ჯორჯე ტრიფუნოვიჩი
მაქსიმე ბერძენი პირჯვრისწერის შესახებ
მაქსიმე ბერძენი პირჯვრისწერის შესახებ
ნაწყვეტი სერბეთის შუასაუკუნეობრივი ლიტერატურის ისტორიკოსის ჯორჯე ტრიფუნოვიჩის სტატიიდან: Дамаскин Хиландарец. К вопросу о греко-славянских отношениях на Афоне в XVII веке (древлеправославие)) ("დამასკინოს ხილანდარელი. ბერძნულ-სლავური ურთიერთობების შესახებ ათონზე XVII საუკუნეში (ძველმართლმადიდებლობა)).
მაქსიმე ბერძენის ხატი. XVIII ს. მიწურული — XIX ს. დასაწყისი.
ტრეტიაკოვის სახელმწიფო გალერეა. მოსკოვი, რუსეთი
სერბეთის ხელნაწერთა მემკვიდრეობიდან ცნობილია მაქსიმე ბერძენის "თქმულება ჯვრის გამოსახვის შესახებ", რომელმაც თავის დროზე მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავა ძველმორწმუნეთა (ძველმოწესეთა) ბრძოლაში რეფორმების წინააღმდეგ. ღირ. მაქსიმეს ორ თხზულებას: "თქმულება ჯვრის გამოსახვის შესახებ" და "სიტყვა ალილუიაზე", მათი გამოჩენიდან მთელი ასწლეულის შემდეგ, დეკანოზი ივანე ნერონოვი, დეკანოზი ამბაკუმი, ლაზარე და სხვები, როგორც თვითონვე ამბობენ, "ნიკონის მწვალებლური ზრახვების" წინააღმდეგ იყენებენ.
ოფიციალური რუსული ეკლესია, ძველმორწმუნეთა წინააღმდეგ გააფთრებული ბრძოლის წლებში, მაქსიმე ბერძენის საკუთარი შეფასებით გამოვიდა, რომელმაც სიმეონ პოლოცკის პირით გაიჟღერა და რომელიც თავის ჟურნალში "სამწყსო კვერთხი" ("Жезл правления") (1666 წ.) ღირ. მაქსიმეს ავტორობას ეჭვქვეშ აყენებდა. მხედველობაში ჰქონდა ის, რომ მის მიერ ხსენებული თხზულებები ფალსიფიკაციას წარმოადგენდნენ.
"თქმულება ჯვრის გამოსახვის შესახებ" ("ანუ თქმულება თუ როგორ უნდა გადავიწეროთ პირჯვარი") ღირ. მაქსიმემ დატოვა როგორც ეპისტოლე ან პასუხი ერთი თავისი მეგობრის კითხვაზე, თუ როგორ უნდა ვიწერდეთ პირჯვარს. თითქმის ასწლეულის წინ ეს "თქმულება", მაქსიმეს თხზულებათა კრებულის მიხედვით, რომელიც XVI საუკუნით თარიღდება, მოკლე შესავლითურთ დაბეჭდა ქრისანფ ლოპარევმა. ღირ. მაქსიმე უშუალოდ პასუხობს მეგობარს. რადგან ეს ნაწილი, რომელსაც მთელი ეპისტოლის მესამედი უჭირავს, შეიცავს პასუხის არსს მოცემულ თემაზე, გადმოვცემთ მას თანამედროვე ენაზე.

