ბელოკრინიცელთა იერარქია: ჩვენი პოზიცია
ნაწილი I
ბელოკრინიცელთა წესდება
ბელოკრინიცელთა წესდება
1841 წელს ავსტრიის მთავრობას წარუდგინეს ბელაია კრინიცას მონასტრის წესდება, რომელიც ამავე მონასტრის ბერმა, პავლე ბელოკრინიცელმა შეადგინა. მონასტრის შიდაგანაწესთან ერთად, წესდება შეიცავდა საღვთისმეტყველო დოქტრინას, რომელსაც ავსტრიის მთავრობისთვის წარმოდგენა უნდა შეექმნა ბელოკრინიცის მონასტრის ბინადართა და მთელი ბუკოვინის ძველმოწესეობრივ საზოგადოებათა რელიგიურ აღმსარებლობაზე.
ჩვენს ყურადღებასაც სწორედ წესდების სარწმუნოებრივ-აღმსარებლობითი მხარე იწვევს. წესდების პირველი თავის მეორე პარაგრაფში, რომელსაც "ჭეშმარიტი ღვთისშემეცნება" ("Истинное Богопознание") ეწოდება, ღმრთის არსის შესახებ ვხვდებით ასეთ საღვთისმეტყველო მტკიცებას: "Достоит разумевати, яко Бог, сый свет истинный, искони совершен и непременен есть; точию до сотворения дел своих бе в молчании, имея единосущное в уме Слово Сына своего, его же, по глаголу блаженнаго Андрея Царьградскако, в первом изречении: "да будут вецы", нетленно родил, сиречь во исхождении Соприсносущим Духом своим Святым от сердуа отрыгнул" (ქართ.: "უნდა გულისხმავყოთ, რომ ღმერთმა, რომელიც არის ჭეშმარიტი ნათელი, დასაბამითგან სრულყოფილი და უცვალებელი, შესაქმემდე მდუმარებაში იყო, ჰქონდა რა გონებაში თავისი თანაარსი ძის სიტყვა, რომელიც, როგორც ნეტარი ანდრია კონსტანტინოპოლელი (ნეტ. ანდრია სალოსი - რედ.) ბრძანებს, პირველივე გამოთქმისთანავე: "და იქმნენ საუკუნენი", უხრწნელად შვა, ანუ გამოსვლისას თავისი თანაარსი სულიწმიდის მიერ გულიდან აღმოთქვა"").
როგორც ვხედავთ, წესდების მოცემული ადგილი ცალსახად ქადაგებს, რომ ღმრთის ძემ ყოფიერება მიიღო სამყაროს შექმნასთან ერთად, რომ ლოგოსი არ მონაწილეობდა შესაქმეში, რომ სულიწმიდა ქმნილია და მისი გამომავლობა მამისგან არის არა უწინარეს ყოველთა საუკუნეთა, არამედ სამყაროს შექმნის დროს და კიდევ სხვა საღვთისმეტყველო ცდომილებები, ანუ მწვალებლობები.
ბერ პავლეს მოცემულმა მსჯელობამ, რომელიც მან მთელი ლიპოვანური (ასე უწოდებდნენ ძველმორწმუნეებს რუმინეთში - რედ.) საზოგადოების სახელით დაწერა, ღია პროტესტი გამოიწვია ყველა იმ ქრისტეანში, ვინც კარგად იცნობდა მართლმადიდებლურ დოგმატიკას.
იმ მწვალებლობათა რეზონანსი, რომელსაც ბელოკრინიცელთა წესდება შეიცავს კიდევ იმით დამძიმდა, რომ თავისი არსით, წესდება წარმოადგენდა დოკუმენტს, რომელიც საფუძვლად დაედო 1846 წელს დაფუძნებულ ბელოკრინიცელთა იერარქიას. სწორედ ამ წესდების დაცვისა და მისდამი განუხრელად მიყოლის წერილობით ფიცს დებდა მიტროპოლიტი ამბროსი (რომლებიც1846 წელს სოფ. ბელაია-კრინიცაში შემოიერთეს უცხოეთში გახიზნულმა ძველმორწმუნეებმა - რედ.) . სწორედ ამ წესდების, როგორც მათი ეკლესიის საფუძვლის, დაცვის ვალდებულებას კისრულობდა ყველა მომდევნო ბელოკრინიცელი მიტროპოლიტი. სწორედ ამ წესდების საფუძველზე შედგა ე. წ. "Изложение правил" ("კანონთა გადმოცემა"), რომლის მიღების გარეშე ბელოკრინიცელთა საზოგადოებაში ვერავინ გახდებოდა ვერც მიტროპოლიტი და ვერც არქიმანდრიტი.
ბელოკრინიცელთა საზოგადოების 1846 წლის იანვრის კრებამ დაადგინა, რომ კანდიდატი, რომელიც უარს იტყოდა ხელი მოეწერა საზოგადო ფუნდამენტურ წესდებაზე დაფუძნებულ და ხუთი პუნქტისგან შემდგარ ამ დოკუმენტისთვის (იგულისხმება "Изложение правил" - რედ.) , რომელიც თავის დროზე წარუდგინეს ავსტრიის მთავრობას ("состоящее из пяти пунктов, "основанных на фундаментальном общебратском Уставе", представленном в свое время австрийскому правительству") (Ф. Е. Мельников. Краткая история…, стр. 286)), "არ უნდა დაწესდეს მისთვის განკუთვნილ ხარისხში" ("Да не будет поставлен в сан предназначеннаго ему достоинства") (იქვე. გვ. 287).
არ შეიძლება ითქვას თითქოსდა ბელოკრინიცელი ქრისტეანები ვერ ხედავდნენ ბელოკრინიცული წესდების საღვთისმეტყტველო შეცდომებს და არ სურდათ მათი გასწორება. ხედავდნენ და სურდათ კიდეც, მაგრამ ვერ ბედავდნენ საჯაროდ იმის აღიარებას, რომ ეს აზრები მწვალებლურია და წესდებიდან ამოღებულ უნდა იქნენ. ბელოკრინიცელ მღვდელმთავართა რუსეთის კრებამ, მართალია, ბელოკრინიცული წესდების ხსენებული ადგილები საეჭვოდ მიიჩნია, მაგრამ არა უმეტეს.
თუმცა, ამ წესდებას დამცველნიც გამოუჩნდნენ. მაგალითად, ურალის ეპისკოპოსი არსენი (შვეცოვი) თავის აპოლოგეტურ თხზულებაში "Истинность старообрядствующей иерархии противу возводимых на нее обвинений" (Мануиловка, 1885. М., 1996 რეპრინტ.) ბელოკრინიცული წესდების საღვთისმეტყველო სწავლებათა უცდომელობის დამტკიცებას ცდილობდა. ერთ ერთ არგუმენტად შვეცოვი იყენებდა აზრს იმის შესახებ, რომ ძველმოწესეთა შორის, ვინც ყოველივეში კონსერვატიულობას ავლენს, რაიმე შეცდომის დაშვება უბრალოდ შეუძლებელი იყო: "предки наши и мы с начальнейших дней разделения всякое тщание полагали на то, чтобы ни в малейшем чем-либо не отступить от святоцерковного благочестия… в сем нашем чистом и истинствующем старообрядчестве никаких неслыханных религиозных учений не бывало и быть не могло".
ეს საკმაოდ ღირსშესანიშნავი სიტყვებია, რომლიდანაც გამოდის, რომ თუ ბელოკრინიცელთა წესდებაში ნამდვილად არსებობენ მართლმადიდებლობის საწინააღმდეგო სწავლებანი, შვეცოვის თქმით ეს მხოლოდ ერთ რამეზე შეიძლება მეტყველებდეს, რომ მათ მიერ დაცულ იერარქიას არაფერი აქვს საერთო არც სიწმიდესთან და არც ჭეშმარიტებასთან. შევეცადოთ გავერკვეთ ამ საკითხში.
სანამ ბელოკრინიცელთა წესდების საღვთისმეტყველო ანალიზზე გადავიდოდეთ, საჭიროდ მივიჩნევთ მცირე ისტორიულ ექსკურსს და მკითხველს გავაცნობთ იმ მოვლენებს, რომელიც წინ უძღოდა წესდების დაწერას.
1764 წელს ვეტკოველ ძველმორწმუნეთა მეორე დარბევის დროს მისმა მცხოვრებლებმა რუსეთის სხვადასხვა კუთხეების მიაშურეს, ათასობით მათგანი გენერალ-მაიორმა მასლოვმა ციმბირში გადაასახლა. ვეტკოველთა ზოგიერთი ნაწილი კი სტაროდუბიეს დაბებში დაბინავდა. 18-ე საუკუნის 70-იან წლებში დაბებში სულიერი არეულობა დაიწყო. არეულობის მიზეზი ვეტკოველ ახალმოსახლეთა შორის სამი გაუნათლებელი გლეხის: ილარიონ პეტროვიჩის, ზედმეტსახელად "ძროხის ფეხებას", ნიკიფორე ილარიონოვიჩისა და პავლე გრიგორიევის საქმიანობა გახდა. ეს სამი მეამბოხე-"მოშურნე" დაბის მცხოვრებლებს უქადაგებდა, რომ "в стародубских слободах пропала вера и спастись невозможно, потому что слобожане живут вблизи еретиков, хохлов и москалей (1), с которыми перемещались и сообщались" (ქართ.: "სტაროდუბიეს დაბებში დაიკარგა რწმენა და ცხოვნება უკვე შეუძლებელია, რადგან დაბელები ცხოვრობენ მწვალებლების, ხოხლებისა და მოსკალების ახლოს").
თავისებური იყო ამ სამეულის საღვთისმეტყველო შეხედულებაც: ისინი მისდევდნენ ჯვრის უარმყოფელ მწვალებლობას - რვაკიდურიან (ოთხნაწილიან) ჯვარს თაყვანს არ სცემდნენ, თუ მასზე ჯვარცმული მაცხოვარი არ იყო გამოსახული; ქადაგებდნენ სამყაროს აღსასრულის მოახლოვებას; პასპორტი ანტიქრისტეს ბეჭდად მიაჩნდათ და სხვა.
1755 წელს მშფოთვარე სამეულმა, საკმაოდ მრავალრიცხოვან თანამოაზრე ბერებთან და ერისკაცებთან ერთად, დატოვა სტაროდუბიე და თავი პოლონეთს, კერძოდ კი პან ხატკეევიჩის სამფლობელოებს შეაფარა, სადაც დასახლდნენ ადგილას, რომელსაც ჩერნობოლი (Черноболь) ერქვა. ამის გამო მათ შემდგომ "ჩერნობოლელები" ეწოდათ.
ჩერნობოლელებმა პოლონეთში ერთ წლამდე დაჰყვეს, მაგრამ რუსეთის ხელისუფლების მხრიდან დევნის შიშით 1776 წელს შავი ზღვის სანაპიროებისკენ, კერძოდ დობრუჯისკენ გადასახლდნენ, სადაც დუნაის შესართავია. იქ მათ 1783 წლამდე იცხოვრეს, სანამ თავს არ გადახდათ მოვლენები, რომლებმაც როგორც ჩერნობოლელთა, ასევე მთელი ბელოკრინიცული იერარქიის დაფუძნებაზე არსებითი როლი ითამაშა.
ამ მოვლენების შესახებ ბელოკრინიცელთა განაწესის მეორე თავში ბერი პავლე ჰყვება: "Из числа оных обществ, некоторые на Дунае занимались рыбною ловлею, и нечаянно увидели некоторого странного, по-видимому благородного господина, по мнению их, от разбойников гонима и даже постижена: тогда оные рыболовы бросились ему на помощь, и храбрым их успехом спасли его от рук тех злодеев и смерти… он открыл сеья, что он есть чиновник австрийского императора" (ქართ.: "ამ საზოგადოებებიდან ზოგიერთი დუნაიზე თევზჭერით იყო დასაქმებული. ერთხელ, შემთხვევით მათ ნახეს მწირი, მაგრამ კეთილშობილი ბატონი, რომელსაც, მათი აზრით, ავაზაკები მოსდევდნენ და აწუხებდნენ: მაშინ, ეს მეთევზეები გაეშურნენ დასახმარებლად, დაიხსნეს იგი ბოროტმოქმედთა ხელიდან და სიკვდილს გადაარჩინეს... მაშინ მწირმა კაცმა აუწყა მათ, რომ ის იყო ავსტრიის იმპერატორის მოხელე") მოხელემ თავის მხსნელებს შუამდგომლობა აღუთქვა მათი საზოგადოების გამო ავსტრიის იმპერატორის წინაშე, "Помянутые общества немедленно сделали совет, на котором единодушно заключили просить от его величества австрийского императора всемилостивейшее благоволение на свободное в австрийских пределах пребывание, с наблюдением в точности древлегреческого закона и совершенной вольности своему духовеству, для того и избрали ииз числа их двух изрядных депутатов, а именно Александра Алексеева, и Никифора Иларионова (ზემოთხსენებული მეამბოხე ჩერნობოლელი სამეულიდან ერთ ერთი), послали их со всепокорнейшим прошением в столицу Вену" (ქართ.: "ხსენებულმა საზოგადოებებმა დაუყოვნებლივ მოიწვიეს საბჭო, რომელზეც ერთხმად მიიღეს გადაწყვეტილება ეთხოვათ მისი უდიდებულესობა ავსტრიის იმპერატორისთვის გამოეჩინა მოწყალება და მათთვის ავსტრიის ტერიტორიაზე ყოფნის ნება დაერთო, მიეცა სრული თავისუფლება მათი სამღვდელოებისთვის, რათა დაეცვათ ძველბერძნული სჯული. ამ მიზნით აირჩიეს ორი დეპუტატი, კერძოდ ალექსანდრე ალექსეევი და ნიკიფორე ილარიონოვი (მეამბოხე, ჩერნობოლელი სამეულიდან ერთ ერთი) და გააგზავნეს ისინი დედაქალაქ ვენაში").
1783 წლის 9 ოქტომბერს ავსტრიის იმპერატორმა იოსებ II-მ გამოსცა განკარგულება, რომელშიც იმპერატორმა კეთილინება ჩერნობოლელთათვის "დაერთო ნება გადმოსულიყვნენ ავსტრიის მიწა-წყალზე თავიანთი ოჯახებითურთ": 1) მიეცათ "სრული თავისუფლება როგორც მათ, ასევე თავიანთ შვილებს, შთამომავლებსა და სამღვდელოებას"; 2) 20 წლით თავისუფლდებოდნენ ყოველგვარი ხარკისგან; 3) გათავისუფლდნენ "ყოველგვარი სამხედრო მოვალეობისგან" ("от всякого воинского жития"); 4) 20 წლის გასვლის შემდეგ იმპერატორი მათ ჰპირდებოდა, რომ დააკისრებდა სხვა ქვეშევრდომთა ტოლფას გადასახადს (ფაქტობრივად აძლევდა ავსტრიის სახელმწიფოს ქვეშევრდომობას, ანუ მოქალაქეობას).
ამრიგად, ვენიდან დეპუტატების დაბრუნების შემდეგ, მათი საზოგადოებებისა და ოჯახების წარმომადგენლები კვლავ შეიკრიბნენ და მათგან უპირველესი წინამძღოლის, ძველმორწმუნე ილარიონ პეტროვიჩის (ეს ის ვეტკოველი "ღმრთისმოშურნეა" ზედმეტსახელად "ძროხის ფეხები" რომ შეარქვეს) მეთაურობით, რომელმაც, ზემოთმოტანილი პრივილეგიების პირველი პუნქტის მიხედვით, წამოიყვანა თორმეტი ბერი იღუმენ სიმეონთან ერთად, შავი ზღვიდან ავსტრიის საზღვრებში გადმოვიდნენ და ბუკოვნის ოლქში, სახელმწიფო მიწაზე თეთრ წყაროსთან ახლოს დასახლდნენ, რომელსაც დღემდე თეთრი ფერი ეტყობა, ამიტომაც დაერქვა მათ სოფელს: ბელაია-კრინიცა (Белая-Крыница) (მოკლედ, "თეთრიწყარო" - რედ.).
