სამი თითით პირჯვრისწერის უარყოფა
არსენ იყალთოელი
"დოგმატიკონი"
შეჩუენებანი იაკობიტთა და ყოველთა ერთ-ბუნებიანთანი,
რომელთა თანა არიან სომეხნიცა
"დოგმატიკონი"
შეჩუენებანი იაკობიტთა და ყოველთა ერთ-
რომელთა თანა არიან სომეხნიცა
შეჩუენებანი იაკობიტთა და ყოველთა ერთ-ბუნებიანთანი, რომელთა თანა არიან სომეხნიცა
შეჩვენების ტექსტი უცვალებლად გადმოწერილია საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ჟ-ნ "მაცნეს" (ენისა და ლიტერატურის სერია) 1975 წლის 1-ლი ნომრიდან (გვ. 17- 31. ქ-ნ. მაია რაფავას სტატია: "უცნობი ავტორის ანტიმონოფიზიტური ტრაქტატი"). ტექსტში ჩვენს მიერ მუქი შრიფტით გამოყოფილია ნათლისღებასთან და პირჯვრისწერასთან დაკავშირებული მუხლები.
რომელი საძაგელისა მისგან წვალებისა იაკობიტთა და ხაჩეცართაჲსა უბიწოსა მართლმადიდებელთა ქრისტეანეთა სარწმუნოებასა ყოვლითა სულითა და გულითა მოუჴდებოდის, შეჩუენებაჲ თანა-აც ყოველთავე აქა მოჴსენებულთაჲ:
ევტჳქი არქიმანდრიტი და წვალების-მთავარი შეჩუენებულ იყავნ!
დიოსკორე თანა-მზრახვალი მისი, შეჩუენებულ იყავნ!
სევეროზ უთავოჲ და ნათლისღებაჲ მისი, შეჩუენებულ იყავნ!
იაკობ წანწალოსი, შეჩუენებულ იყავნ!
სერგის ასური, თანა-ერთზრახვაჲ მისი, შეჩუენებულ იყავნ!
სერგის სომეხი და დამწყები ხაჩეცართა წვალებისაჲ, შეჩუენებულ იყავნ!
სიმონ პირველი მწვალებელი და მონტანი და მამენტოს და მარკიონ და მანდაკუნი და მათ-თანანი, შეჩუენებულ იყავნ!
არიოზ, ევნომიოზ, მაკედონიოზ, დიოსკორე და თევდოსი, შეჩუენებულ იყავნ!
ტიმოთე, იულიანე, პეტრე მკაწრვალი, პეტრე მონღონი და ფილოქსენოს მოწაფე მისი, შეჩუენებულ იყავნ!
ამათ უკუე ყოველთა, რომელნი შეაჩუენნეს წმიდათა და მსოფლიოთა შჳდთა კრებათა, და თანა-მზრახვალთა მათთა ყოველთა შევაჩუენებ მეცა და ვიტყჳ ესრეთ:
ვინცა ვინ არა აღიარებს წმიდასა სამებასა - მამასა და ძესა და სულსა წმიდასა - შეჩუენება!
ვინცა ვინ არა იტყჳს დაუსაბამოდ მამასა და ეგრეთვე თანა-დაუსაბამოდ ძესა და სულსა წმიდასა - შეჩუენება!
ვინცა ვინ იტყჳს, ვითარმედ არა მიიხუნა უფალმან ჩუენმან იესუ ქრისტემან ჴორცნი წმიდისა ქალწულისა და ღმრთისმშობელისა მარიამისგან, შეჩუენება!
რომელნი ქადაგებენ უფალსა ჩუენსა იესუ ქრისტესა ვნებულად ღმრთეებითა, შეჩუენება!
რომელნი არა აღიარებენ უფალსა ჩუენსა იესუ ქრისტესა უნებელად უკუე და უკუდავად ღმრთეებითა, ხოლო ვნებულად და მოკუდავად კაცებითა, შეჩუენება!
ვინცა ვინ იტყჳს ქრისტესთჳს ორთა გუამთა ქონებასა, შეჩუენება!
რომელნი არა ქადაგებენ და აღიარებენ ორთა ნებათა, ხოლო ერთსა გუამსა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესსა, შეჩუენება!
რომელნი ერთსა ბუნებასა აღიარებენ და შეიწყნარებენ უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესსა, შეჩუენება!
