ბორის კუტუზოვი
XVII საუკუნის საეკლესიო "რეფორმა"
თავი 17
მაცხოვრის სახელის დაწერილობის შეცვლისა და სამეფო კარის ოკულტიზმის შესახებ
XVII საუკუნის საეკლესიო "რეფორმა"
თავი 17
მაცხოვრის სახელის დაწერილობის შეცვლისა და სამეფო კარის ოკულტიზმის შესახებ
"რეფორმაში", რომელსაც ნიკონიანურს უწოდებენ, თუმცა უფრო სწორი იქნებოდა მისთვის ალექსეევური ეწოდათ, მრავალი რამ არის უცნაური და ზოგჯერ იდუმალებით მოცულიც კი.
ერთ ერთ ამ გამოცანათა შორისაა მაცხოვრის სახელისა და მისი წარმოთქმის შეცვლა, კერძოდ "Иисусъ" - ის დამკვიდრება "Исусъ"-ის ნაცვლად.
თუკი სხვადასხვა ცვლილებები, როგორიცაა: სამი თითი ორი თითის ნაცვლად, ლიტანიობა მზის მოძრაობის საწინააღმდეგოდ, თანხვდენილი მოძრაობის ნაცვლად და სხვა... შეიძლება ავხსნათ ბერძნებთან იგივეობის მისწრაფებით, მაცხოვრის სახელის შეცვლა ამ მიზეზით ვერანაირად აიხსნება. ცნობილია, რომ კერძო სახელებს სხვადასხვა ენაზე სხვადასხვა ტრანსკრიფცია გააჩნიათ და სხვადასხვაგვარადაც იწერებიან, მოცემული ენის თავისებურებებიდან გამომდინარე, და ცხადია, რეფორმატორები იმდენად სულელნი როდი იყვნენ, რომ ეს არ ცოდნოდათ. ცნობილი საეკლესიო ისტორიკოსი ე. გოლუბინსკი თავის წიგნში "К нашей полемике со старообрядцами" წერს:
"ცხადია, სახელ "Исусъ"-ის არამართლმადიდებლურობაზე ლაპარაკიც კი ზედმეტია. არასწორობაზეც შეუძლებელია ლაპარაკი, რადგანაც სწორი და არასწორი აქ არაფერ შუაშია: ამა თუ იმ ენიდან აღებული კერძო სახელი, ფორმას სისწორის ან არასწორობის მოთხოვნით კი არ ღებულობს, არამედ გამოთქმის სიადვილისა და მოხერხებულობის მიხედვით. თუ ბერძნებმა ებრაული სიტყვა "იეშუა" (ასე ჟღერს მაცხოვრის სახელი ებრაულად) გადააკეთეს "იესუ"-დ, ან ფრანგებმა ლათინური "იეზუს"-იდან მიიღეს "ჟეზიუ", ინგლისელებმა კი "ჯიზას", ცხადია, ჩვენც, ყოველგვარი დარღვევის გარეშე და "სწორია-არასწორიას" გარეშე, შეგვეძლო ბერძნული "იესუ"-დან წარმოგვეთქვა რუსული "ისუს" (Исусъ) (Голубинский Е. К нашей полемике с старообрядцами. М. 1905).
მაშ, რისთვის შეცვალეს მაინც მაცხოვრის სახელის დაწერილობა, რომელსაც შემდგომ ცეცხლითა და მახვილით ამკვიდრებდნენ მოსახლეობაში და რითაც ადასტურებდნენ, რომ თვით რეფორმატორები ანიჭებდნენ ამ სიახლეს განსაკუთრებულ მნიშვნელობას?
საყოველთაოდ ცნობილია, რომ იმხანად ევროპაში მრავალი, სხვადასხვა სახის ოკულტური სწავლება იყო გავრცელებული. თანამედროვე მკვლევარები ა. ბოგდანოვი და რ. სიმონოვი თავიანთ სტატიაში "Прогностические письма доктора Андреаса Энгельгардта царю Алексею Михайловичу" გვამცნობენ, რომ: "როგორც დასავლეთ ევროპის ქვეყნების უმეტესობა, XVII საუკუნის მეორე ნახევრის რუსეთიც ორიგინალური, გადათარგმნილი, ძველი თუ ახალი ასტროლოგიური თხზულებებით აღივსო. შუასაუკუნეობრივი ჯადოქრული ტექსტების გვერდით, რომლებიც ძირითადად დემოკრატიულ და სასულიერო წოდებათა შორის ვრცელდებოდა, რუსულ ენაზე არსებობდა ასტროლოგიური თხზულებანიც. ეს უკანასკნელი ძალზედ პოპულარული იყო სამეფო კარზე. მაგალითდ, ალექსი მიხეილის ძისთვის, სპეციალურად გადათარგმნეს 1660 წლის კალენდარი, მრავალგვარი ასტროლოგიური წინასწარმეტყველებებითურთ" (богданов А. П., Симонов Р. А. "Прогностические письма доктора Андреаса Энгельгардта царю Алексею Михайловичу" //Естественнонаучные представления Древней Руси. М. 1988, стр. 151).