აი, ასეთმა პირებმა დააფუძნეს ბელოკრინიცის მონასტერი, რომელიც შემდეგ ბელოკრინიცული იერარქიის აკვანი გახდა. სწორედ ამ მონასტერში გადაწყვიტეს ბერებმა პავლემ და გერონტიმ დაეფუძნებინათ საეპისკოპოსო კათედრა. სწორედ ამ მონასტრის წესდება მიართვეს საეპისკოპოსო კათედრის დაფუძნების თხოვნითურთ ავსტრიის იმპერატორს 1841 წელს.
იმისთვის, რათა მკითხველმა უკეთ გაიგოს როგორ არის დაკავშირებული ბელაია-კრინიცას დამაარსებელ ჩერნობოლელთა და მათი უახლოესი შთამომავლების ისტორია ადგილობრივ ნეკრასოველებთან (რომლებიც ბერ პავლეს დროს ცნობილნი იყვნენ ლიპოვანთა საზოგადო სახელწოდებით), მოვიტანთ ამონაწერს "ედინოვერეცი" ("ერთმორწმუნე") არქიმანდრიტის, მამა პავლე პრუსიელისა და ბელოკრინიცელ მიტროპოლიტ კირილეს (ტიმოფეევი)გასაუბრებიდან:
"Вы говорите, что тнужно почитать один и только осмиконечный крест: но скажите мне, что вы кресту осмиконечному покланяетесь ли?
(ქართ.: თქვენ ამბობთ, რომ საჭიროა მხოლოდ რვაკიდურიანი ჯვარი: მაგრამ მითხარით, რვაკიდურიან ჯვარს თაყვანსსცემთ თუ არა?)
Кирилл отвечал: поклоняемся. Как же кресту осмиконечному не поклоняться!
(ქართ.: კირილემ უპასუხა: "თაყვანს ვცემთ. რვაკიდურიან ჯვარს როგორ არ უნდა ვცეთ თაყვანი!)
Я сказал: Вы, кажеться, не совсем поняли, о чем я спрашиваю: я спрашиваю о поклонении собственно кресту осмиконечному, хотя бы на нем и не было изображения Христова распятия. Таковому кресту вы поклоняетесь ли?
(ქართ.: მე ვუთხარი: თქვენ, როგორც ჩანს, კარგად ვერ გამიგეთ რას გეკითხებით. მე მაინტერესებს: უშუალოდ რვაკიდურიან ჯვარს, თუნდაც მასზე ჯვარცმული ქრისტე არ იყოს გამოსახული, თაყვანს სცემთ თუ არა?
Кирилл: Простому кресту, не котором нет воображения Христова, мы не поклоняемся: чему тут поклоняться?... правда: есть писано, что кресту надо поклоняться, но у нас нет такого обычая".
(ქართ.: კირილე: უბრალო ჯვარს, რომელზეც ქრისტე არ არის გამოსახული, თაყვანს არ ვცემთ. რას უნდა სცე აქ თაყვანი?... მართალია: დაწერილია, რომ ჯვარს თაყვანი უნდა ვცეთ, მაგრამ ჩვენ ასეთი ჩვეულება არ გვაქვს).
როგორც მოტანილი დიალოგიდან ჩანს ჩერნობოლელთა ჯვრისუარყოფის მწვალებლობა არა თუ არ გაქრა, არამედ პირიქით, გავრცელებულა კიდევაც ბუკოვინელ ნეკრასოველთა შორისაც და ისეთ ადამიანთა და მნიშვნელოვან ფიგურათა გონებაშიც კი დაბუდებულა, როგორიც მიტროპოლიტი კირილე იყო. ბუნებრივია, რომ მართლმადიდებლური სარწმუნოების ასეთი "ცოდნა" ხელსაყრელ ნიადაგს ქმნიდა იმ უცნაური საღვთისმეტყველო შეხედულებების აღმოსაცენებლად, რომლებიც ბელოკრინიცელთა წესდებაშია ასახული. რადგან თუ ადამიანისთვის ცხადი არ არის ეკლესიის სწავლება ჯვრის შესახებ, წმიდა სამების დოგმატზე რაღა უნდა ითქვას, ეს ხომ საერთოდ მიუწვდომელი უნდა იყოს მისთვის.
შესაძლოა, ბელოკრინიცელმა ქრისტეანებმა გვითხრან, რომ ისინი ამჯერად არ შეიცავენ ამგვარ ცდომილებას ქრისტეს ჯვრის შესახებ და, რომ მიტროპოლიტ კირილეს დროსვე ეს აზრი საყოველთაო არ ყოფილა. თანახმანი ვართ, რომ ეს ასეა, მაგრამ ჩვენ ის კი არ გვაინტერესებს, ბელოკრინიცელებს ახლა როგორ სწამთ, არამედ ის, როგორ სწამდათ ბელაია-კრინიცას მცხოვრებლებს 18-ე საუკუნის 40-იანი წლებში. ჩვენ გვაინტერესებს, რატომ ვერ შეამჩნიეს მათ ის მცდარი საღვთისმეტყველო შეხედულებანი, რომლითაც აღსავსეა ბელოკრინიცული წესდება და მთელი შემდგომი წლების განმავლობაში რატომ შეიწყნარებდა მას ყველა ბელოკრინიცელი მიტროპოლიტი, როგორც სრულიად მართლმადიდებლურსა და სავალდებულოს.
მაშ ასე, გამოვარკვიეთ რა წესდების წინაისტორია, განვიხილოთ ის ცდომილებებიც, რომელსაც ის შეიცავს:
"Достоит разумевати, яко Бог, сый свет истинный, искони совершен и непременен есть; точию до сотворения дел своих бе в молчании, имея единосущное в уме Слово Сына своего, его же, по глаголу блаженнаго Андрея Цареградского, в первом изречении: "да будут вецы", нетленно родил, сиречь во исхождении Соприсносущным Духом своим Святым от сердца отрыгнул".
ქართ.: "უნდა გულისხმავყოთ, რომ ღმერთმა, რომელიც არის ჭეშმარიტი ნათელი, დასაბამითგან სრულყოფილი და უცვალებელი, შესაქმემდე მდუმარებაში იყო, ჰქონდა რა გონებაში თავისი თანაარსი ძის სიტყვა, რომელიც, როგორც ნეტარი ანდრია კონსტანტინოპოლელი (ნეტ. ანდრია სალოსი - რედ.) ბრძანებს, პირველივე გამოთქმისთანავე: "და იქმნენ საუკუნენი", უხრწნელად შვა, ანუ ანუ გამოსვლისას თავისი თანაარსი სულიწმიდის მიერ გულიდან აღმოთქვა".
ბელოკრინიცული წესდების მტკიცებულება, რომ ღმერთმა, რომელიც "შესაქმემდე მდუმარებაში იყო, ჰქონდა რა გონებაში თავისი თანაარსი ძის სიტყვა, რომელიც, პირველივე გამოთქმისთანავე: "და იქმნენ საუკუნენი", უხრწნელად შვა" შეიცავს არიანულ მწვალებლობას, რომლის მიხედვითაც სიტყვა ღმერთმა თითქოსდა ყოფიერება ბუნების შექმნასთან ერთად მიიღო: "в первом изречении: "да будут вецы", нетленно родил его", (ქართ.: "პირველივე გამოთქმისთანავე: "და იქმნენ საუკუნენი", უხრწნელად შვა"), - აქედან გამოდის, რომ სამყაროს შექმნამდე ძე ღმრთისა - სიტყვა ღმერთი არ არსებობდა, არამედ "მდუმარებაში იყო" ("бе в молчании"). ბელოკრინიცელთა წესდებას თუ დავუჯერებთ და იმ აზრს თუ მივიღებთ (რისგანაც ღმერთმა დაგვიფაროს!), რომ ძე ღმერთი იშვა საუკუნეებთან ერთად, გამოდის, რომ ის - ქმნილებაა და არა ღმერთი, რომ ყოველივე, რასაც კი ყოფიერება დროში მიეცა, შეუძლებელია დაუსაბამო ღმერთის თანაარსი იყოს. ამ სტროფების წერაც კი საშინელია...
შემდეგ, ბელოკრინიცელთა წესდების ზემოთდამოწმებული სიტყვებიდან გამოდის, რომ მამა ღმერთს სამყაროს შექმნა რომ არ გადაეწყვიტა, მხოლოდშობილ ძეს არც შობდა, რაკიღა მისი შობის მომენტი ბერმა პავლემ უშუალოდ სამყაროს შექმნას დაუკავშირა. წესდების მიხედვით ღმრთის ძე არსებობდა არა ნამდვილად, არამედ პოტენციურად ("ჰქონდა რა გონებაში თავისი თანაარსი ძის სიტყვა" – "имея единосущное в уме Слово Сына своего"), ხოლო მისი არსი, წესდების მიხედვით, არის ცვალებადი - სამყაროს შექმნამდე სიტყვა-ღმერთი იყო "მამის გონებაში", ხოლო სამყაროს შექმნის დროს ღმერთმა ის "უხრწნელად შვა".
იმისთვის, რათა მართლმადიდებლურ დოგმატიკაში გამოუცდელმა მკითხველმა გაიგოს, რამდენად დიდია ღმრთის ძის გმობა ჩვენს მიერ განხილულ მტკიცებულებაში, მოვიტანთ პირველი მსოფლიო კრების მამათა მსჯელობას ამ საკითხზე: "ვინც ამბობს, რომ იყო (დრო), როცა ძე ღვთისა არ იყო, ან ვითომ დაბადებამდე არ არსებობდა... ან ვინც ამბობს, რომ ... შეიქმნა ძე ღვთისა და გარდაქმნადია და ცვალებადი, მათ შეაჩვენებს კათოლიკე და სამოციქულო ეკლესია" (Деяния Вселенских Соборов. – т. 1, С-Пб., 1996 г., стр. 70). ბელოკრინიცელთა წესდებისგან განსხვავებით, ასე აღიარებდნენ წმიდა მამები ქრისტეს და ასე აღიარებდნენ მას მომდევნო საუკუნეების მართლმადიდებელი ქრისტეანებიც.
რაც შეეხება სულიწმიდის ქმნილებად გამოცხადებას, რომელსაც ბელოკრინიცელთა წესდება ქადაგებს და აცხადებს, რომ: "в первом изречении: "да будут вецы", нетленно родил, сиречь во исхождении Соприсносущным Духом своим Святым от сердца отрыгнул" ("პირველივე გამოთქმისთანავე: "და იქმნენ საუკუნენი", უხრწნელად შვა, ანუ გამოსვლისას თავისი თანაარსი სულიწმიდის მიერ გულიდან აღმოთქვა), - ისეთივე მწვალებლობაა, როგორიც უკვე განხილული.
სულიწმიდის მგმობელი ამ მწვალებლობის წინააღმდეგ მამათა მრავალი თხზულება არსებობს, რომელთაგან ჩვენ მხოლოდ წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველს დავიმოწმებთ, რომელმაც მეორე მსოფლიო კრების მამებს სულიწმიდის შესახებ უთხრა: "თუ ღმერთია, მაშინ არ არის ქმნილება: რადგან ქმნილება ერთ რიგშია ჩვენთან, ჩვენ კი ღმერთები არ ვართ; ხოლო თუ ქმნილებაა, მაშინ ღმერთი არ ყოფილა: რადგან დროის ფარგლებში მიუღია დასაბამი; თუ მისი არსებობა დროში დაიწყო, მაშინ ყოფილა დრო, როცა ის არ იყო, ხოლო რასაც არარა უძღვის წინ, არსებული ვერ იქნება საკუთრივი აზრით და ღმერთი როგორ შეიძლება იყოს? ამრიგად, არც ერთი სამ იპოსტასთაგან არ არის ქმნილება და არც წარმონაქმნი" (Деяния Вселенских Соборов. – т. 1, С-Пб., 1996 г., стр. 111-112).
გარდა ამისა, დაუშვებელია თვით წესდების კადნიერება როგორც აღწერს ის ღმერთის მდგომარეობას სამყაროს შექმნამდე ("მდუმარებაში იყო"), ასევე ღმრთის ძის შობა და სულიწმიდის გამომავლობა გულიდან რაღაც უცნაური "აღმოთქმით" (2), რის შესახებაც არც ერთი წმიდა მამა არ გვაუწყებს და რასაც, ისევე როგორც ღმრთის ბუნებასთან და არსთან დაკავშირებულ სხვა საკითხებსაც, მიუწვდომელ საიდუმლოდ აღიარებდნენ: "დე ნუ შემოვლენ ღმრთის ეკლესიაში მოაბელნი და ყამონეველნი, ანუ დიალექტიკა, დავა და ის მიმომწვლილველობანი ღმრთის გამოუთქმელ შობასთან და გამომავლობასთან დაკავშირებით, რითაც კადნიერად გამოდიან ღმრთის წინააღმდეგ" (იქვე. გვ. 110).
თუმცა, ბელოკრინიცელთა წესდების ერეტიკულობას ამხელენ არა მარტო წმიდა მამები, არამედ ზემოთნახსენები ბელოკრინიცული კრებაც, რომელიც 1863 წ. შედგა და რომელმაც წესდების ზემოთმოტანილ სწავლებათა არამართლმადიდებლურობა დაადასტურა ასეთი სიტყვებით: "В кратких словах, но длиный ряд нечестия изображен" (ქართ.: "მოკლე სიტყვებით, უკეთურობათა მთელი რიგია გამოხატული"). მიუხედავად ამისა, ეს წესდება არც რომელიმე კრებას შეუცვლია და არც გაუსწორებია. მეტიც, ამისი გაკეთება რუსულ კრებას არც შეეძლო, რადგან ბელოკრინიცული წესდება ბელოკრინიცული მიტროპოლიის კურთხევით მოქმედებდა და ამიტომაც, მისი განხილვისა და გასწორებისთვის საჭირო იყო როგორც რუსეთში, ასევე უცხოეთში მყოფი ყველა ბელოკრინიცელი მღვდელმთავრის საერთო კრება.
სანამ ზემოთხსენებული წესდების უკვე ბელოკრინიცულ აპოლოგიებზე გადავიდოდეთ, საჭიროა ორიოდ სიტყვით ვთქვათ იმ წყაროზეც, რომლითაც ისარგებლა ბერმა პავლემ ამ წესდების შედგენისას და შეიტანა მასში ჩვენს მიერ მითითებული საღვთისმეტყველო ცთომილებები. მაშ ასე, რა წყაროა ეს?
უშუალოდ წესდებაში ბერი პავლე წმ. ანდრია კონსტანტინოპოლელს ეყრდნობა და წერს: "по глаголу блаженнаго Андрея Царьградскако" (ქართ.: "როგორც ნეტარი ანდრია კონსტანტინოპოლელი ბრძანებს"). უცნაურია დოგმატური ღვთისმეტყველების წყაროდ გაიხადო სალოსის წიგნი, რომელიც თუმც კი ცნობილია მთელი ეკლესიისთვის თავისი წმიდა ცხოვრებით, მაგრამ ღვთისმეტყველად და ეკლესიის მოძღვრად არასოდეს ყოფილა მიჩნეული. ყოველივე ამასთან ერთად ისიც ცნობილია, რომ წიგნი, რომელსაც ბერი პავლე ეყრდნობა არ ეკუთვნის ანდრია სალოსის კალამს, არამედ მისი მოწაფის, ეპიფანეს სახელითაა ხელმოწერილი და ასევე ცნობილია, რომ ეს წიგნი ბერძნებმა ამოიღეს ხმარებიდან მწვალებელთაგან მისი შერყვნის გამო..
