ნიშები და სასწაულები
ანუ
არის თუ არა ყველაფერი ღმრთისგან და როგორ არ შევცდეთ სასწაულში
ანუ
არის თუ არა ყველაფერი ღმრთისგან და როგორ არ შევცდეთ სასწაულში
წინამდებარე პუბლიკაცია წარმოადგენს დეტალურ, არგუმენტირებულ განსჯას ნიშთა და სასწაულთა ბუნებაზე, რომელიც, სამწუხაროდ, ყოველთვის როდია ღვთაებრივი. ეს ტექსტი აშკარად შედგენილია ძველმორწმუნის მიერ, მაგრამ ჩვენს ხელთ ის აღმოჩნდა ავტორის მითითების გარეშე.
1. შესავალი.
2. სასწაულები და წმიდა მამათა გადმოცემები.
3. სასწაულებს ახდენდნენ აშკარა ცოდვილებიც.
4. მწვალებელთა სასწაულები.
5. სასწაულებს ახდენენ არამართლმადიდებლებიც (ურწმუნონიც).
6. ჩვენს დროში აღსრულებული მსგავსი მოვლენები.
7. შეჯამება
8. ძველმართლმადიდებლური აპოლოგეტიკის მოწმობა.
9. დასკვნა.
***
1. შესავალი
2. სასწაულები და წმიდა მამათა გადმოცემები.
3. სასწაულებს ახდენდნენ აშკარა ცოდვილებიც.
4. მწვალებელთა სასწაულები.
5. სასწაულებს ახდენენ არამართლმადიდებლებიც (ურწმუნონიც).
6. ჩვენს დროში აღსრულებული მსგავსი მოვლენები.
7. შეჯამება
8. ძველმართლმადიდებლური აპოლოგეტიკის მოწმობა.
9. დასკვნა.
***
1. შესავალი
ადამიანის ცხოვრებაში ზოგჯერ ისეთი მოვლენები ხდება, რომელთაც ნიშებს ან სასწაულებს უწოდებენ. ესენია: ხილვები, გამოცხადებები, უეცარი და ზებუნებრივი კურნებანი, ნაყოფთა მრავლება, ხატების მირონდენა და ა. შ. სასწაულები ხდება ბუნების კანონების საწინააღმდეგოდ და მეცნიერულად მათი ახსნა შეუძლებელია, რადგან მათი წარმომავლობის წყარო სულიერ და არა მატერიალურ სფეროში იმყოფება. ნეტ. თეოფილაქტეს განმარტებით "ნიშებად იწოდება ის, რაც ბუნების თანხმიერად სრულდება, ოღონდ უჩვეულო ფორმით. ასეთია პეტრეს ციებ-
ნამვდილი სასწაული ღმრთის გამოუთქმელი კაცთმოყვარებით გვეძლევა და მას განსაზღვრული მაცხოვნებელი მიზანი გააჩნია. კერძოდ: სარწმუნოებაში ურწმუნოთა განმტკიცება, მტერთაგან დახსნა, სულიერი და ხორციელი სნეულებებით დაავადებულთა განკუნება და სხვა. მრავალ ასეთ სასწაულს ვხვდებით როგორც ძველ, ასევე ახალ აღთქმაში: ებრაელი ერის დაულტობელად გავლა მეწამულ ზღვაში, ისრაელის დაპურება ზეციური მანანით, მტრის ჯარის განადგურება ღმრთის ანგელოზის მიერ (ძველი აღთქმა); ქრისტეს მიერ პურების გამრავლება, გრიგალის ჩაყენება, სნეულთა განკურნება და მიცვალებულთა აღდგინება მკვდრეთით (ახალი აღთქმა).
ეშმაკს, რომელიც დასაბამიდანვე მტრობს ადამიანს, ასევე ძალუძს "სასწაულთა" აღსრულება, ოღონდ არა ადამიანთა საცხოვნებლად, არამედ მათ წარსაწყმედად; იმისთვის, რათა ჩამოაშოროს ჭეშმარიტ ღმერთშემეცნებას, მართლმადიდებლურ სარწმუნოებას და ღმრთის ჭეშმარიტ დიდებას. ასეთი "სასწაულები" გახლდათ მოსესთან მოპაექრე ეგვიპტელ მოგვთა "სასწაულები" (ძველი აღთქმა); წმიდა მოციქულ პეტრეს სახარებისეული ქადაგების პერიოდში სიმონ მოგვის მიერ აღსრულებული "სასწაულები" (ახალი აღთქმა) და სხვა.
აუცილებელია ღმრთის ჭეშმარიტი სასწაულები გავარჩიოთ მოჩვენებით, ცრუ და დემონურ სასწაულთაგან, რათა არ მივყვეთ საცთურს და ეშმაკის მიერ დაგებულ მახეში არ გავებათ.
სასწაულებზე მსჯელობისას უნდა დავეფუძნოთ წმ. ეკლესიის სწავლებას: წმიდა წერილს (განსაკუთრებით წმიდა სახარებას) და წმიდა გადმოცემას (წმმ. მამათა მემკვიდრეობას).
მოდი, მივმართოთ ქრისტეანული ისტორიის საფუძვლებს. წმიდა მახარობელი მარკოზი, თავისი სახარების ბოლოში, ამბობს, რომ მოციქულები უფლის ამაღლების შემდეგ "წავიდნენ და ქადაგებდნენ ყველგან უფლის შეწევნით, რომელიც განამტკიცებდა სიტყვას მათი თანმხლები სასწაულებით" (მარკ. 16:20). "ხედავ, -
წმ. მოციქული პავლე ამბობს, რომ წარმართნი მოექცეოდნენ "სასწაულებისა და ნიშების ძალით, ღვთის სულის ძალმოსილებით" (რომ. 15:19). მაგრამ, "რადგან ეშმაკთა ძალითაც აღსრულდებიან ნიშები და სასწაულები, მიამატა: "ღვთის სულის ძალმოსილებით", -
ხოლო როდესაც გავრცელდა სახარების სიტყვა და ყველგან დამკვიდრდა ჭეშმარიტი სარწმუნოება, მაშინ ნიშები აღებულ იქნენ, რადგან დასრულდა მათით მსახურება. ნიშებმა და სასწაულებმა ყველგან შეწყვიტეს მოქმედება და მათ მხოლოდ ღმრთის რჩეული წმინდანები თუ აღასრულებდნენ. IV საუკუნის მწერალი და წმიდა მამა იოანე ოქროპირი ამბობს, რომ მის დროს ნიშთა ბოძების ნიჭები უკვე შემწყდარი იყო, მიუხედავად იმისა, რომ ნიშები ადგილ-
მოციქული პავლეც მოწმობს, რომ სხვადასხვა ენებზე ლაპარაკის ნიჭი "მორწმუნეთათვის კი არაა ნიშანი, არამედ ურწმუნოთათვის, წინასწარმეტყველება კი -
ახლა კი განვიხილოთ, რაგვარნი არიან თავიანთი არსით ნიშები და სასწაულები, რომლებიც გვევლინებიან ჩვენს დროში, და რას გვასწავლიან მათთან დაკავშირებით წმიდა მამები.
