არქიეპისკოპოსი პავლე (ხორავა)
ახალმოწესეთა "წმინდანი" სერაფიმე საროველი

ახალმოწესე "მართლმადიდებლები" ხშირად გვსაყვედურობენ ძველმოწესეებს, რომ არ ვაღიარებთ მათს ისეთ წმინდანს, როგორიც იყო სერაფიმე საროველი. ზოგიერთი ცოდვაშიც კი გვითვლის ამას და ირწმუნება, რომ ამგვარი დიდი წმინდანის არსებობა, რომლის მსგავსი ძველმოწესეობას არ ჰყავს, საკმაო არგუმენტია გაბატონებული ეკლესიის მადლმოსილების საჩვენებლად.
ბევრს აინტერესებს გაიგოს ის მიზეზი, თუ რატომ არ აღიარებენ ძველმოწესე მართლმადიდებლები წმინდანად სერაფიმე საროველს. მიზეზი მარტივია, თუმც არა დოგმატურ ღვთისმეტყველებასა და ეკლესიოლოგიაში ჩაუხედავთათვის.
მართლმადიდებლობაში მიღებულია შეხედულება (რომელიც განიხილება დოგმატის რანგში), რომ ეკლესიის საზღვრებს გარეთ (ღვთის განსაკუთრებული განგებულების გამოკლებით) არ არის არც მადლი და არც სულის ცხონება, ცხადია, არც ჭეშმარიტი სასწაული. რადგან ყველა რანგის სქიზმატები და მწვალებლები იმყოფებიან ეკლესიის გარეთ, მათში აღსრულებული ნებისმიერი სახის "სასწაულებრივი" ნიშები და ქმედებები მართლმადიდებლობის მხრიდან განიხილება ან როგორც ანომალია, რომელსაც რელიგიური ცნობიერება მიაწერს სასწაულის სტატუსს, ან კიდევ დაცემულ ანგელოზთამიერი მზაკვარება, რომელიც ამგვარი ცრუსასწაულებით საკუთარ მადლმოსილებაში არწმუნებს და ხიბლავს ეკლესიის გარეთ დაშთენილთ.
თუმცა არსებობს მოსაზრება, რომელსაც განსაკუთრებული ბიძგი მისცა ეკუმენისტურმა მოძრაობამ. ამ აზრის მომხრეებს მიაჩნიათ, რომ მადლი შესაძლოა ეკლესიის გარეთაც იყოს, ოღონდ იმ ზომით, რა ზომითაც არის მიახლოებული ეკლესიას ესა თუ ის სქიზმა ან მწვალებლობა.
ამდენად, თუ ხდება ჭეშმარიტი სასწაული, ის ხდება მხოლოდ ღმრთის მადლით და მხოლოდ ეკლესიაში. მაგრამ აქ თავს იჩენს მეორე სირთულე: ნებისმიერი კონფესიის სრულიად ბუნებრივი და ლოგიკური მოცემულობა მდგომარეობს იმაში, რომ ყოველი მათგანი მხოლოდ საკუთარ თავს აღიქვამს ქრისტეს ერთ, ჭეშმარიტ და წმიდა ეკლესიად და არა სხვა რომელიმეს. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, სხვა კონფესიებში აღსრულებული სასწაულები მათ უნდა მოათავსონ ზემოთ აღნიშნული ორი კატეგორიიდან ერთ-ერთში; ანუ აღიარონ, რომ ეს არის ან ანომალია, ან კიდევ ცრუ, ეშმაკისეული "სასწაული"; თუ არადა, უნდა აღიარონ ეკუმენისტთა სწავლება ეკლესიის გარეთ ღმრთის მადლის არსებობისა და სულის ცხონების შესახებ, რაც მიუღებელია მართლმადიდებელთათვის.
XVII საუკუნის მეორე ნახევარში, საეჭვო ღირსებისა და სარწმუნოების მქონე მოხეტიალე და მოწყალების მათხოვარ ბერძენ იერარქთაგან აღძრულმა რუსეთის მეფე ალექსი მიხეილის ძემ და რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის პატრიარქმა ნიკონმა, საეკლესიო წიგნების გასწორებისა და ზოგიერთი არასწორი ჩვეულების აღმოფხვრის მომიზეზებით, განახორციელეს რეფორმა, რომელიც, თვით თანამედროვე ნიკონიანელ ღვთისმეტყველთა და ისტორიკოსთა აღიარებით, "აბსოლუტურად არასაჭირო იყო ეკლესიისთვის" (პროფ. იოანე ბელევცევი).
ამ ე. წ. "რეფორმის" პროცესში მათ მწვალებლურად გამოაცხადეს და შეაჩვენეს როგორც ძველი, ბიზანტიური გადმოცემები, რომელიც იმხანად მხოლოდ რუსეთში იყო შენარჩუნებული, ასევე მათი მიმდევრები. ძველი და ახალი წესების (გადმოცემების) დამცველთა შორის ატყდა მძაფრი დაპირისპირება, რომელიც საბოლოოდ გადაიზარდა განხეთქილებაში და რომლის მთავარი შემოქმედნი, ბერძენ იერარქებთან ერთად, რა თქმა უნდა, იყვნენ პატრ. ნიკონი და მეფე ალექსი.
"უაზრო და არასაჭირო რეფორმას", როგორც უწოდებენ მას გასული საუკუნისა და თანამედროვე ისტორიკოსები და თეოლოგები, შეეწირა მილიონობით მორწმუნე მართლმადიდებელი. რეფორმატორებმა ფიზიკურად გაანადგურეს ასეულობით ათასი; ცეცხლში, სისხლსა და ცრემლში მოაქციეს მთელი რუსეთი.
1666-1667 წლების, მოსკოვის საეკლესიო კრებამ, რომელსაც თავმჯდომარეობდა ღაზის ბერძენი მიტროპოლიტი პაისი ლიგარიდი, საბოლოოდ და საჯაროდ დაგმო ძველი საეკლესიო პრაქტიკა, ძველი მართლმადიდებლობა და მის სანაცვლოდ დაამკვიდრა ახალი, მანამდე უცნობი სწავლებანი და ჩვეულებანი.
მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ რეფორმის ყველა აქტიური მონაწილე ბერძენი ეპისკოპოსი თუ პატრიარქი ყოფილა სასულიერო წოდებისგან პატივაყრილი და კათედრაწართმეული იერარქი. პირველად ამის შესახებ განაცხადა თვით ნიკონმა, რომელიც ასევე გაასამართლეს ხსენებულ კრებაზე.
გაგულისებულმა ნიკონმა გასცა საიდუმლო, რომელმაც საერთოდ ეჭვქვეშ დააყენა ამ რეფორმისა და თვით ხსენებული კრების კანონიკურობის საკითხი. ნიკონის დემარში საკმაო თანხა დაუჯდა რუსის მეფის ხაზინას, კერძოდ, რეფორმის კანონიკურობა რომ დაცულიყო, მეფე ალექსის მოუწია ფულადი ანაზღაურების (ანუ სიმონიის) ხარჯზე ისევ თავიანთ ხარისხებში აღედგინა პატივწართმეული და დამხობილი ცრუ იერარქები, რომელთა დახმარებითაც განახორციელა საეკლესიო რევოლუცია, ცნობილი დისიდენტის, სოლჟენიცინის შეფასებით, _ დიდი ოქტომბრის რევოლუციის წინაპირობა და ნიადაგი.
