურების აღიარებასთან ერთად, აყალიბებს მწვალებლურ შეხედულებას ღმრთის თაყვანისცემის საეკლესიო ფორმების არასრულფასოვნების შესახებ. ეს მწვალებლობა ეწინააღმდეგება მართლმადიდებლურ სწავლებას სულიწმიდის მადლის საეკლესიო საიდუმლოებებსა და მღვდელმოქმედებებში გადაცემის შესახებ, ანუ ადამიანისა და ღმერთის საეკლესიო და კერძო ურთიერთობის მართლმადიდებლურ სწავლებას. ადამიანის ნების ღმრთის წმიდა და კეთილ ნებასთან თანამოზიარეობაზე, საკმაოდ დამუშავებული საეკლესიო სწავლება არსებობს და მისგან განდგომა შეიძლება განვიხილოთ, როგორც გადახრა, თუნდაც სტიქიური, მაგრამ მაინც გადახრა მონოთელიტობისკენ ("ერთნებიანობისკენ").
ამ მწვალებლობის უმნიშვნელოვანესი ტიპური გამოხატულებაა ახალმოწესე სტარცების მეტად უხვი "ლიტურგიკული მოღვაწეობა". სტარცები გამოდიან საეკლესიო წეს-განგებათა ჩარჩოებიდან და ყოველგვარი დაეჭვების გარეშეE ახდენენ ძველი ღვთისმსახურების რეფორმირებას, აყალიბებენ ახალ მღვდელმოქმედებას, აქამომდე უცნობ "წესებსა" და "ჩვეულებებს". რითაც ისინი მრევლს პირდაპირ მიუთითებენ, რომ ადამიანს საეკლესიო საიდუმლობებეში მონაწილეობა კი არ აძლევს ცხოვნების სისრულეს, არამედ "მადლის" მიღება, სულიერი და ხორციელი განკურნება, წინასწარმეტყველებანი, "სასწაულთა" ხილვა, რომლებიც შესაძლებელია მხოლოდ განსაკუთრებული, უჩვეულო და ღვთისმსახურების თვით სტარცების მიერ გამოგონილი ფორმების მეშვეობით. სტარცების ლიტურგიკული გამომგონებლობა მეტად მრავალფეროვანია. ასე, მაგალითად, მამა გიორგი ჩეკრიაკოვსკი ლიტურგიკული ლახვრით აკურთხებდა წყალს და ამკვიდრებდა ზეთისცხების სხვადასხვა ფორმას. მღვდელმა იოანე სერგიევმა (კრონშტადტელი) პრაქტიკაში დაამკვიდრა მასობრივი სინანული (აღსარება). ამ საიდუმლოს დროს ეკლესიაში შეკრებილთაგან, ყველა ერთდროულად გაჰყვიროდა თავის ნამდვილ და მოჩვენებით ცოდვებზე, რითაც ერთმანეთი ექსტაზამდე მიჰყავდათ. მანვე შეადგინა განსაკუთრებული ლოცვა ღვთისმშობლისადმი, რომელშიც სთხოვდა გრაფ ლევ ტოლსტოის მოკვდინებას. სტარეცი-ერისკაცი იან იაკობის ძე კორეიშა "აკურთხებდა" თამბაქოს, სტარიცა მატრონა მოსკოველი "აკურთხებდა" აიაზმას. სერაფიმე საროველს მიაწერენ "ღვთისმშობლის თხრილის" ("Богородичная канавка") გარშემო ლიტანიობის წესის ავტორობას და "სერაფმისეულ" ქოთანში "მადლისმიერი" ორცხობილების კურთხევას. თანამედროვე სტარცები კიდევ უფრო შორს მიდიან. ასე, მაგალითად, სქიმონაზონი ანტონინამ შეიმუშავა დედის მუცელში მოკლულ ყრმათა ნათლობის წესი (Соколов В., священник. Младостарчество и православная традиция. М., 2005 г., стр. 237). ცნობილია მოსანათლავი ყრმების "ნაკურთხი" ცოცხებითა და კრიალოსნებით ცემის "წეს-განგებანი" (იქვე გვ. 241). სქემოსანი თეოდოსი კურნავს მემთვრალეობის ვნებას ღვინოზე და არაყზე განსაკუთრებული ლოცვის წარმოთქმით (Берестов Анатилий, иеромонах; Печерская Алевтина "Православныеколдуны - кто они? Москва, "Новая книга" // "Ковчег"; 1998 г., стр. 125, 126). დიდი პოპულარობა მოიხვეჭა სხვადასხვა სახის "შელოცვებმა" _ ეგზორციზმის ფსიქოსულიერმა სეანსებმა. ივანოვოს ეპარქიის ყაზანის მონასტერში სტარეცი იღუმენი ბიკენტი (კრივოშეევი) ზეთს ცხებს ყრმათა და პატარა მოზარდთა სასქესო ორგანოებს, რათა "განკურნოს ისინი მრუშობის ვნებისგან". ცნობილია, რომ იყვენენ სტარცები, რომლებიც "კურნავდნენ" სქესობრივი აქტის მეშვეობით...
სტარეცი ტავრიონი (ბატოზსკი), რომელიც, სხვათა შორის, 1957-58 წლებში ერთ-ერთი უკანასკნელი არქიმანდრიტი და ცნობილი გლინსკის უდაბნოს წინამძღვარი იყო (მან აქტიური მონაწილეობა მიიღო საეკლესიო პრაქტიკიდან ძველი მონაზვნური და ლიტურგიკული გადმოცემების ამოღებაში, რომლებიც ამ უდაბნოში ჯერ კიდევ XIX საუკუნის დასაწყისიდან დაამკვიდრა უფრო ტრადიციული "სტარცობის" წარმომადგენელმა ფილარეტ გლინკელმა) და ხრუშჩოვის დევნულების პერიოდში საერთოდ დახურა ეს სავანე, - პრაქტიკაში ამკვიდრებდა სულ ახალ და ახალ მკრეხელობებს, მაგალითად საკურთხევლიდან გაიტანა სატრაპეზო ჯვარი, დაამკვიდრა ზიარება მარხვისა და აღსარების გარეშე, თანაც არა უზმოზე (ეს ჩვეულება დღემდე პრაქტიკაშია როგორც რუსულ, ასევე მის იდენტურ ქართულ "მართლმადიდებელ" ეკლესიაშიც - ეპ. პ.), მანვე დაამკვიდრა ლიტურგია "აღმსარებლის მკერდზე" (სადაც აღმსარებლის ცოცხალი სხეული გამოიყენება საკურთხევლად ანტიმინსის (წმიდა ნაწილების) გარეშე, რადგან, ამ შემთხევეაში, წმინდანთა ნაწილების როლს ცოცხალი ადამიანის სხეული ასრულებს), რაც მეტად წააგავს "შავ მესას" ან, უკეთეს შემთხვევაში, ჰომოეროტიკულ შოუს.
სტარცების გამაოგნებელი სიახლეები იმდენად მრავალფეროვანია, რომ შეუძლებელია ამ სტატიაში ყველას ჩამოთვლა და კვლევა. "ლიტურგიკულ" სიახლეთა და მწვალებლობათა შესასწავლად, რომლებიც მათ მოიტანეს, ცალკეული სამეცნიერო ნაშრომი დაგვჭირდებოდა. მარტოოდენ სერაფიმე საროველის მიერ გამოგონილი "საიდუმლოებანი" და "სწავლებანი" იმსახურებს სპეციალურ გამოკვლევას. მათ შორის არის მთელი რიგი მარიამოლოგიური ერეტიკული საქმიანობა, რომელიც დაკავშირებულია ღვთისმშობლის კულტთან და დღემდე არსებობს სხვადასხვა ახალმოწესეობრივ ეკლესიაში (ეს არის სწავლება სერაფიტული, ღვთისმშობლისეული სიწმიდის მოხვეჭის, ანუ სულისწმიდის მხოლოდ ღვთისმშობლის მეშვეობით "მოხვეჭის" შესახებ), მთელი რიგი ესქატოლოგიური ერესები (სერაფიმე საროველის მკვდრეთით აღდგომისა და ღვთისმშობლის თხრილის შესახებ, რომელ თხრილსაც თურმე ვერ გადალახავს ანტიქრისტე), "მართლმადიდებლური" ფეტიშიზმი, ანუ სულიწმიდის განსაკუთრებული მოხვეჭა, რომელიც დაკავშირებულია სერაფიმეს ორცხობილების დამზადების კულტთან და დიდ აიაზმაზე საჭმლის მომზადების შესახებ სწავლებასთAნ, და მრავალი სხვა.