რომელნი უარ-ჰყოფენ და შეაჩუენებენ ხალკიდონისა წმიდასა და მსოფლიოსა მეოთხესა კრებასა, შეჩუენება!
რომელნი არა აღიარებენ უხრწნელსა დედასა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესსა მარიამს ჭეშმარიტად და საკუთრად ღმრთისმშობელად და მარადის ქალწულად შეჩუენებულ იყავნ!
რომელნი არა შეიწყნარებენ წმიდასა და მსოფლიოსა მეექუსესა კრებასა და კონსტანტინუპოლის შეკრებულთა ორას ოთხმეოცდაცხრათა წმიდათა მამათასა დასამჴობელად თეოდორესსა, სერგისსა, პიროსისა, კჳროჲსა, პავლესსა და მაკარისსა; და მის თანა მეშჳდესაცა და ნიკიისა მეორესა კრებასა თაყუანისცემისათჳს წმიდათა და პატიოსანთა ხატთაჲსა შეკრებულთა, შეჩუენებულ იყავნ!
ყოველნიმცა მწვალებელნი წინააღმდგომსა წმიდათა და მსოფლიოთა შჳდთა კრებათასა მზრახვალნი შეჩუენებულ არიან.
ვინცა ვინ შესძინოს ამას თანა ვითარმედ: "წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკუდავო" დართვაჲ ამისი: "რომელი ჯუარს ეცუ ჩუენთჳს, შეგჳწყალენ ჩუენ", შეჩუენებულ იყავნ!
ვინცა ვინ არა თაყუანისცემს წმიდათა ხატთა, არამედ იტყჳს, ვითარმედ კერპნი არიან, შეჩუენებულ იყავნ!
რომელნი ურთვენ ზეთსა პურსა თანა წმიდისა შესაწირავისასა, შეჩუენებულ იყავნ!
ვინცა ვინ არა შეაყოფს სამსხუერპლოსა პურსა თანა აღმაფუვნებელსა ცომსა, არცა წმიდა სასუმელსა თანა წყალსა, არამედ იტყჳს, ვითარმედ ცოდვა არს ამისი ქმნაჲ, შეჩუენებულ იყავნ!
ვინცა ვინ უსისხლოსა მსხუერპლსა არა აღიარებს ჴორცად და სისხლად უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესსა, შეჩუენება!
ვინცა ვინ დაკლას კრავი აღვსებასა ანუ სხუასა ჟამსა, შეჩუენება!
რომელნი ჭამენ ჴორცსა შჳდეულსა ყველიერისასა, შეჩუენებულ იყავნ!
ვინცა ვინ არა დასწერდეს ჯუარსა ორითა თითითა, ვითარ-იგი ქრისტეცა, შეჩუენება!
ვინცა ვინ არა დღესასწაულობს ოცდახუთსა მარტისა თთჳსასა - ხარებასა, უფროჲსად წმიდისა ღმრთისმშობელისასა და ოცდახუთსა დეკენბერსა თთჳსასა - საცხორებელსა შობასა ქრისტესსა და ექუსსა იანვარისა თთჳსასა - განცხადებასა და ორსა ფებერვალსა თთჳსასა - მიგებებასა, შეჩუენება!
ვინცა ვინ იტყჳს, ვითარმედ დღითი-დღედი ზიარებაჲ და სიწმიდის განახლებაჲ წმიდათა დიდთა მარხვათაჲ ცოდვაჲ არს და ჭამს სძესა და კუჱრცხსა შაბათსა და კჳრიაკესა, შეჩუენება!
ვინცა ვინ მღდელმან ჟამი წიროს თჳნიერ კუართისა, ოლარისა და ფელონისა, ანუ თანა-წიროს ანუ ეზიაროს პირველ-მოჴსენებულთა იმათ მწვალებელთა თანა ანუ ეკლესიათა მათთა შინა შევიდეს, ილოცვიდენ რაჲ და გალობდენ მათ შინა, ანუ მოიყვანნეს იგინი ჴელთ-დასჴმად, შეჩუენება!
ვინცა ვინ განავლოს საშუალ ჯუარისა სამშჭუალი რკინისაჲ და სახედ ნათლისცემისა ღჳნითა განბანოს იგი და ნაცვალად მიჰრონისა ქუნჯითისა ზეთი სცხოს ჯუარსა ამას და ეგრეთღა თაყუანისსცეს, შეჩუენებულ იყავნ!
