ნატალია მიხაილოვა
პაისი ლიგარიდი - რომის პროპაგანდის დაქირავებული აგენტი
ნაშრომიდან: "წყალობითა ღვთისათა პატრიარქი". ნაწილი 2
პაისი ლიგარიდი -
ნაშრომიდან: "წყალობითა ღვთისათა პატრიარქი". ნაწილი 2
წინამდებარე სტატიაში შეერთებულია ნატალია მიხაილოვას წიგნის "წყალობითა ღვთისათა პატრიარქი" ორი თავი: "რომის პროპაგანდის დაქირავებული აგენტი" და "პატრიარქ ნიკონის გასამართლების არაკანონიკურობა". ამ თავებში კარგად ჩანს, რომ თვით ახალმოწესე ისტორიკოსებიც კი აღიარებენ 1667 წლის კრების ცდომილებას. სწორედ ამ კრებაზე, რომელსაც თავმჯდომარეობდა ლათინობის აგენტი, მართლმადიდებლობიდან მოკვეთილი და მამათმავალი პაისი ლიგარიდი, გაიკიცხა და დაიგმო ძველი საეკლესიო გადმოცემა და მისი მიმდევრები (რომელთაც შემდგომში "სტაროვერები" ეწოდათ). ამავე კრებაზე გასამართლდა პატრ. ნიკონი. მრავალ ჩვენს თანამემამულეს წარმოდგენაც არა აქვს თუ ვინ ასამართლებდნენ ძველმოწესეებს და თუნდაც პატრიარქ ნიკონს. იმ მასალების მიხედვით, რომელსაც ისტორიოგრაფია გვაძლვს, თავისუფლად შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ ეს იყო ყაჩაღთა კრება, რომელმაც ყოველი საეკლესიო პრინციპებისა და კანონების დარღვევით დაგმო მართლმადიდებლობა და რუსეთის ეკლესია რეფორმებისა და რევოლუციების გზას შეუყენა. ამაოდ როდი ამბობდა ცნობილი დისიდენტი ა. სოლჟენიცინი: "რომ არა პატრიარქ ნიკონის რეფორმა, რუსეთში რევოლუცია არ მოხდებოდა".
ალბათ დადგება დრო, როდესაც მართლმადიდებელი ქრისტეანები, ისინი, ვინც განხეთქილებაში არიან ძველმართლმადიდებლობასთან, შეიგნებენ მთელ ტრაგიზმს მათი ყოფისა; მთელ ტრაგიზმს იმ სიცრუისა, რომელშიც საუკუნეებია იმყოფებიან და გადააფასებენ იმ ისტორიულ მოვლენებს, რომლებმაც მართლმადიდებლობის რღვევას მისცეს დასაბამი და რომელმაც მოუმზადა გზა აპოსტასიას (განდგომილებას).

მთარგმნელისგან
ლიგარიდის შესახებ ბიოგრაფიული ცნობები, რომის პროპაგანდის არქივების მიხედვით, შეკრიბა იეზუიტმა მღვდელმა პირლინგმა და მანვე გამოაქვეყნა ის XIX საუკუნეში. სხვა სწავლულმა კათოლიკემ, ტეინერმა, 1859 წელს გამოაქვეყნა ნუნციატურის არქივში დაცული, პაპის ნუნცისა და დომინიკანელ მღვდელ შირეცკისადმი, ლიგარიდის მიერ პოლონეთში მიწერილი წერილები. მრავალი დოკუმენტია დაცული რუსულ არქივებშიც; მათი უდიდესი ნაწილი გამოქვეყნებულია რუსი ისტორიკოსის ნ. გიბენეტის წიგნში "Историческое исследование дела Патриарха Никона" ("პატრიარქ ნიკონის საქმის ისტორიული კვლევა").