ზოგიერთი სტარცისა და სტარიცას ცხოვრება (მაგალითად თეოდოსია კავკასიელისა ან მატრონა მოსკოველისა) სავსეა ისტორიული შეუსაბამობებითა და სისულელეებით. მაგრამ არსებობს უფრო ავისმომასწავებელი მომენტებიც: მატრონუშკამ ვერ შეძლო სამკერდე ჯვრის ტარება მკერდზე, სქემოსან მაკარიასთან მოფრინავდა "შავი ღვთისმშობელი" და ა. შ. მიუხედავად ამისა, სრულიად ნათელია, რომ ამ სიახლეებს, უფრო სწორად, უცნაურობებს, საერთო არაფერი აქვს მართლმადიდებლურ ტრადიციასთან. სტარცების ზოგიერთი გამონაგონი პირდაპირ სასაცილო და სულელურია, სხვები მკრეხელურია, ნაწილი კი, უბრალოდ, სახიფათოა ფსიქიკისა თუ ფიზიკური ჯანმრთელობისთვის. მრავალი სპეციალისტის შეფასებით, სადღეისოდ სტარცები ქმნიან უძლიერეს ოკულტურ დაჯგუფებას, რომელთა ზემოქმედებით წარმოებს ახალმოწესეობის შეუქცევადი და ავთვისებიანი მუტაცია. ერთ-ერთი ახალმოწესე მეცნიერი ასე გვაფრთხილებს: "ფაქტობრივად მათ ჩამოაყალიბეს თავიანთი "ეკლესია" მათივე "ჭეშმარიტი" საიდუმლოებებით. ეს ნამდვილი ტოტალიტარული სექტაა მისთვის დამახასიათებელი ნიშნებით..." ადრე ეს პროცესი ლოკალური ხასიათისა იყო..., მაგრამ ბოლო დროს მან მასობრივი ხასიათი მიიღო. ხდება მთელი ორგანიზმის "მეტასტაზირება..." ძალიან მალე საეკლესიო ცხოვრების ნიადაგზე ჩვენ გველოდება მონასტრების ან ჩაკეტილ სამრევლოთა ახალი ანკლავები, თავიანთი დამოუკიდებელი, ეკლესიასთან დაუკავშირებელი ცხოვრებით, საკუთარი დოგმატურ-ასკეტიკური და კანონიკური ტრადიციით" (მღვდელი ვ. სოკოლოვი. დასახ ნაშრ. გვ. 246, 248, 249).
ისტორიული თვალსაზრისით სტარჩესტვო გვიანდელი მოვლენაა. XVIII საუკუნის ცნობილ ისტორიულ პერსონაჟს, პაისი ველიჩკოვსკის, რომელიც ბერძნული და სლავური ასკეტური ლიტერატურის ნამდვილად კარგი მცოდნე და, ამავე დროს, ძველი სარწმუნოების დიდი მოძულე იყო, გააჩნდა მასწავლებლობის ვნება, რის შედეგადაც მისმა მოწაფეებით აივსო რამდენიმე მოლდავური მონასტერი. ამ დროს რუსული, განათლებული საზოგადოება ნელ-ნელა იწყებდას შემობრუნებას, უარის თქმას უცხოთთაყვანისმცემლობაზე (მაგალითად, ყოველივე ჰოლანდიურის თაყვანისცემაზე) და პეტრეს დროინდელ პროტესტანტიზმზე, ვოლტერის, რუსოს, დიდეროტის (დიდრო) და სხვათა მოძღვრებებზე, მასონობასა (ლოპუხინი, ნოვიკოვი), "ტამპლიერობასა" თუ "რაინდობაზე" (იმპერატორი პავლე I), დასავლელ მისტიკოსებსა და ვიზიონერობაზე (მათ იმოწმებდა თვით ტიხონ ზადონელი), ექსტატურ სექტებზე (მაგალითად, ხლისტებზე - ამ გატაცებას პატივი მიაგო ფილარეტ დროზდოვმა, შემდგომში მოსკოვის მიტროპოლიტმა და ასევე ძველმორწმუნე მართლმადიდებელთა დაუძინებელმა მტერმა).
სახელმწიფო "მართლმადიდებლობა" დიდი ხანია გადაიქცა რაღაც უსულო სხეულად და სულიერი აზრით, არაფრის მომცემ საწესჩვეულებო ვალდებულებად. აქ ყოველივე ამას დაემატა კიდევ პატრიოტული აღმავლობა და სულიერი აღმასვლა, დაკავშირებული 1812 წლის სამამულო ომთან. საჭირო იყო პასუხი "დროის მოწოდებაზე". სწორედ ასეთ პასუხად მოგვევლინა სტარჩესტვო, რომელიც რუსეთში, კერძოდ, ზოგიერთ სამხრეთ რუსულ სავანეში, მაგალითად, სოფრონის უდაბნოში მოლდავური მონასტრებიდან გამოსულმა სტარცებმა შეიტანეს.
დამახასიათებელია ამ სტარცებიდან პირველის ბედი. მან დაიწყო "ხალხის დამოძღვრა". თვით მის ახალმოწესე ძმებს "ერისკაცთა განათლებისკენ" მისი ასეთი მიდრეკილება საეჭვოდ მოეჩვენათ, რის შემდეგ მას შესთავაზეს ფსალმუნების კითხვა მონასტერში. ის ცდილობდა, როგორმე აერიდებინა თავი ამ დავალებისთვის, იმიზეზებდა, რომ მას "ნუგეში უნდა ეცა ხალხისთვის", ასევე იმას, რომ ძალიან მოუცლელი იყო, მაგრამ ძმობა შეუდრეკელი რჩებოდა : სტარეცს ფსალმუნი უნდა წაეკითხა. მან ვერ აიტანა ფსალმუნის კითხვა და, ვიდრე რიგი მოუწევდა, თავი ჩამოიხრჩო. და, რაც ყველაზე საკვირველია, სწორედ ამ კურიოზული, მაგრამ საშინელი შემთხვევის შემდეგ დაიწყო სტარჩესტვომ თავისი ტრიუმფალური სვლა მთელს რუსეთში.
ახალმოწესეთა ეკლესიაში ზოგჯერ აღნიშნავენ, რომ თანამედროვე სტარეცების უმრავლესობა ნამდვილი სტარეცი არ არის. თანამედროვე სტარცობას ხშირად ე. წ. "მლადოსტარცობადაც" ხმობენ. ზოგიერთი ახალმოწესე ავტორი მიიჩნევს, რომ "მლადოსტარჩესტვო"-ს არანაირი კავშირი არა აქვს XIX საუკუნისა და XX საუკუნის დასაწყისის სტარჩესტვოსთან. თუმცა ამ საქმის გულდასმითი გამოკვლევის შემდეგ შეუძლებელია იპოვო არსებითი სხვაობანი მათ შორის და ის ბრალდებები, რაც თანამედროვე პრესაში გამოჩნდება ხოლმე "მლადოსტარცების" წინააღმდეგ, იმავე ბრალდებებს იმეორებს, რომლებიც რევოლუციამდელ რუსეთში გამოითქმებოდა სტარცების მისამართით. სხვათა შორის, რევოლუციამდელი სტარჩესტვოს კრიტიკაში თავი გამოიჩინა სინოდალური ეკლესიის ზოგიერთმა ცნობილმა წარმომადგენელმა, მათ შორის, უპირველეს ყოვლისა, ეპისკოპოსმა ეგნატე ბრიანჩანინოვმა, რომელიც ღიად წერდა, რომ თანამედროვე "მოძღვრები და სტარცები", როგორც წესი, "არ ჰგვანან ძველებს". და იძლევა სულიერ რჩევას, რომ საკითხებში უფრო წმიდამამებისეულ თხზულებებს, განსაკუთრებით კი ასკეტურ წიგნებს ვენდოთ, ვიდრე ახალგამომცხვარ "მასწავლებლებს".
რევოლუციამდელი და თანამედროვე სტარცობა აერთიანებს ამ მოველნის ყველაზე დამახასიათებელ ნიშან-თვისებებს, კერძოდ: სტარცობის არსებობა ბერ-მონაზვნური ტრადიციის გარეშე, ჰიპერტროფირებული ქარიზმატიკა, მართლმადიდებლური ტრადიციებისგან და კანონიკურ განწესებათაგან გადახვევა, თვითნებური ლიტურგიკული შემოქმედება, სულიერი დესპოტიზმი, მრევლის ყოფით პრობლემებში ჩარევა, სტარცული ავტორიტეტის გამოყენება სექსუალურ და სხვა მიდრეკილებათა დასაკმაყოფილებლად (არსებობს ამის ფაქტები). სტარჩესტვოს ამ მხარეზე საკმარისზე ხშირად იწერებოდა და იწერება როგორც რევოლუციამდელ პრესაში, ისე ახალმოწესეთა ოფიციალურ პუბლიცისტიკაში.
რევოლუციამდელი მკვლევარი და ოპტის უდაბნოს სტარცობის აპოლოგეტი, კიევის სასულიერო აკადემიის ზნეობრივი ღვთისმეტყველების კათედრის პროფესორი ვ. ეგზემპლიარსკი არაერთხელ აღნიშნავდა, რომ: "შეუძლებელია თვალი მოუხუჭო იმ საშიშ გადახრას, რომელსაც არცთუ იშვიათად ვხვდებით სტარცობის ხელმძღვანელობის იმ ერისკაცებთან დამოკიდებულებაში, რომლებიც ხშირად მიმართავდნენ სტარცებს თავიანთი ყოფითი პრობლემების გადასაწყვეტად. საკუთარი გავლენის სფეროს ასეთი გაფართოების საშიშროება, როგორც ამას დღევანდელობა გვიჩვენებს, ძალიან დიდია თვით გამოცდილი სტარცებისთვისაც კი. მაგრამ საკუთარი სულიერ-რელიგიური ცხოვრების საზღვრებიდან ასეთ გადასვლას ვერანაირ გამართლებას ვერ უპოვით ბერმონაზვნობის მართლმადიდებლურ ტრადიციაში და ოდნავადაც არ არის სასარგებლო ეკლესიისთვის" (ეკზემპლიარსკი ვ. ი. დასახ. ნაშრ.).
