ს. ვ. რასკინი
პეტრე დამასკელის სიტყვის ფალსიფიკაცია "ფილოკალიის" სინოდალურ გამოცემებში
პეტრე დამასკელის სიტყვის ფალსიფიკაცია "ფილოკალიის" სინოდალურ გამოცემებში
ბიბლიოგრაფიული წყარო: Раскин С. В. Фальсификация слова Петра Дамаскина «О различии помыслов и прилогов» в синодальных изданиях. — RSLib
"სიკეთისმოყვარების" ("ფილოკალია" - Φιλοκαλία) ბერძნული კრებული, რომელიც შეიცავს IV-XV საუკუნეების წმიდა მამათა ტექსტებს, რომელიც შეუკრებიათ მაკარი ნოტარასს (კორინთოს მიტროპოლიტს) და ნიკოდიმოს მთაწმინდელს და, რომელიც გამოქვეყნდა 1782 წელს, 1793 წელს სლავურად პირველად გადათარგმნა პაისი ველიჩკოვსკიმ. რუსულ ენაზე გადათარგმნილი ხუთტომეული ეკუთვნის თეოფანე დაყუდებულს, რომლის გამოცემა საკმაოდ თავისებურია და ძლიერ განსხვავდება ბერძნულისგან. ის უფრო თავისუფალ გადმოცემას წარმოადგენს, ვიდრე თარგმანს, ამიტომაც მასში ზოგიერთი ნაწილი გამოტოვებულია და დამატებულია ბევრი ისეთი ტექსტი, რომელიც არ მოიპოვება ბერძნულ "ფილოკალიაში". ბერძნულში (ანუ "სიკეთისმოყვარების" ბერძნულ კრებულში) განთავსებულია XII საუკუნის ბერის - პეტრე დამასკელის ტექსტები.
"ზრახვათა და გულისთქმათა განსხვავების შესახებ" პეტრე დამასკელისეული ტექსტის სლავურ და რუსულ თარგმანებში, "უწმიდესი" სინოდის ცენხზურამ ან თვით მთარგმნელებმა შეგნებულად დაამახინჯეს ტექსტი, რაც ჩანს ამ თარგმანების შედარებიდან ბერძნულ ორიგინალთან, სადაც ვკითხულობთ:
"Ότί όί μέν δύω δακτυλόί, καί ή μία χέίρ έμφαίνόυσί τόν έσταυρωμένόν Κύρίόν Ιησόύν Χρίστόν έν δυσί φύσέσί καί μία ύπόστασέί γνωριΖόμένόν ή δέξία δέ τήν απέίρόν αύτόύ δύναμίν, καί τήν έκ δέξίων τόύ Πατρός καθέδραν αναμίμνήσκέΐ/ καί ανωθέν αρξαμένής δία τής έκ των όύρανων πρός ήμας αύτόύ συγκαταβασέως καί παλίν από τόύ δέξίόύ μέρόυς έπί τό έύωνύμόν, απόσόβέϊ μέν τόύς έχθρόύς, δήλόϊ δέ ότί τή αήττήτω αύτόύ δύναμέί ό Κύρίός ένίκήσέ τόν δίαβόλόν, αρίστέρόν όντα, καί ανίσχύρόν, καί σκότέίνόν" (Добротолюбие (Φιλοκαλια) на греческом языке. — Венеция, издание Антония Вортоли, 1782, стр. 642).