"დე ცნობილი იყოს შენთვის, რომ საღმრთო ნათლისღებისას წყალში სამგზისი შთაფლვა ნიშნავს ქრისტე მაცხოვრის სამდღიან ყოფნას საფლავში და მის აღდგომას მესამე დღეს. საეკლესიო გადმოცემა, საღმრთო სიტყვის თანახმად, გვთავაზობს სიმბოლოს: ჩვენ ყველანი, ... "ვინც მოვინათლეთ იესუ ქრისტეს მიერ, მის სიკვდილში მოვინათლენით. მასთან ერთადვე დავიმარხეთ სიკვდილში ნათლისღებით" (6:3-
ასე გვასწავლის ყველას პატიოსანი ჯვრის ღვისმოსაობის საიდუმლოც, რათა აღვიარებდეთ თვით წმიდა სამებას, რომელსაც ეკუთვნის თაყვანისცემა, და აღვიარებდეთ ზეცითგან ღმრთის მხოლოდშობილი ძის გარდამოსვლას და მის ჯვარცმას, ასევე მის მეორედ მოსვლას, როდესაც განიკითხავს მართალთა და ცოდვილთ. სამი თითის, ანუ დიდი, შუა და პატარა თითების შეეთებით, აღვიარებთ ღმრთივდასაბამიერ სამ იპოსტასს, მამას, ძეს და სულიწმიდას, ერთ ღმერთს სამ იპოსტასში. ხოლო აღვმართავთ რა შუათითსა და საჩვენებელს -
ღირ. მაქსიმე ბერძენი, რუსული ტექსტის ზოგიერთ ადგილას, ჩვეულებისამებრ, ველებზე, საკუთარი ხელით აწერდა განმარტებას ბერძნული სიტყვებით. ასე გააკეთა მან "თქმულებაშიც" ორ განსაკუთრებულად მნიშვნელოვან მომენტზე. ლაპარაკობს რა, თუ როგორ უნდა შევაერთოთ თავიდან დიდი თითი, არათითი (უსახელო) და ნეკი, მაქსიმეს, როგორც ჩანს სურს განმარტოს თუ რას ნიშნავს "უსახელო": "... ხერა. ეტერა მესა. ანუ უსახელო". ბერძნულეოვანი განმარტება მან დაწერა კირილიცათი; ბერძნულად ეს შეიძლებოდა გადმოცემულიყო ასე: "anacerateromesato (ხელზე მეორე შუა). ანუ ეს არის თითი, რომელიც მდებარეობს ნეკას გვერდით, რომლისთვისაც ღირ. მაქსიმეს მოჰყავს რუსული ხალხური სიტყვა (თანამედროვე დაწერილობით "безымянный" -
როგორც ცნობილია მაქსიმე ბერძენის "თქმულება" იმთავითვე, XVII საუკუნის ორმოცდაათიან წლებშივე აღმოჩნდა რუს ძველმორწმუნეთა ყურადღების ცენტრში. გარკვეული დრო გავიდა ამ თხზულების სერბულ-
სიტყვის პირველი ხელნაწერი შესულია სერბეთის მეცნიერებისა და ხელოვნების აკადემიის კრებულში (САНУ), ნომერი 147; XVII ს.-ის მიწურული, გვერდებზე 245ბ-247-ა (ვუწოდოთ მას აკადემიის ხელნაწერი). ამ საინტერესო კრებულში ვპოულობთ ასევე თხზულებას: "სომხური მწვალებლობის შესახებ" ((2716273б) და თხზულებას "ლუთერსა და მის მწვალებლობაზე" ("О Люторе и его ереси" (267а271а), რასაც მაქსიმე ბერძენმა მიუძღვნა ორი ცალკე ჰომილია: "სიტყვა სომხურ ბოროტმორწმუნეობაზე" ("Слово на арменское зловерие") და "სიტყვა ლუთერიანელთა წინააღმდეგ" ("Слово на люторы"). სრულიად რომ გავაშუქოთ ვითარებანი, რომლის დროსაც გაჩნდა მაქსიმეს "სიტყვა", შემდგომმა კვლევებმა საკითხში უნდა ჩართონ ამ თხზულებათა ურთიერთკავშირები.
სხვა ხელნაწერი ჩვენ ვიპოვეთ ბელგრადის საპატრიარქოს ბიბლიოთეკის ერთ კრებულში (№ 17, XVII საუკუნის ოთხმოციანი წლების მიწურული), გვერდებზე 7аб (ვუწოდოთ მას საპატრიარქოს ხელნაწერი). მას ეწოდება: "О томжде крьстном знамении еже кладемь на лица своя, Максим Грек пишет в своеи книзе сице" ("იმავე პირჯვრისწერის შესახებ, მაქსიმე თავის წიგნში ასე წერს").