იმის შესახებ, რომ ოპტის უდაბნოში მოღვაწე და რევოლუციამდელი სხვა სტარცები დასაქმებულები იყვნენ ათასგვარი სამეწარმეო ხასიათის პროგნოზებითა და კონსულტაციებით, ზემოთ უკვე ვილაპარაკეთ. იმავე საქმიანობას ეწევიან თანამედროვე სტარცებიც: "სტარეცს მიმართავენ, უხეშად რომ ვთქვათ, როგორც მკითხავს: სად არის ახლა ჩემი შვილი, დიდი ხანია სახლიდან გავიდა და უკან აღარ დაბრუნებულა; სასურველია თუ არა გავცვალო ახლანდელი ბინა სხვაზე, როგორზე და რომელ რიცხვში; შევიტანო საბუთები ახალ კოლეჯში ჩასაბარებლად თუ იქნებ აჯობებს პედაგოგიურზე ჩავაბარო” (Хоружий С. С. Феномен русского старчества // Церковь и время. 2002 г., № 4 (21), стр. 217).
რევოლუციამდელ სტარჩესტვოს და თანამედროვე "მლადოსტარჩესტვოს" მსგავსი აქვთ პოლიტიკურ-ესქატოლოგიური შეხედულებებიც, რაც, სხვათა შორის, ანტიიერარქიულ პროტესტშიც გამოიხატება. საკმარისია გავიხსენოთ სერაფიმე საროველის გამონათქვამი მომავალ მღვდელმთავართა უგუნურებაზე. “უფალმა გამომიცხადა, რომ მოვა დრო, როდესაც რუსეთის მიწაზე მღვდელმთავრები და სხვა სასულიერო პირები გადაუდგებიან მართლმადიდებლობას, მის სიწმიდეს, რისთვისაც ღვთის რისხვა მოსრავს მათ. სამი დღე ვევდრებოდი უფალს მათ შეწყალებას და ვითხოვდი მათ მაგიერ მე, უღირსი სერაფიმე, დავესაჯე, მაგრამ უფალმა არ შეისმინა ჩემი ვედრება და მითხრა, რომ არ შეიწყნარებს მათ, რადგან დაიწყებენ კაცობრივი და უკეთური სწავლებების ქადაგებას, მათი გული შორს იქნება ჩემგან" (Настолная книга для священнослужителей. Москва, 1979, стр. 601, 602).
ამაზე უარესს წინასწარმეტყველებს XX საუკუნის ცნობილი სტარიცა პელაგია რიაზანელი: "ამჟამინდელი სამღვდელოება, - ამბობდა ის, - ყველა უბედურებაზე დიდი უბედურებაა... ანტიქრისტეს მოსვლისთვის ქრისტეანები მღვდლების გამო უგულისხმონი იქნებიან ქრისტეს სწავლების მიმართ... მღვდელმთავრებმა მემამულეების დახმარებით მეფე დაამხეს, რისთვისაც მოიწევა მათზე სისხლი, წამება და სიკვდილი. მარადიული ცეცხლია მათი საიქიო ხვედრი. ვინმე იტყვის - ეს არ არის სიმართლე! გიპასუხებთ: ეს სიმართლეა! სამღვდელოება დიდხანს ხერხავდა იმ რტოს, რომელზეც იჯდა, ამიტომაც, სასულიერო პირთა უდიდეს ნაწილს ერგო საშინელი ტანჯვა და, მოწამებრივი აღსასრულისდა მიუხედავად, ჯოჯოხეთში წავა!" (Воспоминания раба Божия Петра записал и составил К. В. П. 1996 г., Крестовоздвижение. Журнал "Жизнь вечная", № 18, 1996 г.).
უნდა აღინიშნოს, რომ პელაგია რიაზანელის "წინასწარმეტყველებებში" ზოგჯერ საღ აზრსაც ვხვდებით, რომელიც ობიექტურად აღწერს არსებულ სიტუაციას. სტარეცი ლავრენტი ჩერნიგოველი, რომელიც XX საუკუნის 50-60-იან წლებში ცხოვრობდა, ბოლო ჟამის სამღვდელოების როლზე წინასწარმეტყველებდა: "ანტიქრისტეს მეფედ აკურთხებენ იერუსალემის ახლად აღდგენილ დიდებულ ტაძარში რუსეთის სამღვდელოებისა და პატრიარქის მონაწილეობით" ("Преподобный старец", газета "Жизнь вечная", май 1996 г.).
მსგავსი გამონათქვამები უხვად გვხვდება გრიგორი რასპუტინისა და სხვა რევოლუციამდელი თუ თანამედროვე სტარცებისა და სტარიცების ქადაგებებში. მეტიც, ნიკონიანურ ეკლესიაში გაჩნდა ერთგვარი სწავლებაც კი "სამი იერარქიის" შესახებ. კერძოდ: 1) უშუალოდ იერარქიაზე; 2) "სამეფო" იერარქიაზე და 3) "წინასწარმეტყველთა" იერარქიაზე (რომელშიც ისევ და ისევ სტარცები იგულისხმებიან). ისინი თურმე ავსებენ ერთურთს და ერთმანეთსაც ენაცვლებიან, მაგრამ "წინასწარმეტყველური" იერარქია მათ შორის უმთავრესია. რად ღირს მარტო სამყაროს აღსასრულის შესახებ მათი უთვალავი წინასწარმეტყველება...
მნიშვნელოვანია ისიც, რომ რაიმე განსხვავებას რევოლუციამდელ სტარჩესტვოსა და თანამედროვე "მლადოსტარჩესტვოს", "ცუდ" და "კარგ" სტარცებს შორის ვერ ხედავენ ამ ფენომენის თაყვანისმცემლებიც. თვით იმპერატორის ოჯახის წევრებიც კი ეთაყვანებოდნენ ამა თუ იმ სტარეცს. როგორც თავის 1917 წლის ჩვენებებში ა. ა. ვირუბოვამ შენიშნა, ნიკოლოზ II და მისი მეუღლე ალექსანდრა თევდორეს ასული ენდობოდნენ გრიგორი რასპუტინს, ისევე, როგორც სხვა ცნობილ სტარცებს: "ენდობოდნენ მას, როგორც იოანე კრონშტადტელს, საშინლად ენდობოდნენ" (ციტ. по "Царская семья и Г. Е. Распутин. Приложение № 5 к докладу митрополита Крутицкого и Коломенского Ювеналия, Председателя Синодальной комиссии по канонизации святых. Архиерейский собор Русской Православной Церкви. 3-8 октября 2004 года). ამ ხაზს აგრძელებენ სტარჩესტვოს თანამედროვე აპოლოგეტებიც და ამტკიცებენ, რომ გრიგორი რასპუტინი და იოანე კრონშტადტელი იყვნენ "მადლშემოსილი სტარცები, რომლებიც ებრაელებმა დახოცეს". პირდაღებული ანტისემიტიზმი, სხვათა შორის, როგორც რევოლუციამდე, ასევე დღესაც წარმოადგენს ახალმოწესეობრივი სტარჩესტვოს უმნიშვნელოვანეს თვისებას.
არსებობს შეხედულება, რომ "მლადოსტარჩესტვოს" გაკიცხვით მოსკოვის საპატრიარქომ, შესაძლოა უნებურადაც, ეჭვქვეშ დააყენა სტარჩესტვოს სიწმიდეც, რადგან სრულიად ცხადია, რომ "მლადოსტარცები" ამა თუ იმ ზომით ბაძავდნენ და ბაძავენ ადრინდელ სტარცებს. ამ მტკიცებულებაში თუ ჭეშმარიტების მარცვალი მაინც დევს, ცხადია, შეუძლებელია სარეველას აღმოფხვრა ფესვების გარეშე. თანაც, სტარცებისა თუ სტარიცების ოფიციალური კულტი, მათ შორის ისეთი ოდიოზური ფიგურებისა, როგორიცაა, მაგალითად, მატრონუშკა, "ათეთრებს" ამ მოვლენას მთლიანობაში.
ახალი სტარცები არ მისდევდნენ და არც დღეს მისდევენ რაიმე განწესებას, რომელიც ოდესღაც აუცილებელი იყო ყოველი ძველი მოძღვრისთვის. ასე, მაგალითად, ზოგიერთი ოპტინელი სტარეცი, მათ შორის ამბროსი (გრენკოვი), თავის მოწაფეებს აკითხებდა საკუთარ ბერულ კანონს. ზოგიერთ ბერულად მცხოვრებ სტარეცს სენაკში მოსამსახურეებად და დამლაგებლებად ჰყავდა დედაკაცთა დიდი რაოდენობა მაშინ, როდესაც ძველი განწესებების თანახმად, ბერმა საერთოდ არ უნდა შეხედოს დედაკაცს, ხოლო სქემოსნები გაიგივებული იყო "ცოცხალ მკვდრებთან", რომელთაც მსახურების უფლებაც არ ჰქონდათ, რომ არაფერი ვთქვათ საზოგადოებრივ საქმიანობაზე ან მოპირისპირე სქესის მოქალაქეებთან რამენაირ საშინაო-სამეურნეო მომსახურებაზე.