რუსეთის ეკლესია ორად გაიყო: ძველბიზანტიური გადმოცემების მიმდევართ ეწოდათ "ძველმოწესეები", სიახლეების დამნერგავებსა და მათ მიმდევრებს კი "ახალმოწესეები", "ნიკონიანელები". ცხადია, რომ თითოეული მხარე ჭეშმარიტი მართლმადიდებლობის დამცველად მიიჩნევდა და მიიჩნევს საკუთარ თავს, ხოლო მოპირისპირე მხარე უყურებს, როგორც მართლმადიდებლობის მტერსა და დამანგრეველს.
ბუნებრივია, რომ ასეთ პირობებში, როდესაც თითოეული მხარე ერთ და ჭეშმარიტად ქრისტეს ეკლესიად აღიარებს მხოლოდ საკუთარ თავს, როდესაც ორივე მხარეს მიაჩნია, რომ მადლი და ცხოვნება, შედეგად კი _ ჭეშმარიტი ღვთიური სასწაულიც მხოლოდ მის მხარეს შეიძლება არსებობდეს, წარმოუდგენელია, აღიარებდეს წმინდანებს, რომელთა კანონიზირება ამ კონფესიებში განხეთქილების შემდეგ განხორციელდა.
სწორედ ამას ვგულისხმობდით, როდესაც ვწერდით, რომ, ვინც ჩახედულია საეკლესიო კანონიკისა და ეკლესიოლოგიის სფეროში, მისთვის გასაკვირი არ უნდა იყოს განხეთქილების შემდეგომ ერთი მხარის მიერ მეორე, მისი მოწინააღმდეგე მხარისგან კანონიზირებული წმინდანის აუღიარებლობა. ეს არის ის უბრალო მიზეზი, რომელიც არ აძლევს ძველმორწმუნეებს უფლებას, აღიარონ წმინდანად ის ადამიანი, რომელიც, მათი აზრით, არ არის ქრისტეს ჭეშმარიტი ეკლესიის წევრი და სხვათა შორის, არც გაბატონებულ რეფორმატორ "მართლმადიდებელთ" აძლევს უფლებას, აღიარონ წმინდანად ძველმოწესეობაში განხეთქილების შემდეგომ გაბრწყინებული მოწამეები ან ღირსი მამები.
აქ, ვფიქრობ, ყველაფერი გასაგებია და არ უნდა დაგვებადოს ისეთი აზრი, რომ ძველმოწესეები თითქოსდა შეურაცხყოფას აყენებენ სერაფიმე საროველს მით, რომ არ მიიჩნევენ მას წმინდანად. მითუმეტეს, რომ თავდაპირველად ასეთ დამოკიდებულებას ავლენდა სერაფიმესადმი თვით "წმინდა" სინოდიც, რუსეთის "მართლმადიდებელი" ეკლესიის იმდროინდელი მმართველი ორგანო, და მხოლოდ მეფის, ნიკოლოზ II-ის ბრძანების შემდეგ გახდა იძულებული მოეხდინა საროველი მოღვაწის კანონიზირება, თუმცა ამის შესახებ ცოტა მოგვიანებით.
ამდენად, გაუგებარია არა ის, როგორ და რატომ არ აღიარებს ეს ორი ეკლესია დაპირისპირებული მხარის მიერ კანონიზირებულ წმინდანებს, არამედ ის, რატომ არ აღიარებდნენ ნიკონიანელი რეფორმატორები რეფორმამდელ, განხეთქილებამდელ წმინდანებს და მიიჩნევდნენ მათ ან მწვალებლებად, ან უმეცრებად და ახდენენ მათ დეკანონიზირებას.
მეტიც, თავიანთი რეფორმატორული იდეებით აღტყინებული ნიკონიანელები, სადაც კი დაინახავდნენ უხრწნელ წმინდანს, რომელსაც პირჯვრისსაწერი თითები შეკრული ჰქონდა ძველი წესის მიხედვით, ანუ ორი თითით, ფიზიკურად სპობდნენ. თვალსაჩინოებად შეიძლება გამოდგეს წმ. ანა კაშინსკაიას წმიდა და უხრწნელი გვამი, რომელიც ნიკონიანელმა რეფორმატორებმა ხსენებული მიზეზით ჯერ ტაძრიდან გააქრეს, შემდეგ კი წმინდანთა დასიდანაც კი "გამორიცხეს".
მოსკოვის 1551 წლის "ასმუხლიანად" წოდებული კრების მამები, ისეთები, როგორებიც იყვნენ მაგალითად, კრების თავმჯდომარე, უგანათლებულესი მიტროპოლიტი მაკარი, ცნობილი საკითხავი თვენის შემდგენელი; სიცოცხლეშივე სასწაულთმოქმედი მამები: გური და ბარსონუფი, წმ. აკაკი ტვერელი და სხვები, რომლებიც ესწრებოდნენ ამ კრებას, უმეცრებად გამოაცხადეს მხოლოდ იმიტომ, რომ დააკანონეს ორი თითით პირჯვრისწერა და კურთხევის გაცემა, ასევე ორჯერადი ალილუია და მრავალი სხვა რამ. მოგვიანებით ნიკონის რეფორმატორულმა გუნდმა ყოველგვარი კვლევა-ძიებისა და მტკიცებულებების გარეშე ძველი საეკლესიო გადმოცემები "მწვალებლურად" გამოაცხადა.
მოდით, ვკითხოთ ჩვენს ოპონენტ "მართლმადიდებლებს", რატომ გამორიცხეს წმინდანთა დასიდან რეფორმამდე სამი საუკუნის განმავლობაში უხრწნელად მდებარე წმინდანი? რატომ შეურაცხყვეს უდიდესი რუსი მამები? თუ რუსეთის ეკლესიის წმინდანებზე და, საერთოდ, რუსეთის ეკლესიის პატივისცემაზეა ლაპარაკი, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ამ ხალხის ისტორია IXI საუკუნიდან და სერაფიმე საროველიდან კი არ იწყება, არამედ IX საუკუნიდან და ჰყავს უფრო დიდი მოღვაწეები, ვიდრე ეს სერაფიმე საროველია.
საგულისხმოა, რომ გაბატონებული ეკლესიის ადეპტებს თითქმის ზეპირად აქვთ შესწავლილი სერაფიმეს "სასწაულები", მაშინ, როდესაც მათთვის აბსოლუტურად უცნობია აკაკი ტვერელი, გური და ბარსონუფი, ანა კაშინსკაია, იოანე ნოვგოროდელი და სხვები, ძველ მართლმადიდებლობასა და ძველ ბიზანტიურ გადმოცემათა განუხრელ მიყოლაში გაბრწყინვებულები.
ყურადსაღებია მეორე მნიშვნელოვანი გარემოება. ჩვენ, როგორც ძველმართლმადიდებელნი, ასევე გაბატონებული რეფორმატორებიც, ერთხმად ვაღიარებთ, რომ წმინდანად ვერ შეირაცხება ქრისტეს ეკლესიას და მის მცნებებთან დაპირისპირებული ადამიანი. ნებისმიერ ქრისტეანს წმინდანად შეიქს არა მხოლოდ მისი პატიოსანი ცხოვრება, არამედ მართლმადიდებლური სარწმუნოება და ეკლესიის წმიდა გადმოცემების ერთგული დაცვა. აქედან, გაუგებარია, როგორ შეიძლება წმინდანი იყოს ის, ვინც არათუ არ ერთგულებს ამ გადმოცემებს, არამედ, პირიქით, ებრძვის მას და ცდომილებადაც კი მიიჩნევს, რითაც, სხვათა შორის, განიკითხავს მანამდე მოღვაწე, ამ გამოცემათა მიმდევარ სხვა უდიდეს წმინდანებს; და თვით ქრისტესა და მის მოციქულებს, ამ გადმოცემათა მომნიჭებელთ?
