წმიდა მამათა სწავლანი ჭეშმარიტი ეკლესიის შესახებ
"ჯერ-არს სახლსა შინა ღმრთისასა სლვაჲ,
რომელ არს ეკლესიაჲ ღმრთისა ცხოველისაჲ,
სუეტი და სიმტკიცე ჭეშმარიტებისაჲ"
რომელ არს ეკლესიაჲ ღმრთისა ცხოველისაჲ,
სუეტი და სიმტკიცე ჭეშმარიტებისაჲ"
1 ტიმ. 3:15.
ლუკას სახარება: "ნუ გეშინინ მცირესა მაგას სამწყსოსა, რამეთუ სათნო-იყო მამამან თქუენმან ზეცათამან მოცემად თქუენდა სასუფეველი" (ლუკა 12:32).
მათეს სახარება: "სადაცა იყვნენ ორნი გინა სამნი შეკრებულ სახელისა ჩემისათვის, მუნ ვარ მე შორის მათსა" (მათე 18:20).
დიდი რჯულისკანონი. წმ. პეტრესა და პავლეს განწესებანი. განწესება მე-9: "თუ ეკლესია ურწმუნოებს უპყრიათ და იქ მისვლა არ შეიძლება, სახლში შეკრიბე, ჰოი ეპისკოპოსო, მრეევლი, რომ კეთილმსახური არ შევიდეს ბოროტმსახურთა შესაკრებელში, რადგან ადგილი კი არ განწმენდს კაცს, არამედ კაცი _ ადგილს".
იქვე. განწესება მე-10: "თუ უღმერთოებმა დაიპყრონ ადგილი, გაიქეცი შინ, რადგა მათ შეაგინეს იგი. როგორც ღირსეული სამღვდელო პირები განწმენდენ, ასევე ბილწნი შებილწავენ".
იქვე. განწესება მე-11: "თუ ერთად შეკრების შესაძლებლობა არ იყოს არც სახლში და არც ეკლესიაში, თითოეულმა ილოცოს, იკითხოს, იგალობოს თავისთვის, ან ორმა და სამმა ერთად, რადგან უფალი ამბობს: სადაცა იყვნენ ორნი ანუ სამნი შეკრებილნი სახელისა ჩემისათვის, მუნ ვარ მე შორის მათსა" (მათე 18:20).
დიდი კატეხიზმო. შეკითხვა: "როგორ გავიგოთ სიტყვები: "მრწამს ერთი, წმიდა, საყოველთაო და სამოციქულო ეკლესია"? ადამიანებისა უნდა გწამდეს ჩვენ თუ სხვა რამესი?"
პასუხი: "ჩვენ ადამიანისადმი რწმენა კი არ გვამოძრავებს, არამედ რწმენა (მოციქულთა მიერ) ნაქადაგევი საღრმთო დოგმატებისადმი, ანუ ჩვენი რწმენა საეკლესიო წეს-განგებებსა და მოციქულთა საყოველთაო გადმოცემებზეა დაფუძნებული" (გვ. 17, მეორე მხარეს).
იქვე. შეკითხვა: რა არის ღმრთის ეკლესია?
პასუხი: "ღმრთის ეკლესია ეს არის ყველა მართლმორწმუნეთა შესაკრებელი, რომელთაც მტკიცედ უპყრიათ ერთი, მართლმადიდებლური სარწმუნოება და სიყვარულის საკვრელებით შეკრულნი, შეურყევლად ერთგულებენ სახარებისეულ სწავლებას" (л. 25; л. 120. об.).
წმიდა მაქსიმე აღმსარებელი (VII ს.): "კათოლიკე ეკლესიად მართლაღსაარებასა სახელისა მისისასა უწოდა მაცხოვარმან, ოდეს იგი ნეტარებაი მისცა ნეტარსა მოციქულსა პეტრეს და თქუა: "ამას კლდესა ზედა, ესე იგი მართლაღსაარებასა, აღვაშენო ეკლესიაი ჩემი და ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდიან მას" (მათე 16:18) ("ცხორებაი და მოქალაქობაი აღმსარებლისა მართლისა სარწმუნოებისაი წმიდისა და ნეტარისა მამისა ჩუენისა მაქსიმესი" (ქართული ჰაგიოგრაფიული ძეგლები. კიმენი. ტომი I. თბილისი, 1918 წ. გვ. 76).
წმიდა ეგნატე ღმერთშემოსილი (I-II სს.): "ერთი ღმერთი არს ყოველთა, უშობელი იგი მამაი; და ერთი მხოლოდშობილი ძე ღმრთისაი, ღმერთი სრული და კაცი; და ერთი ნუგეშინისმცემელი იგი, სული ჭეშმარიტი; და ერთი ქადაგებაი და ერთი სარწმუნოებაი და ერთი ნათლისღებაი; და ერთი ეკლესია, რომელიც დააფუძნეს წმიდათა მოციქულთა კიდითგან ვიდრე კიდედმდე ქუეყანისა სისხლითა ქრისტესითა და თვისითა შრომითა და ოფლითა თქუენდაცა ჯერ-არს, რაითა ვითარცა ერი საზეპუროი და ნათესავი წმიდაი, სამღდელო და სამეუფოი, ყოველსავე ქრისტეს მიერ ერთობით აღასრულებდეთ" ("ეპისტოლე ფილადელფიელთა მიმართ").
მისივე: "ქრისტეანე რაჟამს საძულელ იქმნეს სოფლისაგან, მაშინ საყუარელ იქმნების ღმრთისა, ვითარცა თქუმულ არს, ვითარმედ: "უკუეთუმცა სოფლისგან ამისგან იყვენით, სოფელიმცა თვისთა ჰყუარობდა; ხოლო აწ არა ხართ სოფლისა ამისგან, არამედ მე გამოგირჩიენ, დაადგერით სიყუარულსა ჩემსა" (იოანე 15:19, 9) ("ეპისტოლე ჰრომაელთა მიმართ").
