წმიდა მამათა სწავლება მწვალებლებთან დამოკიდებულების შესახებ
სახარება: "ვინც თქვენთან მოდის, მაგრამ არ მოაქვს ეს მოძღვრება ნურც შინ მიიღებთ და ნურც მოიკითხავთ. რადგან ვინც მას მოიკითხავს, მის ბოროტ საქმესაც ეზიარება" (2 იოანე 10, 11).
განმარტება: "ჩვენ მხოლოდ ერთმორწმუნენი უნდა მოვიკითხოთ, რომლებთანაც წმიდა რწმენა და წმიდა ცხოვრება გვაკავშირებს. "უკეთურთა მოკითხვით კი მათთან თანაზიარობას წარმოვაჩენთ, რაც მათ უკეთურებაში ჩვენს ჩათრევას ადასტურებს" (2-е Поcл. Ап. Иоанна Богослова стр.452).
ღირ. ანტონი დიდი: "ნუ გექნებათ ურთიერთობა განდგომილებთან, განსაკუთრებით კი მწვალებელ არიანელებთან" (Заповедь Антония Великого Твор. Афанасия Вел.т.З стр.248).
ღირ. იოანე კიბისაღმწერელი: "უსჯულოა ის, ვინც ღმრთის სჯულს გარდააქცევს საკუთარი შეხედულებებისამებრ და იმედოვნებს, რომ ღმრთისადმი რწმენას თავის მწვალებლობას შეუერთებს (преп. Иоанн Лествичек Слово 1.4)
ნეტ. თეოფილაქტე (ბულგარელი): "ნუ შეებმებით უცხო უღელში ურწმუნოებთან ერთად; ვინაიდან რა აკავშირებს სამართლიანობასა და ურჯულოებას? რაა საერთო ნათელსა და ბნელს შორის? რამ შეათანხმოს ქრისტე და ბელიარი? ან რა ხელი აქვს მორწმუნეს ურწმუნოსთან?" (Толкование Феофилакта Блаженного: «Неверные суть храмы идолов, или даже самые идолы, а вы - храм Бога». (Толк. Ап. Блаж. Феофилакта 2-е Поел. К Коринфам гл.6 стр.457)).
მისივე: "მწვალებელ კაცს, ერთი თუ ორი შეგონების შემდეგ, განეშორე. იცოდე, რომ გარყვნილია და სცოდავს, თავისივე თავის მიერ დასჯილი" (ტიტ. 3:10, 11). "ხოლო ფუჭ ძიებას, გვარტომობის ჩხრეკას, შუღლსა და დავას რჯულის თაობაზე თავი არიდე, რადგანაც ყოველივე ეს ურგებია და ამაო" (ტიტ. 3:9) (Толк. Блаж. Феофилакта: совсем не берись говорить им: ничего не успеешь, потому что они неисправимы Св. Ап. Павла Посл. К Титу гл.З).
მისივე: "საყვარელნო, მრავალჯერ მითქვამს თქვენთვის უღმრთო მწვალებელთა შესახებ და ახლაც გევედრებით, ნუ თანაზიარ ექმნებით მათ მეგობრობაში, საჭმელ-სასმელში ან სიყვარულში: რადგან, ვინც ასე იქცევა, განეშორება ქრისტეს ეკლესიას. ანგელოზურადაც რომ ცხოვრობდეს ვინმე, მაგრამ მეგობრობისა და სიყვარულის საკვრელებით იყოს შეკრული მწვალებლებთან - უცხოა ქრისტესთვის" ("Просветитель" преп. Иосифа Волоцкого, слово 13 стр. 319-320).
მღვდელმოწ. დეკანოზი ამბაკუმი თავისი მოწამეობრივი სისხლით მოწმობს: "ის იყო ნიკონიანელებს მივეჩვიე და მათთან დავა-კამათი შევწყვიტე, რომ განმანათლა ქრისტემ და მითხრა: "ესოდენი ტანჯვის შემდეგ გინდა ყველაფერი წყალში ჩაყარო და წარწყმდე? იფხიზლე, თორემ შუაში გაგაპობ!" (დეკანოზ ამბაკუმის ცხოვრება).