ამიტომაც, ცოტა უცნაურია ძველმართლმადიდებელთა ზოგიერთი ოპონენტის კატეგორიული ტონი და მოთხოვნა, რომ ძველმორწმუნე ქრისტეანებმა თურმე აუცილებლად უნდა სცნონ წმინდანად სერაფიმე საროველი; რომ ამ ადამიანის სიწმინდეში ეჭვის შეტანა შეუძლებელია მის მიერ აღსრულებულ სასწაულთა გამო.
ოპონენტებს გაბატონებული ეკლესიიდან კიდევ ერთხელ შევახსენებთ, რომ სერაფიმე საროველს სიწმინდეში ეჭვი შეჰქონდა თვით ე. წ. "წმინდა" სინოდს, რუსეთის იმდროინდელ მმართველ საკლესიო ორგანოს და, რომ არა ნიკოლოზ II-ის ბრძანება, შესაძლოა დღეს არც არავის სცოდნოდა ამ ადამიანის ვინაობა. შევახსენებთ იმასაც, რომ სასწაულთმოქმედი ან უხრწნელად მდებარე წმინდანების არსებობა ამა თუ იმ კონფესიაში შეუძლებელია იყოს ამ კონფესიათა მართლმადიდებლურობისა და მადლმოსილების საფუძველი.
ცნობილია, რომ მრავალი სასწაული აღსრულებულა და აღესრულება პაპისტურ ეკლესიაში (მაგ. ფატიმის ცნობილი სასწაული), კოპტურ-მონოფიზიტურ ეკლესიებსა და პროტესტანტიზმში და თვით სხვა რელიგიებშიც კი (მაგ. ისლამსა და ბუდიზმში). სასწაულები ბევრგან აღესრულება, ცხადია, ოფიციალურ "მართლმადიდებლობასა" და ძველმორწმუნეებშიც.
მაშ, ვიკითხოთ, რომელი კონფესიაა მართლმადიდებლური და ჭეშმარიტი? რომელსა აქვს ღვთის მადლი და რომელს არა? რომელში აღესრულება ჭეშმარიტი სასწაულები და რომელში ცრუ და ყალბი? საწყენად და შეურაცხყოფად ნუ მიგვიღებს გაბატონებული "მართლმადიდებელი" ეკლესიის მრევლი, მაგრამ ძალიან ბევრი რამ არის საეჭვო ამ მხრივ მათი ეკლესიის "წმინდანთა" აგიოგრაფიაშიც.
სერაფიმე საროველის ცხოვრებაში, მაგალითად, ვხვდებით აშკარად ცრუ სასწაულებს, რომელთაც ამ ბოლო დროს უარყოფენ თვით ნიკონიანელებიც. არის ხიბლისმიერი მომენტებიც (რად ღირს თუნდაც, სერაფიმეს დანაბარები _ ამოთხარონ დიდი ორმო (ანუ სანგარი) დივეევოს მონასტრის ირგვლივ, რათა ანტიქრისტემ ვერ შეძლოს მისი გადმოლახვა; წმიდა წერილის საწინააღმდეგო სწავლებები (მაგ.: მიცვალებულთა საყოველთაო აღდგომამდე, მისი, ანუ თვით სერაფიმეს მკვდრეთით აღდგომის შესახებ); ან აშკარა ფილეტური სწავლება იმის შესახებ, რომ დედამიწაზე ღმერთს თურმე ჰყავს მხოლოდ ორი რჩეული ერი _ ებრაელები და რუსები, ყველა დანარჩენი კი არის ფურთხი და ჭუჭყი).
ძველმორწმუნე ქრისტეანი ა. ეზეროვი თავის სტატიაში "წყაროები და შემადგენელი ნაწილები", წერს, რომ სერაფიმეს აგიოგრაფთა მიერ თავდაპირველად აღწერილი "ცხოვრება" განსხვავდება გვიანდელი "ცხოვრებებისგან". თვალშისაცემია გვიანდელი თხზულებების დიდი მოცულობა პირვანდელთან შედარებით. საიდან გაჩნდა ის მრავალი სასწაული, გამოცხადებანი და სხვა, რომლებითაც გავსებულია გვიანდელი გამოცემები?
სერაფიმეს თანამედროვე "ცხოვრებებში" შეიმჩნევა ისეთ ადრინდელ აგიოგრაფიულ ძეგლთა გავლენა, როგორებიცაა მაგალითად, ფრაცისკ ასიზელის და წმ. ფილიპე მიტროპოლიტის ცხოვრებანი. არის სხვა მსგავსებანიც, მაგალითად:
ბერდიაკვან სერაფიმესთან ქრისტეს გამოცხადება მსგავსია ქრისტეს გამოცხადებისა პაისი დიდთან (ხს. 19 ივნისი).
ღვთისმშობლის გამოცხადება მოციქულებთან ერთად ძალიან წააგავს ანალოგიურ გამოცხადებას ღირ. სერგი რადონეჟელთან.
სიტყვასიტყვით ემთხვევა ერთმანეთს: "სერაფიმე და დათვი" და "სერგი და დათვი";
პურების სასწაული სიტყვასიტყვით არის აღებული ღირ. ბარლაამ ხუტინელის, ნოვგოროდელი საკვირველთმოქმედის ცხოვრებიდან;
"ქვაზე დგომა" ცნობილია ღირსი მარკოზ პეჩორელის, ფსკოველი სასწაულთმოქმედის ცხოვრებიდან;
სერაფიმეს "სწავლებანი" თითქმის მთლიანად შედგენილია ღირ. მაკარი დიდის, გრიგოლ სინელისა და სხვათა ქადაგებებიდან;
გლეხთაგან (სერაფიმეს ცხოვრების ერთ-ერთ სხვა ვერსიაში _ ავაზაკთაგან; კიდევ ერთ ვერსიაში მონასტრის მორჩილთაგან) დევნის სიუჟეტები გვხვდება ბევრი რუსი წმინდანის ცხოვრებაში (მაგალითად, ღირ. ანდრია პოშეხონელის ცხოვრებაში).
მცირე მანტიას (ბერის მოსასხამი (იხ. სურათი), რომელიც სერაფიმეს დროისთვის ნიკონიანელთა საეკლესიო პრაქტიკიდან უკვე ამოღებული იყო და სადღეისოდ ატარებენ მხოლოდ ძველმორწმუნე ბერები _ არქიეპ. პ.) ვხვდებით სერაფიმეს მხოლოდ ადრინდელ გამოსახულებებში (ხატებზე), მას ატარებდა ძველი ღვთისმოსაობისთვის წამებული და, სხვათა შორის, საროვის უდაბნოს დამაარსებელი იოანე საროველი (XVIII ს.).
სერაფიმეს წინასწარმეტყველებები გვაგონებს მოსკოვის მიტროპოლიტის, მღვდელმოწამე ფილიპეს წინასწარმეტყველებებს (მაგალითად, "და აჰა, ახლოვდება ჟამი და მთელი ეკლესია დაქვრივდება", _ ანუ დარჩება ეპისკოპოსების გარეშე _ არქიეპ. პ.).