ამ მიმართებით ისევ და ისევ ამბროსი (გრენკოვი) გამოირჩეოდა, რომელიც იმდენად შეეჩვია შამორდინის დედათა მონასტერს, რომ იქიდან არ გამოდიოდა და თავისი ამგვარი საქციელით ადგილობრივი, კალუგის ეპარქიული ეპისკოპოსიც კი აღაშფოთა. ნებისმიერმა მართლმადიდებელმა იცის, რომ სიგარეტის მოწევა დიდი ცოდვაა ერისკაცისთვისაც კი, რომ არაფერი ვთქვათ ბერ-მონაზვნებზე. ცნობილია, რომ სტარეცი მაკარი ოპტინელი სიგარეტს ეწეოდა. ეწეოდნენ აგრეთვე სამონასტრო საპატიმროს უფროსი სუზდალში, აწ მოსკოვის საპატრიარქოს მიერ კანონიზირებული ეპისკოპოსი სერაფიმე (ჩიჩაგოვი), რომელმაც ათასგვარი მონაჩმახით "გაამდიდრა" სერაფიმე საროველის ცხოვრება და გააჟღერა აქამდე უცნობი დეტალები, რომელთაც თანამედროვე ახალმოწესე მკვლევართა უმეტესობა საეჭვოდ მიიჩნევს.
მართლმადიდებელ ქრისტეანებს ეკრძალებათ მუზიცირება, თუმცა, იგივე მაკარი ვიოლონოზე უკრავდა. შემორჩენილია სტარეცი ეპისკოპოსის ნიკოლოზის (ველიმიროვიჩის) სურათი, სადაც ის გამოსახულია სტვირით ხელში. ახალმოწესეობის აპოლოგეტები იმასაც კი უსვამენ ხაზს, რომ ფინანსური და მატერიალური სიმდიდრე სულაც არ უშლის ხელს თანამედროვე სტარცებს უშუალო საქმიანობას. ასე, მაგალითად, იოანე კრონშტადტელის ერთი თანამედროვე თაყვანისმცემელი აღტაცებული ამბობს: "მართალ იოანე კრონშტადტელს ჰყავდა საკუთარი გემი, ყოველდღე მისი თაყვანისმცემლები თევზით და ძვირფასი ფრანგული ღვინით უმასპინძლდებოდნენ, უკერავდნენ აბრეშუმის სამოსს და მისი სული ერისკაცთა თაყვანისცემისგან გაღატაკდა სიმდიდრეში და უპოვარებაში" (Кононов Андрей, иерей ჰტტპ://პრავოსლავიე.რუ/პუტ/040402145000).
შამორდინის დედათა სავანის დაფუძნების შემდეგ სტარეცმა ამბროსი ოპტინელმა ხელი მიჰყო ქონების დაგროვებას. თუ როგორ ახერხებდნენ სტარცები მონასტრებში ქონების მოხვეჭას შეიძლება გავიგოთ წიგნიდან "Историческое описание Козельской Оптиной пустыни" (1902წ.). 1889 წ. სტარეცის საქმეებზე საკრედიტო დანახარჯებმა შეადგინა 120 ათასი რუსული რუბლი. ამბროსიმ შამორდინის მონასტრისთვის კალუგაში შეიძინა მინდვრები, 240 დესეტინის სიდიდის აგარაკი ტულის გუბერნიაში და ათასი დესეტინის სიდიდის შავმიწანიადაგიანი აგარაკი კურსკში. როგორც "Историческое описание..." იტყობინება, ტულის მამულში მან მმართველად დანიშნა საკუთარი შვილიშვილი. ამბროსის მიერ აღკვეცილი შამორდინელი მონაზვნების ხელუხლებელი ფინანსური კაპიტალი 1895 წელს შეადგენდა 150540 რუბლს. სხვათა შორის, თვით სტარეცი ამბროსი ამ პერიოდში უკვე აღარ მოღვაწეობდა ოპტის უდაბნოში. მას სპეციალური აპარტამენტები აუშენეს შამორდინის დედათა მონასტერში. თავს შევიკავებთ ახალმოწესე სტარცების ფინანსური საქმიანობის ზნეობრივი შეფასებისგან, თუმცა მაინც შევნიშნავთ, რომ ცხოვრების მსგავსი წესი, ცხადია, არ იყო დამახასიათებელი ძველმართლმადიდებლური ბერული სტარცობისთვის.
დამოკიდებულება სტარცებს შორის ძალზე ხშირად მეტად შორსაა ქრისტეანული სიყვარულისა და მშვიდობისგან, მაგალითად, ოპტინელმა სტარეცმა იოსებმა, ამბროსი ოპტინელის მემკვიდრემ, მონაწილეობა მიიღო არქიმანდრიტ ბარსონუფის (პლეხანკოვი) მოწამვლაში, რისი მოთავეც იყო ასევე სტარეცის რეპუტაციის მქონე ეპისკოპოსი სერაფიმე (ჩიჩაგოვი). ბარსონუფი, ჯარის ყოფილი ოფიცერი, ამ კომპანიაში შემთხვევით აღმოჩნდა.
ზოგიერთი სტარეცი, მაგალითად, იოანე კრონშტადტელი, გრიგორი რასპუტინი, დმიტრი დუდკო და სხვები მეტისმეტად პოლიტიზირებულნი იყვნენ. უნდა ვაღიაროთ, რომ ზოგიერთი სტარეცი, მაგალითად, სერგი მეჩოვი, ისეთ უარყოფით შთაბეჭდილებას არ ტოვებს, როგორც სხვები, მაგრამ, ასეთები სტარჩესტვოს გარშემო არსებული სწავლების კონტექსტში ვერაფერს ცვლიან.
სწავლებამ სტარჩესტვოს შესახებ, რომელიც თანამედროვე ახალმოწესეობაში ვრცელდება, ზეგავლენა მოახდინა სლავურ სიტყვა სტარეცზეც. ძველრუსულ ეკლესიაში ტერმინები სტარეცი და სტარიცა ეწოდებოდა ნებისმიერ, ხანშიშესულ მონაზონს. მონასტრებში არსებობდა ბერების კატეგორია, რომელთაც "საკრებო სტარცებს" ("Соборные старцы"). და უწოდებდნენ, რომლებიც მონასტრის კრებითი მმართველობის ორგანოს წარმოადგენდნენ: "მონასტრის მმართველობის ორმაგი სისტემა, ერთი მხრივ იღუმენისა და, მეორე მხრივ "საკრებო სტარცების" მეშვეობით იცავდა წონასწორობას მონასტერში; თუ პირველი ამყარებდა ერთმმართველობას, მეორე _ საეკლესიო ცხოვრების პრინციპს, კრებითობას, ინარჩუნებდა" (Романенко Е. В. Повседневная жизнь русского монастыря средневекового монастыря. М. Молодая гвардия, 2002 г. стр. 102).
დღეს კი ტერმინ "სტარეცს" სულ სხვა აზრი აქვს. "სტარეცი" უკვე აღარ ნიშნავს უფროსს და მოხუცსაც კი. ეს სიტყვა იდენტური გახდა ტერმინისა "წინასწარმჭვრეტელი", "სასწაულმოქმედი", "წინასწარმეტყველი", დაბალი ფენის მორწმუნეებში კი _ "გურუ", "ნათელმხილველი", "ჯადოქარი", "მოგვი". ასეთი შინაარსობრივი დატვირთვა უეჭველად ეფუძნება სტარჩესტვოს შესახებ არსებულ მწვალებლურ სწავლებას, ერთი მხრივ, საკვირველმოქმედებისა და წინასწარმეტყველების აუცილებელი მოთხოვნით და, მეორე მხრივ, თავისი გურუიზმით, უგუნური და ტოტალური მორჩილებით, სულიერი დესპოტიზმით, ისტორიულ მართლმადიდებლურ ტრადიციასთან კავშირის სრული გაწყვეტით.
სტარეცის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ამოცანაა, ნებისმიერი მეთოდით გატეხოს მისდამი ნდობით აღჭურვილი პიროვნების ნება. თანაც, გატეხოს არა მარტო "მისი" ცოდვილი ნება, არამედ, მთლიანად, როგორც ადამიანისა. მართლმადიდებლური დოგმატიკა ასწავლის, რომ ნება და გონება განასხვავებს ადამიანს _ "ღმრთის ხატს" უგუნურ პირუტყვთაგან. მაგრამ, ამასთანავე, ადამიანის ნება არ უნდა იყოს მიმართული ბოროტებისკენ, არ უნდა იყოს ავტონომიური ღმრთის ნებასთან მიმართებაში (თვითნებობა), არამედ ჰარმონიასა და თანხმიერებაში უნდა იყოს მასთან. ასეთი ჰარმონიული და კეთილი თანხმობა, შეხამება, ნებათა თანხვედრა იწოდება, როგორც "სინერგია".
