პროტოპრესვიტერი იოანე ბელევცევი
ლენინგრადის სასულიერო აკადემიის პროფესორი, ღვთისმეტყველების მაგისტრი
XVII საუკუნის რუსეთის საეკლესიო განხეთქილება
ლენინგრადის სასულიერო აკადემიის პროფესორი, ღვთისმეტყველების მაგისტრი
XVII საუკუნის რუსეთის საეკლესიო განხეთქილება
პროტოპრესვიტერ იოანე ბელევცევის წინამდებარე ნარკვევი, ცხადია, ასახავს რუსეთის ახალმოწესეობრივ-"მართლმადიდებლური" ეკლესიის პოზიციას XVII საუკუნის რეფორმაზე, რომელმაც რუსეთის ეკლესია ორად გახლიჩა. ოფიციალური ეკლესიის სამღვდელოებას არ ჰყოფნის ძალა ამ ტრაგიკული მოვლენის საფუძვლები საკუთარ თავში, საკუთარ პატრიარქ ნიკონსა და მისი საქმის მომდევნო გამაგრძელებლებში დაინახოს, რის გამოც განხეთქილების მთელ სიმძიმეს ძველმორწმუნე მართლმადიდებელთ აკისრებენ. მიუხედავად ამისა, ი. ბელევცევის ნარკვევი შეიცავს იმ ობიექტურ მტკიცებულებებსაც, რაც განხეთქილების ადრინდელ პერიოდებში მიჩქმალული იყო (მაგალითად ის, რომ ორი თითით პირჯვრისწერა არის არა მწვალებლობა, როგორც ამას ლამის ორი საუკუნის განმავლობაში ამტკიცებდა ოფიციალური, რუსული ეკლესია, არამედ სრულიად მართლმადიდებლური და სამ თითიან წყობაზე უძველესი წესი). განხეთქილების საკითხის შესწავლისას რუს მეცნიერთა და სასულიერო პირთა გამოკვლევები, თუნდაც ისეთი, როგორიც ი. ბელევცევის წინამდებარე ნარკვევია, ნათელს ჰფენენ ნიკონიანელ რეფორმატორთა გაუნათლებლობას საეკლესიო-ლიტურგიკულ სფეროში და ძველმორწმუნე მართლმადიდებელთა პროტესტის სამართლიანობას ახლებურად წარმოაჩენენ. ი. ბელევცევის წინამდებარე ნარკვევი ქვეყნდება XVII საუკუნის განხეთქილების უფრო საფუძვლიანი და მიმოწვლილვითი შესწავლის მიზნით.
ღრმა სინანულით უნდა აღვნიშნოთ, რომ პატრიარქ ნიკონის მიერ 1652-1658 წლებში გატარებულმა რეფორმამ, რომელიც მიზნად ისახავდა საეკლესიო ჩვეულებათა და წეს-განგებათა შეცვლასა და საღვთისმსახურებო ტექსტების გასწორებას, რათა რუსული საეკლესიო პრაქტიკა სრულიად იდენტური ყოფილიყო ბერძნულ საეკლესიო-საღვთისმსახურებო პრაქტიკასთან, ე. წ. ძველმოწესეობრივი განხეთქილება გამოიწვია.
რუსულ ძველმოწესეობრივ მოძრაობასთან და მის აღმოცენებასთან დაკავშირებით არსებობს მრავალგვარი, ზოგჯერ დიამეტრალურად ურთიერთსაწინააღმდეგო შეხედულება, რომლებიც, შეიძლება ორ ძირითად მიმართულებამდე დავიყვანოთ. მკვლევართაგან ერთნი რუსული ძველმოწესეობრივ მოძრაობას სოციალურ-პოლიტიკურ მოძრაობად მიიჩნევენ. ასეთი შეხედულება პირველად გამოთქვა ყაზანის სასულიერო აკადემიის პროფესორმა ა. პ. შაპოვმა თავის ნაშრომში "Земство и раскол", სადაც ძველმოწესეთა მოძრაობას მთელი სახელმწიფოს, ანუ როგორც სამოქალაქო, ასევე საეკლესიო წყობის წინააღმდეგ მიმართულ სახალხო ოპოზიციად ახასიათებს (Щапов А. П. Земство и раскол.— СПб., 1862. — с. 28). რაც შეეხება რელიგიურ პრინციპებს, რომელთაც ძველმოწესეები ქადაგებენ, ა. პ. შაპოვის აზრით, მხოლოდ გარეგნული შირმაა, რომელსაც არანაირი კავშირი არა აქვს რელიგიასთან. შაპოვის აზრს იზიარებდნენ და ავითარებდნენ ნ. ი. არისტოვი, ვ. ბ. ანდრეევი, ნ. ი. კოსტომაროვი.