2. სასწაულები და წმიდა მამათა გადმოცემა
ჩვენს დროში ხშირად გაიგებ ნიშთა და სასწაულთა სხვადასხვა შემთხვევაზე, ხილვებსა და წინასწარმეტყველებებზე, რომლებსაც ამა თუ იმ სარწმუნოების ჭეშმარიტების დასამტკიცებლად იყენებენ. ამ მოვლენათა იდუმალი და ზებუნებრივი ბუნება ჯაბნის ნებისმიერ არგუმენტს, მითუმეტეს, რომ მირონის კეთილსურნელოვანი ნაკადი, ან სისხლდენა ან კურნება ეჭვს არ იწვევს: ასეთი ფაქტების უმეტესობას ჰყავს მრავალი მოწმე, დოკუმენტირებულია და მეტიც, მათ სამეცნიერო ექსპერტიზებითაც კი ადასტურებენ. მაგრამ, მოდი, დავფიქრდეთ: რატომ აღესრულება ხატების მირონდენა, ეგზორციზმი, კურნებანი და ათასგვარი ნიშები ურიერთგამომრიცხავ კონფესიებში, რომლებსაც ქრისტეს ეკლესია სქიზმატურად ან კიდევ მწვალებლურად მიიჩნევს? თანაც, ჩვენი თანამედროვენი, რომლებიც ყოველთვის როდი არიან გაცნობიერებულნი მართლმადიდებლურ სარწმუნოებაში, ცთუნდებიან როდესაც ამ მოვლენებს ღმრთის მადლის მოქმედებად მიიჩნევენ არა მარტო საკუთარ, არამედ სხვა კონფესიებშიც.
მეტიც, ისიც კი, ვისაც სრულიად მართლმადიდებლური შეხედულებები გააჩნია და წმიდა მამათა სწავლებაც უწყის, მწვალებლური საზოგადოებები, გამონაკლისის გარეშე, საერთოდ მოკლებულნი რომ არიან მაცხოვნებელ მადლს, მწვალებელთა წიაღში აღსრულებულ სასწაულთა გამო მაინც ცთუნდებიან. თანაც, როგორც ამას ქვემოთ ვნახავთ, ამ სასწაულებში ყოველთვის როდია შესაძლებელი და ჯეროვანი დაინახო ეშმაკისეული სიცრუე ან სატანური მოქმედება.
განსაკუთრებულად და ამომწურავად დაწერა ამის შესახებ შავი მთის იღუმენმა ღირსმა ნიკონმა, რომელიც მოსაგრეობდა დიდი ანტიოქიის მახლობლად XI საუკუნეში და რომელსაც, როგორც ეკლესიის მოძღვარს, ჯერ კიდევ სიცოცხლეში მიაგებდნენ პატივს. მისი წიგნები "პანდექტიონი" და "ტაქტიკონი" აქტუალურ ზნეობრივ-
გადმოსცემს რა წმიდა მამებისეულ სწავლებას სხვადასხვა სასწაულთა ბუნების შესახებ, ღირ. ნიკონი მათ სამ კატეგორიად ჰყოფს: 1) სასწაულები, რომლებიც აღესრულებიან მართლმადიდებლებში, 2) მწვალებელთა შორის აღსრულებული სასწაულები და 3) არაქრისტეანთა სასწაულები. ჩვენც ამ თანმიმდევრობას დავიცავთ და დასაწყისისთვის დავიმოწმებთ "პანდექტიონის" 33-
ამრიგად, ნებისმიერი სასწაულის სინამდვილესა და მაცხოვნებლობას, ასევე ღვთისმოსაობრივ მოსაგრეობას ღირ. ნიკონი განსაზღვრავს ორი კრიტერიუმით: 1) ახლავს თუ არა ამა თუ იმ სიტუაციას მართლმადიდებლობის სიწმიდე და 2) ღმრთის მცნებათა განუხრელი შესრულება.
3. ზოგჯერ სასწაულებს აშკარა ცოდვილებიც იქმან
შემდეგ, მომდევნო მაგალითებით, ის აჩვენებს, რომ სასწაულებს ზოგჯერ აშკარა ცოდვილებიც იქმან (თუნდაც მართლმადიდებლურ სარწმუნოებას განეკუთვნებოდნენი ისინი), და რომ ამგვარი სასწაული სულაც არ ეთანხმება ღმრთის ნებას.
იყო ვინმე მოხუცი, რომელიც ხშირად დადიოდა სახელგანთქმულ ქალაქ ანტიოქიაში. მოხუცს მრავალთა ნდობა მოეპოვებინა, თვითონ კი მოსაგრეობრივი ცხოვრებით არ გამოირჩეოდა -
და აი, მხოლოდ ღმრთისთვის ცნობილი განგებულებით, მოხუცმა სასწაულთმოქმედებით სახელი გაითქვა. მასთან ხშირად მიდიოდა ჩვენი ნეტარი მამა, მიტროპოლიტი ლუკა და შეაგონებდა შეეწყვიტა სასწაულთმოქმედება, ის კი არ ემორჩილებოდა. ერთხელ მისი მოწაფე შემხვდა და ასეთი ამბავი მომიყვა: "ერთ დღეს მოხუცთან ერთად ანტიოქიას მივაშურეთ და ვიღაც ქრისტესმოყვარე კაცის სახლს მივადექით, სადაც მოხუცი ძლიერ გაძღა. ჭამითა და სმით დამძიმებული კი ძილს მიეცა. მე და მეორე ძმა სხვა ქრისტესმოყვარემ წაგვიყვანა საკუთარ სახლში ღამის გასათევად. ქრისტესმოყვარეს თან მეგობარიც ახლდა. გზად მიმავალთ მათი ასეთი განსჯა შემოგვესმა: "ვხედავთ, რომ წერილში ნათქვამის აღსრულება სულაც არ ყოფილა სავალდებულო, რადგან ეს მოხუცი ჭამს, სვამს, ძღება, სხვა სიამოვნებებსაც ეძალება, და თან წმიდაც არის და კურნების ნიჭიც გააჩნია". -
მოხდა ისე, რომ ნეტარმა პატრიარქმა თეოდოსიმ მოხუცი გამოსასწორებლად დილეგში ჩაამწყვდია. თუმცა, ანტიოქიელებმა ეს არ დაუშვეს და ძალით გაათავისუფლეს. მუხედავად ამისა, ბოლოს თავისი სასწაულებისგან თვითონვე დაზარალდა, რამეთუ მოხდა ისე, რომ ამ მოხუცს, რომელსაც პრესვიტერის ხელდასხმა ჰქონდა, სომხური მწვალებლობის მიმდევარმა ერთმა ყაჩაღმა ლოცვა-
სხვა ჩვენთანგანი, პრესვიტერად ხელდასხმული ბერი, ერში ცხოვრობდა; შემდეგ მოხდა ისე, რომ აღკვეცილ ქალთან ცოდვით დაეცა. და არა თუ არ განეშორა საშინელ ვნებას, არამედ პირველზე უმეტესად აღენთო და ღმრთისა და კაცთა წინაშე უტიფრად და უსირცხვილოდ მიეძალა მრუშობის ვნებას. თანაც, სასწაულთმოქმედიც გახლდათ: კურნავდა ციებ-
ფრთხილმა და გონიერმა მოხუცმა ყველაფერი გაიგო და უთხრა: "ვაი შენდა, პრესვიტერო! ეს იყო ეშმაკის მზაკვარება: ჯერ-
ეს რომ გაიგო, პრესვიტერმა მოხუცს ყველაფერში გულით დაუჯერა და იმ დღიდან დემონურ სასწაულთმოქმედებას განეშორა, შეინანა თავისი საქციელი და რადგან ჩემი დიდი სიყვარული ჰქონდა, თავისი ამბავიც მე მომიყვა.