ანდრია კონსტანტინოპოლელის მოცემული წიგნის წინააღმდეგ გამოდიოდა ღირ. მაქსიმე ბერძენი. თავის სიტყვაში: "თქმულება მღვდელმთავრობაზე და ბრწყინვალე შობაზე მხოლოდშობილისა ძისა და ღმრთის სიტყვისა, უფლისა ჩვენისა იესუ ქრისტესი", ღირ. მაქსიმე ამხელს იმ სიტყვათა სიცრუესა და მწვალებლობას, რომელიც ბელოკრინიცელთა წესდებაში სარწმუნოების საფუძვლად არის დადებული. თითქოსდა საუკუნეების უწინარეს ჭვრეტდაო ბერ პავლეს ცთომილებას, ღირ. მამა უარყოფს ამ წყაროს, რადგან მწვალებელთა მიერ იყო შერყვნილი. ღირ. მაქსიმე ბერძენი წერს: "რადგან ეპიფანეს სულელური შეკითხვისა და მასზე უფრო სულელური პასუხის განმარტებას მთხოვ, შვილო გრიგოლი, გიპასუხებ: ნუთუ იმ ეპიფანეს არ სმენოდა ღმრთისმხილველ მოსესი, რომელიც ამბობს: "თავდაპირველაღ ღმერთმა შექმნა ცა და მიწა"... სალოსის პასუხიც ვერ ბრწყინავს თავისი სიბრძნით, მაგრამ უკადრისს ვერ ვაკადრებ, მერიდება მისი სიწმიდის... არასოდეს ყოფილა მამა სიტყვისა და სულიწმიდის გარეშე, არც სიტყვა მამის გარეშე, და არც სულიწმიდა თვისი გამომავლინებელის გარეშე: მარადიულია მამა, მარადიულია ძე, მარადიულია სულიწმიდა... ხოლო ვინც ამბობს, რომ თითქოსდა ძე მამისგან დასაბამითგან იშვა ანგელოზთა შექმნის დროს, არიოზთან ერთად ფუჭმეტყველებს, ქმნილებას უწოდებს მას და არა შემოქმედს, ხოლო სამებას ორ ბუნებოვნად, ქმნილ და არაქმნილ არსად აცხადებს... ნუ უსმენ ასეთ მგმობარ სწავლებებს, არამედ გაიაზრე არის თუ არა მსგავსი სწავლება მოციქულთა და მამათა დოგმატების თანხმიერი" (Преп. Максим Грек. Творения. – т. 3, 1897 г., стр. 211-212).
ღირ. მაქსიმეს სიტყვებიდან ჩანს, რომ მართლმადიდებლური ეკლესია ძველთაგანვე უარყოფდა წმ. ანდრია სალოსის წიგნში არსებულ ცდომილებებს წმიდა სამების იპოსტასებთან დაკავშირებით.
ბელოკრინიცელთა წესდების მითითებულ ადგილთა აშკარა უკეთურების მიუხედავად, რომელსაც წმიდა მამები და 1863 წლის ბელოკრინიცული საეკლესიო კრებაც კი ამხელენ, როგორც უკვე აღვნიშნეთ, წესდებას თავისი დამცველებიც გამოუჩდნენ.
ერთ ერთი მნიშვნელოვანი ბელოკრინიცელი მწიგნობარი (რუს.: Начетчик) კლიმენტ ანფინოგენის ძე პერეტრუხინი ცდილობდა დაემტკიცებინა, რომ ბელოკრინიცული წესდება დაწერილია "არა ძველმოწესეობრივი იერარქიის სწავლა-მოძღვრებისთვის ან ძველმოწესეთა სარწმუნოების სიმბოლოს გადმოსაცემად, არამედ მხოლოდ ავსტრიის მთავრობისთვის" (Старообрядец, № 3, 1907 г., Н. Новгород, стр. 310). ანუ პერეტრუხინის აზრით წესდება ატარებდა მხოლოდ ფორმალურ ხასიათს. მაგრამ იყო კი ასე სინამდვილეში? ამას შევიტყობთ თვით წესდების შესავლიდან, სადაც წერია, რომ ის, უპირველეს ყოვლისა შედგენილია იმისთვის, რათა "в богомыслии упражняющиеся здраво и благочестиво умудрялись… притом внешних народов несправедливое мнение… письменным благочестиваго нашего вероисповедания открытием совершенно отклонить" (Белокриницкий устав, предисловие). (ქართ.: "ღმრთისმეტყველების შემსწავლელნი ჯანსაღად და ღვთისმოშიშად განისწავლებოდნენ... და გარეშეთა უსამართლო შეხედულებები... ჩვენი სარწმუნოების წერილობითი გამოცხადებით სრულიად უარყონ").
როგორც წესდების დამოწმებული ციტატიდან ჩანს წესდება ყოფილა არა ფორმალური დოკუმენტი, არამედ სარწმუნოების წყარო მათთვის, ვისაც ღვთისმეტყველებაში თავის გაწაფვა სურს; ის ყოფილა ასევე აპოლოგეტური თხზულება, რომელიც მოწოდებულია ჩამოაყალიბოს ბელოკრინიცელთა მრწამსი, რათა მის შესახებ გარემომცველ ხალხებს სწორი ინფორმაცია მიაწოდონ. ავსტრიის მთავრობის მოთხოვნა წესდების დაწერის მხოლოდ ისტორიული წინაპირობა გახლდათ, წესდებაში გადმოცემული აზრები კი, როგორც წესდების შემდგენელ ბერ პავლეს, ასევე ბელაია კრინიცას მცხოვრებთა სარწმუნოებრივი აღსარება იყო. ასე ამტკიცებს თვით წესდება და მას ძველმორწმუნეობრივი რელიგიის სარწმუნოებრივ დოგმატთა აღწერას უწოდებს: "Всех догмат веры староверческой религии описанием" (იქვე).
შემდეგ პერეტრუხინი ცდილობს დაამტკიცოს თვით ბერ პავლეს შეხედულებათა მართლმადიდებლურობა და ამას შემდეგი სახით აკეთებს: იმავე წესდებიდან მოჰყავს მრწამსის (მართლმადიდებლური სარწმუნოების სიმბოლოს - რედ.) სრული ტექსტი, რომელიც პირველი თავის მეოთხე პარაგრაფშია მოთავსებული და, აქედან გამომდინარე, აცხადებს: "После этого, можно ли будет заподозрить инока Павла в каком-либо еретичестве?" (ქართ.: "ამის შემდეგ, შესაძლებელია კი ბერი პავლე რაიმე მწვალებლობაში დავადანაშულოთ?") (Старообрядец, № 3, 1907 г., Н. Новгород, стр. 310).
მოდი განვსაჯოთ, შეგვიძლია თუ არა?! ერთსა და იმავე ბელოკრინიცულ წესდებაში ბერ პავლეს მოჰყავს ორი ურთიერთგამომრიცხავი აღმსარებლობა, ერთში ის აცხადებს, რომ ღმრთის ძემ ყოფიერება საუკუნეებთან ერთად მიიღო, ხოლო მეორეში ახდენს ნიკეო-კონსტანტინოპოლის კრების მრწამსის ციტირებას, რომელიც მის ადრინდელ შეხედულებას უარყოფს? რომელს დავუჯეროთ? პერეტრუხინი ამბობს: "დაუჯერეთ მეორესო", - მაგრამ წესდებაში ხომ ერთიც წერია და მეორეც... გარდა ამისა, მოცემული მომენტისთვის ჩვენ გვაინტერესებს უშუალოდ ბელოკრინიცული წესდების შინაარსი და არა ბერ პავლეს პირადი შეხედულებები. წესდებასთან დაკავშირებით კი თამამად ვიტყვით, რომ მართლმადიდებლური სარწმუნოების აღსარებასთან ერთად ის შეიცავს მწვალებლობასაც, ეს კი დაუშვებელია და უნდა გასწორდეს, რაც ბელოკრინიცელ მღვდელმთავრობას დღემდე არ გაუკეთებია.
გარდა ამისა პერეტრუხინს არგუმენტად მოჰყავს ბელოკრინიცული იერარქიის 1902 წლის კრების დადგენილება, რომელმაც დაადასტურა თავისი ქრისტეანების მართლმადიდებლურობა, რის შემდეგაც, პერეტრუხინის აზრით, ბელოკრინიცელთა იერარქია მწვალებლობაში არავინ, არასოდეს უნდა დაადანაშაულოს. ამასთან დაკავშირებით უნდა ითქვას, რომ ბელოკრინიცელთა იერარქიას მწვალებლობაში არც არავინ ადანაშაულებს, სხვაგვარად ძველმართლმადიდებლური ეკლესიისკენ მოქცეულ ბელოკრინიცელებს ისე არ შეიწყნარებდნენ, როგორც ახლა, არამედ არიანელობის წყევლითა და დაგმობით. საკითხი მწვალებლობაში კი არ მდგომარეობს, არამედ ისეთ ცნებებში, როგორიცაა წესიერება და პატიოსნება, ორპირობა და მზაკვრობა.
საკმაოდ ბევრი რამ აღსრულდებოდა ბელოკრინიცელთა იერარქიაში "ტყუილ-უბრალოდ", ფორმალურად: მიტროპოლიტ ამბროსისთან დადებული საქმიანი ხელშეკრულება - ფორმალობაა; ბელოკრინიცელთა წესდება - ფორმალობაა; მეორე მსოფლიო ომის დროს, ფაშისტების გულის მოსაგებად რუმინეთის მიტროპოლიის მიერ ახალი სტილის მიღებაც - ფორმალობაა (ამის შესახებ თავის დროზე ვისაუბრებთ) და ა. შ. საკმაოდ ბევრი "ფორმალობა" ხომ არ გამოდის? საკმაოდ ბევრს ხომ არ იტყუებიან სიკეთის მომიზეზებით? უცებ ვერც კი გაერკვევი კაცი, რა არის ბელოკრინიცელებში სერიოზული და რა "ტყუილ-უბრალო", ანუ ფორმალური. ასე მხეცის ბეჭედიც შეიძლება "ფორმალურად" მიიღო, მაგრამ დახუჭავს კი უფალი თვალს ამგვარ "ფორმალობაზე"? თუმცა მოდი, ისევ წესდებას დავუბრუნდეთ.
რადგან ბელოკრინიცელთა იერარქიას დღემდე არ ჩაუსწორებია ბელოკრინიცული წესდება (თუნდაც უკვე უმოქმედო), და არ დაუგმია მასში მოცემული არამართლმადიდებლური აზრები, დასკვნა ასეთი უნდა გაკეთდეს: ჯიუტად იცავს რა წესდების ცთომილ ადგილებს, ბელოკრინიცული იერარქია მფარველობს ამ მწვალებლობებს. ხოლო ვინც 1863 წლის კრებას დაიმოწმებს, კვლავ შევახსენებთ, რომ ეს კრება მხოლოდ რუსი (ანუ რუსეთში მცხოვრები - რედ.) მღვდელმთავრების კრება იყო, არადა საჭიროა ყველა მღვდელმთავრის, მათ შორის, უცხოეთში მცხოვრებ ბელოკრინიცელ იერარქთა საერთო კრება, რათა წესდება ისევე კრებითად გასწორდეს, როგორც მიიღეს.
ამრიგად, ჩვენ განვიხილეთ კლიმენტ ანფინოგენის ძე პერეტრუხინის არგუმენტები. არ ვიცით, რას ფიქრობს მკითხველი, მაგრამ ჩვენ ისინი არადამაჯერებლად გვეჩვენება. თუმცა ეს არც არის გასაკვირი, რადგან ის, რომ პერეტრუხინი ყოველთვის თანმიმდევრულად და არგუმენტირებულად როდი იცავდა თავის შეხედულებებს მისი თანამორწმუნისა და თანამშრომლის, ცნობილი ეპისკოპოსის, არსენის (შვეცოვი) წერილებიდანაც ვუწყით, რომელიც ბრძანებს: "Он (Перетрухин) иногда говорит отлично, а иногда и конфузится… я и не могу ручаться за его беспристрастность и к кому бы то ни было" (ქართ.: "ის (პერეტრუხინი) ზოგჯერ ბრწყინვალედ მსჯელობს, ზოგჯერ კი გვარცხვენს... და ვერც მისა და ვერც სხვა ვინემს მიუკერძოებლობაზე თავს ვერ დავდებ" ) (Епископ Арсений Уральский. "Письма". М., 1999 г., стр. 308).
სანამ ბელოკრინიცული წესდების ყველაზე თავგამოდებული აპოლოგეტის არგუმენტებზე გადავიდოდეთ, მკითხველს უნდა გავაცნოთ ის ეშმაკობა, რასაც ბელოკრინიცელი აპოლოგეტები მიმართავდნენ, როდესაც ვერ პოულობდნენ შესაძლებლობას გაემართლებინათ ბელოკრინიცულ წესდებაში მდებარე მწვალებლობანი:
"მწიგნობრებმა დაიწყეს მტკიცება, რომ ისინი გამოეყვნენ მათ ბელოკრინიცული წესდების გამო, სადაც მრავალი საღვთისმეტყველო ცდომილებაა. მამა დიმიტრიმ ჩერნიშევთან ერთად იკითხეს: როდის გამოგვეყავით ჩვენ? მათ უპასუხეს: მიტროპოლიტ ამბროსის მიღების შემდეგ. მაშინ მამა დიმიტრიმ და ჩერნიშევნა მიუთითეს, რომ წესდება დაწერილია 1841 წელს, ხოლო მიტროპოლიტი ამბროსი ბელოკრინიცელთა საზოგადოებაში მიიღეს 1846 წელს, შედეგად, თქვენ იმიტომ კი არ გამოყოფილხართ ჩვენგან, რომ საღვთისმეტყველო ცთომილებები გიპოვიათ ჩვენს წესდებაში" (Церковь. № 16, 1911 г., стр. 397).
ამგვარი სოფიზმით მხოლოდ გაკვირვებულები ვრჩებით! რა შუაშია ეს თარიღი? წესდება უარყოფილ იქნა არ მაშინ, როცა ის დაიწერა, არამედ როდესაც ცნობილი გახდა რუსეთში, ეს კი 1846 წელზე გვიან მოხდა. ხოლო წესდება სწორედ ბელოკრინიცაში მიტრ. ამბროსის მიღების გამო გახდა, ეს რომ არა, ბერ პავლესა და სხვა ბელოკრინიცელ ბერთა საღვთისმეტყველო შეხედულებებს ვერავინ შეიტყობდა.