როგორც სტატიის ავტორები გვამცნობენ, მეფე ალექსი მიხეილის ძე ასტროლოგიურ წინასწარმეტყველებებს ღებულობდა არა მარტო სიმეონ პოლოცკისგან, არამედ დოქტორ ანდრეას ენგელჰარდტისგანაც, თავისი საყვარელი ლეიბმედიკოსის, სამუელ კოლინსისგან და ალბათ სხვა პირებისგანაც. ოკულტური მეცნიერებებისადმი ასეთი მოჭარბებული ინტერესის ფონზე, არ არის გამორიცხული, რომ მეფე თვითონაც ღებულობდა მონაწილეობას ოკულტურ სეანსებში. საკუთარი დებისადმი მიწერილ ზოგიერთ თავის წერილში მეფე ამთავრებს საიდუმლო ნიშნით, რომელსაც, შესაძლოა კავშირი ჰქონდეს ეზოთერულ ცოდნასთან. ეს ნიშანი მეტად წააგავს გველ-დრაკონს, რომელიც გადაჯვარედინებულია ციფრ 8-სთან (Письма царя Алексея Михайловича к сестрам. М. 1890).
ს. პოლოცკი, ა. ენგელჰარდტი და ს. კოლინსი მეფეს წარუდგენდნენ თავიანთ ასტროლოგიურ პროგნოზებს სხვადასხვა, უფრო ხშირად პოლიტიკური ხასიათის საკითხებთან დაკავშირებით. "მუშაობა" სწარმოებდა პროგრამით: მეფე იძლეოდა შეკითხვებს, ხოლო კარის ოკულტისტები ცდილობდნენ მათზე პასუხის გაცემას. "ასტროლოგიური პროგნოსტიკა", როგორც უწოდეს ამ საქმიანობას მითითებული სტატიის ავტორებმა, ფართოდ იყო გავრცელებული მოსკოვის სამეფო კარზე XVII საუკუნისთვის. სტატიის დამატებად მოცემულია ა. ენგელჰარდტის წერილები მეფე ალექსი მიხეილის მიმართ, თავისი ასტროლოგიური მოღვაწეობის მიმოწვლილვითი ანგარიშით. ხოლო ლეიბმედიკოსი სამუელ კოლინსი, ასტროლოგიური გაანგარიშებების შედეგად დადგენილ "ხელსაყრელ", "კეთილსასურველ" დღეებში სისხლის გამოშვების პრაქტიკით იყო დასაქმებული მეფის კარზე.
როგორც ჩანს, ამავე მიზნით მოიწვია მეფემ თავის კარზე ადამ ოლეარიუსი, როგორც ასტრონომი, რომელსაც მოსკოველები იცნობდნენ როგორც ჯადოქარს (Иконников В. О культурном значении Византии в русской истории. Киев, 1869, стр. 554).
ასტროლოგიურ ცნობებს ათავსებდნენ წიგნებში "ასტროლოგია", "მთვარეული", "ალმანახი" და სხვ. ამბაკუმი პუსტოზერსკიდან (გადასახლებიდან - Odlb.) წერდა: "Альманашники и звездочетцы, и вси зодейщики… осуетишася своими умышлениями… достигоша с сатаною разумом своим небесных твердей… и взимахуся блядины дети выше облак" (Аввакум, протопоп. Житие. Горький. 1988, стр. 68).