შემდეგ, გვესმა ერთი ამბავი მონაზონთან შემცოდე ძმის შესახებ, რომელთანაც, ვითარც ცოლთან, საერო ცხოვრება გადაწყვიტა, მაგრამ რადგან ბერული ცხოვრების დატოვებისა რცხვენოდა, ქალთან ერთად უცხო ქვეყანაში გადაბარგება გადაწყვიტა. გამოვიდნენ თავ-
ხსენებულმა მონაზონმა მომხდარის შესახებ უკვე ანტიოქიაში შეიტყო, და დაბნეულმა მეგობარ მონაზონს სთხოვა გასულიყვნენ ქალაქიდან და ენახათ სასწაულნი. ასეც მოიქცნენ. ორივენი გავიდნენ ქალაქიდან და ხალხისგან მოშორებით უყურებდნენ, თუ როგორ იკურნებოდნენ სნეულნი ღამით დაკრძალული ბერის საფლავთან. ასეთ დღეში იყო ხალხი, როდესაც ღმრთის განგებით, ანტიოქიას ერთი მეუდაბნოვე ბერი მიუახლოვდა, რომელმაც იხილა ურიცხვი ხალხი ბერის საფლავთან და მათგან ცალკე მდგომი ორი მონაზონი. ბერი მივიდა მონაზვნებთან, ასწავლა მდუმარება, კელიაში მოსაგრეობის ძალა და ურჩია არ ევლოთ ერისკაცთა შორის. შემდეგ კი ჰკითხა: "გყავთ თუ არა სულიერი მოძღვარი?" მან, ვინც უწყოდა საიდუმლოს შესახებ, მიუგო: "არა, მამაო, არა გვყავს". მაშინ ღმრთის განგებით აღძრულმა ბერმა მიიღო მათგან აღსარება, და შემცოდე მონაზონმაც ყველაფერი დაწვრილებით აღიარა. ბერმა ჯეროვნად დაარიგა მონაზონი და გაუშვა, თვითონ კი წავიდა ქალაქში, აიღო თოხი და ბარი, გამოვიდა ქალაქიდან, ღამის სიბნელეში ამოთხარა ბერის გვამი და მდინარეში გადააგდო, მიწა გაასწორა ისე, როგორც მანამდე იყო და თვითონ კი კვლავ უდაბნოს მიაშურა. ამის შემდეგ იმ ადგილებში შეწყდა ეშმაკის მოქმედება.
კიდევ გვესმა, რომ სხვა დროს, იმავე ანტიოქიაში, გამოჩენილა ვინმე მწირი, რომელსაც დაჰქონდა ქარტია, რომელშიც ღმრთის, მთავარანგელოზების, ანგელოზებისა და ყველა წმინდანის სახელები ჩაეწერათ და მისი დახმარებით მრავალ ნიშთა და სასწაულთ იქმოდა. მაშინ, იმავე მხარეს, ღმრთის განგებით, სტუმრობდა ვინმე განსწავლული ბერი, რომელმაც შეიტყო რა მომხდარის შესახებ, ყველაფერი მიმოწვლილვით გამოიკითხა. ამის შემდეგ მივიდა ქარტიის მფლობელ მწირთან და ჰკითხა თუ საიდან ჰქონდა ეს ქარტია. მწირმა უპასუხა, "არაფერი ვიცი ამის შესახებ გარდა იმისა, რომ ქარტია გზად მიმავალმა სხვა ბერმა მომცა; თანაც მრავალი მარწმუნებდა ცუდი არაფერი სწერიაო მასში, გარნა მხოლოდ სახელები ღმრთისა, მთავარანგელოზთა, ანგელოზთა და წმიდათა", -
ასევე გვსმენია ზოგიერთისგან, რომ ანტიოქიის ცნობილი პატრიარქის დროს ერთი კაცის ცოლი სიძვის ცოდვაში ჩავარდნილა. ქმარს რომ ეს ამბავი გაუგია ცოლი მოუკლავს. რამოდენიმე დღის შემდეგ, მოკლული ქალის სხეული სასწაულთმოქმედი გახდა. წმიდა პატრიარქმა, რომელმაც კარგად უწყოდა ეშმაკის მზაკვრობანი, მიხვდა დემონთა მოქმედებას, რომელიც აფიქრებინებდა ადამიანებს, თითქოსდა ღმრთისთვის სათნო იყო სიძვის ცოდვა. მან ქალის გვამის მდინარეში გადაგდება ბრძანა, რითაც ბოლო მოეღო საცთურის მოქმედებას. ყველა ამგვარი სასწაული ჩვენს დროში მოხდა. მრავალი მათგანი ჩვენ გვინახავს, ხოლო დანარჩენთა შესახებ სხვებისგან გაგვიგია. სულ მცირედი გადმოვეცით აქ იმისგან, რაც ვიცოდით და რაშიც გამოცდილება გვქონდა. ყველა ამ ზემოთჩამოთვლილ შემთხვევაში "ტაქტიკონში" სწორედ მართლმადიდებელთა შორის აღსრულებულ ცრუსასწაულებზეა ლაპარაკი.
აუცილებელია ხაზი გაესვას იმას, რომ დამოწმებული მაგალითები განეკუთვნებიან ეშმაკის აშკარა მოქმედებას, სადაც მთავარი მოქმედი პირები მართლმადიდებელი ცოდვილები არიან.
ახლა კი დავრწმუნდეთ იმაშიც, რომ სასწაულები მწვალებლებშიც ხდება.
4. სასაწაულებს მწვალებლებიც იქმან
მაგრამ ჩვენი თემისთვის განსაკუთრებულ ინტერესს სასწაულთა სხვა კატეგორია წარმოადგენს, რომელსაც მწვალებლები აღასრულებენ. ამის შესახებ ღირ. ნიკონ შავმთელის წიგნში ვკითხულობთ:
"... დემონთა მოქმედებით და მწვალებლობათა გასამყარებლად მსგავსი რამ მწვალებლებშიც ხდება. ანტიოქიის მხარეს, შავ მთაზე, იყო სომეხთა მოდგმის ერთი მწვალებელი მოსაგრე; სიკვდილს რომ მიუახლოვდა, ახლობელთ მოუწოდა, ერთი თანამოაზრე კი თოხისა და ბარის მოსატანად გაუშვა, რათა საფლავი გაეჭრათ. მოსაგრემ სიკვდილის წინ იწინასწარმეტყველა, რომ სიკვდილის შემდეგ მის სხეულს დამწვარს იხილავდნენ. იმის შემდეგ, რაც ყველანი დაიშალა და მეორე დღეს კვლავ დაბრუნდნენ ავადმყოფთან, ნახეს, რომ მართლაც ისე მომხდარა, როგორც ბერმა იწინასწარმეტყველა, ანუ მისი სხეული დამწვარი იყო. ასეთ მდგომარეობაში დაკრძალეს კიდეც იგი. შემდეგ, აიღეს მიწა მისი საფლავიდან, და როდესაც მასზე დილის ცვარი გადმოვიდა, მავნე მღრღნელებისგან განადგურებულ ნიადაგზე მიმოაპნიეს. უბედურება შეწყდა. იმ დროიდან, ნიადაგის მღრღნელებისგან დასაცავად ყოველთვის ასე აკეთებდნენ, -
მოგითხრობთ ერთ სათნო მწვალებელზეც. მხცოვანი, რომელსაც ხშირად ვახსენებთ, ამბობდა: იმავე შავ მთაზე, ჩემს მეზობლად, მყუდროებაში, სათნო საქმეებით დამშვენებული ერთი სომეხი მწვალებელი ცხოვრობდა. ერთხელ, ერთმანეთთან რომ ვსაუბრობდით, მოხუცმა მითხრა: "ჩემი გულის შიგნით რაღაც უჩვეულოსა და საკვირველს ვხედავ, მაგრამ ვაწყდები წინაღობას, რომელიც მის მკაფიო შემეცნებაში ხელს მიშლის". როდესაც ეს გავიგე, ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე მივხვდი, რომ მის სულს, განწმენდილს სათნოებებით, მისთვის თვისობრივი მდგომარეობისთვის მიეღწია, მაგრამ მწვალებლური გონებადაბნელება მის სულს ფარდასავით ეფარებოდა. როდესაც ყველაფერი მოვუყევი, მანაც, რაკიღა სათნო ადამიანი იყო, დამიჯერა და მართლმადიდებლობაში გადმოსვლა გადაწყვიტა. როდესაც ამის შესახებ ერთი მონასტრის მწვალებელმა სომხებმა შეიტყვეს, იმის შიშით, ასეთი სათნო ბერი ჩვენი სარწმუნოებიდან არ განდგესო, დაიბარეს და შესაძლებლობა არ მისცეს გადმოსვლისა. ასე ჰყავდათ მანამ, სანამ არ გარდაიცვალა.