სოლოვეცკელმა ბერმა გერასიმე ფირსოვმა ეს ადგილი ასე თარგმნა:
"Яко два перста убо и едина рука являют распятаго Господа нашего Исуса Христа во двою естеству и едином составе познаваема, десница же безмерную Его силу и одесную Отца седение возвещает. И свыше наченше — иже от небеснаго Егова к нам схождения; и паки от десныя страны на левую — отгоняти убо враги являет же, яко непобедимою силою своею победи диявола Господь, шуя суща некрепка убо и мрачна" (Герасим Фирсов. "О сложении перстов, еже которыми персты десныя руки подобает всякому православному християнину воображати на себе знаменее честнаго креста")
(ქართულად ეს დაახლოებით ასე იქნება: "ორი თითი და ერთი ხელი წამოაჩენენ ჩვენი ჯვარცმული უფლის, იესუ ქრისტეს ორ ბუნებას, ერთ იპოსტასში შეერთებულს. მარჯვენა (ხელი) მის უსაზღვრო ძალას და მამის მარჯვენით ჯდომას მოასწავებს. ზემოდან დაწყება (პირჯვირსწერისა - რედ.) მის ზეცითგან ჩვენთან გარდამოსვლას; ხოლო მარჯვენა მხრიდან მარცხნივ გადატანა - სუპოსტატთა ოტებას, რამეთუ უფალმა დაამხო ეშმაკი თავისი უძლეველი ძალით; მარცხენა მხარე მყიფეა და ბნელი").
პაისი ველიჩკოვსკის "Добротолюбие"-ში ეს ადგილი საერთოდ ამოღებულია (Добротолюбие. Издание и перевод Паисия Величковского. 1793. Часть 3 Лист 70 об.].
ხოლო "სათნოთმოყვარების" (ან როგორც ზოგიერთი თარგმნის "სიკეთისმოყვარების") თეოფანე დაყუდებულისეულ რუსულ გამოცემაში პეტრე დამასკელის არცერთი თხზულება არ არის შეტანილი.
პეტრე დამასკელის თხზულებები რუსულ ენაზე გამოსცეს კიევშიც, მაგრამ ამ გამოცემაშიც ოფიციალური ეკლესიისთვის უხერხული ადგილი ასევე ამოღებულ იქნა (იხ.Творения преподобнаго и богоноснаго отца нашего священномученика Петра Дамаскина. в русском переводе с еллинно-греческаго в двух книгах. Изд. 3-е. — Кiевъ. Типографiя Кiево-Печерской Лавры, 1905. Стр. 217].
ეს ყოველივე კი მეტყველებს სიმართლის მიზანმიმართულ დაფარვაზე და ფალსიფიკაციაზე.
ხშირად ვხვდებით კონტრარგუმენტს: გაუგებარია, რომელ ორ თითზეა ამ სიტყვებში ლაპარაკი - მეორე და მესამე "სქიზმატურ" ("რასკოლნიკურ") თითთაწყობაზე (მეორე და მესამეში იგულისხმება საჩვენებელი და შუათითი - რედ.), თუ მეოთხე და მეხუთე (ანუ მოკეცილი არათითი და ნეკა - რედ.) მართლმადიდებლურ თითთაწყობაზე. ამ "არგუმენტს" არქიეპისკოპოს ნიკანორს (ბროვკოვიჩს) მიაწერენ. მაგრამ მას საერთოდ არა აქვს ძალა, რამეთუ თავიდანვე, 1666/7 წლების კრებათა დადგენილებებში ნათქვამია, რომ ეს ორი (მოკეცილი) თითი არაფერს ნიშნავს და პირჯვარი უნდა გადაიწეროთო მარჯვენა ხელის პირველი სამი თითით: ცერით, მის უახლოეს მდებარე საჩვენებელიტ და შუათითით. ესენი უნდა შეერთდეს მამის, ძის და სულიწმიდის სახელით ("И знаменіе честнаго и животворящаго Креста творити на себе треми первыми персты десныя руки: палецъ глаголемый, и иже близъ его глаголемый указателный, и средній, слагати вкупе во имя Отца, и Сына, и святаго Духа"); ხოლო ორი თითი, ნეკა და არათითი, მოხრილი უნდა იყოს და დანიშნულების არმქონე, წმიდა მოციქულთა და წმიდა მამათა გადმოცემით ("Два же, глаголемый мизинецъ и иже близъ его близосредній, имети наклонены и праздны, по древнему преданію святыхъ Апостоловъ и святыхъ Отцевъ (Деяние собора 1666 г., Лист 6). ანალოგიურად არის ნათქვამი 1666 წლის კრების საქმეებშიც (Деяния собора 1666 г., Лист 41об.).