წმიდა კლიმენტი ალექსანდრიელი (I-II სს.): "ჭეშმარიტი ეკლესია, ნამდვილი, ძველი - ერთადერთია... რამეთუ როგორც ერთია ღმერთი და ერთია უფალი, ასევე ჭეშმარიტი ღირსება ერთადერთობით გამოიხატება, მსგავსად ერთადერთი საწყისისა - ღმრთისა. ამგვარად, ერთიანი ეკლესია, რომლის დაყოფასაც მწვალებლობები ცდილობენ ძალით, თავისი ერთობით ერთიანი ღმერთის ბუნებას ემსგავსება" (Священник Григория Дьяченко. "Уроки и примеры христианской веры". Москва. 1894 г., стр. 450).
წმიდა კვიპრიანე კართაგენელი (III ს.): "ერთ არს ღმერთი, ერთ არს ქრისტე, ერთ არს მისი ეკლესია, ერთ არს სარწმუნოება და ერთ არს ერი, რომელიც სხეულის მთლიანობაშია შეერთებული თანხმობის კავშირით. ერთიანობა არ უნდა დაირღვეს, არ უნდა დანაწევრდეს ერთი სხეულის კავშირების დაშლით, არ უნდა დაქუცმაცდეს პატარ-პატარა ნაწილებად; ყოველივე, არც მაცოცხლებელი საწყისს მოშორდება, კარგავს სიცოცხლის წყაროს და განცალკევებით ვეღარ განაგრძობს არსებობას" ("ეკლესიის ერთიანობის შესახებ" (Настольная книга священнослужителя, т. 3, Москва. 1979 г.).
მისივე: "როგორც შეუძლებელია გემის გარეშე ზღვის გადაცურვა და მყურდო ნავთსაყუდელის მიღწევა, ასევე, შეუძლებელია მართლმადიდებლური ეკლესიის სწავლების მორჩილების გარეშე სულიერი ცხოვნების მიღწევა. დედასავით შეიყვარე იგი, დაემორჩილე მას და გეშინოდეს ღმრთის სიტყვის განმარტებისა შენებურად. ეკლესიას მოცემული აქვს გასაღები შემეცნებისა და იგია ერთადერთი უცდომელი განმმარტებელი. გახსოვდეს: "ვისთვისაც ეკლესია დედა არ არის, მისთვის არც ღმერთია მამა" (Священник Григория Дьяченко. "Уроки и примеры христианской веры". Москва. 1894 г., стр. 446).
მისივე: "ყოველი, ვინც ეკლესიას განეშორება, მემრუშე ცოლს ემსგავსება და უცხო ემქნება ეკლესიისთვის აღთქმულ სუფევას. ვინც განუდგება ეკლესიას, ის აკლდება ქრისტს მიერ დაპირებულ ჯილდოს; იგია უცხო, უხმარი, მტერი ეკლესიისა. ვისთვისაც ეკლესია დედა არ არის, იმისთვის ღმერთი მამა ვერ იქნება. ეკლესიის გარეშე მდგომი კაცის ცხონება მხოლოდ მაშინ იქნებოდა შესაძლებელი, ვინმე რომ გადარჩენილიყო წარღვნის დროს ისეთი, ვინც ნოეს კიდობანში არ იჯდა. უფალი ასე გვასწავლის: "ვინც ჩემთან არაა, ჩემს წინააღმდეგაა; და ვინც ჩემთან არა კრებს, - ფანტავს" (მათე 12:30). ქრისტესმიერი მშვიდობისა და თანხმობის დამარღვეველი ქრისტეს წინააღმდგომია. ვინც სხვაგან შეკრებს, და არა ეკლესიაში, ის განაბნევს ქრისტეს ეკლესიას. მძიმე, აღუხოცელი დანაშაული განხეთქილებისა წამებითაც კი ვერ განიწმიდება. მოწამე ვერ იქნება ის, ვინც ეკლესიის წიაღში არ იმყოფება; ვერ მოიპოვებს სასუფეველს ის, ვინც დაუტევა ეკლესია, ეკლესია, რომელიც დაიმკვიდრებს სასუფეველს ("ეკლესიის ერთიანობის შესახებ") (Учение отцов церкви православной о вере и жизни христианской, ч. I, "Учение о вере мхристианской" С-Петербург. 1899 г.).
მისივე: "მტკიცედ აღიბეჭდეთ მეხსიერებაში: როდესაც სხვები დამორჩილდნენ და სულით დაეცნენ, მატათია მამაცურად იცავდა უფლის სჯულს 1 მაკაბ. თ. 2); როდესაც ებრაელები დაიფანტნენ და ღმერთის რწმენისგან განდგომა დაიწყეს, ილიამ გასძლო თავის დიად ბრძოლაში; დანიელი ვერ შეაშინა ვერც მარტოობამ უცხო ქვეყანაში, ვერც უმოწყალო დევნამ და მან არაერთხელ ვაჟკაცურად დაამტკიცა თვისი სრწმუნოება; სამი ყრმა მუქარამ ვერ გასტეხა, ბაბილონის ცეცხლს მათ თავიანთი სარწმუნოება დაუპირისპირეს და ტყვეებმა გამარჯვებული მეფე დაამარცხეს. თუმცა არიან ამჟამად ორპირნი და გამცემელნი, რომელნიც ეკლესიაში იმყოფებიან და ეკლესიას აღუდგებიან, არყევენ სარწმუნოებასა და სიმართლეს, მაგრამ უმეტესობა იმარხავს საღ გონებას, წმიდა რელიგიას და სულს - მხოლოდ თავისი ღმრთის ერთგულს.
სხვისი ორგულება ვერ არღვევს მათ ქრისტეანულ რწმენას და უფრო მეტადაც განაცხოველებს მას, წარმართავს ზეციური დიდებისკენ, თანახმად ნეტარი მოციქულის სიტყვებისა, რომელიც გვარწმუნებს და გვეუბნება: "მერედა რა? თუ ზოგიერთს არ სწამდა, განა მათი ურწმუნოება გააქარწყლებს ღვთის სარწმუნოებას? არამც და არამც. ღმერთი ჭეშმარიტია, ყოველი კაცი კი - ცრუ, როგორც წერია: რათა გამართლდე შენი სიტყვებით და იმძლავრო განკითხვისას" (რომ. 3:3-4). თუკი ყოველი კაცი ცრუა და სიმართლე მხოლოდ ღმერთთანაა, მაშ ღმრთის მონებმა და განსაკუთრებით ეპისკოპოსებმა რა უნდა აკეთონ? - დაუტეონ კაცობრივი სიცრუე და გზააბნეულობა, დაიცვან უფლის დანაბარები და ღმრთის სიმართლე შეიმოსონ" (წერილი 67) (Московская патриархия. "Богословские труды". Сборник 26. Москва 1985 г., стр. 215).