კიზიკში იყო ერთი მწვალებელი, სულიწმიდის მგმობელი ერეტიკოსი მაკედონიუსი, რომელმაც ლოცვით ერთი ადგილიდან მეორეზე გადაიტანა ზეთისხილის ხე, რომელიც მისი ფუჭი სალოცავის წინ ამოსულიყო და შიგ შესვლაში ხელს უშლიდა. ერთხელ ამ ეპისკოპოსმა გაიგო, რომ ვინმე მევახშე ქვრივ ქალს ავიწროვებდა და მისი გარდაცვლილი ქმრის ვალს დიდი რაოდენობის თანხით დაბრუნებას აიძულებდა. მაშინ, ადგა ეს ეპისკოპოსი, და როდესაც ქვრივის ქმარს დასაკრძალავად სასაფლაოსკენ მიასვენებდნენ, მიცვალებულს მიუახლოვდა, შეეხო კუბოს, რომელშიც მიცვალებული იწვა, და მკვდარს ხმის ამოღება აიძულა. ეპისკოპოსმა უბრძანა მიცვალებულს ეთქვა, თუ რამდენი მართებდა მას მევახშის ვალი. ამ მწვალებელის გარდაცვალების შემდეგ სასწაულები, სხვადასხვა ხილვები და ნიშები მის საფლავზე კვლავაც გრძელდებოდა.
ამრიგად, ვიცით რა ამის შესახებ, -
გარდა ამისა, დემონებს შეუძლიათ გაამრავლონ ან პირიქით შეამცირონ ნაყოფნი მიწისა, მოახდინონ ნიშები და სასწაულები ქარების მოძრაობით, წვიმითა და გვალვით; გამოაშრონ მიწა და ა. შ. ლაპარაკობენ ადამიანივით, და ააშკარავებენ ადამიანთა აზრებსა და ფიქრებს, რადგან ხვდებიან მათ შესახებ სხეულებრივი მოძრაობების, განსაკუთრებით კი გამომეტყველების მიხედვით, რომლებიც ადამიანის ამა თუ იმ ფიქრს შეესაბამება. წინასწარმეტყველებენ შორეულ და ახლო მომავალსაც. ადამიანის მდგომარეობის წინასწარმეტყველება მათაც შეუძლია, ვისაც საექიმო საქმე ზედმიწევნით კარგად უსწავლია. ასე წინასწარმეტყველებდნენ სარკინოზნიც, რომლებიც სხვადასხვა ნიშნის მიხედვით, სავარაუდოდ ცნობდნენ მათ, ვინც ომში დაიღუპებოდა. ასე არიან დემონებიც, ჭვრეტენ რა ადამიანის ბუნებას, ადამიანის მომავალს წინასწარმეტყველებენ. როგორც უხორცო სულნი, ისინი ადვილად განიხილავენ ადამიანის სხეულს, ძალას, მოქმედებებსა და ჯანმრთელობას, რისთვისაც არავითარი საექიმო საქმის შესწავლა არ სჭირდებათ. ისინი ცნობენ, თუმცა ეს წინასწარ არ უწყიან, სიკვდილის მოახლოვებასაც; იგივე უნდა ითქვას მოგვებსა და მკითხავებზეც, რადგან დემონებმა, იციან რა ვინ სად რა მოიპარა, და ასევე სად იმყოფება მოპარული, ამცნობენ მათ თავიანთ მსახურთ ადამიანთა გასაკვირვებლად და საცთუნებლად.
ერთხელ რამოდენიმე ძაძებით შემოსილი მწვალებელი ბერი, წმიდა პახომის ეახლა თავის მონასტერში. ბერემბა თავიანთი წარმომადგენელი მიუგზავნეს წმიდა მამას და შეუთვალეს: "გამოგზავნილნი ვართ ჩვენი მამის მიერ, რათა დიდ პახომის ვუთხრათ: თუ მართლა ღმრთის კაცი ხარ, როგორც გვსმენია, და თუ ღმერთი მართლა გისმენს, მოდი, ერთად გავიაროთ ფეხით მდინარეზე, რათა ყველამ უწყოდეს ვისა აქვს ჩვენს შორის ღმრთის წინაშე უმეტესი კადნიერება". როდესაც ძმებმა ამის შესახებ პახომის ამცნეს, წმინდანი აღშფოთდა და უთხრა: "მათი ლაპარაკიც კი არ უნდა მოგესმინათ! განა არ უწყით ასეთი გამოცდები უცხო რომ არის ღმრთისთვის, ჩვენი მოსაგრეობისთვის და განგვაშორებს მართლმადიდებლურ რწმენას? საღად მოაზროვნე ერისკაციც კი ვერ მოიფიქრებდა ამას. ან ღმრთის რომელი კანონი გვიბრძანებს ამგვარი რამის გაკეთებას? პირიქით, მაცხოვარი სახარებაში გვამცნებს: "... დაე, ნუ ეცოდინება შენს მარცხენა ხელს, რას აკეთებს მარჯვენა" (მათე 6:3). არაფერია იმგვარ უგუნურებაზე საშიში, როდესაც მივატოვებთ საკუთარი ცდოვების გლოვას, არ ვიზრუნებთ იმაზე, როგორ ავიცილოთ მომავალი ტანჯვა და გონებით ყრმანი, მივეცემით მსგავს გამოცდას".
ძმებმა ჰკითხეს: "კი მაგრამ, ღმრთისგან გაუცხოვებული ეს მწვალებელი შენს მოწოდებას ამისკენ როგორ ბედავს?"
ნეტარმა მამამ მიუგო: "ღმერთი თუ დაუშვებს, შესძლებდა კიდევაც, ოღონდ ეშმაკის შეწევნით, და ფეხით გადავიდოდა მდინარეზე, როგორც ხმელეთზე საკუთარი უკეთური მწვალებლობის გასაძლიერებლად და მრავალ ცთუნებულთა წარსაწყმედად. წადით და უთხარით ამ ამბის მომტანთ: "ასე ამბობს-
ამის შემდეგ კი ძმებს უბრძანა დიდი წარმოდგენა არ შექმნოდათ საკუთარ თავზე თავიანთი მოსაგრეობის გამო, და არც დემონთა და სხვა სახის ხილვათადმი სწრაფვა გასჩენოდათ. არ დაჰყოლოდნენ სხვათა მსგავს მოთხოვნებს და არც თვითონ გამოეცადათ ღმერთი ამგვარი სათხოვარით, რამეთუ ნათქვამია: "...არ გამოსცადო უფალი ღმერთი შენი" (მათე 4:7).
მწვალებელთა სასწაულთმოქმედების გამოცანას კარგად განგვიმარტავს წმ. ათანასე ალექსანდრიელიც.