ამრიგად, სერაფიმეს "ცხოვრებაში" საკმაოდ ბევრია დამთხვევები (ზოგჯერ ბუკვალურიც). შესაძლებელია ამ სიის გაგრძელება, მაგრამ ვფიქრობთ, რაც ითქვა ისიც საკმარისია".
"მაგრამ მთავარი მაინც ეს არ არის. მთავარია ის, რომ მოსაგრე, რომელმაც ათეულობით (!) წლები გაატარა ტყეში და ფიზიკური ტრავმის გამო მხოლოდ ბოლო 7 წელი მონასტერში (ზოგიერთი ადრინდელი წყაროს მიხედვით სერაფიმე მონასტერში ცხოვრობდა "ნახევრად დაყუდებული"), იყო არა მხოლოდ მეუდაბნოე, არამედ მდუმარეც. ანუ უნდა ვივარაუდოთ, რომ თავისი ცხოვრების და მოსაგრეობის ბოლო წლებში მეუდაბნოე და მდუმარების ღვაწლში მყოფი ბერი შთავარდა თვითგანდიდების ხიბლში და თავის ნიშებზე, სასწაულებზე და გამოცხადებებზე დაიწყო ლაპარაკი.
ყოველივე ამასთან ერთად დავამატებთ, რომ სერაფიმე საროველი ქადაგებდა აშკარად მწვალებლურ შეხედულებებსაც. ასე, მაგალითად, მისი აზრით:
"რუსეთი ერთ ოკეანედ შეუერთდება სლავურ ქვეყნებსა და სახელმწიფოებს, შექმნიან ერთ უზარმაზარ სახალხო ოკეანეს, რომლის შესახებაც უფალმა ღმერთმა იწინასწარმეტყველა ყველა წმინდანის პირით:
მრისხანე და დაუმარცხებელი სლავური სამეფო სრულიად რუსეთისა, _ გოგისა და მაგოგისა, იქნება იმდენად ძლიერი, რომ მის წინაშეც შეძრწუნდებიან ყოველნი ერნი და ეს ისეთივე ჭეშმარიტებაა, როგორც ორჯერ ორი არის ოთხი. ღმერთმა ძველთაგანვე იწინასწარმეტყველა მისი მრისხანე მბრძანებლობა მთელს დედამიწაზე (!). რუსეთისა და სხვა ხალხების შეერთებული ძალებით კონსტანტინოპოლი და იერუსალიმი იქნება დაპყრობილი. თურქეთის გაყოფის დროს ის თითქმის დარჩება რუსეთს..."
"როდესაც გაიყოფა რუსეთის მიწა და ერთი ნაწილი აშკარად მხარს დაუჭერს აჯანყებულებს, მეორე მხარე გვერდში დაუდგება მეფესა და რუსეთის მთლიანობას, და აი მაშინ, თქვენო აღმატებულებავ, დაფასდება თქვენი მონდომება ღმრთის წინაშე _ ღმერთი დაეხმარება მართალ საქმეს, შეეწევა მეფის, მამულისთვის და წმინდა ეკლესიისთვის მებრძოლთ.
მაგრამ სისხლი უფრო მეტი დაიღვრება მაშინ, როდესაც მეფის მომხრენი გაიმარჯვებენ და დასჯიან აჯანყებულებს. მაშინ უკვე არავის გადაასახლებენ ციმბირში, არამედ დაჯიან ყველას, და ია, მაშინ დაიღვრება ბევრი სისხლი, თუმცა ეს სისხლი იქნება უკანასკნელი განმწმენდელი სისხლი" (Святой преподобный Серафим Саровский. 1832 г. Из архивов и документов Г. А. Р. Ф. Фонд 109, дело 93. Москва 1996 г., стр. 20, 21).
სისხლიანი ანგარიშსწორების მომხრე სერაფიმე ყალბი მესიანიზმის იდეით შეკაზმული ასეტი ნაცისტურ-ფილეტური ლოზუნგებითაც გამოდის: მისი აზრით, "ებრაელები და სლავები არიან უფლის რჩეული ხალხები, მისი ჭურჭლები და მოწმეები, დაუმტვრეველი კიდობნები; სხვა ხალხები კი ფურთხი (ამ "ფურთხში", ცხადია, მოიაზრებიან ქართველებიც _ რედ.), რომელიც უფალმა გადმოანთხია თავისი პირიდან. იმის გამო, რომ ებრაელებმა არ მიიღეს უფალი იესუ ქრისტე, განთესილ იქნენ მთელს მსოფლიოში. მაგრამ ანტიქრისტეს პერიოდში მრავალი ებრაელი მოექცევა ქრისტეანობისკენ, რადგან ირწმუნებენ, რომ მესია, რომელსაც ისინი ელოდნენ, ყოფილა ის, ვისზეც ამბობდა უფალი: "მე მოვედი მამის ჩემის სახელით, და არ მიმიღეთ, მოვა სხვა თავისი სახელით და მას შეიწყნარებთ" (იოანე 5:43).
ამრიგად, მიუხედავად მათი დიდი დანაშაულისა ღმრთის წინაშე, ებრაელები იყვენენ და იქნებიან ღმრთის რჩეული ერი (?) (მართლმადიდებლური ეკლესიოლოგიის მიხედვით შეუძლებელია ებრაელები აღემატნენ ჭეშმარიტ ისრაელს, უფლის ჭეშმარიტ სხეულს - ეკლესიას, რომლის თავის არის თვით ქრისტე - რედ.). ხოლო სლავები ღმერთს უყვარს იმისთვის, რომ ბოლომდე შეინარჩუნეს ჭეშმარიტი რწმენა უფლისა იესუ ქრისტესი (ისე, როგორც დღეს ოფიციალურ რუსეთის ეკლესიას აქვს შენარჩუნებული "მართლმადიდებლობა", მრავალგანაც არის "შენარჩუნებული" და რაღა მარტო რუსებს ეთვლება ეს "დიდ დამსახურებად"? - რედ.).
ანტიქრისტეს დროს ისინი (ანუ რუსები _ რედ.) სრულიად უარყოფენ მას, როგორც მესიას, რისთვისაც დაჯილდოვდებიან უფლის დიდი წყალობით: ეს იქნება ყოვლადძლევამოსილი ერი და რუსულ-სლავურ სახელმწიფოზე უფრო ძლევამოსილი ქვეყანა აღარ იქნება მთელს დედამიწაზე" (ციტ. წიგნიდან: "Россия пред вторым пришествием", сост. С. В. Фомин) (აქ მკაფიოდ გამოსჭვივის მილენარიზმის ანუ ათასწლოვანი მეუფების მწვალებლობა. მართლმადიდებლური სწავლების მიხედვით ანტიქრისტეს შემდეგ, რომელსაც თვით ქრისტე ამარცხებს თავისი სიტყვის ძლიერებითა და ძლევამოსილი მეორედ მოსვლით, დადგება მარადიული სუფევა და არა "რუსულ-სლავური სახელმწიფოს ძლევამოსილი არსებობა" - რედ.).
ზემოთ აღვნიშნეთ, რომ სერაფიმე საროველის წმინდანად შერაცხვა არ სურდა რუსეთის გაბატონებული ეკლესიის მმართველ ორგანოს, ე. წ. "წმინდა სინოდს". რა შეიძლებოდა ყოფილიყო ამის მიზეზი? ოფიციალური, გაბატონებული ეკლესიის ისტორიკოსი ბ. კუტუზოვი თავის სტატიებში ხაზს უსვამს სერაფიმე საროველის ძველმოწესეობრივ გარეგნობას _ ნიკონამდელი ბარტყულა (ბერების თავსაბურავი _ რედ.), მანტია და კრიალოსანი (იხ. სურათები).