მისივე: "უფალი ამბობს თავისი ეკლესიის შესახებ, ამ ეკლესიის წიაღში მყოფთა შესახებ, რომ თუ ისინი შეთანხმებულნი იქნებიან; თუ, უფლის სწავლების თანახმად, თუნდაც ორნი ან სამნი შეიკრიბებიან და ერთსულოვნად ილოცებენ, მიუხედავად ასეთი მცირერიცხოვნობისა, მიიღებენ რასაც ითხოვენ. "სადაცა იყვნენ ორნი გინა სამნი შეკრებულ სახელისა ჩემისათვის, მუნ ვარ მე შორის მათსა" (Творения. О единстве Церкви. Москва. 1999 г., стр. 241).
წმიდა კირილე იერუსალიმელი (IV ს.): "ვინაიდან სიტყვა "ეკლესია" სხვადასხვა აზრით იხსენიება, როგორც მაგალითად, ეფესოში სანახაობაზე შეკრებილი ხალხის შესახებ წერია: "და ესე ვითარცა თქუა, განუტევა კრებული (ეკლესია) იგი" (საქმე 19:40); რამდენადაც სამართლიანად შეიძლება ეწოდოს მაცდურთა ეკლესია მწვალებელთა თავყრილობებს: მარკიონელებს, მანიქეველებს და სხვებს, ამიტომაც სიმბოლო სარწმუნოებისა, მრწამსი, გასაფრთხილებლად ასე გვასწავლის: "ერთი, წმიდა, კათოლიკე და სამოციქულო ეკლესია", რათა შეგინებულ თავყრილობებს გაექცე და იმყოფებოდე წმიდა, კათოლიკე ეკლესიაში, რომლის წიაღშიც შენ იშვი... ნუ იკითხავ უბრალოდ: "სად არის ეკლესია", არამედ იკითხე: "სად არის კათოლიკე ეკლესია", რამეთუ ესაა სახელი ჩვენი წმიდა და საყოველთაო ეკლესიისა, რომელიც არის სძალი უფლისა ჩვენისა" (Священник Григория Дьяченко. "Уроки и примеры христианской веры". Москва. 1894 г., стр. 450).
მისივე: "ეკლესიას კათოლიკე ეწოდება იმიტომ, რომ იგი არის მთელ მსოფლიოში, დედამიწის დასაწყისიდან დასასრულამდე; იმიტომ, რომ ყველგან და სისრულეში გადმოსცემს იმ სწავლებას, რომელიც უნდა იცოდეს ხალხმა; სწავლებას ხილულ და უხილავ, ზეციურ და მიწიერ საგნებზე. იმიტომ, რომ ადამიანთა მთელი მოდგმა: მთავარნი და ქვეშევრდომნი, სწავლულნი და უბრალონი, მიჰყავს ჭეშმარიტი სარწმუნოებისაკენ და ყველგან განკურნავს ყოველგვარ ცოდვას, სულიერს და ხორციელს; გააჩნია ყველა სახე სრულყოფილებისა, განცხადებული საქმეებში, სიტყვებსა და ყოველგვარ სულიერ ნიჭებში" ((Священник Григория Дьяченко. "Уроки и примеры христианской веры". Москва. 1894 г., стр. 451).
წმიდა კირილე ალექსანდრიელი (V ს.): "წმიდა ქალაქს უწოდებს წინასწარმეტყველი ეკლესიას, რადგანაც იგი წმიდა იქმნა არა სჯულისმიერი მსახურებით, "რამეთუ არარაი სრულ ყო სჯულმან" (ებრ. 7:19), არამედ იქმნა მსგავსი ქრისტესი და ზიარი ღმრთაებრივი ბუნებისა სულიწმიდასთან ერთობის მეშვეობით, "რომლითაც აღიბეჭდეთ გამოხსნის დღისთვის" (ეფეს. 4:30), განბანილნი ყოველგვარი ბიწისგან, გათავისუფლებულნი ყოველგვარი არაწმიდებისგან" (Священник Григория Дьяченко. "Уроки и примеры христианской веры". Москва. 1894 г., стр. 451).
წმიდა ირინეოს ლიონელი (II ს.): "ვისაც სურს ჭეშმარიტების გაგება, ის ყველა ეკლესიაში დაინახავს მოციქულთა სწავლებას, რომელიც ნაქადაგებია მთელს მსოფლიოში; და ჩვენ შეგვიძლია დავასახელოთ მოციქულთა მიერ დადგენილ ეპისკოპოსები და მათი მემკვიდრენი ჩვენამდეც კი, რომლებიც ისეთს არაფერს ასწავლიდნენ და ისეთი არაფერი იცოდნენ, რასაც მწვალებლები ფიქრობენ" (Священник Григория Дьяченко. "Уроки и примеры христианской веры". Москва. 1894 г., стр. 451).
მისივე: "სხვაგან არ უნდა ვეძებდეთ ჭეშმარიტებას, რომელსაც ადვილად მივიღებთ ეკლესიისგან, რადგან მოციქულებმა როგორც სალაროში, ისე შეინახეს ეკლესიაში ყველაფერი, რაც ჭეშმარიტებას შეეხება; ისე რომ ყოველი მსურველი იღებს მისგან საცხოვნებელ სასმელს. სწორდ იგია კარი ცხოვრებისა, ხოლო ყველა სხვა მასწავლებელი მპარავი და ავაზაკია. ამიტომაც, უნდა განვერიდოთ მათ; უდიდესი მისწრაფებით ავირჩიოთ ის, რაც ეკლესიას ეკუთვნის და მივიღოთ ჭეშმარიტი მოძღვრება" ("წვალებათა წინააღმდეგ", წიგნი III, თავი IV (Сочинения св. Иринея Лионского. "Пять книг обличения и опровержения лжеименного знания!. Москва. 1871 г.стр. 276).