ერთხელ წმიდა ათანასე ალექსანდრიელს ჰკითხეს: "რანაირად ახდენენ ასე ხშირად მწვალებლები სასწაულებს?"
პასუხი: "ამან არავინ უნდა გააკვირვოს, რამეთუ გვსმენია რაც თქვა უფალმა: "მრავალნი მეტყვიან იმ დღეს: უფალო, უფალო! განა შენი სახელით არ ვწინასწარმეტყველებდით? განა შენი სახელით არ ვაძევებდით ეშმაკთ? და შენი სახელით არ ვახდენდით მრავალ სასწაულს? და მაშინ ვეტყვი მათ: არასოდეს მიცვნიხართ თქვენ: გამშორდით, ურჯულოების მოქმედნო" (მათ 7:22-
ასე ლაპარაკობენ წმიდა მამები სასწაულთმოქმედ მწვალებლებზე, რომლებიც ასე განამტკიცებენ საკუთარ მწვალებლობას, როგორც ეს მართლმადიდებლობაშიც ხდება. მაგრამ გარდა ამისა, არ უნდა გამოვიკვლევდეთ ღმრთის განგებულებას და დაშვებებს, არამედ უფრო გვეშინოდეს, და ყურადღებით ვიცავდეთ საკუთარ თავს, ვეძიებდეთ ჭეშმარიტ რწმენას და ველტვოდეთ სიწმიდეს მართლმადიდებლობისა, ასევე წმიდა მამათა სწავლებებს, ღმრთის მცნებათა შესრულებას და გვქონდეს უდიდესი მორჩილება. ხოლო ის, ვინც გადაუხვევს სარწმუნოებას ან რწმენით ან საქმით, -
ასე, რომ ზოგიერთი მოწმობის მიხედვით მწვალებელთა შორისაც გვხვდებიან გულწრფელი მოსაგრეები, რომელბიც სხვადასხვა მიზეზთა გამო სასწაულებსაც იქმან. მრავალი მათგანი თავისებურად სათნო და გულწრფელი იყო, მაგრამ ცხოვნებისთვის მათ, როგორც ღირ. ნიკონ შავმთელი ამბობს, ერთადერთი პირობა არ ჰყოფნიდათ -
5. სასწაულებს ურწმუნოთა შორისაც ხდება
ახლა კი ყველაზე უკიდურეს მაგალითებსაც მოვუხმოთ; სასწაულები თურმე არაქრისტეანთა შორისაც აღსრულდება. ღირ. ნიკონის წიგნში შემდგომ ვკითხულობთ:
კითხვა წმ. ათანასე სინელს: "რა ძალით იქმან ურწმუნონი ნიშებსა და სასწაულებს, რა ძალით წინასწარმეტყველებენ?"
პასუხი: "ნიშები და სასწაულები, წინასწარმეტყველებანი და კურნებანი, რომელსაც ხშირად ახდენენ ურწმუნონი, რაიმე აუცილებლობით ან ღმრთის განგებულებით ხდება; ასე იყო ეს ბალაამის შემთხვევაში და მოგვი დედაკაცის შემთხვევაშიც. ასევე, მოციქულებმა ერთხელ ნახეს ვინმე ურწმუნო, რომელიც ქრისტეს სახელით ეშმაკებს დევნიდა; მოციქულებმა აუკრძალეს მას ამის კეთება და მის შესახებ ქრისტეს მოახსენეს, რაზეც მაცხოვარმა უპასუხა: "ნუ უკრძალავთ, რადგან ვერავინ, ვინც ჩემი სახელით ახდენს სასწაულს, აგრე იოლად ვერ იტყვის ჩემს ძვირს. რადგან ვინც ჩვენს წინააღმდეგ არაა, ჩვენს მხარესაა" (მარკოზი 9:39-
მართლმადიდებელი კაცის სიწმიდეს ნიშები და სასწაულები კი არ ადასტურებს, არამედ მისი რწმენა და ცხოვრება. რადგან ხშირად არა მარტო ცოდვილნი მართლმადიდებელნი, არამედ მწვალებელნი და ურწმუნონიც კი იქმოდნენ ნიშებს და წინასწარმეტყველებდნენ კიდევაც, მაგრამ არა მათი სიწმიდის გამო, არამედ, როგორც ვთქვით, ღმრთის განსაკუთრებული დაშვებისა და განგებულების გამო, როგორც იყო ეს ბალაამის, საულის, ნაბუქოდონოსორის და კაიაფას შემთხვევაში: -
ჭეშმარიტად სულიერი კაცის ნაყოფზე კი მიუთითებს მოციქული: "ხოლო სულის ნაყოფია: სიყვარული, სიხარული, მშვიდობა, დიდსულოვნება, სიტკბოება, სიკეთე, რწმენა, თვინიერება, თავშეკავება; ამათ წინააღმდეგ არ არის რჯული" (გალატ. 5:22-
მოციქულთა დადგენილებებში ნათქვამია: "ყოველი წინასწარმეტყველი როდია ღირსი და ყოველი დემონთგანმსხმელი როდია წმიდა. რამეთუ უკეთური მოგვი ბარლაამიც წინასწარმეტყველებდა, საულიც და კაიაფაც. ხშირად ეშმაკიც წინასწარმეტყველებს, და მასთან მყოფი დემონებიც იუწყებიან მომავალს, მაგრამ ეს სულაც არ მეტყველებს მათ ღვთისმოსაობას. ცხადია, უკეთურები რომც წინასწარმეტყველებდნენ, ამით სულაც არ ავლენენ საკუთარ ღვთისმოსაობას, და დემონთგანმსხმელნიც, დემონთა გასვლის გამო ღირსი მამები ვერ ხდებიან, არამედ მათთან ერთად გაიზიარებენ საუკუნო ტანჯვას" (Климент папа римский. Постановления апостольские изреченные в восьми книгах. Книга восьмая. § 2).
ამის შესახებ ამბობს ოქროპირიც: "რამეთუ ანტიქრისტე, რომელიც ღმრთის დაშვებით მოვა, მისი მსახური დემონების შეწევნით მრავალ ნიშებსა და სასწაულებს მოახდენს ისე, რომ თუ შესძლებს შეაცდენს მორწმუნეთაც. და ამაში არაფერია საკვირველი, ის ხომ ამას დემონის უხილავი შეწევნით მოიმოქმედებს. ცნობილია, რომ სხვა მოგვები და ჯადოქრებიც სხვადასხვა სასწაულთ სწორედ დემონთა შეწევნით იქმოდნენ, ასეთები იყვნენ იანე და იამბრე, რომლებიც უპირისპირდებოდნენ მოსეს და თავიანთი კვერთხებიც მიაქციეს გველებად, წყალი სისხლად, წარმოქმნეს მრავალნი გომბეშონი, რომლებმაც აავსეს ეგვიპტის მიწა. და კვლავ, სიმონ მოგვი, რომელიც მოციქულთა დროს ათასგვარ ნიშებსა და მოჩვენებით სასწაულებს იქმოდა, აიძულებდა ქანდაკებას ეარა, ცეცხლში მწოლიარე არ იწვოდა, ჰაერში დაფრინავდა, ქვას პურად აქცევდა და სხვა; მეტიც, გარდაიქცეოდა გველად და ადამიანებს სხვადასხვა ცხოველად წარმოუდგებოდა; აღებდა დახურულ კარებს, წყვეტდა რკინის ჯაჭვებს და მრავალი სხვა. ერთხელ სიმონ მოგვმა ერთი კაცის ქორწილში სასწაულთა მთელი თაიგული დაახვავა: სახლის ჭურჭელი თავისით მოდიოდა სტუმრებთან ისე, რომ მიმტანები აღარ ჩანდა; გადააადგილებდა აჩრდილებს და მათ მიცვალებულთა სულებს უწოდებდა. შეურიგდა რა მას გადაკიდებულ მრავალ ჯადოქარს, წვეულებაზე დაჰპატიჯა, ჯერ ხარი დაუკლა, შემდეგ კი გაუმასპინძლდა და ხორცთან ერთად ათასგვარი სნეულებები და დემონებიც შეჰყარა. ხოლო როდესაც კეისარი გამოეკიდა მოსაკლავად, სხვა ადამიანის სახე მიიღო და შორს გაიქცა".