ვინცა ვინ არა ნათელს-სცეს სამითა შთაყოფითა სახელსა ზედა მამისა და ძისა და სულისა წმიდისასა, შეჩუენებულ იყავნ!
ვინცა ვინ არა იტყჳს საუფლოსა ამას ლოცვასა: "მამაო ჩუენო, რომელი ხარ ცათა შინა" ყოველთა შინა ლოცვათა თჳსთა სრულიად, შეჩუენებულ იყავნ!
ყოველნიმცა მწვალებელნი შეჩუენებულ არიან, რამეთუ ვიჯმნი შჯულთაგან მათთა და მათთაგან, რომელნი თანა-სათნო ეყოფვიან მათ და რომელნი თანა-მზრახვალ და ერთ-ნება არიან მათდა სარწმუნოებისათჳს და რომელნი ჭამენ მათ თანა და ყოვლისა მწვალებელისა სარწმუნოებისაგან და მრწამს წმიდისა მიმართ და თანაარსისა სამებისა მოცემისამებრ წმიდათა მამათა მართლ-გამომეტყუელთა სიტყუასა ჭეშმარიტებისა. და აღვსთქუამ საღმრთოდ ცხორებასა და მოქალაქობასა და აღვიარებ მამისა და ძისა და წმიდისა სულისა ერთსა ბუნებასა და რამეთუ შეყოფილი და შეერთებული არს ბუნებაჲ, არა ბუნებაჲ ბუნებისადა შერწყმული, რამეთუ ერთი ხოლო არს ბუნებაჲ.
ამისთჳს, ვინაჲთგან ერთი არს ბუნებაჲ, ერთი არს ღმრთეებაჲცა, განყოფილი სამებად გუამოვნებათათჳს და ერთობად აღმავალი სიტყჳსათჳს არსებისა.
ამისთჳს მამასა ვიტყჳ და ძესა ვადიდებ და სულსა წმიდასა აღვიარებ, რომელ არიან სამნი პირნი. ხოლო არა ვიტყჳ სამთა არსებათა ანუ სამთა ბუნებათა, გინა სამთა ღმერთთა, არამედ ერთსა ღმერთსა, ერთსა არსებასა, ესე იგი არს, ბუნებასა აღვიარებ, რაჲთა არა არიანოზობად მივდრკე.
და ვიტყჳ ერთსა არსებასა, რომელი არს ბუნებაჲ, არა ვიტყჳ ერთსა გუამსა, რაჲთა არა საბელიანოზ ვიქმნე, არამედ სამთა გუამთა და სამთა პირთა ერთისა ღმრთეებისა და ერთისა არსებისა და ბუნებისათა ვადიდებ.
და ნეტარ არს, რომელი ამას სარწმუნოებასა ზედა დამტკიცებულ არს და უცვალებელად აღიარებს და ჰრწამს და დიდებასა აღავლენს ჭეშმარიტისა ღმრთისა და მამისა, და ჭეშმარიტისა ღმრთისა და ძისა ყოვლად წმიდითა და ცხოველს-მყოფელითა სულითა, უკუნისამდე!
და მიუგებდეს თითოეულად ესრეთვე მოქცევადი იგი.
და მერმე ჰკითხოს მას სამგზის მღდელმან:
"გრწამსა წმიდისა მიმართ და თანაარსისა სამებისა? და მან მიუგოს: "მრწამს".