წმ. იოანე ოქროპირი (IV ს.): "გინდა ცხონება? - იყავი ეკლესიაში და იგი არ გაგცემს შენ. ეკლესია ზღუდეა: თუ ამ ზღუდის შიგნით იმყოფები, მგელი ვერ შეგეხება; ხოლო თუ გარეთ გახვალ, ნადირი მოგიტაცებს. ნუ განეშორები ეკლესიას, ქვეყნად მასზე ძლიერი არაფერია; ის არის შენი იმედი, მასშია შენი ცონება" (Священник Григория Дьяченко. "Уроки и примеры христианской веры". Москва. 1894 г., стр. 446).
მისივე: "უმჯობეს არს ერთი მართალი, ვიდრეღა ათასთა ცოდვილთა" (ზირ. 13:1). იმიტომაა ყველაფერი დაქცეული, იმიტომაა ყველგან გამეფებული უკიდურესი უწესრიგობა, რომ ჩვენ, როგორც სანახაობებზე, ვეძიებთ ხალხის სიმრავლეს და არა კეთილი ხალხის სიმრავლეს. მითხარი, რას გარგებს ხალხის ბრბო? გინდა იცოდე, რომ ხალხს შეადგენენ წმიდანები და არა ბრბო? გაიყვანეთ ბრძოლაში ასი ათასი კაცი და ერთი წმიდანი, ვნახოთ, ვინ მეტს შეძლებს? ისუ ნავესი გავიდა საბრძოლველად და მარტომ გააკეთა ყველაფერი; ამგვარად, დანარჩენებს არავითარი სარგებლობა არ მოუტანიათ. ხალხის კრებული, საყვარელო, როდესაც იგი ღმერთის ნებას არ ასრულებს, არაფრით განსხვავდება მათგან, ვინც საერთოდ არ არსებობს. მე ვლოცულობ და მსურს, რომ ეკლესია შეიმკოს ხალხის სიმრავლით, მაგრამ კეთილი ხალხის სიმრავლით; ამის გულისთვის მე ხალისით მივცემდი უფლებას, რომ ნაწილ-ნაწილ დავეგლიჯეთ. და თუ ეს შეუძლებელია, მაშინ მე მსურს, რომ იყვნენ ცოტანი და კეთილნი. ნუთუ ვერ ხედავთ, რომ უმჯობესია გვქონდეს ერთი ძვირფასი ქვა, ვიდრე ათასი წვრილი მონეტა; ნუთუ ვერ ხედავთ, რომ უმჯობესია საღი თვალი გვქონდეს, ვიდრე სხეული სიმსუქნით დავიმძიმოთ და თვალი დავიკარგოთ? ნუთუ ვერ ხედავთ, რომ ერთი ჯანმრთელი ცხვრის ყოლა ჯობს, ვიდრე ათასი ქეციანისა? ნუთუ ვერ ხედავთ, რომ სჯობს რამდენიმე კეთილი შვილი, ვიდრე ბევრი და წამხდარი? ნუთუ ვერ ხედავთ, რომ სასუფეველში მცირედნი არიან, გეენიაში კი მრავალნი? რას მარგებს ხალხის სიმრავლე? არაფერს; უფრო კი, ზიანს მოუტანს დანარჩენებს. ეს იგივეა, რომ ვინმემ, იმის შესაძლებლობის მქონემ, რომ ჰყავდეს ათი ჯანმრთელი, ან ათასი ავადმყოფი, ეს ათასი იმ ათთან მიიყვანოს. უმრავლესობა, თუ იგი არავითარ სიკეთეს არა იქმს, არაფერს მოგვიტანს საიქიო სასჯელისა და აქაური უპატიობის გარდა. ხომ არავინ იტყვის, რომ ჩვენ ბევრნი ვართ, არამედ ყველა დაგვძრახავს იმისთვის, რომ უსარგელონი ვართ" (საქმე მოციქულთას განმარტება. საუბარი 8 (Творения св. отца нашего Иоанна Златоуста архиепископа Константинопольского. Т. 5, Кн. 2, С-Петербург. 1899 г., стр. 84).
მისივე: "იმიტომაც ვართ ასეთი სუსტები და ადვილად გვამარცხებს ხალხიც და ეშმაკიც, რომ მხოლოდ საკუთარი თავისთვის ვცდილობთ და არ განვამტკიცებთ, არ შემოვზღუდავთ ერთმანეთს ღმრთაებრივი სიყვარულით; არამედ ვეძიებთ სხვა მიზეზს მეგობრობისთვის: ერთნი ნათესაობაში, სხვანი ამხანაგობაში, მესამენი ნაცნობობაში, სხვები მეზობლობაში; და ყველა სხვანაირი კავშირი უფრო მეტად განგვამტკიცებს მეგობრობაში, ვიდრე მართლმორწმუნეობა, მაშინ როდესაც მხოლოდ იგი უნდა გვკრავდეს მეგობრობის საკვრელით; მაგრამ ჩვენ საწინააღმდეგო რამ გვემართება. ზოგჯერ უფრო მეტი ხალისით ვუმეგობრდებით იუდეველებსა და ელინებს, ვიდრე ეკლესიის შვილებს (მათეს სახარების განმარტება. საუბარი 59 ((Творения св. отца нашего Иоанна Златоуста архиепископа Константинопольского. Т. 7, Кн. 2, С-Петербург. 1901 г., стр. 613).
მისივე: "ეკლესია სხვა არაფერია თუ არა ჩვენი სულებისგან აგებული სახლი" (Беседа 14 на посл. св. ап. Павла).
მისივე: "რამეთუ უმჯობეს არს ღმრთის რჯულის დამცველ ორ ან სამ მორწმუნეს შევეკრათ სალოცავად, ვიდრე შემოვიკრიბოთ მრავალრიცხოვანნი რჯულისდამრღვევნი" (Беседа Евангельския; на Евангелие от Матфея, нравоучение 17, л. 22. Москва 7172 г.).
"მარგალიტი" (წმ. იოანე ოქროპირი): "ეკლესია ადგილი და კედლები კი არ არის, არამედ ზნეობა და საეკლესიო კანონები; როდესაც ეკლესიას მიეშურვი, ადგილს კი ნუ ეშურვი, არამედ საკრებულოს, რამეთუ ეკლესია მარტო კედლები და სახურავი არ არის, არამედ ჭეშმარიტი სარწმუნოება და ცხოვრება მართალი" (Маргарит, печ. в Москве в 1749 г., стр. 10, "О еже предста царица", стр. 518, об).