ფიქრობენ, რომ სწორედ ეს იყო მიზეზი, რომ სინოდს არ სურდა წმინდანად ეკურთხებინა "სტაროვერი" სერაფიმე საროველი, რომელსაც პატივს მიაგებდა მრავალი ადამიანი. საგულისხმოა ასეთი ფაქტიც: სერაფიმე ხშირად გამოისახება ხატებზე რკინის დიდი სამკერდე ჯვრით, რომლითაც ის ოდესღაც საკუთარმა დედამ დალოცა. პატარა პროხორეს (სერაფიმეს სიყმაწვილის სახელი) ამ დალოცვაზე გვიამბობს სერაფიმეს თითქმის ყველა "ცხოვრება". ფაქტი საკმაოდ მრავლისმეტყველია, თუ გავითვალისწინებთ, რომ 1722-1723 წლების განკარგულების შემდეგ, როდესაც აიკრძალა ეკლესიებსა და კერძო სახლებში მოჩუქურთმებული და ლითონისგან ჩამოსხმული ხატები, ამგვარი საეკლესიო ნაკეთობებიც ოფიციალურად იკრძალებოდა და მიჩნეული იყო არალეგალურად.
აკრძალვის მასშტაბი ისეთი იყო, რომ იხურებოდა ლითონის ჩამომსხმელი ქარხნებიც კი. ამიტომაც, ლითონში ჩამოსხმული ხატებისა და ჯვრების წარმოებისა და გამოყენების მონოპოლია ძველმოწესეებს ჰქონდათ მოპოვებული (Сборник постановлений по части раскола, т. 1, СПБ, 1860 г., стр. 60).
მოკლედ, არსებობს არცთუ უსაფუძვლო ეჭვი, იმის თაობაზე თუ რატომ ეწინააღმდეგებოდა სინოდი სერაფიმეს წმინდანად აღიარებას: სინოდის წევრებს მიაჩნდათ, რომ სერაფიმე იყო "სტაროვერი" (ოღონდაც უცნობია, რომელი მიმართულების). თუმცა ის არასოდეს არ ყოფილა რაიმე ავტორიტეტი ძველმოწესეთა შორის.
ბევრს აინტერესებს გაიგოს ის მიზეზი, თუ რატომ არ აღიარებენ ძველმოწესე მართლმადიდებლები წმინდანად სერაფიმე საროველს. მიზეზი მარტივია, თუმც არა დოგმატურ ღვთისმეტყველებასა და ეკლესიოლოგიაში ჩაუხედავთათვის.
მართლმადიდებლობაში მიღებულია შეხედულება (რომელიც განიხილება დოგმატის რანგში), რომ ეკლესიის საზღვრებს გარეთ (ღვთის განსაკუთრებული განგებულების გამოკლებით) არ არის არც მადლი და არც სულის ცხონება, ცხადია, არც ჭეშმარიტი სასწაული. რადგან ყველა რანგის სქიზმატები და მწვალებლები იმყოფებიან ეკლესიის გარეთ, მათში აღსრულებული ნებისმიერი სახის "სასწაულებრივი" ნიშები და ქმედებები მართლმადიდებლობის მხრიდან განიხილება ან როგორც ანომალია, რომელსაც რელიგიური ცნობიერება მიაწერს სასწაულის სტატუსს, ან კიდევ დაცემულ ანგელოზთამიერი მზაკვარება, რომელიც ამგვარი ცრუსასწაულებით საკუთარ მადლმოსილებაში არწმუნებს და ხიბლავს ეკლესიის გარეთ დაშთენილთ.
თუმცა არსებობს მოსაზრება, რომელსაც განსაკუთრებული ბიძგი მისცა ეკუმენისტურმა მოძრაობამ. ამ აზრის მომხრეებს მიაჩნიათ, რომ მადლი შესაძლოა ეკლესიის გარეთაც იყოს, ოღონდ იმ ზომით, რა ზომითაც არის მიახლოებული ეკლესიას ესა თუ ის სქიზმა ან მწვალებლობა.
ამდენად, თუ ხდება ჭეშმარიტი სასწაული, ის ხდება მხოლოდ ღმრთის მადლით და მხოლოდ ეკლესიაში. მაგრამ აქ თავს იჩენს მეორე სირთულე: ნებისმიერი კონფესიის სრულიად ბუნებრივი და ლოგიკური მოცემულობა მდგომარეობს იმაში, რომ ყოველი მათგანი მხოლოდ საკუთარ თავს აღიქვამს ქრისტეს ერთ, ჭეშმარიტ და წმიდა ეკლესიად და არა სხვა რომელიმეს. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, სხვა კონფესიებში აღსრულებული სასწაულები მათ უნდა მოათავსონ ზემოთ აღნიშნული ორი კატეგორიიდან ერთ-
XVII საუკუნის მეორე ნახევარში, საეჭვო ღირსებისა და სარწმუნოების მქონე მოხეტიალე და მოწყალების მათხოვარ ბერძენ იერარქთაგან აღძრულმა რუსეთის მეფე ალექსი მიხეილის ძემ და რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის პატრიარქმა ნიკონმა, საეკლესიო წიგნების გასწორებისა და ზოგიერთი არასწორი ჩვეულების აღმოფხვრის მომიზეზებით, განახორციელეს რეფორმა, რომელიც, თვით თანამედროვე ნიკონიანელ ღვთისმეტყველთა და ისტორიკოსთა აღიარებით, "აბსოლუტურად არასაჭირო იყო ეკლესიისთვის" (პროფ. იოანე ბელევცევი).
ამ ე. წ. "რეფორმის" პროცესში მათ მწვალებლურად გამოაცხადეს და შეაჩვენეს როგორც ძველი, ბიზანტიური გადმოცემები, რომელიც იმხანად მხოლოდ რუსეთში იყო შენარჩუნებული, ასევე მათი მიმდევრები. ძველი და ახალი წესების (გადმოცემების) დამცველთა შორის ატყდა მძაფრი დაპირისპირება, რომელიც საბოლოოდ გადაიზარდა განხეთქილებაში და რომლის მთავარი შემოქმედნი, ბერძენ იერარქებთან ერთად, რა თქმა უნდა, იყვნენ პატრ. ნიკონი და მეფე ალექსი.
"უაზრო და არასაჭირო რეფორმას", როგორც უწოდებენ მას გასული საუკუნისა და თანამედროვე ისტორიკოსები და თეოლოგები, შეეწირა მილიონობით მორწმუნე მართლმადიდებელი. რეფორმატორებმა ფიზიკურად გაანადგურეს ასეულობით ათასი; ცეცხლში, სისხლსა და ცრემლში მოაქციეს მთელი რუსეთი.
1666-
მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ რეფორმის ყველა აქტიური მონაწილე ბერძენი ეპისკოპოსი თუ პატრიარქი ყოფილა სასულიერო წოდებისგან პატივაყრილი და კათედრაწართმეული იერარქი. პირველად ამის შესახებ განაცხადა თვით ნიკონმა, რომელიც ასევე გაასამართლეს ხსენებულ კრებაზე.