მაშასადამე, თუ ეს ორი თითი ქრისტეს ორ ბუნებას არ გამოსახავს, მაშინ ცხადი ხდება, - ამ ორ თითზე როდი მსჯელობს პეტრე დამასკელი, ნიკონიანელ რეფორმატორებს რომ მოუკეციათ და უსაქმოდ დაუტოვებიათ (იხ. Деяния московскаго собора о разных церковных исправлениях в 1667 году. 1667). მეტიც, სრულიად აუქმებს ამ კონტრარგუმენტს ბერძნული დიდი სჯულისკანონი, იგივე "პიდალიონი", ანუ "მესაჭე" წიგნი რომელშიც, წმ. ბასილი დიდის 91-ე კანონის განმარტებაში, პირჯვრისწერის შესახებ ადასტურებს, რომ "ძველი ქრისტეანები სხვაგვარად აერთებდნენ თითებს პირჯვრის გადასაწერად, ვიდრე ახლანდელნი, ანუ გამოისახავდნენ პირჯვარს ორი თითით - საჩვენებელითა და შუათითით, როგორც ბრძანებს ამას პეტრე დამასკელი: "მთელი ხელი, - ამბობს პეტრე, - ნიშნავს ქრისტეს ერთ იპოსტასს, ხოლო ორი თითი - მის ორ ბუნებას" (ციტ. Никольский И. Греческая Кормчая книга "Пидалион". Под ред. Копьев Н. А. — Москва, 1888).
შენიშვნა: სხვათა შორის ამ ორმა "უქმე" თითმა ქრისტოლოგიური მნიშვნელობა შეიძინა მხოლოდ მოგვიანებით, თუმცა დღემდე მისი ეს მნიშვნელობა კანონიკურად არ არის განმტკიცებული ახალმოწესეთა ეკლესიაში, ასე, რომ 1666/7 წლების მოსკოვის დიდი კრების ამ მითითებას (მოკეცილი ორი თითის "უქმობაზე", უმნიშვნელობაზე) დიდი წონა გააჩნია, ვიდრე ამავე საკითხზე გამოთქმულ კერძო შეხედულებებს. კანონიკური თვალსაზრისითაც ახალმოწესეთა ეკლესიაში პირჯვრისსაწერი თითების წყობას დღემდე არ გააჩნია ის ქრისტოლოგიური ხასიათი, რომელიც პეტრე დამასკელმა მიუთითა თავის თხზულებაში, ხოლო ნიკოდიმოს მთაწმინდელმა შეიტანა "ფილოკალიაში".
"სიკეთისმოყვარების" ("ფილოკალია" -
"ზრახვათა და გულისთქმათა განსხვავების შესახებ" პეტრე დამასკელისეული ტექსტის სლავურ და რუსულ თარგმანებში, "უწმიდესი" სინოდის ცენხზურამ ან თვით მთარგმნელებმა შეგნებულად დაამახინჯეს ტექსტი, რაც ჩანს ამ თარგმანების შედარებიდან ბერძნულ ორიგინალთან, სადაც ვკითხულობთ:
"Ότί όί μέν δύω δακτυλόί, καί ή μία χέίρ έμφαίνόυσί τόν έσταυρωμένόν Κύρίόν Ιησόύν Χρίστόν έν δυσί φύσέσί καί μία ύπόστασέί γνωριΖόμένόν ή δέξία δέ τήν απέίρόν αύτόύ δύναμίν, καί τήν έκ δέξίων τόύ Πατρός καθέδραν αναμίμνήσκέΐ/ καί ανωθέν αρξαμένής δία τής έκ των όύρανων πρός ήμας αύτόύ συγκαταβασέως καί παλίν από τόύ δέξίόύ μέρόυς έπί τό έύωνύμόν, απόσόβέϊ μέν τόύς έχθρόύς, δήλόϊ δέ ότί τή αήττήτω αύτόύ δύναμέί ό Κύρίός ένίκήσέ τόν δίαβόλόν, αρίστέρόν όντα, καί ανίσχύρόν, καί σκότέίνόν" (Добротолюбие (Φιλοκαλια) на греческом языке. — Венеция, издание Антония Вортоли, 1782, стр. 642).