უფალმა და მაცხოვარმა ჩვენმა იესუ ქრისტემ, რომელმაც მიიღო სრული ადამიანური ბუნება, მთლიანად აკურთხა და განწმინდა იგი. ანუ, როდესაც სულიერ, განსაკუთრებით კი ასკეტურ ლიტერატურაში გვხვდება გამოთქმა "საკუთარი ნების უარყოფა", ეს უნდა გავიგოთ არა როგორც საერთოდ ადამიანური ნების უარყოფა, როგორც ასეთის, არამედ მისი ცოდვისმიერი მიდრეკილებების აღკვეცა. ამ თვალსაზრისით, ასიმეტრიული, მრავალი სტარეცის მიერ "საკუთარი ნების უარყოფის" აუცილებლობის აშკარად უტრირებული აქცენტირება გასაგებ შეშფოთებას იწვევს. მართლაც, ნების გატეხვას ხშირად მოსდევს ადეპტის სტარეცისადმი სულიერი და ზოგჯერ ფსიქოფიზიკური დამონება. ადამიანს ჯერ "დაამუნათებენ", "გატეხავენ", რათა შემდეგ სრულიად დაიმონონ და საკუთარ ნებასა და ძალაუფლებას დაუმორჩილონ. ერთ-ერთი შეხედულებით სტარცობაზე გარკვეული ზეგავლენა გააჩნია ე. წ. ხლისტურ მოძრაობას.
ძველმოწესეობისადმი სტარცების უმეტესობა, ძალიან მცირე გამონაკლისის გარდა (თავის დროზე ამ სტატიის ავტორი ერთობ გაოცებული დარჩა ძველმოწესეობისადმი ნ. გურიანოვის კეთილგანწყობით), ამჟღავნებს უკიდურესად უარყოფით დამოკიდებულებას. რაც არც არის გასაკვირი, რადგან სტარჩესტვოს, როგორც ფენომენს, როგორც ისტორიულ და სულიერი მოვლენას, უშუალო კავშირი არა აქვს წმიდა რუსეთის ძველ სარწმუნოებასთან. თანამედროვე სტარჩესტვო გახდა ძველი სტარცობის ნამდვილი ანტიპოდი. რაც, სხვათა შორის, მოსალოდნელიც იყო. როგორც თავის დროზე ღირ. ბიკენტი ლირინელი ბრძანებდა, როდესაც ხორბალს ღვარძლი შეერევა, ჭეშმარიტს უცხო, ბილწი აღერევა წმიდას, აღარაფერი დარჩება შეურყვნელი და განუხრწნელი.
სწავლება "დამმოძღვრელ" და "დასამოძღვრ" ეკლესიათა შესახებ და სასულიერო ინსტიტუტების გახრწნა გახდა სასულიერო პირთა და მათ სულიერ სამწყსოს შორის ურთიერთობების არასწორი ფორმების აღმოცენების მიზეზი. პირველ რიგში, ეს ეხება ქრისტეანული ეკლესიისთვის ახალი, აქამომდე უცნობი (ყოველ შემთხვევაში ასეთი სახით) ინსტიტუტის აღმოცენებას, რომელმაც ახალმოწესეობაში მიიღო სახელწოდება "სტარჩესტვო" ("მხცოვნობა". რადგან ინსტიტუტი რუსულია და ზედმიწევნით მისმა თარგმნამ შესაძლოა გამოიწვიოს "სტარჩესტვოს" არსის არაშესატყვისი აღქმა, გადავწყვიტეთ, ეს მოვლენა ყველგან აღვნიშნოთ მისი, "მშობლიური" რუსული ტერმინით -
ძველქრისტეანულ და ძველრუსულ ეკლესიაში "სტარცებად" (მხცოვნებად) იწოდებოდნენ სულიერი და დიდი ასკეტური გამოცდილების მქონე ბერები; ეს მოსაგრენი, რომელთაც გავლილი ჰქონდათ ხორციელი ვნებების დათრგუნვისა და სულიერი მოსაგრეობის დიდი და მძიმე გზა, არცთუ მცირე დროის შემდეგ ძალმოსილნი იყვნენ, გამხდარიყვნენ უფრო ახალგაზრდა ბერების სულიერი მოძღვრები და დამრიგებლები. მოწაფეები, ასეთი გამოცდილების მქონე მამებს ხშირად უწოდებოდნენ "მამებს", "მოძღვრებს", "მასწავლებლებს", "სულიერ წინამძღოლებს", "მიმრქმელებს", "უფროსებს" (ანუ მხცოვნებს), ასევე მიმართავდნენ ამა თუ იმ ქვეყნის მკვიდრ მოსახლეობაში გავრცელებული ტერმინით, რომელიც მიანიშნებდა მამის ღრმა სულიერ და ასკეტურ გამოცდილებაზე და შვილებრივ პატივისცემაზე სულიერი მამის მიმართ.
მამებს განსაკუთრებული ზნეობრივი ავტორიტეტი ჰქონდათ და მათთან ბერების ურთიერთობას მხრიდან განაპირობებდა არა ამა თუ იმ მხცოვანის ცხოვრების რაიმე გარეგნული ფაქტი, არამედ ბერების სულიერი მოთხოვნილება.
წმ. ბასილი დიდი აფრთხილებდა ახალბედა ბერებს არ ეძებათ ისეთი მოძღვრები, რომლებიც რაიმე გარეგნული საქმეებით იქნებოდნენ სახელგანთქმულნი. მოძღვრის არჩევისას მთავარ კრიტერიუმად წმ. ბასილი მიიჩნევს მამის სულიერ გამოცდილებას და წმიდა წერილის ცოდნას. როგორც წესი, მხცოვანს ერთი მოწაფე ჰყავდა (მაგ. ამბა დოროთეს მოწაფე იყო ღირსი დოსითეოსი). დროთა განმავლობაში, მისი სულიერი ზრდისა და უდაბნოში დამოუკიდებელი განმარტოების მიხედვით, შესაძლო იყო, მხცოვანს ჰყოლოდა სხვა მოწაფეც. იშვიათად გვხდება შემთხვევები, როდესაც ერთ მხცოვანთან სიბრძნესა და ბერულ ცხოვრებაში ერთდროულად იწაფებოდა რამდენიმე ან ათეულობით მოწაფე.
გამოცდილ მხცოვანს ზოგჯერ რჩევისთვის მიმართავდნენ სხვა მხარის ბერებიც, თუმცა ეს იშვიათად ხდებოდა, შესაძლოა ითქვას -
ბერ-
ბერმონაზვნობის ცნობილი მკვლევარი ს. ი. სმირნოვი აღნიშნავს, რომ მხცოვნობა წარმოადგენდგა მხოლოდ და მხოლოდ ბერულ ინსტიტუტს და იყო "მონაზვნური ცხოვრების მთელი საფუძველი, ...რომელიც შესაბამისობაში იყო მონასტრული ცხოვრების ყველა ფორმასთან და ის ვლინდებოდა ყველგან, სადაც კი არსებობდა ქრისტეანული მონაზვნობა" (იქვე. გვ. 5).
იყო ცალკეული შემთხვევები, როდესაც თავიანთი სიწმიდით ცნობილი ბერები (ღირ. თეოდოსი პეჩორელი, აბრაამ სმოლენსკელი, სერგი საკვირველმოქმედი, საბა სტოროჟეველი, იოსებ ვოლოცკელი, მაქსიმე ბერძენი, დიონისე რადონეჟელი და სხვები) სულიერ რჩევებს აძლევდნენ ერისკაცებსაც, მაგრამ ეს აიხსნებოდა საჭირო აუცილებლობით და "განსაკუთრებული შემთხვევით", რაც ხაზგასმულია მათ ცხოვრებებში.
ძველი ბერები არცთუ იშვიათად ფლობდნენ განსაკუთრებულ სულიერ ნიჭებსაც, მაგრამ ამ ნიჭებს არ უკავშირებდნენ არც მოძღვრობას და არც მხცოვნობას, არამედ უშუალოდ მოსაგრეობას, ბერულ ცხოვრებას და ღმრთის განსაკუთრებულ განგებულებას. დიდი მამები ყოველთვის გვაფრთხილებენ, არ გაგვიტაცოს წინასწარმეტყველებებმა, ხილვებმა და სხვა სასწაულებმა. ღირ. პახომი ძმობას ასწავლიდა: "ღმრთის მცნებებით მცხოვრები და მტკიცე რწმენის მქონე ადამიანი უმჯობესია იმაზე, ვისაც აქვს ხილვათა ნიჭი, რადგან უფლის ტაძარია" (იქვე, გვ. 62). ღირსი კასიანე კი ამბობდა, რომ "სასწაულები, რომლებიც გაკვირვებას იწვევს, ნაკლებად შეეწევიან წმინდა ცხოვრებას"; "სხვებისგან ეშმაკთა განდევნაზე უფრო დიდი სასწაულიაო ვნებების განდევნა საკუთარი სხეულიდან" (იქვე, გვ. 62).