მამა დიმიტრი კუზნეცოვისა და წიგნისმკითხველ პოლიკარპე ჩერნიშევის არგუმენტს სამართლიანად თუ ჩავთვლით, მაშინ ყველაფრის გამართლება შეიძლება. მაგალითად, ერესიარხი არიოზი თავისუფლად ქადაგებდა თავის მწვალებლობას წმიდა ალექსანდრე ალექსანდრიელის დროს, და მხოლოდ იმის შემდეგ მოიკვეთეს, რაც ცნობამ მისი უკეთურების შესახებ მღვდელმთავართა კრებამდეც მიაღწია. გამოდის, რომ ალექსანდრე ალექსანდრიელმა არიოზი მისი მწვალებლური ქადაგების პირველსავე დღეს, ანუ 318 წელს კი არ მოიკვეთა, არამედ გარკვეული დროის გასვლის შემდგომ, ანუ 320 წელს, და აქედან რა დასკვნა უნდა გავაკეთოთ, რომ არიოზის მოკვეთის მიზეზი მისი ცრუსწავლება არ იყო? ეს არის სრული აბსურდი!
თუმცა, განზე დავტოვოთ მამა კუზნეცოვისა და მისი თანაშემწის სოფიზმები, რადგან ყველამ კარგად უწყის, რომ ეს სრულიად უვარგისი ხრიკია ბელოკრინიცელთა წესდების დასაცავად. თანაც, მათ ხერხს დაცვასაც ვერ უწოდებს კაცი, რადგან ჩვენ ვხედავთ, რომ აპოლოგეტები არ უარყოფენ ბელოკრინიცული წესდების ცთომილებებს, არამედ უბრალოდ ეშმაკობენ. მაგრამ ბელოკრინიცელთა წესდებას ჰყავდა სხვა დამცველებიც, რომლებიც ამ წესდების გამო მზად იყვნენ შებრძოლებოდნენ საკუთარ იერარქიასაც კი.
ასეთი ადამიანი იყო ურალის ეპისკოპოსი არსენი (შვეცოვი). ბელოკრინიცელთა იერარქიის დასაცავად არსენიმ დაწერა მთელი თხზულება სახელწოდებით "Истинность старообрядческой иерархии противу возводимых на нее обвинений" (ქართ.:"ძველმოწესეობრივი იერარქიის ჭეშმარიტება მის წინააღმდეგ აღმართული ბრალდებების წინააღმდეგ"). მოცემული წიგნის პირველი განყოფილების პირველივე თავი ბელოკრინიცელთა წესდებას მიეძღვნა. 1902 წელს ეპისკოპოს არსენის ეს თხზულება კრებითად იქნა უარყოფილი ბელოკრინიცელთა მიერ როგორც მწვალებლური, თანაც სწორედ იმიტომ, რომ იცავდა ბელოკრინიცელთა წესდებას:
"Вследствие возникших среди христиан нежелательных пререканий через защиту Белокриницкого Устава епископом Арсением и критику оной священником Василием Механиковым, освященный собор объявляет в общее сведение, что все мнения и выражения означенных писателей, несогласныя со общим православныя церкви учением, находящиеся в их сочинениях, по означенному вопросу… наща святая церковь не приемлет и отвергает" (Старообрядец, № 3, 1907 г., Н. Новгород, стр. 312) (ქართ.: "ეპისკოპოს არსენის მიერ ბელოკრინიცული წესდების დაცვით გამოწვეული კამათთან და მღვდელ ბასილი მეხანიკოვის მიერ მისი კრიტიკის გამო, წმიდა კრება ყველას გასაგონად აცხადებს, რომ ხსენებული მწერლების ყველა შეხედულება და გამოთქმა, რომელიც მათ თხზულებებში მოიპოვება და რომელიც საერთო, მართლმადიდებლური ეკლესიის სწავლების საწინააღმდეგოა... ჩვენი წმიდა ეკლესია არ შეიწყნარებს და უკუაგდებს").
ეპისკოპოსი არსენი ურალელი გამჭრიახი გონების დაუოკებელი ადამიანი იყო. ის საკმაოდ ნაყოფიერად იცავდა, როგორც ძველმართლმადიდებლობას საერთოდ, ასევე ბელოკრინიცულ იერარქიას. ეს იყო გულწრფელი და უკიდურესად საქმის ერთგული ადამიანი. ყველა მისი თხზულება გამოირჩევა ზომიერი აზრებითა და მიუკერძოებლობით. მის თხზულებებში ასევე ვერ იპოვით უხეშობას და უცერემონიობას, რომელიც სხვა ბელოკრინიცელ პოლემისტთათვის არის დამახასიათებელი. უდავოდ, როგორც პიროვნება, ეპისკოპოსი არსენი ყოველგვარ პატივისცემას იწვევს თავის ოპონენტებშიაც კი. როგორც ღირსეულ პოლემისტის, ეპისკოპოსი არსენის ობიექტურობას აჩვენებს თუნდაც მისი ასეთი გამოთქმა: "მიკერძოებული ბრალმდებლები ჩვენ არც ბერძნულ-რუსული ეკლესიის წინააღმეგ უნდა ვიყოთ. ისიც საკმარისია, მის ნამდვილ დანაშაულობებს თუ მივუთითებთ" (Епископ Арсений Уральский. "Письма". М., 1999 г., стр. 308).
მიუხედავად მისი ამ ღირსებებისა, არსენი მაინც ადამიანი იყო და მიუკერძოებლობის დიდი სურვილისდა მიუხედავად ყოველთვის როდი ახერხებდა ყოფილიყო ჭეშმარიტად მიუკერძოებელი. ბელოკრინიცული წესდების დაცვა ამისი ნათელი მაგალითია.
წესდების მთელ აპოლოგიას ეპისკოპოსი არსენი აგებს შემდეგი საცით, მას მოჰყავს მთელი რიგი ციტატები წმიდა მამათა თხზულებებიდან, რომელშიც ნაჩვენებია ყოვლადწმიდა სამების პირთა თანასწორობა, მაგრამ ეს არანაირად არ ამართლებს წესდებას, რადგან მასში გამოთქმულია სრულიად საპირისპირო აზრი, ხოლო შვეცოვის მიერ მოტანილი ციტატები მასში არ მოპოვება. წესდებაში ნათქვამია, რომ ღმრთის ძე იშვა საუკუნეებთან ერთად. ამიტომაც, შვეცოვის მიერ მოტანილ ციტატებში პავლე ბელოკრინიცელის ამგვარი ცდომილების გამართლებაზე მინიშნებაც კი არ არის. მაშ, რატომ მოჰყავს შვეცოვს ისეთი ციტატები, რომლებიც საერთოდ არანაირ კავშირში არ არიან ამ საქმესთან? პასუხი ნათელია - იმისთვის, რათა ყველას თავის თანამოძმეთა მართლმადიდებლურობა გამოუცხადოს, მაგრამ ჩვენ მათი ან თვით შვეცოვის აღმსარებლობა კი არ გვაინტერესებს, არამედ აღმსარებლობა, რომელიც პავლე ბელოკრინიცელმა გადმოცსა ბელოკრინიცულ წესდებაში. დოკუმენტში, რომელიც ბელოკრინიცული იერარქიის იდეოლოგიურ საფუძვლად არის აღიარებული, დოკუმენტში, რომელიც წმიდა სამების დაუფარავ გმობას შეიცავს, დოკუმენტში, რომელსაც ხელი მოაწერა, როგორც მიტროპოლიტმა ამბროსიმ, ასევე ყველა შემდგომმა ბელოკრინიცელმა მიტროპოლიტმა, როგორც მართლმადიდებლური სარწმუნოების ჭეშმარიტ გამოხატულებას.
აუცილებელია ასევე ითქვას, რომ შვეცოვის მიერ წმიდა მამათა თხზულებებიდან დამოწმებული ციტატები არა თუ არ ამართლებს მწვალებლურ წესდებას, არამედ პირიქით, ამხელს მას. ასე მაგალითად, წესდებაში ნათქვამია, რომ "ღმერთმა, პირველივე გამოთქმისთანავე: "და იქმნენ საუკუნენი", უხრწნელად შვა", ხოლო ნეტ. ავგუსტინეს ციტატაში, რომელიც შვეცოვს მოჰყავს, ნათქვამია: "შენ (უფალო) მოგვიწოდებ გულისხმავყოთ გამოუთქმელი შენი სიტყვა, რომელიც უკუნითგან შენთან მყოფობს, ღმერთო, და თვითონვე არის ღმერთი, შენს მიერ მარადიულად გამოთქმული". ყველასთვის ცხადია, რომ ნეტ. ავგუსტინეს სიტყვები ზუსტადაც რომ უარყოფენ ბერ პავლეს მწვალებლობას. ბერ პავლეს მიხედვით ღმერთი "შესაქმემდე მდუმარებაში იყო" და თავისი ძე საუკუნეებთან ერთად შვა, ავგუსტინე კი ასწავლის, რომ ძე - სიტყვა "მარადიულად გამოთქმადია". ჩვენთვის გაუგებარია, ან შვეცოვი ვერ ხედავს ესოდენ მკაფიო წინააღმდეგობას, ან კიდევ თავისი "ჭეშმარიტების..." (ეპ. ა. შვეცოვის თხზულების შემოკლებული სახელწოდება - რედ.) მკითხველები მიაჩნია მიუხვედრელ და ღვთისმეტყველებაში სრულიად უმეცარ ადამიანებად. როგორც პირველი, ასე მეორეც არ არის დამახასიათებელი ეპისკოპოს არსენისთვის, მაგრამ ჩვენ ვხედავთ იმას, რასაც ვხედავთ...
მსგავსად არაფერს ამტკიცებს დანარჩენი ციტატები ერთის გარდა... "ჭეშმარიტების..." ავტორი წესდების გამართლებას სარწმუნოებას გადამცდარი ტერტულიანეს თხზულებებში პოულობს. მართლაც ტერტულიანის მწვალებლობა სრულიად თანხმიერია ბელოკრინიცელთა წესდებისა: "სიტყვა დასაბამითგან იყო ღმერთში და მან ის შვა, როდესაც მის მიერ სამყარო შექმნა" (ტერტულიანი. პრაქსეოსის წინააღმდეგ). აი ასეთი ციტატა, რომელშიც არამართლმადიდებლური აზრებია გამოთქმული წმ. სამების შესახებ, შვეცოვს წმიდა მამების სრულიად მართლმადიდებლურ გამოთქმებთან ერთად მოჰყავს "წესდების" გასამართლებლად. მოცემული ციტატა, რომელიც წესდების დაუზიანებლობას "ადასტურებს", ზედაპირულად, უყურადღებოდ და თანაც ღვთისმეტყველებაში ჩაუხედავ მკითხველს ეს სრულიად დამაკმაყოფილებლად შეიძლება მოეჩვენოს. მაგრამ მათ ვისაც თუნდაც მცირე განათლება მაინცა აქვთ წმიდა სამებაზე ეკლესიის სწავლების შესახებ და ოდნავ მაინც გაცნობილია პატროლოგიას სულაც არ მოეჩვენება, რომ ტერტულიანეს ფრაზა დამაკმაყოფილებელია წესდების დასაცავად, რომელიც ამ მწვალებლობის გარდა კიდევ სხვა მწვალებლობებს ქადაგებდა და თავისი სიცოცხლე მონტანისტურ სექტაში დაასრულა. საკვირველი და სამწუხარო ისაა, რომ ამ ცნობილ მწვალებელში შვეცოვი თავისა და ბერ პავლეს თანამოაზრეს პოულობს. მაგრამ თუ შვეცოვისთვის ტერტულიანე წმიდა მამებთან ერთად ერთ რიგში დგას, მართლმადიდებელი ქრისტეანი ამ პოზიციას ვერ დათანხმდება. საკუთარი წესდების გასამართლებლად ტერტულიანეს მსგავსი მწერლების დამოწმებით, შვეცოვი ბელოკრინიცულ წესდებას დათვურ სამსახურს უწევს - არსებითად ეპისკოპოსი არსენი ტოლობის ნიშანს სვამს ამ მწვალებლის მეზღაპრეობასა და მის მიერ აღსარებულ წესდებას შორის.
თუმცა, ეპისკოპოსი არსენი თვითონაც ხვდებოდა საკუთარი არგუმენტაციის უსუსურობას ბელოკრინიცული წესდების დასაცავად, ამიტომაც საკუთარი აპოლოგიის უშუალო გადმოცემის წინ შვეცოვმა მიუთითა, რომ მისი საძმოს კრებამ "ჩათვალა რა ის არა იმდენად ცთომილად, რამდენადაც ორაზროვნად და შემძლედ აეღორძინებინა ცთომა, დაუყოვნებლივ მისი გასწორება მოითხოვა" ("найдя сие не столько погрешительным, сколько двусмысленным и способным возрождать заблуждения, потщался его немедленно исправить"). აქ აუცილებელია შევნიშნოთ, რომ ეპისკოპოსი არსენი ეშმაკობს, როდესაც კრებას იმოწმებს, რადგან მოცემული კრების შესაბამისი დადგენილება შვეცოვმა სინამდვილეში კატეგორიულად უარჰყო როგორც უკანონო და მის აზრით, პირველი მსოფლიო კრების საწინააღმდეგო: "Относительно соборного постановления 1863 г. скажу, что мы соборные постановления должны принимать только, когда они согласуют предвдущим святым собором. Но указанное Вами соборное постановление не согласно есть первому вселенскому собору, и по сему я не сознаю его правильным" (ქართ.: "რაც შეეხება 1863 წლის კრებით დადგენილებას, უნდა შევიწყნარებდეთ მხოლოდ იმ დადგენილებებს, რომლებიც წინა წმიდა კრებათა თანხმიერია. ხოლო თქვენს მიერ მითითბული საკრებო დადგენილება ეწინააღმდეგება პირველ მსოფლიო კრებას, ამიტომაც, მე მას მართებულად არ ვაღიარებ") (Епископ Арсений Уральский. "Письма". М., 1999 г., стр. 343).
როგორც ვხედავთ, კრების დადგენილება, რომელმაც დაგმო ბერ პავლეს მიერ ბელოკრინიცელთა წესდებაში შეტანილი არიანული მწვალებლობა, შვეცოვმა მიუღებლად შერაცხა, ხოლო წესდების დაუფარავი მწვალებლურობა მართლმადიდებლურ სწავლებასთან თანხმიერად აღიარა.