ლიგარიდი დაიბადა 1612 წელს კუნძულ ხიოსზე. ამ კუნძულის ბინადართა შესახებ საკმაოდ საინტერესო ცნობას ვხვდებით ელიზე რეკლიუს თხზულებაში "დედამიწა და ადამიანები": "ხიოსელი ბერძნები ყოველთვის გამოირჩეოდნენ მერკანტილური გენიით... სხვა ბერძნები გაურბიან ამ თანატომელებს, რომლებიც იმდენად მოხერხებულნი არიან, რომ მათზე ხშირად ამბობენ, ისინი უფრო რომელიმე ებრაული ან ფინიკიური კოლონიის შთამომავლები არიანო, ვიდრე ბერძნების; ხიოსელებს ნამდვილად ახასიათებთ ერთგვარი სემიტიზმი... ებრაელთა მსგავსად, ხიოსელები გაურბიან უცხოტომელებთან ან სხვა კუნძულელ ელინებთან ქორწინებას... გაიძვერა და შემპარავი ხიოსელები, ამავე დროს ძალზედ დახელოვნებულნი არიან პატივისა და თბილი სავარძლების მოპოვებაში".
ხიოსის მკვიდრი, პანტელეიმონ ლიგარიდი, 13 წლისა შევიდა რომის წმ. ათანასეს სახელობის იეზუიტურ კოლეგიაში და დაამთავრა იგი 1636 წელს. სამი წლის შემდეგ (ანუ 1639 წ.) ლიგარიდს ხელი დაასხეს დიაკვნად, მოგვიანებით კი უნიატმა მიტროპოლიტმა რაფაელ კორსაკმა მღვდლობაც კი მიუბოძა მას. 1641 წელს კათოლიკური სარწმუნოების პროპაგანდის კონგრეგაცია ლიგარიდს აგზავნის მისიონერად ჯერ კონსტანტინოპოლში, შემდეგ კი მოლდავეთსა და ვალახეთში.
ხიოსელებისთვის დამახასიათებელი გაიძვერობით ლიგარიდმა მოახერხა იერუსალიმის მართლმადიდებლური პატრიარქის მოტყუება, რომელმაც 1651 წელს ლიგარიდი, პაისის სახელწოდებით, ბერად აღკვეცა, ერთი წლის შემდეგ კი ღაზის მიტროპოლიტადაც დაასხა ხელი, სადაც, სხვათა შორის, ლიგარიდი არასოდეს ყოფილა. დროთა განმავლობაში მართლმადიდებელ პატრიარქთა ყურამდეც მივიდა ცნობა იმის შესახებ, რომ ლიგარიდი იყო ფარული კათოლიკე (ლათინი), რომელმაც სამღვდლო ხარისხი მიიღო არამართლმადიდებელი ეპისკოპოსისგან. გარდა ამისა, ცნობილი გახდა ლიგარიდის სოდომური მიდრეკილებაც (ლიგარიდი მამათმავალი აღმოჩნდა), ამიტომაც ის უნდა დაქვემდებარებოდა სასულიერო პატივის აყრასა და ეკლესიისგან განკვეთას.
1660 წელს ლიგარიდი მიტროპოლიტის კათედრიდან ჩამოამხო და ეკლესიიდანაც მოიკვეთა იერუსალიმის პატრიარქმა ნექტარიოსმა (პატრ. პაისის მემკვიდრემ). მიუხედავად ამისა, ლიგარიდი თავს მაინც ღაზის მიტროპოლიტს უწოდებდა და როგორც რომის პროპაგანდის აგენტი აღმოსავლეთში, შესაბამის ანაზღაურებასაც ღებულობდა. ღაზის მიტროპოლიტის სტატუსით ჩავიდა ის პოლონეთში, სადაც ორი წელიწადი იმსახურა ლათინურ კოსტელში. აქ, პაპის ნუნცთან შეთანხმებით, მეფე იოანე კაზიმირისა და დომინიკანელი მღვდლის შირეცკისგან მიიღო მოსკოვში გამგზავრების დავალება.