ამბაკუმი ადასტურებს იმ ფაქტს, რომ მოსკოვში ასტროლოგიით გატაცებულნი იყვნენ არა მარტო საერო, არამედ უმაღლესი სასულიერო წრეებიც: "Какую же премудрость любит Павел митрополит и прочии ево товарищи, зодейщики? Со мною он, Павел безумный, стязася, глаголющи: "Велено-де научится премудрости альманашной и звездочетию". Не знает Писания, дурак, ни малехонько! Чему быть, на них, яко на ослах, еретики те едут на владыках тех" (Аввакум. – Цит. по: Робинсон А. Н. Симеон Полоцкий – астролог. // Проблемы изучения культурного наследия. М. 1985).
ვის შეეძლო ებრძანა მიტროპოლიტებისთვის ვარსკვლავთმრიცხველური "სიბრძნის" შესწავლა?
ვარსკვლავთმრიცხველობასა და მკითხაობას ეკლესია ყოველთვის მძიმე ცოდვათა კატეგორიას განაკუთვნებდა, მაგრამ, როგორც ვრწმუნდებით "ალმანახური სიბრძნე" უკვე მკვიდრდებოდა საეკლესიო და საერო წრეებში. XVIII საუკუნის თავადაზნაურები უკვე საკმაოდ გატაცებულნი იყვნენ ასტროლოგიით (ბრიუსის კალენდარი, 1709 წ.). ა. ს. პუშკინი წერდა, რომ "აკადემიკოსი კრეფტი იმპერატრიცა ანნას დროს იყო მისი შტატიანი ასტროლოგი" (Пушкин А. С. Полн. собр. соч. Т. 10. М.-Л., 1938, стр. 8. Цит. по Робинсону …). ოკულტიზმს, რომელიც იფურჩქნებოდა მოსკოვის სამეფო კარზე, უეჭველად თავისი ზეგავლენა უნდა მოეხდინა ნიკონო-ალექსეევურ "რეფორმაზეც".
მაცხოვრის სახელის ასოთა რაოდენობის ცვლილებაში შეგვიძლია ვივარაუდოთ შემდეგი.
ციფრთა საკრალურ-სიმბოლური მისტიკა ყოველთვის იყო დამახასიათებელი ოკულტური სწავლებებისთვის. ვ. კირილინი თავის სტატიაში "Символика чисел в древнерусских сказаниях XVI века" წერს შუასაუკუნეთა ცნობიერების მიდრეკილებაზე "ციფრობრივ შეფარდებათა საკრალიზაციისკენ": "წარმოდგენები ციფრთა მისტიკურ თვისებებზე აღმოცენდა უძველეს პერიოდში. დასრულებული ფორმით მისტიკურ-ფილოსოფიური სწავლება ციფრებისა და მათი შეფარდებების შესახებ შემუშავებულ იყო ჯერ კიდევ პითაგორელების მიერ. მათ კოსმოლოგიურ სისტემებში ციფრი წარმოადგენდა ცენტრალურ ცნებას. ონტოლოგიური, გნოსეოლოგიური და ესთეტიური მნიშვნელობით შემოსილი, ის განიმარტებოდა როგორც სინთეზი, რომელიც აერთიანებს ზღვარსა და უსაზღვრობას; როგორც საღმრთო საწყისი სამყაროში; როგორც ყველა ნივთიერებისა და თვით სულის პრინციპი. აქედან მომდინარეობს რწმენაც ციფრულ შესატყვისობათა მიმართ, ციფრთა სიმბოლიკის მიმართ, რომელთაგან ყველაზე "წმინდად" და "საღვთოდ" ითვლებოდნენ 1 და 10, როგორც სრულყოფილების სიმბოლონი; 5 - როგორც სიმბოლო საქორწინო კავშირისა; 7 - როგორც უნივერსალური სამყაროს მმართველი საწყისისა (პითაგორა) და სხვა ციფრები" (Кириллин В. М. Символика чисел в древнерусских сказаниях XVI века) // Естественнонаучные … с. 81).
მნიშვნელოვანია იმის აღნიშვნა, რომ "ციფრებს განაღმრთობდნენ და ანიჭებდნენ მაგიურ თვისებებს. ამიტომაც ციფრი პირველხარისხოვან როლს თამაშობდა საკულტო-სარიტუალო მისტერიებში... ციფრი და თვლა იყო საკრალიზებული საშუალებები" (იქვე). უკანასკნელი, შეიძლება მთლიანად განვაკუთვნოთ კაბალისტიკასა და შავ მაგიას, "ციფრთა მაგიას", თანაც გარკვეულ ციფრებს მაგიურ თვისებებს მიაწერენ მასონები, ასტროლოგები და სხვადასხვა მიმართულების ოკულტისტები.