ღირ. თეოდოსი პეჩორელი: "სხვა სარწმუნოებას თუ მიჰყვები ვერასოდეს იხილავ საუკუნო ცხოვრებას! ვინც სხვის სარწმუნოებას აქებს, საკუთარს აგინებს... ამდაგვარი კაცი მწვალებელია და ორმორწმუნე. შენ კი, შვილო, განეშორე მათ და გამუდმებით ადიდე შენი რწმენა. მწვალებელთ კი გაექეცი ვითარც ცოფიან ძაღლებს" (Слово преп. Феодосия Печерского о Вере Христовой и Латынской стр.61-62).
წმ. კირილე იერუსალიმელი: "ზურგი აქციე ყველა ერეტიკოსს... ნუ უსმენ მათ მლიქვნელ სიტვებს, ნურც მათ მოჩვენებით მორჩილებას ერწმუნები, რადგან ისინი არიან უნასები, იქედნეს ნაშიერნი. იუდაც ეუბნებოდა ქრისტეს: "გიხაროდენ, მოძღვარო!" და ამ დროს ღალატობდა მას. ამიტომაც, მწვალებელთა მლიქვნელობას ნუ უყურებ და მათ სულის წარმწყმედელ შხამს მოერიდე" (Св. Кирилл Иерусалимский О Ересях №20 стр.85).
მისივე: "რადგან ეკლესიის სახელი სხვადასხვა აზრით გამოიყენება, სარწმუნოების სიმბოლო ასე გვაფრთხილებს: "მრწამს ერთი, წმიდა, საყოველთაო (კათოლიკე) და სამოციქულო ეკლესია", რათა განვერიდოთ მწვალებელთა ბილწ შეკრებებს (რამეთუ ჭეშმარიტად ბილწია მწვალებელთა შესაკრებელი)" (Св. Кирилл Иерусалимский Огласит. Поуч. 18 №26 стр.308).
წმ. ამბროსი მედილოანელი: "ღმერთს ისინი უყვარს, ვინც სასარგებლოს ღირსეულს ამჯობინებს. "ღმრთაებრივი მსჯავრით განდიდდებიან ისინი, ვინც ღირსეულს აყენებდა სასარგებლოზე მაღლა, და განიკითხებიან ისინი, ვინც ღირსეულს ამჯობინებდნენ იმას, რაც, ერთის შეხედვით, ხელს უწყობდა ცხოვრებისეულ კეთილდღეობას" (Св. Амвросий Медиоланский «Об обязанностях Священнослужителей глава 8. п.56 стр.329-331).
წმ. თევდორე სტოდიელი: "უწინდელ დროში მადლმა გამოირჩია ისინი, ვინც არჩეულ იქმნენ მოწამეთა რიცხვში. საუკუნეთა განმავლობაში გამოჩნდებიან ხოლმე მოწამეები, მაგრამ ქრისტემ ბრძანა "ვაი ამ ქვეყანას საცდურთაგან, ვინაიდან საცდური გარდუვალია" (მათე 18:7), რათა რჩეულნი მზესავით გაბრწყინდნენ, ხოლო ღვარძლი წარმოსდგეს, როგორც წყვდიადი. ჰოი, ძმანო, ამ ბოროტსა და გამრუდებულ მოდგმაში ვიყოთ როგორც მნათობნი, მწვალებლობის წყვდიადში მანათობელნი, რამეთუ ქრისტემ გამოგვირჩია ჩვენ თავისი დღესასწაულისთვის, მართლმადიდებლობის სადიდებლად, რათა როგორც ძველები ჩვენთვის, ასევე ჩვენც მომავალ თაობათათვის აღმოვჩნდეთ სიმტკიცედ და მაგალითის მიმცემად, და ქრისტეს მოსვლის დღეს ვდღესასწაულობდეთ" (Творения преп. Феодора Студита. Т. II. С.-Петербург. 1908 г., стр. 811).