აზრი იმის შესახებ, რომ სულიერი მოსაგრე უფრო უნდა განისწავლებოდეს მამებისეული ზოგადი გადმოცემებით, ვიდრე მოჩვენებითი (ან სინამდვილეში არსებული) დიდ მამათა ცალკეული სწავლებით, გვხვდება ღირ. ბიკენტი ლირინელთან და სხვა წმიდა მამებთანაც, განსაკუთრებით ღირ. ნიკონ ჩერნოგორელთან. მოძღვრისადმი მორჩილება აუცილებელი ნიშანთვისება იყო ბერმონაზვნობისა, მაგრამ იმ შემთხვევაში თუკი მოსწავლე თავის მოძღვარს რაიმე მწვალებლურ სწავლებას შეამჩნევდა, ვალდებული იყო, დაუყოვნებლივ შეეწყვიტა მასთან ურთიერთობაც და სწავლაც. ღირსი იოანე ამასთან დაკავშირებით გვარიგებს: "როდესაც დანამდვილებით ცნობილი გახდება, რომ ის (მოძღვარი -
სრულიად განსხვავებული სწავლება აღმოცენდა ახალმოწესეთა ეკლესიაში მე-
რაკიღა "სტარჩესტვომ" დაკარგა თავისი ძველი, ბერმონაზვნური ნიშნები, "სტარცად" გახდომა შეეძლო ნებისმიერ ადამიანს. არ არის გასაკვირი, რომ ახალგამომცხვარი სტარცების მნიშვნელოვან რაოდენობას არ გააჩნდა არანაირი სულიერი გამოცდილება. მრავალი მათგანი იყო უბრალო მღვდელი ან საეკლესიო მსახური, ზოგჯერ კი ერისკაციც, რომელიც სულიერი მოძღვრობის გზას დაადგა. XIX-
მოდი, პირდაპირ ვთქვათ და ვაღიაროთ, რომ ერისკაცთა შეკითხვებზე და მოთხოვნებზე, მით უფრო ცხოვრებისეულ საკითხებზე პასუხის გაცემა უფრო უპრიანია თეთრი სამღვდელოებისთვის. მაგრამ როგორ კონტექსტში იძლევიან ამ პასუხებს? რა ტენდენციას გამოხატავენ ისინი? ერთი საქმეა, როდესაც სულიერი მამა რჩევას აძლევს ან არ აძლევს თავის სულიერ შვილს, არ წავიდეს კურორტზე, და სხვა საქმეა, როდესაც უცხო ადამიანს შეკრებილი მასიდან ეუბნება: "გაყიდე სახლი და იყიდე ველოსიპედი".
ახალი "სტარჩესტვოს" გამოჩენამ გამოიწვია უამრავი ცრუმოძღვრების აღმოცენება, რომლებიც ეხება სამოძღვრო და სულიერ მოღვაწეობას. თუ ძველი მხცოვანი ბერები ახალდამწყებს ასწავლიდნენ იმ მეცნიერებას, რომელიც თვითონ განვლეს და გაიწაფნენ, ახალ "სტარცებს" პასუხის გაცემა უწევთ სულ სხვადასხვა, ზოგჯერ მონაზვნობისთვის სრულიად უცხო და მიუღებელ შეკითხვებზე და მოთხოვნებზე. საუბრები, რომლებსაც სტარცებთან მართავდნენ მლოცველები ("ბოგომოლცები"), ხშირად არა მარტო ბერმონაზვნურ, არამედ სულიერ სფეროსაც კი არ ეხებოდა. ლიტერატურაში, რომელიც ეძღვნება ოპტინელ სტარცებს, აღწერილია მრავალი შემთხვევა, როდესაც სტარცები თავიანთი რჩევებით ეხმარებოდნენ ერისკაცებს მომგებიანი ბიზნეს-
ს. ნილუსმა თვითონაც წარმატებას მიაღწია სტარცების მენეჯმენტის წყალობით. მრავალი ავტორი გულაჩუყებული აღწერს თუ როგორ "მოძღვრავდა" ამბროსი (გრენკოვი) დედაკაცებს, როგორ უნდა გამოეკვებათ ბატები, რათა შიმშილით არ დამწყდარიყვნენ, ან როგორ უნდა დაემჟავებინათ კომბოსტო... ერთ-
ცხადია, არც იეროსქიმონაზონ ამბროსის (გრენკოვს) და არც სხვა სტარცებს, როგორც წესი, არ გააჩნდათ სათანადო ეკონომიკური, იურიდიული, პოლიტიკური, ვეტერინარული, აგრონომიული და სხვა ცოდნა-
ზემოთ ჩამოთვლილ შემთხვევებში ერთდროულად რამდენიმე მწვალებლობა იმალება, რომლებიც წმიდა მამათა სწავლების საწინააღმდეგოა. პირველი ის არის, რომ სტარეცი ჩრდილავს თვით ღმერთს, მას უტოლებენQქრისტეს, ხდება პირადი, პრივატული წინასწარმეტყველი. სწავლება სტარეცზე, როგორც "ქრისტეს გონებაზე", უტოლდება პაპისტურ სწავლებას რომის მღვდელმთავარზე, რომელიც, კათოლიციზმის სწავლების თანახმად, არის ქრისტეს "ვიკარიუსი" (მოადგილე), რადგან პაპი -
მეორე, ახალმოწესეობრივი სტარჩესტვოს უმთავრესი ნიშანია არა რუდუნებითი სულიერი მოსაგრეობა, არამედ ზებუნებრივი თვისებების ფლობა. ყველა ეს თვისება აუცილებელია სტარეცთან მოსული ერისკაცის ათასგვარი მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად -
ზოგიერთი ახალმოწესის აზრით, სტარჩესტვოს გარეშე თურმე შეუძლებელი ყოფილა სულიწმიდის მადლის მოქმედებაც კი: "სტარჩესტვო -
ამ მწვალებლობის უმნიშვნელოვანესი ტიპური გამოხატულებაა ახალმოწესე სტარცების მეტად უხვი "ლიტურგიკული მოღვაწეობა". სტარცები გამოდიან საეკლესიო წეს-
სტარეცი ტავრიონი (ბატოზსკი), რომელიც, სხვათა შორის, 1957-
სტარცების გამაოგნებელი სიახლეები იმდენად მრავალფეროვანია, რომ შეუძლებელია ამ სტატიაში ყველას ჩამოთვლა და კვლევა. "ლიტურგიკულ" სიახლეთა და მწვალებლობათა შესასწავლად, რომლებიც მათ მოიტანეს, ცალკეული სამეცნიერო ნაშრომი დაგვჭირდებოდა. მარტოოდენ სერაფიმე საროველის მიერ გამოგონილი "საიდუმლოებანი" და "სწავლებანი" იმსახურებს სპეციალურ გამოკვლევას. მათ შორის არის მთელი რიგი მარიამოლოგიური ერეტიკული საქმიანობა, რომელიც დაკავშირებულია ღვთისმშობლის კულტთან და დღემდე არსებობს სხვადასხვა ახალმოწესეობრივ ეკლესიაში (ეს არის სწავლება სერაფიტული, ღვთისმშობლისეული სიწმიდის მოხვეჭის, ანუ სულისწმიდის მხოლოდ ღვთისმშობლის მეშვეობით "მოხვეჭის" შესახებ), მთელი რიგი ესქატოლოგიური ერესები (სერაფიმე საროველის მკვდრეთით აღდგომისა და ღვთისმშობლის თხრილის შესახებ, რომელ თხრილსაც თურმე ვერ გადალახავს ანტიქრისტე), "მართლმადიდებლური" ფეტიშიზმი, ანუ სულიწმიდის განსაკუთრებული მოხვეჭა, რომელიც დაკავშირებულია სერაფიმეს ორცხობილების დამზადების კულტთან და დიდ აიაზმაზე საჭმლის მომზადების შესახებ სწავლებასთAნ, და მრავალი სხვა.
ზოგიერთი სტარცისა და სტარიცას ცხოვრება (მაგალითად თეოდოსია კავკასიელისა ან მატრონა მოსკოველისა) სავსეა ისტორიული შეუსაბამობებითა და სისულელეებით. მაგრამ არსებობს უფრო ავისმომასწავებელი მომენტებიც: მატრონუშკამ ვერ შეძლო სამკერდე ჯვრის ტარება მკერდზე, სქემოსან მაკარიასთან მოფრინავდა "შავი ღვთისმშობელი" და ა. შ. მიუხედავად ამისა, სრულიად ნათელია, რომ ამ სიახლეებს, უფრო სწორად, უცნაურობებს, საერთო არაფერი აქვს მართლმადიდებლურ ტრადიციასთან. სტარცების ზოგიერთი გამონაგონი პირდაპირ სასაცილო და სულელურია, სხვები მკრეხელურია, ნაწილი კი, უბრალოდ, სახიფათოა ფსიქიკისა თუ ფიზიკური ჯანმრთელობისთვის. მრავალი სპეციალისტის შეფასებით, სადღეისოდ სტარცები ქმნიან უძლიერეს ოკულტურ დაჯგუფებას, რომელთა ზემოქმედებით წარმოებს ახალმოწესეობის შეუქცევადი და ავთვისებიანი მუტაცია. ერთ-
ისტორიული თვალსაზრისით სტარჩესტვო გვიანდელი მოვლენაა. XVIII საუკუნის ცნობილ ისტორიულ პერსონაჟს, პაისი ველიჩკოვსკის, რომელიც ბერძნული და სლავური ასკეტური ლიტერატურის ნამდვილად კარგი მცოდნე და, ამავე დროს, ძველი სარწმუნოების დიდი მოძულე იყო, გააჩნდა მასწავლებლობის ვნება, რის შედეგადაც მისმა მოწაფეებით აივსო რამდენიმე მოლდავური მონასტერი. ამ დროს რუსული, განათლებული საზოგადოება ნელ-
სახელმწიფო "მართლმადიდებლობა" დიდი ხანია გადაიქცა რაღაც უსულო სხეულად და სულიერი აზრით, არაფრის მომცემ საწესჩვეულებო ვალდებულებად. აქ ყოველივე ამას დაემატა კიდევ პატრიოტული აღმავლობა და სულიერი აღმასვლა, დაკავშირებული 1812 წლის სამამულო ომთან. საჭირო იყო პასუხი "დროის მოწოდებაზე". სწორედ ასეთ პასუხად მოგვევლინა სტარჩესტვო, რომელიც რუსეთში, კერძოდ, ზოგიერთ სამხრეთ რუსულ სავანეში, მაგალითად, სოფრონის უდაბნოში მოლდავური მონასტრებიდან გამოსულმა სტარცებმა შეიტანეს.