აკადემიისა და საპატრიარქოს ხელნაწერები, მომდინარეობენ მაქსიმეს "სიტყვის" საერთო-სერბული პროტოგრაფისგან, რომელიც, სავარაუდოდ, თავის პირვანდელ ფორმაში ზოგიერთ რუსიზმებს ინარჩუნებს.
საპატრიარქოს ხელნაწერში ღირ. მაქსიმეს "სიტყვას" უკავია საკმაოდ არსებითი ადგილი კრებულის შემადგენლობაში. კერძოდ, კრებული იწყება თხზულებით "როგორ გადავიწეროთ პირჯვარი" (გვ.1а7а). შესავალში ნათქვამია პირჯვრისწერის შესახებ წმიდა წერილიდან დამოწმებული მაგალითებით. მაქსიმე ბერძენის ჩვენი, სერბული "სიტყვა" უმნიშვნელოდ არის შეცვლილი და მოთავსებულია გაგრძელების სახით. ამის შემდეგ მოდის წმ. თეოდორიტეს (სავარაუდოდ კვირელი ეპისკოპოსის) სიტყვა პირჯვრისწერის შესახებ (3б) და წმ. კირილე ალექსანდრიელის (4а). ბოლოს (6б) გადმოცემულია ანტიოქიელი პატრიარქის მელეტის მოკლე ისტორია. ამ თხზულების ძირითად პოზიციებზე მოკლედ და ხატოვნად მეტყველებს წმ. კირილეს სიტყვები: "ვინცა ვინ არა დაიწერს პირჯვარს ვითარც ქრისტე, წყეულიმც იყოს" ("Иже кто не знаменует се двема пръсти якоже и Христос, да есть проклет").
ეს თხზულება და ღირ. მაქსიმეს "სიტყვა" ერთ თემატურ მთლიანობას წარმოადგენენ. თუმცა, აღმოცენებისა და წარმომავლობის დროის მხრივ, ისინი დამოუკიდებელი თხზულებებია. ისინი ერთ მთლიანობად რომ გაჩენილიყვნენ, მაშინ, რა თქმა უნდა, მაქსიმეს "სიტყვა" განმეორებული არ იქნებოდა პირველი თხზულების დასაწყისში. აკადემიისა და საპატრიარქოს ხელნაწერებს, მსგავსი შინაარსის მიხედვით, საერთო დედანი გააჩნიათ, რომელიც სავარაუდოდ მდებარეობს ათონის მთაზე.
გაცხოველებული და ხანგრძლივი სერბულ-რუსული კულტურული და ლიტერატურული კავშირების ისტორიაში ღირ. მაქსიმეს სერბული "სიტყვას" განსაკუთრებული ადგილი უკავია. მისი გამოჩენა მოწმობს იმაზე, რომ რუსეთის ეკლესიის განხეთქილება ძალიან მალე აისახა სერბებს შორისაც. დამასკინოს ხილანდარელის სევდიანი ისტორია, ღირ. მაქსიმეს "სიტყვის" სერბული თარგმანი და საპატრიარქოს კრებულის განსაკუთრებული ხელნაწერი ადასტურებს იმ ფაქტს, რომ სერბეთის ეკლესიას წარსულში არასოდეს დაუგმია ორი თითით პირჯვრისწერა. იმას, რასაც რუსეთის (ნიკონიანური) ეკლესია მკაცრად გმობდა და დევნიდა, სერბულ სულიერ გარემოში ამავე დროს თავისუფლად იყო აღიარებული და წერილობითი მოწმობებით გადმოიცემოდა.