6. მსგავსი მოვლენები ჩვენს დროში
ზემოთ განვიხილეთ სასწაულნი, რომლებსაც ახდენდნენ ისეთი ადამიანები, რომლებიც არ გამოირჩეოდნენ სათნო ცხოვრებით და იყვნენ არა მარტო მწვალებლები, არამედ ურწმუნონიც კი. ახლა კი მოკლედ ვიტყვით ჩვენს დროში ცნობილ ნიშთა და სასწაულთა შესახებაც. ესენია: ხატების მასობრივი მირონდინებანი (და სისხლდენანი) (თვით იერარქთა პორტრეტებისაც კი!), რომლებიც არა მარტო მართლმადიდებლურ, არამედ არამართლმადიდებლურ აღმსარებლობებშიაც შეიმჩნევა.
შეგახსენებთ, რომ ღმრთის სასწაულნი მისი განსაკუთრებული განგებით და მზრუნველობით გვეძლევა, ასევე მართლმორწმუნეთა გაძლიერებული ლოცვის შედეგად, ისიც განსაკუთრებულ შემთხვევაში. უფალმა სასწაულები იმისთვის მოგვცა, რათა წყალობა მიეცეს ადამიანს, რომ ირწმუნოს ღმერთი, გამოსწორდეს და ინუგეშოს. როდესაც ღმრთისმოშიშ ქრისტეანებს ღმრთის წყალობით სასწაული ეღირსებოდათ, ისინი თრთოლვით მიეახლებოდნენ უფალს და მადლობით შესწირავდნენ სიტყვიერ მსხვერპლს მოღებული წყალობისთვის, რასაც უერთდებოდა მათი უღრმესი სინანული და საკუთარი უღირსების მტკიცე შეგნება.
არის კი ასე დღევანდელ "მრავალსერიულ" მირონმდინარე ხატების, პორტრეტების და ქაღალდის კალენდრების შემთხვევაში, რაც სხვაგვარად მადიდებელთა საზოგადოებაში ბადებს სურვილს მეტი და მეტი სასწაულებისა და არა მარტო თავიანთ ტაძარში, არამედ სახლებშიაც კი?
ადამიანებს უჩნდებათ დაუოკებელი სურვილი საკუთარ სახლში ჰქონდეთ "სასწაულთმოქმედი" ხატი, რაც მათ თავიანთი რწმენის "ჭეშმარიტებაში" არწმუნებთ; ამის გამო სჯერათ, რომ "მართლიად ცხოვრობენ და სწამთ", სინამდვილეში კი - ეს არის უკიდურესი საცთური და ხიბლი, რომელსაც უბედურების გარდა არაფერი მოაქვს.
სასწაულთა ხილვის ამგვარი ცოდვილი მიდრეკილება, ღმრთისგან მისი "გამოთხოვა" საკმაოდ მკაცრად არის დაგმობილი წმიდა მამათა მიერ, რადგან ეს ადამიანის სულმოკლეობისა და ურწმუნოების, უფრო მეტად კი მედიდურობის გამოხატულებაა, რადგან ასეთი ადამიანები საკუთარ თავს სასწაულის ხილვის ღირსად თვლიან.
ღირ. ისააკ ასურელი ასე მსჯელობს ამ საგანზე: "უფალი ყოველთვის მსწრაფლშემწეა ჩვენი სულებისა, მაგრამ საჭიროების გარეშე როდი ავლენს თავის ძალას, რათა მისი შემწეობა ჩვეულებრივ საქმედ არ წარმოგვიჩნდეს და არ დავკარგოთ მისდამი ჯეროვანი მოშიშება. ასე იქცევა ის, როდესაც განაგებს წმინდანთა ცხოვრებას: უშვებს მათზე მრავალ განსაცდელს, რათა იღვაწონ მათი ძალის შესაბამისად, იშრომონ და ილოცონ ღმრთის მიმართ; ამასთან კი იმასაც აჩვენებს, რომ ერთი წამითაც არ წყვეტს მათზე თავის მზრუნველობას (...). გაჭირვების ჟამს საჭიროა ღმრთის შეწევნის მოხმობა; მაგრამ საჭიროების გარეშე ღმრთის გამოცდა - უბედურების მომტანია. ჭეშმარიტად, უსამართლოა ის, ვინც ამას ითხოვს (...). ნამდვილი მართლმორწმუნენი მუდმივად საკუთარ უღირსებაზე ფიქრობენ; სწორედ იმაში ჩანს მათი ჭეშმარიტება, რომ საკუთარი თავი უკიდურეს ცოდვილებად და ღმრთის ყურადღების ღირსად არ მიაჩნიათ" (სიტყვა 36-ე).
მაშინ როდესაც, დღევანდელი მცირედმორწმუნე და ვნებებში დანთქმული საზოგადოება, ეშმაკისგან გამოიცდება. დაცემული ადამიანის ბუნებას ადვილად იპყრობს ზებუნებრივი მოვლენა და ეშმაკიც უხვად სთავაზობს მათ ასეთ სანახაობას: გონებით დაბრმავებულთა და თავქარიანთ ის უმზადებს წარწყმედის გზას და თავად ურწმუნოებს ამზადებს უკანასკნელი "სასწაულთმოქმედის" - ანტიქრისტეს მისაღებად.
ქრისტეს მეორედ მოსვლის წინ, როდესაც მართალი რწმენა, სულიერი ცოდნა და განსჯა უკიდურეს მდგომარეობამდე გაღატაკდება: "აღდგებიან ცრუქრისტენი და ცრუწინასწარმეტყველნი, და მოახდენენ დიდ სასწაულებსა და ნიშებს, რათა, აცდუნონ, თუკი შესძლეს, თვითონ რჩეულნიც" (მათე 24:24).
"აჰა, წინასწარ გაუწყეთ თქვენ"-ო (მათე 24: 25), - უფალი გვეუბნება.
ნეტარი თეოფილაქტე უფლის სიტყვების განმარტებაში ბრძანებს: "როდესაც ანტიქრისტე მოვა, მრავალი ცრუქრისტე და ცრუწინასწარმეტყველი იქნება გამოსული ქვეყნად, რომლებიც ეშმაკის მზაკვარებით ისეთ მოვლენებს დაატრიალებენ მაყურებელთა თვალწინ, რომ თუ არ იფხიზლებენ, მართალთაც კი აცთუნებენ. მე (უფალმა) წინასწარ გამცნეთ ამის შესხებ, და არ ექნება გამართლება თქვენს საქციელს, რადგან შეგეძლოთ თავი დაგეცვათ მაცთურთაგან".
როგორ დავიცვათ თავი ეშმაკის მზაკვარებისგან, რომლებიც მისი ცრუსასწაულების სახით გვევლინება?
- სულიერი მღვიძარებით და მართლმადიდებლობის სიწმიდის დაცვით.
- ღმრთის მცნებათა დაცვით და წმიდა მამათა თხზულებების სწავლით.