დამახასიათებელია ამ სტარცებიდან პირველის ბედი. მან დაიწყო "ხალხის დამოძღვრა". თვით მის ახალმოწესე ძმებს "ერისკაცთა განათლებისკენ" მისი ასეთი მიდრეკილება საეჭვოდ მოეჩვენათ, რის შემდეგ მას შესთავაზეს ფსალმუნების კითხვა მონასტერში. ის ცდილობდა, როგორმე აერიდებინა თავი ამ დავალებისთვის, იმიზეზებდა, რომ მას "ნუგეში უნდა ეცა ხალხისთვის", ასევე იმას, რომ ძალიან მოუცლელი იყო, მაგრამ ძმობა შეუდრეკელი რჩებოდა : სტარეცს ფსალმუნი უნდა წაეკითხა. მან ვერ აიტანა ფსალმუნის კითხვა და, ვიდრე რიგი მოუწევდა, თავი ჩამოიხრჩო. და, რაც ყველაზე საკვირველია, სწორედ ამ კურიოზული, მაგრამ საშინელი შემთხვევის შემდეგ დაიწყო სტარჩესტვომ თავისი ტრიუმფალური სვლა მთელს რუსეთში.
ახალმოწესეთა ეკლესიაში ზოგჯერ აღნიშნავენ, რომ თანამედროვე სტარეცების უმრავლესობა ნამდვილი სტარეცი არ არის. თანამედროვე სტარცობას ხშირად ე. წ. "მლადოსტარცობადაც" ხმობენ. ზოგიერთი ახალმოწესე ავტორი მიიჩნევს, რომ "მლადოსტარჩესტვო"-
რევოლუციამდელი და თანამედროვე სტარცობა აერთიანებს ამ მოველნის ყველაზე დამახასიათებელ ნიშან-
რევოლუციამდელი მკვლევარი და ოპტის უდაბნოს სტარცობის აპოლოგეტი, კიევის სასულიერო აკადემიის ზნეობრივი ღვთისმეტყველების კათედრის პროფესორი ვ. ეგზემპლიარსკი არაერთხელ აღნიშნავდა, რომ: "შეუძლებელია თვალი მოუხუჭო იმ საშიშ გადახრას, რომელსაც არცთუ იშვიათად ვხვდებით სტარცობის ხელმძღვანელობის იმ ერისკაცებთან დამოკიდებულებაში, რომლებიც ხშირად მიმართავდნენ სტარცებს თავიანთი ყოფითი პრობლემების გადასაწყვეტად. საკუთარი გავლენის სფეროს ასეთი გაფართოების საშიშროება, როგორც ამას დღევანდელობა გვიჩვენებს, ძალიან დიდია თვით გამოცდილი სტარცებისთვისაც კი. მაგრამ საკუთარი სულიერ-
იმის შესახებ, რომ ოპტის უდაბნოში მოღვაწე და რევოლუციამდელი სხვა სტარცები დასაქმებულები იყვნენ ათასგვარი სამეწარმეო ხასიათის პროგნოზებითა და კონსულტაციებით, ზემოთ უკვე ვილაპარაკეთ. იმავე საქმიანობას ეწევიან თანამედროვე სტარცებიც: "სტარეცს მიმართავენ, უხეშად რომ ვთქვათ, როგორც მკითხავს: სად არის ახლა ჩემი შვილი, დიდი ხანია სახლიდან გავიდა და უკან აღარ დაბრუნებულა; სასურველია თუ არა გავცვალო ახლანდელი ბინა სხვაზე, როგორზე და რომელ რიცხვში; შევიტანო საბუთები ახალ კოლეჯში ჩასაბარებლად თუ იქნებ აჯობებს პედაგოგიურზე ჩავაბარო” (Хоружий С. С. Феномен русского старчества // Церковь и время. 2002 г., № 4 (21), стр. 217).
რევოლუციამდელ სტარჩესტვოს და თანამედროვე "მლადოსტარჩესტვოს" მსგავსი აქვთ პოლიტიკურ-
ამაზე უარესს წინასწარმეტყველებს XX საუკუნის ცნობილი სტარიცა პელაგია რიაზანელი: "ამჟამინდელი სამღვდელოება, -
უნდა აღინიშნოს, რომ პელაგია რიაზანელის "წინასწარმეტყველებებში" ზოგჯერ საღ აზრსაც ვხვდებით, რომელიც ობიექტურად აღწერს არსებულ სიტუაციას. სტარეცი ლავრენტი ჩერნიგოველი, რომელიც XX საუკუნის 50-
მსგავსი გამონათქვამები უხვად გვხვდება გრიგორი რასპუტინისა და სხვა რევოლუციამდელი თუ თანამედროვე სტარცებისა და სტარიცების ქადაგებებში. მეტიც, ნიკონიანურ ეკლესიაში გაჩნდა ერთგვარი სწავლებაც კი "სამი იერარქიის" შესახებ. კერძოდ: 1) უშუალოდ იერარქიაზე; 2) "სამეფო" იერარქიაზე და 3) "წინასწარმეტყველთა" იერარქიაზე (რომელშიც ისევ და ისევ სტარცები იგულისხმებიან). ისინი თურმე ავსებენ ერთურთს და ერთმანეთსაც ენაცვლებიან, მაგრამ "წინასწარმეტყველური" იერარქია მათ შორის უმთავრესია. რად ღირს მარტო სამყაროს აღსასრულის შესახებ მათი უთვალავი წინასწარმეტყველება...
მნიშვნელოვანია ისიც, რომ რაიმე განსხვავებას რევოლუციამდელ სტარჩესტვოსა და თანამედროვე "მლადოსტარჩესტვოს", "ცუდ" და "კარგ" სტარცებს შორის ვერ ხედავენ ამ ფენომენის თაყვანისმცემლებიც. თვით იმპერატორის ოჯახის წევრებიც კი ეთაყვანებოდნენ ამა თუ იმ სტარეცს. როგორც თავის 1917 წლის ჩვენებებში ა. ა. ვირუბოვამ შენიშნა, ნიკოლოზ II და მისი მეუღლე ალექსანდრა თევდორეს ასული ენდობოდნენ გრიგორი რასპუტინს, ისევე, როგორც სხვა ცნობილ სტარცებს: "ენდობოდნენ მას, როგორც იოანე კრონშტადტელს, საშინლად ენდობოდნენ" (ციტ. по "Царская семья и Г. Е. Распутин. Приложение № 5 к докладу митрополита Крутицкого и Коломенского Ювеналия, Председателя Синодальной комиссии по канонизации святых. Архиерейский собор Русской Православной Церкви. 3-
არსებობს შეხედულება, რომ "მლადოსტარჩესტვოს" გაკიცხვით მოსკოვის საპატრიარქომ, შესაძლოა უნებურადაც, ეჭვქვეშ დააყენა სტარჩესტვოს სიწმიდეც, რადგან სრულიად ცხადია, რომ "მლადოსტარცები" ამა თუ იმ ზომით ბაძავდნენ და ბაძავენ ადრინდელ სტარცებს. ამ მტკიცებულებაში თუ ჭეშმარიტების მარცვალი მაინც დევს, ცხადია, შეუძლებელია სარეველას აღმოფხვრა ფესვების გარეშე. თანაც, სტარცებისა თუ სტარიცების ოფიციალური კულტი, მათ შორის ისეთი ოდიოზური ფიგურებისა, როგორიცაა, მაგალითად, მატრონუშკა, "ათეთრებს" ამ მოვლენას მთლიანობაში.