"ტაქტიკონი" (წმ. ნიკონ შავმთელი): "საყოველთაო ეკლესია ეს არ არის მხოლოდ კედელი, არამედ ეს არის მართალი მოძღვრება, წმ. მოციქულთა, წმ. კრებათა და საღმრთო განწესებათა გადმოცემანი, როგორც უთხრა ეს უფალმა მოციქულს: "შენ ხარ კლდე და ამას ზედა კლდესა აღვაშენო ეკლესიაი ჩემი და ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდიან მას". მაშ, ხედავთ რომელი ყოფილა ჭეშმარიტი ეკლესია?! უპირველესი იყო დიდი პეტრე მოციქული, მაგრამ წარმართებმა მრავალჯერ დაანგრიეს ანტიოქიის ეკლესიები; აი, საღმრთო განწესებანი და ღმერთშემოსილ მამათა გადმოცემები და განსაზღვრებები კი მარადის დაურღვეველნი არიან" (Тактикон, преп. Никона игумена Черныя Горы, стр. 22, л. 34).
ღირ. თევდორე სტოდიელი: "ამიტომაც, როგორც უმდაბლესი ძმა და შვილი შეგახსენებ, ნუ დავდუმდებით, რათა არ შეგვექმნას გოდება სოდომური და ნუ ვისურვებთ ამსოფლიურს, რათა არ დავკარგოთ ზეციერი, საცთურად ნუ ვექმნებით ღმრთის ეკლესიას, რომელიც, როგორც წმინდანები განმარტავენ, შესაძლებელია შედგეს სამი მართლმადიდებლისგანაც კი" (Творения, ч. 1, письмо 39. К Феофилакту Игумену, стр. 253, изд. СПБ, 1867г.).
ღირ. ეფრემ ასურელი: "...ან როდესაც სამნი შევიკრიბებით რა შეგვაერთებს ეკლესიად, რომელიც არის სხეული ქრისტესი და მისი თვალსაჩინო ხატი. ბრძანებს: ანგელოზნი მათნი ცათა შინა მარადის ხედვენ პირსა მამისა ჩემისასა (მათე 18:10), ანუ ლოცვანი მათნი" (Творения, ч. 8, изд. 1896 г., стр. 212).
წმ. ნიფონტი კონსტანტინოპოლელი (IV ს.): "შვილო ჩემო, ქვეყნის აღსასრულამდე არ მოაკლდებიან უფლის წინასწარმეტყველნი, ისევე როგორც სატანის მსახურები. უკანასკნელ ჟამს ისინი, ვინც ჭეშმარიტად ემსახურებიან ღმერთს, მშვიდობიანად დაჰფარავენ თავს ადამიანთაგან და არ მოახდენენ მათ შორის ნიშებსა და სასწაულებს, როგორც აწინდელ დროში; არამედ ივლიან იმ მოღვაწეობის გზით, რომელიც სიმდაბლითაა შეზავებული და ცათა სასუფეველში სასწაულებით სახელგანთქმულ მამებზე დიდნი აღმოჩნდებიან; იმიტომ, რომ მაშინ არავინ მოახდენს ადამიანთა თვალწინ სასწაულებს, რომლებიც აღანთებდნენ და განამხნობდნენ ხალხს გულმოდგინე მოღვაწეობისთვის. სამღვდელო საყდრების მპყრობელნი სრულიად გამოუცდელნი იქნებიან მთელ მსოფლიოში და არ ეცოდინებათ სათნოების ხელოვნება; ასეთივე იქნებიან ბერების წინამდგომნიც, რამეთუ ყველანი დამხობილნი იქნებიან გემოთმოყვარებითა და დიდებისმოყვარებით; ადამიანთათვის დამაბრკოლებელნი უფრო იქნებიან, ვიდრე სამაგალითონი; ამიტომაც, სათნოება კიდევ უფრო მეტად იქნება უგულებელყოფილი; ვერცხლის-მოყვარეობა იმეფებს მაშინ და ვაი, ბერებს, ოქროთი გამდიდრებულებს, რამეთუ ასეთები იქნებიან საყვედრელნი უფლისათვის და ვერ იხილავენ ცხოველი ღმრთის სახეს" (Преподобных отцев Варсануфия Великого и Иоанна "руководство к духовной жизни" (ответы на ыопросы учеников)!. С-петербург, 1905 г.).
მათეს სახარება: "სადაცა იყვნენ ორნი გინა სამნი შეკრებულ სახელისა ჩემისათვის, მუნ ვარ მე შორის მათსა" (მათე 18:20).
დიდი რჯულისკანონი. წმ. პეტრესა და პავლეს განწესებანი. განწესება მე-
იქვე. განწესება მე-
იქვე. განწესება მე-
დიდი კატეხიზმო. შეკითხვა: "როგორ გავიგოთ სიტყვები: "მრწამს ერთი, წმიდა, საყოველთაო და სამოციქულო ეკლესია"? ადამიანებისა უნდა გწამდეს ჩვენ თუ სხვა რამესი?"
პასუხი: "ჩვენ ადამიანისადმი რწმენა კი არ გვამოძრავებს, არამედ რწმენა (მოციქულთა მიერ) ნაქადაგევი საღრმთო დოგმატებისადმი, ანუ ჩვენი რწმენა საეკლესიო წეს-
იქვე. შეკითხვა: რა არის ღმრთის ეკლესია?
პასუხი: "ღმრთის ეკლესია ეს არის ყველა მართლმორწმუნეთა შესაკრებელი, რომელთაც მტკიცედ უპყრიათ ერთი, მართლმადიდებლური სარწმუნოება და სიყვარულის საკვრელებით შეკრულნი, შეურყევლად ერთგულებენ სახარებისეულ სწავლებას" (л. 25; л. 120. об.).
წმიდა მაქსიმე აღმსარებელი (VII ს.): "კათოლიკე ეკლესიად მართლაღსაარებასა სახელისა მისისასა უწოდა მაცხოვარმან, ოდეს იგი ნეტარებაი მისცა ნეტარსა მოციქულსა პეტრეს და თქუა: "ამას კლდესა ზედა, ესე იგი მართლაღსაარებასა, აღვაშენო ეკლესიაი ჩემი და ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდიან მას" (მათე 16:18) ("ცხორებაი და მოქალაქობაი აღმსარებლისა მართლისა სარწმუნოებისაი წმიდისა და ნეტარისა მამისა ჩუენისა მაქსიმესი" (ქართული ჰაგიოგრაფიული ძეგლები. კიმენი. ტომი I. თბილისი, 1918 წ. გვ. 76).