ლიგარიდი მოსკოვში ჩავიდა 1662 წელს, 1660 წლის სამღვდელმთავრო კრებიდან ორი წლის შემდეგ. მალე კიდევ ერთი კრების მოწყობა დაიგეგმა, სადაც უკვე ოთხივე პატრიარქი უნდა მოეწვიათ. მოსკოვში ჩამოსული ლიგარიდი, რომელიც ცნობილი იყო როგორც ღვთისმეტყველი და ავტორიტეტული საეკლესიო მოღვაწე, მოსკოვში ხელგაშლილად მიიღეს. მას დაევალა აღმოსავლელ პატრიარქებთან მიმოწერა და მოსკოვში, ძალიან მალე, დიდი ზეგავლენაც მოიპოვა. 1663 წლის მომდევნო სამღვდელმთავრო კრებაზე ის უკვე თავმჯდომარეობდა, მონაწილეობდა ახალ ეპისკოპოსთა, იღუმენთა და არქიმანდრიტთა ხელდასხმასა და ერთი კათედრიდან მეორე კათედრაზე მათ გადაადგილებაშიც.

ამ დროისთვის პატრიარქმა ნიკონმა უკვე იცოდა, რომ ლიგარიდი იყო ეკლესიიდან განკვეთილი ლათინი მწვალებელი და სოდომიტი. ამის შესახებ მას ამცნეს სხვა ბერძნებმა. ნიკონი აფრთხილებდა მეფეს, მაგრამ ამაოდ, რის გამოც 1663 წელს გადაწყვიტა მიემართა კონსტანტინოპოლის პატრიარქ დიონისესთვის და საქმის მთელი ვითარება აღეწერა. სხვათა შორის ის წერდა: "მეფის აღმატებულებამ საკუთარი განკარგულება სამღვდლო ხარისხზე მაღლა დააყენა, რათა უკვე აღარ იღებდნენ ჩემგან კურთხევას; მოიწვია კრება და ამ კრებაზე, ღმრთის სჯულის ავლით, ღაზის მიტროპოლიტის კურთხევით ნოვგოროდში კრუტიცკელი მიტროპოლიტი პიტირიმე დაინიშნა... სხვა ეპარქიებში კი სხვა ეპისკოპოსები განაწესეს".
ამის შემდეგ, მხედველობაში ჰქონდა რა მისთვის და პატრიარქ დიონისესთვის ცნობილი ფაქტი ლიგარიდის ეკლესიისგან განკვეთისა, პატრიარქი ნიკონი წერს: "ამ უსჯულო კრების გამო რუსეთში აღმოსავლეთის ეკლესიასთან ერთობა შეწყდა და განიდრიკნენ ყოველნი თქვენი კურთხევისგან, საკუთარ წიაღში კი რომის კოსტელის თესლი ჩაინერგა".
ასე აფასებდა პატრიარქი ნიკონი რუსეთის საეკლესიო ცხოვრებაში ეკლესიისგან განკვეთილი და პატივაყრილი ლიგარიდის მოღვაწეობას. მაგრამ მისმა სიგელმა პატრიარქ დიონისემდე ვერ მიაღწია: ის მეფის ბრძანებით ხელთ ჩაიგდეს და 1666 წლის კრებაზე საჯაროდ წაიკითხეს. კრებას აღმოსავლეთის ოთხი პატრიარქიდან ორი ესწრებოდა და ორივემ კარგად უწყოდა, რომ ლიგარიდი განკვეთილი იყო. მიუხედავად ამისა, იცრუეს და განაცხადეს, რომ ლიგარიდი ჭეშმარიტად მართლმადიდებელი მიტროპოლიტი იყო. მეტიც, პატრიარქ ნიკონის მიერ პატრიარქ დიონისესადმი მიწერილი სიგელი გახდა მიზეზი ერთ ერთი უმძიმესი ბრალდებისა, კერძოდ იმისა, რომ მან (ნიკონმა) "ყველა მართლმადიდებელ ქრისტეანს მწვალებლები უწოდა, ცილს სწამებდა საკუთარ სამწყსოს და ირწმუნებოდა, რომ თითქოსდა ყველა, დიდიან-პატარიანად, რომის პაპის სწავლებას შეუდგა". ამით ის დაუქვემდებარეს კანონს, რომელიც განიკითხავს საკუთარი სამწყსოს შემარცხვენელ ეპისკოპოსს. ასეთი პირები უნდა დაემხონ და სიკვდილითაც კი უნდა დაისაჯონ. სასამართლოზე პატრიარქმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ლიგარიდი განკვეთილი და შეჩვენეული იყო, რომ მას არ გააჩნია ხელდასხმის სიგელი და, რომ "ყოველივე ამას ის მართლმადიდებელ ქრისტეანებზე კი არა, ღაზის ყოფილ მიტროპოლიტზე წერდა".