ამისსა შემდგომად მოიდრიკოს მოქცევადმან მან თავი. და მღდელმან ყოს ლოცვაჲ და თქუას: "ღმერთო მაცხოვარო ჩუენო, რომელსა გნებავს ყოველთა კაცთა ცხოვნებაჲ და მეცნიერებასა ჭეშმარიტებისასა მოსლვაჲ, შეიწყნარე მონაჲ შენი, სახელით, რომელმან ძლით აღიხილნა საცთურისაგან და მოსურნე იქმნა მოსლვად მეცნიერებასა შენისა ჭეშმარიტებისასა. რამეთუ შენ სთქუ უფალო, ვითარმედ სხუანიცა ცხოვარნი მიდგან, რომელნი არა არიან ამის ეზოჲსაგანნი, იგინიცა ჯერ არიან ჩემდა მოყვანებად და ჴმისა ჩემისაჲ ისმინონ და იყვნენ ერთ სამწყსო და ერთ მწყემს. აწ უკუე დამწყსე ესე დიდებითა შენით მეცნიერებად ჭეშმარიტებისა შენისსა მოცემისაებრ წმიდათა და დიდებულთა მოციქულთა შენთაჲსა და ღირს ყავ ესე საბეჭდავსა წმიდისა მიჰრონისასა და ზიარებასა პატიოსნისა ჴორცისა და სისხლისა შენისასა. და გამოაჩინე ესე განსრულებულად მონად შენდა, რაჲთა სამწყსოსა შენსა თანა აღირაცხოს ესეცა სადიდებელად და საქებელად დიდებულებისა შენისა".
ამაღლებაჲ! "რამეთუ შენი არს სუფევაჲ".
და სცხოს მას წმიდა მიჰრონი, ვითარცა ახალ-მონათლესა ზედა.
მერმე კუალად ილოცოს და თქუას ესრეთ: "უფალო ღმერთო ჩუენო, რომელმან ღირს ჰყავ სრულად გამოჩინებასა მონაჲ ესე შენი, სახელით, შენდა მიმართ მართლითა სარწმუნოებითა და საბეჭდავსა წმიდისა მიჰრონისა შენისასა. შენ მეუფეო ყოველთაო, დაიცევ მის შორის შენდა მიმართი ჭეშმარიტი სარწმუნოებაჲ და აღაორძინე ესე სიმართლესა შინა შენსა და ყოველთავე მადლთა შენთა მიერ შეამკვე".
ამის შემდგომად აზიაროს და მისცეს მცნებაჲ, რაჲთა შჳდთა მათ დღეთა ჴორცი არა ჭამოს, არცა პირი დაიბანოს, არამედ ვითარცა ახალ-ნათელღებული, ეგრეთ იქცეოდის მათ დღეთა შინა და ყოველთა დღეთა ეზიარებოდის და მერვესა დღესა განიბანოს, ვითარსა არს ჩუეულებაჲ ახალ-მონათლეთაჲ.
რომელი საძაგელისა მისგან წვალებისა იაკობიტთა და ხაჩეცართაჲსა უბიწოსა მართლმადიდებელთა ქრისტეანეთა სარწმუნოებასა ყოვლითა სულითა და გულითა მოუჴდებოდის, შეჩუენებაჲ თანა-
ევტჳქი არქიმანდრიტი და წვალების-
დიოსკორე თანა-
სევეროზ უთავოჲ და ნათლისღებაჲ მისი, შეჩუენებულ იყავნ!
იაკობ წანწალოსი, შეჩუენებულ იყავნ!
სერგის ასური, თანა-
სერგის სომეხი და დამწყები ხაჩეცართა წვალებისაჲ, შეჩუენებულ იყავნ!
სიმონ პირველი მწვალებელი და მონტანი და მამენტოს და მარკიონ და მანდაკუნი და მათ-
არიოზ, ევნომიოზ, მაკედონიოზ, დიოსკორე და თევდოსი, შეჩუენებულ იყავნ!
ტიმოთე, იულიანე, პეტრე მკაწრვალი, პეტრე მონღონი და ფილოქსენოს მოწაფე მისი, შეჩუენებულ იყავნ!
ამათ უკუე ყოველთა, რომელნი შეაჩუენნეს წმიდათა და მსოფლიოთა შჳდთა კრებათა, და თანა-
ვინცა ვინ არა აღიარებს წმიდასა სამებასა -
ვინცა ვინ არა იტყჳს დაუსაბამოდ მამასა და ეგრეთვე თანა-
ვინცა ვინ იტყჳს, ვითარმედ არა მიიხუნა უფალმან ჩუენმან იესუ ქრისტემან ჴორცნი წმიდისა ქალწულისა და ღმრთისმშობელისა მარიამისგან, შეჩუენება!
რომელნი ქადაგებენ უფალსა ჩუენსა იესუ ქრისტესა ვნებულად ღმრთეებითა, შეჩუენება!
რომელნი არა აღიარებენ უფალსა ჩუენსა იესუ ქრისტესა უნებელად უკუე და უკუდავად ღმრთეებითა, ხოლო ვნებულად და მოკუდავად კაცებითა, შეჩუენება!