წმიდა ეგნატე ღმერთშემოსილი (I-
მისივე: "ქრისტეანე რაჟამს საძულელ იქმნეს სოფლისაგან, მაშინ საყუარელ იქმნების ღმრთისა, ვითარცა თქუმულ არს, ვითარმედ: "უკუეთუმცა სოფლისგან ამისგან იყვენით, სოფელიმცა თვისთა ჰყუარობდა; ხოლო აწ არა ხართ სოფლისა ამისგან, არამედ მე გამოგირჩიენ, დაადგერით სიყუარულსა ჩემსა" (იოანე 15:19, 9) ("ეპისტოლე ჰრომაელთა მიმართ").
წმიდა კლიმენტი ალექსანდრიელი (I-
წმიდა კვიპრიანე კართაგენელი (III ს.): "ერთ არს ღმერთი, ერთ არს ქრისტე, ერთ არს მისი ეკლესია, ერთ არს სარწმუნოება და ერთ არს ერი, რომელიც სხეულის მთლიანობაშია შეერთებული თანხმობის კავშირით. ერთიანობა არ უნდა დაირღვეს, არ უნდა დანაწევრდეს ერთი სხეულის კავშირების დაშლით, არ უნდა დაქუცმაცდეს პატარ-
მისივე: "როგორც შეუძლებელია გემის გარეშე ზღვის გადაცურვა და მყურდო ნავთსაყუდელის მიღწევა, ასევე, შეუძლებელია მართლმადიდებლური ეკლესიის სწავლების მორჩილების გარეშე სულიერი ცხოვნების მიღწევა. დედასავით შეიყვარე იგი, დაემორჩილე მას და გეშინოდეს ღმრთის სიტყვის განმარტებისა შენებურად. ეკლესიას მოცემული აქვს გასაღები შემეცნებისა და იგია ერთადერთი უცდომელი განმმარტებელი. გახსოვდეს: "ვისთვისაც ეკლესია დედა არ არის, მისთვის არც ღმერთია მამა" (Священник Григория Дьяченко. "Уроки и примеры христианской веры". Москва. 1894 г., стр. 446).
მისივე: "ყოველი, ვინც ეკლესიას განეშორება, მემრუშე ცოლს ემსგავსება და უცხო ემქნება ეკლესიისთვის აღთქმულ სუფევას. ვინც განუდგება ეკლესიას, ის აკლდება ქრისტს მიერ დაპირებულ ჯილდოს; იგია უცხო, უხმარი, მტერი ეკლესიისა. ვისთვისაც ეკლესია დედა არ არის, იმისთვის ღმერთი მამა ვერ იქნება. ეკლესიის გარეშე მდგომი კაცის ცხონება მხოლოდ მაშინ იქნებოდა შესაძლებელი, ვინმე რომ გადარჩენილიყო წარღვნის დროს ისეთი, ვინც ნოეს კიდობანში არ იჯდა. უფალი ასე გვასწავლის: "ვინც ჩემთან არაა, ჩემს წინააღმდეგაა; და ვინც ჩემთან არა კრებს, -
მისივე: "მტკიცედ აღიბეჭდეთ მეხსიერებაში: როდესაც სხვები დამორჩილდნენ და სულით დაეცნენ, მატათია მამაცურად იცავდა უფლის სჯულს 1 მაკაბ. თ. 2); როდესაც ებრაელები დაიფანტნენ და ღმერთის რწმენისგან განდგომა დაიწყეს, ილიამ გასძლო თავის დიად ბრძოლაში; დანიელი ვერ შეაშინა ვერც მარტოობამ უცხო ქვეყანაში, ვერც უმოწყალო დევნამ და მან არაერთხელ ვაჟკაცურად დაამტკიცა თვისი სრწმუნოება; სამი ყრმა მუქარამ ვერ გასტეხა, ბაბილონის ცეცხლს მათ თავიანთი სარწმუნოება დაუპირისპირეს და ტყვეებმა გამარჯვებული მეფე დაამარცხეს. თუმცა არიან ამჟამად ორპირნი და გამცემელნი, რომელნიც ეკლესიაში იმყოფებიან და ეკლესიას აღუდგებიან, არყევენ სარწმუნოებასა და სიმართლეს, მაგრამ უმეტესობა იმარხავს საღ გონებას, წმიდა რელიგიას და სულს -
სხვისი ორგულება ვერ არღვევს მათ ქრისტეანულ რწმენას და უფრო მეტადაც განაცხოველებს მას, წარმართავს ზეციური დიდებისკენ, თანახმად ნეტარი მოციქულის სიტყვებისა, რომელიც გვარწმუნებს და გვეუბნება: "მერედა რა? თუ ზოგიერთს არ სწამდა, განა მათი ურწმუნოება გააქარწყლებს ღვთის სარწმუნოებას? არამც და არამც. ღმერთი ჭეშმარიტია, ყოველი კაცი კი -
მისივე: "უფალი ამბობს თავისი ეკლესიის შესახებ, ამ ეკლესიის წიაღში მყოფთა შესახებ, რომ თუ ისინი შეთანხმებულნი იქნებიან; თუ, უფლის სწავლების თანახმად, თუნდაც ორნი ან სამნი შეიკრიბებიან და ერთსულოვნად ილოცებენ, მიუხედავად ასეთი მცირერიცხოვნობისა, მიიღებენ რასაც ითხოვენ. "სადაცა იყვნენ ორნი გინა სამნი შეკრებულ სახელისა ჩემისათვის, მუნ ვარ მე შორის მათსა" (Творения. О единстве Церкви. Москва. 1999 г., стр. 241).