1853 წელს გამოქვეყნდა დოკუმენტები ვატიკანის არქივებიდან, რომელთაგან ცხადი შეიქნა, რომ ლიგარიდი არა მარტო ეკლესიიდან განკვეთილი და შეჩვენეული მწვალებელი იყო, არამედ ნამდვილად ემსახურებოდა რომის პროპაგანდის კონგრეგაციას, ღებულობდა მისგან ყოველწლიურ ანაზღაურებას და ეკლესიის ვატიკანთან უნიისკენ მიდრეკას ცდილობდა. ეს უკანასკნელი ვითარება, ცხადია, პატრიარქ ნიკონისთვის უცნობი იყო, მაგრამ ცნობილი უნდა ყოფილიყო იგი XIX-XX საუკუნის მეცნიერთათვის, რომლებიც რატომღაც თავიანთ თხზულებებში ხშირად იმოწმებდნენ ციტატებს ლიგარიდის "ისტორიიდან", ზოგჯერ კი აღიარებდნენ მის გაიძვერობასაც, ეშმაკობასაც და უნარს პატივისა და თბილი სავარძლების მოპოვებისა". ამ წმინდად ეთნოგრაფიული თვისებების უკან კი საქმის არსის დანახვა არ სურდათ. არადა მას აშკარად მკრეხელური ხასიათი გააჩნდა. როგორც მ. ვ. ზიზიკინი წერს, პატრიარქ ნიკონის საქმეს წყვეტდა "გაყიდულ პატრიარქთა მოქრთამული კრება, რომელთაც ხელმძღვანელობდა არა ძიება და საქმის დეტალების გამოკვლევა, არამედ სულგაყიდული ბერძენი-ლათინი, მართლმადიდებლობიდან გაძევებული მიტროპოლიტი, რომელსაც რუსეთის პატრიარქის საყდრის მისაკუთრება სურდა" (რათა უფრო ადვილად დაემკვიდრებინა უნია).
საეკლესიო კანონების თვალთახედვით, ნიკონის გამსამართლებელი კრების შემადგენლობა არაკანონიერი იყო. სასამართლომ არ შეისწავლა საქმის არსი და მთავარ საკითხში (კათედრის დატოვება) ბრალდებულის განმარტებაც კი არ მოისმინა; ბრალდებულის მხრიდან არც ერთი მოწმე არ დაკითხა (ყველა მათგანი წინასწარ გადასახლებულნი იყვნენ); ბრალდების პუნქტთა უმეტესობა (სულ 17) წამოყენებულ იქნა თვით სასამართლოს პროცესში.
აქ შეუძლებელია პატრიარქის გასამართლების ყველა პერიპეტიების დამოწმება. შევჩერდებით მხოლოდ სასამართლოს შემადგენლობაზე. როგორ უკვე ითქვა, ოთხი აღმოსავლელი პატრიარქიდან, რომელთაც პატრიარქი ნიკონი უნდა გაესამართლებინათ, მხოლოდ ორი ჩამოვიდა: ალექსანდრიელი პაისი და ანტიოქიელი მაკარი. მათთან დაკავშირებით მნიშვნელოვანია აღინიშნოს ორი ვითარება:
1) სასამართლოს დროს მათ არ შეეძლოთ ყოფილიყვნენ პატრიარქის გამსამართლებელნი, რადგან იმ დროს თვითონვე იყვნენ დამხობილნი საკუთარი კათედრებითან (ზუსტად ამ კრებაზე მონაწილეობის გამო) კონსტანტინოპოლის პატრიარქ პართენის და მასთან სოლიდარული ბერძენი მღვდელმთავრების მიერ.