სხვა მკვლევართა აზრით, ძველმოწესეობრვი მოძრაობა უპირველეს ყოვლისა რელიგიურ-საეკლესიო მოძრაობაა, რომლისთვისაც უცხო არ არის სოციალურ-პოლიტიკური მიზანსწრაფვანი, თუმცა ეს არ არის ამ მოძრაობის უმთავრესი და განმაპირობებელი ფაქტორები. ასეთ შეხედულებას იზიარებდნენ პ. ს. სმირნოვი, ე. ე. გოლუბინსკი, ნ. ფ. კაპტერევი, ვ. ო. კლუჩევსკი.
XVII საუკუნის რუსეთის მართლმადიდებლურ ეკლესიაში ძველმოწესეობრივი მოძრაობის ისტორიულ წანამძღვრებად უნდა ვაღიაროთ:
1) რუსი ხალხის ძლიერი მიდრეკილება ქრისტეანული რელიგიის საწესჩვეულებო მხარისადმი, რომელსაც ზოგჯერ დოგმატური უცვალებლობასაც კი ანიჭებდნენ (რაც გამოწვეულია არასაკმარისი განათლებით).
2) რუსების შეხედულება საკუთარ თავზე (განსაკუთრებით ბერძნების მიერ ფლორენციის უნიის (1439წ.) და თურქების მიერ ბიზანტიის დაპყრობის (1453წ.) შემდეგ), როგორც მთელ მსოფლიოში მართლმადიდებლობის ყველაზე უბიწოდ და დაუზიანებლად დამცველთა შესახებ (შედეგად, ყოველივე, რაც რუსულ ეკლესიას გააჩნია წმიდაა და ხელუხლებელი უნდა იყოს).
3) XVI-XVII საუკუნის რუსეთში ესქატოლოგიური შეხედულებების გავრცელება, რომლის თანახმადაც რუსული მართლმადიდებლობის დაცემის შემდეგ დასავლეთიდან მოვა ანტიქრისტე, რადგან "ორი რომი (რომი და კონსტანტინოპოლი) დაეცა, მესამე (მოსკოვი) დგას, მეოთხე რომი კი უკვე აღარ იქნება" ("Два Рима (Рим и Константинополь) падóша, третий (Москва) стоѝт, а четвертому не бывать").
უშუალო მიზეზებად, რომლებმაც ძველმოწესეთა მოძრაობა გამოიწვიეს, აუცილებელია ვაღიაროთ:
რუსულ ძველმოწესეობრივ მოძრაობასთან და მის აღმოცენებასთან დაკავშირებით არსებობს მრავალგვარი, ზოგჯერ დიამეტრალურად ურთიერთსაწინააღმდეგო შეხედულება, რომლებიც, შეიძლება ორ ძირითად მიმართულებამდე დავიყვანოთ. მკვლევართაგან ერთნი რუსული ძველმოწესეობრივ მოძრაობას სოციალურ-
სხვა მკვლევართა აზრით, ძველმოწესეობრვი მოძრაობა უპირველეს ყოვლისა რელიგიურ-
XVII საუკუნის რუსეთის მართლმადიდებლურ ეკლესიაში ძველმოწესეობრივი მოძრაობის ისტორიულ წანამძღვრებად უნდა ვაღიაროთ:
1) რუსი ხალხის ძლიერი მიდრეკილება ქრისტეანული რელიგიის საწესჩვეულებო მხარისადმი, რომელსაც ზოგჯერ დოგმატური უცვალებლობასაც კი ანიჭებდნენ (რაც გამოწვეულია არასაკმარისი განათლებით).
2) რუსების შეხედულება საკუთარ თავზე (განსაკუთრებით ბერძნების მიერ ფლორენციის უნიის (1439წ.) და თურქების მიერ ბიზანტიის დაპყრობის (1453წ.) შემდეგ), როგორც მთელ მსოფლიოში მართლმადიდებლობის ყველაზე უბიწოდ და დაუზიანებლად დამცველთა შესახებ (შედეგად, ყოველივე, რაც რუსულ ეკლესიას გააჩნია წმიდაა და ხელუხლებელი უნდა იყოს).