წმიდა კირილე იერუსალიმელი (IV ს.): "ვინაიდან სიტყვა "ეკლესია" სხვადასხვა აზრით იხსენიება, როგორც მაგალითად, ეფესოში სანახაობაზე შეკრებილი ხალხის შესახებ წერია: "და ესე ვითარცა თქუა, განუტევა კრებული (ეკლესია) იგი" (საქმე 19:40); რამდენადაც სამართლიანად შეიძლება ეწოდოს მაცდურთა ეკლესია მწვალებელთა თავყრილობებს: მარკიონელებს, მანიქეველებს და სხვებს, ამიტომაც სიმბოლო სარწმუნოებისა, მრწამსი, გასაფრთხილებლად ასე გვასწავლის: "ერთი, წმიდა, კათოლიკე და სამოციქულო ეკლესია", რათა შეგინებულ თავყრილობებს გაექცე და იმყოფებოდე წმიდა, კათოლიკე ეკლესიაში, რომლის წიაღშიც შენ იშვი... ნუ იკითხავ უბრალოდ: "სად არის ეკლესია", არამედ იკითხე: "სად არის კათოლიკე ეკლესია", რამეთუ ესაა სახელი ჩვენი წმიდა და საყოველთაო ეკლესიისა, რომელიც არის სძალი უფლისა ჩვენისა" (Священник Григория Дьяченко. "Уроки и примеры христианской веры". Москва. 1894 г., стр. 450).
მისივე: "ეკლესიას კათოლიკე ეწოდება იმიტომ, რომ იგი არის მთელ მსოფლიოში, დედამიწის დასაწყისიდან დასასრულამდე; იმიტომ, რომ ყველგან და სისრულეში გადმოსცემს იმ სწავლებას, რომელიც უნდა იცოდეს ხალხმა; სწავლებას ხილულ და უხილავ, ზეციურ და მიწიერ საგნებზე. იმიტომ, რომ ადამიანთა მთელი მოდგმა: მთავარნი და ქვეშევრდომნი, სწავლულნი და უბრალონი, მიჰყავს ჭეშმარიტი სარწმუნოებისაკენ და ყველგან განკურნავს ყოველგვარ ცოდვას, სულიერს და ხორციელს; გააჩნია ყველა სახე სრულყოფილებისა, განცხადებული საქმეებში, სიტყვებსა და ყოველგვარ სულიერ ნიჭებში" ((Священник Григория Дьяченко. "Уроки и примеры христианской веры". Москва. 1894 г., стр. 451).
წმიდა კირილე ალექსანდრიელი (V ს.): "წმიდა ქალაქს უწოდებს წინასწარმეტყველი ეკლესიას, რადგანაც იგი წმიდა იქმნა არა სჯულისმიერი მსახურებით, "რამეთუ არარაი სრულ ყო სჯულმან" (ებრ. 7:19), არამედ იქმნა მსგავსი ქრისტესი და ზიარი ღმრთაებრივი ბუნებისა სულიწმიდასთან ერთობის მეშვეობით, "რომლითაც აღიბეჭდეთ გამოხსნის დღისთვის" (ეფეს. 4:30), განბანილნი ყოველგვარი ბიწისგან, გათავისუფლებულნი ყოველგვარი არაწმიდებისგან" (Священник Григория Дьяченко. "Уроки и примеры христианской веры". Москва. 1894 г., стр. 451).
წმიდა ირინეოს ლიონელი (II ს.): "ვისაც სურს ჭეშმარიტების გაგება, ის ყველა ეკლესიაში დაინახავს მოციქულთა სწავლებას, რომელიც ნაქადაგებია მთელს მსოფლიოში; და ჩვენ შეგვიძლია დავასახელოთ მოციქულთა მიერ დადგენილ ეპისკოპოსები და მათი მემკვიდრენი ჩვენამდეც კი, რომლებიც ისეთს არაფერს ასწავლიდნენ და ისეთი არაფერი იცოდნენ, რასაც მწვალებლები ფიქრობენ" (Священник Григория Дьяченко. "Уроки и примеры христианской веры". Москва. 1894 г., стр. 451).
მისივე: "სხვაგან არ უნდა ვეძებდეთ ჭეშმარიტებას, რომელსაც ადვილად მივიღებთ ეკლესიისგან, რადგან მოციქულებმა როგორც სალაროში, ისე შეინახეს ეკლესიაში ყველაფერი, რაც ჭეშმარიტებას შეეხება; ისე რომ ყოველი მსურველი იღებს მისგან საცხოვნებელ სასმელს. სწორდ იგია კარი ცხოვრებისა, ხოლო ყველა სხვა მასწავლებელი მპარავი და ავაზაკია. ამიტომაც, უნდა განვერიდოთ მათ; უდიდესი მისწრაფებით ავირჩიოთ ის, რაც ეკლესიას ეკუთვნის და მივიღოთ ჭეშმარიტი მოძღვრება" ("წვალებათა წინააღმდეგ", წიგნი III, თავი IV (Сочинения св. Иринея Лионского. "Пять книг обличения и опровержения лжеименного знания!. Москва. 1871 г.стр. 276).
წმ. იოანე ოქროპირი (IV ს.): "გინდა ცხონება? -
მისივე: "უმჯობეს არს ერთი მართალი, ვიდრეღა ათასთა ცოდვილთა" (ზირ. 13:1). იმიტომაა ყველაფერი დაქცეული, იმიტომაა ყველგან გამეფებული უკიდურესი უწესრიგობა, რომ ჩვენ, როგორც სანახაობებზე, ვეძიებთ ხალხის სიმრავლეს და არა კეთილი ხალხის სიმრავლეს. მითხარი, რას გარგებს ხალხის ბრბო? გინდა იცოდე, რომ ხალხს შეადგენენ წმიდანები და არა ბრბო? გაიყვანეთ ბრძოლაში ასი ათასი კაცი და ერთი წმიდანი, ვნახოთ, ვინ მეტს შეძლებს? ისუ ნავესი გავიდა საბრძოლველად და მარტომ გააკეთა ყველაფერი; ამგვარად, დანარჩენებს არავითარი სარგებლობა არ მოუტანიათ. ხალხის კრებული, საყვარელო, როდესაც იგი ღმერთის ნებას არ ასრულებს, არაფრით განსხვავდება მათგან, ვინც საერთოდ არ არსებობს. მე ვლოცულობ და მსურს, რომ ეკლესია შეიმკოს ხალხის სიმრავლით, მაგრამ კეთილი ხალხის სიმრავლით; ამის გულისთვის მე ხალისით მივცემდი უფლებას, რომ ნაწილ-
მისივე: "იმიტომაც ვართ ასეთი სუსტები და ადვილად გვამარცხებს ხალხიც და ეშმაკიც, რომ მხოლოდ საკუთარი თავისთვის ვცდილობთ და არ განვამტკიცებთ, არ შემოვზღუდავთ ერთმანეთს ღმრთაებრივი სიყვარულით; არამედ ვეძიებთ სხვა მიზეზს მეგობრობისთვის: ერთნი ნათესაობაში, სხვანი ამხანაგობაში, მესამენი ნაცნობობაში, სხვები მეზობლობაში; და ყველა სხვანაირი კავშირი უფრო მეტად განგვამტკიცებს მეგობრობაში, ვიდრე მართლმორწმუნეობა, მაშინ როდესაც მხოლოდ იგი უნდა გვკრავდეს მეგობრობის საკვრელით; მაგრამ ჩვენ საწინააღმდეგო რამ გვემართება. ზოგჯერ უფრო მეტი ხალისით ვუმეგობრდებით იუდეველებსა და ელინებს, ვიდრე ეკლესიის შვილებს (მათეს სახარების განმარტება. საუბარი 59 ((Творения св. отца нашего Иоанна Златоуста архиепископа Константинопольского. Т. 7, Кн. 2, С-
მისივე: "ეკლესია სხვა არაფერია თუ არა ჩვენი სულებისგან აგებული სახლი" (Беседа 14 на посл. св. ап. Павла).