ეპისკოპოს არსენის თხზულებამ ("ძველმოწესეობრივი იერარქიის ჭეშმარიტება მის წინააღმდეგ აღმართული ბრალდებების წინააღმდეგ") აღშფოთება გამოიწვია მის თანამოძმეთა შორის. ბელოკრინიცელთა წესდებას აუმხედრდა თითქმის ყველა მღვდელმთავარი და ცნობილი მწიგნობარი (начетчики), ისეთები, როგორებიც იყვნენ: კ. ა. პერეტრუხინი. აი, როგორ აღწერს თვით შვეცოვი თავის წინააღმდეგობას მის მიერ დაცული იერარქიის წინააღმდეგ:
"Я в настоящее время истязуюсь от Моск. Дух. Совета. 16 октября было собрание всех мирских депутатов и дух. лиц Духовного Совета, при коих еще были епископы Пафнутий и Селивестр. Совещание их было без меня, и, меня приглася, спросили только: "Кто тебе поручал печатать книгу "Истинность", и принимаю ли я соборное определение 1863 г.? Я им ответил, что книгу печатать мне никто не поручал, но я ее издал от своего усердия на основании оного апостольского изречения: "Еже сердцем веруется вправду, усты же исповедуется во спасение". А относительно соборного постановления 1863 г. скажу, что мы соборные постановления должны принимать только, когда они согласуют предыдущим святым собором. Но указанное Вами соборное постановление не согласно есть первому вселенскому собору, и посему я не сознаю его правильным. После сего меня попросили от собрания удалиться и чрез несколько минут опять пригласили. Мирские депутаты встали и попросили подчиниться собору 1863 года, я отказался, и они, сказавши, что теперь мы предаем вас на суд духовный, и сами удалились… На другой день архиепископ Саватий говорит мне: "Напрасно вы, отец Арсений, противитесь собору, мне вас жалко, но приговорили вас запретить священнодейства и отлучить от церкви"… И, поговоря несколько, договорились до того, чтобы я письменно написал исповедание веры и представил на обсуждение Духовному Совету, и я, это сделать обещавшись удалился. На другой день, накидав черновинкою, сошлись с епископом Пафнутием на обеде к архиепископу, по обеде я прочитал черновинкую обоим владыкам. Они мне сказали: "Вечером ныне 5 часов будет собрание Совета, тогда пусть посудит Совет это ваше исповедание". Но только дошел до Перетрухина, а я еще оставался у архиепископа – бежит и Перетрухин, - я и ему прочитал приготовляемое иисповедание. Он стал требовать его переиначить, я отказался. Пришедши к себе, начал было его переписывать набело. А Перетрухин бежит ко мне, чтобы толковать о богословии, я отказался, что теперь мне времени нет… Мы теперь как на волнах обуреваемся. Мне сану не жаль, только не желательно, чтобы свои поставили на меня клеймо еретика" (ქართ.: "ამჟამად მოსკოვის სასულიერო საბჭო მცდის. 16 ოქტომბერს შედგა ყველა საერო დეპუტატისა და სასულიერო საბჭოს წევრთა შეკრება, რომლებთან ერთად იყვენენ ეპისკოპოსები პაფნუტი და სილიბისტრო. შეკრება უჩემოდ ჩაატარეს და, როდესაც მომიწვიეს, მხოლოდ მკითხეს: "ვინ დაგავალა დაგეწერა წიგნი "ჭეშმარიტება...", და შევიწყნარებ თუ არა 1863 წლის საეკლესიო კრების კრებით დადგენილებას? მე ვუპასუხე, რომ წიგნის დაწერა არავის დაუვალებია, არამედ საკუთარი მონდომებით გამოვეცი ერთი სამოციქულო გამონათქვამის საფუძველზე: "რამეთუ გულის გრწამს სიმართლედ, ხოლო პირითა აღიარებ საცხორებელად" (რომ. 10:10). 1863 წლის კრებითი დადგენილების შესახებ კი ვიტყვი, რომ კრებით დადგენილებათაგან ისეთს უნდა შევიწყნარებდეთ, რომლებიც წინა წმიდა კრებათა თანხმიერნი არიან. მაშინ როდესაც თქვენს მიერ დასახელებული საეკლსიო კრება არ ეთანხმება პირველ მსოფლიო საეკლესიო კრებას. ამიტომაც, მას მე არასწორად მივიჩნევ. ამის შემდეგ მომთხოვეს დამეტოვებინა კრება და რამოდენიმე წუთის შემდეგ ისევ გამომიძახეს. საერო დეპუტატებმა მთხოვეს დავმორჩილებოდა 1863 წლის კრების დადგენილებებს, მე უარი ვთქვი. მათ მითხრეს, რომ ყოველივეს სულიერ სასამართლოს გადავცემოთო და განმეშორნენ... მეორე დღეს არქიეპისკოპოსი საბატი მეუბნება: "ამაოდ ეწინააღმდეგები კრებას, მამა არსენი, ძალიან მეცოდები, შენ მსახურებას აგიკრძალავენ და ეკლესიისდან მოგიკვეთენ"... ცოტა კიდევ ვილაპარაკეთ და იმაზე შევთანხმდით, რომ წერილობითად წარმოვადგენდი ჩემს აღმსარებლობას და განსახილველად სასულიერო საბჭოს გადავცემდი, მე პირობა დავდე და წავედი. მეორე დღეს, აღმსარებლობის შავი ვერსია მოვინიშნე და სადილზე არქიეპისკოპოს პაფნუტის შევხვდი, სადაც ორივე მეუფეს ჩემი აღმსარებლობა წავუკითხე. მათ მითხრეს: "საღამოს 5 საათზე საბჭო შეიკრიბება და მაშინ გადაწყდეს შენი აღმსარებლობის საკითხიო". მაგრამ როგორც კი საქმე პერეტრუხინამდე მივიდა, მე ჯერაც არქიეპისკოპოსთან ვიყავი, - მორბის პერეტრუხინი, გამზადებული აღმსარებლობა მასაც წავუკითხე. მან დაწერილის გადაკეთება მოითხოვა, მე უარი ვტკიცე. შინ რომ დავბრუნდი, ის იყო შავი ნაწერის გადათეთრება დავიწყე, კვლავ მოვიდა ჩემთან პერეტრუხინი და ღმრთისმეტყველების განმარტება დამიწყო. მე უარი ვუთხარი და განვუცხადე, რომ დრო არ მქონდა... ახლა ჩვენ ტალღით ვართ-მეთქი მიმოტაცებულნი. ხარისხი არ მენაღვლება, მხოლოდ არ არის სასურველი, საკუთარმა ძმებმა მწვალებლის დაღი დამასვან-მეთქი" ) (იქვე. გვ. 342-343).
აი ასე განიხილებოდა ბელოკრინიცული წესდება და არსენი შვეცოვის "ჭეშმარიტება..." თვით ბელოკრინიცელთა იერარქიაში. უდავოდ, ეს საღვთისმეტყველო ბატალიები დიდი საცთური იყო როგორც თვით ბელოკრინიცელთა, ასევე მათი ოპონენტებისათვის. ამ ბატალიების გარჩევა საჭიროა თანამედროვე ბელოკრინიცელ ქრისტეანთათვის. აუცილებელია, რათა მათ ბოლოს და ბოლოს ცალსახად გამოხატონ თავიანთი დამოკიდებულება ბელოკრინიცულ წესდებაში გამოთქმული მწვალებლური შეხედულებებისადმი.
შესაძლოა ბელოკრინიცელმა ქრისტეანებმა პერეტრუხინივით თქვან, რომ წესდების სხვა ადგილებში წმიდა სამების შესახებ სწავლება სწორად არის გადმოცემული, მაგრამ ეს ვერ უხსნის პასუხისმგებლობას ცთომილ ადგილებს, რამეთუ ისინი არის საცთურის საფუძველნი, ხოლო მათი ჯიუტი დაცვა ორჯერ უფრო მეტ საცთურს წარმოქმნის. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ბელოკრინიცელ ქრისტეანებს ახსოვთ წმიდა წერილის სიტყვები: "ნუ აცთუნებთ ნურც იუდეველებს, ნურც ბერძნებს და ნურც ეკლესიას ღვთისას" (1 კორ. 10:32) და თუმც "შეუძლებელია, რომ არ მოვიდნენ საცდურნი, მაგრამ ვაი მას, ვისგანაც მოვლენ" (ლუკა 17:1).
ჩვენ უეჭველად დარწმუნებულები ვართ, რომ ჩვენთვის ცნობილი ყველა ბელოკრინიცელი ქრისტეანი როდი შეიცავს ამ მწვალებლურ აზრებს და მრავალი მათგანი არ ეთანხმება ბერ პავლეს საღვთისმეტყველო ცთომილებებს, რომელიც მან მოათავსა ბელოკრინიცულ წესდებაში. მიუხედავად ამისა, იმისთვის, რათა ამოვძირკვოთ საცთურის ყოველგვარი საფუძველი, ბელოკრინიცელთა მთელმა იერარქიამ, ბრაილის მიტროპოლიის ჩათვლით, უნდა აღიაროს, რომ ბერი პავლე ცდებოდა, რომ წესდება მართლაცდა შეიცავს საღვთისმეტყველო ცთომილებებს, რომ არ იყვნენ მართლები ისინი, ვინც დაუფიქრებლად იცავდნენ წესდებას.
ბელოკრინიცელ ქრისტეანთათვის აუცილებელია ცალსახად და ღიად დაგმონ არამართლმადიდებლური აზრები, რომელსაც მათი წესდება შეიცავს, რათა არავის მისცენ საბაბი ფიქრისა, რომ იზიარებენ მწვალებლობას. მაშინ წესდების საღვთისმეტყველო ცთომილების ყველა მოწინააღმდეგე დაინახავს, რომ ამ ცთომილებებს არ ღებულობს მთელი ბელოკრინიცული იერარქია და ქრისტეანები, რადგან "ჩვენთვის მწვალებლობათაგან განშორებულთა ხილვა უფრო სასიხარულოა, ვიდრე მისი უსარგებლობის უსირცხვილოდ დამცველნი..." (წმ. კირილე ალექსანდრიელი. ეპისტოლე მაქიმე დიაკვნისადმი).
შედარებისთვის მკითხველს შევახსენებთ მეხუთე მსოფლიო კრების საქმეებს, რომლის მამები შეიკრიბნენ, რათა დაეგმოთ მართლმადიდებელ მამათა ზოგიერთი თხზულება, რომელიც შეიცავდა მწვალებლობებს. ასე მაგალითად, დაიგმო წმ. თეოდორიტე კვირელის მიერ წმ. კირილე ალექსანდრიელის წინააღმდეგ დაწერილი თხზულებები და ასევე, იბა ედესელის წერილი მარიუს ეპისკოპოსისადმი, რომელიც შეიცავდა ნესტორიანულ აზრებს. მსგავსადვე უნდა მოიქცეს ბელოკრინიცელთა იერარქიის მთელი მღვდელმთავრობა, უნდა შეიკრიბონ და დაგმონ თავიანთ წინაპართა ანტიმართლმადიდებლური შრომები, რათა აღმოიფხვრას ყოველგვარი წინაღობა და საცთური. მაშინ ყოველი იხილავს, რომ ბელოკრინიცელთა სასულიერო დასი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს არა ცარიელი ჯიუტობით, არამედ ძველ მამათა მაგალითებით და მართლმადიდებლობის ისეთი მნათობით, როგორიც იყო პავლე მოციქული, რომელმაც საკუთარ თავზე თქვა: "ვინ უძლურ არნ, და მე არა უძლურ ვიყვი? ვინ დაჰბრკოლდებინ, და მე არა ვჴურვიდი?" (2 კორ. 11:29).
_______________________________________________________
1. ამ სიტყვას გააჩნია მრავალგვარი მნიშვნელობა. ბელორუსიისა და უკრაინის მცხოვრებნი ამ სიტყვით, ირონიულ კონტექსტში აღნიშნავდნენ რუსებს (ეტიმ. "მოსკალ" მომდინარეობს "მოსკოვიდან"). გარდა ამისა, "მოსკალებს" უწოდებდნენ რუსეთის იმპერიის ჯარისკაცებსა და ჩინოვნიკებს, ანუ "სახელმწიფო მოხელეებს". ამავე სიტყვით აღინიშნებოდა თაღლითობა და მოტყუება აღებ-მიცემობაში. ამდენად შესაძლოა აქ იგულისხმებოდეს ყველა მნიშვნელობა ერთად.
2. სლავურის მიხედვით ეს სიტყვა შეგვიძლია გავიგოთ ორგვარი მნიშვნელობით: 1) რაღაცის აღმოთქმა, წარმოთქმა (მათე 13:35); 2) აღმონთხევა, აღმორწყევა (შეად. დიაჩენკოს საეკლესიო სლავური ლექსიკონი. სიტყვა: Отрыгаю).
ჩვენს ყურადღებასაც სწორედ წესდების სარწმუნოებრივ-
როგორც ვხედავთ, წესდების მოცემული ადგილი ცალსახად ქადაგებს, რომ ღმრთის ძემ ყოფიერება მიიღო სამყაროს შექმნასთან ერთად, რომ ლოგოსი არ მონაწილეობდა შესაქმეში, რომ სულიწმიდა ქმნილია და მისი გამომავლობა მამისგან არის არა უწინარეს ყოველთა საუკუნეთა, არამედ სამყაროს შექმნის დროს და კიდევ სხვა საღვთისმეტყველო ცდომილებები, ანუ მწვალებლობები.
ბერ პავლეს მოცემულმა მსჯელობამ, რომელიც მან მთელი ლიპოვანური (ასე უწოდებდნენ ძველმორწმუნეებს რუმინეთში -
იმ მწვალებლობათა რეზონანსი, რომელსაც ბელოკრინიცელთა წესდება შეიცავს კიდევ იმით დამძიმდა, რომ თავისი არსით, წესდება წარმოადგენდა დოკუმენტს, რომელიც საფუძვლად დაედო 1846 წელს დაფუძნებულ ბელოკრინიცელთა იერარქიას. სწორედ ამ წესდების დაცვისა და მისდამი განუხრელად მიყოლის წერილობით ფიცს დებდა მიტროპოლიტი ამბროსი (რომლებიც1846 წელს სოფ. ბელაია-
ბელოკრინიცელთა საზოგადოების 1846 წლის იანვრის კრებამ დაადგინა, რომ კანდიდატი, რომელიც უარს იტყოდა ხელი მოეწერა საზოგადო ფუნდამენტურ წესდებაზე დაფუძნებულ და ხუთი პუნქტისგან შემდგარ ამ დოკუმენტისთვის (იგულისხმება "Изложение правил" -
არ შეიძლება ითქვას თითქოსდა ბელოკრინიცელი ქრისტეანები ვერ ხედავდნენ ბელოკრინიცული წესდების საღვთისმეტყტველო შეცდომებს და არ სურდათ მათი გასწორება. ხედავდნენ და სურდათ კიდეც, მაგრამ ვერ ბედავდნენ საჯაროდ იმის აღიარებას, რომ ეს აზრები მწვალებლურია და წესდებიდან ამოღებულ უნდა იქნენ. ბელოკრინიცელ მღვდელმთავართა რუსეთის კრებამ, მართალია, ბელოკრინიცული წესდების ხსენებული ადგილები საეჭვოდ მიიჩნია, მაგრამ არა უმეტეს.
თუმცა, ამ წესდებას დამცველნიც გამოუჩნდნენ. მაგალითად, ურალის ეპისკოპოსი არსენი (შვეცოვი) თავის აპოლოგეტურ თხზულებაში "Истинность старообрядствующей иерархии противу возводимых на нее обвинений" (Мануиловка, 1885. М., 1996 რეპრინტ.) ბელოკრინიცული წესდების საღვთისმეტყველო სწავლებათა უცდომელობის დამტკიცებას ცდილობდა. ერთ ერთ არგუმენტად შვეცოვი იყენებდა აზრს იმის შესახებ, რომ ძველმოწესეთა შორის, ვინც ყოველივეში კონსერვატიულობას ავლენს, რაიმე შეცდომის დაშვება უბრალოდ შეუძლებელი იყო: "предки наши и мы с начальнейших дней разделения всякое тщание полагали на то, чтобы ни в малейшем чем-
ეს საკმაოდ ღირსშესანიშნავი სიტყვებია, რომლიდანაც გამოდის, რომ თუ ბელოკრინიცელთა წესდებაში ნამდვილად არსებობენ მართლმადიდებლობის საწინააღმდეგო სწავლებანი, შვეცოვის თქმით ეს მხოლოდ ერთ რამეზე შეიძლება მეტყველებდეს, რომ მათ მიერ დაცულ იერარქიას არაფერი აქვს საერთო არც სიწმიდესთან და არც ჭეშმარიტებასთან. შევეცადოთ გავერკვეთ ამ საკითხში.
სანამ ბელოკრინიცელთა წესდების საღვთისმეტყველო ანალიზზე გადავიდოდეთ, საჭიროდ მივიჩნევთ მცირე ისტორიულ ექსკურსს და მკითხველს გავაცნობთ იმ მოვლენებს, რომელიც წინ უძღოდა წესდების დაწერას.