მისივე; "მრავალგვარი მწვალებლობანი ეშმაკის მიერ მოქსოვილი ასხმულაა, სადაც ყველანი ერთად ერთ თავზე, უღმრთოებაზე არიან დამოკიდებულნი, მიუხედავად იმისა, რომ ერთმანეთისგან სახელწოდებითაც განსხვავდებიან, წარმოშობის დროითაც, ადგილითაც, რაოდენობითაც, ხარისხითაც, ძალითაც და ქმედითობითაც" (Феодор Студит Кн.1 стр.135).
მისივე; "ნუ გაბედავ და იტყვი: "რაში მჭირდება მრავალი კვლევა, რადგან ერთი სიტყვაც საკმარისია სწავლა-მოძღვრებისთვის" - ეს გნოსიმახების (შემეცნების მოწინააღმდეგეთა) მწვალებლობაა. "გნოსიმახები ეწინააღმდეგებიან ყოველგვარ ქრისტეანულ შემეცნებას და ამტკიცებენ, რომ ამაოდ დაშვრებიან ისინი, ვინც შემეცნებას ეძიებენ საღმრთო წერილში, რადგან ღმერთი ქრისტეანისგან კეთილი საქმეების გარდა არაფერს ითხოვს" (მისივე. გვ. 160).
მისივე: "შეიძლება თუ არა მივესალმოთ მწვალებელთ? არა, ბრძანებს წმ. ბასილი დიდი. უფალმა მათი მოკითხვაც კი აკრძალა, იქნება ეს სიყვარულით თუ მეგობრობით, - უნდა გავექცეთ ამას, რათა აღსრულდეს ნაბრძანები: "ნურც შინ მიიღებთ და ნურც მოიკითხავთ" (2-ე იოანე 1:10).
მისივე: "მწვალებელს ისე არ სწამს, როგორც ლაპარაკობს; თუმც მართლმადიდებლური აქვს საიდუმლო, მაინც ფუჭად მეტყველია ამდაგვარი, უფრო სწორად, ამასხარავებს ღმრთის საიდუმლოს, რადგან წმიდა წერილსა და საღმრთო გალობებს მკითხავებიცა და ჯადოქრებიც იყენებენ სატანური რიტუალებისთვის" (მისივე. Кн. 1 стр.261 -262).
მისივე: "მწვალებელთა შხამიან და მაცთურ საუბრებს გაექეცი ვითარც იქედნეს, რომელსაც ჭეშმარიტების მაცხოვნებელი ხისგან სურს შენი განშორება; და ერთხელ ჭეშმარიტებაში დამკვიდრებული და წმიდა წერილით განმტკიცებული მღვიძარე იყავ და თუ ასე მოიქცევი: "არასოდეს წაფორხილდები" (ფს. 14:5), რადგან "გამაგრდებიან შენი ნაბიჯები შენს გზაზე და არ გადაუხვევენ შენი ტერფები" (ფს. 16:5) (მისივე. Кн.1 стр.10).
მისივე: "დღეს სხვაგვარი, მწვალებლური ბრძოლაა განფენილი მთელ ქვეყანაზე; თუ გნებავთ გადახედეთ გონების თვალით და დაინახავთ მთელ ცისქვეშეთს, ამ ბრძოლაში დაჭრილებით ავსებულს; რადგანაც არა მარტო მწვალებლებს, არა მარტო მემრუშეთა, მსიძველთა და მსგავსი უწესოების მოქმედთა მიითვალავს გველი თავის სამფლობელოში, არამედ იმათაც, ვინც განურჩევლად ეხება ასეთბსა და შედის მათთან ურთიერთობაში, რამეთუ უტყუარია სიტყვა: "რომელი შეეხოს ფისსა, გაშავდეს და რომელი ეზიაროს ამპარტავანს, მიემსგავსოს მას" (ზირ. 13:1. Добротолюбие. Т 4, Москва 1889 г., стр. 444).
მისივე: "მთელი სამყაროს სიმდიდრესაც რომ გთავაზობდეს ვინმე, მაგრამ თანაზიარი იყოს მწვალებლობისა, უწყოდე, მტერია იგი ღმრთისა და არა მეგობარი... ვინც მწვალებლებთან ერთად ჭამს და სვამს და მეგობრობს, - დამნაშავეა. ასე ბრძანებენ წმიდა იოანე ოქროპირი და სხვა წმინდანები" (преп. Феодор Студит Кн.1. Послание ХХХП стр.274).
