ნათლობა - კონსტანტინოპოლის ეკლესიის საპატრიარქო და სინოდალური მრგვლივმოსავლელი ეპისტოლე - საქართველოს ძველმართლმადიდებლური ეკლესია

საქართველოს ძველმართლმადიდებლური ეკლესიის ოფიციალური საიტი
Перейти к контенту
წყალპკურებითი და წალგადასხმითი "ნათლობების" მხილება

კონსტანტინოპოლის ეკლესიის
საპატრიარქო და სინოდალური მრგვლივმოსავლელი ეპისტოლე

რომის პაპ ლეონ XIII-ის 1894 წლის 20 ივნისის ენციკლიკის გამო ეკლესიათა შეერთების შესახებ (1895 წ.)

(ამონაწერი)
შთაფლვითი ნათლობა
"... ჩვენი მართლმადიდებელი ეკლესია ყოველთვის მზად არის ნებისმიერი წინადადება მიიღოს შეერთების შესახებ, ოღონდ თუკი რომის ეპისკოპოსი ერთხელ და სამუდამოდ უარს იტყვის თავის ეკლესიაში შეტანილ სახარების საწინააღმდეგო ბევრ და მრავალფეროვან  სიახლეებზე, რომელთაც გამოიწვიეს აღმოსავლეთისა და დასავლეთის ეკლესიების სამწუხარო განყოფა... სანამ იგი თავის სიახლეებს ადგას, ხოლო მართლმადიდებელი ეკლესია დამკვიდრებულია საღმრთო და სამოციქულო გადმოცემებზე და ქრისტეანობის პირველი ცხრა საუკუნის დადგინებებზე, რომლებშიც დასავლეთის ეკლესიებიც (ოდესღაც) ერთი აზრისანი და თანხმიერნი იყვნენ აღმოსავლეთის ეკლესიებთან. - ყოველგვარი საუბარი შეერთების შესახებ ამაო და ცარიელია (§ 3).

... რამეთუ წინააღმდეგობა ცხადზე უცხადესია, როცა ერთსა და იმავე ეკლესიაში ერთს სწამს, რომ სულიწმიდა გამოვალს მამისაგან, მეორეს კი - რომ იგი გამოვალს მამისაგან და ძისაგან; როცა ერთი სამგზის შთაფლავს წყალში (ნათლის-ღების საიდუმლოში), მეორე კი - აპკურებს (წყალს), ერთი გამოიყენებს აფუებულ პურს ღვთაებრივი ევქარისტიის საიდუმლოში, მეორე კი - უფუვარს, და ა. შ. (§ 4).

... როცა ამას ვამბობთ, ჩვენ სულაც არ ვგულისხმობთ იმ განსხვავებებს, რომლებიც განეკუთვნება საეკლესიო ტიბიკონებსა და წეს-დებულებებს (აგრეთვე იმათ, რომლებიც ეხება საგალობლებსა თუ სამღვდელო შესამოსელთ და მისთანათ, რაც თავის განსხვავებულობაში, როგორც ძველს დროში (ასევე ამჟამად), ყველაზე ნაკლებად არღვევს სარწმუნოების არსობრიობასა და ერთიანობას; არამედ ვგულისხმობთ იმ არსებით განსხვავებებს, რომლებიც განეკუთვნება სარწმუნოების ღმრთივგადმოცემულ დოგმატებსა და ეკლესიის მმართველობის ღმრთივდაფუძნებულ კანონიკურ მოწყობას (§ 5).

... თუკი ღვთაებრივ მამათა და ღმრთივშეკრებილ მსოფლიო კრებათა სწავლებიდან დასავლელნი დაგვიმტკიცებენ, რომ ოდესღაც, მეცხრე საუკუნემდე, რომის (მაშინ) ჯერ კიდევ მართლმადიდებელი ეკლესია დასავლეთში სარწმუნოების სიმბოლოს დანამატით ("და ძისაგან გამოვალს") კითხულობდა, ანდა უფუარ პურს იყენებდა (ზიარების საიდუმლოში). ან მიიღებდა სწავლებას განმწმედ ცეცხლზე, (წყლის) პკურებას (წყალში სამგზის) შთაფვლის ნაცლად... მაშინ, (თუკი დასავლელნი დაგვიმტკიცებენ ყოველივე ამას), ჩვენ არაფერი გვექნება სათქმელი ხოლო თუკი პირიქით, ცხადი შეიქნება, ... რომ დასავლეთის ეკლესიამ დაამახინჯა ისინი სხვადასხვა სიახლეებით, მაშინ ყრმათათვისაც კი ცხადი გახდება, რომ უფრო ბუნებრივი გზა გაერთიანებისკენ არის დასავლეთის ეკლესიის დაბრუნება ძველს მდგომარეობაში... რამეთუ სარწმუნოება არანაირად არ იცვლება დროისა თუ გარემოებათა ზეგავლენით, არამედ მარადის ერთი და იგივე რჩება (§ 6).

რთი წმიდა კათოლიკე-საყოველთაო და სამოციქულო ეკლესია შვიდი წმიდა მსოფლიო კრებისა ნათლის-ღების საიდუმლოს აღასრულებდა სამგზისი შთაფლვით წალში უფლის მცნებისაებრ, და დასავლეთშიც კი XIII საუკუნეში ჯერ კიდევ შენარჩუნებული იყო ნათლობა სამგზისი შთაფვლის გზით, რის შესახებაც ცხადად მოწმობენ იტალიის უძველეს ტაძრებში მრავლად განბნეულნი წმიდა საღმრთო სანათლავნი (ემბაზნი). მაგრამ მომდევნო დროში შემოიღეს (აწ) მიღებული პკურება და გადასხმა პაპისტურ ეკლესიაში, რომელიც დღემდე ამ ახალშემონაღებში ჰგიებს, რითაც კიდევ უფრო განავრცობს მის ქვეშ ისედაც პირდაღებულ უფსკრულს. ჩვენ კი, მართლმადიდებლები, ვრჩებით რა სამოციქულო გადმოცემისა და შვიდი მსოფლიო კრების პრაქტიკის ერთგულნი "მართებული სარწმუნოების მამათამიერი საუნჯის საერთო მონაპოვრის სადარაჯოზე ვდგავართ" (წმიდა ბასილი დიდის ეპისტოლედან (243) იტალიკელ და გალლიელ ესპისკოპოსთადმი)" (§ 8).

ციტ. თეოლოგიური ალმანახი "ივერიის გაბრწყინება" (სპეციალური ნომერი) 1999 წ. # 4 (32) (გვ. 2-7).

იხილეთ აგრეთვე: http://www.pagez.ru/olb/025.php
oldorthodox@gmail.com
საქართველოს
ძველმართლმადიდებლური
ეკლესია

ოფიციალური საიტი
Назад к содержимому