გაგულისებულმა ნიკონმა გასცა საიდუმლო, რომელმაც საერთოდ ეჭვქვეშ დააყენა ამ რეფორმისა და თვით ხსენებული კრების კანონიკურობის საკითხი. ნიკონის დემარში საკმაო თანხა დაუჯდა რუსის მეფის ხაზინას, კერძოდ, რეფორმის კანონიკურობა რომ დაცულიყო, მეფე ალექსის მოუწია ფულადი ანაზღაურების (ანუ სიმონიის) ხარჯზე ისევ თავიანთ ხარისხებში აღედგინა პატივწართმეული და დამხობილი ცრუ იერარქები, რომელთა დახმარებითაც განახორციელა საეკლესიო რევოლუცია, ცნობილი დისიდენტის, სოლჟენიცინის შეფასებით, _ დიდი ოქტომბრის რევოლუციის წინაპირობა და ნიადაგი.
რუსეთის ეკლესია ორად გაიყო: ძველბიზანტიური გადმოცემების მიმდევართ ეწოდათ "ძველმოწესეები", სიახლეების დამნერგავებსა და მათ მიმდევრებს კი "ახალმოწესეები", "ნიკონიანელები". ცხადია, რომ თითოეული მხარე ჭეშმარიტი მართლმადიდებლობის დამცველად მიიჩნევდა და მიიჩნევს საკუთარ თავს, ხოლო მოპირისპირე მხარე უყურებს, როგორც მართლმადიდებლობის მტერსა და დამანგრეველს.
ბუნებრივია, რომ ასეთ პირობებში, როდესაც თითოეული მხარე ერთ და ჭეშმარიტად ქრისტეს ეკლესიად აღიარებს მხოლოდ საკუთარ თავს, როდესაც ორივე მხარეს მიაჩნია, რომ მადლი და ცხოვნება, შედეგად კი _ ჭეშმარიტი ღვთიური სასწაულიც მხოლოდ მის მხარეს შეიძლება არსებობდეს, წარმოუდგენელია, აღიარებდეს წმინდანებს, რომელთა კანონიზირება ამ კონფესიებში განხეთქილების შემდეგ განხორციელდა.
სწორედ ამას ვგულისხმობდით, როდესაც ვწერდით, რომ, ვინც ჩახედულია საეკლესიო კანონიკისა და ეკლესიოლოგიის სფეროში, მისთვის გასაკვირი არ უნდა იყოს განხეთქილების შემდეგომ ერთი მხარის მიერ მეორე, მისი მოწინააღმდეგე მხარისგან კანონიზირებული წმინდანის აუღიარებლობა. ეს არის ის უბრალო მიზეზი, რომელიც არ აძლევს ძველმორწმუნეებს უფლებას, აღიარონ წმინდანად ის ადამიანი, რომელიც, მათი აზრით, არ არის ქრისტეს ჭეშმარიტი ეკლესიის წევრი და სხვათა შორის, არც გაბატონებულ რეფორმატორ "მართლმადიდებელთ" აძლევს უფლებას, აღიარონ წმინდანად ძველმოწესეობაში განხეთქილების შემდეგომ გაბრწყინებული მოწამეები ან ღირსი მამები.
აქ, ვფიქრობ, ყველაფერი გასაგებია და არ უნდა დაგვებადოს ისეთი აზრი, რომ ძველმოწესეები თითქოსდა შეურაცხყოფას აყენებენ სერაფიმე საროველს მით, რომ არ მიიჩნევენ მას წმინდანად. მითუმეტეს, რომ თავდაპირველად ასეთ დამოკიდებულებას ავლენდა სერაფიმესადმი თვით "წმინდა" სინოდიც, რუსეთის "მართლმადიდებელი" ეკლესიის იმდროინდელი მმართველი ორგანო, და მხოლოდ მეფის, ნიკოლოზ II-
ამდენად, გაუგებარია არა ის, როგორ და რატომ არ აღიარებს ეს ორი ეკლესია დაპირისპირებული მხარის მიერ კანონიზირებულ წმინდანებს, არამედ ის, რატომ არ აღიარებდნენ ნიკონიანელი რეფორმატორები რეფორმამდელ, განხეთქილებამდელ წმინდანებს და მიიჩნევდნენ მათ ან მწვალებლებად, ან უმეცრებად და ახდენენ მათ დეკანონიზირებას.
მეტიც, თავიანთი რეფორმატორული იდეებით აღტყინებული ნიკონიანელები, სადაც კი დაინახავდნენ უხრწნელ წმინდანს, რომელსაც პირჯვრისსაწერი თითები შეკრული ჰქონდა ძველი წესის მიხედვით, ანუ ორი თითით, ფიზიკურად სპობდნენ. თვალსაჩინოებად შეიძლება გამოდგეს წმ. ანა კაშინსკაიას წმიდა და უხრწნელი გვამი, რომელიც ნიკონიანელმა რეფორმატორებმა ხსენებული მიზეზით ჯერ ტაძრიდან გააქრეს, შემდეგ კი წმინდანთა დასიდანაც კი "გამორიცხეს".
მოსკოვის 1551 წლის "ასმუხლიანად" წოდებული კრების მამები, ისეთები, როგორებიც იყვნენ მაგალითად, კრების თავმჯდომარე, უგანათლებულესი მიტროპოლიტი მაკარი, ცნობილი საკითხავი თვენის შემდგენელი; სიცოცხლეშივე სასწაულთმოქმედი მამები: გური და ბარსონუფი, წმ. აკაკი ტვერელი და სხვები, რომლებიც ესწრებოდნენ ამ კრებას, უმეცრებად გამოაცხადეს მხოლოდ იმიტომ, რომ დააკანონეს ორი თითით პირჯვრისწერა და კურთხევის გაცემა, ასევე ორჯერადი ალილუია და მრავალი სხვა რამ. მოგვიანებით ნიკონის რეფორმატორულმა გუნდმა ყოველგვარი კვლევა-
მოდით, ვკითხოთ ჩვენს ოპონენტ "მართლმადიდებლებს", რატომ გამორიცხეს წმინდანთა დასიდან რეფორმამდე სამი საუკუნის განმავლობაში უხრწნელად მდებარე წმინდანი? რატომ შეურაცხყვეს უდიდესი რუსი მამები? თუ რუსეთის ეკლესიის წმინდანებზე და, საერთოდ, რუსეთის ეკლესიის პატივისცემაზეა ლაპარაკი, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ამ ხალხის ისტორია IXI საუკუნიდან და სერაფიმე საროველიდან კი არ იწყება, არამედ IX საუკუნიდან და ჰყავს უფრო დიდი მოღვაწეები, ვიდრე ეს სერაფიმე საროველია.
საგულისხმოა, რომ გაბატონებული ეკლესიის ადეპტებს თითქმის ზეპირად აქვთ შესწავლილი სერაფიმეს "სასწაულები", მაშინ, როდესაც მათთვის აბსოლუტურად უცნობია აკაკი ტვერელი, გური და ბარსონუფი, ანა კაშინსკაია, იოანე ნოვგოროდელი და სხვები, ძველ მართლმადიდებლობასა და ძველ ბიზანტიურ გადმოცემათა განუხრელ მიყოლაში გაბრწყინვებულები.