მისივე: "მწვალებლებთან საერთო ევქარისტია ერთობა კი არა შხამია, რომელიც წამლავს არა ხორცს, არამედ სულს" (преп. Феодор Студит, Послание Кн.1 XXIУ - стр.261).
დიდი სჯულისკანონი: "თუ ეპისკოპოსი, მღვდელი ან დიაკონი მწვალებელთან ერთად ილოცებს, აეკრძალოს მღვდლობა. თუ ნებას მისცემს მათ (მწვალებლებს), რომ შეასრულონ რაიმე სამღვდელო წესი როგორც მღვდლებმა, განიკვეთოს" (წმიდა მოციქულთა 45-ე კანონი).
იქვე: "თუ ვინმე სასულიერო პირი ან ერისკაცი, ურიათა ან მწვალებელთა შესაკრებელში შევა სალოცავად, სასულიერო პირი განიკვეთოს და ერისკაცი უზიარებლობით დაისაჯოს" (წმიდა მოციქულთა 65-ე კანონი).
წმიდა კვიპრიანე კართაგენელი: "დაე ჩვენი ძმები გადაჭრით განუდგნენ და გაექცნენ საუბრებს იმათთან, ვისი სიტყვაც "სირსვილივით საძოვარს ჰპოვებს" (2 ტიმ. 2:17). ხომ ამბობს მოციქული: "უკეთური ურთიერთობანი ხრწნიან კეთილ ზნე-ჩვევებს" (1 კორ. 15:33) და კიდევ: "მწვალებელ კაცს, ერთი თუ ორი შეგონების შემდეგ, განეშორე. იცოდე, რომ გარყვნილია და სცოდავს, თავისივე თავის მიერ დასჯილი" (ტიტე 3:10-11). სოლომონის პირით სულიწმიდა მეტყველებს: "უგვანი კაცი ბოროტს იზრახავს და მის ბაგეზე თითქოს მოგიზგიზე ცეცხლია" (იგავთა 16:27); და კვლავ გვირჩევს "ბოროტი კაცი ავ ბაგეებს უსმენს, ხოლო მართალი უკეთურ ენას ყურს არ დაუგდებს" (იგავთა 17:4). თუმცა კი ვიცით, რომ რომში მყოფი ჩვენი ძმები დაცულნი თქვენი შორსმჭვრეტელობით და თავადაც საკმაოდ ფრთხილნი და მღვიძარენი, არ წამოეგებიან მწვალებელთა ანკესს და არ მოტყუვდებიან, რადგან მტკიცედ დაიმახსოვრეს ღმრთის მცნება- მოძღვრებანი და დიდია მათში შიში ღმრთისა, მაგრამ მაინც შიშისა და სიყვარულის სიჭარბე მაიძულებს მოგწეროთ: არ გააბათ ასეთებთან არავითარი კავშირი, ნუ გაიყოფთ ტრაპეს ურიგო ხალთან, ნურც დაელაპარაკებით მათ; გავექცეთ მათ ისევე, როგორც ისინი გაექცნენ ეკლესიას; ხომ სწერია: "ხოლო თუ არც ეკლესიისას შეისმენს, მაშინ იქნება იგი შენთვის როგორც მებაჟე ან წარმართი" (მათე 18:7).
ნეტარი მოციქული არა მარტო გვირჩევს, არამედ გვიბრძანებს კიდეც, გავეშოროთ ასეთებს: "ჩვენ კი მცნებად გისახავთ, ძმანო, ჩვენი უფლის იესო ქრისტეს სახელით, რომ განეშოროთ ყველა ძმას, უწესოდ მოარულს და არა იმ მოძღვრებისამებრ, ჩვენგან რომ მიგიღიათ" (2 თესალონიკ. 3:6). არ არსებობს კავშირი სარწმუნოებასა და ურწმუნოებას შორის; ვინც ქრისტესთან არ არის, ის ქრისტეს წინააღმდეგია; ვინც მისი ერთობისა და მშვიდობის მტერია, ის ჩვენთან ვერ იქნება. თუკი ისინი მოვლენ ლოცვებითა და შეწყალების სურვილით, შევისმინოთ მათი; ხოლო თუ ლანძღვითა და მუქარით აგვავსებენ, დაე, იქმნენ განგდებულნი" (წერილი 59-ე. Московская патриархия. Богословские труды. Сборник 26, стр. 168).