2) მაკარი და პაისი მოქრთამა მოსკოვის მთავრობამ. მათი მოქრთამვა ზუსტად არის დამტკიცებული პროფესორ კაპტერევთან, რომელიც ქრთამის რაოდენობასაც აღნიშნავს.
გარდა ამისა, თვით კრებაზე, ამ პატრიარქებმა უკიდურეს შემთხვევაში ორჯერ მაინც იცრუეს: ჯერ არწმუნეს პატრიარქ ნიკონს, რომ გააჩნდათ ორი დანარჩენი პატრიარქის (ანუ მათი დამამხობელი პართენისა და ეკლესიიდან ლიგარიდის მომკვეთი ნექტარიოსისა) უფლებამოსილება, შემდეგ კი არწმუნეს კრება, რომ ლიგარიდი არავის მოუკვეთია ეკლესიისგან.
როგორც მოვლენათა შემდგომი განვითარებისგან დავინახავთ, ნიკონის გამსამართლებელი პაისი და მაკარი ჯერ კიდევ ლიგარიდის მიერ იყვნენ ჩაბმულნი უნიის შესახებ მოლაპარაკებებში და ერთი პერიოდი იხრებოდნენ კიდევაც უნიისკენ.
ასეთები იყვნენ მთავარი მსაჯულნი. ლიგარიდის გარდა, კრებას კიდევ შვიდი უცხოელი ეპისკოპოსი ესწრებოდა, მაგრამ ისინი მოსკოვში აღმოჩნდნენ საკუთარი საქმეების გამო და ჩამოსულები იყვნენ "მოწყალების სათხოვად და არა კრებაზე კანონიკური საკითხების განსახილველად, რომელიც ოთხი ადგილობრივი პატრიარქისგან უნდა მიეღოთ".
კრებას ასევე ესწრებოდა 14 რუსი ეპისკოპოსი, რომელთაგან ექვსმა ხელდასხმა და კათედრა ეკლესიისგან განკვეთილი ლიგარიდისგან მიიღო, ხოლო რვა ეპისკოპოსი ნიკონისგან ხელდასხმული გახლდათ.
სასულიერო დასის გარდა, ზოგიერთ სხდომას ესწრებოდა თვით მეფე ალექსი მიხეილის ძე და იგივე დიაკვნები და თავად-აზნაურები, რომლებიც მანამდე, მთელი რვა წლის განმავლობაში ასმენდნენ პატრიარქს. 1666 წლის 12 დეკემბრის ბოლო სხდომაზე მაკარიმ და პაისიმ ჰკითხეს ბერძენ ეპისკოპოსებს: "როგორ სასჯელს იმსახურებს ნიკონი, რომელმაც გაქელა საღმრთო კანონები და რომელიც ამდენ მკვლელობაშია ბრალდებული (იგულისხმება ეპისკოპოს პავლე კოლომნელისა და სიტინის საქმესთან დაკავშირებული გლეხის მკვლელობა) და რომელმაც თავისი პატრიარქობის პერიოდში მრავალი ძარცვა და უსამართლობა ჩაიდინა?"
ბერძენმა ეპისკოპოსებმა უპასუხეს: "კანონიკურად, ის უნდა დაემხოს და წაერთვას მღვდელმსახურების უფლება".
ამ შეკითხვას რუსმა ეპისკოპოსებმაც უპასუხეს: "დე, დაემხოს ნიკონი, რადგან მას მრავალი დანაშაული აქვს ჩადენილი".