ვინცა ვინ იტყჳს ქრისტესთჳს ორთა გუამთა ქონებასა, შეჩუენება!
რომელნი არა ქადაგებენ და აღიარებენ ორთა ნებათა, ხოლო ერთსა გუამსა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესსა, შეჩუენება!
რომელნი ერთსა ბუნებასა აღიარებენ და შეიწყნარებენ უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესსა, შეჩუენება!
რომელნი უარ-
რომელნი არა აღიარებენ უხრწნელსა დედასა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესსა მარიამს ჭეშმარიტად და საკუთრად ღმრთისმშობელად და მარადის ქალწულად შეჩუენებულ იყავნ!
რომელნი არა შეიწყნარებენ წმიდასა და მსოფლიოსა მეექუსესა კრებასა და კონსტანტინუპოლის შეკრებულთა ორას ოთხმეოცდაცხრათა წმიდათა მამათასა დასამჴობელად თეოდორესსა, სერგისსა, პიროსისა, კჳროჲსა, პავლესსა და მაკარისსა; და მის თანა მეშჳდესაცა და ნიკიისა მეორესა კრებასა თაყუანისცემისათჳს წმიდათა და პატიოსანთა ხატთაჲსა შეკრებულთა, შეჩუენებულ იყავნ!
ყოველნიმცა მწვალებელნი წინააღმდგომსა წმიდათა და მსოფლიოთა შჳდთა კრებათასა მზრახვალნი შეჩუენებულ არიან.
ვინცა ვინ შესძინოს ამას თანა ვითარმედ: "წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკუდავო" დართვაჲ ამისი: "რომელი ჯუარს ეცუ ჩუენთჳს, შეგჳწყალენ ჩუენ", შეჩუენებულ იყავნ!
ვინცა ვინ არა თაყუანისცემს წმიდათა ხატთა, არამედ იტყჳს, ვითარმედ კერპნი არიან, შეჩუენებულ იყავნ!
რომელნი ურთვენ ზეთსა პურსა თანა წმიდისა შესაწირავისასა, შეჩუენებულ იყავნ!
ვინცა ვინ არა შეაყოფს სამსხუერპლოსა პურსა თანა აღმაფუვნებელსა ცომსა, არცა წმიდა სასუმელსა თანა წყალსა, არამედ იტყჳს, ვითარმედ ცოდვა არს ამისი ქმნაჲ, შეჩუენებულ იყავნ!
ვინცა ვინ უსისხლოსა მსხუერპლსა არა აღიარებს ჴორცად და სისხლად უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესსა, შეჩუენება!
ვინცა ვინ დაკლას კრავი აღვსებასა ანუ სხუასა ჟამსა, შეჩუენება!
რომელნი ჭამენ ჴორცსა შჳდეულსა ყველიერისასა, შეჩუენებულ იყავნ!
ვინცა ვინ არა დასწერდეს ჯუარსა ორითა თითითა, ვითარ-
ვინცა ვინ არა დღესასწაულობს ოცდახუთსა მარტისა თთჳსასა -
ვინცა ვინ იტყჳს, ვითარმედ დღითი-
ვინცა ვინ მღდელმან ჟამი წიროს თჳნიერ კუართისა, ოლარისა და ფელონისა, ანუ თანა-
ვინცა ვინ განავლოს საშუალ ჯუარისა სამშჭუალი რკინისაჲ და სახედ ნათლისცემისა ღჳნითა განბანოს იგი და ნაცვალად მიჰრონისა ქუნჯითისა ზეთი სცხოს ჯუარსა ამას და ეგრეთღა თაყუანისსცეს, შეჩუენებულ იყავნ!
ვინცა ვინ არა ნათელს-
ვინცა ვინ არა იტყჳს საუფლოსა ამას ლოცვასა: "მამაო ჩუენო, რომელი ხარ ცათა შინა" ყოველთა შინა ლოცვათა თჳსთა სრულიად, შეჩუენებულ იყავნ!
ყოველნიმცა მწვალებელნი შეჩუენებულ არიან, რამეთუ ვიჯმნი შჯულთაგან მათთა და მათთაგან, რომელნი თანა-
ამისთჳს, ვინაჲთგან ერთი არს ბუნებაჲ, ერთი არს ღმრთეებაჲცა, განყოფილი სამებად გუამოვნებათათჳს და ერთობად აღმავალი სიტყჳსათჳს არსებისა.