ყურადსაღებია მეორე მნიშვნელოვანი გარემოება. ჩვენ, როგორც ძველმართლმადიდებელნი, ასევე გაბატონებული რეფორმატორებიც, ერთხმად ვაღიარებთ, რომ წმინდანად ვერ შეირაცხება ქრისტეს ეკლესიას და მის მცნებებთან დაპირისპირებული ადამიანი. ნებისმიერ ქრისტეანს წმინდანად შეიქს არა მხოლოდ მისი პატიოსანი ცხოვრება, არამედ მართლმადიდებლური სარწმუნოება და ეკლესიის წმიდა გადმოცემების ერთგული დაცვა. აქედან, გაუგებარია, როგორ შეიძლება წმინდანი იყოს ის, ვინც არათუ არ ერთგულებს ამ გადმოცემებს, არამედ, პირიქით, ებრძვის მას და ცდომილებადაც კი მიიჩნევს, რითაც, სხვათა შორის, განიკითხავს მანამდე მოღვაწე, ამ გამოცემათა მიმდევარ სხვა უდიდეს წმინდანებს; და თვით ქრისტესა და მის მოციქულებს, ამ გადმოცემათა მომნიჭებელთ?
ამიტომაც, ცოტა უცნაურია ძველმართლმადიდებელთა ზოგიერთი ოპონენტის კატეგორიული ტონი და მოთხოვნა, რომ ძველმორწმუნე ქრისტეანებმა თურმე აუცილებლად უნდა სცნონ წმინდანად სერაფიმე საროველი; რომ ამ ადამიანის სიწმინდეში ეჭვის შეტანა შეუძლებელია მის მიერ აღსრულებულ სასწაულთა გამო.
ოპონენტებს გაბატონებული ეკლესიიდან კიდევ ერთხელ შევახსენებთ, რომ სერაფიმე საროველს სიწმინდეში ეჭვი შეჰქონდა თვით ე. წ. "წმინდა" სინოდს, რუსეთის იმდროინდელ მმართველ საკლესიო ორგანოს და, რომ არა ნიკოლოზ II-
ცნობილია, რომ მრავალი სასწაული აღსრულებულა და აღესრულება პაპისტურ ეკლესიაში (მაგ. ფატიმის ცნობილი სასწაული), კოპტურ-
მაშ, ვიკითხოთ, რომელი კონფესიაა მართლმადიდებლური და ჭეშმარიტი? რომელსა აქვს ღვთის მადლი და რომელს არა? რომელში აღესრულება ჭეშმარიტი სასწაულები და რომელში ცრუ და ყალბი? საწყენად და შეურაცხყოფად ნუ მიგვიღებს გაბატონებული "მართლმადიდებელი" ეკლესიის მრევლი, მაგრამ ძალიან ბევრი რამ არის საეჭვო ამ მხრივ მათი ეკლესიის "წმინდანთა" აგიოგრაფიაშიც.
სერაფიმე საროველის ცხოვრებაში, მაგალითად, ვხვდებით აშკარად ცრუ სასწაულებს, რომელთაც ამ ბოლო დროს უარყოფენ თვით ნიკონიანელებიც. არის ხიბლისმიერი მომენტებიც (რად ღირს თუნდაც, სერაფიმეს დანაბარები _ ამოთხარონ დიდი ორმო (ანუ სანგარი) დივეევოს მონასტრის ირგვლივ, რათა ანტიქრისტემ ვერ შეძლოს მისი გადმოლახვა; წმიდა წერილის საწინააღმდეგო სწავლებები (მაგ.: მიცვალებულთა საყოველთაო აღდგომამდე, მისი, ანუ თვით სერაფიმეს მკვდრეთით აღდგომის შესახებ); ან აშკარა ფილეტური სწავლება იმის შესახებ, რომ დედამიწაზე ღმერთს თურმე ჰყავს მხოლოდ ორი რჩეული ერი _ ებრაელები და რუსები, ყველა დანარჩენი კი არის ფურთხი და ჭუჭყი).
ძველმორწმუნე ქრისტეანი ა. ეზეროვი თავის სტატიაში "წყაროები და შემადგენელი ნაწილები", წერს, რომ სერაფიმეს აგიოგრაფთა მიერ თავდაპირველად აღწერილი "ცხოვრება" განსხვავდება გვიანდელი "ცხოვრებებისგან". თვალშისაცემია გვიანდელი თხზულებების დიდი მოცულობა პირვანდელთან შედარებით. საიდან გაჩნდა ის მრავალი სასწაული, გამოცხადებანი და სხვა, რომლებითაც გავსებულია გვიანდელი გამოცემები?
სერაფიმეს თანამედროვე "ცხოვრებებში" შეიმჩნევა ისეთ ადრინდელ აგიოგრაფიულ ძეგლთა გავლენა, როგორებიცაა მაგალითად, ფრაცისკ ასიზელის და წმ. ფილიპე მიტროპოლიტის ცხოვრებანი. არის სხვა მსგავსებანიც, მაგალითად:
ბერდიაკვან სერაფიმესთან ქრისტეს გამოცხადება მსგავსია ქრისტეს გამოცხადებისა პაისი დიდთან (ხს. 19 ივნისი).
ღვთისმშობლის გამოცხადება მოციქულებთან ერთად ძალიან წააგავს ანალოგიურ გამოცხადებას ღირ. სერგი რადონეჟელთან.
სიტყვასიტყვით ემთხვევა ერთმანეთს: "სერაფიმე და დათვი" და "სერგი და დათვი";
პურების სასწაული სიტყვასიტყვით არის აღებული ღირ. ბარლაამ ხუტინელის, ნოვგოროდელი საკვირველთმოქმედის ცხოვრებიდან;
"ქვაზე დგომა" ცნობილია ღირსი მარკოზ პეჩორელის, ფსკოველი სასწაულთმოქმედის ცხოვრებიდან;
სერაფიმეს "სწავლებანი" თითქმის მთლიანად შედგენილია ღირ. მაკარი დიდის, გრიგოლ სინელისა და სხვათა ქადაგებებიდან;
გლეხთაგან (სერაფიმეს ცხოვრების ერთ-
მცირე მანტიას (ბერის მოსასხამი (იხ. სურათი), რომელიც სერაფიმეს დროისთვის ნიკონიანელთა საეკლესიო პრაქტიკიდან უკვე ამოღებული იყო და სადღეისოდ ატარებენ მხოლოდ ძველმორწმუნე ბერები _ არქიეპ. პ.) ვხვდებით სერაფიმეს მხოლოდ ადრინდელ გამოსახულებებში (ხატებზე), მას ატარებდა ძველი ღვთისმოსაობისთვის წამებული და, სხვათა შორის, საროვის უდაბნოს დამაარსებელი იოანე საროველი (XVIII ს.).
სერაფიმეს წინასწარმეტყველებები გვაგონებს მოსკოვის მიტროპოლიტის, მღვდელმოწამე ფილიპეს წინასწარმეტყველებებს (მაგალითად, "და აჰა, ახლოვდება ჟამი და მთელი ეკლესია დაქვრივდება", _ ანუ დარჩება ეპისკოპოსების გარეშე _ არქიეპ. პ.).
ამრიგად, სერაფიმეს "ცხოვრებაში" საკმაოდ ბევრია დამთხვევები (ზოგჯერ ბუკვალურიც). შესაძლებელია ამ სიის გაგრძელება, მაგრამ ვფიქრობთ, რაც ითქვა ისიც საკმარისია".