- არ ვეძებოთ სასწაულნი და არც ვისურვოთ, არამედ მხოლოდ სულის ცხოვნებაზე ვიზრუნოთ.
- არ უნდა ვიკვლევდეთ ღმრთის განგებას და დაშვებებს, თუ რა მიზეზით ხდება სასწაული თვით ურწმუნოთა შორისაც კი.
არამედ, მეტი ყურადღება მივაპყროთ წმიდა მამებს, რომელთა მიერ ღმრთის განგებას არაერთხელ გადაურჩენია შემცდარნი და იმ მაგალითებსაც, რომლებიც ღირ. ნიკონს თავის თხზულებაში მოჰყავს. ეს მაგალითები ჩვენდა სამოძღვროდ და ჭკუის სასწავლებლად დაიწერა.
საეკლესიო გადმოცემის ცოდნა, განსჯადობა და სულიერი მღვიძარება ის ძირითადი საძირკველია, რომელიც დაგვიცავს ცრუსასწაულთა და საერთოდ, სასწაულთმიდრეკილებებისგან. სულიერი განსჯა კი თავმდაბლობიდან მოდის. "მხოლოს ის შეიძლება იყოს ბრძენი, ვისაც თავმდაბლობა გაააჩნია; მორჩილების არმქონე კი სიბრძნეს ვერ მოიხვეჭს" (ღირ. ისააკ ასურელი. სიტყვა 89-ე).
შეგახსენებთ, რომ ღმრთის სასწაულნი მისი განსაკუთრებული განგებით და მზრუნველობით გვეძლევა, ასევე მართლმორწმუნეთა გაძლიერებული ლოცვის შედეგად, ისიც განსაკუთრებულ შემთხვევაში. უფალმა სასწაულები იმისთვის მოგვცა, რათა წყალობა მიეცეს ადამიანს, რომ ირწმუნოს ღმერთი, გამოსწორდეს და ინუგეშოს. როდესაც ღმრთისმოშიშ ქრისტეანებს ღმრთის წყალობით სასწაული ეღირსებოდათ, ისინი თრთოლვით მიეახლებოდნენ უფალს და მადლობით შესწირავდნენ სიტყვიერ მსხვერპლს მოღებული წყალობისთვის, რასაც უერთდებოდა მათი უღრმესი სინანული და საკუთარი უღირსების მტკიცე შეგნება.
არის კი ასე დღევანდელ "მრავალსერიულ" მირონმდინარე ხატების, პორტრეტების და ქაღალდის კალენდრების შემთხვევაში, რაც სხვაგვარად მადიდებელთა საზოგადოებაში ბადებს სურვილს მეტი და მეტი სასწაულებისა და არა მარტო თავიანთ ტაძარში, არამედ სახლებშიაც კი?
ადამიანებს უჩნდებათ დაუოკებელი სურვილი საკუთარ სახლში ჰქონდეთ "სასწაულთმოქმედი" ხატი, რაც მათ თავიანთი რწმენის "ჭეშმარიტებაში" არწმუნებთ; ამის გამო სჯერათ, რომ "მართლიად ცხოვრობენ და სწამთ", სინამდვილეში კი -
სასწაულთა ხილვის ამგვარი ცოდვილი მიდრეკილება, ღმრთისგან მისი "გამოთხოვა" საკმაოდ მკაცრად არის დაგმობილი წმიდა მამათა მიერ, რადგან ეს ადამიანის სულმოკლეობისა და ურწმუნოების, უფრო მეტად კი მედიდურობის გამოხატულებაა, რადგან ასეთი ადამიანები საკუთარ თავს სასწაულის ხილვის ღირსად თვლიან.
ღირ. ისააკ ასურელი ასე მსჯელობს ამ საგანზე: "უფალი ყოველთვის მსწრაფლშემწეა ჩვენი სულებისა, მაგრამ საჭიროების გარეშე როდი ავლენს თავის ძალას, რათა მისი შემწეობა ჩვეულებრივ საქმედ არ წარმოგვიჩნდეს და არ დავკარგოთ მისდამი ჯეროვანი მოშიშება. ასე იქცევა ის, როდესაც განაგებს წმინდანთა ცხოვრებას: უშვებს მათზე მრავალ განსაცდელს, რათა იღვაწონ მათი ძალის შესაბამისად, იშრომონ და ილოცონ ღმრთის მიმართ; ამასთან კი იმასაც აჩვენებს, რომ ერთი წამითაც არ წყვეტს მათზე თავის მზრუნველობას (...). გაჭირვების ჟამს საჭიროა ღმრთის შეწევნის მოხმობა; მაგრამ საჭიროების გარეშე ღმრთის გამოცდა -
მაშინ როდესაც, დღევანდელი მცირედმორწმუნე და ვნებებში დანთქმული საზოგადოება, ეშმაკისგან გამოიცდება. დაცემული ადამიანის ბუნებას ადვილად იპყრობს ზებუნებრივი მოვლენა და ეშმაკიც უხვად სთავაზობს მათ ასეთ სანახაობას: გონებით დაბრმავებულთა და თავქარიანთ ის უმზადებს წარწყმედის გზას და თავად ურწმუნოებს ამზადებს უკანასკნელი "სასწაულთმოქმედის" -
ქრისტეს მეორედ მოსვლის წინ, როდესაც მართალი რწმენა, სულიერი ცოდნა და განსჯა უკიდურეს მდგომარეობამდე გაღატაკდება: "აღდგებიან ცრუქრისტენი და ცრუწინასწარმეტყველნი, და მოახდენენ დიდ სასწაულებსა და ნიშებს, რათა, აცდუნონ, თუკი შესძლეს, თვითონ რჩეულნიც" (მათე 24:24).
"აჰა, წინასწარ გაუწყეთ თქვენ"-
ნეტარი თეოფილაქტე უფლის სიტყვების განმარტებაში ბრძანებს: "როდესაც ანტიქრისტე მოვა, მრავალი ცრუქრისტე და ცრუწინასწარმეტყველი იქნება გამოსული ქვეყნად, რომლებიც ეშმაკის მზაკვარებით ისეთ მოვლენებს დაატრიალებენ მაყურებელთა თვალწინ, რომ თუ არ იფხიზლებენ, მართალთაც კი აცთუნებენ. მე (უფალმა) წინასწარ გამცნეთ ამის შესხებ, და არ ექნება გამართლება თქვენს საქციელს, რადგან შეგეძლოთ თავი დაგეცვათ მაცთურთაგან".
როგორ დავიცვათ თავი ეშმაკის მზაკვარებისგან, რომლებიც მისი ცრუსასწაულების სახით გვევლინება?
-
-
-
-
არამედ, მეტი ყურადღება მივაპყროთ წმიდა მამებს, რომელთა მიერ ღმრთის განგებას არაერთხელ გადაურჩენია შემცდარნი და იმ მაგალითებსაც, რომლებიც ღირ. ნიკონს თავის თხზულებაში მოჰყავს. ეს მაგალითები ჩვენდა სამოძღვროდ და ჭკუის სასწავლებლად დაიწერა.
საეკლესიო გადმოცემის ცოდნა, განსჯადობა და სულიერი მღვიძარება ის ძირითადი საძირკველია, რომელიც დაგვიცავს ცრუსასწაულთა და საერთოდ, სასწაულთმიდრეკილებებისგან. სულიერი განსჯა კი თავმდაბლობიდან მოდის. "მხოლოს ის შეიძლება იყოს ბრძენი, ვისაც თავმდაბლობა გაააჩნია; მორჩილების არმქონე კი სიბრძნეს ვერ მოიხვეჭს" (ღირ. ისააკ ასურელი. სიტყვა 89-
7. დასკვნები
ამრიგად, შევეცადოთ მოკლედ შევაჯამოთ ღირ. ნიკონის ნაშრომიდან ციტირებული ადგილები.