1764 წელს ვეტკოველ ძველმორწმუნეთა მეორე დარბევის დროს მისმა მცხოვრებლებმა რუსეთის სხვადასხვა კუთხეების მიაშურეს, ათასობით მათგანი გენერალ-
თავისებური იყო ამ სამეულის საღვთისმეტყველო შეხედულებაც: ისინი მისდევდნენ ჯვრის უარმყოფელ მწვალებლობას -
1755 წელს მშფოთვარე სამეულმა, საკმაოდ მრავალრიცხოვან თანამოაზრე ბერებთან და ერისკაცებთან ერთად, დატოვა სტაროდუბიე და თავი პოლონეთს, კერძოდ კი პან ხატკეევიჩის სამფლობელოებს შეაფარა, სადაც დასახლდნენ ადგილას, რომელსაც ჩერნობოლი (Черноболь) ერქვა. ამის გამო მათ შემდგომ "ჩერნობოლელები" ეწოდათ.
ჩერნობოლელებმა პოლონეთში ერთ წლამდე დაჰყვეს, მაგრამ რუსეთის ხელისუფლების მხრიდან დევნის შიშით 1776 წელს შავი ზღვის სანაპიროებისკენ, კერძოდ დობრუჯისკენ გადასახლდნენ, სადაც დუნაის შესართავია. იქ მათ 1783 წლამდე იცხოვრეს, სანამ თავს არ გადახდათ მოვლენები, რომლებმაც როგორც ჩერნობოლელთა, ასევე მთელი ბელოკრინიცული იერარქიის დაფუძნებაზე არსებითი როლი ითამაშა.
ამ მოვლენების შესახებ ბელოკრინიცელთა განაწესის მეორე თავში ბერი პავლე ჰყვება: "Из числа оных обществ, некоторые на Дунае занимались рыбною ловлею, и нечаянно увидели некоторого странного, по-
1783 წლის 9 ოქტომბერს ავსტრიის იმპერატორმა იოსებ II-
ამრიგად, ვენიდან დეპუტატების დაბრუნების შემდეგ, მათი საზოგადოებებისა და ოჯახების წარმომადგენლები კვლავ შეიკრიბნენ და მათგან უპირველესი წინამძღოლის, ძველმორწმუნე ილარიონ პეტროვიჩის (ეს ის ვეტკოველი "ღმრთისმოშურნეა" ზედმეტსახელად "ძროხის ფეხები" რომ შეარქვეს) მეთაურობით, რომელმაც, ზემოთმოტანილი პრივილეგიების პირველი პუნქტის მიხედვით, წამოიყვანა თორმეტი ბერი იღუმენ სიმეონთან ერთად, შავი ზღვიდან ავსტრიის საზღვრებში გადმოვიდნენ და ბუკოვნის ოლქში, სახელმწიფო მიწაზე თეთრ წყაროსთან ახლოს დასახლდნენ, რომელსაც დღემდე თეთრი ფერი ეტყობა, ამიტომაც დაერქვა მათ სოფელს: ბელაია-
აი, ასეთმა პირებმა დააფუძნეს ბელოკრინიცის მონასტერი, რომელიც შემდეგ ბელოკრინიცული იერარქიის აკვანი გახდა. სწორედ ამ მონასტერში გადაწყვიტეს ბერებმა პავლემ და გერონტიმ დაეფუძნებინათ საეპისკოპოსო კათედრა. სწორედ ამ მონასტრის წესდება მიართვეს საეპისკოპოსო კათედრის დაფუძნების თხოვნითურთ ავსტრიის იმპერატორს 1841 წელს.
იმისთვის, რათა მკითხველმა უკეთ გაიგოს როგორ არის დაკავშირებული ბელაია-
"Вы говорите, что тнужно почитать один и только осмиконечный крест: но скажите мне, что вы кресту осмиконечному покланяетесь ли?
(ქართ.: თქვენ ამბობთ, რომ საჭიროა მხოლოდ რვაკიდურიანი ჯვარი: მაგრამ მითხარით, რვაკიდურიან ჯვარს თაყვანსსცემთ თუ არა?)
Кирилл отвечал: поклоняемся. Как же кресту осмиконечному не поклоняться!
(ქართ.: კირილემ უპასუხა: "თაყვანს ვცემთ. რვაკიდურიან ჯვარს როგორ არ უნდა ვცეთ თაყვანი!)
Я сказал: Вы, кажеться, не совсем поняли, о чем я спрашиваю: я спрашиваю о поклонении собственно кресту осмиконечному, хотя бы на нем и не было изображения Христова распятия. Таковому кресту вы поклоняетесь ли?
(ქართ.: მე ვუთხარი: თქვენ, როგორც ჩანს, კარგად ვერ გამიგეთ რას გეკითხებით. მე მაინტერესებს: უშუალოდ რვაკიდურიან ჯვარს, თუნდაც მასზე ჯვარცმული ქრისტე არ იყოს გამოსახული, თაყვანს სცემთ თუ არა?
Кирилл: Простому кресту, не котором нет воображения Христова, мы не поклоняемся: чему тут поклоняться?... правда: есть писано, что кресту надо поклоняться, но у нас нет такого обычая".
(ქართ.: კირილე: უბრალო ჯვარს, რომელზეც ქრისტე არ არის გამოსახული, თაყვანს არ ვცემთ. რას უნდა სცე აქ თაყვანი?... მართალია: დაწერილია, რომ ჯვარს თაყვანი უნდა ვცეთ, მაგრამ ჩვენ ასეთი ჩვეულება არ გვაქვს).
როგორც მოტანილი დიალოგიდან ჩანს ჩერნობოლელთა ჯვრისუარყოფის მწვალებლობა არა თუ არ გაქრა, არამედ პირიქით, გავრცელებულა კიდევაც ბუკოვინელ ნეკრასოველთა შორისაც და ისეთ ადამიანთა და მნიშვნელოვან ფიგურათა გონებაშიც კი დაბუდებულა, როგორიც მიტროპოლიტი კირილე იყო. ბუნებრივია, რომ მართლმადიდებლური სარწმუნოების ასეთი "ცოდნა" ხელსაყრელ ნიადაგს ქმნიდა იმ უცნაური საღვთისმეტყველო შეხედულებების აღმოსაცენებლად, რომლებიც ბელოკრინიცელთა წესდებაშია ასახული. რადგან თუ ადამიანისთვის ცხადი არ არის ეკლესიის სწავლება ჯვრის შესახებ, წმიდა სამების დოგმატზე რაღა უნდა ითქვას, ეს ხომ საერთოდ მიუწვდომელი უნდა იყოს მისთვის.
შესაძლოა, ბელოკრინიცელმა ქრისტეანებმა გვითხრან, რომ ისინი ამჯერად არ შეიცავენ ამგვარ ცდომილებას ქრისტეს ჯვრის შესახებ და, რომ მიტროპოლიტ კირილეს დროსვე ეს აზრი საყოველთაო არ ყოფილა. თანახმანი ვართ, რომ ეს ასეა, მაგრამ ჩვენ ის კი არ გვაინტერესებს, ბელოკრინიცელებს ახლა როგორ სწამთ, არამედ ის, როგორ სწამდათ ბელაია-
მაშ ასე, გამოვარკვიეთ რა წესდების წინაისტორია, განვიხილოთ ის ცდომილებებიც, რომელსაც ის შეიცავს:
"Достоит разумевати, яко Бог, сый свет истинный, искони совершен и непременен есть; точию до сотворения дел своих бе в молчании, имея единосущное в уме Слово Сына своего, его же, по глаголу блаженнаго Андрея Цареградского, в первом изречении: "да будут вецы", нетленно родил, сиречь во исхождении Соприсносущным Духом своим Святым от сердца отрыгнул".
ქართ.: "უნდა გულისხმავყოთ, რომ ღმერთმა, რომელიც არის ჭეშმარიტი ნათელი, დასაბამითგან სრულყოფილი და უცვალებელი, შესაქმემდე მდუმარებაში იყო, ჰქონდა რა გონებაში თავისი თანაარსი ძის სიტყვა, რომელიც, როგორც ნეტარი ანდრია კონსტანტინოპოლელი (ნეტ. ანდრია სალოსი -
ბელოკრინიცული წესდების მტკიცებულება, რომ ღმერთმა, რომელიც "შესაქმემდე მდუმარებაში იყო, ჰქონდა რა გონებაში თავისი თანაარსი ძის სიტყვა, რომელიც, პირველივე გამოთქმისთანავე: "და იქმნენ საუკუნენი", უხრწნელად შვა" შეიცავს არიანულ მწვალებლობას, რომლის მიხედვითაც სიტყვა ღმერთმა თითქოსდა ყოფიერება ბუნების შექმნასთან ერთად მიიღო: "в первом изречении: "да будут вецы", нетленно родил его", (ქართ.: "პირველივე გამოთქმისთანავე: "და იქმნენ საუკუნენი", უხრწნელად შვა"), -
შემდეგ, ბელოკრინიცელთა წესდების ზემოთდამოწმებული სიტყვებიდან გამოდის, რომ მამა ღმერთს სამყაროს შექმნა რომ არ გადაეწყვიტა, მხოლოდშობილ ძეს არც შობდა, რაკიღა მისი შობის მომენტი ბერმა პავლემ უშუალოდ სამყაროს შექმნას დაუკავშირა. წესდების მიხედვით ღმრთის ძე არსებობდა არა ნამდვილად, არამედ პოტენციურად ("ჰქონდა რა გონებაში თავისი თანაარსი ძის სიტყვა" – "имея единосущное в уме Слово Сына своего"), ხოლო მისი არსი, წესდების მიხედვით, არის ცვალებადი -
იმისთვის, რათა მართლმადიდებლურ დოგმატიკაში გამოუცდელმა მკითხველმა გაიგოს, რამდენად დიდია ღმრთის ძის გმობა ჩვენს მიერ განხილულ მტკიცებულებაში, მოვიტანთ პირველი მსოფლიო კრების მამათა მსჯელობას ამ საკითხზე: "ვინც ამბობს, რომ იყო (დრო), როცა ძე ღვთისა არ იყო, ან ვითომ დაბადებამდე არ არსებობდა... ან ვინც ამბობს, რომ ... შეიქმნა ძე ღვთისა და გარდაქმნადია და ცვალებადი, მათ შეაჩვენებს კათოლიკე და სამოციქულო ეკლესია" (Деяния Вселенских Соборов. – т. 1, С-
რაც შეეხება სულიწმიდის ქმნილებად გამოცხადებას, რომელსაც ბელოკრინიცელთა წესდება ქადაგებს და აცხადებს, რომ: "в первом изречении: "да будут вецы", нетленно родил, сиречь во исхождении Соприсносущным Духом своим Святым от сердца отрыгнул" ("პირველივე გამოთქმისთანავე: "და იქმნენ საუკუნენი", უხრწნელად შვა, ანუ გამოსვლისას თავისი თანაარსი სულიწმიდის მიერ გულიდან აღმოთქვა), -
სულიწმიდის მგმობელი ამ მწვალებლობის წინააღმდეგ მამათა მრავალი თხზულება არსებობს, რომელთაგან ჩვენ მხოლოდ წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველს დავიმოწმებთ, რომელმაც მეორე მსოფლიო კრების მამებს სულიწმიდის შესახებ უთხრა: "თუ ღმერთია, მაშინ არ არის ქმნილება: რადგან ქმნილება ერთ რიგშია ჩვენთან, ჩვენ კი ღმერთები არ ვართ; ხოლო თუ ქმნილებაა, მაშინ ღმერთი არ ყოფილა: რადგან დროის ფარგლებში მიუღია დასაბამი; თუ მისი არსებობა დროში დაიწყო, მაშინ ყოფილა დრო, როცა ის არ იყო, ხოლო რასაც არარა უძღვის წინ, არსებული ვერ იქნება საკუთრივი აზრით და ღმერთი როგორ შეიძლება იყოს? ამრიგად, არც ერთი სამ იპოსტასთაგან არ არის ქმნილება და არც წარმონაქმნი" (Деяния Вселенских Соборов. – т. 1, С-
გარდა ამისა, დაუშვებელია თვით წესდების კადნიერება როგორც აღწერს ის ღმერთის მდგომარეობას სამყაროს შექმნამდე ("მდუმარებაში იყო"), ასევე ღმრთის ძის შობა და სულიწმიდის გამომავლობა გულიდან რაღაც უცნაური "აღმოთქმით" (2), რის შესახებაც არც ერთი წმიდა მამა არ გვაუწყებს და რასაც, ისევე როგორც ღმრთის ბუნებასთან და არსთან დაკავშირებულ სხვა საკითხებსაც, მიუწვდომელ საიდუმლოდ აღიარებდნენ: "დე ნუ შემოვლენ ღმრთის ეკლესიაში მოაბელნი და ყამონეველნი, ანუ დიალექტიკა, დავა და ის მიმომწვლილველობანი ღმრთის გამოუთქმელ შობასთან და გამომავლობასთან დაკავშირებით, რითაც კადნიერად გამოდიან ღმრთის წინააღმდეგ" (იქვე. გვ. 110).
თუმცა, ბელოკრინიცელთა წესდების ერეტიკულობას ამხელენ არა მარტო წმიდა მამები, არამედ ზემოთნახსენები ბელოკრინიცული კრებაც, რომელიც 1863 წ. შედგა და რომელმაც წესდების ზემოთმოტანილ სწავლებათა არამართლმადიდებლურობა დაადასტურა ასეთი სიტყვებით: "В кратких словах, но длиный ряд нечестия изображен" (ქართ.: "მოკლე სიტყვებით, უკეთურობათა მთელი რიგია გამოხატული"). მიუხედავად ამისა, ეს წესდება არც რომელიმე კრებას შეუცვლია და არც გაუსწორებია. მეტიც, ამისი გაკეთება რუსულ კრებას არც შეეძლო, რადგან ბელოკრინიცული წესდება ბელოკრინიცული მიტროპოლიის კურთხევით მოქმედებდა და ამიტომაც, მისი განხილვისა და გასწორებისთვის საჭირო იყო როგორც რუსეთში, ასევე უცხოეთში მყოფი ყველა ბელოკრინიცელი მღვდელმთავრის საერთო კრება.
სანამ ზემოთხსენებული წესდების უკვე ბელოკრინიცულ აპოლოგიებზე გადავიდოდეთ, საჭიროა ორიოდ სიტყვით ვთქვათ იმ წყაროზეც, რომლითაც ისარგებლა ბერმა პავლემ ამ წესდების შედგენისას და შეიტანა მასში ჩვენს მიერ მითითებული საღვთისმეტყველო ცთომილებები. მაშ ასე, რა წყაროა ეს?
უშუალოდ წესდებაში ბერი პავლე წმ. ანდრია კონსტანტინოპოლელს ეყრდნობა და წერს: "по глаголу блаженнаго Андрея Царьградскако" (ქართ.: "როგორც ნეტარი ანდრია კონსტანტინოპოლელი ბრძანებს"). უცნაურია დოგმატური ღვთისმეტყველების წყაროდ გაიხადო სალოსის წიგნი, რომელიც თუმც კი ცნობილია მთელი ეკლესიისთვის თავისი წმიდა ცხოვრებით, მაგრამ ღვთისმეტყველად და ეკლესიის მოძღვრად არასოდეს ყოფილა მიჩნეული. ყოველივე ამასთან ერთად ისიც ცნობილია, რომ წიგნი, რომელსაც ბერი პავლე ეყრდნობა არ ეკუთვნის ანდრია სალოსის კალამს, არამედ მისი მოწაფის, ეპიფანეს სახელითაა ხელმოწერილი და ასევე ცნობილია, რომ ეს წიგნი ბერძნებმა ამოიღეს ხმარებიდან მწვალებელთაგან მისი შერყვნის გამო..