მისივე: "რამეთუ უმჯობეს არს ღმრთის რჯულის დამცველ ორ ან სამ მორწმუნეს შევეკრათ სალოცავად, ვიდრე შემოვიკრიბოთ მრავალრიცხოვანნი რჯულისდამრღვევნი" (Беседа Евангельския; на Евангелие от Матфея, нравоучение 17, л. 22. Москва 7172 г.).
"მარგალიტი" (წმ. იოანე ოქროპირი): "ეკლესია ადგილი და კედლები კი არ არის, არამედ ზნეობა და საეკლესიო კანონები; როდესაც ეკლესიას მიეშურვი, ადგილს კი ნუ ეშურვი, არამედ საკრებულოს, რამეთუ ეკლესია მარტო კედლები და სახურავი არ არის, არამედ ჭეშმარიტი სარწმუნოება და ცხოვრება მართალი" (Маргарит, печ. в Москве в 1749 г., стр. 10, "О еже предста царица", стр. 518, об).
"ტაქტიკონი" (წმ. ნიკონ შავმთელი): "საყოველთაო ეკლესია ეს არ არის მხოლოდ კედელი, არამედ ეს არის მართალი მოძღვრება, წმ. მოციქულთა, წმ. კრებათა და საღმრთო განწესებათა გადმოცემანი, როგორც უთხრა ეს უფალმა მოციქულს: "შენ ხარ კლდე და ამას ზედა კლდესა აღვაშენო ეკლესიაი ჩემი და ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდიან მას". მაშ, ხედავთ რომელი ყოფილა ჭეშმარიტი ეკლესია?! უპირველესი იყო დიდი პეტრე მოციქული, მაგრამ წარმართებმა მრავალჯერ დაანგრიეს ანტიოქიის ეკლესიები; აი, საღმრთო განწესებანი და ღმერთშემოსილ მამათა გადმოცემები და განსაზღვრებები კი მარადის დაურღვეველნი არიან" (Тактикон, преп. Никона игумена Черныя Горы, стр. 22, л. 34).
ღირ. თევდორე სტოდიელი: "ამიტომაც, როგორც უმდაბლესი ძმა და შვილი შეგახსენებ, ნუ დავდუმდებით, რათა არ შეგვექმნას გოდება სოდომური და ნუ ვისურვებთ ამსოფლიურს, რათა არ დავკარგოთ ზეციერი, საცთურად ნუ ვექმნებით ღმრთის ეკლესიას, რომელიც, როგორც წმინდანები განმარტავენ, შესაძლებელია შედგეს სამი მართლმადიდებლისგანაც კი" (Творения, ч. 1, письмо 39. К Феофилакту Игумену, стр. 253, изд. СПБ, 1867г.).
ღირ. ეფრემ ასურელი: "...ან როდესაც სამნი შევიკრიბებით რა შეგვაერთებს ეკლესიად, რომელიც არის სხეული ქრისტესი და მისი თვალსაჩინო ხატი. ბრძანებს: ანგელოზნი მათნი ცათა შინა მარადის ხედვენ პირსა მამისა ჩემისასა (მათე 18:10), ანუ ლოცვანი მათნი" (Творения, ч. 8, изд. 1896 г., стр. 212).
წმ. ნიფონტი კონსტანტინოპოლელი (IV ს.): "შვილო ჩემო, ქვეყნის აღსასრულამდე არ მოაკლდებიან უფლის წინასწარმეტყველნი, ისევე როგორც სატანის მსახურები. უკანასკნელ ჟამს ისინი, ვინც ჭეშმარიტად ემსახურებიან ღმერთს, მშვიდობიანად დაჰფარავენ თავს ადამიანთაგან და არ მოახდენენ მათ შორის ნიშებსა და სასწაულებს, როგორც აწინდელ დროში; არამედ ივლიან იმ მოღვაწეობის გზით, რომელიც სიმდაბლითაა შეზავებული და ცათა სასუფეველში სასწაულებით სახელგანთქმულ მამებზე დიდნი აღმოჩნდებიან; იმიტომ, რომ მაშინ არავინ მოახდენს ადამიანთა თვალწინ სასწაულებს, რომლებიც აღანთებდნენ და განამხნობდნენ ხალხს გულმოდგინე მოღვაწეობისთვის. სამღვდელო საყდრების მპყრობელნი სრულიად გამოუცდელნი იქნებიან მთელ მსოფლიოში და არ ეცოდინებათ სათნოების ხელოვნება; ასეთივე იქნებიან ბერების წინამდგომნიც, რამეთუ ყველანი დამხობილნი იქნებიან გემოთმოყვარებითა და დიდებისმოყვარებით; ადამიანთათვის დამაბრკოლებელნი უფრო იქნებიან, ვიდრე სამაგალითონი; ამიტომაც, სათნოება კიდევ უფრო მეტად იქნება უგულებელყოფილი; ვერცხლის-