წმ. ირინეოს ლიონელი: "არიან ადამიანები, რომელთაც პოლიკარპე სმირნელისგან მოუსმენიათ: ერთხელ იოანე, უფლის მოწაფე, აბანოში მივიდა ეფესოში. როდესაც იქ კერინთოსი (მწვალებელი გნოსტიკოსი - რედ.) დაინახა, დაუბანელი გამოიქცა და თქვა: გავიქცეთ, ვაითუ დაიქცეს აბანო, რადგან იქ ჭეშმარიტების მტერი, კერინთოსი იმყოფებაო. თვითონ პოლიკარპემ მარკიონთან (მწვალებელი გნოსტიკოსი - რედ.) შეხვედრისას კითხვაზე: "მიცნობ მე?" უპასუხა: "გიცნობ, როგორს სატანის პირმშოს". ასეთ სიფრთხილეს იჩენდნენ მოციქულები და მათი მოწაფეები, სიტყვითაც არ ჰქონდათ ურთიერთობა ჭეშმარიტების მტრებთან, როგორც პავლემაც ბრძანა: "მწვალებელ კაცს, ერთი თუ ორი შეგონების შემდეგ, განეშორე. იცოდე, რომ გარყვნილია და სცოდავს, თავისივე თავის მიერ დასჯილი" (ტიტე 3:10, 11) ("წვალებათა წინააღმდეგ". წიგნი III, თავი 3-ე ("წვალებათა წინააღმდეგ", წიგნი III. Сочинения св. Иринея Лионского. "Пять книг обличения и опровержения лжеименного знания!. Москва. 1871 г., стр. 278).
წმ. ეფრემ ასურელი: "ჩემი იმედი და ნუგეშიცემა ღმრთის წინაშე მხოლოდ ისაა, რომ არასოდეს მიგინებია უფალი და ჩემს ბაგეთაგან არ გამოსულა გმობა. რამეთუ მოვიძულე, უფალო, მოძულენი შენნი და არა შევიყვარე მტერნი შენნი. გულში აღიბეჭდეთ ჩემი სიტყვები და ნუ დამივიწყებთ, რამეთუ ჩემი სიკვდილის შემდეგ თქვენთან მოვლენ ბოროტმსახური ადამიანები "რომელნიც მოვლენ თქვენთან ცხვრის სამოსით, ხოლო შიგნით არიან მტაცებელი მგლები" (მათე 7:15).
მათი საუბარი ტკბილია, გულისწადილი კი სიმწრით სავსე. გარეგნულად კეთილნი ჩანან, მაგრამ სატანის შვილნი არიან. გაექეცით ასეთ ადამიანებს, არ მიიკაროთ ისინი და მათი სწავლება. იცოდეთ, რომ თუ კაცი იმ ადგილას შეიპყრეს, სადაც მეფეს აგინებდნენ, მიჰყავთ სასამართლოში დაკითხვაზე, და თუმცა იგი უდანაშაულოა, რამეთუ თვითონ არ უგინებია მეფე, მაგრამ მაინც ისჯება, რაკი მის დასაცავად თავი არ გამოუდია. ამიტომ ნუ გექნებათ ურთიერთობა ცრუმოძღვრებთან და ურწმუნოთა საკრებულოში ნუ შეხვალთ (წმიდა ეფრემ ასურელის ანდერძიდან. Творения св. Ефрема Сирина, ч. 5. Москав 1887 г., стр.427).
განმარტება: "ჩვენ მხოლოდ ერთმორწმუნენი უნდა მოვიკითხოთ, რომლებთანაც წმიდა რწმენა და წმიდა ცხოვრება გვაკავშირებს. "უკეთურთა მოკითხვით კი მათთან თანაზიარობას წარმოვაჩენთ, რაც მათ უკეთურებაში ჩვენს ჩათრევას ადასტურებს" (2-
ღირ. ანტონი დიდი: "ნუ გექნებათ ურთიერთობა განდგომილებთან, განსაკუთრებით კი მწვალებელ არიანელებთან" (Заповедь Антония Великого Твор. Афанасия Вел.т.З стр.248).