სოლოვეცკელმა ბერმა გერასიმე ფირსოვმა ეს ადგილი ასე თარგმნა:
"Яко два перста убо и едина рука являют распятаго Господа нашего Исуса Христа во двою естеству и едином составе познаваема, десница же безмерную Его силу и одесную Отца седение возвещает. И свыше наченше — иже от небеснаго Егова к нам схождения; и паки от десныя страны на левую — отгоняти убо враги являет же, яко непобедимою силою своею победи диявола Господь, шуя суща некрепка убо и мрачна" (Герасим Фирсов. "О сложении перстов, еже которыми персты десныя руки подобает всякому православному християнину воображати на себе знаменее честнаго креста")
(ქართულად ეს დაახლოებით ასე იქნება: "ორი თითი და ერთი ხელი წამოაჩენენ ჩვენი ჯვარცმული უფლის, იესუ ქრისტეს ორ ბუნებას, ერთ იპოსტასში შეერთებულს. მარჯვენა (ხელი) მის უსაზღვრო ძალას და მამის მარჯვენით ჯდომას მოასწავებს. ზემოდან დაწყება (პირჯვირსწერისა -
პაისი ველიჩკოვსკის "Добротолюбие"-
ხოლო "სათნოთმოყვარების" (ან როგორც ზოგიერთი თარგმნის "სიკეთისმოყვარების") თეოფანე დაყუდებულისეულ რუსულ გამოცემაში პეტრე დამასკელის არცერთი თხზულება არ არის შეტანილი.
პეტრე დამასკელის თხზულებები რუსულ ენაზე გამოსცეს კიევშიც, მაგრამ ამ გამოცემაშიც ოფიციალური ეკლესიისთვის უხერხული ადგილი ასევე ამოღებულ იქნა (იხ.Творения преподобнаго и богоноснаго отца нашего священномученика Петра Дамаскина. в русском переводе с еллинно-
ეს ყოველივე კი მეტყველებს სიმართლის მიზანმიმართულ დაფარვაზე და ფალსიფიკაციაზე.
ხშირად ვხვდებით კონტრარგუმენტს: გაუგებარია, რომელ ორ თითზეა ამ სიტყვებში ლაპარაკი -
მაშასადამე, თუ ეს ორი თითი ქრისტეს ორ ბუნებას არ გამოსახავს, მაშინ ცხადი ხდება, -
შენიშვნა: სხვათა შორის ამ ორმა "უქმე" თითმა ქრისტოლოგიური მნიშვნელობა შეიძინა მხოლოდ მოგვიანებით, თუმცა დღემდე მისი ეს მნიშვნელობა კანონიკურად არ არის განმტკიცებული ახალმოწესეთა ეკლესიაში, ასე, რომ 1666/7 წლების მოსკოვის დიდი კრების ამ მითითებას (მოკეცილი ორი თითის "უქმობაზე", უმნიშვნელობაზე) დიდი წონა გააჩნია, ვიდრე ამავე საკითხზე გამოთქმულ კერძო შეხედულებებს. კანონიკური თვალსაზრისითაც ახალმოწესეთა ეკლესიაში პირჯვრისსაწერი თითების წყობას დღემდე არ გააჩნია ის ქრისტოლოგიური ხასიათი, რომელიც პეტრე დამასკელმა მიუთითა თავის თხზულებაში, ხოლო ნიკოდიმოს მთაწმინდელმა შეიტანა "ფილოკალიაში".
წყარო: http://txt.drevle.com/lib/rase-