ციფრებთან არავითარი მსგავსი მიმართება არ გააჩნია ქრისტეანობას, რომელიც აღიარებს მხოლოდ მისტიკურ-სიმბოლურ მნიშვნელობას ზოგიერთი ციფრისა (3, 5, 7, 8); ციფრებისთვის მაგიური თვისებების მიწერა უცხოა ქრისტეანობისთვის თვით მისი ბუნებიდან გამომდინარე.
რაც შეეხება მაცხოვრის სახელის დაწერას, მეფე ალექსისთვის გამოცდილ ან სტუმრად მყოფ ოკულტისტებს შეეძლოთ ერჩიათ, რომ ექვსი ასო სახელში "Иисусъ", უკეთესია ვიდრე ხუთი ასოსგან შემდგარი "Исусъ". თანაც მეფე ალექსის დარწმუნება ამ ცვლილების "სიკეთეში" სულაც არ იყო ძნელი.
ექვსიანს უდიდესი მნიშვნელობა გააჩნია ოკულტისტებისთვის. მათი აზრით, "წმიდა ციფრების სისტემაში საკრალურობას ფლობენ არა მარტო ესა თუ ის ამოსავალი, ერთნიშნა ციფრები, არამედ პირველისგან ნაწარმოები ციფრთა კომბინაციები, რომლებიც მათთან იმყოფებიან მრავაჯერად აღებულ მიმართებაში" (იქვე, გვ. 85). მრავალჯერადი რიცხვი 666 (სამი ექვსიანი) ცნობილია როგორც ანტიქრისტეს რიცხვი, ალბათ, ის შეიძლება განვიხილოთ როგორც ანტიქრისტეანობის სიმბოლო. ზოგიერთი ოკულტური ნომინაციები პატივს მიაგებენ რიცხვ 3-ს, რომელიც, ჯერადობით ასევე გარკვეულ მიმართებაშია 666-თან. რიცხვების 3, 5, 7-ის საკრალიზაცია, გარკვეული ზომით გამოიყენება ეზოთერული მიმართულებების ადეპტების მიერ შესანიღბად, რადგან ამ რიცხვებს, გარკვეული სიმბოლური მნიშვნელობა გააჩნიათ ქრისტეანობაშიც. მაგრამ ეს თანხვდომა არის მხოლოდ გარეგნული, მათი მისტიკურ-სიმბოლური მნიშვნელობის განმარტება ქრისტეანობასა და ოკულტიზმში არის დიამეტრალურად განსხხვავებული.
ქრისტეანობაში რიცხვი 3 - არის წმიდა სამებისა და ადამიანის რიცხვი, რომელიც შეიქმნა ღმრთის ხატებად და მსგავსებად. ეს არის ყოველივე სულიერის სიმბოლო; მესამე დღეს მკვდრეთით აღმდგარი ქრისტეს სიმბოლო, უბიწოების სიმბოლო, როგორც ეს სამი ფიფქის სახით არის აღნიშნული ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატებზე; 7 - არის შვიდი სათნოება და შვიდი სასიკვდილო ცოდვა, შვიდი საიდუმლო, დიდი მარხვის შვიდი შვიდეული.
ამრიგად, გამორიცხული არ არის და მრავალიც ამის სასარგებლოდ მეტყველებს, რომ სწორედ ოკულტური სიმბოლიკის სასარგებლოდ დასჭირდათ მესიის სახელის დაწერა ექვსი ასოთი, როდესაც სანუკვარი ექვსიანის მისაღებად მისი სახელის ასოთა რაოდენობას მიამატეს კიდევ ერთი.
ცუდად ენიშნათ ეს ძველმორწმუნეებსაც, რომლებმაც იმწამსვე შეამჩნიეს ცვლილება მაცხოვრის სახელში და, რომ ასოების რაოდენობა ხუთიდან შეიცვალა ექვსით. მათვე სავსებით სწორად მიუთითეს ამ ცვლილების ჭეშმარიტი მიზანი.
ე. გოლუბინსკი ამტკიცებს, რომ რუსები ორგვარად წერდნენ მაცხოვრის სახელს: "Иисусъ" და "Исусъ" და ამის დასამტკიცებლად იმოწმებს უძველეს რუსულ სახარებებს, თუმცა აღიარებს, რომ თანდათანობით რუსეთში გამოყენებაში დარჩა მხოლოდ და მხოლოდ "Исусъ".