ღირ. იოანე კიბისაღმწერელი: "უსჯულოა ის, ვინც ღმრთის სჯულს გარდააქცევს საკუთარი შეხედულებებისამებრ და იმედოვნებს, რომ ღმრთისადმი რწმენას თავის მწვალებლობას შეუერთებს (преп. Иоанн Лествичек Слово 1.4)
ნეტ. თეოფილაქტე (ბულგარელი): "ნუ შეებმებით უცხო უღელში ურწმუნოებთან ერთად; ვინაიდან რა აკავშირებს სამართლიანობასა და ურჯულოებას? რაა საერთო ნათელსა და ბნელს შორის? რამ შეათანხმოს ქრისტე და ბელიარი? ან რა ხელი აქვს მორწმუნეს ურწმუნოსთან?" (Толкование Феофилакта Блаженного: «Неверные суть храмы идолов, или даже самые идолы, а вы -
მისივე: "მწვალებელ კაცს, ერთი თუ ორი შეგონების შემდეგ, განეშორე. იცოდე, რომ გარყვნილია და სცოდავს, თავისივე თავის მიერ დასჯილი" (ტიტ. 3:10, 11). "ხოლო ფუჭ ძიებას, გვარტომობის ჩხრეკას, შუღლსა და დავას რჯულის თაობაზე თავი არიდე, რადგანაც ყოველივე ეს ურგებია და ამაო" (ტიტ. 3:9) (Толк. Блаж. Феофилакта: совсем не берись говорить им: ничего не успеешь, потому что они неисправимы Св. Ап. Павла Посл. К Титу гл.З).
მისივე: "საყვარელნო, მრავალჯერ მითქვამს თქვენთვის უღმრთო მწვალებელთა შესახებ და ახლაც გევედრებით, ნუ თანაზიარ ექმნებით მათ მეგობრობაში, საჭმელ-
მღვდელმოწ. დეკანოზი ამბაკუმი თავისი მოწამეობრივი სისხლით მოწმობს: "ის იყო ნიკონიანელებს მივეჩვიე და მათთან დავა-
ღირ. თეოდოსი პეჩორელი: "სხვა სარწმუნოებას თუ მიჰყვები ვერასოდეს იხილავ საუკუნო ცხოვრებას! ვინც სხვის სარწმუნოებას აქებს, საკუთარს აგინებს... ამდაგვარი კაცი მწვალებელია და ორმორწმუნე. შენ კი, შვილო, განეშორე მათ და გამუდმებით ადიდე შენი რწმენა. მწვალებელთ კი გაექეცი ვითარც ცოფიან ძაღლებს" (Слово преп. Феодосия Печерского о Вере Христовой и Латынской стр.61-
წმ. კირილე იერუსალიმელი: "ზურგი აქციე ყველა ერეტიკოსს... ნუ უსმენ მათ მლიქვნელ სიტვებს, ნურც მათ მოჩვენებით მორჩილებას ერწმუნები, რადგან ისინი არიან უნასები, იქედნეს ნაშიერნი. იუდაც ეუბნებოდა ქრისტეს: "გიხაროდენ, მოძღვარო!" და ამ დროს ღალატობდა მას. ამიტომაც, მწვალებელთა მლიქვნელობას ნუ უყურებ და მათ სულის წარმწყმედელ შხამს მოერიდე" (Св. Кирилл Иерусалимский О Ересях №20 стр.85).
მისივე: "რადგან ეკლესიის სახელი სხვადასხვა აზრით გამოიყენება, სარწმუნოების სიმბოლო ასე გვაფრთხილებს: "მრწამს ერთი, წმიდა, საყოველთაო (კათოლიკე) და სამოციქულო ეკლესია", რათა განვერიდოთ მწვალებელთა ბილწ შეკრებებს (რამეთუ ჭეშმარიტად ბილწია მწვალებელთა შესაკრებელი)" (Св. Кирилл Иерусалимский Огласит. Поуч. 18 №26 стр.308).