3) XVI-
უშუალო მიზეზებად, რომლებმაც ძველმოწესეთა მოძრაობა გამოიწვიეს, აუცილებელია ვაღიაროთ:
1. საეკლესიო რეფორმის საღვთისმეტყველო არსის უცოდინრობა, როგორც პატრიარქ ნიკონის, ასევე მისი მოწინააღმდეგეების მხრიდან.2. საღვთისმსახურებო წიგნების გასწორების არასწორი მეთოდი და საეკლესიო ჩვეულებათა გასწორება პატრიარქ ნიკონის დროს.3. ამ რეფორმაში ზოგიერთი ბერძენი იერარქის მონაწილეობა, რომლებიც რუსული ეკლესიის რეფორმირების მეშვეობით ცდილობდნენ რუსი საზოგადოების თვალში აღედგინათ ბერძნული ეკლესიის დაცემული ავტორიტეტი, რომელიც საკმაოდ შეირყა ფლორენციის უნიის შემდეგ.
როდესაც პატრიარქი ნიკონი მისი თანამედროვე ბერძნული ნიმუშებით ცვლიდა რუსულ საეკლესიო ჩვეულებებსა და წეს-
აქედან კი მივიღეთ ძველი რუსული საეკლესიო გადმოცემების ნაჩქარევი და სასტიკი, საღვთისმეტყველო თვალსაზრისით უსაფუძვლო და სრულიად არასაჭირო, თავისი შედეგებით კი საეკლესიო ერთობის დამარღვეველი რეფორმა.
1653 წელს, დიდი მარხვის წინ, პატრიარქმა ნიკონმა გასცა სამი თითით პირჯვრისწერის განკარგულება, რომლის მიხედვითაც ამიერიდან მორწმუნეებს პირჯვარი უნდა გადაეწერათ მარჯვენა ხელის პირველი სამი თითით, როგორც აკეთებდნენ ამას იმდროინდელი ბერძნები.
პატრიაქმა თავისი ამ ერთპიროვნული ბრძანებით ფაქტობრივად გააუქმა 1551 წლის ასმუხლიანი კრების დადგენილება, რომელიც ყველა რუს მართლმორწმუნეს პირჯვრისწერას მხოლოდ ორი თითით (საჩვენებელითა და შუათითით) ავალდებულებდა. ამ გარემოებით შეშფოთებულმა ზოგიერთმა სასულიერო პირმა, რომელიც შემდეგ ძველმოწესეთა მოძრაობას ჩაუდგა სათავეში, თავისი პროტესტი გამოთქვა ამ განკარგულების მიმართ. დეკანოზი ამბაკუმი, რომელიც გრძნობდა განსაცდელის მოახლოებას, წერდა: "Мы сошедшеся со отцы, — пишет в связи с этим протопоп Аввакум в своем «Житии», — задумалися; видим, яко зима хошет быти: сердце озябло, и ноги задрожали" (Пустозерский сборник. Афтографы сочинений Аввакума и Епифания. — Л., 1975. — с. 23). ორი თითის დასაცავად დეკანოზებმა ამბაკუმმა და დანიელმა დაწერეს ტრაქტატი და მეფე ალექსი მიხეილის ძეს გაუგზავნეს.
გადააწყდა რა ოპოზიციას, პატრიარქმა ნიკონმა საეკლესიო წიგნების შესწორებისა და საწესჩვეულებო ცვილებების საქმეში გადაწყვიტა დაყრდნობობდა მის მიერ 1654 და 1656 წელს მოწვეულ კრებათა ავტორიტეტს. 1654 წლის კრებამ გამოიტანა დადგენილება საღვთისმსახურებო წიგნთა შესწორების აუცილებლობის შესახებ. კრების დადგენილებით წიგნების შესწორება უნდა ეწარმოებინათ ძველსლავური ხელნაწერებისა და ძველბერძნული წიგნების მიხედვით.
მის მიერ დაწყებული რეფორმის გამართლების სურვილით, პატრიარქმა ნიკონმა 1654 წელს, კონსტანტინოპოლის პატრიარქ პაისის გაუგზავნა სიგელი, საეკლესიო-
თავის პასუხში პატრიარქმა პაისიმ გამოხატა საკმაოდ ფხიზელი და ფრთხილი შეხდულება საღვთისმსახურებო და საეკლესიო-
"თუ ისე მოხდება, რომ რომელიმე ეკლესია განსხვავდება მეორე ეკლესიისგან გარკვეული წყობით ან წესით, რომელიც არაუმთავრესია და არაარსებითია სარწმუნოებისთვის, ან ისეთი ჩვეულებით, როგორიცაა მაგალითად, ლიტურგიის დაწყების დრო, ან საკითხი იმის შესახებ თუ რომელი თითებით უნდა აკურთხო მღვდელმა ერი და ა. შ. ეს არ უნდა გახდეს გაყოფის საბაბი, თუკი შენარჩუნდება ერთი და იგივე სარწმუნოება... არც ახლა უნდა ვიფიქროთ, რომ თითქოსდა ირყვნება ჩვენი მართლმადიდებლობა თუკი ვინმეს გააჩნია განსხვავებული, მაგრამ სარწმუნოებრივი თვალსაზრისით არაარსებითი ჩვეულებანი, მთავარია კათოლიკე ეკლესიასთან ერთობა გვქონდეს უმთავრეს საკითხებში".