"მაგრამ მთავარი მაინც ეს არ არის. მთავარია ის, რომ მოსაგრე, რომელმაც ათეულობით (!) წლები გაატარა ტყეში და ფიზიკური ტრავმის გამო მხოლოდ ბოლო 7 წელი მონასტერში (ზოგიერთი ადრინდელი წყაროს მიხედვით სერაფიმე მონასტერში ცხოვრობდა "ნახევრად დაყუდებული"), იყო არა მხოლოდ მეუდაბნოე, არამედ მდუმარეც. ანუ უნდა ვივარაუდოთ, რომ თავისი ცხოვრების და მოსაგრეობის ბოლო წლებში მეუდაბნოე და მდუმარების ღვაწლში მყოფი ბერი შთავარდა თვითგანდიდების ხიბლში და თავის ნიშებზე, სასწაულებზე და გამოცხადებებზე დაიწყო ლაპარაკი.
ყოველივე ამასთან ერთად დავამატებთ, რომ სერაფიმე საროველი ქადაგებდა აშკარად მწვალებლურ შეხედულებებსაც. ასე, მაგალითად, მისი აზრით:
"რუსეთი ერთ ოკეანედ შეუერთდება სლავურ ქვეყნებსა და სახელმწიფოებს, შექმნიან ერთ უზარმაზარ სახალხო ოკეანეს, რომლის შესახებაც უფალმა ღმერთმა იწინასწარმეტყველა ყველა წმინდანის პირით:
მრისხანე და დაუმარცხებელი სლავური სამეფო სრულიად რუსეთისა, _ გოგისა და მაგოგისა, იქნება იმდენად ძლიერი, რომ მის წინაშეც შეძრწუნდებიან ყოველნი ერნი და ეს ისეთივე ჭეშმარიტებაა, როგორც ორჯერ ორი არის ოთხი. ღმერთმა ძველთაგანვე იწინასწარმეტყველა მისი მრისხანე მბრძანებლობა მთელს დედამიწაზე (!). რუსეთისა და სხვა ხალხების შეერთებული ძალებით კონსტანტინოპოლი და იერუსალიმი იქნება დაპყრობილი. თურქეთის გაყოფის დროს ის თითქმის დარჩება რუსეთს..."
"როდესაც გაიყოფა რუსეთის მიწა და ერთი ნაწილი აშკარად მხარს დაუჭერს აჯანყებულებს, მეორე მხარე გვერდში დაუდგება მეფესა და რუსეთის მთლიანობას, და აი მაშინ, თქვენო აღმატებულებავ, დაფასდება თქვენი მონდომება ღმრთის წინაშე _ ღმერთი დაეხმარება მართალ საქმეს, შეეწევა მეფის, მამულისთვის და წმინდა ეკლესიისთვის მებრძოლთ.
მაგრამ სისხლი უფრო მეტი დაიღვრება მაშინ, როდესაც მეფის მომხრენი გაიმარჯვებენ და დასჯიან აჯანყებულებს. მაშინ უკვე არავის გადაასახლებენ ციმბირში, არამედ დაჯიან ყველას, და ია, მაშინ დაიღვრება ბევრი სისხლი, თუმცა ეს სისხლი იქნება უკანასკნელი განმწმენდელი სისხლი" (Святой преподобный Серафим Саровский. 1832 г. Из архивов и документов Г. А. Р. Ф. Фонд 109, дело 93. Москва 1996 г., стр. 20, 21).
სისხლიანი ანგარიშსწორების მომხრე სერაფიმე ყალბი მესიანიზმის იდეით შეკაზმული ასეტი ნაცისტურ-
ამრიგად, მიუხედავად მათი დიდი დანაშაულისა ღმრთის წინაშე, ებრაელები იყვენენ და იქნებიან ღმრთის რჩეული ერი (?) (მართლმადიდებლური ეკლესიოლოგიის მიხედვით შეუძლებელია ებრაელები აღემატნენ ჭეშმარიტ ისრაელს, უფლის ჭეშმარიტ სხეულს -
ანტიქრისტეს დროს ისინი (ანუ რუსები _ რედ.) სრულიად უარყოფენ მას, როგორც მესიას, რისთვისაც დაჯილდოვდებიან უფლის დიდი წყალობით: ეს იქნება ყოვლადძლევამოსილი ერი და რუსულ-
ზემოთ აღვნიშნეთ, რომ სერაფიმე საროველის წმინდანად შერაცხვა არ სურდა რუსეთის გაბატონებული ეკლესიის მმართველ ორგანოს, ე. წ. "წმინდა სინოდს". რა შეიძლებოდა ყოფილიყო ამის მიზეზი? ოფიციალური, გაბატონებული ეკლესიის ისტორიკოსი ბ. კუტუზოვი თავის სტატიებში ხაზს უსვამს სერაფიმე საროველის ძველმოწესეობრივ გარეგნობას _ ნიკონამდელი ბარტყულა (ბერების თავსაბურავი _ რედ.), მანტია და კრიალოსანი (იხ. სურათები).
ფიქრობენ, რომ სწორედ ეს იყო მიზეზი, რომ სინოდს არ სურდა წმინდანად ეკურთხებინა "სტაროვერი" სერაფიმე საროველი, რომელსაც პატივს მიაგებდა მრავალი ადამიანი. საგულისხმოა ასეთი ფაქტიც: სერაფიმე ხშირად გამოისახება ხატებზე რკინის დიდი სამკერდე ჯვრით, რომლითაც ის ოდესღაც საკუთარმა დედამ დალოცა. პატარა პროხორეს (სერაფიმეს სიყმაწვილის სახელი) ამ დალოცვაზე გვიამბობს სერაფიმეს თითქმის ყველა "ცხოვრება". ფაქტი საკმაოდ მრავლისმეტყველია, თუ გავითვალისწინებთ, რომ 1722-
აკრძალვის მასშტაბი ისეთი იყო, რომ იხურებოდა ლითონის ჩამომსხმელი ქარხნებიც კი. ამიტომაც, ლითონში ჩამოსხმული ხატებისა და ჯვრების წარმოებისა და გამოყენების მონოპოლია ძველმოწესეებს ჰქონდათ მოპოვებული (Сборник постановлений по части раскола, т. 1, СПБ, 1860 г., стр. 60).
მოკლედ, არსებობს არცთუ უსაფუძვლო ეჭვი, იმის თაობაზე თუ რატომ ეწინააღმდეგებოდა სინოდი სერაფიმეს წმინდანად აღიარებას: სინოდის წევრებს მიაჩნდათ, რომ სერაფიმე იყო "სტაროვერი" (ოღონდაც უცნობია, რომელი მიმართულების). თუმცა ის არასოდეს არ ყოფილა რაიმე ავტორიტეტი ძველმოწესეთა შორის.
სერაფიმე საროველი "სტაროვერული" კრიალოსნით (Лестовка) ხელში. სურათი აღებულია საიტიდან:
http://monar.ru/galereia/node/2413
სერაფიმე საროველი მცირე მანტიით.
(ასეთ მანტიებს ატარებდნენ მხოლოდ ძველმორწმუნენი).
სურათი აღებულია საიტიდან:
სერაფიმე საროველი ძველმართლმადიდებლური კრიალოსნით და რვაკიდურიანი, ლითონის მართლმადიდებლური ჯვრით.
სურათი აღებულია საიტიდან:
http://www.icon-
ძველმართლმადიდებლური კრიალოსანი (რუს. Лестовка)
სურათი აღებულია საიტიდან:
ძველმართლმადიდებლური კრიალოსანი ("ლესტოვკა", ანუ "კიბე")
ავტორი: გიორგი მახარაშვილი