ახალი სტარცები არ მისდევდნენ და არც დღეს მისდევენ რაიმე განწესებას, რომელიც ოდესღაც აუცილებელი იყო ყოველი ძველი მოძღვრისთვის. ასე, მაგალითად, ზოგიერთი ოპტინელი სტარეცი, მათ შორის ამბროსი (გრენკოვი), თავის მოწაფეებს აკითხებდა საკუთარ ბერულ კანონს. ზოგიერთ ბერულად მცხოვრებ სტარეცს სენაკში მოსამსახურეებად და დამლაგებლებად ჰყავდა დედაკაცთა დიდი რაოდენობა მაშინ, როდესაც ძველი განწესებების თანახმად, ბერმა საერთოდ არ უნდა შეხედოს დედაკაცს, ხოლო სქემოსნები გაიგივებული იყო "ცოცხალ მკვდრებთან", რომელთაც მსახურების უფლებაც არ ჰქონდათ, რომ არაფერი ვთქვათ საზოგადოებრივ საქმიანობაზე ან მოპირისპირე სქესის მოქალაქეებთან რამენაირ საშინაო-
ამ მიმართებით ისევ და ისევ ამბროსი (გრენკოვი) გამოირჩეოდა, რომელიც იმდენად შეეჩვია შამორდინის დედათა მონასტერს, რომ იქიდან არ გამოდიოდა და თავისი ამგვარი საქციელით ადგილობრივი, კალუგის ეპარქიული ეპისკოპოსიც კი აღაშფოთა. ნებისმიერმა მართლმადიდებელმა იცის, რომ სიგარეტის მოწევა დიდი ცოდვაა ერისკაცისთვისაც კი, რომ არაფერი ვთქვათ ბერ-
მართლმადიდებელ ქრისტეანებს ეკრძალებათ მუზიცირება, თუმცა, იგივე მაკარი ვიოლონოზე უკრავდა. შემორჩენილია სტარეცი ეპისკოპოსის ნიკოლოზის (ველიმიროვიჩის) სურათი, სადაც ის გამოსახულია სტვირით ხელში. ახალმოწესეობის აპოლოგეტები იმასაც კი უსვამენ ხაზს, რომ ფინანსური და მატერიალური სიმდიდრე სულაც არ უშლის ხელს თანამედროვე სტარცებს უშუალო საქმიანობას. ასე, მაგალითად, იოანე კრონშტადტელის ერთი თანამედროვე თაყვანისმცემელი აღტაცებული ამბობს: "მართალ იოანე კრონშტადტელს ჰყავდა საკუთარი გემი, ყოველდღე მისი თაყვანისმცემლები თევზით და ძვირფასი ფრანგული ღვინით უმასპინძლდებოდნენ, უკერავდნენ აბრეშუმის სამოსს და მისი სული ერისკაცთა თაყვანისცემისგან გაღატაკდა სიმდიდრეში და უპოვარებაში" (Кононов Андрей, иерей ჰტტპ://პრავოსლავიე.რუ/პუტ/040402145000).
შამორდინის დედათა სავანის დაფუძნების შემდეგ სტარეცმა ამბროსი ოპტინელმა ხელი მიჰყო ქონების დაგროვებას. თუ როგორ ახერხებდნენ სტარცები მონასტრებში ქონების მოხვეჭას შეიძლება გავიგოთ წიგნიდან "Историческое описание Козельской Оптиной пустыни" (1902წ.). 1889 წ. სტარეცის საქმეებზე საკრედიტო დანახარჯებმა შეადგინა 120 ათასი რუსული რუბლი. ამბროსიმ შამორდინის მონასტრისთვის კალუგაში შეიძინა მინდვრები, 240 დესეტინის სიდიდის აგარაკი ტულის გუბერნიაში და ათასი დესეტინის სიდიდის შავმიწანიადაგიანი აგარაკი კურსკში. როგორც "Историческое описание..." იტყობინება, ტულის მამულში მან მმართველად დანიშნა საკუთარი შვილიშვილი. ამბროსის მიერ აღკვეცილი შამორდინელი მონაზვნების ხელუხლებელი ფინანსური კაპიტალი 1895 წელს შეადგენდა 150540 რუბლს. სხვათა შორის, თვით სტარეცი ამბროსი ამ პერიოდში უკვე აღარ მოღვაწეობდა ოპტის უდაბნოში. მას სპეციალური აპარტამენტები აუშენეს შამორდინის დედათა მონასტერში. თავს შევიკავებთ ახალმოწესე სტარცების ფინანსური საქმიანობის ზნეობრივი შეფასებისგან, თუმცა მაინც შევნიშნავთ, რომ ცხოვრების მსგავსი წესი, ცხადია, არ იყო დამახასიათებელი ძველმართლმადიდებლური ბერული სტარცობისთვის.
დამოკიდებულება სტარცებს შორის ძალზე ხშირად მეტად შორსაა ქრისტეანული სიყვარულისა და მშვიდობისგან, მაგალითად, ოპტინელმა სტარეცმა იოსებმა, ამბროსი ოპტინელის მემკვიდრემ, მონაწილეობა მიიღო არქიმანდრიტ ბარსონუფის (პლეხანკოვი) მოწამვლაში, რისი მოთავეც იყო ასევე სტარეცის რეპუტაციის მქონე ეპისკოპოსი სერაფიმე (ჩიჩაგოვი). ბარსონუფი, ჯარის ყოფილი ოფიცერი, ამ კომპანიაში შემთხვევით აღმოჩნდა.
ზოგიერთი სტარეცი, მაგალითად, იოანე კრონშტადტელი, გრიგორი რასპუტინი, დმიტრი დუდკო და სხვები მეტისმეტად პოლიტიზირებულნი იყვნენ. უნდა ვაღიაროთ, რომ ზოგიერთი სტარეცი, მაგალითად, სერგი მეჩოვი, ისეთ უარყოფით შთაბეჭდილებას არ ტოვებს, როგორც სხვები, მაგრამ, ასეთები სტარჩესტვოს გარშემო არსებული სწავლების კონტექსტში ვერაფერს ცვლიან.
სწავლებამ სტარჩესტვოს შესახებ, რომელიც თანამედროვე ახალმოწესეობაში ვრცელდება, ზეგავლენა მოახდინა სლავურ სიტყვა სტარეცზეც. ძველრუსულ ეკლესიაში ტერმინები სტარეცი და სტარიცა ეწოდებოდა ნებისმიერ, ხანშიშესულ მონაზონს. მონასტრებში არსებობდა ბერების კატეგორია, რომელთაც "საკრებო სტარცებს" ("Соборные старцы"). და უწოდებდნენ, რომლებიც მონასტრის კრებითი მმართველობის ორგანოს წარმოადგენდნენ: "მონასტრის მმართველობის ორმაგი სისტემა, ერთი მხრივ იღუმენისა და, მეორე მხრივ "საკრებო სტარცების" მეშვეობით იცავდა წონასწორობას მონასტერში; თუ პირველი ამყარებდა ერთმმართველობას, მეორე _ საეკლესიო ცხოვრების პრინციპს, კრებითობას, ინარჩუნებდა" (Романенко Е. В. Повседневная жизнь русского монастыря средневекового монастыря. М. Молодая гвардия, 2002 г. стр. 102).
დღეს კი ტერმინ "სტარეცს" სულ სხვა აზრი აქვს. "სტარეცი" უკვე აღარ ნიშნავს უფროსს და მოხუცსაც კი. ეს სიტყვა იდენტური გახდა ტერმინისა "წინასწარმჭვრეტელი", "სასწაულმოქმედი", "წინასწარმეტყველი", დაბალი ფენის მორწმუნეებში კი _ "გურუ", "ნათელმხილველი", "ჯადოქარი", "მოგვი". ასეთი შინაარსობრივი დატვირთვა უეჭველად ეფუძნება სტარჩესტვოს შესახებ არსებულ მწვალებლურ სწავლებას, ერთი მხრივ, საკვირველმოქმედებისა და წინასწარმეტყველების აუცილებელი მოთხოვნით და, მეორე მხრივ, თავისი გურუიზმით, უგუნური და ტოტალური მორჩილებით, სულიერი დესპოტიზმით, ისტორიულ მართლმადიდებლურ ტრადიციასთან კავშირის სრული გაწყვეტით.
სტარეცის ერთ-
უფალმა და მაცხოვარმა ჩვენმა იესუ ქრისტემ, რომელმაც მიიღო სრული ადამიანური ბუნება, მთლიანად აკურთხა და განწმინდა იგი. ანუ, როდესაც სულიერ, განსაკუთრებით კი ასკეტურ ლიტერატურაში გვხვდება გამოთქმა "საკუთარი ნების უარყოფა", ეს უნდა გავიგოთ არა როგორც საერთოდ ადამიანური ნების უარყოფა, როგორც ასეთის, არამედ მისი ცოდვისმიერი მიდრეკილებების აღკვეცა. ამ თვალსაზრისით, ასიმეტრიული, მრავალი სტარეცის მიერ "საკუთარი ნების უარყოფის" აუცილებლობის აშკარად უტრირებული აქცენტირება გასაგებ შეშფოთებას იწვევს. მართლაც, ნების გატეხვას ხშირად მოსდევს ადეპტის სტარეცისადმი სულიერი და ზოგჯერ ფსიქოფიზიკური დამონება. ადამიანს ჯერ "დაამუნათებენ", "გატეხავენ", რათა შემდეგ სრულიად დაიმონონ და საკუთარ ნებასა და ძალაუფლებას დაუმორჩილონ. ერთ-