სამწუხაროდ, პატრიარქმა ნიკონმა არავითარი მნიშვნელობა არ მიანიჭა პატრიარქ პაისის სიგელს და მაინც გააგრძელა დაწყებული საქმე საეკლესიო წესჩვეულებათა და განგებათა ცვლილებების საქმეში. საწესჩვეულებო საკითხის გასარკვევად და მის მიერ დაწყებული საქმის გასამართლებლად პატრიარქმა ნიკონმა მიმართა მოსკოვში, 1655 წელს ჩამოსულ ანტიოქიელ პატრიარქ მაკარის, სერბ პატრიარქ გაბრიელს და სხვა ბერძენ იერარქებს, რომლებიც ღვთისმსახურებაზე რუსებს არწმუნებდნენ, რომ მართლმადიებელმა ქრისტეანმა პირჯვარი უნდა გადაიწეროს პირველი სამი თითით, ხოლო ის, ვინც პირჯვარს გადაიწერდა ორი თითით, ვითომცდა ბაძავდა ერეტიკოსებს და უნდა ყოფილიყო ანათემირებული. ამ ავტორიტეტების მხარდაჭერით, პატრიარქმა ნიკონმა 1656 წელს მოიწვია კრება, რომელზეც დააწესა, რომ ამიერიდან ყველა რუს მართლმადიდებელ ქრისტეანს პირჯვარი უნდა დაეწერა სამი თითით, ხოლო ვინც პირჯვრის საწერად გამოიყენებდა ორ თითს, განიკვეთებოდა ეკლესიიდან და იქნებოდა შეჩვენებული.
კრებით დადგენილებაში ნათქვამი იყო: "ამიერიდან, ვინც საღ გონებაზეა და პირჯვარს არ გადაიწერს მარჯვენა ხელის პირველი სამი თითით, რითაც განუყოფელი და ერთარსება წმიდა სამება გამოიხატება, არამედ ეკლესიისთვის მიუღებელი წესით პატარა თითებს შეართებს დიდთან (იგულისხმება ცერის, ნეკის და არათითის შეერთება -
1656 წლის კრებაზე წარმოთქმულ სიტყვაში, პატრიარქმა ნიკონმა პირდაპირ განაცხადა, რომ ორი თითით "არასწორად გამოიხატება წმიდა სამებისა... და განკაცების საიდუმლო" (Там же, — с. 192-
ორი თითით პირჯვრისწერის გარდა, რომელიც სამი თითით პირჯვრისწერით შეცვალეს, პატრიარქ ნიკონის რეფორმების შედეგად შეცვლილ იქნა სხვა საეკლესიო წესებიც. იმ დროს, მრავალ რუს მორწმუნეს, რომელიც ძლიერ იყო დაკავშირებული ქრისტეანული რელიგიის გარეგნულ მხარესთან, ეს საწესჩვეულებო ცვლილებები თვით მართლმადიდებლური რწმენის ღალატის ტოლფარდოვნად ეჩვენებოდა. ამით აიხსნება პატრ. ნიკონის საწესჩვეულებო რეფორმისადმი მათი მძაფრი პროტესტი.
პროტესტის არანაკლები ქარცეცხლი დაატყდა პატრიარქ ნიკონს წიგნების შესწორების საქმეშიც. ამის მიზეზი იყო არა თვით წიგნების შესწორება, რაც მოსკოვში პატრიარქ ნიკონამდეც არაერთხელ უწარმოებიათ, არამედ ის, რომ 1654 წლის კრების დადგენილებისავე საპირისპიროდ, მოსკოვში ნაბეჭდ წიგნებს ასწორებდნენ ახალბერძნული და კიევში გამოცემული წიგნების მიხედვით, რომლებიც რუს მორწმუნეთა შორის ნდობით არ სარგებლობდა.