1. მართლმადიდებელ ცოდვილთა მიერ აღსრულებული სასწაულები სულაც არ მოწმობენ მათ ღვითმოსაობასა და სიწმიდეზე.
2. მწვალებელთა მიერ აღსრულებული სასწაულები არ მოწმობენ მათი სარწმუნოების სიწმიდეზე.
3. მწვალებელთა შორის გვხვდებოდნენ გულწრფელი მოსაგრეებიც, რომლებიც ცდილობდნენ ღვთის მცნებათა აღსრულებას, მაგრამ ამასთან მოკლებულნი იყვნენ ერთობას ჭეშმარიტ, მართლმადიდებელ ეკლესიასთან. რის გამოც ზოგიერთნი თავიანთი ღვაწლის გამო სასწაულთმოქმედების ნიჭს ღებულობდნენ, სხვები კი ნიშებსა და სასწაულებს იქმოდნენ ან მათდამი მოსულთა რწმენის მიხედვით, ან კიდევ ღმრთის მიუწვდომელი განგებულებით. როგორც ერთ, ასევე მეორე კატეგორიის მწვალებელთათვის სახარებაში ნათქვამია: "მრავალნი მეტყვიან იმ დღეს: უფალო, უფალო! განა შენი სახელით არ ვწინასწარმეტყველებდით? განა შენი სახელით არ ვაძევებდით ეშმაკთ? და შენი სახელით არ ვახდენდით მრავალ სასწაულს? და მაშინ ვეტყვი მათ: არასოდეს მიცვნიხართ თქვენ: გამშორდით, ურჯულოების მოქმედნო" (მათე 7:22-
4. თავისთავად ყველა სასწაული როდია ჭეშმარიტების კრიტერიუმი, არამედ ის შინაარსს იძენს გამომდინარე იქიდან, თუ ვინ და რა მიზნით ასრულებს მას.
5. ჭეშმარიტების ერთადერთი კრიტერიუმი მართლმადიდებლური სარწმუნოების სიწმიდე და ღმრთის მცნებათა დაცვაა.
6. ცრუ სასწაულთა მეოხებით დემონები ცდილობენ ან ზნეობრიობასთან ან კიდევ სარწმუნოებასთან მიმართებაში ადამიანთა ხიბლსა და ცთომილებებში გადაგდებას.
8. ძველმართლმადიდებლური აპოლოგეტიკის მოწმობა
ყოველივე ზემოთთქმულის დასტურად, საინტერესო იქნება დავიმოწმოთ XIX საუკუნის ერთი ძველმართლმადიდებლური წყარო. სამწუხაროდ, არ გვაქვს მისი ზუსტი ატრიბუტირების შესაძლებლობა, -
-
შემდეგ, -
პეტრე ალექსეევის საეკლესიო ლექსიკონში, სიტყვა "სასწაულთმოქმედებაზე" უპირველეს ყოვლისა დამოწმებულია კორინთელთა მიმართ პირველი ეპისტოლეს 13-
ასე, მაგალითად, ცნობილია, რომ ზოგიერთები დევნიდნენ ეშმაკთ ისე, რომ ქრისტეს მოწაფენი სულაც არ ყოფილან. წარმართი იმპერატორები ვესპასიანე და ადრიანე, გავრცელებული ხმების თანახმად, სასწაულთ იქმოდნენ: კურნავდნენ ბრმებს და სხვადასხვა დაავადებებით დასნეულებულ ადამიანთ. ცნობილია აპოლონიუს ტიანელის ცრუ სასწაულებიც. ნიკონ შავმთელის წიგნში მოთხრობილია მრავალი ასეთ ცრუსასწაულმოქმედის შესახებ. ასეთი იყო, მაგალითად, ერთი მწვალებელი ეპისკოპოსი, რომელიც სასწაულებს იქმოდა; მრუში ბერი, რომლის გვამი, ბერის გარდაცვალების შემდეგ, მრავალთ კურნავდა; სხვა ბერი სასწაულებს იქმოდა ქარტიით; ქმრის მიერ მოკული მეძავის გვამიც კი სასწაულთმოქმედი აღმოჩნდა; მწვალებელი-
მართლმადიდებლური ეკლესიისგან რომაული-
დასკვნა
ამჯერად ჩვენ მივუახლოვდით მნიშვნელოვან დასკვნას: თუ, როგორც ღირ. ნიკონი ამბობს, მრავალრიცხოვანი ცრუ სასწაულებით ეშმაკი მართლმორწმუნეთა ზნეობრივ ან სარწმუნოებრივ შეცდენას ცდილობს, მაშინ სამართლიანი იქნება დავსვათ კითხვა: როგორია ჩვენი დროის სასწაულთა საერთო აზრი, რომლებიც სხვადასხვა აღმსარებლობებსა და რელიგიებში უხვად გვევლინება? არ არის საჭირო განსაკუთრებული მჭვრეტელობა, რათა დავასკვნათ, რომ ამა სოფლის თავადი წარმატებით ავრცელებს მორიგ ზღაპარს:
- "ღმერთი ყველგანაა", დანარჩენი - ადამიანების მიერ გამოგონილი შეზღუდვები და პირობითობებია;
- ეკლესიის საზღვრები მარტო მართლმადიდებლური აღმსარებლობით როდი შემოიფარგლება;
- წმინდანები და მადლი ყველა კონფესიაშია;
- სათნოების საზოგადო ხასიათს მართლმადიდებლობის სიწმიდეზე უმეტესი მნიშვნელობა გააჩნია;
- ყველაზე მნიშვნელოვანი "ზოგადსაკაცობრიო ღირებულებებია".
ასეთი შეხედულება სრულიად შეეფერება ჩვენი დროის სულისკვეთებას. ჩვენ აქ საქმე გვაქვს ეკლესიის ჭეშმარიტი სწავლების შეცვლასთან, ანუ - თანამედროვეობის ეკლესიოლოგიურ მწვალებლობასთან. ამით ქრისტეანობას აცლიან პირველ მცნებას (ღმრთისადმი სიყვარულს. იხ. მათე 22:37-38). ამით ქრისტეანობა ხდება მხოლოდ ჰუმანიტარული სწავლება, რომელსაც ამა სოფლის თავადი ცრუსასწაულთა დახმარებით ნერგავს. ბეჭდვითი სიტყვის სიჭარბის მიუხედავად, თანამედროვე ქრისტეანი ყოველთვის როდია გაცნობილი წმიდა გადმოცემას, რის გამოც ათასგვარი ილუზიებით იკვებება და სარწმუნოების შინაარსი საზოგადო ზნეობრივ ნორმებამდე და "ზოგადსაკაცობრიო ღირებულებებამდე" დაჰყავს. ღირ. ნიკონის თხზულებაზე დაყრდნობით შეიძლება დავრწმუნდეთ, რომ მართლმადიდებლური გადმოცემა (ანუ წმ. ეკლესიის სწავლება)რომელიც ესოდენ არასასიამოვნო და უცნობია ჩვენი თანამედროვეებისთვის, მსგავსი "ჰუმანიზმისთვის" უცხოა და გადაჭრით უარიყოფა.
-
-
-
-
-
ასეთი შეხედულება სრულიად შეეფერება ჩვენი დროის სულისკვეთებას. ჩვენ აქ საქმე გვაქვს ეკლესიის ჭეშმარიტი სწავლების შეცვლასთან, ანუ -