თუმცა ისიც მართალია, რომ სადღეისოდ, თანამედროვე რუსულ ენაში ასოთა რაოდენობა ისევ ხუთია და არა ექვსი (Иисус). მაგრამ საინტერესოა აღინიშნოს, რომ ძველი დოკუმენტების გამოქვეყნების შემთხვევაში, თანამედროვე ისტორიკოსები და მკვლევარები, რატომღაც ჯიუტად მაინც "Иисус" წერენ და არა "Исус"-ს. მსგავსი და გასაოცარი მიდრეკილება მაცხოვრის სახელის რეფორმისშემდგომი დაწერილობისადმი გააჩნიათ საერო მწერლებსაც კი, რომლებიც ასევე არ ერიდებიან ძველი საეკლესიო ტექსტების ციტირებისას მაცხოვრის სახელის სახეშეცვლილ დაწერილობას და იქ სადაც ძველ წყაროებში წერია "Исус", ისინი წერენ "Иисус".
ეს ალბათ აიხსნება ოდესღაც ოფიციალური ეკლესიის მიერ გამომუშავებული სტერეოტიპული მსჯელობისა და პოლიტიკის ზეგავლენით; მით, რომ თითქმის სამი საუკუნის განმავლობაში ნიკონო-ალექსეევური "რეფორმა" იყო კრიტიკის გარეშე. ეს აგრეთვე გახლავთ საერო მეცნიერებაზე ნიკონო-ალექსეევური "რეფორმის" ცუდი ზეგავლენის შედეგი.
ერთ ერთ ამ გამოცანათა შორისაა მაცხოვრის სახელისა და მისი წარმოთქმის შეცვლა, კერძოდ "Иисусъ" -
თუკი სხვადასხვა ცვლილებები, როგორიცაა: სამი თითი ორი თითის ნაცვლად, ლიტანიობა მზის მოძრაობის საწინააღმდეგოდ, თანხვდენილი მოძრაობის ნაცვლად და სხვა... შეიძლება ავხსნათ ბერძნებთან იგივეობის მისწრაფებით, მაცხოვრის სახელის შეცვლა ამ მიზეზით ვერანაირად აიხსნება. ცნობილია, რომ კერძო სახელებს სხვადასხვა ენაზე სხვადასხვა ტრანსკრიფცია გააჩნიათ და სხვადასხვაგვარადაც იწერებიან, მოცემული ენის თავისებურებებიდან გამომდინარე, და ცხადია, რეფორმატორები იმდენად სულელნი როდი იყვნენ, რომ ეს არ ცოდნოდათ. ცნობილი საეკლესიო ისტორიკოსი ე. გოლუბინსკი თავის წიგნში "К нашей полемике со старообрядцами" წერს:
"ცხადია, სახელ "Исусъ"-
მაშ, რისთვის შეცვალეს მაინც მაცხოვრის სახელის დაწერილობა, რომელსაც შემდგომ ცეცხლითა და მახვილით ამკვიდრებდნენ მოსახლეობაში და რითაც ადასტურებდნენ, რომ თვით რეფორმატორები ანიჭებდნენ ამ სიახლეს განსაკუთრებულ მნიშვნელობას?
საყოველთაოდ ცნობილია, რომ იმხანად ევროპაში მრავალი, სხვადასხვა სახის ოკულტური სწავლება იყო გავრცელებული. თანამედროვე მკვლევარები ა. ბოგდანოვი და რ. სიმონოვი თავიანთ სტატიაში "Прогностические письма доктора Андреаса Энгельгардта царю Алексею Михайловичу" გვამცნობენ, რომ: "როგორც დასავლეთ ევროპის ქვეყნების უმეტესობა, XVII საუკუნის მეორე ნახევრის რუსეთიც ორიგინალური, გადათარგმნილი, ძველი თუ ახალი ასტროლოგიური თხზულებებით აღივსო. შუასაუკუნეობრივი ჯადოქრული ტექსტების გვერდით, რომლებიც ძირითადად დემოკრატიულ და სასულიერო წოდებათა შორის ვრცელდებოდა, რუსულ ენაზე არსებობდა ასტროლოგიური თხზულებანიც. ეს უკანასკნელი ძალზედ პოპულარული იყო სამეფო კარზე. მაგალითდ, ალექსი მიხეილის ძისთვის, სპეციალურად გადათარგმნეს 1660 წლის კალენდარი, მრავალგვარი ასტროლოგიური წინასწარმეტყველებებითურთ" (богданов А. П., Симонов Р. А. "Прогностические письма доктора Андреаса Энгельгардта царю Алексею Михайловичу" //Естественнонаучные представления Древней Руси. М. 1988, стр. 151).