წმ. ამბროსი მედილოანელი: "ღმერთს ისინი უყვარს, ვინც სასარგებლოს ღირსეულს ამჯობინებს. "ღმრთაებრივი მსჯავრით განდიდდებიან ისინი, ვინც ღირსეულს აყენებდა სასარგებლოზე მაღლა, და განიკითხებიან ისინი, ვინც ღირსეულს ამჯობინებდნენ იმას, რაც, ერთის შეხედვით, ხელს უწყობდა ცხოვრებისეულ კეთილდღეობას" (Св. Амвросий Медиоланский «Об обязанностях Священнослужителей глава 8. п.56 стр.329-
წმ. თევდორე სტოდიელი: "უწინდელ დროში მადლმა გამოირჩია ისინი, ვინც არჩეულ იქმნენ მოწამეთა რიცხვში. საუკუნეთა განმავლობაში გამოჩნდებიან ხოლმე მოწამეები, მაგრამ ქრისტემ ბრძანა "ვაი ამ ქვეყანას საცდურთაგან, ვინაიდან საცდური გარდუვალია" (მათე 18:7), რათა რჩეულნი მზესავით გაბრწყინდნენ, ხოლო ღვარძლი წარმოსდგეს, როგორც წყვდიადი. ჰოი, ძმანო, ამ ბოროტსა და გამრუდებულ მოდგმაში ვიყოთ როგორც მნათობნი, მწვალებლობის წყვდიადში მანათობელნი, რამეთუ ქრისტემ გამოგვირჩია ჩვენ თავისი დღესასწაულისთვის, მართლმადიდებლობის სადიდებლად, რათა როგორც ძველები ჩვენთვის, ასევე ჩვენც მომავალ თაობათათვის აღმოვჩნდეთ სიმტკიცედ და მაგალითის მიმცემად, და ქრისტეს მოსვლის დღეს ვდღესასწაულობდეთ" (Творения преп. Феодора Студита. Т. II. С.-
მისივე; "მრავალგვარი მწვალებლობანი ეშმაკის მიერ მოქსოვილი ასხმულაა, სადაც ყველანი ერთად ერთ თავზე, უღმრთოებაზე არიან დამოკიდებულნი, მიუხედავად იმისა, რომ ერთმანეთისგან სახელწოდებითაც განსხვავდებიან, წარმოშობის დროითაც, ადგილითაც, რაოდენობითაც, ხარისხითაც, ძალითაც და ქმედითობითაც" (Феодор Студит Кн.1 стр.135).
მისივე; "ნუ გაბედავ და იტყვი: "რაში მჭირდება მრავალი კვლევა, რადგან ერთი სიტყვაც საკმარისია სწავლა-
მისივე: "შეიძლება თუ არა მივესალმოთ მწვალებელთ? არა, ბრძანებს წმ. ბასილი დიდი. უფალმა მათი მოკითხვაც კი აკრძალა, იქნება ეს სიყვარულით თუ მეგობრობით, -
მისივე: "მწვალებელს ისე არ სწამს, როგორც ლაპარაკობს; თუმც მართლმადიდებლური აქვს საიდუმლო, მაინც ფუჭად მეტყველია ამდაგვარი, უფრო სწორად, ამასხარავებს ღმრთის საიდუმლოს, რადგან წმიდა წერილსა და საღმრთო გალობებს მკითხავებიცა და ჯადოქრებიც იყენებენ სატანური რიტუალებისთვის" (მისივე. Кн. 1 стр.261 -
მისივე: "მწვალებელთა შხამიან და მაცთურ საუბრებს გაექეცი ვითარც იქედნეს, რომელსაც ჭეშმარიტების მაცხოვნებელი ხისგან სურს შენი განშორება; და ერთხელ ჭეშმარიტებაში დამკვიდრებული და წმიდა წერილით განმტკიცებული მღვიძარე იყავ და თუ ასე მოიქცევი: "არასოდეს წაფორხილდები" (ფს. 14:5), რადგან "გამაგრდებიან შენი ნაბიჯები შენს გზაზე და არ გადაუხვევენ შენი ტერფები" (ფს. 16:5) (მისივე. Кн.1 стр.10).