ღირ. მაქსიმე ბერძენის შესახებ ბერძნებმა იცოდნენ რუსეთის ეკლესიის განხეთქილებამდეც. ერთი მისი პოლემიკური და ანტიმაჰმადიანური თხზულება ("სიტყვა აგარიანელებზე, ანუ დემონთა შეგნებული და ბილწი ხიბლის შესახებ"), შესაძლოა, სერბულ-სლავურ ენაზე გადათარგმნილი იყო ჯერ კიდევ მაქსიმე ბერძენის (1555 წ.) სიცოცხლეშივე. ახლა ჩვენთვის ცნობილია ხელნაწერი, რომელიც იმყოფება სტაროსტავნიკისა (1567 წ.) და ბალთაზარ ბოგიშიჩის ცავტატის კრებულთა შემადგენლობაში (№19).
წყარო: http://www.liveinternet.ru/users/1160909/post19834714/comments#comment559246619
სხვა ხელნაწერი ჩვენ ვიპოვეთ ბელგრადის საპატრიარქოს ბიბლიოთეკის ერთ კრებულში (№ 17, XVII საუკუნის ოთხმოციანი წლების მიწურული), გვერდებზე 7аб (ვუწოდოთ მას საპატრიარქოს ხელნაწერი). მას ეწოდება: "О томжде крьстном знамении еже кладемь на лица своя, Максим Грек пишет в своеи книзе сице" ("იმავე პირჯვრისწერის შესახებ, მაქსიმე თავის წიგნში ასე წერს").
აკადემიისა და საპატრიარქოს ხელნაწერები, მომდინარეობენ მაქსიმეს "სიტყვის" საერთო-
საპატრიარქოს ხელნაწერში ღირ. მაქსიმეს "სიტყვას" უკავია საკმაოდ არსებითი ადგილი კრებულის შემადგენლობაში. კერძოდ, კრებული იწყება თხზულებით "როგორ გადავიწეროთ პირჯვარი" (გვ.1а7а). შესავალში ნათქვამია პირჯვრისწერის შესახებ წმიდა წერილიდან დამოწმებული მაგალითებით. მაქსიმე ბერძენის ჩვენი, სერბული "სიტყვა" უმნიშვნელოდ არის შეცვლილი და მოთავსებულია გაგრძელების სახით. ამის შემდეგ მოდის წმ. თეოდორიტეს (სავარაუდოდ კვირელი ეპისკოპოსის) სიტყვა პირჯვრისწერის შესახებ (3б) და წმ. კირილე ალექსანდრიელის (4а). ბოლოს (6б) გადმოცემულია ანტიოქიელი პატრიარქის მელეტის მოკლე ისტორია. ამ თხზულების ძირითად პოზიციებზე მოკლედ და ხატოვნად მეტყველებს წმ. კირილეს სიტყვები: "ვინცა ვინ არა დაიწერს პირჯვარს ვითარც ქრისტე, წყეულიმც იყოს" ("Иже кто не знаменует се двема пръсти якоже и Христос, да есть проклет").
ეს თხზულება და ღირ. მაქსიმეს "სიტყვა" ერთ თემატურ მთლიანობას წარმოადგენენ. თუმცა, აღმოცენებისა და წარმომავლობის დროის მხრივ, ისინი დამოუკიდებელი თხზულებებია. ისინი ერთ მთლიანობად რომ გაჩენილიყვნენ, მაშინ, რა თქმა უნდა, მაქსიმეს "სიტყვა" განმეორებული არ იქნებოდა პირველი თხზულების დასაწყისში. აკადემიისა და საპატრიარქოს ხელნაწერებს, მსგავსი შინაარსის მიხედვით, საერთო დედანი გააჩნიათ, რომელიც სავარაუდოდ მდებარეობს ათონის მთაზე.
გაცხოველებული და ხანგრძლივი სერბულ-
ღირ. მაქსიმე ბერძენის შესახებ ბერძნებმა იცოდნენ რუსეთის ეკლესიის განხეთქილებამდეც. ერთი მისი პოლემიკური და ანტიმაჰმადიანური თხზულება ("სიტყვა აგარიანელებზე, ანუ დემონთა შეგნებული და ბილწი ხიბლის შესახებ"), შესაძლოა, სერბულ-
წყარო: http://www.liveinternet.ru/users/1160909/post19834714/comments#comment559246619