როგორც სტატიის ავტორები გვამცნობენ, მეფე ალექსი მიხეილის ძე ასტროლოგიურ წინასწარმეტყველებებს ღებულობდა არა მარტო სიმეონ პოლოცკისგან, არამედ დოქტორ ანდრეას ენგელჰარდტისგანაც, თავისი საყვარელი ლეიბმედიკოსის, სამუელ კოლინსისგან და ალბათ სხვა პირებისგანაც. ოკულტური მეცნიერებებისადმი ასეთი მოჭარბებული ინტერესის ფონზე, არ არის გამორიცხული, რომ მეფე თვითონაც ღებულობდა მონაწილეობას ოკულტურ სეანსებში. საკუთარი დებისადმი მიწერილ ზოგიერთ თავის წერილში მეფე ამთავრებს საიდუმლო ნიშნით, რომელსაც, შესაძლოა კავშირი ჰქონდეს ეზოთერულ ცოდნასთან. ეს ნიშანი მეტად წააგავს გველ-
ს. პოლოცკი, ა. ენგელჰარდტი და ს. კოლინსი მეფეს წარუდგენდნენ თავიანთ ასტროლოგიურ პროგნოზებს სხვადასხვა, უფრო ხშირად პოლიტიკური ხასიათის საკითხებთან დაკავშირებით. "მუშაობა" სწარმოებდა პროგრამით: მეფე იძლეოდა შეკითხვებს, ხოლო კარის ოკულტისტები ცდილობდნენ მათზე პასუხის გაცემას. "ასტროლოგიური პროგნოსტიკა", როგორც უწოდეს ამ საქმიანობას მითითებული სტატიის ავტორებმა, ფართოდ იყო გავრცელებული მოსკოვის სამეფო კარზე XVII საუკუნისთვის. სტატიის დამატებად მოცემულია ა. ენგელჰარდტის წერილები მეფე ალექსი მიხეილის მიმართ, თავისი ასტროლოგიური მოღვაწეობის მიმოწვლილვითი ანგარიშით. ხოლო ლეიბმედიკოსი სამუელ კოლინსი, ასტროლოგიური გაანგარიშებების შედეგად დადგენილ "ხელსაყრელ", "კეთილსასურველ" დღეებში სისხლის გამოშვების პრაქტიკით იყო დასაქმებული მეფის კარზე.
როგორც ჩანს, ამავე მიზნით მოიწვია მეფემ თავის კარზე ადამ ოლეარიუსი, როგორც ასტრონომი, რომელსაც მოსკოველები იცნობდნენ როგორც ჯადოქარს (Иконников В. О культурном значении Византии в русской истории. Киев, 1869, стр. 554).
ასტროლოგიურ ცნობებს ათავსებდნენ წიგნებში "ასტროლოგია", "მთვარეული", "ალმანახი" და სხვ. ამბაკუმი პუსტოზერსკიდან (გადასახლებიდან -
ამბაკუმი ადასტურებს იმ ფაქტს, რომ მოსკოვში ასტროლოგიით გატაცებულნი იყვნენ არა მარტო საერო, არამედ უმაღლესი სასულიერო წრეებიც: "Какую же премудрость любит Павел митрополит и прочии ево товарищи, зодейщики? Со мною он, Павел безумный, стязася, глаголющи: "Велено-
ვის შეეძლო ებრძანა მიტროპოლიტებისთვის ვარსკვლავთმრიცხველური "სიბრძნის" შესწავლა?
ვარსკვლავთმრიცხველობასა და მკითხაობას ეკლესია ყოველთვის მძიმე ცოდვათა კატეგორიას განაკუთვნებდა, მაგრამ, როგორც ვრწმუნდებით "ალმანახური სიბრძნე" უკვე მკვიდრდებოდა საეკლესიო და საერო წრეებში. XVIII საუკუნის თავადაზნაურები უკვე საკმაოდ გატაცებულნი იყვნენ ასტროლოგიით (ბრიუსის კალენდარი, 1709 წ.). ა. ს. პუშკინი წერდა, რომ "აკადემიკოსი კრეფტი იმპერატრიცა ანნას დროს იყო მისი შტატიანი ასტროლოგი" (Пушкин А. С. Полн. собр. соч. Т. 10. М.-
მაცხოვრის სახელის ასოთა რაოდენობის ცვლილებაში შეგვიძლია ვივარაუდოთ შემდეგი.