ანდრია კონსტანტინოპოლელის მოცემული წიგნის წინააღმდეგ გამოდიოდა ღირ. მაქსიმე ბერძენი. თავის სიტყვაში: "თქმულება მღვდელმთავრობაზე და ბრწყინვალე შობაზე მხოლოდშობილისა ძისა და ღმრთის სიტყვისა, უფლისა ჩვენისა იესუ ქრისტესი", ღირ. მაქსიმე ამხელს იმ სიტყვათა სიცრუესა და მწვალებლობას, რომელიც ბელოკრინიცელთა წესდებაში სარწმუნოების საფუძვლად არის დადებული. თითქოსდა საუკუნეების უწინარეს ჭვრეტდაო ბერ პავლეს ცთომილებას, ღირ. მამა უარყოფს ამ წყაროს, რადგან მწვალებელთა მიერ იყო შერყვნილი. ღირ. მაქსიმე ბერძენი წერს: "რადგან ეპიფანეს სულელური შეკითხვისა და მასზე უფრო სულელური პასუხის განმარტებას მთხოვ, შვილო გრიგოლი, გიპასუხებ: ნუთუ იმ ეპიფანეს არ სმენოდა ღმრთისმხილველ მოსესი, რომელიც ამბობს: "თავდაპირველაღ ღმერთმა შექმნა ცა და მიწა"... სალოსის პასუხიც ვერ ბრწყინავს თავისი სიბრძნით, მაგრამ უკადრისს ვერ ვაკადრებ, მერიდება მისი სიწმიდის... არასოდეს ყოფილა მამა სიტყვისა და სულიწმიდის გარეშე, არც სიტყვა მამის გარეშე, და არც სულიწმიდა თვისი გამომავლინებელის გარეშე: მარადიულია მამა, მარადიულია ძე, მარადიულია სულიწმიდა... ხოლო ვინც ამბობს, რომ თითქოსდა ძე მამისგან დასაბამითგან იშვა ანგელოზთა შექმნის დროს, არიოზთან ერთად ფუჭმეტყველებს, ქმნილებას უწოდებს მას და არა შემოქმედს, ხოლო სამებას ორ ბუნებოვნად, ქმნილ და არაქმნილ არსად აცხადებს... ნუ უსმენ ასეთ მგმობარ სწავლებებს, არამედ გაიაზრე არის თუ არა მსგავსი სწავლება მოციქულთა და მამათა დოგმატების თანხმიერი" (Преп. Максим Грек. Творения. – т. 3, 1897 г., стр. 211-
ღირ. მაქსიმეს სიტყვებიდან ჩანს, რომ მართლმადიდებლური ეკლესია ძველთაგანვე უარყოფდა წმ. ანდრია სალოსის წიგნში არსებულ ცდომილებებს წმიდა სამების იპოსტასებთან დაკავშირებით.
ბელოკრინიცელთა წესდების მითითებულ ადგილთა აშკარა უკეთურების მიუხედავად, რომელსაც წმიდა მამები და 1863 წლის ბელოკრინიცული საეკლესიო კრებაც კი ამხელენ, როგორც უკვე აღვნიშნეთ, წესდებას თავისი დამცველებიც გამოუჩდნენ.
ერთ ერთი მნიშვნელოვანი ბელოკრინიცელი მწიგნობარი (რუს.: Начетчик) კლიმენტ ანფინოგენის ძე პერეტრუხინი ცდილობდა დაემტკიცებინა, რომ ბელოკრინიცული წესდება დაწერილია "არა ძველმოწესეობრივი იერარქიის სწავლა-
როგორც წესდების დამოწმებული ციტატიდან ჩანს წესდება ყოფილა არა ფორმალური დოკუმენტი, არამედ სარწმუნოების წყარო მათთვის, ვისაც ღვთისმეტყველებაში თავის გაწაფვა სურს; ის ყოფილა ასევე აპოლოგეტური თხზულება, რომელიც მოწოდებულია ჩამოაყალიბოს ბელოკრინიცელთა მრწამსი, რათა მის შესახებ გარემომცველ ხალხებს სწორი ინფორმაცია მიაწოდონ. ავსტრიის მთავრობის მოთხოვნა წესდების დაწერის მხოლოდ ისტორიული წინაპირობა გახლდათ, წესდებაში გადმოცემული აზრები კი, როგორც წესდების შემდგენელ ბერ პავლეს, ასევე ბელაია კრინიცას მცხოვრებთა სარწმუნოებრივი აღსარება იყო. ასე ამტკიცებს თვით წესდება და მას ძველმორწმუნეობრივი რელიგიის სარწმუნოებრივ დოგმატთა აღწერას უწოდებს: "Всех догмат веры староверческой религии описанием" (იქვე).
შემდეგ პერეტრუხინი ცდილობს დაამტკიცოს თვით ბერ პავლეს შეხედულებათა მართლმადიდებლურობა და ამას შემდეგი სახით აკეთებს: იმავე წესდებიდან მოჰყავს მრწამსის (მართლმადიდებლური სარწმუნოების სიმბოლოს -
მოდი განვსაჯოთ, შეგვიძლია თუ არა?! ერთსა და იმავე ბელოკრინიცულ წესდებაში ბერ პავლეს მოჰყავს ორი ურთიერთგამომრიცხავი აღმსარებლობა, ერთში ის აცხადებს, რომ ღმრთის ძემ ყოფიერება საუკუნეებთან ერთად მიიღო, ხოლო მეორეში ახდენს ნიკეო-
გარდა ამისა პერეტრუხინს არგუმენტად მოჰყავს ბელოკრინიცული იერარქიის 1902 წლის კრების დადგენილება, რომელმაც დაადასტურა თავისი ქრისტეანების მართლმადიდებლურობა, რის შემდეგაც, პერეტრუხინის აზრით, ბელოკრინიცელთა იერარქია მწვალებლობაში არავინ, არასოდეს უნდა დაადანაშაულოს. ამასთან დაკავშირებით უნდა ითქვას, რომ ბელოკრინიცელთა იერარქიას მწვალებლობაში არც არავინ ადანაშაულებს, სხვაგვარად ძველმართლმადიდებლური ეკლესიისკენ მოქცეულ ბელოკრინიცელებს ისე არ შეიწყნარებდნენ, როგორც ახლა, არამედ არიანელობის წყევლითა და დაგმობით. საკითხი მწვალებლობაში კი არ მდგომარეობს, არამედ ისეთ ცნებებში, როგორიცაა წესიერება და პატიოსნება, ორპირობა და მზაკვრობა.
საკმაოდ ბევრი რამ აღსრულდებოდა ბელოკრინიცელთა იერარქიაში "ტყუილ-
რადგან ბელოკრინიცელთა იერარქიას დღემდე არ ჩაუსწორებია ბელოკრინიცული წესდება (თუნდაც უკვე უმოქმედო), და არ დაუგმია მასში მოცემული არამართლმადიდებლური აზრები, დასკვნა ასეთი უნდა გაკეთდეს: ჯიუტად იცავს რა წესდების ცთომილ ადგილებს, ბელოკრინიცული იერარქია მფარველობს ამ მწვალებლობებს. ხოლო ვინც 1863 წლის კრებას დაიმოწმებს, კვლავ შევახსენებთ, რომ ეს კრება მხოლოდ რუსი (ანუ რუსეთში მცხოვრები -
ამრიგად, ჩვენ განვიხილეთ კლიმენტ ანფინოგენის ძე პერეტრუხინის არგუმენტები. არ ვიცით, რას ფიქრობს მკითხველი, მაგრამ ჩვენ ისინი არადამაჯერებლად გვეჩვენება. თუმცა ეს არც არის გასაკვირი, რადგან ის, რომ პერეტრუხინი ყოველთვის თანმიმდევრულად და არგუმენტირებულად როდი იცავდა თავის შეხედულებებს მისი თანამორწმუნისა და თანამშრომლის, ცნობილი ეპისკოპოსის, არსენის (შვეცოვი) წერილებიდანაც ვუწყით, რომელიც ბრძანებს: "Он (Перетрухин) иногда говорит отлично, а иногда и конфузится… я и не могу ручаться за его беспристрастность и к кому бы то ни было" (ქართ.: "ის (პერეტრუხინი) ზოგჯერ ბრწყინვალედ მსჯელობს, ზოგჯერ კი გვარცხვენს... და ვერც მისა და ვერც სხვა ვინემს მიუკერძოებლობაზე თავს ვერ დავდებ" ) (Епископ Арсений Уральский. "Письма". М., 1999 г., стр. 308).
სანამ ბელოკრინიცული წესდების ყველაზე თავგამოდებული აპოლოგეტის არგუმენტებზე გადავიდოდეთ, მკითხველს უნდა გავაცნოთ ის ეშმაკობა, რასაც ბელოკრინიცელი აპოლოგეტები მიმართავდნენ, როდესაც ვერ პოულობდნენ შესაძლებლობას გაემართლებინათ ბელოკრინიცულ წესდებაში მდებარე მწვალებლობანი:
"მწიგნობრებმა დაიწყეს მტკიცება, რომ ისინი გამოეყვნენ მათ ბელოკრინიცული წესდების გამო, სადაც მრავალი საღვთისმეტყველო ცდომილებაა. მამა დიმიტრიმ ჩერნიშევთან ერთად იკითხეს: როდის გამოგვეყავით ჩვენ? მათ უპასუხეს: მიტროპოლიტ ამბროსის მიღების შემდეგ. მაშინ მამა დიმიტრიმ და ჩერნიშევნა მიუთითეს, რომ წესდება დაწერილია 1841 წელს, ხოლო მიტროპოლიტი ამბროსი ბელოკრინიცელთა საზოგადოებაში მიიღეს 1846 წელს, შედეგად, თქვენ იმიტომ კი არ გამოყოფილხართ ჩვენგან, რომ საღვთისმეტყველო ცთომილებები გიპოვიათ ჩვენს წესდებაში" (Церковь. № 16, 1911 г., стр. 397).
ამგვარი სოფიზმით მხოლოდ გაკვირვებულები ვრჩებით! რა შუაშია ეს თარიღი? წესდება უარყოფილ იქნა არ მაშინ, როცა ის დაიწერა, არამედ როდესაც ცნობილი გახდა რუსეთში, ეს კი 1846 წელზე გვიან მოხდა. ხოლო წესდება სწორედ ბელოკრინიცაში მიტრ. ამბროსის მიღების გამო გახდა, ეს რომ არა, ბერ პავლესა და სხვა ბელოკრინიცელ ბერთა საღვთისმეტყველო შეხედულებებს ვერავინ შეიტყობდა.
მამა დიმიტრი კუზნეცოვისა და წიგნისმკითხველ პოლიკარპე ჩერნიშევის არგუმენტს სამართლიანად თუ ჩავთვლით, მაშინ ყველაფრის გამართლება შეიძლება. მაგალითად, ერესიარხი არიოზი თავისუფლად ქადაგებდა თავის მწვალებლობას წმიდა ალექსანდრე ალექსანდრიელის დროს, და მხოლოდ იმის შემდეგ მოიკვეთეს, რაც ცნობამ მისი უკეთურების შესახებ მღვდელმთავართა კრებამდეც მიაღწია. გამოდის, რომ ალექსანდრე ალექსანდრიელმა არიოზი მისი მწვალებლური ქადაგების პირველსავე დღეს, ანუ 318 წელს კი არ მოიკვეთა, არამედ გარკვეული დროის გასვლის შემდგომ, ანუ 320 წელს, და აქედან რა დასკვნა უნდა გავაკეთოთ, რომ არიოზის მოკვეთის მიზეზი მისი ცრუსწავლება არ იყო? ეს არის სრული აბსურდი!
თუმცა, განზე დავტოვოთ მამა კუზნეცოვისა და მისი თანაშემწის სოფიზმები, რადგან ყველამ კარგად უწყის, რომ ეს სრულიად უვარგისი ხრიკია ბელოკრინიცელთა წესდების დასაცავად. თანაც, მათ ხერხს დაცვასაც ვერ უწოდებს კაცი, რადგან ჩვენ ვხედავთ, რომ აპოლოგეტები არ უარყოფენ ბელოკრინიცული წესდების ცთომილებებს, არამედ უბრალოდ ეშმაკობენ. მაგრამ ბელოკრინიცელთა წესდებას ჰყავდა სხვა დამცველებიც, რომლებიც ამ წესდების გამო მზად იყვნენ შებრძოლებოდნენ საკუთარ იერარქიასაც კი.
ასეთი ადამიანი იყო ურალის ეპისკოპოსი არსენი (შვეცოვი). ბელოკრინიცელთა იერარქიის დასაცავად არსენიმ დაწერა მთელი თხზულება სახელწოდებით "Истинность старообрядческой иерархии противу возводимых на нее обвинений" (ქართ.:"ძველმოწესეობრივი იერარქიის ჭეშმარიტება მის წინააღმდეგ აღმართული ბრალდებების წინააღმდეგ"). მოცემული წიგნის პირველი განყოფილების პირველივე თავი ბელოკრინიცელთა წესდებას მიეძღვნა. 1902 წელს ეპისკოპოს არსენის ეს თხზულება კრებითად იქნა უარყოფილი ბელოკრინიცელთა მიერ როგორც მწვალებლური, თანაც სწორედ იმიტომ, რომ იცავდა ბელოკრინიცელთა წესდებას:
"Вследствие возникших среди христиан нежелательных пререканий через защиту Белокриницкого Устава епископом Арсением и критику оной священником Василием Механиковым, освященный собор объявляет в общее сведение, что все мнения и выражения означенных писателей, несогласныя со общим православныя церкви учением, находящиеся в их сочинениях, по означенному вопросу… наща святая церковь не приемлет и отвергает" (Старообрядец, № 3, 1907 г., Н. Новгород, стр. 312) (ქართ.: "ეპისკოპოს არსენის მიერ ბელოკრინიცული წესდების დაცვით გამოწვეული კამათთან და მღვდელ ბასილი მეხანიკოვის მიერ მისი კრიტიკის გამო, წმიდა კრება ყველას გასაგონად აცხადებს, რომ ხსენებული მწერლების ყველა შეხედულება და გამოთქმა, რომელიც მათ თხზულებებში მოიპოვება და რომელიც საერთო, მართლმადიდებლური ეკლესიის სწავლების საწინააღმდეგოა... ჩვენი წმიდა ეკლესია არ შეიწყნარებს და უკუაგდებს").
ეპისკოპოსი არსენი ურალელი გამჭრიახი გონების დაუოკებელი ადამიანი იყო. ის საკმაოდ ნაყოფიერად იცავდა, როგორც ძველმართლმადიდებლობას საერთოდ, ასევე ბელოკრინიცულ იერარქიას. ეს იყო გულწრფელი და უკიდურესად საქმის ერთგული ადამიანი. ყველა მისი თხზულება გამოირჩევა ზომიერი აზრებითა და მიუკერძოებლობით. მის თხზულებებში ასევე ვერ იპოვით უხეშობას და უცერემონიობას, რომელიც სხვა ბელოკრინიცელ პოლემისტთათვის არის დამახასიათებელი. უდავოდ, როგორც პიროვნება, ეპისკოპოსი არსენი ყოველგვარ პატივისცემას იწვევს თავის ოპონენტებშიაც კი. როგორც ღირსეულ პოლემისტის, ეპისკოპოსი არსენის ობიექტურობას აჩვენებს თუნდაც მისი ასეთი გამოთქმა: "მიკერძოებული ბრალმდებლები ჩვენ არც ბერძნულ-
მიუხედავად მისი ამ ღირსებებისა, არსენი მაინც ადამიანი იყო და მიუკერძოებლობის დიდი სურვილისდა მიუხედავად ყოველთვის როდი ახერხებდა ყოფილიყო ჭეშმარიტად მიუკერძოებელი. ბელოკრინიცული წესდების დაცვა ამისი ნათელი მაგალითია.