ამისთჳს მამასა ვიტყჳ და ძესა ვადიდებ და სულსა წმიდასა აღვიარებ, რომელ არიან სამნი პირნი. ხოლო არა ვიტყჳ სამთა არსებათა ანუ სამთა ბუნებათა, გინა სამთა ღმერთთა, არამედ ერთსა ღმერთსა, ერთსა არსებასა, ესე იგი არს, ბუნებასა აღვიარებ, რაჲთა არა არიანოზობად მივდრკე.
და ვიტყჳ ერთსა არსებასა, რომელი არს ბუნებაჲ, არა ვიტყჳ ერთსა გუამსა, რაჲთა არა საბელიანოზ ვიქმნე, არამედ სამთა გუამთა და სამთა პირთა ერთისა ღმრთეებისა და ერთისა არსებისა და ბუნებისათა ვადიდებ.
და ნეტარ არს, რომელი ამას სარწმუნოებასა ზედა დამტკიცებულ არს და უცვალებელად აღიარებს და ჰრწამს და დიდებასა აღავლენს ჭეშმარიტისა ღმრთისა და მამისა, და ჭეშმარიტისა ღმრთისა და ძისა ყოვლად წმიდითა და ცხოველს-
და მიუგებდეს თითოეულად ესრეთვე მოქცევადი იგი.
და მერმე ჰკითხოს მას სამგზის მღდელმან:
"გრწამსა წმიდისა მიმართ და თანაარსისა სამებისა? და მან მიუგოს: "მრწამს".
ამისსა შემდგომად მოიდრიკოს მოქცევადმან მან თავი. და მღდელმან ყოს ლოცვაჲ და თქუას: "ღმერთო მაცხოვარო ჩუენო, რომელსა გნებავს ყოველთა კაცთა ცხოვნებაჲ და მეცნიერებასა ჭეშმარიტებისასა მოსლვაჲ, შეიწყნარე მონაჲ შენი, სახელით, რომელმან ძლით აღიხილნა საცთურისაგან და მოსურნე იქმნა მოსლვად მეცნიერებასა შენისა ჭეშმარიტებისასა. რამეთუ შენ სთქუ უფალო, ვითარმედ სხუანიცა ცხოვარნი მიდგან, რომელნი არა არიან ამის ეზოჲსაგანნი, იგინიცა ჯერ არიან ჩემდა მოყვანებად და ჴმისა ჩემისაჲ ისმინონ და იყვნენ ერთ სამწყსო და ერთ მწყემს. აწ უკუე დამწყსე ესე დიდებითა შენით მეცნიერებად ჭეშმარიტებისა შენისსა მოცემისაებრ წმიდათა და დიდებულთა მოციქულთა შენთაჲსა და ღირს ყავ ესე საბეჭდავსა წმიდისა მიჰრონისასა და ზიარებასა პატიოსნისა ჴორცისა და სისხლისა შენისასა. და გამოაჩინე ესე განსრულებულად მონად შენდა, რაჲთა სამწყსოსა შენსა თანა აღირაცხოს ესეცა სადიდებელად და საქებელად დიდებულებისა შენისა".
ამაღლებაჲ! "რამეთუ შენი არს სუფევაჲ".
და სცხოს მას წმიდა მიჰრონი, ვითარცა ახალ-
მერმე კუალად ილოცოს და თქუას ესრეთ: "უფალო ღმერთო ჩუენო, რომელმან ღირს ჰყავ სრულად გამოჩინებასა მონაჲ ესე შენი, სახელით, შენდა მიმართ მართლითა სარწმუნოებითა და საბეჭდავსა წმიდისა მიჰრონისა შენისასა. შენ მეუფეო ყოველთაო, დაიცევ მის შორის შენდა მიმართი ჭეშმარიტი სარწმუნოებაჲ და აღაორძინე ესე სიმართლესა შინა შენსა და ყოველთავე მადლთა შენთა მიერ შეამკვე".
ამის შემდგომად აზიაროს და მისცეს მცნებაჲ, რაჲთა შჳდთა მათ დღეთა ჴორცი არა ჭამოს, არცა პირი დაიბანოს, არამედ ვითარცა ახალ-