"თავისთავად, საღვთისმსახურებო წიგნების შესწორება ნაბეჭდი წიგნების მიხედვით, -
ბერძნული საღვთისმსახურებო წიგნები, რომლებიც ნიმუშად აიღო ნიკონმა რუსული საღვთისმსახურებო წიგნების შესწორების საქმეში, უპირატესად დაბეჭდილი იყო ვენეციის ლათინურ ტიპოგრაფიებში, რადგან თურქების მონობის ქვეშ მყოფ ბერძნებს საკუთარი ტიპოგრაფიები არ გააჩნდათ. ბერძნული წიგნების ასეთი წარმომავლობა მრავალ რუს მორწმუნეში იწვევდა უნდობლობას მათდამი, რომლებიც ეჭვობდნენ, რომ ლათინებს, რომლებიც წიგნებს უბეჭდავდნენ ბერძნებს, შეეძლოთ დაემახინჯებინათ მათი შინაარსი და თავიანთი "მწვალებლობები" შეეტანათ მათში. შედეგად, ბერძნული წიგნების მიხედვით რუსული წიგნები კი არ სწორდებოდა, არამედ ფუჭდებოდა და ირყვნებოდა.
საღვთისმსახურებო წიგნების შესწორების საქმეში არსენ ბერძენის მონაწილეობამ, რომელიც გამოაშკარავებული იეზუიტი იყო, და კატეგორიულმა მოთხოვნამ ხმარებიდან ამოეღოთ ძველი საღვთისმსახურებო წიგნები და მათ ნაცვლად მხოლოდ ახალი გამოცემებით ემსახურათ -
სანამ ნიკონს საპატრიარქო საყდარი ეპყრა, მის მიერ წარმოებული რეფორმის საწინააღმდეგო პროტესტს არ გააჩნდა ფართო მასშტაბი, რადგან პატრიარქის ძალაუფლებით იყო დათრგუნული. 1658 წელს, პატრიარქმა ნიკონმა, მეფე ალექსისთან განხეთქილების შემდეგ, თვითნებურად დატოვა საპატრიარქო ტახტი, რამაც კიდევ უფრო გაართულა ვითარება. ძველმოწესეობის წინამძღოლებმა (ამბაკუმმა, ლაზარემ და სხვებმა) დაიწყეს პატრიარქ ნიკონის რეფორმის ენერგიული კრიტიკა და მოითხოვეს მისი შეწყვეტა. რუს მღვდელმთავართაგან ბევრი არ თანაუგრძნობდა პატრ. ნიკონის გრეკოფილურ გატაცებებს, მაგრამ საეკლესიო რეფორმა არ იყო მხოლოდ პატრიარქ ნიკონის პირადი, კერძო საქმე, ამიტომაც საღვთისმსახურებო წიგნების გასწორება და საეკლესიო წეს-
პატრიარქ ნიკონის საქმესთან დაკავშირებით მოსკოვში, 1666-
უნდა აღინიშნოს, რომ მოსკოვის 1667 წლის კრებამ ასეთი გადაწყვეტილება მიიღო არა მარტო იმიტომ, რომ ძველმოწესეები ეკლესიას ადანაშაულებდნენ ნიკონიანურ სიახლეთა მიღებასა და მართლმადიდებლობის სიწმიდიდან გადახვევაში, თანაც თავიანთი "ბობოქრობით" აქეზებდნენ ხალხსაც და ამბობდნენ: "ეკლესია ეკლესია აღარ არის, მღვდელმთავრები აღარ არიან მღვდელმთავრები და არც მღვდლები არიან მღვდლები", არამედ იმიტომაც, რომ კრება ძველმოწესეებს უყურებდა როგორც ერეტიკოსებს. ამის დასტურს ვპოულობთ 1667 წლის კრების "საქმეებში", სადაც ორი თითით პირჯვრისწერის წესთან დაკავშირებით სიტყვა სიტყვით ნათქვამია შემდეგი: "Всем убо явленно есть, яко исповедаше во Святой Троице неравенство, яко ариане, и несториане, и духоборцы, и аполинариане и прочие проклятии еретицы" (Деяния московских Соборов 1666 и 1667 годов. М., 1881., с. 32).
მოსკოვის 1667 წლის კრების ანათემა საბედისწერო გახდა: ერთიანი რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესია ორად გაიხლიჩა! არადა ეს სამწუხარო მოვლენა რუსეთის ეკლესიაში შესაძლოა არც მომხდარიყო...
____________________________________________
ქვეყნდება შემდეგი გამოცემის მიხედვით: Протоиерей ИОАНН (Белевцев), профессор ЛДА, магистр богословия. Русский церковный раскол в XVII столетии. // Тысячелетие крещения Руси. Международная церковная научная конференция «Богословие и духовность». Москва 11-