ციფრთა საკრალურ-
მნიშვნელოვანია იმის აღნიშვნა, რომ "ციფრებს განაღმრთობდნენ და ანიჭებდნენ მაგიურ თვისებებს. ამიტომაც ციფრი პირველხარისხოვან როლს თამაშობდა საკულტო-
ციფრებთან არავითარი მსგავსი მიმართება არ გააჩნია ქრისტეანობას, რომელიც აღიარებს მხოლოდ მისტიკურ-
რაც შეეხება მაცხოვრის სახელის დაწერას, მეფე ალექსისთვის გამოცდილ ან სტუმრად მყოფ ოკულტისტებს შეეძლოთ ერჩიათ, რომ ექვსი ასო სახელში "Иисусъ", უკეთესია ვიდრე ხუთი ასოსგან შემდგარი "Исусъ". თანაც მეფე ალექსის დარწმუნება ამ ცვლილების "სიკეთეში" სულაც არ იყო ძნელი.
ექვსიანს უდიდესი მნიშვნელობა გააჩნია ოკულტისტებისთვის. მათი აზრით, "წმიდა ციფრების სისტემაში საკრალურობას ფლობენ არა მარტო ესა თუ ის ამოსავალი, ერთნიშნა ციფრები, არამედ პირველისგან ნაწარმოები ციფრთა კომბინაციები, რომლებიც მათთან იმყოფებიან მრავაჯერად აღებულ მიმართებაში" (იქვე, გვ. 85). მრავალჯერადი რიცხვი 666 (სამი ექვსიანი) ცნობილია როგორც ანტიქრისტეს რიცხვი, ალბათ, ის შეიძლება განვიხილოთ როგორც ანტიქრისტეანობის სიმბოლო. ზოგიერთი ოკულტური ნომინაციები პატივს მიაგებენ რიცხვ 3-
ქრისტეანობაში რიცხვი 3 -
ამრიგად, გამორიცხული არ არის და მრავალიც ამის სასარგებლოდ მეტყველებს, რომ სწორედ ოკულტური სიმბოლიკის სასარგებლოდ დასჭირდათ მესიის სახელის დაწერა ექვსი ასოთი, როდესაც სანუკვარი ექვსიანის მისაღებად მისი სახელის ასოთა რაოდენობას მიამატეს კიდევ ერთი.
ცუდად ენიშნათ ეს ძველმორწმუნეებსაც, რომლებმაც იმწამსვე შეამჩნიეს ცვლილება მაცხოვრის სახელში და, რომ ასოების რაოდენობა ხუთიდან შეიცვალა ექვსით. მათვე სავსებით სწორად მიუთითეს ამ ცვლილების ჭეშმარიტი მიზანი.
ე. გოლუბინსკი ამტკიცებს, რომ რუსები ორგვარად წერდნენ მაცხოვრის სახელს: "Иисусъ" და "Исусъ" და ამის დასამტკიცებლად იმოწმებს უძველეს რუსულ სახარებებს, თუმცა აღიარებს, რომ თანდათანობით რუსეთში გამოყენებაში დარჩა მხოლოდ და მხოლოდ "Исусъ".
თუმცა ისიც მართალია, რომ სადღეისოდ, თანამედროვე რუსულ ენაში ასოთა რაოდენობა ისევ ხუთია და არა ექვსი (Иисус). მაგრამ საინტერესოა აღინიშნოს, რომ ძველი დოკუმენტების გამოქვეყნების შემთხვევაში, თანამედროვე ისტორიკოსები და მკვლევარები, რატომღაც ჯიუტად მაინც "Иисус" წერენ და არა "Исус"-
ეს ალბათ აიხსნება ოდესღაც ოფიციალური ეკლესიის მიერ გამომუშავებული სტერეოტიპული მსჯელობისა და პოლიტიკის ზეგავლენით; მით, რომ თითქმის სამი საუკუნის განმავლობაში ნიკონო-