წესდების მთელ აპოლოგიას ეპისკოპოსი არსენი აგებს შემდეგი საცით, მას მოჰყავს მთელი რიგი ციტატები წმიდა მამათა თხზულებებიდან, რომელშიც ნაჩვენებია ყოვლადწმიდა სამების პირთა თანასწორობა, მაგრამ ეს არანაირად არ ამართლებს წესდებას, რადგან მასში გამოთქმულია სრულიად საპირისპირო აზრი, ხოლო შვეცოვის მიერ მოტანილი ციტატები მასში არ მოპოვება. წესდებაში ნათქვამია, რომ ღმრთის ძე იშვა საუკუნეებთან ერთად. ამიტომაც, შვეცოვის მიერ მოტანილ ციტატებში პავლე ბელოკრინიცელის ამგვარი ცდომილების გამართლებაზე მინიშნებაც კი არ არის. მაშ, რატომ მოჰყავს შვეცოვს ისეთი ციტატები, რომლებიც საერთოდ არანაირ კავშირში არ არიან ამ საქმესთან? პასუხი ნათელია -
აუცილებელია ასევე ითქვას, რომ შვეცოვის მიერ წმიდა მამათა თხზულებებიდან დამოწმებული ციტატები არა თუ არ ამართლებს მწვალებლურ წესდებას, არამედ პირიქით, ამხელს მას. ასე მაგალითად, წესდებაში ნათქვამია, რომ "ღმერთმა, პირველივე გამოთქმისთანავე: "და იქმნენ საუკუნენი", უხრწნელად შვა", ხოლო ნეტ. ავგუსტინეს ციტატაში, რომელიც შვეცოვს მოჰყავს, ნათქვამია: "შენ (უფალო) მოგვიწოდებ გულისხმავყოთ გამოუთქმელი შენი სიტყვა, რომელიც უკუნითგან შენთან მყოფობს, ღმერთო, და თვითონვე არის ღმერთი, შენს მიერ მარადიულად გამოთქმული". ყველასთვის ცხადია, რომ ნეტ. ავგუსტინეს სიტყვები ზუსტადაც რომ უარყოფენ ბერ პავლეს მწვალებლობას. ბერ პავლეს მიხედვით ღმერთი "შესაქმემდე მდუმარებაში იყო" და თავისი ძე საუკუნეებთან ერთად შვა, ავგუსტინე კი ასწავლის, რომ ძე -
მსგავსად არაფერს ამტკიცებს დანარჩენი ციტატები ერთის გარდა... "ჭეშმარიტების..." ავტორი წესდების გამართლებას სარწმუნოებას გადამცდარი ტერტულიანეს თხზულებებში პოულობს. მართლაც ტერტულიანის მწვალებლობა სრულიად თანხმიერია ბელოკრინიცელთა წესდებისა: "სიტყვა დასაბამითგან იყო ღმერთში და მან ის შვა, როდესაც მის მიერ სამყარო შექმნა" (ტერტულიანი. პრაქსეოსის წინააღმდეგ). აი ასეთი ციტატა, რომელშიც არამართლმადიდებლური აზრებია გამოთქმული წმ. სამების შესახებ, შვეცოვს წმიდა მამების სრულიად მართლმადიდებლურ გამოთქმებთან ერთად მოჰყავს "წესდების" გასამართლებლად. მოცემული ციტატა, რომელიც წესდების დაუზიანებლობას "ადასტურებს", ზედაპირულად, უყურადღებოდ და თანაც ღვთისმეტყველებაში ჩაუხედავ მკითხველს ეს სრულიად დამაკმაყოფილებლად შეიძლება მოეჩვენოს. მაგრამ მათ ვისაც თუნდაც მცირე განათლება მაინცა აქვთ წმიდა სამებაზე ეკლესიის სწავლების შესახებ და ოდნავ მაინც გაცნობილია პატროლოგიას სულაც არ მოეჩვენება, რომ ტერტულიანეს ფრაზა დამაკმაყოფილებელია წესდების დასაცავად, რომელიც ამ მწვალებლობის გარდა კიდევ სხვა მწვალებლობებს ქადაგებდა და თავისი სიცოცხლე მონტანისტურ სექტაში დაასრულა. საკვირველი და სამწუხარო ისაა, რომ ამ ცნობილ მწვალებელში შვეცოვი თავისა და ბერ პავლეს თანამოაზრეს პოულობს. მაგრამ თუ შვეცოვისთვის ტერტულიანე წმიდა მამებთან ერთად ერთ რიგში დგას, მართლმადიდებელი ქრისტეანი ამ პოზიციას ვერ დათანხმდება. საკუთარი წესდების გასამართლებლად ტერტულიანეს მსგავსი მწერლების დამოწმებით, შვეცოვი ბელოკრინიცულ წესდებას დათვურ სამსახურს უწევს -
თუმცა, ეპისკოპოსი არსენი თვითონაც ხვდებოდა საკუთარი არგუმენტაციის უსუსურობას ბელოკრინიცული წესდების დასაცავად, ამიტომაც საკუთარი აპოლოგიის უშუალო გადმოცემის წინ შვეცოვმა მიუთითა, რომ მისი საძმოს კრებამ "ჩათვალა რა ის არა იმდენად ცთომილად, რამდენადაც ორაზროვნად და შემძლედ აეღორძინებინა ცთომა, დაუყოვნებლივ მისი გასწორება მოითხოვა" ("найдя сие не столько погрешительным, сколько двусмысленным и способным возрождать заблуждения, потщался его немедленно исправить"). აქ აუცილებელია შევნიშნოთ, რომ ეპისკოპოსი არსენი ეშმაკობს, როდესაც კრებას იმოწმებს, რადგან მოცემული კრების შესაბამისი დადგენილება შვეცოვმა სინამდვილეში კატეგორიულად უარჰყო როგორც უკანონო და მის აზრით, პირველი მსოფლიო კრების საწინააღმდეგო: "Относительно соборного постановления 1863 г. скажу, что мы соборные постановления должны принимать только, когда они согласуют предвдущим святым собором. Но указанное Вами соборное постановление не согласно есть первому вселенскому собору, и по сему я не сознаю его правильным" (ქართ.: "რაც შეეხება 1863 წლის კრებით დადგენილებას, უნდა შევიწყნარებდეთ მხოლოდ იმ დადგენილებებს, რომლებიც წინა წმიდა კრებათა თანხმიერია. ხოლო თქვენს მიერ მითითბული საკრებო დადგენილება ეწინააღმდეგება პირველ მსოფლიო კრებას, ამიტომაც, მე მას მართებულად არ ვაღიარებ") (Епископ Арсений Уральский. "Письма". М., 1999 г., стр. 343).
როგორც ვხედავთ, კრების დადგენილება, რომელმაც დაგმო ბერ პავლეს მიერ ბელოკრინიცელთა წესდებაში შეტანილი არიანული მწვალებლობა, შვეცოვმა მიუღებლად შერაცხა, ხოლო წესდების დაუფარავი მწვალებლურობა მართლმადიდებლურ სწავლებასთან თანხმიერად აღიარა.
ეპისკოპოს არსენის თხზულებამ ("ძველმოწესეობრივი იერარქიის ჭეშმარიტება მის წინააღმდეგ აღმართული ბრალდებების წინააღმდეგ") აღშფოთება გამოიწვია მის თანამოძმეთა შორის. ბელოკრინიცელთა წესდებას აუმხედრდა თითქმის ყველა მღვდელმთავარი და ცნობილი მწიგნობარი (начетчики), ისეთები, როგორებიც იყვნენ: კ. ა. პერეტრუხინი. აი, როგორ აღწერს თვით შვეცოვი თავის წინააღმდეგობას მის მიერ დაცული იერარქიის წინააღმდეგ:
"Я в настоящее время истязуюсь от Моск. Дух. Совета. 16 октября было собрание всех мирских депутатов и дух. лиц Духовного Совета, при коих еще были епископы Пафнутий и Селивестр. Совещание их было без меня, и, меня приглася, спросили только: "Кто тебе поручал печатать книгу "Истинность", и принимаю ли я соборное определение 1863 г.? Я им ответил, что книгу печатать мне никто не поручал, но я ее издал от своего усердия на основании оного апостольского изречения: "Еже сердцем веруется вправду, усты же исповедуется во спасение". А относительно соборного постановления 1863 г. скажу, что мы соборные постановления должны принимать только, когда они согласуют предыдущим святым собором. Но указанное Вами соборное постановление не согласно есть первому вселенскому собору, и посему я не сознаю его правильным. После сего меня попросили от собрания удалиться и чрез несколько минут опять пригласили. Мирские депутаты встали и попросили подчиниться собору 1863 года, я отказался, и они, сказавши, что теперь мы предаем вас на суд духовный, и сами удалились… На другой день архиепископ Саватий говорит мне: "Напрасно вы, отец Арсений, противитесь собору, мне вас жалко, но приговорили вас запретить священнодейства и отлучить от церкви"… И, поговоря несколько, договорились до того, чтобы я письменно написал исповедание веры и представил на обсуждение Духовному Совету, и я, это сделать обещавшись удалился. На другой день, накидав черновинкою, сошлись с епископом Пафнутием на обеде к архиепископу, по обеде я прочитал черновинкую обоим владыкам. Они мне сказали: "Вечером ныне 5 часов будет собрание Совета, тогда пусть посудит Совет это ваше исповедание". Но только дошел до Перетрухина, а я еще оставался у архиепископа – бежит и Перетрухин, -
აი ასე განიხილებოდა ბელოკრინიცული წესდება და არსენი შვეცოვის "ჭეშმარიტება..." თვით ბელოკრინიცელთა იერარქიაში. უდავოდ, ეს საღვთისმეტყველო ბატალიები დიდი საცთური იყო როგორც თვით ბელოკრინიცელთა, ასევე მათი ოპონენტებისათვის. ამ ბატალიების გარჩევა საჭიროა თანამედროვე ბელოკრინიცელ ქრისტეანთათვის. აუცილებელია, რათა მათ ბოლოს და ბოლოს ცალსახად გამოხატონ თავიანთი დამოკიდებულება ბელოკრინიცულ წესდებაში გამოთქმული მწვალებლური შეხედულებებისადმი.
შესაძლოა ბელოკრინიცელმა ქრისტეანებმა პერეტრუხინივით თქვან, რომ წესდების სხვა ადგილებში წმიდა სამების შესახებ სწავლება სწორად არის გადმოცემული, მაგრამ ეს ვერ უხსნის პასუხისმგებლობას ცთომილ ადგილებს, რამეთუ ისინი არის საცთურის საფუძველნი, ხოლო მათი ჯიუტი დაცვა ორჯერ უფრო მეტ საცთურს წარმოქმნის. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ბელოკრინიცელ ქრისტეანებს ახსოვთ წმიდა წერილის სიტყვები: "ნუ აცთუნებთ ნურც იუდეველებს, ნურც ბერძნებს და ნურც ეკლესიას ღვთისას" (1 კორ. 10:32) და თუმც "შეუძლებელია, რომ არ მოვიდნენ საცდურნი, მაგრამ ვაი მას, ვისგანაც მოვლენ" (ლუკა 17:1).
ჩვენ უეჭველად დარწმუნებულები ვართ, რომ ჩვენთვის ცნობილი ყველა ბელოკრინიცელი ქრისტეანი როდი შეიცავს ამ მწვალებლურ აზრებს და მრავალი მათგანი არ ეთანხმება ბერ პავლეს საღვთისმეტყველო ცთომილებებს, რომელიც მან მოათავსა ბელოკრინიცულ წესდებაში. მიუხედავად ამისა, იმისთვის, რათა ამოვძირკვოთ საცთურის ყოველგვარი საფუძველი, ბელოკრინიცელთა მთელმა იერარქიამ, ბრაილის მიტროპოლიის ჩათვლით, უნდა აღიაროს, რომ ბერი პავლე ცდებოდა, რომ წესდება მართლაცდა შეიცავს საღვთისმეტყველო ცთომილებებს, რომ არ იყვნენ მართლები ისინი, ვინც დაუფიქრებლად იცავდნენ წესდებას.
ბელოკრინიცელ ქრისტეანთათვის აუცილებელია ცალსახად და ღიად დაგმონ არამართლმადიდებლური აზრები, რომელსაც მათი წესდება შეიცავს, რათა არავის მისცენ საბაბი ფიქრისა, რომ იზიარებენ მწვალებლობას. მაშინ წესდების საღვთისმეტყველო ცთომილების ყველა მოწინააღმდეგე დაინახავს, რომ ამ ცთომილებებს არ ღებულობს მთელი ბელოკრინიცული იერარქია და ქრისტეანები, რადგან "ჩვენთვის მწვალებლობათაგან განშორებულთა ხილვა უფრო სასიხარულოა, ვიდრე მისი უსარგებლობის უსირცხვილოდ დამცველნი..." (წმ. კირილე ალექსანდრიელი. ეპისტოლე მაქიმე დიაკვნისადმი).
შედარებისთვის მკითხველს შევახსენებთ მეხუთე მსოფლიო კრების საქმეებს, რომლის მამები შეიკრიბნენ, რათა დაეგმოთ მართლმადიდებელ მამათა ზოგიერთი თხზულება, რომელიც შეიცავდა მწვალებლობებს. ასე მაგალითად, დაიგმო წმ. თეოდორიტე კვირელის მიერ წმ. კირილე ალექსანდრიელის წინააღმდეგ დაწერილი თხზულებები და ასევე, იბა ედესელის წერილი მარიუს ეპისკოპოსისადმი, რომელიც შეიცავდა ნესტორიანულ აზრებს. მსგავსადვე უნდა მოიქცეს ბელოკრინიცელთა იერარქიის მთელი მღვდელმთავრობა, უნდა შეიკრიბონ და დაგმონ თავიანთ წინაპართა ანტიმართლმადიდებლური შრომები, რათა აღმოიფხვრას ყოველგვარი წინაღობა და საცთური. მაშინ ყოველი იხილავს, რომ ბელოკრინიცელთა სასულიერო დასი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს არა ცარიელი ჯიუტობით, არამედ ძველ მამათა მაგალითებით და მართლმადიდებლობის ისეთი მნათობით, როგორიც იყო პავლე მოციქული, რომელმაც საკუთარ თავზე თქვა: "ვინ უძლურ არნ, და მე არა უძლურ ვიყვი? ვინ დაჰბრკოლდებინ, და მე არა ვჴურვიდი?" (2 კორ. 11:29).
_______________________________________________________
1. ამ სიტყვას გააჩნია მრავალგვარი მნიშვნელობა. ბელორუსიისა და უკრაინის მცხოვრებნი ამ სიტყვით, ირონიულ კონტექსტში აღნიშნავდნენ რუსებს (ეტიმ. "მოსკალ" მომდინარეობს "მოსკოვიდან"). გარდა ამისა, "მოსკალებს" უწოდებდნენ რუსეთის იმპერიის ჯარისკაცებსა და ჩინოვნიკებს, ანუ "სახელმწიფო მოხელეებს". ამავე სიტყვით აღინიშნებოდა თაღლითობა და მოტყუება აღებ-