ასე გამოუტანეს განაჩენი პატრიარქ ნიკონს, მასთან ერთად კი ეკლესიის დამოუკიდებლობას. კრების შემდგომი საქმე დაკავშირებული იყო ახალი პატრიარქის, იოასაფ II არჩევასთან. შემდეგ კრებამ დაამტკიცა ძველ საეკლესიო წიგნებთან და წესებთან დაკავშირებული ღონისძიებების მართებულობა (მათში პატრ. ნიკონის მონაწილეობის აღიარების გარეშე).
ჯერ კიდევ 120 წლის წინათ ვ. პალმერი ჭვრეტდა 1667 წლის კრების საშინელ შედეგებს და ამბობდა: "დაეუფლება თუ არა რუსეთს გერმანული მატერიალიზმი დ ბოლოს და ბოლოს თვით ქრისტეანობის სახელით დადგება თუ არა აპოსტასია?"
და რა ხდება ახლა? "რომის პროპაგანდა" მართლმადიდებელ რუსეთში აგზავნის უკვე არა ცალკეულ ემისრებს, არამედ ათეულობით ლიგარიდებს, რომელთაგან ზოგი მართლმადიდებელი მღვდელმთავარია. ისინი ქადაგებენ "ქრისტეანული რადიომაუწყებლობიდან", გამოსცემენ ჟურნალებსა და გაზეთებს; მოსკოვში პაპის ნუციც კი გამოჩნდა. ასე, რომ სახეზეა უნიის მიღწევის მორიგი მცდელობა.
ამის შემდეგ, მხედველობაში ჰქონდა რა მისთვის და პატრიარქ დიონისესთვის ცნობილი ფაქტი ლიგარიდის ეკლესიისგან განკვეთისა, პატრიარქი ნიკონი წერს: "ამ უსჯულო კრების გამო რუსეთში აღმოსავლეთის ეკლესიასთან ერთობა შეწყდა და განიდრიკნენ ყოველნი თქვენი კურთხევისგან, საკუთარ წიაღში კი რომის კოსტელის თესლი ჩაინერგა".
ასე აფასებდა პატრიარქი ნიკონი რუსეთის საეკლესიო ცხოვრებაში ეკლესიისგან განკვეთილი და პატივაყრილი ლიგარიდის მოღვაწეობას. მაგრამ მისმა სიგელმა პატრიარქ დიონისემდე ვერ მიაღწია: ის მეფის ბრძანებით ხელთ ჩაიგდეს და 1666 წლის კრებაზე საჯაროდ წაიკითხეს. კრებას აღმოსავლეთის ოთხი პატრიარქიდან ორი ესწრებოდა და ორივემ კარგად უწყოდა, რომ ლიგარიდი განკვეთილი იყო. მიუხედავად ამისა, იცრუეს და განაცხადეს, რომ ლიგარიდი ჭეშმარიტად მართლმადიდებელი მიტროპოლიტი იყო. მეტიც, პატრიარქ ნიკონის მიერ პატრიარქ დიონისესადმი მიწერილი სიგელი გახდა მიზეზი ერთ ერთი უმძიმესი ბრალდებისა, კერძოდ იმისა, რომ მან (ნიკონმა) "ყველა მართლმადიდებელ ქრისტეანს მწვალებლები უწოდა, ცილს სწამებდა საკუთარ სამწყსოს და ირწმუნებოდა, რომ თითქოსდა ყველა, დიდიან-
1853 წელს გამოქვეყნდა დოკუმენტები ვატიკანის არქივებიდან, რომელთაგან ცხადი შეიქნა, რომ ლიგარიდი არა მარტო ეკლესიიდან განკვეთილი და შეჩვენეული მწვალებელი იყო, არამედ ნამდვილად ემსახურებოდა რომის პროპაგანდის კონგრეგაციას, ღებულობდა მისგან ყოველწლიურ ანაზღაურებას და ეკლესიის ვატიკანთან უნიისკენ მიდრეკას ცდილობდა. ეს უკანასკნელი ვითარება, ცხადია, პატრიარქ ნიკონისთვის უცნობი იყო, მაგრამ ცნობილი უნდა ყოფილიყო იგი XIX-
საეკლესიო კანონების თვალთახედვით, ნიკონის გამსამართლებელი კრების შემადგენლობა არაკანონიერი იყო. სასამართლომ არ შეისწავლა საქმის არსი და მთავარ საკითხში (კათედრის დატოვება) ბრალდებულის განმარტებაც კი არ მოისმინა; ბრალდებულის მხრიდან არც ერთი მოწმე არ დაკითხა (ყველა მათგანი წინასწარ გადასახლებულნი იყვნენ); ბრალდების პუნქტთა უმეტესობა (სულ 17) წამოყენებულ იქნა თვით სასამართლოს პროცესში.