მისივე: "დღეს სხვაგვარი, მწვალებლური ბრძოლაა განფენილი მთელ ქვეყანაზე; თუ გნებავთ გადახედეთ გონების თვალით და დაინახავთ მთელ ცისქვეშეთს, ამ ბრძოლაში დაჭრილებით ავსებულს; რადგანაც არა მარტო მწვალებლებს, არა მარტო მემრუშეთა, მსიძველთა და მსგავსი უწესოების მოქმედთა მიითვალავს გველი თავის სამფლობელოში, არამედ იმათაც, ვინც განურჩევლად ეხება ასეთბსა და შედის მათთან ურთიერთობაში, რამეთუ უტყუარია სიტყვა: "რომელი შეეხოს ფისსა, გაშავდეს და რომელი ეზიაროს ამპარტავანს, მიემსგავსოს მას" (ზირ. 13:1. Добротолюбие. Т 4, Москва 1889 г., стр. 444).
მისივე: "მთელი სამყაროს სიმდიდრესაც რომ გთავაზობდეს ვინმე, მაგრამ თანაზიარი იყოს მწვალებლობისა, უწყოდე, მტერია იგი ღმრთისა და არა მეგობარი... ვინც მწვალებლებთან ერთად ჭამს და სვამს და მეგობრობს, -
მისივე: "მწვალებლებთან საერთო ევქარისტია ერთობა კი არა შხამია, რომელიც წამლავს არა ხორცს, არამედ სულს" (преп. Феодор Студит, Послание Кн.1 XXIУ -
დიდი სჯულისკანონი: "თუ ეპისკოპოსი, მღვდელი ან დიაკონი მწვალებელთან ერთად ილოცებს, აეკრძალოს მღვდლობა. თუ ნებას მისცემს მათ (მწვალებლებს), რომ შეასრულონ რაიმე სამღვდელო წესი როგორც მღვდლებმა, განიკვეთოს" (წმიდა მოციქულთა 45-
იქვე: "თუ ვინმე სასულიერო პირი ან ერისკაცი, ურიათა ან მწვალებელთა შესაკრებელში შევა სალოცავად, სასულიერო პირი განიკვეთოს და ერისკაცი უზიარებლობით დაისაჯოს" (წმიდა მოციქულთა 65-
წმიდა კვიპრიანე კართაგენელი: "დაე ჩვენი ძმები გადაჭრით განუდგნენ და გაექცნენ საუბრებს იმათთან, ვისი სიტყვაც "სირსვილივით საძოვარს ჰპოვებს" (2 ტიმ. 2:17). ხომ ამბობს მოციქული: "უკეთური ურთიერთობანი ხრწნიან კეთილ ზნე-
ნეტარი მოციქული არა მარტო გვირჩევს, არამედ გვიბრძანებს კიდეც, გავეშოროთ ასეთებს: "ჩვენ კი მცნებად გისახავთ, ძმანო, ჩვენი უფლის იესო ქრისტეს სახელით, რომ განეშოროთ ყველა ძმას, უწესოდ მოარულს და არა იმ მოძღვრებისამებრ, ჩვენგან რომ მიგიღიათ" (2 თესალონიკ. 3:6). არ არსებობს კავშირი სარწმუნოებასა და ურწმუნოებას შორის; ვინც ქრისტესთან არ არის, ის ქრისტეს წინააღმდეგია; ვინც მისი ერთობისა და მშვიდობის მტერია, ის ჩვენთან ვერ იქნება. თუკი ისინი მოვლენ ლოცვებითა და შეწყალების სურვილით, შევისმინოთ მათი; ხოლო თუ ლანძღვითა და მუქარით აგვავსებენ, დაე, იქმნენ განგდებულნი" (წერილი 59-
წმ. ირინეოს ლიონელი: "არიან ადამიანები, რომელთაც პოლიკარპე სმირნელისგან მოუსმენიათ: ერთხელ იოანე, უფლის მოწაფე, აბანოში მივიდა ეფესოში. როდესაც იქ კერინთოსი (მწვალებელი გნოსტიკოსი -