აქ შეუძლებელია პატრიარქის გასამართლების ყველა პერიპეტიების დამოწმება. შევჩერდებით მხოლოდ სასამართლოს შემადგენლობაზე. როგორ უკვე ითქვა, ოთხი აღმოსავლელი პატრიარქიდან, რომელთაც პატრიარქი ნიკონი უნდა გაესამართლებინათ, მხოლოდ ორი ჩამოვიდა: ალექსანდრიელი პაისი და ანტიოქიელი მაკარი. მათთან დაკავშირებით მნიშვნელოვანია აღინიშნოს ორი ვითარება:
1) სასამართლოს დროს მათ არ შეეძლოთ ყოფილიყვნენ პატრიარქის გამსამართლებელნი, რადგან იმ დროს თვითონვე იყვნენ დამხობილნი საკუთარი კათედრებითან (ზუსტად ამ კრებაზე მონაწილეობის გამო) კონსტანტინოპოლის პატრიარქ პართენის და მასთან სოლიდარული ბერძენი მღვდელმთავრების მიერ.
2) მაკარი და პაისი მოქრთამა მოსკოვის მთავრობამ. მათი მოქრთამვა ზუსტად არის დამტკიცებული პროფესორ კაპტერევთან, რომელიც ქრთამის რაოდენობასაც აღნიშნავს.
გარდა ამისა, თვით კრებაზე, ამ პატრიარქებმა უკიდურეს შემთხვევაში ორჯერ მაინც იცრუეს: ჯერ არწმუნეს პატრიარქ ნიკონს, რომ გააჩნდათ ორი დანარჩენი პატრიარქის (ანუ მათი დამამხობელი პართენისა და ეკლესიიდან ლიგარიდის მომკვეთი ნექტარიოსისა) უფლებამოსილება, შემდეგ კი არწმუნეს კრება, რომ ლიგარიდი არავის მოუკვეთია ეკლესიისგან.
როგორც მოვლენათა შემდგომი განვითარებისგან დავინახავთ, ნიკონის გამსამართლებელი პაისი და მაკარი ჯერ კიდევ ლიგარიდის მიერ იყვნენ ჩაბმულნი უნიის შესახებ მოლაპარაკებებში და ერთი პერიოდი იხრებოდნენ კიდევაც უნიისკენ.
ასეთები იყვნენ მთავარი მსაჯულნი. ლიგარიდის გარდა, კრებას კიდევ შვიდი უცხოელი ეპისკოპოსი ესწრებოდა, მაგრამ ისინი მოსკოვში აღმოჩნდნენ საკუთარი საქმეების გამო და ჩამოსულები იყვნენ "მოწყალების სათხოვად და არა კრებაზე კანონიკური საკითხების განსახილველად, რომელიც ოთხი ადგილობრივი პატრიარქისგან უნდა მიეღოთ".
კრებას ასევე ესწრებოდა 14 რუსი ეპისკოპოსი, რომელთაგან ექვსმა ხელდასხმა და კათედრა ეკლესიისგან განკვეთილი ლიგარიდისგან მიიღო, ხოლო რვა ეპისკოპოსი ნიკონისგან ხელდასხმული გახლდათ.
სასულიერო დასის გარდა, ზოგიერთ სხდომას ესწრებოდა თვით მეფე ალექსი მიხეილის ძე და იგივე დიაკვნები და თავად-